შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავ-თეთრი გრძნობების ომი ( თავი 14 )


21-07-2022, 14:10
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 13 584

საათმა ისრები ცხრას გაუსწორა. საძინებლის აივნიდან გაჰყურებდა ჭიშკარს. ამ დროს უკვე სახლში უნდა ყოფილიყო და მეტი თუ არა, ერთი წაკინკლავება მაინ უნდა მოესწროთ. კმაყოფილების შეგრძნება ეუფლებოდა, როდესაც ახსენდებოდა, შინ დაბრუნებულს სიფრიფანა არია რომ დახვდებოდა. გააბრაზებდა გააანჩხლებდა, თვალებს დააკბვესებდა, მერე გაბუტული სახით იქნებოდა მთელი საღამო. დილით დალაგებული გეგმები აერია, დააგვიანდა. ამ დროს სამზარეულოში უნდა ენარნარა,მეუღლისთვის ვახშამის მოსამზადებლად. თავადათ იქ იქნებოდა რა თქმა უნდა, უტიფარი მზერის ობიექტად აქცევდა და მის განაწყენებას ეცდებოდა. ან რაიმე მწარეს ეტყოდა, ცრემლებით აუვსებდა სანატრელ თავალებს, ან კომპლიმენტს - დასაფრთხობად და ლოყების შესაწითლებლად. ორივე შემთხვევაში იმას მიიღებდა, რაც სურდა - მტანჯველ სიამოვნებას. იქ იქნებოდა რა თქმა უნდა, ბართან ჭიქა წვენით, ან ვისკით ჩამომჯდარი.რა გული დაუდგებოდა მისგან შორს ყოფილიყო, როდესაც სახლში ეგულებოდა. ამ ფიქრებს აყოლილმა ბუნდოვნად აღიქვა, რომ გამოჩდნენ. ლაშამ ავტომობილი ეზოში შემოიყვანა. სიცილით გადმოვიდა არიდა ავტომობილიდან, თან ლაშას ხელს გამაფრთხილებლად უქნევდა. რა მშვენიერ ხასიათზეაო, გაიფიქრა. ჯერ ბუნებრივად გაეღიმა, უცებ კი ბოროტული ელეფერიც შეეპარა. დაგვიანებულნი, რომ სახლი შემოვიდნენ დათა დივანზე იჯდა და ლეპტოპში ბუღალტერის გაგზავნილ საბუთებს კითხულობდა. სიცილი შეწყვიტა არიდამ. თანაგრძნობით შეხედა ლაშამ განწყობა შეცვლილ გოგოს და თავი ბრაზით გააქნია.
- სეირნი ხომ არ გაგიგრძელდათ ? - ლეპტოპი გადადო და ირონიული ტონით მიმართა შემოსულთ.

- სხვა სიკეთეებთან ერთად ამნეზიაც დაგეწყო ? - ნინისმოგებით და ღიმილით მიუგო ბაკურაძემ, - როგორც მახსოვს დაგირეკე და გითხარი.

- მშვენივრად მახსოვს... ლაშა, ბოლოჯერ გაფრთილებ, ვანოს ჩამოშორდითქო! - ახლოს დაუდგა და მხარზე მოუტყაპუნა ხელი მეგობარს.

- არ ჩამოშორდე ლაშა. მე ძალინ მომწონხართ. თქვენთან მაინც შემიძლია გაღიმება. - ჯინაზე შეაგონა ბაკურაძე. ცერად გახედა დათამ არიდას, ბაკურაძეს რომ გულრწფელად უღიმოდა. - ახლა წავალ, სამზარეულო მელოდება. - თავადაც იმავე მზერით შეხედა დათას და გვერდი აუარა. - ლაშა, - სამზარეულოს კარიდან დაუძახა, - თუ გშია დარჩი. შენსაში საწამლავს არ ჩავყრი.

- მჯერა. - გადაიხარხარა ბაკურაძემ. - საქმე რომ არ მქონდეს აუცილებლად დავრჩებოდი.

- კარგი. მადლობა ყველაფრისთვის.

- ეს რა სანახაობა მოაწყვეთ ?

- ისეთი, კეთილი და ბავშვურია, ლოყები რომ არ დავუჩქმიტე მიკვირს.

- ბავშვური ? მე რატომ ვერ ვამჩნევ?

- მიეცი საშუალება რო ? ისე იქცევი, ვეჭვობ იმავრე შხამით მოწამლავ, რამაც შენ და ელოდე, რომ ბუმერანგივით დაგიბრუნებს.

- დიდებულია. როგორ დამეგობრებულხართ.

- სწორედ მაგიტომ ვარ მის გვერდით. თორემ იცი, რამდენად მოცლილიც ვარ. მირჩევნია მე ვდიო, ვიდრე შენ შეუხუთო სული.

- ლაშა ... ლაშა... მგონი ჩემს ღალატს გეგმავ.

- იცი რა მაინტერესებს ძმაო?- მხარზე მოეხვი დათას და ბეჭზე ვითომ მეგობრულად, მაგრამ გვარიანად შემოსცხო. - როგორ ფიქრობ, შენი მეგობრობა ავტომატურად ვალდებულს მხდის მეც ცუდად მოვიქცე?

- დაიკარგე ახლა აქედან და შენ და ვანო უახლოესი ერთი კვირა არ დამენახოთ !

- მაგდებ ? - გაეცინა.

- თავად გაიგდე თავი. - მიაძახა სამზარეულოსკენ მიმავალმა. - იცოდე, ყველგან ნუ წაიყვან, სადაც გთხოვს, სახიფათოა.

- ჩემს გვერდით ხიფათი ვერ გაეკარება.

- ვამჩნევ.

***
ქურდული მზერით უყურებდა კარში გახიდული, სამზარეულოში მოფუსფუსე არიანდას. გოგონა ისე გართულიყო ვახშმის მომზადებით ვერ ამჩნევდა მოთვალთვალეს. ტანთ ისევ სამუშაო ფორმა ეცვა, რომელიც მეტ ქალურობას სძენდა ქნარივით ჩამოქნილ სხეულს. ნარნრითა და დახვწილი მიხვრა-მოხვრით მიმოდიოდა. დროდადრო ხელით ისწორებდა წინ ჩამოგდებულ შემაწუხებელ თმის ხვეულს. არ უყვარდა დათას, აკრული თამა, ეს უკვე ვიცით. რაღაც ძალით შეიკავა თავი, სამაგრი არ მოეზრო. ის ხვეულიც რა მოუსვენრად ეთამაშებოდა სახეზე. ჯიბრში უდგა ბიჭის მოთმინებას. მერედა ისეთი ლამაზი დასანახი იყო , დანიანი ხელის მაჯით რომ ცდილობა ხვეულის გადაწევას, თან თავლებს აფახურებდა. ითმინი ითმინ და... ჩუმად ამოუდგა ზურგს უკან და სამაგრი მაოძრო. შავი ლივლივა დალალები ჩამოსრიალდა და მხრებზე დაეფინა. თავისუფლება მიცემულმა თმამ სურნელიც უხვად გაფანტა. ისტიქტურად მოეხუჭა დათას თვალები და ერთ შესუნთქვაში გამოსტაცა ჰაერს არიას სურნელი.

- რას აკეთებ ? - კოპებშეკრული შებრუნდა. - რა ქურდივით მომეპარე, შემეშინდა.

- რამ შეგაშინა ? აქ, ჩემს გარდა ვინ შემოვიდოდა ?

- მართალია, შენზე საშიში არავინ. - საქმეს მიუბრუნდა. დათა ისევ იქ იდგა. - დიდხანს უნდა იდგე მად ?

- გარეთ შეკრული თმით იარე, მაგრამ სახლში რომ მოხვალ გაიშალე ხოლმე. - დაარიგა და მის წინ, ბარის სკამზე ჩამოჯდა.

- როგორი შეშლილიც ხარ, სურვილებიც ისეთი გაქვს. - საჭრელი დაფიდან თავი არ აუწევია ისე წაკბინა.

- მე არ მგონია, შეშლილის სურვილს გავდეს.

- იმიტომ, რომ შენ ჩემი თვალით არ უყურებ და ჩემი გონებით არ სჯი.

- რა თქმა უნდა. მე ყველაფერი ჩემი მაქვს.

- ყველას ყველაფერი თავისი აქვს, მაგრამ ზოგიერთ ადამინას აქვს უნარი სხვის ადგილას დააყენოს თავი, სხვისი ტკივილი თავისად აღიქვას და სხვისი სიხარული გაეხარდეს. ეს, მხოლოდ გნსაკუთრებულ ადამიანებს შეუძლიათ, სხვის სულსა და გულში ჩახედვა.

- გამოდის არცერთი არ ვართ განსაკუთრებული. - მრავლის მთქმელად უპასუხა დათამ. უცებ, გაელვებით შეხედა არიდამ მის თვალებს და დაირცხვინა. დათა ჩვეული დაკვირვებით უყურებდა. გოგომ თავი ისე დაბლა დახარა თმა მხრებიდან სულ სახეზე გადაცოცდა. მობეზრებულად გაბერა ლოყები და ჰაერი გამოუშვა, იქნება სახიდან მოშორდნენო. რას დააკლებდა ხშირ ხვეულებს, ლამაზად აფრიალნენე ჰაერში და უკან ერთმანეთში გახლართულები დაბრუნდნენ. წამწამებშიც გაიხლართნენ.

- რატომ გამისალე ! ასე ხელს მიშლის, თანაც შეიძლება საჭმელზე დავარდეს. - ბუზღუნით დაიწუწუნა ქალმა.

- თავს თუ აწევ და მოუსვენრად არ დაიწყებ ქნევას, ხელს არ შეგიშლის.

- შემიშლის. - ჯიუტად იქნევდა თავს და თმებს უფრო იბურდავდა.

- მოიცადე, მოგეხმარები. - დასახმარებლად წამოდგა.

- არ მინდა. თავად მივხედავ. - ცივად იუარა ქაალმა.

- ლამაზ ალქაჯს დაემგვანე. - ჩეიღიმა არაბულმა, რეაქციას დაელოდა.

- იქნებ ჯადოს გაკთებაც ვისწავლო. - ონკანი გააღო, ხელები გადაიბანა და ყურს უკან გადაიწია თმა. უკეთ გამოჩნდა, რასაც დათა ელოდა, შეწითლებული ლოყები.

- იქნებ უკვე მომაჯადოვე კიდეც.

არიდამ უხერხუად ჩაახველა. მიხვდა და ვერც მიუხვდა ნათქვამს. ვაი თუ ვცდებიო, ამიტომ პასუხი არ დაუბრუნა. ხმაურინადა დაუწყო დაჭრა სტაფილოს გზააბნეულმა.

- როგორც ჩანს ლაშასთან საერთო ენა გამოგიძებნია. - გაჩუმება არ სურდა დათას.

- შენთვის პრობლემაა? გირჩევნია შენს გარშემო ყველას მტრად აღვიქვადე?

- მგონი ენა დაიგრძელე.

- მგონი, იმაზე მეტის დიალოგის გაბმას ცდილობ, ვიდრე მოახლესა და უფროს შეეფერება. ასე უბრალოდ ნუ მოღლით თქვენს ძვირფას ბაგეებს.

- იქნებ ისიც მასწავლო, ბრალიანად როგორ მოვღალო.

სულ სხავა სათქმელი ჰქონდა დათას, მაგრამ არიანდას ბოლო ფრაზამ უკეთესი ვერსია შესთავაზა. უცემ მჭიდროდ დახუჭა თავლები და ლოყები ხელახლა შეუწითლად. რაც არ უნდა შეცვლილიყო მასში, მისი სიმორცხვე არასდროს შეიცვლებოდა.

- მგონი ახლა შენც ფიქრობ, რომ ენა დაგიგრძელდა.

- გადი და მაცადე საჭმლის კეთება.

- აქ მინდა ყოფნა.

- მაშინ გაჩუმდი. როდესაც ხმას იღებ სულ რაღაც მწარეს მეუბნები.... და ახლაც არაფერი შეცვლილა დათა, მე ისევ ვიბნევი... ამჯერად შენს მწარე ნათქვამებზე.

ტრადიციულმა გულრწფელმა აღიარებამ, დღის ბონუსი დაურიცხა დათას. არ ელოდა და რომ არ ელოდა ეს უფრო ესიამოვნა. თავის არიასეული იყო.

- გშია ? - ჰკითხა უცვეულოდ მშვიდად გოგოს.

- არა.

- მაშინ დაანებე, არც მე მშია.

- სად ჭამე ? - კითხავ დასრულებული არ ჰქოდა, რა ჯანდაბად ვკითხე, რა ჩემი საქმეაო, ახლა ისევ რაიმე მწარეს მეტყვისო, გაიფიქრა.

- რესტორანში... საქმიანი შეხვედრა მქონდა. - ღიმილით დატოვა სამზარეულო.

- ამდენი რამ როგორ გადავყარო ახლა ? - აბუზღუნდა ისევ,- ვირაცისთვის ერთი დღის საკმარია, მე კი ურნაში უნდა ჩავაგდო... - ხელებით სამზარეულოს დახლს დაეყრდნო და ნახევრად მზა კერძს დააჩერდა, - ახლა რომ გავაკეთო, დილით მაინც არ შეჭამს. რა უსამართლობა, ზოგს იმდენი აქვს გადასაყრელადაც არ ენანება, ვიღაც კი შიმშილით კვდება...

არ გადაყარა. არ დაიზარა, კერძი ბოლომდე მოამზადა და დაცვის თანამშრომლებს გაუტანა. მათაც იმდენი მადლიერება გამოხატეს, ლამის უკან წამოიღო გოგომ. არაბული საძინელბლის აივნიდან აკვირდებოდა. იქიდან კარგად მოსჩანდა განათებული დაცვის ოთახი. სამართლიანობის აღდგენის საკითხში, მის მიერ შეტანილი ცოტაოდენი წვლილით კმაყოფილმა არიდამ , ბედნიერი სახით მიხურა კარი. სახლის სითბო ეამა, შიშველ მკლავებზე აის-დაისვა ხელი და გააჟრჟოლა. სიფრიფანა ქალბატონი სუსხიან ამინდში თხელი პერანგით დადიოდა ეზოში. დათამაც შეამჩნია აივნიდან, მაგრამ განგებ არ დაუძახა, აშკარა ზრუნვაში ჩაეთვლებოდა. მართლა პატარა ბავშვივით კუდში სადევიაო, დატუქსა გულში. ფეხაკრეფით შეიპარა სახლში. დათა რომ ვერსად შენიშნა გაბედულად წავიდა საძინებლისკენ. სულ როგორ ქრება ძილის წინო, გაიფიქრა. რას დავეძებ, რაც უნდა ის უქნიაო დაამტა მერე. დაღლილს, დაძინების მეტი არაფერი სურდა. კიბეები აიარა და დერეფანის თავში რომ გასწორდა, ქუსლინი ფეხსაცმელი გაიხადა შიშველი ტერფებით გაუყვა. თან დადუნას სიტყვები გაახსენდა, სულ რომ ეჩხუბებოდა ფეხშიშველი ნუ დადიხარო. მოგონებამ თბილი ღიმილი მოჰგვარა. შენს ჯინაზე მაინც ვიღიმი, -გაგულისებულმა გააჯავრა გულში დათა, - კიდევ კარგი არ მხედავ თორემ არ შემარჩენდიო, - მისი კარს მიუახლოვდა. - ამ სითერეში შავი კარის ჩასმა მხოლოდ შენ თუ მოგაფიქრდებოდაო, - დაბალ ხმაზე ცაიბურდღუნა.
კარგა ხანი დაჰყო აბაზანაში. ისევე, როგორც ყველა ადამინს, მასაც ეხმარებოდა წყალი დაღლილობის მოხსნაში. თბილი პიჟამოებით დაიფუთნა და სანახევროდ მძინარმა დატოვა აბაზანა. არაბული მის საწოლზე მოკალათებული ელოდა როდის ინებებდა იქიდან გამოსვლას. შუქი ჩაექრო და ბნელში იჯდა. ცერად აათვალიერა გამოსული. ვარაუდად, თვალების სრესვის რომ მიაბოტებდა საწოლისკენ.
- ვაიმე დედა, - ფეხზე წამოედო, ცივად შეჰკივლა და ამოვარდნილ გულზე იტაცა ხელი, - მეტი ვერაფერი მოიფიქრე და ახლა ასე გინდა გამიხეთქო გული? - მივარდა და დენი აანთო.

- რა არის ეგ, რა გაცვია ?

- რატომ შემოხვედი ? რას დაძრწიხარ ამ ჩემს ოთახში?

- შენთვის ზრაპრის წაკითხავა მომინდა ძილის წინ.

- შენ რომ ზღაპრებს მიკითხავ უძილობას იწვევს. ასე რომ არ მინდა ! მადლობა !

- მგონი მართლა ზღაპრებს უნდა გიკითხავდე. - მარჯვენა ხელის ორი თითით შორიდან სხეულზე აატარ ჩამოატარა. მიუახლოვდა.

არ შემიძლია არ დავეთანხმო დათას. ის ქალი, წეღან რომ გიყვებოდით სამზარეულოში ქალღმერთივით დანარნარებდათქო, ახლა ნაცრიფერ პიჟამოში გამოწყობილიყო და ადგილი არ ჰქონდა, სადაც ვარდისფერი ფისო არ ეხატა. ზედატანზე კი, წინ, ორივე მხარეს ფისოს ყურები დაცქვეტილიყო, შუაში შავი ცხვირი და მუცლის გასწვრივ ულვაშები. დათამ ხელები ფისოს ყურებს მოკიდა და ზემოთ აქაცა. მეტი რა უნდოდა არიდას გულს? ისე ახლოს იდგა მასთან ბუდიდან ამოხტა და ფიცარს შემოასკდა.

- მართლა რა გაცვია. შენი ასაკის გოგო, ამ დროში, ასეთი რათაცეებით ?

მართლა გაკვირვებული ჩანდა ბიჭი.

- შენ ხომ ჩემი საქილიკო და დასაცინი არ გელევა. დამანებე რა თავი... გადი ჩემი საძინებლიდან და ვიდრე შემოხვალ, დააკაკუნე მაინც.

- დავაკაკუნე, მაგრამ ვერ გაიგონე.

- ხო, როგორც გუშინ. დაგიჯერე...

- ნუ კანკალებ, ცუდია... სხეული ადვილად დაგეღლება.

- დათა, ახლა სულ ასე უნდა იყოს ? სულ უნდა მეშინოდეს, როდის შემოვა და რისი დაშავება მოუნდებათქო? მშივიდად ვეღარ უნდა დავიძინო ?

- შენც ნუ შეგეშინდება. უნდა შეეჩვიო, ამ ოთახში მაშინ შემოვალ, როცა მომინდება.

- დიდხანს ვერ გავუძლებ, სულ ცუდის მოლოდინი ჭკუიდან შემშლის.

- მოდი მაშინ ნუღარ გავწელავთ დროს. რაც მალე მოხდება მით ნაკლებად გაგიხანგრძლივდება ნერვიულობა.

- რა ? - თავლები დასცვივდა არიდას.

- მგონი გასაგებ ენაზე ვთქვი. ვერ ვიტან გამეორებას.

- ახლა არ გინდა რა... გთხოვ ახლა არა... - მკერდზე მიაბჯინა ხელები და თავისი სუსტი სხეულით მისი ბრგე სხეულის უკან დაწევა სცადა.

- მოისვენე, - მაჯებზე ტორები ჩასჭიდა და შეაჩერა, - ისე ხარ ჩაცმული სურვილი დამკერგა.

- მაწამებ... მაწამებ მანამ, სანამ არ დავიღლები და დაგნებდები... ეს გინდა.

- ახლა მხოლოდ კოცნა მინდა...- თითქოს ძალინ უბრალო სურვილი ჰქონდა. ისევ დაჭყიტა თვალები არიდამ და მაჯების დახსნა სცადა უშედეგოდ. ბიჭმა მკერდიდან მოიცილა მისი ხელები და ზურგს უკან შეუკრა.

- გაჩერდი...

- არა.

- გთხოვ !

- არა. - სწრაფად დაეტაკა მონატრებულ ტუჩებზე.

ორივეს მონატრებოდათ ერთამნეთის გემო. მერე რა, რომ თან სძულდათ, ვერ იტანდნენ და ასე შემდეგ... მათ ტუჩებს ტკბილი სიყვარულისა და თავბრუდამხვევი სიამოვნების გემო ჰქონდა. არიდას გული ხანს სულ გაჩრდებოდა, ხანც თავწყვეტით ანგრევდა ფიცარს. როგორც ყოველ ჯერზე ახლაც წაერთვა ძალა და ისევ დათამ დაიჭირა. ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ არც ბიჭი აძლევდა ამის საშუალებას და არც სხეულში გაბატონებული მისადმი მიზიდულობა. მუცელში პეპლების ნაცვლად მწველი, გავარავრებული ნაპერწკლები დაფრინავდნენ. ნაზად და ამვედროს მადიანად აგემოვნებდა დათა მხოლოდ მისთვის განკუთვნილ ნუგბარს. ხან ზედა ტუჩს მიქცევდა თავისაში,ხან ქვედას, ხანაც ორივეს ერთად. ძალიან ახლოს მიიკრა ქალი სხეულზე, ისე ახლოს რომ მისი გულის მოზრაობა იგრძნო არიდამ. რის ვაი-ვაგლახით გაითავისუფლა ხელი და გულთან დაადო. ნამდვილად ფეთქავდა, გამალებით არ, მაგრამ ჩვეულებრივზე გახშირებულად ძგერდა. სიხარული ვერ დამალა და ბიჭის ტუჩებზე მიკრულს გაეღიმა. თვალები გაახილა დათამ, ნეტავ რა აცინებსო. ნეტარებით თავლმინაბული, მომღიმარი არიდას დანახვამ მეტი საიმოვნება აგემა. სხეულში მეტის სურვილი წარმოიშვა და ხლებმა ინსტიქტურად იწყეს მოძრაობა ფისოებიან პიჟამოს ზედაპირზე. შიშველ წელზეც რომ იგრძნო ქალმა დათას გრილი ხელი უმალ გონს მოეგო. ადვილად ვერ მოიშორებდა რაღაც უნდა ეღონა. უცებ ჩაავლო საკუთარ ტუჩს კბილი, ტკივილით წამოიკვნესა. დატასაც განაცდევინა იგივე, თუმცა ბიჭს მისი კოცნა არ შეუწყვეტია. ისე იზიდავდა გოგოს ტკბილი გემო, გონებაზე ბინდი გადაკვროდა. არიდაც უჩვეულოდ აჰყვა ამბორში. ტკბილი ტუჩების გემო ჟანგის გემომ ჩაანაცვლა. შეჩერდა დათა, გემო დაკვირვებით შეიგრძნო და თვალები გაახილა. არიდას ტუჩები სისიხლით ჰქონდა მოთხვრილი, ნაკბენიც ეტყობოდა. თავისი ტკივილიც გაახსენდა და ხელით მოსინჯა ნაკბენი. ვიდრე კითხვას დაუსვამდა გაკვირვებისაგან თვალებდაბრიალებული დათა, მანამ უპასუხა:

- შენ ხომ გძულს ამირეჯიბების სისხლი, ხოდა მე ის, შენსას შევურიე.

ბიჭს ხმა არ გუცია, ბოროტულად ჩაეღიმა, სახე გაუკავა და ზუსტად ნაკბენზე ესცა, ისე მწარედ და უხეშად აკოცა ცრემლები გადმოსცვივდა ტკივილისგან გოგოს. არ ეშვებოდა დათა, ვნებით კოცნიდა. გახეთქილი ტუჩი კბილებში მოაქცია და თავისკენ მოქაჩა, სისხლმა მეტად იხეთაქა.

- რა ჯანდაბას აკეთებ ? მტკივა... - ძლივს დაილუღლურა გოგომ.

- ამირეჯიბის სიხლს ვსავმ, - აწყლიანებულ თვალებში მიშტერებულმა ბოროტულად უპასუხა. პიჟამო აუწია, მისი ბოლოთი სისხლიანი ტუჩები მოწმიდა, თავისი ტუჩებიც მოიწმინდა. მერე ძალიან ნაზად კიდევ აკოცა, ხლეისგული ნაზად გადაუსვა, ისევ აკოცა, - ეს გადასაგდებია, - პიჟამო თავად გახადა გაშეშებულს და დაბნეულს, - მე გადავაგდებ, - თვალი შეავლო ზემოთ-ქვემოთ მოძრავ, მოშიშვლებულ მკერდს, არიდას ინტიქტურად ხელებით დაფარვა რომ მოესწრო, - ასე უფრო ლამაზი ხარ, - მხარზე ხალებთან აკოცა და ოთახიდან გავიდა.

- ჯანდაბა, ჯანდაბა.. ჯანდაბა.. - ღამის სამ საათზე ისევ საწოლში წრიალბდა. დათას ყველა გამოუცნობ ქმედებთან ერთად, მის ტკბილ კოცნაზეც ეფიქრებოდა, - ნეტავ რა უნდა, გამაგებინა... კიდევ ამდენი ღამე უნდა გამათენებიოს ?

***
ირიჟრაჟა თუ არა საწოლიდან წამოდგა. სამსახურში არ იყო წასასვლელი. რაღაცით უნდა დაკაბევულიყო საღამომდე , ვიდრე დედასთან წავიდოდა. მეორე კვირა სრულდებოდა, რაც ამ სახლში ცხოვრობდა და სახლი არავის დაულაგებია. წინა ღამით შენიშნა მტვრის კრეები. ბოლო-ბოლო მეც ხომ აქ ვარ, ასე დაულაგებელს ვერ ავიტანო, - საკუჭნაო მოძებნა, საჭირო ინვენტარი მოიმარაგა და ვიდრე ლაგებას შეუდგებოდა საუზმის მომზადება და სუფრაც გასალაც მოასწრო. საკმაოდ დიდი სახლი იყო ყველაფერს ერთ დღეში ვერ დაალაგებდა ამიტომ სტრატეგიულად მიუდგა - მისაღები, სამზარეულო, თავისი საძინებელი და დათას საძინებელიო, რომ უნდა ეთქვა შეყოყმანადა, არ დავულაგებო, გადაწყვიტა. თავის ოთახი დაასრულა და გეზი მისაღებისაკენ აიღო, მაგრამ შავ კარებს რომ გაუსწორდა გული არ დაუდგა. წესით წასული უნდა ყოფილიყო. თანაც წეღან კარის გახურვის და ავტომობილის ხმაც გაიგონა. ხელისკანკალით შეაღო შავი კარი ბნელ საძინებელში მეორედ შევიდა. ფეხები უკან ექაჩებოდა. ეუხერხულებოდა, იძაბებოდა კიდეც, მაგრამ დათას სურნელი ისე შესამჩნევად ტრიალებდა ოთახში მეტის და მეტის შეგრძნების სურვილს უჩენდა. პირველადვე ფარდა გადასწია და ფანჯარა გამოაღო. მუქი ყავისფერი თეთრეულით გაწყობილი საწოლი დაულაგებელი იყო. ნუთუ ყოველდზე ასე ტოვებსო, გაიკვირვა და მის მოსაწერიგებლად გაიწია. ახლოს რომ მივიდა და ბალიშების გასწორება დაიწყო უფრო გამძფრდა მისი ყნოსვა, უფრო მეტად შეუძვრა სურლში დათა და ის ბალიში მიიტანა ცხვირთან რომლზეც თავი ედო ბიჭს. თითებით მაგრად ჩაეჭიდა და გულთან მიიკრა... იფეთქა სიყვარულმა და გადაფარა ყველა უარყოფითი განცდა. სუნს განსაკუთრებული ძალა აქვს. ნაცნობის სურნელის შეგრძნებას, მითუმეტეს თუ ის საყვარელ ადამიანს ეკუთვნის, შეუძლია წლების მიძინებული მოგონებები და განცდეებიც კი გააღვიძოს. წედაპირზე ამოტივტივებს და ყველა უჯრედით გავიძულებ მის განცდას. საწოლზე ცამოჯდა, ერთი-ორი ცრემლიც დაუგორდა და ბალიშზე დაეცა. ბალიშს დაეკრო სახით. ცოტახანი დაჰყო ასე. მერე მიხვდა, რაც უფრო დიდხანს იფიქრებდა და შეიგრძნობდა, მით მეტად ეტკინებოდა. მოიწმინდა ცრემლები და დაწყებული საქმე განაგრძო. საწოლი რიგიანად დაალაგა. მინიმალური ავეჯით დათვირთული ოთახში მალე გადაწმინდა მტვერიც და ბოლოს საწოლის მარჯვენა მხარეს ტუმბოსთან მივიდა. რაღაც უცნაური ინტერესი შეუჩნდა, უნებურად გამოაღო პირველი უჯრა და შიგ ჩაიხედა. ბური გადაეკრა თვაელბზე, რამდენიმე წამით გაგრძელდა. მერე ნელ-ნელა ჩინიც დაუბრუნდა და თვალნათლივ დაინახა მისი თმიისამაგრი დათამ რომ ძალით აჩუქებინა და ის ცხვირსახოცი, ალესანდრესთან კამათის შემდეგ რომ მოწმინდა ცრემლები. უთუოდ ისინი იყო, იცნო. ცახცახით ამოიღო და გაოგნებისაგან გამოფიტული მოწყვეტით დაეცა საწოლზე. წინ გაწვდილი, გაშლილ ხელისულებზე ნივთებს დასჩერებოდა და ვერ მიმხვდარიყო ეს რას ნიშნავდა, რატომ ინახავდა დათა მათ კომოდის უჯრაში. დახშულ სმენას კარის გაღების ხმა მისწვდა, მანაც პირდაპირ გაიხედა. სააბაზანოს კარში, წელზე პირსახოც შემოხვეული დათა იდგა, არ წასულა. ბიჭი ხან ხელებზე მისჩერებოდა გოგონას ხანაც სახეზე. მერე გარემოს მოატარა თვალი და მიხვდა იქ რისთვისაც იყო არიანდა, მაგრამ მაინც ცივი ხმით იკითხა.

- აქ რას აკეთებ ? - მივიდა მასთან ხელისგულებიდან ნივთები ააცალა და ისევ უჯრაში ჩადო.

- ვვ..ალაგებდი. - ისევ ცარიელ ხელისგულებზე დაშტერებულმა ძლივს გასცა პასუხი.

- ჩემს ნივთებში ქექვაც დალაგების შემადგენელი ნაწილია ?

- რატომ ინახავ ?

- ჩემია და იმიტომ.

- ის თმისსამაგრი ჩემია.

- როგორც მახსოვს მაჩუქე. ესეიგი ჩემია.

- დათა, ამიხსნი, რა ხდება ჩვენს თავს ? - წამოდგა და თვალებში შეაცქერდა ბიჭს. - არ უნდა ინახავდე მათ, ის ცხვირსახოცი ...

- ნუ ეძებ რაიმე მნიშვნელობას.

- ნუ მატყუებ.

- არ მიყვარს ტყუილები.

- ღმერთო ჩემო ! აბა იმას რა ქვია როგორაც მომექეცი ?

- იმას სიმართლის დამალვა ქვია. არ მომიტყუებიხარ, უბრალოდ სიმართლე არ გითხარი.

- რადენი კითხვა დაგისვი და არცერთზე სწორი პასუხი არ მიმიღია.

- არცერთი შენი კითხვა არ იყო იმ მნიშვნელობის, მასზე გაცემლ პასუხს სინათელე რომ მოეფინა დამალული სიმართლისთვის. გიმეორებ, მე შენ არ მომიტყუებიხარ, უბრალოდ სიმართლე არ გითხარი.

- ერთი და იგივეა.

- გიყვარვარ არიანდა ?

- ეს რა კითხავა?

- კი ან არა !

- ეს რა შუაშია ახლა ?

- მე სრულიად მკაფიო კითხვა დაგისვი. არ მატყუებ, თუმცა არც სიმართლეს მეუბნები.

- ჩვენს შორის სიმართლემ ფასი დაკარგა. ახლა რაც არ უნდა ვთქვათ და ვაღიაროთ მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ამ ურთიერთობაში დომინანტი ერთმანეთის სიძულვილი და გაწამებაა. იყოს როგორც არის... მე წავალ.

- შენც გინდა რომ გამაწამო ? შეძლებ ?

- ვეცდები მაინც.

- უკვე ცდილობ. ჩემს შიშველ სხეულს სურვილით აწამებ.

თავლები უნებურად ააცოცა მის სხეულზე არიდამ და ლოყები აუწითლდა და ტავქუდმოგლეჯილი გავიქცევიო, იფიქრა, მაგრამ მერე გაახსენდა რომ არ უნდა დანენბებულიყო. ნაბიჯიც არ გადაუდგამს. კიდევ ერთხელ შეათვალიერა ირონიულად მოღიმარი არაბული, მიმზიდველად რომ გამოკვეთოდ სხეულზე მამაკაცური შტრიხები. ორი ნაბიჯი თვლით გდადაგა, მეტი არ მომივიდესო, შიანაგანად ცახცახი ავარდნოდა.


- არ მჯერა შენი.- მიუგო , მოჩვენებითი დარწმუნებით, - არა გიზიდავ, ოდნავადაც კი... ყოველშემთხვევაში ისე არა საჯიჯგნად რომ მაქციო. აქამდე ბევრჯერ გქონდა შანსი ის მიგეღო, რაც გსურდა. სიმართლის გაგებამდე და მისი გაგების შემდეგაც, მაგარმა არ გააკეთე. არ მჯერა რომ ისეთინ ბოროტი ხარ, როგორადაც გინდა თავი მომაჩვენო... არა, დათა, არა... ეს რომ დავიჯერო, მაშინ საკუთარი თავის რწმენა საბოლოოდ უნდა დავკარგო. არ დავუშვებ ამას, ასე მწარედაც არ შევცდებოდი ! - დაასრულა, ხელი დაავლო ჰიგიენის საშუალებებს და კარისაკენ გაიქცა, მაგრამ დათას სიტყვებმა ზუსტად კარებში შეაჩერა.

- გინდ დაიჯერე გინდ არა... მაინც გახდები ჩემი !

- თუ ოდესმე ეგ მოხდება, მეც მენდომება ! ისე ვერ მომეკარები ! არ მოგცემ იმის ნებას მაგ დროს ტკივილი და ზიზღი განმაცდევინო. - მიახალა ძალიან მშვიდად და მთელი ძალით გაიჯახუნა კარი.

მისგან ამ სიტყვებს არ ელოდა. ყოველ ჯერზე აკვირვებდა არიანდა, სულ მოულოდნელობებით იყო სავსე და ეს რამდენადაც მოსწონდა იმდენად აღიზიანებდა. ცოტა ხანს იდგა. კარს გაჰყურებდა სადაც არიანდა გაუჩუნარდა, მერე მობრუნდა, სველ ტმაზე გადაისვა ხელი და სიცილში გადასული ღიმილით ჩამოჯდა საწოლზე იმ ადგილზე, სადაც გოგო იჯდა. უჯრა გამოაღო, თმისსამაგრი ამოიღო და შეათამაშა ხელში. არიანდას რომ ეჭირა ეს ნივთები ხელში სულ არ აუღელვებია, არ უდარდია იმაზე თუ რას იფიქრებდა. რომ შესაძლოა გოგონა მათი შენახვის მიზეზსა და მოტივზე დაეჭვებულიყო, საგულდაგულოდ მიჩქმალულ გრძნობების მინიშნებად ჩაეთვალა. პირიქით, მგონი გაუხარდა კიდეც. სამაგრი კმაყოფილი სახით დააბრუნა თავის ადგილას და საბანი გადაწია. იმის გაფიქრება, მის საწოლს არიას ლამაზი ხელები ეხებოდა, ბედნიერების განდად შეუძვრა გონებაში. ბალიში აიღო და ცხვირთან მიიტანა. თავის სურნელს სერეული არიას სურნელიც იგრძო. უცნაური შეზავება იყო, უცხო და ამაღელვებელი. სისხლი შხუილით ახმაურდა ყურებში, ძარღვები კანს გადმოასკდა. როგორ აკარგვინებდა თავს ეს პატარა არია, განსაკუთრებული, განსხვავებული დათას არია. როგორ იყო შინაგადან მასზე ძლიერი. თავი გააქნია აბეზარი ფიქრების გასაფანტად. ბალიში უკან დააბრუნა და მაცდურად ჩაეღიმა, თითქოს რაღაც მზაკვრული გეგმაც მოუვიდა შემდგომი ნაბიჯებისთვის. თუმცა, მის ამ მზაკვრულ გეგმაზე გოგონამაც დაიწყო ფიქრი, როგორც კი მისის საძინებლის კარი გაიხურა. მიხვდა, რომ მისის სიტყვებით გამოიწვია და მას აუცილებლად ექნებოდა შესაბამისი რეაქციაც. თუ მას შეუძლია რაღაც გათვალოს, არც მე ვარ მასზედ ნაკლებიო, გაფიქრა. დათას უჯრაში აკურატულად ჩალაგებულ სხვა ნივთებთან ერთად ნაპოვნი ის აუცილებლად რაღაც დატვირთვის მატარებელი ორი ნივთიც, რომლებიც განსაკუთრებულად გაენცალკავებინა, რათა სხვებს არ შეხებოდა, კარგა ხნის მანძილზე არ ამოვიდოდა არიდას გონებიდან. ყოველშემთხვევაში მანამ, ვიდრე პასუხს არ იპოვიდა. მოაჯირებზე თითების ბაკუნით გაემართა მისაღებისკენ. სუვენირების თაროს ალაგებდა, თან უნებური ღიმილი არ შორდებოდა სახიდან. იატაკს წმენდდა ღიღინით. დათა მიუახლოვდა.

- წამოდი, ვისაუზმოთ !

- ვერ ხედავ, რომ არ მცალია ? - იატაკის საწმენდის ტარს დაეყრდნო, ცალი ხელი დოინჯად შემოიდო.

- გხედავ. გცალია... ბრმა არ ვარ !

- ხარ !

- არიანდა ... - იფიქრა, კინკლაობაში დამღლისო, წელზე ხელი მოხვია და ძალით წაიყვანა.

- შეშლილო ! გამიშვი, ჩემით წამოვალ.

- ნუ ფართხალებ, თორემ ზურგზე მოგიგდებ.

- შეშლილო ! - დაიკრუსუნა ჩუმად.


- ეს როდის მოასწარი ? - ლამაზად გაშლილ სუფრაზე ჰკითხა.

- ადრე ავდექი.

- ქულების დაწერა გინდა ? - ნაცვლად აღფრთოვანებისა ისევ ირონიიიტ წაკბინა.

- ვირო ! . - ეპითეტები ბლომად ჰქონდა გაბრაზებულ გულზე არიდას. თუმცა დათას რეააქცია აღარ ჰქონდა მის ეპითეტებზე, თუ ხელოვნურად გაპროტესეტბულს არ ჩავთვლით. პირიქით, ამხიარულებდა კიდეც მისი ლანძღვა და სპეციალურად იწვევდა რათა ასეთი სიტყვებით შეემკო. მაზოხიზმისკენ იყო მიდრეკილი უდაოდ.

- შენ მხოლოდ ჩემთვის საჭმლის კეთება და ჩემი საზინებლის დალაგება გევალება, დანარჩენს სხვა მიხედავს.

- იქნებ შენი საძინებელიც სხვას გადააბარო.

- ვერა. ჩემს თეთრეულს შენი სურნელი უფრო მოუხდა.

- შემიძლია სუნამოდა შამპუნი მოგცე და თავად მოაპკურე.

- როგორი კეთილი ხარ. - ირონიულად მიუგო დათამ, - მაგრამ მასე არ მაწყობს, შენს სხეულზე უკეთეს არომატს იძენს.

- იქნებ მაცადო და ადამიანურად მასადილო. - აღარ იცოდა როგორ დაეფარა ყელში მოწოლილი მღელვარება.

- მიირთვი, მაგრამ ბევრიც არ, მომატებული მჩვენები.

- არ მადარდებს.

- მე მადარდებს, არ მიყვარს ფუმფულა ქალები. - არაბულისთვის უჩვეულო დილოგია იყო, მაგრამ ისე სურდა მისი გაბუსული ხმის მოსმენა ნებისმიერ თემაზე თანახმა იყო.

- უუფფფ... შენთან ჭამას შიშილი მირჩევნია. - წამოდგა.

- არ გაბედო. - გააფრთხილა და ანიშნა დაჯექიო. ისიც მობეზრებული სახით დაბრუნდა უკან. შეეჩვია მასთან ამ ტიპის ურთიერთობას. - იმის კვალობაზე, თუ რა მიზნითაც ბრზანდები აქ, ზედმეტად ხომ არ გამითამადი ?

- სულაც არა. პირიქით, მე ზედმეტად ცოტაც კი მგონია.

- შენ რამე დაგესიზმრა წუხელ ? - ჩანგალი ქშენით დაახეთქა მაგიდაზე პასუხით გაღიზიანებულმა.

- კი. დამესიზმრა როგორი ბედნიერი ცხოვრება მელოდება შენს გარეშე.

- არიანდა, ზღვარს ნუ გადახვალ თორემ...

ფეხზე წამოდგა დათა, მაგიდას ხელეიტ დაეყრდნო და მისკენ გადაიხარა. ქვევიდან ახედა თვალებისფახურით არიანდამ.

-

- თორემ რა ? - კითხვის დროს წარბები მაღლა აწკიპა.

- რა გაძლევს ასეთი სიმშვიდის საშუალებას ?

- არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა გოგონამ და თავის ულუფას დააჩერდა.

რამდენიმე წამით უყურა თავდახრილს. რაღაც აკლდა იმ სიტუაციას, რაღაც ვერ იყო რიგზე. რა თქმა უნდა... მაგიდას შემოუარა, უკან დაუდგა, სამაგრი მოაძრო და დაელოდა სანამ თმები ბოლომდე არ გადაიშალა მხრებზე.

- სახლში თმა არ შეიკრა ! მერემადენედ გითხარი უკვე ! -სამაგრი ჯიბეში ჩაიდო და სასადილო ოთახი დატოვა.


მარტო დარჩენილმა ხელები მიიფარა სახეზე და მძიმედ ამოისუნთქა. ცოტახანს იჯდა ასე. მერე სუფრა აალგაგა და მისაღებში გასულს, ასე ორმოცდახუთ წალმდე სასიამოვნო გარეგნობის ქალი შერჩა ხელთ. ქალს მისი დაწყებული გაეგრძლელებია და ალაგებდა. ქალბატონო, თუ დააასრულეთ სხვა ოთახებსაც მივხედავო, თავაზიანად უთხრა და თავის დაქნევის შემდეგ სამზარეულოში შევიდა.

შუადღე იწურებოდა. დათასთან კამათის შემდეგ საძინებელში შეიკეტა და არც გამოსულა. სამსახურის საბუთებს აწესრიგებდა, პარალელურად ეფიქრებოდა საძინებელში ნაპოვნ ნივთებზე, დათას სიტყვებზე, თავის ნათქვამზეც... ოხ, როგორ ბევრი საფიქრალი დაუგროვდა ბოლო დროს. ადამინები, სიტყვები, გრძნობები, გუშინდელი, დღევანდელი, ხვალინდელი მდგომარეობა, ყველასა და ყველაფერზე ფიქრობდა. ყველას ადგილი იყო მის გულსა და გონებაში. თან დღეებს ითვლიდა ანდროს შვილის დაბადებამდე და როგორც შეეძლო ყურადღებას აქცევდა ლიკას. საქმეს მორჩენილი, დარაბაზე ჩამოსკუპტა და მზის სხივებით გამთბარ ეზოს დაუწყო ცქერა. ავტომობილის ხმა მოესმა, მაგრამ ვერ დაინახა ვინ იყო. მალე სახლიც ახმაურდა და მის ყურს განსაკუთრებით მკვეთრად მოხვდა ქალის კისკისი. გული შეუხტა უსიამოდ. რამდენიმე წუთი იცადა, საუბარი არ შეწყვეტილა, მაგრამ ქალი აღარ კისკისობდა. სული ელეოდა ისე უნდოდა გაეგო რა ხდებოდა ქვევით. გასვლაც არ სურდა, იქ რა მესაქმებაო. კიბეებზე ამომავალი ფეხის ხმა მოესმა. კარს მოშორდა და ისევ ფანჯარასთან მიირბინა. როგორც ყოველთვის ახლაც უკითხავად შევიდა დათა.

- ჩამოდი. - გასცა ბრძანება მისი ხავერდოვანი, მშივიდი ხმით.

- არ მინდა. აქ უკეთესად ვარ.

- არ მიკითხავს. წამოდი.

- რა მინდა იქ ?

- ვანოს და გვესტუმრა. ეცადე ბუნებრივი იყო. დრამებს ნუ დადგამ.

- მაინც ვერ ვხვდები შენს ოჯახს რატომ უმალავ... ჩემი აზრით ბედნიერები იქნებიან თუ ეტყვი, როგორ სჯი მკვლელების ოჯახიდან ერთ-ერთს.

- შენ აზრი შენთვის დაიტოვე. - უპასუხა და აკოჭილ თმაზე ნაწყენი მზერა დაასო. - დილით რა გითხარი? საერთოდაც, მერამდენედ გითხარი უკვე. ?! გაიშლე ნუ ტანჯავ ამ სამაგრებით. - ვიდრე თავად მოსიხნიდა სამგარს და ისიც საკითხავია, მოიხსნიდა თუ არა, თავად მოაძრო, როგორც სჩვეოდა.

ბრაზმომდგარმა გახედა, ზევიდან დაჩერებულს. მის თმებს თავისუფლების მპოვებაში ეხმარებოდა. რომ მორჩა თავით ანიშნა გოგონას კარისკენ წასულიყო. ჯინაზე გაუქნია თავი და ჯიუტად გაშეშდა ადგილზე. ეგრე არ უნდაო, გადაივსო დათას მოთმინება, ხელი დაავლო და ძალით გაიყვანა.

- ვერ ვითამაშებ შენზე შეყვარებულ ქალს. - წელზე მოხვეულ ხელს დაეჯაჯგურა. თან ფეხების იატაკზე დაწებებას ცდილობდა, დათას მისი წაყვანა რომ გაჭირვებოდა.

- თამაში არც გჭირდება. – ნიშის მოგებით უპასუხა, უფრო ჩაეჭიდა წელზე. უკვე კიბის თავთან იდგნენ. - გადმოადგამ ფეხს თუ დავგორდეთ ?

- ძვლებს თუ დაიმტვრევ დავგორდეთ.

- იმედი უნდა გაგიცრუო, საკმაოდ ძლიერი ძვლები მაქვს, რასაც შენზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. თანაც, დაგორების დროს შენს ზემოთ მოვექცევი ხოლმე ... მე მაწყობს...

- ჯანდაბა შენს თავს და შენს აზრებს. - ქოქოლასავით მიაყარა, ხელიდან დაუსხლტა და გაბრაზებული დაუყვა კიბეებს. ვიდრე მისაღების თაღებიან შესასვლეს მიუახლოვდებოდნენ, დათა დაეწია და მხარზე ოდნავ ხელის მოჭერით ანიშნა, სიმშვიდე დაიბრუნეო.

- ღმერთო ჩემო, მზეთუნახავიც გამოვიდა კოშკიდან. - აღტაცებით წამოიძახა ვანოს დამ, როგორც კი წყვილი მიუახლოვდა.

- ეს რა უკბილო ხუმრობა? - შეუჯუჯღუნა ვანომ.

- არავითარი ხუმრობა , - წყენით შეუსწორა ნიამ, - ამდენ ხანს რომ არ ჩამოვიდა ვიფიქრე, მზეთუნახავი ხომარაა რომ არ გვენახვებათქო და თურემ მართლაც ყოფილა. ამას ქვია მომთმენი იგებსო. ამდენი წელი იცადა ბიჭმა და პირდაპირ ქალღმერთი ჩაიგდო ხელში... თანაც აშკარად პატარაა.

ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დაიწყო გოგომ. თავისებური ხასიათი ჰქონდა ნიას, პირდაპირი იყო და სათქმელს არასოდეს იტოვებდა გულში. ოცდაექვსი წლის გახლდათ. თუმცა ახირებული ხასიათის გამო დათაც და ვანოც ბაღის მოსწავლეს უზახდა. თანაც ისეთი გარეგნობა ჰქონდა, ამოდენა ასაკს ვერ მოსცემდა კაცი. ქერა, ძმასავით ნაცრისფერთვალა და საოცად ლამაზი იყო.

- უკაცრავად საყვარელო, მე ნია ვარ. ამის და - ვანოზე მიანიშნა, - ამის მამიდაშვილი , - ახლ დათაზე, - ეს თეორიულად, თორემ ამისიც და ვარ. - სიცილით დაამატა. - მიხარიხარ ძალიან.

- არიანდა, - მის გაწვდილ ხელს თავისი შეაგება გოგომ, მაგრამ ნიამ არ იკმარა და მოეხვია.

- გილოცავთ, არაინდა. ადამინის სახელი ასე ამართლებდეს გარეგნობას იშვიათია. - არიდას დეჟავუს შეგრძნება ჰქონდა. ეს სიტყვები ერთხელ უკვე უთხრეს.

- იცი, რას ნიშნავს ჩემი სახელი? - გაკვირვებით ჰკითხა.

- კი. ზუსტად არ ვიცი საიდან. არ მახსოვს ვისი საუბრის დროს მოვისმინე, მაგრამ ეს სახელი და მისი მნიშვნელობა კი დამამახსოვრდა. იშვიათია ძალიან. - განმარტა გოგომ. დათამ ეჭვნარევი მზერით გახედა.

- პირველი ადამიანი ხარ, ვისაც ჩემი ახსნა არ დასჭირდა. . - გაამხიარულდა არიდა. სინათლედ მოეფინა არამეარეს მისი სათნო ღიმილი. მარგალიტივით ჩაწიკწიკებული კბილები გამოაჩინა, თვალები აუციმციმდა და ლოყაზე ღრმულები გაუჩნდა. დათა და ნია ერთი მზერით შესცქეროდნენ. ვანო კი ამ უკანასკნელთ უყურებდა და მათზე ეღიმებოდა.

- მე, შენ აუცილებლად დაგხატავ. აი ასეთს, ასე გაბრწყინებულად გაღიმებულს... წარმოდგენა არ მაქვს იმ ნათელს როგორ გადმოვცემ, რაც სახეზე გამოგესახა, მაგრამ აუცილებლად ვცდი. - იყო მტკიცე დაპირება ნიასგან.

- ოჰ, ოჰ, დაიწყო უკვე. - დაიწუწუნა ვანომ. - ნია, შეიძლება ყველს და ყველაფერს სამუშაო მასალად აღიქვამდე ?

- ჩემი ბრალი არაა, ჩემმა ძმამ რძლად ხელოვნების ნიმუში თუ მომიყვანა. - აღფრთოვანებით უპასუხა.- შეხედე ვანო, ისეთია, ცოდვაა ეს სილამაზე ტილოზე არ გადაიტანო. –

ადგილზე დაჯდა ისევ.

- ერთი დავინჩის „მონა ლიზა“ - ს „ღიმილი“ იქნება განხილვის თემა და მეორე ნია გიგაურის მიერ ტილოზე გადატანილი ამ მშვენეერების ღიმილი, სახელად „არიანდას ნათება“ - ამბიციური განაცხადი გამოუვიდა ნამდვილად. უცებ მოუგონა სახელი შემოქმედებას.

- პირდაპირ დავინჩს დაეტაკა... - ჩაიფრუტუნა ვანომ.

- ხატავ ? - ჰკითხა არიდამ და გვერდით მიუჯდა დათას, რომელიც კარგა ხნის წინ კომფორტულად დამჯდარი აკვირდებოდა მოსაუბრეებს.

- ვცდილობ. - წინა სიტყვების შემდედ, თავმდაბლობის უბადლოდ გამომხატველი პასუხი გასცა.

- იმხელა ორანჟერა იმისთვის ამაშენ-გაამაშენებინა, არიქა იქ მუზა მეხსენაო, რომ თურმე უნდა იმცდელოს გოგომ. - წაკბინა ვანომ. აღარ ახსენა, რავიცი, წეღან დავინჩს დაუდექი გვერდითო. იცოდა გაანჩხლდებოდა ნია. - ეს ზედმეტად თავმდაბალია არინდა, შეაჩნევდი ისედაც... ამიტომ მე გეტყვი, მართლა კარგად ხატავს.

- ვნახავდი შენ ნახატებს. - უნებურად ინატრა და მერე მიხვდა რომ ზედმეტი იყო, ზედმეტად შეიჭრა რძლის როლში.

- აუცილებლად. - დაეთანხმა ნიაც. - აბა, მომიყევით ახლა თქვენზე რაიმე. მიყვარს სიყვარულის ისტორიის მოსმენა, მერე მუზა მეხსნება.

- მოსაყოლი არაფერია, ცოლი და ქმარი ვართ. - მოკლედ და უემოციოდ მოუჭრა დათამ.

- არიანდა, - მთელი ტანით შებრუნდა გოგონსკენ ნია და დემონსტრაციულად აქცია დათას ზურგი, - ამან სიყვარული აგიხსნა ? საერთოდ აქვს ნათქვამი რომ უყვარხარ ?

- არა. - მოტყუება არც უფუქრია გოგოს და უცნაური მზერაც დაიმსახურა დათასგან. ვანო იყო მეტად კმაყოფილი გამომეტყველებით.

- ასეც ვიცოდი და დიდი ალბათობიყ არც არსოდეს გეტყვის. - დააიმედა არიანდა და ისევ ძველ პოზიციას დაუბრუნდა, - უბრალოდ დაგიმტკიცებს. ოცდაექვსი წელია ვიცნობ და ერთხელაც კი არ აქვს ნათქვამი რომ მისი საყვარელი და ვარ. არადა ზუსტად ვიცი, ასეა.

- მეგონა მხოლოდ ჩემთან არ ხარჯავდა სიტყვებს. - სარკასტულად თქვა არიდამ.

- მთელი ცხოვრებაა მიჩიჩინებს ქმედებებს უფრო დიდი ფასი და მნიშვნელობა აქვს ვიდრე სიტყვებსო. მეც სულ მის ქმედებებს ვაკვირდები და ვპოულობ პასუხებს. არამარტო მისას, ყველას მიმართ ამ მიდგომით განმაწყო... დამიმგვანა. - სიყვარულით სავსე თვალებით და ღიმილით შეაჩერდა ბიძაშვილს. ნია თვლიდა რომ კარგ ადამინას გავდა და ეამაყობოდა კიდეც.

- მართლა ? მეც ზუსტად იგივეს ვაკეთებ. როდესაც პასუხს არ მაძლევს მის საქციელს ვაკვირდები და იქ ვპოულობ ყველა კითხვაზე პასუხს... - ისე მიუგო ნიას, თითქოს გაუხარდა საერთო რომ აღმოაჩნდათ. დათამ დაიჭირა ნათქვამში ჩაქსოვილი ირონია, რომელიც მას ეკუთვნოდა. - სამაგიეროდ ვანო გყავს განსხვავებული, - გიგაურს გახედა , მზერით რომ უწონებდა საქციელს, - მას არ უჭირს განცდები ღიად, სიტყვით გადმოცეს.

- ოჰ, ეს ნამდვილად. - დაეტანხმა უმცროსი გიგაური, - არც ლანძღვას მაკლებს, არც ქებას და მერე განაწყენებულზე იმდენჯერ მეტყვის მიყვარხარო სულ მავიწყდება რაზე გავბრაზდი. - ძმას გულზე მიეხუტა სიცილით. - როგორც სჩანს ბუნებით შენც ღია ხარ, უშუალო და ყოველთვის იმას ამბობ რასაც ფიქრობ.

- სწორად შეგიმჩნევია. - საუბარში ჩაერთო დათა და არიდამ საპასუხოდ გაღებული პირი ისევ დახურა. მიხვდა, შანნს გამოიყენებდა არაბული. - ჩემგან განსხვავებით ის ვერასოდეს მალავს გაგიჟებით რომ ვუყვარვარ. აი ახლაც, შენ რომ კითხო უყოყმანოდ გიპსუხებს. ხომ მართალი ვარ არია ?

პასუხის ნაცვლად ამოწიწკნილი ღიმილით შემოიფარგლა არიდა.

- ოხ, დათა, დათა... - უცნაურად მიმართა ბიძაშვილს, - სულ ტყუილად ცდილობთ... ორი თვალი და ორი ყური ტყუილად არ მაჩუქა ღმერთმა, - ახლა ნამდვილად ვანოს და იყო და უნდა გენახათ როგორ სიამაყით გაიფოფრა გიგაური. - მაგრამ იყოს ისე როგორც არის, რადგან ჩემი ორი თვალი იმაზე მეტს ხედავს ვიდრე თქვენ გგონიათ.

- მე ყავას გავაკეთებ. - უმალ მოძებნა გამოსავალი არიანდამ. ახლა იქაურობას უნდა გასცლოდა თორემ ნიას თქმისა არ იყოს, მისი ღია ბუნება გზას იპოვნიდა გამოსახატად. - ხომ მიირთმევთ ?

- სიამოვნებით. გავსინჯავ ერთი როგორს აკეთებ, თან მოგეხმარები. - ვანო წამოდგა და არიანდას გაჰყვა. იმ ორს ერთი-ორი სიტყვა უნდა გაეცვალათ ერთმანეთში.

- ნია, ვფიქრობ რაიმეს ახსნა და თხოვნა არ არის საჭირო ჩემგან. - დაიწყო დათამ.

- რა თქმა უნდა, მეც ვფიქრობ რომ რაიმეს ახსნა და თხოვნა არ არის საჭირო, თუმცა მოგატყუებ თუ გეტყვი, მეტის გაგების სურვილი არ მაქვსთქო. საყვარელი გოგოა.

- მაგიტივითაა მგონი, ყველას კეთილგანწყობას იზიდავს.

- დავიჯერო შენც მაგნიტით მიგიზიდა ?

- ნიაკო, ნიაკო, - გაეღიმა დათას. - არ გინდა ჩამეხუტო ? . - ხელები გაშალა.ნიაც გვერდით მიუსკუპტა და მოეხვია. - შენ საიდან იცოდი რას ნიშნავს მისი სახელი ? - ამის უკითხავს იქიდან როგორ გაუშვებდა.

- დაზუსტებით მართლა არ მახსოვს, მაგრამ დიდი ხანია ვიცი.

- ძალინ რომ დაფიქრდე ?

- აქვს რაიმე მნიშვნელობა ?

- დავუშვათ კი. შეგიძლია ჩემს გამო თავს დააძალო?

- შენს გამო ბევრი რამე სემიძლია. - ხმაურით აკოცა ლოყაზე. - მგონი სახლში ახსენებდნენ.

- ვინ ?

- დედა და ბიცოლა, თუ არ ვცდები.

- კიდევ რა ახსენეს?

- ეგ მართლა აღარ მასოვს დათა, ესეც უჩვეულო სახელის გამო დავიმახსოვრე. სხვა რაიმე მნიშვნელოვანი რომ ეთქვათ, ეგეც მემახსოვრებოდა ალბათ.

- კარგი.

- შენ სუნამო შეცვალე თუ ... - დემოსტრაციულად ააბზუა ცხვირი და პერანგზე დაყნოსა.

- არა.

- ოჰ, კი. სულ სამ სუნამოს იყენებ, ეს კი არცერთს არ გავს. უფრო სწორად რაღაც სხვა არომატიც აქვს შერეული.

- არიანდასია ალბათ. - ქშენით უპასუხა, რადგან მიხვდა არ მოეშვებოდა და ისიც მიხვდა, სპეციალურად ჩააცივდა.

- აა, ხო ... კინაღამ დამავიწყდა ახლა ცოლიანი რომ ხარ და ხვევნა-კოცნის დროს არომატებს გაცვლით.

- ნია, ვერ ვიტან ასე რომ საუბრობ. ძმა ვარ შენი ბოლოს და ბოლოს.

- გავიზარდე დათა. დიდი გოგო ვარ უკვე. - იწყინა და ისევ თავის ადგილას გადაჯდა.

- როგორ გიყვართ ამ ციფრების გახსენება ქალებს. ისე შენ თუ გგონია მხოლოდ მომატებული წლები გხდის დიდს, ცდები. საერთოდ არ შეგცვლია ჭკუა.

- რამდენი წლის არის ?

- ამაზე ვსაუბრობდით ახლა ? .

- ოჰ, მითხარი რა.

- ოცდაერთის.

- ოჰო, პატარა ბავშვის ჭკუის კი გყოლია სახლში და მე მმოძღვრავ აქ. შენს პატარა გოგოს მიხედე, მე ცოტა ხანს თავი დამანებე. - კისკისით უპასუხა და კარში იმ წუთას შემოსულებისაკენ გაიხედა. სახე ეცვალა, თითქოს ნირი წაუხდა. კარში ლაშა და ელენე იდგა.

- გამარჯობა. - წკრიალა და თან მორიდებული ხმით მიესალმა ელენე.

- გამარჯობა. - დათა ფეხზე წამოდგა შესახვედრად. - კარგია რომ მოხვედი. მოდი დაჯექი. - შესთავაზა გოგოს. - არიანდა სამზარეულოშია, მალე მოვა.

- ნიაკო, როგორ ხარ ? - ლაშამ სახემოღუშული ნია მოიკითხა და მისგან მოშორებით, სავარძელში ჩაჯდა მიუხედავად იმისა, რომ ნიას გვერდით ორი ადამინის სამყოფი ადგილი იყო.

- კარგად. - მოკლე და ცოტა უკმეხი პასუხიც მისცა. გაკვირდა ბაკურაძე, ასეთი პასუხი არ სჩვეოდა. პირიქით, როცა შეხვდებოდნენ სულ სიცილითა და ათასი კითხვით იკლებდა. - ამ გოგონას არ გამაცნობთ ?

- ელენე, არიანდას მეგობარია. - ისევ ლაშამ უპასუხა. - ეს ნიაა, ვანოს და. - ელენემ მანც ვანო გაიგონა თუ არა, ფერები ეცვალა.

- სასიამოვნოა.

- ჩემთვისაც ელენე. - გაურკვეველი იყო მისი ხმის ტონი. არა, ნამდილად ზედმეტად გავდა დათას.

ამასობაში სამზარეულოდან ვანო და არიანდა გამოვიდა. არიანდა ელენს დანახვამ ისე გაახარა, კარიდან ხმამაღლა დაუძახა, ყავის ფინჯნები მაგიდაზე დაალაგა და მოეხვია. ვანოს, გული პატარა ბიჭივით აუფართხალდა. ღმერთო ჩემო, დანახავაც კი რა დღეში მაგდებსო. გაახსენდა თავსისი სიტყვები რომ იძახდა, სიყვარულმა თავ-ბედი უნდა მაწყებლინოსო, ასე თუ ამიხდებოდა რას ვიფიქრებდიო, ბედნიერს ჩაეღიმა და მიესალმა სტუმარს:

- გამარჯობა, ელე.

- მე ელენე მქვია, გაგიმარჯოს. - წყრომამ ისევ უნებურად წაასწრო.

ყველას ერთდროულად გაეღიმა. დატას ოდნავ, არიანდას ვანოზე მიმართული გამაფრთხილებელი ღიმილით, ვანოს სასიამოვნო განცდებით, ლაშას მხიარულ-დამცინავით, ნიას კი საეჭვოდ, ხან ძმას უცქერდა ხან აწურულ ელენეს, ხანც ლაშასკენ გაურბოდა თავალი.

- მაინც რას უწუნებ ჩემს დაძახებულ ელეს ? - თვალი თავლში გაუყარა ელენეს ვანომ, დას მიუჯდა გვერდით და მოეხვია. ნიაც გაიტრუნა მეტის დაკვირვების მიზნით, მეტის გარკვევის მოლოდინში.

- მაღიზიანებს. - აღელვებულმა სამაჯურს დაუწყო წვალება. ვანო ისე უცქერდა სად გაქცეულიყო არ იცოდა.

- რატომ ?

- იმიტომ.

- ეე, ეგ პასუხი არ არის.

- არის.

- არ არის-მეთქი ! – ვანო არ წყვეტდა მის წვალებას.

- ვანო, გეყოფა ! - ერთხმად წამოიყვირა დათამ და ნიამ.

- ჯერ მითხრას რას მერჩის ? - პატარა ბავშვივით გაჯიუტდა გიგაური.

- არ მომწონხარ ! - მიუგო გულგაწყალებულმა, იქნებ პასუხად იღოს და თავი დამანებოსო. ცოტა კი იკბინა ენაზე, ცუდად გამომივიდაო, მაგრამ ვანოს რომ სიტყვა პირზე შეახმა, ამან შეუმსუბუქა სინანული.

წუთიერი სიჩუმე ჩამოვარდა. სულ წამით მოავლო ელენემ თვალი გარშემომყოთ, ბოლოს შეხედა ვანოს , რომლის ნაცრისფერი თვალებიც წყენით უმზერდნენ და სინანული მყისვე დაუბრუნდა, გულში გაჰკენწლა. თვითონაც ეწყინა, რომ აწყენინა. უფრო ანერვიულდა და რომ არა უფრო მეტად შერცხვენის ფიქრი, უთუოდ არიანდას ზურგს ამოეფარებოდა და სახეს დამალავდა. კიდევ ერთხელ გახედა მალულად ბიჭს, ახლა დის ხელს რომ დაჰყურებდა, გამამხნევებელად უსვამდა მხარზე. ნიას ხელიდან ბაკუაძის სახეზე გადაიტანა მზერა ვანომ, სულ დამანჭვოდა და ჩახველებებით აბრუნებდა მომდგარ სიცილს უკან. გაუსწორა რა გამაფრთხილებელი მზერა მეგობარ ვანომ, ლაშას თავშეკავების ნაცვლად ისეთი ხარხარი აუტყდა ერთიანად გადაფარა ირგვლივ უხერხული მდგომარეობა. მას აჰყვა ნიაც, თვენ წარმოიდგინეთ და დათაც კი, მოზომილი გაცინებით. მხოლოდ არიანდა ვერ ბედავდა, ვერც ელენეს და ვერც ვანოს გამო. გაღიზიანებული წამოვარდა ფეხზე გიგაური, ლაშას მხარში მუჯლუგუნი უთავაზა და გარეთ გაიჭრა.

- ცუდად გამომივიდა ხო ? - საცოდავად ამოკნავლა ელენემ. არიდამ მიმიკით ანიშნა კიო.

- თუ ეტყვი, რომ გაბრაზებულზე შემთხვევით წამოგცდა და სულაც არ ფიქრობ ასე, დარწმუნებული ვარ წამში დაავიწყდება წყენა. - დაარიგა ნიამ უხერხულ მდგომარეობაში ცავარდნილი ელენე და ბაკურაძეს, რომელსაც დაახლოებით რაღაც იგივეს თქმა სურდა, მაგრამ თავად დაასწრო, თვალი ჩაუკრა. უცებ გაერკვა საქმის არსში ნია.

- ნეტავ ძალიან ეწყინა ? - გულუბრყვილოდ იკითხა ისევ გოგომ.

- ცოტა მგრძნობიარეა, ადვილად მიაქვს გულთან ყველაფერი. - ამჯერად ლაშამ განუმარტა.

- ზოგჯერ რა უტაქტო ვარ. - გაკიცხა თავი და ფეხზე წამოდგა. ასე ვერ დატოვებდა ამ მდგომარეობას. გაფუჭრბული უნდა გამოესწორებინა. ამ „ელეს“ გამო რა ამბები ავტეხე, თანაც პირველად ვარ ოჯახშიო, ამაზე უფრო ანერვიულდა და... - თქვენთანაც ცუდად გამომივიდა, დამპატიჟეთ მე კი... უბრალოდ არც თუ დიდი გამოცდილება მაქვს უცხო ადამინებთან ურთიერთობის და ჯერ ვერ ვისწავლე, როგორ უნდა მოვიქცე.

- ელენე, ყველაფერი რიგზეა. ჩვენ არაფერი გვწყენია. - დაამშვიდა არიდამ.

- გავალ მასთან. - კარისაკენ გაიშვირა ხელი. ისე ერიდებოდა მასთან მარტოს საუბარი, წინასწარ უვლიდა ალმური ორგანიზმში, მაგრამ რომ არ ეთქვა ეს უფრო არ მოასვენებდა.

შორს არ წასულიყო, ვანო. იქვე დაცვის ბიჭს რაღაცას ესაუბრებოდა. უცადა ელენემ ვიდრე შეამჩნევდა. ვერანდის კოლონას მიეყრდნო და თაბაშირს დაუწყო ფრჩხილით ჩამოფხეკა. საუბრის დროს შემთხვევით მოტრიალდა ვანო და გოგონა რომ შენიშნა უმალ დაეთხოვა მოსუბრეს. განგებ, ძალინ სერიოზული სახით მიუახლოვდა, თუმცა ღიმილი უფრო უნდოდა. საფეხურებზე ფეხი არ აუდგამს ბიჭს. ასე მათი სიმარლე თანაბარი იყო. თუ ელენე ინებებდა თვალის გასწორებას პრიდაპირ მის თვალებს შეეფეთებოდა. გოგონამ ერთხნს იცადა, იქნებ რაიმე მკითხოს და ასე უფრო შევძლო ბოდიშის მოხდაო, მაგრამ სიტყვაც რომ არ დაძრა გიგაურმა, გაბედა ხმის ამოღება და ამიბუტბუტა:

- უნებურად წამომცდა.

- ასეთი სიტყვები უნებურად არ ცდებათ ხოლმე ადამიანებს.- გული გაუთბა ვანოს, მაგრამ პირველივე ფრაზაში არ დანებდა, - რასაც ფიქრობდი ის თქვი.

- არა, მართლა არ ვფიქრობ ასე ... ან რა დაგიშავებია, რატომ უნდა ვფიქრობდე?! პირიქით... - სასწრაფოდ მიაყარა პასუხი, იქნებ დავარწმუნოვო, ტან დაბნეული თავალები შეანათა.

გულის გაჩერების ტოლად დაუჯდა ვანოს მოთმინება, რომ ახლა ასეთ ლამაზს და გულწრფელს არ მოხვეოდა, ის აფახურებული თვალები არ დაეკოცნა.

- კარგი. მჯერა.

- ესეიგი ბოდიში მიღებულია ? - ისევ დახარა თავლები.

- არც მოგიხდია და...

- ხო, ხო მართალია. ბო... - ტუჩებზე უცებ მიაფარა ხელი ვანომ.

- ვიხუმრე. ბოდიში უკანასკნელია, რაც შენგან მინდა მოვისმინო. უბრალოდ ელეს დაგიძახებ და ასე მოვრიგდებით.

- კარგი, ჯანდაბას დამიძახე ეს ელე. - დანებდა გოგო, თავისი გაიტანა გიგაურმა.

- ესეიგი ამის შემდეგ უკმეხად აღარ მიპასუხებ და ისე აღარ შემომხედავ თითქოს რაიმე დამეშავებინოს. - მდგომარეობის ბოლომდე გარკვევა და დალაგება მოინდომა გიგაურმა. შანსი მიეცა და რატომაც არა ?

- ღმერთო ჩემო, მართლა ასე გიყურებდი ?

- კი და არც კი ვიცი, რატომ.

- არც მე ვიცი. - დარცვენით უპასუხა.

- გადასარევია, ესეიგი ყველა გაუგებრობა გასაგებია და ჩვენ ახალ ურთიერთობას ვიწყებთ.

- კარგი. - კი დაინტერესდა ეს ახალი ურთიერთობა რას ნიშნავდა, მაგრამ რიდით ვეღარ ჰკითხა. ალბათა მეგობრობას გულისხმობსო, ივარაუდა.

- კარგი. - უცნაურად ღიმილით ცოტა კამყოფილება ცოტა გამარკვებაც რომ ერია, მიუგო გოგოს. - შევიდეთ.

კარი გუღო და შეატარა. ვანოს სახის გამომეტყველებაზე ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ზავი მიღწეული იყო. გვერდიგვერდ მოუწიათ დაჯდომა, რადგან ნია ლაშათან გადასკუპებულიყო და რაღაცას ებაასებოდა. მის გვერდით ჩვეული სიხალისით მოსაუბრე ნია რომ დაიგულა ლაშამ შვება იგრძნო. როგორ ედებოდა მის გულს აკრძალული გრძნობის ალი... თან რომ არ იმჩნევდა, მისხალითაც კი.

ერთხანს მოხოლოდ ნიას კისკისი ისმოდა, სათითაოდ რომ უსვამდა ყველას ათას კითხავს. განსაკუთრებით ლაშას კბენით იყო დაკავებული. მერე არიდასთან გადაჯდა. ამასობაში დათამ დრო იხელთა და ლაშას თავით ანიშნა განცალკავებით გასულიყვნენ.

- ამ ბოლოს ძალიან მოიკოჭლებს ჩვენი ინფორმატორი. - დაწყო კაბინეტში შესულმა დათამ.

- რაღაც დროით საქართველოში არ იყო და ალბათ ამიტომაც. თუმცა არც თუ იოლი საქმე ავკიდეთ, ხომ იცი.

- ვიცი, მაგრამ დრო აღარ ითმენს. რაც დრო გადის მით მეტ, იმასთან საპირისპირო ინფორმაციას ვიგებ, ამ წლების მანძილზე რომ ვიცოდი და მით მეტად მღრღნის ეჭვები.

- გჯერა იმის, რომ ისინი მიხეილს არ დაუსმენია ?

- უფრო მეტად კი, ვიდრე არა. უბრალოდ არ ჰქონდა მიზეზი ახლა ეს მოეტყუებია. ახლა აღარაფერში სჭირდებოდა.

- თუ მას არა, ესიგი სხვამ გააკეთა ეს. ეს სხვა კი ერთადერთი რჩება, მერაბ კვარაცხელია.

- ეჭვიც არ მეპარება. მაგრამ რატომ ? ისინი ხომ მხარდამხარ იბრძოდნენ, ერთად გამოიქცნენ და არავითარი მიზეზი არ ჰქონდა არც მათი ჩაშვების და მითუმეტეს სიკვდილის გათამაშების მიზეზი სრულებით ბუნდოვანია.

- მაგ მერაბის ბიძაშვილებს ხოარ მივაკითხო ? ვაჟამ ხომ გითხრა მათ ვთხოვეთ მერაბის წამოყვანაო.

- სარისკო იქნება. თანაც არამგონია სიმართლე გვითხრან რომც იცოდნენ.

- მოდი ჯერ გავარკვევ ვინ არიან, რას წარმოადგენენ და მერე გადავწყვიტოთ.

- თუ კვარაცხელიასა და გაგუას შორის კავშირს მიპოვნი, აღარავინ დამჭირდება ლაშა. მთავარია ეგ გავიგოთ და გზა მერე მარტივად გამოჩნდება.

- მართალია. მჭიდრო წრეა შეკრული. ფაქტების არარსებობა დიდი დაბრკოლებაა. ანდროსა და დვალის ურთიერთობაც ამ წრის შემადგენელი ნაწილი მგონია.

- მაგაზე მეც ვფიქრობ. ანდროს კვალიც გაგუასთან მიდის და მგონია, რომ იმ კომპრომატს, რასაც ანდრო ფლობს მიხეილი უნდა ედგას სათავეში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავის დროზე დიდი თანამებობა ეკავა.

- სათითაოდ ყველამ იმდენი რამ იცის, ერთად რომ შეიკრიბოს ერთ დიდ სიმართლეს მივიღებთ.

- მაგ შეკრებაა რთული, რადგან ყველა გაჩუმებას ამჯობინებს. მათ შრის ამირეჯიბებიც.

- ოდესმე გიფიქრია ეჭვი შეგეტანა ვაჟასა და ვეფხვიას უშუალო მკვლელების ვინაობაში?

- არასოდეს.

- დღითიდღე ირყევა ჩვენი ძველი ცნობებები დათა, ყველაფერი რაც აქამდე ვიცოდით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ვფიქრობ ეს საკითხიც იმსახურებს ეჭვის შეტანას.

- მის წინ ვიდექი და არაფერი გაუკეთებია საიმისოდ, მის მკვლელობაში ეჭვი შემპარვოდა. მისი ქალისვილის ბედი დევს სასწორზე და მან არც კი უარყო, სიტყვითაც არ უარყო მკვლელობა. ანდროს რაც შეეხება, შემთხვევის ადგილას დააკავეს იმ იარაღით ხელში რითაც ესროლა. ხომ იცი არა ?

- მანც, დავუშვათ და ისინი ...

- არ დაასრულო რა ძმურად, ვერ დავუშვებ... ახლა ვეღარ დავუშვებ.

- კარგი. მოდი დაველოდოთ ვიდრე უტყუარი ფაქტები არ გვექნება ხელთ.

უსიამოვნო საუბარი დაასრულეს და დანარჩენებს შეუერთდნენ. ვანო ელენეს ესაუბრებოდა. ისე იყო გართული გოგონასთან დიალოგით, დათასა და ლაშას იქ არ ყოფნა ვერ შეამჩნია. ელენეც მორიდებით სცემდა პასუხებს. ვანომ განგებ შეარჩია სწავლა-განათლების თემა. არიანდა და ნია ხატვასა და სამხატვრო ორანჟერეაზე საუბრობდნენ. ნიამ დეტალურად აღუწერა სად, რა მონაკვეთზე და რა სახეობის მცენარეები ჰქონდა, რამდენი მოლბერტი ედგა და ვის ათრევინა ეს ქოთნები და მოლბერტები. თანაც ისეთი აღფრთოვანებით საუბრობდა არიანდას უნებურად ედებოდა მისი სიხარული. ამ საუბრაში გაანდრო რომ პორტრეტის დახატვის სურვილი არასოდეს გასჩენია, შეგხედე თუ არა პირველივე წამიდან მივხვდი რომ შენ იქნებოდი პირველი და აუცილებლად უნდა დაგხატო, ამიტომ მოგიწევს ჩემს ორაჟერეაში მესტუმროვო. ცეცხლად დაუარა ამ შემოთავაზებამ არიდას, ხომ ვერ ეტყოდა ამ სახლშიც სამადლოდ შემოხიზნულივით ვგრძნოვ თავს, შენს მამიდაშვილს ისეთი უკუღმართი გეგმები აქვს ჩემ მიართ და შენს ორანჟერეაში რძლის სტატუსით რა მესაქმებაო. ჯერ-ჯერობით ვერ დაგპირდები სტუმრობას, ცოტა მოგვიანებით გადავდოთო, ზრდილობიანად უპასუხა. აღარც ნიას დაუძალებია. გამჭრიახი გონებისა იყო.

- მე, არიანდა და ელენე სავაჭრო ცენტრში მივდივართ. - მოულოდნელად წამოიძახა მოგვიანებით ნიამ ისე, არცერთისთვის არ ჰქონდა ნაკითხი, სურდათ თუ არა წასვლა.
ვანოს და დათას თავისქნევით, ერგვარად გაეღიმა. მიუხვდნენ ოინს.

- მე ვერ წამოვალ. - იუარა არიანდამ.

- ვერც მე, - მხარი აუბა ელენემ.

- ძალიან მეწყინება, - უცებ შეეცვალა მხიარული გამომეტყველება და მოიღუშა ნია. - სულ ორი მეგობარი მყავს და ამჟამად არცერთი არ არის აქ. ჩემთვის კი მარტო საყიდლებზე სიარული სტრესის ტოლფასია, მაგრამ ახლა რომ რაიმე არ ვიყიდო დეპრესიაც დამწყება, - მისმა მსახიობობამ ზენიტს მიაღწია. - გთხოვთ, მარტო ნუ გამიშვებთ. ისე გამიხარდა, ვანომ რომ მიტხრა შენზე არიანდა. ვიფიქრე რძალთან ერთად თანამგზავრიც ვიპოვნეთქო.

- ნეტავ არ იტირებდეს ახლა. - ჩუმად გადაულაპარაკა ვანომ დათას.

ცოტახნის წინ ისევ ნიას ახირების გამო გოგონები და ბიჭები სხვადასხვა მხარეს დასხდნენ. დათაც მხოლოდ იმიტომ დასთანხმდა, რომ მიუხვდა, მიზნისთვის ნიადაგს ამზადებდა.

- ხომ გითხარი რამეს მოიფიქრებსთქო !

- მეც ხომ გითხარი, შენ გგავსთქო.

- დიდი ახირებული ვინმეა, ცელქი, ონავარი... - თბილი ღიმილით ჩაილაპარაკა ბაკურაძემ და მძიმედ ამოიგმინა.

ამ სპექტაკლის შემდეგ, დიდი წვალება არ დასჭირვებია ნიას. მუდამ გამგები და კეთილი არიანდა ადვილად დათანხმდა და ელენეც დაიყოლია. მათი მძღოლობა ლაშამ იტვირთა. მეტი დრო ექნებოდა გულისწორთან გასატარებლდა. მთელი ძალით კი გაურბოდა მასთან სიახლოვეს, მაგრამ გული ჯაბნიდა, მაინც თავისას ექაჩებოდა.

- ცოტახნით დაგტოვებთ, ოთახში ავალ.- ითხოვა არაინდამ.

- ახლა რა გინდა ? - კუდში ადავნებულ დათას ჰკითხა. ისევ უკითხავად რომ შეუღო ოთახის კარი. - ოდესმე დააკაკუნებ მაგ კარზე? იქნებ ტანსაცმელს ვიცვლი.

- უხერხულობას არ შემიქმნის. - უპასუხა მყისვე. - გამომართვი.- ჩაღიმებით დაამატა, თავისივე პასუხმა რომ მოგვარა. ორი პლასტიკური ბარათი გაუწოდა.

- ეს რად მინდა ?

- ანგარიშზე თანხაა არაინდა.

- არ მინდა, ჩემიც მაქვს.

- იქ სადაც ნია წაგიყვანს შენი ფული არ გეყოფათ შენ და ელენეს.

- მერე არაფერს არ ვიყიდი, ან იმას ვიყიდი რაზეც მეყოფა.

- სულ ჩემს ჯიბრში დგომა არ გარგებს.

- ახლა არ გიდგავარ ჯიბრში დათა, უბრალოდ ვცდილობ მიგახვედრო, რომ შენი ფული არ მინდა. არც ხარ ვალდებული ჩემს ჩაცმა-დახურვაზე იზრუნო. სასაცილო და მეტიც, პარადოქსულიც კია.

- ახლა ამას გამომართმევ და ყველაფერს იყიდით რაც საჭიროა, - უცებ გაუხეშდა დათა. ცივად შეხედა და პირველი ბარათი გაუწოდა, - ამას კი ლენეს მისცემ, გამოიყენოს.- მეორეც მიაჩეჩა ხელში. - მე მას დავპირდი რომ დავეხმარებოდი... - არიანდას რაღაცის სათქმელად გაღებულ პირს საჩვენებელი თითი დაადო და შეაჩერა. - ახლა არ გაბედო ჩვენი და ელენეს ურთიერთობა ერთამენთთან დააკავშირო. არაფერი აქვს საერთო ამ ორს. - ნაზად გაუხახუნა თითი ტუჩებზე და მერე ცხვირზე ნაზად დაკრა. გამომეტყველება არ შეცვლია, თუმცა თავად სიამოვნებდა თავისივე ქმედებები. არიანდას თავლები კი თითის ტრაექტორიას დასდევდა. - სახლში ახლი სამოსით დაბრუნდი. მე მსურს, სამსახურში ჩემი სახელის საამებლად, - ხაზგასმული ირონიით წარმოთქვა, - ხარისხიანად იყო ჩაცმული, სახლში კი მიმზიდველად, ჩემი თვალის საამებლად. შენ აქ ჩემი სურვილებისთვის ხარ...

გაბრაზებულმა არიანდამ სახე სასაცილოდ დაუმანჭა და ენაც დაუფიქრებლად გამოუყო. ბარათები უხვირპიროდ ჩაყარა ჩანთაში და ფაცხა-ფუცხით გავიდა ოთახიდან. ისევ მის კუდს ადევნებულ დათას გადახარხარება პირის კართა ადგა.


***

ვიდრე შინ დაბრუნდებოდნენ, არიდამ ლაშას სთხოვა დედასთან წაეყვანა ის და ელენე. ნიამ შემთხვევით მოჰკრა ყური მათ საუბარს და დაიჟინა მეც წამოვალ, დედაშენ გავიცნობო. ასე ესტუმრნენ საჩუქრებიტ დახუნძლულნი დადუნას და საავადმყოფოს კედლები გაუფერადეს. შინ მიმავალი ტყავში ვეღარ ატევდა სიხარულს, ასეთი ბედნიერი და დამშვიდებული დედა მრავალი წლის წინ ნახა ბოლოს. ნია კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა. მთელი საღამო ენა არ გაუჩერებია, როგორც კი ქალს თავისი პროფესიისადმი ინტერესი შეატყო, უხვად უზიარებდა ემოციებს. დადუანაც მთელი გულისყურით უსმენდა. ბოლოს გაანდო, ბავშვობაში მეც ძალიან მიყვარდა ხატვა, მაგრამ მამამ წავიდა წინააღმდეგი, ჩემმა შვილმა ბუღალტერია უნდა შეისწავლოს და ასე ჩამიკლეს ოცნებაო. ახლა კი ისე მახარებს შენი მოსმენა, ასე მგონია იმ ოცნებამ ფრთები შეისხაო. ბედნიერს ხდიდა ასეთი დედის ყურება, გადაავიწყა პრობლემები. ბრწყინავდა, ხმით იცინოდა... დადუნა თავის მხრივ ხარობდა შვილის სიხარულით. ფიქრობდა, როგორც იქნა უფალმა გადმოხედა და ჩემი ერთა ბედნიერიაო.

გვიანი ღამე იყო შინ რომ დაბრუნდა. უკან მიჰყვა ლაშა შენაძენით ხელში. ერთი პარკის წამოღებაც არ დაანება. ძალა მერჩის, რაღაცაში ხომ უნდა დავხარჯოვო, სიცილით გააცნო. დათა მისაღებში დივანზე იჯდა და ლეპტოპის კლავიატურაზე ტექსტს კრეფდა. მის წინ, მაგიდაზე გადაშლილი წიგნი იდო. უთუოდ კითხულობდა, ვიდრე ლეპტოპში მოუწევდა საქმის შესრულება.

- დივანზე დაალაგე, მერე თავად ავითან. - ხმადაბლა თხოვა ლაშას არიანდამ. - მანამდე სამზარეულოში წავალ თორემ იმას ვახშამი ძალიან დაუგვიანდა და არ მინდა მიზეზი მივცე საღრენად.

- აბა გაბედოს და რამე გითხრას.- პარკები აიქნია მუქარის ნიშნად, - შენ კიდევ ზედმეტ მნიშვნელობას ნუ ანიჭებ მის აუტანელ ხასიათს.

- - არ ვანიჭებ, მხოლოდ მსვიდობის სენარჩუნებას ვცდილობ. - განუმარტა მასზედ ადევნებულმა და ამასობაში დათასთანაც მიაღწიეს.

- ხო რა... აღრინდება და ჩაღრინდება, სულ ეგაა... - დავზე დაყარა მეგობარს სიტყვები. დატამაც ბღვერით ახედა.

არიანდამ სიცილის შეკავება ვეღარ შეძლო და მისი კისკისი სასიამოვნო ექოდ დატრიალდა უზარმაზარ სახლში. სულს ვერ ითქვამდა. ლასაც უნებურად აიყოლა და ერთხმად დასცინოდნენ არაბულს. ფეხზე წამომდგარი ავი მზერით მუსრავდა მომცინართ. ამ მზერის უკან კი მოჯადოებული გრძნონებიტ ეფერებოდა არიდას. პირველად ნახა ასეთი ლაღი, ასეთი საოცარი სიცილი და ერთიაად გათბა მისი შემყურე. უფლება რომ მიეცათ გულში ჩაიკრავდა და არსოდეს გაუშვებდა, სამუდამოდ მოუსმენდა მის კისკისს, სახლის დაყუმებულ კედლებზე ბედნიერების ნოტებად რომ ეფინებოდა. თითქოს ერთიანად განდევნა იმ კედლებში დაბუდებული ცუდი მოგონებები. ნაცვლად კი მყუდროებისა და სიყვარულის ქარიშხალი აწკრიალდა.
ორივე ფიქრობდა, ნამდვილად დაგვხოცავსო, ის კი მათ შეჩერებასაც არ აპირებდა. გული იჯერეს, თავად ინებეს გაჩუმება. არიდა ლასას ზურგს უკან აიფუზა დასჯილი ბავშვივით.

ლასამ თხოვნისამებრ, დივანზე დაალაგა შენაძენი. ისე იყო გახალისებული დავიწყებოდა ერთი საწყობი პარკებისგან ხელის გათავისუფლება და ასე როხროხებდა. არიდამ უხერხული ნაბიჯებით გასწია სამზარეულოსკენ. რახან ახლა რისხვას გადავრჩი მიზეზს აღარ დავუმატებო.

- არ მშია. - მისმა ხმამ შეაჩერა. მობრუნდა, სახეში მიაჩერდა კიტხვის დასასმელად,მაგრამ სიტყვა ვერ დაძრა, პირი ღია,თვალები კი დაჭყეტილი დარჩა . დათას სამედიცინო სათვალე ეკეთა. უჩვეულოდ გაუკვირდა რატომღაც. მეტად მომხიბვლელობასაც მატებდა. - რა ?

- აააა.... არაფერი. - გვერდზე გაიხედა. . - წინასწარ მითხარი ხოლმე თუ სახლში ნავახშმები ბრუნდები. - ჩაახველა ღელვით.

- წინასწარ გაგაფრთხილო ? - სათვალე მოიხსნა, თვალები მოწკურა.

არიდა შებრუნებული სახით ტუჩებს სასაცილოდ მანჭავდა.

- ხო, ტყუილად აღარ მოვამზადებ ხოლმე. საცოდაობაა საჭმელის გადაყრა.

- რატომ გადაყრა ? დაცვის ბიჭებს გაუტან ისევ.

- ახლა მაგათი მზარეულიც გამხადე. - ჰმ, თურმე უთვალთავებდა.

- რატომ მგონია რომ მსაყვედურობ ?

- იმიტომ, რომ გსაყვედურობ. - წარბები აძგიბა და გაჯინიანებული პასუხი გასცა.

- კატა და თაგვო, მეც აქ ვარ, - ხელი დაუქნია მოკინკლავეებს ლაშამ. .

- გამჩნევ.

- ოჰ, მადლობა ღმერთს. მე კიდევ მეგონა უჩინარი ვიყავი.

- შენ დარჩები სავახშმოდ ? - ყური არ ათხოვა ბაკურაძის რეპლიკას. - არიანდა მოამზადებს და დაცვის თანამშრომლებთან მიუჯექი სუფრას.

- არ მინდა. ჩევნც მივირთვით უკვე.

- მშვენიერია. - საყვედურით შეხედა გოგონას. - ხომ გაგაბრთხილე მარტო ჭამას ვერ ვიტანთქო !

- ნაჭამი ყოფილხარ ისედაც...

- როდის აქეთ ვერ იტან მარტო ჭამას ? - თითქოს ძალიან აინტერესებდა ბაკურაძეს. ქირდილობდა გულში.

- ლაშა ! - მკვლელი მზერით შეუღრინა მეგობარს.


- თქვენ სულ ასე ხართ ?

- ასე როგორ ? - ერთხმად ჰკითხა ორივემ.

- გაგიჟებით შეეყვარებული, მაგრამ ერთმანეთზე გაბრაზებული ცოლ-ქმარივით ... - პასუხს აღარ დალოდებია ბაკურაძე, ღიმილით დატოვა მათი ბუდე.

- ოთახში ავალ. - კიბეებისაკენ წავიდა არიდა.

- ამათ აქ ტოვებ ?

- ხო. ხვალ ავზიდავ. ძალინ დაღლილი ვარ.

- უწესრიგებოსა ვერ ვიტან.

- მეც ვერ გიტან, მაგრამ მიწევს შენი ატანა.

- არიანდა, - მის წინ გაჩნდა და მაჯაში ხელის წავლებით აიძულა მიბრუნება. - რას გინდა რომ მიაღწიო ?

- არაფერს.

- არაფრის გამო ასხამ ცეცხლზე ნავთს ?

- ასე მხოლოდ და მხოლოდ დივანზე დალაგებულმა პარკებმა გაგაღიზიან ?

- თუნდაც.

- ხოდა თუ არ მოგწონს ნებას გაძლევ თავად ამოზიდო ჩემს ოთახში. არასოდეს დაავალო სხვას იმის გაკეთება, რაც თავად შეგიძლია. თანც იმიტომ, რომ თურემ შენ არ მოგწონს.

- საერთოდ არ მომწონხარ ასეთი.

- ისეთზე ხომ გიჟდები. - უკმეხად მიახალა, ხელი გამოგლიჯა და გზა განაგრძო. - სააბაზანოში ვიქნები. თუ არ შეწუხდები საწოლზე დაალაგე.

- ვნახოტ ვინ შეწუხდება... - საეჭვო ღიმილით მიაყოლა ხმადაბლა ნათქვამი სიტყვები.

***

თავის მოწესრიგებას მორჩა და სააბაზანოს კარი რაც შეიძლებოდა ფრთხილად გამოაღო, ღმერთო იქ არ დამხვდებოდესო, ლოცულობდა. ან რას დავპატიჟე ეს ენა სულ არ მიჩერდებაო. ოდნავ გაღებული კარიდან ცალი თვალი მოავლო საძინებელს. ცარიელი რომ დახვდა დამშვიდებული გავიდა. არც პარკები ელაგა სადმე. არც უფიქრია, რომ ამოუტანდა. ან რა ჯანდაბად არ მიჩერდება ეს ენაო. ვცდილობ არ გამოვიწვიო, საბოლოო ჯამში კი მაინც ასე გამომდისო. ამსობაში, კარადას მიუახლოვდა, თეთრეულის გამოცვლა განეზრახა. გამოაღო და თავლში მოხვდა ლამაზად ჩაწიკწიკებული ღია ტონალობის თეთრეული. ერთ-ერთი გამოიღო და საწოლის აშლა დაიწყო. ისევ ფიქრობდა, ლადოს სიტყვები გაახსენდა, სულ იმას მიყვები თუ რა მწარე სიტყვებს გეუბნება მაგრამ მისგან გაკეთებული ცუდი არ გითქვამსო. მართლას ამბობდა კაცი. სულ მასზე რატომ ვფიქრობ, - ახლა სიბრაზე მოერია - ხო, გასაგებია მიყვარს მაგრამ სხვა როგორ აღარაფერი შემდის გონებაში. იქნებ იმიტომ რომ მის სახლი ვცხოვრობ.. სამსახურშიც რომ მასზე ვფიქრობ... გზაშიც, ჭამის დროსაც.- ბალიშს უხეშად შემოაცვა პირი და ასევე უხეშად ააფუმფულა. - იქნებ იმიტომ რომ პირელი სიყვარულია, მე კი არ ვიცი როგორ ვმართო... ან როგორ უნდა ვმართო ? ან სად გაგონილა პირველი და მეორე ? თუ გიყვარს პირველიც ისაა და მეათეც... ღმერთო ნეტა მართლა მთელი ცხოვრება უნდა მიყვარდეს ? მერედა როგორ მიყვარს... - მეორე ბლიშზე პირის შემოცმისას ხელები დაებლუკა, ანერვიულდა - ზოგჯერ ისიც კი მავიწყდება ჩემი მტერი რომაა... ეს მტერი რა ცუდი სიტყვა. როგორ შემიძლია მისი მტრობა, ან მას როგორ შეუძლია... არა, ასე არ შეიძლება. ან რას ინახავს ოტახში ჩემს თმისსამაგრს... ის ცხვირსახოციც... - ისე აუთრთოლდა ხელები ვერაფრით შეძლო საბნის გასწორება თეთრეულში, შიგ გორგალად იქცა და მეტად გააღიზიანა, - მერე მამაჩნევს და სიმაოვნებას იღებს ჩემი მდგომარეობით... როგორ ვერ გიტან დათა... როგორ ვერ გიტან... მაინც მოახერხე იმდენი, ქარაფშუტა გოგოს გული მომპარე... ახლა გინდა ეს გული მატკინო...- ცრემლები მოერია და სულ მიანება საბანს თავი.ზეწარს დაწვდა იქნებ ეს მაინც გავასწოროვო, - ყველაფრის მიუხედავად არ მეშინია შენი... ვერ გიყურებ ცივად და ვერ ვგრძნობ სინანულს... ნეტავ იცოდე როგორ არ მინდა რომ მატკინო... როგორ შიშით ველოდები ამ დღეს. შენგან ვერ გადავიტან... ნეტავ გესმოდეს... ნეტავ შეგეძლოს ამის დანახვა.- ერთ მხარეს გასწორებულ ზეწარს მეორე მხარეს ისე უნებურად ზედმეტა ექაჩებოდა ხელმეორედ გასასწორებელს ხდიდა, - რომ მიმატოვო... რომ გამომიყენო და მიმატოვო... - ცრემელები შტორმივიტ მოაწვა ფიქრებზე, - ამ ყოფასაც ავიტან ოღონდ არ დამტოვო... შენ მაინც არ.... - თავი ანება თეთრეულის გამოცვლას, საწოლთან ჩაიმუხლა და აქვითინდა.

- აქ დაააწყვეთ, დანარჩენს მე მივხედავ- მოესმა დერეფნიდან საყვარელ-საძულველი ხმა და შეცბა. უცებ შეწყვიტა ტირილი. ორივე ხელი გადაისვა თვალებზე და წამოდგა. უნდოდა აბაზანაში შეესწრო. ასეთ მდგომარეოაბსი არ ენახა. ბიჭმა კარი შემოაღო და ისიც გზაში გაშეშდა. წამით შეერწყა მათი მზერა. მერე აბაზანის კარს გახედა, მანძილი გაზომა, გავიქცევი და ისე მაინც შევასწრებო, გადადგა კიდეც ნაბიჯი მაგრამ გზად ისევ ქვითინი წსკდა, დათას დანახვამ უფრო მოუზღვავა ემოცია, ვერაფრით შეძლო თავის დაჭერა. კართან მისულს დაეწია მისი ცრემლის მიზეზი და გულში უსიტყვოდ ჩაიკრა. თანაგრძნობა უარესი აღმოჩნდა. ისე ძლიერად იხუტებდა და ისე ხვევდა მკლავებს ბიჭი , იმ პატარა ბავშვივით აუჩუყა გული, დედისაგან დატუქსული მამის უბეში რომ ჰპოვებს ხოლმე იმდეს. თავადაც მოეხვია წელზე და მის მკერდსაფარქვეშ, მისი სურნელი სევდის ფერად რომ მოსდებოდა სულს, განაგრძო მოთქმა. დაღლილს გული ამოვარდნოდა და სლუკუნისაგან გულ-მკერდი უხტოდა. ტირილისაგან გაცხელებულ შუბლზე გრილის შეხება იგრნო, იყუჩა. დათამ ჩამოშლილი თმა გადაუწია და ფრთხილად აკოცა. კაცმა რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, ამ თითქოს უმიშვნელო ჟესტით სამარადისო სიმშვიდე მოუტანა. წამიან კოცნაში ჩაატია პასუხი, რომელიც არიანდას ასე სჭირდებოდა. ყველა სიტყვაზე მაღალი მნიშვნელობის იყო სითბოთი გამსჭვალული მისი კოცნა შუბლზე, სადაც იმ ადამიანებს კოცნიან ვინც ეძვირფასებათ და დათამ პირველად აკოცა იმ დღეს შუბლზე არიანდას. მერე ხელში აიტაცა და მასთან ერთად ჩამოჯდა საწოლზე.
ნახევარი საათი შემოელიათ მრავლისმთქმელ მდუმარებაში. დათა არ უშვებდა, არც არიდა ცდილობდა გაცლას. აღარ ტიროდა, ხანდახან ამოსლუკუნებას თუ არ ჩავთვლით, გვარიანი ტირილის შემდეგ რომ სჩვევია ხოლმე ადამიანს.

- დაიძინებ ? - ჩასჩურჩულა ყუთან.

- ვერა.

- კარგი.

- რა კარგი?

- ვიყოთ მაშინ ასე დილამდე.

- რატომ არაფერს მეკითხები ? - განა სურდა ეკიტხა და მას ეპასუხა, მაგრამ მაინც ვერ მოითმინა, მეტ-ნაკლებად იცნობდა დათას და გაუკვირდა ტირილის მიზეზზს რომ არ ჩაეძია.

- რისთვის გკითხო?

- შენ არაფერი არ იცი.

- მაშინ მითხარი.

- არა.

- როგორც გინდა.

- რატომ მითმობ ? გეცოდები ? ნუ გეცოდები... არ მინდა გეცოდებოდე. - ისევ აემღვრა ხმა ქალს.

- შარზე ნუ ხარ.

- არ ვარ.

- კარგი არ ხარ. ისარგებლე მომენტით, რაც გინდა მითხარი. მოგისმენ.

- არ მინდა-მეთქი შენი შეცოდება. - მკალვებიდან გამოუძვრა.

- ელვის სისწრაფით შეგიძლია გამაცოფო ! მხოლოდ შენ არიანდა... მხოლოდ და მხოლოდ შენ.... - ოდნავი სიბრაზით გახედა ცხვირ-პირ აწითლებულს. - ჯერ პატარა ბავშვივით ტირიხარ.... უცებ ანჩხლი ქალივით იქცევი.

- უკაცრავად, თქვენს ნერვებზე თუ მოქმედებს. უბრალოდ ემოციების დამალვა არასოდეს გამოდიოდა.

- სადაც საჭიროა მშვენივრად მალავ. რატომღაც ჩემთან გსურს მაქსიმალურად გამომწოვო მოთმინება.

- იმის გამო მსაყვედურობ, რომ შენი გეგმების განხორციელებაში ხელს არ გიწყობ ?

- რომელი გეგმების არიანდა, რომელი გეგმების ? სადღა მაქვს გეგმები. ყოველ ჯერზე ახერხებ ჩემში ყველაფერს მიმართულება შეუცვალო. არ ვიცი როგორ გამოგდის, მაგრამ ფაქტია ახერხებ. არაფერი არ მომხდარა ისე, როგორც მე მსურად და ახლა რა სიტუაციაშიც ვართ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ნებით თუ უნებლიედ შენ შეუწყვე ამას ხელი.

- არ ვიცი რას გულისხმობ, მაგრამ თუ მასეა ნამდვილად სულელი ვყოფილვარ.

- ცდები, ყველაფერს ამას, ყველაზე ნაკლებად სულელის ნამოქმედარი ეთქმის.

- როგორ არა, თავადაც მითხარი ერთხელ.

- შენ ყველა ჩემს სიტყვას იმახსოვრებ ? - უცებ ღიმილიც დაეფინა სახეზე.

- ადამინს ყველა სიტყვა და საერთოდ ყველაფერი ამხასოვრდება, რაც გულს ეხება.

- მეც ამიტომ ვერ ვივიწყებ იმას რაც ჩემს გულს შეეხო. - თიტქოს ამ სიტყვებით თავისი ყველა ჩადენილი საქციელს ახსნა სურდა.

- რატომ მოხვედი ?

- ძილის წინ თუ ვერ გნახე ისე ვერ ვიძინებ.

- მართლა რატომ მოხვედი ? მითხარი, მირჩევნია ყველაფერი ვიცოდე...

- მაინტერესებდა როგორი თეთრეული იყიდე. მაგალითად, თუ არის სექსუალური.

- რა ცინიკოსი ხარ. საზიზრარი და უგულო.

- რატომ ვარ უგულო? ვეცადე შენი დარდისთვის პატივი მეცა, დაგამშვიდე, არაფერი მითქვამს, მაგრამ ვერ შეირგე ხმას რომ არ ვიღებდი. ჯერ გაანჩხლდი, მერე მკითხე მაინტერესებსო, მეც სიმართლე გიპასუხე და ახლა პასუხმა არ დაგაკმაყოფილა...

- მაგ სიმართლის გამო ხარ საზიზღარი და უგულო. არ მაპატიე ქვემოთ შენს ნათქვამზე რომ არ წამოვკრიფე პარკები და რევანშის ასაღებად გამომეცხადე.

- ხო მაგრამ არ გამიკეთებია.

- ბარემ ეგეც გეთქვა, რატომ ?

- ზედმეტად გულრწფელი და თან ცნობისმოყვარე ხარ არიანდა და ეგ არც ისე კარგია.

- როგორიც მინდა ისეთი ვიქნები.

- დღეს თუ არა, ხვალ გავაკეთებ. მიდი ახლა დაიძინე.

ახლა დათას რომ დავაბრალო, არ შეარგო წუთის წინ გამოხატული თანადგომათქო ნამდვილად უსამართლო ვიქნები. არიანდამ არ დაანება. რომ ეცლია იქნებ მეტი სითბოს გაზიარების სურვილიც გასჩენოდა. ან იქნებ არც არიანდას სურდა ეს მზრუნველობა დაენახა მასში ?
ვინ იცის...



***
დილადრიან ადგა. დათას მიერ შედგენილი რუტინა შეასრულა, მაგიდას მიუჯდა და დაელოდა ვიდრე არ შემოუერთდა. მხოლოდ გამჭოლი შეთვალიერებით შემოიფარგლა ბიჭი.

სამსახურში შედგა თუ არა ფეხი, სამზარეულოს მიაშურა. ყველა დეტალის გარკვევისა და მითითებების შემდეგ ვალერის სამფლობელოს მიადგა. ფრთხილად დაუკაკუნა კარზე და თავი შეჰყო ოთახში. ვალერის ქაღალდები თავზე ეყარა. კარგა ხანი იყო გასული, რაც არ ესაუბრა მასთან და უკვე მონატრებოდა. ცვირაბზუებულ თანამშრომლებზეც უნდოდა ერთი-ორი სიტყვის გაცვლა.

- ოჰ, შეფიც მოსულა. - ვალერიმ კარში ორი ყავით ხელში მდგარს გახედა და სახეგაბადრულმა შეყვირა. - მომეცი ... - უმალ გაუწოდა ხელი. - მჭირდება, იქნებ ტვინი გახსნას თორემ ვეღარ ვაზროვნებ.

- მეორედ შეფს დამიზახებ და აღარ მოგიტან იცოდე ! - დაემუქრა ქალი.

- ვერ შეგპირდები. ვგიჭდები ისე მახარებს შენი წვალება. - თვალი ცაუკრა ვალერიმ,- რა სახით გამომემცხადე ?

- უფ, არ მკითხო. ჯერ კიდევ ვერ შეეგუენ ჩემს თანამდებობას. - ამოიოხრა.

- დაიკიდე რა... - ჟარგონულად გაამხნევა კაცმა.

- ასე ადვილია ? ჩემს გასაგონად არ ამბობენ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ათას სიბინძურეს ფიქრობენ ჩემზე. ალბათ ჰგონიათ რაიმე ხრიკიებით მივაღწიე ამ ადგილამდე.

- შენ ხომ იცი რომ ასე არ არის და ვფიქრობ, ეს საკმარისი უნდა იყოს სიმშვიდისთვის.

- თურმე სხვისი აზრიც გირღვევს სიმშვიდეს, თუნდაც უსამართლო იყოს.

- არიანდა, ის რომ მათი გონება ბინძური აზრებითაა სავსე, შენი გონებისთვის პრობლემა არ უნდა აღმოჩნდეს. ახლა ადგები და აქედან ამაყად გახვალ...

- ეე, მაგდებ.

- რა ვქნა? მერე ერთი წუნკალი შეფი მისაყვედურებს, დროს უქმად ნუ ფლანგავო.

- ახლა უნდა ვბრაზდებოდე, მაგრამ რა ვქნა რომ მეამაყება ? - კაკუნით გაიხურა კარი.

კაბინეტში შესულმა, ისევ საქმეს მიჰყო ხელი. ქეთის ჩვევა მასაც გადასდებოდა. თუ კი დრო ჰქონდა მომდევნო დღეების საქმესაც წინასწარ აკეთებდა და ეს მუდამ წერიგის ქმნიდა სისტემაში. ახლაც ამ სტრატეგიით იყო დაკავებული.
- შეიძლება ? - არიანდას კაბინეტის კარი შეაღო ასანიძემ და მორიდებით იკითხა.

გული შეუქანდა გოგოს. დათს სიტყვები დატრიალდა გონებაში, მაგრამ რას იზამდა, კარს მომდაგრს უკან ხომ ვერ გააბრუნებდა.

- რა თქმა უნდა. - ზრდილობიანი ღიმილით მიუგო, იქნებ მალე წავიდესო.

- როგორ ხარ ?

- კარგად.

- სულ ცოტახნით შემოგირბინე, ნუ იღელვებ, შენი ქმარი ვერ შემოგვისწრებს.

- ეგ არაფერ შუაშია, - უნიჭოდ იცრუა გოგომ.

- არის შუაში არიდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მე მესმის მისი. შენ რომ ჩემი ცოლი იყო, არცერთ კაცს სათოფეზე არ გაგაკარებდი. იმიტომ კი არა რომ ნდობა არ მექნებოდა, უბრალოდ წამითაც ვერ მივცემდი სხვა ადამინს უფლებას შენს გვერდით ჰაერი ესუნთქა. - ენით აღუწერელი ნაღველი იგრძნობოდა ზურას ხმაში.

- ზურა, ძალიან მეუხერხულება ახლა ეს საუბარი.

- ვიცი და მალე წავალ. მხოლოდ ის მინდა ეს უხერხული სიტუაცია გამოვასწოროთ. მე არაფერი მაქვს სასაყვედურო, ან რა უფლებით ? შენი დამოკიდებულება ყოველთვის ვიცოდი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ გული არ მეტკინა... ძალიან მეტკინა არიდა, - ოდნავ შეყოვნდა ბიჭი, - მაგრამ ახლა ის უფრო მწყინს ერთმანეთისთვის თავის არიდება რმ გვიწევს. მე არ ვიქნები თქვენთვის პრობლემა. მე არ ვიქნები ადამინი ვინც სენს ბედნიერებას ხელს შეუშლის... პირიიქირ სულ გამიხარდება ეს. თუ ჩემს გარეშე უნდა იყო ბედნიერი კი ბატონო, თანახმა ვარ, მაგრამ თუ ოდესემ შენს თვალზე ცრემლს შევნისშნავ, თუ ოდესმე დარდს შეგატყობ გვერდზე აღარ გავგები... თუ ის ვერ დაგაფასებს, მე ვიცი შენ ფასი და მერე ნამდვილად ვერავინ შემიშლის ხელს შენთვის ბრძოლაში.

- ზურა.... - მღელვარებისგან ხმა ჩაუწყდა ქალს.

- არაფერის თქმა არ არის საჭირო. მე და შენ უბრალოდ თანამშრომლები ვართ და ჩვენი ურთიერთობაც ამ მოცემულობის ფარგლებში გაგრძელდება. თავი არ ამარიდო, გთხოვ ! და კიდევ თუ ოდესმე რაიმე დაგჭირდება, იცოდე, რომ მე შენს გვერდით დავდგები.

- კარგი. - მხოლოდ ესღა მოახერხა ეთქვა და კარისაკენ წასული რომ დაინახა ისტიქტურად თავადაც წამოდგა.

კარი გაიღო. ასანიძე შედგა. ზღურბლზე არაბული იდგა, სახე აფთარის მიუგავდა. უჩხულივით ანათებდა მისი თვალები. მტრული ჰაერი შეგუბდა ოთახში. არიანდას სმენას შხულიც შეერია და ამ დხშულ სმენაში ძლივს გარჩია ჩქარი ნაბიჯების ხმა. ლაშაც გამოჩნდა. მისი დანახვა და შვებით ცასუნთქვა ერთი იყო. ისეთი სახე ჰქონდა ბაკურაძეს აშკარად იცოდა, თუ დროულად არ მიუსწრებდა რაც შეიძლება მომხდარიყო.

- თუ რაიმე გაქვს სათქმელი, გავიდეთ !. - მტკიცედ შესთავაზა ასანიძემ.

- ზურა, ახლა არა. - დაასწრო ლაშამ.

- გავიდეთ. - მეხივით გავარდა მისი ცივი ხმა საშიშრობეით გაჟღენთილ სივრცეში.

- დათა,- მეგობართან სცადა, მაგრამ მისი მზერიდან მიხვდა რომ ახლა მცდელობებს აზრი აღარ ჰქონდა.

- სახლში წაიყვანე.

- შენ ხომ არ გავიწყდება, შენი უსაფრთხოება მე რომ მაბარია ?!

- არ გამომყვე. ხომ იცი, ახლა ყველაფრის გამკეთებელი ვარ. წაიყვანე ! - გაუმეორა და მიტკლისფერ დადებულ არიანდას შეხედა, რომელიც თავლებით ემუდარებოდა.

- კარგი. - დაყვა და არიდას ანიშა წავიდეთო.

ამასობაში ასანიძე წინ გაიჭრა. არაბულიც მიჰყვა. არიანდამ სწრაფად დაავლო ჩანთას ხელი და ლაშას აედევნა. ავტომობილში სხდებოდნენ, არიდა ლაშას დაუსხლტა, დათასთან მიირბინა და იმ ხელზე ჩაეჭიდა, რომლითაც კარს აღებდა.

- სულ წამოვალ აქედან, ოღონდ ახლა არ წახვიდე.
-
- სახლში წადი არიანდა და დამელოდე ! - ყინულის კრისტალებს ისვროდა მისი ტონი.

- გთხოვ, არაფერი დაუშავო !

- რატომ ?

- იმიტომ, რომ ადამინია და არ მინდა რაიმე დაემართოს.

- იქნებ პირიქით, მე დამემართოს რაიმე.

- არა... არა ... არ წახვიდე რა გემუდარები... - ნერვიულობისაგან ცახცახს აეტანა. თვალებით უპასუხა არა დათამ. - ზურა, - ახლა ასანიზეს მიმართა, იქნებ მასთან მაინც გაჭრასო. - შენ მაინც გაიგონე ჩემი თხოვნა.

- მაპატიე არიდა, მაგრამ ახლა მართლა არ შემიძლია შენი თხოვნის გათვალიწინება. - დათასაგან განსხვავებით თბილი და მობოდიშე ხმა ჰქონდა ზურას.

ამაზე სულ გაცეცხლდა არაბული. გააგიჟა თვალნათლივ დანახვამ, მეტად გააზრებამ იმისა, რომ ამ ბიჭს მართლა უვარდა არიანდა. რომ ეს თბილი სიტყვები მის ცოლს ეკუთვნოდა.

- ასანიძე, მანქანაში ჩაჯექი და გამომყევი. შენ ახლავე წადი სახლში. - შეუღრინა გოგოს.
არიანდამ გაცნობიერებაც ვერ მოასწრო ისე სწრაფად მოწყდა ადგილს დათა.

- ლაშა, გააკეთე რამე ! მეშინია . - მიირბინა მასთან და თხოვნის ნიშნად ორივე ხელზე მოეჭიდა.

- ახლა ვერ გავყვები არიანდა, არ იქნება სწორი. მათი გასაკვევია.

- რამეს მოიწევენ.

- დამშვიდდი. პატარა ბიჭები არ არიან.

- ღმერთო, რა გავაკეთო... - ამოისლუკუნა აღელვებულმა. - ახლა სულ გაგიჭდება. არ მესმის რა უნდა ამ კაცს !

- ეგ თვითონაც არ ესმის ჯერ.

***

- მუშტი-კრივით დავიწყოთ თუ... - გაღიზუანებულიმა წამოიწყო ასანიძემ. თბილისის გარეუბანში მყუდრო ადგილი აერჩიათ „სასაუბროდ“.

- შენთვის რომელი იქნება გასაგები ? - იმავე ტონში უპასუხა, მასთანზურგით მდგარმა. სივრცეს უმიზნოდ გასჩერებოდა.

- გააჩნია რა გინდა გამაგებინო.

- ზურა, - შებრუნდა, - არ მინდოდა საქმე აქამდე მისულიყო, დიდი ხანია ვახოს ვიცნობ და მხოლოდ და მხოლოდ ამის გამო ვარიდე ამას თავი, მაგრამ ... მაგრამ როგორც ჩანს შენ არ გაითვალისწინე ეს.

- მე არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც თავს დამნაშავედ მაგრძნობინებს.

- ის ჩემი ცოლია ! ჩემი ცოლია ! ჩემი, ზურა... გაგახსენო, რა სიტყვები დახარჯე მასთან საუბრისას ?

- მშვენივრად მახსოვს... თუ საჭირო იქნება გაგვიმერებ კიდეც.

- გაგაქრობ !

- შენი მდგომარეობით ნუ მაშინებ არაბულო, არც მე ვცხოვრობ ჩალით დახურულ სახლში.

- რა შუაშია მდგომარეობა შე ? - საყელოში ჩააფრინდა ზურას, - უკანასკნელი მათხოვარიც რომ ვიყო, ჩემი ცოლის მიკარებას მაინც ვერავინ გაბედავს.

- რატომ ცხარობა ასე, თუ მასთან მყარი ურთიერთობა გაქვს ? რატომ მგონია რომ მისი დაკარგვის გეშინია ? - ცეცხლზე ნავთს ასხამდა ზურა. ისეთი შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს სურდა მუშტი-კრივზე გადასულიყვნენ. - რა ძალა გამოიყენე მის მოსაპოვბელად ?

დათამ მუშტი მოუქნია და სახეში უთავაზა. არც ზურა დარჩენია ვალში, როგორც კი წაბორძიკებული გასწორდა, უმალ დაუბრუნა ხურდა. არაბულს ცხვირიდან და ტუჩიდან ერთდროულად წასკდა სისხლი. უცებ ყელში წვდა ზურას და მანქანას ააკრა ზურგით.
- სულ ყ..ზე რას იფირებს შენი ტვინი. მათავარია შეიგნო, რომ ის ჩემი ცოლია... ჩემი ცოლია და მასთან ახლოს მიკარება არსოდეს გაბედო. არ გაბედო მის თვალებში ცერემლის ძებნა... გზაზე გადადგომაზე ხომ ზედმეტია საუბარი... გაგსრისავ ზურა, რიმე საეჭვოც რომ შეგატყო. ისე გადაგივლი, არც შევყოვნდები.

- შენ, მე, ის წამართვი ! - ხდელი მიკრა ზურამ და ისევ მისცხო მუშტი.

დათას აღარ უცდია ხურდის დაბრუნება რატომღაც.

- ის შენი ცოლია და არა ჩემი. წლები, მასზე უგონოდ შეყვარებულმა, ამის თქმაც კი ვერ გავბედე, მეშინოდა არ დამეფრთხო, არ წასულიყო, ვაი თუ მისი დანახვაც ვეღარ შევძლოთქო, ხატად ვაქციე, ცქერაც რომ ბედნიერს ხდის ადამიანს... ლაჩარი ვარ...

- მერე ეგ რა ჩემი ბრალია ? - ცხვირსახოცით სისხლი მოიწმინდა და სარკასტულად ჩაეკითხა.

- ლაჩარი ვარ... ლაჩარი, ის, შენ რომ დაგითმე... ისე უნდა მომეკიდა ხლი და წამეყვანა, როგორც შენ გააკეთე, მაგრამ ვერ გავბედე... ისე მიყვარს მისი ოდნავ წყენინებაც კი არ მიღირდა ასეთ ბედნიერებად...

- ჩაიგდე ენა თორემ მართლა მოგკლავ. ნუ იძახი მასზე, რომ გიყვარს... ნუ იძახი... - მძიმე მუშტი აგემა.

- ვიტყვი... ანგელოზის დასაკუთრება რომ მოინდომე, როგორ ვერ გათავლე, მარტო შენ რომ არ იქნებოდი მასზე უგონოდ შეყვარებული ? ჩემს გარდა იცი რამდენია ? თავადაც კი არ იცის... წარმოდგენა არ აქვს იმდენი მოვაშორე... მაგრამ შენ ვერ გაგაქრე... მხოლოდ და მხოლო იმიტომ, რომ თავად აგირჩია... დავიანხე მისი ინტერესი და ჩარევა გადავიფიქრეე... იცი, რა მტკივნეულია არაბულო, საკუთარი ნებით რომ უშვებ საყვარელ ქალს ?

- არ ვიცი და ვერც გავიგებ, რადგან მე მას არასოდეს გავუშვებ... - ნიშნისმოგებით უპასუხა, თუმცა გულისიღრმეში რაღაცნაირად გაუგო ასანიძეს. შიგნეული აუწვა, თავი მის ადგილას წარმოიდგინა და სული აეწვა. დააფასა ზურას თავდადება, რადგან ის ასე მშვიდად ვერ შეხვდებოდა, არასოდეს დაუშვებდა არიანდას სხვის გვერდით ხილვას.

- ამიტომ გაფრთხილებ დათა, თუ მის ფასს ვერ გაიგებ მე უკვე წლებია ვიცი და აუცილებლად წაგართმევ ! თუ ოდესმე შანსი მომეცა აუცილებლად გამოვიყენებ. არსებობს კაცი, რომელსაც შენი ცოლი საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარს, ეს არ დაგავიწყდეს!

- ხო, სწორად აღნიშნე, ჩემი ცოლი. ის ჩემი ცოლია ზურა ! - უკვირდა, რა აძლევდა ახლა ამ მოთმინების ძალას, მაგრამ ფაქტია შეძლო.

- არაკაცი იქნები ამის შემდეგ თუ მუშაობას აუკრძალავ, რადგან მე დაბრკოლებად მანამ არ ვიქცევი, სანამ შენ არ მაიძულებ ამას.

- გონება არ დაგებინდოს, ღმერთმა ნუ ქნას მიზეზები ეძებო ჩემს გზაზე გადასადგომად !

მშვიდი, გამარჯვებული სახით დაელოდა ზურას ავტომობილში ჩაჯდომას და უჩვეულოდ სოლიდარული მზერით გააცილაა. წავიდა ასანიძე, საგანძური კი მას დაუტოვა...

შინ შესულს არიანდა მისაღებში დაუხვდა. წამოხტა გოგო, მის სახესა და პერანგზე სისხლის ლაქები რომ დაინახა. უნდოდა ახლოს მიერბინა, დაკვირვებოდა რა სჭირდა, მაგრამ წყენის ძალამ შეაკავა. ლაშამ სიცილით გადააქნია თავი, მხარზე ძმური ჟესტით დაკრა ხელი და უსიტყვოდ დატოვა სახლი.

- ვახშამი მზად არის ? - ისე დაუსვა კითხვა, თითქოს არც არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარიყო. -ძალიან მშია.

- არა. - ცივად უპასუხა არიანდამ

- რატომ ? სადმე ვივახშმე და არ მახსოვს ?

- კი, ივახშმე და არ გახსოვს.

- რატომ არ მოამზადე არინდა ?

- არც მაგის დარდი მქონდა და არც ძალა. სხვა საფიქრალით ვიყავი დაკავებული. ახლა კი თუ არ მიწყენ, დავისვენებ.

- მშია, შენი გაკეთებული საჭმელი მინდა !

- არ შეგიძლია ახლა გამიგო ? მხოლოდ ამ ერთხელ...

- არაფერი დამიშავებია მისთვის. ვაპატიე, ყოველ წამს რომ მიმეორებდა შენზე მიყვარსო და მშვიდობიანად გავუშვი.

ნაკავები ემოცია ერთიანად მოაწყდა დიაფრაგმას, ვეღარ შეიკავა და ტირილად ამოხეთქა. სახეზე აიფარა ხელები, არიდამ.

- ახლა მომიმზადებ ვახშამს ? - მომლონიდენ იკითხა ისევ.

სიცილს შერეული ტირილით დაუქნია კის ნაცვალდ თავი არიდამ. სამზარეულოში წავიდა. დათაც მიჰყვა. თხოვნის გარეშე გაიშალა თმები და ფუსფუსს მოჰყვა. არაბულს უნებურად გაეღიმა, ბარის დახლზე ჩამოჯდა, სასმლის ჭიქა მოიმარჯვა და ერთი ყლუპზე დაცალა. ისევ უკვირდა როგორ გაუშვა ზურა ისე, როცა სიბრაზე დახრჩობას უპირებდა. რატომ შეუჩნდა მის ტვინს გულგატეხილი ასანიძისადმი სოლიდარობა. ერთი რამ კი ცხადი იყო - ზურას სიტყვები ნდობას იმსახურებდა.

- წამოდი, ვჭამოთ. - ბარე მეათე ჭიქას ცლიდა. არიანდას ხმამ გამოიყვანა ფიქრებში შორს წასული. მთვრალი თვალებით არა, მაგრამ გაბრუებული მზერით კი შეხედა გოგოს. უფრო ელამაზა ცოლი, თეფშებით ხელში რომ ელოდა მის პასუს. ცოლი ? პირველად მოიხსენია ფიქრებში ასე.

- წამოდი. - ვისკით შეხურებული და ქალით გაბრუებული წამოდგა, რეფლექსურად მოხვია მხარზე ხელი და სასადილო ოთახისაკენ გაიყოლა. ნეტა რა ეტაკაო, გაიფიქრა გაკვირვებულმა გოგომ, მაგრამ გაცლა არ უფიქრია. ან როგორ, როცა სულ გულს უჩქარებდა, სიამოვნებას ანიჭებდა მისი შეხება.

ამღვრეული თვალებით უქცერდა ვახშმის განმავლობაში დათა მტერ-ცოლს. ჭიასავით შეუჩნდა მისი დაკარგვის ფიქრი. შესაძლოა ფიზიკურად არ დაეკარგა, ამას არ დაუშვებდა, მაგრამ ვაი და მისი გული სხვისკენ გადახრილიყო ? უსიამოდ გააჟრჟოლა შეცბუნებულს, სახე მოისრისა აბეზარი ფიქრების გასაფანტად.

- ან მითხარი რა გინდა, ან მომაცილე ეგ თვალები.

- არ მოგეწონება რომ გითხრა.

- როდის აქეთ გადარდებს მე რა მომეწონება ... - ჩაილაპარაკა სევდიანად და ჩანგალი ხმაურით გაუხახუნა ცარიელ თეფშს

- შენ არ აალაგო, სხვა მიხედავს. - წამოდგა დათა და წასასველად მოემზადა.

- ნელ-ნელა მოახლის ყოფას მიმსუბუქებ.

- სტატუსებს არასწორად არჩევ. აქ შენს ყოფნას მოახლეობა ყველაზე ნაკლებად შეეფერება.

- რა ადვილად გავიწყდება შენი ისტყვები. - უკმაყოფილოდ შენიშნა ქალმა.

- ყველა სიტყვა მშვენივრად მახსოვს. შენ თუ შენებურად თარგმნი, ეგ ჩემი დანაშაული არ არის.

- კარგი, მაშინ შენ მითხარი რას ვაკეთებ აქ ? ოღონდ ახლა არ დაიწყო შურისძიებაზე საუბარი. ეგ ისედაც ვიცი...

- რა ხდება არიანდა ? - ორივე ხელებით ჩამოეყრდნო მაგიდის ზედაპირს და მისკენ გადაიხარა, - რა კითხვები გიჩნდება ?

- პასუხები მჭირდება. - ზუსტად ისე მედიდურად ახედა, როგორც თავად დაჰყურებდა.

- თუ რაიმე გაინტერესებს, თავად იზრუნე პასუხები გასცე.

- შენს ნაცვლადაც ? ღმერთმა უწყის შენს გონებაში რა ტრიალებს... მე როგორ უნდა გამოვიცნო ?

- მაშინ დაელოდე ვიდრე თავად მომინდება გიპასუხო.

- ვერ გიტან !

- მე კი ვგიჟდები შენზე. - მაცდური ღიმილითა და თვალისჩაკვრით მიუგო.

არიანდა წამოხტა და სირბილით ავიდა ოთახში. აქამდე რომ არ სდომია ახლა გადაკეტა კარი. ჩემს საძინებელში მაინც ვივლი ჩემს გემოზეო, გაიფიქრა. აქამდე მორიდებით დადიოდა საძინებელში, აბაზანიდან სულ ჩაცმული გამოდიოდა, ვაი და აქ დამიხვდესო. არადა ვერ იტანდა ნესტიან ჰაერში ჩაცმას. ახლა კი, ამ მომატებულ სუსხში განსაკუთრებით იორთქლებოდა აბაზანა და უფრო დისკომფორტს გრძნობდა იქ ჩაცმის დროს. წყლისგან დამცავი ქუდი მოირგო, თმას რეკომენდაციისამებრ სამ დღეში ერთჯერ იბანდა, დათასი არ იყოს უყვარდა თმა და უვლიდა. შხაპის მიღებისას დათას სისხლმდენ ტუჩზე ეფიქრებოდა. პერანგიც დასვროდა. ალბათ კარგად შემსოცხეს ერთმანეთს ამ შეშლილებმაო, დალანძღა. აბაზანიდან უკვე გამშრალი, გაშლილი თმითა და პირსახოცშემხვეული გამოვიდა. საწოლზე საგულდაგულოდ გამზადებული ტანსაცმელი ეგულებოდა, როგორც იქნა სიამიანდა ჩავივამ და მთელი რამე ნესტის შეგრძნება არ შემაწუხებსო, უხაროდა.

- ვაიმე დედიკო, - წამოიკივლა. საწოლზე დათა დამჯდარიყო. - რორგორ შემოხვედი ?

- როგორც. - მოკლე პასუხი და გაათმაგებული დაკვირვება, ნელ-ნელა რომ ააცოცა ქვევიდან ზევით.

- კარი ჩაკეტილი რომ დაგხვდა, ვერ მიხვდი, რატომ შეიძლებოდა ჩემეკეტა ? იქნებ როგორ მინდა გავიარო ჩემს საძინებელში.

- როგორც გინდა ისე გაიარე. რა, მე დაგიშალე ? - ისევ არ აშორებდა თვალს სააბაზანოს კართან აწურულს. ცალი ხელით პირსახოცს ებღაუჭებოდა.

- კი ბტონო. მაშინ ისე მოვიქცევი თითქოს აქ არც ხარ. - ამაყად წარმოთქვა და ასეთივე ნაბიჯები გადადგა. ცდილობდა უხერხულობა და დაბნეულობა არ დატყობოდა, ფეხები არ აბლანდვოდა. ასე, პირსახოცის ამარა პირველად იდგა მამაკაცის წინ. საკუთარ ძმასაც კი არასოდეს დაუნახავს. ჯანდაბას ჩემი სულელი თავი, შემეტანა ეს ტანსაცმელი და იქ ჩამეცვაო, ახლა უკან რომ გავიქცე და აბაზანაში გამოვიკეტო რა აზრი აქვს, იქ როდემდე დავრჩები, ხომ ვიცი, არსად წავა და ჩემს გამოსვლას დაელოდებაო. ალბათ მასაც ეს სურს, ალბათ ახლა ელოდება რომ დაფრთხალი შევავარდები და კარს ჩავიკეტავო, კორიანტელი ჰქონდა გონებაში. . როგორ სიამოვნებით შევვარდებოდა ახლა უკან, მაგრამ არც მისი სურვილის ახდენა უნდოდა და არც ზედმეტად შეშენინებული უნდოდა გამოცენილიყო. მერე უფრო მეტად მოინდომებს ჩემს გულის გადაციებასო. არადა პირიქით, რაც უფრო ძლიერი ქალის როლს ირგებდა დათას წინ მით მეტად იწვევდა... გაიწელა სააბაზანოს კარიდან საწოლზე მიფენილ ტანსაცმელამდე მანძილი. კუს ნაბიჯებით მიღოღავდა, თან ფეხებს დასჩერებოდა, ამოწმებდა პირსახოცი ძალინ მოკლე ხომ არ არის, ან მოძრაობაში ზევით ხომ არ იწევაო. არ იყო მოკლე, მაგრამ კაცს ასეთ ფორმაში სასურევლი ქალის დანახვა, მითუმეტეს თუ ეს ქალი რუდუნებით გამოძერწილს გავს, და მითუმეტეს თუ კაცს ალკოჰოლიც გაზავებული აქვს სისხლში, ნამდვილად ვერ დატოვებდა გულგრილს. ვერც დათა იქნებოდა გამონაკლისი. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სისიხლი აუდუღდა და გაფართოებული მოლეკულები ძარღვებმა რომ ვერ დაიტია კანზე შემაწუხებლად მოასკდა. როგორი ფითქინა იყო, მსუყე მკერდს სანახევროდ უფარავდა ნაჭერი, დანარჩენ ნახევარს კი აბრეშუმის თმა დასდებოდა საფარველად. მთელი ზალით ებღაუჭებოდა პირსახოცს. ამაყად მოდიოდა, მაგრამ ფეხები ისეთი დაჭიმული ჰქონდა, ყოველწამს ჰქონდა შეგრძნება დათას, ახლა არ წაიქცესო. თან ეცინებოდა , თან ცეცხლი ეკიდა გულში. როგორც იქნა მიღოღდა საწოლამდე და ახლოდან მიაფრქვია სანატრელ სურნელად ქცეული არომატი. გულ-მუცელი აემღვრა კაცს, გაუცხელდა , აეწვა ორგანიზმი, რას შემოვედიო, ერთი ესეც კი გაიფიქრა. ხელები ერთმანეთს გადააჭდო და ძლიერად მოუჭირა. სამოსამდე მისულმა არიდამ ნაცვლად იმისა გადახრილიყო და ისე აეკრიფა, ოდნავ ჩამუხვლა ამჯობინა ასე უფრო ნაკელბად გამაღიზიენებელი იქნებაო. წაიღო კიდეც ხელი მათკენ, მაგრამ დათამ დაასწრო და ააცალა. კაკლებიდან გადმოსცვივდა თვალები იმხელაზე დაჭყიტა მოულოდნელობისაგან.

- - მომეცი !

- ასე უფრო ლამაზი ხარ ! - უმალ დაუბრუნა პასუხი, ტანსაცმელი საწოლის მეორე კიდეში მოისროლა. უცბად წამოვარდა არიდა, მათკენ გაიქცა, მაგრამ არ დასცალდა, ვნებისაგან ხელდარეულმა, სითბო თვალებიდანაც რომ ეღვრებოდა, ზურგიდან დაიჭირა და ჰაერში ასწია. უმწეოდა გააფართხალა ფეხები მსხვერპლმა. - ხომ თქვი ისე მოვიქცევი, თითქოს აქ არ ხარო. ხოდა მოიქეცი... - ქალის სურნელოვან მხარზე მიაწება მხურვალე ბაგენი. დენის დარტყმა იგრძნო გაყინულ სხეულზე თბილი შეხებისას არიდამ, ჟრუანტელში გადაეზარდა.

- გამიშვი რა !- გაიბრძოლა ისევ.

- დაგსვავ, ოღონდ გაქცევა არ სცადო. ან სად გამექცევი... - უპასუხა თავსი ნატქვამს და იატაკზე დააბრუნა. - ჩემსკენ მობრუნდი.

- გემუდარები ჩავივამ ! შემცივდა...

- ოთახში იმაზე მეტი სითბოა ვიდრე საჭიროა...

- ზურგს უკან ზამთარი მიდგას და იმიტომ მცივა.

- გაგათბობ... - მარჯვენა მხრიდან თმა გადაუწია და ნაცნობ სამკუთხედს ეამბორა. შეხტა არიდა, სხეული შეეკუმშა.

- მოვკვდები დათა... ახლა არა რა გთხოვ ! თან ნასვამი ხარ... ასე არა !

- არ ვარ ! - საიმედოდ დაიჭირა, უღონობით მიყრდნობილი, მოცახცახე ქალი. - რატომ მიმტკიცებ სულ საპირისპიროს, როცა საერთოდ არ გაქვს ძალა, ამ ოთახში ჩემს ყოფნას შიშის გარშე გაუძლო ?

- იმიტომ რომ არ მინდა სულ შენ გაიმარჯვო. არ მინდა იფიქრო რომ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, როგორც მოგესურვება, როგორც გაიფიქრებ ისე დაგემორჩილები...

- შენ შესაძლოა არ გონდოდეს ეგ, მაგრამ იმ გრძნობებს როგორ აიძულებ, რომლებიც მე კი რა, შენც არ გემორჩილება ?

- ჩემს ოთახში ყოველ საღამოს მხოლოდ იმიტომ შემოდიხარ, რომ შემაშინო, გული გადამიცივო, ასეთ რომ მხედავ კმაყოფილდები და მერე უფრო ტკბილად გეძინება ? ემოციურად არამდგრადი გინდა მაქციო ?

- როგორ შეგიძლია დამფრთხალზე ამხელა ფრაზებით საუბარი ? - მის თმაზე გადაინაცვლა ტუჩებით, - ემოციურად არამდგრადი ისედაც ხარ. ხან ქალი ხარ, ხან ბავშვი.

- ახლაც მოახერხე სურვილის ახდენა, ისე ვნერვიულობ, შენ რომ არ მიჭერდე იატაკზე გავირთხმევი. გადი ახლა, დამანებე სული მოვითქვა !

- ჯერ არ ამიხდენია ის სურვილი.

- აღარ შემიძლია, დავიღალე უკვე, ყოველ საღამოს შიშით ველოდები... - დანებებულმა ამოიოხრა და მისკენ მიბრუნდა, ხელები გაშალა და ამღვრეული ხმით განაგრძო, - აქ ვარ, აღარ გეწინააღმდეგები, გააკეთე რაც გინდა და მომასვენე !

თვალები გაუსწორა აცრემლებულ თვალებზე დათამ. ლტოლვისაგან გადაკრული ბურუსი შემოცილდა, გონი დაუბრუნდა.

- ძალიან ადვილია შენზე გავლენის მოხდენა არიანდა. იცი როდის ვერ აკონტროლებს ადამინი ემოციებს, როდის ხდება სუსტი ? იცი ?
-
- არ ვიცი... ან ვიცი... არ ვიცი დათა. ან რა შუაშია ახლა ეს...

- სუსტი მაშინ ხდები, როდესაც გრძნობები გაკონტროლებს, როდესაც შენ ვეღარ იმორჩილებ მას. თუ გინდა წინააღმეგობა გამიწიო ცამოყალიბდი, აირჩიე, ან ძლიერი ქალად იქეცი, ან მშიშარა ბავშვად დარჩი. დამღლელია უკვე, ყოველ წუთს რომ იცვლები...

- ოჰ, დიდი ბოდიში რომ თქვენსავით ძლიერი და ჩამოყალიბებული ვერ ვარ.

- ძალიან კეთილი ხარ და ზედმეტად გულრწფელი.

- რა ვქნა, ახლა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გავბოროტდე და ვიმსახიობო, რომ შენ სათანადო მოწინააღმდეგედ ჩამთავლო და ჩემზე ნადირობის სურვილი დაგიკარგო ? არ მინდა და არც შემიძლია. მირჩევნია შენ მტანჯო, ვიდრე მერე ჩემმა სინდისმა. შენი სიბოროტის გამო ჩემში ადამიანს ვერ მოვკლავ, ვერ შევიცვლები.

- კი ბატონო, მაგრამ ყოველთვის და ყველასთან წაგებული მხოლოდ შენ იქნები.

- რა გინდა დათა, გამაგებინე ბოლოს და ბოლოს ?! რა აღმზრდელობით გაკვეთილებს მიტარებ ? აა, ხოო მივხვდი... ახლა სიტყვებით გინდა დამანახო როგორი უსუსრი ვარ. ვერ მოინელე ჩემს კაბინეტში დანახული ზურა და ცდილობ ისე მატკინო რომ მთელი ღამე ტირილში გავატარო.

- ვხალისობ შენს დასკვნებზე. საოცარია, ასე უცებ როგორ ხვდები ყველაფერს ?

- მართლა მაგიტომ შემოხვედი აქ ?

- არა, რა თქმა უნდა. ვიფიქრე, ჭრილობას დამიმუშავებსთქო. - იმ ადგილს დაუბრუნდა სადაც იჯდა. - მიდი, სამედიცინო ყუთი გამოიტანე !

- ჯერ ჩავიცვამ...

- სხვათაშორის აბაზანაში ხალათიცაა. მეორედ უხერხულობა რომ არ შეიქმნას, ის მოიხურე ხომე. კაცი ვარ ბოლოს და ბოლოს. თან ქმარი. შიშველი ხარ ფაქტიურად...

- ღმეთო, რა ჯანდაბა უნდა... რა ჯანდაბა უნდაა... - ჩაიბუტბუტა და აბაზანაში შევიდა. საკიდიდან ხალათი ჩამოსხნა, შემოიცვა და უკან სამედიცინო ყუთით დაბრუნდა. - აიღე და თავად დაიმუშავე. არ ვაპირებ უაზრო მუშტი-კრივის შედეგებზე ვიზრუნო.

- რომ იცოდე, ჩემს სააბაზანოშიც მქონდა ეგ, - ყუთზე ანიშნა, - რომ მდომოდა იქაც მოვახერხებდი ჩემით. შენი ბრალია და მომხედე ახლა, დროულად რომ მოგეცილებია ეგ შენი აბეზარი თაყვანისმცემლი ესენი არ მექნებოდა.

ამოიხვნეშა არიანდამ, საჭირო ნივთები ამოიღო და მის წინ ჩაიმუხლა.

- არასდროს შევუწუხებივარ მაგ თაყვანისმცემელს, ამიტომ ასეთი საქმის გარჩევა არ იყო საჭირო. მაგრამ შენ ხომ შეშლილი ავადმყოფი ხარ... - წარბთან მიადო ათრთოლებული ხელით, წყალბადის ზეჟანგით გაჯერებული ტამპონი.

- ნუ მლანძღავ, თორემ რაც დავაკელი დავუმატებ... - ქალს ინტერესით აკვირდებოდა, სიფრთხილით რომ ეხებოდა ჭრილობაზე.

ეგრე არ უნდაო, არიდამ მომდევნო ტამპონი სამედიცინო სპირტით გაჟღინთა და გახეთქილ ტუჩთან ძლიერად დააჭირა. სახე ისე სეწუხწებულად შეჭმუხნა დათამ, გოგომ გამარჯვებულის გამომეტყველება ვეღარ შეიკავა და კვლავინდებურად ლოყებზე ღრმულებიდან გამაონათა ღიმილმა.

- უი გეტკინა ? - შეიცხადა ხელოვნურად.

- ბარემ სპირტი დაგესხა. - ხელით მოსინჯა ჭრილობა. ძლიერი დაჭერით ხელახლა გახსილიყო და სისხლი მოედინებოდა. ჯერ სისხლიან ხელს დახედა, მერე არიდას სიხარული რომ გაქრობოდა სახიდან და ბოდიშით უმზერდა. გადაგდო სპირტიანი ტამპონი, ახალი წყალბადით დაასველა. ხელი რომ წაღო მისკენ, დათამ უკან გასწია თავი.

- აღარ გატკენ, სპირტი არ არის, - განუმარტა. სულაც არ აწუხებდა დათას ეს. არ ედარდებოდა რას დაადებდა. ან რა უნდა ტკენოდა ისე გაუსაძლისად, არიდასთვის დაენახვებია. უბრალოდ რომ მიხვდა მის გამო შეწუხდა, მეტის დანახვის სურვილი გაუჩნდა. - მოიწიე სისიხლი მოგდის.

- შენ მოიწიე,- თვა მან და თავადვე მიაქაჩა წელზე ხელის მოხვევით. ამოიქშინა არიდამ, რამდენადაც შეეძლო წელით უკან გადაიწია და საქმე განაგრძო.

- ლენტს გადაგაკრავ, - მკლვებზე ხელები ჩასჭიდა, სცადა მოეშორებია.

- ლენტით ვერ ვივლი.

- გეტყობა ჭრილობები.

- არაუშავს. უბრალოდ მაკოცე და მომირჩება.

წარბები აზიდა ქალმა გაკვირვების ნიშნად, რა სისულელეს ამბობო.

- რა ? ბავშვობაში არ გირჩებოდა ხოლმე ამ მეთოდით? . - მხიარულ ხასითზე დადგა ბიჭი. - თუმცა რაღა ბავშვობაში, დარწმუნებული ვარ ახლაც ასეა.

- ვერ გავიგე, მე დამცინი თუ საუთარ თავს?

- მაკოცე და გეტყვი.

- არ გეშინია ისევ რომ გიკბინო ?

- ნწ... მეც გიკბენ.

- ყველაზე დიდი ცინიკოსი ხარ ვისაც კი ვიცნობ... ვერასდროს გაიგებს ადამიანი რას ცდილობ, რას ფიქრობ... როგორ შეგიძლია ასე ოსტატურად თამ... - ოსტატურად გააჩერა დათას ტუჩებმა, მოლაპარაკე... რამდენიმე მხურვალე შეხებით მტკივბნეულად აკოცა და ფეხზე წამოდგა.

- წინ გრძელი ღამე გაქვს მაგაზე ფიქრისთვის... - წავიდა და უძილო ღამისთვის გაიმეტა.

***
იმ ღამის შემდეგ კვირაზე მეტი გავიდა. დათა მის საძინებელში აღარ გამოჩენილა. ყოველი ძილის წინ ელოდა არიდა, ახლა გაააღებს კარს და შემოვაო, თავისებურად მომზადებულიც ხვდებოდა, თუმცა ამაოდ. მას შემდეგ, მათი ურთიერთობა საუზმითა და ვახშმით შემოიფარგლებოდა. ერთ ზედმეტ სიტყვას არ ეუბნებოდა ბიჭი. ერთ-ორჯერ სამსახურიდან დაურეკა არიდამ, რაღაც უნდოდა ეკითხა, მაგრამ დათამ არ უპასუხა. შინ დაბრუნებულსაც არ უკითხავს რაიმე. დედის ნახვის შემდეგ სახლში გვიან რომ ბრუნდებოდა, საყვედურსაც აღარ ეუბეებოდა. ერთ დღეს ვანოც მოყვა შინ და ისე წავიდა ბიჭი, არიდასა და მის საუბარში სიტყვაც არ ჩაურთია დათას. ისე იქცეოდა თითქოს ერთმანეთსთვის სრულიად უცხონი იყვნენ. მხოლოდ ერთი რამ დარჩა უცვლელი, ვახშმის მომზადების დროს ჩვეულად, ბარის დახლიდან უსიტყვოდ უმზერდა. არიდას ვერაფრით გაეგო რა სჭირდა, რან ნიშნავდა მისი საქციელი. ალბათ რაღაც ახალს გეგმავსო, ეს აზრიც ჰქონდა. ერთ საღამოს კი სახლში არ დაბრუნდა. თეთრეად გაათენა გოგომ. წესით უნდა გახარებოდა ერთ ღამით მაინც შეძლებდა მშვიდად დაძინებას, თავისუფლად ყოფნას, მაგრამ ნაცვლად ამისა ნერვიულობასა და გაურკვევლობაში გაღღრნა ცის შავი კაბადონი გათეთრებამდე. ერთ ხანს თავის ოთახში იყო. იქაც ვერ მოისვენა, პლედი მოიხვია და მისაღებში დივანზე გადაინაცვლა. არ უტყდებოდა თავს, რომ იქ იმიტომ გადავიდა იქნებ დაბრუნდეს და არ გამომეპაროსო.

- არიანდა, აქ რას აკეთებ ? - სავარძელზე მობუზულსა და პლედში გახვეულს ვანო წამოადგა თავზე.

- ადრე გამეღვიძა. ძილი ვერ შევიბრუნე და აქ გადმოვედი. - უღერღილოდ იცრუა გოგომ. არ იყოა ადვილი სათქმელი მას ველოდი ვისაც სულ არ ვედარდებიო.

- ნამდვილად, გამოუძინებელის სახე გაქვს. - მის წინ ცამოჯდა.

- შენ რამ მოგიყვანა ამ დილაადრიან ?

- ლეპტოპის წამოღება მთხოვა, სახლში დამჩაო. მგონი კაბინეტში უნდა იყოს.

- ხო. იქ ინახავს ხოლმე. - იმედგაცრუებულმა უპასუხა.

- შენ როგორ ხარ ? ცოტა დრო მაქვს და ვისაუბროთ. მარტონიც ვართ.

- წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გიპასუხო. არ ვიცი, როგორ ვარ.

- ეგეეთი რამ არსებობს, როდესაც ადამიანმა არ იცის როგორ არის ?

- როგორც ჩანს არსებობს. მეც მას შემდეგ გავიგე, რაც ამ სახლში გადმოვედი. წესით ცუდად უნდა ვიყო, მაგრამ არ ვარ ცუდად. თუმცა არც კარგად ვარ... და საერთოდ მგონი ჩემი არსებობა არ არსებობის საკითხზეც უნდა დავფიქრდე.

- არსებობ.. არსებობ არიანდა... მერე და როგორ. - მრავალმინიშვნელოვნად გაამხნევა ბიჭმა.

- ყავას ხომ დალევ ? - შესთავაზა. პლედიდან გამოძვრა, რათა სამზრეულოში გასულიყო.

- უზმოზე არ ვსავმ. მაგრამ შენ თუ პარტნიორი გჭირდება ...

- არც მე, მაგრამ ახლა მართლა მჭირდებაა... უნდა გამოვფხიზლდე.

- მთელი ღამე არ გიძინია ხო ? - მზრუნველად ჩაეკითხა ვანო და უკან მიჰყვა.

- არა, დამეძინა. ამხელა სახლში მარტო ყოფნამ ცოტა არ იყოს და შემაშინა.

- ნუ მატყუებ რა ! - მავედრებელი მზერით გახედა ბიჭმა.

- არ გატყუებ. ცოტა მართლა შემეშინდა.

- უიმისოდ ყოფნამ შეგაშინა !

- შესაძლოა, - უარყოფა აღარც უცდია. - ჭირმაც იცის შეჩვევა და ალბათ იმიტომ. მე კი მოლაპარაკე ჭირთან ერთად ვცხოვრობ, რომელიც ამ ბოლოს აღარც მელაპარაკება.

- საუბარი რომ არ უყვარს ახალი ამბავი ნამდვილად არ უნდა იყოს შენთვის.

- ვიცი რომ არ უყვარს, თუმცა ჩემთან რატომღაც არ ეზარება ხოლმე. მითუმეტეს თუ რაიმე ცუდი აქვს სათქმელი. მხოლოდ კითხავზე არ მცემს პასუხს თუ თავად არ სურს, ან თუ პასუხი მწარე არ არის.

- კარგად შეგისწავლია. - ოდნავ ჩაეცინა გიგაურს.

- მტერს უნდა იცნობდე. - აუხნსა მიზეზი და ქაფქაფა ყავით სავსე ფინჯანი დაუდგა წინ.

- მტრად რომ მოიხსენიებ გამშვიდებს ?

- ძალიან. - ამასობაში კარის გაღებისა და დახურვის ხმა მოისმა.

- ვიღაც მოვიდა. - თავი გადასწია და კარიდან გაიხედა ბიჭმა, არავინ ჩანდა.

- ელზა იქნება. სახლს ალაგებს ხოლმე.

- ესეიგი ნანი არ მოიყვანა.

- ვინ არის ნანი ?

- ნანი მაგარი ქალია. დათას დაბადებიდან მუშაობს ამ სახლში. ნახევრად მისი გაზრდილია.

- მერე რატომ არ მოიყვანა ?


- შენგ გმალავს და საუთარ თავსაც.

- რა თქმა უნდა. რომ გაიგონ მკვლელის და და შვილი ჰყავს სახლში, ნამდვილად არ შექმნის სახარბიელო მდგომარეობას.

- სხვათაშორის მე ეგ არ მიგულისხმია. მაგის გამო არ დაგმალავს ზუტად ვიცი, თანაც მამაშენზე არავინ იცის.

- არ მიფიქრია მაგ საკითზე. თუმცა ის გასაკვირია, დედამისი რომ არ სტუმრობს ამ სახლს.

- თავად ნახულობს ხოლმე. ბიძიას გარდაცვაელების შემდეგ, ლილი ბიცოლა ამ სახლიდან მალე გადავიდა. ქმრის გარეშე უჭირდა აქ გაჩერება. დათაც არ იყო აქ. დედაჩემთან და ნიასთან ერთად ცხოვრობს წყნეთში.

- ღმერთო, რამხელა ცოდვა ადევს ჩემს ოჯახს... - სინანულით ამოისუნთქა, - მან რომ გაიგოს ჩემი ვინაობისა და არსებობის შესახებ, ალბათ შვილზე მეტად შევძულდები. მამაჩემმა ჯერ მრავალი წლით დააშორა ქმარს, მერე სულ მოუკლა, მერე შვილიც გადახვეწა ქვეყნიდან და ბოლოს ვაჟა...

- ლილი საოცარი ქალია არიანდა ! რომ იცნობდე მაგას არ იტყოდი. გარეგნულად არ ეტყობა, მაგრამ მასზე გამგები, კეთილი და დიდი სულის პატრონი არავინ მეგულება ამ ქვეყნად.

- შესაძლოა, მაგრამ იმას რაც ჩემმა ოჯახმა დააშავა, ალაბთ უფალიც კი ვერ გვაპატიებს. ვიცი, მასაც აქ სიძულვილის მიზეზი და დათასაც... სხვათაშორის შენ ვანო, მაგრამ მაინც კარგად მექცევი.

- ამ ცოდვაში, შენი ბრალი ნულის ტოლია. მე ეს მესმის. დარწმუნებული ვარ დათასაც, მაგრამ ... არვიცი რა სჭირს, ვერ ვუძებნი ახსნას. ხელის შეშლა რომ ვცადო, ახლა ისეთ არამყარ მდგომარეობაშია, სულ ჩამომიშორებს და მაინც თავისას გაიტანს, ამიტომ სხვა გზა არ მაქვს... მის გვერდით უნდა დავრჩე და როგორც მოვახერხებ ისე გავაკონტროლო.

- მე კი მისი სიძულვილის მესმის. მესმის მაგრამ მაინც ვერ ვეგუები ამ მდგომარეობაში ყოფნას. ვერ ვეგუები მის სიძულვილს. გულს მიგლეჯს, როცა ჩემთვის ტკივილის მოყენებას ცდილობს. ზოგჯერ მიფიქრია დავანებო, რაც უნდა გააკეთოს, იქნებ შვება იგრძნოს, დაიცალოს და დამშვიდდესთქო, მაგრამ მერე არ შემიძლია... მგონია, თუ იმ მდგომარეობაში დამინახავს როგორიც მიზნად აქვს, მერე უფრო და უფრო მეტად მოუნდება გამანადგუროს, ან სულაც თავიდან მომიშოროს, მიმაგდოს და ასე გადაუხადოს სამაგიერო ჩემს ოჯახს... - მომდგარი ცრემლები შეუკავებლად გადმოსცვივდა თვალებიდან.

ვანო მოეხვია და მაგრად ჩაეხუტა.

- მასე არ მოიქცევა... დარწმუნებული ვარ, მასეთ რამეს არ გააკეთებს...

- ალაბათ არასოდეს შეგიმჩნევია მის თავლებში ჩამდგარი ზიზღი, სიძულვილი და ბოროტება, როდესაც ჩემ გვარს, მიხეილს ან ანდროს ახსენებს, თორემ მასე დარწმუნებული ვერ იქნებოდი.

- ეგეც შემიმჩნევია და ხშირად დამინახავს მისი თავლები როდესაც შენ გახსენებს, ასე რომ ჩემს თავდაჯერებულობას ვერ შეარყევ.

- პირიქით, შენ ნუ ცდილობ მეც დამაჯერო... - უსაყვედურა სიყვარულით, - ხედავ რა დღეში ვარ ? შენთან, მის მეგობარსა და მამიდაშვილთან ვსაუბრობ ამ ყველაფერზე და იმაზეც არ ვფიქრობ, რომ შესაძლოა მოუყვე.

- რა უცნარები ხართ ეს ქალები რა... - წაიწუწუნა ვანომ. - თუ დავჯექი და ერთი-ორი სიტყვა გავცვალე შენთან, ჭორიკანად უნდა შემრაცხო ? - დატუქსა და უკვე გაციებული ყავა მოხვრიპა.

- კარგი, უკაცრავად. მგონი ზედემტი მომივიდა. - დაუყვავა არიდამ.

- შეგირიგდები, ერთი პირობით. - მოკლედ ეს გიგაური, მახვილი სიტყვებისა და შანსის გამოყენების ოსტატი გახლავთ.

- ნებისმიერით.

- ასე რა... ელეს დაარწმუნებ რომ შემხვდეს. - გააცნო და აქაოდა არაფერიო, უდანაშაულო სახით ჩაუჭრიტინა ყავის ფინჯანს, თითქოს დაკარგულ ნივთს ეძებდა მასში.

- ვანო...

- უკვე დამთანხმდი და ახლა, რაც არ უნდა თქვა საერთოდ არაფერი შეიცვლებაა... აი საერთოდ.

- ბატივით გამომიჭირე ხო ? - გადაიკისკისა. - მოგწონს ?

- წარმოუდგენლად. პატარა ბიჭვით ვიბნევი მას რომ ვხედავ.

- პირველივე დღიდან შეგატყვე. მაგრამ ვანო, ხომ იცი რის გამოც გამოიქცა სახლიდან ?

- შენ გგონია რაიმეში ხელს შევუშლი ? პირიქით... დამეხმარე რა ძმურად. - თავლები სასაცილოდ ააფახურა. - ვეღარ ვუძლებ ისე მინდა მის გვერდით... იმაზეც კი თანახმა ვარ კვირაში ერთჯერ ვნახო.

- მერე თავად მიდი და უთხარი.

- თავს გამიტეხავს. - ორივეს გაეცინა. - პატარაა და არ მინდა დავაფრთხო... სულ ცოტათი გამოცდილებას რომ ვატყობდე თავად მოვახერხებდი, მაგრამ სულ არ გავს იმ გოგონებს აქამდე რომ მქონია ურთიერთობა... ფუ, ღმერთმა დაიფაროს მათ გავდეს... რას ვბოდიალობ... მოკლედ არიანდა, პირველად მომეწონა სერიოზულად გოგო, თანაც ისეთი, რომ აქეთ გამოუცდელად მაგრძნობინებს თავს... არ ვიცი რა უნდა ვუთხრა, ცუდად რომ არ გაიგოს, არ ეწყინოს... ღმერთო, რა ცუდადაა ჩემი საქმე, რა დღეში ვარ...

- სულ ოდნავ, სულ ოდნავ მაინც გგავდეს შენი ბიძაშვილი... - კიდევ აპირებდა თქმას, მაგრამ ბაკურაძის ხმამ შეაწყვეტინა.

- რას მოვესწარი... - სიცილის სურვილისაგან სახე დაღრეცვოდა ბიჭს... - ეს რა მესმის... ვანო, მართლა ცუდადაა შენი საქმე... - მისი დასკვნა გაიმეორა და გვერდით ამოუდგა.

- ამას რა უხარია ნეტა?! - იდაყვი უტავაზა გვერდში.

- მოდი ლაშა, - თვალებით ანიშნა არ გაგეცინოსო, - დაჯექი და შენც გაგვანდე, იქნებ გყავს ვინმე.

- ამას ვინ შეიყვარებს ? - დაეჟღანა ვანო, - დაბღვერილი დაიარება სულ. ტარზანივით გარეგნობა ხელს უწყობს ქალების დასაფრთხობად.

- ჩემი ტარზანობით დამფრთხალი ქალი ჯერ არ მინახია. პირიქით... - ისე უპასუხა არიდას იქ არსებობის შესახებ წამით დაავიწყდა, მაგრამ მისმა ჩაფხუკუნებამ შეახსენა, -რას მაბოდიალებ ბიჭო. ბოდიში რა... - თავზე ხელი გადაუსვა არიდას.

- არაუშავს. შენც საქმეზე გამოგგზავნა ?

- არა. შენთან მოვედი.

- დღეს ვისვენებ, ხომ გითხარი გუშინ.

- ვიცი. მანქანის ტარება უნდა გასწავლო.

- რა მანქანის ტარება, რამ მოგაფირა ლაშა ? - გაკვირდა.

- რამ არა, ვინ. - ღიმილით უპასუხა. - ადრე დავპირდი, მაგრამ ახლა ცოცხალი თავით არ დამთანხმდებაო, ამიტომ მე მთხოვა მესწავლებინა.

- მაგ ბიჭი საერთოდ ნორმალური არის ? ექიმთან ხომ არ წაგვეყვანა ? - ვეღარ გაეგო, წყენოდა თუ გახარებოდა. საერთოდ არ იყო ახლა დატასგან ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ, იმ მოცემულობაში ადეკვატური საქციელი.

- ექიმი აღარ უშველის მაგას, პირდაპირ „ასათიანზე“ გამოვუძებნი პალატას. - დაამატა ვანომ.

- თვითონაც მიაგნებს, თუ საჭიროდ ჩათავალა, - დათს პოზიციაზე დადგა ბაკურაძე, - ახლა შეიძლება ვერ ამჩნევდე, მაგრამ ყოველთვის შეუძლია ცივი და რაციონალური გონება შეინარჩუნოს. - განუმარტა არიდას.

- რას მეუბნები ლაშა? ამ ბოლო დროს მაგას ჩემზე კარგად ვინ შეამჩნვეს ? წარმოდგენაც კი არ გაქვთ, როგორ შეუძლია უცებ მოიფიქროს და დაალაგოს ყველაფერი თავის სასარგებლოდ.

- წარმოგვიდგენია. - შეაუსწორა ვანომ. - ის ბიზნესი, რასაც სათავეში ვუდგავართ, სულ მაგისი გონების დამსახურებაა, საათითივით ააწყო ყველაფერი. განსაკუთრებით ექსტრემალურ მდგომარეობაში უანთდება ხოლმე ტვინი.

- ახლაც ექსტრემალურ მდგომარეობაში გადაერთვება მისი ტვინი, თუ დროზე არ მიუტან, რაც გთხოვა. მოვიდა შეხვედრის დრო ვანო. - მაჯის საათზე თითის დაკაკუნებით შეახსენა დროის მნიშვნელობა.

- გადაერთოს, უფრო კარგი იდეები მოუვა. - ჩაიქინდილა ვანომ. - კარგი, წავედი და შენი იმედი მაქვს იცოდე ! - თითი გაიშვირა გოგოსკენ.

- მოვიფიქრებ რამეს. ვიღაცას ხომ უნდა გაუმართლოს სიყვარულში... ვიღაც მაინც იყოს ბედნიერი.

- ყველა ვიყოთ, ასე უკეთესი იქნება... შენც ტარზანო. - წამოდგა და ბეჭებზე დასცხო ხელი. - ვიღაც, როგორ არ გამოჩნდება ვისაც შეუყვარდები ?!

- „ვიღაც“ არ მჭირდება ! - დაყმენდილად უპასუხა.

- ეე, შენ რაღაც საეჭვოდ თქვი, - უმალ მიუხვდა მეგობარი, - მოგიწევს დაფრქვა, რა კაეშანი შემოგწოლია.

- თუ საჭიროდ ჩავთვლი საკუთარი სურვილით გეტყვი, მანამ არც კი სცადო !

- ვირაცას გაგონებ ხო ? - არიდას ჰკითახა ვანომ. გოგომ უსიტყვოდ დაუქნია ტავი. - რა თქმა უნდა, იმ ვაჟბატონს.

- არიანდა, თუ მზად ხარ ჩვენც წავიდეთ.

- უარი რომ გითხრა გეწყინება ? უფრო სწორად მის გამო არ მინდა.

- ჩათავლე მე გთხოვა და ხო, მეწინება.

- კარგი. ხუთი წუთი დამელოდე...
***



№1  offline წევრი anisia

აუუ აი ძალიან ძალიანნ მომწონსს. მითხარი შემდეგი თავი როდის იქნება ყოველდღე რომ არ ვამოწმო :დ

 


№2 სტუმარი სტუმარი ბუბუ

არ ველოდი გამახარე დაა ემოციებით ამავსე

 


№3  offline მოდერი თამარი აჩბა

anisia
აუუ აი ძალიან ძალიანნ მომწონსს. მითხარი შემდეგი თავი როდის იქნება ყოველდღე რომ არ ვამოწმო :დ

♥️♥️♥️

სტუმარი ბუბუ
არ ველოდი გამახარე დაა ემოციებით ამავსე

♥️♥️♥️♥️

 


№4  offline წევრი OKI ME

არ ველოდი ❤️ ძალიან გამიხარდა. საინტერესო თავი იყო. დათა ებრძვის თავის შურისმაძიებელ მეს და სიყვარულს. :P:P მიყვარს ეს ორი ❤️❤️

საწყალი ლაშა ყველაზე მეტად იტანჯება მგონი ((((

აი ვანოს და ელეს წყვილს რომ ვგულშემატკივროობ ეს უნდა იცოდე :DD პრიმციპში ლაშა-ნია და დათა-არიას წყვილებსაც :D

მოკლედ ძალიან, ძალიან კარგი თავი და კი იცი როგორ მოუთმენლადაც ველი ხოლმე შემდეგ თავს ❤️❤️❤️ იმედია მალე დაბრუნდები ახალი თავით. წარმატებებიიი ❤️❤️❤️❤️❤️

 


№5  offline მოდერი თამარი აჩბა

OKI ME
არ ველოდი ❤️ ძალიან გამიხარდა. საინტერესო თავი იყო. დათა ებრძვის თავის შურისმაძიებელ მეს და სიყვარულს. :P:P მიყვარს ეს ორი ❤️❤️

საწყალი ლაშა ყველაზე მეტად იტანჯება მგონი ((((

აი ვანოს და ელეს წყვილს რომ ვგულშემატკივროობ ეს უნდა იცოდე :DD პრიმციპში ლაშა-ნია და დათა-არიას წყვილებსაც :D

მოკლედ ძალიან, ძალიან კარგი თავი და კი იცი როგორ მოუთმენლადაც ველი ხოლმე შემდეგ თავს ❤️❤️❤️ იმედია მალე დაბრუნდები ახალი თავით. წარმატებებიიი ❤️❤️❤️❤️❤️

♥️♥️♥️♥️

 


№6  offline წევრი ეკატო

ძალიან გამეხარდააა,კარგი იყო ❤️

 


№7  offline მოდერი თამარი აჩბა

ეკატო
ძალიან გამეხარდააა,კარგი იყო ❤️

♥️♥️♥️

 


№8 სტუმარი ლ.მ

არ ველოდი არც მე.ისე გამახარე ემოციებს ვერ ვმალავ. მადლობა და კიდევ მადლობა. კიდევ უფრო მალე გელოდებით ახალი თავით.

 


№9 სტუმარი სტუმარი სოფო

თამარ, როგორ ხართ? კიდევ ერთი ღამე, ემოციით და ფიქრებით სავსე... ემოციების ზღვა, ცრემლი, ღიმილი და ისევ უკმარისობა!!!! არ ვიცი, რა დავწერო, რა ვთქვა, რომ გამოვხატო ემოცია, რასაც იწვევთ ჩემში!!!❤️ სავსე ვარ ახლა, ამ წამს და ვიცი გამყვება საკმაო დრო... ეს ისტორია ფავორიტთა ფავორიტია ჩემთვის!
ვგიჟდები არიას და დათას კინკლაობაზე, ვხალისობ, ვტირი, ვდარდობ და ვიღიმი.,❤️ ნუ ვანოზე რომ ვაფანატებ ბევრჯეე მითქვამს... კარგი წყვილია ვანო და ,,ელე", ლაშას და ნიას სიყვარული საუნი მცემს. არა?! საოცარი წყვილები იქმნებიან... რა ვთქვა უკვე არ ვიცი, ისე ვითიშები ემოციებით, რომ გმირებზე აზრი მეფანტება... პ.ს. უბრალოდ მინდა კარგად იყოთ, წეროთ და ვისურვებდი უფრო ფართო აიდიტორია დამტკბარიყო თქვენი ნიჭით. ეს ისტორია, თანამედროვე მწერლების დაწერილ რომანებს არაფრით ჩამოუვარდება. ჩემთვის, ემოციურად, მეტად მაღლაც დგას!....❤️❤️❤️❤️❤️❤️ ველოდები ახალ თავს სულმოუთქმელად !!!❤️❤️❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი maco maco

თუ დაიჯერებ ორ-ორჯერ ვკითხულობდი აბზაცს გვიან დამთავრდეს ჩემი ამ თავით ტკბობამეთქი, აი რომ არ ველოდები და დამხვდება ხოლმე მაგ დროს ჩახუტება მინდება:) ნია მომეწონა თავის მეხსიერბით, შემოიტანა ქარიზმა:) ლაშა აბა შენ იცი როგორ გაუძლებ… რატომღაც ძალიან ველოდები დათას დედის და არიანდას შეხვედრა-გაცნობას, რაღაც განსაკუთრებულად იქნება ეგ ამბავი,ხო კიდევ ჩემ
წარმოდგენაში არიანდა ვიცი, საინტერესოა ავტორის თვალით ვინმეს ფოტოს ხომ არ შემოგვთავაზებდი(გავკადნიერდი:)) მომავალი თავის შეხვედრამდე…

 


№11  offline წევრი likuu_s

აი, ძალიან მომეწონა!
ძალიან კარგი თავი იყო, აი მგონი ყველაზე კარგი :დ
დათაა რა გეტაკა დათაა? ვითომ, მოდის ჭკუაზე?
ლაშა და ვანო აი არ ვიცი, ძალიან კარგები არიან.
ნია და ლაშას ველოდები :დ
ვანო და ელენესაც :დ
იმ ორ იდიოტს ხომ თავისთავად :დ მოგვარდნე ახლა ჰე მალე :დდდ
ოხ დათა, იმის ღირსი ხარ რო არიას მამა და ძმა უდანაშაულოები იყვნენ, მერე იხალე თავში ქვა :დ

აი, როგორ უყვართ ერთმანეთი, მიუხედავად ყველაფრისა, როგორი ძლიერია ეს გრძნობა მათ შორის.
ერთი დათა მეც გამომიგზავნეთ, რა იქნება :დდდ თუ შურისძიებას გამოვაკლებთ perfect ბიჭია. არა, ნუ რომ დავფიქრდი მთლად ასეც არა, მარა მაინც რომ არიიისსს???:დდდდ
ახლა შემოვედი, მიუხედავად რომ არ ველოდი, პაწუკა იმედი მაინც მქონდა, იქნებ დადებული ჰქონდესთქო და როგორ გამიხარდა ატვირთული რომ დამხვდა ვერც კი წარმოიდგენ <3
ახლა ტკბილად დამეძინება :დ
აზალ თავს ისე ველოდები მგონი, როგორც არასდროს!
გთხოვ, უფრო მალე დადე :დდდდ ბევრს ვითხოვ, მაგრამ არ მყოფნის რა ვქნაა?
დაუსრულებლად მინდა ვიკითხო. თან ახლა გაგრძელება კიდევ ისე მინდოდა როგორც არასდროს. თან რა მომენტში შეწყვიტეეეე :დდდ
გელიიი!!!
წარმატებები!!!❤️❤️❤️

 


№12  offline მოდერი თამარი აჩბა

ლ.მ
არ ველოდი არც მე.ისე გამახარე ემოციებს ვერ ვმალავ. მადლობა და კიდევ მადლობა. კიდევ უფრო მალე გელოდებით ახალი თავით.

♥️♥️♥️♥️

სტუმარი სოფო
თამარ, როგორ ხართ? კიდევ ერთი ღამე, ემოციით და ფიქრებით სავსე... ემოციების ზღვა, ცრემლი, ღიმილი და ისევ უკმარისობა!!!! არ ვიცი, რა დავწერო, რა ვთქვა, რომ გამოვხატო ემოცია, რასაც იწვევთ ჩემში!!!❤️ სავსე ვარ ახლა, ამ წამს და ვიცი გამყვება საკმაო დრო... ეს ისტორია ფავორიტთა ფავორიტია ჩემთვის!
ვგიჟდები არიას და დათას კინკლაობაზე, ვხალისობ, ვტირი, ვდარდობ და ვიღიმი.,❤️ ნუ ვანოზე რომ ვაფანატებ ბევრჯეე მითქვამს... კარგი წყვილია ვანო და ,,ელე", ლაშას და ნიას სიყვარული საუნი მცემს. არა?! საოცარი წყვილები იქმნებიან... რა ვთქვა უკვე არ ვიცი, ისე ვითიშები ემოციებით, რომ გმირებზე აზრი მეფანტება... პ.ს. უბრალოდ მინდა კარგად იყოთ, წეროთ და ვისურვებდი უფრო ფართო აიდიტორია დამტკბარიყო თქვენი ნიჭით. ეს ისტორია, თანამედროვე მწერლების დაწერილ რომანებს არაფრით ჩამოუვარდება. ჩემთვის, ემოციურად, მეტად მაღლაც დგას!....❤️❤️❤️❤️❤️❤️ ველოდები ახალ თავს სულმოუთქმელად !!!❤️❤️❤️

სოფო, არც კი იცი, როგორ მახარებ ! ♥️♥️♥️

სტუმარი maco maco
თუ დაიჯერებ ორ-ორჯერ ვკითხულობდი აბზაცს გვიან დამთავრდეს ჩემი ამ თავით ტკბობამეთქი, აი რომ არ ველოდები და დამხვდება ხოლმე მაგ დროს ჩახუტება მინდება:) ნია მომეწონა თავის მეხსიერბით, შემოიტანა ქარიზმა:) ლაშა აბა შენ იცი როგორ გაუძლებ… რატომღაც ძალიან ველოდები დათას დედის და არიანდას შეხვედრა-გაცნობას, რაღაც განსაკუთრებულად იქნება ეგ ამბავი,ხო კიდევ ჩემ
წარმოდგენაში არიანდა ვიცი, საინტერესოა ავტორის თვალით ვინმეს ფოტოს ხომ არ შემოგვთავაზებდი(გავკადნიერდი:)) მომავალი თავის შეხვედრამდე…

ვერ დაგპირდები, მაგრამ ვეცდები ფოტო შემოგთავაზოთ. მადლობა შენ ♥️ ის, რომ გახარებთ, მე ათასჯერ მეტად მაბედნიერებს. ♥️

likuu_s
აი, ძალიან მომეწონა!
ძალიან კარგი თავი იყო, აი მგონი ყველაზე კარგი :დ
დათაა რა გეტაკა დათაა? ვითომ, მოდის ჭკუაზე?
ლაშა და ვანო აი არ ვიცი, ძალიან კარგები არიან.
ნია და ლაშას ველოდები :დ
ვანო და ელენესაც :დ
იმ ორ იდიოტს ხომ თავისთავად :დ მოგვარდნე ახლა ჰე მალე :დდდ
ოხ დათა, იმის ღირსი ხარ რო არიას მამა და ძმა უდანაშაულოები იყვნენ, მერე იხალე თავში ქვა :დ

აი, როგორ უყვართ ერთმანეთი, მიუხედავად ყველაფრისა, როგორი ძლიერია ეს გრძნობა მათ შორის.
ერთი დათა მეც გამომიგზავნეთ, რა იქნება :დდდ თუ შურისძიებას გამოვაკლებთ perfect ბიჭია. არა, ნუ რომ დავფიქრდი მთლად ასეც არა, მარა მაინც რომ არიიისსს???:დდდდ
ახლა შემოვედი, მიუხედავად რომ არ ველოდი, პაწუკა იმედი მაინც მქონდა, იქნებ დადებული ჰქონდესთქო და როგორ გამიხარდა ატვირთული რომ დამხვდა ვერც კი წარმოიდგენ <3
ახლა ტკბილად დამეძინება :დ
აზალ თავს ისე ველოდები მგონი, როგორც არასდროს!
გთხოვ, უფრო მალე დადე :დდდდ ბევრს ვითხოვ, მაგრამ არ მყოფნის რა ვქნაა?
დაუსრულებლად მინდა ვიკითხო. თან ახლა გაგრძელება კიდევ ისე მინდოდა როგორც არასდროს. თან რა მომენტში შეწყვიტეეეე :დდდ
გელიიი!!!
წარმატებები!!!❤️❤️❤️

ჩემი ენაწყლიანი ♥️♥️
მომაყრის ხოლმე აქ უხვ კომენტარს და ვკითხულობ გაკრეჭილი... ♥️♥️♥️

 


№13  offline წევრი აბლაბუდა

ტიტუუუუ))) არ შემოვსულვარ რამდენიმე დღეა და ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა?))) წავედი წავიკითხო

 


№14  offline წევრი Immarados

უბრალოდ ჭკუა მეკეტება ამ წყვილზე♥️ საოცრად წერ თამარ????♥️

 


№15 სტუმარი სტუმარი ნინო

ეს ის მომენტია თან რომ გიხარია ახალი თავი და თან არა, იმიტომ რომ წაიკითხავ და არ გყოფნის, გინდა იკითხო დაუსრულებლად და იცი რამდენი ლოდინი მოგიწევს :-( ასანიძეს ყოჩაღ, ღირსეული პიროვნებაა. აი ძალიან მაგარია, რომ ფიქრობ ნეტა შემდეგი რა იქნება, რას მოიფიქრებს ავტორი, როგორ განვითარდება თითქოს ჩიხში ხარ მაგრამ ავტორო აგრძელებს საოცრად, გასაოცრად და წარმოუდგენლად მაგარია ❤️

 


№16  offline მოდერი თამარი აჩბა

Immarados
უბრალოდ ჭკუა მეკეტება ამ წყვილზე♥️ საოცრად წერ თამარ????♥️

♥️♥️♥️

სტუმარი ნინო
ეს ის მომენტია თან რომ გიხარია ახალი თავი და თან არა, იმიტომ რომ წაიკითხავ და არ გყოფნის, გინდა იკითხო დაუსრულებლად და იცი რამდენი ლოდინი მოგიწევს :-( ასანიძეს ყოჩაღ, ღირსეული პიროვნებაა. აი ძალიან მაგარია, რომ ფიქრობ ნეტა შემდეგი რა იქნება, რას მოიფიქრებს ავტორი, როგორ განვითარდება თითქოს ჩიხში ხარ მაგრამ ავტორო აგრძელებს საოცრად, გასაოცრად და წარმოუდგენლად მაგარია ❤️

♥️♥️♥️♥️♥️♥️

 


№17  offline წევრი აბლაბუდა

მიუხედავად ყველაფრისა ეს თავი იყო სიყვარულისა და გრძნობების ფეირვერეკი, სითბოთი და სიტკბოებით გამჯდარი. რომ კითხულობ და თან ფიქრობ რომ ამხელა თავი მაინც არ დაეწერა რომ მომდევნოც მალე დადოს და თან ამ დროს მაინც არ გყოფნის, გინდა დაუსრულებლად იკითხო. მესმის რომ მცირე დროში შეუძლებელია ასე გამართულად დაწერა. მართლა ერთადერთი რომანია რომელიც ღირს ლოდინად

 


№18  offline მოდერი თამარი აჩბა

აბლაბუდა
მიუხედავად ყველაფრისა ეს თავი იყო სიყვარულისა და გრძნობების ფეირვერეკი, სითბოთი და სიტკბოებით გამჯდარი. რომ კითხულობ და თან ფიქრობ რომ ამხელა თავი მაინც არ დაეწერა რომ მომდევნოც მალე დადოს და თან ამ დროს მაინც არ გყოფნის, გინდა დაუსრულებლად იკითხო. მესმის რომ მცირე დროში შეუძლებელია ასე გამართულად დაწერა. მართლა ერთადერთი რომანია რომელიც ღირს ლოდინად

მესიტკბოები ♥️

 


№19 სტუმარი სტუმარი Nestani

Gamixarda ROM vnaxe saocari Tavi iyo momewona am Oris urtiertoba magram mainc ertmaneti tanjaven netav ratom dums data????sainteresoa ????????kargi iyi velodebi axal tavs madloba warmatebebi ????????????❤️❤️????

 


№20 სტუმარი სტუმარი მარიამი

მოკლედ, არც კი, ვიცი საიდან დავიწყო, მაგრამ როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი, თავისთავად მეც თავის მართლებით ვიწყებ...
საერთოდ არაფერ შუაში არ ვარ, ყველაფერი ჩემს სწავლა-განათლებას დააბრალეთ აქ შემოსვლა და ამ ისტორიის გაგრძელება კი არა, ზოგადად ჭამა-სმაც რომ დამავიწყა.

რაც შეეხება ისტორიას და მის ,,ავლადიდება" პერსონაჟებს...
ვანო რომ ძაან მიყვარს ეს ალბათ ადრეც გითხარი...
ისიც გითხარი მგონი, რომ მისი სიტყვები წინ დაუხვდებოდა ბატონ არაბულს...
ოხ დათა,დათა...
არშემიძლია რომ არ გაგლანძღო...
რა გაუკეთე შენს არიდას... არც კი მჯერა... მეგონა გაჩერდებოდა, ჯერ ვერ გაურკვეული სიმართლე კი არა, უბრალოდ არიდასადმი გრძნიბები გააჩერებდა, მაგრამ რა ეგოისტი ყოფილა.
ყველა ბოლოს დადებული თავი ერთდროულად წავიკითხე, ტალღებივით წამოვიდა და სადღაც შუაგულში მომაქცია...
არიდა ისე მოცოდება და ნეტა იცოდე თამარ, როგორ მრცხვენია მასზე ამ სიტყვას რომ ვხმარობ(,,მეცოდება") თუმცა ამ წამს სხვა შესაფერის სიტყვასაც ვერ ვუძებნი.
სასწაულია, როგორ შეუძლია ასეთ პატარა სხეულს, ასეთ ჩვილ, სუსტ გულს ამდენის ატანა და მოთმენა?
სიყვარული და სიძულვილი ჩემი აზრით კაცობრიობის ყველაზე დიდი და ამოუცნობი ფენომენია და ყოველ მსგავს ისტორიას ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ ხოლმე. რომ იტყვიან ,,ისრუტავსო" - ზუსტად ისე.
ლაშა? გემრიელს ბოლოს მოვიტოვებ და გაგიმხელ ჩემს გულის ნადებსაც ;დდ
რაც შეეხება ელენეს და ვანოს, ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ ელის ასე ძალიან გაუმართლა (ზოგადად, ჩვევა მაქვს ასეთი. ვკითხულობ და თან ჩემს ფანტაზიებს ვურევ კარგ მომენტებში) ამის და მიხედვით კი, ვანიკოს და ელის ურთიერთობა ცოტა მომავლისკენ წავიყვანე და რაღაცეების ,,დანახვა" ისე ესიამოვნა გულს, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ...
ნია? ძალიან მომწონს. არ იფიქრო ,, რა დამყოლიაო" უბრალოდ ვგიჟდები კარგ ადამიანებზე. თუნდაც ჩემთვის არაფერი გააკეთონ, სხვას რომ უკეთებენ ისიც კი მაბედნიერებს და მათდამი რაღაც აღმაფრთოვანებელ გრძნობებს მიღვიძებენ.
ნიაც ასეთია. ძალიან მომწონს. ვანოს ჰგავს კი ;დდდ
ფიზიკურადაც თავისთავად წარმივიდგინე და მივხვდი, რიალობაშიც ძაან ,,არტი ქალი" იქნებიდა.
დათას თავის დასჯაც როგორი ეგოისტურიაქვს. მაინც არ უნდა მოიშოროს არიდა გვერდიდან. კი,მივხვდი ამას რატომაც აკათებდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ესეც ერთ-ერთი მიზეზია.
მამამის და არიდას მამის დიალოგზე თვალები ამიწყლიანდა. გაგიჟდებოდა კაცი რომ გაიგებდა ასეთ სანთლით საძებარ გოგოს რაც დამართა მისმა შვილმა.
მერე წარმოვიდგინე რა იქნებოდა ეს მთელი უბედურება რომ არ დატრიალებულიყო და ნორმალურ ვითარებაში გაეცნოთ არიდას და დათას ერთმანეთი. ნეტა როგორი იქნებოდა მათი პირველი შეხვედრა? ვეფხიას სახე ძაან მაინტერესებს ერთად რომ დაინახავდა.
ოჰჰჰ რომ იცოდე როგორ გამეხსნა ფანტაზიები...
ახლა ერთადერთი რასაც სულმოუთმქმელად ველი, დათას დედის გამოჩენაა... მაინტერესებს, როგორ დატუქსავს შვილს როცა მის ,,საამაყო" საქმეს გაიგებს. ძალიან მიყვარს არაბული, მაგრამ იმსახურებს რომ მოხვდეს ვიღაც-ვიღქცეებისგან.
აი ლაშუკა? ვაიმეეეეე
ლიფტის მომენტიდან რომ დავიწყე ხვანცალი ვეღარ გავჩერდი. ერთი სული მქონდა მისი მომენტები მოსულიყო.
მიმწონს კი არადა ვგიჟდები ასეთ ბიჭებზე და მგონია, ზუსტად მისი ასეთი საქციელის გამო დაერთვება ნება ,,მთავარი კაცებისგან" - იყოს ნიასთან.
გეფიცები, მგონი შემიყვარდა...
რომ ვიცოდე სადმე ახლოს მყავს უდავოდ ავორთქლდებოდი ადგილიდან :დდ
ვსო. ვადაწყვეტილია. ეს კაცი დღეიდან ჩემი ,,უპასუხო სიყვარულია"
იცოდე არ მამხილო და არ გამაგიჟო...

შეენ? ნუ, შენს წერის სტილზე რომ ვგიჟდები მაგას შენი პირველი ნაწარმოებიდან ვამბობ. ისეთი სტილი გაქ, სახელი და გვარის გარეშეც მივხვდები შენს ხელწერას.
საოცრება ხარ და ენით აუღწერელი ნიჭიერება...
უზადოდ მადლიერივარ რომ ამ ყველაფერს ჩვენც გვიზიარებ და ამით შენს მკითხველებს ამხელა სიამივნებას ანიჭებ❣
დიდი წარმატებები თამარ და გისურვებ კიდევ ბევრი ასეთი საოცრებები შეგექმნას ჩემო ნიჭის ზეიმო...❣❣

 


№21  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი მარიამი
მოკლედ, არც კი, ვიცი საიდან დავიწყო, მაგრამ როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი, თავისთავად მეც თავის მართლებით ვიწყებ...
საერთოდ არაფერ შუაში არ ვარ, ყველაფერი ჩემს სწავლა-განათლებას დააბრალეთ აქ შემოსვლა და ამ ისტორიის გაგრძელება კი არა, ზოგადად ჭამა-სმაც რომ დამავიწყა.

რაც შეეხება ისტორიას და მის ,,ავლადიდება" პერსონაჟებს...
ვანო რომ ძაან მიყვარს ეს ალბათ ადრეც გითხარი...
ისიც გითხარი მგონი, რომ მისი სიტყვები წინ დაუხვდებოდა ბატონ არაბულს...
ოხ დათა,დათა...
არშემიძლია რომ არ გაგლანძღო...
რა გაუკეთე შენს არიდას... არც კი მჯერა... მეგონა გაჩერდებოდა, ჯერ ვერ გაურკვეული სიმართლე კი არა, უბრალოდ არიდასადმი გრძნიბები გააჩერებდა, მაგრამ რა ეგოისტი ყოფილა.
ყველა ბოლოს დადებული თავი ერთდროულად წავიკითხე, ტალღებივით წამოვიდა და სადღაც შუაგულში მომაქცია...
არიდა ისე მოცოდება და ნეტა იცოდე თამარ, როგორ მრცხვენია მასზე ამ სიტყვას რომ ვხმარობ(,,მეცოდება") თუმცა ამ წამს სხვა შესაფერის სიტყვასაც ვერ ვუძებნი.
სასწაულია, როგორ შეუძლია ასეთ პატარა სხეულს, ასეთ ჩვილ, სუსტ გულს ამდენის ატანა და მოთმენა?
სიყვარული და სიძულვილი ჩემი აზრით კაცობრიობის ყველაზე დიდი და ამოუცნობი ფენომენია და ყოველ მსგავს ისტორიას ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ ხოლმე. რომ იტყვიან ,,ისრუტავსო" - ზუსტად ისე.
ლაშა? გემრიელს ბოლოს მოვიტოვებ და გაგიმხელ ჩემს გულის ნადებსაც ;დდ
რაც შეეხება ელენეს და ვანოს, ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ ელის ასე ძალიან გაუმართლა (ზოგადად, ჩვევა მაქვს ასეთი. ვკითხულობ და თან ჩემს ფანტაზიებს ვურევ კარგ მომენტებში) ამის და მიხედვით კი, ვანიკოს და ელის ურთიერთობა ცოტა მომავლისკენ წავიყვანე და რაღაცეების ,,დანახვა" ისე ესიამოვნა გულს, რომ სიტყვებით ვერ აღვწერ...
ნია? ძალიან მომწონს. არ იფიქრო ,, რა დამყოლიაო" უბრალოდ ვგიჟდები კარგ ადამიანებზე. თუნდაც ჩემთვის არაფერი გააკეთონ, სხვას რომ უკეთებენ ისიც კი მაბედნიერებს და მათდამი რაღაც აღმაფრთოვანებელ გრძნობებს მიღვიძებენ.
ნიაც ასეთია. ძალიან მომწონს. ვანოს ჰგავს კი ;დდდ
ფიზიკურადაც თავისთავად წარმივიდგინე და მივხვდი, რიალობაშიც ძაან ,,არტი ქალი" იქნებიდა.
დათას თავის დასჯაც როგორი ეგოისტურიაქვს. მაინც არ უნდა მოიშოროს არიდა გვერდიდან. კი,მივხვდი ამას რატომაც აკათებდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ესეც ერთ-ერთი მიზეზია.
მამამის და არიდას მამის დიალოგზე თვალები ამიწყლიანდა. გაგიჟდებოდა კაცი რომ გაიგებდა ასეთ სანთლით საძებარ გოგოს რაც დამართა მისმა შვილმა.
მერე წარმოვიდგინე რა იქნებოდა ეს მთელი უბედურება რომ არ დატრიალებულიყო და ნორმალურ ვითარებაში გაეცნოთ არიდას და დათას ერთმანეთი. ნეტა როგორი იქნებოდა მათი პირველი შეხვედრა? ვეფხიას სახე ძაან მაინტერესებს ერთად რომ დაინახავდა.
ოჰჰჰ რომ იცოდე როგორ გამეხსნა ფანტაზიები...
ახლა ერთადერთი რასაც სულმოუთმქმელად ველი, დათას დედის გამოჩენაა... მაინტერესებს, როგორ დატუქსავს შვილს როცა მის ,,საამაყო" საქმეს გაიგებს. ძალიან მიყვარს არაბული, მაგრამ იმსახურებს რომ მოხვდეს ვიღაც-ვიღქცეებისგან.
აი ლაშუკა? ვაიმეეეეე
ლიფტის მომენტიდან რომ დავიწყე ხვანცალი ვეღარ გავჩერდი. ერთი სული მქონდა მისი მომენტები მოსულიყო.
მიმწონს კი არადა ვგიჟდები ასეთ ბიჭებზე და მგონია, ზუსტად მისი ასეთი საქციელის გამო დაერთვება ნება ,,მთავარი კაცებისგან" - იყოს ნიასთან.
გეფიცები, მგონი შემიყვარდა...
რომ ვიცოდე სადმე ახლოს მყავს უდავოდ ავორთქლდებოდი ადგილიდან :დდ
ვსო. ვადაწყვეტილია. ეს კაცი დღეიდან ჩემი ,,უპასუხო სიყვარულია"
იცოდე არ მამხილო და არ გამაგიჟო...

შეენ? ნუ, შენს წერის სტილზე რომ ვგიჟდები მაგას შენი პირველი ნაწარმოებიდან ვამბობ. ისეთი სტილი გაქ, სახელი და გვარის გარეშეც მივხვდები შენს ხელწერას.
საოცრება ხარ და ენით აუღწერელი ნიჭიერება...
უზადოდ მადლიერივარ რომ ამ ყველაფერს ჩვენც გვიზიარებ და ამით შენს მკითხველებს ამხელა სიამივნებას ანიჭებ❣
დიდი წარმატებები თამარ და გისურვებ კიდევ ბევრი ასეთი საოცრებები შეგექმნას ჩემო ნიჭის ზეიმო...❣❣

მარიამ, ტყავში ვეღარ ვეტევი. ♥️♥️♥️
გაიბერა ჩემში სიხარული და ბედნიერება.
როგორ გიგრძვნია.... და ახლა როგორ აღმაფრენით მაკითხებ მე, ამ შენს ბგერებში გაბლანდულ გნცდებს.
უკიდეგანოდ მადლიერება ჩემგან ♥️

სტუმარი Nestani
Gamixarda ROM vnaxe saocari Tavi iyo momewona am Oris urtiertoba magram mainc ertmaneti tanjaven netav ratom dums data????sainteresoa ????????kargi iyi velodebi axal tavs madloba warmatebebi ????????????❤️❤️????

მადლობა ♥️♥️♥️♥️

 


№22  offline წევრი likuu_s

0
შემდეგ თავს მგონი ისე ველოდები, როგორც არასდროს. არ ვიცი რა მეტაკა, ასე არ ვყოფილვარ კარგა ხანია.
ველოდები, რომ რაღაც ისეთი მოხდება, ან ძალიან კარგი, ან ძალიან ცუდი.

ახლა რომ ვცდებოდე, ჩემს ინტუიციას წყალში მოვისვრი.

მადლობა, ნახვამდის!:დ

ეს რა უაზრო წამოვლა მქონდა არ ვიცი. :დდდ

 


№23  offline მოდერი თამარი აჩბა

likuu_s
0
შემდეგ თავს მგონი ისე ველოდები, როგორც არასდროს. არ ვიცი რა მეტაკა, ასე არ ვყოფილვარ კარგა ხანია.
ველოდები, რომ რაღაც ისეთი მოხდება, ან ძალიან კარგი, ან ძალიან ცუდი.

ახლა რომ ვცდებოდე, ჩემს ინტუიციას წყალში მოვისვრი.

მადლობა, ნახვამდის!:დ

ეს რა უაზრო წამოვლა მქონდა არ ვიცი. :დდდ

:):) ♥️♥️

 


№24  offline წევრი crazygirl18

შემდეგ თავს როდის დადებთ?

 


№25 სტუმარი სტუმარი ინგა

როგორ ველოდები როდის გამახარებ ახალი თავით

 


№26 სტუმარი Gvanca

ჩემი ახალი შავ-თეთრი როდის იქნება...როგორ ველოდები რომ იცოდეთ...ავტორს უღრმესი მადლობა...სასწაულია

 


№27 სტუმარი სტუმარი ლიკა

როდის იქნება Შემდეგი? გᲗხოვᲗ გაგვახარეᲗ

 


№28 სტუმარი სტუმარი მირანდა

ახალ თავს ველოდები მოუთმენლათ ძალიან კარგია

 


№29 სტუმარი სტუმარი სტუმარი

მალე იქნება შემდეგი თავი? :)

 


№30 სტუმარი სტუმარი მარი

როდის დადებთ ახალ თავს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent