შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე თვალება ანგელოზი


2-09-2022, 11:45
ავტორი ciracira329
ნანახია 706

კიდევ ერთი ზამთრის სუსხიანი დღე გათენდა, გოგონა კი ისევ სასაფლაოსკენ გაემართა, უკვე ორი წელი გავიდა რაც იქ ყოველდღე დადიოდა. ასე იმ დღის შემდეგ გრძელდებოდა ,რომელმაც სამუდამო დაღი დაასვა, მის მხიარულ და ლაღ ცხოვრებას. ერთ დროს სულ იცინოდა, მხიარულობდა, მისი სიცილის შემხედვარე ხალხს გული უთბებოდა, ახლა კი უკვე ორი წელია სიცილით კი არა ღიმილითაც არ გაუღიმია.
სწორედ სამ თებერვალს შესრულდა ორი წელი,რაც სალომე აბაშიძეს ავტოკატასტროფაში მშობლები დაეღუპა. მას შემდეგ მარტო ცხოვრობს უზარმაზარ სახლში. სკოლაში სიარულიც შეწყვიტა და 19 წლის გოგო ან სასაფლაოზე ატარებს თავის მთელს დროს, ან სახლშია გამოკეტილი და ხანდახან თუ დაელაპარაკება, თავის ბიძაშვილებს ან ბიძამისს, რომლებიც მასზე ძალიან ღელავენ.
-სალო როგორც იქნა მოხვედი ლამის გავიყინე -უთხრა სასაფლაოდან დაბრუნებულ სალომეს მისმა ბიძაშვილმა თამთამ
-დიდი ხანია მელოდები?-კითხა უემოციოდა, სახლის კარი გააღო და ბიძაშვილს შიგნით შეუძღვა.
-კი , სულ მთლად გავიყინე-პასუხი დაუბრუნა თამთამ და გათბობასთან მივიდა.
მალე სალომეც მიუჯდა გვერდით, ცოტა ხანს ორივე ჩუმად იყო მერე კი ისევ თათიამ დაარღვია სიჩუმე.
-სალომე როდემდე უდნა იყოს ასე? მათ უკვე ვეღარაფერს უშველი, შენ კი 19 წლის გოგო თავს ცოცხლად იმარხავ, ნეტა იცოდე, როგორ მომენატრა შენი ლამაზი ღიმილი, გულიდან წამოსული სიცილი.
-არ მინდა მაგაზე ლაპარაკი.
-ჰო სულ მასე ამბობ,მაგრამ აღარ შემიძლია , ასეთს ვეღარ გიყურებ. შენ ჩემი ბიძაშვილი კი არა ჩემი და ხარ . მეც ცუდად ვარ შენ რომ ასეთს გხედავ.
-სხვანაირად მოქცევა არ შემიძლია, მენატრებიან გესმის? სულის ტკივილამდე მენატრებიან, მათთან მინდა ყოფნა, სიკვდილი მინდა- თქვა გოგონამ და ატირდა.
-კარგიი, დაწყნარდი ჩემო ლამაზო-ჩაეხუტა თამთა.
-სიკვდილი მინდა გესმის? მათთან მინდა.-ტიროდა სალომე.
-ეგ აღარ გაიმეორო გესმის?-აკანკალებული ხმით უთხრა თამთამ და თვითონაც ატირდა.
-ჩემი საყვარელ დედიკოსთან მინდა ჩახუტება, ან მინდა ისევ დავხვდე კართან სამსახურიდან დაბრუნებულ მამას.
-ჩემი საბრალო გოგო.
სალომემ ტირილით გული რომ იჯერა თამთას მოშორდა და სააბაზანოში, უკან დაბრუნებულს თამთა მისაღებში აღარ დახვდა.
-თამთა სად ხარ?
-სამზარეულოში, ყავას ვადუღებ , შენც გინდა ხომ?
-მე ჩაი გამიკეთე რა
-კარგი.
................................
გოგონები მისაღებშ იჯდნენ და საუბრობდნენ, როცა კარზე ზარის ხმა გაისმა.
-ბიძია იქნება ,მე გავაღებ -თქვა სალომემ
-როგორ ხარ სალო?-მზრუნველი ხმით ჰკითხა ზურაბმა.
-ჩვეულებრივად ,როგორ უნდა ვიყო?შენ როგორ ხარ?
-მეც ძველებურად, თამთას წასაყვანად მოვედი.
-ცოტა ხანს გაჩერდი, ყავას ვსვამთ და შენც გაგიკეთებ.
-კარგი ჩემო ლამაზო.
ბიძიას ყავა მიუტანა და გვერდით მიუჯდა.
-სალომე იცი?! დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და ჩავთვალე ,რომ უმჯობესია ჩვენთან გადმოხვიდე საცხოვრებლად, მეტ ყურადღებასაც მოგაქცევთ და მარტოც აღარ იქნები.
-არა ბიძია, დიდი მადლობა,მაგრა აქ მირჩევნია ყოფნა, აქ მათ სიახლოვეს ვგრძნობ, ყოველი კუთხე მათ თავს მახსენებს.
-სალო ნუ იტანჯავ თავს, ასე მათ ვერ დააბრუნებ.
-მეც ეგ ვუთხარი მამა,მაგრამ არ ესმის-ლაპარაკში ჩაერთო თამთა.
-მოკლედ ახლა ჩვენ წავალთ შენ კი ჩემ ნათქვამზე დაფიქრდი, შენთვის აჯობებს რომ ჩვენთან იცხოვრო. ამ სახლს ხელუხლებალდ დავტოვებთ.
-კარგი ბიძია, გპირდები ვიფირებ.
სტუმრები გააცილა, თავისი მშბლებსი საძინებელს მიაშურა და მათი ფოტოების თვალიერებას შეუდგა.ამას ყოველდღე აკეთებდა. გულსი სიღრმეშ ჯერ კიდევ სჯეროდა,რომ მალე კარზე ზარს გაიგონებდა, გააღებდა და ზღურბლზე თავის მშობლებს დაინახავდა,მაგრამ ეს იმედი იმედად რჩებოდა.
დღეები უფერულად გადიოდა. იმ ულამაზეის გოგოსგან,კი რომელზეც ყველა გიჟდებოდა,მარტო ლანდი თუ დარჩა. სალომე ძალიან შეიცვალა,მარტო მისი გრძელი ელვარე თამ და ულამაზესი მწვანე თვალები დარჩა უცვლელი. თუმცა არა, მისი თვალებიც შეიცვალა. ის ბედნიერების სხივის დააკლდა, რომლითაც მისი მშობლების გარდაცვალებამდე ბრწყინავდა.
მშობლების გარდაცვალების დღესაც ჩვეულებისამებრ სასაფლაოს გზას მიაშურა, დიდხანს იყო იქ,მერე კი ტაძარში წავიდა მოძღვართან სასაუბროდ. ისიც უთხრა ,რომ ბიძამისმა ცოტა ხნის წინ მათთან ცხოვრება შესთავაზა,მაგრამ ის ამაზე არც კი ფიქრობდა.
-სალომე შვილო არ შეიძლება ასე, ზოგი მშობლებს უფორ ადრეულ ასაკშიც,კარგავს,მაგრამ ცდილბენ გაძლიერდნენ და არ განსაცდელს გაუძლონ, 19 წლის გოგო ხარ და სასაფლაოზე ათენებ და აღამებ,სწავლა შეწყვიტე, არავის ნახულობ ბიძაშენის დ აშენი ბიძაშვილების გარდა.....
-მამაო ჩემებიც იგივეს ,მეუბნებიან,მაგრმა სხვაგვარად მოქცევა არ შემიძლია,რატომ არავის არ ესმის ჩემი?-ტირილით თვა სალომემ
-შეგიძლია სალომე შეგიძლია,მთავარია შენ თვითონ ნახო ამის ძალა საკუთარ თავში,იცოდე დღეიდანვა დაიწყებ ბიძაშენის სახლში სტუმრად მისვლას, არ გეუბნები ,რომა მართლა იმათთან გადახვიდე საცხოვრებლად,მაგრამ სტუმრად აუცილებლად მიდი ხოლმე გაიგე?
-მამაო მაგას რატომ მეუბნებით? ხომ იცით რომ თქვენ სიტყვას ვერ გადავალ.
-ეგ რომ ვიცი მაგიტომ გეუბნები და იმიტომ ,რომ შეთვის კარგი მინდა.
-ვეცდები მივიდე ხოლმე.
-არ ეცდები მიხვალ.
იმ ღეს კიდევ ბევრი ისაუბრეს. იქედან წამოსულ სალომეს ღამით უფრო მშვიდად დაეძინა,დილით კი ადგა, თავი მოიწესრიგა და სასაფლაოზე წავიდა. ცოტა ხანს იყო იქ, შემდეგ კი ბიძამისის სახლს მიაშურა. კარი თამთამ გაუღო და მისი დანახვა ისე გაუკვირდა რამოდენიმე წუთი გაოცებული აკვირდებოდა, ნამდვილად სალომეა თუ არაო. სახლში შესულს კი თავისი ბიძაშვილი გიორგი და ბიცოლა საოცარი სიხარულით და სითბოთი შეხვდა. ის დღეები გაახსენდა, თავის სახლში მისულს დედამისთან ერთად თავისი ბიძაშვილებიც რომ ხვდებოდნენ, როგორ ენატრებოდა ის დრო.
სახლში დაბრუნებულ ზურაბსაც ძალიან გაუხარდა ძმიშვილსი დანახვა.
-ჩემო გოგო როგორ გამახარე, დაფიქრდი ჩემ წინადადებაზე და აქ გადმოხვალ ხომ?-უთხრა,როცა უკვე თავი მოიწესრიგა და მსიაღებში მის გვერდით დივანზე მოკალათდა.
-არა ბიძია, მაგრამ ვივლი ხოლმე თქვენთან.
-ძალიან კარგი შვილო.-უთხრა ზურაბმა და ჩაიხუტა.
ამის შემდეგ კიდევ ორი თვე გავიდა, სალომე ჩვეულებრივ მიდიოდა მშობლების საფლავზე,მაგრამ ამჯერად მის დღიურ მარშრუტს ბიძამისის სახლისკენ მიმავალი გზაც შეემატა. მართალია ამას თავად სალომეზე დიდად არ მოუხდენია გავლენა, ისევ ისეთი დაღონებული იყო, მაიცნ არ იცინოდა, არც კი იღიმოდა და ეს მისიანებს გუსლ უკლავდა,მაგრამ გულის სიღრმეში მაინც სიამოვნებდა ის ოჯახური სითბო,რასაც ბიძის ოჯახში გრძნობდა, ნინოსაც(ზურას ცოლს) შვილივით უყვარდა სალომე და სულ თან ევლებოდა.



№1  offline წევრი OKI ME

საინტერესო ისტორია ჩანს ❤️❤️ მოუთმენლად ველი შემდეგ თავს. მოვლენების კიდევ უფრო საიტნერესოდ განვითარების სუნი მცემს :DDD

წარმატებებიი და მოუთმენლად ველი ახალს თავს ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent