შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი აზრაელი ( ნაწილი 2 - თავი 1 )


28-08-2022, 10:20
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 682

- იქნებ კიდევ ერთხელ დაფიქრდე, -ბალახებზე ჩემს გვერდით წამოწოლილ ისრაფიელს გადავხედე და ისევ უცნაურად მოღრუბლულ ცას გავუშტერე მზერა.
- საკმარისია ლილა, უკვე რამდენჯერ ვისაუბრეთ ამ საკითხზე, მე კარგად ვარ, თავს ასეც მშვენივრად ვგრძნობ, თანაც არ ვიცით ეს შესაძლებელია თუ არა.
- თუ არ ვცადეთ ვერასოდეს გავიგებთ, -უკმაყოფილოდ ჩავიბურტყუნე და წამოვჯექი, თვალებმოჭუტულმა ყურადღებით შევათვალიერე მისი სახე, უდარდელად იწვა თავქვეშ ხელებ ამოდებული, კბილებში ბალახის ღერო ჰქონდა მოქცეული, ღეჭავდა, ცას შესცქეროდა და ჯერჯერობით შესაშურად მშვიდად გამოიყურებოდა, თუმცა არ ვიცი სადამდე გასტანდა ეს სიმშვიდე.
- მგონი კიდევ უფრო მეტი ჭაღარა გაგიჩნდა, -საფეთქელთან მსუბუქად შევეხე თითებით და მერე ტუჩის კუთხეზე გადავიტანე მზერა.
- შენ კი ისევ ისეთი ხარ როგორიც თვრამეტი წლის წინ იყავი, პატარა საყვარელი გოგონა, ცოტა ხანში ალბათ ქუჩაში ერთად რომ გავივლით მამა შვილად ჩაგვთვლიან, -უდარდელად გაიღიმა.
- ტუჩთან ახალი ნაოჭი გაქვს თუ მეჩვენება? -მის სევდანარევ იუმორს ყურადღება არ მივაქციე თუმცა ვიცოდი რომ ცოტაც და მოთმინებას დაკარგავდა.
ღრმად ამოისუნთქა და თვალები დახუჭა, ისეთი სახე ჰქონდა თითქოს თავი მოვაბეზრე, არადა დარწმუნებული ვიყავი რომ თითქოს კი არა მართლაც მოვაბეზრე თავი, თუმცა ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის რომ დახმარებაზე დამთანხმებოდა, არ შემეძლო ასე უბრალოდ მეყურებინა როგორ იკლავდა თავს ჩემი საყვარელი ქერათმიანი გოლიათი, მაშინ როცა შესაძლებელი იყო გადამერჩინა ჯერჯერობით მხოლოდ თეორიულად მაგრამ მაინც.
ერთხანს ასე უხმოდ იწვა, თითქოს რაღაც გადაწყვეტილებას იღებდა, მერე წამოიწია და ჩემს წინ ფეხმორთხმით დაჯდა, სახეზე ჩამოყრილი ქერა თმა ყურს უკან გადაიწია და გამიღიმა, რამდენიმე ნაოჭს სახეზე და ოდნავ ჭაღარაშერეულ თმას თუ არ ჩავთვლით ისევ ისეთი იყო როგორც თვრამეტი წლის წინ მაშინ როცა პირველად შევხვდი და დანიელმა მისი თავი გამაცნო, ჩვენი სახლის მისაღებში სხვა ანგელოზებთან ერთად მელოდა, მახსოვს როგორ თბილად ჩამეხუტა... ახლა კი ისე იქცევა თითქოს საერთოდ არაფერი არ ადარდებდეს, თითქოს ერთად არაფერი გადაგვიტანია, თითქოს მისთვის მნიშვნელოვანი არ იყოს რა მოუვა, თითქოს თვრამეტი წელი ერთი ოჯახივით არ გვიცხოვრია...
- არ მემეტები გესმის? არ მემეტები, -გამწარებულმა მთელი ხმით ვუყვირე, -ნუ მიყურებ ასეთი თვალებით, არ შემიძლია ისრაფიელ, შენ ჩემი ოჯახის წევრი ხარ, მიყვარხარ, გაფასებ, ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ, რატომ არ ცდილობ რომ გამიგო? -ხმა ჩამეხლიჩა და ცრემლებმა თავისით იპოვეს გზა...
- არ ვიმსახურებ რომ ჩემს გამო ტიროდე ლილა, -თბილი ხმით მითხრა და ფრთხილად მომწმინდა ცრემლები, ახლოს მივუჩოჩდი და მხარზე მივეხუტე, უკვე დიდი ხანია რაც ისრაფიელი ჩემი ერთგული მეგობარი და მესაიდუმლე იყო, მითუმეტეს მას შემდეგ რაც სამსახურის და პირადი ცხოვრების გამო ლუკა ჩემთვის ვეღარ იცლიდა, ჯესი კი ურიელთან ერთად მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ წავიდა.
- ყოველთვის რატომ ფიქრობ რომ არაფერს კარგს არ იმსახურებ? მხოლოდ იმის გამო რომ არასრულფასოვნების და დანაშაულის შეგრძნება გტანჯავს თავი უნდა მოიკლა? -კიდევ ერთხელ ამოვისლუკუნე და ცხვირი პირდაპირ სახელოზე გავუხახუნე, ხმამაღლა გაეცინა და თმები ამიჩეჩა.
- მორჩი წუწუნს და სხვა რამეზე ვისაუბროთ, მითხარი სიზმრებს კიდევ ხედავ?
- ცდილობ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანო?
- არა უბრალოდ მინდა გავიგო როგორ ხარ, -სრულიად გულწრფელი ჩანდა მაგრამ მე ხომ ვიცოდი, უბრალოდ ცდილობდა ჩემთან იმ საკითხზე საუბრისთვის თავი აერიდებინა რომ სულ მალე დაბერდებოდა და მოკვდებოდა, ამას ვერაფრით ვეგუებოდი, ვიცოდი შემეძლო მისი დახმარება, ამ წლების განმავლობაში აზრაელის და დანარჩენი ანგელოზების დახმარებით, ჩემში უამრავი სხვადასხვა უნარი აღმოვაჩინე, მე მათზე ყველაზე ძლიერი ვიყავი, შემეძლო მეცადა და ისრაფიელს უკვდავების დაბრუნებაში დავხმარებოდი, თუმცა ვერაფრით დავითანხმე, რატომღაც ეგონა რომ შეიძლებოდა ამით რამე დამშავებოდა, თანაც ფიქრობდა რომ წარსულში დაშვებული შეცდომების გამო უკვდავობას აღარ იმსახურებდა, თავი გადავაქნიე და ვცადე სხვა რამეზე მეფიქრა, ამ საკითხს შემდეგში კიდევ მივუბრუნდებოდი.
- წუხელ კიდევ დამესიზმრა იგივე ადგილი, -ოდნავ მოვშორდი რომ საუბრის დროს მისთვის სახეში მეყურებინა, -ყველაფერი ზუსტად იგივე იყო ოღონდ ამჯერად წითელ მოსასხამიანი კაცის გარდა სხვა ვიღაც ვნახე, ქერათმიანი ქალი მაღალი, ლამაზი...
- ოჰო, ეს პირველად მოხდა არა? ჯერ მხოლოდ ბუნდოვანი გამოსახულებები გესიზმრებოდა, მერე უცნობი და შეიძლება ითქვას არარსებული ადგილები, უკვე თითქმის ერთი წელია იმ წითელ მოსასხამიან კაცს ხედავ, რომელსაც ყოველ სიზმარში სხვადასხვა სახე აქვს, ახლა კი ეს ქალი...
- ჰო ცოტა უცნაურია, თანაც დამელაპარაკა, მითხრა რომ რენა ჰქვია და გამაფრთხილა რომ ვერიდო მას ვისაც გულწრფელი მზერა და ბნელი გული აქვს და ვისაც ერთი ხელის მოსმით შეუძლია ჩემი ცხოვრების შეცვლა, კიდევ ბევრი რამ მითხრა, რაღაც გამოცანებით მესაუბრებოდა მაგრამ ეს ყველაფერი ისეთი რეალური იყო...
- ეს უკვე სერიოზული რამ არის ლილა, ხომ იცი რომ შენი სიზმრები არასდროს არ არის უბრალოდ სიზმრები, როდის აპირებ რომ ეს ყველაფერი აზრაელს მოუყვე?
- არ ვაპირებ რომ ვუთხრა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არა, -ტუჩები გავბუსხე და თავი დამნაშავე ბავშვივით ჩავღუნე.
- ასე არ შეიძლება, ხომ იცი როცა გაიგებს...
- ისედაც ბევრი პრობლემები აქვს ისრაფიელ, ჩემს სიზმრებს და წინათგრძნობებს ვეღარ მოვახვევ თავზე, უკვე ერთი კვირაა ბიჭებს ნორმალურად არ უძინიათ, არაკეთილგანწყობილი დემონთა დაჯგუფებები ძალიან გააქტიურდნენ, ადამიანებზე თავდასხმები გახშირდა, ადრე მათ არ ხოცავდნენ მაინც, ახლა კი თავს ესხმიან, ვხედავ როგორ იღლებიან ყველა დემონებთან გაუთავებელი ბრძოლით, ურიელიც აღარ გამოჩნდა...
- მე კი მათ ვერაფრით ვეხმარები, -მაგრად შეკრული მუშტი მთელი ძალით დასცხო მიწაზე ისრაფიელმა და ამოიგმინა.
- მეც მაგას ვამბობ, ხომ ხედავ როგორ გვჭირდები, შენი ძალა, შენი უნარები გვჭირდება, უბრალოდ მენდე და უფლება მომეცი რომ ვცადო.
- გეყოფა გთხოვ, ისედაც ვერ ვარ კარგად, -კეფაზე შემოიჭდო თითები და თავი უკან გადახარა, ერთხანს ასეთ პოზაში იჯდა, მერე სახე ღიმილმა გაუნათა, მაშინვე მივხვდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ასეთი ღიმილის საბაბი.
- ადექი წავედით, დანიელა დაბრუნდა, -ხელი გამომიწოდა, წამოდგა და მეც წამომაყენა.
- ცოტა არ იყოს შენზე ვეჭვიანობ, -მხარზე დავეყრდენი და სახეში შევცინე, -ჩემი და აზრაელის შვილია მაგრამ მთელ სამყაროს ურჩევნიხარ, არასდროს არ იყენებს ჩემთან გონებრივ კავშირს, თქვენ კი სულ ასე ურთიერთობთ.
- ძალიან მიყვარს, ჩემს ცხოვრებას ახალისებს და მნიშვნელობას სძენს, ის რომ არა არ ვიცი... ალბათ ჩემს არსებობას აზრი არ ექნებოდა, რომ შემომხედავს ხოლმე თავისი ულამაზესი შავი თვალებით სადაც აშკარად ვხედავ როგორ ვუყვარვარ და ვჭირდები ვფიქრობ იქნებ ღირს საკუთარ თავს ვაპატიო... იქნებ ბოლო და ბოლოს უნდა დავემშვიდობო იმ ისრაფიელს რომელმაც ერთ დროს გიღალატათ...
- ჰო შენ ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდე, მაგალითად იმაზე რომ სულელი ხარ, ჩვენ დიდი ხანია ყველაფერი გაპატიეთ, იმაზეც იფიქრე რომ შენს შემთხვევაში ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს, თუ უკვდავობა დაკარგე და ჩვეულებრივი ადამიანი ხარ გონებრივ კავშირს როგორ იყენებ? ან ასე ნელა რატომ გემატება ასაკი, თვრამეტი წელი გავიდა შენ კი სულ რაღაც ორიოდე ნაოჭი გაქვს სახეზე, ისე გამოიყურები როგორც ადრე.
- შეიძლება ეს მამას კიდევ ერთი ტყუილი იყოს? -მკითხა მაგრამ ჩემთვის თვალებში არ შემოუხედავს, ალბათ ეშინოდა მათში იმედი არ დამენახა.
- რას გაიგებ გამორიცხული არაფერია, მითუმეტეს მის მერე რაც რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო ალთეინი მიწასთან გაასწორა და უგზო უკვლოდ აორთქლდა, მისგან ყველაფერი მოსალოდნელია.
- ჰოო ახლა მასზე ფიქრი ყველაზე ნაკლებად მინდა, ჯობია წავიდეთ, დანიელას აშკარად ერთი სული აქვს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მითხრას, ჰო მართლა ლილა, მგონი ისევ რაღაც დააშავა, ეცადე ძალიან მძაფრი რეაქცია არ გქონდეს კარგი?
- მოიცა როგორ თუ რამე დააშავა? დანიელთან ერთად არ იყო წასული?
- შენ გგონია რაკი დანიელი მასზე რამდენიმე ათასი წლით უფროსია მასზე მეტი ტვინი აქვს? როცა დანიელას გვერდითაა პატარა ცანცარა ბავშვივით იქცევა.
- ეს ყველაფერი არ მომწონს ისრაფიელ, ძალიან არ მომწონს.
- მაინც რა არ მოგწონს? -ეშმაკური ღიმილით გამომცდელად ჩამაცქერდა თვალებში, -დანიელა უკვე ჩვიდმეტი წლისაა და ბევრად უფრო ზრდასრულია ფიზიკურადაც და გონებრივადაც ვიდრე მისი ასაკის გოგონები არიან, ეს ბუნებრივიცაა, შენ რაც არ უნდა ეცადო, რაც არ უნდა იფიქრო ვერაფერს იზავ ასე რომ დამშვიდდი და დააცადე იცხოვროს.
როგორც ყოველთვის ისრაფიელი მართალი იყო, არასდროს ჩავრეულვარ დანიელას ცხოვრებაში უხეშად მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენად უმართავი გახდა აზრაელი რომ არა ალბათ ჭკუიდან შემშლიდა, დანი მამაზე გიჟდებოდა, მამა შვილზე უფრო მეტად მეგობრები იყვნენ, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რაც აზრაელი მისთვის ვეღარ იცლიდა ისრაფიელს უფრო მეტად მიეჯაჭვა, ჰო და კიდევ დანიელი, დანიელი რაც არ უნდა მომხდარიყო მისთვის ყოველთვის პოულობდა დროს, ზუსტად ერთნაირები იყვნენ, სიამის ტყუპებივით, ერთად დაბოდიალობდნენ უცნაურ ადგილებში, ერთად დაფრინავდნენ, ერთად ჩადიოდნენ უამრავ სისულელეს, ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ...
- წავიდეთ? -ისრაფიელის ხმამ გამომარკვია ფიქრებიდან, ხელი გამომიწოდა, თვითონ ჩვენი დახმარების გარეშე დროსა და სივრცეში გადაადგილება აღარ შეეძლო, რადგან სახლიდან საკმაოდ მოშორებით ვიყავით მოგვიწევდა ამ მეთოდისთვის მიგვემართა, ხელი ჩავჭიდე და რამდენიმე წამში უკვე ჩვენი სახლის შესასვლელთან ვიდექით.
- მოხვედით? -სახლიდან დანიელა გამოიჭრა და სირბილით გამოექანა ჩვენსკენ, როგორც ყოველთვის ახლაც შავები ეცვა, ვიწრო ჯინსი, მოკლემკლავიანი ტოპი და სპორტული ფეხსაცმელი, გრძელი თმა კეფაზე ცხენისკუდად ჰქონდა შეკრული, საშუალო სიმაღლის იყო, გამხდარი, დიდი შავი თვალებით, ვარდისფერი გაბუშტული ტუჩებით და სხეულის იდეალური პარამეტრების მქონე, ფაქტიურად ერთი ასაკისას ვგავდით, ამის გამო ხშირად უხერხულ და სასაცილო სიტუაციაშიც ჩავვარდნილვართ როცა ხალმხრავალ ადგილზე ყოფნისას სპეციალურად ხმამაღლა გვეძახდა ხოლმე მე და აზრაელს დედიკოს და მამიკოს და ამით ყველას ყურადღებას იქცევდა.
ის იყო მეგონა ჩამეხუტებოდა რომ ისრაფიელს შეახტა, კისერზე ჩამოეკიდა და ფეხები წელზე შემოხვია, მერე კი მასზე ჩახუტებულმა გამომხედა და საყვარლად ამიხამხამა თვალები, ღიმილი ვერ შევიკავე.
- ახლა რაღა დააშავეთ შენ და დანიელმა? ასე რომ მიყურებ ვხვდები რომ რაღაც სერიოზული ხდება და გინდა რომ თავი შემაცოდო.
- არა რა ძალიანაც რომ მინდოდეს ვერაფერს გამოგაპარებ, -საყვარლად ჩაიხითხითა, ისრაფიელს მოშორდა და ახლა მე ჩამეხუტა, ხელი მაგრად მოვხვიე, მკერდზე მივიკარი და სახე მის სურნელოვან თმებში ჩავრგე, საყვარლად მითათუნებდა ხელებს ზურგზე და კატასავით კრუტუნებდა.
- სერიოზული მართლა არაფერია დედიკო, შეგიძლია დანიელს კითხო, ჩემთან ერთად იყო, უბრალოდ ცოტა გავერთეთ და ეს არის.
- ისრაფიელ გესმის? დედიკო დამიძახა, ხომ წარმოგიდგენია რა ჩაიდინეს, რა ქენით რამე დაანგრიეთ, გადაწვით, თუ წარღვნა გამოიწვიეთ?
ისრაფიელი გვიყურებდა და გულიანად იცინოდა, მშვენივრად იცოდა საბოლოოდ ყველაფერი მაინც ისე იქნებოდა როგორც ეს პატარა თავნება ქალბატონი ისურვებდა, ყოველთვის ახერხებდა ჩემთვის გულის მოლბობას...
- დანიელი სად არის? -რაც შემეძლო მკაცრი ხმით ვიკითხე.
- ძალიან გთხოვ არ უსაყვედურო, -თვალებში მუდარა გაუკრთა და სადღაც ჩემი გულის სიღრმეში დაბადებულმა ეჭვმა ნელ-ნელა დაიწყო დღის სინათლეზე გამოსვლა.
- სად არის? -ცივად გამოვცერი კბილებში.
- მამას ესაუბრება, სახლის უკან არიან ვერანდაზე.
- სახლში შედით მეც მალე მოვალ, -ისრაფიელი და დანიელა ერთმანეთს შევატოვე და ვერანდისკენ გადავუხვიე.
- დედა, -მომესმა დანიელას ხმა სანამ სახლის კუთხეს მოვეფარებოდი, შევდექი და მისკენ შევბრუნდი, ცალ ფეხს ეყრდნობოდა და ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ თითებს აწვალებდა.
- სიტყვა არ მოგიცია რომ არ ეჩხუბები, -ისეთი სახით მიყურებდა ვიღაც უცნობს რომ დაენახა და მისთვის მოესმინა აუცილებლად იფიქრებდა რომ ჩემთვის დანიელთან ჩხუბი ჩვეულებრივი ყოველდღიურობა იყო არადა ვერასდროს ვახერხებდი მასზე გაბრაზებას ან როგორ უნდა გავბრაზებულიყავი როცა ვიცოდი რომ ყველაფერი ამ პატარა მანიპულატორის ბრალი იყო, ჰმ, ჯერ დაუფიქრებლად ხვევს ათას სხვადასხვა შარში მერე კი ცდილობს დაიცვას, თავი ღიმილით გადავაქნიე და ზურგი შევაქციე, ორმხრივად ჩამწკრივებულ ვარდებს შორის მივაბიჯებდი წითელი ქვით მოკირწყლულ ბილიკზე, მიყვარდა აქაურობა, მიყვარდა ეს უზარმაზარი ძველი შენობა რასაც სახლს ვეძახდით, უძველესი ხეებით, სხვადასხვა ნარგავებით, ყვავილებით და მწვანე მდელოებით მოფენილი ბაღიც მიყვარდა, აქ იყო ჩემი ცხოვრება, პირველად ზუსტად აქ ვიგრძენი რომ საკუთარ სახლში ვიყავი და მას შემდეგ ეს გრძნობა არ გამქრალა, ჩემი თითქმის ყველა ტკბილი მოგონება აქაურობას უკავშირდება, აქ დაიბადა დანიელა, აქ ცხოვრობს ჩემი აზრაელი...
ვერანდას მივუახლოვდი თუ არა მისი სურნელი ვიგრძენი, ანგელოზებსაც კი დაუჯერებლად ეჩვენებოდათ როცა ვამბობდი რომ ამსიშორიდან მის სურნელს ვგრძნობდი, მხოლოდ მისას, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი აზვირთებული ოკეანის გრილი და დამათრობელი არომატი, სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა...
- მომენატრე, -ყურთან ჩამესმა მისი ჩურჩული და მერე ძლიერი ხელები ვიგრძენი წელზე, ამოვიოხრე და კეფით მხარზე მივეყრდენი, ცალი თვალით გავხედე ვერანდაზე მდგომ დანიელს რომელიც ღიმილით გვიყურებდა, მოსალმების ნიშნად თავი დამიკრა და შესასვლელისკენ წავიდა სადაც უკვე ელოდებოდა დანიელა რომელმაც ხელში ხელი ჩაავლო და შეიძლება ითქვას რომ ძალით შეათრია მისაღებში, სახე უკმაყოფილოდ შემეჭმუხნა.
- არ გინდა ახლა ამაზე ნუ იფიქრებ, მე უკვე ველაპარაკე დანიელს და ყველაფერს აგიხსნი, ოღონდ ახლა არა, ძალიან მომენატრე, ორი დღეა არ მინახიხარ და ხომ იცი ვგიჟდები როცა შენგან შორს ვარ და შენი შეხება და შეგრძნება არ შემიძლია...
მაცდური, ვნებამორეული ხმით მეჩურჩულებოდა, მის მკლავებში შემოვბრუნდი და საყვარელ შავ თვალებს შევეჩეხე რომლებიც სიყვარულით და მონატრებით ჰქონდა სავსე.
- არ შეცვლილა ისევ ისეთია, -ჩემდაუნებურად წამომცდა.
- რას გულისხმობ? -გაოცებულმა შემომხედა.
- შენს მზერას, მინდა რაღაცაში გამოგიტყდე, თავიდან როცა ურთიერთობა დავიწყეთ მეშინოდა...
- გეშინოდა? რისი?
- იმის რომ შენი მზერა შეიცვლებოდა, რომ ერთხელაც შემომხედავდი და შენს თვალებში იმ სიყვარულს, სითბოს და აღფრთოვანებას ვეღარ დავინახავდი რასაც ახლა ვხედავ.
გაეღიმა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია ერთხანს უსიტყვოდ ჩამცქეროდა თვალებში და მერე როცა მისმა მზერამ ოდნავ ქვემოთ გადაინაცვლა მოსალოდნელი სიამოვნების მოლოდინში ოდნავ შევხსენი ბაგეები, აღარ დაუყოვნებია, მწყურვალივით დამეწაფა და რამდენიმე წამით სუნთქვა შემიკრა, მის მკლავებში მოქცეულს და სიამოვნებისგან თვალებ მილულულს საერთოდ არ მიგრძვნია დროსა და სივრცის ცვლილება, ჩვენი პატარა, წითელსახურავიანი სახლის წინ მოვედი გონს, ხელში ამიტაცა და სირბილით ამატარა კიბეები, საძინებლამდეც კი ვერ მივაღწიეთ, მისაღებშივე გამხადა მაისური და შარვალი, ბუხრის წინ გაშლილ ფუმფულა ხალიჩაზე დამაწვინა და ზემოდან ანთებული თვალებით დამხედა, შავი სწორი თმა უწესრიგოდ ჰქონდა სახეზე და მხრებზე ჩამოყრილი, მკერდი ძალუმად აუდ ჩაუდიოდა, ნამდვილი სრულყოფილება იყო, ფრთხილად შევეხე იარას რომელიც მარჯვენა მხრიდან იწყებოდა მთელ მკერდს სერავდა და მუცლამდე ჩამოდიოდა, ჩამოვყევი და წამით შარვლის სათავესთან შევჩერდი, აცახცახებული თითებით გავუხსენი ღილები, მთელი სხეული მითრთოდა და რაღაც ძალა ჩემგან დამოუკიდებლად მეწეოდა მისკენ, სიგიჟემდე, ჭკუიდან შეშლამდე მსურდა, ერთი სული მქონდა ჩემში მეგრძნო, ვხედავდი როგორ უჭირდა თავის შეკავება რომ ჩემთვის მოქმედების საშუალება მიეცა, ვერც შეიკავა...

ჯერ კიდევ ეიფორიაში მყოფი მის მკერდზე მისვენებული ვცდილობდი აჩქარებული გულისცემა დამემშვიდებინა, ის კი ჩემს თმაში, შიშველ ზურგზე და მხრებზე დაასრიალებდა თითებს და პირზე ღიმილი ხოლო სახეზე ნეტარი გამომეტყველება არ შორდებოდა, საოცარ კმაყოფილების და სისავსის შეგრძებას მთლიანად მოეცვა ჩემი სხეული და ახლა სხვა არაფერი მინდოდა გარდა მის გვერდით ასე გაუნძრევლად წოლისა და იმის შეგრძნებისა რომ მთლიანად მე მეკუთვნოდა, ჩემი იყო, მხოლოდ ჩემი, ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა მისი სიახლოვისა, ნუთუ შეიძლება ეს ყველაფერი ყოველ ჯერზე უფრო და უფრო უკეთესი იყოს? თურმე შეიძლება...
- ამაღამ აქ დავრჩეთ, დილით შენთვის საუზმეს მოვამზადებ, ვისაუზმოთ და ისე დავბრუნდეთ სახლში რას იტყვი? -მისმა ხმამ გამომარკვია ბურანიდან, წამოვჯექი და იქვე მიგდებული მისი მაისური გადავიცვი.
- მერე დანიელა? ჯესიც არ არის რომ ყურადღება მიაქციოს.
- დანიელა უკვე დიდი გოგოა ლილა, რამდენიმე თვეში თვრამეტი წლის გახდება, თავისუფლად შეუძლია საკუთარ თავს მიხედოს, თანაც ისრაფიელი და დანიელიც სახლში იქნებიან და ყურადღებას მიაქცევენ, ნურაფერზე იფიქრებ, -წამოიწია, ჩემს წინ ფეხმორთხმით დაჯდა და ჩემი ხელები ხელებში მოიქცია, -ხომ არ გეჩვენება რომ ზედმეტად ღელავ მასზე.
- არ ვიცი როგორ გითხრა, -თავი ჩავღუნე და ვეცადე როგორმე თავი მომეყარა სიტყვებისთვის, -მისი და დანიელის ურთიერთობა...
- ვიცი, ვიცი რის თქმასაც ცდილობ.
- იცი? როგორ თუ იცი? რამდენი ხანია ხვდები?
- მამამისი ვარ და მშვენივრად ვიცი რას გრძნობს და ფიქრობს, დანიელს კი საკუთარი თავივით ვიცნობ და ძალიანაც რომ უნდოდეს მაინც ვერაფერს გამომაპარებს, არც უცდია ასეთი რამის გაკეთება, დღეს საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა ჩემთან საუბარი.
- რა გითხრა?
- ის რაც შენც და მეც მშვენივრად ვიცოდით, დანიელა უყვარს, თუმცა დანიელამ ამის შესახებ არაფერი იცის, მაგრამ მე ხომ ვამჩნევ რაც ხდება, დანიელის მიმართ განსაკუთრებულ მიზიდულობას გრძნობს, ის რაც მათ შორის ხდება ნამდვილად მეგობრობაზე მეტია.
- ამ ყველაფერზე ასე მშვიდად როგორ საუბრობ? -გაკვირვებული ჩავაშტერდი თვალებში მაგრამ მათში უკიდეგანო სიმშვიდისა და სითბოს მეტი ვერაფერი აღმოვაჩინე.
- სამყაროში იმდენ ხანს რომ გეცხოვრა რამდენიც მე მიცხოვრია, ამ ყველაფერს უფრო მსუბუქად შეხედავდი, იქ სადაც საქმე ნამდვილ და გულწრფელ გრძნობებს შეეხება ზედმეტად არ უნდა ჩაერიო, დანიელს შენც კარგად იცნობ, არასდროს გააკეთებს რამე ისეთს რაც ჩვენს გოგოს გულს ატკენს, მიუხედავად იმისა რომ მასზე გიჟდება ესმის რომ დანიელა ჯერ ამ ყველაფრისთვის მზად არ არის და ამიტომაც მხოლოდ მისი მეგობრის როლს სჯერდება, უბრალოდ მის გვერდით არის, იცავს, ეხმარება, უსმენს და ელოდება როდის გაითავისებს დანიელა იმას რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილები, მერწმუნე ამისთვის ასეულობით წელიც რომ დასჭირდეს ლოდინი დაელოდება...
- ნამდვილი საოცრება ხარ, გისმენ და ვერ ვხვდები როგორ შეგიძლია ასეთი იყო, ცოტათი მშურს კიდეც შენი, ერთი წვეთი ეგოიზმიც კი არ ბუდობს შენს არსებაში...
- ამაზე ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი, გგონია მართლა ასე ადვილად ვუყურებ ყველაფერს? უბრალოდ დანიელს ვენდობი, ვიცი მის გვერდით კარგად იქნება, ის ყველასა და ყველაფრისგან დაიცავს და ადამიანებთან ურთიერთობისას მოსალოდნელ იმედგაცრუებებსაც ააცილებს, მერწმუნე ვიცი, თუ ვერ შეატყობს რომ დანიელას მის მიმართ გრძნობები აქვს ერთ სიტყვასაც კი არ ეტყვის, ამ მხრივ მშვიდად ვარ, ახლა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია რომ დანიელა უსაფრთხოდ იყოს.
მშვიდად, ღიმილით მესაუბრებოდა მაგრამ არასოდეს გამჭირვებია მისი მოჩვენებითი სიმშვიდის უკან დამალული ღელვის და შფოთვის დანახვა, რაღაც ხდებოდა რასაც მიმალავდა და ახლა საუკეთესო დრო იყო რომ ამ ყველაფერზე გვესაუბრა.
- რა ხდება აზრაელ? იქნებ დროა ყველაფერი მომიყვე, რა საფრთხეზე საუბრობ, ოღონდ არ მითხრა რომ ეს უბრალოდ სიტყვის მასალად გამოიყენე, მართალია ამ ბოლო დროს თქვენს საქმიანობაში ნაკლებად ვერევი მაგრამ ვხვდები რომ ყველაფერი რიგზე არ არის, ახლა კი დანიელას უსაფრთხოებაზეც საუბრობ...
- ჰოო მგონი დროა ყველაფერი მოგიყვე, უბრალოდ აქამდე ამ ყველაფერში დარწმუნებული არ ვიყავით ამ ორი დღის წინ კი მე და რემიელმა რაღაც-რაღაცეები გავარკვიეთ, საქმე არც ისე მარტივადაა, მოდი რამე მოვამზადოთ, ვივახშმოთ და მერე ყველაფერს მოგიყვები.
ხელი გამომიწოდა რომ წამოდგომაში დამხმარებოდა, ერთად მოვამზადეთ ვახშამი და აივანზე წითელი ღვინის თანხლებით მივირთვით, ხელში ჭიქით, მის მხარს მიყრდნობილი ვიჯექი სარწეველა სავარძელზე და მონუსხული ვუყურებდი როგორ ლივლივებდნენ მოსარკულ ტბაში მთვარის სხივები, ველოდი როდის დაიწყებდა საუბარს...
- უცნაური რაღაცეები ხდება ლილა, -მის ხმაში შერეულმა დაძაბულმა ნოტებმა მეც მაიძულა კომფორტის ზონიდან ქარიშხლის მომლოდინე მდგომარეობაში გადამენაცვლა.
- რაც მამა წავიდა და მიგვატოვა, მას შემდეგ შენც იცი რამდენი წელი ვიცხოვრეთ მშვიდად, ყველაფერი კარგად იყო, დემონები ისედაც ცოტანი იყვნენ დარჩენილები და თანაც ასე თუ ისე ცდილობდნენ ზედმეტად არ შეგვჩხიროდნენ თვალში, ბელიზარი, აგარესი და ასტაროტი, პირნათლად ასრულებდნენ ჩვენი შეთანხმების პირობებს და ასე თუ ისე მშვიდობიანად ვცხოვრობდით მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა ვამჩნევთ რომ რაღაც შეიცვალა, ჯერ კარგად ვერ გავარკვიეთ რა, უცნაური არსებები გამოჩნდნენ რომლებიც დემონთა რამდენიმე რადიკალურად განწყობილ დაჯგუფებას ჩაუდგნენ სათავეში.
- უცნაურ არსებებში რას გულისხმობ?
- უცნაურ არსებებს, -ხელები გაშალა და გაიღიმა, ვერ გავარკვიეთ ვინ არიან, მაგრამ ვიცით რომ არც დემონები არიან არც ანგელოზები და არც ადამიანები, უამრავი მცდელობის მიუხედავად ჯერჯერობით ვერცერთი ვერ მოვიხელთეთ, ქაოსის და არეულობის შექმნას ცდილობენ და უნდათ ამ არეულობით თავიანთი ნამდვილი მიზნები შენიღბონ.
- და რა არის მათი მიზანი?
- ზუსტად ამის გარკვევას ვცდილობთ, თითქოს რაღაცას ნიადაგს უსინჯავენ, ცდილობენ იმაში რასაც აკეთებენ დარწმუნებულები იყვნენ.
- და მე ამ ყველაფერს ახლა რატომ ვიგებ? -ნაწყენმა ჩავიბურტყუნე მოვშორდი და სავარძლიდან ავდექი,
-შეგეძლო ჩემთვის თავიდანვე ყველაფერი გეთქვა, იქნებ შემეძლო და დაგხმარებოდით.
- შეძლებდი კიდეც უბრალოდ ჯერ მინდოდა გამერკვია რა ხდებოდა, ეს არის და ეს, არ იფიქრო რომ რამეს გიმალავ, უბრალოდ მინდა რომ შენ და დანიელა უსაფრთხოდ იყოთ, ამიტომაც გთხოვე ისრაფიელი დაგერწმუნებინა შენთვის დახმარების საშუალება მოეცა, ვიცი რომ გიყვარს და გინდა დაეხმარო, დარწმუნებული რომ არ ვიყო რომ შენთვის უსაფრთხოა ხომ იცი არ გთხოვდი, ვიცი, ვგრძნობ ცოტა ხანში დადგება დრო როცა მისი უნარები ძალიან დაგვჭირდება, რაღაც ძალიან სახიფათო გვიახლოვდება და მზად უნდა დავხვდეთ, შეიძლება ბრძოლამაც მოგვიწიოს როგორც ძველ დროში...
სახეზე უცნაური ღიმილი გადაეფინა და თვალები აენთო, ბრძოლაზე როგორც დიდი ხნის მონატრებულ საყვარელ საქმიანობაზე ისე საუბრობდა, უნებურად გამეღიმა და მთლად ამერია თავგზა როცა გამახსენდა თუ როგორი სექსუალური იყო საბრძოლოდ გამოწყობილი, ტყავის ქურთუკით და სამხედრო ბოტებით, ხელში ხმლით...
- მოდი ჩემთან, -ჩვეული მომნუსხველი ღიმილით გამიღიმა და მუხლზე დაირტყა ხელი, კალთაში ჩავუჯექი და მივეხუტე.
- შენი აზრით რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი გგონია რომ პროფესორი დაბრუნდა?
- არა, ვფიქრობ რაღაც უფრო სახიფათო და მნიშვნელოვანი ხდება ვიდრე მისი დაბრუნებაა, ხვალ ჯესი და ურიელიც ბრუნდებიან, მთელი ოჯახი ერთად შევიკრიბებით და სამოქმედო გეგმას დავსახავთ, -ჩამეღიმა და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ბედნიერებისგან პირთამდე ავივსე, მისი ბაგეებიდან მოსმენილი სიტყვა ‘’ოჯახი’’ სულ სხვაგვარად ჟღერდა...

ერთმანეთის ფერებით დაღლილებს შუაღამისას ჩაგვეძინა ჩვენს ძველ საძინებელში, იმ ღამით კიდევ ერთხელ მესტუმრა სიზმარში წითელმოსასხამიანი მამაკაცი, ყველაფერს ზედმეტად ცხადად ვხედავდი და აღვიქვამდი, მისი გახშირებული სუნთქვა მესმოდა, მის სიახლოვეს ვგრძნობდი, როგორც კი დავინახე მაშინვე მივხვდი რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, საძინებელში უცნაური ნისლი იდგა, საწოლზე ვიწექი და ვერ ვინძრეოდი, ის ჩემს წინ იდგა და ხელში ნაცრისფრად მოელვარე დანა ეჭირა, გაჭირვებით მივაბრუნე თავი და უშფოთველად მძინარე აზრაელს გადავხედე, წითელ მოსასხამიანიც მას უყურებდა, თვალს არ აშორებდა, მინდოდა მეყვირა, მინდოდა გამეღვიძებინა, მაგრამ ვერ ვახერხებდი, ნელი ნაბიჯით მოუახლოვდა საწოლს, კიდევ ერთხელ შეათვალიერა და საზარლად გაიღიმა, მერე კი ხელით ზურგსუკან ვიღაცას რაღაც ანიშნა, ნისლიდან მაღალი ჩალისფერ თმიანი ახალგაზრდა მამაკაცი გამოვიდა, ლურჯი თვალებით და ქანდაკებასავით ცივი და უმეტყველო სახით, წითელმოსასხამიანს მიუახლოვდა, დანა ჩამოართვა და მაღლა ასწია...



იმედია ისრაფიელი აზრს შეიცვლის და ისევ ანგელოზთა გუნდს შეუერთდება❤️ ყველაფრის მიუხედავად ეს პერსონაჟი მომწონდა და მომწონს❤️
დანიელა და დანიელი . სახელებიც როგორი მსგავსია❤️ საინტერესო იქნება ამათი ხაზი. კიდევ უფრო საინტერესო რა ძალების მფლობელია დანიელა.
რაღაც სიზმრები ვერ მომწონს. და ეს ახალი არსებები საიდან გაჩნდნენ? იმედია ისევ პროფესორის ამბები არ არის.
ველოდები შემდეგს❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent