შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი აზრაელი ( ნაწილი 2 - თავი 2 )


31-08-2022, 22:22
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 9 051

- იქნებ დროა ყველაფერი მომიყვე, -წელსზემოთ შიშველი აზრაელი ვერანდაზე მდგარ სავარძელში ჩაესვენა და გამომცდელი მზერა შემავლო.
- რატომ არ მითხარი რომ სიზმრებს ხედავდი? შენი სიზმრები არასდროს არ არის უბრალო სიზმრები, დაგავიწყდა რა მოხდა როცა ძილის დროს რამდენჯერმე ალთეინში მოხვდი?
- ჰო მაგრამ შენ ამ ბოლო დროს ისეთი დაკავებული იყავი, არ მინდოდა შენთვის ზედმეტი პრობლემები შემექმნა თანაც სახლში დამცავი ფარების გამო ვიცოდი რომ არაფერი მემუქრებოდა თუმცა ვეღარ გავითვალისწინე რომ აქ...
- ჰო ვეღარ გაითვალისწინე რომ აქ ისეთი დაცვა არ გვაქვს.
- უნდა მეთქვა შევცდი, -თავი დავხარე, ნელი ნაბიჯით მივედი მასთან მის მუხლებზე მოვთავსდი და ზურგით მკერდზე მივეკარი.
- ისე კაცმა რომ თქვას შენც არ ყოფილხარ მაინცდამაინც გულწრფელი ჩემთან მიმართებაში, საიდან იცოდი რაც მოხდებოდა? ან ის ჩალისფერთმიანი ბიჭი რატომ დაგვეხმარა? მას იცნობ არა? იცოდე თუ მეტყვი რომ ახლაც სატყუარად გამომიყენეთ როგორც მაშინ ბარში დემონის დაჭერას რომ ცდილობდით საშინლად გავბრაზდები.
- დამშვიდდი საყვარელო, -ჩაიჩურჩულა, სახე ჩემს ყელში ჩარგო და მაისური რომელიც საჯდომს ძლივს მიფარავდა და მის ქვეშ მხოლოდ თხელი შავი მაქმანებიანი საცვალი მეცვა მხურვალე თითებით ზემოთ ამიწია, -ხომ იცი ისეთს არასდროს არაფერს გავაკეთებ რაც შენ გავნებს და გულს გატკენს, უბრალოდ მოდუნდი და მენდე, -მეჩურჩულებოდა და თითებს ჩემს უკვე წელსზემოთ შიშველ სხეულზე და თავისუფლად გაშლილ თმაში დაასრიალებდა, ვერ ვხვდებოდი როდის გამხადა მაისური ან როდის გამიშალა თმა, ვიცოდი რომ ჩემი ყურადღების გადატანას ცდილობდა რათა ის პრობლემები და კონფლიქტი აეცილებინა თავიდან რაც ჩემს გაბრაზებას მოყვებოდა მაგრამ მისი ალერსი ისე მსიამოვნებდა რომ ვეღარაფერზე ვფიქრობდი, იცოდა, მშვენივრად იცოდა რასაც მმართებდა მისი სიახლოვე და ამას ჩემს დასამორჩილებლად ოსტატურად იყენებდა, თუმცა იმასაც ვგრძნობდი როგორ გიჟდებოდა ჩემზე და ეს არანაკლებ მსიამოვნებდა და აღმაგზნებდა...
შევბრუნდი მოხერხებულად მოვთავსდი მის ფეხებზე, თითისწვერებით გრილ ხის იატაკს დავეყრდენი და მხრებზე ჩავეჭიდე, ანთებული მზერა შემავლო, საჯდომზე მტკივნეულად მომიჭირა თითები, ოდნავ დაიხარა და ჩემი გამაგრებული კერტები კბილებში მოიქცია, მერე კი ზემოთ ამოუყვა მტანჯველად ნელი მხურვალე კოცნებით და ახლა ჩემს ყელში ჰპოვა სავანე, თავი უკან გადავაგდე და შეუკავებელი კვნესა აღმომხდა, თითები მის დაკუნთულ მკერდზე და მუცელზე ჩავასრიალე, შარვალი ქვემოთ ჩავუწიე და გამაგრებული ასო ხელში მოვიქციე, ამჯერად მისი ოხვრის დრო დადგა, თეძოებში ჩამაფრინდა, ცალი ხელით წამოდგომაში დამეხმარა მეორეთი საცვალი გადამიწია და ზედ შემომისვა...
რამდენიმე წამს გაუნძრევლად ვიჯექი და იმ შეგრძნებებით ვტკბებოდი რომლებსაც მისი ჩემში ყოფნა იწვევდა, მერე მოძრაობა დავიწყე, ისიც ამყვა და ძლიერი ბიძგებით ამიყვანა სიამოვნების მწვერვალამდე, მასთან სიახლოვის დროს ხშირად მიჭირდა თავის გაკონტროლება, ასე რომ ახლაც ყველაფერი ჩემმა ფრთებმა დააგვირგვინა რომელიც რატომღაც უკითხავად გაიშალა და თეთრად აციმციმდა, ღონემიხდილი მივეყრდენი აზრაელს მკერდზე, უზარმაზარი ფრთები სავარძელს შემოვხვიე და იქაურობა რბილი ფეერიული ნათებით ავავსე, დიდხანს ვისხედით ასე ერთმანეთზე მიკრულები და ერთმანეთის გულისცემას ვუსმენდით.
- ძალიან მომწონს რომ სექსის დროს შენი ფრთები ანათებს, ვერ შევეჩვიე, ეს სანახაობა ყოველთვის მაღელვებს, -მშვიდი კმაყოფილი ხმით ჩაილაპარაკა, მანათობელ ბუმბულებს თითებით წაეთამაშა, ფრთხილად წამოდგა და მეც წამომაყენა.
- ეს ვერანდა შენი ფრთებისთვის აშკარად ვიწროა, -სიცილით მიმითითა დამსხვრეულ ყვავილის ქოთნებზე, მხრები შევარხიე და როგორც კი ფრთები დავკეცე მაშინვე გადავიცვი მაისური, ღიმილით მივეყრდენი სახლში შესასვლელი კარის ჩარჩოს და სიამოვნებით შევავლე თვალი მის უზადო ფიგურას...
- ლილა რა კარგია რომ ჯერ არ წასულხართ, -ჩვენი მეზობელი მოხუცი მისის ბენეტის ხმამ შეგვაწყვეტინა თვალებით ფლირტი, სახლის გვერდზე ჩაყოლებული წითელი ქვით მოკირწყლული ბილიკი გამოიარა და ვერანდაზე ამოვიდა, ხელში თეთრხელსახოც გადაფარებული მოწნული კალათა ეკავა.
- კრემიანი ფუნთუშები და ჩემი საფირმო ვაშლიანი ღვეზელები გამოგიცხვეთ, გახსოვს წინაზე რომ მოგეწონა? -შესცინა აზრაელს და კალათა იქვე მაგიდაზე დადო, არ გამკვირვებია რომ ასე ჩუმად მოგვეპარა და ძაღლსაც კი არ გაუღია ხმა მისი შემოსვლისას, ჩვენს ეზოს სახლს და ცხოველებს ის და მისი მეუღლე უვლიდნენ როცა აქ არ ვიყავით, საყვარელი ხალხი იყო და ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, ვერ ვიტყვი რომ ჩვენს შესახებ ყველაფერი იცოდნენ მაგრამ რათქმაუნდა ხვდებოდნენ რომ ჩვეულებრივი ადამიანები არ ვიყავით, თუმცა არასდროს არაფერს გვეკითხებოდნენ, ეს ბევრად გვიადვილებდა მათთან ურთიერთობას.
- მადლობა მისის ბენეტ რატომ შეწუხდით, -კალათიდან ფუნთუშა ამოვიღე და მადიანად ჩავკბიჩე, ღიმილით მომიახლოვდა აზრაელი ტუჩის კუთხეში შერჩენილი კრემი მომწმინდა და თითი გაილოკა.
- ერთმანეთს ძალიან უხდებით, -ნაცრისფერი თვალები უცნაურად აუციმციმდა მოხუცს და ვერანდა ყურადღებით მოათვალიერა.
- ისევ იცელქეთ არა? არაფერზე იდარდოთ ამ ქოთნებს მე მივხედავ და კლაიდს ვეტყვი რომ ის ღამის ფანრებიც შეცვალოს წინაზე რომ დაამტვრიეთ, -ღიმილით დაგვიქნია თითი დაგვემშვიდობა და თავისი სახლისკენ გაუყვა ბილიკს.
აი ყველაზე მეტად ეს მომწონდა ჩვენს ურთიერთობაში, ვცხოვრობდით ისე როგორც ჩვეულებრივი წყვილები ცხოვრობენ, არ ვერიდებოდით ადამიანებთან ურთიერთობას, ჩემმა ანგელოზებთან ერთად ცხოვრებამ მათთვისაც ყველაფერი შეცვალა და ახლა აზრაელიც და დანარჩენი ანგელოზებიც უფრო მეტ დროს ატარებდნენ ადამიანთა გარემოცვაში, გვინდოდა თუ არ გვინდოდა ნელ-ნელა ვიცვლებოდით...
- რაზე ჩაფიქრდი? -ლოყაზე მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი და და მერე მაისური ნელ-ნელა აცურდა ზემოთ.
- საწოლში ხომ არ დავბრუნდეთ? -ვნებიანი ხმით ჩამჩურჩულა.
- გეყოფა ხომ იცი სულ ტყუილად ცდილობ რომ გონება ამირიო, ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევს ყველაფერი ამიხსნა ასე რომ რაღას ველოდებით?
- კარგი ასე იყოს, -მომშორდა და ხელები მაღლა ასწია დანებების ნიშნად, -ჩავიცვათ და სახლში დავბრუნდეთ, უკვე ურიელიც იქ იქნება და ყველას ერთად აგიხსნით ყველაფერს.
- - - - - - - - - -
- მადლობა რომ დასწრების უფლება მომეცით, -დანიელამ ღიმილით მოგვავლო თვალი და დანიელს მიეხუტა რომელიც მის თმებს ეთამაშებოდა და აშკარა იყო რომ მის გარდა ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა, აზრაელს არაფერი უთქვამს უბრალოდ გაუღიმა და თავი დაუკრა, ეს პირველი შემთხვევა იყო როცა დანიელა ისეთ შეკრებას ესწრებოდა რომელზეც სერიოზულ საკითხებს განვიხილავდით, ცოტა ხნის წინ ერთობლივი გადაწყვეტილება მივიღეთ ამის შესახებ, უკვე დიდი იყო საიმისოდ რომ გაეგო რა ხდებოდა ჩვენს გარშემო და მოსალოდნელ საფრთხეებზე ჰქონოდა წარმოდგენა.
ჯესი ურიელის გვერდით იჯდა და ყურადღებით შესცქეროდა აზრაელს, ელოდა როდის დაიწყებდა საუბარს, მიუხედავად იმისა რომ ნახევრად დემონი იყო მან დიდი ხნის წინ დაიმსახურა ყველგან და ყოველთვის ჩვენს გვერდით ყოფნა.
ზუსტად ჩემს პირდაპირ ერთმანეთზე მიკრული ლეო და სინეა ისხდნენ, მათ გვერდით კი ისრაფიელი, სარიელი, რემიელი და ჰანიელი, დიდი ხანია ჩვენი ოჯახი ასეთი სრული შემადგენლობით არ მენახა და ახლა როცა მათ ვუყურებდი თავს ბედნიერად ვგრძნობდი.
ეს შეკრება მხოლოდ იმიტომ ღირდა რომ შენი ასეთი ბედნიერი და კმაყოფილი ღიმილი მენახა, -აზრაელმა მხარზე მომხვია ხელი, მიმიზიდა და ლოყაზე მაკოცა.
- რაკი ყველა აქ ვართ დროა ყველაფერი აგიხსნათ, სარიელმა და რემიელმა ყველაფერი იციან მაგრამ დანარჩენებმა ყურადღებით მისმინეთ, -იქაურობას თვალი მოავლო და როცა ნახა რომ ყველა ყურადღებით უსმენდა გააგრძელა...
- იცით რომ ამ ბოლო დროს რაღაც-რაღაცეები შეიცვალა, დემონების გარდა გამოჩნდა სხვა მტერიც თითქმის უხილავი და ძალიან უცნაური, აშკარაა რომ ჩვენსა და ამ სამყაროს მაცხოვრებლების მიმართ კეთილი განზრახვები არ ამოძრავებთ თუმცა ჯერ ვერ გავარკვიეთ ვინ არიან და რა უნდათ, დაახლოებით ერთი წლის წინ ჩემთან კონტაქტზე ერთი მეტად უცნაური არსება გამოვიდა და დახმარება შემომთავაზა...
- ერთი წუთით, -ურიელმა ხელი ასწია და აზრაელს სიტყვა შეაწყვეტინა, -თითქმის ორი წელია მე და ჯესი აქ არ ვყოფილვართ და მხოლოდ ახლა ვიგებ რომ ასეთი რამ ხდება? რატომ არ მითხარით რომ საჭირო ვიყავი და უნდა დავბრუნებულიყავი?
- იმიტომ რომ როგორც იქნა რამდენიმე ათასი წლის შემდეგ დამსახურებულ შვებულებაში გახვედი, ნუ ბრაზობ რაც მთავარია ახლა აქ ხარ და ყველაფერს ერთად მივხედავთ, -როგორც კი დაინახა რომ ურიელი ასე თუ ისე მშვიდად იყო ისევ გააგრძელა დაწყებული...
- ჯერჯერობით იმაშიც არ ვარ დარწმუნებული რა არსებაა, ადამიანი, დემონი, ანგელოზი თუ რამე სხვა, ამბობს რომ სხვა სამყაროდან არის და თავისი მიზეზები აქვს იმისთვის რომ დაგვეხმაროს თუმცა არ ამხელს რა, ყველაზე გასაოცარი ის არის რომ ჩვენს შესახებ განსაკუთრებით კი ლილას შესახებ ყველაფერი იცის, რათქმაუნდა თავიდან არ ვენდეთ და ვცადეთ მის შესახებ რამე გაგვერკვია და გავარკვიეთ კიდეც, ამაზე მერე მოგიყვებით, სულ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს...
- მოიცა არ მითხრა რომ ის იყო წუხელი რომ დაგვეხმარა, -ახლა მე შევაწყვეტინე სიტყვა და უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა როცა მისი ცივი ლურჯი თვალები გამახსენდა.
- ჰო ის იყო, მესამე შეხვედრაზე მითხრა რომ ჩემი მოკვლა იყო დაგეგმილი და შენი გატაცება...
- ვის მიერ?
- ჰოო ეს კიდევ სხვა საკითხია, ერთი სიტყვით რაკი სრულ ინფორმაციას არ გვაძლევდა, მასთან ურთიერთობაზე უარი ვთქვი თუმცა გუშინ მაინც მოახერხა ჩემთან დაკავშირება...
- კი მაგრამ შენ ხომ მითხარი...
- გითხარი და ასეცაა, არ მომიტყუებიხარ, წინასწარ არაფერი დაგვიგეგმავს, ჩვენ უკვე რანჩოზე ვიყავით როცა დამიკავშირდა, ვისურვებდი მისგან არ გამეგო შენი სიზმრების და იმის შესახებ რომ ამ სიზმრების წყალობით ცდილობდნენ ჩვენს გამოჭერას...
- შენ რა ისევ ხედავ სიზმრებს? -ჯესიმ შეშფოთებულმა შემომხედა, ის ერთ-ერთი იყო ვინც ყველაზე კარგად მიცნობდა და იცოდა რომ არაფერი იყო უბრალო და ჩვეულებრივი რაც მე მიკავშირდებოდა, მოღუშულმა დავუქნიე თავი.
- ერთი სიტყვით, ამ მცირე მშვიდობიანმა პერიოდმა ყველა მოგვადუნა განსაკუთრებით კი მე, -აზრაელმა გაბრაზებულმა გადააქნია თავი, როგორღაც ყურადღება არ მივაქციე იმას რომ ამ ბოლო დროს რანჩო დამცავი ფარებით აღარ იყო აღჭურვილი და რაკი დამცავი ფარები არ არსებობდა სულ ადვილად შეაღწიეს ლილას სიზმრებში და ჩვენს სახლში ჩვენსავე საძინებელში აღმოჩნდნენ...
- როგორც მაშინ როცა ალთეინში მოხვდით ერთად?
- ჰო სარიელ, ზუსტად ისე როგორც მაშინ, -ლეომ უპასუხა აზრაელის მაგივრად, -იმ დღეს ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებ, -დამნაშავე თვალები მომაპყრო და ძლივსგასაგონად მაპატიეო ჩაიბურტყუნა, გამეღიმა, იმისთვის მიხდიდა ბოდიშს სულელური მიზეზის გამო რომ დამჭრა მხარში, უკვე ათასჯერ მაინც მომიბოდიშა თუმცა ჯერ ისევ დამნაშავედ გრძნობდა თავს.
- ერთი სიტყვით ის არსება რომელიც თავს ეოსს უწოდებს დამეხმარა რომ ერთ-ერთი იმ არსებათაგანი შემეპყრო რომელთა ცოცხლად ხელში ჩაგდებასაც უკვე დიდი ხანია ვცდილობთ, ახლა ეს არსება იმ შენობაშია სადაც ადრე პორტალი იყო და შეგვიძლია დავკითხოთ, ეს არის და ეს, -აზრაელმა საუბარი დაასრულა და მსმენელებს თვალი მოავლო ერთხანს ყველა ჩუმად იყო.
- სულ ეს არის? -პირველმა ურიელმა ამოიღო ხმა, -უბრალოდ ასე ადვილად დავკითხავთ და გავიგებთ ვინ არიან და რა უნდათ? კარგი რა.
- არ მიფიქრია რომ რამე ისეთს გვეტყვის რაც არ ვიცით, -აზრაელმა ღიმილით გადააქნია თავი, უბრალოდ ეოსს თამაშში ავყევი ეს არის და ეს.
- რას გულისხმობ?
- ჩვენთან დაახლოებას ცდილობს, ამისთვის თავისიანიც კი გაწირა და ჩვენს ხელში ჩააგდო, ვფიქრობ სერიოზული მიზეზი ექნება ამისთვის და უნდა გავიგოთ რა, სხვა სამყაროდან არის, განსხვავებულია და ძალიან ძლიერი, მასში უზღვავი და დამანგრეველი ძალა იგრძნობა თუმცა ძალიან კარგად ინიღბება და მინდა გავიგო ამ ყველაფერს რატომ აკეთებს.
ყველა ჩუმად იყო, ჩაფიქრებულნი და მოღუშულნი ისხდნენ და იმ ყველაფრის გაანალიზებას ცდილობდნენ რაც აზრაელმა მოყვა, მესიამოვნა როცა მათ სახეებზე აზრაელის მიმართ, ბრაზი, წყენა ან უნდობლობა ვერ ამოვიკითხე იმის გამო რომ ამ ყველაფერს მალავდა.
- კარგი თუ ასეა წავიდეთ და გავიგოთ რას გვეტყვის ჩვენი სტუმარი, -ურიელი ფეხზე წამოდგა და ხელები ერთმანეთს შემოსცხო.
- გინდა შენც მოისმინო რას იტყვის? -ჩამჩურჩულა აზრაელმა, უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
- არ მინდა, მერე მომიყევი, ახლა მხოლოდ ეოსის ნახვა და მასთან საუბარი მინდა, წუხელის ისე წავიდა ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს არადა ძალიან დამაინტერესა.
- ამის დროც მოვა, ცოტ ხანში გაიცნობ და დაელაპარაკები, -თავზე მაკოცა წამოდგა და ოთახიდან გავიდა, დანარჩენებიც მათ მიყვნენ, ოთახში მხოლოდ მე, ჯესი, დანიელა და სინეა დავრჩით.
- თქვენც არ გხიბლავთ ტყვეების დაკითხვა? -სიცილით გადავხედე გოგოებს.
- არააა, მირჩევნია ლეოს აქ დაველოდო, -სინეამ ფეხები დივნის საზურგეზე შეალაგა და წამოწვა.
- სინეა რამდენი წლის ხარ? -დანიელა დაკვირვებით უყურებდა სინეას რომელსაც ძალიანაც რომ გდომებოდა ვერაფრით მისცემდი ოცდახუთ წელზე მეტს.
- სულ მცირე შენი დიდი ბებიის დიდ, დიდ ბებიას ვუდრი ასაკით, -გულიანად გადაიკისკისა და ქერა კულული დაიხვია თითზე.
- და როგორ ახერხებ რომ ასე გამოიყურები?
- გეყოფა დანიელა, -მაშინვე ჩავერიე როცა დავინახე როგორ შეეცვალა სინეას სახე.
- ცუდს რას ვამბობ უბრალოდ მაინტერესებს როგორ ინარჩუნებს ახალგაზრდობას, ვიცი როცა ალთეინში ცხოვრობდა ამას როგორც აკეთებდა მაგრამ აქ წესით უნდა დაბერებულიყო, მართლა მაინტერესებს რას აკეთებ იმისთვის რომ ასეთი იყო? შემთხვევით ეშმაკს ხომ არ მიყიდე სული?
გაცოფებულმა გადავხედე, სერიოზული სახით იჯდა თუმცა ეტყობოდა რომ ღიმილს ძლივს იკავებდა, პატარა ინტრიგანი, დარწმუნებული ვარ უკვე მშვენივრად იცის ყველაფერი უბრალოდ სიამოვნებს რომ აბრაზებს.
- ადამიანების ენერგიას ვიყენებ, ამაში ლეო მეხმარება, -მოკლედ მოჭრა, ფეხები საზურგიდან ჩამოაწყო და თავდახრილი დაჯდა, ჯესის გადავხედე რომელიც უემოციოდ უყურებდა, ალბათ ბრაზობდა თავის ტყუპისცალზე თუმცა...
- არ მინდა ამის გამო შეგზიზღდეთ, თქვენს მეტი არავინ მყავს, -აცრემლებული თვალებით შემოგვხედა, -თქვენ არ იცით რა საშინელებაა როცა გრძნობ როგორ გაკლდება დღეები, თვეები, წლები, არ იცით და ვერც ვერასდროს გაიგებთ იმიტომ რომ უკვდავები ხართ, ჯესის და ლეოსაც ალბათ მათი მამის დამსახურებით არ ემატებათ ასაკი, მე კი, მე...
- გეყოფა, ამაზე ნუღარ იფიქრებ, არავის ეზიზღები, ყველას ძალიან გვიყვარხარ, -მის გვერდით გადავჯექი და მხარზე მოვხვიე ხელი, -ის რასაც აკეთებთ შენი და ლეოს საქმეა და ჩვენ არ გვაქვს უფლება რომ განგსაჯოთ.
- პატარა ქალბატონო, -დანიელას მივმართე რომელსაც სახეზე აშკარად ეტყობოდა როგორ ნანობდა იმას რაც გააკეთა, -ახლა მე გავალ შენ კი კეთილი ინებე სინეას ბოდიში მოუხადე და დაამშვიდე.
გასავლამდე კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი იქაურობას, ჯესი ისევ ისე გაუნძრევლად იჯდა და სინეას უყურებდა რომელსაც მის წინ ჩაჩოქილი დანიელა ცრემლებს წმენდდა და ამშვიდებდა.
- - - - - - - -
ბაღში ვიდექი იმ დამხმარე შენობის შესასვლელთან სადაც ტყვე ჰყავდათ და ვერ გადამეწყვიტა შევსულიყავი თუ არა, გონებაში განუწყვეტლად მიტრიალებდა წუხანდელი კადრები, რა ვიგრძენი როცა ეოსი დავინახე? ის უზარმაზარი უხეში ძალა ვიგრძენი რაზეც აზრაელი საუბრობდა, კიდევ უცნაური სიახლოვე, თითქოს ვიცნობდი, თითქოს მასთან რაღაც მაკავშირებდა, მისი ნახვა მინდოდა, ვერაფერს ვუხერხებდი სურვილს რომელიც წუხელ მისი დანახვისთანავე დაიბადა ჩემში და ნელ-ნელა იზრდებოდა, რა მინდოდა? უბრალოდ მისი ნახვა, მასთან ახლოს ყოფნა, მისი ხმის გაგონება, რატომ? არ ვიცი რატომ.
აშკარა იყო რომ იმ ტყვეს მასზე რამე ინფორმაცია ექნებოდა, ვინ იყვნენ, საიდან მოვიდნენ, რა უნდოდათ, რა იყო მათი მიზანი, უცნაურად გააქტიურებულ ცნობისმოყვარეობის გრძნობას ვერაფერი მოვუხერხე, სწრაფი ნაბიჯით მივედი შესასვლელთან და სახელური ჩამოვწიე, კარი ოდნავგასაგონი ჭრიალით გაიღო.
დარბაზის შუაგულში სადაც ადრე პორტალი იყო ახლა სკამზე უცნაურად მოელვარე თოკებით მიბმული წითელმოსასხამიანი ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა, სწორედ ის რომელმაც წუხელ ჩვენსს საძინებელში აზრაელის მოკვლა სცადა, ანგელოზებს ჩემი შესვლა არ გაჰკვირვებიათ, აზრაელმა შემომხედა და ოდნავშესამჩნევად გამიღიმა.
- ტყუილად მოხვედი ლილა ეს არსება აშკარად არ არის საუბრის ხასიათზე, ჯერ ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, -გამიღიმა ურიელმა, -თუმცა აუცილებლად ვიპოვით გზას და ავალაპარაკებთ.
თავი ასწია და თვალი გამისწორა, ისტიქტურად გადავაფარე ფარები გონებას და არც შევმცდარვარ, მაშინვე ვიგრძენი როგორ ცდილობდა ჩემს ტვინში შემოღწევას და ჩემზე ზემოქმედებას, გამეცინა, აზრაელი თვალს არ მაშორებდა, ჩვენი განსაკუთრებული კავშირის წყალობით ყველაფერს ხვდებოდა და გრძნობდა რაც ჩემს გონებაში ხდებოდა.
- ესე იგი გონებრივი ზემოქმედების უნარი გაქვს? კიდევ რა შეგიძლია? -რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდი და მისკენ დავიხარე, ქვემოდან ამომხედა და ტუჩის კუთხე შეურხია ძლივსშეკავებულმა ღიმილმა.
- გამარჯობა პროფესორის ქალიშვილო, ჰო რა გიკვირთ, მას პროფესორს ეძახდით არა? ასე არ იყო? -ცინიკური მზერით გადახედა ანგელოზებს.
- შორიდან დიდხანს გადევნებდი თვალს თუმცა ახლა როცა ასე ახლოს ვარ შენთან და შენს ძალას ვგრძნობ ვხვდები რატომ ეშინიათ და რატომ ცდილობენ შენს მოშორებას.
დავინახე ურიელმა როგორ გამოიწია ჩვენსკენ და როგორ შეაჩერა აზრაელმა რომ ჩვენთვის საუბარი არ შეეწყვეტინებინა.
- ვინ ცდილობს ჩემს მოკვლას? ვინ არიან და რა უნდათ ჩვენგან, ან ამ სამყაროსგან რა უნდათ?
- ეს სამყარო? შენს მოკვლას არავინ ცდილობს და ეს სამყაროც არ ანაღვლებთ, მათ მხოლოდ შენ სჭირდები და აზრაელი ოღონდ მკვდარი, თქვენი ერთობის ეშინიათ, თქვენი კავშირის რადგან თქვენი ძალა ერთად, ყველაზე საშიში იარაღია რაც ამ ან სხვა სამყაროში არსებულა.
- მითხარი ვინ არიან, -კიდევ უფრო მივუახლოვდი და ამღვრეულ თვალებში ჩავხედე.
- უფლება არ მაქვს გითხრა, ისედაც ბევრი ვთქვი და კიდევ თუ ვიტყვი რამეს მოვკვდები, თუმცა ჯანდაბას ეს ყველაფერი ძალიან დავიღალე, -ჩაიცინა და არ ვიცი როგორ მოახერხა ხელების განთავისუფლება მაგრამ ხელში მწვდა, სხეულში საშინელი წვა ვიგრძენი და თავისთავად დამეხუჭა თვალები, ჩემს თავში დავიწყებული მოგონებებივით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს სხვადასხვა სურათები და ერთ-ერთი მართლაც ძალიან მეცნო, სანთლის რბილი შუქით განათებულ დარბაზში მდგარი სამეფო ტახტი რომლის უკან გამჭვირვალე მინის კედლიდან ჩაბნელებული ქალაქი მოჩანდა და კიდევ...
- ლილა კარგად ხარ, -აზრაელის ხმამ გამომარკვია ბურანიდან, ტყვე ჩემთვის მოეშორებინათ, ისევ სავარძელში იჯდა და აქეთ-იქიდან ურიელი და დანიელი ედგნენ.
- ძალიან ჭკვიანი ხარ და მიხვდები რაც გაჩვენე, ფრთხილად იყავი და არავის ენდო, -ჩაილაპარაკა და უცნაურად გააკანკალა, თვალები ჩაუწითლდა და ტუჩის ორივე მხარეს წვრილ ნაკადებად ჩამოეღვარა სისხლი, თავი უკან გადააგდო, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვახერხეთ, რამდენიმე წამში უკვე აღარ სუნთქავდა...



შეგრძნება მაქვს, რომ ეოსი იმ ქაოსის პირმშოა რომელიც პროფესორმა წარმოქმნა pensive და კაცი რომელსაც ლილა უნდა ერიდოს სწორედაც რომ ეოსია და არა სხვა ვინმე pensive
ოჯახი შეიკრიბა relaxed ახლა მხოლოდ ისრაფიელის "დაბრუნება" გვაკლია და ესეც მალე მოხდება relaxed
ანიელას შეხედე შენ როგორი ცუღლუტი ვინმეა blush ეჭვი მაქვს ეს ამბები დანიელას ისეთ ნიჭს წარმოაჩენს რაც არავინ იცის.
ველოდები შემდეგს blush

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
შეგრძნება მაქვს, რომ ეოსი იმ ქაოსის პირმშოა რომელიც პროფესორმა წარმოქმნა pensive და კაცი რომელსაც ლილა უნდა ერიდოს სწორედაც რომ ეოსია და არა სხვა ვინმე pensive
ოჯახი შეიკრიბა relaxed ახლა მხოლოდ ისრაფიელის "დაბრუნება" გვაკლია და ესეც მალე მოხდება relaxed
ანიელას შეხედე შენ როგორი ცუღლუტი ვინმეა blush ეჭვი მაქვს ეს ამბები დანიელას ისეთ ნიჭს წარმოაჩენს რაც არავინ იცის.
ველოდები შემდეგს blush


ჯერ კიდევ უამრავი სიურპრიზი და სიახლე გველოდება, თუნდაც პროფესორთან დაკავშირებით relaxed

 


ლილა ნესი
რუსკიმარუსია
შეგრძნება მაქვს, რომ ეოსი იმ ქაოსის პირმშოა რომელიც პროფესორმა წარმოქმნა pensive და კაცი რომელსაც ლილა უნდა ერიდოს სწორედაც რომ ეოსია და არა სხვა ვინმე pensive
ოჯახი შეიკრიბა relaxed ახლა მხოლოდ ისრაფიელის "დაბრუნება" გვაკლია და ესეც მალე მოხდება relaxed
ანიელას შეხედე შენ როგორი ცუღლუტი ვინმეა blush ეჭვი მაქვს ეს ამბები დანიელას ისეთ ნიჭს წარმოაჩენს რაც არავინ იცის.
ველოდები შემდეგს blush


ჯერ კიდევ უამრავი სიურპრიზი და სიახლე გველოდება, თუნდაც პროფესორთან დაკავშირებით relaxed

დამაინტრიგე :დ კიდევ უფრო მეტი ინტერესით დაველოდები ახალ თავს❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent