შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოობა


21-08-2022, 00:32
ავტორი Aniitaa
ნანახია 417

და მაინც, რა არის ცხოვრება? რას მოითხოვს ჩვენგან? ან ვინ უნდა ვიყოთ?
-ბევრ ჩვენგანს გაჩენია ალბათ ეს კითხვები და მეც ასე უსასრულოდ დაკარგული თუ ჩაკარგული ვარ ამ ცხოვრებში.
ბევრი ვიფიქრე დამეწყო დამერერა თუ არა ეს ისტორია,მომეყოლა თუ არა ჩემი ამბავი თქვენთვის და როგორც ხედავთ აქ ვარ.
მოდი თვიდან დავიწყებ და მოკლედ გეტყვით ჩემზე მე ანიტა ვარ 27 წლის დავიბადე იმერეთის ერთ-ერთ რაიონში საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. მყავს და ძმა ჩემზე უფროსები თამარი და გაბრიელი. ბავშობაში ხშირად ავადმყოფობდი ამის გამო უმეტესად დედასთან ერთდ ვიყავი 2 წლის ასაკში მოპარული აბების გამო რომელიც ჩჰუმად შევჭამე კლინიკური სიკვდილი გადავიტანე შემდეგ სულ ცუდად ვიყავი და სადღაც 11/12 წლის ასაკში დაადგინეს რომ იშვიათი ჯიშის ჭია მყავდა ისიც იქედან გაიგეს რომ, გარეთ გამოსვლა უნდოდა, ამდენი ხნის მანძილზე ვერ იგებდნენ რა მჭირდა. შმდეგ დადგინდა და პრობლემაც მოგვარდა.
ბავშვობის პერიოდში საკმაოდ ჩაკეტილი ვიყავი ბავშვებში ბულინგის მსხვერპლიც გამხდარვარ მაგრამ დღს-დრეობით ყველაზე გახნილი და კომუნიკაბელური ადამიანი ვარ.
მინდა ჩემს სიყვარულზე გითხრათ 11 კლასში ვიყავი ბიჭით პირველად რომ დავინტერესდი ადაიანი გავიცანი რომელიც სამყაროს მიფერადებდა.
დასასვენებლად ერთ სახლში მოვხვდით გვერდით ოთახებსი გვეძინა ჩემი ცხოვრების შესანიშნავი ორი კვირა გავატარე იმ ადამიანთან, მაგრამ წამოსვლისას ვგრძნობდი რომ მას ვეღარ ვნახავდი და ყველაფერი შეიძლებოდა დამთავრებულიყო ყელაზე მეტად მასთნ დამშვიდოობება გამიჭირდა,თბილიში ცხოვრობდა მე რაიონში და სიშორე კი იცით როგორ ანადგურებს ყველაფერს თუმცა ტელეფონით კომუნიკაციას მაინც ვაგრძელებდით, რაღაც პერიოდის შემდეგ ჩავედი თბილიში რომ მენახა ოერი დღე ველოდებოდი, მაგრამ ვერ ვნახე პრობლემები იყო პატარა ვიყავი და გარეთ გვიან მაერტო არ გამიშვეს დღე ვერ მოხერხდა და ასე მიყვა ყველაფერი ერთმანეთს
მიყვარდა მაგრამ ისე რომ მისთვის ეს არც ერთხელ არ მითქვამს არაფერი ზედმეტი არ მომხდარა ჩვენს შორის,მაგრამ პირველი და დაუვიწყარი სიყვარული იყო რომ ვიხსენებ მეტირება ნიკა ერქვა ჩემი ადამიანი იყო რომელიც სულ მეუბმებოდა "შეგჭამ და სულ ჩემთან იქნები ვერსად გამეცევიო". ჩემს რაღაც ნაწილს დღესაც უყვარს ის.
რაიონში დაბრუნებულმა გავიცანი ადამიანი რომელიც შემდეგ ჩემი ქმარი გახდა, ნიკამ მთელი ჩვენი ურთიერთობა იცოდა და ნელ-ნელა მშორდებოდა არაფერი გააკეთა რომ მასთან ვყოფილიყავი, ყველაზე მეტად გულს ეს მტკენდა გამშვა.
ჩემი ქმარი გიორგი რომელსაც ძალიან ვუყვარდი და მეც თავს ვიტყუებდი რომ მიყვარდა უფრო შევეჩვიე მასთან ყოფნას კარგად და კომფორტულად ვგრძნობდი თავს უიმისოდ ვერ წარმომედგინა 18 წლის ასაკში გავყევი ცოლად და 9წელი ვიცხორეთ ერთად ყოველი დღე მისით იწყებოდა და მთავრდებოდა
ყველაზე რთული ოჯახია რომელიც მტკივა მას გავყევი ცილად ვიცოდი ნიკა უფრო მიყვარდა მაგრამ მისთვის არასოეს მიღალატია არავისთვის მიმიწერია მისი ერთგული ვიყავი და შეძლებისდაგვარად გამგები.ყოველთვის მისი ოჯახი უფრო წინა პლანზე იდგა ყველაფერს ისე ვაკეთებდი როგორც სურდათ ძალიან ბევრი პრობლემა გამოვიარეთ ერთად ყოველი ჩხუბის მერე ვტიროდი და ვფიქრობდი ნიკასთან როგორ იქნებოდათკო.
შვილი არ გვყავდა ყველა ჩემსკენ იშვერდა ხელს ბევრჯერ შეურაცყოფაც მოუყენებიათ მის ნათესავებს, მაგრამ, გამიტარებია არ შემიმჩნევია. ვერსად ვიტყოდი რომ მას არ ყავდა შვილი არ დავამცირებდი ეგრე არასდროს ამიტომ თავს ვარიდებდი სულ ასეთ კითხვებს,
მკურნალობაზე და შვილზე არაფერს არ ამბობდნენ თვითონ.დედამთილმა უშვილოა ისიც თქვა მითუმეტეს იცოდა პრობლემა, ანალიზები რომ გაიკეთა გიორგიმ მე არ მეუბნებოდნენ თან შემტხვევით ვნახე, და კიდე მე მაწმენდნენ ხელებს მაგრამ გიორგის გამო ხმას არ ვიღებდი ბევრი შეურაცყოფა ამიტანია მათგან და ახლა ვფიქრობ არ უნდა მომეთმინა უბრალოდ არ მიღირდა ნერვების შლად ეს ყველაფერი გიორგის ვეუბნებოდი და ის აგვარებდა მის ოჯახთან . სწავლაში ხელი შემიწყვეს ვმუშაობდი დიდი ბრძოლების მიუხედავად ჩემი საქმე სულ მქონდა
ერთ დრესაც შემთხვევით ჩემი ქმრის ტელეფონში მიმოწერა ვიპოვე ვიღაცეებს სიყვარულს ეფიცებოდა. ყველაფერი ერთად მჭირდა მაშინ საკმაოდ მშვიდად ვესაუბრე უჩხუბრად არ დამთავრდა მაგრამ მაინც ვცდილობდი თავი შემეკავებინა, იმდენი ქნა და ისე გამოვიდა იმ გოგოს თავი დაანება და შემირიგა, მაგრამ ასეთი რამეები ხომ ძნელად დასავიწყებელია,მითუმეტეს მახინჯი არ ვარ პირიქით ყოველთვის ყურადღების ცენთრში ვარ. გიორგი ყოველთვის უყურადღებო იყო დღეში ერთხელ არ დარეკავდა მოსაკითხად მე თუ არ დაურეკავდი მართო მაშინ მირეკავდა სადმე თუ ვიყავი და სახლში არ ვეგულებოდი მოდიო,ყველაფერთან ერთად ძალიან ეჭვიანი იყო და დატანჯული ვყავდი ჩემ ჭკუაზე ვერსად ვერ მივდიოდი და მოვდიოდი სულ რაღაც ხდებოდა და ბოლოში ყველაფერს ჩემთვის აკეთებდა
რამდენიმე წლის მერე სიტუაცია განმეორდა კიდევ ვნახე მიმოწერა და ისევ ვაპატიე მაგრამ ბოლო პიკი ის იყო ფულს მე მართმევდა, დიდი თანხა მჭირდებაო და სხვას ურიცხავდა მანდ ყველაფერი დამთავრდა.ყველაფერს ერთიანად გადაუსვი ხაზი ავდექი და წამოვედი.
ყველა გაკვირვებული იყო რატო რა ხდებაო არავისთვის არაფერი მითქვამს დღემდე არავინ არ იცის საყვარლები რომ ყავდა.მთხოვა არ თქვა მრცხვენიაო და სიტყვა შევასრულე.
დღეს ჩემ ძმასთან ერთად ვცხოვრობ მაქვს სამსახური და ვარ მარტო ყველანაირად მარტო და მარტოსული მეგობრებსაც კი ჩამომაშორა არავინ არ მოწონდა.
არავისთვის არაფერი მითქვამს დღემდე ყველასთვის მხიარული საყვარელი გოგო ვიყავი და ვარ მაგრამ ჩემ გვერდით არასდროს არავინ არ ყოფილა მტკივა ეს ყველაფერი არ უნდა იყოს ასე ,მაგრამ ცხოვრებაა ასეთი რომელიც მე შვქმენი ჩემი გადაწყვეტილებებით და ყვლაზე მეტად თუ სიყვარულს ვითხოვდი ყველასგან მე დღეს სიყვარული არ მაქვს.
ჩემი ცხოვრება ცარიელი დარჩა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent