შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი აზრაელი ( ნაწილი 2 - თავი 3 )


1-09-2022, 22:28
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 365

- რა კარგია რომ მოსვლა შეძელი, ძალიან მომენატრე, ახლა შენთან საუბარი და შენი სიახლოვე ისე მჭირდებოდა როგორც ის ჰაერი რითიც ვსუნთქავ და ვარსებობ, -როგორც იქნა ჩახუტებით და მისი სურნელით გული ვიჯერე, ორი ნაბიჯით მოვშორდი და ჩემს წინ მდგარი, უხერხულად მხრებაწურული და მომღიმარი ლუკა დაკვირვებით შევათვალიერე, როგორც ყოველთვის ახლაც ძალიან საყვარელი იყო, მომხიბვლელი ქარიზმატული და უზომოდ სიმპათიური, საფეთქლებთან ოდნავ შეჭაღარავებული თმით, ჩვეული კლასიკური სამოსით...
- იქნებ შიგნით შევსულიყავით, -ხმადაბლა ჩაილაპარაკა და აქეთ-იქით მიმოიხედა, -მისი სიფრთხილე არ გამკვირვებია, ლუკა იმ პატარა საყვარელ ბიჭს აღარ ჰგავდა, რომელიც თვრამეტი წლის წინ ჩემს ბინაში ჩემთან ერთად ცხოვრობდა, ღამღამობით ჩემს უცნაურ კოშმარებს ებრძოდა, ჩემთან და ჯესისთან ერთად უამრავ სიგიჟეს სჩადიოდა და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო, დიდი ხანია საქვეყნოდ ცნობილი ექიმი გახდა, ახლა ჰოლივუდის მსახიობივით პოლულარული და მოთხოვნადი იყო, წამდაუწუმ იწვევდნენ, ცნობილ შოუებში და სხვადასხვა ჟურნალისთვის გადაღებებზე, ალბათ არ უნდოდა ვინმეს ერთად დავენახეთ და მერე მისი ახლად შერთული ცოლისთვის მიეტანათ ენა.
- წამოდი შევიდეთ, -ნაძალადევად გავუღიმე და პირველმა შევაღე კარი, მომეწონა მისი არჩევანი, კაფე საკმაოდ მყუდრო იყო, ყავის და ტბილი ფუნთუშების სასიამოვნო სუნით გაჟღენთილი, კუთხეში მყუდრო მაგიდა ამოვირჩიე და რბილ სავარძელში ჩავეშვი.
- კარგია რომ დამირეკე, -შუბლზე ჩამოშლილი თმა მოხდენილად გადაიყარა გვერდზე და გამიღიმა, -მერე კი მიმტანს მოუხმო თითების მსუბუქი ოდნავ შესამჩნევი მოძრაობით, თუმცა მასზე მიშტერებულ ოციოდე წლის გოგონას ეს მოძრაობა ნამდვილად არ გამოჰპარვია და რამდენიმე წამში უკვე ჩვენს მაგიდასთან იდგა, ბლოკნოტ მომარჯვებული.
- რას ინებებთ? -რატომღაც მხოლოდ მას უყურებდა და მოუთმენლად აკაკუნებდა ფანქარს ქაღალდზე, ვუყურებდი და ღიმილს ძლივს ვიკავებდი, თავიდან ფეხებამდე დაუოკებელ სურვილს აეტანა, თრთოდა, ისე ღრმად სუნთქავდა ლამის იყო ლამაზი მკერდი სპეციალურად ძირს ჩაქაჩული მაისურიდან ამომხტარიყო, ახლა ლუკას ერთი სიტყვაც კი საკმარისი იქნებოდა რომ მის მუხლებზე და ცოტა მერე ალბათ მის საწოლშიც რომ აღმოჩენილიყო, თუმცა ლუკას ყურადღებაც კი არ მიუქცევია, მშვიდად შეუკვეთა ჩემთვისაც და თავისთვისაც ყავა და ნამცხვარი მერე კი ერთი ფურცელი და კალამი სთხოვა, გოგონამ ათრთოლებული თითებით ამოხია ფურცელი, კალამთან ერთად დაუდო წინ და სწრაფი ნაბიჯით წავიდა შეკვეთის გადასაცემად, ვინ იცის რა აღარ იფიქრა, შეიძლება ეგონა რომ ჩემს მეგობარს მისთვის საკუთარი ტელეფონის ნომრის დატოვება უნდოდა, თუ ასეა დიდი იმედგაცრუებისთვის იყო განწირული, ლუკას არ ხიბლავდა ასეთი ქალები და მითუმეტეს ჩემთან ერთდ ყოფნისას მასთან არშიყს არ დაიწყებდა, ერთხანს თავაუღებლად წერდა რაღაცას მერე ფურცელი გვერდზე გადადო და მე მომიბრუნდა.
- ერთ კვირაში ინგლისში მივფრინავ კონფერენციაზე და მერე რამდენიმე თვით ვრჩები, იქაურ უნივერსიტეტში ლექციები უნდა წავიკითხო, კარგია რომ წასვლამდე შენი ნახვა მოვახერხე, მაპატიე რომ ვეღარ გნახულობ, ხომ იცი რა მოუცლელი ვარ...
ლაპარაკის დროს დრო და დრო ენა ებმოდა და თვალს მარიდებდა, თავს დამნაშავედ გრძნობდა, თუმცა მე არაფერში ვადანაშაულებდი, არც იმაში რომ დღითი დღე უფრო და უფრო მშორდებდა, არც იმაში რომ მე თუ არ დავურეკავდი თვითონ არასოდეს მირეკავდა, არც იმაში რომ ქორწილში ისე უგულოდ დამპატიჟა იძულებული გავხდი უარი მეთქვა, ყველაფერი მესმოდა, მის საქციელს ყოველთვის ვუძებნიდი გამართლებას, უბრალოდ სხვანაირად არ შემეძლო, ვიცი არც მისთვის იყო ადვილი ჩვენი ურთიერთობა, ბოლოს და ბოლოს მე არ ვბერდებოდი, ასაკი არ მემატებოდა, ის კი ვერ შეძლებდა ყველასთვის აეხსნა თუ ვინ ვიყავი მე მისთვის და რა ადგილი მეჭირა მის ცხოვრებაში, ან კი მეჭირა საერთოდ?
არ მისმენ? -ჩემსკენ გადმოიხარა და ცხვირწინ გამიქნია თითები, ახლა რომ ხმა გამეღო ალბათ მიძალებული გრძნობების გამო პატარა ბავშვივით ავღრიალდებოდი ამიტომაც უბრალოდ გავიღიმე და...
- ინებეთ თქვენი შეკვეთა, -ლუკას ფანკლუბის ახალი წევრის გამოჩენამ გადამარჩინა, ყავა და ნამცხვარი მაგიდაზე დააწყო და ის იყო წასასვლელად შებრუნდა რომ ლუკამ შეაჩერა.
- კიდევ ინებებთ რამეს? -ნაზად ააფახულა თვალები.
- ეს აიღე, -ფურცელი რომელზეც ცოტა ხნის წინ რაღაცას წერდა ხელში მიაჩეჩა, -რეცეპტია სპეციალურად შენთვის, აქ ის გამოკვლევებიც წერია რაც უნდა ჩაიტარო, თუ ზუსტად ისე გააკეთებ ყველაფერს როგორც დაგიწერე ასი პროცენტი გაქვს შანსი რომ სიმსივნეს დაამარცხებ, -ფურცელი ხელისგულზე დაუდო და ძალით მოახრევინა გაშეშებული თითები მერე კი ყავის ჭიქა აიღო, საზურგეს მიეყრდნო და ისევ ჩემსკენ გადმოიტანა ყურადღება, მე კი ვერ ვახერხებდი ერთ ადგილზე გაშეშებული მიმტანისთვის თვალი მომეცილებინა, ვერ გაეგო რა უნდა გაეკეთებინა მის სახეზე უნდობლობა, ბრაზი, იმედგაცრუება და შიში ელვის სისწრაფით ენაცვლებოდა ერთმანეთს, ცალ ხელში პატარა მრგვალი სინი ეჭირა ცალით კი გამეტებით ჭმუჭნიდა ქაღალდს რომელიც ლუკამ მიაწოდა, რატომღაც ძალიან შემეცოდა და ვეცადე დავხმარებოდი, რამდენიმე წამში დამშვიდდა სახე დაულაგდა და ღიმილით მოშორდა ჩვენს მაგიდას.
- არ ვიცოდი თუ ამის გაკეთებაც შეგეძლო, -რაღაცნაირად ცალყბად ჩაიღიმა ლუკამ.
- შემიძლია, ხომ გახსოვს ისრაფიელის ძალის შესახებ, ადამიანებზე ზემოქმედება შეეძლო, მათ გონებაზე, მეც შემიძლია, უბრალოდ დავამშვიდე და იმ ყველაფრის გაცნობიერებაში დავეხმარე რაც ასე პირდაპირ მიახალე, ვერ ნახე როგორი შეშინებული იყო?
- ესე იგი არ უნდა მეთქვა რომ ცოტა ხანიც თუ დააყოვნებდა მკურნალობის დაწყებას მერე უკვე გვიან იქნებოდა?
- რათქმაუნდა უნდა გეთქვა უბრალოდ შეგეძლო ცოტა უფრო რბილად მოქცეოდი და საერთოდაც ვეღარ გცნობ, რა გჭირს? -დაკვირვებით ჩავხედე შავ თვალებში რომლებიც ძლივსშესამჩნევი ბრაზით უელავდა, არ ვიცი რისი ბრალი იყო რომ მის განწყობას ვერ ვგრძნობდი, შეიძლება იმის რომ მასში აზრაელის სასიცოცხლო ენერგიის მცირედი ნაწილი არსებობდა...
- აქ იმისთვის დამიბარე რომ მასწავლო ვის როგორ უნდა მოვექცე? -შემომიღრინა და მაგიდის კიდეს ჩაეჭიდა რომ როგორმე სიბრაზე მასზე გადაეტანა.
- არ დამიბარებიხარ, უბრალოდ გთხოვე რომ მოსულიყავი და თანაც ეს გადაკარგული ადგილი შენ შეარჩიე შესახვედრად, -ყველანაირად ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა.
- უბრალოდ მინდოდა რომ მშვიდად გვესაუბრა და მიტომ შევარჩიე ეს ადგილი.
- უბრალოდ გინდოდა რომ არავის დავენახეთ, თუმცა არ ვბრაზობ, მესმის ამას რატომაც აკეთებ, ახლა უკვე შენი ცხოვრება გაქვს სადაც მგონი ჩემი ადგილი აღარ არის...
ერთხანს თვალს არ მაშორებდა, მერე შეკრულ მუშტზე ჩამოაყრდნო ნიკაპი და სადღაც შორს, ჩემს ზურგს უკან, ფერადი ყვავილებით მოხატული მინის მიღმა გადაიტანა მზერა.
- გგონია ჩემთვის ადვილია ეს ყველაფერი? -თითქოს სადღაც ქვესკნელიდან მომესმა მისი დახშული ხმა, -გგონია ჩემთვის ჩვენი ურთიერთობა უბრალოდ თამაშია? იქნებ შენ გეჩვენება თამაშად...
- რას ამბობ ლუკა, -ჩემი გაბზარული ხმა თვითონაც ძლივს ვიცანი.
- რას ვამბობ? მართლაცდა რას ვამბობ, ან საერთოდ აქ რას ვაკეთებ, -თითები კეფაზე შემოიჭდო და უცნაური ღიმილით მიეყრდნო საზურგეს...
- ამის დედაც, შენ ანგელოზი ხარ ლილა, იცი რამდენი ხანი დამჭირდა იმისთვის რომ ეს ყველაფერი გამეთავისებინა? თავიდან ხანდახან იმასაც კი ვფიქრობდი რომ შევიშალე ახლა კი გიყურებ და... ჯანდაბა ლილა, შენ ზუსტად ისე გამოიყურები როგორც თვრამეტი წლის წინ და მე დღესაც კი ახლაც კი ამდენი ხნის შემდეგ არ შემიძლია გულგრილად შემოგხედო.
ვუსმენდი და ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა თითქოს ყელში რაღაც ეკლიანი ბურთი მქონდა გაჩხერილი რომელიც ჩემს გაგუდვას ცდილობდა, არადა აქ მხოლოდ მის სანახავად და მასთან სასაუბროდ მოვედი, უბრალოდ ძალიან მენატრებოდა...
- იცი როგორ მენატრები ხოლმე? ხანდახან მგონია რომ ეს მონატრება შემშლის, ჩემს თავს ვერაფერს ვუხერხებ ლილა, ამიტომაც ვცდილობ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო, სამსახური, მოგზაურობა, საქმე რომელშიც შენი შეყვარებულის წყალობით ნამდვილ სასწაულებს ვახდენ, იცი ჩემთვის რა ძნელი ასატანია ის რომ აზრაელისგან მთელი ცხოვრება დავალებული უნდა ვიყო, სიკვდილს გადამარჩინა მიუხედავად იმისა რომ იცოდა შენზე შეყვარებლი ვიყავი, -ირონიულად ჩაიცინა და გვერდით გაიხედა ალბათ იმიტომ რომ მის თვალებზე მომდგარი ცრემლი არ შემემჩნია.
- ერთი წლის წინ როცა დავქორწინდი ვიფიქრე რომ ეს შენს დავიწყებაში დამეხმარებოდა, ქორწილშიც ამიტომ არ დაგპატიჟე, ვიფიქრე იქ თუ დაგინახავდი ნამდვილად გამიჭირდებოდა კის თქმა, ვცდილობ რომ კარგი მეუღლე ვიყო მაგრამ შენი ერთი გამოჩენაც კი საკმარისია რომ...
- ფიქრობ რომ თუ აღარ მნახავ უკეთ იქნები? -მივხვდი იგრძნო ჩემს ძლივს წარმოთქმულ სიტყვებში რამხელა ტკივილი იმალებოდა, ჩემი აკანკალებული თითები ხელში მოიქცია და ტუჩებთან მიიტანა.
- დავიღალე ლილა, ამ თამაშმა ძალიან დამღალა, უბრალოდ აღარ შემიძლია, ვეღარ ვითამაშებ რომ შენს მიმართ არაფერს ვგრძნობ, ვეღარ ვითამაშებ რომ შენი მეგობარი ვარ და ეს სრულიად მაკმაყოფილებს და მაბედნიერებს, იყო დრო როცა ჩემი დახმარება და გვერდში დგომა გჭირდებოდა და მეც ვცდილობდი... მაგრამ ახლა, ახლა დროა შენი ცხოვრებიდან წავიდე.
- ესე იგი ყველაფერი დამთავრდა? -ძლივსგასაგონად ამოვიკნავლე და ცრემლების შეკავება ვეღარ შევძელი, დაბინდული თვალებით ვხედავდი რომ მის ლოყებზეც მოგორავდნენ მსხვილი წვეთები რომლებშიც რბილი განათება ფერად სხივებად ირეკლებოდა, ერთდროულად ავწიეთ ხელები და სახეზე ერთმანეთს ცრემლები შევუმშრალეთ, ერთდროულად აგვიტყდა ტირილნარევი სიცილი...
- შენ ჩემი ბავშვობა ხარ ლილა, ჩემი ახალგაზრდობა, ჩემი ყველაზე ლამაზი მოგონებების მთავარი გმირი, ჩემი სიცოცხლის აზრი და ყოველთვის ასე იქნება, ახლა კი უბრალოდ უნდა მომცე უფლება წავიდე, მერწმუნე შენთვისაც და ჩემთვისაც ასე აჯობებს...
- ხელს ხომ არ გიშლით? -ცივმა ირონიულმა ხმამ მოგვწყვიტა ერთმანეთს და ერთდროულად შევხედეთ ახალგაზრდა ოცდაშვიდიოდე წლის წაბლისფერთმიან, ლურჯთვალება ქალს, რომელიც თავზე გვადგა, არაფრისმთქმელი სახით გვიყურებდა და გვიღიმოდა მაგრამ მშვენივრად ვხვდებოდი ერთი სული ჰქონდა როდის გამგლეჯდა შუაზე, ვგრძნობდი როგორი მძვინვარე ქარიშხალიც ბობოქრობდა მის შიგნით, მის შინაგან სამყაროს გადაშლილი წიგნივით ვხედავდი, საოცრად მგავდა, ახლა ლუკასთან საუბრის შემდეგ პირველად მივაქციე ამას ყურადღება და გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა, ალბათ ამიტომ არ უნდოდა ერთმანეთი გაგვეცნო, ორი წელია დაქორწინებულია და მიც ცოლს არ ვიცნობ, ან... ან უბრალოდ არ უნდა და არც შეუძლია აუხსნას ჩვენი მეგობრობის შესახებ, თვალი მოვაშორე და თავისუფლად გადავწექი სავარძელში, საშინლად ვერ ვიტანდი ასეთ ეჭვიან ადამიანებს თუმცა რაღაცნაირად მესმოდა კიდეც მისი, გვერდით ლუკასნაირი მამაკაცი გყავდეს და გრძნობდე რომ მისთვის მხოლოდ სხვისი აჩრდილი ხარ და სინამდვილეში შენს მიმართ გრძნობა არ გააჩნია, ალბათ ძალიან ძნელი უნდა იყოს...
- მელისა? აქ რას აკეთებ? -ლუკა წამოდგა ჯერ ერთმანეთს გაგვაცნო და მერე სკამი გამოუწია რომ დამჯდარიყო, მანაც რა თქმა უნდა არ იუარა და ჩამოჯდა.
- აქ ჩემს ერთ მეგობართან ერთად ვიყავი და სრულიად შემთხვევით დაგინახე, მეგონა რომ საქმიან შეხვდრაზე იყავი, -დაზეპირებულივით ჩაარაკრაკა თუმცა დარწმუნებული ვიყავი რომ ლუკას უთვალთვალებდა და თავიდანვე მშვენივრად იცოდა სად და ვისთან მოდიოდა.
- ჰოო გზაში ვიყავი და...
- გზაში იყო როცა დავურეკე და ვთხოვე შემხვედროდა, -უნიჭოდ ვცადე მისი უხერხული მდგომარეობიდან გამოყვანა.
- დიდი ხანია მეგობრობთ? -მკითხა და თითქოს თავის უპირატესობას უსვამსო ხაზს ისე მიეხუტა ლუკას.
- ბავშვობიდან, -წამოცდა ლუკას და დავინახე როგორ იკბინა ტუჩზე, გამეღიმა როცა შევამჩნიე როგორ დაიბნა მელისა, წარბები შეჭმუხნა და ეჭვით სავსე მზერით შემომხედა.
- რამდენი წლის ხარ?
- იმაზე ბევრად უფრო დიდი ვარ ვიდრე გამოვიყურები.
- ჰოო?
- ჰო კარგი გენეტიკა მაქვს, -მშვიდად ვუპასუხე და ჩანთას გადავწვდი, ნამდვილად აღარ ვაპირებდი ამ ქალის მოსმენას, ის იყო წამოდგომა დავაპირე რომ ლუკას ტელეფონმა დარეკა, აშკარად რაღაც აუცილებელი სასაუბრო ჰქონდა, ბოდიში მოგვიხადა და რამდენიმე წუთით დაგვტოვა, ლუკა გავიდა თუ არა მელისა მშვიდი გულუბრყვილო ქალიდან წამსვე ბოროტ შურისმაძიებელ ალქაჯად გადაიქცა, არ გამკვირვებია მასში ნამდვილად იგრძნობოდა ალქაჯის პოტენციალი, მხრებში გასწორდა, ჩემკენ გადმოიხარა და წითელი ლაქით შეღებილი ფრჩხილები ააკაკუნა მაგიდაზე.
- აბა, მეტყვი ვინ ხარ სინამდვილეში? კარგად დაფიქრდი სანამ მიპასუხებ, მშვენივრად ვიცი რომ უბრალო მეგობრები არ ხართ, ამ ერთი წლის განმავლობაში რაც დავქორწინდით მუდამ შენი აჩრდილი მდევს თან, სანამ მისი ცოლი გავხდებოდი, მანამდე ზუსტად ორი წელი ვცდილობდი მისი ყურადღების მიქცევას, შენ არ მიცნობ მაგრამ მე რამდენჯერმე გნახე როცა მას შეხვდი, შენთან ერთად ყოფნისას თვალები უბრწყინავდა, ისე გიყურებდა როგორც ჩემთვის არასოდეს შემოუხედავს, მითხარი ვინ ხარ? რა ხარ? რამდენი წლის ხარ? სრულწლოვანი მაინც თუ ხარ? საყვარლები ხართ? ფულს გიხდის რომ მასთან ერთად იყო?
არ ჩერდებოდა, კითხვას კითხვაზე მაყრიდა, შეურაცხყოფას მაყენებდა და სახეზე ეტყობოდა როგორ ტკბებოდა ამით, პირველად ვიგრძენი დაუოკებელი სურვილი რომ ვინმესთვის კისერი მომეგრიხა, ხელებს ძლივს ვიკავებდი რომ ყელში არ ვწვდომოდი და კედელზე არ მიმენარცხებინა.
- თუ შენი ქმარი გეუბნება რომ მეგობრები ვართ ესე იგი მართლაც ასეა, გგონია ლუკასნაირ მამაკაცს ფულის გადახდა სჭირდება რომ სასურველ ქალთან იყოს? გგონია ის ამას გააკეთებს? თუ ასე ფიქრობ გამოდის რომ საერთოდ არ გცნობია... -ნაძალადევი სიმშვიდით გამოვცერი კბილებში და წასასვლელად წამოვიწიე.
- არ გაბედო და როცა გელაპარაკები ადგილიდან არ გაინძრე ლაწირაკო, -ხმამაღლა მიყვირა და მაგიდაზე დასცხო გაშლილი ხელისგული, მიმტანების და სხვა სტუმრების გაოცებული მზერა არაფრად ჩააგდო ისე გაგრძელა.
- გგონია ვერ ვხვდები? ერთი უბრალო ხარ და ცდილობ ქმარი წამართვა, მაგრამ ამის უფლებას არ მოგცემ, ახლა ადგები აქედან გაქრები და ლუკას აღარასოდეს ნახავ, თორემ იცოდე...
სიტყვის დასრულება ვეღარ შეძლო, წამოვდექი, ელვის სისწრაფით გავჩნდი მასთან და თითები ყელზე შემოვაჭდე, ჩვენს გარშემო ჰაერი შედედდა და ყველაფერი ერთ ადგილზე გაიყინა, დავრჩით მხოლოდ მე და ის, ვიცოდი რომ არასწორად ვიქცეოდი მაგრამ ახლა მისთვის ჭკუა რომ არ მესწავლებინა ჩემს თავს ვერასოდეს ვაპატიებდი, შეშინებული აცეცებდა თვალებს და ვერ ხვდებოდა რა მოხდა, ყავის ჭიქა გვერდზე გავწიე და მის წინ ჩამოვჯექი მაგიდაზე...
- აბა რა ამბობდი? -ნაძალადევი ხალისით ვკითხე და ვაიძულე ჩემთვის მზერა გაესწორებინა, ერთხანს უმწეოდ ცდილობდა ჩემი თითებისგან განთავისუფლებას და წამოდგომას, ბოლოს მიხვდა რომ არაფერი გამოუვიდოდა და მოეშვა, მისგან რამდენიმე წამის წინანდელი ძლიერი ქალისგან აღარაფერი იყო დარჩენილი, ისეთი სუსტი იყო, ისეთი უმწეო და შეშინებული, უნებურად გავუშვი ხელი და უკან დავიხიე.
- რას აკეთებ? ვინ ხარ? -საცოდავად ამოიხრიალა.
- ახლა კარგად მომისმინე და მაგ ცარიელ თავში შეუშვი რასაც გეტყვი, ლუკა ჩემი მეგობარი და ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, როგორ გგონია რატომ ვიჯექი და მშვიდად რატომ ვისმენდი შენს უაზრო ლაპარაკს, იმიტომ რომ ვგრძნობ ნამდვილად გიყვარს, მხოლოდ ამის გამო შემიძლია ის შეურაცხყოფა გაპატიო რაც მომაყენე, დეტექტივობანას თამაშს მოეშვი და ეცადე გააბედნიერო თორემ ასე ადვილად ნამდვილად ვეღარ გადამირჩები, ყოველთვის ასეთი თბილი და მშვიდი არ ვარ, არ გირჩევ ნახო როგორი გაბრაზება ვიცი.
- ვინ ხარ და ამ ყველაფერს როგორ აკეთებ? -დროში გაყინულ დარბაზს მოავლო თვალი და აცახცახებული თითებით მოიწმინდა შუბლზე მომდგარი ოფლი.
- იმაზე ნუ იფიქრებ რასაც შენი გონება უბრალოდ ვერ გაიგებს, ის გააკეთე რაც გეხერხება, ლუკას გვერდით იყავი და ყველანაირად ეცადე რომ თავი კარგად იგრძნოს, ვიცი რომ გამოგივა, ამას შეძლებ, -ლოყაზე ხელი მოვუთათუნე და წამოვდექი, ნელი ნაბიჯით გავედი დარბაზიდან და კართან მდგარ ლუკას მოვკარი თვალი, ისე სჩანდა რომ საუბარი დაესრულებინა და კაფეში აპირებდა დაბრუნებას, მივუახლოვდი მსუბუქად შევეხე ტუჩებით ლოყაზე და საბოლოოდ შევისუნთქე მისი სურნელი რომელიც ბავშვობას მახსენებდა, სანამ იქაურობას მოვშორდებოდი კიდევ ერთხელ მივიხედე მისკენ და გავშრი, ისევ ისე იდგა, გაუნძრევლად და ლოყებზე წვეთ-წვეთად ჩამოსდიოდა ცრემლები.

- - - - - - - - - - -

- მჭირდები, მჭირდები, მჭირდები, -განუწყვეტლად ვიმეორებდი და თავბრუდამხვევი სისწრაფით მივაპობდი ჰაერს, ფრენა ერთადერთი რამ იყო აზრაელის ალერსის შემდეგ რაც მამშვიდებდა და რამდენად არეულიც არ უნდა ვყოფილიყავი გონზე მოვყავდი, თუმცა ამჯერად ნამდვილად არ აღმოჩნდა საკმარისი, ჩემს შიგნით დაბუდებულ გაურკვევლობას, სევდას, ტკივილს, და ბრაზსს ვერაფერს ვუხერხებდი, იმ ცათამბჯენის სახურავზე დავეშვი სადაც პირველი დაუვიწყარი ღამე გავატარეთ ერთად, ახლა სახლში დაბრუნება არ მინდოდა, არავის ნახვა არ შემეძლო, მხოლოდ ის მჭირდებოდა, ჩემი აზრაელი, მაგრამ რატომღაც მასთან კავშირს ვერ ვახერხებდი, არადა სიგიჟემდე მსურდა მისი სიახლოვე, მისი მოფერება, მისი ჯადოსნური თითების შეგრძნება ჩემს შიშველ სხეულზე, მისი ტუჩები რომლებითაც ყოველთვის თავდავიწყებამდე მივყავდი, ხელები მითრთოდა, მთელი სხეული მეწვოდა, ვერ ვმშვიდდებოდი, ცივ ფილაქანზე ფეხმორთხმით დავჯექი, მინის მოაჯირს მივეყრდენი თვალები დავხუჭე და კიდევ ერთხელ შევეცადე რომ მომეხმო, არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე თვალდახუჭული, ფრთების შრიალი რომ მომესმა სიამოვნებისგან შემაჟრჟოლა და უკონტროლო ღიმილმა გამიპო ბაგეები.
- როგორც იქნა მოხვედი, რამდენი ხანია გელოდები, მოდი ჩემთან, -თვალდახუჭულმა გავშალე ხელები.
- არ ვიცოდი რომ მელოდი თორემ უფრო მეტად ვიჩქარებდი, -უცხო ხალისიანი ხმის გაგონებისას თვალები გავახილე და გაოცების შეძახილი აღმომხდა, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ეოსი იდგა, ჰო სწორედ ის ეოსი რომელიც რანჩოზე სიზმარში გამომეცხადა და რომელმაც ფაქტიურად სიკვდილს გადაგვარჩინა მე და აზრაელი, უზარმაზარი თეთრი ფრთები ჰქონდა, ჩალისფერი თმა უწესრიგოდ ეყარა სახეზე, უბრალო თეთრი მაისური, ლურჯი ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი ეცვა, ხელში სასმლით სავსე ბოთლი ეკავა და გულითადი მეგობარივით მიღიმოდა...



რაღაც ვერ გავიგე. ლუკასი როდის დაქორწინდა? ხან ერთი გიწერია ხანაც ორი და ცოტა ავირიე.
ეს ეოსი უფრო და უფრო და უფრო არ მომწონს. რანაირად მოახერხა ლილას და აზრაილის გონებრივი კავშირის გაწყვეტა? ან ეს ფრთები რა არის? დაადგა ბიჭი სასმლით ხელში და რა გონია ლილა ხელებში ჩაადნება თუ რა არის?
ისიც ვერ გავიგე იმ წითელმოსასხამიანმა რა აჩვენა ლილას და ვკვდები ინტერესით.
ველოდები შემდეგს❤️

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
რაღაც ვერ გავიგე. ლუკასი როდის დაქორწინდა? ხან ერთი გიწერია ხანაც ორი და ცოტა ავირიე.
ეს ეოსი უფრო და უფრო და უფრო არ მომწონს. რანაირად მოახერხა ლილას და აზრაილის გონებრივი კავშირის გაწყვეტა? ან ეს ფრთები რა არის? დაადგა ბიჭი სასმლით ხელში და რა გონია ლილა ხელებში ჩაადნება თუ რა არის?
ისიც ვერ გავიგე იმ წითელმოსასხამიანმა რა აჩვენა ლილას და ვკვდები ინტერესით.
ველოდები შემდეგს❤️


შეიძლება სადღაც რაღაც ამერია, არ მიმიქცევია ყურადღება, ერთი წლის წინ დაქორწინდა ასე უნდა ეწეროს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent