შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო ივენთი //15//


14-07-2022, 23:05
ავტორი ენქეი
ნანახია 2 633

რამდენიმე საათში მზის სხივები პირდაპირ ოთახის ფანჯარაში შეიჭრნენ და ვაჩეს მყუდროება დაურღვიეს, ირგვლივ მხოლოდ ჩიტების შიკჭიკი ისმოდა, სხვა ყველაფერი უბრალოდ გაჩუმებულიყო და ცხოვრების რიტმს უხმოდ მიჰყვებოდა, თვალები როცა გაახილა ნუცა გვერდით აღარ დახვდა, მაშინვე საშინელმა ფიქრებმა შეიპყრო, რამდენჯერმე დაუძახა თუმცა ხმა არავინ გასცა, საწოლზე ფრთხილად წამოჯდა და კედელს დაეყრდნო რომ ფეხზე ამდგარიყო, რამდენიმე წამს ტკივილისგან მოკუნტული ერთ ადგილას იდგა, წამით ყველაფერი დატრიალდა თუმცა რამდენიმე ღრმა ამოსუნთქვის შემდეგ ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. კედლის დახმარებით ნელი ნაბიჯით განაგრძო გზა და მისაღებ ოთახში გავიდა, იქაც არავინ იყო, სამზარეულოშიც სრული სიჩუმე იყო, სიჩუმე რომელიც ანადგურებდა.
-ნუცაა.- კიდევ ერთხელ დაუძახა თუმცა სულ ტყუილად, ნუცას პასუხი არ გაუცია. უკანასკნელი იმედისთვის მაინც გაიბრძოლა, კიბის პირდაპირ დადგა და საფეხურების თვლა დაიწყო. -22 კიბეა, ასვლას მოვახერხებ. - მხნედ შეუძახა თავს და ყველა საფეხურზე ნახევარ წუთიანი შესვენებით ავიდა. ყველა ოთახი სათითაოდ შეამოწმა, ბოლო საძინებლის კარიც უიმედოდ შეაღო, ოთახი ცარიელი იყო, სახლს არც ბრძოლის კვალი ეტყობოდა და არც იმის რომ ვინმე საერთოდ იყო შიგნით. წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა. ფიქრებში გართულმა ვერც გაანალიზა უცებ ნახევრად შიშველი ნუცა მისი თვალთახედვის არეში როგორ მოხვდა.
-შეეენ… აქ რას აკეთებ? - პირსახოცს ხელი მთელი ძალით მოუჭირა და სხეულზე უფრო ძლიერად შემოიხვია.
-მეხუმრები? მთელს სახლში გეძებდი, რამდენჯერ დაგიძახე. ხმა რომ არ გამეცი ვიფიქრე რომ მამაჩემმა წაგიყვანა.
-ბოდიში, უბრალოდ შხაპის მიღება მინდოდა, 2 დღეა არ მიძინია, შხაპიც არ მიმიღია,!-თავისთვის დაიწყო ბურტყუნი ნუცამ და ვერ კი გაანალიზა როგორ აღმოჩნდა ვაჩეს მკლავებში.
-ალბათ ჩემი ნახევარი სიცოცხლე წაიღე. -მისი სურნელით აივსო ფილტვები ვაჩემ და თმაზე ხელი ნაზად ჩამოუსვა.
-ბოდიში, არ გამიგონია თორემ უპასუხოდ არ დაგტოვებდი.
- ვიცი, უბრალოდ მაშინვე ცუდი ფიქრებისკენ წავედი.
-მე… ვერც კი აგიღწერ ისე შემეშინდა მაშინ როცა მამაშენი მოვიდა, ან თუნდაც მაშინ როდესაც უგონოდ იწექი იატაკზე. აი არვიცი საშინელება დამემართა, ყოველ წამს მგონია რომ იგივე მოხდება და მე…
-ჩშშ. - თვალებში ჩახედა ვაჩემ ნუცას და რამდენიმე წამს უხმოდ დააკვირდა.- შენ მამაჩემი ვერაფერს დაგიშავებს, ამის პირობას მე გაძლევ, მზად ვარ საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი დაგიცვა, არ დავუშვებ რომ მოგიახლოვდეს. ამას მხოლოდ მაშინ შეძლებს როცა მე მოვკვდები.
-ეს არ გაუჭირდება და შენც იცი.- ამოიკრუსუნა ნუცამ.
-მას ჩემი მოკვლა არასდროს უნდოდა, უბრალოდ “გაკვეთილი ჩამიტარა”, ის მე ვერ მომკლავს, მისი ერთადერთი შვილი და გვარის გამგრძელებელი ვარ, ასევე ფიქრობს რომ ერთ დღეს მის მხარეს დავდგები და მის საქმეებს შევასრულებ ჩემი გენის გამო. მაგრამ ეს არ…
-რის გამო? - გაკვირვებული მიაჩერდა ნუცა
-სერიული მკვლელის გენი მაქვს. ისევე როგორც მამაჩემს, მემკვიდრეობითია ალბათ. -მხრები აიჩეჩა ვაჩემ
-ანუ შენ…
-ანუ მე შეიძლება თუ არა რომ სერიული მკვლელი გავხდე? კი შეიძლება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ოდესმე რამე მოხდება გეგიმ და ანდრეამ იციან რაც უნდა გააკეთონ.
-რას გულისხმობ?
-მოდი ჩაიცვი კარგიი? თორემ ასე რომ დგახარ ჩემს წინ ნორმალურად ვერ გესაუბრები. ცოტა ცუდ აზრებზე მივდივარ. - სიტუაციის განმუხტვა სცადა ვაჩემ და გულიანად გაიცინა, თუმცა დიდხანს არც ეს დასცალდა ჭრილობა საშინლად ასტკივდა ამიტომ თავის შეკავება სცადა.
-გარყვნილო. -თვალები მოჭუტა ნუცამ. - ქვემოთ ჩახვალ შენით?
-ხო, მოვახერხებ.
-კარგი მაშინ 5 წუთში ჩამოვალ. - მშვიდად მიუგო ნუცამ და საწოლზე ხმაური ჩამოჯდა. ღმერთო როგორ იზიდავდა, მაგრამ თან როგორ აშინებდა მასთან ურთიერთობა, ყველაფერი თითქოს როგორ მარტივად მაგრამ თან როგორ რთულად იყო. სხვაზე ვერავიზე და ვერაფერზე ვეღარ ფიქრობდა…
5 წუთიც არ დასჭირდა ნუცას რომ გამოეცვალა და ქვემოთ სირბილით ჩასულიყო, ვაჩე სამზარეულოს მაგიდას მიყრდნობოდა და ვიღაცას მესიჯებს გამალებით წერდა.
-გისმენ. გავაგრძელოთ - ცნიბისმოყვარეობამ სძლია ნუცას
-აბა, აბა, აბა. არც გაიფიქრო. - თავი გააქნია ვაჩემ.
-რა მოხდა?
-თმა ნუცა, თავი უდაბნოში ხომ არ გგონია?
-მე სულ ასე დავდივარ. - მხრები აიჩეჩა და მის გვერდით სკამზე ჩამოჯდა.
-ხოდა აღარ ივლი! ასე ძალიან გინდა რამე დაგემართოს? - თვალები წამოენთო ყიფიანს.
-საუბარი სხვა თემაზე ნუ გადაგაქვს, წეღანდელი დაასრულე.
-ნუ მბრძანებლობ ნუცა. წადი თმა გაიშრე.
-შენც ნუ მბრძანებლობ ყიფიანო. - მის პირდაპირ დადგა ნუცა და მზერა გაუსწორა.
-ახლა ჩემსავით იქცევი.
-ვიცი, ვცდილობ მიგახვედრო რომ აუტანელია შენი საქციელი. - მხრები აიჩეჩა ნუცამ და მასთან უფრო ახლოს მივიდა.
-მე შენს დაცვას ვცდილობ ნუცა, გაცნობის დღიდან დღემდე. მინდა რომ უსაფრთხოდ იყო.
-უსაფრთხოდ? ვისგან მიცავ მამაშენისგან თუ საკუთარი თავისგან?
-ორივესგან! - ტონს აუწია ვაჩემ- მამაჩემს შენსგამო საკუთარ სიცოცხლესაც კი მივცემ მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩემში ეს მკლელის ინსტიქტი გაიღვიძებს და მამაჩემივით მოქცევას დავიწყებ, მომიწევს შენც და დანარჩენი ყველაც ჩემგან დაგიცვათ, ამიტომ წინასწარ მაქვს ყველაფერი გათვლილი. თუ გზიდან გადავალ ანდრეა და გეგი მომხედავენ და ყველაფერს წერტილს დაუსვამენ.
-რას გულისხმობ?
-შუბლში ტყვიას დამახლიან. - თითებით იარაღის დემონსტრირება გააკეთა და თითები შუბლზე მიიდო.
-ხომ არ გაგიჟდი? - შეიცხადა ნუცამ
-ამას არ განვიხილავთ ნუცა.
-რას არ განვიხილავთ შენს თვითმკვლელობას? გააფრინე?
-ნუცა რა იქნება ერთ დღეს მამაშენს რომ ვესროლო? ან დედაშენს? და დავი*იდო ის რომ შენ ეს გაგანადგურებს. ან სულაც ელენეს? შუბლი გავუხვრიტო შენს წინ. გგონია მომწონს ეს ყველაფერი? გგონია ჩემთვის მარტივი იყო ჩემი მეგობრებისთვის მეთხოვა ეომ ჩემთვის შუბლში ტყვია დაეხალათ? გგონია მარტივი იყო მათი დათანხმება? მაგრამ ყველასთვის ასე აჯობებს ნუცა. - მისი სახე ხელებში მოიქცია და სახე ახლოს მიუტანა.- შენც იცი რომ ასე აჯობებს, ერთ დღეს შეიძლება შენც გესროლო, ვერ ვიცხოვრებ იმით რომ შენი სიცოცხლე შევიწირე. ვერ ვიცხოვრებ იმით რომ მომავალი გაგინადგურე და 17-18 წლის ასაკში მიწაში საკუთარი ხელით გაგიშვი.
-არ მინდა რომ მოკვდე. - ცრემლებს გასაქანი მისცა ნუცამ, ვერც წარმოიდგენდა ამ ვითარებას რაიმე კიდევ უფრო მეტად თუ დაძაბავდა მაგრამ დაძაბა, თან საშინლად.
-არც მე მინდა, მითუმეტეს მაშინ როცა შენ ხარ ჩემს გვერდით. მაშინ როცა რაღაც ახალი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, არ ვიცი რა არის მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ, იმით რომ მყავხარ და იმით რომ არსებობ. აქამდე მსგავსი არაფერი მიგრძვნია, ვერ აგიხსნი რას ვგრძნობ, ჯერ მეც ვერ გავერკვიე მაგრამ მნიშვნელოვანია ის რასაც განვიცდი, ვიცი რომ შენც იგივეს გრძნობ და არ უარყო, აზრი არ აქვს. გრძნობ როცა გეხები, როცა გესაუბრები, გეხუტები ან. - მისი ტუჩებისკენ დაიხარა და ხარბად დაეწაფა ხან ზედა ხან ქვედა ტუჩს, ხანაც ორივეს. რამდენიმე წამში მის ტუჩებს მოწყდა და საუბარი განაგრძო. - ან როცა გკოცნი, შეიძლება ახლა უარყო მაგრამ აზრი? შენ არ მეწყინააღმდეგები როდესაც შენთან ახლოს ყოფნას ვცდილობ, მაძლევ იმის უფლებას რომ შეგეხო, გაკოცო, შენს გვერდით მეძინოს. მაშინ როცა ამის უფლება არავისთვის მიგიცია.
-რასაც შენზე ვერ ვიტყვით, მე რასაც არ უნდა ვგრძნობდე შენთვის ეს ახალი არ იქნება. - დარცხვენილმა ამოილაპარაკა ნუცამ და თავი მისგან გაითავისუფლა.
-შენ გგონია ყველა გოგოს ასე ვექცევი? ასე თბილად და მის გვერდით უბრალოდ მძინავს? გგონია ჩემს სახლში ყველას ვიტოვებ და დაძინების საშუალებას ვაძლევ? სე**უალურ ლტოლვას არ ვგულისხმობ ნუცა, არც გამოცდილებას და საერთოდ არაფერს მსგავსს.
-ვინმესთან რომ ვყოფილიყავი მაინც ასე იქნებოდი?
-ვინმესთან რომ ყოფილიყავი ანუ სე*სი რომ გქონოდა?
-ხო.
-შენი სხეულია ნუცა, შენი არჩევანი, ეგ მე არ მეხება. მე კი არა საერთოდ არავის არ ეხება. თუ იგივე ადამიანი იქნებოდი ვინც ახლა წინ მიდგას 4 შვილიც რომ გყოლოდა იგივეს ვიგრძნობდი.
-არვიცი რა ან რატომ ხდება მაგრამ ხო, არ ვარ გულგრილი შენს მიმართ. შეიძლება ეს უბრალოდ გატაცებაა მაგრამ ფაქტია რაღაც ხდება.
-ვიცი.
-ჩემზე ყველაფერი იცი, ჩემი ურთიერთობაში გამოცდილების შესახებაც, სხვა დანარჩენი ყველაფერიც თავისთავად. ვიცი რომ ამას ცუდად არ გამოიყენებ მაგრამ მაინც მეშინია.
-ისე მაინც არ მენდობი როგორც საჭიროა და მაგას მალე შევცვლი. -დარწმუნებით განაცხადა ყიფიანმა.
-ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?
-რატომ არ უნდა ვიყო? მე კარგი ბიჭი ვარ, დაგავიწყდა? - სიცილით უთხრა ვაჩემ და სახე ახლოს მიუტანა. - ასე თუ არ ფიქრობ მითხარი. - ისე ახლოს იყო მის ტუჩებთან, მაგრამ მაინც თავს იკავებდა. არ უნდოდა ყველაფერი გაეფუჭებინა. აი ნუცას კი აღარაფერი ადარდებდა, ცდუნებას ვერ გაუძლო და ფრთხილად წაეტანა მის ტუჩებს. ვაჩე არ ელოდა ნუცასგან ამ საქციელს თუმცა არ უყოყმანია, ისიც მაშინვე აჰყვა კოცნაში, ხელები წელზე მჭიდროდ მოხვია და მთელი სხეულით ზედ მიიკრო, ისეთი ფრთხილი იყო მასთან თითქოს მსგავსი რამ პირველად ხდებოდა მის ცხოვრებაში, ნაზად კოცნიდა და ხელებს ჰარმონიულად დაასრიალებდა მის ზურგზე. წამის მეათასედში ტუჩიდან ყელზე, ყელიდან კი ისევ ტუჩებზე გადადიოდა. საშინლად არ უნდოდა მას მოშორებოდა. მისი თვალები, თმა, სახე, სურნელი საერთოდ ყველაფერი იზიდავდა. ერთი ხელის მოძრაობით ხელში აიყვანა, ტკივილი უკუაგდო და სამზარეულოს მაგიდაზე შემოსვა, ნუცა ვერც კი იაზრებდა რა ხდებოდა სანამ ვაჩემ პერანგის ღილების შეხსნა არ დაუწყო, იმდენად სიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა არ უნდოდა რომ ეს მომენტი დასრულებულიყო მაგრამ მზად არ იყო ამ ყველაფრისთვის.
-ვაჩე… გაჩერდი. - ყრუდ ჩაილაპარაკა და ვნებამორეული თვალები ვაჩეს მიანათა.ვაჩე მაშინვე გაჩერდა, პერანგს ხელები გაუშვა და მაგიდაზე ნუცას გარშემო დააწყო.
-ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც შენ არ გენდომება, არასოდეს. ზედმეტად მოკარებაზე ხომ ლაპარაკი არც ღირს. - ტუჩებზე ფრთხილად შეეხო და თვალებში ჩააცქერდა. - პერანგის ღილები არასწორად გაქვს შეკრული, მაგის გასწორებას ვცდილობდი. - ბოლოდან მეოთხე ღილი უკვე არეოდა ნუცას და პერანგი ისე სასაცილოდ შეეკრა შეუძლებელი იყო ვინმეს სიცილი შეეკავებინა ამის დანახვისას, ღიმილით მიაჩერდა ვაჩე, ისედაც ელოდა რომ რაიმე მსგავსს ეტყოდა. იცოდა რომ არ ენდობოდა და მასთან ურთიერთობისთვის მზად არ იყო.
-ბოდიში მე… - სირცხვილისგან ენა ჩაუვარდა ნუცას. - მე უბრალოდ…
-დამშვიდდი. შენს განსჯას კი არ ვაპირებ. - ღიმილით მიაჩერდა და პერანგის ღილების გასწორებას შეუდგა. - ყველაფერს გავაკეთებ რომ შენი ჩემდამი დამოკიდებულება შევცვალო, ოღონდ სხვადროს ღილების მდებარეობა აღარ აგერიოს გთხოვ თორემ მერე ცუდად ფიქრობ ჩემზე..
-საშინელი ადამიანი ხარ. -ხელი ოდნავ კრა ნუცამ რომ უკან დაეხია თუმცა ამაოდ.
-მაგრამ მაინც გიზიდავ.
-ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ. ერთ დროს საბაც მიზიდავდა. - სიცილით უთხრა ნუცამ და მაგიდიდან ჩამოხტა.
-ის გიზიდავდა, მე შეგიყვარდები. - ღიმილით დაასრულა საუბარი ვაჩემ და ნუცას უკან მიჰყვა…

***
-რატომ ნერვიულობ? - ნაღვლიანი მზერით აყოლებდა ელენე თვალს ოთახში გიჟივით მოსიარულე ანდრეას.
-არ ვნერვიულობ, საიდან მოიტანე? - მშვიდად მიუგო და მის გვერდით ჩამოჯდა.
-ნახევარ საათზე მეტია გიჟივით დადიხარ, უკვე თავბრუ დამეხვა. რა მოხდა? მომიყევი.
-არვიცი რა, უბრალოდ ცუდი პერიოდია. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ხვალ აღარ იყოს.
-რას ამბობ? ხომ არ გაგიჟდი? - თვალები გაუფართოვდა ელენეს.- ეგ მეორედ აღარ თქვა.
-არ მოიწყინო რა, შენ, ნუცას და თქვენს ოჯახებს საფრთხე არ გემუქრებათ.
-გგონია ჩემზე ვნერვიულობ ანდრეა? - იწყინა ელენემ და ფეხზე წამოვარდა. - რამდენიხანია უკვე ამაზე ფიქრობ, შეიძლება მოვკვდე, შეიძლება აღარ ვიყო. ეს საერთოდ რას ნიშნავს? როგორ მეუბნები იმას რომ შეიძლება აღარ იყო?
-შენს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება მე თუ აღარ ვიქნები, ხვალ სხვა გამოჩნდება, უკეთესი ცხოვრებით და უკეთესად იქნები. - მშვიდად განუმსრტა ანდრეამ და მის პირდაპირ დადგა.
-რა იდიოტი ხარ! ღმერთო მართლა რა იდიოტი ხარ.
-რატომ მლანძღავ?
-მართლა ვერ ხვდები?
-ვერა, რას უნდა მივხვდე?
-ხო რათქმაუნდა ვერ მიხვდები, შენთვის სულ ერთია ყველაფერი, სულ ერთია ისიც მე თუ ხვალ ცოცხალი აღარ ვიქნები, სხვა გამოჩნდება და მორჩა. მაგრამ იცი რა? ჩემთვის ასე არ არის, ვერც წარმოიდგენ რამდენი ხანია შენი ყურადღების მიქცევას ვცდილობ და ამისთვის მხოლოდ ერთი წვეულება და უაზროდ დარიგებული მოსაწვევები იყო თურმე საჭირო. რამდენიხანია შენს გარშემო ენა გადმოგდებული ძაღლივით დავრბივარ შეგიმჩნევია საერთოდ? იმ კაფეში მიმტანადაც კი დავიწყე მუშაობა სადაც ყოველდღე 6ზე ან 7ის ნახევარზე შედიოდი და უშაქრო ყავას უკვეთავდი. 2თვეზე მეტი ვერც კი მამჩნევდი, ბოლოს ლამაზი სტიკერი დაგიხატე ჭიქაზე და პატარა წარწერა დაგიტოვე. ბოლო სამუშაო დღე იყო, იქ აღარ მივსულვარ, ალბათ არც კი წაგიკითხავს.
-შენნაირი ბიჭები ჩემნაირ გოგოებს ვერასდროს ამჩნევენ. ბედნიერი მომავალი. “ე” - ფინჯანზე არსებული წარწერა გაიმეორა ანდრეამ.
-წაიკითხე? -თვალები გაუფართოვდა ელენეს.
-კი, ოღონდ ძალიან გვიან, მაგ დღეს ყავა მანქანაში დავტოვე, არც კი ამიღია, მეორე დღეს ნაბახუსევზე ვიყავი, მანქანაში ყავა რომ დავინახე მაშინვე ხელი ვტაცე მაგრამ წარწერის დანახვისას ყურადღება მასზე გადავიტანე, მილიონჯერ წავიკითხე, აზრს ვერ მივხვდი, აზრზე არ ვიყავი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო.
-იმიტომ რომ სახეში არასდროს შემოგიხედავს. ყოველთვის როცა ყავას უკვეთავდი ტელეფონში იყავი ჩამძვრალი, როდესაც ფინჯანს წინ გიდებდი მის სანაცვლოდ 20ლარიანს მიდებდი მაგიდაზე და ხურდა დაიტოვეთო მეუბნებოდი, თუმცა მე შენი ხურდა არ მჭირდებოდა.- ბოლო სიტყვები ისეთი ტკივილნარევი ხმით თქვა ანდრეას გული ნაწილებად დაემსხვრა.
-მე… მართლა არ ვიცოდი.
-არ იცოდი რათქმაუნდა, არც ის იცოდი იმ ღამეს როცა ქუჩაში ნასვამი უნდა გდებულიყავი სახლში ვინ მიგიყვანა, გეგონა ვიღაც რიგითი ნა*ა გყავდა და მეორე დღეს უბრალოდ დაივიწყე. მართალია არაფერი მომხდარა მაგრამ შენ ასე ფიქრობდი. გამთენიისას წამოვედი რომ ფხიზელს არ გენახე.
-შენ იყავი?
-ჰო, მე ვიყავი.
-მისმინე ელენე, ვაღიარებ ნამდვილი სი*ივით ვიქცეოდი მაგრამ ახლა ასე აღარ არის, მე მადარდებ შენ. ჩემთვის ძვირფასი ხარ და არ მინდა დაგკარგო.
-მაგრამ იმას არ გრძნობ რასაც მე. - მშვიდად მიუგო ელენემ. - ამიტომაც გგონია რომ ხვალ თუ მოკვდები, ზეგ სხვა იქნება ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ სიმართლე იცი რა არის? მე სხვა არასდროს მინდოდა. მაგრამ იქნებ ასე აჯობებს. - ნაძალადევი ღიმილით მიუგო ელენემ და მისკენ გაიწია, იცოდა რომ ანდრეა არ გაეკიდებოდა და დაბრუნებას არ სთხოვდა, უკანასკნელად შეეხო საყვარელი ადამიანის ტუჩებს, წამით თვალებში ჩააცქერდა, მის თვალებში დაბნეულობა ამოიკითხა, შემდეგ უბრალოდ ჰორიზონტს გახედა. - მზე ჩადის. - თქვა ღიმილით, ცრემლიანი თვალები კიდევ ერთხელ შეავლო მის წინ მდგომ სილუეტს და სახლი უკან მოუხედავად დატოვა. იმედს მაინც იტოვებდა რომ სასწაული მოხდებოდა და ანდრეა ასე უბრალოდ არ გაუშვებდა, ნელი ნაბიჯით მიდიოდა ქუჩაში, ხანდახან თვალს უკან აპარებდა მაგრამ ამაოდ, მართალი იყო, ანდრეა არ გამოჰკიდებია, არც მას და არც ურთიერთობას. - სვანეთში წაყვანას დამპირდი, შენი დაპირებებიც ცარიელი სიტყვები ყოფილა… - ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და გზა მშვიდი ნაბიჯით განაგრძო…

***
-რაღაც უნდა გკითხო, ოღონდ თავი არ აარიდო ჩემს კითხვას. - როგორც კი ვახშმობას მორჩნენ მაშინვე წინ აესვეტა ვაჩე ნუცას.
-კითხვას გააჩნია.
-ნუცა! - თავი გვერდზე პატარა ბავშვივით გადაწია.
-კარგი, მკითხე.
-მთელი სახლი და თუთოეული კედელი თუ სხვა უსულოა საგანია მოწმე, წეღან როცა ვსაუბრობდით, შენ მაკოცე.
-აუ ვაჩე, გეყოფა. - იცოდა რომ საუბარი უხერხულად წარიმართებოდა და კითხვას თავი აარიდა.
-არ წახვიდე რა, დამელაპარაკე. უბრალოდ ურთიერთობის გარკვევა მინდა.
-გისმენ. - სახეზე ალმური ჰქონდა მოდებული.
-გავიგე რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ ხარ, არ მოგთხოვ იმის დაკონკრეტებას რას გრძნობ ჩემს მიმართ და ა.შ. მაგრამ მაინტერესებს, ურთიერთობის რა ეტაპზე ვართ?
-ანუ?
-ანუ, ხო არსებობენ, მეგობრები, ნაცნობები, დაქალები, ძმაკაცები, შეყვარებულები და ა.შ რომელ კატეგორიას მივეკუთვნებით?
-ეგ შენ მითხარი.
-მე შენი აზრი მაინტერესებს ნუცა.
-ჩემი აზრი გაინტერესებს მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილება შენს ცხოვრებას უფრო შეცვლის ვიდრე ჩემსას, თუ იტყვი რომ მეგობრები ვართ შენ შენთვის და მე ჩემთვის, ალბათ ჩემს ქორწილში მეჯვარეც იქნები, თუ იტყვი რომ შეყვარებულები ვართ მოგიწევს იმ ყველაფერს დაემშვიდობო რითიც მანამდე ერთობოდი. ვგულისხმობ ნა*ებს, ერთი ღამის ურთიერთობააა და რატო ჭედავ და მაგავსი სისულელეების მოსმენას არ ვაპირებ ოღონდ მართლა. თუ ხვდები რომ მაგისთვის მზად არ ხარ უბრალოდ არ გააჭიანურო, თქვი და მოვრჩეთ.
-ეჭვიანი ხარ თან ძალიან. - ღიმილით უთხრა ვაჩემ.
-არ მეცინება.
-მისმინე ნუცა, არ მინდა რასაც ახლა ვგრძნობ ოდესმე დამთავრდეს, არ მინდა შორს იყო ჩემგან, მე არ ვარ 80იანების ბიჭი რომ ის გითხრა კაცის ღალატი ღალატი არ არის და ქალის არისთქო, არც იმას გეტყვი მოკლე არ ჩაიცვა და ბიჭი მეგობრები არ გყავდესთქო. მაგის უფლება არ მაქვს და მაგ ზომამდე არასდროს არ მივალ. მინდა რომ ჩემი გერქვას, აი იმენა ყველამ რო იცოდეს თან მასე, უბრალოდ მგონია რომ რაღაც შემეშლება, აქამდე მსგავს ურთიერთობაში არასდროს ვყოფილვარ, არ მინდა რომ გული გატკინო და რამე ისე არ წავიდეს.
-ურთიერთობას თავს რატომ არიდებ? თქვი პირდაპირ მეგობრები ვართო და მორჩა.
-მოიცა, მე არ მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო, შენ ყველაფერს გულში ინახავ რასაც გრძნობ, რაიმე თუ გწყინს ან არ მოგწონს. მე არ მინდა რომ ჩემთანაც მასე იყო, მინდა რომ გახსნილად და თავისუფლად შეგეძლოს საუბარი. ღალატს არ ვგულისხმობ, ლიკას სულს ვფიცავარ სხვა ქალისკენ თუ გავიხედო, რომელ ღალატზეა ლაპარაკი. უბრალოდ მინდა რამე თუ შემეშლება მითხრა. პირდაპირ მომახალე, ისე რომ თავი ძალიან დამნაშავედ ვიგრძნო, გავაანალიზებ და გაგიგებ.
-იმასაც გაიგებ მოკლე კაბით და დეკოლტეთი მეგობრის დაბადებისდღეზე რომ წავალ?
-ყველაზე ამაყი ვიქნები იმით რომ ასეთი ლამაზი, ჭკვიანი და სექსუალური გოგო ჩემი შეყვარებულია, ყველაზე ამაყი ვიქნები როცა გაივლი და ბიჭების 99% პროცენტი თვალს პირდაღებული გამოგაყოლებს და შენ მაინც ჩემთან მოხვალ, მიუხედავად იმისა რომ შენნაირ ადამიანს არ ვიმსახურებ. შენი სხეულია, შენი არჩევანი. მე კი არა შენს მშობლებსაც არ აქვთ უფლება მაგაში ჩაერიონ. ბიჭი რომელიც შენ არჩევანში შეგზღუდავს არ გიმსახურებს,დამიჯერე უბრალოდ მოიშორე თუნდაც მე ვიყო ეგ ბიჭი უბრალოდ უნდა დამთავრდეს.
-ბიჭისგან ამის გაგება ცოტა უცნაურია, ყველა ბიჭი ბრაზდება მსგავს რაღაცეებზე.
-მე ხო ყველა არ ვარ, შენი შეყვარებული ვარ. - ღიმილით უთხრა ვაჩემ და სიფრიფანა სხეული გულზე მიიხუტა. უჩეულოდ ბედნიერი იყო, ვერც კი იაზრებდა რამხელა ბედნიერება იყო ის რომ ნუცა მასთან ურთიერთობას დათანხმდა. ყველაფრის მიუხედავად ყველაზე რთული ეტაპი წინ ელოდათ, საკმაოდ საშიში და სისხლიანი…






ბოდიშით რომ გალოდინეთ, შემდეგი თავი ზეგ საღამოს დაიდება, ველი კომენტარებს heart_eyes



№1  offline წევრი ♥️♥️

ვაიჰჰ♥️ძალიან კარგია და ძალიან საინტერესო ♥️????ძალიან კარგად წერ ♥️????ველით ახალ თავს????♥️

 


№2 სტუმარი ნი-კე

გვალოდინე მაგრამ კრგი თავი იყო თუმცა პატარა..წარმატებები

 


№3 სტუმარი ზოია

შესანიშნავად წერთ

 


№4  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან საინტერესო და ყოვლისმომცველი, ემოციებით დატვირთული ისტორიაა,უფრო საინტერესოა როგორ გადალახავენ ამდენ ბარიერს ვაჩე და ნუცა.შურისძიების მსხვერპლნი და უდანაშაულო დამნაშავენი რამდენად შეძლებენ ბოროტების დამარცხებას ,სინათლისა და სიბნელის გზების კვეთაზე.შესანიშნავი ისტორიაა.

 


№5 სტუმარი ნია

როგორც იქნა, არა ბაბულიკა მთავარი პერსონაჟი, ძალიან კარგი ტიპია ვაჩე, ნუცასთვის აღარ მემეტება :დ

 


№6 სტუმარი სტუმარი Nestani

Kargi iyo momewona saintereso cota shokshi chamagdo VAches ambavms,ver gavige elene da Andria dashordnen

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent