შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო ივენთი //სრულად//


23-08-2022, 22:18
ავტორი ენქეი
ნანახია 24 847

28 სექტემბრის ცხელი დილა იყო, თითქოს ზაფხული ჯერ არ გასულა ისე უდარდელად იმზირებოდნენ ნუცას ოთახის ფანჯარაში მწვანედ შეფერილი ხეები, ცა მოწმენდილი და კრიალა ცისფერი იყო, ირგვლივ სრულ სიჩუმეს მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა, როგორც ყოველთვის იმ დილითაც საკმაოდ ადრე გაიღვიძა ნუცამ რომ მამისთვის მიესწრო სანამ სამსახურში წავიდოდა, თხელი ხალათი მოიცვა და ოთახიდან ფეხშიშველი გავიდა.
-მაა-კიბეებზე ყვირილით ჩამოვიდა 17წლის გოგონა და სასტუმრო ოთახში შევიდა.
-გისმენ ნუცა-კაცმა სიგარეტს მოუკიდა და შვილს ღიმილით გახედა.
-აუ მა,რა მინდა გთხოვო-ყოყმანით წამოიწყო ლაპარაკი და დიდრონი ცისფერი თვალები საწყლად ააფახულა-დღეს ელენეს დაბადებისდღე ხოა?
-ხო გითხარი გიშვებთქო-ბაგე ღიმილმა გაუპო და ღრმა ნაპასი დაარტყა.
-ხომაგრამ ანუ გოგოები იქ რჩებიან:სალომე,თიკა და მეც რო დავრჩე შეიძლება?
-ღმერთო-საზურგეს მიეყრდნო და წამით ჩაფიქრდა.
-კარგი რა სანდრო,გაუშვი გაერთობა-ღიმილით უთხრა ცოლმა და ნუცას გვერდით დაუდგა.
-თქვენს ასაკს შორის იმდენად მცირე სხვაობაა თითქმის ერთნაირად აზროვნებთ-მობეზრებულად აატრიალა თვალები და ფეხზე წამოდგა.
-აბა ჩემზე 16წლით დიდი დედიკო რო მომიყვანე რა გეგონა-გაიცინა გოგონამ.
-კარგი წადი,მაგრამ ჭკვიანად-თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და თვალი ღიმილით გააყოლა კიბეებზე მიმავალს.
-ხომ იცი რო ჭკვიანად იქნება,არაფერს დააშავებს.-გვერდით დაუდგა ლიზა.
-ხოვიცი,ჭკვიანი გოგო მყავს-ღიმილით უთხრა და შუბლზე ტუჩები მიაკრო.-შენ რომ არა ის ასეთი არ იქნებოდა,მიხარია რომ მყავხარ.
-ის ჩვენ ორივემ ვაქციეთ ასეთ კარგ ადამიანად. ფაქტიურად ორივე მასთან ერთად გავიზარდეთ.- ქმარს სხეულზე მიეკრო და სამზარეულოში მასთან ერთად გავიდა.
6საათისთვის უკვე მზად იყო ნუცა ,გრძელი შავი კაბა და შავი მაღლები ეცვა,ქერა თმა გაისწორა,სადა მაკიაჟი გაიკეთა და ქვემოთ სწრაფად ჩავიდა.
-ოჰოო ქალბატონო რა ლამაზი ხარ-ღიმილით მიეგება დედა ნუცასს.
-მართლა ძალიან ლამაზი ხარ-ნელა მიუახლოვდა სანდრო და ქალიშვილს თავზე აკოცა.
-მადლობა დიდიი-ორივეს გადაეხვია და მათ წინ კიდევ ერთხელ დატრიალდა.ერთ საათში სანდრომ მანქანა აგარაკის ეზოში გააჩერა.
-დიდი მადლობა მაა.
-ჭკვიანად იცოდე,ელენესთან რომ მიხვალ დარეკე.
-კარგი მაა,აუცილებლად-ლოყაზე აკოცა და ნელი ნაბიჯით შევიდა შენობაში.სწრაფად შეამჩნიეს სტუმრებმა მისი მოსვლა,სადაქალოში ყოველთვის ყველაზე ლამაზი იყო, ქერა თმა, დიდრონი ცისფერი თვალები რომელიც ნაცრისფერ ფერში გადადის,ლამაზი სახის ნაკვთები და კარგი ფორმები.ნამდვილად ლამაზი იყო.
-ვაიმე,დღეს განსაკუთრებით ლამაზი ხარ ნუციკოო-მეგობარს გადაეხვია ელენე.
-შენც ძალიან ლამაზი ხარ ელეე-ღიმილით უპასუხა და საჩუქარი გაუწოდა.
-რატომ შეწუხდიი,წამოდი მაგიდასთან მივიდეთ.-ხელით მაგიდისკენ ანიშნა და სტუმრებს მისი თავი წარუდგინა, საკმაოდ ბევრი ხალხი იყო სახლის მისაღებში, რამდენიმე მაგიდა სადაც ნაცნობ-უცნობები ისხდნენ და ბარი, სტუმრების უმეტესობა ნუცასთვის უცნობი იყო, დანარჩენი კლასელები და სკოლის მეგობრები.-კარგად ერთობი?
-რამდენადაც ასეთი ადგილები მომწონს იმდენად-სიცილით უთხრა ნუცამმ და ღვინო მოსვა.
- რესტრორნის დახურვას ვგეგმავდი მაგრამ მაგდენი ხალხიც არ მინდოდა,თანაც ნახე გვერძე მაგიდაზე რასასტავი ზის-ხელი მეორე მაგიდისკენ გაიშვირა სადაც ოცი-ოცდახუთიოდე წლის ბიჭები ისხდნენ.
-და ისინი აქ საიდან მოხვდნენ? იცნობ?
-არა, მოსაწვევები ინტერნეტით დავარიგე, ეს ღია წვეულებაა ნუცც.
-მგონი დაბადებისდღის ასე გადახდა მხოლოდ ბიჭების გამო გინდოდა.-სიცილი აუტყდა სალომეს
-კიკი ზუსტად მასეა-დაეთანხმა ნუცა.
-სამაგიეროდ ერთი სიმპატიური ბიჭი უკვე შევნიშნე. -ღიმილით გაიხედა მათ პირდაპირ მყოფი ორი ბიჭისკენ.
-ეს წვეულება ან ძალიან კარგად დამთავრდება ან ძალიან ცუდად. -ვარაუდი გამოთქვა სალომემ და სასმლის მოსატანად წავიდა.
ხალხი ერთმანეთში ირეოდა, მუსიკა საკმაოდ მაღალ ხმაზე იყო აწეული და სასმელიც დიდი რაოდენობით იყო ბართან, ზურგი ვიღაცის მწველმა მზერამ აუწვა და მიტრიალებისას ნუცამ ხალხში, მისი ყოფილი რომ დაინახა ისევ ზურგი აქცია და მაგიდას მთელი არსებით აეკრო. საბა ცუდი ბიჭი არასდროს ყოფილა, ეტყობოდა რომ ნუცაზე გიჟდებოდა მაგრამ ნუცა ახლოსაც არ იკარებდა, ისე იყვნენ როგორც დაწყებითი კლასის მოსწავლეები რომლებიც ერთმანეთს წერილებს წერდნენ და პასუხს დიდი მოთმინებით უცდიდნენ. ასეთი იყო მათი ურთიერთობაც, წელიწადნახევრიანი წვალების შემდეგ როგორც იქნა საბამ ნუცას გული მოიგო, თუმცა ეს ზედმეტად მცირე ხნით მოხდა და ნუცამ ურთიერთობა მალევე დაასრულა. არც საბამდე და არც მის შემდეგ არავინ ყოლია და თავს მაინც სრულყოფილად და ბედნიერად გრძნობდა. ფიქრებიდან ვიღაცის უხეშმა ბარიტონმა გამოიყვანა.
-ვიცეკვოოთ?-ნელა მიუახლოვდა ნუცას სიმპათიური ახალგაზრდა-ნუ რათქმაუნდა თუ გამატანთ-გოგოებს გადახედა რომლებიც ნუცას შემოხვეოდნენ.
-მე, ცეკვა დიდად არმიყვარს -იუარა ნუცამ და თიკას ხელზე უჩქმიტა იმის იმედით რომ რამეს მოიფიქრებდა.
-კიკი რათქმაუნდა წაიყვანე.-ღიმილით მიუგო სამივემ და ნუცას ბიჭისკენ ოდნავ უბიძგეს. ფეხათრევით გაჰყვა ბიჭს და მის მოპირდაპირედ დადგა,სცენის შუაგულში ცეკვავდნენ ნუცა და კოტე,ბიჭს ისე ყავდა ჩაბღუჯული თითქოს სადმე გაექცევაო,შორიდან ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ მაგრამ სინამდვილეში ნუცას ერთი სული ჰქონდა მუსიკა დამთავრებულიყო და მისი მკლავებიდან თავი დაეღწია, მის ზურგზე ხელებს დააცოცებდა ბიჭი და ცდილობდაა სულ უფრო მეტად მიეკრა სხეულზე,მალე შეუერთდნენ მათ სხვებიც და ხალხმა ერთმანეთში არევა დაიწყო. ნუცას ეგონა მას ამდენ ხალხში ვერავინ ამჩნევდა, სინამდვილეში კი ერთი ადამიანის გული უკვე მისკენ მიიწევდა.
***
-კაი რა შე*ემა, 1 კვირაში დავაბრუნოთ უკან და ვთქვათ რომ ვიხუმრეთ. ჩემებიც დაწყნარდებიან, რამეს ხოარ ვუპირებთ, პროსტა მაგრად მჭირდება და ქალი გამოძახებით მაგ თანამდებობაზე არ გამოდგება-ადგილზე ცქმუტავდა ანდრეა.
-ბიჭო ვაჩე გაგიჟდება, ხვალ წამოვა ეგ და შეიძლება გააფრინოს რო ვუთხრათ რაც გავაკეთეთ. -იუარა გეგიმ
-გაგვიგებს ეგეც. ჩემებმა უკვე ტვინი მომიტ*ნეს, ჩემი შეყვარებულიათქო ვიტყვი, რამდენიმე თბილი ჩახუტება იქნება და დავაბრუნებ.
-ში**ოარგაქვს შენ? 1 კვირის მერე რას ეტყვი დავაი ნა*უი სახლშიო?
-გეგი ნუ მი*რაკებ რა. 6 დღეში დედაჩემი ჩამოვა, ნენემ გამიჩალიჩა ცოლი მოყავსო, მაგასაც ხო მეტი არ უნდა. ძმურად გვერდში დამიდექი რა.
-შე*ემა, იმას თავი დავანებოთ რო დედაშენთან შეიძლება პირი მოაღოს იმ გოგომ. პოლიციაზე და კანონზე არაფერი გსმენია?
-ვთხოოვ რომ არ მიჩივლოს.-გაიცინა ანდრეამ და სასმლის ჭიქა ბოლომდე გამოცალა.
-სულ გამო**ევდი შენ. დაგვენ**ევა. -გააფრთხილა გეგამ.
-, გამოვძვრებით.
-ვინ მიგვყავს იცი? -იკითხა გეგამ და სტუმრებს თვალი შეავლო.
-ანუ ჩემთან ხარ? -გაიღიმა ანდრეამ.
-პასუხი არ მიმიღია, ვინ მიგვყავს?
-აი ის, გრძელთმიანი. ქერას გვერდით რომ დგას. -თავით ანიშნა ელენეზე.
-იცი მაინც ვინაა?
-კი, იუბილარია. -გაეცინა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა სამიზნე.
-უარესად დაგვენ**ევა. სხვა არავინ მოგწონს?
-გოგო გოგოა, რამნიშვნელობააქვს იუბილარია თუ არა. თან ეს 18ის გახდა, სხვა 17ის რო იყოს დან**ევა მერე ნახე. -გადაიხარხარა და სიგარეტს მხიარულად მოუკიდა.
-აქედანვე მიგვყავს თუ ველოდებით სანამ ყველა არ წავა?
-გოგოები ხო იცი, ან ფოტოების გადასაღებად გავლენ ეზოში, ან მაკიაჟის შესასწორებლად საპირფარეშოში. ხოდა იქიდან წავიყვანოთ.
-შენ ყველაფერი მოფიქრებული გქონია.
-ხოიცი მე მაგარივარ. -სიცილს ვერ იკავებდა ანდრეა. გეგისაც ეცინებოდა თავის მდგომარეობაზე, ასეთ სისულელეს პირველად აკეთებდა და იმედოვნებდა 20 წლის ასაკში ციხეში არ მოხვდებოდა...

***
-საშინლად დავიღალე რა- კოტესგან ძლივს დააღწია თავი და აბუზული დადგა გოგოებთან-ზუსტად ეს არის მიზეზი რის გამოც არასოდეს არ დავდივარ ასეთ წვეულებებზე. -აწუწუნდა ნუცა.
-ცოტა დალიე და მოეშვი კარგი?- დაარიგა ელენემ.
-შენ რომ დალიე აზრი?
-მე ახალი ურთიერთობისთვის ვემზადები ნუცც. ეგ შენც არ გაწყენდა.
-ისიც მეყოფა რაც მქონდა.
-საბასთან? კარგი რა, საბა იდიოტია. ვინმე ძლიერი და მამაკაცური გჭირდება.
-შენ რა გასათხოვარი ქალივით მელაპარაკები. -წარბი აწია ნუცამ- 18ის გახდი და უკვე გათხოვებას აწვები?
-ეგ რა შუაშია, უბრალოდ ის ბიჭი დიდიხანია მომწონს, სკოლაშიც ვამჩნევდიხოლმე, რამდენჯერმე იყო მოსული.
-შეეშვი კარგი? იმენა fu*k boy-ს შთაბეჭდილებას ტოვებს.
-მე მაინც ვცდი. ოღონდ მოდი ჯერ მაკიაჟი შევისწოროთ თორემ ტუჩსაცხი სულ მომშორდა.
-მე მაინც მგონია რომ აქ ბევრი კარგი გულის პატრონია და მაინც და მაინც მაგ ბიჭს არ უნდა ეფლირტავო. -ამაოდ ცდილობდა ნუცა ელენეს გადარწმუნებას.
-სახლში ხომ არ მივყვები არაა, უბრალოდ გავიცნობ. -მხრები აიჩეჩა ელენემ.- საძინებელში გამომყევი ჩანთა იქ მაქვს.
-კარგი, კარგი.- ბურტყუნს მოჰყვა ნუცა და წინ მიმავალ ელენეს უკან მიჰყვა.ელენემ ოთახში შესვლისთანავე ჩანთიდან ყველაფერი ამოყარა და მაკიაჟის შესწორებას შეუდგა, ნუცა მხოლოდ ერთხელ დატრიალდა სარკის წინ და სააბაზანოში შევიდა. ალბათ საკმაოდ დიდხანს იტრიალებდა ელენე სარკის წინ რომ არა ოთახში შემოსული უცნობი სილუეტი.
-შენ ვინ ... -გაგრძელება ვერ მოახერხა ისე სწრაფად ააფარა გეგამ სახეზე ქიმიკატებით გაჟღენთილი ნაჭერი და მის დამორჩილებას შეეცადა თუმცა, ყველაფერი ისე მარტივად არ წავიდა როგორც ისინი გეგმავდნენ. ელენემ საკმაოდ დიდხანს გაუწია წინააღმდეგობა და იმდენი მოახერხა რომ კომოდიდან რამდენიმე შუშის ბოთლი გადმოაგდო რამაც ნუცას ყურადღება უმალ მიიპყრო და სასწრაფოდ გამოვიდა სააბაზანოდან.
-რა იყო წამოგიარეს? -ღიმილით გამოვიდა და ელენეს ამ მდგომარეობაში დანახვისას ადგილზე გაშეშდა, ვერც წარმოედგინა რომ ოთახიდან გამოსულს საძინებელში ასეთი სიტუაცია დახვდებოდა.
-ანდრეა ჯანდაბა შენს თავს, აქ მეორე გოგოცაა. -კართან მოდარაჯე ანდრეას გასძახა გეგიმ რომელმაც საკმაოდ სწრაფად მოახდინა რეაგირება ოთახში შევარდა, სწრაფად დაფარა მათ შორის მანძილი და ნუცას პირზე ხელი ააფარა.
-ახლა რა ვქნათ- ხელით ძლივს აკავებდა ნუცას ანდრეა.
-სი*ი ხარ, მომინდომა გოგოს მოტაცება. -ელენემ ამდენს ვეღარ გაუძლო, ღრმად შეისუნთქა საშინლად მწველი სურნელი და მორფეოსის სამყაროში გადაეშვა, გეგიმ მაშინვე ძირს დააწვინა და ნუცას მივარდა რომელიც გიჟივით იბრძოდა თავის გასათავისუფლებლად.
-მამაჩემი აუცილებლად გიპოვით. -მხოლოდ ამის თქმა მოახერხა ნუცამ და მანაც უმალ ელენეს ბედი გაიზიარა...
***
-ხომ ვამბობდი საშინელი აზრიათქო, ახლა 10 კიარა 20 წლით ჩაგვსვამენ. 1 გოგო გინდოდა და 2 შეგვრჩა საბოლოოდ. -გე საშინლად იყო გაბრაზებული, სამომავლო სიტუაციას განიხილავდა და თან ანდრეას საშინლად ლანძღავდა.
-შე*ემა მე რა ვიცოდი რო ასე მოხდებოდა? ვერც დავტოვებდით, სახეზე დაგვინახა და თან სახელი დამიძახე.
-სახელზე დარდობ შეენ? ციხეში ამოგვალპობენ.
-ვაჩე რამეს მოიფიქრებს, მთავარია სვანეთში ჩასვლამდე არ გაეღვიძოთ.
-ვაჩე ორივეს დაგვხოცავს, ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე... -ნიშნისმოგებით გადახედა გეგიმ ანდრეას და თავი საზურგეს მიაყრდნო...
***
გეგი ნამდვილად სოწრად ფიქრობდა ვაჩესთან დაკავშირებით, ორივეს მოკლავს როცა გაიგებს რა გააკეთეს და რისი გულისთვის. ყოველთვის ყველაზე სერიოზული და მძიმე ხასიათის იყო თუმცა როცა მეგობრებს მისი გვერდში გდომა სჭირდებოდათ ის ყოველთვის პირველი იყო.
გზაში არცერთს გაუღვიძია, ისე მშვიდად ეძინათ თითქოს არც არაფერი მომხდარა. სახლი ცარიელი იყო რაც იმას ნიშნავდა რომ ვაჩე ჯერ არ ჩამოსულა. გოგოები ოთახებში აიყვანეს. სახლს მხოლოდ სამი საძინებელი ქონდა ელენე თავის საძინებელში შეიყვანა ანდრეამ და კარი დაუკეტა ნუცა მოპირდაპირე ოთახში და მისი ოთახის კარიც საგულდაგულოდ ჩაკეტა.
წამით ფიქრობდნენ რომ საშინელი უბედურება უკვე მოიშორეს თავიდან მაგრამ ყველაზე ცუდი ჯერ ისევ წინ ქონდათ. ორივეს ტელეფონი გუშინ საღამოდან მოყოლებული გაუჩერებლად რეკავდა, ყველაზე კარგი ამ ამბავში ის იყო რომ ჯერ არცერთის მშობელს არ დაურეკავს.
რამდენიმე საათით ბიჭებმაც დაიძინეს, მათი მყუდროება ვაჩეს შემოსვლამ დაარღვია რომელიც დაახლოებით 9 საათისთვის ჩამოვიდა და მისი პირველი კითხვა ის იყო თუ რატომ ეძინა ორივეს სავარძელზე როცა სახლში 3 საძინებელია.
-ვაა ძმაო როგორხარ? -ორივე ფეხზე წამოვარდა და მეგობარს გადაეხვია.
-მე კარგად მაგრამ თქვეენ რაღაც დიდად ხოდზე არ ჩანხართ. მაგდენი დალიეთ წუხელ?
-არც მთლად მაგდენი. მაგრამ ჯობდა ბევრი დაგველია და რაღაც სისულელე არ ჩაგვედინა. -სახე მოექუფრა გეგის
- რახდება ტო მშვიდობა გაქვთ? -დაიძაბა ვაჩე
-მაგარი ყ*ეობა გავაკეთეთ წუხელ, მე და ანდრეამ ორი... -გაგრძელება ვერ მოასწრო რადგან ზედა სართულიდან ნუცას ყვირილი მოესმათ.
-სახლში კიდევ არის ვინმე? -გაუკვირდა ვაჩეს
-გამომიშვით თქვე ცხოველებო, არაადამიანებო. მამაჩემი ყველას გიპოვით, რომელი საუკუნეა თქვენ რა საერთოდ ვერ აზროვნებთ? -ბოლო ხმაზე კიოდა ნუცა და კარს წიხლებს მთელი ძალით ურტყამდა.
-**ილი ვიყო რახდება ზემოთ? - ტელეფონი იქვე მიაგდო ვაჩემ და ზედა სართულზე სირბილით ავიდა, წამის მეათასედში დადგა კართან გასაღები გადაატრიალა და კარი ხმაურით გააღო. ზღურბლზე შეშინებული და გაცოფებული ნუცა ლიჩელის დანახვისას ადგილზე გაშეშდა.
-თქმა ვერ მოვასწარით, გუშინ ორი გოგო მოვიტაცეთ. -მშვიდად მიუგო ანდრეამ და ოთახში ცალი თვალით შეიხედა.
-ჯანდაბა... -გაცოფებულმა ამოთქვა ყიფიანმა და ოთახის კარი ხმაურით დაკეტა...
***
-თქვენ ხო არ გამო**ევდით ბიჭო? ეგ აზრად საერთოდ როგორ მოგივიდათ? -გაცეცხლებულმა მოუკიდა სიგარეტს და ღრმა ნაპასი დაარტყა.
-ნასვამი ვიყავი, თან დედაჩემი ტვინს მიჭამს, ვიფიქრე წამოვიყვან დედაჩემს გავაცნობ და 1 კვირაში დავაბრუნებთქო. -მხრები აიჩეჩა ანდრეამ.
-იმაზე არ გიფიქრია რო ეგ გოგო უპატრონო არ იქნებოდა? ოჯახი ეყოლება, მშობლები მოძებნიან, პოლიცია ანდრეა, კანონი. რა ჯანდაბა დაგემართა საერთოდ? -თვალებანთებული იდგა ანდრეას პირისპირ და თავს ძლივს იკავებდა მაგრად რომ არ ეცემა.
-თავიდან ვიფიქრეთ მაგაზე მაგრამ, მერე დავიკიდეთ. თუმცა მაინც არ ვგეგმავდით მოვლენების ასე განვითარებას. -შეწუხებულმა ამოთქვა გეგიმ და სავარძელზე მოწყვეტით დაეშვა.
-მაინც რას არ გეგმავდით? -თვალები დააკვესა ვაჩემ.
-იმას რომ ერთის მაგივრად ორი გოგოს მოტაცება მოგვიწევდა. -არც უფიქრია ისე მიახალა ანდრეამ.
-ორი? თქენ მართლა ში**ოარგაქვთ ბიჭო? ჯერ ერთი რო მოიტაცე რაღაც სულელური მიზეზის გამო მაგას როგორ გაამართლებ და ახლა ორი?
-შემთხვევით მოხდა.
-მეორე რაში გჭირდებოდა? ერთი დედაშენს უნდა გააცნო და მეორე? ბონუსად მოყვაო მაგას ეტყვი?
-ელენეს რომ ვიტაცებდით ოთახში შემოვიდა, ვერ დავტოვებდით აზრი არ ქონდა.
-ძმაო გარეგნობა შენ არ გი*რაკებს, ფული გაქვს,ტვინი გიმუშავებს. ნუ ყოველშემთხვევაში მეგონა რომ გიმუშავებდა. ნებისმიერი გოგოსთვის გადაგეხადა 1დღით კიარა 1 წლით იქნებოდა შენი საცოლე, ეგ რამ მოგაფიქრა? ან ჩემთვის გეთხოვა დაგეხმარებოდი. მართლა გგონია რომ იმ ქერას აქ 1 კვირა გააჩერებ? დავიჯერო არ გესმის რამხელა ხმაზე ყვირის? -თავით მეორე სართულისკენ ანიშნა- შენ თუ არ დააბრუნებ მებოზბლები პოლიციას გამოიძახებენ და ისინი დააბრუნებენ.
-მოტაცებულია უკვე აზრი? მშობლებთან მივაწერინოთ და დაველაპარაკოთ.
-დააბრუნე ანდრეა, ორივე! -უკვე ყველა ძარღვი ეტყობოდა იმდენად იყო გაღიზიანებული.
-აზრი? მოტაცებულია ორივე უკვე, მაინც დაგვენ**ევა და მაინც.
-იცი მაინც მაგ გოგოს მამა ვინაა? მშვიდად ავუხსნათ სიტუაცია და იქნებ რამე გამოვიდეს- ისევ ყვირილზე გადავიდა ვაჩე.
-საიდან უნდა ვიცოდე შე*ემა პირველად ვნახე.
-მამამისი დეტექტივი სანდრო ლიჩელია, კაცი რომელსაც არცერთი საქმე შუაგზაზე არ მიუტოვებია და გინდა მითხრა რომ მის ერთადერთ ქალიშვილს 1 კვირით თუ მოიტაცებ არაფერი მოხდება?
-ჩვენ რავიცოდით ტო, მაგის წამოყვანას არც ვაპირებდით. -გამოესარჩლა გეგი
-ხოდა როარიცოდით გეუბნებით, სანამ დრო გაქვთ დააბრუნეთ თორე მერე ყველაფერი ცუდად დამთავრებდა და არამგონია მისგან დამალვა მოახერხოთ. ერთადერთი ეს ვინც მოახერხა მამაჩემი დათო ყიფიანია და არამგონია მისი ბედის გაზიარება გინდოდეთ. -კბილები გაახრჭიალა და კიბეებზე ხმაურით ავიდა.
-წავალ მე ელენეს დაველაპარაკები. მშვიდად ავუხსნი სიტუაციას, იმედია ეგეც ყვირილს არ მორთავს. -თავი დანანებით გააქნია ანდრეამ და გაცეცხლებულ ვაჩეს უკან მიჰყვა...
***
კარი ხმაურით გაიღო, ოთახი მზის სხივებს გაენათებინა, ელენეს ჯერ ისევ ეძინა. როგორც ჩანს ანდრეას შემოსვლამ გამოაფხიზლა. წამწამები ნელა დააშორა ერთმანეთს და თვალები მოიფშვნიტა. ოთახი წამის მეათასედში მოათვალიერა და შეშინებული ფეხზე წამოვარდა.
-სად ვარ? აქ რა მინდა? -დაბნეულმა დაიწყო ლაპარაკი და პირველი რაც შეამოწმა ტანსაცმელი იყო. რადგან კაბა ისევ ეცვა ცოტა დამშვიდდა და ზღურბლზე მდგარ ანდრეას მიაშტერდა. -შენნ? აქ რა გინდა? ან უკეთესი კითხვა მე რა მინდა? საერთოდ რა ჯანდაბა ხდება? -ხმა მალევე აუკანკალდა და ეტყობოდა მალე ისტერიკულ კივილს დაიწყებდა ამიტომ ანდრეამ სასწრაფოდ მისი დამშვიდება სცადა.
-გთხოვ ოღონდ არ იყვირო- მშვიდად მიუგო და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ, თუმცა როგორც კი მიხვდა რომ ამან ელენე უფრო შეაშინა ადგილზე გაშეშდა და იქიდან განაგრძო საუბარი. - მე ანდრეა ვარ, ანდრეა გოცირიძე.
-ვიცი ვინც ხარ. -კედელზე აკრულმა მიაძახა და როგორც შეეძლო კიდევ უფრო მეტად აეკრო ზედ.
-ესეიგი იცი რომ მანიაკი არ ვარ რომელიც გოგოებს იტაცებს და ცუდ რაღაცეებს უკეთებს. აი მაგალითად პროსტიტუციაში რომ აბამენ, აუპატიურებენ, ორგანოებს აჭრიან და რაღაც მსგავსი. -ხუმრობა სცადა თუმცა უშედეგოდ.
-იუმორის გრძნობა არ გივარგა მეგობარო, ჯობს პირდაპირ იმის ახსნაზე გადახვიდე აქ რატომ ვარ თუ არ გინდა ჩემი კივილი თბილისში ჩემმა ოჯახმა გაიგოს.
-არ იყვირო, ახლავე აგიხსნი აქ რატომ ხარ. მაგრამ იმით დავიწყებ რომ უახლოეს ერთ საათში სახლში დაგაბრუნებ.
-დასაწყისი მომწონს განაგრძე.
-გუშინ მე და ჩემმა მეგობარმა ცოტა ზედმეტი დავლიეთ, რამდენიმედღეა დედაჩემს გონია რომ საცოლე მყავს და ამერიკიდან ამის გამო აპირებს ჩამოსვლას, ეს რათქმაუნდა ჩემი ბრალია, ჩემი და გავაბრაზე და სამაგიერო გადამიხადა. დედაჩემმა უკვე ყველას გააგებინა ეს ამბავი. ასერომ ვერ ვიტყოდი ხუმრობა იყოთქო ან რამე მსგავსი. ქალი გამოძახებით ჩემს საცოლედ არ გამოდგებოდა, მაშინვე მიხვდებოდა დედაჩემი. მიცნობს და იცის რომ მასეთ ადამიანს ერთ ღამეზე დიდხანს ახლოს არ გავიკარებ. შესაბამისად ალტერნატიული გზის მოფიქრება მომიწია.
-შენი ალტერნატივა ჩემი მოტაცება იყო? -სიცილი წასკდა ელენეს. -ნუცა სადაა?
-იცინი ეს უკვე კარგია, ნუცა მოპირდაპირე ოთახშია, ვაჩე სიტუაციას აუხსნის და ყველაფერი დამთავრდება. -სიტუაციის განმუხტვა სცადა ანდრეამ. -შენი მოტაცება ძალიან უეცარი ნაბიჯი იყო.
-და სულელური. -დაამატა ელენემ და საწოლზე ჩამოჯდა.
-ნუ ხო, ეგეც. მისმინე არ გთხოვ რომ არ მიჩივლო ან რამე მსგავსი, დაბადებისდღე ჩაგაშხამე, მოგიტაცე და სვანეთში წამოგიყვანე. მესმის და ვაანალიზებ რაც დავაშავე. თუგინდა პირდაპირ განყოფილებაში მიგიყვან რომ...
-რატომ მაინც და მაინც მე? - სიტყვა შუაზე გააწყვეტინა ელენემ.
-რაა?
-იქ 50მდე ადამიანი იყო, ნახევარზე მეტი გოგო. მე რატომ წამომიყვანე?
-პირველრიგში იმიტომ რომ ვიცოდი 18ის გახდი. მთელი საღამო გაკვირდებოდი, ძალიან უბრალო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდი, თან ლამაზი ხარ. თავიდანვე თვალში მომხვდი, ხოდა რადგანაც შენ მომეწონე შენ წამოგიყვანე. - კედელს მიეყრდნო ანდრეა და სანთებელა ხელში ნერვიულად შეათამაშა.
-ესეიგი დედაშენი ძალიან მძიმედ მიიღებს იმ ფაქტს რომ საცოლე არ გყავს.
-ეწყინება რომ ვიხუმრეთ, თან მეგობრებთან თავის მართლება მოუწევს. დედაჩემი სულ ხალხში ტრიალებს, ჭორიკანა ხალხი ახვევია გარშემო და ჩემს ოჯახზე ახალი ამბები სწრაფად ვრცელდება. თუმცა უზომოდ მაგარი ქალია. -ღიმილით დაასრულა დედამისზე საუბარი.
-რამ გადაგაწყვეტინა ჩემი და ნუცას დაბრუნება?
-რამ არა, ვინ.
-კარგი მაშინ ვინ?
-ვაჩემ, თანაც გავიგე რომ ნუცას მამა დეტექტივია და სამივეს ციხეში ამოლპობა შეუძლია. არმინდა ჩემი სისულელეების გამო გეგი და ვაჩეც დავაზარალო.
-სამწუხაროა რომ დედაშენი ტყუილად ჩამოდის. - მშვიდად მიუგო ელენემ.
-როგორმე გადაიტანს. -მხრები აიჩეჩა ანდრეამ და მომღიმარი მზერით გახედა თმა აბურდულ ელენეს.
***
ამასობაში ვაჩე მეორე სართულზე ავიდა, ღრმად ჩაისუნთქა ცოტა რომ დამშვიდებულიყო და ოთახის კარი ფრთხილად გააღო. საკეტის ჩხაკუნისას ინსტიქტურად უკან დაიხია ნუცამ, ხელში სანათი აიღო და კედელს მთელი სხეულით მიეკრო. მშვიდად შეაბიჯა ვაჩემ ოთახში და კარი ისევ ხმაურით დაკეტა.
-არ მომეკარო თორემ მოგკლავ. -სასოწარკვეთილს აღმოხდა და სანათი წინ გაწია მეტი თვალსაჩინოებისთვის.
-თუგინდა დანას ამოგიტან, ცოტა სასაცილოა მაგით რომ იმუქრები. ან შემიძლია ეს მოგცე. -ქამრის სალტედან იარაღი ამოიღო და ხელში შეათამაშა.
-რამეს თუ დამიშავებ მამაჩემი აუცლებლად გიპოვის და ციხეში ამოგალპობს. -უკან არ იხევდა ნუცა.
-შენი აზრით შენთვის რამის დაშავება რომ მინდოდეს უკვე არ დაგიშავებდი? მამაშენი რომელსაც მამაჩემი წლებია ემალება მე როგორ მიპოვის ვერ მეტყვი?
-ყიფიანი. -აღმოხდა შიშისგან და ღრმად ამოისუნთქა.
-გცოდნია მამაჩემზე.
-მამაშენზე მთელმა საქართველომ იცის. -ზიზღით ამოთქვა ნუცამ.
-ნუუ, როგორც არის. არდავიწყებ ახსნას აქ რატომ ხარ, როგორ მოხვდი და ასე შემდეგ. მთავარი ისაა რომმ...
-ელენე სად არის? -სიტყვა შუაზე გააწყვეტინა ყიფიანს. -რა დაუშავეთ?
-იქნებ მაცადო რომ ჩემი სათქმელი გითხრა? ავადმყოფიხარ თუ უბრალოდ ყველაფრის დრამატიზება მოგწონს? ამ სახლში ერთადერთი შენი განწირული კივილი ისმოდა, სხვა დანარჩენი ყველა მშვიდად იყო. არავის არავისთვის არაფერი დაუშავებია და არც არაფერს ვაპირებთ. გაუგებრობაში მოხვდით და ამ ყველაფრის გამოსწორება გვინდა. -ღრმად ამოისუნთქა ტონი რომ გაეკონტროლებინა და მშვიდად განაგრძო- არავის არ მოგვწონს ეს სიტუაცია, ასერომ მომეცი შანსი გამოვასწორო ყველაფერი. -იარაღი ისევ ქამრის სალტეში დააბრუნა და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ რომ მისთვის ტელეფონი მიეწოდებინა, თუმცა კეთილი ჟესტის სანაცვლოდ სახეში რკინის სანათი მიიღო.
-ჯანდაბა... -შუბლზე ხელი იტაცა ვაჩემ. - ნამდვილი ავადმყოფია -სისხლი ხელით მოიწმინდა და კიბეებზე მიმავალ ნუცას სწრაფი ნაბიჯით გაეკიდა. უკვე თითქმის კართან იყო მისული როცა გეგიმ დაიჭირა და ადგილზე დააკავა.
-გამიშვი შე ცხოველო. -უაზროდ იქნევდა ხელებს და ფეხებს იმის იმედით რომ გეგი გაუშვებდა თუმცა ამაოდ.
-გოგო შენ საერთოდ აზრზე მოდიხარ რას აკეთებ? -თვალები წამოენთო ყიფიანს. -გაუშვი გეგი. მე შენს დახმარებას ვცდილობ და შენ სანაცვლოდ სახეში სანათს მირტყამ?
-მეტის ღირსი ხარ, არაადამიანო, ცხოველო. ელენე დამიბრუნეთ და აქედან გამიშვით. -არ ცხრებოდა ლიჩელი.
-ნორმალურად ილაპარაკე გოგო, წყობიდან არ გამომიყვანო. ადამიანურად გესაუბრები და მგონი შეგიძლია მომისმინო, თუ არადა უფრო ბინძური ხერხებიც ვიცი. -ნიშნისმოგებით უთხრა და კიდევ ერთხელ სცადა დამშვიდებულიყო.
-გგონია რადგან გადაბმულად ორი სიტყვა მშვიდად მითხარი კარგი ტიპიხარ?
-გეყოფა თორე უკვე მართლა ძალიან ვბრაზდები, ქაჯივით ნუ იქცევი თორემ ცუდად დაამთავრებ. -კბილები გაახრჭიალა ვაჩემ და მათ შორის მანძილი წამში დაფარა.
-შენ გკითხო როგორ მოვიქცე? ახლოს მოსვლა არ გაბედო თორემ ვეჭვობ მეორე მხარესაც მოგხვდება რამე.
-მერე მაგით ამაყობ? სულელი ბავშვივით რომ იქცევი თითქოს სახლში შენთვის უცხოებთან მოქცევა არ უსწავლებიათ.
-ეგ შენი საქმე არ არის გაიგე? შენნაირ ადამიანებთან ნორმალურად ვერ მოვიქცევი.
-ჩემნაირში რას გულისხმობ? -თვალები წამოენთო ვაჩეს.
-ვაჩე გეყოფა გაჩერდი. -ხელში წვდა გეგი.
-რას და მოძალადე ნაგვებს, გგონია რადგან კარგად გაცვია და კარგი აღნაგობა გაქვს კარგი ტიპი ხარ? ჩემი აზრით მამაშენისგან არაფრით განსხვავდები. -სიტყვის დასრულება ძლივს მოასწრო,ვაჩემ კედელზე რომ ააყუდა და მასზე ერთი თავით დაბალ გოგოს ზემოდან დააცქერდა.
-ვაჩე გაჩერდი- გააფრთხილა გეგიმ.
-შენ საერთოდ რა იცი ან ჩემზე ან მამაჩემზე? მუხლდაჩოქილმა ილოცე რომ გოგო ხარ! სხვა შემთვევაში ღმერთიც ვერ გიშველიდა! კიდევ უფრო მმეტად ილოცე იმაზე რომ შენს წინ მე ვდგავარ და არა მამაჩემი! -კბილებში გამოსცრა და მის გვერდით კედელს მუშტი მთელი ძალით დაარტყა. შეშინებულმა ნუცამ ცრემლიანი თვალები მიანათა და როგორ შეეძლო ისე მიეკრო კედელს.
-შეეშვი ვაჩე. -რამდენიმე ნაბიჯით უკან გამოიყვანა გეგიმ და ნუცასი არვიცი მაგრამ თვითონ ნამდვილად ლოცულობდა რომ ნუცას აღარაფერი ეთქვა მისთვის.
-გამომართვი და შენს მშობლებს მიწერე რომ კარგად ხარ, ყველანაირი სისულელეების გარეშე. მერე მანქანაში ჩასხდებით შენ და შენი მეგობარი და რამდენიმე საათში უკვე სახლში იქნებით. ასე და ამგვარად დამთავრდება ეს ისტორია. -დაძაბული საუბრობდა ყიფიანი, სახეზე ყველა ძარღვი ეტყობოდა, ხელები მუშდათ ქონდა შეკრული და ღრმად სუნთქავდა. -მასეთი სახით ნუ მიყურებ, არ გაჩერებულა შენი ტელეფონი, აიღე და ყველას გააგებინე რომ კარგად ხარ. შემდეგ ფეხსაცმელი აიღე -შიშველ ფეხებზე მიუთითა ვაჩემ და მხოლოდ მაშინ გაანალიზა რომ ფეხსაცმელი არ ეცვა.- და სასწრაფოდ წახვალთ სახლისკენ, ცოცხლები და უვნებლები.
-ნუცაა. -კიბეებიდან დაიყვირა ელენემ და სირბილით წავიდა ნუცასკენ.
-ღმერთო კარგად ხარ? -თვალცრემლიანმა შეათვალიერა მეგობარი და გულზე მიიხუტა.
-კი კი, ცუდი ადამიანები არ არიან. შენ რა გჭირს?
-არაფერი უბრალოდ დღე საშინლად დაიწყო. -ცრემლები მოიწმინდა ნუცამ და ვაჩეს გახედა.
-რაგჭირს ტო? -ვაჩეს დანახვისას იკითხა ანდრეამ.
-არაფერი. -ცალყბად მიუგდო და ნუცას თვალი თვალში გაუყარა.
-ამ ორის შეხვედრა ჩახუტებით არ დამთავრებულა -განუმარტა გეგიმ.
-თუ სიყვარულობანას მორჩით ფეხსაცმელი აიღე და მანქანაში ჩაჯექით, ორივე! ეს ორი- გეგიზე და ანდრეაზე ანიშნა -თბილისში ჩაგიყვანენ და ყველაფერი ამით დამთავრდება.
-არ მინდა იმედები გაგიცრუოთ მაგრამ -ყოყმანით წამოიწყო ელენემ და წამით ნუცას გახედა- ჩვენ ვრჩებით...
-ვერგავიგე? -კითხვით მიუბრუნდა ვაჩე ელენეს.
-ხომ არ გააფრინე? -ხელში წვდა ნუცა. -სად ვრჩებით თავიდან ტვინი სულ გამობერტყილი გაქვს?
-მოიცადეთ და ყველაფერს აგიხნით. - მშვიდად განაგრძო საუბარი ელენემ.
-რას ნიშნავს მოვიცადოთ? არანორმალურიხარ? ახლავე სახლში მივდივართ ელენე. -ყვირილზე გადავიდა ნუცა.
-მე არ მოვდივარ ნუცა. -ისევ მშვიდი ტონით მიუგო და ანდრეას გახედა. -ანდრეამ ამიხსნა სიტუაცია, დახმარება ჭირდება, ცუდი ადამიანი არ არის და ცუდი მიზნების გამო არ მოვუტაცებივართ. რა მოხდება რომ დავრჩეთ და დავეხმაროთ?
-არა, მგონი მართლა გააფრინე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ შენს მშობლებს რას ეტყვი სად ვარო?
-შენც იცი რომ მათ ეს არ ადარდებთ, ვეტყვი რომ მეგობართან ვარ და აღარაფერს მკითხავენ.
-არ მინდა იმედები გაგიცრუო მაგრამ ჩემი მშობლები მასეთები არ არიან, 1 დღით წავედი დაბადებისდღეზე და თავი სვანეთში ამოვყავი სრულიად უცხო ხალხთან, თუმცა არაუშავს მამაჩემს დავურეკავ და ვეტყვი მამა იციი რაა, მომიტაცეს მაგრამ კარგი ბიჭები არიან ოჯახს მოატყუებენ და 1 კვირაში დამაბრუნებენ, კარგაად. ცოტა არიყოს უცნაური ასახსნელია მშობლებისთვის. -ისტერიკულად დაიწყო საუბარი ნუცამ.
-თან მამამისი ატომური ბომბით დაგვადგება რომ გაიგოს ვისთან ერთადაა მისი შვილი ასერომ კარგი იდეა არ არის. -მშვიდად მიუგო ვაჩემ.
-მისმინე ელენე, დედაჩემი როგორმე გადაიტანს ამ ამბავს. წადი სახლში და ცხოვრება გააგრძელე არაფერი დაშავდება. -მის პირდაპირ დადგა ანდრეა.
-ისიც კი გეუბნება რომ წახვიდე, ახლა ფეხები გადმოყარე და მანქანაში ჩაჯექი გთხოვ.- ხმაში მუდარა გაურია ნუცამ.
-გამომყევი. -ხელში წვდა ნუცას და მეორე სართულზე აიყვანა, ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა და კარი ხმაურით დაკეტა. -მომისმინე გთხოვ
-2 წუთი გაქვს, მერე მივდივართ. -გააფრთხილა ნუცამ.
-საშინელი ცხოვრება მაქვს ნუც, რომც მოვკვდე ჩემები ყველაზე ბოლოს გაიგებენ. -თვალები აუწყლიანდა ელენეს.
-არ გინდა გთხოვ. -ნუცას გული უგრძნობდა ამ ყველაფრის მოსმენა აზრს შეაცვლევინებდა.
-დამაცადე გთხოვ, მთელი რამდენიმე საათი ანდრეაზე გელაპარაკებოდი, დიდიხანია მომწონს და ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ შემამჩნევდა, ჩემს დაბადებისდღეზეც კი მოვიდა, ეს საკმარისი არ იყო, წვეულებიდან მომიტაცა და სვანეთში წამომიყვანა. როცა ვკითხე რატომ მაინც და მაინც მე მითხრა რომ მოვეწონე, იმდენ გოგოში მე ამომარჩია, არმინდა ცუდად გამიგო მაგრამ მიხარია, თან ძალიან. თავიდან შემეშინდა მაგრამ ახლა როცა მივხვდი რომ ცუდი განზრახვა არ აქვს მინდა რომ დავეხმარო. მაგრამ ისიც მინდა რომ შენ ჩემთან იყო. -ხელზე ხელი მოკიდა იმის იმედით რომ აზრს შეაცვლევინებდა და მასთან ერთად 1 კვირას გაატარებდა სვანეთში.
-ელენე, ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება.
-ფეხებზე არ გკიდია რა არის სწორი და რა არა?
-როგორ შეიძლება ბიჭის გამო ამ სიტუაციას დასთანხმდე ვერ მეტყვი? რათქმაუნდა თავს ათასნაირად გაიმართლებდა რომ მისთვის არ გეჩივლა და თბილ სიტყვებსაც გეტყოდა, შენ დაუჯერე. მისმა მეგობარმა ლამის კედელზე მიმაკრო და ვეჭვობ იქიდან ვეღარასდროს ჩამომხსნიდით. აქ რაც ხდება ნორმალური არ არის გესმის?
-შენ ვერ გაიგებ, ყოველთვის ყველას ყურადღების ცენტრში იყავი, ჩემთან პირველად ხდება.
-რა ხდება პირველად ელენე? მთელი სკოლის თუ უბნის ბიჭები თავს დაგტრიალებენ, ყველა შენზე გიჟდება.
-მაგათ არ ვგულისხმობ, ანდრეა ვიგულისხმე. ფული,სახელი, გარეგნობა, პოპულარობა, ყველაფერი აქვს, ნებისმიერ გოგოს მოუნდებოდა მასთან ყოფნა მთავარია მას სდომოდა, მაგრამ ახლა მის გვერდით ნებისმიერი გოგო კი არა მე ვარ.
-აზრზე მოდი ელენე, 1 კვირაში შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ წავა და აღარც გაგიხსენებს.
-სამაგიეროდ მე გავიხსენებ, თან ძალიან კარგად და იმასაც გავიხსენებ რომ ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო 1 კვირა გავატარე.
-ელენე წამოდი ჩემთანერთად სახლში გთხოვ.
-დარჩი ნუცა, მხოლოდ 1 კვირა გეხვეწები. ჩემს გამო თუ არა სვანეთის გამო დარჩი, ვიცი რომ გიყვარს სვანეთი.
-სვანეთის სიყვარულისგამო აქ ვერ დავრჩები ელენე, მალე ჩემები ძებნას დამიწყებენ.
-მამაშენი უარს არაფერზე გეტყვის, მთავარია შენ იყო ბედნიერი. შეგიძლია დაურეკო და უთხრა რომ მეგობრები წვეულებიდან აქ წამოვედით და დარეკვა არ გინდოდა შუაღამით.
-ვწუხვარ ელენე, მე ამ ხალხთან ვერ დავრჩები. -თავი დანანებით გააქნია ნუცამ. -იცოდე თუ რამე მოგივა, ან კონტაქტზე არ გამოხვალ და პოლიცია მომაკითხავს ყველას ჩავუშვებ. -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
***
-ახლა რას ვაკეთებთ? -იკითხა გეგიმ ოთახში შესული ნუცას დანახვისას.
-რომელიმეს თუ შეგიძლიათ სახლში წამიყვანეთ, თუ არა ტაქსს გამოვიძახებ. -სწრაფად აუხსნა ნუცამ, სავარძელზე დაჯდა და ფეხსაცმლის ჩაცმას მოჰყვა.
-შენი დაქალი? -ცერად გახედა ვაჩემ
-რჩება!
-შენ რა მას აქ მარტოს ტოვებ? -თვალი თვალში გაუყარა ვაჩემ, წამით ეგონა რომ მის ხავსისფერ თვალებს თვალს ვეღარასდროს აარიდებდა მაგრამ ღრმად ჩაისუნთქა და კიბეებზე მყოფ ელენეს გახედა.
-რაც არუნდა მოხდეს დამიჯერე მამაჩემს შენ ვერ გადაურჩები ასერომ 1 კვირაში ჩემი დაქალი უვნებელი დამიბუნეთ, თქვენთვისვე ასე აჯობებს.
-გვემუქრები ქალბატონო? -ფეხზე წამოდგა ვაჩე და მათ შორის არსებული მანძილი სწრაფად დაფარა.
-როგორც გინდა ისე იფიქრე, მაგრამ არამგონია რომელიმეს თქვენი ცხოვრების მომდევნო 15-20 წლის ციხეში გატარება გინდოდეთ.
-მამაშენზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს პრინცესა, ასერომ ფრთხილად იყავი თავში არაფერი გადამიტრიალდეს და შენც აქ არ დაგტოვო, თან სამუდამოდ. -სიგარეტი ნერვიულად მოქაჩა და კვამლი ღრმად შეისუნთქა, თითქოს ეს დაამშვიდებდა.
-როგორც ჩანს მაგ თავში ბევრი არაფერი გიყრია რადგან ასე თავისუფლად ტრიალდება სხვადასხვა მხარეს.
-მგონი წასვლის დროა. -რამდენიმე ნაბიჯით უკან დაწია ნუცა გეგიმ და მათ შორის ჩადგა. -დამშვიდდი ვაჩე, წავა და აქ დამთავრდება.
-დიდი იმედი მაქვს მასეა. -ტელეფონს ხელი დაავლო და კიბეებზე ხმაურით ავიდა.
-არ გამიბრაზდე გთხოვ, სცადე რომ გამიგო. -საყვარელ მეგობარს გადაეხვია ელენე.
-ვცდილობ, მაგრამ არ მესმის -თმაზე ფრთხილად ჩამოუსვა ხელი. -თავს გაუფრთხილდი კარგი? რამდენჯერაც არ უნდა დაგირეკო მიპასუხე თორემ ფეხით ჩამოგაკითხავ.
-რადგან საქმე უკან ჩამოსვლაზეა, საერთოდ აღარ გიპასუხებ. -გაეცინა ელენეს და საპასუხოდ თავში ხუმრობით წმორტყმაც მიიღო. -კარგი,კარგი ვხუმრობ. რათქმაუნდა გიპასუხებ.
-ძალიან მიყვარხარ, 1 კვირაში გნახავ.
-მეც მიყვარხარ. საწყენია რომ არ რჩები- თავი დანანებით გააქნია და აწყლიანებული თვალები მიანათა.
-ასე აჯობებს.- ღიმილით გახედა და სახლიდან ნელი ნაბიჯით გავიდა, გეგიც მალევე უკან მიჰყვა, ხვდებოდა რომ ძალიან ეჩქარებოდა ნუცას სახლში წასვლა. მანქანაში მძღოლის ადგილი დაიკავა და მანქანა სასწრაფოდ მოაშორა იქაურობას. რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ საუბარი ნუცამ წამოიწყო.
-მისმინე, მიუხედავად იმისა რომ ელენეს შენ იტაცებდი და დიდად არ მომწონხარ, ყველზე ნორმალური შენ ჩანხარ, კონფლიქტებს სულ ერიდები და მათ განმუხტვას ცდილობ.
-ვიცი რომ ეს ყველაფერი ნორმალურად არ ჩანს და მესმის მაგრამ მიუხდავად იმისა რომ ორი გოგოს მოტაცებისთვის ციხე მემუქრება არ ვნანობ რომ ანდრას მხარი დავუჭირე. არც იმას ველოდები რომ კარგი შთაბეჭდილება გექნება ჩემზე იმიტომ რომ ვინმეს იგივე ჩემი დისთვის რომ გაეკეთებინა ალბათ მოვკლავდი. მაგრამ ცუდი განზრახვა მართლა არ გვქონია, წამიერი სისუსტე იყო და ხელში ორი გოგო შეგვრჩა.
-ერთს სახლში აბრუნებთ მეორეს იტოვებთ.
-მისი გადაწყვეტილება იყო თორემ მართლა არ დავტოვებდით. -თავი იმართლა გეგიმ.
-ვიცი, ვიცი. მაგრამ მაინც ყველაზე ნორმალურად შენ მეჩვენები, ანდრეას არც დავლაპარაკებივარ და ვაჩესთან რაც ვნახე და მოვისმინე საკმარისი იყო იმისთვის რომ არ ვენდობოდე.
-ვაჩე ცოტა ფიცხია, მაგრამ დამიჯერე ყველაზე ჭკვიანია სამეგობროში.
-ნუუ, მაინც მას არ ვენდობი.
-აბა მე მენდობი? -გაეცინა და მის გვერდით მჯდომ გოგოს გახედა.
-არა, ანუ შენ ყველაზე ნაკლებად ცუდი შთაბეჭდილება დატოვე და მინდა რაღაც გთხოვო.
-კარგი, გისმენ.
-ელენეს მიხედე გთხოვ. მისი არ მესმის თუმცა არ მინდა თავი მარტო იგრძნოს.
-მაშინ რატომ არ დარჩი?
-რომ დავრჩენილიყავი აზრი?
-მარტო არ იქნებოდა, თან კარგი დასვენება გამოგივიდოდათ. ჩვენ საერთოდ არ შეგაწუხებდით, მხოლოდ მაშინ როცა ანდრეას დედა ჩამოვიდოდა.
-გუშინდელი დღის ასეთ დასასრულს არ მოველოდებოდი. ცოტა გაოცებულივარ.
-მესმის, არც ჩვენ ვაპირებდით მასე დამთავრებას.
-და მაინც ელენეს მიხედავ?
-ხო, რათქმაუნდა. ჩვენი სტუმარია და როგორ არ მივხედავ.
-მხოლოდ მაგას არ ვგულისხმობ. -ყოყმანით წამოიწყო ნუცამ.
-აბა?
-ვაჩეს მოარიდე, არმინდა სახლში ძვლებდამტვრეული დაქალი ვნახო.
-ალბათ ხუმრობ- სიცილი წასკდა გეგის. -ვაჩეს თავისი ცხოვრების განმავლობაში ქალზე ხელი არასდროს აუწევია და არც აწევს, მათ კი ვინც ამას აზრად მაინც გაივლებს ძვლებში ამტვრევს ასერომ... მშვიდად იყავი.
-ხო ნუ როგორც არის, უბრალოდ მინდა ვიცოდე რომ ყურადღებას მიაქცევ.
-მივაქცევ, დამშვიდდი. -თბილი ხმით უთხრა გეგიმ და ცენტრალურ გზაზე გადაუხვია. ნუცა ჩაფიქრდა, გაახსენდა ყველაფერი რაც ელენესთან იყო დაკავშირებული, მთელი მისი ბავშვობა, მისი 17წელი იყო ელენე. ყველაფერი რაც ოდესმე თავს გადახდენია ლენეს უკავშირდებოდა. ყოველთვის ოცნებობდნენ ერთად მოგზაურობაზე და პირობაც კი დადეს როდესაც უნივერსიტეტის ქულებს გაიგებდნენ აღსანიშნავად კვიპროსზე წავიდოდნენ. ერთმანეთს დაპირდნენ რომ ყველანაირ სისულელეს ერთად ჩაიდენდნენ და უკან არაფერზე დაიხევდნენ, რასაც ერთი აკეთებდა იმას აკეთებდა მეორეც რამდენად სულელური აზრიც არ უნდა ყოფილიყო.თვალები აუცრემლიანდა ყველაზე გიჟურ თავგადასავალში ელენეს მარტოს ტოვებდა. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ საუბარი ისევ ნუცამ წამოიწყო.
-გეგი. -წამოიყვირა უცებ.
-რამოხდა? -თვალებგაფართოებული მიაჩერდა მის გვერით მჯდომ ნუცას.
-მანქანა მოაბრუნე.
-რაა?
-მანქანა მოაბრუნე, ვრჩები. -წამით გეგი ჩაფიქრდა ხომ არ ხუმრობსო, თან იფიქრა ვკითხავ რამოხდაო მაგრამ შეეშინდა არ გადაეფიქრებინა და ხმა არ ამოუღია, მანქანა სასწრაფოდ მოაბრუნა და სახლში დასაბრუნებელ გზას გაუდგა. ნახევარსაათიანი მგზავრობის შემდეგ მანქანა სახლის ჭიშკარში შევიდა, გაჩერება ძლივს მოასწრო გეგიმ ნუცა მანქანიდან რომ გადახტა და ხრეშიან გზაზე კაკუნით გაიქცა. სახლში შესვლისთანავე მისაღებს მოავლო თვალი ელენეს ეძებდა, რადგან იქ ვერ ნახა მეორე სართულზე აირბინა და ოთახის კარი შეაღო იქაც არავინ იყო, მოპირაპირე ოთახისკენ გაიხედა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა კარისკენ. ოთახიდან ხმაური რომ მოესმა იფიქრა რომ იმ ოთახში იყო, კარი სასწრაფოდ შეგლიჯა და ოთახში შევარდა. სწორედ ამ დროს კარის წინ წელს ზემოთ შიშველი ვაჩე იდგა რომელსაც ნუცა პირდაპირ სხეულზე მიეკრო.
-შენ აქ რას აკეთებ? -თვალები გაუფართოვდა ვაჩეს. ნუცას მხოლოდ ერთი წამი დაჭირდა გონზე მოსასვლელად, სასწრაფოდ მოშორდა ვაჩეს და მხოლოდ სამი სიტყვა ჩაიბურტყუნა.
-ჯანდაბა ჩემს თავს...
-აქ რა ჯანდაბა ხდება ვერ ამიხსნით?- დაიღრინა ვაჩემ და მაისური სწრაფად გადაიცვა.
-ნუცა დარჩა.- მშვიდად მიუგო გეგიმ
-მაგას მეც ვხედავ, იდიოტი კი არ ვარ. მიზეზი?
-მიზეზები შენთან რატომ უნდა განვიხილო?-თვალები დააკვესა ნუცამ.
-ვერ გავიგე?
-მე დარჩენა მინდა და დავრჩი, შენ უნდა გკითხო?
-შენ რამდენს ლაპარაკობ? გზაში რამე ხომ არ მოგხვდა თავში? -წინ აესვეტა ნუცას ვაჩე.
-ჩემი მეგობარი თუ რჩება მეც ვრჩები. სულ რომ ჯოჯოხეთი იყოს.-მტკიცედ განაცხადა და ფეხსაცმელი სხეულიდან მოიშორა.
-აქამდე ასე არ ფიქრობდი.
-სიტუაცია სწორად შევაფასე, შოკში ვიყავი.
-გადაგიარა შოკის მდგომარეობამ?
-კი.-ცალყბად მიუგდო და ტელეფონის შემოწმებას მოჰყვა.
-ძალიან კარგი, შენი მეგობარიც დაითანხმე და აქედან სასწრაფოდ წადით სანამ რამე ცუდი არ მომხდარა.
-ხომ არ გაგიფრენია?
-გოგო, ნორმალურად მელაპარაკე! -ტონს აუწია ვაჩემ
-თორემ?
-თორემ მეც ვიცი ცუდად საუბარი და ცუდად მოქცევა. დამიჯერე არ მოგეწონება.
-ჯერ კარგად არ მომქცევიხარ და ამაზე ცუდად მოქცევაც იცი?
-მე შენ…-რამდენიმე ნაბიჯით წინ წაიწია ვაჩემ მაგრამ გეგი მათ შორის ჩადგა და სიტუაციის განმუხტვას შეეცადა.
-ნუცა იქნებ ქვემოთ ჩავიდეთ? ყავა დავლიოთ, ან წყალი სულ ერთია.-მხრები აიჩეჩა და ნუცას მომლოდინე სახით მიაჩერდა.
-ოღონდ მისგან შორს ვიყო და შხამსაც კი დავლევ. -თვალები მობეზრებულად აატრიალა და კიბეებზე სირბილით ჩავიდა.
-წაიყვანე!
-ვაჩე წასვლა არ მოინდომა და ხომ არ გავაგდებ?
-, წაიყვანე თორემ შემომაკვდება.
-რას გიშლის? ცუდი გოგო არ ჩანს.
-თავხედია, მე კიდევ თავხედ ხალხს ვერ ვიტან. კიდევ იცი ვის ვერ ვიტან?- მის პასუხს მშვიდად ელოდა ვაჩე.
-არვიცი.-მხრები აიჩეჩა გეგიმ
-მამამისს!- კბილებში გამოსცრა და გეგის ოთახის კარი ცხვირწინ დაუხურა…
***
იქამდე სანამ ელენე და ანდრეა მაღაზიებიდან დანრუნდებოდნენ ვაჩეს ხმა აღარ გაუცია ნუცასთვის, მათი საუბრიდან 15წუთში სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მანამდე გეგიმ და ნუცამ საერთო ენის გამონახვა მოახერხეს, ათას თემაზე ისაუბრეს და დრო შეუმჩნევლად გაიყვანეს.
-კარგ ყავას აკეთებ- უკვე მესამე ჭიქა ყავას სვამდა ნუცა, თან ისე გემრიელად შეექცეოდა თითქოს შოკოლადის ტორტს ჭამსო.
-ისევე როგორც საჭმელს. -თავი შეიქო გეგიმ.
-იმედი მაქვს ამ 1 კვირაში მაგასაც დავაგემოვნებ.
-რათქმაუნდა აბა მშიერს ხომ არ მოგკლავ.
-კიდევკარგი შენ ხარ აქ თორემ ჩემსდაქალს უკვე აღარ ვახსოვარ და ვეჭვობ ვაჩე თავად გამომიყენებდა მე საჭმელად. - ბაგე ღიმილმა გაუპო და ფინჯანი პირთან მიიტანა რომ საოცრად გემრიელი ყავა ისევ დაეგემოვნებინა.
-ასე ცუდად რატომ ხარ ვაჩეს მიმართ განწყობილი?
-ცუდად?- გაკვირვებული სახით შეხედა მის წინ მჯდომ ბიჭს.
-ხოო, ეუხეშები და სულ ტყუილად უყვირი.
-მამისზე ვეჭვობ ბევრი რამ იცი.- მშვიდად აუხსნა ნუცამ
-ვაჩეს მამამისთან საერთო არაფერი აქვს დამიჯერე, ვაჩე კარგი ადამიანია.
-ხო და მე ხოხობივარ მდუღარე წყლიდან. -ხმაში ცინიზმი გაურია თუარა მაშინვე ინანა. -ბოდიში უხეშად გამომივიდა.
-დაივიწყე, უბრალოდ ერთს გეტყვი და მინდა როგორც არხლო მეგობრის რჩევა ისე მიიღო.
-გისმენ.
-ვაჩესთან მასე ნუ მოიქცევი, მეგობრად თუ მიგიღებს მთელს სამყაროს გადაატრიალებს და გადადგამს შენთვის. დამიჯერე მისნაირი მეგობრის ყოლაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.
-მეგობრების რაოდენობას არ ვუჩივი, თუმცა მაინც მადლობა.- ნაძალადევი ღიმილი აჩუქა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
მეორე სართულზე ასვლისთანავე ერთ-ერთ ოთახში შევიდა და ტელეფონი მოიარჯვა რომ მამამისისთვის დარეკა. წარმოდგენა არ ქოდა რა უნდა ეთქვა, “უი მამა იციი მომიტაცეს და კარგ ხალხთა მოვხვდი ამტომ დაბრუნებას არ ვჩქარობ”.-თვალები მობეზრებულად აატრიალა და ტელეფონი საწოლზე მიაგდო, “უნდა დაურეკო”-შეუძახა საკუთარ თავს და ტელეფონი მოარჯვა. რამდენიმე ზარის შემდეგ ტელეფონში ნაცნობი ბოხი ბარიტონი გაისმა.
-ხოო ნუც-თბილი ხმით მიუგო კაცმა.
-მაა, დილამშვიდობის როგორ ხარ?
-კარგად ნუცა შენ?
-მეცც.-ხმაზე ნერვიულობა ეტყობოდა.
-რამე მოხდა შვილო? დახმარება ხომ არ გჭირდება? - ისევ ისეთ მშვიდი ხმა ქონდა როგორც საუბრის დასაწყისში.
-დახმარება არა მა, უბრალოდ შენს უკითხავად წავედი სადღაც. -იმდენად ნერვიულობდა ახლა მისი მისამართი არ გაერკვია,თავსე არ დადგომოდა და ვაჩე არ ენახა ალბათ მიწა რომ გასკდომოდა ბედნიერი იქნებოდა.
-წახვედი? სად წახვედი? -სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა კაცმა.
-მისმინე მა, ელენეს ჩემი დახმარება ჭირდებოდა და სვანეთში წამოვედით. ვიცი რომ უნდა მეკითხა და ასე არ უნდა წამოვსულიყავი ბოდიში რა. -უკვე თითქმის ცრემლებადე იყო მისული.
-ცუდი ხომ არაფერი შეგემთხვათ? არ დამიმალო ნუცა- სიტყვა ცუდის გაგონებისას ტანში უნებურად გასცრა მაგრამ არ დაიბნა და მალევე უპასუხა მის კითხვას.
-არა მა, გეფიცები. უბრალოდ ასე გამოვიდა. ძალიან ძალიან გთხოვ არ გამიბრაზდე რა.
-არ გიბრაზდები- მშვიდად მიუგო კაცმა და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა თითქოს ვინმე დაინახავდა კაბინეტში მარტო მყოფ კაცს.
-რაა? -თვალები თითქმის შუბლზე აუვიდა გაოცებისგან.
-მეც ვიყავი შენი ასაკის, ვიცი ეგ რა გრნობაცაა. უბრალოდ დამპირდი რომ ფრთხილად იქნები,.
-გპირდები მა, ელენეს ბიძაშვილებიც აქ არიან ყურადღებას გვაქცევენ. -უნებურად ტყუილს ზემოდან ახალი ტყუილი დაამატა.
-თავს მიხედე და კარგად გაერთე. რამე თუ დაგჭირდეს გამაგებინე.
-მსოფლიოში საუკეთესო მამახარ.
-აღარ ვიქნები თუ რამეს დამიმალავ და არ მეტყვი.
-მსგავსი არაფერი იქნება.
-მპირდები?
-გპირდები. -ამოისლუკუნა ემოციებში მყოფმა, მამამისს დაემშვიდობა და ყურმილი დაკიდა. წამიც არ იყო გასული კარისკენ რომ მიტრიალდა, იქ კი უემოციოდ მდგარი ვაჩე დახვდა რომელიც ოთახში ისე შემოსულიყო წარმოდგენაც არ ჰქონდა.
-შენ აქ რა გინდა? -ფეხზე წამოვარდა ნუცა.
-კარგი მატყუარა ხარ, ელენეს ბიძაშვილები? სადმე ბებიაც ხომ არ ზის თავისი საქსოვი ჩხირებით? -ხმამაღლა გადაიხარხარა ვაჩემ.
-იუმორის გრძნობა გქონია ეგ უკვე კარგია, ხეს ნაკლებად გავხარ.
-შენ რა ჩემს სახელს ვერ იმახსოვრებ?
-ვერა საკმაოდ რთული სახელი გაქვს. თან არც გიხდება.
-მართლა ნუციკო?
-მასე აღარ დამიძახო არასდროს- თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და გვერდი ისე სწრაფად აუარა თითქოს დენმა დაარტყაო.
-თორემ? -კიბეებზე მიმავალს დააწია კითხვა.
-თორემ ცუდად დაამთავრებ- თავისთვის ჩაიბურტყუნა და სირბილით ჩაიარა ბოლო რამდენიმე საფეხური…

***
უკვე 4საათი ხდებოდა ეზოში მანქანა რომ შემოვიდა, ნუცა მაშინვე მიხვდა რომ ელენე მოვიდა და ეზოში სირბილით გავიდა, ხრეშიან გზაზე ფეხშიშველმა დამანჭული სახით გაიარა და მანქანიდან ახლად გადმოსულ ელენეს მთელი ძალით ზედ მიეკრო.
-როგორ მომენატრეე- ბურტყუნებდა თავისთვის და ელენეს წურბელასავით ეკრობოდა.
-როგორ მიხარია რომ არ წახვედი- ამოიკრსუნა ელენემ და ხელები მჭიდროდ მოხვია მეგობარს.
-ბოდიში რა, არ უნდა წავსულიყავი, შენთან უნდა ვყოფილიყავი სულ რომ თებით წავეთრიე ყველას.
-მთავარია ახლა აქ ხარ. -აბურდულ თმაზე ხელი ჩამოუსვა და ღიმილით განაგრძო- ტანსაცმელი ვიყიდე, ჩვენთვის. თორემ არ მგონია მთელი 1კვირა ამ კაბოთ კომფორტულად იყო.
-ვაიმე ვგიჟდები შენზე.
-აფერისტო-სიცილით მიუგო და სახლში მასთან ერთად შევიდა.
-მოკლედ ახლა როგორ მოვიქცეთ. -საუბარი წამოიეყო ანდრეამ- ძალიან გამიხარდა რომ შენც დარჩი ნუცა, იმედიმაქვს კარგ დროს გაატარებთ.
-იმედია-თავისთვის ჩაიბურტყუნა და ელენეს ხელზე მოქაჩა.
- საკმარისი საძინებლების არარსებობის გამო მოგვიწევს ცოტა უცნარად გადავნაწილდეთ. გოგოებს შეგიძლიათ ერთი საძინებელი დაიკავოთ, ორო ბიჭი ერთ საძინებელს გავიყობთ.
-იდეალური ვარიანტი.- კვერი დაუკრა ნუცამ
-თუმცაა, რადგანაც ელენე ჩემი საცოლეა უცნაური იქნება დედაჩემის თვალში ჩვენ რომ სხვადასხვა ოთახში გვეძინოს, ასერმ ჯობს მე და ელენემ ერთ ოთახში დავიძინოთ, ვაჩემ და ნუცამ ერთ ოთახში, ჩემიდა როცა ჩამოვა გეგისთან ერთად დაიძინებს.- სწრაფად განმარტა ანდრეამ.
-რაა? შენ რა გინდა ამასთანერთად ერთ ოთახში დავიძინო?
-არ ვიკბინები არ იდარდო. -ცალყბად მიუგდო ვაჩემ და სავარძელზე კომფორტულად მოთავსდა.
-შანსი არ არის. -თავი გააქნია ნუცამ.
-1 კვიროთ დათმობაზე წასვლა მოგიწევს. ვწუხვარ. -თავი დანანებით გააქნია ანდრეამ და სამზარეულოსკენ გაეშურა.

***
-უსამართლობაა- ბუზღუნოთ შევარდა ნუცა ელენს ოთახში.
-რას გულისხმობ?
-ვაჩესთანერთად ერთ ოთახში ყოფნას.
-ნუცც, მგონი აჭარბებ.
-რას ვაჭარბებ? ავადმყოფია გეფიცები. -ხელები ჰაერში გაასავსავა მეტი დამაჯერებლოვისთვის.
-იცი რომ სტრესი გაქვს?
-სტრესი? საიდან მოიტანე?
-სულ დაძაბული ხარ, ყველაფერს ძალიან მძაფრად იღებ. მაგრამ შემიძლია დაგეხმარო.
-როგორ ზურგის მასაჟით? - გულიანად გაიცინა ნუცამ.
-კარგი აზრია მაგრამ არა, ანდრეამ თქვა რომ თავლაში რამდენიმე ცხენი ყავთ, არ გინდა გავისეირნოთ?
-რაა? - თვალები ჭყიტა ნუცამ
-ისე როგორ ადრე პატარები რომ ვიყავით, უშგულში რამდენს ვსეირნობდით გახსოვს?
-მახსოვს- ამოიკრუსუნა საცოდავად
-მენატრება ის დრო, იქნებ ბავშვობა გაგვეხსენებინა?
-საუკეთესო აზრია. -არიმილით მიუგო ნუცამ და ქვემოთ ელენესთანერთად ჩავიდა.
-კარგია რომ ჩამოხვედით, ზუსტად ახლა ვაპირებდი დაძახებას.
-რამე ხდება ანდრეა?
-არა, უბრალოდ რამოდენიმე საათით გასვლა მომიწევს, ჩემი და უნდა ჩამოვიყვანო თბილისიდან და თან საქმეები მაქვს, გეგიც მიდის კომპანიაში რაღაც საქმე აქვს, მხოლოდ თქვენ სამნი რჩებით აქ, მე ალბათ გამთენიისას ჩამოვალ, გეგიც.
-ბედნიერებისთვის ზუსტად ეს მჭირდებოდა- მძიმედ ამოთქვა ნუცამ და სავარძელში მოწყვეტით დაეცა.
-იმედია არ მოიწყენთ.
-სინამდვილეშიი ჩვენც გვქონდა რაღაც გეგმები, სახლში რომ არ ვისხდეთ სულ.
-რა გეგმები?
-შენ ხომ თქვი ცხენები გვყავსო? ვაჟა ძია უვლის ჭკვიანი ცხენები არიანო.
-კი, რამოხდა?-ჩაეძია ანდრეა.
-მე და ნუცას ჰაერზე გასვლა გვინდა. პრობლემა ხომ არ იქნება პრო მათგანი რომ ვითხოვოთ?
-ჯირითი იცით?
-კიი, მთელი ბავშვობა ცხენზე გავატარეთ ორივემ.
-მაშინ რა უფლება მაქვს დაგიშალოთ, ვაჟას ვეტყვი და გამოიყვანს, უბრალოდ ხეობასთან ფრთხილად კარგი? უბედურო შემთხვევები არ გვჭირდება. –მშვიდად მიუგო ანდრეამ და სახლი უკანმოუხედავად დატოვა, მას გეგიც რამდენიმე წამში მიყვა უკან.
-მგონი ჩვენი წასვლის დროცაა- მხიარულად მიუგო ნუცას ელენემ.
-მისმინეთ, გინდათ გამოგყვეთ?- როგორც შეეძლო ზრდილობიანად იკითხა ვაჩემ.
-შენღა გვაკლდი რა. -ხელი ჩაიქნია ნუცამ
-არა ვაჩე, მადლობა- ღიმილით მიუგო ელენემ.
-კარგი მაგრამ, ხეობასთან ფრთხილად იყავით, ძალიან ახლოსაც ნუ მიხვალთ ხმა ცხენებს აფრთხობს და ეცადეთ სანამ დაბინდდება დაბრუნდეთ.
-გმადლობ მამიკო კიდევ რამე? - მობეზრებულად აატრიალა თვალები ნუცამ.
-ტყეშიც ნუ შეხვალთ ღრმად თორემ დაიკარგებით. აი რაც შეგეხება შენ- ნუცას წინ აესვეტა. - როგორც არ უნდა გჭირდებოდეს არ დაგეხმარები, ცხენიდან გადმოვარდები და დელს მოიტეხ თუ ფეხს მოგიწევს შენს თავს თავად უშველო. ნახავ როგორია სვანეთში გადარჩენა. -კბილებო გაახრჭიალა და უკან დაიხია, გოგოებმაც არ დააყოვნეს, სახლიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდნენ და სვანეთის დალაშქრვა დაიწყეს…
***
ირგვლივ ყველაფერი ჯერ ისევ ზაფხულის იერს იტოვებდა, მიუხედავად ოდნავ შეფერილი ფოთლებისა და ჰაერში შემოპარული სიცივისა ულამაზესი იყო სვანეთი, მთელი ბავშვობა ამას აკეთებდენ, ცხენებს ირჩევდნენ და მათი ზურგიდან ლაშქრავდნენ არემარეს. უზომოდ ბედნიერი იყო ორივე რადგან წარსულის მორევში გადაეშვა. 1 საათზე მეტი იარეს და ათასი რაღაც გაიხსენეს, გაიხსენეს როგორ საქმიანად დაჰყვებოდნენ მამები თავიაანთ პატარა გოგონებს უკან და როგორ ამზადებდნენ დედები პიკნიკისთვის საჭირო საჭმელს, როგორი უდარდელი ცხოვრება ქონდათ და როგორი აქვთ ახლა, სააინელებათა ფილმის სცენარს გავს, რამდენჯერმე იხუმრა კიდეც ელენემ. უკან დაბრუნებისას ხეობიდან მომავალმა წყლის ჩხარუნმა ნუცას ყურადღება უფრო მეტად მიიქცია, მდინარის ნაპირზე ხავსი სქლად იყო მოდებული, კლდეებზე ამოსული ყვავილები ულამაზეს იერს სძენდა იქაურობას.
-ნუცა რას აკეთებ? - როგორც კი შეამჩნია ელენემ რომ ნუცა მდინარისკენ მიდიოდა სასწრაფოდ მოახდინა რეაგირება.
-იქქ, ნახე რა ლამაზია, თან წყალს შევისხამ სახეზე კარგი იქნება.
-ვაჩემ გაგვაფრთხილა რომ იქ არ ჩავსულიყავით, ცხენები დაფრთხებიან.
-კარგი რა, მართლა დაიჯერე რაც გითხრა? ცხენები ასეთ ბუნებაში იზრდებიან, მართლა გგონია რომ მდინარის ხმა შეაშინებთ?
-ნუცა სახლიდან 20 მეტრში ვართ, მოდი დავბრუნდეთ, მალე დაბინდდება.
-გთხოვ მხოლოდ 2 წუთით, მეტი არა. -საბრალო სახით გახედა ნუცამ.
-ჯანდაბას, მხოლოდ 2 წუთი და მერე მივდივართ.
-გპირდები- ღიმილიანო სახით გახედა და ხეობისკენ გაეშურა.
წყალი შედარებით ამღვრეული და ადიდებული იყო წვიმისგან, ირგვლივ საშინელი ხმაური სუფევდა, წყალი კლდის ნაპირებს ხმაურით ეხეთქებოდა და საშინელ ქაოსს ქმნიდა.
-ნახე რა სილამაზეა.- ცხენიდან სწრაფად ჩამოხტა ნუცა და წყალში არსებულ პატარა ლოდზე სირბილით ავიდა.
-ნუცა ხომ სრ გაგიჟდი? ახლავე ჩამოდი.-შიშნარევი მზერა მიაპყრო ელენემ
-ნუ პანიკიორობ. -დაამშვიდა მეგობარი, ზურგი შეაქცია და ხელები ისე გაშალა თითქოს ვინმეს ჩახუტებას ელისო, ბოლოს თვალებიც დახუჭა…
წამიც არ იყო გასული ცხენმა სააშინელი ხმაური და ადგილზე ბორგვა ატეხა, 2 ფეხზე დგებოდა და გააფთრებული მხეცის ხმას უშვებდა.
შეშინებულმა ნუცამ მხოლოდ წამით შეძლო ამ სიუჟეტოს დანახვა, შემდეგ კი ყველაფერი ბნელ წყვდადში ჩაიძირა.
-ნუცაა- სმენას მისწვდა ელენეს დამაყრუებელი კივილი მაგრამ ამაოდ, ნუცა უკვე მდინარის შუაგულში ამაოდ ცდილობდა გადარჩენას. -ნუცა გეხვეწები გამაგრდი, ნუცა გემუდარები ნაპირზე გამოდი- ევედრებდა ელენე, თუმცა ნუცამ ცურვა არ იცოდა და მდინარის კალაპოტს ასე მარტივსდ ვერ დაუსხლტებოდა ხელიდან. -ვაჩეს დავუძახებ- განწირულმა დაიკივლა და სახლისკენ გიჟივით გაიქცა.
-არ დამტოვო- თავისთვის ჩაიბუტბუტა ნუცამ და ბნელ წყვდიადს მიეცა…
-ვაჩეე, ვაჩეე - ყვირილით შევარდა ეზოში ელენე.- ვაჩე გეხვეწები დამეხმარე- ცრელმორეული შევარდა სახლში და პირდაპირ ვაჩეს შეასკდა რომელიც ელენეს კივილსე შეშინებული გამოიქცა ქვემოთ.
-რა ხდება ელენე? ნუცა სადაა?
-ნუცა, ნუცა მდინარეში გადავარდა, ცურვა არ იცის უშველე გთხოვ. - სიტყვის დამთავრება არ აცადა ხელზე ხელი რომ ჩაავლო და სირბილით უკან გაიყოლა, წამებში მოახდინა რეაგირება და იმ ადგილსაც მიაგნო სადაც ორივე ცხენი გაჩერებულიყპ და უემოციოდ მავარდობდა.
-სად? სად არის? -იკითხა შეშფოთებულმა.
-აქ იყო, ამ კლდიდან გადავარდა- შეშინებულმა ამოთქვა და ცხარე ცრემლით დაიეყო ტირილი - სიტყვა არ ქონდა ელენეს დამთარებული რომ ვაჩე პირდაპირ მკვლელ მდინარეში გადაშვა და წამის მეათასედში ისიც მდინარემ შთანთქა…
-ნუცაა- მუხლებზე დაეცა ელენე და მთელი ხმით დაიწყო ყვირილი- გეხვეწები ღმერთო არაფერი დაემართოს, გემუდარები ცოცხალი იყოს. -ღმერთს მის გადარჩენას ევედრებოდა და ფრჩხილებით მიწას ამაოდ კაწრავდა. მდინარე ხმაურით ეხეთქებოდა კლდის ნაპირებს და გაჩერებას არ ლამობდა, თავისთვის მშვიდად განაგრძობდა მსვლელობას და არც ის ადარდებდა რომ სადღაც მის შუაგულში ორი უდანაშაულო სული შთაინთქა. -ღმერო გევედრები არაფერი დაემართოთ. -თავისთვის ბურტყუნებდა და თვალებს ნერვიულად აცეცებდა. წარმოდგენა არ ქონდა რა უნდა გაეკეთებინა იმ შემთხვევაში თუ არცერთი არ დაბრუნდებოდა. უკვე მობილურს იმარჯვებდა ანდრეასთა დასარეკად რომ ოდნავ მოშორებით ვაჩეს სხეული დალანდა რომელსაც ხელში ნუცა მთელი ძალით ჩაებღუჯა და სხეულზე მიეკრო. -ცოცხალია? -უღონოდ შეჰკივლა ტელეფონი იქვე მიაგდო და წყალში რამდენიმე ნაბიჯი გადადგა რომ მას დახმარებოდა. ხელებში მთელი ძალით სწვდა ნუცას და ნაპირზე ვაჩესთანერთად გაიყვანა, ერთხელ ღრმად ამოისუნთქა ვაჩემ, შემდეგ მუხლებზე დადგა და ნუცა ოდნავ შეანჯღრია რომ გამოფხიზლებულიყო, თუმცა ამაოდ. ყველაზე საშინელმა ფიქრმა გაუარა გონებაში და მხოლოდ რამდენიმე წამით კისერზე თითი მიადო რომ შეემოწმებინა სუნთქავდა თუ არა.
-ჯანდაბა- შეშინებულმა დაიგრგვინა, სხეული გაუსწორა და გულის მასაჟი დაიწყო.
-მოკვდა? -ამოიკნავლა ელენემ და უსულოდ მწოლიარე სხეულს ზედ მიეკრო - ნუცა გეხვეწები გაიღვიძე, თვალები გაახილე გემუდარები.
-მიდი ნუცა, ისუნთქე. -ამაოდ ცდილობდა მის გამოღვიძებას ვაჩე, მასაჟის პარალელურად ხელოვნურ სუნთქვასაც უტარებდა თუმცა ნუცა გაღვიძებას არ ფიქრობდა.
-ნუცა გევედრები თვალები გაახილე- მის ხელს უღონოდ ებღაუჭებოდა ელენე და ცრემლებს პერაგის სახელოთი იწმენდდა.
- ჯანდაბა ნუცა ოღონდ არ მოკვდე. -ცოტაც და ალბათ ჭკუიდან შეიშლებოდა ვაჩე.
-გეხვეწები ვაჩე გემუდარები მითხარი რომ არ მოკვდება. -მხრებში ჩააფრინდა ელენე ვაჩეს.
-ანდრეას დაურეკე-წამით თვალი გაუსწორა მაგრამ მერე სხვა ვერაფერი მოიფიქრა რომ ეთქვა და თავი აარიდა პასუხს.
- ჩემი ბრალია, მე რომ არა ეს არ მოხდებოდა, ჩემს გამო მოკვდება- ტირილს უმატა და ნუცას გაყინულ სხეულს ზედ მთელი ძალით მიეკრო. - რა სულელი ვარ ნუცა, იმისგამო როგორ დავრჩი რომ ანდრეა მომწონდა, რატომ არ გამოგყევი. -თავში ხელების რტყმა დაიწყო ელენემ.
-ჯანდაბა ელენე, ახლავე გაჩერდი! -დაიგრგვინა ვაჩემ და ხელში მერვიულად სწვდა- არ მოკვდება გასაგებია? არა დღეს და არა აქ! -ხელი სწრაფად შეუშვა და მასაჟის გაკეთება განაგრძო. -სასწრაფოდ ანდრეას და გეგის დაურეკე, სასწრაფოც გამოიძახე.
-მე… მე მათი ნომერი არ მაქვს- ამოისრუტუნა და თვალების აქეთ იქით ცეცება დაიწყო.
-სახლში გაიქეცი, ჭიშკართან ზუსტი მისამართი წერია, ჩემი ტელეფონი აიღე და დარეკე, დროზე! - მისი ნათქვამისთანავე ფეხზე წამოვარდა ელენე და სახლისკენ სირბილით წავიდა. ვაჩე სულ მარტო დარჩა უსულო გაყინულ სხეულთან და ამაოდ ცდილობდა მის გამოღვიძებას -გაიღვიძე ნუცა გაიღვიძე, ოღონდ ახლა არ მოკვდე და მზად ვარ მთელი ცხოვრება შენს სიტყვებზე ვირბინო - უღონოდ ამოთქვა და ჰაერი კიდევ ერთხელ ჩაბერა. წამიც არ იყო გასული ნუცას ხველა რომ აუტყდა, გვერდზე გადაბრუნდა და ორგანიზმში არსებული წყალი მთლიანად ამოიღო, შემდეგ კი ისევ საწყის პოზციას დაუბრუნდა.
- რა მოხდა? - სულ გაწუწული და შეშინებული ვაჩეს დანახვისას სიტყვებს თავი ძლივს მოუყარა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
-შენ… ცოცხალი ხარ. -შვებით ამოისუნთქა ვაჩემ და სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა.
- ვაჩე რა მოხდა? - უფრო შეშინებულმა იკითხა და თვალებში ჩააცქერდა.
-აღარაფერი, მთავარია კარგად ხარ. - სახეზე ხელი მოისვა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა რომ დამშვიდებულიყო.
-მე, მე ისე უცებ ჩავვარდი ვერაფერი გავაკეთე- უცებ აღიდგინა გონებაში მომხდარი და შიშისგან კანკალმა აიტანა. - ძალით არ გამიკეთებია, მგონი ფეხი დამიცურდა. - აკანკალებული ხმით განაგრძო და ცრემლიანი თვალები მიანათა ვაჩეს.
-დამშვიდდი, მთავარია კარგად ხარ. -ოდნავ წამოწია და სხეულზე მიიხუტა ცოტა რომ დამშვიდებულიყო.
-არ მინდოდა გეფიცები, შენთვის უნდა მომესმინა.
-ტყუილად არ გეუბნებოდი ხეობას მოერიდეთქო. დროა სახლში წავიდეთ, სასწრაფო უკვე გზაში იქნება.
-სასწრაფო?
-ხო, გონებაზე კი ხარ მაგრამ ბევრი წყალი გადაყლაპე, თან… -სიტყვა შუაზე გაუწყდა ყიფიანს.
-თან?
-თან გონება დაკარგე, შეიძლება რამე გამოიწვიოს, ჯობს თავი დავიზღვიოთ.
-კარგი- მშვიდად დაჰყვა მის ნებას და ფეხზე წამოდგომას შეეცადა.
-მოიცა, მოიცა რას აკეთებ?
-სახლში წავიდეთო არ თქვი?
- გოგო სულელი ხარ? ახლახანს ლამის ხელებში ჩამაკვდი, გგონია სიარულის უფლებას მოგცემ?
-ნუ აზვიადებ, კარგად ვარ. -ფეხზე წამოდგა და ვაჩეს რომ არ დაეჭირა ალბათ ტვინის შერყევას მიიღებდა, მოულოდნელად თავბრუ დაეხვა და წონასწორობის შენარჩუნება ვერ შეძლო.
- ერთხელ უკვე არ დამიჯერე და თავი მდინარეში ამოყავი, ჯობს არ შემეწინააღმდეგო. - ცალი ხელი მუხლების ქვეშ ამოსდო მეორე ზურგზე მოკიდა და ხელში აიტაცა სიფრიფანა სხეული.
-ჩემითაც მოვახერხებ ვაჩე დამსვი.
-სიტყვა აღარ გავიგო თორემ მდინარეში დაგაბრუნებ. - კბილებში გამოსცრა ვაჩემ და სახლისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა. რამდენიმე წუთში უკვე სახლის კართან იყო, კარი ფრთხილად გააღო და მისაღებში ხმაურით შევიდა, მათი დანახვისას ელენე მაშინვე ფეხზე წამოვარდა და მომლოდინე სახით მიაჩერდა ვაჩეს. -ცოცხალია დამშვიდდი- შედარებით მშვიდი ხმით მიუგო და ნუცა იქვე დივანზე დააწვინა.
-ღმერთო ნუცა- მეგობრის გვერდით ჩაიმუხლა და მთელი სახე ნერვიულად დაუკოცნა.
-გეგონა ასე მარტივად მომიშორებდი? - ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა და თვალები ისევ დახუჭა -მეძინება. -მშვიდად მიუგო ორივეს.
-იმედები უნდა გაგიცრუო, ახლა ვერ დაიძინებ- მშვიდად მიუგო ვაჩემ- ყურადღება მიაქციე რომ არ დაიძინოს, ტანსაცმელს და პლედს ჩამოვიტან.
-ნუცც, არ დაიძინო კარგიი, მელაპარაკე. -თავზე ხელი გადაუსვა მეგობარს.
-შემეშინდა. -ცრემლიანი თვალებით გახედა ნუცამ ელენეს.
-მეც ძალიან შემეშინდა ნუც, მადლობა ღმერთს ვაჩემ სწრაფად მოახდინა რეაგირება თორემ წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა.
-ვაჩე რომ არა ალბათ მკვდარი ვიქნებოდი.
-იყავი. -ხმა გაებზარა ელენეს.
-რაა?
-წყლიდან რომ ამოგიყვანა რამდენიმე წუთის განმავლობაში გულისცემა არ გქონდა. უსულოდ იწექი მიწაზე. - ცრემლები მოიწმინდა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო- ყველაფერი გააკეთა რომ გადაერჩინე, მისი წყალობით ხარ ცოცხალი.
-ღმერთო - ტუჩი მოიკვნიტა ნუცამ - რა მინდოდა, რა ბუნება და მდინარე მომინდა. - ცრემლებს გასაქანი მისცა და ემოციებს მიეცა- წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა ვაჩე რომ ვერ დამხმარებოდა. დედაჩემი და მამაჩემი რა მდგომარეობაში იქნებოდნენ.
-დამშვიდდი ნუცა, მთავარია ყველაფერი კარგად დასრულდა. - სხეულზე მიიკრო ელენემ და თმაზე მოფერება დაუწყო რომ ცოტა დამშვიდებულიყო.
-ყველაფერი რიგზზეა? -კიბეებზე სწრაფად ჩამოირბინა ვაჩემ და გოგოებს მიუახლოვდა.
-კი, კი. -მშვიდად მიუგო ელენემ და ოდნავ უკან დაიხია.
-ასეთი რაღაცეები არმიყვარს მაგრამ ახლა ამაზე ფიქრის დრო არ იყო, რაც ხელში მომხვდა წამოვიღე რომ გამოიცვალო. მერე ზემოთ ავიდეთ ოთახში -მშვიდი ტონით უთხრა ვაჩემ, ტანსაცმელი მაგიდაზე დააწყო და ისევ ელენეს მიუბრუნდა - გარეთ ვიქნები, რომ გამოიცვლის დამიძახე. -თქვა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა.
- მშრალი ტანსაცმელი რა ბედნიერებაა. - აკანკალებულმა თქვა და სასწრაფოდ გამოიცვალა ტანსაცმელი, რათქმაუნდა ელენე მთელი თავისი ძალებით ეხმარებოდა და წამით არ უშვებდა ხელს, რამდენიმე წუთში ტანსაცმელი გამოიცვალა და ვაჩეც მაშინვე დაბრუნდა ოთახში, სიგარეტის მსუბუქი თავბრუდამხვევი სურნელი ასდიოდა, როგორც ჩანს ნერვიულობისგამო მოწევა გადაწყვიტა. როგორც კი დაინახა რომ ტანსაცმელი გამოიცვალა ხელი მოკიდა და მეორე სართულზე ასვლაში დაეხმარა, ოთახში შეიყვანეს და საწოლზე ფრთხილად დააწვინეს შემდეგ კი საბანი გადააფარეს და მომლოდინე სახით მიაჩერდნენ.
-შენც სველი ხარ- დუმილი დაარღვია ნუცამ.
-არაფერია.
-გამოიცვალე, შეიძლება შენც გაცივდე.
-არაფერი მომივა.
-გთხოვ თავს უფრო ცუდად ნუ მაგრძნობინებ. -მუდარის ტონით უთხრა ნუცამ და ცოტა წამოიწია რომ ოთახში მყოფები ნორმალურად დაენახა.
-კარგი. -ყოველგვარი კამათის გარეშე მიუგო ვაჩემ, წამებში მონახა ტანსაცმელი და სააბაზანოში შევიდა. რამდენიმე წუთში სასწრაფოც მოვიდა, ექიმები ოთახში შევიდნენ და ისტორიის მოსასმენად მოემზადნენ. როგორც კი ელენემ მოყოლა დაამთავრა სასრაფოდ გადაყვანის ინიციატივა წამოაყენეს.
-არა! -მკაცრად განაცხადა ნუცამ.
-შვილო გული გაგჩერებია, ნუ გამაგიჟებ. -ხელები გაასავსავა ქალმა.
-აქ გამსინჯეთ, კარგად ვარ.
-ნუცა ბავშვივით ნუ იქცევი. -გააფრთხილა ვაჩემ - ექიმს მოუსმინე.
-ჩემი ორგანიზმია და ვგრძნობ ყველაფერს, ცუდად რომ ვიყო ვიტყოდი.
-ბატონო თქვენც უნდა გაგსინჯოთ, ყოველი შემთხვევისთვის.
-ვის გამოც გამოგიძახეს იმას მიხედეთ, მე კარგად ვარ.
-არაფერი არ მინდა, უბრალოდ რამდენიმე სიცხის დამწევი დამიტოვეთ.- იხუმრა ნუცამ
-რადგან არ გსურს ვერ დაგაძალებთ -თავი დანანებით გააქნია ქალმა. - მაგრამ მაინც გირჩევთ რომ საავადმყოფოში წამოხვიდეთ.
-არ მინდა მადლობა- ნაძალადევი ღიმილით დააჯილდოვა ქალი და ვაჩეს გახედა რომელიც ისეთი მკაცრი გამომეტყველებით აღარ უყურებდა როგორც აქამდე.
ექიმმა ზედაპირულად გასინჯა თუმცა ვერაფერი აღმოაჩინა როს გამოც საავადმყოფოში წასვლას დაჟინებით მოსთხოვდა თუმცა მაინც გააფრთხილა რომ სუნთქვის უკმარისობის, მკერდში ტკივილის ან რამე მსგავსის შემთხვევაში აუცილრბლად მიემართათ მათთვის. შემდეგ ნივთები ჩაალაგეს და სახლიდან უკანმოუხედავად გავიდნენ. მათ ელენე და ვაჩე უკან მიჰყვნენ, ექიმის რჩევები მოისმინეს და სავარაუდო გართულებებზეც ისაუბრეს, მათი წასვლისთანავე ელენე გასაქცევად მოემზადა რომ ნუცასთვის ჩაი მოემზადებინა მაგრამ ვაჩეს ხმამ შეაჩერა.
-ელენე, მოიცადე.-მშვიდად მიუგო ვაჩემ
-მოხდა რამე? -შეშინებული მოტრიალდა უკან
-არა, უბრალოდ ბოდიშის მოხდა მინდოდა.
-რის გამო? -გაკვირვებული მიაჩერდა მის წინ მდგომ სილუეტს.
-იქ მდინარესთან, ძალიან უხეშად დაგელაპარაკე. მესმის რომ ნერვიულობდი და მასე არ უნდა დაგლაპარაკებოდი. მაგის უფლება არ მქონდა, უბრალოდ არ ვიცოდი რას ვაკეთებდი, დღის ასეთ დასასრულს არ მოველოდი.
-ბოდიში საჭირო არ არის ვაჩე, შენ ჩემი მეგობარი გადაარჩინე, ჩემი ოჯახის წევრი დამიბრუნე. -მადლიერება როგორ გამოეხატა არ იცოდა ამიტომ წამში დაფარა მათ აორის მანძილი და ვაჩეს ჩაეხუტა. -შენ რომ არა ალბათ მის სხეულსაც კი ვერასდროს იპოვიდნენ.
-ასე ნუ ამბობ, საკმაოდ ჯიუტი ვინმეა- ღიმილით მიუგო ვაჩემ და მობილური გაუწოდა. -წამოსვლისას შევამჩნიე იქ დაგიტოვებია.
-მადლობა.
-ნუცას დავხედავ სანამ შენ ჩაის გააკეთებ. -ღიმილით მიუგო და კიბეებისკენ წავიდა.
-ვაჩე… -მოულოდნელად წამოისროლა მისი სახელი.
-გისმენ.
-რაღაცის თქმა მინდა მაგრამ არ ვიცი როგორ გითხრა.
-ნუ დაიბნევი, არ გინდა შემოვლითი გზები, პირდაპირ მითხარი.
-ის რაც მდინარესთან ვთქვი ანდრეაზე, რომ მომწონს. არ მინდა რომ მან იცოდეს- ხელები ნერვიულად ალხართა ერთმანეთში.
-ამაზე ნუ ინერვიულებ, მე არაფერს ვიტყვი.
-დიდი მადლობა-ღიმილით მიუგო ელენემ.
-და ხო, ის რაც ნუცას დაემართა, შენი ბრალი არ არის. -მშვიდი ხმით მიუგო და კიბეები ნელი ნაბიჯით აიარა…

***
-შეიძლება შემოვიდე? -კარზე ფრთხილად დააკაკუნა ვაჩემ და როდესაც ნუცასგან თანხმობა მიიღო ოთახში ნელი ნაბიჯით შევიდა.- თავს როგორ გრძნობ?
-ისე როგორც ცოცხალი. -ხუმრობა სცადა თუმცა ვაჩეს გამომეტყველებიდან მიხვდა რომ არ გამოუვიდა.
-რამე ხომ არ გაწუხებს?
-არაფერი, უბრალოდ ცოტა მცივა.
-წავალ კიდევ ერთ საბანს მოგიტან. -დაუფიქრებლად თქვა და წასასვლელად შებრუნდა თუმცა ნუცამ შეაჩერა.
-მოიცადე, რაღაცის თქმა მინდა.
-მოხდა რამე?
-არა, მადლობის გადახდა მინდოდა, რომ გადამარჩინე- მშვიდად მიუგო და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა- შენ რომ არა 17 წლის ასაკში შევწყვეტდი სიცოცხლეს, მე კი სიკვდილი არ მინდა.
-მთავარია ახლა კარგად ხარ, დანარჩენი წარსულში დატოვე.
-შენ რომ არა არ ვიქნებოდი.
-არ გინდა მშობლებს დაურეკო? ან სულაც სახლში წაგიყვანო?
-მამაჩემი ვერაფერს გაიგებს ნუ დარდობ.
-მამაშენზე არ ვდარდობ ნუცა, მე ის ვერაფერს დამიშავებს. უბრალოდ არ მინდა ვინმე ხელებში ჩამაკვდეს და ამაზე პასუხისმგებელი ვიყო.
-აღარ განმეორდება.
-ხომ გაგაფრთხილე მდინარესთან არ მიხვიდეთქო? რატომ მიხვედი? -ნერვებმა მაინც უმტყუნა.
-შენი გაბრაზება მინდოდა.
-რატომ? ამაზე ხალისობ?
-ცოტას.- თითები ოდნავ დააშორა ერთმანეთს და ხელით რაოდენობა აჩვენა.
-შენი სისულელეები ლამის შენს სიცოცხლედ დაგიჯდა.
-ვიცი და ვწუხვარ. - ამოისრტუნა და უკვე ეტყობოდა რომ ტირილს აპირებდა.
-მწუხარება ვერ გიშველიდა სახლიდან უფრო შორს რომ ყოფილიყავით და ვერ მომესწრო. როგორი უგრძნობიც არ უნდა ვჩანდე მაგაზე საშინელი მომენტი არ არსებობს როცა ვიღაც ხელებში გიკვდება.
-აღარ განმეორდება. - ხმაჩამწყდარმა ამოთქვა და თვალი გაუსწორა.
-დიდი იმედი მაქვს. -თავი დანანებით გააქნია ვაჩემ და წასასვლელად შებრუნდა.
-რატომ დამეხმარე? ხომ მითხარი არ დაგეხმარებიო. -თავისი ნათქვამი გაახსენა ვაჩეს. წამით შეყოვნდა ფიქრობდა ეპასუხა თუ არა, მერე მიუბრუნდა და მშვიდი მაგრამ მტკიცე ხმით მიუგო.
-მე მამაჩემი არ ვარ! -უკან არც მიხედავს ისე თქვა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა…
***
-დაეძინა- კიბეებზე ხმაურით ჩამოვიდა ელენე და დივანზე
ვაჩეს გვერდით დაჯდა.
-ასე უკეთესია, მდგომარეობიდან მალე გამოვა.- მშვიდად მიუგო და სიგარეტის კოლოფი მაგიდაზე მიაგდო.
-ემოციებისგან ისე ვარ დაღლილი ძილის მეტი არაფერი მინდა. -დაიწუწუნა და თავი უკან მძიმედ გადაწია.
-წადი დაიძინე, ანდრეა უკვერამდენიმე საათში აქ იქნება.
-გეგი არ მოდის?
-კომპანიაში პრობლემები აქვს, ბოლო დღეს ჩამოვა.
-ნუცასთან შევალ და ყურადღებას მივაქცევ, მერე იქნებ გამოვიძინო.
-სხვა ოთახში დაიძინე, ნუცასთან ვერ დაიძინებ. -მშვიდად განუმარტა და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა.
-რატომ?
-99%-ით ვარ დარწმუნებული რომ ამაღამ სიცხე აუწევს, ყურადღების მიქცევა დასჭირდება და ვერ დაიძინებ.
-მის გვერდით ვიქნები და დავეხმარები.
-ელენე, წადი გამოიძინე. შენს მეგობარს მე მივხედავ, ახლა მაინც ვერ დავიძინებ.
-მეე… უბრალოდ.
-გამოიძინე, ნუცას ყურადღებას არ მოვაკლებ. -სიტყვა შუაზე გააწყვეტინა ვაჩემ.
-დიდი მადლობა. -თბილად გაუღიმა და ჩაის ფინჯანი მისკენ გაასრიალა. -ჩაი მაინც დალიე სანამ ცხელია, იმ გაყინულ მდინარეში შენც საკმაოდ დიდი დრო გაატარე. -თქვა და ოთახიდან ნელი ნაბიჯით გავიდა, ძილისწინ ნუცას კიდევ ერთხელ დახედა რომელიც უდარდელად ფშვინავდა, შემდეგ ოთახში შევიდა და დაწოლისთანავე ღრმა ძილს მიეცა…

***
დაახლოებით პირველი საათი იქნებოდა ვაჩე ოთახში რომ ავიდა, ნუცას ოთახის კარი ფრთხილად შეაღო, სავარძელში კომფორტულად მოკალათდა და წიგნის კითხვა დაიწყო.
დაახლოებით 50გვერდი ისე წაიკითხა მყუდროება არაფერს დაურღვევია თუმცა მოულოდნელად ნუცამ თავისთვის საუბარი დაიწყო, ყველაფერი ნათელი გახდა. ნუცას მაღალი სიცხე ქონდა და ბოდავდა.
-თავი დამანებე… გამიშვი- თავისთვის ბუტბუტებდა და საიდანღაც თავის დაძვრენას ცდილობდა.- მე… მე ვერაფერს დამიშავებ… მამაჩემი გიპოვნის… ვაჩე… - მძიმედ ამოთქვა მისი სახელი და ღრმად ამოისუნთქა- არაფერი დამიშავო გთხოვ… - ასეთი ნათელი ვაჩესთვის ცხოვრებაში არაფერი ყოფილა, 1 დღის გაცნობილ გოგოს მისი სიკვდილამდე ეშინოდა.
-ნუცა, გამოფხიზლდი. -ახლოს მივიდა და ოდნავ შეანჯღრია თუმცა ამაოდ.
-სიკკკ… სიკვდილი არმინდა. -მთელი სხეულით კანკალებდა და სიზმარში გაჭედილი ემოციებისგან ცხარე ცრემლით ტიროდა.
-ჯანდაბა ნუცა.- შუბლზე ხელი დაადო თუ არა მაშინვე უკან გამოწია, იმდენად ცხელი იყო ფაქტიურად სიცხისგან იწვოდა. სასწრაფოდ გადახადა საბნები და ტანსაცმლის გახდა დაიწყო რომ როგორმე ორგანიზმი გაეგრილებინა.
-რასს… რას… აკეთებ? -ძლივს ამოიბურტყუნა და წამით შეავლო ვაჩეს სილუეტს თვალი.
-ძალიან. უადგილო კითხვაა ქალბატონო- ცალყბად ჩაიცინა და შარვალიც სასწრაფოდ მოაშორა მის სხეულს. საცვლების ამარა დატოვა საწოლზე, სააბაზანოში შევიდა და პირსახოცი გაყინული წყლით დაასველა, სასწრაფოდ დატოვა სააბაზანო და ნუცას გვერდით ჩამოჯდა, შუბლზე გაყინული სხეულის შეხებისას ტანში ერთიანად გააჟრჟოლა და მთლიანად ეკალმა დააყარა.
-ცცც…ივი…ა- აკანკალებული ხმით თქვა და ხელი მის მოშორებას შეეცადა თუმცა ამაოდ.
-ისევ შენთვის აჯობებს რომ არ მოიშორო. -გააფრთხილა ვაჩემ და ხელები თავს ზემოთ გაუკავა რომ პირსახოცი არ მოეშორებინა.
-ცცუდი კაცცცცი ხხხააარ შეეენ, ძაააალიან ცცცუდი. -სახე დამანჭა და გამომშრალი. ტუჩები ენით დაისველა.
-თითქოს ეს ცუდი კაცი არ გივლიდეს ახლა.
-ვეეერ გიტტააან. -ხელების გათავისუფლებას შეეცადა მაგრამ ამაოდ. -გეხხხვეწები გამიშშშშვი. -ცრემლიანი თვალები მიანათა ნუცამ და კიდევ ერთხელ გაიბრძოლა მის წინააღმდეგ.
-ნუცა გაჩერდი, შენთვის რაიმეს დაშავება რომ მდომოდა ამისთვის მაშინაც მეყოფოდა ძალა როცა თავს კარგად და ლაღად გრძნობდი.
-მამაშშშენივით მოძძძძააალადე ხარრრ, გამიშშშვვვვი. - უკვე ხმით ტიროდა ნუცა, ვაჩეს კი იმის წარმოდგენაც კი აშინებდა რას ფიქრობდა ან წარმოიდგენდა ახლა ნუცა გონებაში.
მიუხედავად იმისა რომ ზუსტად იცოდა მაამამისს არაფრით არ გავდა მაინც გულზე საშინლად ხვდებოდა მისი სიტყვები, ანადგურებდა ის რასაც ნუცა მასზე ამბობდა რადგან მამამისი სწორედ ის ადამიანი იყო რომლის მენტალიტეტსა და თვისებებს მთელი ცხოვრება გაურბოდა. დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში უწევდა ვაჩეს მის წინააღმდეგ ბრძოლა იქამდე სანამ სიცხე დაუწევდა და ღრმა ძილს არ მიეცემოდა.
უკვე ნერვებზე იყო, ჯერ 24საათიც არ იყო გასული რაც ნუცა გაიცნო და უკვე იმდენჯერ გააღიზიანა და იმოქმედა მის ნერვებზე ვეღარც კი ითვლიდა. თან გამუდმებით ადარებდა მამამისს რაც უფრო მეტად გამაღიზიანებელი იყო ვიდრე მისი ცინიზმით სავსე საუბარი. ეზოში სახლის შესავლელ კიბეზე იჯდა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა, ვეღარც კი ითვლიდა მერამდენე ღერს უკიდებდა და უემოციოდ ისროდა ნამწვს ეზოში რომელსაც საკუთარივე ხელში აქრობდა. ძალიან მალე ეზოში მანქანის ფარებმა შემოანათა და მაშინვე მიხვდა რომ ანდრეა ჩამოვიდა, მანქანა გააჩერა თუ არა სასწრაფოდ გადმოვიდა და ვაჩესკენ სირბილით წავიდა.
-ძმაო რახდება? როგორხართ? -ხმაზე ეტყობოდა რომ ნერვიულობდა.
-ყველა კარგად ვართ, არ ინერვიულო. -მშვიდად მიუგო და მორიგ ღერს მოუკიდა.
-ელენემ ნორმალურად ვერ მითხრა რა მოხდა, მომიყევი. -მის გვერდით ჩამოჯდა და ერთ ღერს თვითონაც მოუკიდა.
-მე გავაფრთხილე რომ ხეობა საშიში იყო, გაყოლაც კი შევთავაზე მაგრამ უარი მითხრა, შედეგი თვითონაც მოიმკო.
-ელენემ ტირილით დამირეკა ნუცა მოკვდაო, ალბათ ისე შეეშინდა ვერ აანალიზებდა რას ამბობდა.
-მშვენივრად აანალიზებდა რასაც ამბობდა, წყლიდან ცოცხალ-მკვდარი ამოვიყვანე, არ სუნთქავდა. -ღრმა ნაპასი დაარტყა ვაჩემ და კვამლი მთლიანად ფილტვებში ჩაუშვა.
-ახლა როგორ არის? - ხმაჩაამწყდარმა კითხა ანდრეამ.
-დაბალი სიცხე აქვს, სხვა ყველაფერი რიგზზე აქვს.
-და შენ?
-რა მე?
-შენ როგორ ხარ?
-გადავიტან.- მოკლედ მოუჭრა და ჰორიზონტს გახედა.
-მისმინე, შენ მოახერხე და ნუცა გადაარჩინე, თავს დამნაშავედ არ უნდა გრძნობდე.
-თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, მეგავაფრთხილე მაგრამ არ მომისმინა ისევე როგორც… -სიტყვა შუაზე გაუწყდა ლიკას გახსენებისას.
-ის გადარჩა ვაჩე, შენი წყალობით. მან მოახერხა გამოძრომა.
-იმიტომრომ ნუცა ლიკა არ არის. ნუცა საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა.
- განა ეს ცუდია?
-პირიქით, კარგია რომ სიცოცხლისთვის იბრძვის. არმეგონა რომ გადარჩებოდა, წამით გაჩერებასაც კი ვაპირებდი მაგრამ ელენე შემეცოდა, ვიცოდი გაანადგურებდა ამიტომ ყველაფერი ვცადე რომ გადამერჩინა.
-ელენე როგორ არის?
-დაიღალა, ძაალიან ნერვიულობდა. წადი მასთან, ნახე როგორაა.
-შენ კარგად იქნები?
-როგორც ყოველთვის. -ნაძალადევი ღიმილით მიუგო ანდრეას და კოლოფიდან ბოლო ღერი ამოიღო -ანდრეა- კართან მისულს დააწია. სიტყვა.
-გისმენ. - მაშინვე მისკენ შემობრუნდა ანდრეა.
-თუ ისევ ფსკერზე დავეშვები…
-მაგას არ დავუშვებ! - სიტყვა გააწყვეტინა ანდრეამ
-თუ მაინც მოხდა მსგავსი რამ და თავი დავკარგე, როგორც არ უნდა მივაწვე იმ ფაქტს რომ დახმარება არ მჭირდება… დამეხმარე! -ბოლო სიტყვები თითქმის ჩურჩულით თქვა მაგრამ ანდრეასთვის სრულებით გასაგები იყო რასაც გულისხმობდა.
-წინაჯერზეც მაგას აწვებოდი მაგრამ მარტო არ დამიტოვებიხარ, არც მომავალში ვაპირებ. -მშვიდად მიუგო ანდრეამ და სახლში ხმაურით შევიდა…


***
ანდრეა ოთახში შევიდა თუ არა ელენემ მაშინვე თვალები გაახილა და საწოლიდან წამოიწია.
-მე ვარ, დამშვიდდი.- მშვიდად მიუგო ანდრეამ და სინათლე აანთო. -რატომ არ გძინავს?
-გამეღვიძა და ვეღარ დავიძინე.
-რატომ? რამე ხომ არ გაწუხებს? -კარგი ხმაურით დაკეტა და ნელა მიუახლოვდა -ტიროდი? რამოხდა? - ტირილისგან თვალები დასიებოდა ელენეს.
-უბრალოდ ემოციების ბრალია.
-ნუცა ხომ კარგადაა, რა განერვიულებს? -გვერდით მიუჯდა ანდრეა.
-ხო მაგრამ ჩემს გამო ლამის მოკვდა. - სლუკუნით ამოთქვა და ცრემლები მაისურის სახელოთი მოიწმინდა.
-გოგო ხომ არ გაგიჟდი? შენ რა შუაშიხარ? ხელი კარი რომ გადავარდნილიყო?
-ღმერთო არა, რა სისულელეა.
-აბა თავს რატომ იდანაშაულებ?
-მე რომ არ დავრჩენილიყავი არც ნუცა არ დარჩებოდა, არც იმ მდინარეში ჩავარდებოდა.
-ელენე მომისმინე- ტონი გაიმკაცრა ანდრეამ -შენ არ ხარ დამნაშავე იმაში რაც ნუცას დაემართა გესმის? ეს შემთხვევით მოხდა და შენ არავინ გადანაშაულებს. პატარა ბავშვები ხომ არ ხართ? ვაჩემ გააფრთხილა და ვფიქრობ უბრალოდ მისი გაბრაზება უნდოდა, იქ ამიტომ ჩავიდა.
-უნდა შემეჩერებინა, რამდენჯერ ვუთხარი მაგრამ არ მომისმინა გეფიცები. -ცრემლებს გასაქანი მისცა და ხელები ერთმანეთში ნერვიულად ახლართა.
-მე მჯერა შენი, შენ არცერთი წამით არ გადანაშაულებ, ვიცი რომ ნუცასთვის კსრგის მეტი არაფერი არ გინდა, ასერომ დამშვიდდი. -თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა და აწყლიანებულ თვალებში ჩააცქერდა.- თავს ნუ იდანაშაულებ იმის გამო რაც შენ არ გაგიკეთებია და მითუმეტეს მაშინ როცა ყველა კარგადაა. -წამით დაფიქრდა მაგრამ მერე იფიქრა რომ ასე უკეთესი იქნებოდა და ერთი ხელის მოძრაობით მოიქცია ელენე თავის მკლავებში, გულზე ძლიერად ყავდა მიწებებული და ხელს ნელი მოძრაობით უსვამდა თმაზე რომ დაემშვიდებინა. ასეც მოხდა, ემოციებისგან დაცლილს სხეული დაუმძიმდა და უმოკლეს დროში გადაეშვა მორფეოსის სამყაროში…

***
მთელი ღამე ფეხზე იყო ვაჩე, ნერვიულად მიმოდიოდა ეზოში და ნერვების დამშვიდებას ცდილობდა, ცენტრშიც კი იყო გასული იმის გამო რომ სიგარეტი გაუთავდა და მთლიანი ყუთო წამოიღო ყოველი შემთხვევისთვის. მასთან ერთად ხელს რამდენიმე შეკვრა ლუდი და ძლიერი სასმელიც მოაყოლა. მთელი ღამე ნუცას ოთახში კრესლოში იჯდა და ყოველ ნახევარ საათში ერთხელ სიცხეს უსინჯავდა, კიდევ რამდენჯერმე ჩაიბურტყუნა მძინარე ნუცამ რაღაც თუმცა იმდენად გაურკვევლად რომ ვაჩეს ყურთასმენას ვერ მისწვდა.
მთელი ღამის განმავლობაში სვამდა მაგრამ სასმელი არ მოკიდებია, ალბათ ნერვების ბრალიაო იფიქრა და მთელი ბოთლი ვისკი გამოცალა.
10საათისთვის უკვე ყველას ეღვიძა ნუცას გარდა, ელენე და ანდრეა ქვემოთ ჩავიდნენ და საჭმლის გაკეთება დაიწყეს, ვაჩე აივანზე იჯდა თავი კედელზე ჰქონდა მიდებული და წიგნს კითხულობდა, თუმცა ეჭვი მაქვს თავში არაფერი შესვლია იმდენად ეძინებოდა, ორი ღამის უძილო იყო, თანაც ნასვამი.
მისი ყურადღება ხმაურმა მიიქცია რომელიც ოთახიდან მოდიოდა, წამსვე მიაგდო წიგნი, ფეხზე წამოვარდა და ოთახში შევიდა, ზღურბლზე თვალებგაფართოებული ნუცა დახვდა რომელსაც ტუმბოდან სანათი გადმოეგდო და კედელს უღონოდ ეჭიდებოდა რომ არ დაცემულიყო.
-რატომ ადექი? -მკაცრი ტონით იკითხა ვაჩემ და წამში მასთან გაჩნდა რომ წონასწორობის შენარჩუნებაში დახმარებოდა.
-ჩემით ვიზამ, გამიშვი. -მისგან თავი გაითავისუფლა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია რომ მათ შორის დისტანცია ყოფილიყო. -შეგიძლია ამიხსნა ნახევრად შიშველი რატომ ვარ? -ზედ შემოხვეულ ადიელას ხელი უფრო მაგრამ მოუჭირა და ღრმად ჩაისუნთქა.
- ნუ ჯიუტობ კარგი? ნება მომეცი დაგეხმარო. -ხელის შეშველება სცადა თუმცა ამაოდ.
-ვაჩე, შიშველი რატომ ვარ?
-ჩემი სახელი დაგიმახსოვრებია. - კითხვა დააიგნორა მათ შორის მანძილი სწრაფად დაფარა და ხელში აიტაცა სიფრიფანა სხეული.
-ახლავე გამიშვი ხელი, ცხოველო. - გიჟივით დაიწყო ფეხების ქნევა.
-ჯანდაბა გოგო, შენ რა ავადმყოფი ხარ? მე შენს დახარებას ვცდილობ და შენ არ ეხმარები საკუთარ თავს, ეგ საერთოდ როგორაა შესაძლებელი? -საწოლზე ფრთხილად დასვა და ხმამაღლა დაუყვირა ვაჩემ.
-როგორ მეხმარები ტანსაცმლის გახდით?
-რომ არ გამეხადა მოკვდებოდი, ეგ გინდოდა? შენი მდგომარეობიდან მხოლოდ ის შეამჩიე რომ ტანსაცმელი არ გაცვია?
-სხვა რა უნდა შემემჩნია? აძონძილს მეძინა იმდენი ტანსაცმელი მეცვა, გავიღვიძე და მხოლოდ საცვლები მაცვია. სხვა რა უნდა შევამჩნიო ვერ მეტყვი?
-ავადმყოფიხარ, მგონი ჯობდა იმ მდინარეში დამეტოვებინე იქნებ ჭკუა ცოტა მაინც გესწავლა და ამდენი არ გეტლიკინა.
-დაგეტოვებინე, მაინც მამაშენის შვილი არ ხარ? ჩემი სიკვდილით მამაშენს მაინც ასიამოვნებდი. -ფეხზე წამოვარდა ნუცა.
-ცხოვრებაში პირველად ვნანობ ადამიანის გადარჩენას, იმსახურებდი რომ არ გადამერჩინე.
-თითქოს პირველი ვიქნებოდი ვინც იმ მდინარეში დაახრჩვე. უბედურ შემთხვევად გასაღდებოდა და მორჩა.
-გეყოფა ნუცა! ზედმეტი მოგდის, იცოდე ვის ელაპარაკები! - დაიგრგვინა ვაჩემ და კედელზე არსებული სარკე ერთი ხელის დარტყმით ჩამოლეწა.
-ფეხებზე ვის ველაპარაკები, ახლაც კი ზუსტად მამაშენის თვალებით მიყურებ, ზუსტად ისე როგორც 5წლის წინ მამაშენი მიყურებდა.
-მამაჩემის შეცდომები ჩემი ბრალი არ არის!
-არა, მაგრამ შენც მის გზას ადგახარ. აგრესიას ვერ აკონტროლებ და გიჟივით იქცევი, ბოლოს მასსავით დაამთავრებ.
-აღარ გააგრძელო! -გააფრთხილა ყიფიანმა თუმცა ამაოდ.
-რატომ სიმართლე არ გსიამოვნებს? თავის კონტროლს თუ არ ისწავლი მასზე ორჯერ უარესი იქნები. მერე ყველა იტყვის რომ ნამდვილად მისი შვილი ხარ.
-მე მისნაირი არ ვარ! -ბოლო ხმაზე დაიყვირა და ნუცა ერთი ხელის მოძრაობით ააყუდა კედელზე. -გაინტერესებს რატომ არ გაცვია ტანსაცმელი? იმიტომ რომ შენი დახმარება მინდოდა, სიცხისგან იწვოდი და მთელი ღამის განმავლობაში გივლიდი, მერომ სხვა რამ მდომოდა არც დავფიქრდებოდი ისე გავაკეთებდი თანაც მაშინ როცა გონებაზე იქნებოდი და არა მაშინ როცა სისულელეებს ბოდავდი და აზრზე ვერ მოდიოდი რა ხდებოდა. რომ მდომოდა გავაკეთებდი გესმის? - ბოლო ხმაზე ყვიროდა ვაჩე -ვერც ელენე, ვერც ანდრეა და ვერც სხვა ვინმე ვერ შემიშლიდა ხელს მაგრამ მე ასეთი არ ვარ, ცხოვრებაში ბო*ისთვისაც კი არ დამიკარებია ხელი ეს თუ მისი სურვილი არ იყო და გგონია 17წლის გოგოს რომელიც რამდენიმე საათის წინ სიკვდილის ხელიდან გამოვგლიჯე პირადი მიზნებისთვის გავაშიშვლებდი? შენ რა მართლა გიჟი ხარ? -თვალებიდან უკვე ნაპერწკლებს ყრიდა ვაჩე.
-ხელი გამიშვი, მეტკინა. -ცრემლები წამოუვიდა ნუცას, თან მთელი სხეულით კანკალებდა და ხმას ვერ იმორჩილებდა. წამიც არ იყო გასული ვაჩემ ხელი რომ შეუშვა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.
-აქ რა ხდება? -ოთახში ანდრეა და ელენე ერთად შემოცვივდნენ.
-შენთვის კარგი რომ არ მდომოდა იმ მდინარეში დაგტოვებდი. -თავი დანანებით გააქნია და ოთახიდან უკან მოუხედავად გავიდა, ანდრეა უკან გაეკიდა თუმცა ამაოდ, ვაჩე მაშინვე მანქანაში ჩაჯდა და მანქანა ადგილს მოწყვიტა…

***
-შეგიძლია ამიხსნა რა მოხდა? -სირბილით შევიდა ანდრეა ოთახში.
-არაფერი არ მომხდარა, შენი მეგობარი იდიოტია, ვეზიზღები და მეც მეზიზღება.- საწოლზე მოწყვეტით დაეშვა ნუცა და ნაჭერს ხელი უფრო მაგრად მოუჭირა.
-ნუცა, კონკრეტულად რამოხდა ის მაინტერესებს, ფაქტებით.
-შიშველს გამეღვიძა, ბუნებრივია მგონი რომ კითხვა დამებადა ტანსაცმელი რატომ არ მეცვა, მერე ჩხუბი დავიწყეთ. თავიდანვე რომ ეთქვა ტანსაცმელი რატომ არ მეცვა ასე არ მოხდებოდა. მერე ცოტა ოჯახს შევეხე.
-მითხარი რომ მამამისზე არაფერი არ გითქვამს.
-ვუთხარი! -მკაცრად განაცხადა ნუცამ.
-რა უთხარი?
- ვუთხარი რომ მამამისს გავს და ზუსტად მისნაირი გამოხედვა აქვს, ისიც ვუთხარი რომ თავს ვერ აკონტროლებს და მალე მასზე უარესი იქნება.
-შენ რა გაგიჟდი? -ტონს აუწია ანდრეამ- ჯანდაბა ნუცა, ადამიანი შენს დახმარებას ცდილობდა და მადლობას ასე უხდი?
-ისევ მევარ დამნაშავე?
-დამნაშავე არაფერშუაშია ნუცა, უბრალოდ ვაჩე ოჯახთან სხვანაირ დამოკიდებულებაშია.
-მამამისს მახსენებს, ამას ვერ შეცვლის.
-ამის წამოძახება ყოველ წამს აუცილებელია?მამამისს რომ გავდეს შენ არ დაგეხმარებოდა გესმის?შენს გამო იმ მდინარეშიც კი გადახტა სადაც მისი ბავშვობის მეგობარი დაიხრჩო, ზუსტად ისე ამოიყვანა იმ წყლიდან როგორც შენ და ზუსტად ისე ცდილობდა მის დახმარებას როგორც შენსას, თუმცა წინა ჯერზე ეს არ გამოუვიდა და ლიკა ხელებში ჩააკვდა, მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ გიცნობს წარმოგიდგენია მაინც რა ნერვების ფასად დაუჯდა შენი გადარჩენა? არ დანებებულა მიუხედავად იმისა რომ იმედი არ ქონდა, ყოველ წამს იმის დამტკიცებას ცდილობს რომ მამამისზე უკეთესია და ზუსტად 2 დღის გაცნობილმა ადამიანმა მისი ღირსება და თვითშეფასება ნულის ტოლზე ჩამოიყვანე. რაც არ უნდა დაგმართნოდა მამამისთან ვაჩე არ იმსახურებს შენს სიძულვილს. წყობიდან მეც შეიძლება გამოვიდე და ვიყვირო, ანუ რა მომავალი სერიული მკვლელი ვარ? ამის თქმა გინდა?- ერთი ამოსუნთქვით მიახალა ანდრეამ და სავარძელში მოწყვეტით დაეშვა.
-მეე… მე არ… არ ვიცოდი. -თვალები ცრემლებით აევსო და წამის მეათასედში ლოყები მარილიანმა სითხემ დაუსველა
-აუცილებელი არარის ადამიანზე ყველაფერი იცოდე, ისიც საკმარისია რომ მისი ოჯახის გამო არ შეიძულო.
-ვწუხვარ. -აკანკალებული ხმით თქვა და მის გვერდით მჯდომ ელენეს მთელი სხეულით ზედ მიეკრო.
-შენი ბრალი არ არის, დამშვიდდი. -ხელები მჭიდროდ მოხვია და მის დამშვიდებას შეეცადა.
-მართალი იყო, არ უნდა დამეტოვებინეთ. ორივე სახლში უნდა წამეყვანეთ ისე როგორც ვაჩემ თქვა.
-ეგ არ არის სწორი გადაწყვეტილება ანდრეა. -შეეპასუხა ელენე.
-შენ არ იცი როგორი რთული გზის გავლა მოგვიწია მე და გეგის ვაჩესთან ერთად, ჩემს გამო იმ ფსკერზე რომ დაბრუნდეს საკუთარ თავს არასდროს ვაპატიებ. -ჩამწყდარი ხმით თქვა და ოთახიდან მშვიდი ნაბიჯით გავიდა…
-მე მართლა არ ვიცოდი ელენე- ტირილს უმატა ნუცამ- არ მინდოდა ასე გაბრაზებულიყო.
-ვიცი ნუცა, შენ არ გადანაშაულებ.
-ის რაც მამამისთან შემემთხვა… -ხანგრძლივი პაუზა გააკეთა და როგორ კი ხმის დამორჩილება შეძლო გააგრძელა- უბრალოდ არ მავიწყდება, მამამისის მთელი ჩემი ცხოვრება მეშინოდა, იმ ინციდენტის მერე 2 წელზე მეტი კოშმარები მესიზმრებოდა, ახლა კი მის შვილთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ყოფნა რთულია, მისიც მეშინია და თან მამამისზე არა ნაკლებ, მაგრამ ვხვდები რომ ზედმეტი მომივიდა, ის რაც ვუთხარი. -სლუკუნით ამოთქვა და ელენეს პატარა ბავშვივით მიეწება.
-როდესაც დაბრუნდება ბოდიში მოუხადე, შენც უკეთ იგრძნობ თავს და ისიც. -მშვიდად მიუგო ელენემ.
-ისევ რომ გაბრაზდეს? -აწყლიანებული თვალები მიანათა ელენეს.
-ბოდიშს თუ მოუხდი და გამოხვალ ოთახიდან რატომ გაბრაზდება? მთავარია ზედმეტი არაფერი უთხრა.
-ღმერთო, რა შარში გავყავი თავი. - სიტყვებს საშინლად მძიმე გრძნობები ამოაყოლა და ფიქრებში ჩაიძირა…

***
-რამე ხომ არ გაგიგია? -ტელეფონში გეგის აღელვებული ხმა გაისმა.
-არა, არაფერი. შენ?
-არც მე, სადაც შემეძლო ყველგან ვიკითხე, იპოდრომზეც ვიყავი, თვეებია იქ არ გამოჩენილა.
-ჯანდაბა, ყველაზე უარესი ფიქრები მაწუხებს და საშინლად არ მინდა რომ რამე მსგავსი მოხდეს.
-ჯერ მოიცადე, იქნებ დაბრუნდეს, ხვალამდე თუ ვერაფერი გავიგეთ მერე ბიჭები ჩავრიოთ.
-მეშინია ხვალ უკვე გვიანი არ იყოს. -თავი დანანებით გააქნია ანდრეამ და ყურმილი დაკიდა.
-ახალი ხომ არაფერია? -კიბეებზე ნელი ნაბიჯით ჩამოვიდა ელენე.
-არა, საერთოდ არაფერი. -სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.
-ცოტა მეუხერხულება ამის კითხვა მაგრამმ. -ყოყმანით წამოიწყო თუმცა მიხვდა რომ ახლა მორიდების დრო არ იყო და წინადადება დაამთავრა -ვინმე ისეთი არ ჰყავს ვისთანაც მიდის ხოლმე? სისტემატიურად.
-ვის გულისხმობ?
-ქალს.
-ნა*ას? -გაეცინა ანდრეას.
-ხო, მაგას.
-მგონი მასეთი ყველა კაცს ყავს.
-მგონი შენი გადმოსახედიდან მსჯელობ ახლა. -შეწუხებულმა ამოთქვა ელენემ.
-მეც მყავს მსგავი ადამიანი, მაგრამ ახლა აღარ ვაკითხავ და დიდი ალბათობით აღარც მომავალში მივაკითხავ.
-რატომ?
-საცოლე მყავს. -მზერა გაუსწორა ანდრეამ.
-მეგონა რამე სერიოზული მიზეზი გქონდა. - ხელი ჩაიქნია ელენემ.
-ყველაზე კარგი მიზეზი რის გამოც ნებისმიერი ქალი უნდა დათმო ეგაა. -განუმარტა ანდრეამ - სანამ ჩემი საცოლის როლი გაქვს მორგებული პატივს გცემ ოღონდ მართლა, არავითან მივდივარ ხომ ხედავ.
-ახლა სულ მე გამაგებინებდი თბილისში რომ იყავი წასული ვინმესთან შეიარე თუ არა.
-სახლში შევიარე, კომპანიაში, გეგის გავყევი საქმეზე, კომპანიის პიარ მენეჯერს შევხვდი და ჩამოვედი. იმენა არავისთან არ ვყოფილვარ.
-ვხუმრობდი ანდრეა. -ბაგე ღიმილმა გაუპო ელენეს.
-მე არა. ისეე ვინმესთან რომ ვყოფილიყავი შენთვის აზრი ექნებოდა?
- 1 კვირის მერე ისე დამი*იდებ თითქოს არც ვარსებობდი. ასერომ არა.
-ეგ საიდან მოიტანე?
-მასე არ იქნება?
-არა!
-არა?
-არა! მე მინდა შენთან ურთიერთობის გაგრძელება. თუ რათქმაუნდა შენც გინდა.
-მაგაზე უნდა ვიფიქრო.
-რაზე უნდა იფიქრო? - კიბეებზე ნელა დაეშვა ნუცა.
-არაფერზე ისე უბრალოდ ვსაუბრობდით.
-ვიცი მე თქვენი ისე უბრალოდ საუბარი- თვალები მოჭუტა და ეჭვნარევი მზერით გახედა ორივეს.
-გეყოფა. -გაეცინა ელენეს და ნუცაც მალე აყვა სიცილში.
-რატომ ჩამოხვედი რამე ხომ არ გინდა? -ჰკითხა ანდრეამ - თუ გშია რამეს მოგიმზადებ.
-არა, ყინული მინდა უბრალოდ.
-ამ სიცივეში ყინული რისთვის გინდა?- გაიკვირვა ორივემ.
-ამისთვის. -მხრებიდან ჟაკეტი გადაწია თუ არა ელენემ მაშინვე შეჰკივლა.
-ღმერთო, ეს რა არის?
-ვაჩემ გააკეთა?
-ძალით არ უნდოდა, უბრალოდ წყობიდან გამოვიყვანე და ძალიან მომიჭირა ხელი.
-მკლავებზე მისი ხელები გეტყობა ნუცა. - თვალებგაფართოებული მიაჩერდა მის ხელებს ელენე.
- ეს არ მომკლავს. ყინულს დავიდებ და გამივლის. -მშვიდად მიუგო, მაცივრიდან ყინული გამოიღო და მხრებზე ნელი მოძრაობით აასრიალა.
-რაიმე წამალი ან მაზი ხომ არ გინდა? აფთიაქში წავალ და მოვიტან. -თავი დამნაშავედ იგრძო ანდრეამ უფრო ადრე რომ არ შევიდა ოთახში.
-არა მადლობა, სერიოზული არაფერია, რამდენიმე დღეში გამივლის. - მხიარულად ამოთქვა და კიბეები თვალის დახამხამებაში აიარა.

***
ანდრეა ვერ ისვენებდა ყველასთან დარეკა ვისთანაც შეიძლებოდა ვაჩე ყოფილიყო მაგრამ ყველამ უარით გამოისტუმრა და ეს კიდევ უფრო ანერვიულებდა. ელენე და ნუცაც მასთან ერთად იყვნენ მისაღებში როდესაც მოულოდნელად მანქანის ხმა გაისმა.
-მოვიდა. -შვებით ამოისუნთქა ანდრეამ და კარს მომლოდინე სახით მიაჩერდა, საკმაოდ მშვიდი სახე ჰქონდა თითქოს არაფერი მომხდარა მაგრამ ვაჩეს დანახვისთანავე სახე აერია და მშვიდი გამომეტყველება შეეცვალა. -რა მოგივიდა? -მაშინვე ცხვირწინ დაუდგა და სისხლიან სხეულზე თვალი კიდევ ერთხელ აატარა.
-არაფერი.
-იჩხუბე?
-ჰო.
-ვისთან? ან რამოხდა?
-გამატარე, სერიოზული არაფერია. -ანდრეა ერთი ხელის მოსმით გადაწია გვერდით და კიბეებზე სწრაფი ნაბიჯით ავიდა.
-ვაჩე, მოიცადე ერთი წუთით. -მაშინვე უკან მიჰყვა და ოთახში მასთან ერთად შევიდა.
-რაგინდა ანდრეა?
-ვისთან იჩხუბე? ისევ ვინმე იპოვე ქუჩაში?
-ლექსოს დავურეკე, ჩხუბის ხასიათზე ვიყავი და ისიც დამთანხმდა.
-ის სი*ი ლექსო?
-ჰო.
-მითხარი რომ კარგად დალეწე.
-საკამოდ თან. -ბაგე უჩვეულო ღიმილმა გაუპო ვაჩეს.
-მისმინე ვაჩე, თავს ამის გამო ყველაზე საშინელ ადამიანად ვგრძნობ მაგრამ ეს მაინც უნდა გთხოვო. -მძიმედ ამოთქვა ანდრეამ.
-რა მოხდა?
-მაისურის სახელოები აიწიე.
-რა?- თვალები გაუფართოვდა ვაჩეს.
-უბრალოდ აიწიე და დავამთავროთ.
-არაფერი გამიკეთებია ანდრეა, უბრალოდ რამდენიმეჭიქა არაყი დავლიე.
-გთხოვ ვაჩე, ამის ძალით გაკეთება არ მინდა. -ვაჩემ იცოდა რომ ანდრეა გამკეთებელი იყო ამიტომ სისხლიანი მაისური საერთოდ მოიშორა სხეულიდან და ხელები წინ გაუწია.
-ნახე, არაფერი მიმიქარავს. -როგორც კი ანდრეამ ორივე ხელზე დახედა მაშინვე დაამატა. -ახლა დამშვიდდი?
-იცი რომ ეს სიტუაცია არც მე მომწონს მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.
-ვიცი. მაგრამ თავის კონტროლს ვცდილობ.
-ვიცი ვაჩე, შენ მართალი იყავი, ორივე უნდა დამებრუნებინა. ხვალ დილით ორივეს სახლში წავიყვან.
-რაა? არა ანდრეა. ეგ არ არის აუცილებელი, დედაშენს გულს ნუ ატკენ.
-დედაჩემი ჩემს საცოლეს აუცილებლად მოესწრება, მაგრამ ახლა არა.
-მათ სახლში რომ დააბრუნებ მერე? ისე მოიქცევი თითქოს ორი სკოლის მოსწავლე სვანეთში არ წამოიყვანე? -აივნიდან ისეთი სიცივე შემოდიოდა ვაჩეს უნებურად გააჟრჟოლა, კარადაში სუფთა მაისური მოძებნა და სასწრაფოდ გადაიცვა.
-ეგ არ მითქვამს, უბრალოდ აქ მათი დატოვება და შენი გაღიზიანების ყურება სწორი არ არის.
-გგონია ნუცა იმ ზომამდე მიმიყვანს რომ ისევ წამალზე შევჯდები?
-ეგ არ არის გამორიცხული ვაჩე და შენც იცი.
-ეგ არ მოხდება, დედაშენი გაახარე. 1 კვირის მერე მე ვეღარასდროს ვნახავ ნუცას და ყველაფერი დამთარდება.
-დარწმუნებული ხარ?
-სრულებით, მოვახერხებ მის გაძლებას და თავსაც გავაკონტროლებ, თუ ამას ვერ მოვახერხებ შენ ყოველთვის ახლოს იქნები.
-მადლობა ძმაო. -მეგობარს გადაეხვია ანდრეა -ყოველთვის გვერდით ვარ, ეგ ხომ იცი.
-ვიცი ანდრეა. -ღიმილით მიუგო ვაჩემ.
-მე ქვემოთ ჩავალ, ყავის დალევას ვაპირებ, თურამე ჩამოდი.
-ჯობს დავრჩე, ცოტა გამოვფხიზლდე.
-როგორც გინდა.- მხრები აიჩეჩა ამდრეამ და ოთახიდან ტვირთჩამოხსნილო გამოვიდა, კობეებთან მისულს გზად ნუცა გადაეყარა რომელიც ოთახიდან მის გამოსვლას ელოდებოდა.
-შხაპს ხომ არ იღებს?
-არა, რამოხდა?
-მასთან საუბარი მინდა, უბრალოდ ბოდიშს მოვიხდი და გამოვალ.
-მამამისს აღარ შეადარო გთხოვ, თორემ მერე მართლა ვეღარ გავაჩერებ.
-ზედმეტს არაფერს ვიტყვი. გპირდები. -ღიმილით მიუგო ანდრეას და გვერდი სწრაფად აუარა, ოთახის კართან რამდენიმე წამით შედგა, ღრმად ჩაისუნთქა, ძალა მოიკრობა და კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა. -შეიძლება შემოვიდე? -კარი სულ დონავ გააღო და ვაჩეს დაუძახა.
-შემოდი. -ოთახში შესვლისთანავე დაინახა აივანზე მდგომი ვაჩე რომელიც როგორც ყოველთვის სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა.
-მხოლოდ 2 წუთს წაგართმევ.
-თუ გინდა 20 წამართვი, დრო ბევრი მაქვს.
-ვაჩე, შენ ხომ იცი რომ მამაშენთან ჩემს ოჯახს კარგი არაფერი აკავშირებს?
-ვიცი. -დაეთანხმა ვაჩე.
-მამაშენს ერთხელ ჩემი მოკვლაც კი უნდოდა მხოლოდ იმიტომ რომ მამაჩემის შვილი ვარ, ვიცი ვერ წარმოგიდგენია მაგრამ ჩემთვის უზომოდ რთულია შენთან ერთად ერთ სახლში ყოფნა. მამაშენის წლების განმავლობაში მეშინოდა, მეშინოდა ჩემთვის ან ჩემი ოჯახისთვის რაიმე არ დაეშავებინა. გარეთ გასვლის და საერთოდ ცხოვრების მეშინოდა, მას შემდეგ კი რაც მამაშენის ამბები დავიწყებას მიეცა შენ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში და მე… მე -სიტყვა ვეღარ დაასრულა იმდენად ნერვიულობდა.
-ჩემი გეშინია. - მისი სათქმელი თქვა ვაჩემ.
-მისმინე, მე არ მინდა რომ ასე იყოს და იმაშიც ძალიან ვცდებოდი რომ მამაშენს გავხარ, მართლა.
-ანდრეამ დაგარიგა?
-რა?
-ანდრეამ გთხოვა რომ დამლაპარაკებოდი? -სიგარეტის ნამწვი ხელში ჩააქრო, აივნიდან ისროლა და მათ შორის მანძილი სწრაფად გადაკვეთა.
-არა, გეფიცები არა.- შეშინებულმა ნაბიჯით უკან დაიხია და კარს მთელი არსებით აეკრო.
-აბა რატომ გადაწყვიტე ჩემთან საუბარი?
-მივხვდი რომ ისეთი ადამიანი არ ხარ როგორიც… როგორიც მამაშენი.
-მაგრამ ჩემი მაინც გეშინია. -ცალი ხელით კარს მიეყრდნო და მასთან უფრო ახლოს მივიდა.
- ამას ვერაფერს ვუხერხებ, შენ არ ხარ ცუდი ადამიანი, პირიქით, ჩემს გამო მდინარეში გადახტი და გულის მასაჟს მიკეთებდი რომ ამ სამყაროში დაგებრუნებინე.
-ხელოვნური სუნთქვა არ დაგავიწყდეს. -ღიმილით მიუგო ვაჩემ
-ჯანდაბა, ეს რატომ არავინ მითხრა? -ლოყები აუწითლდა ნუცას.
-სადაც შენთვის ტანსაცმლის გახდა გავბედე მაგაში ხელს ვინ შემიშლიდა?
-გეყოფა! -გააფრთხილა ნუცამ
-თორემ?
-კიდევ ერთხელ მოგხვდება სახეში!
-მგონი უკვე ჩვევად გექცა, თუ მასე ძალიან გინდა დამარტყი.
-რაა?
-დამარტყი თუ ეგ დაგამშვიდებს, იქამდე მირტყი სანამ ჩემი შიში არ გადაგივლის.
-უმიზეზოდ ვერ დაგარტყამ, მაშინ უბრალოდ გაბრაზებული ვიყავი.
-თუ გეტყვი რომ გუშინ ღამით ტანსაცმელი დიდი სიამოვნებით მოგაშორე სხეულიდან? -თვალები მომლოდინედ ჩააცქერდა და მაშინვე შეამჩნია როგორ დაიბნა ამ სიტყვების მოსმენისას - იმაზეც მეფიქრებოდა რომ ისიც არ დამეტოვებინა რაც დაგიტოვე.
-გაჩერდი, გთხოვ. -მუდარის ტონით უთხრა ვაჩემ.
-რატომ?
-უბრალოდ გაჩერდი.
-მხოლოდ იმას ავღნიშნავ რომ ლამაზი სხეული გაქვს. -თავიდან ბოლომდე აათვალიერა მის წინ მდგომი გოგო და ისევ თვალებში ჩააცქერდა.
-გაიწიე, უნდა გავიდე. -ხელი მკერდზე მიარტყა რომ უკან გაწეულიყო თუმცა ამაოდ.
-კარგი, კარგი. ნუ ბრაზდები ვიხუმრე. -მშვიდად მიუგო და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. - სულ ეგ იყო რისი თქმაც გინდოდა? - კოლოფიდან კიდევ ერთი ღერი ამოიღო და კვამლი ფილტვებში სიამოვნებით ჩაუშვა.
-ბევრს ეწევი.
-ნარკოდამოკიდებულების ბრალია, ნარკოტიკებს ეს ჯობს.
-ეგეც ნარკოტიკია.
-ისეთი არა რომ 25წლამდეც ვერ მივაღწიო.
-ცუდად ყოფილა შენი საქმე.
-ნამდვილად. - კიდევ უფრო ღრმა ნაპასი დაარტყა და ისევ კითხვას მიუბრუნდა. - მეტი არაფრის თქმა არ გინდა?
-უბრალოდ ვწუხვარ. -მძიმდ ამოთქვა და მის წინ მდგომ ბიჭს თვალი შეავლო.
-რის გამო?
-იმის გამო რომ მამაშენს გადარებდი. მამაშენი მე არასდროს დამეხმარებოდა.
- ვინ იცის. -არაფრისმთქმელად ჩაიბურტყუნა.
-მე წავალ, ღამემშვიდობის. -ერთი სული ქონდა ოთახიდან როდის გავიდოდა, მოულოდნელად მხარზე ჩამოვარდნილი ჟაკეტი ისევ ბოლომდე აიწია და ხელით მაგრად ჩაბღუჯა რომ განხილვის თემა არ გამხდარიყო თუმცა ყიფიანის თვალებს ეს არ გამოპარვია.
-მოიცადე. -მისი ხმა იმდენად მტკიცედ ჟღერდა ნუცა ადგილზე გაიყინა.
-რრა? რა მოხდა? - შეშფოთებულმა იკითხა და პასუხს დაელოდა თუმცა ამაოდ. სიგარეტი ჭურჭელში ჩააგდო და მათ შორის მანძილი სასწრაფოდ დაფარა. ხელები სახეზე ფრთხილად მოკიდა და წამით თვალებში ჩააცქერდა, თვალებს იმდენად დაბნეულად აცეცებდა მზერასაც კი ვერ უსწორებდა ვაჩე, სახიდან ხელები ყელისკენ ფეთხილად ჩაასრიალა და წამით შეჩერდა ნუცას სიტყვების გამო.
-გთხოვ არგინდა რა, გამიშვი. - სიტყვები ისე მძიმედ თქვა თითქოს სულიც ამოაყოლა, იგრძნო როგრო მოემატა გულისცემა თუმცა ვაჩე არ გაჩერებულა, მხრებამდე ჩავიდა და თხელი ნაჭერი ფრთხილად მოაშორა სხეულიდან.
-ჯანდაბა. -მისი მკლავების დანახვისას ტვინში სისხლი ჩაექცა ვაჩეს.
-არაფერია ვაჩე მართლა, გავალ რა, გთხოვ.
-მისმინე ნუცა, მე მართლა… მართლა არ მინდოდა შენთვის რაიმეს დაშავება, ძალიან ვუწვარ ამის გამო მართლა. - დალურჯებულ ადგილებზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა და მის გამხდარ მკლავებს კიდევ ერთხელ დააკვირდა, იმდენად მაგრად უჭერდა ხელს რომ მისი ხუთივე თითის ანაბეჭდი ქონდა კანზე.
- შენ არ გადანაშაულებ კარგიი, ყველაფერი რიგზზეა. -თვალებგაფართოებული მისჩერებოდა მის წინ მდგომ სილუეტს რომელიც ისე სწრაფად გარდაისახა სხვა ადამიანად რომ თვითონაც ვერ გაანალიზა.
-მართლა როგორი ცხოველი ვარ, ლამის ძვლები დაგიმტვრიე მხოლოდ იმიტომ რომ წყობიდან გამოვედი და თავი დავკარგე. მაპატიე ნუცა, მე არც კი მიფიქრია შენთვის რაიმეს დაშავება, აზრზე ვერ მოვედი ეს როგორ მოხდა. -თავისთვის დაიწყო საუბარი, ჟაკეტი ისევ მხრებზე მოახურა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია.- ყველანაირი მიზეზი გაქვს იმისთვის რომ გძულდე, არც კი შეგეწინააღმდეგები აქ და ამწამსვე რომ მითხრა მძულხარო. - კედელს მთელი ძალით დაარტყა მუშტი და თავი მძიმედ მიაყრდნო ზედ. -ჯანდაბა, მგონი მართალი ხარ და მამაჩემს ვემსგავსები. ახლა გასაგებია შენი სიძულვილის მიზეზი.
- მე არ მძულხარ ვაჩე. - ვერც კი წარმოიდგენდა რომ ოდესმე ამ ადამიანს დანაშაულის გრძნობა შეაწუხებდა, მაგრამ იმ რეაქციის შემდეგ რომელიც ნუცას ოთახში შემოსვლის წამიდან ჰქონდა ვაჩეს, ამტკიცებდა იმას რომ ვაჩე არ იყო მამამისი და ნუცასაც არ ჰქონდა მისი სიძულვილის მიზეზი…
ვაჩეს აღარაფერი უკითხავს, მხოლოდ წამით შეავლო თვალი მის გვერდით მდგომ გოგონას და ისევ კედელს მიუბრუნდა. -წადი. -მძიმედ ამოთქვა და სიგარეტის კოლოფს წაეტანა.
-კარგად ხარ? -აღელვებულმა იკითხა ნუცამ.
-შენ ამაზე არ უნდა ღელავდე. შენთვისვე იქნება უკეთესი დისტანციას თუ დაიჭერ, ყოველშემთხვევაში მე მასე ვაპირებ. -სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა და კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან.
-ერთ სახლში და ერთ ოთახში გვიწევს ყოფნა, მაგას როგორ აპირებ?
-ქვემოთ დავიძინებ დივანზე, ან გეგის ოთახში გავალ ჩამოსვლას თუ არ აპირებს.
-ეგ არ არის აუცილებელი მართლა.
-გთხოვ, არ შემეკამათო. უბრალოდ მომდევნო 6 დღე მომერიდე. -მშვიდად მიუგო, ზურგი აქცია და აივანზე გავიდა, მაშინვე მიხვდა ნინი რომ ვაჩემ საუბარი დაასრულა, თავიდაც მიბრუნდა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა…
-მშვიდობაა? -ყურს მისწვდა ანდრეას ეჭვნარევი მზერა მაშინვე როგორც კი კიბეებზე ძალაგამოცლილი დაეშვა ნუცა.
-კი, უბრალოდ ცოტა ვისაუბრეთ. არ გვიჩხუბია მართლა.
-მჯერა, უბრალოდ ვიკითხე. -ბაგე მხიარულმა ღიმილმა გაუპო.
-ელენე სად არის? -ეზოში გავიდა, ტელეფონზე დაურეკეს.
-აჰმმ- თავისთვის ჩაიბურტყუნა და სავარძელის კუთხეზე ჩამოჯდა.
-თავს როგორ გრძნობ? -დავიღალე, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც.
-გინდა თბილისში წაგიყვანო? მართლა თუ გინდა არ მოგერიდოს. -წინ წამოიწია ანდრეა, ხვდებოდა რომ აქ ყოფნა მისთვის რთული იყო ამიტომ მზად იყო ახლავე წაეყვანა თბილისში და საშუალება მიეცა ღამე თავის ფუმფულა საწოლშო გაეტარებინა.
-არა, პრობლემა არ არის. უბრალოდ სიცხისგამო ცუდად მეძინა
-ტემპერატურა მაინც აკონტროლე, ადამიანის ორგანიზმი უცნაური რამეა- კიბეებზე სწრაფად ჩამოირბინა ვაჩემ და ოთახი მშვიდი
ნაბიჯით გადაკვეთა.
-სადმე მიდიხარ? -იკითხა ანდრეამ.
-მაღაზიაში. ლეპტოპის დამტენი გამიფუჭდა.
-მერე აქ მაგისყიდვას სად აპირებ?
-ცენტრში გავალ ლადოსთან, მითხრა არ დავკეტავ დაგელოდებიო. თორემ აქვე რომ არ იქნება მეც ვიცი.
-ამაღამაც არ იძინებ?
-კი, როგორც კი მოვალ დავიძინებ, თორემ უკვე ისე ვარ მიცვალებულებს ველაპარაკები.
-შავი იუმორი. -თვალები მოჭუტა ანდრეამ.
-არაფერს ვაპირებ, არც დალევას და არც არაფრის გაკეთებას. მაქსიმუმ სიგარეტი მოვწიო, თუ ეგეც არ მეკრძალება. -გაეცინა,მაცივრიდან მინერალური აიღო და გასასვლელისკენ შებრუნდა. -ამაღამ გეგი ჩამოვა?
-არა, ხვალ შეხვედრა აქვს.
-კარგი, მაშინ ამაღამ მის ოთახში დავრჩები. -მშვიდად მიუგო და სახლი უკანმოუხედავად დატოვა.
-ასე რატომ დარდობ მასზე? -მზერა კარიდან ანდრეაზე გადაიტანა ნუცამ.
-არ მინდა თავი ისევ დაკარგოს.
-ისევ?
-ხო, ადრე ლიკას სიკვდილმა ძალიან იმოქმედა მასზე, ბოლოს იმ მდგომარეობამდე მივიდა ლამის ხელებში ჩაგვაკვდა.
-დამოკიდებულება აქვს?
-საშინელი. ყველაზე საშიში ნარკოტიკით იბრუებდა თავს, მთლიანად ვერ შეეშვა, რაღაცას მაინც სთხოვს ორგანიზმი და
სიგარეტით ანაცვლებს. მაგრამ როცა ბრაზდება ან ნერვიულობს რთულია ამის გაკონტროლება.
-მესმის. -მძიმედ ამოთქვა და სავარძელში კომფორტულად მოეწყო.
-ამიტომაც არ მინდა რომ კონფლიქტი გქონდეთ, ჩემთვის ბიოლოგიური ძმისგან არ განსხვავდება, არც ვაჩე და არც გეგი.
-ყველანაირად ვეცდები მსგავსი სისულელეები აღარ ვილაპარაკო. - პირზე ხელის ერთი მოძრაობით დაიდო ბოქლომი და გასაღები არარსებულ მდინარეში გადაუშვა.
-საბამ დამირეკა- გიჟივით შემოვარდა ოთახში ელენე და ნუცას პირდაპირ დადგა.
-რა უნდოდა?
-შენი აზრით?
-ისევ ჩემზე გელაპარაკა?
-მითხრა რომ ჩემი დაბადებისდღის წვეულებიდან მოყოლებული ცდილობს რომ დაგიკავშირდეს მაგრამ არც ზარებზე პასუხობ დაარც მესიჯებზე.
-ეგ მართალია, შენ რა უთხარი?
-ვუთხარი რომ თავი დაენებებინა, ისიც ვუთხარი რომ თბილისში არ ხარ და ისვენებ, მაგრამ უცებ გამოხტა მისამართი მომწერე და ჩამოვალო.
-იმედი მაქვს მისამართი არ გითქვამს. -თვალები გაუფართოვდა ნუცას.
-არა ნუც, სულელი ხომ არ ვარ. მაგრამ ვეჭვობ შენებთან დარეკვა მოგიწევს.
-რატომ?
-მითხრა რომ შენთან სახლში მოვიდოდა და იკითხავდა სად ხარ.
-ისინიც მაშინვე იტყვიან სად ვარ. -თავზე ხელები შემოიტყა ნუცამ.
-რატომ? ხომ იციან რომ დაშორდით?
-არა. -მძიმედ ამოთქვა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.
-რატომ არ უთხარი?
-რა მეთქვა ელენე? ჩემმა ყოფილმა რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ და ჩემთვის შესაფერის ბიჭად მიგაჩნიათ მასთან დაწოლა დამაძალათქო? - ხმამაღალი ტონით ამოხეთქა ნუცამ და მხოლოდ მაშინ გაიაზრა რომ ანდრეაც მათთან ერთად იყო ოთახში.
-მოიცა, მოიცა. დანარჩენი რაც მოვისმინე ჩემი საქმე არ არის მაგრამ მითხარი რომ არ გაუუპატიურებიხარ. - მძიმედ ამოთქვა ანდრეამ და წამში დადგა ნუცას პირდაპირ.
-არა, არა. -სასწრაფოდ იუარა ნუცამ -უბრალოდ ორივე ნასვამი ვიყავით. -უხერხულად შეიშმუშნა და აღარ გააგრძელა.
-და?
-მერე ნუცას სე*სი შესთავაზა, როდესაც ნუცასგან უარი მიიღო მაინც არ შეეგუა და ნარკოტიკის მიღება შესთავაზა რომ უხერხულობა არ ეგრძნო, დანარჩენს ყველაფერს თვითონ მიხედავდა თურმე. -ზიზღით თქვა ელენემ და ნუცას “შემომაკვდები”
მზერას თვალი აარიდა.
-დაგაძალა? -თვალები წამოენთო ანდრეას.
-ხო მაძალებდა, მითხრა რომ აბებიც ქონდა, ნემსებიც და ფხვნილიც. რამდენჯერმე სცადა ჩემი მეორე სართულზე აყვანა მაგრამ არ გაყვევი, რაღაც მოვიმიზეზე და სახლიდან უკანმოუხედავად გავედი. ელენეც კი იქ დავტოვე, იმდენად შემეშინდა. -თვალები
საცოდავად ააფახულა.
-სწორედ ამიტომ დაგრჩა ცალი ფეხსაცმელი სახლის ეზოში. - სიტუაციის განმუხტვა სცადა ელენემ.
-ერთი წუთით, ახლა არ გამოვშტერდე. რამდენი წლის ხარ? - პირდაღებული უსმენდა ანდრეა.
-17.
-ის სი*ი რამდენისაა? -ღვარძლით ამოთქვა და ნერვებზე მყოფმა სიგარეტს მოუკოდა დასამშვიდებლად.
-18ის გახდა. მის დაბადებისდღეზე მოხდა ეს ყველაფერი.
-ვინმეს უთხარი?
-მხოლოდ ელენეს და ახლა უკვე შენ.
-დახმარება რატომ არ ითხოვე? ისეთი არავინ გყავს ვინც დაგეხმარებოდა? მშობლები და პოლიცია თუ არა მეგობარი ბიჭი.
-მყავს მაგრამ არ მინდოდა ყველაფერი ცუდად დამთავრებულიყო.
-ნუცა მომისმინე, ჭკვიანი გოგო ხარ და ხვდები იქ რაც მოხდა. ჩვეულებრივი ძალადობაა ის რაც მაგ სი*მა გააკეთა. შენ რომ ზემოთ აეყვანე ფეხებზე დაი*იდებდა გინდოდა თუ არა, ძალით გააკეთებდა. ხომ უნდა ჩამოსვლა, ჩამოვიდეს. ყველა ძვალი თუ არ დავუმტვრიო ბო…ვილი ვიყო. -თავს ძლივს იკავებდა ანდრეა.
-დამშვიდდი კარგი? დავურეკავ და ვეტყვი რომ თბილისში როცა ჩავალ სალაპარაკოდ შევხვდები.
-ვის შეხვდები გოგო არ გამაგიჟო, არ მიეკარო მაგ ბიჭს.
-ერთ სკოლაში ვართ, მაინც შევხვდები. ასერომ არაუშავს. -მძიმედ ამოთქვა ნუცამ.
-მისმინე, თუ დახმარება გჭირდება მითხარი კარგი? შენი ერთი სიტყვა და ძვლებს დავუმტვრევ ოღონდ მართლა, რადგან ორი დღეა გიცნობ ეგ იმას არ ნიშნავს რომ გვერდით არ დაგიდგები და არ დაგეხმარები. შენ უბრალოდ თქვი და დანარჩენს მე გავაკეთებ, თან
ისე რომ მაგ ბიჭის ლექსიკონიდან სახელი ნუცა სამუდამოდ წაიშლება.
-დიდი მადლობა ანდრეა -თვალები აუცრემლიანდა ნუცას ამ სიტყვების მოსმენისას - ნეტავ მართლა ჩემი სასიძო იყო.
-გაუაზრებლად წამოროშა და მხოლოდ მაშინ გაანალიზა რა თქვა ელენეს ხველა რომ აუტყდა. - ანუუ ის ვიგულისხმე რომ კარგი იქნებოდა აქედან წასვლის შემდეგაც რომ გვქონოდა ურთიერთობა. -უცებ გადაასწორა თავისი ნათქვამი და ელენემაც შვებით
ამოისუნთქა.
-რათქმაუნდა გვექნება, მაგაში ეჭვიც არ შეგეპაროს.
-ძალიან გამიხარდება ასე თუ იქნება. -ღიმილით მიუგო ნუცამ.
-დაძინებას არცერთი არ აპირებთ?
-კი, როგორ არა. მე უკვე ისე ვარ ძლივს დავდივარ. -ხელები გაასავსავა ნუცამ.
-მეც. - კვერი დაუკრა ელენემ.
-ადით და დაიძინეთ, რთული ორი დღე იყო.
-შენ?
-მე დავრჩები, ვაჩეს დაველოდები. -იუარა და ისევ სავარძელში დაბრუნდა.
-მისმინე, კარგად რომ გამოიძინო შემიძლია ნუცასთან ერთად დავიძინო. - თავი უხერხულად იგრძნო ელენემ, 2 დღეა არც ანდრეას სძინებია ნორმალურად.
- არა, ეგ არაფერ შუაშია მართლა, სადაც გინდა იქ დაიძინე, ვაჩე რომ მოვა მეც დავწვები. თან სალაპარაკო მაქვს.
-კარგი, ღამემშვიდობის. -ღიმილით უთხრა ელენემ და კიბეებზე მიმავალ ნუცას უკან მიჰყვა.
-ტკბილი ძილი. -მისი ხმადაბლა მათქვამი სიტყვები სმენას მისწვდა თუმცა ვეჭვობ ელენეს მისი სიტყვები არ გაუგონია…
***
ოთახში შესვლისთანავე ნუცამ, საბას ნომერი აკრიფა და სასწრაფოდ დარეკა. რამდენიმე ზარის შემდეგ ტელეფონში ნაცნობი ბოხი
ბარიტონი გაისმა.
-ნუცა? -გაიკვირვა ბიჭმა.
-ხო, მე ვარ.
-ჩემთან დარეკვა რამ გადაგაწყვეტინა?
-2 წუთით თუ გცალია საუბარი მინდა.
-შენთვის მთელი ცხოვრება მცალია. -პირფერულად დაიწყო საუბარი და ნუცას ლამის გული აერია ამის მოსმენისას.
-ჩემს მშობლებთან არ მიხვიდე, თბილისში როგორც კი ჩამოვალ შეგხვდები.
-რომ მითხრა სად ხარ და ჩამოვიდე არ გინდა?
-საჭირო არ არის, უბრალოდ რამდენიმედღე მოითმინე, მერე ჩამოვალ და დავილაპარაკოთ.
-ნუცა, ვიცი რომ ნაწყენი ხარ ჩემზე და ისიც ვიცი რომ **ესავით მოვიქეცი. მაგრამ ჭკუა ვისწავლე მართლა. -განმარტა საბამ და მთელი გრძნობით ელოდა ნუცას პასუხს.
-გილოცავ, მაგრამ ჩემს დამოკიდებულებას შენდამი ეგ ვერ შეცვლის.
-ხო იცი რო არ დავნებდები? მაინც დაგიბრუნებ. ერთ წელზე მეტი დამჭირდა რომ შენი გული მომეგო და ამაზე უკან არ დამიხევია, ასერომ არც ურთიერთობის გამოსწორებაზე არ დავიხევ უკან.
-ტყუილად არ გინდა გთხოვ. -აივანზე გავიდა ნუცა სუფთა ჰაერი რომ ჩაესუნთქა. -მხოლოდ იმიტომ ვაპირებ შეხვედრას რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ყველაფერი.
-გგონია მასე მარტივადაა ყველაფერი? ხელს გაატკაცუნებ და მორჩა? -ტონს აუწია საბამ.
-ტონი აკონტროლე.
-ტონი ვაკონტროლო კიარა მალე ჩამოდი, თუარადა ბო***ვილი ვიყო ჩამოგაკითხავ სადაც არ უნდა იყო, მაინც გავიგებ.
-შენ თავი დიდი ვინმე ხომ არ გგონია? ეგ ურთიერთობა დასრულდა, მოკვდა გაიგე!
-**ეზე , ჩემი აზრი არ დამიფიქსირებია და მე თუ ვამბობ რომ არ დამთავრებულა ესეიგი არ დამთავრებულა.
-შენ რა მთვრალი ხარ?
-მთვრალი არ ვარ, ფხიზელი ვარ და გეუბნები იმას რასაც ვფიქრობ. გეუბნები იმას რომ ჩემი იქნები თავიდან ბოლომდე და ეგ არ შეიცვლება. -ბოლო ხმაზე უყვიროდა ტელეფონში და ნუცა დარწმუნებული იყო იქ რომ ყოფილიყო ვერ გადაურჩებოდა.
-გთხოვ თავი დამანებე რა. -ამოიკრუსუნა საცოდავად და ცრემლები ერთი ხელის მოსმით მოიწმინდა.
-ვერ იტყვი რომ იმ ერთი ღამის გამო დამშორდი, შენთვის არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ შემოგთავაზე. მაგრამ დამიჯერე ისე გაგიჟდები ჩემზე მერე პირიქით შენ შემომთავაზებ.
-ხომ არ გაგიჟდი? -ტონს აუწია ნუცამ.
-ტონი ნუცა! რაღაცას რომ ვამბობ ესეიგი მასე იქნება, ზედმეტი საუბრების გარეშე! გკოცნი და ტკბილიძილი. -როგორც შეეძლო მშვიდი ტონით მიუგო და ტელეფონი გათიშა
-ღმერთო რა დავაშავე-ამოიკნავლა ღონეგამოცლილმა,მუხლები ნიკაპთან მიიტანა, თავი დააყრდნო და ცრემლებს გასაქანი მისცა..

***
ანდრეა რამდენიმე საათის განმავლობაში უაზროდ იჯდა სავარძელში და თავის ბიზნეს იდეებს ერთმანეთში აზავებდა, ახალ
იდეაზე მაინც სამუშაო ქონდა და წვიმის ფონზე თავისუფალი დრო რადგან გამონახა საქმეს მიხედა. მალე ვაჩეც მოვიდა,
მოკლესახელოებიანი მაისურის ამარა იყო წასული და ოთახში ისე უცებ შემოვარდა ანდრეას ლამის გული გაუხეთქა.
-სულ დავსველდი ამის…-შეიკურთხა უმისამართოდ და ანდრეას გახედა.
-გული გამისკდა შე*ემა, რა გიჟი მოზვერივით შემოვარდი.
-რომელისაათია? რატომ არ გძინავს?
-ბიზნესი მითხოვს -გაიცინა და თავით მაგიდაზე არეულად დაყრილ ფურცლებზე მიუთითა.
-რომელი საათია შე*ემა, რადროს ბიზნესია. -გაეცინა ვაჩეს და ფანჯრიდან გარეთ გააპარა თვალი. -რა საშინელი ამინდია, ძლივს მოვედი.
-შენ გირჩევნია გამოიცვალო თორე მე არ მოგხედავ იცოდე- გაიცინა ანდრეამ
-ხო ავალ გამოვიცვლი და დავიძინებ.
-რომ გამოიცვლი 5 წუთით ჩამოდი, საქმე მაქვს და მერე დაიძინე.
-მშვიდობაა ტო? -ეჭვნარევი მზერა შეავლო ანდრეას.
-კი, კი. რომ ჩამოხვალ მერე ვილაპარაკოთ.
-კაი, უცებ ავალ და მალე ჩამოვალ. - კიბეებზე სირბილით ავიდა და პირდაპირ ნუცას ოთახისკენ აიღო გეზი, ტანსაცმელი და ლეპტოპი იქ ქონდა ასერომ ოთახში შესვლა მაინც მოუწევდა. კარი ფრთხილად გააღო რომ ნუცა არ გაეღვიძებინდა და ტელეფონზე
ფანარი აანთო თუმცა ეს არაფერში დასჭირდა, ოთახში სინათლე ენთო და ნუცაც არ დახვდა საწოლში. ოთახი მოათვალიერა და ვერსად რომ ვერ დაინახა იფიქრა ალბათ სააბაზანოში შევიდაო, ტანსაცმელი აიღო და ოთახის მეორე ბოლოში გადაინაცვლა
ლეპტოპის ასაღებად. -ჯანდაბა რა მაგრად ცივა, აივნის კარი რომ იხურება არ იცის ამან? -თავისთავს ჰკითხა და რამდენიმე ნაბიჯით წინ წავიდა, კარის სახელურს წაეტანა თუ არა მაშინვე თვალში მოხვდა აივნის კუთხეში მჯდარი ნუცა რომელსაც ფეხები
მთლიანად დასველებოდა თუმცა ურეაქციოდ თავჩაღუნული იჯდა საშინელ ქარში და წვიმაში. -შენ ხომ არ გაგიჟდი? -ნივთები იქვე დაყარა და აივანზე გიჟივით გავარდა.- სიკვდილი გინდა გოგო? -მის წინ ჩაიმუხლა და ოდნავ შეანჯღრია თუმცა ამაოდ. -ნუცა.
-უფრო ძლიერად შეანჯღრია და თავი ააწევინა, ნუცაც მალევე გამოფხიზლდა.
-რა? რამოხდა? -წამწამები ერთმანეთს მძიმედ დააშორა და მის წინ მდგომს სილუეტს კარგად დააკვირდა რომ ნორმალურად აღექვა ვინ იყო.
-ტიროდი? -თვალები ისე ქონდა დასიებული რომ ამას კითხვაც კი არ სჭირდებოდა.
-არა. -იუარა ნუცამ და ცრემლებისგან დანამული ლოყები მაისურის სახელოთი მოიწმინდა.
-მოხდა რამე?
-არაფერი.
-მისმინე ნუცა, ვინმემ გაწყენინა? რამე შეგემთხვა? მითხარი და დაგეხმარები. -შეწუხებულმა ამოთქვა ვაჩემ და მისი სახე ხელებში მოიქცია.
-არაფერი, უბრალოდ ძილი მინდა. -თავისთვის ჩაიბურტყუნა და ფეხზე წამოდგომას შეეცადა.
-მერე წვიმაში რომ არ დაგეძინა ამხელა სახლში საწოლი ვერ იპოვე? -წელზე ხელი მოკიდა რომ წონასწორობა შეენარჩუნებინა და საწოლამდე ნელი ნაბიჯით მიიყვანა.
-მე უბრალოდ ჩამეძინა. -ღალილი სახით უთხრა და ფეხიდან სველი წინდები გაიხადა.
-გამოიცვალე და ისე დაიძინე, აივნის კარი აღარ გააღო ყინავს ოთახში. -ოდნავშესამჩნევად დატუქსა და აივნის კარი გასაღებით
გადაკეტა.
-მადლობა რომ გამაღვიძე. -ღიმილით მიუგო და მომლოდინე სახით მიაჩერდა რომ სველი შარვალიც გაეხადა.
-მე გავალ, ღამემშვიდობის.
-ღამემშვიდობის. -ყრუდ ჩაილაპარაკა და საწოლზე მოეყვეტით დაეცა…
***
-სანამ მე არ ვიყავი რამე მოხდა? -კიბეებზე სირბილით ჩავიდა ვაჩე და ანდრეას პირდაპირ ჩამოჯდა.
-რატომ მეკითხები?
-ოთახში შევედი ტანსაცმლის ასაღებად, ნუცას აივანზე ეძინა, ტირილისგან თვალები დასიებული ქონდა.
-ჯანდაბა ალბათ იმ სი*მა უთხრა რამე. -კბილები გაახრჭიალა ანდრეამ.
-ვინ? რამოხდა მომიყევი.
-შეიძლება არ უნდა გეუბნებოდე მაგრამ ხვალ რამდენიმესაათით გასვლა მომიწევს და მაგ პერიოდში რომ დაგადგეთ თავზე აზრზე ხო უნდა იყო რა ხდება.
-ვინ უნდა დაგვადგეს ბიჭო? მამამისმა გაიგო რამე?
-არა, ნუცას ყოფილია. მაგარი სი*ი ვინმეა, თავის დაბადებისდღეზე ნუცასთვის მასთან დაწოლა დაუძალებია, მაგის მერე ნუცა დაშორდა მაგრამ ის არ ეშვება.
-ვინაა? ში**ოარაქვს მაგას? რასქვია აძალებდა? -თვალები წამოენთო ვაჩეს.
-ფხიზელზე უარი რომ უთხრა, თავი უხერხულად რომ არ ეგრძნო ყველანაირი ნარკოტიკი შესთავაზა.
-ბარიგაა?
-არვიცი მაგრამ *ლე როა ეტყობა.
-მაგის დე********. -საშინლად გაღიზიანდა ვაჩე. -ახლა რა ემუქრება დაგადგებიო?
-ხო მანდ მოვალ სადაც ხარ და ვილაპარაკოთო
-მეც ეგ მინდა ჩამოვიდეს რო ყველა ძვალი დავუმტვრიო. -სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა ვაჩემ.
-ზუსტად ეგაა ჩემი მიზანიც, აქ ჩამოსვლას თუ გაბედავს და მე აქ არ ვიქნები, მიხედე.
-მაგაში ეჭვიც არ შეგეპაროს. -კვერი დაუკრა ვაჩემ მეგობარს.
-რადგან აქ ჩამოვიყვანეთ ჩვენი პასუხისმგებლობაა და არ მინდა თავი ცუდად იგრძნოს, ვუთხარი რომ დავიცავდი და დავეხმარებოდი.
-მასეც მოვიქცევით ძმაო, მაგისნაირი სი*ები საერთოდ რატომ იბადებიან.
-იმიტომ რომ ჩვენნაირებმა ძვლები დაუმტვრიონ. -განმარტა ანდრეამ.
-ხოდა მიიღებს რასაც ეძებს. - ნერვიულად ჩაისუნთქა სიგარეტის კვამლი და დაბინდულ ჰორიზონტს გახედა...

***

დილით საკმაოდ ადრე წავიდა ანდრეა, საქმეები ქონდა და სვანეთიდან ვერ მოაგვარებდა. დაახლოებით 3 საათის წასული იყო
ტელეფონზე მესიჯი რომ მოუვიდა, მისი დისგან იყო.
-დედას ველაპარაკე, ჩამოსვლას ვეღარ ახერხებს ბიზნესის გამო. შეგიძლია შენი გოგონა სახლში დააბრუნო. -ბოლოს ღიმილიანი
სმაილით, ალბათ ყველაზე საშინელი მესიჯი იყო მათ შორის რაც კი ოდესმე მიუღია

***
-გისმენ ანდრეა. - ვაჩეს დაღლილი ხმა გაისმა მობილურში.
-ვაჩე, სახლში ხარ?
-სარბენად გამოვედი, რახდება?
-ჩემმა დამ მომწერა. -მცირე პაუზა გააკეთა და მალევე დაამატა. -დედაჩემი აღარ ჩამოდის.
-რა? -მოულოდნელობისგან ჩასძახა ვაჩემ -რა უნდა ქნა?
-არაფერი, გოგოებს დავაბრუნებთ.
-მოგვიანებით რომ ჩამოვიდეს დედაშენი მერე რას იზამ?
-რაზე?
-შენს საცოლეზე!
-დავშორდით და მორჩა.
-სადხარ ახლა?
-2-3 საათში თბილისში ვიქნები, მაგრამ შენ თუ დარჩენა გინდა შემიძლია დავბრუნდე.
-არა წადი. დღესვე წამოვიდეთ?
-ხო რავიცი, რაღას უნდა ველოდოთ. მაგათაც ერთი სული აქვთ სახლში როდის დაბრუნდებიან.
-სახლში მივალ და ვეტყვი რომ ბარგი ჩაალაგონ, შხაპს მივიღებ და წამოვალთ.
-კარგი, თბილისში რომ ჩამოხვალთ შემეხმიანე.
-კარგი. -მშვიდად მიუგო და ზარი დაასრულა. -ჯანდაბა შენს თავს გოცირიძე. -შეწუხებულმა ამოთქვა და სახლამდე გზა სირბილით განაგრძო.
სახლს ეტყობოდა გოგოების ხელი, მაგიდა ლამაზად გაეწყოთ და საუზმეს მშვიდად შეექცეოდნენ, მყუდროება ვაჩეს მოსვლამ დაარღვია, სახლში ხმაურით შევიდა, ტალახიანი ფეხსაცმელი იქვე დატოვა და გზა ფეხშიშველმა განაგრძო, სამზარეულოში შესვლისთანავე თვალში მოხვდა დაღონებული ნუცა რომელიც ჩანგალს თეფშზე უაზროდ უსვამდა და ლუკმასაც არ აკლებდა მის თეფშს.
-დილამშვიდობის ვაჩე. -ღიმილით შეხვდა ელენე -ისაუზმებ? -ფეხზე წამოდგომა დააპირა რომ მაგიდაზე თეფში დაემატებინა მაგრამ ვაჩემ შეაჩერა.
-არა, მადლობა. თქვენ მიირთვით. ანდრეამ დამირეკა.
-მშვიდობაა?
-კიი, დედამისი აღარ ჩამოდის და სახლში გაბრუნებთ.
-დღეს? -თვალები გაუფართოვდა ნუცას.
-ხოო, ჩაალაგეთ და ერთ საათში წავალთ.
-ანუ, ერთ საათში?
-ნუცა შენ არ იყავი აქედან გაქცევს რომ გინდოდა? ახლა რა შეიცვალა?
-არა, არაფერი. -მშვიდად მიუგო, ჩანგალს ხელი შეუშვა და ოთახი სწრაფი ნაბიჯით დატოვა.
-კარგად არის? -ეჭვნარევი მზერა შეავლო ვაჩემ.
-იქნება. -მძიმედ ამოთქვა ელენემ და მაგიდის ალაგება დაიწყო.
-ზემოთ ვიქნები, შხაპს მივიღებ. -არაფრისმთქმელად მიუგო და კიბეები სირბილით აიარა, ოთახში შესვლამდე დააკაკუნა მაგრამ რადგან არავინ გამოეხმაურა შიგნით მშვიდად შეაბიჯა და იქაურობა მოათვალიერა. მხოლოდ რამდენიმეწამი დასჭირდა
რომ მის სმენას ნუცას გულამოსკვნილი ქვითინი მისწვდენოდა, სააბაზანოდან ისმოდა მისი ხმა. -ნუცა, კარგად ხარ? -კარზე ფრთხილად მიუკაკუნა.
-წადი! -საშინლად მძიმე ხმით ამოთქვა და ტირილი გააგრძელა.
-კარი გააღე. -ტონი გაუმკაცრდა ყიფიანს თუმცა ნუცას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. -ჯანდაბა ნუცა კარი გააღე.
-თავი დამანებე ვაჩე. -ყვირილით უთხრა ნუცამ და მოწყვეტით დაეშვა იატაკზე.
-კარი გააღე თორემ ბო***ვილი ვიყო თუ არ შემოვამტვრიო. -უფრო კატეგორიული გახდა ვაჩე
-გთხოვ, თავი დამანებე…
-შენ მაიძულე. -ოდნავ უკან დაიხია, კიდევ რამდენიმეწამი ადროვა იქნებ გაეღო მაგრამ ნუცა მსგავსს არაფერს ფიქრობდა, ამიტომ ბევრი აღარ უფიქრია, კარს ფეხი მთელი ძალით დაარტყა და წამის მეათასედში სააბაზანოში გაჩნდა.
-შენნ… -სლუკუნით ამოთქვა და ფეხზე წამოვარდა.
-რა გჭირს? -წამის მეათასედში მის პირდაპირ დადგა ვაჩე.
-გთხოვ წადი. -მკერდზე მსუბუქად უბიძგა მაგრამ ვაჩეს რეაქცია არ ქონია.
-მითხარი რა მოხდა და წავალ.
-ეგ შენ არ გეხება!
-იქიდან გამომდინარე რომ ვიღაცამ ცრემლებამდე მიგიყვანა, მეხება! ასერომ დაიწყე.
-გთხოვ ვაჩე
-ნუცა- თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა ვაჩემ. -მომიყევი რა მოხდა, იქნებ დახმარება შემიძლია.
-ერთადერთი რასაც ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ გააკეთებ ადამიანის ძვლების დამტვრევაა, ასერომ არმინდა.
-ესეიგი ბიჭმა გაწყენინა. -მაშინვე მიხვდა რომ საქმე მის ყოფილს ეხებოდა.
-ხო, მაგრამ არაუშავს. -აკანკალებული ხმით ამოთქვა და მისგან თავის დაძვრენა სცადა მაგრამ ამაოდ. -გამიშვი რა.
-ნუცა მომიყევი ვინ და რატომ მიგიყვანა ამ მდგომარეობამდე. - ხელი მჭიდროდ მოხვია რომ მის მკლავებში გაეკავებინა. -გპირდები არაფერს გავაკეთებ, უბრალოდ მომიყევი.
-არმინდა თბილისში დაბრუნება. - ფრჩხილები კანში შეისო რომ ცოტა დამშვიდებულიყო მაგრამ ამაოდ.
-ერთადერთი რაც გინდოდა სახლში დაბრუნება იყო და ახლა რა შეიცვალა?
-სახლში… იქ ანდრეა არ იქნება და… და რამე თუ მოხდება ვერ დამეხმარება. -მოწყვეტით დაეცა მუხლებზე ნუცა, ვაჩეს მის პირდაპირ ჩაიმუხლა.
-რა უნდა მოხდეს? - მისი სიტყვების მოსმენისას ვაჩეს გული საშინლად დაუმძიმდა.
-ანდრეამ მითხრა რომ საბაზე გელაპარაკა. ვიცი რომ იცი.
-მაგ სი*მა გითხრა რამე? -ბრაზის გასაკონტროლებლად ხელები მუშტად შეკრა.
-თბილისში რომ დავბრუნდები უნდა ვნახო, წამიც არ დასჭირდება იმის გასაგებად რომ დავბრუნდი, ძალიან ცუდი რაღაცეები მითხრა როცა ვესაუბრე. მეშინია… -შიშნარევი მზერით ჩააცქერდა თვალებში ვაჩეს. -არ ვიცი რას გააკეთებს როცა შევხვდები.
-რა გითხრა? ნორმალურად მომიყევი. - თავი ძლივს გააკონტროლა რომ მშვიდად ესაუბრა.
-მითხრა რომ ბოლოს მაინც მისი ვიქნებოდი, რომ თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა და მე… მე იმ საღამოზეც მითხრა რაღაცეები, არმინდა რომ რამე ცუდად დამთავრდეს. -მუხლები ნიკაპთან მიიტანა და თავი შიგნით ჩამალა.
-გეშინია რომ იგივე არ სცადოს? მაგის შანსი არსებობს?
-ისე მელაპარაკა შესაძლოა, მისმინე შეიძლება ეს სხვამ სასაცილოდ ჩათვალოს მაგრამ ყველასთან ვერ დავწვები ვისთანაც რაღაც ურთიერთობა მექნება. -უხერხულად შეიშმუშნა.
-მასეც უნდა იყოს, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობ მასთან უნდა იყო და არა მასეთ სი*თან, თანაც ეს მაშინ უნდა გააკეთო როცა შენ გინდა და არა მაშინ როცა ვინმე გაძალებს.- იმდენად ბრაზდებოდა იმის გამო რასაც ის ბიჭი აკეთებდა მზად იყო ახლავე წასულიყო მის დასალეწად მაგრამ იცოდა რომ ამით უფრო ცუდი ადამიანი გამოჩნდებოდა მის თვალში.
-თბილისში ჩასვლის მეშინია…
-გგონია აქ თუ არ იქნები და გვერდით ანდრეა თუ არ იქნება არავინ დაგეხმარება?
-მხოლოდ ანდრეა არა, რადგან გითხრა ვიცი რომ აქ ჩემთან მოახლოების საშუალებას არც შენ მისცემდი მაგრამ იქ… თბილისში.
-მართლა გგონია რომ თბილისში ყურადღებას არავინ მოგაქცევს?
-ელენეს, ანდრეას და შენს გარდა ეს ამბავი არავინ იცის. ვინ უნდა მომაქციოს ყურადღება?
-შემომხედე! -მძიმე ტონით უთხრა ვაჩემ და საუბარი იქამდე არ გაუგრძელებია სანამ ნუცა მზერას არ გაუსწორებდა. -მიუხედავად იმისა რომ გამოუსწორებელი ნაბი**რის შვილი ვარ და მეც ასეთი გგონივარ, ადამიანს რომელიც თავს კაცს უწოდებს მსგავს საქციელს არასოდეს არ ვაპატიებ! ვინც არ უნდა იყოს და ვის მიმართაც არ უნდა გააკეთოს მსგავსი რამ. ვიცი რომ შენ ვერ მიტან მაგრამ მე ასე არ ვარ განწყობილი შენს მიმართ, პატივს გცემ და თუ საჭირო გახდება დედას ვფიცავარ შენს ჩრდილად ვიქცევი რომ ეგ ბიჭი ვერ მოგიახლოვდეს, უფლებას არ მივცემ რამე დაგიშავოს და თუ გგონია რომ თბილისში დაუცველი იქნები ძალიან ცდები.
-კარგი რა ვაჩე, როგორც კი თბილისში ჩავალთ ჩემს არსებობასაც კი დაივიწყებ.
-მასე გგონია?
-კი. უბრალოდ კი არ მგონია მასე იქნება.
-ჩვენი გზები ძალიან ბევრჯერ გადაიკვეთება ქალბატონო, ვიცი რომ ელენე გულგრილი არ არის ანდრეას მიმართ და არც ანდრეა გაუშვებს ასე მარტივად იმ გოგოს ხელიდან რომელიც მოიტაცა.
-ჩვენ ამასთან რა შუაში ვართ?
-იქნებ არც მე ვაპირებ შენს გაშვებას, იქნებ თავს დამნაშავედ ვგრძნობ იმის გამო რაც ჩემი ოჯახისგამო დაგემართა და მინდა მშვიდად ცხოვრების საშუალება მოგცე.
-შენ ვალდებული არ ხარ.
-ვალდებულებაზე არ მესაუბრო ნუცა, არ მინდა რომ ვიღაც ნაბი**რის გამო ასეთ მდგომარეობაში იყო, გითხარი რომ დაგეხმარებოდი და ასეც იქნება, არ მივცემ იმ სი*ს შენთან მოახლოების უფლებას, მაგრამ თუ მაინც მოგიახლოვდება მერე სხვანაირად მივხედავ, გასაგებია?
-ვაჩე მე არ…
-ჩშშშ- ტუჩებზე თითი ფრთხილად შეახო რომ საუბარი აღარ გაეგრძელებინა- არავის არ აქვს უფლება შენს გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგოს და შენს ცხოვრებაში ჩაერიოს, გასაგებია? საკმაოდ ლამაზი და ჭკვიანი ხარ იმისთვის რომ ვინმეს ჭკუაზე გაიარო. - ცრემლები ფრთხილად მოწმიმდა და თვალებში ჩააცქერდა- არ გეტყვი რომ ჩემზე გაიკითხო იმიტომ რომ მამაჩემისგამო ბევრი ცუდი “იარლიყი მომაკერეს” მაგრამ არ გაქვს იმის მიზეზი რომ გეშინოდეს, ყოველშემთხვევაში მაშინ არა როცა ვაჩე ყიფიანი დაცვას დაგპირდა. - ოდნავ შესამჩნევი ღიმილით უთხრა და ფეხზე წამოდგა -ადექი, დამშვიდდი და აღარაფერზე ინერვიულო, ჩათვალე ის რაც შენს ცხოვრებაში მოხდება უკვე ჩემი პრობლემაა. -მშვიდად მიუგო ვაჩემ.
-ღმერთო რას ვგავარ.- სარკეში ჩახედვისას სლუკუნით თქვა და დასიებულ თვალებზე ხელი გადაისვა.
-როცა ტირი უფრო ლამაზი თვალები გაქვს. -ცერად გახედა ვაჩემ. -მაგრამ ისედაც ლამაზი ხარ ასერომ არ იტირო. ეგ არ გჭირდება. -ცალყბად ჩაიცინა და წასასვლელად შებრუნდა.
-ვაჩე! -უცებ შეჰკივლა მისი სახელი.
-გისმენ. -დენდარტყმულივით მოტრიალდა ვაჩე.
-ძალიან ვცდებოდი, მამაშენს საერთოდ არ გავხარ და ახლა ამას მთელი გულით გეუბნები. -უხერხულად შეიშმუშნა იმის გახსენებისას როგორც ექცეოდა წინა ორი დღე.
-მიხარია თუ ასე ფიქრობ.
-და კიდევ… -მცირე პაუზა გააკეთა, წამით დაფიქრდა მაგრამ ბოლოს ემოციებისგან დაცლილმა მათ შორის მანძილი სწრაფად გადაკვეთა და გულზე მიეკრო მასზე ერთი თავით მაღალ ბიჭს. წამით დაიბნა ვაჩე, არ ელოდა რომ ნუცა ამ ნაბიჯს გადადგამდა მაგრამ ამაზე ფიქრი არ დაუწყია, წელზე ხელები მოხვია და უფრო მეტად მიიკრო სხეულზე. -მადლობა ვაჩე, ყველაფრისთვის… - იმხელა სითბოს და მადლიერებას გრძნობდა ვაჩე, უნებურად გაეღიმა, იცოდა რომ მისთვის ბევრს ნიშნავდა მისი თანადგომა რადგან სხვა არავინ დაუდგებოდა გვერდით. ნუცამ მალევე უკან დაიხია, თავს ოდნავ უხერხულად გრძნობდა თავისი საქციელის გამო მაგრამ წამითაც არ უნანია რომ ვაჩეს მიმართ მადლიერება გამოხატა.
-მშვიდად იყავი, საფრთხე არ გემუქრება. -ღიმილით მიუგო, კარადიდან ტანსაცმელი აიღო და დაამატა. -1 საათში გავდივართ. -წამით თვალი შეავლო მის წინ მდგომ გოგოს მერე კი ოთახი უკანმოუხედავად დატოვა…

***
1 საათის შემდეგ ვაჩემ ჩანთები სახლიდან გაიტანა და მანქანაში ჩააწყო. ელენე ისეთი დაღონებული გავიდა სახლიდან ეტყობოდა რომ საერთოდ არ უნდოდა წასვლა, მითუმეტეს ანდრეას მახვის გარეშე, თითქოს უკვე ეგუებოდა რომ მას ვეღარასდროს მახავდა, თავად ამდრეამ კი უთხრა ურთიერთობა გვექნებაო მაგრამ მისნაირი ბიჭები დიდხანს არ ჩერდებიან გოგოებთან, ასერომ ყველა იმედი გადაიწურა. პირველი ჩასკუპდა მანქანაში, წინა სავარძელი დაიკავა რადგან ნუცას დაძინება უნდოდა და უფრო მოხერხებულად ყოფილიყო.
ნუცამ ზლაზვნით ჩამოაიარა კიბეები, თხელი მაისურის და შარვლის ამარა მყოფს სიცივე მაშინვე მოხვდა სხეულზე და ოდნავ შესამჩნევად შეიშმუშნა, ვაჩე კართან ელოდებოდა, ამჩნევდა როგორ არ უნდოდა წასვლა და როგორ წელავდა დროს, წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა დაემშვიდებინა ამიტომ პირველი რაც მოაფიქრდა ის შესთავაზა.
-მისმინე- ხელზე ფრთხილად შეეხო და შეაჩერა- წამოსვლა თუ არ გინდა შეგიძლია დარჩე, ელენეს ჩავიყვან თბილისში და დავბრუნდები.
-მე… არა ვაჩე, წამოვალ. -დაბნეულმა ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი.
-დარჩენა თუ გინდა არ მოგერიდოს, ჩამოვალ და ყურადღებას მოგაქცევ. ეგ არც თბილისში მოგაკლდება და არც აქ. -მშვიდად მიუგო ვაჩემ.
-იყოს ვაჩე, წამოვალ. როდემდე დავემალები? უკეთესი იქნება რომ რეალობას თვალი გავუსწორო და არ გავიქცე, რაც მოსახდენია მაინც მოხდება.
-არაფერი მოხდება, მშვიდად იყავი. -თბილად მოუგო ვაჩემ და სახლიდან პირველი გაუშვა. როგორც კი მანქანა დაიძრა ნუცას მაშინვე ძილი მოერია, ღამით საშინლად ეძინა და სულ კოშმარებს ხედავდა თუმცა მაინც მოიცადა ცენტრალურ გზაზე როდის გსვიდოდნენ რომ ნორმალურად ძილი შესძლებოდა, ხრეშიან გზაზე მაინც ვერ დაიძინებდა. მალე გაწვიმდა, საშინელი ქარი და წვიმა მოდიოდა, საზაფხულო ამინდისთვის გამოწყობილი ნუცა სიცივისგან მოიკუნტა და მკლავებზე ხელები შემოიხვია.
-გცივა? -სარკეში გახედა ვაჩემ და მისი ასე დანახვისას თავი იდიოტად ჩათვალა მანქანაში რაიმე თბილი რომ არ დატოვა.
-ცოტა, მაგრამ არაფერია, თბილისამდე გავძლებ. -მტკიცედ განაცხადა და მუხლები ლამის ნიკაპთან მიიტანა. თავად ვაჩეც ერთი სვიტრის ამარა იყო, იცოდა რომ გაეხადა არ ჩაიცვამდა და გაჯიუტდებოდა, მანქანა გზიდან სასწრაფოდ გადააყენა და სირბილით გადავიდა წვიმაში, საბარგული გახსნა და ჩანთაში ტანსაცმლის ქექვას მოჰყვა, როგორც კი იპოვა რასაც ეძებდა სასწრაფოდ დაუბრუნდა ადგილს და კარი ხმაურით დაკეტა.
-გამომართვი - მწვანე ფუმფულა ჰუდი გაუწოდა ნუცას.
-გაგიჟდი? ამის გამო გადახვედი? -თვალები გაუფართოვდა ნუცას
-არმინდა კიდევ სიცხე მოგცეს, ბოლოს როცა სიცხე მოგცა ცუდად დამთავრდა ჩვენი საუბარი. -თავი მარტივად დაიძვრინა და ელენეს კითხვისნიშნით სავსე თვალებს თავი აარიდა.
-მიზეზი კარგი იყო, მომეწონა. -სიცილით დაუკრა კვერი ელენემ.
-მადლობა ვაჩე. -სასწრაფოდ გადაიცვა და თბილად გაეხვია ღუნღულა ნაჭერში. –,,რა კარგი სურნელი აქვს” გაიფიქრა გონებაში, თავი კომფორტულად დადო და ღრმა ძილს მიეცა…
თბილისამდე საინტერესო არაფერი მომხდარა იმას თუ არ ჩავთვლით რომ ხანდახან სარკეში გახედავდახოლმე ვაჩე ნუცას და ეს ელენეს შეუმჩნეველი არცერთხელ დარჩენია, შემდეგ კი გულიანად იცინოდა. ნუცას იმდენად ღრმად ეძინა ისიც კი არ გაუგია ელენე სახლში როდის მიიყვანა, ვაჩეს არც მას შემდეგ გაუღვიძებია რაც ელენე სახლში დატოვა, მისამართი ელენეს გამოართვა და სანამ სახლის ჭიშკრამდე არ მიიყვანა მისთვის სიმშვიდე არ დაურღვევია. როგორ კი მანქანა სახლის წინ გააჩერა, რამდენიმე წამით მშვიდად უყურებდა და ფიქრობდა.
-რა პატარაა და რამდენი რამის გადატანა უწევს. -გაიფიქრა გონებაში და ქერა თმა სახიდან ფრთხილად გადაუწია. -ნუცა- მშვიდად დაუძახა რომ არ შეშინებოდა და მის რეაქციას დაელოდა თუმცა ამაოდ. -ნუცაა- ოდნავ გაამოძრავა რომ გამოფხიზლებულიყო და ისიც დენდარტყმულივით წამოვარდა ფეხზე. -მშვიდად, მშვიდად. -ხელებით გააკავა ვაჩემ- მე ვარ.
-ცუდი სიზმარი ვნახე, ბოდიში. -თავი იმართლა და ირგვლივ მიმოიხედა. -ელენე სადაა?
-სახლში მივიყვანე უკვე, ახლა შენ გიშვებ. -ოდნავშესამჩნევი ღიმილით უთხრა და თავით ანიშნა ფანჯრიდან გაიხედეო.
-ვაიმე, უკვე ჩემს სახლთან ვართ.
-ხო, შენი გაღვიძება არ მინდოდა და მისამართი ელენეს ვკითხე.
-მადლობა რომ მომიყვანე. -ღიმილით უთხრა და მანქანიდან გადავიდა, მას მალე ვაჩეც უკან მიჰყვა, საბარგულიდან ჩანთა აიღო და იქვე დადო. -ეს ჩემი ტანსაცმელი არ არის, მე ხომ არ წავიღებ.
-აბა მე ხომ არ ჩავიცვამ ნუცა. -გაუკვირდა ვაჩეს- შენთვის იყიდეს.
-უბრალოდ… რავიცი.
-ამაზე ნუ ფიქრობ, სახლში შეგატანინებდი მაგრამ ვეჭვობ მამაშენს ჩემი ნახვა არ გაუხარდება.
-არაუშავს, ისეთი არაფერია. -ღიმილით მიუგო ნუცამ- უი შენი ჰუდი. -ხელით წაეტანა რომ გაეხადა მაგრამ ვაჩემ მაშინვე შეაჩერა
-დაიტოვე, სხვადროს დამიბრუნებ.
-დიდი მადლობა რომ მომიყვანე დაა ჰუდისთვისაც.
-მალე შევხვდებით. -თავისთვის ჩაილაპარაკა ვაჩემ და იქამდე არ წასულა სანამ ნუცას სილუეტი ჭიშკრის იქით არ გაუჩინარდა…

***
თბილისში საშინლად აცივდა, სუსხიანი სეზონი დაიწყო, გამუდმებით წვიმდა, ნუცას არსად გასვლის ხალისი არ ქონდა, ან სად უნდა გასულიყო, საბასთვის ჯერ ისევ არ ჰქონდა ნათქვამი რომ მისი არდადეგები დასრულდა, თუმცა უკვე დრო იყო. სვანური არდადეგები საკმაოდ ხანმოკლე გამოდგა, არ ელოდა ყველაფრის ასე მალე დასრულებას და ცოტა გულიც სწყდებოდა, ელენე ყოველდღე მიდიოდა მასთან და მათზე ეკითხებოდა თუმცა ამაოდ. მას შემდეგ რაც ვაჩემ სახლში მოიყვანა აღარ უნახავს, არც დაკავშირებია, არც ის და არც ანდრეა. ისევე როგორც ელენეს. ალბათ სხვა დროს ამდენად დიდ ყურადღებას არ მიაქცევდა იმას რომ ორივემ ფეხებზე დაი*იდა, მაგრამ მაშინ როცა იცოდნენ საბასთან რაც ხდებოდა და დახმარებას დაჰპირდნენ მართლა არ ელოდა რომ ბედის ამარა დატოვებდნენ. ხანდახან იმ სიტყვებსაც ნანობდა, ვაჩეს რომ უთხრა მამაშენს არ გავხარო, მაგრამ მერე მალევე უკუაგდებდა ამ აზრებს და თვლიდა რომ ვაჩეს და ანდრეას საზრუნავი არ იყო ის რაც მას შეემთხვა და მის გამო ხელებს არავინ გაისვრიდა, მასაც არასდროს ჰქონია სურვილი რომ მის გამო ბიჭებს ერთმანეთი დაეხოცათ, უბრალოდ ახლა დაცვა სჭირდებოდა რადგან საბა უკონტროლო გახდა და არ იცოდა მომავალში რას მოიმოქმედებდა. ელენეს ერთი კვირაა დეპრესია აქვს, ყოველ მესიჯს ან ზარს სიხარულით ამოწმებს მაგრამ ანდრეასგან არცერთია, ეს კოდევ უფრო ამძაფრებს მის მდგომარეობას და თითქმის უკვე პიკზეა, ამინდიც ხელს უწყობს მის ემოციებს. ყველაფერი ჩაბნელებული და გაუფერულებულია, ისევე როგორც ორივე მათგანის ცხოვრება…
როგორც იქნა ნუცამ გაბედა საბასთვის იმის თქმა რომ ჩამოვიდა და შეთანხმდნენ რომ გაკვეთილების მერე აუცილებლად ისაუბრებდნენ. უნდა აღინიშნოს რომ საბა წინასთან შედარებით ბევრად თავაზიანი ჩანდა…

***
გაკვეთილები ისე სწრაფად დამთავრდა ნუცამ თვალის დახამხამებაც კი ვერ მოასწრო, არადა ყველაზე მეტად ახლა უნდოდა დროის გაწელვა, მთელი ღამე ვერ მოისვენა, საშინლად ნერვიულობდა მასთან შეხვედრის გამო და მხოლოდ ეს კი არა მამამისის მიცემული წიწაკის სპრეიც კი დამალა ჩანთაში ყოველი შემთხვევისთვის, წლების წინ მისცა, ალბათ აღარც კი გამოდგებოდა მაგრამ თავს რაღაცით მაინც იზღვევდა.
-თუ რამე, დაიყვირე და ეგრევე შემოვალ გაიგე? ოთახის წინ ვიდგები. -გააფრთხილა ელენემ
-საუკეთესო ადამიანი ხარ. -თვალები აცურემლიანდა ნუცას მისი სიტყვების გაგონებისას.
-ვიცი. -შეიფერა ელენემ და თმა ზურგზე გადაიყარა. -მიდი, გახსოვდეს ხალხით სავსე სკოლაში ვართ და მეც აქვარ -მშვიდი ხმით მიუგო და თავით კარისკენ ანიშნა, ოთახში
შესვლისთანავე თვალში მოხვდა ნაცნობი სილუეტი, საბა ფანჯრის რაფაზე იყო მიყუდებული და სიგარეტს დიდი სიამოვნებით შეექცეოდა.
-სკოლაში მოწევა არ შეიძლება. -კარიდან სულ ორიოდე ნაბიჯში დადგა და საუბარი წამოიწყო.
-მეც მომენატრე. -ნამწვი ფანჯრიდან ისროლა და წამში აესვეტა ნუცას წინ, მისალმების ნიშნად ტუჩები ლოყაზე მიაკრო და განაგრძო - როგორც ყოველთვის ძალიან ლამაზი ხარ.
-მადლობა. -ეცადა ზიზღნარევი გრძნობები უკუეგდო და თბილად ესაუბრა.
-მოკლედ ნუცა, ვიცი რომ ზედმეტი მომივიდა მაშინ საუბრის დროს. ნამდვილი სი*ივით ვსაუბრობდი და ვიცი რომ ცუდი წარმოდგენა შეგექმნა ჩემზე. მაგრამ არ მინდოდა მასე გამომსვლოდა.
-საშინელი რაღაცეები მითხარი, რას ნიშნავს არ გინდოდა რომ მასე გამოგსვლოდა? -ხელები ერთმანეთში ახლართა ნუცამ.
-ხო ვიცი და თავს არ ვიმართლებ, ნასვამი ვიყავი და თავს ბევრის უფლება მივეცი.
-ნამდვილად. -ვერ იჯერებდა რომ ახლა საბა სიტუაციას უხსნიდა და ასე მშვიდად ესაუბრებოდა.
-არ მინდა ცუდი ურთიერთობა გვქონდეს, არ მინდა დავიძაბოთ და ა.შ. მინდა რომ ძველი ურთიერთობა დავაბრუნო, ყველანაირი სე*სის და მსგავსების გარეშე გეფიცები. -ნუცას გაოცებული სახის დანახვისას მაშინვე დაამატა.
-საბა, არ გინდა რა. მგონი ორივესთვის უკეთესი იქნება რომ დისტანცია დავიჭიროთ. -იუარა ნუცამ
- მისმინე ნუცა, არ მჩვევია ასე მარტივად დანებება. მინდა რომ რაღაც გამოვიდეს ჩვენთან, წყვილის სახით. ვიცი ბევრი დავაშავე და ვაღიარებ ამას, ისე არ უნდა მოგქცეოდი როგორც რიგოთ ნა*ას, მაგას არ იმსახურებ.
-უკვე ნა*აც გავხდი? -ხმაში ბრაზი შეეპარა ლიჩელს.
-ხოდა მაგას ვამბობ, არანაირი მსგავსი სისულელე. შენ ძვირფასი ხარ ჩემთვის და მინდა რომ ბოლომდე ჩემთან იყო, ისიც კი მაბედნიერებს რომ უბრალოდ ჩემს გვერდით დგახარ და ხალხმა იცის რომ ჩემი ხარ, ჩემთვის მაგაზე დიდი ბედნიერება არაფერია. - თმაზე ხელი ჩამოუსვა საბამ.
-ნივთივით ნუ მომიხსენიებ საბა, მე არავისი საკუთრება არ ვარ!
-ვგიჟდები შენს სიჯიუტეზე და საერთოდ ყველაფერზე. -მისი მათქვამი წამში დააიგნორა საბამ. -მინდა რომ გიყვარდე და ჩემთან იყო, განა ბევრს ვითხოვ?
-იმ სიტყვების მერე რაც ჩემზე დახარჯე კი, ბევრს ითხოვ. -მკვახედ ესროლა ნუცამ.
-მაგ ყველაფერს გამოვასწორებ.
-როგორ წარსულში დაბრუნდები და მაგ სიტყვებს აღარ იტყვი?
-იმას ვერ შევცვლი რაც უკვე ვთქვი მაგრამ მომავალს შევცვლი, მეგობრობით დავიწყებ ისე როგორც ადრე, შემდეგ ნელ-ნელა გადავალთ ახალ ფაზაზე.
-ეს ფაზები სხვა დროს განვიხილოთ კარგი? მაგრამ ვეჭვობ ჩვენი ურთიერთობა ამას ვერასდროს გასცდება.
-ვნახავთ ნუციკო, ვნახავთ. -სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა და ლოყაზე ცხელი ტუჩები კიდევ ერთხელ მიაკრო. -ახლა უნდა წავიდე, მაგრამ ხვალ გნახავ. -ღიმილით დაასრულა ბიჭმა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა, დერეფანში მყოფი ელენეს დანახვისას გულიანად გაიცინა და გზა უკანმოუხედავად განაგრძო.
-რა მოხდა? -სასწრაფოდ შევარდა ოთახში ელენე -არ დაგიყვირია თორემ გავიგებდი.
-ისეთი არაფერი, მშვიდად მელაპარაკა და მეგობრობა შემომთავაზა, მერე ისიც მითხრა ახალ ფაზაზე ნელი ნაბიჯით გადავალთო.
-ეგ საცოდავი. -ზიზღით ამოთქვა ელენემ.
-გული მერევა, სველი ხელსახოცი მომეცი გთხოვ. - ელენე მაშინვე ჩამთას წაეტანა და მთელი შეკვრა ამოაძვრინა. -ჯანდაბას ყველაფერი -სველი ხელსახოცი ლოყაზე მთელი ძალით გაისვა
-რა გჭირს? მოგძვრა ლოყა ადამიანო.
-იმ დეგენერატმა მაკოცა, თან ორჯერ . - დაისისინა ნუცამ.
-აქამდე გეთქვა ადამიანო. -ჩანთიდან სადეზინფექციო ხელსახოცების შეკვრა ამოიღო, კოლოფიდან ერთი ცალი ამოძავრინა და ნუცას მთლიან ლოყაზე ისე უხახუნა ლამის კანი ააძრო.
-გიჟი ხარ. -ღიმილით მიუგო ნუცამ
-ახლა მშვიდად ხარ?
-ამ საუბრის მერე მშვიდად ვარ. -ღიმილით უთხრა ნუცამ და ოთახიდან მეგობართან ერთად გავიდა, კიბეები სიცილით ჩაიარეს და პარალელური კლასის ყველაზე აუტანელი გოგოებიც კი უკომენტაროდ დატოვეს. უკვე შენობიდან გასასვლელ კართან იყვნენ მისულები ნაცნობი ბარიტონი ექოდ რომ გაისმა ვრცელ დერეფანში.
-ელენე. -ზურგიდან ნაცნობი ხმის გაგონებისას ლამის ადგილზე ჩაიკეცა ელენე. ორივემ სასწრაფოდ უკან მიიხედა და ანდრეას დანახვისას გაოცებულები ადგილზე გაშეშდნენ.
-ეს რა… -გაოცებას ვერ მალავდა ელენე.
-ისაა. -ღიმილით უთხრა ნუცამ და ხელით ოდნავ უბიძგა რომ მისკენ წასულიყო.
-შენ აქ რას აკეთებ? -შორიდან დაუძახა ელენემ და მისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა.
-საცოლე მომენატრა. -ღიმილით უთხრა ანდრეამ და მკლავებს შორის მოიქცია სიფრიფანა სხეული.
-ღმერთო არ ველოდი შენს ნახვას. -გაოცებულს აღმოხდა და როგორც კი ანდრეამ ხელი გაუშვა მის წინ მდგომ სილუეტს დაბნეული მიაჩერდა.
-აღიარე, მოულოდნელობის ეფექტი უფრო მაგარია. -ღიმილით უთხრა და ნუცას მიუბრუნდა. -ცოლის დავ შენ როგორ ხარ? -მასაც თბილად გადაეხვია ანდრეა.
-მადლობა კარგად, შენ?
-ასე ელენეს მონატრებით დამწვარი.
-ახლა გული ამიჩუყდება. -გულზე ხელი მიიდო ნუცამ და მისი ბედნიერი მეგობრის დანახვისას გული სიხარულით აევსო.
-ეჰჰ, ნუციკო შენთან ჭორაობა კარგია მაგრამ მამაშენი გელოდებოდა სკოლის ჭიშკართან. -მოწყენილმა ამოთქვა ანდრეამ.
-მამაჩემი? -გაუკვირდა ნუცას, ის არასდროს აკითხავდა სკოლაში.
-ხო, ვიღაც ბავშვს დააბარა დაუძახეო.
-ახლა ცოტა შემეშინდა. - ნაძალადევად გაიღიმა ნუცამ - მგონი ჩემი წასვლის დროა, ალბათ რამე მოხდა. -მეგობარს გადაეხვია ნუცა, შემდეგ ანდრეასაც დაემშვიდობა და უკვე რამდენიმე ნაბიჯით რომ მოშორდა მიაძახა. -არ დაიკარგო.
სირბილით გადაკვეთა მანძილი ჭიშკრამდე, არც ხალხმრავლობა უშლიდა ხელს ისე მიიკვლევდა ხალხში გზას. როგორც კი იქაურობას თავი დააღწია და გარეთ გავიდა, ნანახის გამო ერთიანად დაუარა მთელს ტანში ჟრუანტელმა, ცოტაც და დაეცემოდა, ერთიანად იმდენი ემოცია მოძრაობდა მასში ლამის აფეთქდა. მანქანაზე მიყუდებული ნაცნობი სილუეტის დანახვისას თავისდა უნებურად ღიმილი მოეფინა სახეზე, ერთ ადგილას გაიყინა და მოძრაობის უნარი საერთოდ დაკარგა.
-მოგენატრე? -ღიმილით მიუგო მისგან რამდენიმე ნაბიჯით შორს მდგარმა, პასუხს არც დალოდებია ისე სწრაფად გადაკვეთა მათ შორის მანძილი და სხეულზე მთელი ძალით მიიკრო…
-შენ აქ რას აკეთებ? -დაბნეული მიაჩერდა ნუცა მის წინ მდგომ ვაჩეს.
-მხოლოდ ეს გაქვს სათქმელი? -გაიკვირვა ვაჩემ. -უფრო მეტის მოლოდინი მქონდა.
-მიხარია რომ აქ ხარ. -უხერხულად შეიშმუშნა ნუცა
-ვიცი. -მშვიდად მიუგო ვაჩემ და ქარისგან აწეწილ თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა.
-მაგრამ, არ გელოდი. მეგონა აღარადროს დაბრუნდებოდი.
-მაგაზე მოგვიანებით ვისაუბროთ,სადმე წყნარ ადგილას დავსხდეთ, სადაც საუბარში იმ იდიოტის გამომეტყველება ხელს არ შეგვიშლის. -მათგან რამდენიმე მეტრში მდგომ საბაზე ანიშნა.
-დღეს ვესაუბრე. -განმარტა ნუცამ. -მშვიდად მესაუბრა და ბოდიშიც მომიხადა, ვფიქრობ პრობლემებს არ შექმნის.
-ვიცი რომ ესაუბრე.
-საიდან?
-რა დიდი საიდუმლო ეგაა?
-არა, საიდუმლო არარის, უბრალოდ ვერ მივხვდი შენ საიდან გაიგე.-დაბნეული შეჰყურებდა მის წინ მდგომ სილუეტს.
-წამოდი -თავით მანქანაზე ანიშნა და მანქანის კარი ფართოდ გაუღო.
-სად?
-არვიცი, სადმე დავსხდეთ და ვისაუბროთ.
-კარგი -ნუცას აღარ გაუჭიანურებია, საბა ზურგიდან ისეთი მწველი მზერით უყურებდა თავი უხერხულად იგრძნო და ერთი სული ქონდა როდის გაუჩინარდებოდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან. სკოლასთან ახლო მდებარე კაფეში შეიარეს, ირგვლივ ძალიან მშვიდი აურა სუფევდა, მცენარეებით სავსე ოთახი და წყნარი მუსიკა უზომოდ ამშვიდებდა ნუცას. ფანჯარასთან ადგილი დაიკავეს და მხოლოდ თითო ფინჯანი ყავა შეუკვეთეს, როგორც კი ახალგაზრდა გოგონამ ყავა მიიტანა საუბარი მაშინვე დაიწყეს.
-როგორ ხარ? -მომლოდინე მზერით მიჩერდა ვაჩე.
-მეე… რავიცი კარგად -ამ კითხვას ნამდვილად არ ელოდა და მოულოდნელობისგან ენა ჩაუვარდა.
-რას აკეთებდი ამ ერთი კვირის განმავლობაში?
-მე, არაფერს. სახლიდან არ გავსულვარ. -მხრები აიჩეჩა და ყავის ფინჯანზე ხელების გათბობა სცადა.
-ვიცი და მაგიტომ გეკითხები, სახლში რას აკეთებდი მთელი ერთი კვირა?
-შენ… საიდან იცი?
-რა კითხვებია ნუცა? რათქმაუნდა ვიცი.
-შენ რა მითვალთვალებდი?
-მოიცა, მოიცა. -შეაჩერა ვაჩემ- ეგ ძალიან ცუდი ნათქვამია, მე დაგპირდი რომ ყურადღებას მოგაქცევდი და ასეც ვიქცეოდი. მაგრამ სახლში არაავინ შემოგვარდნია. -მხრები აიჩეჩა იმედგაცრუების ნიშნად.
-არ მეგონა რომ…
-რა? -სათქმელს ვერ მიუხვდა და ნუცა იძულებული იყო დაემთავრებინა.
-არ მეგონა რომ მართლა მომაქცევდი ყურადღებას.
-ახლა მართლა ნერვები მომეშლება. -ხმა დაუმძიმდა ყოფიანს- გოგო სვანეთში რა გელაპარაკე დაგავიწყდა? თუ ეს ის მომენტია რაც სვანეთში ხდება სვანეთში რჩებაო?
-არა, ეგ რა შუაშია. უბრალოდ შენ არც დაგირეკავს, არც მესიჯი მოგიწერია. ნახვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, მეგონა დაი*იდე ყველაფერი და შენი ცხოვრება გააგრძელე.
-მასეთ რაღაცას როგორ დავიკიდებდი ხუმრობ? მითუმეტეს დაგპირდი რომ დაგიცავდი.
-ვიცი მაგრამ…
-მაგრამ არ დამირეკავს, არ მომიწერია და გადაწყვიტე რომ დაგი*იდე. -სახე მოექუფრა ვაჩეს- მთელი ერთი კვირის განმავლობაში ველოდებოდი საკუთარ თავში ძალას როდის იპოვნიდი რომ გარეთ გამოსულიყავი, არა ჩემს იმედად, არამედ საკუთარი თავის. უნდა იცოდე რომ სუსტი არ ხარ, ძლიერი ხარ და ყველაფერი შეგიძლია. საბას უჩემოდაც გაუმკლავდი, თუმცა სწორად ვერ გავთვალე ის რომ შვილებს მშობლების წარსული ყოველთვის უკან დაყვებათ. ამიტომაც იფიქრე რომ არ მადარდებდა რა დაგემართებოდა.
-არა ვაჩე, ეგ მართლა არაფერ შუაშია, უბრალოდ მეგონა რომ ერთხელ მაინც მომწერდი ან დამირეკავდი.
-რითვის?
-ჩემი ამბის გასაგებად. -უხერხულად შეიშმუშნა ნუცა
-გინდოდა რომ დამერეკა? -ეშმაკურად ჩაიცინა და ყავის ფინჯანი ტუჩებთან მიიტანა.
-ეგ საერთოდ რა შუაშია- ხელები გაასავსავა ნუცამ. - მე არ ვიცოდი რომ ყურადღებას მაქცევდი.
-მე დაგპირდი და რათქმაუნდა მოგაქცევდი.
-დაპირებას ნაგვის ფასი აქვსო ხომ გაგიგია.- მოულოდნელად წამოსცდა ნუცას და მისი სახის დანახვისას ინატრა რომ იქვე მიწა გასკდომოდა.
-ჩემსას არა! -კბილები გაახრჭიალა ვაჩემ- მისმინე ნუცა,ადამიანს იმას არასდროს არ დავპირდები რასაც არ ან ვერ გავაკეთებ! გითხარი რომ დაგიცავდი და ასეც იქნება, იქამდე სანამ ეს დაგჭირდება! მაგრამ თუ ფიქრობ რომ ჩემს დაპირებას ნაგვის ფასი აქვს და ფეხებზე მ*იდიხარ მაშინ აქ საერთოდ რას ვაკეთებთ? სახლში მიგიყვან და დავამთავროთ სამუდამოდ სვანური თავგადასავალი რომელიც სვან ბიჭზე და უზომოდ ჯიუტ გოგოზეა. ეგ გინდა? -ტონის გაკონტროლება იმდენად უჭირდა ნახევარი ფინჯანი ცხელი ყავა ეგრევე გადაუშვა ორგანიზმში და დამწვარი ყელით განაგრძო საუბარი.
-მე ეგ არ მიგულისხმია.- თავი იმართლა ნუცამ
-აბა რა იგულისხმე მითხარი, მაინტერესებს.
-უბრალოდ ვფიქრობდი რომ ჩემი პრობლემები შენ არ გეხებოდა და მაგ ფიქრით წახვედი ბოლომდე.
-გთხოვ ჩემს მაგივრად ნუ ფიქრობ. დაგპირდი და გავაკეთებ. მაგრამ თუ არ გინდა და ჩემში ეჭვი გეპარება მითხარი და წავალ.
-არა. -მოულოდნელობისგან შეჰკივლა ნუცამ. -ვაჩე თავიდან იყო რაღაც ეჭვები მაგრამ ახლა აღარ, როცა საბას ვესაუბრე მივხვდი რომ შენი მოსაგვარებელი უკვე მოაგვარე და მარტო არ დაგიტოვებივარ.
-მოიცა, მოიცა. საბასთან საუბარი რა შუაშია?
-ისე მშვიდად მესაუბრა,, თან ბოდიშიც რომ მომიხადა ვიფიქრე რომ შენ დაელაპარაკე და მაგიტომ… მოიცადე შენ საბას არ დალაპარაკებიხარ?
-მე არა, მამაშენი ელაპარაკა.
-მამაჩემი? რაზე? -გაფიქრებაც კი არ უნდოდა რაზე შეიძლებოდა ესაუბრა მამამისს საბასთან.
-არვიცი, გზაში შეხვდა, მგონი შემთხვევით და მერე საკმაოდ ვრცელი საუბარი ქონდათ, არცერთთან არ ვმეგობრობ თორემ ვკითხავდი.- ხმაში ირონია გაურია ვაჩემ.
-ღმერთო- სახე ხელებში ჩამალა ნუცამ -იმედიმაქვს სისულელეები არ უთხრა.
-ალბათ ის უთხრა რასაც ყველა მამა ამბობს ხოლმე, მიხედე და ზედმეტი არაფერი გაბედო, ჩემი შვილის თვალზე ცრემლი რომ დავინახო მოგკლავ. ვფიქრობ საკმარისად უტრა**ა იმისთვის რომ ამ სიტყვებს შეეშინებინა და კარგად მოგქცეოდა.
-დროა საიდანმე გადავხტე, ყოველთვის ასე იქცევა, ნებისმიერი ურთიერთობის დროს.
-მშვენიერია, ისიც გავიგე რომ ბევრი ურთიერთობა გქონია, მაინტერესებს შენი ყველა ყოფილი ასეთი სი*ია თუ ეს განსაკუთრებული შემთხვევაა?
-საბა ჩემი პირველი შეყვარებული იყო. -მის მზერას თვალი აარიდა ნუცამ.- ჯერ ჩახუტებას არ იყო გაცდენილი მაშინვე ჩემი საწოლში შეთრევა უნდოდა.
-ეგ როგორ გავიგო? -ნათქვამს ვერ მიუხვდა ვაჩე.
-დაივიწყე, სხვა რამეზე ვისაუბროთ. -საუბრის სხვა თემაზე გადატანა ს ადა ძტუმცა ამაოდ.
-თუ დაიწყე დაამთავრე, მაინტერესებს რა იგულისხმე. -არ მოეშვა ვაჩე.
-უბრალოდ არ მივეკუთვნები იმ გოგოებს ყოველ კვირას ახალი შეყვარებული რომ ყავთ, საბასთან ვერ ვგრძნობდი თავს კომფორტულად, მარტო თითქმის არასდროს ვხვდებოდი, რაღაცნაირად ცუდად ვგრძნობდი მასთან თავს და მინდოდა დისტანციაზე ყოფილიყო.
-შენი მონაყოლიდან დასკვნა გამოვიტანე და მის სისწორეში რომ დავრწმუნდე უნდა გკითხო, არ უკოცნია?
-არა. -მის ღიმილნარევ სახეს თვალი აარიდა ნუცამ და ყავის ფინჯანს უაზროდ დააშტერდა.
-რადგან ეგ შენი პირველი ურთიერთობა იყო ის დასკვნაც გამომაქვს რომ საერთოდ არავისთვის გიკოცნია. -ცერად გახედა ვაჩემ.
-ჰო. -ყრუდ ჩაილაპარაკა ისე რომ მისთვის არც შეუხედავს.
-ესეიგი როცა არ სუნთქავდი პირველი კოცნა მოგპარე. -გაეხუმრა ვაჩე თუმცა ნუცას საერთოდ არ მოსწონდა ხუმრობა ამ საკითხზე.
-ეს შენთვის ამდენად მნიშვნელოვანია?
-არა უბრალოდ ვიხუმრე, ეგ არც ითვლება. -მიხვდა რომ დისკომფორტს უქმნიდა ამ თემაზე საუბრით ამიტომ თემა სასწრაფოდ დახურა…



***
-არ მეგონა რომ ისევ გნახავდი. -ანდრეას გვერდით მიმავალმა თქვა ელენემ და ირგვლივ მიმოიხედა.
-რატომ?
-არა ზარი, არა შეტყობინება, მარტივი ლოგიკა.
-ქალური ლოგიკა. -შეუსწორა ანდრეამ.
-როგორც გინდა ისე დაარქვი. -მხრები აიჩეჩა და გზა უფრო ნელი ნაბიჯით განაგრძო.
-თუ მოგენატრე შეგეძლო შენ დაგერეკა. -გზა მოუჭრა და მის პირდაპირ სერიოზული გამომეტყველებით დადგა. წამით შეყოვნდა ელენე, ვერ ხვდებოდა რა შეიძლებოდა ეპასუხა მაგრამ მერე იფიქრა გახუმრება აჯობებსო და მშვენიერი პასუხი გასცა ანდრეას.
-ანგარიშზე თანხა არ მქონდა. -მანაც სრული სერიოზულობით მიუგო და თავი ოდნავ გვერდით გადახარა ღრუბლის მიღმა მყოფი მზის სხივებისგან თავი რომ დაეღწია.
-ზარი გამოგეშვა. -ხმამაღლა გადაიხარხარა ანდრეამ. -თუ მოგერიდა?
-არა ეგ რატომ უნდა მომრიდებოდა, ნუცას მესენჯერში არასდროს არ ვურეკავ სულ ზარებს ვუშვებ ხოლმე.
-რაა? -სიცილს უმატა ანდრეამ - ხუმრობ ხო?
-არაა, ზოგადად მე არასოდეს არავისთან ვრეკავ.
-ესეიგი მაინცდა მაინც მე უნდა დაგირეკოხოლმე?
-საუბარი თუ მოგინდება კი.
-ზარის გამოშვება ხომ შეგეძლო, რატომ არ გამოუშვი? -მაინც თავისას აწვებოდა ანდრეა.
-შენ ხომ თქვი თუ მოგენატრე შეგეძლო დაგერეკაო?
-კი, ვთქვი. -კვერი დაუკრა ანდრეამ
-ხოდა მე არ მომენატრე, ამიტომ არ დავრეკე. -უემოციოდ მიუგო და გზა განაგრძო.
-ანუ შენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა გნახავდი თუ არა?
-არა.
-ანუ ფეხებზე გ*იდივარ, მაგის თქმა გინდა? -ნაწყენმა ამოთქვა და თავისკენ შეაბრუნა.
-ვაიმე ანდრეა ეგ რა შუაშია. -გაბრაზდა ელენე - უბრალოდ ნაწყენი ვარ შენზე.
-რატომ?
-ჩემი არდადეგები ძალიან მალე დაამთავრე და არც ჩემი დაპირებული ტური არ მიმიღია სვანეთში. -ტუჩები დაბრიცა და ნაწყენმა შეხედა ანდრეას.
-გინდა გავიმეოროთ?
-რაა? -გაიკვირვა და სიარულისგან დაღლილი კიბეზე ჩამოჯდა.
-სვანეთის ამბები, ოღონდ დედაჩემის და ვადებულებების გარეშე.
-მოტაცება დაგავიწყდა. -თვალები დააკვესა.
-ხო ეგეც, თუ გინდა მე შემიძლია წაგიყვანო.
-ასე დაძალებული არაფერი არ მინდა, უბრალოდ ავღნიშნე რომ დაპირება დაგავიწყდა და არ შეგისრულებია.
-დაძალება რა შუაშია ელენე? მასე რატომ ლაპარაკობ? არ მეგონა იქ დარჩენა თუ მოგინდებოდა თორემ ვაჩეს შენს წამოყვანას არ ვთხოვდი.
-ხო, როგორც არის რა აზრი აქვს.
-მე ვაპირებ წასვლას უახლოეს რამდენიმე დღეში, წამოხვალ ჩემთანერთად?
-რა?
-ვიცი რომ გაიგე რაც ვთქვი, წამოხვალ თუ არა?
-სერიოზულად მეკითხები?
-ხო სერიოზულად ელენე, ჩემი დაპირება უნდა ავასრულო უფლებას თუ მომცემ.
-მე… არ მინდა თავი ვალდებულად იგრძნო იმის გამო რაც ვთქვი.
-ეგ არაფერ შუაშია ელენე, მე მინდა შენი წაყვანა. საერთოდ არ მინდოდა რომ ასე მალე დამთავრებულიყო ყველაფერი, მაგრამ ხომ ხედავ არ ვამთავრებ, აქ ვდგავარ შენს წინ და სვანეთში ჩემთან ერთად წამოსვლას გთხოვ. ასერომ პასუხს ველოდები.
-კი, წამოვალ. -ბაგე წრფელმა ღიმილმა გაუპო ელენეს და სიხარულისგან ანდრეას სხეულზე მთელი ძალიათ მიეკრო…

***
-მადლობა რომ მომიყვანე- მანქანის გაჩერებისთანავე თქვა ნუცამ- დამელოდე, შენს ჰუდს ჩამოგიტან.
-არ მინდა, დაიტოვე. -ცერად გახედა ნუცას რომელიც მომლოდინე სახით მისჩერებოდა როდის გასცემდა პასუხს რომ მანქანიდან გადასულიყო.
-არა, რა საჭიროა, შენს ნივთს ხომ არ მივისაკუთრებ. -უხერხულად შეიშმუშნა ნუცა.
-თბილად ჩაცმის მომხრე მაინც არ ვარ, იქნებ შენ გამოგადგეს და მასეთ საშინელ ამინდში გამოიყენოხოლმე.
-მე…
-ნუ აზვიადებ ნუცა, უბრალოდ ჰუდია. თან ნახე, ისევ წვიმს, არ შეგცივდება მაინც.
-მადლობა ვაჩე. -თბილად გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა.
-ნუცა. -სასწრაფოდ უკან მიჰყვა ვაჩე
-ხო, გისმენ.
-დღეს სადმე აპირებ გასვლას? მეგობრებთან ან მასწავლებლებთან.
-არა, წვიმს და ვეჭვობ მალე უარესი ამინდი იქნება, რატომ მეკითხები?
-უბრალოდ საქმე მაქვს და მაინტერესებდა ვინმე გამომეშვა თუ არა სახლთან ყურადღების მოსაქცევად.
-ღმერთო ვაჩე, საჭირო არ არის მართლა, არსად მივდივარ. -იუარა ნუცამ.
-კარგი მაშინ, კარგ დღეს გისურვებ და რამე თუ მოხდება ან თუ დაგჭირდი დამირეკე. -მშვიდად მიუგო ვაჩემ.
-აუცილებლად.
-ახლა შედი, არ გაცივდე. -მისი სიტყვებისთანავე უკანმოუხედავად შეირბინა ნუცამ ეზოში, ვაჩე კიდევ რამდენიმე წამს უყურებდა მის წინ მიმავალ სილუეტს, შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.


***
ნახევარი საათიც არ იყო გასული რაც სახლში მივიდა ელენემ რომ დაურეკა.
-გისმენ ელე. -მშვიდად უპასუხა და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა ამბის მოსასმენად, იცოდა რომ ანდრეაზე დაიწყებდა ლაპარაკს.
-აუ, უმაგრესი ამბები მააქვს. -მისი უზომოდ მხიარული ხმის გაგონებისას სახეზე ღიმილმა გადაურბინა ნუცას.
-რა მოხდა?
-აუ როცა ჩემთან მოხვალ მაშინ მოგიყვები თორემ ასე არ მინდა ამის მოყოლა.
-როცა შენთან მოვალ?
-ხოო, ახლა ჩაბარგდი და გამობარგდი ნუციკო.
-მოიცა, მოიცა სად უნდა ჩავბარგდე, სიცხე ხომ არ გაქვს?
-ჩემები ქალაქგარეთ გავიდნენ, სახლში მარტო ვერ დავრჩები, ასერომ აწიე შენი ლამაზი უკა**ლი და ჩემთან გამობრძანდი.
-ხუმრობ? ამ ამინდში? -ბუზღუნო დაიწყო ნუცამ.
-ამაზე უარეს ამინდებში ფეხით გამოვსულვარ ტრანსპორტი რომ არ იყო ღამის 2-3 საათზე.
-რა ჩემი ბრალია შენ თუ ტაქსისთვის ხელის გაქნევა გერიდება?
-შემეშვი ნუცა და ჩემთან გამოდი.
-ხო, კარგი კარგი. ფეხზე ჩავიცვამ და გამოვალ. -თავისთვის ჩაიფრუტუნა და მობილური გათიშა. -რა დავაშავე. - ბუზღუნს მოჰყვა და ფეხსაცმელი ჩაიცვა, ჩანთაში დამტენი, ყურსასმენი და ფული ჩატენა და აპლიკაციით ტაქსი გამოიძახა. -ესეც რა სწრაფად მოვიდა. -6 წუთში მოსული ტაქსის მძღოლიც გალანძღა და სახლიდან უკანმოუხედავად გავარდა, წამით ჭიშკართან შეჩერდა, გაახსენდა ვაჩეს რომ უთხრა არსად გასვლას არ ვაპირებო მაგრამ მერე გაიფიქრა მაინც მოვგვარდით მე და საბა და პრობლემა რატომ უნდა იყოსო, ჭიშკრიდან გასვლისთანავე მანქანაში ჩაჯდა და ელენესთან მიმოწერას მოჰყვა. -5წუთში მანდ ვარ, ჩაი გამიკეთე. -როგორ კი მანქანარუსთაველზე გავიდა მაშინვე გაგზავნა მესიჯი და ტელეფონი ჩანთაში ჩატენა მანქანიდან გადასვლისას რომ არ დასველებოდა.
-ეს არის? -ორ სართულიან, ლამაზ ბინაზე ანიშნა კაცმა.
-დიახ, აქ გააჩერეთ. მაღაზიაშიც მინდა შესვლა. -ოდნავ მოშორებით გააჩერებინა, ფული გადაუხადა და მანქანიდან სწრაფად გადახტა. ასევე სირბილით მივიდა მაღაზიამდე, ტკბილეული იყოდა და იქიდან ტკბილეულით სავსე პარკით გამოვიდა. კორპუსებს გვერდი მშვიდი ნაბიჯით აუარა და პატარა გვირაბში გაიარა რომ სახლამდე მიეღწია.
-ხომ შეიძლება მოკვდავებისთვის შესასვლელი კარი გზის მხარესაც ქონდეთ.- წუწუნი დაიწყო და მანქანებისთვის ეზოში შესასვლელი კარის არსებობა გააპროტესტა. სახლამდე დაახლოებით 30 ნაბიჯი აშორებდა ნაცნობი ბარიტონი რომ გაისმა და ტანში უსიამოვნოდ რომ გააჟრჟოლა.
-ნუცა. -საკმაოდ ახლოდან გაისმა მისი ხმა და ნუცაც იძულებული იყო მიტრიალებულიყო მიუხედავად იმისა რომ ფეხებს ძლივს იმორჩილებდა
-საბა? აქ რას აკეთებ? -ხმის დამორჩილება სცადა და სიტყვები ერთმანეთზე ძლივს გადააბა.
-შენ გამოგყევი.
-მეე? რატომ?
-ნუცა, თამაშის გარეშე! -მკაცრი ტონით წამოიწყო საუბარი საბამ და ნუცასთვის უკვე ნათელი გახდა რომ ეს საუბარი კარგად არ დამთავრდებოდა.- ვინ იყო ის ბიჭი?
-ვინ ბიჭი? -უნებურად წამოსცდა და ამით მისი გაღიზიანებაც გამოიწვია.
-თამაშის გარეშეთქო გითხარი მგონი. -ტონს აუწია საბამ. -ვინ ჩემი *ლეა ეგ ბიჭი?
-უბრალოდ მეგობარია საბა, რა გჭირს?
-უბრალოდ მეგობრები თმაზე ასე ვნებიანად გეფერებიან და 2 საათს კაფეში შენთან ერთად ატარებენ? უი ხო მერე სახლამდეც გაცილებენ? - თვალები ეშმაკივით უელავდა და ნუცას იმდენად აშინებდა მზად იყო ნებისმიერი რამ შეეწირა მსხვერპლად ოღონდ სახლიდან არ გამოსულიყო.
-უბრალოდ თავაზიანობა გამოიჩინა. -დაბნეულმა ამოილუღლუღა და საბას რეაქციისას სასწრაფოდ უკან დაიხია.
-ხომ არ გაგიფრენია გოგო? მაგ თავში ტვინის ნა**მალი არ გიგდია? - საფეთქელზე თითები უხეშად მიარტყა და საუბარი ყვირილით განაგრძო -ვინ მიგდია ეგ გამო**ევებული რომ ხელები გიფათუროს თან ჩემს თვალწინ?
-რას ნიშნავს ხელები მიფათუროს? რა ლაპარაკი გაქვს საბა?
-ნუცა ჭკუიდან არ გადამიყვანო, მე ზედმეტი სიახლოვის გამო დამა*ვევინე და მაგ ტიპს ლამის საწოლში შენი ნებით ჩაუგორდი.
-წესიერად მელაპარაკე საბა, შენი საკუთრება ხომ არ გგონივარ?
-შენ რა მართლა ვერ იაზრებ? -სახეზე ხელი უხეშად მოკიდა და კედელზე ააყუდა -ჩემი საკუთრება ხარ, მე მეკუთვნი თავიდან ბოლომდე! -ბოლო ხმაზე დაიყვირა და ხელი ისეთი ძალით მოუჭირა სახეზე ლამის ყბა მოტეხა.
-ხელი გამიშვი. - ძლივს ამოილუღლუღა და მკერდზე მთელი ძალით უბიძგა. -რა ჯანდაბა გჭირს? ნივთი ხომ არ გგონივარ? -როგორც კი სახიდან მისი ხელი მოიშორა იმხელა ამბიციებით შეუტია თითქოს კარატეში შავი ქამარი აქვს და აქამდე არ ახსოვდა.
-ნუ მეთამაშები ნუცა, მაგ ტიპს აღარ შეხვდები ხო გაიგე?
-რას ნიშნავს აღარ შევხვდები? შენ ვინ ხარ რაღაცეებს რომ მიკრძალავ?
-თუ ვერ შენიშნე შენი შეყვარებული ვარ.
-თუ ვერ შენიშნე დავშორდით საბა.
-**ეზე მ*იდია დავშორდით თუ არა. ჩემს იქით გზა არ გაქვს. -ხელზე ხელი ჩაავლო საბამ.
-ფსიქოპატივით ნუ იქცევი და ხელი გამიშვი საბა. -პარკს ხელი გაუშვა და შიშველი ხელებით უღონოდ გაიბრძოლა მის წინააღმდეგ. -საბა მეტკინა. -ცრემლიანი თვალები მიანათა და კიდევ ერთხელ გაიბრძოლა მაგრამ უშედეგოდ, ტკივილისგან დამძიმებულს ლოყები ცრემლებმა დაუნამა თუმცა ეს საბას სულაც არ ადარდებდა.
-მაგ ბიჭს აღარ შეხვდები თორემ ორივეს შუბლში ტყვიას დაგახლით გაიგე? -ღვარძლით ამოთქვა საბამ
-ჯერ გაიგე ეგ ბიჭი ვინ არის და მერე ილაპარაკე.
-**ეზე მ*იდია ვინ არის, ჩემგან ეგ ვერ დაგიხსნის და ეგ ამ წამს დავამტკიცე. ასერომ ჭკუა გამოიყენე და მე დამიჯერე.
-სამაგიეროდ შენნაირი ნაბი**არი მაინც არ არის. -ამოისლუკუნა ნუცამ.
-რა თქვი?
-რა ვთქვი და ის რომ გამოუსწორებელი ნაბი**არი ხარ. - სიტყვის დამთავრება ძლივს მოასწრო საბამ სილა რომ გააწნა და კედელზე მიანარცხა. ტკივილისგან გაბრუებული და გონება დაბინდული შეჰყურებდა მის წინ მდგომ სილუეტს და უკვე მართლა ეგონა რომ ვეღარაფერი უშველიდა.
-დედას მო*****ავთ ორივეს, ცხოვრება ჯოჯხეთად თუ არ გიქციო ბო*იშვილი ვიყო, შე კა*პა მე ნაბი**არი ვარ და შენ უფრთო ანგელოზი არა? ისეთ დღეში ჩაგაგდებ სიკვდილს შემევედრები. -ერთხელ კიდევ შეიკურთხა და სიფრიფანა სხეულს ხელი გაუშვა რომელიც მაშინვე უღონოდ დაეცა მიწაზე, მერე კი იქაურობას უკანმოუხედავად გაეცალა.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთ ადგილას გაშეშებული იჯდა და აზროვნების უნარიც კი არ ჰქონდა, თუმცა გონების მოკრება მაინც შეძლო და ფეხზე კედლის საშუალებით ადგა, პირში სისხლის გემოს გრძნობდა, დარტყმის შემდეგ გაუჩერებლად მოსდიოდა ტუჩიდან სისხლი და მთელი ყბაც საშინლად სტკიოდა. მაისურზეც დატყობოდა სისხლის ლაქები, საშინლად ინანა გადაწყვეტილება რომ ვაჩეს არავინ დაატოვებინა სახლთან მაგრამ ახლა აზრი აღარ ჰქონდა, მოსახდენი მაინც მოხდებოდა. კიდევ კარგი ეზოდან, სახლის კარამდე გზა შორი არ იყო, ფეხების კანკალით გაიარა ვიწრო ბილიკი რომელსაც ორივე მხრიდან ულამაზესი ყვავილები გასდევდა და კარზე ბრახუნი ატეხა.
-მოვდივარ ხო. -უკვე ახლოდან გაისმა ელენეს ხმა და რამდენიმე წამიც არ იყო გასული კარი ჩხაკუნით რომ გაიღო, სისხლში ამოსვრილი ნუცას დანახვისას ადგილზე გაშეშდა და გაფართოებული თვალებით მიაჩერდა მის წინ მდგომ სილუეტს. -ღმერთო ჩემო რა დაგემართა? -შეშინებულმა ამოთქვა და სასწრაფოდ სახლში შემოიყვანა.
-საბა. -მოკლედ მოუჭრა და ტკბილეულით სავსე პარკი ხელებში შეაჩეჩა. როგორც კი ელენემ ჩაი გაუკეთა, მოწესრიგდა და ცოტა დამშვიდდა ყველაფერი დეტალურად მოუყვა. უამრავი თხოვნის მიუხედავად ნუცამ იმის უფლება არ მისცა რომ ანდრეასთვის ან ვაჩესთვის დაერეკა.
-ა-რ-ა -დამარცვლით უთხრა და სახეზე ყინულის მთელი შეკვრა მიიდო.
-კარგი. -თავი დანანებით გააქნია ელენემ და სამზარეულოში გავიდა. მიუხედავად ნუცას უარისა იცოდა რომ შეიძლებოდა ყველაფერი უარესად დამთავრებულიყო ასერომ ტელეფონი მოიმარჯვა და ვაჩეს ნომერი აკრიფა. შეტყობინება სწრაფად აკრიფა და წამის მეათასედში დაამთავრა ყველაფერი.
-ვაჩე, ელენე ვარ. ხვალ სკოლის შემდეგ შემხვდი, უნდა დაგელაპარაკო. ნუცას ეხება… - ვაი იმ ხვალინდელ დღეს- მძიმედ ამოთქვა ელენემ, მისაღებში დაბრუნდა და თავისი ცხოვრების ყველაზე ძვირფასი ადამიანი დასამშვიდებლად გულზე მიიხუტა…

***

გარეთ საშინლად წვიმდა, წვიმის გამო სახლშიც საშინელი ხმაური იყო, ახალ ამბებში გამოაცხადეს რომ რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, ამის გამო გზები გადაიკეტა. თბილისში სრული არეულობა სუფევდა ისევე როგორც ელენეს გონებაში. ნუცა დივანზე კომფორტულად მოწყობილიყო და ღრმა ძილს მისცემოდა, ელენე კი თავს ვერაფერს უხერხებდა. ზოგადად ჭექა-ქუხილის ძალიან ეშინოდა და სხვადროს ამ ნერვიულობასაც ამინდს დააბრალებდა მაგრამ ახლა ნუცას ბედი ანაღვლებდა. მის ბავშვობის მეგობარს ქუჩაში ყოფილი ხვდება და სცემს, ამას როგორ უნდა შეეგუოს, ახსოვს ნუცა შიშის გამო თვებიის განმავლობაში სახლიდან რომ ვერ გადიოდა, როგორ ჩაიკეტა საკუთარ თავში და როგორ მოწყდა გარე სამყაროს. ელენემ ზუსტად იცოდა რომ ამას აღარ დაუშვებდა.
-საღამომშვიდობის, გძინავს? -ტელეფონის ხმამ ფიქრებიდან გამოარკვია და სასწრაფოდ ხელში მოიმარჯვა. ანდრეა იყო, ცოტა დამშვიდდა და სახეზე ღიმილიც კი მოეფინა მისი სახელის დანახვისას.
-არა, ახლა ვაპირებდი დაძინებას, იმედია დამეძინება.
-მოხდა რამე? რატომ არ უნდა დაგეძინოს?
-ჩემები არ არიან სახლში და ჭექა-ქუხილის მეშინია, ნუცა კი აქაა მაგრამ სძინავს.
-გინდა მოვიდე? -სიცილის სმაილი მოაყოლა მონაწერს მაგრამ ელენემ ზუსტად იცოდა რომ არ ხუმრობდა, რომ ეთქვა მოდიო აუცილებლად მოვიდოდა.
-არა, არ შეგაწუხებ. დავიძინებ როგორმე. -სიცილისსმაილით მიწერა და მეორე მესიჯიც სწრაფად დაწერა -ღამემშვიდობის.
-ტკბილიძილი საცოლევ. -ირონია არ დააკლო ანდრეამ, წაკითხვისთანავე მობილური დადო, სავარძელში კომფორტულად მოკალათდა და ისიც ღრმა ძილს მიეცა.
დილით ტელეფონის ხმამ გააღვიძა, გაუჩერებლად რეკავდა და იქამდე არ შეწყდა სანამ ელენემ ნახევრად მძინარემ არ უპასუხა.
-გისმენთ.
-დილამშვიდობის. -ნაცნობი ხმის გაგებისას სასიამოვნოდ გასცრა ტანში -როგორ ხარ?
-რომ არ გაგეღვიძებინე უფრო კარგად ვიქნებოდი. -ჩურჩულით უპასუხა და ნუცას გადახედა რომელიც უდარდელად ფშვინავდა, დამამშვიდებელმა აშკარად იმოქმედა. მაშინვე ფეხზე წამოდგა ელენე და სახეზე დახედა, ლოყა მთლიანად დალურჯებული ჰქონდა- ასე როგორ უნდა წავიდეს სახლში- თავისთვის ჩაიბუტყუნა და სამზარეულოში გავიდა.
-ნუ წუწუნებ. კარგი ამბავი მაქვს.
-გისმენ, მითხარი.
-სკოლებში უქმე დღეები გამოცხადდა გუშინდელი ამინდის გამო.
-რაა? მართლაა?- თავი ძლივს შეიკავა სიხარულისგან ყვირილი რომ არ დაეწყო.
-ხოო, გზაში გავიგე, მინდოდა სკოლაში წამეყვანე, მაგრამ რადგან მაინც მოვდიოდი უკან აღარ წავედი და კარს თუ გამიღებ კარგი იქნება.
-მოიცა, შენ რა? აქ ხარ? -დაბნეულმა დაიწყო საუბარი.
-ხო, რატომ გაგიკვირდა? კარი გააღე საათზე მეტია აქ ვზივარ. -სიცილით უთხრა ანდრეამ
-მოიცადე, მოვდივარ. -ფეხზე თბილი ჩუსტები ჩაიცვა და კართან სირბილით მივიდა, ზღურბლზე გაღებული ანდრეას დანახვისას თავადაც გაეღიმა, დღე ყველაზე კარგად დაიწყო. -დილამშვიდობის.
-დილამშვიდობის. -ღიმილით მიუგო ანდრეამ. -სახლში არ შემომიშვებ? თუ ბიჭები არ დაიშვებიან? -სიცილით უთხრა ანდრეამ და ნამდვილად არ ელოდა რომ ელენე სახლში მართლა არ შეუშვებდა.
-იცოი, ჯობს აქ დავრჩეთ იქამდე სანამ რაღაცას მოგიყვები. -მძიმედ ამოთქვა ელენემ.
-მოხდა რამე? -მალევე დაიძაბა ანდრეაც.
-წამოდი, დავსხდეთ და მოგიყვები. -აივნის კუთხეში არსებულ სკამზე ანიშნა ელენემ და პირველი მოკალათდა კომფორტულად ბალიშებზე.
-გისმენ, ნუ მაშინებ გთხოვ, რამოხდა?
-ყველანაირი ყვირილის, ჩხუბის და “ბოიკების” გარეშე კარგი?
-ელენე, მოყევი რამოხდა.
-გუშინ ნუცას ჩემთან მოსვლა ვთხოვე რომ მარტო არ ვყოფილიყავი, თავიდან იწუწუნა მაგრამ მერე დამთანხმდა, თითქმის მოსულიიყო როცა მომწერა ჩაი გამეკეთებინა და უდარდელად ველოდებოდი ჩემთვის თბილ სახლში. ღმერთო ნეტავ სულ არ დამერეკა. -აკანკალებული ხმით თქვა და თავი ხელებში ჩარგო
-ელენე, რამოხდა მითხარი. -მის პირდაპირ ჩაიმუხლა ანდრეა.
-მე არ მეგონა რომ საბა ასე მოიქცეოდა, მართლა არ მეგონა. -ცრემლებს გასაქანი მისცა და თვალებში ჩააცქერდა, იმხელა სინანული იკითხებოდა ელენეს თვალებში ნებისმიერის გრძნობებს უმალ შეეხებოდა.
-ელენე, დაწყნარდი, გონება მოიკრიბე და მითხარი რა და როგორ მოხდა. -მისი სახე ხელებში მოიქცია ანდრეამ და დასამშვიდებლად რამდენჯერმე ფრთხილად ჩამოუსვა ხელო თმაზე.
-საბა, ის… ის ნუცას დახვდა, ეჩხუბა ვაჩესთან ერთად რომ დაინახა გაბრაზდა… მერე… მერე ნუცაც გაბრაზდა, იკამათეს საბა ძლიერია, ნუცა როგორ მოერეოდა, რამდენჯერმე კედელზე ააკრო, მთელი ზურგი სტკიოდა, ხელებზეც სულ სილურჯეები აქვს… ბოლოს… ბოლოს სახეშიც დაარტყა. მე… მე ვერაფრით დავეხმარე გეფიცები. რომ მცოდნოდა არ ვთხოვდი მოსვლას… -უკვე ხმით ტიროდა ელენე, ბრაზისგან ისეთ მდგომარეობაში იყო ანდრეა მზად იყო საბას სახეზე არსებული ყველა ძვალი სათითაოდ დაემტვრია.
-დამშვიდდი ელენე, შენი ბრალი არ არის. -სხეულზე მიიხუტა აკანკალებული ელენე და მის დამშვიდებას შეეცადა. -შენ არაფერ შუაშიხარ გესმის? ეგ შენი ბრალი არ არის. -გაუჩერებლად უმეორებდა თუმცა ელენეს ყრუდ ჩაესმოდა მისი სიტყვები.
-დღეს დილით რომ დავიანახე ლამის გავგიჟდი, სახე ისეთ მდგომარეობაში აქვს. -სლუკუნით ამოთქვა ელენემ და მთელი ძალით მიეკრო სხეულზე ანდრეას.
-აქამდე რატომ არ მითხარი ელენე? გუშინ რას აკეთებდი?
-მე… მე ვაჩეს მივწერე რომ დღეს სკოლის შემდეგ ვნახავდი, ვითხარი რომ სალაპარაკო მქონდა.
-შენ გგონია ვაჩე ამ საქმეს ჩხუბის გარეშე მოაგვარებს? ეგრე იცნობ ვაჩეს?
-უბრალოდ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.
-მისმინე, ვაჩემ ეს რომ გაიგოს ნუცას გამო საბას მოკლავს, ასერომ ვაჩემ ამ ამბის შესახებ არაფერი არ უნდა გაიგოს. -გააფრთხილა ანდრეამ.
-რა არ უნდა გავიგო? -აივანზე მოულოდნელად გაჩნდა ვაჩე.
-ჯანდაბა ამ მაღალ მცენარეებს. -თავისთვის ჩაიბურტყუნა ელენემ, ყვავილები ისე იყო ერთმანეთში გადახლართული მის იქით არაფერი ჩანდა საერთოდ.
-კითხვაზე მიპასუხეთ, რა არ უნდა გავიგო?-ხმა გაუმკაცრდა ყიფიანს.
-ელენეე. -სახლიდან ნუცას ყვირილი გაისმა თუ არა ელენემ მაშინვე ინატრა რომ მიწა გასკდომოდა.
-ვაჩე, დამშვიდდი. -ფეხზე წამოდგა ანდრეა.
-მშვიდად ვარ ანდრეა, რატომ უნდა ვნერვიულობდე? -გაუკვირდა ვაჩეს და ორივეს დაბნეული მზერა მოავლო.
-ვის ელაპარაკები?- კარი ხმაურით გაიღო და ზღურბლზე სახედალურჯებული ნუცას დანახვისას ყველა ადგილზე გაშეშდა.
-შენ… რა გჭირს? -ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი ვაჩემ და ნუცას პირდაპირ დადგა.
-მე… მე… -დაბნეული შეჰყურებდა მის წინ მდგომ სილუეტს ნუცა.
-ვაჩე, მდგომარეობიდან ნუ გამოხვალ! -გააფრთხილა ანდრეამ.
-სახეზე რა გჭირს ნუცა?
-ისეთი არაფერია, უბრალოდ… უბრალოდ დავეცი. -ყველაზე სულელური ტყუილი მოიფიქრა რაც კი ოდესმე შეიძლებოდა.
-მეკაიფები? -თვალები წამოენთო ყიფიანს. -დაეცი და სახე და ორივე ხელის მაჯა ერთდროულად დაგილურჯდა?
-ვაჩე, მომისმინე… -მისი შეჩერება სცადა ანდრეამ.
-ვინ გცემა? - კბილების ღრჭიალით ამოთქვა და ანდრეას ხელით უბიძგა რომ გაწეულიყო.
-არავინ…მე დავეცი მართლა. -მაისური მაჯებზე ჩამოიწია და დარცხვენილმა გაიმეორა ტყუილი.
-საკმარისად ბევრი ნაცემი ადამიანი მინახავს რომ მივხვდე ახლა ნაცემი ხარ თუ უბრალოდ დაეცი. სახლში შედი! -მძიმედ დაასრულა ნათქვამი და როგორც კი ნიცა ოთახში შევიდა ისიც მაშინვე უკან მიჰყვა. -არ შემოხვიდეთ! -მკაცრი ტონით უთხრა ორივეს და კარი ხმაურით დაკეტა. როგორც კი ნუცა სავარძელზე მოკალათდა მის პირდაპირ დადგა და საუბარი გააგრძელა. -ბოლოჯერ გეკითხები ვინ აწია შენზე ხელი? ბო*იშვილი ვიყო თუ არ მეტყვი ვისაც იცნობ ყველას ძვლებში დავამტვრევ.
-გთხოვ დამშვიდდი რა. -მუდარის ტონით უთხრა ნუცამ, ფეხზე წამოდგა და ხელზე ხელი მსუბუქად მოკიდა.
-გისმენ.
-საბა იყო. - ვაჩეს არაფერი უთქვამს თუმცა მაშინვე შენიშნა ნუცამ როგორ სწრაფად შეეცვალა სახეზე ფერი, შუბლზე ძარღვი დაეტყო და სუნთქვა გაუხშირდა. -შენზე იეჭვიანა, მითხრა რომ აღარ შეგხვედროდი. -აწყლიანებული თვალებით ახედა ვაჩეს რომელიც წუთი წუთზე აფეთქდებოდა.
-სიარული რატომ გიჭირს? - როგორც შეეძლო მშვიდად იკითხა და მისი ხელი ხელებში მოიქცია.
-მე… რამდენჯერმე კედელზე უხეშად მივეყუდე.
-შემთხვევით?
-მე…
-ზურგი მაჩვენე.
-რაა?
-ნუცა აღარ გამამეორებინო თორემ მაისურს ჩემი ხელით მოგაშორებ სხეულიდან. -მკაცრი ტონით უთხრა და მომლოდინე თვალებით მიაჩერდა. ნუცამ იცოდა რომ გამკეთებელი იყო და შეწინააღმდეგებას აზრი არ ჰქონდა ამიტომ მასთან ზურგით დადგა და მაისური ზემოთ აიწია.
-დედა****ცი- დაიგრგვინა გამწარებულმა და დაჟეჟილ ადგილებს დააკვირდა. ხერხემლის ორივე მხარეს სიგრძეზე საშინელი დალურჯებები და სისხლჩაქცევები ჩასდევდა, ვერც კი ხვდებოდა ვაჩე ამ პატარა და უსუსურმა არსებამ ამდენს როგორ გაუძლო. ხელი ფრთხილად ჩამოუსვა და მისი რეაქციისას მაშინვე უკან გაწია. -ძალიან გტკივა?
-არა, ისეთი არაფერია. -იუარა ნუცამ, იქნებ როგორმე დამშვიდდესო მაგრამ აზრი არ ჰქონდა.
-მოვკლავ. -ღვარძლით ამოთქვა და მაისური ფრთხილად დაუბრუნა საწყის პოზიციას.
-ვაჩე მომისმინე, ისეთი არაფერია კარგიი. გთხოვ დამშვიდდი. -მისი დამშვიდება სცადა თუმცა ვაჩეს მისი უწყინარო სიტყვები გადაწყვეტილებას ვერ შეაცვლევინებდა.
-ნუცა, შენი თმის ერთ ღერსაც კი არ ვაპატიებ არავის, ამაზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, როგორ გაბედა და როგორ შეგეხო. ჩემი ბრალია, მარტო არ უნდა დამეტოვებინე. -საკუთარ თავზე გაბრაზდა და კედელს მუშტების რტყმა დაუწყო.
-გაჩერდი ვაჩე გეხვეწები. -მასსა და კედელს შორის ჩადგა ნუცა.- ეს არავისი ბრალი არ არის, მეგითხარი რომ არ ვაპირებდი არსად წასვლას და არც უნდა წავსულიყავი. შენ არ ხარ დამნაშავე.
-ვისაც ვერაფრით ვერ გაამართლებ ის ნამდვილად მიიღებს საკადრისს. -კბილები გაახრჭიალა და ნუცას სახე ხელებში მოიქცია. -პირველი და უკანასკნელი იყო, ვიღაცამ ის მოახერხა რომ შეგხებოდა. ნებისმიერს მოვკლავ ვინც ამას ერთხელ მაინც თუნდაც აზრად გაივვლებს. ვერავინ გადარჩება, მერე რაც უნდათ ის ილაპარაკონ იმაზე რომ მამაჩემის შვილი ვარ, მერე მართლა **ეზე დავიკიდებ ყველაფერს. -სახე ისე ახლოს მიუტანა წამოთ ნუცამ იფიქრა რომ კოცნას აპირებდა. მერე უცებ ოდნავ გვერდით გადაიხარა და ლოყაზე მსუბუქად აკოცა. -ვერავინ შეგეხება თუ ეს შენი სურვილი არ იქნება. -ყურთან უჩურჩულა და წასასვლელად შებრუნდა.
-ვაჩე, სად მიდიხარ? -ბარბაცით გაეკიდა ნუცა.
-არცერთმა არ გაბედოთ გამოყოლა. -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია სამივეს და წამის მეათასედში გაეცალა იქაურობას.
დიდი დრო არ დაჭირვებია მის საპოვნელად, მისი ნომერი მალევე გაიგო და ნუცას სახელით მესიჯი მიწერა ვითომ მისი უნდოდა, ისიც რათქმაუნდა მაშინვე გავარდა სახლიდან დათქმულ ადგილას და ნუცას მოლოდინით ადგილზე ცქმუტავდა.
-შენ რა მასეთი სი*ი ხარ რომ მართლა დაიჯერე იმის მერე რაც გუშინ ნუცას გაუკეთე მართლა შეგხვდებოდა? -ღვარძლით ამოთქვა ვაჩემ და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა საბას.
-რომელი ხარ ჩემი ძმა? -გაუკვირდა საბას.
-ბიჭო, აღარ გაბედო და ძმა აღარ დამიძახო აღარასდროს.
-ვერ გავიგე ვინ ხარ და აქ რა გინდა?
-ვაჩევარ ვერმიცანი? ის ბიჭი ვარ ვის გამოც ნუცას ხელი დაარტყი შე ა*ვარო. -სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა მთელი ძალით რომ დაარტყა სახეში, საბამ ტკივილისგან და დაბნეულობისგან რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და გატეხილ ცხვირზე ხელი მთელი ძალით მოიჭირა. -შე ნაბი*ვარო, როგორ გაბედე ნუცაზე ხელის აწევა. -მეორედაც დაარტყა და ძირს მწოლიარე საბას ზემოდან მოექცა. -ის მაინც არ გცოდნოდა მამამისი ვინ არის. თუმცა მამამისი იმასთან შედარებით ვერაფერს გიზამს რასაც მე ვაჩე ყიფიანი გაგიკეთებ იმის გამო რომ ჩემთვის ძვირფას ადამიანს შეეხე.
-კოდევ ბევრჯერ შევეხები სანამ ძუ*ნასავით მოქცევას არ შეწყვეტს. -სიტყვა შეუბრუნა საბამ, სანამ ვაჩე საუბრობდა დრო იხელთა, ხელით ქვა მოძებნა და პირდაპირ საფეთქელში დაარტყა მთელი ძალით. ვაჩემ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და უკან გადავარდა, წამით თვალთ დაუბნელდა და მთელი სხეული დაუბუჟდა, ამდროს საბამ დრო იხელთა და რამდენიმე მუშტი დაარტყა სახეში, მაგრამ ეს მხოლოდ იქამდე სანამ ვაჩე თვალებიდან ისევ გამოიხედებოდა და დაბინდულ მზერას გაასწორებდა.
-ნუცას სახელის ხსენებაც კი აღარ გაბედო შე *ლეო არასოდეს.- საპასუხო მუშტი დაარტყა სახეში და ისევ ზემოდან მოექცა საბას, რამდენჯერმე კიდევ დაარტყა და როცა მიხვდა წინააღმდეგობის გაწევას აღარ აპირებდა საუბარი გააგრძელა. -რომელი ხელი დაარტყი?
-რაა? -გაოცებულს აღმოხდა საბას.
-არასწორი პასუხია. - მარჯვენა ხელის ცერა თითი მოუგრიხა და მთელი ძალით დააწვა იქამდე სანამ ძვლის მტვრევის ხმა არ გაიგო რასაც საბას ცხოველურო ღმუილი მოჰყვა. -მოდი თავიდან გკითხავ, რომელი ხელი დაარტყი?
-მე… არ… არ მახსოვს. -შეშინებულმა დაიწყო ბურტყუნი- მისმინე ძმაო, რასაც გინდა იმას გავაკეთებ ოღონდ შემშვი.
-რათქმაუნდა გააკეთებ, მაგრამ ეგეც არსსწორი პასუხია. სათითაოდ რომ გიმტვრიო თითები დიდ დროს წაიღებს. -მშვიდად უპასუხა და გამომეტყველება მაშინაც არ შეუცვლია როცა მაჯის ძვალი შუაზე გადატეხა. ეგონა ამით მაინც დამშვიდდებოდა საბა მაგრამ ამაოდ. მარცხენა ხელით კიდევ ერთხელ გაიბრძოლა მის წინააღმდეგ და მთელი ძალით დაარტყა სახეში. ეს უკვე პიკი იყო ვაჩესთვის, ნება მისცა კოდევ რამდენჯერმე დაერტყა იქამდე სანამ საბოლოოდ გაანადგურებდა. ბოლოს ფეხზე რომ წამოდგა უღონოდ იწვა საბა მიწაზე და ტკივილისგან გველივით იკლაკნებოდა.
-ნუცას აღარასდროს გაეკარო თორემ შემდეგში ცოცხალს არ დაგტოვებ. -ღვარძლით შეიკურთხა და იქაურობას მშვიდად გაეცალა, საავადმყოფოშიც დარეკა და მისი ადგილსამყოფელიც შეატყობინა რომ არ მომკვდარიყო. დიაგნოზი არც ისე მარტივი იყო, 3 ნეკნის მოტეხილობა, ისევე როგორც ორივე ხელზე 5მდე სხვადასხვა ძვლის, თუმცა ვაჩეს რომ სცოდნოდა რა გააკეთა საბამ სანამ მასთან მოვიდოდა ალბათ არცერთ ძვალს მთელს არ დაუტოვებდა…
გეზი პირდაპირ ელენეს სახლისკენ აიღო, ტელეფონი რომ შეამოწმა 100მდე გამოტოვებულო ზარი იყო ანდრეასგან და ნუცასგან. აღარ გადაურეკა რადგან მაინც მათთან მიდიოდა. ეზოში შესვლისთანავე სამივე გარეთ გამოცვივდა და აივანზე შეშფოთებული სახეებით დახვდნენ.
-დაჭრილი ხარ? -თავიდან ფეხებდე აათვალიერა სისხლით დასვრილი ძმაკაცი ანდრეამ.
-არა, კარგად ვარ. -მშვიდად მიუგო და შეშინებულ ნუცას გახედა რომელიც სხეულს ვერ იმორჩილებდა და კედელზე უღონოდ იყო მიყრდნობილი-მარტო დაგვტოვეთ. -მშვიდად განაგრძო საუბარი ვაჩემ და როგორც კი ელენე და ანდრეა სახლში შევიდნენ საუბარი განაგრძო. -ხომ არ გცივა?
-მითხარი რომ არ მოგიკლავს. -ხმის დამორჩილება სცადა ნუცამ.
-რატომ აგიჩემებია ეს მკვლელობები? არ მომიკლავს ნუცა, არა.
-აბა ეს? -სისხლიან მაისურზე ანიშნა ნუცამ და წონასწორობის შესანარჩუნებლად კედელს დაეყრდნო.
-ვიჩხუბე, მაგრამ არ მომიკლავს. -მათ შორის მანძილი სწრაფად დაფარა და სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა.
-სისხლი მოგდის. -საფეთქელზე ოდნავ შეეხო ნუცა. -ჭრილობა გაქვს, რა დაგემართა?
-ქვა მომხვდა, აი მოხუცი დედაბრები რომ ისვრიანხოლმე ქვებს მასე მოვყევი ერთ-ერთის კლანჭებში.
-შენ… შეიძლებოდა რამე მოგსვლოდა. -აკანკალებული ხმით უთხრა ნუცამ.
-არ მადარდებს.
-ამას რატომ აკეთებ?
-რას ვაკეთებ? -გაიკვირვა ვაჩემ.
-რატომ მეხმარები? რატომ მიცავ?
-ჩემთვის ბევრს ნიშნავ ნუცა, არ მ*იდიხარ და არ მინდა რამე დაგემართოს. არც იმას ავიტან რომ ვინმე შეგეხოს შენი ნების საწინააღმდეგოდ, მითუმეტეს ასე. -მძიმედ ამოთქვავა ვაჩემ და ორივე ხელით კედელზე მიეყრდნო.
-გაიწიე.
-რატომ? გთხოვ არმითხრა რომ ისევ გეშინია ჩემი. -თავი დანანებით გააქნია ვაჩემ.
-არა, უბრალოდ პირველადი დახმარების ყუთს მოვიტან.
-არ მჭირდება, კარგად ვარ. -თბილი ხმით უთხრა და შუბლზე ცხელი ტუჩები მიაკრო.
-სისხლი მოგდის. -შუბლზე ხელი გადაუსვა და უცებ დენდარტყმულივით უკან გაწია.
-რამოხდა?
-შენი თვალები.
-არ მითხრა რომ წითლად ანაათებს ან რამე მსგავსი. -ღიმილით უთხრა ვაჩეს.
-ფერი ისე სწრაფად შეიცვალა, წამის წინ ლურჯი თვალები გქონდა. -დაბნეული ალაპარაკდა ნუცა.
-ჰო, როცა ვმშვიდდები მწვანე ფერის მაქვს. შენთან სიახლოვე ყოველთვის მამშვიდებს და რატომ არ ვიცი.
-ლამაზი თვალები გქონია. -ღიმილით უთხრა ნუცამ.
-შენსას ვერ შეედრება მაგრამ მადლობა.
-ახლა რას აპირებ?
-რას გულისხმობ?
-როგორც მივხვდი საბასთან საქმე მოაგვარე, ვფიქრობ აღარ შემაწუხებს, უბრალოდ მაინტერესებს ახლა წახვალ?
-ნეტავ იცოდე როგორ არ მინდა წასვლა. -ყურთან უჩურჩულა და მძიმედ ამოისუნთქა- მაგრამ ეგ ჩემზე არ არის დამოკიდებული. როგორც კი პოლიცია საბასთან მივა ის ყველაფერს იტყვის და უახლოესი 7წელი ჩამსვამენ ან მეტი. -ისე მშვიდად მიუგო ვაჩემ თითქოს მომდევნო 7 საათზე ლაპარაკობდესო.
-ხომ არ გაგიჟდი? -მაშინვე უკან გაწია ნუცამ.
-დამშვიდდი პატარავ, შენ არაფერი გემუქრება. ყურადღებას ყოველთვის მოგაქცევენ.
-მე რაშუაში ვარ? ხვდები მაინც რაზე საუბრობ? შენი ცხოვრების საუკეთესო წლები შეიძლება ციხეში გაატარო? -ყვირილზე გადავიდა ნუცა
-ჩშშ, დამშვიდდი. -ახლოს მიიზიდა და მთელი სხეული ზედ აიკრო პაწაწინა არსება- ჩემი ბოლო მაინც ეგ იყო, მამაჩემის შვილი სხვანაირად ვერ დავასრულებდი.
-გეხვეწები მაპატიე რა, მითხარი რა შეიძლება გავაკეთო რომ ეგ არ მოხდეს. -თავისთვის ბურტყუნებდა ნუცა თუმცა ამაოდ, ვაჩეს პასუხი არ გაუცია, თმაზე ხელს შეუჩერებლად უსვამდა და მის სურნელს ხარბად ისუნთქავდა. -იქნებ არაფერი თქვას. -ისევ გააგრძელა ბუტყუნი ნუცამ
-შენი ხელში ჩაგდების შანსს ხელიდან რატომ გაუშვებს ნუცა? - გაიკვირვა ვაჩემ და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, სიგარეტს მოუკიდა და ფილტვები მომწამვლელი კვამლით აივსო.
-მე… მე არვიცი. -დაბნეულმა დაიწყო საუბარი. -შერიგებას რომ შევპირდე? ვეტყვი რომ თუ არ გიჩივლებს მასთან ვიქნები ან …
-ეგ აზრადაც კი არ გაივლო არასოდეს თუ არ გინდა რომ მართლა მკვლელად ვიქცე. -კბილები გაახრჭიალა ვაჩემ და ისევ მის პირდაპირ დადგა- ვერასოდეს ვეღარ მოგეკარება და ეგ კარგად დაიმახსოვრე! ჩამსვამენ თუ არა ეგ შენი საზრუნავი არ არის! არაფერში ჩაერიო უბრალოდ მშვიდად იყავი და ცხოვრება განაგრძე.
-ხო მაგრამ…
-არანაირი მაგრამ, არც ცრემლები და საერთოდ არაფერი. შენ კარგად იქნები.
-თუ რამე შემეძლება აუცილებლად გავაკეთებ. -მათ შორის მანძილი დაფარა ნუცამ და კისერზე ხელები მჭიდროდ მოხვია, გრძნობდა ვაჩე გული როგორ სწრაფად უცემდა, ნერვიულობა, ბრაზი ყველაფერი ერთად ქონდა ახლა გულში მაგრამ იცოდა რომ მალე ეს ყველაფერი აღარ გაახსენდებოდა და იმ შემთხვევაში თუ ჩასვამდნენ ნუცა ძალიან მალე შეეჩვეოდა ცხოვრების ახალ რიტმს. მყუდროება ნუცას ტელეფონის ზარმა დაარღვია. დედამისი იყო.
-ხო დე. -როგორც შეეძლო მშვიდად უპასუხა.
-არ ვიცი ქალბატონო ნუცა რა გააკეთე მაგრამ მამაშენი გაცეცხლებულია და სახლში მოდის, გირჩევ მის მოსვლამდე მოხვიდე და მითხრა რა მოხდა თუ გინდა რომ გიშველო. - სწრაფად მიაყარა ქალმა და ტელეფონი გათიშა.
-რა მოხდა?
-სასწრაფოდ ჩემს სახეს უნდა ვუშველო. -მძიმედ ამოთქვა და სავარძელში მოწყვეტით ჩაესვენა.
***

-რა მოხდა? -შეშინებული შევარდა ნუცა მისაღებ ოთახში.
-მობრძანდა ქალბატონი. -სავარძელში გასწორდა სანდრო და სიგარეტის ნამწვი ხელში გასრისა.
-არ მეტყვით რა მოხდა? -კუთხეში აიბუზა ნუცა “განაჩენის” მოლოდინში.
-ეს შენ გვითხარი რა ხდება ნუცა.
-როდიდან ატყუებ მშობლებს? -ნაწყენმა იკითხა ლიზამ
-რაა? როდის მოგატყუეთ? მე…
-საკმარისია ნუცა. -დაიყვირა სანდრომ და ფეხზე წამოვარდა. -საბას ველაპარაკე, მითხრა რომ ერთმანეთს აღარ ხვდებით უკვე რამდენიმე თვეა.
-მამა მე…
-მესმის, შესაძლოა რაღაც საკითხებში ვერ გაუგეთ ერთმანეთს და დაშორდით, ისეთი მშობლები როდიდან ვართ რომლებსაც ვერ დაელაპარაკები?
-მე ვაპირებდი თქმას უბრალოდ…
-უბრალოდ არ თქვი იმიტომ რომ მერე მოგიწევდა იმის თქმა ვის ხვდებოდი მაშინ როცა ჩვენ გვეგონა რომ საბასთან იყავი.
-რაა? რაზე ლაპარაკობ? -ენა ჩაუვარდა ნუცას.
-ამაზე ნუცა, ამაზე ვლაპარაკობ. -ლეპტოპს წვდა სანდრო და მისი და ვაჩეს ფოტო ცხვირწინ აუთამაშა.
-მამა, მომისმინე და აგიხსნი კარგი? -მშვიდად დაიწყო საუბარი და ეკრანს თვალი სასწრაფოდ მოარიდა.
-ამიხსნი, რათქმაუნდა ამიხსნი ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ რაც იმ ნაბი**არს შუბლში ტვიას დავახლი. -ცოფებს ყრიდა სანდრო
-რას ამბობ მამა? ვაჩესგან რა გინდა?
-რას ნიშნავს რა მინდა? უცხოსავით ნუ ლაპარაკობ. დაგავიწყდა მამამისმა რა გააკეთა? ლამის მოგკლა ნუცა, ჩემს თვალწინ იარაღს გიმიზნებდა.
-მამა არაფერი დამვიწყებია, ყველაფერი მშვენივრად მახსოვს, მაგრამ ვაჩე მამამისი არ არის!
-მართლა? ვახშამზეც ხომ არ დაგვეპატიჟებინა? -ირონიაა არ დააკლო კაცმა და ლეპტოპი იატაკზე მოისროლა.
-მამა, ვაჩე ცუდი ბიჭი არ არის, თუ დამაცდი ყველაფერს აგიხსნი.
-რას ამიხსნი ნუცა რას? -დაიგრგვინა კაცმა- მაგ ბიჭს აღარასდროს შეხვდები გასაგებია? მამამისზე უკეთესი არაფრით არ არის.
-მამამისს ნუ ადარებ, მე ის მეხმარებოდა მამამისისგან განსხვავებით.
-კი არ გეხმარებოდა თავგზა აგირია,შენს თავს მოუსმინე. ჩვენ ასე გაგზარდეთ? ეგ გასწავლეთ? -ბრაზთან ერთად ტკივილიც იგრძნობოდა მის ხმაში.
-არა, თქვენ ისე გამზარდეთ და ის შთამაგონეთ რაც თქვენ გსურდათ, შთამაგონეთ რომ რაც მშობლები არიან ის არიან შვილებიც და ადამიანებს ერთი შეხედვით მაფასებინებდით, აი ეს არის რაც თქვენ მასწავლეთ და ასე მაცხოვრეთ მთელი 17 წელი. სვანეთში გატარებულმა დღეებმა მისი გაცნობის საშუალება მომცა და…
-სად გატარებულმა დღეებმა? -სიტყვა შუაზე გააწყვეტინა კაცმა.
-სვანეთში მასთან ერთად ვიყავით მე და ელენე. -ტონი გაიმკაცრა ნუცამ- მაგრამ ამაზე აზრის კითხვას არ ვაპირებ.
-მოვკლავ! შენ კი სახლიდან ფეხს ვეღარ გაადგამ და სადმე თუ წახვალ 24/7ზე დაცვა გეყოლება. -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია სანდრომ და მის უკან მდგომ შეშფოთებულ ლიზას გახედა რომელიც ვერ იჯერებდა იმას რასაც მისი შვილი ამბობდა.
-იმ ყველაფრის მერე ნუცა როსი გადატანაც მოგვიწია, ასე როგორ მოგვექეცი? -ცრემლებით აევსო თვალები ლიზას.
-როგორ მოგექეცით? ისე ნუ საუბრობთ თითქოს ადამიანი მოვკალი.
-ადამიანის მოკვლა არ მირჩევნია? არ მირჩევნია ვინმე მოკლა იმას რომ ვინმემ შენ მოგკლას? გაიღვიძე ნუცა გამოფხიზლდი რა დაგემართა? -მხრებში წვდა სანდრო და რამდენჯერმე უხეშად შეანჯღრია.
-მე არ მინდა თქვენი ცხოვრებით ვიცხოვრო, არ მინდა როცა გავიზრდები თქვენნაირი ვიყო, არ მინდა ხალხს ოჯახის გამო განვსჯიდე გესმით?? -მის წინააღმდეგ გაიბრძოლა ნუცამ.
-არა, არ გვესმის! -დაიყვირა სანდრომ - შენი მოკვლა უნდოდა, დედაშენი ლამის დაანაწევრა, მამამისის დავალებით მეექვსე სართულიდან გადმოგაგდეს, ლამის მოკვდი ნუცა, ლამის ჩემი სიცოცხლე თან წაიღო შენმა კომაში ყოფნის პერიოდმა, შენმა რეაბილიტაციამ. ამაზე არ გიფიქრია საერთოდ??
-მიფიქრია და სხვა თუ არაფერი ეს ყველაფერი მე განვიცადე. თქვენ რა გგონიათ მარტო თქვენ გრძნობთ რაღაცეებს? ვაჩე რომ არა ახლა მკვდარი ვიქნებოდი და ის რომ მამამისის მხარეს იყოს მდინარის ნაპირზე მკვდარს მიმაგდებდა. - ტონს აუწია ნუცამაც
-რას ამბობ შვილო? -მოლბა ლიზა და წინ გაიწია.
-იმას რომ მდინარეში ჩავვარდი, ვაჩეს რომ არ გადაერჩინე მკვდარი ვიქნებოდი. -თვალცრემლიანმა გახედა ორივეს
-ნუცა, ეს როგორ? როგორ მოხდა? - ხმა შეეცვალა სანდროს
-უბრალოდ ჩავარდი და მორჩა. მე ვაჩე დამეხმარა და მე მის მხარეს ვარ. როგორც არ უნდა გაბრაზდეთ ეს არ შეიცვლება.
-მას აღარ შეხვდები, საკმარისი უბედურება მოუტანეს ჩვენს ოჯახს. -ისევ ხელში წვდა სანდრო.
-თუ გეტყვი რომ არ მაინტერესებს რა რეაქცია გექნება? -ამაყად მიუგო ნუცამ.
-მაგ ბიჭს უფლებას არ მივცემ რომ შენს გრძნობებს შეეხოს და გამოგიყენოს.
-თუ უკვე შეეხო?
-ნუცა საკმარისია, სახლიდან ვერაად ვერ წახვალ. გადაწყვეტილია. - გადაჭრით ითხრა კაცმა.
-წავალ.
-ვერ წახვალ ნუცა, მოვკლავ მაგ ბიჭს და მერე სადაც გინდა წადი. არ დავუშვებ რომ ახლოს გაგეკაროს.
-ვაჩეს თუ შეეხები სამუდამოდ დამკარგავ. -თავი მისგან გაითავისუფლა და თვალებში ჩააცქერდა. -ახლა წავალ, თქენ არ შემაჩერებთ.
-ვერსად ვერ წახვალ ნუცა. -წინ გადაუდგა სანდრო თუმცა ნუცას ეს არ ადარდებდა, მთელი ძაით ცდილობდა მისგან თავის გათავისუფლებას.
-ნუცა, ვაჩე მამამისისგან არაფრით განსხვავდება, გამოგიყენებს, სხვა თუ არაფერი პატარა ხარ, მოგატყუებს, საწოლში შეგიტყუებს და მიგაგდებს. ვაჩეს არაფრად უღირს თქვენი ურთიერთობა, რომც გითხრას რომ უყვარხარ ეს არ დაუჯერო. გთხოვ ნუცა- სახეზე ხელები მოკიდა ლიზამ, იმდენად იყო შეშინებული წარმოდგენაც არ უნდოდა როგორ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი.
-თქვენთვის ყველაფერი საწოლამდე რატომ მიდის? ვაჩესი კი არა საბასი უნდა გეშინოდეთ მაგ მხრივ, ეგაა გატაცებული მსგავსი რაღაცეებით. ვაჩეს რაც შეეხება მასთან რამე თუ მოხდება ეგ ჩემი სურვილთ მხოლოდ.
-ეგ აღარ გაიმეორო ნუცა, ჭკუიდან ნუ გადამიყვან.
-გავიმეორებ და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი. მე არ ვაპირებ ვაჩეს დაკარგვას.
-ამ სახლიდან ფეხს ვერ გაადგამ და მაგ ნაბი**არს ვეღარასდროს ნახავ.
-არ მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ, მე მივდივარ. -ხელი უხეშად აუკრა ნუცამ თუმცა სანდრო ისევ უკან გაეკიდა.
-შენს ნებაზე ვერ ისეირნებ ქალბატონო, ეგ დრო დამთავრდა. მორჩა
-ჩემთვის ყველაფერი ახლა იწყება. იმაზე გულს ნუ გაიხეთქავთ ვინმემ რამე არ დამიშავოს ვაჩე პატივს მცემს.
-გგონია ეგ დიდხანს გაგრძელდება? გგონია პირველივე შესაძლებლობაზე ხელში არ ჩაგიგდებს?
-და რა? რისი გეშინიათ ორსული არ მოგადგეთ კარზე და ყიფიანის ბავშვი არ შემოგაჩეჩოთ?
-ნუცა გაჩუმდი. - სანდროს სახის გამომეტყველებიდან გამომდინარე მისი გაჩერება სცადა ლიზამ.
-ჩემთვის არასოდეს მოგიციათ იმის საშუალება რომ ჩემი აზრი გამომეხატა და ჩემი ცხოვრებით მეცხოვრა, მუდამ მახრჩობდით ამ ყიფიანების დაუსრულებელი დრამებით. მე არ ვიქნები თქვენნაირი. არ მექნება ისეთი საცოდავი ცხოვრება როგორიც თქვენ გაქვთ მითუმეტეს შენ დედაჩემო.
-დედაშენს ნორმალურად ელაპარაკე!
-ყოველ ღამით გელოდება სახლში ცოცხალი მოხვალ თუ მკვდარი, იმის გამო რაც უკან კი არ დაგსდევს იმის გამო რასაც შენ დასდევ უკან. საცოდაობაა ის რაც ხდება და რასაც დედა განიცდის შენს გამო, საშინელი მშობლები ხართ. ამიტომაც არ მინდა რომ გავიზარდო და მივხვდე რომ თქვენ დაგემსგავსეთ. -სიტყვის დამთავრება ძლივს მოასწრო სანდრომ სახეში სილა რომ გააწნა, იმწამსვე მიხვდა რამხელა შეცდომა დაუშვა ნუცასთან თუმცა უკვე გვიანი იყო, თვალცრემლიანმა ნუცამ მხოლოდ ერთხელ გახედა მამამისს, შემდეგ კი სახლიდან უკან მოუხედავად გავარდა.
-სანდრო… -მძიმედ ამოთქვა ლიზამ და იატაკზე მოწყვეტით დაეცა.
-თავი ვეღარ გავაკონტროლე, არ ვიცი რა დამემართა… -განმარტა სანდრომ და ლიზას პირდაპირ ჩაიმუხლა.
მთელი სისწრაფით მირბოდა ნუცა, როგორც შეეძლო ისე სწრაფად და უკან ერთხელაც კო არ გაუხედავს, წარმოდგენა არ ჰქონდა ის რაც ოჯახში დაპირისპირების გამწვავების მიზეზად იქცა ვაჩეს მიმართ რაიმე პირადი ლტოლვა იყო თუ უბრალოდ მშობლების ბრძანების შესრულებამ დაღალა. დაიღალა იმით რომ მუდამ იმას აკეთებდა რაც მათ უნდოდათ და არა იმას რაც მას სურდა. გაქცევამ დაღალა, დაე მოხდეს რაც მოსახდენია, გაიფიქრა გონებაში და ტაქსი გააჩერა, ერთადერთი ადგილი სადაც ახლა ყოფნა შეეძლო ვაჩეს სახლი იყო, სხვაგან ვერსად წავიდოდა, იცოდა რომ მამამისი პირველ როგში მეგობრებთან მოძებნიდა…
-მოვდივარრ. -ნაცნობი ბოხი ბარიტონის გაგონებისას ცოტა შვება იგრძნო და კარზე ბრახუნი შეწყვიტა, რამდენიმე წამის შემდეგ კარი ხმაურით გაიღო და ვაჩე ზღურბლზე მდგარი ნუცას დანახვისას ადგილზე გაიყინა. -ნუცა?
-შეიძლება შემოვიდე? -მღელვარე ზღვასავით ლურჯი ცრემლიანი თვალები მიანათა ნუცამ, ვაჩეს აღარ დაუყოვნებია მაშინვე გვერდით გაიწია და სახლში შეუშვა, მერე კი ნუცას თავადაც უკან მიჰყვა. -რა მოხდა? -რამდენიმე წუთიანი დუმილოს შემდეგ იკითხა ვაჩემ
-მე… მე ჩემებთან ვიჩხუბე. -ცრემლები წასკდა ნუცას და თავი ხელებში ჩარგო.
-რაზე? რამე მოხდა?
-საბამ შენზე ყველაფერი უთხრა, ლამის გაგიჟდნენ. მე მათ ვერაფერი გავაგებინე, მამაჩემმა ლამის ოთახში ჩამკეტა.
-კარგად ხარ? -მის წინ ჩაიმუხლა და თავი ფრთხილად ააწევინა.
-შეიძლება აქ დავრჩე? გეფიცები არ შეგაწუხებ აქ დივანზე დავიძინებ ოღონდ სახლში არ გამიშვა.
-ხომ არ გაგიჟდი? დარჩი რამდენი ხანიც გინდა. -თბილად მიუგო ვაჩემ და სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა. -ტუჩი გაქვს გახეთქილი.
-ხო, ჩემი სახე კაცის მძიმე და ძლიერ ხელს ვერ უძლებს. -ირონიით ამოთქვა და ისტერიკული სიცილი წასკდა.
-შენ რა… მამაშენმა დაგარტყა? -თვალებგაფართოებული მიაჩერდა მის წინ მჯდომ სილუეტს.
-ჰო- ყრუდ ჩაილაპარაკა და თვალი მოარიდა, დღეს უკვე მეორედ ხედავდა ვაჩეს გაგიჟებულ სახეს და ეს რთული იყო მისთვის.
-მამაშენი რა სულ გაგიჟდა? ჩემს გამო საკუთარ შვილს როგორ დაარტყა.
-შეგიძლია სველი ხელსახოცი რომ მომიტანო? მაკიაჟი რომ მოვიშორო სახიდან.
-ხო ახლავე. -ოთახიდან სასწრაფოდ გავიდა და უკან ხელსახოცის შეკვრით დაბრუნდა. -მაპატიე იმის გამო რაც დაგემართა. -მძიმედ ამოთქვა ვაჩემ - მე საერთოდ აღარ უნდა გამოვჩენილიყავი შენს ცხოვრებაში. ეს არ იყო სწორი.
-ამას ნუ ამბობ გთხოვ.შენი ბრალი არ არის რომ ისინი სხვისი გადმოსახედიდან მსჯელობენ. მეც ასე ვიყავი იქამდე სანამ არ გაგიცანი.
-ამას მნიშვნელობა არ აქვს, 2 დღეში 2 ადამიანი შეგეხო ხელით და მე ვერაფერი გავაკეთე.
-ეს შენი ბრალი არ არის, ისინი უბრალოდ ვერ ხვდებიან რომ შენ საბა არ ხარ. იცი რა მითხრეს? საწოლში შეგიტყუებს და მიგაგდებსო. - როგორც შეეძლო ისე გაიცინა და სახიდან მაკიაჟის მოშორებას შეუდგა.
-მომისმინე, არასოდეს… არასოდეს არ შეგეხები შენი ნების საწინააღმდეგოდ და ეგ იცოდე. ეგ თუ მაინც მოხდა ოდესმე, ლიკას სულს გეფიცები შუბლში ტყვია თუ არ დავიხალო იმწამსვე.
-ვაჩე, მე აღარ მჯერა შენზე გამოგონილი ზღაპრების, საკმაოდ ბევრჯერ დამეხმარე იმისთვის რომ ესენი დავიჯერო.- მისკენ გადაიწია და სხეულზე მთელი არსებით მიეკრო, იგრძნო როგორ დაიწყო დამშვიდება ნელ-ნელა, როგორ ჩაუდგა ფორმაში გულის ცემა და იმასაც გრძნობდა რომ ისეთი დაძაბული აღარ იყო როგორც მანამდე.
-არასოდეს მდომებია შენთვის რაიმეს დაშავება, არც ის მინდოდა რომ რამე დაგმართნოდა, მითუმეტეს ეს. - დალურჯებულ ადგილას ხელი ჩამოუსვა და თვალებში ჩააცქერდა -მოთხარი რისი გაკეთება შემიძლია შენთვის და უკან არაფერზე დავიხევ. შენს გვერდით ვარ და მინდა ეს იცოდე.
-უბრალოდ დასვენება და სიმშვიდე მინდა, სხვა არაფერი. -მძიმედ ჩაეშვა სავარძელში და თავი საზურგეს მიაყრდნო.
-დაისვენე, ზემოთ საძინებლებიცაა, სადაც გინდა იქ დაიძინე. თუ რამე დაგჭირდეს აქვე ვიქნები. -მშვიდად მიუგო და აივანზე გავიდა. ამასობაში ემოციებისგან დაღლილი ნუცა ღრმა ძილს მიეცა…
სანდრო გაგიჟებული დაეძებდა ნუცას, მისი ყველა მეგობარი მოიარა თუმცა შვილი ვერსად იპოვა, ეს უფრო აგიჟებდა, მასზე გაბრაზებული სადღაც გაუჩინარდა და თან ტელეფონიც გათიშა. ელენეს სახლის კართან 2 საათზე მეტი იცდიდა იქამდე სანამ ელენე სახლში დაბრუნდებოდა. ეგონა მასთან მაინც იქნებოდა მაგრამ ხელში მხოლოდ ელენე და ანდრეა შერჩნენ.
-სადაა? ელენე ნუცა სადაა?
-არვიცი ბიძია სანდრო, სახლში რომ წამოვიდა მას შემდეგ აღარ მინახავს. -გაფართოებული თვალებით მიაჩერდა ელენე.
-ელენე შვილო გთხოვ არ დაგვიმალო თუ იცი სადაა, გეხვეწები. -ცრემლებად იღვრებპდა ლიზა
-გეფიცებით არ ვიცი. -გული შეეკუმშა ელენეს ლიზას ასეთ მდგომარეობაში დანახვისას თუმცა სიმართლეს ამბობდა, წარმოდგენა არ ჰქონდა სად იყო მისი მეგობარი და რატომ გაუჩინარდა ასე მოულოდნელად.
-იმ ბიჭის მისამართი მითხარი. -ტონი გაუმკაცრდა სანდროს.
-ვინ ბიჭის?
-ელენე შვილო, წყობიდან მუ გამომიყვან ყიფიანის მისამართი მითხარი. - რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა ელენეს და ისიც შიშისგან წამსვე კედელზე აეკრო.
-შეეშვი. -წინ გადაუდგა ანდრეა სანდროს.
-შვილო შენი ნერვები არ მაქვს, გამეცალე!
-ეგ არ მადარდებს, გოგოს აშინებ! ასერომ უკან დაიხიე. -კბილებში გამოსცრა ანდრეამ- მან არ იცის ვაჩე სად ცხოვრობს, მაგრამ მე ვიცი.
-მან თუ არ იცის შენ საიდან იცი?
-ვაჩეს მეგობარი ვარ, მშვენივრად ვიცი ყველაფერი მასზე.
-შვილო ეს დაქალები რამ გადაგიყვანათ ჭკუიდან? - შეტევაზე გადავიდა სანდრო- ჩემი შვილი თავად ყოფიანის შვილს გადაეკიდა შენ მის მეგობარს, ვეჭვობ შენს მშობლებთან საუბარი მომიწევს.
-სანდრო, ამის დრო არ არის. ნუცა უნდა ვიპოვოთ.- ხმაში მუდარა გაურია ქალმა.
-მისამართი მითხარი!
-არა! ასეთი მაგარი პოლიციელის როლი ხომ გაქვს, თავად იპოვე. -კბილებში გამოსცრა ანდრეამ.
-შვილო შენ აზრზე მოდიხარ საერთოდ ვის ელაპარაკები? -მხრებში ჩააფრინდა ანდრეას და ერთი ხელის მოსმით ააყუდა კედელზე.
-ვიცი და სიმართლე რომ გითხრათ არ მადარდებს, მითუმეტეს მაშინ როცა თქვენი შვილის მეგობრებს ასე ექცევით. -სასწრაფოდ გაინთავისუფლა მისგან თავი და ელენეს გადაეფარა- აღარ მიუახლოვდე თორემ ყიფიანი მოგონილი იქნება იმასთან რასაც მე გავაკეთებ. -თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და კარს უკან ელენესთან ერთად გაუჩინარდა…
5 წუთიც არ იყო გასული ტელეფონზე მესიჯი რომ მიუვიდა. ვაჩესგან იყო.
“ბატონო სანდრო, ნუცა ჩემთან არის არ ინერვიულოთ” - მოვკლავ, ღვარძლით ამოთქვა და სასწრაფოდ განყოფილებაში გადარეკა. 1 საათის შემდეგ მისი მისამართის დადგენა მოახერხეს, სანდროს აღარ უფიქრია მაშინვე ჩაჯდა მანქანაში და გეზი პირდაპირ ვაჩეს სახლისკენ აიღო.
ნახევარი საათიც არ დაჭირვებია იქამდე მისასვლელად, როგორც კი სახლს მიადგა სასწრაფოდ დატოვა მანქანა და კარზე საშინელი ბრახუნი ატეხა, მალევე რომ არ გაეღო ვაჩეს ალბათ შეამტვრევდა კიდეც.
-გამარჯობათ. - მშვიდად მიუგო ვაჩემ ზღურბლზე მდგარ სანდროს და ლიზას.
-ჩემი შვილი სადაა? - კბილები გაახრჭიალა სანდრომ, ვაჩე უხეშად გაწია გვერდით და სახლში სწრაფი ნაბიჯით შევიდა.
-ხო, რათქმაუნდა შემოდით, თავი ისე იგრძენით როგორც საკუთარ სახლში. -ირონია არ დააკლო ვაჩემ და სტუმრებს მაშინვე უკან მიჰყვა.
-ნუცა სადაა? რა დაუშავე? -თვალებანთებულმა გახედა სანდრომ
-საძინებელშია ზემოთ, სძინავს.
-შენ რა…
-ძალიან გთხოვთ ამაზრზენი ფიქრებისგან თავი შეიკავეთ და ხო მაღლა ასვლაზე არც იფიქროთ.
-აზრზე მოდი ბიჭო, ახლავე გამატარე. -მის პირდაპირ დადგა სანდრო და ხელით უხეშად უბიძგა თუმცა ვაჩეს რეაქცია არ ქონია ადგილიდან არ განძრეულა. -გაიწიე!
-არა! ნუცა იმ მდგომარეობამდე მიიყვანეთ რომ თქვენთან დარჩენა არ უნდოდა, ეგ იმას ნიშნავს რომ თქვენი ნახვაც არ უნდა. მე კი მის სურვილებს პატივს ვცემ!
-შენ ვინ ხარ ამდენს რომ ბედავ? ხომ არ გინდა მამაშენს რაც დავაკელი შენზე ავინაზღაურო? -იარაღი მოიმარჯვა სანდრომ.
-სანდრო იარაღი დაუშვი, შენს წინ მამამისი არ დგას, უდანაშაულო ბავშვია.
-ახლა მეც უნდა დაგემუქროთ რაც მამაჩემმა ვერ წაგართვათ მე წაგართმევთთქო? - გაუკვირდა ვაჩეს.
-შენ ვერაფერს დამაკლებ მაგრამ მე ძალიან ბევრი შემიძლია. -ტონს აუწია სანდრომ და იარაღი გადატენა.
-სანდრო გეხვეწები, იარაღი დაწიე, ამას შენს თავს არასდროს აპატიებ. გაჩერდი გთხოვ.
-მამა?! -კიბეებიდან გაისმა ნუცას გაბზარული ხმა - რას აკეთებ? -სასწრაფოდ ჩამოირბინა კიბეებზე და ვაჩეს გვერდით ამოუდგა.
-რა გჭირს? - გაგიჟებული მიაჩერდა სანდრო შვილს რომელსაც მახევარი სახე მთლიანად დალურჯებული ჰქონდა.
-რაზე მეკითხები?
-შენი სახე.
-ეს… ეს… შენს დარტყმას ვერ გაუძლო ჩემმა სახემ. - ურცხვად მოიტყუა და მზერა მამამისიდან იარაღზე გადაიტანა. - იარაღი დაუშვი.
-ახლავე მივდივართ აქედან. იმაზე კი რაც მოხდა სახლში ვისაუბროთ. -იარაღი თავის ადგილას დააბრუნა და ნუცას წამის მეათასედში ჩაავლო ხელი.
-მამა ახლავე გამიშვი, მე არსად არ მოვდივარ. -იუარა ნუცამ და მისგან თავის გათავისუფლება სცადა თუმცა ამაოდ.
-გითხრა გამიშვიო. -სანდროს ხელზე ხელი მოკიდა ვაჩემ.
-ახლავე გაწიე ხელი სანამ ძვლებში დამიმტვრევიხარ. -კბილები გაახრჭიალა სანდრომ.
-სცადე. - სახე აელეწა ყიფიანს.
-მამაშენის გამოხედვა, ვცნობ მას. შენში ცხოვრობს.
-ამით ვერ წამომიკიდებ, ნუცას ხელი გაუშვი. -მშვიდად მიუგო ვაჩემ.
-ხელი გაწიე შვილო, ბოლოჯერ გეუბნები.
-ანალოგიურს გეუბნები მეც. - ნიშნისმოგებით უთხრა ვაჩემ და სახეში მუშტიც მიიღო, სამდრომ მთელი ძალით დაარტყა რომ მოეშორებინა თუმცა მისთვის ხელი არ გაუშვია, მხოლოდ ოდნავ გამოძრავდა ვაჩე და საწყის პოზიციას მალევე დაუბრუნდა.
-მამა რას აკეთებ. -უღონოდ გაიბრძოლა ნუცამ მის წინააღმდეგ- გამიშვი გეხვეწები. შენთან ერთად არსად წამოსვლა არ მინდა, თავი დამანებე.
-ხელს არ დაგარტყამ, პირველრიგში იმიტომ რომ უფროსი ხარ, მეორეც ნუცას მამა ხარ. მაგრამ შენთვის ხელის მომტვრევას არ მოვერიდები თუ ნუცას ხელს არ გაუშვებ.
-ჩემს შვილს შენს სახლში არ დავტოვებ.
-შენს შვილს ჩემთან დარჩენა უნდა, ასერომ აქ დარჩება.
-ის რეალობას სწორად ვერ აღიქვამს, თუმცა მე აღვიქვამ და ზუსტად ამიტომ ვფიქრობ
რომ 3 წამში ხელს თუ არ გაწევ შუბლში ტყვიას დაგახლი.
-მიდი. -თანხმობა განაცხადა ვაჩემ
-იარაღისკენ ხელს თუ მაინც წაიღებ სამუდამოდ დამკარგავ. - გააფრთხილა ნუცამ და ცრემლიანი თვალები მიანათა. -აქამდე შენ მიმიყვანე, მომეცი უფლება ჩემი არჩევანი გავაკეთო.
-ხელი გაუშვი, როგორც კი სურვილი ექნება სახლში მაშინვე მოვიყვან!
-არ დამაძალო, იძულებულს ნუ გამხდი მამის იდეალი დავკარგო, მაცადე იმის გადახარშვა რაც გააკეთე. -სახეზე მიანიშნა ნუცამ- თავისუფლად სუნთქვის საშუალება მომეცი.
-მასთან?
-კი, მასთან. -როგორც კი ხელზე სიმსუბუქე იგრძნო შიშით უკან დაიხია და ვაჩეს უკან დადგა.
-თქვენი წასვლის დროა. -წამით გახედა ნუცას, იმდენად განადგურებული სახე ჰქონდა საშინლად არ უნდოდა რომ მამამისს კიდევ დაემატებინა მისთვის.
-იცოდე, ერთი თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს, დაგასახიჩრებ და შენს თავს ძაღლებს ვაგლეჯინებ.
-ჩემთან უსაფრთხოდაა.- მშვიდად მიუგო ვაჩემ და სახლიდან სასწრაფოდ გააცილს დაუპატიჟებელი სტუმრები… სასტუმრო ოთახში დაბრუნებულს ნუცა იატაკზე დახვდა, განადგურებულს თავი ხელებში ჩაერგო და ხმით ტიროდა.
-ნუცა, ნუცა შემომხედე. - მისი სახე ხელებში მოიქცია ვაჩემ. -დამშვიდდი კარგი? არაფერი მომხდარა, მალე გადაგივლით ბრაზი და შერიგდებით. ამაზე არ ინერვოულო გთხოვ. -ამშვიდებდა ვაჩე მაგრამ ნუცას სულ სხვა რაღაც აწუხებდა.
-ამაზე არ ვნერვიულობ. - ვაჩეს გაკვირვებული სახისას მაშინვე დაამატა - არ იმსახურებ რომ მათ ასე სძულდე, ნეტავ ყველამ იცოდეს როგორი ადამიანი ხარ, როგორ მეხმარები. ჩემს გამო დღეს უკვე რამდენჯერ მოგხვდა სახეში. რამდენი პრობლემა შეგიქმენი, ვერც კი ვითვლი, ისინი კი საშინლად ფიქრობენ შენზე. მამაჩემმა ლამის გესროლა ვაჩე. შენი მოკლვა უნდოდა.
- მე არც ხალხი და არც შენი მშობლები არ მადარდებს ნუცა, არ მადარდებს მათ იაზრო ჩემთან დაკავშირებით, ჩემთვის მთავარი ისაა რომ შენი იცი ვინც ვარ. დაანარჩენი ყველა წყალსაც წაუღია. -მშვიდად მიუგო და ცრემლები ფრთხილად მოწმიმდა - არ მინდა რომ ნერვიულობდე, ყველაფერი ძალიან მაგრად გექნება გესმის? არაფერზე ინერვიულო.
-როგორ არ უნდა ვინერვიულო? შეიძლება ჩემსგამო დაგიჭირონ კიდეც.
-ეგ არ არის შენი ბრალი და არც შენი საზრუნავი. მაგას მე მივხედავ. -სახე ახლოს მიუტანა და წამით თვალები დახუჭა. - ვერ აგიღწერ რა მემართება როცა ასეთ მდგომარეობაში გხედავ. - მძიმედ ამოთქვა და ლოყაზე ტუჩები ფრთხილად მიაკრო. -რაც არ უნდა მოხდეს და როგორც არ უნდა გიჭირდეს იცოდე რომ მე გყავარ. ნებისმიერ დროს მებისმიერ საკითხში დაგეხმარები და ეგ არ შეიცვლება არასდროს, მნიშვნელობა არ აქვს გისოსებს მიღმა ვიქნები თუ არა. - ღმერთო რამდენად დიდი იყო სურვილი მის გვერდით ყოფნის, თავს ვერაფერს უხერხებდა ვაჩე. მძიმედ სუნთქავდა და მის გულისცემას უსმენდა, ესმოდა როგორ უფართხალებდა გული და გრძნობდა რამდენად ცუდად იყო, სძულდა საკუთარი თავი რომ ვერ ეხმარებოდა.
-მადლობა რომ ჩემი წაყვანის საშუალება არ მიეცი და არამხოლოდ მაგისთვის, ყველაფრისთვის. -მადლიერი სახით მიაჩერდა ვაჩეს.
-სამადლობელი არაფერი გამიკეთებია. -მის ტუჩებთან ამოიჩუჩულა, წამით დაფიქრდა მაგრამ სურვილი და გრძნობა იმდენად დიდი იყო ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ჩაკეტა და მის ტუჩებს მისწვდა. ნუცასგან წინააღმდეგობა არ უგრძვნია თუმცა ამას არ გაუთამამებია, მალევე მოსწყდა მის ბაგეს და თვალებში ჩააცქერდა.
- ვაჩე მე…
-არაფერს გაძალებ, უბრალოდ რომ არ გამეკეთებინა მთელი ცხოვრება ვინანებდი. თუმცა თუ გინდა რომ დამარტყა მიდი, ხელს არ ასეგიშლი.
-ნუ სულელობ, მსგავსს არაფერს ვაპირებ.
-მაშინ ადექი, გამოიძინე, ძალიან დაღლილი სახე გაქვს. - წელზე ხელი მოხვია და წამოდგომაში დაეხმარა.
-ვაჩე…
- გისმენ. - მაგიდაზე დადებულ სიგარეტის კოლოფს წაეტანა, იქიდან ერთი ღერი სწრაფად ამოაძვრინა და ნერვიულად მოუკიდა.
- არ მინდა იმის გამო რაც წეღან მოხდა ჩვენი ურთიერთობა გაფუჭდეს.
- რას გულისხმობ?
- იცი რასაც.
- ნუცა, შენთვის იმიტომ არ მიკოცნია რომ ამის ჟინი მქონდა, ეს უნდა იცოდე. ხვალ შეიძლება ციხეში ჩამსვან საბას ძვლების დამტვრევისთვის, მე არ მინდოდა ისე წასვლა რომ ეს არ გამეკეთებინა. შეიძლება შენ აღარც გამიხსენო თუ ჩამსვამენ მაგრამ მე გაგიხსენებ, გრძნობები არ დამავიწყებს შენს თავს.
- რამდენი ხანიც არ უნდა მომიწიოს ლოდინი, მე დაგელოდები ვაჩე. გპირდები, თუ რამე მოხდება და ჩაგსვამენ დაგელოდები სანამ გამოხვალ, მე არ დავივიწყებ იმას რაც ჩემთვის გააკეთე. როცა გამოხვალ მე ისევ აქ დაგხვდები ძველებური ხასიათით, თუმცა არა ნაცემი სახით.
-შენ არ თქვი დაპირებას ნაგვის ფასი აქვსო? ისეთ რამეს ნუ დამპირდები რასაც ვერ შეასრულებ. -ნაძალადევი ღიმილით მიუგო ვაჩემ და კიბეები სწრაფი ნაბიჯით აიარა.

***
მთელი ღამე ვერ მოისვენა ნუცამ, საწოლში უაზროდ წრიალებდა და იმაზე ფიქრობდა რა შეიძლებოდა მოსვლოდა ვაჩეს მის გამო, ადამიანი ამდენჯერ დაეხმარა, ყურადღებას აქცევდა და ასე უბრალოდ ვერ გაწირავდა. საბოლოოდ დასკვნამდე მივიდა. საწოლიდან ფრთხილად წამოდგა, ყველა ძვალი საშინლად სტკიოდა, ემოციებოც თავისას აკეთებდა და საშინლად ასუსტებდა მაგრამ თავს ძალა დაატანა, ფეხსაცმელი ხელით ჩაიტანა ქვემოთ, კართან ჩაიცვა და სახლი სასწრაფოდ დატოვა, 4 საათი იქნებოდა. საცობი არ იყო ამიტომ ტაქსი მალე მოვიდა, მანქანაში ჩასკუპდა და გეზი პირდაპირ საავადმყოფოსკენ აიღო.
ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში, რა შეიძლებოდა გაეკეთებინა და როგორ გადაერჩინა ვაჩე, ბიჭი რომელიც მუდამ გვერდით ედგა. როგორც კი მანქანა ეზოში გაჩერდა, შენობაში შესვლამდე ჰაერი მძიმედ შეისუნთქა და ნელი ნაბიჯით გაიარა ვცელი დერეფანი, გზაში არავინ შეხვედრია, პალატები მეორე სართულზე იყო განლაგებული, ტრავმატოლოგიური მეოთხეზე. ყურადღებით გაადაათვალიერა რუკა და კიბეები ხმაურით აირბინა, მორიგე ექიმს მაგიდასთან მშვიდად ეძინა. არც კი შეუმჩნევია ნუცა რომელმაც პირდაპირ ცხვირწინ გაურბინა და ოთახების შემოწმება დაიწყო, სანამ საბას ოთახს იპოვიდა იმდენი საშინელი პაციენტი ნახა ცოტაც და უკან გამობრუნდებოდა თუმცა როგორც იქნა იპოვა ის ვისაც ეძებდა.
ორივე ხელი თაბაშირში ქონდა ჩასმული, სახე მთლიანად დალურჯებული ჰქონდა და მკერდზეც ბინტის კვალი ემჩნეოდა. შეშინებულმა საკუთარ თავს შეუძახა “საშინელ მდგომარეობაშია, ვერაფერს დაგიშავებს” და გზა განაგრძო, როგორც კი მიუახლოვდა მაშინვე ზიზღის გრძნობამ შეიპყრო თუმცა არაფერი შეუმჩნევია, რამდენიმე წამით უყურებდა მერე კი ხელით მხარზე უხეშად უბიძგა და ჩუმად დაუძახა.
-საბა. - ყურადღება არ მიუქცევია ასერომ რამდენჯერმე კიდევ დაუძახა იქამდე სანამ საბამ უკმაყოფილოდ არ დაიზმუვლა და წამწამები ერთმანეთს არ დააშორა.
-ნუცა? - ძლივს ამოთქვა მისი სახელი და შეშინებულმა მთლიანი ოთახი მოათვალიერა.
-მარტო ვარ, ნუ დარდობ. დიდ დროს არ წაგართმევ.
- რა გინდა?
- რომ გითხრა მალე გამოჯანმრთელების სასურველად მოვედითქო მოგატყუებ, ასერომ მოკლედ გეტყვი. ხომ მისმენ?
-გისმენ ნუცა, რა გინდა?
-ჩემი ცხოვრება საშინლად არიე და ფაქტიურად სულ გაანადგურე, არ მოგცემ უფლებას ვაჩესაც იგივე გაუკეთო, ხვალ შენთან პოლიცია მოვა, მაგრამ შენ ვაჩეზე არაფერს არ იტყვი. გასაგებია?
- ხომ არ გაგიჟებულხარ? - სიცილი წასკდა საბას- ეგ რატომ უნდა გავაკეთო?
-იმიტომ რომ არც შენ დამმართე ნაკლები, მთელი სხეული დალურჯებული მაქვს, სახის ნახევარი ჩემი არ არის, სისხლჩაქცევებით ვარ სავსე და თუ შენ ხვალ პოლიციას რამეს მოუყვები და შენს გამო ვაჩე ციხეში მოხვდება, დამიჯერე შენც მის გვერდით აღმოჩნდები. მამამისს იქ ბევრი ნაცნობი ეყოლება, შვილს მიხედავს. მაგრამ შენ? შენ ვინ მოგხედავს? დაგანაწევრებენ საბა. იქიდან ცოცხალი ვერ გამოხვალ. ასერომ არჩევანი შენზეა, მგონი ჯობს ენას კბილი დააჭირო რომ ყველა ბედნიერი იყოს. - ნიშნისმოგებით უთხრა, მის გაოცებულ სახეს კიდევ ერთხელ დააკვირდა და ოთახი სასწრაფოდ დატოვა

***
-სად იყავი? - კიბეებზე ჩუმად აპარვა გადაწყვიტა ნუცამ თუმცა ვაჩეს მისი სახლიდან გასვლა არ გამოჰპარვია, მისაღებში სიბჯელეში იჯდა და მის დაბრუნებას ელოდა.
-შენ… რატომ არ გძინავს? - ბუტყუნით ამოთქვა ნუცამ და კიბეებზე დაეშვა.
-იგივე კითხვა მაწუხებს მეც. საათი დაკარგე?
-მე უბრალოდ ვერ ვიძინებდი.
-გაგეფრთხილებინე ან წერილი დაგეტოვებინა ან არ ვიცი. ვინერვიულე… - ბოლო სიტყვა თავისთვის ჩაიბურტყუნა თუმცა ნუცას სმენას მაინც მისწვდა მისი სიტყვები.
-მინდოდა ერთხელ მაინც გამეკეთებინა შენთვის რამე, მინდოდა დაგხმარებოდი. ამიტომ წავედი.
-რა გააკეთე ნუცა? - ოთახში სინათლე აანთო ვაჩემ და მათ შორის მანძილ ი სწრაფად დაფარა.
- საბასთან ვიყავი…
-მოიცა, მოიცა შენ რა ის პირუტყვი ნახე? - ყურებს ვერ უჯერებდა ვაჩე.
-კი, ვნახე. ვილაპარაკეთ და მგონი შევთანხმდით.
-რაზე შეთანხმდით ნუცა ნუ გამაგიჟებ.
-ვუთხარი რომ შენზე რამეს თუ იტყოდა მეც ვიტყოდი იმაზე რაც დამემართა.
-ნუცა, ვალდებული არ იყავი ეს გაგეკეთებინა. ვალდებული არ ხარ რომ მე დამიცვა გესმის?
- ვიცი ვაჩე, უბრალოდ მინდოდა რამე კარგი გამეკეთებინა.
-ეს არ არის მნიშვნელოვანი ნუცა, შენ არ უნდა ერეოდე ამ ყველაფერში. -მძიმედ ამოთქვა ვაჩემ.
-მიბრაზდები? -დაღონებულ ვაჩეს გახედა და თავი დამნაშავედ იგრძნო მის გარეშე რომ იმოქმედა.
-არა ნუცა, უბრალოდ არ მინდა რომელიმე იურიდიულ საქმეში ფიგურირებდე.
-მე ხომ არ ვარ დამნაშავე, მხოლოდ მსხვერპლი.
-ვიცი, მაგრამ არც მასე. დამპირდი, დამპირდი რომ საბა თუ მიჩივლებს შენც იგივეს არ გააკეთებ. - სახეზე ფრთხილად შეეხო და მომლოდინედ ჩააცქერდა თვალებში.
-რაა? რათქმაუნდა ვუჩივლებ
-არა ნუცა, გთხოვ, გარანტია მჭირდება რომ ამას არ გააკეთებ. მინდა რომ დამპირდე, ერთ დღეს ყველაფერს აგიხსნი ოღონდ ახლა დამპირდი რომ სისულელეს არ გააკეთებ.
-ვერ ვხვდები საბას რატომ იცავ მაგრამ… გპირდები. - მცირედი პაუზის შემდეგ მაინც დაამატა.
-ამას შენს დასაცავად ვაკეთებ. - თავისთვის ჩაიბურტყუნა და ხელები მჭიდროდ მოხვია, ვერც კი აანალიზებდა რამდენად მნიშვნელოვანი გახდა მისთვის ეს პატარა გოგო და რამდენის გაკეთება უწევდა რომ ის დაეცვა. მაშინ როცა ნუცა გაურკვევლობაში იყო ვაჩეს გადაწყვეტილების გამო ვაჩემ ზუსტად იცოდა რასაც აკეთებდა, მამამისი ნამდვილი ფიქოპათია, ოდესმე ნუცას ადგილსამყოფელს თუ დაადგენს ეს მშვიდობიანად არ დამთავრდება. მამამისს ყველა ზომა მიღებული აქვს მის დასაცავად, ოფიციალურად ნუცას პიროვნებაც კი აღარ არსებობს და თუ ნუცა სასამართლოში სარჩელს შეიტანდა მამამისი აუცილებლად გაიგებდა ყველაფერს მასზე. მისი დაცვა კი სისხლის ღვრას გამოიწვევდა. მის მკლავებში იმდენად მშვიდად იყო ნუცა თითქოს ცუდი არაფერი არსებობდა ამ დედამიწაზე, რომ შესძლებოდა ვაჩეს მთელი ცხოვრება ასე ეყოლებოდა და მასთან მიახლოების უფლებას არავის მისცემდა თუმცა როცა მამამისს ამდენი მტერი ჰყავს რთულია მათგან თავის დაძვრენა.
-დაძინებას არ აპირებ? - იკითხა ნუცამ მის მკლავებში გახვეულმა.
-შენ?
-კი, დავიღალე ძალიან.
-მაშინ მეც. -მშვიდად მიუგო და მეორე სართულზე მასთან ერთად ავიდა.
***
იქამდე სანამ ნუცას და ვაჩეს უდარდელად ეძინათ ლიჩელების სახლში კატასტროფა დატრიალდა, გამთენიისას საშინელი სროლა ატყდა სახლში, გამაყრუებელმა ხმამ მთელი არემარე მოიცვა და ირგვლივ არსებული სიჩუმე დაარღვია.
-ეს რა სროლის ხმა იყო? - მაშინვე საწოლში წამოჯდა ლიზა. მხოლოდ წამოთ მიაყურადა სანდრომ, მერე კი მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა მოასწრო სანამ ტყვიების წვიმა წამოვიდოდა.
-დაწექი! -ირგვლივ საშინელი ხმაური იყო, ფანჯრები ერთმანეთის მიყოლებით ილეწებოდა და ოთახში ნამსხვრევები ცვიოდა, თავდამსხმელები ნუცას ოთახსაც მთელი ენერგიით აცლიდნენ ტყვიით სავსე მჭიდებს, სროლა დაახლოებით 10-15 წუთი გაგრძელდა იქამდე სანამ მთელი სახლი მიწასთან არ გაასწორეს, შემდეგ ერთერთმა სანდროს შეტყობინება გადასცა და იქაურობა სასწრაფოდ დატოვა…
-ყიფიანმა მოკითხვა გადმოგცა სანდრო. - გაისმა ირონიული ხმა ეზოდან რასაც კიდევ ერთი გასროლა მოჰყვა, ტუმბოზე არსებულ სურათს სადაც ნუცა, ლიზა და სანდრო იყვნენ ტყვია მოხვდა და ხმაურით დაეცა იატაკზე. - იმედია შეტყობინებას მიხვდი. -კიდევ ერთხელ გაიმეორა კაცმა და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.
-კარგად ხარ? - მაშინვე ლიზას მივარდა სანდრო.
-კი… და შშშენ? -აკანკალებული ხმით ამოთქვა და სიბნელეში როგორც შეეძლო ქმარი მთელი სხეულით მოათვალიერა.
-მე კარგად ვარ, დაშვიდდი. - სიბნელეში გზა გაიკვლია და ოთახში სინათლე აანთო.
-სანდრო, ეს ისევ ხდება. - კანკალით თქვა ლიზამ და ფეხზე ბორძიკით წამოდგა.
-ყველაფერს მივხედავ! - მკაცრად ამოთქვა და მობილური მოიმარჯვა, მაშინვე დარეკა განყოფილებაში და ეკიპაჟი გამოიძახა, საუბრის დასრულებისთანავე თვალში მოხვდა ლიზას ფერმკრთალი სახე რომელიც ახლა უფრო შეშინებული იყო.
-მან… მან ნუცა იგულისხმა სანდრო. - აკანკალებული ხმით თქვა ლიზამ და ფოტოსურათი მოატრიალა -ის ნუცას მიაკითხავს. -ისტერიკულად განაგრძო ქალმა და სურათს კიდევ ერთხელ შეხედა, ტყვიამ ნუცას პირდაპირ შუბლში გაუარა. ესეც ყიფიანის შეტყობინება…

***
დილა საკმაოდ ადრე და ხმაურიანად დაიწყო ვაჩეს სახლშიც, კარზე საშინელმა ბრახუნმა გააღვიძა ისიც და ნუცაც. კიბეებზე შორტისამარა ჩავიდა და კარი დაუფიქრებლად გააღო, ეგონა ისევ ნუცას მამა მოვიდა თუმცა ინტუიციამ უღალატა, კარზე ნაცნობი სილუეტის დანახვისას ტანში უსიამოვნოდ გასცრა და ადგილზე გაიყინა.
-მოგენატრე შვილო? - ირონიით იკითხა კაცმა და მისი 8წლის უნახავი შვილი თავიდან ბოლომდე აათვალიერა.
-აქ რას აკეთებ? -თვალებგაფართოებული მიაჩერდა ვაჩე მის წინ დმგომ სილუეტს.
-კარგი რა, ამდენი წლის შემდეგ მამას ასე უნდა შეხვდე? სახლში არ შემომიპატიჟებ? მამაშვილმა ყავა დავლიოთ. - კარის ზღურბლიდან უხეშად გაწია და სახლში ხმაურით შევიდა. - კარგად მოწყობილხარ, ფულიც არ გაკლია, ჩემი გენები გამოგყვა.
-აქ რას აკეთებ? - კითხვა გაიმეორა ვაჩემ.
-არაფერს, უბრალოდ შემოგირბინე. გავიგე ჩემთვის სასიამოვნო ნადავლის ხელში ჩაგდებას ცდილობ ჩემო ვაჟკაცო.
-რაზე საუბრობ? - ღვარძლით ამოთქვა ვაჩემ.
-ლიჩელების გოგოზე. ნუცაზე. ლამაზი გოგოა ვერაფერს იტყვი.
-მასზე საიდან გაიგე?
-სანდრო იდიოტია და ზუსტად მისნაირები ყავს გარშემო. მისი თანამშრომლები ხშირად საუბრობენ იმ გოგოზე.
-და აქ რას აკეთებ?
-მინდა ნუცას გვერდით მეტი დრო გაატარო, მინდა რომ ხელში ჩაიგდო ეგ გოგო. მერე ჩემთან მოიყვანო და ხომ ხვდები, ბუმ. - შუბლზე ორი თითი მიიდო და მკვლელობის ინსცენირება მოახდინა წამში.
-ხომ არ გაგიფრენია? დაახვიე ჩემი სახლიდან. - თვალები წამოენთო ვაჩეს
- არ მითხრა რომ შენც დაგაბრმავა გრძნობებმა თორემ ვიფიქრებ რომ საავადმყოფოში შენი თავი შემიცვალეს.- ავადმყოფური სიცილი წასკდა ლადოს.
-ჩემი სახლიდან დაახვიე, ახლავე! - ტონი გაიმკაცრა ყოფიანმა.
-ღმერთო- მოისმა კიბეებიდან შეშფოთებული ნუცას ხმა
-ამის დედაც… -სიცილი წასკდა ლადოს- შენ რა გოგო პირდაპირ სახლში დამახვედრე? რადროს წასვლაა, გართობა ახლა იწყება.
- ნუცა, ოთახში შედი. - კიბეზე გაშეშებულს მიუგო ვაჩემ თუმცა როგორც კი ნაბიჯის გადადგმა დააპირა ლადოს მჭექარე ხმამ ჰაერი გააპო და მის ყურთასმენას მისწვდა.
-ქვემოთ ჩამოდი ნუცა.
-არ ჩამოხვიდე, ოთახში შედი! - განაგრძო ვაჩემ თუმცა ამაოდ.
-ჩამოდი ნუციკო, ერთმანეთი გავიცნოთ.
-ნუცა, ოთახში შედი! - ტონი გაიმკაცრა ვაჩემ.
-მე კი ვამბობ რომ აქ უნდა ჩამოხვიდე. ამდენი ხვეწნის ნერვები არ მაქვს ასერომ პატარა ბიძგს მოგცემ. -ქამრის სალტედან იარაღი ამოიღო და ვაჩეს პირდაპირ შუბლში დაუმიზნა.
-რას აკეთებ? - ამოიკნავლა ნუცამ
-ჩამოდი თორემ ტყვიას დავახლი.
-ის ხომ შენი შვილია.
-არ ჩამოხვიდე ნუცა, არ მესვრის. - იუარა ვაჩემ და ლადოს თვალებში ჩააცქერდა.
-ბოლოჯერ გეუბნები ჩამოდი!
-არ გაბედო ჩამოსვლა ნუცა! - იმავე ინტონაციით გაიმეორა ვაჩემ, ნუცაც მას დაემორჩილა და ეს სავალალო აღმოჩნდა ვაჩესთვის, რამდენიმე წამით დაფიქრდა ლადო შემდეგ კი სასხლეტს თითი გამოკრა და ტყვია პირდაპირ მხარში ესროლა.
-ვაჩეე- დაიკივლა ნუცამ და კიბეებზე მაშინვე სირბილით დაეშვა.
-ჯანდაბა- შუაზე მოიკეცა ვაჩე და დაჭრილ მხარზე ხელი მთელი ძალით მიიჭირა.
-აუცილებელი იყო ყველაფრის გართულება? - უსაყვედურა ლადომ და ვაჩეს გვერდით მდგომ გოგოს კიდევ ერთხელ შეხედა.
-შენ საკუთარ შვილს ესროლე, ავადმყოფი ხარ. - აკანკალებული ხმით უთხრა ნუცამ
- დედაშენს გავხარ, თან ძალიან.
-თავი დაანებე. - როგორც იქნა ძალა მოიკრიბა ვაჩემ და ნუცას მთელი სხეულით გადაეფარა. - ამ ომში ნუცას ნუ ჩარევ, ის არაფერშუაშია.
-ასე გაგზარდე? როდის გასწავლე მე გრძნობებზე დამონება?
-შენ ჩემთვის არასოდეს არაფერი გისწავლებია, შენ მე არ გაგიზრდივარ. - ღვარძლით ამოთქვა ვაჩემ.
-მე მამაშენი ვარ!
-ფეხებზე მ*იდია ვინ ხარ, ჩემთვის არაფერს წარმოადგენ.
-ცდები, შენთვის ძალიან ბევრს ვნიშნავ. უბრალოდ აღიარება არ გინდა, შენც ისეთივე ხარ როგორიც მე, უბრალოდ შენ ჯერ ძალიან სუსტი ხარ, მის გამო. - თავით მის უკან მდგომ ნუცაზე ანიშნა.
-აქედან ახლავე წადი!
-თორემ? ნუცა მოდი ახლოს, არ ვიკბინები. -ირონია არ დააკლო საუბარს
-შეეშვი!
-კარგი რა ვაჩე, ბავშვივით ნუ მოიქცევი, ახლოს ხომ უნდა ვიცნობდე. -რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა და ვაჩეს ცხვირწინ აეტუზა
-არ გაეკარო, სერიზოულად გეუბნები!
-ის ცეცხლი რაც ახლა შენს თვალებშია, ახალგაზრდობას მახსენებს. მეც შენნაირი ვიყავი, იმპულსური და ყოველთვის ვიბრძოდი იმისთვის რაც მინდოდა. მაგრამ მე მამაშენი ვარ, მე არ უნდა მებრძოლო. გოგო გაუშვი. - მშვიდად მიუგო ლადომ და მის უკან მდგომ ნუცას ხელი გაუწოდა.
-თუ არ გინდა ეგ ხელი სამუდამოდ დაკარგო უკან დაიხიე.
- დაჭრილი ხარ, სათანადო წინააღმდეგობას ვერ გამიწევ, ასერომ ჯობს შენ დაიხიო უკან. იქნებ კიდევ ერთი ბიძგი გჭირდება? - ეჭვნარევი მზერით გადახედა ნუცას და ისიც შეშინებული მაშინვე მოშორდა ვაჩეს და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა.
-ნუცა გაჩერდი. -მისი შეკავება ვერ შეძლო ვაჩემ, ლადომ ნუცა წამსვე მოიქცია თავის მკლავებში და მთელი არსებით ჩააცქერდა თვალებში.
-მართლა ძალიან ლამაზია, დედამისივით! - სახეზე ხელი ჩამოუსვა ლადომ- თუმცა შენი ხელიც ეტყობა შვილო, ასეთ ლამაზ სახეს საერთოდ არ უფრთხილდები, გამეტებით გიცემია. -სიცილით განაგრძო საუბარი - მე რომც დავუმატო არ შეემჩნევა.
- ხელი არ დააკარო. - ადგილიდან ვერ იძროდა ვაჩე, იცოდა რომ მამამისი არაპროგნოზორებადი იყო და შეიძლებოდა მისთვის რამე დაეშავებინა.
-რაღა უნდა დავაკარო, წიხლით გყავს ნაცემი გოგო. - მთელი ხმით გაიცინა და მკლავებზე დახედა. - ჩემი სკოლაა, გეტყობა რომ ჩემი შვილი ხარ, მაგრამ დასახვეწი გაქვს ბევრი რამ.
- ნუცა გაუშვი, მე და შენ ვისაუბროთ.
-სად გავუშვა ნუცა, სახლში? უი ხო ახლა გამახსენდა, მას ხომ ის აღარ აქვს.
-რაა?
-ჩემმა ხალხმა შენი სახლი მიწასთან გაასწორა, თუმცა არ ინერვიულო შენს ძვირფას მამიკოს და ლამაზ დედიკოს არაფერი დაშავებიათ, კარგად არიან.
-რა გინდა ჩვენგან? - საცოდავად ამოიკნავლა ნუცამ და მის წინააღმდეგ გაიბრძოლა
-მამაშენს არაამქვეყნიურ ჯოჯოხეთს დავპირდი, პირობას ვასრულებ. თუმცა ჯერ შენი დრო არ მოსულა, ჯერ ადრეა.
-ხელი გაუშვი. - წამით დრო იხელთა ვაჩემ, მაგიდიდან წიგნი აიღო და მთელი ძაით ესროლა სახეში, როგორც კი ლადომ ყურადღება მოადუნა იარაღი ხელიდან გამოგლიჯა და პირდაპირ შუბლში დაუმიზნა. - იცოდე შემდეგი ტყვია შენ მოგხვდება ოღონდ შენგან განსხვავებით მე არ ავაცელ. - კბილებში გამოსცრა ვაჩემ
-ჩემო ბიჭო, მართლა გგონია რომ მამაშენს ასე მარტივად მოიშორებ? თან ამ გოგოს გამო? ამდენად ძვირფასია რომ მამის მოკვლა გიღირს მის გამო? - თავი დანანებით გაიქნია ლადომ და ნუცას ხელი გაუშვა. - არც იმდენად სულელი ვარ რომ იარაღშო ტყვიები დამეტოვებინა, ერთი ტყვია იყო და ისიც შენს მხარშია ახლა, დანარჩენი გარეთ შემომეხარჯა, მაგრამ შენზე მაინც გავბრაზდი. არ ველოდი რომ ჩემს მოკვლას აზრად მაინც გაივლებდი. - მის პირდაპირ დადგა და დაჭრილ მხარზე ხელი ოდნავ დაარტყა. - მალე გაგივლის და დაგავიწყდება, ესეც - თავით მხარზე ანიშნა, შემდეგ კი უცებ დაბა ამოიღო და მუცელში მთელი ძალით გაუყარა. - და ესეც.ამის გეცოდინება ვინ არის მამაშენი და ვის წინააღმდეგ არ უნდა წახვიდე არასდროს, თორემ ძვირად დაგიჯდება! - სისხლიანი დანა იქვე იატაკზე მიაგდო და ნუცას მიუბრუნდა. - შენთან ჯერ არ დამიმთავრებია, მალე შევხვდებით. - მშვიდად მიუგო კაცმა და სახლი უკან მოიხედავად დატოვა.
-ვაჩეე. - შეშინებული მივარდა ნუცა იატაკზე მწოლიარე ვაჩეს რომელიც უძრავად იწვა და ძლივს სუნთქავდა. - ვაჩე გთხოვ რამე მითხრა, გეხვეწები. - ცრემლიანი თვალებით დაჰყურებდა და ჭრილობაზე ხელს მაგრად აჭერდა.
-გაიქეცი და მამაშენი იპოვე! - ძლივს გასაგონად ამოთქვა ვაჩემ და თვალები დახუჭა…
- ნუცაა. - სახლში გაგიჟებული შემოვარდა სანდრო და სახლში დახვედრილი სიუჟეტის ნახვის გამო ადგილზე გაშეშდა.
-ღმერთო. - პირზე ხელები აიფარა ლიზამ.
- ახლახანს წავიდა. - ლადოზე მოახსენა მამამისს და ისევ ვაჩეს მიუბრუნდა.
-ახლავე სასწრაფო გამოიძახეთ. - დაიყვირა ლიზამ და სისხლში ამოსვრილ ნუცას მოუახლოვდა.
-პერიმეტრი შემოსაზღვრეთ, შორს ვერ წავიდოდა. - განკარგულება გასცა სამდრომ და იატაკზე მყოფ ვაჩეს მიუახლოვდა.
-მან საკუთარო შვილის მოკვლა სცადა. - ამოიკნავლა ნუცამ და ცრემლებს გასაქანი მისცა. შიში, ბრაზი, შუროსძიების სურვილი. ეს ყველა ემოცია ერთად იპყრობდა ნუცას, ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ამას მოესწრებოდა, ბიჭს რომელიც გაცნობის დღიდან ჰპატრონობდა ვერ იაზრებდა რომ ასეთ მდგომარეობაში ნახავდა. ვერც იმას იაზრებდა რომ შეიძლებოდა მომლვდარიყო და ვეღარასდროს ენახა, ბოლო სიტყვებიც კი მისი დაცვისკენ იყო მიმართული, ის რომ არა ახლა ჯანმრთელი ივლოდა თბილისის ქუჩებში და ამდრეასთან და გეგისთან ერთად სადმე დასალევად წავიდოდა. თუმცა ნუცას გამო შეიძლებოდა ეს აღარასდროს მომხდარიყო, ამაზე ფიქრი ანადგურებდა…
არ ახსოვს მისი სხეული ექიმებმა როგორ გამოგლიჯეს ხელიდან და როგორ წაიყვანეს, არც ის ახსოვს როგორ მოხვდა საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობოს ქვეშ, თითქოს გონება გაეთიშა, ამდენ ემოციას ერთად ვერ გაუძლო. უბრალოდ გათიშვის ღილალს დააჭირა და ყველაფერი ბნელ წყვდიადში ჩაიძირა…
გონს რომ მოვიდა პალატაში სრულიად მარტო იყო, მარჯვენა ხელზე წვეთოვანი ედგა და თავისთვის მშვიდად აგრძელებდა ორგანიზმში სითხის შეყვანას, მთელი სხეული სტკიოდა, საშინელ დაღლილობას გრძნობდა თითქოს თვეებია არ უძინია. წარმოდგენა არ ჰქონდა აქ როგორ მოხვდა ან საერთოდ რა მოხდა, როგორ გამოიყვანეს სახლიდან და სად არის ვაჩე. ან როგორ არის? ცოცხალია? ყველაზე მტკივნეული კითხვები. ფეხზე სასწრაფოდ წამოვარდა, ხელში არსებული ნემსი სასწრაფოდ გამოგლიჯა და კარამდე ნელი ნაბიჯით მოვიდა, წონასწორობა რომ შეენარჩუნებინა კედელს დაეყრდნო და წამოთ გაერი ღრმად ჩაისუნთქა, შემდეგ კარი გააღო და თავისი გზა განაგრძო.
-ნუცა, შვილო. - დერეფაში სკამზე მჯდომი დედის დანახვისას ცოტა გულზე მოეშვა რომ მარტო არ იყო, ლიზა მაშინვე მიუახლოვდა შვილს და გვერდით ამოუდგა. - რატომ ადექი?
-ვაჩე სად არის? - ჩახრინწული ხმით იკითხა და მომლოდინე თვალებით მიაჩერდა ლიზას.
-ის… ის ჯერ ისევ საოპერაციოშია. ექიმი არ გამოსულა.
-მოკვდება? - ცრემლების შეკავება სცადა თუმცა არ გამოუვიდა.
-ღმერთმა არ ქნას, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. - თავი დანანებით გააქნია ლიზამ და შვილი სხეულზე მიიკრო. დედა-შვილის იდილია ანდრეას ხმამაღალმა ძახილმა დაარღვია, ჰოლში გაგიჟებული შემოვარდა და მაშინვე მის ძებმას მოჰყვა.
-სად არის? ვაჩე ყიფიანი სად არის?
-ანდრეა. - მძიმედ მიუგო ნუცამ და თავით მისკენ ანიშნა. გვერდით ელენე და გეგი მოყვებოდნენ.
-სად არის? ნუცა ვაჩე სად არის?
-საოპერაციოშია, ექიმი ჯერ არ …
-ვაჩე ყიფიანთან ვინ ხართ? - მოულოდნელად გამოვიდა ოთახიდან შუახნის სანდომიანი ქალბატონი.
-ჩვენ, ჩვენ ვართ. როგორ არის? -მაშინვე მისცვივდნენ ქალს ანდრეა და გეგი
-პაციენტის ოპერაცია დასრულდა, სტაბილურად მძიმედაა, დანას სასიცოცხლო ორგანოები არ დაუზიანებია თუმცა ბევრი სისხლი დაკარგა, მისი გულის ხელოვნურად ამუშავება მოგვიწია თუმცა ახლა ყველაფერი რიგზზეა. მომდევნო 48 საათი მასზეა დამოკიდებული.
-მოიცადეთ, ხელოვნურად ამუშავება მოგიწიათ ანუ? - ჩაეძია გეგი
-ოპერაციას გართულება მოჰყვა, პაციენტს 6 წუთის განმავლობაში გული გაუჩერდა. საბედნიეროდ მისი დაბრუნება მოვახერხეთ, ცუდად ნუ გამიგებთ, მეორე ოპერცოაზე უნდა შევიდე, ღმერთმა გაძლება მოგცეთ. - მშვიდად მიუგო ქალმა და გაურკვევლობაში მყოფი სხეულები ცარიელ დერეფანში დატოვა.
ხმა არცერთს ამოუღია, მათი დუმილო ყველაფერს ამბობდა…

***
დრო საშინლად იწელებოდა, წამები წამებს მიჰყვებოდა, წუთები წუთებს, ექიმები ახალს არაფერს ამბობდნენ… გაყინული სხეულები უაზროდ მიმოდიოდნენ დერეფანში, ნუცას თავი ჯოჯოხეთში ეგონა.
ბოლო 14 საათის განმავლობაში არაფერი შეცვლილა, ისევ ისე უგონოდ იწვა ვაჩე როგორ მანამდე, ექიმები საათში ერთხელ ამოწმებდნენ მის მდგომარეობას მაგრამ ახალს არაფერს ამბობდნენ, საშინელება ხდებოდა მათ თავს.
-ამაზე საუბარი აუცილებლად მოგვიწევს. -საავადმყოფოს მოპირდაპირე კაფეში ყავის დასალევად გადასული სანდრო და ლიზა საკმაოდ დაძაბულ საუბარში იყვნენ ჩართულები.
-ნუცამ ეს არ უნდა იცოდეს, ჯობს ასე დარჩეს ყველაფერი. -იუარა სანდრომ
-სანდრო, იმ ფაქტს ვერავინ შეცვლის რომ ლადო ფსიქოპატია მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს რომ ჩემზე ისევ შეყვარებულია. მან ნუცას არაფერი დაუშავა მხოლოდ იმიტომ რომ მე მგავს, თან ძალიან.
-ეს არ ვიცით ლიზა, ის არანორმალურია, შეიძლება უბრალოდ შვილის მოკვლა უნდოდა და ნუცა გამოიყენა, ამას ჩვენ ვერ გავიგებთ. -სწრაფად დაამატა სანდრომ და ყავის ფინჯანი მაგიდაზე ხმაურით დააბრუნა.
-სანდრო, მეშინია ისევ იგივე არ განმეორდეს. მე არ მინდა შენ ან ნუცას საფრთხე დაგემუქროთ. მან საკუთარი შვილი არ დაინდო და სხვას მითუმეტეს არავის დაინდობს.
-შენს გარდა. -მშვიდად მიუგო და მისი ხელი ხელებში მოიქცია. -მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მოვახერხეთ ერთმანეთის გვერდით ყოფნა, 17 წელია ერთად ვცხოვრობთ და ლადოს გამოხტომები ყოველთვის თან გვდევს, თუმცა ეს არ გვაჩერებს, არც მომავალში შეგვაჩერებს. მას მალე დავიჭერ და სამუდამოდ ბნელ სოროში ამოვალპობ. -ისეთი თავდაჯერებული საუბრობდა სანდრო ლამის თვითონაც დაიჯერა იმ ყველაფრის რაც თქვა. თუმცა გულის სიღრმეში იცოდა რამდენად რთული იყო ლადოს კუთხეში მომწყვდევა…

***
-გამარჯობა ძმაო. - გვერდით მიუჯდა ანდრეა ვაჩეს- ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ ამ მდგომარეობაში გნახავდი, ან ამას რატომ ვიფიქრებდი, ყველაზე მეტად ხომ შენი, გეგის და ჩემი ოჯახის დაკარგვის მეშინია… თუმცა თქვენც ხომ ჩემი ოჯახი ხართ. ვერ ვეგუები იმას რომ ასეთ მდგომარეობაში გხედავ, ვერ ვეგუები რომ უმოძრაოდ წევხარ თითქმის ერთი დღეა და სიტყვასაც არ ამბობ, არ მეჩხუბები სისულელეებს რომ ვაკეთებ და იმპულსურად ვიქცევი. ამას ვერ ვეგუები და იმის გაფიქრებაც კი არ მინდა იმ შემთხვევაში თუ არ გაიღვიძებ როგორ უნდა ვცადო მთელი ცხოვრების ამაზე ფიქრით გატარება. - ხმა უკანკალებდა, მთელი სხეულით დაძაბული იყო, წამით იმაზეც კი დაფიქრდა რომ უკანასკნელი საუბარი იყო მის სიცოცხლეში და ცოცხალს ვეღარასდროს დაელაპარაკებოდა. -გიორგი ჩარკვიანი გახსოვს? ჩვენს უბანში ახლად გადმოსული რომ იყო და მჩაგრავდახოლმე, მაშინ პატარა და ტანით დაბალი ვიყავი, არც ძალა მქონდა, ის მანქანებიანი ბურთი როგორ მიყვარდა, სულ მაგით დავრბოდი და მაგით ვთამაშობდი. მაშინ არ გიცნობდი, საერთოდ არაფერი გვაკავშირებდა ერთმანეთთან, მაგრამ როდესაც დაინახე გიორგიმ ბურთი როგორ წამართვა და სახეში როგორ დამარტყა არ გიყოყმანია, მოხვედი და სახე დაულეწე. - გაეცინა, ცრემლიანი თვალებით სახეზე შეხედა მეგობარს, თითქოს მისგანაც იგივეს ელოდა თუმცა ამაოდ. - მაშინ ამხელა მნიშვნელობას არ ვანიჭებდი რომ დამიცავი, მაგრამ ახლა როცა ამ ამბავს ვიხსენებ სულ ვფიქრობ რომ გაცნობის დღიდან ჩემს ფარად და საყრდენად იყავი ქცეული, გვერდით თუ არა ჩემს უკან იდექი და ზურგს მიმაგრებდი, არასოდეს შემშინებია, ვინმე საჩხუბრად თუ მიბარებდა სიხარულით მივდიოდი, გეგი და ვაჩე მეყოლება რისი უნდა შემეშინდესთქო. ახლა ვაჩე? მე და გეგი პირველები სულ შენთან მოვდიოდით ახლა რამე რომ მოგივიდეს ვისთან უნდა მივიდეთ? დილაადრიან დასალევად ვისთან ერთად წავალთ მხოლოდ იმიტომ რომ ცუდ ხასიათზე გავიღვიძეთ? ეგ არ გაგვიკეთო ვაჩე. დედას ვფიცავარ ნაბი*ვარ მამაშენს ტყვიას ჩემი ხელით დავახლი შუბლში ფეხზე რომ არ ადგე. - თავი მის ხელზე ჩამოდო და უხმოდ ატირდა, შეიძლებოდა ვინმეს ეფიქრა რომ ხუმრობდა მაგრამ გულის სიღრმეში მისი ბრაზი იმდენად დიდი იყო ვაჩეს მამას ალბათ ნაკუწებად აქცევდა. - მთელი ჩემი ბავშვობა, ჩემი ცხოვრება არ წაიღო გთხოვ. დარჩი და გპირდები აღარავის ჩამოგიყვან სვანეთში, მოტაცებულს მითუმეტეს, თან მითუმეტეს ნუცასნაირ თავისტკივილს. ოღონდ შენ გაიღვიძე და მეც აღარ ჩამოვალ და მოგასვენებ, ვიცი ბუნება როგორ გიყვარს და თქვენს შორის აღარ ჩავდგები. - ისტერიკული სიცილი აუტყდა ანდრეას, ალბათ ეს იყო უკანასკნელი რისი გაკეთებაც ამ მომენტში შეეძლო…
-ბოდიშით რომ გაწუხებთ, პაციენტს ძალიან ნუ გადაღლით, მოგვიანებით ისევ შემოდით უბრალოდ ახლა ცოტა დასვენება სჭირდება. - სანდომიანმა ქალმა ოთახში მხოლოდ თავი შემოყო და სწრაფად მიაყარა, ეტყობოდა რომ ეჩქარებოდა.
-ახლა მივდივარ, მაგრამ ისევ დავბრუნდები, ცხოვრებას ნუ გაგვინდაგურებ ძმაო. -მძიმედ ამოთქვა ანდრეამ და მისკენ ოდნავ კიდევ დაიხარა ქალს მისი სიტყვები რომ არ გაეგო. - მკვლელად ნუ მაქცევ! - ბოლო წინადადება კბილების ხრჭიალით ამოთქვა და კარისკენ მშვიდი ნაბიჯით წავიდა.
-არ გაქცევ, გპირდები.- ზურგს უკან ვაჩეს დაღლილი და ამავდროულად საშინლად მშვიდი ხმა გაისმა.
-ვაჩე? - მისი ხმის გაგონებისას შეცბა ანდრეა, არ ელოდა მეგობრის უკან “დაბრუნებას”
-თუ შეიძლება გარეთ გადით, პაციენტი უნდა გავსინჯო. - მკვახედ მიახალა ქალმა, თუმცა ანდრეას ეს საერთოდ არ ადარდებდა, სირბილით გადაკვეთა მათ შორის მანძილი და საწოლში მწოლიარე მეგობარს როგორც შეეძლო ისე გადაეხვია.
-ფრთხილად ბიჭო. - დატუქსა ვაჩემ და როგორც კი ანდრეა სხეულიდან მოშორდა საუბარი განაგრძო -ნუცა სადაა?
-ძმაკაცი არ მოიკითხო. -თვალებმოჭუტულმა შემოიხედა პალატაში გეგიმ და ღიმილიანი სახით გადახედა მეგობარს.
-მოსაკოთხო აქეთ მევარ. - იწყინა ვაჩემ და ორივეს მომლოდინე სახოთ მიაჩერდა.
-კარგადაა, კაფეტერიაში ჩავიდა და ამოვა 5 წუთში.
-იქნებ მომდევნო 5 წუთი მე მომცეთ რათა პაციენტი გავსინჯო. - გაბრაზებულმა განაგრძო ქალმა და ბიჭებს გადახედა.
-მიდი დეიდა ვინ დაგიშალა. - მშვიდად მიუგო ანდრეამ და ქალს გზა გაუთავისუფლა, ქალმა დაბღვერილი სახით გახედა და ვაჩეს მიუახლოვდა მისი მდგომარეობა რომ შეეფასებინა.
-არ მჯერა რომ გაიღვიძე. - თვალებს ვერ უჯერებდა გეგი
- იქნებ გარეთ მოიცადოთ? - დაიღრინა ქალმა და კართან მდგომ ბიჭებს გადახედა რომლებიც გამალებით საუბრობდნენ.
-წავალთ ნუციკოს მოვიყვანთ. -მხიარულად მიუგო ანდრეამ ვაჩეს, გასვლამდე ქალს ბავშვივით დაეჯღანა და იქაურობას გაეცალა…

***
-ყავა თუ შეიძლება. -ღიმილით მიუგო ნუცამ დახლთან მდგომ ბიჭს და ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა რომელიც გაუჩერებლად რეკავდა, უცხო ნომერი იყო თუმცა არ უყოყმანია, ბოლო რამდენიმე საათში უკვე იმდენი უცხო ნომრიდან დაურეკეს პოლიციის გამო რომ აღარც კი უკვირდა. -გისმენთ. -მშვიდად მიუგო, ბიჭს ფული დახლზე დაუტოვა და კაფეტეერიიდან ყავის ფინჯანთან ერთად გავიდა.
-გამარჯობა ქერავ, როგორ ხარ?
-ლადო? -ტელეფონში ნაცნობი ხმის გაგებისას ზიზღის გრძნობა დაეუფლა.
-ჭკვიანი გოგო ხარ, როგორ უკვე ავღნიშნე დედაშენს ძალიან გავხარ. - კმაყოფილი ხმა გაისმა ტელეფონში.
-რა გინდა?
-არაფერი, უბრალოდ მინდა მამაშენს პატარა შეტყობინება გადასცე.
-შეტყობინება?
-ხო, მინდა უთხრა რომ ის რაც ვაჩეს დაემართა მისთვის გაკვეთილი იყოს.
-შენ რა მამაჩემს ემუქრები შენი შვილით? ეს საერთოდ როგორაა შესაძლებელი?
-მისმინე, ვაჩეს იმიტომ ვესროლე რომ მამაშენი მიმხვდარიყო არავის არ დავინდობ იმ შემთხვევაში თუ გზაზე გადამეღობება, მათშორის არც საკუთარ შვილს, ასერომ იმედია მიხვდება რაც მოხდება ჭკუით თუ არ იქნება.
-შენ ლამის საკუთარი შვილი მოკალი. -ზიზღით ამოთქვა ნუცამ.
-მისი მოკვლა რომ მდომოდა მოვკლავდი კიდეც, ამიტომ არ მისწავლია ადამიანის ანატომია რომ საკუთარი სისხლი მომეკლა. თანაც რაღადროს სიკვდილზე საუბარია, ვაჩემ გაიღვიძა უკვე.
-რაა? -თვალები გაუფართოვდა ნუცას
-ხო, გეგი და ანდრეა კი ახლა კიბეებზე ჩამოდიან შენთვის ამ ამბის სათქმელად, იმხოარულეთ, მალე ისევ დაბრუნდები. -ღიმილით დაასრულა საუბარი ლადომ და ტელეფონი სასწრაფოდ გათიშა.
-ნუცაა. - მისი დანახვისას კიბეებზე სწრაფად დაეშვა ანდრეა რომ ახალი ამბავი ეხარებინა თუმცა ამაოდ.
-ვიცი. -ნაძალადევი ღიმილით თქვა და ბიჭებს გვერდი აუარა.
-რა? საიდან?
-ლადომ დამირეკა, მანაც იცის. -ძლივსგასაგონად ამოიბურტყუნა და გეზი პირდაპირ ვაჩეს პალატისკენ აიღო. -შეიძლება? - რამდენჯერმე ხმაურით დააკაკუნა კარზე და პასუხს არც დალოდებია ისე შევიდა ოთახში.
-გამარჯობა. -დიმილით მიესალმა ვაჩე და საწოლში გასწორდა.
-თავს როგორ გრძნობ? - ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ნუცა და სავარძელზე ფრთხილად დაეშვა
-კარგად ვარ, შენ?
-მე… მე კარგად, ჩემი ამბავი რა საკითხავია.
-ცუდად გამოიყურები.
-უძილობის ბრალია. - მხრები აიჩეჩა და დახეზე მშვიდად დააცქერდა.
-ნუცა, არ დამიმალო, სანამ მეძინა კიდევ რამე მოხდა? - მძიმე ხმით ამოთქვა ვაჩემ
-ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ კარგი? ახლა მთავარი შენი ჯანმრთელობაა. - ხელზე ფრთხილად შეეხო და თითები ნაზად გადაუსვა ხელის ზურგზე.
-მითხარი რამოხდა. -ტონი გაიმკაცრა ყიფიანმა, მიუხედავად იმისა რომ ფეხზე ადგომაც კი უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა მისთვის ნუცას უსაფრთხოება მაინც პირველ ადგილზე იყო.
-მამაშენმა დამირეკა, მითხრა რომ მალე შევხვდებოდით, სანამ გავიგებდი რომ გაიღვიძე ეს მან მითხრა, ყველაფერი იცის, საერთოდ ყველაფერი. -აკანკალებული ხმით თქვა და ცრემლმორეული თვალები ვაჩეს მიანათა, ისეთი სახით იყურებოდა თითქოს ვაჩეს თვალებით დახმარებას სთხოვსო, რათქმაუნდა ეს ვაჩემაც შენიშნა.
-მისმინე ნუცა, ვერც გეტყვი რომ აღარ დაბრუნდება, მაგრამ გპირდები ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ შენ არაფერი დაგემართოს.
-ისე როგორც იმ დღით? მამაშენმა ჩემსგამო ლამის მოგკლა.
-მას ჩემი მოკვლა არ უნდოდა ნუცა, თორემ ახლა მკვდარი ვიქნებოდი, ვიღაცის მისამართით ეს შეტყობინება იყო და ვფიქრობ მალე გავიგებთ ვის გამო მოხდა ეს ყველაფერი.
-ძალიან ვწუხვარ, მართლა.
-შენი ბრალი არ არის- ნუცამ ცრემლები მოიწმინდა და ფანჯრიდან ჰორიზონტს გახედა, თენდებოდა…
-გამარჯობათ ბატონო ვაჩე. - კარი ფართოდ გაიღო და ოთახში მისი მკურნალი ექიმი შემოვიდა- გავიგე წასვლა გსურდათ.
-მოიცა რაა? - თვალებგაფართოებულმა გადახედა ნუცამ
-დიახ, აქ ყოფნა არ მინდა.
-მე მაინც გირჩევთ რომ…
-გასაგებია, მადლობა მაგრამ სახლში წასვლა მირჩევნია, იქ უფრო მალე აღვიდგენ ძალებს.
-ხომ არ გაგიჟდი? - გაცეცხლებული თვალებით მიაჩერდა ნუცა.
-ძმაო თვალები ახლახანს გაახილე, თავი სტალონეს ფილმში ხომ არ გგონია? - ხმაურით შემოვარდა ოთახში ანდრეა რომელსაც უკან გაცეცხლებული გეგა მიჰყვებოდა.
-აქ ყოფნა არ მინდა. - მტკიცედ თქვა ვაჩემ და ექიმს საბუთების მომზადება სთხოვა.
-ეს თქვენი სურვილია და იმ შემთხვევაში თუ რაიმე დაგემართებათ საავადმყოფო ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნის. გესმით ეს რასაც ნიშნავს? - ეჭვნარევი მზერა შეავლო ექიმმა.
-საბუთები მოამზადეთ. - როგორც შეეძლო მშვიდად მიუგო და ბიჭებს გადახედა. - რომელიმე ჩემთან სახლში მიდით და წყნეთის სახლის გასაღები წამომიღეთ, იქ ავდივარ.
-შენ ში**ომარგაქვს? -დაიღრინა გეგიმ -შენთან ბოდიში ნუცა.
-გითხარი გასაღები მომიტანეთთქო, რთული რა ვთქვი?
-ბიჭო თვალები 5 წუთის წინ გაახილე, სიკვდილი გინდა?
-დამიჯერე აქ უფრო მალე მოვკვდები ვიდრე გარეთ, თქვენი დახმარებოთ ამ თქვენს გარეშე აქედან აუცილებლად წავალ ასერომ ან აქ ისხედით ან ტ*აკი გაანძრიეთ ერთმა გასაღები და ტანსაცმელი მომიტანეთ, მეორემ იმ ექიმს საქმის დაჩქარება სთხოვეთ.
-ჯანდაბა შენს თავს ყიფიანო. - თავისთვის ჩაიბურტყუნა გეგიმ და ოთახი ანდრეასთან ერთად დატოვა.
-იქ სულ მარტო იქნები ვაჩე, რატომ მიდიხარ?
-მარტო რატომ? მშობლებთან დაბრუნება გადაწყვიტე?
- მე… არ… - დაიბნა ნუცა
-მისმინე, სახლში დაბრუნება თუ გინდა ეგ შენი უფლებაა, მე უბრალოდ ვიკითხე.
-არ მეგონა ჩემი თან წაყვანა თუ მოგინდებოდა. - მხრები აიჩეჩა ნუცამ
-ხუმრობ? ნებისმიერ დროს ნებისმიერი ვადით შეგიძლია დარჩე ჩემს ნებისმიერ სახლში.
-ძალიან დიდი მადლობა ვაჩე, შენს სიკეთეს ვერასდროს გადავიხდი.
-სიკეთეზე არ გვინდა საუბარი, შენ ციხეს გადამარჩინე.
-შენ სიკვდილს. ასერომ არ გვინდა ამაზე კამათი.
-კარგი, როგორც გინდა. -მშვიდად დაჰყვა მის ნებას ვაჩე.
ლოდინი თითქმის ორი საათი მოუწიათ, სანამ გეგიმ სახლიდან ნივთები მოიტანა და სანამ ექიმმა საბუთები გაამზადა, როგორც კი საბუთები შემოუტანეს არც კი დაიხედავს ხელი ისე მოაწერა და ანდრეას დახმარებით სასწრაფოდ ფეხზე წამოდგა.
-ჯობს ეტლით ჩახვიდეთ ქვემოთ. - მშვიდად მიუგო ექიმმა და კუთხეში არსებულ ეტლზე ანიშნა.
-მაგ ეტლით თქვენ ჩამოდით ქვემოთ, დღეს თუ არა ხვალ მაინც დაგჭირდებათ. - შეუღრინა ვაჩემ და ნელი ნაბიჯით გავიდა პალატიდან, ეტაპობრივად ჩერდებოდა, საკმაოდ უჭირდა სიარული თუმცა ამას არ იმჩნევდა, ერთი სული ქონდა მამამისის კლანჭებიდან თავს როდის დაიხსნიდა, სიარულს მაინც აგრძელებდა და ყოველ ნაბიჯზე არსებულ საშინელ ტკივილს ყურადღებას არ აქცევდა.
-რა მალე ადექი - მიმღებში ყურს მისწვდა ლიზას ხმა- ჭრილობა არ გაგეხსნას.
-სახლში ყოფნა მირჩევნია. - მშვიდად მიუგო ვაჩემ და გზა განაგრძო
-ჩემთან მაინც წამოდი, ყურადღებას მოგაქცევთ.
-არმინდა გეგი, წყნეთში ავალ და იქ დავრჩები.
-პოლიციას შენთან საუბარი მოუნდება. - საუბარში ჩაერთო სანდრო
- მისამართს დაგიტოვებთ, გეცოდინებათ სად შეიძლება ჩემი პოვნა.
-ცოტახანს რომ დაგესვენა უკეთესი იქნებოდა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რამდენიმე დღის გატარება ცუდი არ არის.
-აქ უკვე სული მეხუთებოდა, მანდ ერთი საათიც კი ვეღარ გავჩერდებოდი. - მშვიდად მიუგო სანდროს და მანქანის კარი გააღო რომ დამჯდარიყო.
-ნუცა,ჩვენც წავიდეთ, რამდენიმე დღით სასტუმროში დავრჩებით. - მშვიდად მიუგო სანდრომ შვილს და ხელი მისკენ გაწია, ელოდა რომ ნუცა ხელს ჩაკიდებდა და სირბილით წავიდოდა მასთან ერთად თუმცა ამაოდ.
-გუშინ მომხდარი არ ცვლის იმას რაც შენ მე გამიკეთე, შენთანერთად არსად არ წამოვალ.
-რას ნიშნავს არ წამოხვალ? აბა სად წახვალ?
- ვაჩესთან ერთად ვიქნები წყნეთში.
-ხომ არ გაგიჟებულხარ, მამამისმა ლამის საკუთარი შვილი მოკლა და შენც ზედ მიგაყოლა, ახლა გაბუტვის დრო არ არის. - მისკენ გაიწია სანდრომ თუმცა ვაჩემ მიახლოების საშუალება არ მისცა, ნუცას ხელში წვდა და უკან დაახევინა თვითონ კი წინ აესვეტა და სანდროს გზა გადაუჭრა. ისეთი მტკიცე სახით დახვდა სანდროს თითქოს მისი სხეული ორ ადგილას გახვრეტილი არ ყოფილიყო.
- არჩევანი გააკეთა, ჩემთან ერთად მოდის. –მშვიდად მიუგო ვაჩემ და თვალებში ყურება გააგრძელა.
-შვილო აზრზე მოდი. - გაღიზიანებულმა მიუგო სანდრომ და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ თუმცა ამჯერად საქმეში გეგი და ანდრეა ჩაერთვნენ, ვაჩეს წინ გადაუდგნენ და სანდროს მასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.
-ფეხებზე მ*იდია ვინ ხარ, კიდევ ერთი ნაბიჯი რომ გადმოდგა ჩემი ხელით მოგკლავ- თვალები წამოენთო ანდრეას
- წამოდი სანდრო.- ქმრის დამშვიდება სცადა ლიზამ- ის კარგად იქნება. - ღიმილით გადახედა შვილს რომელიც მისი ასლი იყო და თავით ანიშნა რომ წასულიყვნენ.
-იმედია სანანებელი არ გაგიხდება. -თავი დანანებით გააქნია სანდრომ და მათ მანქანას იქამდე უყურა სანამ მოსახვევში არ გაუჩინარდა…
მთელი გზა ხმა არცერთს ამოუღია, წამიერად ვაჩე თვალს ნუცასკენ აპარებდა თუმცა ნუცა იმდენად იყო გათიშული ამას საერთოდ ვერ აღიქვამდა, თავი მინაზე ქონდა მიყრდნობილი და თვალები დაეხუჭა, იმდენად დაღლილი სახე ჰქონდა ყველაფერი მის სახეზე იკითხებოდა, უძილობა, ნერვიულობა, სტრესი ყველაფერი იკითხებოდა მის უემოციო გამომეტყველებაზე. მიუხედავად იმისა რომ ვაჩე თითქმის ერთი დღის განმავლობაში კომაში იყო და ეძინა საერთოდ არ გრძნობდა თავს დასვენებულად, პიროქით საშინლად დაღლილი იყო და ძილის მეტი არაფერი უნდოდა.
-ვაბშე ყველაფერი წამოვიღეთ რაც გაგვახსენდა, თუ რამე გინდოდეს დარეკე რა. ეგრევე მოვიტანთ. - უკანა საბარძელზე მყოფ ვაჩეს გადახედა გეგიმ. - ზედმეტი არაფერი გააკეთო რომ ნაკერები არ გაგეხსნას, ნურც ჩვენ და ნურც ნუცას ნუ ანერვიულებ ზედმეტად
-არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ. უბრალოდ მშვიდად მინდა ყოფნა.
-კარგი.- მშვიდად მიუგო გეგიმ და მთელი გზის განმავლობაში ხმა არცერთს აღარ ამოუღია,
სულ მალე მანქანა სახლის ეზოში გააჩერა ანდრეამ, გეგიმ ნივთების ამოლაგება დაიწყო, ანდრეა ვაჩეს ეხმარებოდა სახლამდე მისვლაში, ნუცა მთვრალი კაცივით დადიოდა, ნახევრად ეძინა და ისე მიიკვლევდა გზას სახლამდე. სახლში შესვლისას გვერდითაც კი არ გაუხედავს, ერთადერთი რაზეც ფიქრობდა რბილი, ღუნღულა საწოლი იყო. საბარძელზე კომფორტულად მოკალათდა და ვითომც არაფერი ძილის გაგრძელებას შეეცადა. როგორც კი ბიჭებმა სახლში ყველაფერი შეიტანეს, ვაჩეს დაემშვიდობნენ და სახლიდან უკანმოუხედავად გავიდნენ თუმცა სული და გული სახლში მათ დაჭრილ და დაუცველ მეგობართან დატოვეს.
-ნუცა. - ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ვაჩე ნუცას და ძლივს დაიხარა რომ მხარზე ოდნავ შეხებოდა. - გაიღვიძე ნუცა, საწოლში დაწექი.
-რა? რამოხდა? რამე გტკივა? - შეშინებული გიჟივით წამოვარდა ფეხზე და წონასწორობა რომ არ შეენარჩუნებინა ვაჩეს პირდაპირ სხეულზე შეასკდებოდა.
-მე კარგად ვარ, უბრალოდ მეძინება, შენც გეძინება, წამოდი საწოლში დაწექი და ისე დაიძინე.
-აა ხო. -საწოლის ხსენებაზე ბაგე ყურებამდე ღიმილმა გაუპო.
-ოღონდ ჯერ მე დამეხმარე რომ უბრალოდ საწოლამდე მივიდე.
-ხო რათქმაუნდა. - მხარში ამოუდგა ნუცა და ნელი ნაბიჯით გაიკვლია გზა საძინებელ ოთახამდე. - კიდევ კარგი საძინებელი მეორე სართულზე არ არის.
-იქაც არის, უბრალოდ იქ ვერ ავალ. -მშვიდად განმარტა ვაჩემ და საწოლზე ფრთხილად დაჯდა, წამით შეცბა და ტკივილისგან ამოიგმინა მაგრამ მალევე გადაუარა და კომფორტულად მოეწყო ფუმფულა საწოლზე.
-მაშინ მე, ზემოთ ავალ, ტელეფონს აქ დაგიდებ, თურამე დამირეკე და მაშინვე ჩამოვალ.
-ნუცა, აქ დაიძინე. -წარბიც არ შეუხრია ყიფიანს
-რაა?
-აქ დაიძინე, უბრალოდ მშვიდად ვერ ვიქნები მაშინ როცა თვალთახედვის არედან გაქრები, ვერც ავდგები და ვერც სირბილს დავიწყებ რომ შეგამოწმო. უნრალოდ აქ დაიძინე რომ მეც მშვიდად შევძლო ძილი . - მშვიდად განმარტა ვაჩემ და მომლოდინე სახით მიაჩერდა.
-კარგი. - ბევრი აღარ უფიქრია, ვაჩეს გვერდით თავს ბევრად უსაფრთხოდ გრძნობდა მიუხედავად იმისა რომ ახლა დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი უჭირდა, საწოლს მეორე მხრიდან მოუარა, ფეხსაცმელი იქვე კუთხეში დააწყო და საწოლზე მოკალათდა. ვაჩეს ზურგი აქცია ხელები თავქვეშ ამოიდო და თვალები დახუჭა.
რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ საუბარი ისევ ვაჩემ წამოიწყო.
-ნუცა, შეიძლება რაღაც გკითხო?
-ხო, რათქმაუნდა. - მისკენ არც გაუხედავს ისე უპასუხა.
-სვანეთიდან რომ წამოგიყვანე, 1 კვირა რომ არ გირეკავდი და არ გნახულობდი, გენატრებოდი?
-რაა? - შესაფერისი სიტყვები ვერ მონახა ლექსიკონში ნუცამ - ამას რატომ მეკითხები?
-მე მენატრებოდი და იმიტომ. - ჩახრინწული ხმით თქვა და მცირე პაუზის შემდეგ დაამატა- ძალიან მაკლდი, თითქოს ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი დავკარგე, ცუდი შეგრძნება იყო, ვიფიქრე ეს უცნაური იქნებოდა თუ მხოლოდ მე მენატრებოდი. თმცა რამნიშვნელობა აქვს დაივიწყე.
-მხოლოდ შენ არა. - მისკენ გადმობრუნდა ნუცა და თავი მის მკლავზე კომფორტულად მოათავსა. - მეც მენატრებოდი. - თვალებში არ შეუხედავს ისე დაამატა და სხეულზე მთელი ძალით მიეკრო, ვაჩეს აღარაფერი უკითხავს, ისიც საკმარისი იყო რაც მოისმინა, ბევრიც აღარ უფიქრია, ამ ყველაფრის მოსმენამ დაამშვიდა და მალევე ღრმა ძილს მიეცა, ისევე როგორც ნუცა…
რამდენიმე საათში მზის სხივები პირდაპირ ოთახის ფანჯარაში შეიჭრნენ და ვაჩეს მყუდროება დაურღვიეს, ირგვლივ მხოლოდ ჩიტების შიკჭიკი ისმოდა, სხვა ყველაფერი უბრალოდ გაჩუმებულიყო და ცხოვრების რიტმს უხმოდ მიჰყვებოდა, თვალები როცა გაახილა ნუცა გვერდით აღარ დახვდა, მაშინვე საშინელმა ფიქრებმა შეიპყრო, რამდენჯერმე დაუძახა თუმცა ხმა არავინ გასცა, საწოლზე ფრთხილად წამოჯდა და კედელს დაეყრდნო რომ ფეხზე ამდგარიყო, რამდენიმე წამს ტკივილისგან მოკუნტული ერთ ადგილას იდგა, წამით ყველაფერი დატრიალდა თუმცა რამდენიმე ღრმა ამოსუნთქვის შემდეგ ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. კედლის დახმარებით ნელი ნაბიჯით განაგრძო გზა და მისაღებ ოთახში გავიდა, იქაც არავინ იყო, სამზარეულოშიც სრული სიჩუმე იყო, სიჩუმე რომელიც ანადგურებდა.
-ნუცაა.- კიდევ ერთხელ დაუძახა თუმცა სულ ტყუილად, ნუცას პასუხი არ გაუცია. უკანასკნელი იმედისთვის მაინც გაიბრძოლა, კიბის პირდაპირ დადგა და საფეხურების თვლა დაიწყო. -22 კიბეა, ასვლას მოვახერხებ. - მხნედ შეუძახა თავს და ყველა საფეხურზე ნახევარ წუთიანი შესვენებით ავიდა. ყველა ოთახი სათითაოდ შეამოწმა, ბოლო საძინებლის კარიც უიმედოდ შეაღო, ოთახი ცარიელი იყო, სახლს არც ბრძოლის კვალი ეტყობოდა და არც იმის რომ ვინმე საერთოდ იყო შიგნით. წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა. ფიქრებში გართულმა ვერც გაანალიზა უცებ ნახევრად შიშველი ნუცა მისი თვალთახედვის არეში როგორ მოხვდა.
-შეეენ… აქ რას აკეთებ? - პირსახოცს ხელი მთელი ძალით მოუჭირა და სხეულზე უფრო ძლიერად შემოიხვია.
-მეხუმრები? მთელს სახლში გეძებდი, რამდენჯერ დაგიძახე. ხმა რომ არ გამეცი ვიფიქრე რომ მამაჩემმა წაგიყვანა.
-ბოდიში, უბრალოდ შხაპის მიღება მინდოდა, 2 დღეა არ მიძინია, შხაპიც არ მიმიღია,!-თავისთვის დაიწყო ბურტყუნი ნუცამ და ვერ კი გაანალიზა როგორ აღმოჩნდა ვაჩეს მკლავებში.
-ალბათ ჩემი ნახევარი სიცოცხლე წაიღე. -მისი სურნელით აივსო ფილტვები ვაჩემ და თმაზე ხელი ნაზად ჩამოუსვა.
-ბოდიში, არ გამიგონია თორემ უპასუხოდ არ დაგტოვებდი.
- ვიცი, უბრალოდ მაშინვე ცუდი ფიქრებისკენ წავედი.
-მე… ვერც კი აგიღწერ ისე შემეშინდა მაშინ როცა მამაშენი მოვიდა, ან თუნდაც მაშინ როდესაც უგონოდ იწექი იატაკზე. აი არვიცი საშინელება დამემართა, ყოველ წამს მგონია რომ იგივე მოხდება და მე…
-ჩშშ. - თვალებში ჩახედა ვაჩემ ნუცას და რამდენიმე წამს უხმოდ დააკვირდა.- შენ მამაჩემი ვერაფერს დაგიშავებს, ამის პირობას მე გაძლევ, მზად ვარ საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი დაგიცვა, არ დავუშვებ რომ მოგიახლოვდეს. ამას მხოლოდ მაშინ შეძლებს როცა მე მოვკვდები.
-ეს არ გაუჭირდება და შენც იცი.- ამოიკრუსუნა ნუცამ.
-მას ჩემი მოკვლა არასდროს უნდოდა, უბრალოდ “გაკვეთილი ჩამიტარა”, ის მე ვერ მომკლავს, მისი ერთადერთი შვილი და გვარის გამგრძელებელი ვარ, ასევე ფიქრობს რომ ერთ დღეს მის მხარეს დავდგები და მის საქმეებს შევასრულებ ჩემი გენის გამო. მაგრამ ეს არ…
-რის გამო? - გაკვირვებული მიაჩერდა ნუცა
-სერიული მკვლელის გენი მაქვს. ისევე როგორც მამაჩემს, მემკვიდრეობითია ალბათ. -მხრები აიჩეჩა ვაჩემ
-ანუ შენ…
-ანუ მე შეიძლება თუ არა რომ სერიული მკვლელი გავხდე? კი შეიძლება, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ოდესმე რამე მოხდება გეგიმ და ანდრეამ იციან რაც უნდა გააკეთონ.
-რას გულისხმობ?
-მოდი ჩაიცვი კარგიი? თორემ ასე რომ დგახარ ჩემს წინ ნორმალურად ვერ გესაუბრები. ცოტა ცუდ აზრებზე მივდივარ. - სიტუაციის განმუხტვა სცადა ვაჩემ და გულიანად გაიცინა, თუმცა დიდხანს არც ეს დასცალდა ჭრილობა საშინლად ასტკივდა ამიტომ თავის შეკავება სცადა.
-გარყვნილო. -თვალები მოჭუტა ნუცამ. - ქვემოთ ჩახვალ შენით?
-ხო, მოვახერხებ.
-კარგი მაშინ 5 წუთში ჩამოვალ. - მშვიდად მიუგო ნუცამ და საწოლზე ხმაური ჩამოჯდა. ღმერთო როგორ იზიდავდა, მაგრამ თან როგორ აშინებდა მასთან ურთიერთობა, ყველაფერი თითქოს როგორ მარტივად მაგრამ თან როგორ რთულად იყო. სხვაზე ვერავიზე და ვერაფერზე ვეღარ ფიქრობდა…
5 წუთიც არ დასჭირდა ნუცას რომ გამოეცვალა და ქვემოთ სირბილით ჩასულიყო, ვაჩე სამზარეულოს მაგიდას მიყრდნობოდა და ვიღაცას მესიჯებს გამალებით წერდა.
-გისმენ. გავაგრძელოთ - ცნიბისმოყვარეობამ სძლია ნუცას
-აბა, აბა, აბა. არც გაიფიქრო. - თავი გააქნია ვაჩემ.
-რა მოხდა?
-თმა ნუცა, თავი უდაბნოში ხომ არ გგონია?
-მე სულ ასე დავდივარ. - მხრები აიჩეჩა და მის გვერდით სკამზე ჩამოჯდა.
-ხოდა აღარ ივლი! ასე ძალიან გინდა რამე დაგემართოს? - თვალები წამოენთო ყიფიანს.
-საუბარი სხვა თემაზე ნუ გადაგაქვს, წეღანდელი დაასრულე.
-ნუ მბრძანებლობ ნუცა. წადი თმა გაიშრე.
-შენც ნუ მბრძანებლობ ყიფიანო. - მის პირდაპირ დადგა ნუცა და მზერა გაუსწორა.
-ახლა ჩემსავით იქცევი.
-ვიცი, ვცდილობ მიგახვედრო რომ აუტანელია შენი საქციელი. - მხრები აიჩეჩა ნუცამ და მასთან უფრო ახლოს მივიდა.
-მე შენს დაცვას ვცდილობ ნუცა, გაცნობის დღიდან დღემდე. მინდა რომ უსაფრთხოდ იყო.
-უსაფრთხოდ? ვისგან მიცავ მამაშენისგან თუ საკუთარი თავისგან?
-ორივესგან! - ტონს აუწია ვაჩემ- მამაჩემს შენსგამო საკუთარ სიცოცხლესაც კი მივცემ მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩემში ეს მკლელის ინსტიქტი გაიღვიძებს და მამაჩემივით მოქცევას დავიწყებ, მომიწევს შენც და დანარჩენი ყველაც ჩემგან დაგიცვათ, ამიტომ წინასწარ მაქვს ყველაფერი გათვლილი. თუ გზიდან გადავალ ანდრეა და გეგი მომხედავენ და ყველაფერს წერტილს დაუსვამენ.
-რას გულისხმობ?
-შუბლში ტყვიას დამახლიან. - თითებით იარაღის დემონსტრირება გააკეთა და თითები შუბლზე მიიდო.
-ხომ არ გაგიჟდი? - შეიცხადა ნუცამ
-ამას არ განვიხილავთ ნუცა.
-რას არ განვიხილავთ შენს თვითმკვლელობას? გააფრინე?
-ნუცა რა იქნება ერთ დღეს მამაშენს რომ ვესროლო? ან დედაშენს? და დავი*იდო ის რომ შენ ეს გაგანადგურებს. ან სულაც ელენეს? შუბლი გავუხვრიტო შენს წინ. გგონია მომწონს ეს ყველაფერი? გგონია ჩემთვის მარტივი იყო ჩემი მეგობრებისთვის მეთხოვა ეომ ჩემთვის შუბლში ტყვია დაეხალათ? გგონია მარტივი იყო მათი დათანხმება? მაგრამ ყველასთვის ასე აჯობებს ნუცა. - მისი სახე ხელებში მოიქცია და სახე ახლოს მიუტანა.- შენც იცი რომ ასე აჯობებს, ერთ დღეს შეიძლება შენც გესროლო, ვერ ვიცხოვრებ იმით რომ შენი სიცოცხლე შევიწირე. ვერ ვიცხოვრებ იმით რომ მომავალი გაგინადგურე და 17-18 წლის ასაკში მიწაში საკუთარი ხელით გაგიშვი.
-არ მინდა რომ მოკვდე. - ცრემლებს გასაქანი მისცა ნუცამ, ვერც წარმოიდგენდა ამ ვითარებას რაიმე კიდევ უფრო მეტად თუ დაძაბავდა მაგრამ დაძაბა, თან საშინლად.
-არც მე მინდა, მითუმეტეს მაშინ როცა შენ ხარ ჩემს გვერდით. მაშინ როცა რაღაც ახალი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, არ ვიცი რა არის მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ, იმით რომ მყავხარ და იმით რომ არსებობ. აქამდე მსგავსი არაფერი მიგრძვნია, ვერ აგიხსნი რას ვგრძნობ, ჯერ მეც ვერ გავერკვიე მაგრამ მნიშვნელოვანია ის რასაც განვიცდი, ვიცი რომ შენც იგივეს გრძნობ და არ უარყო, აზრი არ აქვს. გრძნობ როცა გეხები, როცა გესაუბრები, გეხუტები ან. - მისი ტუჩებისკენ დაიხარა და ხარბად დაეწაფა ხან ზედა ხან ქვედა ტუჩს, ხანაც ორივეს. რამდენიმე წამში მის ტუჩებს მოწყდა და საუბარი განაგრძო. - ან როცა გკოცნი, შეიძლება ახლა უარყო მაგრამ აზრი? შენ არ მეწყინააღმდეგები როდესაც შენთან ახლოს ყოფნას ვცდილობ, მაძლევ იმის უფლებას რომ შეგეხო, გაკოცო, შენს გვერდით მეძინოს. მაშინ როცა ამის უფლება არავისთვის მიგიცია.
-რასაც შენზე ვერ ვიტყვით, მე რასაც არ უნდა ვგრძნობდე შენთვის ეს ახალი არ იქნება. - დარცხვენილმა ამოილაპარაკა ნუცამ და თავი მისგან გაითავისუფლა.
-შენ გგონია ყველა გოგოს ასე ვექცევი? ასე თბილად და მის გვერდით უბრალოდ მძინავს? გგონია ჩემს სახლში ყველას ვიტოვებ და დაძინების საშუალებას ვაძლევ? სე**უალურ ლტოლვას არ ვგულისხმობ ნუცა, არც გამოცდილებას და საერთოდ არაფერს მსგავსს.
-ვინმესთან რომ ვყოფილიყავი მაინც ასე იქნებოდი?
-ვინმესთან რომ ყოფილიყავი ანუ სე*სი რომ გქონოდა?
-ხო.
-შენი სხეულია ნუცა, შენი არჩევანი, ეგ მე არ მეხება. მე კი არა საერთოდ არავის არ ეხება. თუ იგივე ადამიანი იქნებოდი ვინც ახლა წინ მიდგას 4 შვილიც რომ გყოლოდა იგივეს ვიგრძნობდი.
-არვიცი რა ან რატომ ხდება მაგრამ ხო, არ ვარ გულგრილი შენს მიმართ. შეიძლება ეს უბრალოდ გატაცებაა მაგრამ ფაქტია რაღაც ხდება.
-ვიცი.
-ჩემზე ყველაფერი იცი, ჩემი ურთიერთობაში გამოცდილების შესახებაც, სხვა დანარჩენი ყველაფერიც თავისთავად. ვიცი რომ ამას ცუდად არ გამოიყენებ მაგრამ მაინც მეშინია.
-ისე მაინც არ მენდობი როგორც საჭიროა და მაგას მალე შევცვლი. -დარწმუნებით განაცხადა ყიფიანმა.
-ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?
-რატომ არ უნდა ვიყო? მე კარგი ბიჭი ვარ, დაგავიწყდა? - სიცილით უთხრა ვაჩემ და სახე ახლოს მიუტანა. - ასე თუ არ ფიქრობ მითხარი. - ისე ახლოს იყო მის ტუჩებთან, მაგრამ მაინც თავს იკავებდა. არ უნდოდა ყველაფერი გაეფუჭებინა. აი ნუცას კი აღარაფერი ადარდებდა, ცდუნებას ვერ გაუძლო და ფრთხილად წაეტანა მის ტუჩებს. ვაჩე არ ელოდა ნუცასგან ამ საქციელს თუმცა არ უყოყმანია, ისიც მაშინვე აჰყვა კოცნაში, ხელები წელზე მჭიდროდ მოხვია და მთელი სხეულით ზედ მიიკრო, ისეთი ფრთხილი იყო მასთან თითქოს მსგავსი რამ პირველად ხდებოდა მის ცხოვრებაში, ნაზად კოცნიდა და ხელებს ჰარმონიულად დაასრიალებდა მის ზურგზე. წამის მეათასედში ტუჩიდან ყელზე, ყელიდან კი ისევ ტუჩებზე გადადიოდა. საშინლად არ უნდოდა მას მოშორებოდა. მისი თვალები, თმა, სახე, სურნელი საერთოდ ყველაფერი იზიდავდა. ერთი ხელის მოძრაობით ხელში აიყვანა, ტკივილი უკუაგდო და სამზარეულოს მაგიდაზე შემოსვა, ნუცა ვერც კი იაზრებდა რა ხდებოდა სანამ ვაჩემ პერანგის ღილების შეხსნა არ დაუწყო, იმდენად სიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა არ უნდოდა რომ ეს მომენტი დასრულებულიყო მაგრამ მზად არ იყო ამ ყველაფრისთვის.
-ვაჩე… გაჩერდი. - ყრუდ ჩაილაპარაკა და ვნებამორეული თვალები ვაჩეს მიანათა.ვაჩე მაშინვე გაჩერდა, პერანგს ხელები გაუშვა და მაგიდაზე ნუცას გარშემო დააწყო.
-ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც შენ არ გენდომება, არასოდეს. ზედმეტად მოკარებაზე ხომ ლაპარაკი არც ღირს. - ტუჩებზე ფრთხილად შეეხო და თვალებში ჩააცქერდა. - პერანგის ღილები არასწორად გაქვს შეკრული, მაგის გასწორებას ვცდილობდი. - ბოლოდან მეოთხე ღილი უკვე არეოდა ნუცას და პერანგი ისე სასაცილოდ შეეკრა შეუძლებელი იყო ვინმეს სიცილი შეეკავებინა ამის დანახვისას, ღიმილით მიაჩერდა ვაჩე, ისედაც ელოდა რომ რაიმე მსგავსს ეტყოდა. იცოდა რომ არ ენდობოდა და მასთან ურთიერთობისთვის მზად არ იყო.
-ბოდიში მე… - სირცხვილისგან ენა ჩაუვარდა ნუცას. - მე უბრალოდ…
-დამშვიდდი. შენს განსჯას კი არ ვაპირებ. - ღიმილით მიაჩერდა და პერანგის ღილების გასწორებას შეუდგა. - ყველაფერს გავაკეთებ რომ შენი ჩემდამი დამოკიდებულება შევცვალო, ოღონდ სხვადროს ღილების მდებარეობა აღარ აგერიოს გთხოვ თორემ მერე ცუდად ფიქრობ ჩემზე..
-საშინელი ადამიანი ხარ. -ხელი ოდნავ კრა ნუცამ რომ უკან დაეხია თუმცა ამაოდ.
-მაგრამ მაინც გიზიდავ.
-ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებ. ერთ დროს საბაც მიზიდავდა. - სიცილით უთხრა ნუცამ და მაგიდიდან ჩამოხტა.
-ის გიზიდავდა, მე შეგიყვარდები. - ღიმილით დაასრულა საუბარი ვაჩემ და ნუცას უკან მიჰყვა…

***
-რატომ ნერვიულობ? - ნაღვლიანი მზერით აყოლებდა ელენე თვალს ოთახში გიჟივით მოსიარულე ანდრეას.
-არ ვნერვიულობ, საიდან მოიტანე? - მშვიდად მიუგო და მის გვერდით ჩამოჯდა.
-ნახევარ საათზე მეტია გიჟივით დადიხარ, უკვე თავბრუ დამეხვა. რა მოხდა? მომიყევი.
-არვიცი რა, უბრალოდ ცუდი პერიოდია. ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ხვალ აღარ იყოს.
-რას ამბობ? ხომ არ გაგიჟდი? - თვალები გაუფართოვდა ელენეს.- ეგ მეორედ აღარ თქვა.
-არ მოიწყინო რა, შენ, ნუცას და თქვენს ოჯახებს საფრთხე არ გემუქრებათ.
-გგონია ჩემზე ვნერვიულობ ანდრეა? - იწყინა ელენემ და ფეხზე წამოვარდა. - რამდენიხანია უკვე ამაზე ფიქრობ, შეიძლება მოვკვდე, შეიძლება აღარ ვიყო. ეს საერთოდ რას ნიშნავს? როგორ მეუბნები იმას რომ შეიძლება აღარ იყო?
-შენს ცხოვრებაში არაფერი შეიცვლება მე თუ აღარ ვიქნები, ხვალ სხვა გამოჩნდება, უკეთესი ცხოვრებით და უკეთესად იქნები. - მშვიდად განუმსრტა ანდრეამ და მის პირდაპირ დადგა.
-რა იდიოტი ხარ! ღმერთო მართლა რა იდიოტი ხარ.
-რატომ მლანძღავ?
-მართლა ვერ ხვდები?
-ვერა, რას უნდა მივხვდე?
-ხო რათქმაუნდა ვერ მიხვდები, შენთვის სულ ერთია ყველაფერი, სულ ერთია ისიც მე თუ ხვალ ცოცხალი აღარ ვიქნები, სხვა გამოჩნდება და მორჩა. მაგრამ იცი რა? ჩემთვის ასე არ არის, ვერც წარმოიდგენ რამდენი ხანია შენი ყურადღების მიქცევას ვცდილობ და ამისთვის მხოლოდ ერთი წვეულება და უაზროდ დარიგებული მოსაწვევები იყო თურმე საჭირო. რამდენიხანია შენს გარშემო ენა გადმოგდებული ძაღლივით დავრბივარ შეგიმჩნევია საერთოდ? იმ კაფეში მიმტანადაც კი დავიწყე მუშაობა სადაც ყოველდღე 6ზე ან 7ის ნახევარზე შედიოდი და უშაქრო ყავას უკვეთავდი. 2თვეზე მეტი ვერც კი მამჩნევდი, ბოლოს ლამაზი სტიკერი დაგიხატე ჭიქაზე და პატარა წარწერა დაგიტოვე. ბოლო სამუშაო დღე იყო, იქ აღარ მივსულვარ, ალბათ არც კი წაგიკითხავს.
-შენნაირი ბიჭები ჩემნაირ გოგოებს ვერასდროს ამჩნევენ. ბედნიერი მომავალი. “ე” - ფინჯანზე არსებული წარწერა გაიმეორა ანდრეამ.
-წაიკითხე? -თვალები გაუფართოვდა ელენეს.
-კი, ოღონდ ძალიან გვიან, მაგ დღეს ყავა მანქანაში დავტოვე, არც კი ამიღია, მეორე დღეს ნაბახუსევზე ვიყავი, მანქანაში ყავა რომ დავინახე მაშინვე ხელი ვტაცე მაგრამ წარწერის დანახვისას ყურადღება მასზე გადავიტანე, მილიონჯერ წავიკითხე, აზრს ვერ მივხვდი, აზრზე არ ვიყავი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო.
-იმიტომ რომ სახეში არასდროს შემოგიხედავს. ყოველთვის როცა ყავას უკვეთავდი ტელეფონში იყავი ჩამძვრალი, როდესაც ფინჯანს წინ გიდებდი მის სანაცვლოდ 20ლარიანს მიდებდი მაგიდაზე და ხურდა დაიტოვეთო მეუბნებოდი, თუმცა მე შენი ხურდა არ მჭირდებოდა.- ბოლო სიტყვები ისეთი ტკივილნარევი ხმით თქვა ანდრეას გული ნაწილებად დაემსხვრა.
-მე… მართლა არ ვიცოდი.
-არ იცოდი რათქმაუნდა, არც ის იცოდი იმ ღამეს როცა ქუჩაში ნასვამი უნდა გდებულიყავი სახლში ვინ მიგიყვანა, გეგონა ვიღაც რიგითი ნა*ა გყავდა და მეორე დღეს უბრალოდ დაივიწყე. მართალია არაფერი მომხდარა მაგრამ შენ ასე ფიქრობდი. გამთენიისას წამოვედი რომ ფხიზელს არ გენახე.
-შენ იყავი?
-ჰო, მე ვიყავი.
-მისმინე ელენე, ვაღიარებ ნამდვილი სი*ივით ვიქცეოდი მაგრამ ახლა ასე აღარ არის, მე მადარდებ შენ. ჩემთვის ძვირფასი ხარ და არ მინდა დაგკარგო.
-მაგრამ იმას არ გრძნობ რასაც მე. - მშვიდად მიუგო ელენემ. - ამიტომაც გგონია რომ ხვალ თუ მოკვდები, ზეგ სხვა იქნება ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ სიმართლე იცი რა არის? მე სხვა არასდროს მინდოდა. მაგრამ იქნებ ასე აჯობებს. - ნაძალადევი ღიმილით მიუგო ელენემ და მისკენ გაიწია, იცოდა რომ ანდრეა არ გაეკიდებოდა და დაბრუნებას არ სთხოვდა, უკანასკნელად შეეხო საყვარელი ადამიანის ტუჩებს, წამით თვალებში ჩააცქერდა, მის თვალებში დაბნეულობა ამოიკითხა, შემდეგ უბრალოდ ჰორიზონტს გახედა. - მზე ჩადის. - თქვა ღიმილით, ცრემლიანი თვალები კიდევ ერთხელ შეავლო მის წინ მდგომ სილუეტს და სახლი უკან მოუხედავად დატოვა. იმედს მაინც იტოვებდა რომ სასწაული მოხდებოდა და ანდრეა ასე უბრალოდ არ გაუშვებდა, ნელი ნაბიჯით მიდიოდა ქუჩაში, ხანდახან თვალს უკან აპარებდა მაგრამ ამაოდ, მართალი იყო, ანდრეა არ გამოჰკიდებია, არც მას და არც ურთიერთობას. - სვანეთში წაყვანას დამპირდი, შენი დაპირებებიც ცარიელი სიტყვები ყოფილა… - ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და გზა მშვიდი ნაბიჯით განაგრძო…

***
-რაღაც უნდა გკითხო, ოღონდ თავი არ აარიდო ჩემს კითხვას. - როგორც კი ვახშმობას მორჩნენ მაშინვე წინ აესვეტა ვაჩე ნუცას.
-კითხვას გააჩნია.
-ნუცა! - თავი გვერდზე პატარა ბავშვივით გადაწია.
-კარგი, მკითხე.
-მთელი სახლი და თითოეული კედელი თუ სხვა უსულოა საგანია მოწმე, წეღან როცა ვსაუბრობდით, შენ მაკოცე.
-აუ ვაჩე, გეყოფა. - იცოდა რომ საუბარი უხერხულად წარიმართებოდა და კითხვას თავი აარიდა.
-არ წახვიდე რა, დამელაპარაკე. უბრალოდ ურთიერთობის გარკვევა მინდა.
-გისმენ. - სახეზე ალმური ჰქონდა მოდებული.
-გავიგე რომ ჩემს მიმართ გულგრილი არ ხარ, არ მოგთხოვ იმის დაკონკრეტებას რას გრძნობ ჩემს მიმართ და ა.შ. მაგრამ მაინტერესებს, ურთიერთობის რა ეტაპზე ვართ?
-ანუ?
-ანუ, ხო არსებობენ, მეგობრები, ნაცნობები, დაქალები, ძმაკაცები, შეყვარებულები და ა.შ რომელ კატეგორიას მივეკუთვნებით?
-ეგ შენ მითხარი.
-მე შენი აზრი მაინტერესებს ნუცა.
-ჩემი აზრი გაინტერესებს მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილება შენს ცხოვრებას უფრო შეცვლის ვიდრე ჩემსას, თუ იტყვი რომ მეგობრები ვართ შენ შენთვის და მე ჩემთვის, ალბათ ჩემს ქორწილში მეჯვარეც იქნები, თუ იტყვი რომ შეყვარებულები ვართ მოგიწევს იმ ყველაფერს დაემშვიდობო რითიც მანამდე ერთობოდი. ვგულისხმობ ნა*ებს, ერთი ღამის ურთიერთობააა და რატო ჭედავ და მაგავსი სისულელეების მოსმენას არ ვაპირებ ოღონდ მართლა. თუ ხვდები რომ მაგისთვის მზად არ ხარ უბრალოდ არ გააჭიანურო, თქვი და მოვრჩეთ.
-ეჭვიანი ხარ თან ძალიან. - ღიმილით უთხრა ვაჩემ.
-არ მეცინება.
-მისმინე ნუცა, არ მინდა რასაც ახლა ვგრძნობ ოდესმე დამთავრდეს, არ მინდა შორს იყო ჩემგან, მე არ ვარ 80იანების ბიჭი რომ ის გითხრა კაცის ღალატი ღალატი არ არის და ქალის არისთქო, არც იმას გეტყვი მოკლე არ ჩაიცვა და ბიჭი მეგობრები არ გყავდესთქო. მაგის უფლება არ მაქვს და მაგ ზომამდე არასდროს არ მივალ. მინდა რომ ჩემი გერქვას, აი იმენა ყველამ რო იცოდეს თან მასე, უბრალოდ მგონია რომ რაღაც შემეშლება, აქამდე მსგავს ურთიერთობაში არასდროს ვყოფილვარ, არ მინდა რომ გული გატკინო და რამე ისე არ წავიდეს.
-ურთიერთობას თავს რატომ არიდებ? თქვი პირდაპირ მეგობრები ვართო და მორჩა.
-მოიცა, მე არ მინდა რომ შენი მეგობარი ვიყო, შენ ყველაფერს გულში ინახავ რასაც გრძნობ, რაიმე თუ გწყინს ან არ მოგწონს. მე არ მინდა რომ ჩემთანაც მასე იყო, მინდა რომ გახსნილად და თავისუფლად შეგეძლოს საუბარი. ღალატს არ ვგულისხმობ, ლიკას სულს ვფიცავარ სხვა ქალისკენ თუ გავიხედო, რომელ ღალატზეა ლაპარაკი. უბრალოდ მინდა რამე თუ შემეშლება მითხრა. პირდაპირ მომახალე, ისე რომ თავი ძალიან დამნაშავედ ვიგრძნო, გავაანალიზებ და გაგიგებ.
-იმასაც გაიგებ მოკლე კაბით და დეკოლტეთი მეგობრის დაბადებისდღეზე რომ წავალ?
-ყველაზე ამაყი ვიქნები იმით რომ ასეთი ლამაზი, ჭკვიანი და სექსუალური გოგო ჩემი შეყვარებულია, ყველაზე ამაყი ვიქნები როცა გაივლი და ბიჭების 99% პროცენტი თვალს პირდაღებული გამოგაყოლებს და შენ მაინც ჩემთან მოხვალ, მიუხედავად იმისა რომ შენნაირ ადამიანს არ ვიმსახურებ. შენი სხეულია, შენი არჩევანი. მე კი არა შენს მშობლებსაც არ აქვთ უფლება მაგაში ჩაერიონ. ბიჭი რომელიც შენ არჩევანში შეგზღუდავს არ გიმსახურებს,დამიჯერე უბრალოდ მოიშორე თუნდაც მე ვიყო ეგ ბიჭი უბრალოდ უნდა დამთავრდეს.
-ბიჭისგან ამის გაგება ცოტა უცნაურია, ყველა ბიჭი ბრაზდება მსგავს რაღაცეებზე.
-მე ხო ყველა არ ვარ, შენი შეყვარებული ვარ. - ღიმილით უთხრა ვაჩემ და სიფრიფანა სხეული გულზე მიიხუტა. უჩეულოდ ბედნიერი იყო, ვერც კი იაზრებდა რამხელა ბედნიერება იყო ის რომ ნუცა მასთან ურთიერთობას დათანხმდა. ყველაფრის მიუხედავად ყველაზე რთული ეტაპი წინ ელოდათ, საკმაოდ საშიში და სისხლიანი…


***
რამდენიმე დღე გავიდა, ვაჩეს მამა აღარ გამოჩენილა, ვაჩე და ნუცა ისევ წყნეთში იყვნენ, გეგი და ანდრეა პერიოდულად აკითხავდნენ და საჭირო ნივთები მიჰქონდათ. ნუცას მამამისი დღეში მინიმუმ ხუთჯერ მაინც ურეკავდა და რწმუნდებოდა რომ მისი შვილი კარგად იყო. ხანდახან ნუცას ბეზრდებოდა და მის ზარებს აიგნორებდა კიდეც, მოგვიანებით კი მხოლოდ ორ სიტყვას მიწერდა “კარგად ვარ” და ტელეფონს თიშავდა.
ვაჩეს ჭრილობა თითქმის აღარ აწუხებდა, ყოველშემთხვევაში მოძრაობაში ხელს არ უშლიდა და საკუთარი თავის იმედი ახლა უფრო მეტად ჰქონდა. ელენე 2 დღით მათთან იყო ასული, ანდრეასთან კამათის შემდეგ მეგობარი სჭირდებოდა, ნუცასთან ერთად გაატარა მთელი 2დღე და ყველაფერი მოუყვა მისი და ანდრეას ურთიერთობის შესახებ, მერე უკვე შეყვარებულ წყვილს ერთად ყოფნაც მიულოცა და მათი სიხარული საკუთარივით გაიზიარა. როდესაც ანდრეამ პროდუქტები მიიტანა სახლში, მისთვის ზედაც არ შეუხედავს, ყავის ფინჯანი მაგიდიდან აიღო და მაშინვე მეორე სართულზე ავიდა. ანდრეას არც მაშინ უცდია საუბარი.
თითქმის ერთი კვირა იყო გასული, ნუცა და ვაჩე საკმაოდ ჰარმონიულად ცხოვრობდნენ ერთად თუმცა დრო იყო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს რომ თბილისში წასვლა სწორი და საკმაოდ დროული იქნებოდა. ნუცას სკოლაში გაცდენები და უამარავი სასწავლი დაუგროვდა, ვაჩეს ბიზნესის საქმეები.
დაახლოებით 2 საათისთვის უკვე თბილისში იყვნენ, უკვე ისეთი სიცივე იგრძნობოდა თბილისში აშკარად ზამთარი ნაადრევად მოვიდოდა.
-საბოლოოდ გადაწყვიტე სახლში დაბრუნება?- საბურთალოზე როგორც კი დაუხვია მაშინვე იკითხა ვაჩემ.
-კი, ასე უკეთესი იქნება, ჩემებთანაც უნდა მოვაგვარო ყველაფერი.
-ჩემთან ნებისმიერ დროს შეგიძლია დარჩენა ხომ იცი?
-როდესაც მამაჩემს ჩვენზე ვეტყვი ვეჭვობ ისევ შენთან მომიწევს დარჩენა რადგან ჭკუიდან გადავა. - ღიმილით უთხრა ნუცამ.
-მომწონს სიტყვა ,,ჩვენ”, კარგად ჟღერს.
-გააჩნია როდემდე იქნება მასე.
-მომენტს რატომ მიფუჭებ? - უკმაყოფილო მზერით გადახედა ვაჩემ- იქნებ სიცოცხლის ბოლომდე მასე გრძელდება.
-ვაჩე, მოვლენებს წინ ნუ გაუსწრებ.
-არ მომწონს შენი ასეთი საუბარი. ისე საუბრობ თითქოს უბედური ხარ.
-უბედური არ ვარ, უბრალოდ ცოტა მიჭირს იმის გაანალიზება რაც ხდება, თანაც შენი ურთიერთობები. -ორი დღის წინანდელი შეახსენა ნუცამ, ვაჩე სააბაზანოში იყო როდესაც ტელეფონზე ზარი შემოვიდა, თავიდან ყურადღებას არ აქცევდა ნუცა მაგრამ მერე ვაჩეს კარზე დაუკაკუნა, სთხოვა ეპასუხა და ეთქვა რომ მოგვიანებით გადაურეკავდა, ნუცა სწორედ ასე მოიქცა.
-გისმენთ- მშვიდად უპასუხა უცხო ნომერს.
-ვაჩე მინდოდა. - გაისმა ტელეფონში გოგოს წვრილი ხმა.
-სააბაზანოშია, რაიმე მნიშვნელოვანია?
-მმმ… არაა, უთხარი რომ დამირეკოს როცა მოახერხებს.
-ვინ ხარ თუ მეტყვი გადავცემ რომ ურეკავდი. -ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.
-უთხარი რომ თამჩოს მოენატრა, დანარჩენს თვითონ მიხვდება. ჩაოო- ამაზრზენი ხმით დაასრულა გოგომ და საუბარი დაასრულა.
-თამჩო? სერიოზულად? ამ ხალხს გემოვნება სად აქვს დაკრგული ღმერთო ჩემო.- სავარძელში ნერვიულად ჩაესვენა და ტელეფონი იქვე მიაგდო.
-ვინ იყო? - მშვიდი ნაბიჯით ჩამოვიდა ვაჩე კიბეებზე.
-თამჩოს მოენატრე. -მშვიდად მიუგო ნუცამ და თვალები მოარიდა.
-საერთოდ არც მიფიქრია რომ ვახსოვდი. - ყოყმანით წამოიწყო საუბარი ვაჩემ. - დავურეკავ და ავუხსნი ყველაფერს კარგი?
-შენი ყოფილია თუ ამჟამინდელი?
-ამჟამინდელი? სერიოზულად ნუცა?
-კითხვაზე კითხვით ნუ მპასუხობ ყიფიანო, იმედია არ გიფიქრია რომ გამახარებდა მისი ზარი.
-ეგ არაფერშუაშია უბრალოდ… - სიტყვა შუაზე გაუწყდა - 2 წუთში მოვალ. - მშვიდად მიუგო ვაჩემ, ტელეფონი აიღო და ეზოში გავიდა. რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ უკან დაბრუნდა, ტელეფონი დივანზე მიაგდო და სამზარეულოში ნუცას მიაკითხა რომელიც ყავას ამზადებდა. - ნუ ბრაზდები რა. - ზურგიდან აეკრო ნუცას და ყელში სველი კოცნის კვალი დაუტოვა.
-არ ვბრაზდები. - ნუცას კანი მაშინვე დაეხორკლა რაც ვაჩეს უყურადღებოდ არ დარჩენია და უფრო მეტიც, ამან სახეზე ღიმილიც კი მოჰგვარა. სწრაფად გაითავისუფლა თავი ვაჩესგან და მოშორებით დადგა.
-მისმინე, მე შეყვარებული არასდროს მყოლია, პირველიხარ ვისთანაც სერიოზული ურთიერთობის დაწყება მოვინდომე, თამოსთან მხოლოდ რამდენჯერმე ვიყავი, მანდ დასრულდა, ნომერიც კი არ ვიცოდი, ავუხსენი ვითარება და გავაფრთხილე რომ აღარასდროს დაერეკა ჩემს ნომერზე. ეგ იყო და ეგ. როცა ვამბობ რომ შენთან ვარ, მე სხვას არ შევხედავ გესმის? - მის პირდაპირ დადგა და მისი სახე ხელებში მოიქცია. - მე არ მინდა გული გატკინო ნუცა, აქამდე ხშირად რეკავდნენ ასე უაზროდ სხვადასხვა გოგოები, რომელთანაც თუნდაც ერთი ღამე მქონდა გატარებული, მაგრამ ასე აღარ იქნება, ჩემთვის ძვირფასი ხარ და სწორედ ამიტომ ისეთს არაფერს გავაკეთებ რაც შეგარცხვენს, თავს დამცირებულად გაგრძნობინებს ან გულს გატკენს.
-შენთვისვე აჯობებს ყიფიანო, თორემ ღმერთს ვფიცავარ ღალატი თუ იქნება, მეც იმავეთი გიპასუხებ, თუნდაც ვიღაცასთან საწოლში ჩაწოლა მომიწიოს. - საკმაოდ მტკიცედ გაიჟღერა ნუცას ხმამ. ვაჩეს გაეღიმა მის ასეთ რეაქციაზე, ერთი შეხედვით პატარა, 17 წლის გოგო რამდენად მტკიცე იყო უკვირდა კიდეც.
-გგონია ვინმეს იმის უფლებას მივცემ რომ შეგეხოს? - გამომცდელად გახედა ვაჩემ.
-თუ შენ შეეხები სხვას მეც მივცემ უფლებას სხვას რომ შემეხოს. - მშვიდად მიუგო ნუცამ
-აღიარება ხელისგულზე წაკითხული გაქვს?
-კი, რატომ მეკითხები?
-მთავარი პერსონაჟს რადას, ძალიან გავხარ. ერთი სიტყვით ან მოქმედებით შეგიძლია დამასრულო, ისე როგორც რადას შეეძლო ანდრეას დასრულება.
-ეგ გოგო ზედმეტად ქარაფშუტა იყო.
-სამაგიეროდ მტკიცე ხასიათი ჰქონდა, ძლიერი იყო. შენსავით. - ყელზე ცხელი ტუჩები მიაკრო ვაჩემ.
-ადამიანებისთვის გონების არევა კარგად გამოგდის. - გონებადაბინდულმა ამოთქვა და მზერა გაუსწორა.
-ვგიჟდები ჩემი შეხებისას რომ იბნევი და მერე დაბნეული მიყურებ. თვალის ფერიც კი გეცვლება.- ღიმილით უთხრა ვაჩემ და მის ტუჩებს დაეწაფა.
-შენი თამჩიტა მაინც არ დამვიწყებია. - სხეულიდან მოიშორა ნუცამ, თვალი თვალში გაუყარა და ოთახიდან ტანის რხევით გავიდა…
-მაგას ოდესმე დაივიწყებ?
-კი, აუცილებლად.
-იმედი მაქვს. - თავი გააქნია ვაჩემ და მანქანა მისი სახლის წინ გააჩერა. - თუ რამე მოხდა მაშინვე დამირეკე, მომერიდა და არ შეგაწუხე, მსგავსი ფრაზები ამოიღე შენი ლექსიკონიდან კარგი? - მშვიდად მიუგო ვაჩემ, მისი ხელი ხელებში მოიქცია და ხელისგულზე ნაზად აკოცა.
-არაფერი მოხდება. -ღიმილით მიუგო ნუცამ და მანქანიდან გადასვლა დააპირა.
-ნუცა.
-გისმენ.
-ხელისგულზე ჩემს გარდა არავის აკოცნინო. - ღიმილით მიუგო ვაჩემ და ლოყაზე აკოცა. ნუცას გაეცინა მის სიტყვებზე თუმცა პასუხი არ გაუცია ისევე როგორც რადას, მანქანიდან სწრაფად გადავიდა და სახლში სირბილით შევიდა.
-ღმერთო როგორ მომენატრა აქაურობა. - აღფრთოვანებით ამოთქვა და შენობაში შეაბიჯა. სახლში ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც აქამდე, თითქოს ერთი კვირის წინ ყველაფერი იარაღით არ ჩაუცხრილავთ. სახლს ძველებური იერი ჰქონდა შენარჩუნებული. ყველაფერს ისე ყურადღებით ათვალიერებდა ნუცა თითქოს წლებია აქ არ ყოფილა.
-ნუცაა. -მისაღები ოთახის ზღურბლზე გაშეშებული იდგა ლიზა და თვალებს ვერ უჯერებდა.
-გამარჯობა დედა. -ღიმილით მიუგო ნუცამ და მისკენ სირბილით წავიდა. მკლავები მოხვია და მთელი სხეულით ზედ მიეკრო, ღმერთო როგორ ენატრებოდა. ყველაფერი ენატრებოდა, სახლი, ოჯახი, ნორალური ცხოვრება. დედის ჩახუტება ყველაზე მეტად.
-როგორ მომენატრე ჩემო ანგელოზო. - აწყლიანებული თვალები მიანათა ლიზამ. - ჩემო ლამაზო, როგორი დაღლილი სახე გაქვს. - მთელი სახე დაუკოცნა ლიზამ შვილს და გულზე კიდევ ერთხელ მიიხუტა.
-დეე, რაღაცაზე მინდა დაგელაპარაკო. - ყოყმანით წამოიწყო ნუცამ
-რაზეც გინდა დე, აი ყველაფერზე, ოღონდ აღარსად აღარ წახვიდე. - ტკივილნარევი ხმით თქვა ქალმა და შვილს სასტუმრო ოთახში შეუძღვა, როგორც კი ნუცა გვერდით მიუჯდა მომლოდინე მზერით მიაჩერდა.
-ჩხუბი არ დაიწყო გთხოვ, აზრი არ ექნება არაფერს. - წინასწარ გააფრთხილა ნუცამ და როგორც კი ლიზამ თავი დაუქნია საუბარი განაგრძო. - ვაჩესთანერთად სვანეთში როცა ვიყავი ჩემზე სულ ზრუნავდა, მიუხედავად იმისა რომ იცოდა ვინც ვიყავი, კი ვჩხუბობდით მაგრამ მაინც სულ ჩემს გვერდით იყო, მერე საბას ამბები დაემატა, რომელიც საერთოდ არ მითქვამს თქვენთვის და ამ მომენტს მამას არასდროს მოვუყვები, მინდა დამპირდე რომ მეხსიერებიდან ამ მომენტს ჩვენი საუბრის შემდეგ ამოშლი. - ლიზამ ჯერ ყოყმანი დაიწყო, საშინელებები იფიქრა, მაგრამ არ უნდოდა შვილის გაღიზიანება, თინეიჯერობის ასაკში ყველაზე რთულია მშობლებთან საუბარი, ეს ლიზასაც გამოუცდია და დედამისი ყველა საკითხში ეხმარებოდა, შვილთან განშორებამ მას გაანალიზებინა რომ ზუსტად ისეთი დედა უნდა ყოფილიყო როგორიც დედამისი, ამიტომ ნუცას პირობა მისცა რომ ამ მომენტს სამუდამოდ დაიმარხავდა გონების წიაღში.
-საბას მეთვრამეტე დაბადებისდღე ხომ გახსოვს? ღიმილით რომ წავედი და მერე ნაღვლიანი რომ დავბრუნდი, ვიცი რომ შენიშნე, გეგონა საბას ვეჩხუბე და ამიტომ მოხდა, ასეც იყო მაგრამ მასთან ჩხუბის გამო არ ვიყავი ნაღვლიანი, იმის გამო ვიყავი რაც მან მითხრა, როცა ყველა საშინლად დათვრა მაღლა ასვლა შემომთავაზა, გავერთოთო და ნუ ხომ ხვდები… - აღარ დაასრულა ნუცამ.
-საბასთან იწექი? - როგორც შეეძლო მშვიდი ტონით თქვა ლიზამ თუმცა მღელვარება ვერ დამალა.
-არა, გამოვიქეცი. - მშვიდად მიუგო ნუცამ.
-რაა? - უნებურად სიცილი წასკდა ლიზას. - ბოდიში დე, არვიცი რა მაცინებს, ალბათ ნერვების ბრალია. - სიცილს უფრო უმატა ლიზამ, ბოლოს ნუცაც აიყოლია.
-მართლა გეუბნები, კონკიასავით ცალი ფეხსაცმელი საბას ბაღში დამრჩა. - ამაზე უფრო მეტად დაიწყეს სიცილი, ლიზა თავს ვერ იკავებდა და ხმამაღლა ხარხარებდა.
-მერე დე? მოყევი მიდი.
- ხოდა მაშინ დავშორდით, სვანეთში როცა ვიყავი დამირეკა და საშინელი რაღაცეები მითხრა, მოგაკითხავო და მოკლედ ცუდი რაღაცეები. შემეშინდა და ოთახში ვიჯექი და ვტიროდი. მაშინ ვაჩე ჩემს გვერდით იყო, მამხნევებდა და დაცვას დამპირდა. როცა ჩამოვედით მომდევნო 1 კვირა არ გამოჩენილა, გული საშინლად დამწყდა, ფაქტიურად გავნადგურდი, სახლში ვიჯექი, საბას ნახვის მეშინოდა, მერე როგორც იქნა გავბედე და საბასაც ვესაუბრე, ნორმალურად მომექცა, როგორც კი სკოლიდან გამოვედი ვაჩე დავინახე მანქანაზე მიყუდებული, მე მელოდებოდა, სიხარულისგან ლამის ფრენა დავიწყე, საბამ დაგვინახა, მერე ფოტოებიც გადაიღო და მოკლედ მთელი ამბები. როცა სახლში მომიყვანა ვაჩემ მკითხა სადმე ვაპირებდი თუ არა გასვლას, თუ ვაპირებდი დარჩებოდა თუ არა დილით მოვიდოდა, ვუთხარი რომ არსად გავდიოდი მაგრამ ელენემ დამირეკა და მასთან წავედი, აღარაფერი მიფიქრია, უკვე თითქმის მისული ვიყავი საბა რომ გამოჩნდა, ძალიან უხეშად მომექცა, კედელზე რამდენჯერმე ისე მიმანარცხა ძლივს ამოვისუნთქე, სახეშიც გამარტყა. ამიტომ ვიყავი ნაცემი.
- რას ამბობ ნუცა? - შეშფოთდა ქალი -მაგ ნაბი*ვარს თავი ვინ ჰგონია? ციხეში ამოვალპობ, მოვკლავ. - ისე გაბრაზდა ლიზა ფეხზე წამოვარდა და აქეთ-იქით სიარულს მოჰყვა.
-დამამთავრებინე! - გაბრაზდა ნუცა - ელენესთან მივედი, ყურადღება მომაქცია, მეორე დღეს ვაჩე მოვიდა, ასეთ მდგომარეობაში რომ მნახა, გაგიჟდა, რომ გაიგო საბამ ჩაიდინა, წავიდა და ისე სცემა ლამის მოკლა, საბას დაშანტაჟება მომიწია რომ ვაჩესთვის არ ეჩივლა.
-შვილო ნორმალური ხარ? - ანერვიულდა ლიზა.
-გთხოვ, მაცადე დასრულება. მე კარგად ვარ, არაფერი არ მჭირს და საბაც არასდროს აღარ მომეკარება. მაგრამ არის კიდევ ერთი დეტალი, მე და ვაჩეს გვეხება.
-ერთად ხართ? - ამოიოხრა ქალმა და ნუცას გვერდით ნერვიულად ჩამოჯდა.
-ხო.
-მამა-შვილი ამ დედა-შვილს რას გადაგვეკიდნენ? - ღიმილით იკითხა ლიზამ და თავი საზურგეს მიაყრდნო.
-ანუ? - დაიბნა ნუცა
-ვაჩეს მამა, ჩემზე უგონოდ იყო შეყვარებული სკოლის პერიოდში, მაგრამ არავისთან უთქვამს, ჩუმად ყვავილებს მჩუქნიდახოლმე, მამაშენი ამას არ მალავდა, სულ გარს დამტრიალებდა, მამაშენი და ლადო მეგობრები იყვნენ, თან ძალიან კარგი, მაგრამ როცა ლადომ გაიგო რომ სანდროს მე ვუყვარდი გაუცხოვდა, ბოლოს კი ეს შედეგი მივიღეთ. ის სულ გაგიჟდა, ერთადერთი რაც უნდოდა მამაშენის მოკვლა და ჩემს გვერდით ყოფნა იყო. მაგრამ ახლა როცა შენ მყავხარ და როცა ასე მგავხარ, ის შენც ვერაფერს დაგიშავებს, იმიტომ რომ შენში ჩემს თავს ხედავს, იცის თუ რამეს დაგიშავებს მომკლავს, გამანადგურებს და არასოდეს ვაპატიებ, ამიტომ ახლოს ვერ გეკარება. მხოლოდ სანდროს ერჩის. - საკმაოდ მოკლედ ჩამოაყალიბა ლიზამ რადგან წარსულის გახსენება მტკივნეულ მოგონებებს უღვიძებდა.
-მამა და ის გიჟი მეგობრები იყვნენ? - პირი დააღო ნუცამ.
-კი, თან ისეთი რომ ერთმანეთის გარეშე ნაბიჯს არ დგამდნენ.
-ღმერთო ჩემო. -შეშფოთებული იყურებოდა ნუცა და სათქმელს თავს ვერ უყრიდა. რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ მობილურზე შეტყობინება მოუვიდა.
-,, ამ საღამოს წვეულებას ვაწყობ, მთელი სკოლის უფროსკლასელები იქნებიან და რათქმაუნდა სხვა ბიჭებიც, გელოდები.” - გვანცა. ბოლოს კოცნის ემოჯი ჰქონდა მიწერილი. -შენღა მაკლდი, ამოიფრუტუნა თავისთვის და დედას გახედა.
-ნუცა, მამაშენს ჯერ ნუ დაელაპარაკები ვაჩეზე, აცადე ცოტა გონს მოვიდეს კარგი?- მშვიდად მიუგო ლიზამ.
მეორე შეტყობინებამაც არ დააყოვნა. ,,გვანცას ივენთზე ხომ მოდიხარ? ანდრეაც იქნება მინდა რომ გავაღიზიანო”. -ელენე.
-და კიდევ ნუცა. - გზაში დაადევნა სიტყვები ლიზამ. - თუ გინდა რომ ვაჩე კარგად იყოს, ურთიერთობას სააშკარაოზე ნუ გამოიტანთ. - ნაძალადევი ღიმილით მიუგო და კიბეებზე მიმავალ შვილს თვალი გააყოლა.
-შენ რა იქ წასვლას მართლა აპირებ? - დაეჭვდა ნუცა.
-ძვირფასო, მარტო მე კი არა შენც მოდიხარ, გვანცამ ვაჩესაც გაუგზავნა შეტყობინება, თუ არ გინდა ბიჭი 1 კვირიანი ურთიერთობის შემდეგ ,,აგეხეს” გაიპრანჭე და წამოდი.
-ვაჩეს საიდან იცნობს? მისი ნომერი აქამდე მეც კი არ მქონდა.
-ინსტაგრამზე სიმპატიურ ხალხს ეძებს, მერე იმატებს და წერს. ახლა გაიგე?
-ჯანდაბა. - კბილები გაახრჭიალა ნუცამ. - წავედი, ვაჩე მირეკავს. - სწრაფად მიახალა და ვაჩეს უპასუხა. - გისმენ. - როგორც შეეძლო მშვიდი ხმით უპასუხა და დიდი მოთმინებით ელოდა რას ეტყოდა.
-გვანცა კეკელიძე შენი კლასელია ხო?
-პარალელი. რამოხდა?
-რამდენიმე წუთის წინ მომწერა, მეც, ანდრეაც და გეგიც რაღაც ივენთზე დაგვპატიჟა. აზრზეარვარ რახდება.
-ვიცი ხო, მეც მომწერა.
-მიდიხარ? - მშვიდად იკითხა ვაჩემ.
-კი, ვფიქრობ წავალ. შენ?
-არვიცი, შენ მითხარი, თუ თავს უხერხულად არ იგრძნობ წამოვალ.
-არა პირიქით, კარგი იქნება. წამოდი.
-კარგი, მაშინ საღამოს გამოგივლი.
-არა, არ გამომიარო, მე და ელენე ერთად მოვალთ.
-ელენესაც გავუაროთ, რა პრობლემაა.
-არა, იყოს ჩვენით მოვალთ. - იუარა ნუცამ
-მოხდა რამე? - ეჭვნარევი ტონით იკითხა.
-არაფერი უბრალოდ, არ მინდა რომ ჩვენი ურთიერთობა გახმაურდეს, დედაჩემს ვესაუბრე მთხოვა რომ ჯერ მამასთვის არ მეთქვა.
-როგორ შეხვდა მაგ ამბავს?
-ნორმალურად, არც გაჰკვირვებია. ისიც მითხრა რომ თუ მინდა რომ უსაფრთხოდ ვიყოთ ურთიერთობა უნდა დავმალოთ. - იცრუა ნუცამ, იცოდა მხოლოდ ის რომ ეთქვა შენ გიფრთხილდებიო დააიგნორებდა ყველაფერს, ამ შემთხვევაში კი ნუცას სიცოცხლეს საფრთხეში არ ჩააგდებდა.
-გასაგებია, მშვიდად იყავი არაფერს გავაფუჭებ. - მშვიდი ტონით მიუგო ვაჩემ - იქ გნახავ.- ეიმილით თქვა ისე თითქოს ნუცა დაინახავდა და ტელეფონი გათიშა.
-ჯანდაბა ჩემს თავს. - ამოიოხრა ნუცამ და საწოლზე პირქვე დაეცა…

***
8საათისთვის ელენე უკვე ნუცასთან იყო, ნუცამ მამამისთან ბედნიერი ჩახუტებით არ აღნიშნა დაბრუნება მხოლოდ შორიდან გამოელაპარაკა და მშობლები გააფრთხილა რომ მეგობრის წვეულებაზე მიდიოდნენ. ელენე საკმაოდ ლამაზად გამოიყურებოდა, საღამოს მაკიაჟი და მოკლე შავი კაბა ეცვა, თმა გაეშალა როგორც ყოველთვის და ზურგზე გადმოეყარა. ნუცას განახვავებულად ეცვა, არასდროს სცმია ის ვერცხლისფერი კაბა რომელიც ამ ივენთზე მოირგო, ელენე ხაზს უსვამდა იმას რომ ამ კაბის ჩაცმის ერთადერთი მიზეზი ის იყო რომ ვაჩეს თვალში მოხვედროდა და ამავდროულად გამოეცადა, კომენტარს გააკეთებდა თუ არა მის მოკლე კაბაზე რომელსაც მთელი ზურგი მოშიშვლებული ჰქონდა.
-მასე არ არის. - ბურტყუნებდა ნუცა თუმცა სულაც არ ფიქრობდა საპირისპიროს, ელენემ ზუსტად გამოიცნო რას ფიქრობდა ნუცა იმ მომენტში.
-კარგი, კარგი. - ხელები დანებების ნიშნად აწია ელენემ და წარბწბი მაცდურად შეათამაშა.
-შენ რომ იქ ანდრეას საეჭვიანოდ მოდიხარ მე გიკეთებ კომენტარს ქალბატონო?- წაკბინა ნუცამ
-ტაქსი გველოდება. -თემა სასწრაფოდ შეცვალა და კიბეებზე ნელი ნაბიჯით ჩალასლასდა, მას მალევე ნუცა მიჰყვა უკან. მშობლებს დამეშვიდობა და დაიბარა შეიძლება გამთენიისას მოვიდეო, თუ არადა ელენესთან დავრჩები გაგაგებინებთო.
ადგილამდე მისასვლელად საცობის გამო 45წუთი დასჭირდათ, ვაჩემ მისვლამდე 5 წუთით ადრე გაუგზავნა შეტყობინება “თუ არ მოდიოდი მე რატომ მომიყვანეო” თან სიცილის ემოჯიც მიამატა. “5 წუთში მანდ ვარ” - დაუბრუნა პასუხი და ტელეფონი ჩანთაში ჩაიდო.
მართლაც 5 წუთში უკვე ადგილზე იყვნენ, ვაჩე გოგოებს შენობის გარეთ დახვდა, როგორც ჩანს სიგარეტის მოწევა მოუმიზეზებია რომ იქიდან თავი დაეღწია და ნუცა შესვლამდე ენახა. როგორც კი მანქანიდან გადმოვიდა ვაჩეს სიგარეტის ნამწვი ხელში გაეყინა, ნუცას დანახვისას ალბათ ნებისმიერ ბიჭს მასე დაემართებოდა, ისედაც ხომ ლამაზი იყო, მაკიაჟით და ასე გამომწვევად ჩაცმული, უფრო მეტად ლამაზი, მიმზიდველი და სექსულური იყო.
-რამოხდა სიძე? გინდა გიპწკინო? - სიცილით უთხრა ელენემ მისი მზერის დანახვისას.
-მგონი მჭირდება. - ღიმილით უთხრა ვაჩემ და ელენე გადაკოცნა, მაშინვე თვალი აარიდა ნუცას რომელიც თვალებით ანიშნებდა “რა სიძე, შემომაკვდებიო”
-მე შიგნით შევირბენ, თქვენ მარტო დაგტოვებთ, დღეს ისედაც ერთმანეთისგან შორს ყოფნა მოგიწევთ. -სიცილით უთხრა ელენემ და იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა.
-ღმერთო, რალამაზი ხარ. - გაოცებულს აღმოხდა ვაჩეს, სიგარეტის ნამწვი იქვე მიაგდო და ნუცა მთელი სხეულით ზედ მიიკრო.
-მადლობა. - ოდნავ დაიმორცხვა ვაჩეს რეაქციაზე თუმცა არ შეიმჩნია.
-გეფიცები, გაოცებას ვერ ვმალავ ისეთი ლამაზი ხარ. ეს კაბაც უზომოდ გიხდება. - თბილი ხმით უთხრა და ლოყაზე ხელი ჩამოუსვა. - ისეთ ჭკუაზე ვარ მინდა ხმამაღლა ვიყვირო რომ ჩემი ხარ, მაგრამ არ შეიძლება. - დააყოლა სევდიანი ხმით
-მთვრალი ხარ?
-ნასვამი, მეტს აღარ დავლევ გპირდები. მაინც მერე რამე არ ავურიო.
-ანუ ცუდი სიმთვრალე გაქვს?- ეჭვნარევი მზერა შეავლო ნუცამ
-არა, შენთავს ვფიცავარ ცუდი სიმთვრალე არ მაქვს, უბრალოდ მერე შეიძლება დავი*იდო ყველა და ხმამაღლა გამოვაცხადო რომ ჩემი შეყვარებული ხარ. -ღიმილით უთხრა ვაჩემ და ყელზე ცხელი ტუჩები მიაკრო, ნუცას თითქოს ესიამოვნა მისი თავი რომ დაიფიცა, ანდრეასგან იცოდა რომ სიმთვრალისას მასზე მხიარული ადამიანი არ არსებობდა.
-გაჩერდი, ვინმე დაგვინახავს. - უსაყვედურა ნუცამ და ოდნავ უკან დაიხია.
-ჯანდაბა. ჩემს შეყვარებულთან საუბარიც აღარ შეიძლება.
-წავედი, შენ ორი წუთის მერე შემოდი. - გეგონებოდათ ორივე ქორწინებაში იყო მყოფი და საყვარლები იყვნენო ისე იმალებოდნენ.
ნუცა როგორც კი შენობაში შევიდა მაშინვე სასმლის სუნმა ცხვირი აუწვა, საშინელი ხმაური იყო, პირდაპირ თავში ურტყამდა. ზუსტად იცოდა ეს იქამდე გაგრძელდებოდა სანამ ყველა შეზარხოშდებოდა, მერე რაიმე სისულელეს მოიფიქრებდა გვანცა და ბიჭებს ერთმანეთთან წააჩხუბებდა. ასე ხალისობდა ყოველთვის როცა რაიმე ივენთს აწყობდა. ნუცას მოსვლა არავის დარჩენია უყურადღებოდ, განსაკუთრებით შემოსასვლელში მდგომ რამდენიმე ბიჭს რომლებმაც საშინლად მწველი მზერა გააყოლეს ნუცას.
-ნუცაა. -ოთახის მეორე ბოლოდან სირბილით გამოიქცა გვანცა და ზედ მიეკრო.
-გამარჯობა გვანცა. - ნაძალადევი ღიმილით მიუგო ნუცამ.
-აუ რაკარგია რომ მოხვედით, წამოდი დავლიოთ, აუ აქ რა ბიჭები არიან შენ ხომ არ იცი. - სიცილით მიუგო გვანცამ და ოთახის ცენტრისკენ წაიყვანა. - გოგოებო აბა მოყევით რომელიმე ურთიერთობაში ხაართ?
-არა. -სწრაფად მიუგო ელენემ
-შენ ნუც? მგონი საბასმერე არავინ გყოლია ხო?
-არა, მეც მარტო ვარ. - თავს საშინლად გრძნობდა მსგავსი ტყუილის თქმა რომ უწევდა მაგრამ გვანცამ თუ რაღაც იცის ესეიგი მთელმა თბილისმა იცის, ასერომ მასთან ვერაფერს იტყოდა.
-ძალიან კარგი, ხოდა ბოლომდე ვსვამთ და ბიჭებს ვაწვებით.
-ასეთი აჟიტირებული რატომ ხარ? - გაიკვირვა ელენემ.
-აბებზე ვარ. - სიცილი წასკდა გვანცას.
-ანუ?
-ამაღამ ვიღაცასთან უნდა დავწვე. პირველად. - გიჟივით დაიწყო სიცილი, ეტყობოდა რომ სასმელი მოკიდებოდა.
- ხომ არ გაგიფრენია?
-იმ ბიჭებს რომ დაინახავ გააფრენ აბა რას იზამ. - კუთხეში მაგიდასთან მდგომ გეგიზე და ანდრეაზე მიუთითა გოგოებს.
-ახლა ამას სკალპს ავაძრობ თუ არ მოკეტავს. - ნუცას გადაუჩურჩულა ელენემ
-ან თუნდაც იმას. - შემოსასვლელში მდგომ ვაჩეს სილუეტზე მიუთითა გვანცამ.
-შენი არ ვიცი მაგრამ მე ნამდვილად ავაძრობ. - გაღიზიანებულმა უთხრა ნუცამ და სასმლის ჭიქა ბოლომდე გამოცალა.
-თქვენ გაერთეთ, მე სხვებსაც ვნახავ. - ღიმილით უთხრა გოგოებს გვანცამ და იქაურობას გაეცალა.
-ნამდვილი ხამია. - კბილები გაახრჭიალა ელენემ
-დამშვიდდი თორემ ახლა მეც ავტყდები. - სიცილი წასკდა ნუცას.
-კარგი მშვიდად ნუცა, ჩვენ გაწონასწორებული ქალები ვართ. - წინადადების დამთავრება ვერ მოასწრო ელენემ ორივეს სიცილი რომ აუტყდათ.
-რამდენი დალიე?
-3 მგონი. შენ?
-1, ეგეც შენს თვალწინ.
-მოდი გვეყოს, მეტი არ გვინდა.
-ხო, ნამდვილად.- დაეთანხმა ნუცა და ვაჩეს გახედა რომელიც თვალს არ აშორებდა.
უკვე 11 საათი ხდებოდა, ყველა საკმაოდ მთვრალი იყო, ნაწილი ცუდად გახდა და მეორე სართულზე ეძინა, ნაწილს კიბეზე ჩასძინებოდა ან ადგომის თავი არ ჰქონდა, ნაწილი ისევ ენერგიაზე იყო და ყველა მუსიკაზე ცეკვავდა, ნაწილი, ისეთები როგორებიც ვაჩე, გეგი, ანდრეა, ნუცა და ელენე არიან უბრალოდ ერთმაენთში საუბრობდნენ და მობეზრებულად ადევნებდნენ თვალს მათ წინ უაზროდ მორბენალ ახალგაზრდება.
-შეიძლება თქვენი ხელი ვითხოვო? - საკმაოდ შეზარხოშებული ბიჭი ელენეს მიუახლოვდა და მაგიდაზე ჩამოეყრდნო. - ხელი ვითხოვო რა, ანუ ცეკვას გთავაზობ. - სიცილი წასკდა ბიჭს. მიუხედავად იმისა რომ ნუცა თვალებით ანიშნებდა უარი ეთქვა
ელენემ ანდრეასთან თამაში გადაწყვიტა და ბიჭს საცეკვაოდ გაყვა, ბიჭს ელენე მთელი სხეულით ისე ყავდა ზედ მიკრული თითქოს უნდა რომ მას შეეზარდოს და აღარავინ დააშოროს ერთმანეთსო. ანდრეას მაშინვე თვალები წამოენთო როგორც კი ელენე ბიჭს საცეკვაოდ გაყვა, მიუხედავად იმისა რომ საშინელი ხმაური იყო და არაფერი ისმოდა, ადვილი შესამჩნევი იყო რომ ჭიქა საშინელი ხმაურით დაახეთქა მაგიდაზე, გვერდიდან ვაჩე და გეგი რაღაცაზე გამალებით ესაუბრებოდნენ რომ დამშვიდებულიყო თუმცა მგონი ეგ არ ჭრიდა. ორივე ხელით მაგიდას დაყრდნობოდა და სახეზე ყველა ძარღვი დატყობოდა, საშინლად იყო გაღიზიანებული, ერთი შეხედვითაც ეტყობოდა. როგორც კი მუსიკა დამთავრდა და ელენე ბიჭს მოშორდა ისევ ნუცასკენ აიღო გეზი თუმცა ვინ აცადა, გაგიჟებული ანდრეა მაშინვე ხელში წვდა და სასწრაფოდ გარეთ გაიყვანა, ნუცა ისევ მარტო დარჩა მაგიდასთან.
-რის მიღწევას ცდილობ ქალბატონო? - ეზოში გამოსვლისთანავე ხელი გაუშვა და მის პირდაპირ დადგა.
-ხომ არ გააფრინე?
-ელენე, ჭკუიდან ნუ გადამიყვან. ვის ეცეკვებოდი გოგო შენ ნორმალური ხარ?
-რა შენი საქმეა ვის ვეცეკვებოდი? ეგეც შენ გკითხო? - ხმაში ბრაზი შეერია ელენეს.
-რის მიღწევას ცდილობ? მიპასუხე.
- რის მიღწევას უნდა ვცდილობდე? ნორმალური თუ ხარ შენ.
-ორივემ ვიცით რომ იმ სი*ს უმიზეზოდ არ ეცეკვე.
-შენ თუ გგონია ვინმეს შენს საეჭვიანოდ ვეცეკვე ძალიან ცდები. თვალები გაახილე სამყარო შენს გარშემო არ ბრუნავს, რადგან გითხარი რომ შენს მუმართ გრძნობები მაქვს ეგ იმას არ ნიშნავს რომ სამუდამოდ მექნება და ასევე, რადგან შენ გ*იდივარ არ ნიშნავს რომ სხვა ბიჭებიც ასე ფიქრობენ ჩემზე.
-რეებს ბოდავ გოგო? საიდან მოიტანე რომ მ*იდიხარ? რადგან არ გამოგეკიდე და დარჩენა არ გთხოვე ესეიგი ჩემთვის არაფერს ნიშნავ?
-არ მინდა ამ მონოლოგის მისმენა, მინდა ლუკას ვეცეკვები, მინდა ზურას და მინდა მერაბის. ეგ შენ არ გეხება. - მოკლედ მოუჭრა ელენემ.
-მე არ მეხება?
-დიახ არ გეხება, თუნდაც ცეკვა სხვა რამეში გადაგვეზარდოს მაინც არ გეხება.
-მაინც რას გულისხმობ? - თვალები წამოენთო ანდრეას
-თუნდაც სე*სს. - თვალებში უკვე ჭინკები დაუხტოდნენ ელენეს, იცოდა რომ საშინლად აღიზიანებდა ანდრეას.
-ბო*იშვილი ვიყო, ვინმე რო მოგეკაროს და რამე მსგავსი სცადოს ყელს გამოვჭრი. არ გეხუმრები, არავის და არაფერს არ მოვერიდები.
-ხომ არ გააფრინე? იქნებ მე მინდა შენ ვინ გეკითხება?
-არ მაინტერესებს, ახლოს ვერავინ მოგეკარება. კაცი არ ვიყო თუ არ მოვკლა ნებისმიერი რომელსაც მასე ახლოს მოუშვებ, მერე მთელი ცხოვრება უსმინე საკუთარ სინდისს, 19 წლის ბიჭი ციხეში გავუშვიო.
-ასე რატომ მექცევი? ჩემს ცხოვრებაში რატომ ერევი?
-იმიტომ რომ ჩემთვის სულერთი არ ხარ. - მძიმედ მიუგო და მის ტუჩებს ვნებიანად დაეწაფა. - ამ ტუჩებს. -მის ტუჩებთან ამოიჩურჩულა და ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა. - ყელს, ხელებს, თითებს, თმას, სხეულს, საერთოდ შენ, ვინმე რომ შეგეხოს გავგიჟდები.
-ხოდა გაგიჟდი, გვანცა აპირებდა და იქნებ ამაღამ მეც დავწვე ვინმესთან.
-ეგ გინდა? პირველივე შემხვედრთან საწოლში მოხვედრა?
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?
-და შენთვის აქვს მნიშვნელობა?
-რას?
-ვისთან დაწვები. - გაღიზიანებულმა ამოთქვა და თვალებში ჩააცქერდა.
-არა, რა აზრი აქვს, ვნება ვნებაა.
-მაშინ წამოდი.
-რაა?
-შენთვის ხო არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება.
-გგონია შენთან დავწვები? - ხმა აუთრთოლდა ელენეს.
-გგონია იმის უფლებას მოგცემ რო სხვასთაბ დაწვე? იმის უფლებას მივცემ ვინმეს ისე შეგეხოს როგორც მე გეხები?
-გეყოფა ანდრეა. - ცრემლიანი თვალები მიანათა ელენემ და მისგან თავის დაღწევა სცადა.
-ხომ იცი რომ გამკეთებელი არ ხარ, ხომ იცი რომ მზად არ ხარ ვინმესთან მასეთი ურთიერთობისთვის, რატომ მაგიჟებ? - მის ტუჩებთან ამოიჩურჩულა და კიდევ ერთხელ წაეტანა მის მარწყვის ბაგეებს.
-შენც იგივეს აკეთებ და მაგიტომ. - ტუჩები მოაშორა თუ არა მაშინვე უპასუხა.
-მაპატიე, ვიცი სი*ივით ვიქცეოდი, ვიცი რომ საშინლად მოგექეცი, მაგრამ მზად ვარ გამოვასწორო შანსს თუ მომცემ, მართლა არ ვიცი რას ვგრძნობ ახლა მაგრამ ფაქტია რაღაც არის, მთელი ერთი კვირა ლამის გავგიჟდი რომ ვერ გნახე, ან გნახე და არ მელაპარაკებოდი, ზედაც რომ არ შემომხედე მაშინ მილიონჯერ დავიშალე ნაწილებად, ახლა, როცა დაგინახე იმ ბიჭს როგორ ეცეკვებოდი თანაც ღიმილით ლამის ჭკუიდან გადავედი, მომეცი საშუალება შენს გვერდით ვიყო.
-არაფერი შეიცვლება, ბოლოს მაინც სხვადასხვა მაგიდიდან მოგვიწევს ერთმანეთის ყურება.
-სვანეთში წავიდეთ, როგორც დაგპირდი. ჩემთან იყავი, მომეცი საშუალება გაგიცნო. შენც გამიცნობ, იქნებ ვღირვარ გარისკვად.
-კარგი. - არც დაფიქრებულა ელენე ისე უპასუხა
-მართლა? -სიხარულისგან პირი დააღო ანდრეამ
-ხო, მართლა მაგრამ არ გეგონოს რომ შენს გამო მოვდივარ, უფასო სვანეთის ტური მინდა.
-ხო, აბა რა. - სიცილით თქვა და იქაურობას ელენესთან ერთად მოშორდა…

***
სანამ ელენე და ანდრეა გარეთ საუბრობდნენ სახლში მუსიკა გათიშეს და თამაშისთვის მზადება დაიწყეს.
სკამები წრეზე დააწყვეს და დარჩენილი 12 ადამიანი ასე წრიულად განლაგდა სკამებზე.
-მოკლედ მეგობრებო. - წესების ახსნა დაიწყო გვანცამ. - ერთი ნებისმიერი ადამიანი რომელიც შემთხვევითობის პრინციპით იქნება არჩეული, ამშემთხვევაში პირველი მე ვიქნები, ყველა თვენგანს მიყოლებით დაუსვამს ერთ შეკითხვას, ან დაავალებს რაიმეს. ანუ ვთამაშობთ სიმართლე თუ მოქმედებას.
-კაი რა მაგარი სულელური თამაშია. - ატყდნენ ბიჭები. ნუცას მაშინვე ტანში გასცრა იმის გახსენებისას რა კითხვებს სვამდა წინა თამაშის დროს გვანცა.
-After-ფილმი როა იცით? მანდაც ეგრე დაიწყეს ბავშვური თამაშიაო მაგრამ მერე სხვანაირად წავიდა ყველაფერი. მაცადეთ და ავხსნი. მოკლედ გვაქვს სასმელი. - კარადიდან სამი Jack daniel’s გამოიღო და იქვე მაგიდაზე დააწყო. - კიდევ არის, არ იდარდოთ- დიმილით თქვა და განაგრძო. - კიდევ გვაქვს ეს. - კარადიდან ყუთი გამოიღო და 20მდე ნარკოტიკით სავსე ნემსი მაგიდაზე დადო, შემდეგ რამდენიმე შეკვრა ფხვნილიც იქვე დააწყო და წესების ახსნა განაგრძო. გეგიმ მაშინვე იგრძნო როგორ დაიძაბა ვაჩე ნემსების დანახვისას, სასწრაფოდ რამე უნდა მოეფიქრებინა თორემ ისევ დასაწყისში დაბრუნება მოუწევდათ, მაშინვე ფეხზე წამოდგა რომ თამაში მიეტოვებინა მაგრამ გვანცამ გააჩერა. - ვინც თამაშზე უარს იტყვის, ერთ გოგოსთან რომელსაც მე ავარჩევ სე*სით დაკავდება. თუ უარს ამბობ წაიყვანე ჩვენი ულამაზესი ნუციკო და ისე წადი. - ღიმილით დაასრულა გვანცამ, მაშინვე სახე წამოენთო ვაჩეს, ერთი სული ჰქონდა როდის გაგლეჯდა გვანცას შუაზე. მალევე დამშვიდდა, გეგი იმწამსვე ადგილს დაუბრუნდა. - მოკლედ მაგაითად თუ დავიწყებ ლევანით, ის თუ აირჩევს სიმართლეს, მის გვერდით მჯდომს უკვე აღარ ვეკითხები, ავტომატურად ვალდებულია მოქმედება აირჩიოს, მის გვერდით მჯომი სიმართლე და ასე. ანალოგიური. ხდება სასმელზე და ნარკოტიკზე, გეგი თუ კითხვას ან მოქმედებას თავს აარიდებს და სასმელს დალევს, მის გვერდით მყოფი ან რავი შემდეგი ვინც აარიდებს კითხვას ან მოქმედებას თავს ნარკოტიკს მიიღებს. მგონი მაგარია ხო? - ღიმილით თქვა და ბიჭებმაც მაშინვე მხარი აუბეს, მთელი სხეულით ცდილობდა ვაჩე სურვილის კონტროლს და თვალს არიდებდა მაგოდაზე არსებულ შპრიცების შეკვრას, ჯერჯერობით კონტროლს ახერხებდა.
-და კიდევ, ვსვამთ მხოლოდ ისეთ კითხვებს რომლებზეც პასუხები ვიცით და თუ მოიტყუება ვინმე ფაქტით დავუმტკიცებთ. ახლა დავიწყოთ, ნუცა მოდი პირველი შენ იყავი. - სულელური ღიმილით მიაჩერდა გვანცა. - სიმართლე თუ მოქმედება?
-სიმართლე- ტანში გასცრა როგორც კი კითხვა დაუსვა თუმცა თავის დამორჩილება მოახერხა.
-ამ ოთახში, ვინ არის შენთვის ყველაზე სასურველი მამაკაცი?
-ჯანდაბა შენს თავს- გაიფიქრა გონებაში, ვაჩეს ვერავითარ შემთხვევაში ვერ იტყოდა, ვერც დანარჩენ 5 ბიჭს იმიტომ რომ მერე ვეღარ მოიშორებდა ვერცერთს, ჩვეულებრივი ქალზე დახამებული ბიჭების ბრბო იყო შეყრილი.
-გეგი. - მშვიდად უპასუხა და მის პირდაპირ მჯდომ ვაჩეს მზერა მხოლოდ წამით შეავლო, მაშინვე შაეტყო როგორი დაძაბული იჯდა და როგორ უჭირდა თავის კონტროლი.
-ლევან, მოვედი ბიჭოო. - გადაიხარხარა გვანცამ და მოქმედებაზე დაფიქრდა. - შენთვის სასურველი ერთი გოგო და ერთი ბიჭი წაიყვანე და ჩვენ რომ ვიცით იმით დაკავდით.
-ვაჩემ უკვე სახელოების აწევა დაიწყო, საკმარისი იყო ვინმეს ხელი ნუცასკენ გაეშვირა მაშინვე ძვლებში დაამტვრევდა ყველას. თუმცა საბედნიეროდ ლევანმა, აკაკი და მარიამი წაიყვანა და იქაურობას მაშინვე მოშორდა.
-კარგი, სალომე. რატომ დაშორდი გოგას? - გამომცდელი მზერით შეხედა და მიანიშნა ტყუილი არც კი სცადოვო. სალომემ ხელის თითების მტვრევა დაიწყო, ტუჩებს ნერვიულად იჭამდა და ღრმად სუნთქავდა, ბოლოს როგორც იქნა გადაწყვეტილება მიიღო, სასმლით სავსე ჭიქა აიღო და ბოლომდე გამოცალა.
-ოოო, აქ რეები ხდებაა. მოკლედ განვაგრძოთ შენი სახელი ვაჩე ხომ?
-ჰო. -უემოციოდ მიუგო ვაჩემ
-მოკლედ ვაჩე, მოდი ასე მოვიქცეთ, ამ ოთახიდან ნებისმიერ გოგოს რომელიც გინდა რომ შენი იყოს, ერთი წუთის განმავლობაში აკოცე ტუჩებში. -გენიოსი ვარ. -საკუთარი თავი შეაქო გვანცამ.
-დედაშ***ცი. - გულში შეიკურთხა ვაჩემ და ნუცას გახედა, ადგომაზე არც უფიქრია, პირველ რიგში იმიტომ რომ იცოდა ნუცას ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა, მეორეც მამამისის გამო, მისი უსაფრთხოება მთავარი იყო. სხვას ვერავის აკოცებდა, იცოდა ნუცას გულს როგორ ატკენდა, წასვლის შემთხვევაშიც ნუცა გულნატკენი დარჩებოდა და სულაც არაფერი რომ არ მომხდარიყო, ნუცა ვინმეს რომ ისე გაეყოლებინა როგორც ის გოგო ხომ ჭკუიდან გადავიდოდა. ბევრი აღარ უფიქრია, შპრიცი აიღო, ნუცას კიდევ ერთხელ გახედა, ანიშნა ყველაფერი კარგადააო. მერე გეგის გახედა, გავუმკლავდებიო თავი დაუქნია და აღარც უფიქრია ნემსი ისე შეუშვა კანში, როგორც კი წამლის შეყვანა დაიწყო სიამოვნება იგრძნო მთელს სხეულში, ნახევარიც არ ჰქონდა შეყვანილი ლევანი ოთახში რომ შემოვარდა საცვლების ამარა.
-ძაღლობაა ხალხო, დაიშალეთ. -ყვირილი მორთო და შარვალი ძლივს ამოიცვა,
-გაიქეცით. - შემოვარდა მეორეც. გეგი მაშინვე ვაჩეს მივარდა და ნემსი ხელიდან გამოგლიჯა, მერე ნუცას მივარდა და ორივე სასწრაფოდ გაიყვანა შენობიდან.
-გონზე ხარ? - ვაჩეს სახეში მთელი ძალით უთავაზა და მის სახეს დააკვირდა.
-ში***არგაქ? ეგრე არა ყბა მომაგლიჯე ბარემ. - სახეზე ხელი მოისვა ვაჩემ. - წამოდი, სანამ ციხეში ამოყვავით თავი. - ხელი ჩაავლო ნუცას და მანქანამდე სირბილით მიიყვანა, გეგი თავის მანქანაში ჩასკუპდა და იქაურობას მაშინვე მოშორდნენ.
-ღმერთო ჩემო, საშინელი დღეა. - დაიწუწუნა ნუცამ და ღვედი შეიკრა.
-გეთანხმები, რა გარყვნილი კლასელები გყოლია გამოვშტერდი.
-პარალელები არიან, მხოლოდ წვეულებებზე ვხედავ ხოლმე.
-ეგ გვანცაც ვერ იყო თავის ჭკუაზე, ლამის გავგლიჯე.
-დამშვიდდი რა, კიდევკარგი გეგიზე თქვა და სხვაზე არავიზე.
-სხვაზე რო ეთქვა გგონია გადარჩებოდა ის ტიპი? ახლა ალბათ საფლავს გაუთხრიდნენ.- ღვარძლით ამოთქვა ვაჩემ -სახლში მიგიყვანო თუ ელენესთან რჩები?
-არა, სახლში. ელენე არვიცი სად წავიდა. ანდრეას რო ელაპარაკებოდა მაგისმერე არ მინახავს.
-ალბათ ანდრეამ წაიყვანა სადმე.
-ალბათ.
-ნუცა, ერთ თხოვნას შემისრულებ? - ცერად გახედა ვაჩემ
-ხო რათქმაუნდა, გისმენ.
-დღეს ჩემთან დარჩები?
-მოხდა რამე? კარგად ხარ? - მაშინვე შეშფოთდა ნუცა
-კი, უბრალოდ. ნარკოტიკის გამო გეუბნები, თუ არ გინდა ან არ შეგიძლია მიგიყვან სახლში არაა პრობლემა.
-ნუ სულელობ, დავრჩები. - ვაჩეს გაეღიმა, მისი ხელი ხელში მოიქცია და ნაზად აკოცა.
როგორც კი სახლში მივიდნენ, ნუცამ ქუსლიანი ფეხსაცმელი მაშინვე გაიხადა, ფეხები საშინლად სტკიოდა და გაუჩერებლად ბუზღუნებდა.
-გამომართვი. –მაისური და შორტი გაუწოდა ვაჩემ. - ვიცი შენი ზომა არ არის მაგრამ სულ ისე ყოფნას ჯობს. -ღიმილით უთხრა და აივანზე გავიდა ტანსაცმელი რომ გამოეცვალა.
გასვლისთანავე სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა და მთელი არსებით შეიგრძნო კვამლი.
თავს ამჩნევდა რომ ძველებურად აღარ იყო, როგორც კი სიგარეტის ნამწვი გადააგდო მაშინვე შენიშნა რომ ხელის კანკალი დაეწყო. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და თავი კედელს მძიმედ მიადო.
-კარგად ხარ? - ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ნუცა
-კი. - ძლივს გასაგონად ამოთქვა და ნუცას თვალებში ჩააცქერდა.
-შენი ხელი. - არც ნუცას გამოჰპარვია რომ ვაჩეს მარჯვენა ხელი საშინლად უკანკალებდა, იცოდა მისი დამოკიდებულების შესახებ, მაშინვე ტანში გასცრა და შიშნარევი მზერა შეავლო. - რა უნდა ქნა?
-მისმინე, თუ თავს ვერ გავაკონტროლებ, არ მინდა რომ ჩემთან დარჩე. გთხოვ, თუ ისევ მივეჯაჭვე იმ დღესვე უნდა მიმატოვო. არ მინდა რამე დაგიშავო გესმის?
-რა სისულელებს ამბობ ვაჩე? მე გყავარ, შენი მეგობრები. დაგეხმარებით.
-წინა ჯერზე ანდრეა ლამის მოვკალი ნუცა, მხოლოდ იმიტომ რომ ნარკოტიკი ჩემს თვალწინ გადაღვარა. იგივე რომ გაგიკეთო თავს არასდროს ვაპატიებ. თუ ჩემს ხელზე ნემსის კვალს დაინახავ, უბრალოდ წადი და აღარ დაბრუნდე.
-არ ვაპირებ იმის გამო მიგატოვო რომ ნარკოტიკის დამოკიდებულებას ვერ უმკლავდები. - სახეზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა ნუცამ.
-შეიძლება მოგიწიოს.
-დაფიქრდი ვაჩე, მე თუ წავალ მთელი ცხოვრება მარტო არ ვიქნები, მერე პირობის დარღვევაც მომიწევს, ხელის გულზე სხვა მაკოცებს. - სიტუაციის განმუხტვა სცადა ნუცამ.
-მოვკლავ, ვინც არ უნდა იყოს. - მშვიდად მიუგო ვაჩემ და ნუცა მთელი სხეულით ზედ მიიკრო.
-ბოლომდე ხომ არ გაგიკეთებია, იქნებ გაუმკლავდე. - საცოდავად ამოიკნავლა ნუცამ
-შენ არ ინერვიულო, გავუმკლავდები! - დარწმუნებით განაცხადა და შუბლზე ცხელი ტუჩები მიაკრო. შემდეგ კი ხელები ჩამოწია ოთახში პირველი ნუცა შეუშვა - ვეცდები მაინც. - თავისთვის ჩაიბურტყუნა და ნუცას სილუეტს უკან მიჰყვა…

***

დილით გამოღვიძებულს ვაჩე ოთახში არ დახვდა, გაეღიმა სულ ასე იცოდა, თითქოს ჩვევად ქონდა. საწოლიდან მშვიდად წამოდგა, აბურდული თმა ერთი ხელის მოსმით გაისწორა და ოთახიდან ფეხშიშველი გავიდა. ისე მშვიდად და ჩუმად დადიოდა თითქოს ბინის გასაძარცვად მიდისო. სააბაზანოდან ხმაური მოესმა, იფიქრა შხაპს იღებსო მაგრამ ფიქრები მაშინვე უკუაგდო როცა ოთახის კარი ღია დაინახა, ფეხაკრეფით მიუახლოვდა კარს და სარკის წინ დაყრდნობილი ვაჩეს დანახვისას ადგილზე გაიყინა.
-დილამშვიდობის. - მშვიდად მიუგო ვაჩემ და მძიმედ ამოიოხრა.
-კარგად ხარ? - შიშნარევი მზერით გახედა ნუცამ თუმცა სიტყვები მაშინვე ინანა როგორც კი ნიჟარაში სავსე შპრიცები დაინახა. - შენ…
-არ გამიკეთებია. - წინადადების დასრულება არ აცადა ვაჩემ. - თავის დანებების შემდეგაც კი ყოველთვის მქონდა სახლში, საკუთარ სიძლიერეს ვამოწმებდი, საკუთარ სიმყარეში ვრწმუნდებოდი. მერე კი ვღვრიდი. ახლა ვერ შევძელი. ვეჭვობ ყველაფერი ცოტა გართულდება.
-საკმაოდ ძლიერი ხარ იმისთვის რომ მაგას გაუმკლავდე ვაჩე, ზუსტად ისე შეგიძლია გადაღვრა როგორც მანამდე. - ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ნუცა და თავი მის მხარზე ჩამოდო. - უბრალოდ თავს ძალა უნდა დაატანო.
-არ გინდა ნუცა. - როგორც კი დაინახა ხელი ნიჟარისკენ როგორ წაიღო მაშინვე დაეჭიმა მთელი სხეული.
-არ მინდა რომ რაღაც ასე გაკონტროლებდეს, აქამდე თუ ახერხებდი ახლაც მოახერხებ. - ერთ-ერთ შპრიცს ხელი სწრაფად დაავლო და ნიჟარაში დაუფიქრებლად ჩაცალა. ვაჩემ რეაგირება ვერ მოასწრო თუმცა ნებისმიერი მიხვდებოდა რაოდენ ძვირფასი იყო ნარკოტიკი ამ წამს მისთვის.
-რა ჯანდაბას აკეთებ? - გააფთრებული მივარდა ნუცას და ერთი მოძრაობით უხეშად ააყუდა კედელზე.
-თურმე შეიძლება მაგის გარეშეც სიცოცხლე ხვდები? - ტკივილისგან სახე ოდნავ დამანჭა ნუცამ მაგრამ არაფერი უთქვამს.
-ეს არ უნდა გაგეკეთებინა. - მის სხეულს სასწრაფოდ მოშორდა და საპირისპირო მხარეს კედელს ზურგით მიეყრდნო.
-უკვე გავაკეთე, აზრი აღარ აქვს.
-წადი გთხოვ. - გაბზარული ხმით მიუგო ვაჩემ და თვალები მთელი ძალით დახუჭა.
-არსად წასვლას არ ვაპირებ, მე აქ ვრჩები.- იუარა და მის პირისპირ დადგა.
-ოღონდ ახლა არა ნუცა, თავს ძლივს ვიკავებ რომ არაფერი დაგიშავო. გთხოვ უბრალოდ წადი.- მთელი სხეული უკანკალებდა და სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს, გრძნობდა რამდენად ახლოს იყო ნუცა, იპყრობდა სურვილი მისი შეხების მაგრამ ეშინოდა რომ ვეღარ გაჩერდებოდა.
-მისმინე- სახეზე ხელი ფრთხილად შეახო ნუცამ- მე ახლა ამ კარიდან რომ გავიდე, შენ მაშინვე ამ საწამლავით აივსებ ორგანიზმს, მე მაგას არ დავუშვებ. რაიმეს დაშავება თუ გინდა მირჩევნია მე დამიშავო ვიდრე საკუთარ თავს.
-იმას ხვდები ახლა შენ რომ რამე დაგიშავო საკუთარ თავს არასდროს არ ვაპატიებ? -ხელები მის გარშემო დააწყო და თვალებში ჩააცქერდა საყვარელ ქალს.
-იმას ხვდები რომ ჩემი დაკარგვა მოგიწევს თუ ისევ დამოკიდებული გახდები? როგორც ანდრეასთან მოხდა შესაძლოა ჩემთანაც იგივე მოხდეს.
-არა, თავს გავაკონტროლებ. რამეს მოვახერხებ გესმის? უბრალოდ ახლა წადი. -სასოწარკვეთილი საუბრობდა ვაჩე
-არ წავალ, გამაგდე თუ ასე გინდა, მე ფეხს არსად არ გავადგამ. -მტკიცედ განაცხადა ნუცამ.
-ნუ მაიძულებ გთხოვ... - მისი სახე ხელებში მოიქცია და სახე უფრო ახლოს მიუტანა.
-რაც არ უნდა გააკეთო ახლა, მე ეს არ მადარდებს. -ხელით მეორე შპრიცსაც მისწვდა და წამის მეათასედში იატაკზე დაღვარა.-არ მოგცემ იმის უფლებას რომ ცხოვრება გაინადგურო.
-შენ... -თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ვაჩე, ხელები სახიდან მოაშორა და კედელს მუშტი მთელი ძალით დაარტყა, მხოლოდ წამით დაიხედა იატაკზე, შემდეგ ნუცას შეხედა, ბევრი აღარ უფიქრია, წელზე ხელები მოხვია, მთელი სხეულით ზედ მიიკრო და მის ტუჩებს ხარბად დაეწაფა, არავინ იცოდა რა უტრიალებდა თავში თუმცა ნუცა გრძნობდა რომ ახლა ყველაფერი ისე თუ დამთავრდებოდა როგორც ვაჩეს უნდოდა, მისი ცხოვრება მაინც განადგურებული იქნებოდა, მაგრამ სამაგიეროდ იცოცხლებდა, ნუცასთვის ეს იყო მთავარი. მასაც აღარ უფიქრია, კოცნაში აყვა და მთლიანად მას მიენდო, ვაჩემ წამის მეათასედში მუცელზე შეისვა და საძინებელში ნელი ნაბიჯით გაიყვანა, ისე რომ მისი კოცნა არ შეუწვეტია, ტუჩებიდან ყელზე გადადიოდა და შემდეგ ისევ მის ტუჩებს უბრუნდებოდა, საწოლზე როგორც შეეძლო ფრთხილად დააწვინა და მაისური ერთი ხელის მოსმით მოაშორა სხეულიდან, წამით ხარბად დააცქერდა მის სხეულს, შემდეგ კი მთელი გრძნობით განაგრძო მისი სხეულის შესწავლა, იგრძნო ნუცას როგორ მოემატა გულისცემა, წამით თვალები დახუჭა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ნუცას დახედა რომლის თვალებშიც ერთდროულად ძალიან ბევრი ემოცია იკითხებოდა. შიში, დაბნეულობა,ვნება, ყველაფერი ეს ერთი შეხედვით ამოიკითხა ვაჩემ მის თვალებში, ხელები თავს ზემოთ გაუკავა და თავადაც საშინლად დაბნეული მიაჩერდა.
-ჯანდაბა, რას ვაკეთებ. -თავი დანანებით გააქნია და ნუცას მიუბრუნდა- რატომ არ სცადე ჩემი შეჩერება?
-უკვე გითხარი, რაც არ უნდა გააკეთო გაპატიებ. მაგრამ შენ ვერასდროს აპატიებ საკუთარ თავს, ეს კი მიზეზი იქნება რის გამოც ამ ნაგავს აღარასდროს გაეკარები- თვალი მოარიდა ვაჩეს.
-შენ რა მზად ხარ ჩემთან დაწვე მხოლოდ იმიტომ რომ მთელი ცხოვრება თავი დამნაშავედ ვიგრძნო? -ხმა გაებზარა ვაჩეს, ნუცას მაშინვე ხელი გაუშვა და ფეხზე წამოდგა.
-თუ ეს დაგეხმარება...-მცირე პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა- კი. -მძიმედ ამოთქვა ნუცამ, მაისური დარცხვენილმა გადაიცვა და ვაჩეს ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.
-აღარასდროს გაიფიქრო ჩემს გამო შენი ცხოვრების დანგრევა, გაიგე? ყველაფერს გავაკეთებ რომ თავი გავაკონტროლო, მაგრამ შენ არაფერს დაგიშავებ, ზედმეტად არ შეგეხები და ეგ იცოდე. -წამით დაფიქრდა, მთელი სხეული დაჭიმვოდა და ჰაერს ხარბად სუნთქავდა, სახე ნერვიულობისგან მთლიანად ოფლს დაეცვარა, იცოდა დღეს ნუცა რომ წასულიყო თავს ვერ გააკონტროლებდა და ისევ ბნელ წყვდიადში გადაეშვებოდა. მშვიდად მიუბრუნდა ნუცას და ზღვისფერ თვალებში მომლოდინედ ჩააცქერდა. -მადლობა რომ ჩემს გვერდით ხარ. -მძიმედ მიუგო და მთელი სხეულით ზედ მიიკრო.
-არმინდა რომ ასეთ მდგომარეობაში გხედავდე. -ათრთოლებული ხმით ამოიკრუსუნა ნუცამ და სახე მის მკლავებში ჩამალა.
-ხანდახან ჭკუიდან გადაგყავარ შენი სიჯიუტით, მაგრამ დღეს ფაქტიურად შენ გადამარჩინე. -გაკეთების სურვილი ამდენად დიდია?
-რომ არ გამეხსენებინა როგორ მოვექეცი ანდრეას გავიკეთებდი და ალბათ შენ უარესს დაგმართებდი, ისეთ წინააღმდეგობას ვერ გამიწევდი როგორსაც ანდრეა და გეგიც არ იყო ახლოს რომ დაგხმარებოდა.
-გასაგებია. -სხეულიდან მოშორდა ისე რომ მისთვის არც შეუხედავს და საწოლზე ფრთხილად ჩამოჯდა.
-შეჭამ რამეს? მე ძალიან მშია.
-კი, მეც მშია. -ხელები ერთმანეთში ახლართა ნუცამ, ვაჩეს ეს უყურადღებოდ არ დარჩენია, ზუსტად იცოდა ეს რის გამოც ხდებოდა, ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა და მის წინ ჩაიმუხლა.
-თავს ნუ მარიდებ და ნუ გრცხვენია. მითუმეტეს საკუთარი სხეულის! ყველაზე ლამაზი ქალი ხარ მათ შორის ვინც კი ოდესმე მინახავს. მათ შორისაც ვინც არ მინახავს, ვერც წარმოიდგენ რომ გხედავ რა მემართება, ამ გრძნობას ვერც კი აღგიწერ, ვიცი ძალიან შევტოპე და ეს აღარ განმეორდება, არ მინდა ჩემთან ყოფნამ დისკომფორტი შეგიქმნას. უბრალოდ...
-შენი ბრალი არ არის, უბრალოდ პირველად მოხდა მსგავსი რამ და...
-მაპატიე. -მისი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩააცქერდა. -ყველაფერს გავაკეთებ რომ თავი ასე აღარ იგრძნო და ჩემს დამოკიებულებას უფლებას არ მივცემ რომ ჩვენი ურთიერთობა გაანადგუროს.
-ამაზე არ უნდა ღელავდე, ოდესმე ხომ მაინც მოხდება. -მხრები აიჩეჩა ნუცამ.
-მოხდება, მაგრამ არა მაშინ როდესაც ეს შენი სურვილი არ არის.
-არ მეგონა რომ მას შემდეგ რაც ნარკკოტიკი გადავღვარე ისევ ასე მომექცეოდი.
-როგორ? -ეჭვნარევი მზერა შეავლო ვაჩემ.
-კარგად, მე ყველაფერი ცუდისთვის მზად ვიყავი და შენ ახლა იმაზე ღელავ მე როგორ ვგრძნობ თავს.
-დამოკიდებულება მაქვს ნუცა, გული კი არ ამოუგლეჯავთ ჩემთვის. უბრალოდ ახლა რაღაცეებს უფრო ძლიერად ვგრძნობ და უფრო ფიცხი ვარ. ეს ჩემს გრძნობებს არ ცვლის შენს მიმართ. -სახიდან თმა ფრთხილად გადაუწია და შუბლზე ცხელი ტუჩები მიაკრო. -წამოდი, დღეს დასჯილი ვარ და საჭმელს მე ვაკეთებ. -ოდნავშესამჩნევი ღიმილით უთხრა, ნუცას ხელი მოკიდა და ოთახიდან მასთან ერთად გავიდა...

***
-ადექი ქალბატონო, სვანური არდადეგები იწყება. -ხმაურით შევიდა ანდრეა ოთახში და ელენეს გვერდით ჩამოჯდა.
-ანდრეა შემშვი, მძინავს. -ხმაჩახლეჩილმა ჩაიბურტყუნა და ანდრეას ზურგი აქცია.
-შენ რა სვანეთში თავი იმიტომ ჩამომაყვანინე რომ დაგეძინა?
-დაღლილი ვარ, ტური შუადღისთვის გადავდოთ.
-ქალბატონო ორი არჩევანი გაქვს, ან ახლავე ადგები ნებითა შენითა ან მე აგაყენებ ნებითა ჩემითა და გამოსაფხიზლებლად აბაზანაშიც შეგიყვან.
-შენი ხუმრობების ხასიათზე არ ვარ, სიაში მესამე პუნქტიც დაამატე. მე ახლა დავიძინებ და როცა მეყოფა ძილი მაშინ ავდგები. -მშვიდად უპასუხა და ანდრეას ფეხით მიაწვა რომ საწოლიდან ამდგარიყო.
-საბოლოო პასუხია?
-დიახ, დამაძინე.
-კარგი-მშვიდად მიუგო ანდრეამ,საბანი ერთი ხელის მოძრაობით იატაკზე მოისროლა, ელენე ხელში აიყვანა და მთელი ძალით მიიხუტა ზედ რომ ფართხალის გამო იატაკზე არ აღმოჩენილიყო.
-შენ ხომ არ გაგიჟდი? ცხოველო. თავი დამანებე- გიჟივით ყვიროდა ელენე თუმცა ამაოდ, ანდრეა უკვე სააბაზანოში იყო მასთან ერთად.
-ესეც პირველი შხაპი ერთად.-ღიმილით უთხრა ანდრეამ, ძირს ფრთხილად დასვა და კედელზე მიაყუდა რომ გაქცევა არ შესძლებოდა, ონკანი სასწრაფოდ მოუშვა და თავადაც ელენეს პირდაპირ დადგა.
-შე ავადმყოფო, ახლავე გამიშვი. -მუშტებს მთელი ძალით იქნეევდა ელენე თუმცა ანდრეას მის საქციელზე მხოლოდ ეცინებოდა.
-ნუ მიწვევ ქალბატონო. -ღიმილით მიაჩერდა ანდრეა მის წინ მდგომ სილუეტს.
-მეზიზღები, ვერ გიტან.
-არადა გიყვარვარ, თან ისე რომ ჩემთანერთად სვანეთშიც კი წამოხვედი და ახლა შხაპს იღებ.
-შენი სიყვარულიღა მაკლია ბედნიერებისთვის, ავადმყოფო შენ.
-პირველი შხაპი ცოტა უფრო რომანტიულად წარმომედგინა, ტანსაცმლისგარეშე მაგრამ არაუშავს ასეც გამოდგება.
-თავხედო, გაუზრდელო პირუტყვო. -დაუყვირა ელენემ და მთელი ძალით დაარტყა სახეში. გააზრებაც ვერ მოასწრო ანდრეას სახე სისხლმა ისე სწრაფად დაუფარა. -ბეჭედი- ამოიკნავლა საცოდავად და საღამოსთვის შერჩეულ დიდთვლიან ბეჭედს შეხედა რომელსაც ნემსებივით ჰქონდა ვერცხლის რკალები დამაგრებული. -ვაიმე, მაპატიე მე... -ანდრეამ მაშინვე ხელები შეუშვა როგორც კი სახიდან იმდენმა სისხლმა იფეთქა წყალს ფერიც კი შეუცვალა, ონკანი დაკეტა და სარკის წინ დადგა. მაშინვე სიცილი აუტყდა საკუთარი თავის დანახვისას.
-რა ჯანდაბა გაცინებს? შენ რა მართლა ავადმყოფი ხარ? -დატუქსა ელენემ.
-ახლა სად გამოვჩნდე, სირცხვილით როგორ ვთქვა გოგომ მცემათქო?
-ჩემი ბრალი არ არის, ბეჭედი თითზე იყო დატრიალებული და ეგ მოგხვდა, ღმერთო რამდენი სისხლი მოგდის. -ხელები სახეზე აიფარა ელენემ.
-არაფერია, ხელსახოცით მოვიწმენდ და გაჩერდება.
-წამოდი, დაგიმუშავებ, როგორც ჩანს ღრმა ჭრილობაა. -თავს საშინლად დამნაშავედ გრძნობდა ელენე, ხმასაც კი ვერ იღებდა იმდენად რცხვენოდა საკუთარი საქციელის, ანდრეა კი ისევ მშვენიერ ხასიათზე იყო და იმდენი იცინა სიცილისგან მუცელიც კი სტკიოდა. -ვეჭვობ შრამი დაგრჩება, იქნებ ექიმთან წასულიყავი?
-2 სანტიმეტრიანი ჭრილობის გამო? თანაც გოგოებს შრამიანი ბიჭები მოწონთ. თუმცა ჩემს ლამაზ სახეს ეგ არ სჭირდებოდა.
-ძალიან ვწუხვარ მართლა, ბოდიში არ მინდოდა. -ამოისლუკუნა და ჭრილობა გადაუხვია.
-ისე ნუ იქცევი თითქოს არ გინდოდა რომ ასე დამმართნოდა, ორივემ ვიცით რომ მაგაზე ოდნებობდი.
-გეფიცები ძალით არ გამიკეთებია, ყოველთვის ჩემს გაღიზიანებას ცდილობ და მერე თავს ვერ ვაკონტროლებ. არც მიფიქრია რომ ასეთ მდგომარეობაში ჩაგაგდებდი. მე...
-კარგი, დამშვიდდი, ვიხუმრე ელენე. -პატარა ბავშვივით რომ დაიწყო ბურტყუნი ანდრეა მაშინვე მიხვდა რომ მალე ტირილს დაიწყებდა.
-მართლა არ მინდოდა.
-ვიცი. -მშვიდად მიუგო და მის პირისპირ დადგა. -ვერც წარმოიდგენ ჩემზე გაბრაზებული რომ ხარ რამდენად მიზიდავ. -ყურთან უჩურჩულა და ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა.
-გეყოფა!- მძიმედ მიუგო ელენემ.
-რა მეყოფა? -ხრინწიანი ხმით ამოთქვა და ნელი სვლით გზა ტუჩებამდეც გაიკვლია.
-აი ეს. რასაც აკეთებ.
-რას ვაკეთებ?
-ჩემს დაბნევას ნუ ცდილობ!
-ესეიგი გაბნევ? - წარბები მაცდურად აათამაშა ანდრეამ.
-როცა ასე იქცევი კი.
-როგორ?
-თამაში გადაწყვიტე? -გონებაში გაიფიქრა და ანდრეას წამის მეათასედში სხეულზე აეკრო, სასურველ ბაგეებს მთელი გრძნობით დაეწაფა და სამყარო საერთოდ გათიშა გონებიდან,ანდრეას რეაქციამაც არ დააყოვნა, ხელები მის წელზე მოათავსა და კოცნაში აყვა.ერთი ხელის მოძრაობით ელენე ფრთხილად დააწვინა დივანზე და ზემოდან მოექცა.
-ჭკუიდან მშლი იცი? -ვნებამორეული ხმით ამოთქვა და თვალებგაფართოებულ ელენეს მიაჩერდა.
-შენთვის ასეთი რაღაცეები არ შეიძლება, ჭრილობიდან ისევ სისხლი მოგდის.
-არ მადარდებს. -ღიმილით უთხრა და მის ტუჩებს მისწვდა.
-სამაგიეროდ მე მადარდებს. -მკერდზე ხელით უბიძგა რომ გაჩერებულიყო. -თანაც მშია -თავი მისგან სწრაფად გაითავისუფლა და კედელს ხელით მიეყრდნო.
-ერთადერთი რაზეც უარს ვერ გეტყვი შენი ჭამაა და უკვე დაამუღამე ქალბატონო ხომ ასეა?
-საიდან მოიტანე? მართლა მშია. -წარბები ეშმაკურად აათამაშა ელენემ.
-კარგი, იყოს ასე. -მშვიდად ამოთქვა ანდრეამ, ფეხზე წამოდგა და სამზარეულოში ნელი ნაბიჯით გავიდა.

***
-აბა რას იტყვი როგორი მზარეული ვარ?
-გულახდილად რომ გითხრა საშინელი ყიფიანო. ამაზე უარესი არაფერი გამისინჯავს. -სახე დამანჭა ნუცამ.
-მართლა? -გაკვირვებული სახით მიაჩერდა და კერძი კიდევ ერთხელ დააგმოვნა.
-რათქმაუნდა არა, შესანიშნავად ამზადებ. -ღიმილით მიუგო და ისევ კერძს მიუბრუნდა.
-ვცდილობხოლმე რა, რაღაც გამოდის. ხო მართლა დაახლოებით ერთ საათში წავიდეთ კარგი? წყალს გადავივლებ და წაგიყვან.
-ტაქსით წავალ ვაჩე, არაა საჭირო.
-სახლთან დაგტოვებ, მამაშენთან არ გამოვჩნდები, თან ამ დროს არამგონია სახლში იყოს.
-მაგიტომ არ მითქვამს, მაგრამ როგორც გინდა.
-მოხდა რამე? -ეჭვნარევი მზერა შეავლო ვაჩემ.
-უბრალოდ შენზე ვნერვიულობ, ვიცი ყოველწამს არ უნნდა გახსენებდე ამას მაგრამ...
-მისმინე ნუცა, ყველაფერი კარგად მექნება კარგი? ჩემზე არ ინერვიულო. ეს არ იქნება პრობლემა. ნარკომანი არ ვარ, მათ მოწონთ ის რაც ემართებათ მაგრამ მე არა. მე მძულს საკუთარი თავი როცა ვიცი რომ ამის გაკონტროლება არ შემიძლია, როცა ამას ორგანიზმი მთხოვს და მეც ვემორჩილები. არ მინდა ასეთი ვიყო, ვერც კი წარმოიდგენ რამხელა ძალას მაძლევ იმისთვის რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდე. ამაზე არ უნდა ნერვიულობდე, შეიძლება დღეს ვერ ვახერხებ რომ ყველაფერი წყალში გავუშვა მაგრამ ხვალ ან ზეგ მოვახერხებ, მე მოთმინებით ველოდები ამ დღეს და მინდა რომ მშვიდად იყო.
-მშვიდად ვარ, იმიტომ რომ შენ გენდობი.
-ჩემთვის ეგეც საკმარისია. -ღიმილით მიუგო ვაჩემ - ზემოთ ავალ შხაპს მივიღებ და წავიდეთ კარგი?
-კარგი. -მანაც ღიმილით მიუგო და მაგიდის ალაგებას შეუდგა...


***
სახლში როგორც კი მიიყვანა ტერიტორიას მაშინვე გაეცალა, საერთოდ არ იყო ახლა სანდროს ხასიათზე თავის ნარკოდამოკიდებულებასთან უნდა ებრძოლა ამიტომაც გეზი პირდაპირ სახლისკენ აიღო რომელიც ნარკოტიკებით ჰქონდა სავსე, მხოლოდ ასე იპოვიდა ძალას ამ ყველაფრისგან თავის დასაღწევად.
-დეე სახლში ხარ? -ღიმილით შეაბიჯა ნუცამ სახლში და ვრცელი ჰოლი ხმაურით გაიარა. -არ მითხრა რომ ისევ გძინავს დე. -სწრაფი ნაბიჯით შევიდა მისაღებ ოთახში და ღიმილი წამსვე სახეზე გაეყინა, ცივმა ოფლმა დაასხა და მთელი სხეული აუკანკალდა.
-ნუცა, რა სასიამოვნო სიურპრიზია -ღიმილით შეეგება ლადო ნუცას
-შენ... -აკანკალებული ხმით ამოთქვა და მაშინვე ჯიბეში ტელეფონის ძებნას მოჰყვა.
-კარგი რა, მამაშენთან აპირებ დარეკვას? იქ ისედაც დავრეკავთ ოღონდ ჯერ არა. -ღიმილით მიუგო და კართან მდგომ ოცდახუთიოდე წლის ბიჭს ანიშნა შემოიყვანე და ტელეფონი გამოართვიო.
-ლადო გთხოვ, ჩემს შვილს არაფერი დაუშავო, გეხვეწები. -ხმას ძლივს იმორჩილებდა ლიზა
-საერთოდ არ მიცნობ? მე შენ მიყვარხარ, შენ ნუცა გიყვარს. მას როგორ მოვკლავ, გპირდები ნუცას თითსაც კი არ დავადებ სანდრო თუ ჩემს წინ დაიჩოქებს, შენს თავს გადმომილოცავს და სიკვდილს ხელგაშლილი შეეგებება. -სახეზე ხელი ნაზად ჩამოუსვა ლიზას და მალევე საწყის პოზიციას დაუბრუნდა.
-ხომ არ გაგიჟდი? -უნებურად დასცდა სიტყვები ნუცას.
-გავიგე ერთი ბიჭისთვის გული გიტკენია, საბა ხო? -ღიმილით იკითხა კაცმა -შემოდი აბა ბიჭო -ტონს აუწია და მოთმინებით დაელოდა საბას შემოსვლას.
-საბა? -ამოიკნავლა საცოდავად და კედელს მიეყრდნო. -აქ რას აკეთებ?
-გავიგე ბიჭს შენთან ოჯხის შექმნა და შვილები სდომებია, ოღონდ თანმიმდევრობა ცოტა სხვანაირად, ჯერ შვილები მერე ოჯახი. შენ უარი გითქვამს, ცუდი საქციელია.
-აქ იმისთვის ვარ რომ ჩვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიყვანო.
-ჩემმა შვილმა ცოტა კი გაალამაზა მაგრამ არაუშავს ხდებახოლმე, თქვენ შეგიძლიათ ზემოთ ახვიდეთ და თქვენს ურთიერთობაზე ისაუბროთ, იქამდე მე და ლიზა ჩვენს საუბარს დავამთავრებთ, მერე სანდროს მოვიყვანთ და დღეს საბოლოოდ დამთავრდება ყველაფერი.
-მას არაფერი დაუშავო გთხოვ...
-ბიჭს მხოლოდ ლაპარაკი უნდა, არაფერს დაუშავებს, მაგის უფლებას არავინ მისცემს. -დაამშვიდა ქალი და საბას თავით ანიშნა წადითო, ისე უხეშად წვდა ხელში ნუცამ ტკივილისგან სახე დამანჭა, თავის გათავისუფლება სცადა თუმცა ამაოდ, მასზე ბევრად ძლიერი იყო საბა ამიტომ მის ნებას დაჰყვა და კიბეებზე მასთან ერთად ავიდა, ოთახში შეიყვანა თუ არა კარი ხმაურით დახურა და ნუცა უხეშად მიაგდო საწოლზე.
-რა გინდა? -ამოიკნავლა საცოდავად და საწოლის კუთხისკენ მიიწია.
-მართლა ვერ ხვდები? -დაიღრინა საბამ
-რომ ვხვდებოდე არ გკითხავდი.
-შენ ნუცა, შენ მინდიხარ! მთელი არსებით მინდიხარ და მინდა ჩემი იყო. -თვალებს გიჟივით აცეცებდა აქეთ-იქით და ოთახში ნერვიულად მიმოდიოდა.
-შენ მე კი არ ჩემი სხეული გინდა. -ცრემლიანი თვალები მიანათა ნუცამ
-შენი სხეულიც მინდა, მაგრამ არა სხვისი ნა*მარი.
-რა?
-იწექი იმ *ლესთან? -დაძაბულმა იკითხა და მის პასუხს მოთმინებით დაელოდა
-მე...
-იწექი თუ არა?
-საბა...
-შენ რა დაყრუვდი? უმარტივესი კითხვა დაგისვი უმარტივესი პასუხებით, კი ან არა. ასერომ ბოლოჯერ გეკითხები ნუცა, გი*მარა იმ სი*მა თუ არა? -დაიგრგვინა საბამ და მისი სახე ხელში მოიქცია. -გელოდები.
-არა.- შეშინებულმა ამოთქვა და როგორც კი პასუხის მიღებისას კმაყოფილმა საბამ ხელი გაუშვა კედელთან ჩაიმუხლა და ცრემლებს გასაქანი მისცა.
-ვიცოდი რომ კარგი გოგო იყავი, ამიტომაც მიყვარხარ. -ღიმილით ამოთქვა საბამ და მის წინ ჩაიმუხლა. -მინდა რომ შენც გიყვარდე ნუცა, განა ასეთი რთულია?
-გთხოვ, თავი დამანებე, გეხვეწები. -აკანკალებული ხმით თქვა და როგორც შეეძლო უკან დაიხია.
-იცი, ის კაცი ქვემოთ როა, იმის უფლებას არ მოცემს რომ მაგისი შვილი მოვკლა, მაგრამ შენთან ყოფნის უფლებას მომცემს და გინდა გითხრა რატომ?
-რატომ?
-იმიტომ რომ შენ მისი შვილის სისუსტედ გთვლის, ვერ მოგკლავს იმიტომ რომ ლიზა სამუდამოდ შეიძულებს მაგრამ მე შემიძლია საერთოდ შევცვალო ვაჩეს დამოკიდებულება შენდამი. -მშვიდად მიუგო და თმაზე ხელი ფრთხილად ჩამოუსვა.
-მაგას ვერ შეცვლი. -მტკიცედ გაისმა ნუცას ხმა.
-ცდები, სხვასთან ნამყოფი ქალი კაცისთვის იგივეა რაც ბორდელში მომუშავე ბო*ი. აქედან გამომდინარე ვაჩე ვერ აიტანს იმას რომ შენ სხვასთან დაწვები.
-მე არავისთან დაწოლას არ ვაპირებ.
-შენ არ აპირებ, მაგრამ მე დიდი გეგმები მაქვს, ნუ შენ თითქმის არაფერი გევალება გარდა... -მუხლიდან ზემოთ ფეხს ხელი ფრთხილად ააყოლა და ნუცას წინააღმდეგობის მიუხედავად ფეხებსშორის გააჩერა. -ფეხების გაშლისა. -ღიმილით დაამატა და საკოცნელად გაიწია თუმცა კოცნის მაგივრად სახეში სილა მიიღო.
-შე ავადმყოფო. -წამოიყვირა ნუცამ და ფეხზე წამოდგა, თითქმის უკვე კართან იყო მისული საბამ რომ დაიჭირა და მთელი სხეულით შებოჭა. -მაინც სად აპირებდი წასვლას? -ძალით მიიყვანა საწოლამდე, ზედ უხეშად დააწვინა და ზემოდან მოექცა. -მე ხომ გითხარი რომ ბოლოს მაინც ჩემი იქნებოდი? რატომ ჯიუტობ? რატომ გინდა ჭკუიდან გადამიყვანო? -ხელები თავს ზემოთ ერთი ხელით გაუკავა და ყელზე სველი კოცნის კვალი დაუტოვა. -მინდიხარ ნუცა, თან ისე როგორც არასდროს არავის არავინ. მინდა რომ ჩემი იყო, მე მეკუთვნოდე და ყველამ იცოდეს. ასეთი რთული გასაგებია? -ცრემლიან თვალებში ჩააცქერდა საბა.
-გემუდარები საბა, ადამიანობის ნაგლეჯი თუ მაინც გაქვს დარჩენილი ეს არ გააკეთო, გევედრები. -უშედეგოდ ცდილობდა მის წინააღმდეგ ბრძოლას, საბა მასთან შედარებით ზედმეტად ძლიერი იყო, ნუცამ იცოდა რომ ყველაფერი მართლაც დღეს მთავრდებოდა.
-მინდა რომ მთელი ცხოვრება ჩემთან იყო, შვილები გვყავდეს, ბევრი თან. ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში შენთვის მინდა ნუცა, მაგრამ შენ ძალიან ჯიუტობ.
-გევედრები საბა, ადამიანობას ნუ დაკარგავ, შენ არ ხარ ასეთი, მე მახსოვს საბა რომელთანაც თავს კარგად ვგრძნობდი, რომელიც მომწონდა...
-მაგრამ არ გიყვარდა!
-მე ვაჩე მიყვარს. -დაუფიქრებლად წამოროშა ნუცამ.
-ვაჩე გიყვარს არა? ვნახოთ ამ დღის მერე ვინ უფრო გეყვარება, მე თუ ვაჩე. -ღვარძლით ამოთქვა და შარვლის ღილების შეხსნას შეუდგა, მიუხედავად ნუცას წინააღმდეგობისა წამში მოახერხა მისი სხეულიდან შარვლის მოშორება.
-საბა გემუდარები. -დაიყვირა ნუცამ როგორც შეეძლო ხმამაღლა თუმცა საბა გაჩერებას არ გეგმავდა. შარვალზე მაისური სწრაფად გადაიძრო და შარვალზე ქამრის შეხსნას შეუდგა როცა კარი მოულოდნელად გაიღო.
- ხო არ გამო*ლევდი? - სასწრაფოდ მივარდა საბას ბიჭი და კედელზე ააყუდა. -შენ ხომ გითხრეს ხელი არ დაადო გოგოსო. ეს რომ ლადომ გაიგოს ეგრევე ტვინს გაგასხმევინებს.
-ხოდა ნუ ეტყვი. -სიცილით ამოთქვა საბამ და ნუცას გახედა რომელიც შიშისგან ერთიანად ცახცახებდა და ზეწარში გახვეული კუთხეში მიმალულიყო.
-ქვემოთ ჩადი! -მკაცრი ტონით ამოთქვა უცნობმა და როგორც კი საბამ ოთახი დატოვა კარი ხმაურით დახურა. -კარგად ხარ? -მასთან მივიდა და მის პირდაპირ ჩაიმუხლა ბიჭი
-არ მომეკარო. -ზიზღით ამოთქვა ნუცამ და ხელი უხეშად აუკრა.
-დამშვიდდი კარგი? მე შენი დახმარება მინდა.
-როგორ? დედაჩემის იქ დატყვევებით და მამაჩემის მოკვლით?
-ეს არ არის ჩემი არჩევანი, მე რომ მას შევეწინააღმდეგო ის ჩემს დას მოკლავს, ერთადერთია ვინც დამრჩა.
-ის ყველას მოკლავს.
-დედაშენს და საკუთარ შვილს არ მოკლავს, კარგად მომისმინე, ახლა ქვემოთ ჩაგიყვან, ლადო გეტყვის რომ მამაშენს დაურეკო და არაფერი შეიმჩნიო, შენ მამაშენის მაგივრად ვაჩეს დაურეკავ და ისე დაელაპარაკები როგორც მამაშენს, მაშინვე მიხვდება რაც ხდება და საჭირო ზომებს მიიღებს, ეს ყველაფერი დღეს დასრულდება ან თქვენს ან ლადოს სასარგებლოდ. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ლადო მოიგებს არ გაბედო იმის თქმა რომ შენი დახმარება ვცადე, გასაგებია?
-კი- თავი მორჩილად დაუქნია ნუცამ და ხელიდან შარვალი გამოართვა, უცებ ჩაიცვა და უკვე მზად მყოფი ბიჭს კიბეებზე მორჩილად გაჰყვა
-კარგია რომ შემოგვიერთდი. -ხელგაშლილი შეეგება ლადო, წამით ისიც კი იფიქრა ნუცამ ჩახუტებას ხომ არ აპირებსო მაგრამ ლადომ ხელები მალევე ჩამოსწია და ნუცას მობილური გაუწოდა. -ფოკუსების გარეშე, თუ გინდა რომ დედაშენი არ მოკვდეს მამაშენს დაურეკე და რაიმე ექსტრემალური მოატყუე, ვითომ ფეხი მოიტეხე ან რამე მსგავსი, მერე კი უთხარი რომ სასრაფოდ მოვიდეს. სულ ესაა რაც გევალება. -ღიმილით მიაჩერდა ლადო და მობილური თვალწინ აუთამაშა. წამით დაფიქრდა დედამისს გახედა რომელიც ცრემლად იღვრებოდა და შიშისგან ენით აღუწერელ ხმებს გამოსცემდა, მერე უცნობ ბიჭს რომელმაც თვალებით მაშინვე ანიშნა რომ მობილური უნდა აეღო, აღარ უყოყმანია, ხელიდან სწრაფად გამოგლიჯა და ვაჩეს ნომრის ძებნას მოჰყვა.
-გისმენ ნუცა. -ვაჩეს მშვიდი ხმა გაისმა ტელეფონში.
-მამა, ცუდ დროს ხომ არ გირეკავ? -აკანკალებული ხმით იკითხა და ტელეფონს ხელი მთელი ძალით მოუჭირა.
-მამა? ნუცა კარგად ხარ?
-მამა, მაგ კონფერენციას მალე დაამთავრებ? -ზლუქუნით განაგრძო საუბარი და ცრემლები მაისურის სახელოთი მოიწმინდა.
-ნუცა, რამე ხდება? -მაშინვე დაიძაბა ყიფიანი.
-კი მამა.
-მარტო არ ხარ?
-არა მა, მარტო არ ვარ... დედაც აქ არის. ცუდადაა, წნევააქვს, გული წაუვიდა, სასწრაფო გამოვიძახეთ.
-მამაჩემია შენთან? -საშინლად დაძაბული ხმით ამოთქვა და ნუცას პასუხს დიდი მოთმინებით დაელოდა.
-კი მა, ახლა ცოტა არაუშავს მაგრამ მეშინია მაინც, არაფერი უჭამია თან თითქოს რაღაცაზე ნერვიულობს.
-დამშვიდდი და არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. მე მოვაგვარებ ყვეელაფერს. -მშვიდად მიუგო ვაჩემ თუმცა ეს სიმშვიდე დიდად არაფერს ნიშნავდა.
-კარგი მა, გელოდები. -მძიმედ ამოთქვა და ზარი დაასრულა...
-კარგი გოგო ხარ, ვნახოთ რამდენად მალე იმოქმედებს ბატონი სანდრო. -ბაგე ღიმილმა გაუპო ლადოს, იქვე სავარძელში ჩამოჯდა და სასმლის ჭიქა ბოლომდე გამოცალა.

***
-სანდრო ლიჩელის ნახვა სად შეიძლება? -გიჟივით შევარდა ვაჩე განყოფილებაში.
-ბატონო ახლა დაკავებულია, რაიმე მნიშვნელოვანი საქმე თუ გაქვთ ბატონი თენგიზია თავისუფალი.
-სანდრო სად შეიძლება ვნახო? -ტონს აუწია ყიფიანმა
-ბატონო ჩვენ...
-დაივიწყე, თავად ვიპოვი. -გაბრაზებულმა ამოთქვა და სირბილით გაიარა გზა ვიწრო დერეფნისკენ რომლის ბოლოშიც დიდი ასოებით ეწერა, დეტექტივი სანდრო ლიჩელი. წამითაც არ დაფიქრებულა ისე შევარდა ოთახში და ირგვივ მყოფებს თვალი მოავლო. -გარეთ გადით, ყველა! -მტკიცედ გაისმა მისი ხმა ოთახში.
-რამდენს ბედავ? -ფეხზე წამოიჭრა სანდრო.
-ეს შენს ოჯახს ეხება, ასერომ გირჩევ ესენი სასწრაფოდ მოაშორო აქედან. -მისი ოჯახის ხსენებაზე სახე მოექუფრა სანდროს, ოთახში მყოფებს ბოდიში მოუხადა და ვაჩეს პირისპირ სულ მარტო დარჩა.
-ჩემს ოჯახთან რაღა გინდა?
-მე არაფერი, მამაჩემია თქვენს სახლში, ნუცას დაარეკინა, როგორც მივხვდი შენთან დარეკვა დაავალა და მოტყუება მაგრამ მე დამირეკა.
-ნუცა და ლიზა? -ფერი წაუხდა სანდროს.
-მგონი კარგად არიან, ზუსტად არ ვიცი.
-რამე რომ დაუშავოს მოვკლავ. -კბილები გაახრჭიალა სანდრომ.
-ამაზე მინდოოდა მეთქვა, ყურადღებას როგორც კი გადავატანინებ შუბლში ტყვია დააჭედე... ახლა კი წავიდეთ. -მშვიდად ამოთქვა ვაჩემ, სანდროს გაოცებულ სახეს თვალი მოარიდა და კაბინეტიდან ნელი ნაბიჯით გავიდა... სანდრომ ხალხი შეკრიბა, 15მდე გამოცდილი მსროლელი და 2 სნაიპერი მოითხოვა, შემდეგ კი განყოფილებიდან ვაჩესთან ერთად წავიდა.
-მამაშენს ვერ მოვკლავ- როგორც კი მანქანა დაიძრა მაშინვე დაარღვია დუმილი სანდრომ.
-რაა? -ცერად გახედა ვაჩემ
-მას თუ მოვკლავ მისი ხალხი გაცხოველდება, ისინი აღარც ლიზას დაინდობენ და აღარც ნუცას.
-მას თუ მოკლავ ისინი ჩემს დაქვემდებარებაში გადდმოვლენ, მერე კი ყველას სახლში გავუშვებ, ამით კი ყიფიანის ერას სამუდამოდ დავასრულებ.
-საერთოდ არ გებრალება? -ვაჩესდა გასაკვირად სანდრომ მამამისთან დაკავშირებულ გრძნობებზე დაუწყო საუბარი.
-მე მახსოვს ყოველი წამი როცა ის დედაჩემს ზიანს აყენებდა, როცა ჩემს „გაძლიერებას“ და კაცად ქცევას ცდილობდა. არაფერს ვგრძნობ მის მიმართ გარდა ამ მომენტისა როცა მთელი არსებით მინდა მისი მოკვლა იმიტომ რომ ნუცას ემუქრება. -მშვიდად განუმარტა და სულ რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ მანქანა სახლის წინ გააჩერა.
-მგონი მამიკომ მოგაკითხა -სიცილით თქვა ლადომ და ფეხზე ღიმილით წამოვარდა.
-ლადო გთხოვ- ამოიკნავლა ლიზამ და ლადოს ხელი ჩაავლო.
-ნუ ნერვიულობ ძვირფასო, შენ არაფერი გემუქრება, თუ სანდრო ჭკვიანურად მოიქცევა ნუცაც კარგად იქნება და ჩვენთანერთად წამოვა, თუ არა და...
-არავინ არსად არ წავა. -კარი წიხლით შეამტვრია ვაჩემ და სასტუმრო ოთახში შევიდა.
-ვაჩე? -გაუკვირდა ყიფიანს, მის ნახვას ნამდვილად არ ელოდა.
-მოგენატრე მამაჩემო? -ცინიზმით უთხრა და კუთხეში მდგომ ნუცას გახედა. -კარგად ხარ? -ყურადღება მთელი არსებით მასზე გადაიტანა.
-კი. -ძლივსგასაგონად ამოთქვა თუმცა ვაჩემ მაინც გაარჩია სათქმელი რომელიც სულ ოდნავ მაინც დაამშვიდებდა.
-რათქმაუნდა კარგად იქნება, მისი მომავალი ხომ აქ არის. -წინადადება დასრულებული არ ჰქონდა მეორე ოთახიდან საბა რომ გაამოვიდა, სახეზე რამდენიმე ადგილას იარა დარჩენოდა, სხვაგვარად კარგად გამოიყურებოდა.
-შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ? -კბილები გაახრჭიალა ვაჩემ და მისკენ გაიწია თუმცა ყიფიანმა მალევე შეაჩერა, იცოდა უფროთუ გაჯიუტდებოდა საქმე ცუდად იქნებოდა ამიტომ ადგილზე გაშეშდა და მზერა ნუცაზე გადაიტანა. -რამე დაგიშავა?
-არ გრცცხვენია? ყველა აქ ვიყავით, ცოტა ილაპარაკეს ბავშვებმა...
-თქვენი აქ ყოფნა ხელს არ უშლიდა საბას იგივე გაეკეთებინა რაც წინა ჯერზე არ გამოუვიდა. -დაგუდული ხმით ამოთქვა და ვაჩეს მიაჩერდა რომელსაც სახე საშინლად მოქუფვროდა. - შენ მომხდარმა ვერაფერი გასწავლა და მაინც შეეხე?
-მხოლოდ შეხება იყო? ჯერ მხოლოდ ეგაა საკითხავი. -სიცილით ამოთქვა საბამ, ყიფიანს აღარ დაუყოვნებია, იარაღი ამოიღო და საბას პირდაპირ შუბლში დაუმიზნა.
-ვაჩე არ გინდა, არაფერი გაუკეთებია. -მუდარის ტონით უთხრა ნუცამ .
-იარაღი დაწიე შვილო, ხომ გაიგე გოგო მშვიდადაა.
-სამაგიეროდ გოგოს მამა არ არის მშვიდად. -სიტყვით გამოვიდა სანდრო რომელიც წამის მეათასედში გაჩნდა ოთახში.
-ძველი მეგობარი. -ღიმილით ამოთქვა ლადომ. -არ მეგონა რომ ჩემი შვილი და შენ აქ ერთად მოხვიდოდით, ისე როგორც მოკავშირეები.
-იქნებ იმიტომ რომ შენი შვილი შენს ცუდ მხარესაც ხედავს? მაგაზე არ გიფიქრია?
-ამდენი ლაპარაკის დრო არ არის, აქ შენს მოსაკლავად ვარ სანდრო და იმის მისაღებად რაც ჩემია. -ქამრის სალტედან იარაღი ამოიღო ლადომ.
-ლადო გეხვეწები, გემუდარები არ გინდა. -მუხლებზე დაეცა ლიზა, წარმოდგენაც კი არ უნდოდა რომ მისი წლების სიყვარული შეიძლებოდა მის თვალწინ მომკვდარიყო.
-ლადო იარაღი დაწიე, აქედან ცოცხალი მაინც ვერ გახვალ, შენი ყველა კაცი ავიყვანეთ იმათგარდა ვინც ამ ოთახშია, ვერავინ გაიქცევა.
-და გგონია მაგის გამო შენ ვერ გაგიყოლებ?
-თუ მოკვდები შენს ხალხს ვინ გაუძღვება მაგაზე არ გიფიქრია? ვის ემახსოვრება შენი სახელი?
-ამხელა ბიჭს ვერ ხედავ? -თავით ვაჩეზე ანიშნა ლადომ -ტყუილად არ გამიზრდია, შეიძლება ახლა ფიქრობს რომ ჩემნაირი არ არის მაგრამ როგორც კი მოვკვდები ძალაუფლების სურვილი შეიპყრობს და ალბათ უფრო მაგარ საქმეებსაც გააკეთებს.
-მაგაზე მხოლოდ ოცნება შეგიძლია, მე არ ვარ შენნაირი. -თავი უარის ნიშნად გააქნია ვაჩემ.
-არც მე ვიყავი ასეთი სანამ ქალი ცხვირწინ არ ამაცალეს, თუმცა როგორც არ უნდა იყოს ვფიქრობ რომ ჯერ არ არის იმის დრო რომ მოვკვდე, ან თუ მოვკვდები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პიროვნება უნდა გავიყოლო იმისთვის რომ შენ, მთელი ცხოვრება იტანჯო ძველო მეგობარო. ლიზას ვერა მაგრამ, ნუცას შევეხები, თან დიდი სიამოვნებით. -ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ნუცა მაშინვე მკლავებში მოიქცია.
-ეს ისევ ხდება. -გაიფიქრა გონებაში და საფეთქელზე მეტალის ცივი სხეულის შეხებისას უნებურად ტანში გასცრა, დეჟავუ ? ზუსტად ისეა როგორც ადრე, შუბლზე იარაღმიბჯენილი დგას და დედამისის კივილი ყრუდ ჩაესმის გონებაში, ხედავს მამამისი როგორ უმიზნებს ლადოს იარაღს რომელზეც ისევ და ისევ ეჩვენება რომ პირდაპირ მას უმიზნებენ, თითქოს იარაღის ლულა პირდაპირ მის თვალებთან ამყარებს კონტაქტს. არა, რაღაც მაინც შეიცვალა... ვაჩე, ახალი პერსონაჟი ამ სიუჟეტში, იმ კაცის შვილი რომელიც წამი წამზე ტვინს გაასხმევინებს, ბიჭი რომელსაც ენდო და შეიყვარა ახლა მის წინ იდგა, არასოდეს უნახავს მისი ასეთი ტკივილნარევი მზერა და ცრემლებისგან ჩასისხლიანებული თვალები რომლებიც მისი სახის ყველა უჯრედთან შერწყმას ცდილობენ თუმცა ის მაინც ამაყად დგას და ამის უფლებას არ აძლევს. ისევ დედამისის კივილი და ტკივილნარევი შეძახილი, მუხლებზე დაცემულ ქალს მხოლოდ წამით გახედა, მგონი შიშისგან მისმა გონებამ აზროვნება შეწყვიტა.
-არ გაბედო და არაფერი დაუშავო. -ისევ ყრუდ ჩაესმა გონებაში და მზერა ისევ ვაჩეზე გადაიტანა, იარაღი რომელსაც წუთის წინ საბას უმიზნებდა საფეთქელზე მიებჯინა და ამაყად იდგა მამამისის წინაშე. -იარაღი დაუშვი.
-ვაჩე შვილო რას აკეთებ?
-იარაღი დაუშვიმეთქი. -მისი ხმა მჭექარედ გაისმა ოთახში და თითქოს ნუცას გონებაში არსებული ნისლიც წამსვე გაფანტა.
-ვაჩე რას აკეთებ? -შეშინებული ხმით ამოთქვა ნუცამ.
-ნუ სულელობ ვაჩე, დაწიე იარაღი. -ტონი გაიმკაცრა ლადომ
-მისმინე, მე არ გეხუმრები, ნუცას თუ რამეს დაუშავებ შენც მოკვდები და თავს არც მე ვიცოცხლებ. არც კი დავფიქრდები ისე დავიხლი ტყვიას შუბლში, თუ ასე გინდა კარგი, ესეიგი ეს ყოფიილა მამა-შვილის ბედი, გოგო რომელიც ახლა მკლავებში გყავს მოქცეული და რომლის მოკვლასაც აპირებ მიყვარს გესმის? მიყვარს, ყველაფერზე მეტად ამ ქვეყნად, გოგოა რომელსაც უარს ვერაფერზე ვეუბნები, გოგოა რომლის გვერდით დგომაც კი მსიამოვნებს, გოგოა რომელმაც მაგრძნობინა რა არის ბედნიერება, მე ისევე მიყვარს ნუცა როგორც შენ ლიზა... -უკვე სამჯერ სრულიად გაუაზრებლად თქვა ეს სიტყვა თუმცა ეს იმაზე მეტს ნიშნავდა ნუცასთვის ვიდრე სხვა ვინმეს წარმოედგინა. -წარმოდგენაც არ მინდა ნუცა რომ არ გამეცნო როგორ ვიქნებოდი, შენ მას ჩემს სისუსტედ თვლი? ასეცაა, ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა და ეს ამ წამსაც დავამტკიცე, მის გარეშე არცერთი წამით არ მინდა სუნთქვა და თუ შენ ასე გინდა რომ დასრულდეს ყიფიანების ერა კარგი, მე მზად ვარ სიკვდილისთვის და არ მეშინია თუმცა შენ? შენ მზად ხარ მოკვდე და მისი სიძულვილი გამოგყვეს თან? -თავით ლიზაზე ანიშნა რომელიც უკვე ვეღარაფერს გრძნობდა, ალბათ სიკვდილი ყველაზე დიდი შვება იქნებოდა მისთვის. -მზად ხარ ყიფიანო? -ძალაგამოცლილმა ამოთქვა ვაჩემ და ნუცას გახედა.
-მე მხოლოდ შენი სიყვარული მჭირდებოდა.- მძიმე ხმით ამოთქვა ლადომ და იარაღი ქვემოთ ძალიან ნელა დაუშვა.ღონეგამოცლილმა ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და იარაღს ხელი გაუშვა -მხოლოდ ის მინდოდა რომ გყვარებ... -ისევ ის გამაყრუებელი ხმა გაისმა ოთახში, ნუცამ ვერც მოასწრო გაანალიზება ისე მოუდუნდა ლადოს ხელი რომლითაც ნუცას აკავებდა და სწრაფად დაეცა იატაკზე.
-სანდრო... -ხმადაბლა ჩაბურტყუნა ლიზამ და ქმარს განადგურებული მზერა მიაპყრო.
-დამთავრდა- ლიზას გვერდით ჩაიმუხლა სანდრო და მთელი სხეულით ზედ მიიკრო. -დამთავრდა ლიზა, დამთავრდა. -თავისთვის ბუტბუტებდა სანდრო და თმაზე ხელს რიტმულად უსვამდა. საერთოდ ვერაფერზე ფიქრობდა ნუცა, ერთადერთი რაც უნდოდა საყვარელი მამაკაცის ჩახუტება იყო თუმცა ადგილიდან ვერ იძვროდა, სულ რადენიმე წამის წინ მამამისმა მამა მოუკლა, ალბათ შიში იპყრობდა და ეს აკავებდა ერთ ადგილას, თუმცა ვაჩეს ეს არ ადარდებდა, იარაღი იატაკზე მიაგდო და მათ შორის მანძილი წამში დაფარა, მთელი ძალით მოხვია ნუცას ხელები და თავი მის თმებში ჩამალა.
-კარგად ხარ? -მცცირე პაუზის შემდეგ დუმილი ნუცამ დაარღვია.
-ამაზე უკეთ არასდროს ვყოფილვარ. -მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა და სხეულიდან მოშორდა რომ ოჯახის წევრებისთვის მასთან ახლოს ყოფნის საშუალება მიეცა. -მიუხედავად ამ გვამისა, შენთან არ დამიმთავრებია. -წამში დაფარა მანძილი მასსა და საბას შორის, ახალგაზრდა ბიჭს რომელსაც ხელებით ყავდა გაკავებული ანიშნა ხელი გაუშვიო და მთელი ძალით დაარტყა სახეში, როგორც კი ძირს დაეცა საბა მაშინვე ზემოდან მოექცა და ალბათ ყველა ძვალს დაულეწდა რომ არა სანდრო და ნუცა რომლებიც მაშინვე მისცვივდნენ და ყიფიანი ფეხზე წამოაყენეს.
-გაჩერდი ვაჩე. -ხელები გაუკავა სანდრომ და რამდენიმე ნაბიჯით უკან წამოიყვანა.
-შენთვის ეს გაკვეთილი თუ არ იქნება და ნუცას სახელს ერთხელ მაინც თუ ახსენებ ისე დაგასახიჩრებ დედაშენიც ვეღარ გიცნობს. -ღვარძლით ამოთქვა და ოთახში ახლად შემოსულ პოლიციელებს დააკვირდა რომლებსაც დამნაშავეები სათითაოდ გაჰყავდათ ოთახიდან. -მე ვიცი თქვენი წესები. -ღიმილით ამოთქვა ვაჩემ, მამამისს ხელში არაღი დააჭერინა და სასხლეტს თითი გამოკრა.
-რა ჯანდაბას აკეთებ? -თვალები წამოენთო სანდროს.
-ვაჩე...
-ახლა ვეღარავინ გეტყვის რომ უიარაღოს ესროლე. -მშვიდად მიუგო ვაჩემ და ნუცას პირდაპირ დადგა. -დამთავრდა გესმის? ამ დღის შემდეგ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. -ღიმილით მიუგო და ეზოში ნუცასთან ერთად გავიდა. -ვიცი რომ შესაფერისი არც დროა და არც ადგილი მაგრამ რაღაცის თქმა მინდა, უკვე ფაქტიურად სამჯერ ვთქვი მაგრამ მაინც, იცი რომ შენს მიმართ გულგრილი არ ვარ თუმცა არასოდეს დამიკონკრეტებია ეს რა გრძნობა იყო, ახლა ზუსტად ვიცი რომ მიყვარხარ, იმდენად მიყვარხარ რომ მზად ვარ ნებისმიერ წამს დაგითმო საკუთარი სიცოცხლე, იმდენად მიყვარხარ რომ შემიძლია გაგიიშვა კიდეც ჩემს გარეშე უფრო ბედნიერი თუ იქნები, შემ...
-შენს გარეშე ბედნიერი ვერ ვიქნები იმიტომ რომ შენ მიყვარხარ. -ღიმილით მიუგო ნუცამ და სხეულზე მთელი არსებით მიეკრო, ვერც კი წარმოედგინა მის იქით ცხოვრება თუ არსებობდა, თითქოს უკვე ყველაფერი ქონდა რაც სურდა...


***
4 დღის შემდეგ...
-ხელის დატვირთვას მოერიდე, უკვე მესამე ჭრილობა გაქვს, გაუფრთხილდი და რაც მთავარია ეგ არ მოიხსნა. - როგორც თავად ვაჩე ეძახდა „ხელკავზე“ მიანიშნა ექიმმა.
-რათქმაუნდა გაუფრთხილდება ექიმო, ცივ ნიავს არ მივაკარებთ. -თავზე ხელი გადაუსვა ანდრეამ
-აბა რა, წვნიანებსაც ჩვენი ხელით ვაჭმევთ. -მეგობარს მხარი აუბა გეგიმ.
-ახლა აქედან თუ აარ მოშორდებით ისეთ დღეში ჩაგაგდებთ წვნიანების ჭამა მილით მოგიწევთ. -დაიღრინა ყიფიანმა და კუთხეში მდგომ ნუცას გახედა რომელსაც თავი ელენეს მხარზე ჩამოედო და საკმაოდ ღრმა ფიქრებში წასულიყო.
-ბოდიშით რომ შემოგეჭერით.-მშვიდად შემოაბიჯა სანდრომ ოთახში. -ერთი წუთით ვაჩესთან მინდა საუბარი თუ კონსულტაცია დაამთავრეთ.
-მამა. -მძიმედ წამოიყო ნუცამ.
-კარგია რომ აქ ხართ, მეც მინდოდა თქვენთან საუბარი. -მშვიდად განმარტა ვაჩემ და ნუცას ანიშნა არაფერია დაველაპარაკები და მალე მოვალო. აივანზე გასვლისთანავე სანდრომ ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და ვაჩესაც საკმაოდ მეგობრულად შესთავაზა მოწევა, უარი არ უთქვამს, ახლა ეს ნამდვილად სჭირდებოდა.
-მოკლედ, მამაშენის დაკრძალვაზე მისმა ორმა მეგობარმა იზრუნა, გარეუბანში დაკრძალეს მშ...
-არ მითხრათ სად არის დაკრძალული თორემ შეიძლება მივიდე, ამოვთხარო და დავწვა. არ მინდა ვიცოდე რომ სადმე ახლოსაა. იყოს მიწის ქვეშ, აღარ მინდა მისი ნახვა ჩემს ფიქრებშიც კი.
-კარგი, გასაგებია. მინდა იცოდე რომ მის მოკვლას არ ვაპირებდი ვაჩე, უბრალოდ როცა საქმე ოჯახს ეხება...
-არ მჭირდება იმის ახსნა ეს რატომ გააკეთე სანდრო, მე გითხარი რომ უნდა მოგეკლა, იმიტომ რომ ასე იყო საჭირო, მე არ მაწუხებს ეს ფაქტი, პირიქით ახლა თავისუფლად სუნთქვის საშუალება შემიძლია, შემიძლია მიყარდეს შენი შვილი და მის გვერდით ვიყო ისე რომ არ მეშინოდეს იმის მამაჩემმა არ მოკლას. და ხო რაც შეეხება ნუცასთან ყოფნას, ხომ იცი რომ თავს არ დავანებებ?
-ვიცი.
-მაგრამ მე მაინც მინდა რომ ურთიერთობის წინააღმდეგი არც შენ და არც ლიზა არ იყოთ, ეს ნუცასთვისაც მნიშვნელოვანია და ჩემთვისაც, არ მინდა როცა ჩემთან შესახვვედრად გამოვა ტყუილების თქმა უწევდეს, მინდა იცოდეთ რომ ჩემთანაა, უსაფრთხოდაა და არაფერი დაემართება. ვერ დამიშლით მის სიყვარულს და ვერც მასთან ყოფნას, უბრალოდ მინდა როგორც ადამიანი ისე მიმიღოთ და არა როგორც ლადო ყიფიანის შვილი.
-შენ მაშინ მიგიღე როცა შუბლში ლამის ტყვია დაიხალე და კიდევ უფრო მეტად მაშინ როცა საკუთარი თავი დაჭერი. მე ვიცი რასაც გრძნობ ახლა, მეც ვიყავი შენი ასაკის, აღარ ვაპირებ ნუცასთან შეხვედრა აგიკრძალო, ან მასთან ერთად სადმე წასვლა, ერთად დროის გატარება, ახლა უკვე ვიცი რომ მიხედავ, საკუთარ თავზე მეტად. მინდა იცოდე რომ ჩემს ოჯახში მიღებული ხარ როგორც ამ ოჯახის წევრი, მაგრამ მაინც, თუ აწყენინებ...
-თუ ვაწყენინებ არამგონია მამაჩემზე უკეთესი დღე დამადგეს. -სიცილი ვერ შეიკავა ვაჩემ.
-მიხვედრილი ბიჭი ხარ. -სიცილით უპასუხა სანდრომაც და როგორც შემდეგ იხსენებდა ვაჩე ასე მიიღო „კურთხევა“ სანდროსგან.

***
-ისევ სვანეთში რატომ ვართ? დავიღალე უკვე, სადმე სხვაგან წავიდეთ. -აწუწუნდა ელენე როცა მანქანა სახლის წინ გაჩერდა.
-აქ იმიტომ ვართ რომ ნუცასთან ერთად ცხენით არ მიჯირითია, შენ და ანდრეას კი ურთიერთობა არ მოგიგვარებიათ და შენი კუთვნილი ტურიც არ მიგიღია სვანეთში.
-მერე ვისი ბრალია? ნუ დაჭრიდი საკუთარ თავს და მივიღებდი.
-ჩემი ძმაკაცი რომ დაასახიჩრე ეგეც შეგრჩეს. -სარკიდან გახედა ვაჩემ.
-არა კი მიხდება მაგრამ მაინც ვერ შევეჩვიე.
-ახლა ელენე გულში ფიქრობს რომ უზომოდ გიხდება, მაგრამ ვერ გეუბნება, დამიჯერე- დაამშვიდა ნუცამ და ელენესგან მშვენიერი ლაწანიც მიიღო
-ჩვენი გააჩერებაა ხალხო, ჩავედით ავტობუსიდან. -სიცილით ამოთქვა ანდრეამ და ელენეს კარი გაუღო.
-ჩემითაც შემიძლია. -მაინც გაჯიუტდა, ანდრეას ზურგი შეაქცია და მეორე კარიდან გადავიდა.
-სვანური თავგადასავლისთვის მოემზადეთ, საუკეთესო 1 კვირას გავატარებთ. -ღიმილით მიუგო ვაჩემ გოგოებს და სახლში პირველები შეუშვა.
-ამაზე მეტი რა უნდა ინატროს ადამიანმა? -ძმაკაცს გადახედა ანდრეამ.
-არვიცი, ყველაზე დიდ ბედნიერებას ნუცა მანიჭებს, სხვაზე არაფერზე ვოცნებობ.
-ანალოგიური მეთქმის მეც. -ღიმილით თქვა ანდრეამ და სახლში ვაჩესთან ერთად შევიდა...





************
უკვე დრო იყო ყიფიანის ერა დასრულებულიყო, მშვიდად ცხოვრება უნდა შეძლებოდა ამ ხალხს, ეს დაიმსახურეს.
მაქსიმალურად სწორად წარმოვაჩინე ყველა პერსონაჟი, ჩემი თვალით დანახული ისტორიის დასასრული ასეთი იყო. საბოლოოდ კმაყოფილი ვარ. მადლობა რომ კითხულობთ <3



№1 სტუმარი სტუმარი liii

დიდი ხანი ველოდებოდი,უკვე იმედგადაწურული...მაგრამ დაბრუნდი და ამისთვის დიდი მადლობა.
ისტორიას რაც შეეხება,იყო საკმაოდ გამართული,ძალიან კარგი სიუჟეტით,საოცარი პერსონაჟებით.
გეგი და ანდრია არიან მაგალითები როგორი უნდა იყოს მეგობარი,ამასთანავე ზე საოცარი ადამიანები.
ელენე ყველაზე კარგია,ვაღიარებ ნუცაზე მეტად მომეწონა ელენეს პერსონაჟი
ლადო,ყველაზე "ძლიერი"ყველაზე სუსტია,შემეცოდა ყველანაირად.სიყვარულის გამო გაბოროტებული ადამიანი საშინელებაა.
ლიზა და სანდრო არიან პერსონაჟები დადებითი და უარყოფითი მხარეების ამალით მაგრამ,მაინც საბოლოო ჯამში ძალიან კარგი ადამიანები.
ნუცა,მშვენიერი ძალიან კარგი გოგოა,რომელიც ღირსი იყო მსგავსი დასასრულის.
და ბოლოს,ამ ისტორიის მშვენება,მის გარეშე რომ არ ექნებოდა არაფერს ისეთი ეშხი როგორიც ქონდა,ვაჩე ყიფიანი.ვაჟკაცობის,ადამიანობის,სიყვარულის უნარის მქონე პიროვნების ნათელი მაგალითი.ყიფიანი სულ მიყვარდა ეს გვარი(ბებია მყავდა)მაგრამ ახლა,უფრო მეტად მომეწონა და შემიყვარდა.
ბოლოს,კიდევ ერთხელ მადლობა რომ ამ საიტს შემატე საინტერესო ისტორია,საინეტრესო პერსონაჟებით.
ჯერ კიდევ არაფერია ეს ისტორია,ნელ-ნელა კიდევ და კიდევ უნდა განვითარდე,შექმნა უკეთესი ისტორიები.
თუმცა დასაწყისი ძალიან მაგარი იყო.
პ.ს.ისე ვინც არ უნდა შექმნა,როგორი კარგიც არ უნდა იყოს შენი მომავალი პერსონაჟები ყიფიანი თავისი,მაცოცხლებელი ადამიანებით დარჩება ყველაზე კარგად რაც კი ოდესმე შეგიქმნია.
პ.პ.ს წარმატებები!

 


№2 სტუმარი Nene

ვაჩე ის პერსონაჟია რომელიც არცერთი გოგოსთვის არ მემეტება, შეგიძლია მაჩუქო? heart_eyes დიდი მადლობა ყველა იმ ემოციისთვის რომელიც მომანიჭე, უზომოდ გამიხარდა რომ დაბრუნდი და ისტორია დაამთავრე, თან ასე კარგად. kissing_heart წარმატებები და მალე დაბრუნდი ახალი ისტორიით kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიზი

რაკარგია ისერომ არდაგვტოვე დ მაინც დაასრულე ♡

 


№4  offline მოდერი ენქეი

სტუმარი liii
დიდი ხანი ველოდებოდი,უკვე იმედგადაწურული...მაგრამ დაბრუნდი და ამისთვის დიდი მადლობა.
ისტორიას რაც შეეხება,იყო საკმაოდ გამართული,ძალიან კარგი სიუჟეტით,საოცარი პერსონაჟებით.
გეგი და ანდრია არიან მაგალითები როგორი უნდა იყოს მეგობარი,ამასთანავე ზე საოცარი ადამიანები.
ელენე ყველაზე კარგია,ვაღიარებ ნუცაზე მეტად მომეწონა ელენეს პერსონაჟი
ლადო,ყველაზე "ძლიერი"ყველაზე სუსტია,შემეცოდა ყველანაირად.სიყვარულის გამო გაბოროტებული ადამიანი საშინელებაა.
ლიზა და სანდრო არიან პერსონაჟები დადებითი და უარყოფითი მხარეების ამალით მაგრამ,მაინც საბოლოო ჯამში ძალიან კარგი ადამიანები.
ნუცა,მშვენიერი ძალიან კარგი გოგოა,რომელიც ღირსი იყო მსგავსი დასასრულის.
და ბოლოს,ამ ისტორიის მშვენება,მის გარეშე რომ არ ექნებოდა არაფერს ისეთი ეშხი როგორიც ქონდა,ვაჩე ყიფიანი.ვაჟკაცობის,ადამიანობის,სიყვარულის უნარის მქონე პიროვნების ნათელი მაგალითი.ყიფიანი სულ მიყვარდა ეს გვარი(ბებია მყავდა)მაგრამ ახლა,უფრო მეტად მომეწონა და შემიყვარდა.
ბოლოს,კიდევ ერთხელ მადლობა რომ ამ საიტს შემატე საინტერესო ისტორია,საინეტრესო პერსონაჟებით.
ჯერ კიდევ არაფერია ეს ისტორია,ნელ-ნელა კიდევ და კიდევ უნდა განვითარდე,შექმნა უკეთესი ისტორიები.
თუმცა დასაწყისი ძალიან მაგარი იყო.
პ.ს.ისე ვინც არ უნდა შექმნა,როგორი კარგიც არ უნდა იყოს შენი მომავალი პერსონაჟები ყიფიანი თავისი,მაცოცხლებელი ადამიანებით დარჩება ყველაზე კარგად რაც კი ოდესმე შეგიქმნია.
პ.პ.ს წარმატებები!




მადლობა რომ კითხულობ და ასე დადებითად აფასებ ჩემს ისტორიას heart_eyes დიდი მოტივაცია მომეცი heart_eyes

 


№5  offline წევრი Lucien Vanserra

ვკითხულობდი ამ იტორიას და არ იყო ცუდი საერთო ჯამში მაგრამ ბოლოში რა იყო ეს? ჯერ გამეცინა მერე რაღაცნაირად ნერვები მომეშალა ისეთი უაზრო სიტუაცია იყო, თუ მაინცდამაიც ნარკოტიკი უნდა გაეკეთებინა რამე სხვა სიტუაცია მაინც უნდა მოგეფიქრებინა, როდის იყო ადამიანი რომელიც ადრე ნარკოდამოკიდებული იყო ნარკოტიკს იკეთებდეს სიმართლე და მოქმედების გამო თანაც იმიტომ რომ ურთიერთობის გამჟღავნების გამო გოგო უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდოს, ეს შტერი ნუცაც უყურებს გამოლენჩებული და არაფერს არ აკეთებს რომ ხელი შეუშალოს, კარგი რა

 


№6  offline წევრი kesane1700

ძალიან მომეწონა მართლა, ცრემლებს ვერ ვიკავებდი ბოლოს.
უმაგრესი იყო და ავტორიც ასეთია, ვამაყობ შენით. მალე ბესტსელერის ავტორობაც მომელოცოს heart_eyes

 


№7 სტუმარი სტუმარი მანანა

ღირდა ლოდინად♥️♥️ ძალიან კარგი იყო, დაველოდები თქვენს ახალ ისტორიებს, ოღონდ სრულად რომ დაიდება მერე წავიკითხავ ♥️♥️

 


№8  offline წევრი ელენე.ელე

მეტს ველოდი! იმედგაცრუება..

 


№9 სტუმარი სტუმარი ტატა

ძალიან სუსტი ისტორია,არადამაჯერებელი ყალბი პერსონაჟებით,არადა გაქვს ნიჭი,რომ უფრო უკეთესი რამე დაწერო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent