შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ქალაქში ( საცდელი თავი)


13-08-2022, 16:19
ავტორი Meri_Emi
ნანახია 627

გამარჯობა,მე ანო ვარ,ანო მახარაძე.სიმართლე რომ გითხრათ,ამ ისტორიის დაწერაზე დიდხანს ვფიქრობდი. ვფიქრობდი,მომეყოლა თქვენთვის ჩემი თავგადასავლები,ჩემს საყვარელ ქალაქში.მინდა წინასწარ გითხრათ,ამ ისტორიის ამბები ზოგჯერ გაგაღიმებთ,გაგამხიარულებთ,ზოგჯერ დაგასევდიანებთ,აგატირებთ და იქნებ ჩემსავით ან ჩემზე მეტადაც კი შეგიყვარდეთ ჩვენი განსაკუთრებული თბილისი.ამ ისტორიის დაწერა მე მჭირდებოდა იმისთვის,რომ გამეგრძელებინა სიცოცხლე,წარსულით მაინც.
ხოდა წაგვიკითხეთ და შეიყვარეთ ამბები,რომელიც დაიბადა ჩვენს სიყვარულის ქალაქში.

***
მახარაძეების ოჯახში დილა,რა თქმა უნდა,ისევ ხმაურიანად დაიწყო ათი წლის ანდრო ბალიშს ურტყამდა საბანში ჩამალულ ანოს.
-გიორგი,შედი და დააწყნარე ახლა ისინი,სანამ გადამრიეს.-საბუთებიდან თავი არ ამოუწევია,ისე სთხოვა რუსამ საყვარელ ქმარს და თან საჩვენებელი თითით სათვალე შეისწორა.
-ანდრო,მა,არ გრცხვენია?!
-კიდე მე უნდა მრცხვენოდეს?!მე დილაუთენია სკოლაში მიშვებთ ეს კი ლოგინში ნებივრობს.- ტიტინებდა პატარა მახარაძე.
-შე პატარა ჭინკა,გამეცალე ახლა აქიდან.-სიცილით ესროლა ბალიში ანომ ძმას და შეეცადა ძილი გაეგრძელებინა.
ცოტა ხანში გიორგიმ ანდრო სკოლაში წაიყვანა.დედა-შვილი კი სამზარეულოს მაგიდასთან ისხდნენ და ყავას სვამდნენ.
-ლექციები არ გაქვს დღეს?-ანო მომავალი ჟურნალისტი იყო.
-ცოტა გვიან დე.გამოძინება მინდოდა,მაგრამ არ მაცალა იმ ეშმაკმა.-სიცილით უპასუხა დედას და ამ დროს მისი ტელეფონიც აწკრიალდა.
-ჰო ნატა,ახლა ვაპირებდი დარეკვას.
-რას შვრები,არ მოდიხარ?ჩვენს კაფეში ვართ ყველა და გელოდებით.
-ამ დილაუთენია ხაში იყო თუ რა ხდება?-მეორე მხრიდან სიცილის ხმამაც არ დააყოვნა.-ლექციები მაქვს ცოტა ხანში და მანამდე შემოგირბენთ.
-კაი მიდი,გელოდებით.-ჩასძახა ნატა ალექსიძემ და ზარიც შეწყდა.

შემოდგომის სუსხი მალევე შემოპარვოდა თბილისის ქუჩებს.ანო ჩქარი ნაბიჯებით მიუყვებოდა წითელ-ყვითელი ფოთლებით დაფარულ ტროტუარს და მალევე შეუხვია კაფე “ალუბლებისკენ”.
-გვეშველა,გამოჩნდა.-ორივე ხელი მაღლა აღაპყრო ლექსო ფაღავამ.
ბავშვობისდროინდელი სამეგობრო თავის ჩვეულ ადგილას შეკრებილიყო და ელოდნენ მახარაძის გამოჩენას.
-რა იყო ხალხო ხდება რამე?-ეჭვნარევად იკითხა ანომ და ადგილი ეკას გვერდით დაიკავა.
-მეგობრის დაბადების დღეც დაგავიწყდა გოგო?ნწ,ნწ,ნწუ.-თავის ქნევით და სიცილით გაეპასუხა გიგა ჯავახიშვილი,მეგობრებისთვის კი უბრალოდ “ჯავახა”.
-ვაი,22 ოქტომბერია ხო დღეს?აუ არ ეტყვით ხო საბას?!-ყველას რომ გადახედა და იუბილარი ვერ შენიშნა მაშინღა ალაპარაკდა დაბნეული გოგო.
-კაი კაი.მოვრჩეთ ღლიცინს და მოვიფიქროთ რას ვშვრებით საღამოს.არავინ არ გამაგონოს არც ლექციები,არც ბიზნესები და არც ჯართი მანქანების აწყობები გაიგე ნიკუშა?-მკაცრად გადახედა ნატამ ბრაზმორეულ კორინთელს.
-შენი დებილური მოპედია ჯართი და შეეშვი ჩემს ახალთახალ სიყვარულს.-ენა გამოუყო ნიკუშამ და ლუდის სმა გააგრძელა.
რა თქმა უნდა,ანოს უნივერსიტეტში წასვლაც გადაიდო და სხვების არაერთი საქმეებიც. “ალუბლების” პატრონი ლექსო გახლდათ,ამიტომაც მთელი ტერიტორია მათ განკარგულებაში იყო. იმ დღით მთლიანად დაკეტეს კაფე და მზადებას შეუდგა ყველა ერთად. ბოლოსდაბოლოს მათ ბავშვობის მეგობარი საბა მეტრეველი 23 წლის ხდებოდა და ასაკში ეწეოდა მეგობრებს.საღამოს უკვე ყველაფერი მზად იყო,ნიკუშას საბას ადგილზე მოყვანა ევალებოდა,დანარჩენები კი ჩამქრალ შუქში იმალებოდნენ.ცოტა ხანში კარის სახელურის ხმაც გაისმა.
-ერთი,ორი,სამი.-ჩუმად დაითვალა ეკუნამ და ყველა ერთად წამოიშალა.
-რა ლამაზი დღე… -თუმცა სიმღერა უმალვე შეწყვიტეს მეგობრემა,როგორც კი ტორტის ანთებულმა სანთლებმა კარებთან მდგარი დიდი ხნის გადაკარგული მერაბ ყიფშიძეს სახე გამოაჩინეს.
-ვა,მერაბ?!შენ აქ რა გინდა ტო?-როგორც იქნა ამოღერღა ლექსომ და შუქიც აანთო.
-უკვე მერაბა გავხდი ძმა?!-დაიძაბა ყიფშიძეც და ირგვლივ მდგარ მეგობრებს გადახედა,რომლებიც დაძაბულები შესცქეროდნენ ხან მერაბს,ხან გაშეშებულ მახარაძეს.
-ეეჰ,ძმა,გინდ მერაბა იყავი გინდ ვახტანგა,აი ჩვენი მეკო კი ნაღდადდ ვეღარ ხარ.-თითქოს ძალით გაუცინა ფაღავამ,მაგრამ მაინც თბილად გადაეხვია.შემდეგი რამდენიმე წუთი მეკოს სათითაოდ ეხვეოდნენ ბავშვობის მეგობრები.მხოლოდ ანო იდგა განცალკევებით.ანთებულ სანთლებიანი ტორტი მაგიდაზე დაედო და ურეაქციოდ უყურებდა.მალევე ჯავახა მიუხვდა გასაჭირს,გვერდით ამოუდგა და ხელი გადახვია.
-ახლა არ დაიგრუზო ჩემ თავს გაფიცებ და ცოტა ხანში ერთად გავგაზოთ სადაც მეტყვი.
-კარგად ვარ გიგუნა,ნუ დარდობ.-თბილად გაუღიმა ანომ და ლოყაზე აკოცა ბიჭს.
ამ მოულოდნელ ამბებში საბას დაბადების დღე ისე დაავიწყდა სამეგობროს რომ უეცრად კარი გაიღო და მეტრეველის დაბნეული სახეც გამოჩნდა.
-ვახ,აქ რა ხდება ე? არადა მე უნდა მეხარებინა მეკოს ჩამოსვლის ამბავი ტო,რა სიურპრიზობანა გავმაზე.-გულდაწყვეტით თქვა საბამ და ხელი ჩაიქნია.
-აუ,რატო მოიყვანე ჯერ,ეს რა გამოვიდა ახლა.-მხარი წაკრა ნატამ ნიკუშას.
-არაუშავს მაინც გიმღერებთ.-ისე იღიმოდა ანო,თითქოს იქიდანაც და გონებიდანაც სრულიად გაექრო ყიფშიძე და თავისი ტკბილი ხმით ხელახლა დაიწყო სიმღერა.
-რა ლამაზი დღეა,რა ნათელი მზეა…
-რას უყურებთ?!აყევით.-გვერდით მიუდგა მეგობარს ნატა და მტრული მზერით დაასაჩუქრა მეკო.
-ეე,მადლობა შერეკილებო.მე კი ვიფიქრე მერაბას ჩამოსვლას აღნიშნავდით.-იცინოდა მეტრეველი და შუბლზე კოცნიდა თითქოსდა ძალით მომღიმარ ანოს.



№1 სტუმარი სტუმარი გვანცა

საინტერესოა????! გააგრძელე და მალე დადე რაა ????

 


№2  offline წევრი Meri_Emi

საცდელი თავია და მაგიტომ არის მოკლე. თუ მოწონებას დაიმსახურებს,აუცილებლად გავაგრძელებ ❤️????

 


№3 სტუმარი ეთო

საინტერესო დასაწყისია.კარგად წერთ,წარმატებები ????

 


№4 სტუმარი სტუმარი თამო

აქ ვართ, გამოუშვი????????????

 


№5 სტუმარი Елеа

Момецона велодеби

 


№6  offline წევრი Soraya

დასაწყისისთვის კარგია, ველი შემდეგ თავს.
წარმატებები!

 


№7  offline წევრი OKI ME

დასაწყისი მომეწონაა ❤️❤️ ველოდები გაგრძელება როგორი იქნება. თუმცა ვეჭვობ ძალიან საინტერესო ისტორიააა ❤️❤️

წარმატებები და ველი ახალ თავს მოუთმენლად ❤️❤️

 


№8 სტუმარი ნანამია

კარგია... ოღონდ დიდხანს არ გვალოდინოოო...

 


№9  offline წევრი Meri_Emi

მალე დაიდება ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent