შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავ-თეთრი გრძნობების ომი (თავი 15)


3-09-2022, 21:31
ავტორი თამარი აჩბა
ნანახია 7 062

- ლაშა, შეგიძლია ჩემს სახლტან ახლოს ავტობუსის გაჩერებასთან მიმიყვანო ?

მორიდებით თხოვა არიდამ, რადგან ლაშა მთელი დღე მის გვერდით იყო, ჯერ დახურულ მოედანზე ავტომობილის მართვაში ავარჯიშა, ერთობ იმხიარულეს ახალგაზრდებმა. შემდეგ დედასთანაც თხოვნის გარეშე მიიყვანა ყვავილებით ხელდამშვენებულმა და ახლა იქნებ რა საქმე აქვს ჩემი დევის გარდაო. მაგრამ კარგა ხანი გასულიყო, რაც ლადო ბიძია არ ენახა, ბევრი სათქმელი დახვეოდა გულზე და ამიტომ შეჰბედა დიდი მორიდებით.

- გაჩერებასთან რა გვინდა ? - გაკვირდა ბიჭი.

- ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადამინი დიდი ხანია არ მინახია და ...

- გაჩერებასთან გელოდება ?

- არა ლაშა, - გაეცინა, - იმ სამარშუტო ტაქსის მძღოლია, რომლესაც დავყვებოდი ხოლმე.

- კარგი.

- ოღონდ მე გავყვები, შენ იქ დამელოდე. ერთ წრეს შემოვუვლით და მერე წავიდეთ სახლში.

- გადაირევა.

- რა ჯანდაბა გადარევს, რა დაშავდება ამით ?

- მომკლავთ მე თქვენ. კარგი, მხოლოდ ერთი წრე.

მიიყვანა თუ არა გაჩერებაზე, ათ წუთში გამოჩნდა ნაცნობი ავტობუსით და არიდას სიხარულიტ სახე გაებადრა. შორიდან სენიშნა ლადომ თავისი ძვირფასი მგზავრი. უცებ აირბინა ორი საფეხური არიდამ, თავლებგაბრწყინებულ ლადოს სასწრაფოდ მოეხვია, მერე თავისი სახელობის ტომარა სავარძლებსს შორის ჩააკვეხა და დასკუპტა.
- ოჰ, ოჰ, - გახარებულმა შესძახა კაცმა, - ჩემი მზეც ამოსულა. სად ხარ ჩემო მშვენიერო, შეიძლება ამდენი ხნით დააბნელო დღე ?

- ძლივს მოვახერხე.

- მთავრია მოახერხე. აბა, როგორ ხარ ? რა ხდება ?

- ნეტავ ვიცოდე... არც მკლავს და არც მაცოცხლებ.

- სხვაგვარად რომ გეთქვა უფრო გამიკვირდებოდა.

- რატომ ?

- თავადაც გზაგასაყარზე დგას ჩემო გოგო და იმიტომ.

- რა გზაგასაყარზე ლადო ბიძია ?

- ფიქრების, სურვილების, გრძნობების გზაგასაყარზე ჩემო გოგო. როგორც სჩანს ჯერ ვერ აირჩია რომელიმე მხარე და ახლა თავისი ფიქრით ოქროს შუალედი უჭირავს- გეგმას არ ცვლის, მაგრამ არც ანხორციელებს.

- ნეტავ ერთხელ და სამუდამოდ აირჩიოს და მეც ვიცოდე რა ბედი მელის.

- აირჩევს, აუცლილებლად. მისი, ის მხარე აიძულებს, რასაც ასე მონდომებით გაურბის.ერთ დღეს უბრალოდ ვეღარ შეძლებს დაიმორჩილოს.

- საოცარია, სრულიად უცხო ადამიანას შეგიძლია, მასზე ისე ისაუბრო თითქოს მთელი ცხოვრებაა იცნობ.

- მასზე ამ ბოლო დროს ჩემზე მეტი არავის ექნება მოსმენილი და გაგებული, - გაეღიმა ლადოს.

- მე გიყვები, შენ კი ყველაფერს ხვდები. მე რატომ არ შემიძლია ყველაფერს შენსავით მივხვდე ?

- შეგიძლია. ხვდები კიდეც, მაგრამ შენც მასავით გზაგასაყარზე ხარ და ეს არ გაძლევს საშუალებას მეტად დაინახო სიმართლე. მე კი, რადგან მოვლენების ეპიცენტრში არ ვარ, ორივე თქვენგანზე უკეთ შემიძლია ცივი გონების შენარჩუნება. განსხვავება მხოლოდ ესაა.

კიდევ ისაუბრეს. ლადომ როგორც ყოველთვის სასარგებლო რჩევებით დაასაჩუქრა, ბევრ საკითხზე თავისი ხედვა გაუზიარა და დააფიქრა გოგო. ამასობაში როგორც ლადო იტყოდა ცხოვრების სასარგებლო ერთი წრეც დასრლდა. გამომეშვიოდბა გოგონა კაცს და წამოდაგა.

- ლაშა, ჩვენი ჩასვლის დროა. - გადასძახა უკანა რიგში მალულად მჯდომ ბაკურაძეს, რომელიც ამოსვლის დროს თავისი ფიქრით შეუმჩნველად შერეოდა მგზავრებს.

- მარტო ვერ გაგიშვებდი, ხომ იცი ? - მოუბოდისა თითქოს ვტობუსიდან ჩასულმა.

- არც მიფიქრია რომ გამიშვებდი. ისე, ხომ შეგეძლო უბრალოდ არ გეთქვა?

- არ შემეძლო. როდესაც ადამიანი გენდობა , არ შეიძლება ამ ნდობას უღალატო არიანდა. მარტოც გაგიშვებდი, მაგრამ ამ ბოლოს მეტად უხასიათი გახდა და არ მქონდა მისი ჯუჯღუნის თავი.

- შენ არაფერს გეტყოდა. ყოველ შემთხვევაში ჩემსავით არ ეჯავრები და იმაზე მეტს არ გეტყოდა ვიდრე მე...

- ეჰ, როგორ ცდები !

- წუხელ სად იყო იცი ?

- სასტუმროში, თავის ნომერში.... მარტო.

***
ვანოსა და დატას შეხვედრამ მომავალ პარტნოირებთან როგორც ყოველთვის წარმატებით ჩაიარა. კაბინეტში დეტალებს განიხილავდნე ადვოკატმა არჩილმა რომ დაურეკა დათს და პირველადვე რათქმაუნდა მოიკითხეს ერთმანეთი.

- რა ხდება ? - ცივად ჩაეკითხა დათა, რაც არჩილმა უთხრა, არც თუ სასიამოვნო თემას უნდა შევეხოო.

- დათა, ვაჟა იმავე იარაღითაა მოკლული რითიც ვეფხვია, - იყო პასუხი და ცოტა ხნიანი პაუზა. - როგორც მთხოვე საქმის მაალებს პარალელურად გადავხედე და ასეთი უჩვეულო ფაქტი აღმოვაჩინე.

- როგორ მოხვდა ის იარაღი ანდროს ხელში, რომელიც წესით არქივში უნდა ყოფილიყო. ზუტად ვიცი არჩილ, ეგ იარღი სადაც იანხებოდა.

- წარმოდგენა არ მაქვს შვილო. არქივიდან გასაიდუმლოებული მკვლელობის იარაღის გაქრობა და მკველის შვილის ხელსი აღმოცჩენა. ნამდვილად არ არის უბრალო ამბავი. ეს რომ გააკეთო კაცმა ხელი უნდა მიგიწვდებოდეს ამ მასალებზე, ან ძალინ დიდი თანამდებობის პირი უნდა იყო. - აუხსნა ადვოკატმა.

- მადლობა, არჩილ. ძიება განაგრძე. - გაუთიშა და ტელეფონი გაშლილი ხელისგულიანად დაახეთქა მაგიდის ზედაპირზე. თვალებში უეცრად გაკრთა არაბუნებრივი მრისხანება.

- რა მოხდა ბიჭო ? - ერთ წამში დათას შეცვლილმა, გაბოროტებულმა გამომეტყველებამ შიში გაუჩინა ვანოს.

- არ მაცდიან ეს ნაბიჭვრები... არ მაცდიან ცოტა ხანს მაინ დავივიწყო. - წყ,ლით სავსე ჭიქას ხელი დაავლო და კედელს შეალეწა. ანასხლეტი ინერციით დაბრუნდა უკან და მარჯვენა წარბის ზევით გაკაწრა დათა.

- ეე, დამსვვიდდი, რას აკეთებ ? წარბი გაიხეთქე... - ხელსახოცების სეკვრიდან ერთი გამოძრო ვანომ და გაუწოდა სისხლი მოიწმინდეო.

- ორივე ერთი იარაღით მომიკლეს ვანო, - ინსტიქტურად გამოართვა ხელსახოცი, მაგრამ მოწმედის ნაცვლად ხელში მძლავრად მოკუჭა.- ერთი იარაღით და ორივე გულში სროლით... - ისე დაბინდული ჰჰონდა გონება სახეზე მდინარედ წამოსულ სისხლსაც ვეღარ გრძნობდა.

- ვაახხ... - დაიგმინა ვანომ. უმალ მოიხვდა, რომ ეს ფაქტი დათას სიბრაზეს ნავთს დაასხამდა და ვინ იცის კიდევ როგორ გააბოროტებდა შურისძიებისს აგიზგიზებული ალი.

- არავის და აღარაფერს არ გავითავლისწინებ - წუთიც არ დასჭირდა ვანოს ფიქრის ახდენას, - მახრჩობს უკვე ეს ყველაფერი... დავიღალე ვანო ! ვამის დედა შე... არ მაცდიან ... არ მასვენებენ... ვერასოდეს შევძლებ ამ ჭაობიდან თავის დახნსანას... ხოდა წელამდე ყოფნას, გამუდმებით ამ ჭაობიდან ამოსვლასთან ჭიდილს სჯობს ბოლომდე ჩავეფლა... ასე უკეთესია.... ნამდვილად უკეთესია... - წამოვარდა და გასასვლელისაკენ გაიქცა...

- სისულელე არ გააკთო დათა ! - კარებში გადაუდგა ვანო.

- შემეშვი ! გაიწიე ! ახლა რამეს დაგიშავებ...

- რაც გინდა ის დამიშავე, ოღონდ ახლა აქ დარჩი !

- გაიწიე ! - დაიღრიალა, ვანო გვედზე გაწია და კარში გაიჭრა.

- დათა, იცოდე რამე რომ მიქარო არ გაპატიებ... მთელი ცხოვრება ინანებ ! - გზაში დაადევნა სიტყვები...

- ისედაც სინანულში ვცხოვრობ !

- ამჯერად ძალიან ინანებ !

***
ისევ მარტოს უხდებოდა სახლში ყოფნა. ისევ პლედში გახვეული იჯდა მისაღებში და ელოდა. შუაღამემ რომ შემოაბიჯა, ხელი ჩაიქნია და საძინებლში წავიდა. განათება რ ჩააქრო, სიბნელის შეეშინდა. საცოდავად მოიბუზა საწოლში და საბანი თავზე წაიფარა. ის იყო, ფიქრთა სამყაროს ღრმად შეუერთდა, მთავრი კარის ხმაურიანი დახურვა რომ მოესმა. თავი წამოსწია და ყურები ცქვიტა. ადგომაც კი ვერ მოასწრო, მისი საძინებლის კარიც ხმაურით გაიღო. არაბული, იმ მომენტში ყველაფერს ჰგავდა გარდა ადამინისა. დათას როგორც იქნა შინ დაბრუნებით განსაცდელი სიხარულის ნაცვლად შიშმა მოიცვა, იმგვარად ჰგავდა ავის მომტან სტანას ბიჭი. ხელები მუშტად შეეკრა და ჯოჯოხეთის ცეცხლი ედგა თვალებში. ტკივილით დაიკვნესა არიდამ, გუმანით მიხვდა კარგს არაფერს უქადდა მომავალი წუთები, გულზე ხელი მიიჭირა. ცოდვით დამძიმებული ნაბიჯებით მივიდა საწოლთან დათა, ფეხის ხმაც კი საზარელ ნოტებს გამოსცემდა. მარჯვენა ხელი საბნის კიდეს დაავლო და ერთიანად გადააძრო. ინსტიქტურად წამოხტა არიდა ფეხზე და კედელს აეკრა. საფრთხე, რომელის შესახებაც ხშირად ეფიქრა, მაგრამა არასოდეს უგვრძნია ასე, ახლა ძალიან ახლოს იყო. დათა არ გავდა დათას. არც სახე, თვალები, მზერა... სულ სხვა არსება იდგა მის წინ. სასმლის სუნს შორიდან გრძნობდა, ზღვარზე ათჯერ მეტი დაელია არაბულს, ცოდვის ის გამბედაობა კაბინეტში ვანოს წინ მოღრიალეს რომ ეწვია, გზად შემოეცალა, მაგარმ სურვილი ვერ განაგდო გაუკუღმართებული გონებიდან ამიტომ დაუმეგობრდა სასმელს და გამბედაობა იმ ცუდის გასაკეთებლად შესთხოვა, რომელიც კარგა ხნის წინ განეყარა გეგმებიდან, მაგრამ გაგებულმა ამბავმა ზალიან მტკივნეულად გახსნა იარები, განცდილმა სიმწარემ სულის სიბნელის სიღრმეებში ჩაახედა და საწყის დაუბრუნდა თითქოს, იმ პერიოდს, დიდი სიზუსტით ცივსისხლიანივით რომ ისახავდა გეგმას.
მეტნაკლებად ამოიცნო არიანდამ მისი გარდასახვის მიზეზი. მიხვდა, უთუოდ ძალიან ცუდი უნდა მომხდარიყო, რადგან მათი ნაცნობობის არცერთ დღეს ასეთი დათა არ ენახა. ნერვიულობამ, უსუსურობამ და მოსალოდნელის შიშმა ძვლებამდე მიაღწია. სხეულის მთელი აგებულება ერთიანად ეტკინა, როგორც სჩვეოდა სუნთავ გაუჭირდა, ქოშინი დაეწყო და უკითხავად გადმოვარდა ცრემლიც...
- რა მოხდა დათა ? - უსუსურად გაისმა მისი ხმა ოთახში. პასუხი არ იყო, მხოლოდ უცვლელი გაბოროტებული მზერა.- ხომ მაქვს უფლება ვიცოდე, რის გამო ?

- არ იცი ? - მეხივით დაეცა ბიჭის ხმა. მასში ნატამალი არ იყო მისი საყვარელი ხმისა.

- ამ წამს არა... - ისე ეტმასენებოდა კედელს შიშისაგან, ლამის მასში გაერთიანდა.

- ორივე ერთი იარაღით მომიკლეს, მათი გულები და ჩემი ცხოვრება ერთნაირად გახლიჩეს შუაზე... მეც არინდა ამირეჯიბო, მეც ორ პიროვნებად მაქციეს... და ახლა ვხვდები, რომ მხეცი უფრო დიდია ჩემში ვიდრე ადამიანი....

საუბრისას ნელ-ნელა მიუხლოვდა ფერდაკარგულს, მდუღარე ცრემლით უხმოდ რომ ტიროდა.

- დასრულდა ... - პიჟამოს საყელოზე ხელის ძლიერი ჩავლებით საწოლზე დაადგო ქალი.

- დასრულდა... - დაიჩურჩულა არიანდამ და თვალები დახუჭა, რათა მისი სახე აღარ დაენახა, - დასრულდა... - მკვდარივით მიესვენა საწოლზე, რომელსაც მისი ცხოვრების დასარული უნდა გაეზიარებინა.

ღილები შეხსნის ნაცვლად ხელის გაკვრით აწყვიტა. პიჟამოს შიგნით სრულიად შიშველი აღმოჩნდა ქალი და ბიჭის თვალწინ მთელი დიდებულებით გადაიშალა ის ნეტარება, რაც ხშირად უსურვია, მაგრამ არასოდეს უცდია ამ გზით ახდენა. დაჰყურებდა ზემოდან ნანატრს და ვერ აღიქვამდა, ვერაფერს გრძნობდა..მართლაც უსულო ცხოველს დამსაგვსებოდა, მხოლოდ ინსტიქტები რომ ამოძრავებს. მის გონებაში მოტრიალე ფირზე მხოლოდ ერთი სიტყვა იყო ჩაწერილი - შურისძიება. მეტი და მეტი ტკივილის მიყენების სულვილი. სისხლის სუნის შეგრძნებისას გახელებულ ნიანგს გავდა, მსხვერპსლ ყველფრის ფასად რომ იჭერს. ვერ აღიქვამდა არიდას სლამაზეს, მისი ქორფა მკერდის სიდიადეს, მყინვარის წვერივით რომ გამოიყურებოდა თეთრ კანზე. მის წინ მისთვის სასურველი, საყავრელი ქალი იყო, ვის გამოც ბევრი დათმო, ბევრი გააკეთა. ვერ გრძნობდა. მხოლოდ მის ტკივილს, შიშს, კანკალს ხედავდა და სიამოვნებდა...

საწოლზე უმწეოდ მიგდებული ფიქრობდა, რომ ის იყო უკანასკნელი დღე, როდესაც მას ცოცხალი ერქვა... და აქ ყველაზე მტკივნეული იყო ის, რომ იმ წუთასაც კი ესმოდა, თუ რატომ იყო დათა ასე გამწარებული. როგორ ეშინოდა, როგორ არ სურდა საყვარელი კაცის ასეთი სახე ენახა, ასე შეეხედა დათას მისთვის... ცხადად გრძნობდა, რად იქცეოდა მისი ცხოვრება რა დარდისა და ტკივილის ტარება მოუწევდა გულით იმ დღის შემდეგ...

დათა დაიხარა და უნებურად ხალების სამკუთხედისკენ წაიღო ტუჩები, უხეშად დაეკონა და სულ წამით შეჩერდა ნაცნობი სურნელი შეგრძნებისას, თვალები გოგოს სახისაკენ აატრიალა, დახურულ, ცრემლით სავსე გუგებს დააჩერდა. გამჭვირვალე ცრემში ხილულად მოსჩანდა გაუსაძლისი ტკივილი, დათა ვერ ამჩნევდა მხოლოდ...

- გაახილე !- უბრძანა უხეშად.

- არ მინდა !

- გაახილე- მეთქი !

დაჰყვა ბრზანებას, გუგები გახსნა და ცრემლმა კალაპოტგაჭრილი მდიანრესავით საფეთქლებისაკენ იცვალეს პირი. გიშრისფერი ზღვის წიაღიდან წამოსული მარგალიტები, გიშრისფერი თმის ოკეანეში ჩაიკარგნენ. ცრემლის გზას თვალი გააყოლა დათამ, არიდამ- დათას თვალს. მზერა ერთამანეთში რომ უნდა გაერთიანებულიყო, ბიჭმა გაწბილა გოგოს თვალები. არ ან ვერ შეხედა. სხეულისაკენ წაიღო და დაწყებული განაგრძო. დაუკოცნა ყელი, ლავიწები, მხრები და მკერდისკენაც გააცოცა პირი... მაგრამ ისევ ლავიწებს დაუბრუნდა. არიდას ეგონა, რომ ეჩვენებოდა როგორ კანკალებდა დათა, ზუსტად იმ რიტმში როგორც თავისი სხეული. ყბის ძვალთან ყურის ძირში შეაჩერა კოცნა, ხელები გოგოს შარვლის სათავისკენ წაიღო. ვერ შეძლო დანებება, სუსტი მთრთოლვარე ხელებით ჩაეჭიდა დათას.

- გემუდარები გაჩერდი ! - დაიჩურჩულა უმწეოდ.

- გამიშვი ! - დაიგრვინა მანაც ჩურჩულით. თითქოს არ შეეძლო ეს მილეული თითები თავადვე მოეშორებია.

- ვერ გავუძლებ...

- ეგ არ არის ჩემი სადარდელი.

- შემომხედ დათა, - ხელებზე დაეხსნა და სახეზე შემოაჭდო. ეცადა მისკენ შეებრუნებინა, მაგრამ ბიჭმაარ ინდომა.- თავლებში შემომხედე გთხოვ, - „მათი“ გადარჩენის ინსტიქტმა წაროუდგენელი ძალა შეჰმატა, მოერია და აიძულა სახე სეებრუნებინა. თავლები დახუჭა დათამ. ნელ- ნელა ადამინს ემსგავსებოდა. - გემუდარები შემომხედე...

- ნუ ცდილობ არიანდა.... ნუ ცდილობ... არაფერი გამოვა...

- შემომხედე....

შეხედა. სანუკვარი თვალების სიღრმეში ამჯერად ნათელი გონებით ჩაიხედა. ცივად შეუშვა შარვლის სატავეს ხეელი. იქ ისეთი შიში დაინახა თავადაც ვერ წარმოედგინა, მათში გაცილებით დიდი ტკივილი ჩანდა ვიდრე თავად გეგმავდა მიეყენებინა. თითქოს ვიღაცამ ყულფი გაუჭირა ყელში, თითქოს მის გულ ვიღაც ბასრი დანით მიადგა და დანაწევრება დაუწყო...

- ვერ გავუძლებ ... - გული ამოაჯდა, ნიკაპი აუცახცახდა, - თუ გინდა შენც იმ იარაღით პირდაპირ გულში მესროლე, ოღონდ ამ ტანჯვისთვის ნუ გამიმეტებ... გთხოვ მაპატიე, მათ გამო მე მაპატიე ! ცოცხლად დამმარხავ, თუ ჩემში შენ თავს მოკლავ ! - ლავიწთან გაჩელილი ომოები ცრელით აევსო.

მთელი სხეული ერთიანად შეუტოკდა. გულმა, ტვინმა და ყველა სასიცოცხლო მაჩბენებელმა ადამინური ელფერი დაიბუნა. ჩაბნელებული ჩასისხლიანებული თვალები, არიდასთვის ნაცნობი გახდა. ხელები სახიდან მოაშორებინა გოგოს, დაიხარა და ისევ ხალებზე აკოცა. არიდამ იფიქრა ვერაფერს გავხდიო და საბოლოოდ დანებება რომ გადაწყვიტა, სწორედ მაშინ ელვის სისწრაფით წამოფრინდა მისის სხეულიდან დათა, კომოდტან მივარდა და ერთი ხელის მოსმით ყველა ნივთი დაამსხვრია.

- რა გავაკეთო ?! - დაიღრიალა დაჭრილი ცხოველივით, - აღარ შემიძლია... რას დავემსგავსე ? აღარ შემიძლია... - დაიგმინმა კრიწაშეკრულმა. გატყდა კლდესავით უდრეკი მთილეი. უ=ირგვლივ რომ ყველაფერი დალეწა მართლაც დაღლილი და გამოფიტული ჩასრიალდა კედელთან და ჩაიმუხლა.

ტავის ტკივილს ახლა დათასაც დამეტა და გული ასი კილო გაუხდა თითქოს არიდას. შეშფოთებული აკვირდებოდა დათას. ფეხზე წამოვარდა, კარადიდან ახლი ზედა გამოიღო, გადაიცვა და მის წინ ცაიმუხლა...

- დათა ! - ფრთხილად შეახო ხელი, მის სახეზე აკრულ ხელებს.

- არ მინდა არიანდა ! არ შემეხო !

- მე მინდა ... - მეორე ხელი გულთან დაადო, ფიცარს რომ ანგრევდა.

- არ ვიმსახურებ ... - ფეხზე წამოიჭრა და სურდულივით გაიჭრა ოთახიდან.

- დათა, გაჩერდი ! გთხოვ... - აედევნა უკან.
გზად ყველაფერი მტვრად აქცია, რაც თავლში მოხვდა. მერე პირდაირ სუვენირების კარადისაკენ აიღო გეზი. კუპიდონის წინ დადებულ გულს დაავლო ხელი. ელდა ესცა არიდას.
- არ გატეხო ! - დაუყვირა სასოწარკვეთილმა, მივარდა და მის ხელში მოქცეულ გულს თავადაც ჩაეჭიდა. თუ ის გული გატყდებოდა, მისი გულიც დაიმსხვრეოდა. გაახსენდა, პირველ დღეს რომ უთხრა დათამ, ეგ შენი გულია და ფრთხილად არ დაიმსხვრესო.

- გაუშვი !

- ვერა !

- გაუშვი-მეთქი ! - გამოსტაცა და კედელზე მთელი ძალით მოიქნია. უღონოდ დაუშვა გოგომ ხელები და ნაწყენი მზერით დახედა იატაკზე მიმოფანტულ ნამსხვრევებს. - შემეშვი არია... შემეშვი... - იმდენი ხანი გავიდა რაც ეს სახელი მისთვის არ დაეძახა, გული ხელახლა ამოუვარდა.

- რატომ ?

- ეს ჩემი გული იყო არია, შენი არა !

შეტრიალდა და კარისაკენ წავიდა. გზად კიდევ რამდენივმე ნივთი შეიწირა. გარეთ გაჭრილს ვანო შეეფეთა. ბიჭი აივნის სვეტზე მიყრდნობილი უგდედბა ყურს, როდის დაასრულებდა წყვილი ხმაურიან გარჩევას. ვერ მოეთმინა გიგაურს და უკან გამოდევნებოდა ბიძაშვილს. გულის სიღრმეში კი ფიქრობდა ცუდს ვერ ჩაიდესნო, მაგრამ ყოველი შემთხვისთვის მარტო არ გამოუშვა. გიჟს გავდა ეზოში მოდარაჯე, განსაკუთრებით მაშინ აღელვდა სიწყნარემ რომ დაისადგურა სახლში. რამდენჯერმე იფიქრა შევალო, მაგრამ მაინც არ მისცა თავს უფლება. მერე ყვირილისა და მტვრევის ხმა რომ შემოასმა დამშვიდდა. მიხვდა ამ გზით ცდილობდა დათა თავის დაწყნარებას.

- რას დამდევ ვანო ? - შეუღრინა.

- ახლა კიდევ ერთი ზედმეტი სიტყვა, ერთი ზედმეტი კითხვა და არაკაცი ვიყო კბილები თუ არ დაგათვლევინო !

- გამეცალე ! - ხელი მიჰკრა წინ გადამდგარს.

- ჩემს მანქანაში დაეგდე, აღარ გაგამეორებინო ! დამელოდე ! - ისეთი გაფიცხებული ჩანდა გიგაური, დათას სიტყვა არ შეუბრუნებია. ასეთი უიშვიათეს შემთხვევაში ხდებოდა ვანო და იცოდა არაბულმა, ახლა მის წინ გადასვლა ძალიან ძვირად დაუჯდებოდა.

ფეხები უკან რჩებოდა სახლში შესვლისას ვანოს. ნამსხვრევებით სავსე იატაკზე ფრთხილად გადააბიჯა და ორი მეტრიც არ ექნებოდა გავლილი, გახევდა. არეული თმით, ტირილისაგან დაოსებული სახით სასტუმრო ოთახის თაღთან არიანდა იდგა. გული შეეკუმშა ვანოს. ისე განიცადა, თითქოს საკუთარ დას ხედავდა ამ დგომარეობაში. მზერით განუსაზღვრელი სინანულით მოუბოდიშა. ძმისებრ ნუგეშზე გული ამოაჯდა არიდას, მისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. გულზე სიყვარულით მიიკრი გიგაურმა, თავზე აკოცა. რამდენიმე წუთი მზრუნველი ჩახუტებით ანუგეშებდა.
- მაპატიე არიანდა, მაპატიე ! სიკვდილის ფასად, აღარასოდეს დავუშვებ მსგავსს, გპირდები !

- ის დათა არ იყო, მე რომ ვიცნობ.

- არ იყო... - ყველა ფიქრმა ერთდროულად გაიელვა ვანოს გონებაში. ერთბაშად გაბრაზდა დათაზე, არიანდას ოჯახზე და ბედისწერაზე. აქამდე რომ არ დაეწუწუნა, ახლა შეშჩივლა განგებას. შუბლზე რიდით აკოცა ყველასაგან განწირულ გოგოს.

- ის ახლა ჩემზე მეტად განიცდის, ამის ისე მჯერა როგორც არასდროს... ისიც მსხვერპლია წარსულის ცოდევების. წადი მას უფრო სჭირდები.

- მერე შენ? შენ დაგტოვო ?

- მარტო უკეთ გადავიტან.

- არიანდა

- წადი მასთან.

ზუსტად ისე გადიოდა სახლიდან, როგორც შემოსვლისას- ფეხები სახლში რჩებოდა, გული და ფიქრი არიანდასთან. სახეზე ეწერა რაოდენ იმედგაცრუებული და განაწყენებულიც იყო ბიზაშვულზე. საჭეს მიუჯდა და კარი ისე შემოიკეტა, სათუა გახდა თუღა გაირებოდა.


- ასე დავტოვოთ ?

- აქ ვერ დავრჩები... ახლა ვერ დავრჩები...

- შენი დამპალი სინდისი შეგაწუხებს ხო ? გაქვს კი საერთოდ ?

- წამიყვანე .

- ნაგავი ხარ დათა...

- ვიცი.

- ასე როგორ ექცევი ? მე ხომ ვიცი, ხომ ვხედავ, როგორ გიყვარს, მაგრამ ახლა ისიც აღარ ვიცი, რაც ვიცოდი... ეს რანაირი სიყვარულია ? ასე როგორ მოიქეცი შე დამპალო - ვეღარ მოითმინა ვანომ და მუშტმაც უნებურად გაიწია დათასკენ, გვარიანად შეურხია მარცხენა ყბა.

- თავი დავიბრიდო, თუ რავქნა ახლა ვანო ? - მსუბუქად მოისვა ხელი დარტყმულზე, თავის ჩადენილთან შედარებით, ეს სასჯელი ეკლის ნაკაწრსაც ვერ დაუტოლა. ვანოს მოეჩვენა რომ ეს კითხვა გულწრფელი იყო და არა რიტორიკული. თავისი მდგომარეობის გამოსავალ ეკითხებოდა დათა.

- არა. მაგ სიამოვნებას არიანდას ნუ წაართმევ. ეკუთვნის, თავად ამოგხადოს ეგ სული.

- მაგის ხელით სიკვდილი შვებაც კი იქნება ახლა ...

- იცოდე ოდესმე რომ კიდევ... დათა ნიას თავს გეფიცები, არც კი დავფიქრდები ისე გაგიხვრეტ შუბლს... მოგკლავ, მაგრამ შენ მასეთ გაცხოველებას არ დავუშვებ. არასოდეს გაპატიებ, არასოდეს !

- ისედაც ცხოველი ვარ... ჩემი არია... - ვანოს არ გაუგონია მისი სულიდან ამოხეთქილი სინანული. ორ სიტყვაში ჩატეული გულის განმგმირავი, სამყაროს ხელა მწუხარება.

***

საწოლის კიდეზე ჩამოჯდა. ცრემლიან თვალი მოავლო იატაკზე ნამსხვრევებად ქცეულ ნივთებს. ღმერთს მადლობა შესწირა, რომ წუთების წინ მისი ცხოვრება ამ ნივთების მსგავსად ნამსხვრევებად ქცევისაგან იხსნა. საბანი ასწია და ცივად უშვა ხელი. ისე გაშორდა არეულ საწოლს შეხედვაც ვერ გაუბედა, იმ წუთების გახსენებამ დააფრთხო. დერეფნის ბოლო საძინებელში შეიყუჟა. საწოლზე გადასაფარებელი აშალა და რკალად მოხრილი მიესვენა სასთუმალს. ისე დამძიმებოდა სხეულის,გვერდსაც ვეღარ იცვლიდა. არ მოეკიდა ძილი, მაგრამ ფიქრებმა ჩაანაცვლა მისი ადგილი, შორს გაიტაცა და გარიჟრაჟიც მოიყვანა. მიუხედავად ყოველივე ამისა, მიუხედავად იმ რამდენიმე ჯოჯოხეთზე უფრო მძიმე წუთებისა, ის, მის მზერასა და სიტყვებზე გონს მოსული დათა, რომელმაც ვერ გაიმეტა, სამოთხის სხივებით ანათებდა მის ფიქრებს. დაღლილი მაინც, უკითხავად წაიღო ძილმა.

იმ უზარმაზარ სახლში ისევ მარტო გაიღვიძა. მაგრამ, როგორც ყოველთვის ახალი დილა ახალი იმედით დაიწყო. გამუდმებით კი ებრძოდა ამ არსაიდან მოფრენილ იმედებს, თუმცა ვერას ხდებოდა მათთან, რადგან ქვეცნობიერი შეუთანხმებლად უგზავნიდა ხოლმე. ახლაც, მძიმე ღამის შემდეგ დილა მაინც მსუბუქი ეჩვენა.
ტავის საძინებელში ტამსაცმისთვის შესულს ყველაფერი უცვლელად დაუხვდა, თითქოს იქ სიოსაც არ გაევლო. გაკვირვებული გამმოვიდა და კიბეებს დაბლა სართულისკენ ჩაუყვა. ყველა ნივთი უცვლელად, თავიანთ ადგილას ეწყო. არადა ზუსტად ახსოვდა დათამ დაასხვრია. სათიტაოდ შეხედა ყველას, ხომ არ მელანდებაო. თაროსკენაც გაიხედა და კუპიდონის წინ ზუსტად ისეთივე, საღსალამათი გულის ქანდაკეაბა ისევ რომ იდაგა უნებურად გაეღიმა. დათას ეზრუნა. საკუთარი ხელით დამსხვრეულთაგან რისი გამთელებაც შეეძლო ძალა არ დაიშურა... მაგრამ არიანდას გული ? დროს მიანდო...

სამსახურში წასვლა დაგვიანებულად მიიჩნია. ძალაც არ შესწევდა. დათასა და ზურას კამათის შემდეგ, ისედაც ერიდებოდა იქ გამოჩენას. ასანიძეს წერილობით მიმართა კიდეც განთავისუფლების საკითხზე, ხშირად მიხდება სამსახურის გაცდენა, ზოგჯერ სათანადო ყურადღებას ვერ ვუთმობ და მიჯობს წავიდეო, მაგრამ ცოცხალი თავით არ დაეთანხმა ასანიძე, როგორც შეძლებ ისე განაგრძე დანარჩენს კი მე მივხედავო.
სამზარეულოში შევიდა, მაცივრის კარი გამოაღო და სევდიანი სახით ისე დახურა არაფერი აუღია. სახლში არ იყო, სუზმე ვისთვის მოემზადებია? უკვე კვირაზე მეტი ხდებოდა ადამიანურად არც თავად ეჭამა, რაც თვალნათლივ ეტყობოდა მის სხეულს. ყავის ფინჯნით დაბრუნდა მისაღებში, დივანზე ჩამოჯდა. ცოტა ხანში კარის ხმა მოესმა და ისტიქტურად წამოდგა ფეხზე, ოთახში მაღალმა, შავ სამოსში მეტად მოხდენილად გამოწყობილმა, კუშთი ნაკვთების მქონე, მაგრამ სოცრად ლამაზმა, მედიდურად მხრებში გაგშლილმა ორმოცდაათ წლამდე ქალბატონმა რომ შეამოაბიჯა. შეცბუნდა მოულოდნელი სტუმრით არიდა. ისე გაუფართოვდა თვალები, როგორც სჩვეოდა ამ დროს. სახეზე დააკვირდა ქალს, თავადაც ინტერესით რომ შეჰყურებდა და როგორც კი მსგავსება დაიჭირა, მიხვდა რა, ვინ იყო ეს დიდიებული ქალი ელდამ შეაქანა. ამასობაში კიდევ ერთი შეუერთდათ.
- დედა, - დაუძახა არაბულმა ზურგიდან , რომელსაც მისი სტუმრობის შესახებ მანამ შეატყობინეს ვიდრე მოვიდოდა და უმალ დაადგა სახლის გზას, - აქ რას აკეთებ ?

გოგონას დაკვირვებული მზერა მსოწყვიტა ქალმა და ზურგისაკენ შებრუნდა.

- საკუთარ სახლში მოსასვლელად მიზეზი უნდა მქონეს ? - მკვახედ მიუგო - ვინმეს უნდა ვკითხო შვილო ?

- გამიკვირდა. არ გელოდი.

- გაუკვირდა... ახლა იმაზე მიპასუხე, ჩემი ამ სახლში უკითახვად სტუმრობა უფრო გასაკვირია, თუ ის, ჩემმა ვაჟმა ცოლი ისე რომ შეირთო არც კი გამაგებინა ?

- დედა, ძალინ გთხოვ, არ დაიწყო ახლა...

- რას მთხოვ დათა ? კარგი, გასაგებია შენი ხასიათი, უკვე შევეგუე და აღარ გედავები, მაგრამ ეს როგორ არ შემატყობინე შვილო ? ნუთუ ისეთი დედა გყავს არ ვიმსახურებდი ? - ოდნავ ამეღვღა ქალს ხმა.

დათა მისკენ წავიდა.

არიანდა ნერვიულ ცახცახს აეტანა. ხან დათას უყურებდა, სულ სხვაგავრად რომ უცქერდა მისი თვალები დედას და ხანაც ლილის.

- ლილი, არ გინდა ასეთი საუბარი. იცი რასაც ვფიქრობ. - წყრომით უპასუხა დედას და გულში ჩაიკრა.

- უნამუსო ბიჭი ხარ... - სიყვარულით ჩატუქსა ქალამა, ზურგზე მოუტყაპუნა ხელი. - არ უნდა გამეშვი იქ იმდენი წლით და ასეთი ხისტიც არ გაიზრდებოდი.

- იქ რომ გამიშვი გაზრდილი ვიყავი უკვე დედა.

- ტანის აყრა ნუ გგონია შენ გაზრდა. - შეუსწორა ქალმა. - კარგი ახლა, სირცხვილია ამ გოგონასთან, - დაეხსან შვილის მკლავებს. არიანდასკენ შებრუნდა, ხათრით რომ იდგა ფეხზე. - გამაცანი ჩემი მშვენიერი რძალი, - კეთილი ღიმილი მოედო მის მკაცრ სახეს. გარეგნულად არასოდეს იტყობდა, მაგრამ დიდი გულის პატრონი იყო ლილი.

უფრო მეტად აცახცახდა არიანდა. შეშინდა, ჩემს გვარს რომ გაიგონებს უთუოდ შევძულდებიო. კიდევ ერთის სიძულვილით სავსე თვალების დანახვას სიკვდილს ამჯობინებდა. დედის მხარზე მოხვეული ხელით დაიძრა დათა გოგონასკენ, გაფითრებულ სახეზე ჩუმი რიდით შეხედა. ამოიცნო მისი განცდბი. გამხდარი და სხივჩამქრალიც ეჩვენა, თუმცა ისევ ძველებურად ლამაზი.

- დეად, გაიცანი არიანდა,

ქალმა ხელი გაიშვირა მისკენ და სახელი რომ გაიგონა შეცბა. გოგონამაც გაუბედავად გააპარა მისკენ ხელი და გაუბედავად გაუსწირა თვალი.

- არიანდა ამირეჯიბი.

მეხის ხმასავით იყო ამ სახელისა და გვარის მოსმენა ლილისათვის. უცებ ჩამოერეცხა სახიდან ღიმილი და ფერი ეცვალა. შეტოკდა თითქოს, ხელი შეუშვა გოგოანს და დივანზე ჩამოჯდა. არიანდაც უღონოდ დაეშვა სავარძელზე უბედურების მოლოდინში. დათამ კი ეჭვიანად დააკვირდა ლილის რეაქციას, წესი რომ არაფერი არ უნდა სცოდნოდა.
ლილიმ უცებ მოახერხა თავის დაჭერა. ღიმილი დაიბრუნა და არიანდას მიუბრუნდა.

- მაპატიე შვილო, - მიუგო თბილი ხმით, - ისეთი ასაკი მაქვს, ხანდახან ბრუ მესხმის... კეთილი იყოს შენი ფეხი არაბულების ოჯახში. სამარადისო ანათებდეს თქვენი სიყვარულის მზე. მე კი, უფალს ვთხოვ, ყოველ ნაჩუქარ დილას თქვენი ბედნიერება მამზერინოს.

მალულად შეხედა წყვილმა ერთმანეთს. არცერთი ელოდა ლილისგან ამ სიტყვას და საქციელს.

- მადლობა. - მორიდებით უპასუხა მისი ქცევით გახარებულმ არიდამ.

- დათა, მძღოლს თხოვე წყნეთში წავიდეს და ჩემი ნივთები მოიტანოს. მე მამიდაშენს გავაფრთხილებ.

- ნივთები რად გინდა ?

- მინდა ცოტახანს ჩემ შვილთან და რძალთან ვიცხოვრო.

- დედა...

- არავითარი დედა... - თბილი მზერა მკაცრმა შეცვალა, შვულისაკენ მიბრუნდა და ძალიან მკვეთრი, გამაფრთხილებელი ტონით განაგრძო. - მაქვს უფლება ამ სახლში რამდენხასაც მინდა იმდენხანს ვიცხოვრო.

- რა შეიცვალა ლილი ? ამ სახლში წლებია ღამე არ გაგითევია.

- ყველა ცვლილებას აქვს მიზეზი... ახლა რახან თქვენც აქ ხართ, აღარ გამიჭირდება გაჩერება.

- დედა, არ გინდა რა...

- შენ ხომ არ შეგახუხებ შვილო ? - დათას სიტყვას ყური არ ათხოვა, არიდას მიუბრუნდა.

მისი დაძახებული შვილო სითბოდ ჩაეღვარა გულში.

- რას ბრზანებთ, პირიქით. - უპასუხა მან.

- ხედავ ? შენს მეუღლეს არ ვაწუხებ.

- არასოდეს შეიცვლები დედა.

- სამაგიეროდ შენ იცვლები შვილო. არიანდა, - მისი სახელი განსხვავებულად გაოთქვა ქალმა, - ისაუზმეთ ?

- არა. ჯერ არა.

- წამოდი, სამზარეულოში შევიდეთ, რამეს მოვამზადებ, თან უკეთ გავიცნობთ ერთმანეთს. ხვალ ნანისაც მოვიყვან და ის უფრო გემრიელად გვაჭმევს.

- არიანდაც კარგად ამზადებს, ნანი რა საჭიროა ? - უმცირესობაში აღმოჩნდა თითქოს დათა.

- მე მჭირდება ნანი. ამ სახლში მის გარეშე არასოდეს მიცხოვრია. თანაც არიანდას სხვა საქმეებიც ექნება.

- მე არ მეზარება... - წამოიწყო გოგომ, მაგრამ ლილიმ ისე წარბის აწევით ანიშნა და ულამ გაჩუმდა.

- შენ ისეთი გამხდარი ხარ, მხოლოდ ჭამა გევალება.

მისი სახელის მოსმენის წამიდან ნათელი გახდა ლილისთვის ყველაფერი, მალე გაერკვა სიტუაციაში და მოერგო კიდეც.

- ნეტავ რა ჩაიფიქრე დედა ? ... ესღა მაკლდა... - ამოიოხრა. წინასწარ მობეზრებული გამომეტყველებით ჩამოჯდა.

***
მთელი დღე ელოდა არიანდა რომ ლილი რაღაც ისეთს ჰკითხავდა, რაც დააფრთხობდა, გრძნობდა რომ მან რაღაც იცოდა, მაგრა ერთი ზედმეტი სიტყვა არ უთქვამს ქალს. მხოლოდ დადუნაზე ისაუბრეს, იმის გაგების შემდეგ თუ სად იმყოფებოდა იმჟამად. ერთ დღეს გასაწნობად წამოგყვებიო, დაჰპირდა. გემრიელად ასაუზმა და ავახშმა კიდეც ოჯახი ქალმა, თან ისეთი ატმოსფერო შექმნა, თითქოს ოიტისოდენა პრობლემებიც კი არ ჰქონდათ. დასაძინებლად პირველ სართულზე კუთხის ოთახი აორჩია. ყოველთვის მომწონდა ეს ოთახი, აქ უფრო კომფორტულად ვიქნები, თქვენ კი მეტი ტავისუფლება გექნებათო, განუმარტა ახლაგაზრდებს. ნანის ოთახიც გვერდითაა, რომ დარჩება უძილობის შემთხვევაში ადვილად ვესტუმრებით ერთმანეთს სასაუბროდო. მიზანმიმართულად არ მიისურვა მათ სართულზე დაძინება.
- ცალ-ცალკე რომ გვძინავს ? - დიდხანს ითმინა არიანდამ, მაგრამ საძინებლების გზაგასაყარზე რომ მივიდნენ მაინც გაბედა ეკითხა.

- მერე რა ? - თითქოს ვერ მიხვდა რას გულისხმობდა.

- ეს ხომ არასწორია... ანუ მას ცოლ-ქმარი ვგონივართ და ... ვერ ვიტან ტყულის მაგრამ ახლა მისი წყენინებაც არ იქნება სწორი ...

- ნუ ღელავ. ამაზე სიტყვას არ დაძრავს და არც შეიმჩნვეს. შეგიძლია მშვიდად დაიძინო შენს ოთახში.

- კარგი.

- არამგონია ჩემთან ერთ საძინებელში ძილი შეძლო.

- ისევე როგორც შენ...

***

- ესეიგი წუხელ ახალი ამირეჯიბი გაჩნდა .

მოესმა დათს ირონიული ნათქვამი საძინებლიდან გამოსულს. ბაკურაძემ ამცნო ახალი ამბავი. მუხლი მოეკვეთა. მასთთან რა საქე აქვს, ვაი თუ ისინიც შედის მის გემებშიო, გაიფიქრა და სწრაფად გამოიქცა მათკენ. კიბეები ქოშინით ჩამოირბინა. მისაღებში მოსაუბრეები გაკვირვებული უყურებდენ, თუ როგორ მორბოდა კიბეებზე. ყვირილით მიჭრა მათთან. ისე იყო დამფრთხალი ძმისშვილის ამ ქვეყნად მოვლენის სიხარული ვერ აღიქვა.

- მათ რატომ უთვალთვალებ? - ესცა არაბულს- მათგან რა ჯანდაბ გინდა ?

- ნუ ყვირიხარ. - გააფრთხილა მშვიდად.

- მინდა და ვიყვირებ. მითხარი, ლიკას რატომ უთვალთვალებ?

- შემთხვევით გავიგე არიანდა.

- არ მჯერა შენი. ისე ახსენე ახალი ამირეჯიბი, დარწმუნებული ვარ მასაც არ გაახარებ.

- არიანდა, მართალს გეუბნება დათა. - საუბარში ჩაერთო ლაშა.

- ლაშა...

- ნება შენია დაიჯერებ თუ არა. რაიმე გეგმა რომ მქონდეს შენთან თქმის ნამდვილად არ შემეშინდება.

- არ დავიჯერებ. - ამოიბუტბუტა და როგორც იქნა მიხვდა, რომ ანდროს შვილი დაიბადა. გული სიხარულტ აუჩქროლდა. უნებურად ღიმილით გაებადრა სახე. - უკვე დაიბადა...

- ისტერიკას თუ მორჩები, მათ სანახავადაც წაგიყვან.

- მართლა წამიყვან ? - აცქმუტდა, ისე გაეხარდა შეთავაზება მოეხვეოდა კიდეც მადლობის ნიშნად.

- ხო, მართლა, მართლა... მიდი მოიცვი.

- დაგელოდოთ ? - სასხვათაშორისოდ იკითხა ბაკურაძემ.

- არა, შენ სხვა საქმე გაქვს, მე წავიყვან.



***

ჩუმად იჯდა არიდა. კარგა ხანი გასულიყო, რაც ერთი ავტომობილით არ ემგზავრათ. მონატრებოდათ სალონში დატრიალებული ერთმანეთის სურნელი. იქ, იმ პატარა სივრცეში ხომ განსაკუთებულად მძაფრდება ეს შეგრძნება. არც მის ოთახში შესულა იმ დღის შემდეგ ბიჭი. გადადო ძილის წინ „ზღაპრების წაკითხვა“ . არინდა კი ყოველ ღამით ელოდა რატომღაც, თან შიშით თან სურვილით... შიში აიტანდა ხოლმე ფეხის ხმას თუ გაიგონებდა, მაგრამ მერე ლილი ახსენდებოდა და მშვიდდებოდა. ის ქალი ხომ მხსნელად მოევლინა მის იმ სახლში ყოფნის მდგომარეობასა და მის სულს. თითქოს არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებდა ლილი, მაგრამ მაინც გრძნობდა არიდა მის იმედს, მის ზრუნვას, ნუგეშსაც კი.


- კარგი დედა გყავს. - წამოიწყო გოგონამ. ასე გაბუტულები როდემდე ვიქნებით, მინდა თუ არ მინდა მის გვერდით ვცხოვრობო.

- შენც კარგი დედა გყავს.

- სულ მიკვირს, მას რატომ არ ერჩი ?

- აბა, თუ გამოიცნობ ?! - ჩვეული ირონიით უპასუხა ბიჭმა.

- ვერ. დათა... - მიმართა რაღაცის სათქმელად, მაგრამ გაჩერდა გადაიფიქრა კითხვა.

- ან უნდა დაასრულო, ან საერთოდ არ უნდა თქვა.

- ახლა მივხდვი რომ არ მიპასუხებ.

- სცადე.

- არ აქვს აზრი.

- თუ არ ცდი ვერ გაიგებ. სცადე-მეთქი !

- კარგი... - შეყოყმანდა მაინც. უფრთხოდა კითვის დასმას.

- გელოდები ...

- შენ იმ ამბებს ისევ იძიებ ? მკვლელობის...

- რა მნიშვნელობაა აქვს შენთვის ?

- აქვს.

- მაინც ?

- მირჩევნია ვიცოდე თუა ალბათობა იმისა, რომ კიდევ ისეთი რამ აღმოაჩინო, რაც შენში იმ ურჩხულს გააღვიძებს... მირჩევნია შეძლებისგადვარად შეგუებული შევხვდე ასეთ ფაქტს...

ერთხანს უყურა გოგოს ისეთი მზერით დანაშაულის შეგრძნებას რომ მალავს,
- მოვედით. - მხოლოდ ეს პასუხ გასცა.

არიანდა მიხვდა, პასუხს ვერ მიიღებდა, რომ დათას ამაზე საუბარი არ სურდა. გაწბილებულმა ამოიქშინდა, კარი გამოაღო და სამშობიაროს შენობაში შევიიდა.

მიმღებში პაციენტი იკითხა და ვიდრე მათთან ავიდოდა ყველა ცუდი ფიქრი განიყარა. ახლა მხოლოდ ისინი არსებობდნენ. გულმხურვალედ მიულოცა დედას და აღელვებული მივიდა ბავშვის საწოლთან. ვარდისფერ პლედში გახვეულ ღია ვარდისფერ გოგონას ანგელოზივით ეძინა. არაფერი იყო იმაზე მეტად ლამაზი დასანახი ვიდრე იმ საწოლში მწოლიარე ანდროს შვილი. მავედრებელად გახედა ლიკას, რომელმაც თავის ქნევით დართო ნება და არიანდამაც რუდუნებით აიყვანა პატარა ხელში. ბედნიერების ჟრუანტელმა დაუარა, ერთინდა შეისუნთქა განსაკუთრებული სურნელი, უმანკო სხეულზე რომ ასდიოდა პატარას, გულზე მიიკრა და შუბლზე ტკბილად აკოცა. ის ციცქნა არსება მისი ნაწილი იყო. ისეთი განცდა შეიჭრა მასში ხელში აყვანის მომენტიდან, რომ გეკითხათ მთებს გადადგამდა მისი კეთილდღეობისთვის. კარზე სუსტი დაკაკუნება გაისმა. ხელზზე გადაწვენილი ბავშვიანად გაეშურა არიანდა და გამოაღო თუ არა შედრკა. მის იქ დანახვა არ ელოდა. თავის მხრივ დათა შედგა. ჩუმი მღელვარებით, თვალდაუხამხამებლად უცქერდა ცოლს ბავშვით ხელში და ვინ უწყის რას ფიქრობდა...

- აქ რა გინდა ? - ჩუმად შემკრთალი ხმით ჰკითხა.

- მათ არაფერს დავუშავებთქო, გითხარი უკვე ! - ჩუმადვე, წყრომით უპასუხა.

- აბა ?

- ესენი დაგრჩა, - სასაჩუქრე კალათი აჩვენა , - რომ აღარ ჩამოხვედი იძულებული გავხდი ამომეტანა.

- სასწაული... - თავი გააქნია ქალმა, გაიწია და ანიშნა შემოდიო.

- გილოცავთ ! - მკრთალად გაუღიმა დათამ ლიკას და საჩუქრები კუთხეში დაალაგა.

- გაიცანი, ჩემი მეუღლე დათა.

- მეც გილოცავთ. - გულრწფელად გაეხარდა ლიკას.

დათამ თავი დაუქნია მადლობის ნიშნად და დატოვა.

- რა კარგი ბიჭია... - აღფრთოვანებით შენიშნა ლიკამ. - უხდებით ერთმანეთს.

- ხო...

- არიდა, ერთ თხოვნას შემისრულებ ? - დაღლილი თვალები ააუფახურა ჯერ კიდევ ფერმიხდილმა.

- ყველას.

- მინდა სახელი ანდრომ დაარქვას და...

- კარგი, წავალ მასთან და ვკითხავ, რა სურს ერქვას მის ერთადერთ და ულამაზეს ქალიშვილს...

- ლამაზია ხო ? - სიყვარულით შეაქცერდა შვილს.

- აბა სხვანაირად როგორ ? ყველაზე ლამაზია ... პაწაწინა და საყვარელი... - მისი ციცქნა ხელი დაიჭირა და აკოცა.



***

სამშობიაროდან წამოსულამა ძლივს გაბედა ეთქვა დატასთვის ანდროს ნახვა რომ უნდოდა. როგორც მოსალოდნელი იყო დიდხნას იუარა არაბულმა, მაგრამ რამეს მოვახერხებ და გავიპარებიო იმდენჯერ დაიმუქრა გოგომ, წუწუნი მობეზრდა დათას და წაიყვანა. შენი რომ ვერ იტან, იმ გარემოებას არ ცვლის რომ ჩემი ძმაა, ახლახანს შვილი შეეძინა და ეს აუცილებლად უნდა ვახაროვო. - წაიბუტბუტა უკვე ციხის გზისკენ მიმავალმა არიდამ. საკუტარ თავზე ცხარობდა არაბული რომ დათანხმდა, ასე ყველა თხოვნაზე უკან როგორ ვიხევო, გაიფიქრა, მაგრამ უკვე დაპირებული იყო, გზასაც ადგა და ვერაფერს იზავდა, უფრო გულის სიღრმეში არც უნდოდა აზრი შეეცვალა.

ბადრაგმა რომ პაემნის შესახებ ამცნო, გული ამოუხტა სიხარულით, იცოდა ვინც იქნებოდა მოულოდნელი სტუმარი. თავი მოიწესრიდა, თმა სველი ხელით შეისწორა, ცოტახნის წინ შეხლა-შემოხლაში რომ აბურდვოდა, თავი კარგად შეათვალიერა ხომ არაფერი მეტყობა, ჭკუის დარიგებით ამიკლებსო, სანერვიულოს ვეღარ დავუმტებო და საკანი დატოვა. დიდხანს ყავდა ჰაერში ატაცებული და გულზე მიკრული. არც გაუშვებდა არიდა რომ არ აბუზღუნებულიყო.

- ანდრო დამსვი ცოტახანს, მოვითქვა სული თორემ ისეთი ამბავი უნდა გითხრა ისევ მოგიწევს ჩემი აფრიალება.

- რა ამბავი ? - დასვა და ეჭვით დახედა.

- ოთხი კილოა, ორმოცდაცამეტი სანტიმეტრი, ვარდისფერი კანით ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი გოგოა. გილოცავ მამიკო ! - გაბადრულ მთავრესავით ანათებდა არიდას სიტყვები და მომღიმარი სახე ანდროს დაბნელებულ ცხოვრებაში...

- დაიბადა ? დაიბადა.... დაიბადა.... - დაბნეულად ალუღლუღდა ანდრო და ისევ აიტაცა და ხელში. - მამა ვარ ... რა მაგარია ... ღმერთო მდლობაა...


ირგვლივ ყველას მზერა მათკენ იყო მიმართული. სხვაგვარად ვერც იქნებოდა. ოთახის შუაგულში დას ხელში აფარფატებდა და ხმამაღლა ყვიროდა. ყველა ულოცავდა, მათთან ერთად უხაროდათ, თქვენ წარმოიდგინეთ უჟმურ ბადრაგებსაც კი.

- პირდაპირ მათგან მოვდივარ შენთან. - ტელეფონი ამოღო და შვილის ფოტო ცხვირ წინ მიუტანა. უცებ გამოსტაცა ბიჭმა და გაბრწყინებული ამღვრეული თვალებით დააჩერდა ვარდისფერ არსებას. - კარგად არიან. მეორედ რომ მოვალ დაბეჭდილ სურათს მოგიტან.

- მადლობა ჩემო ერთო... მადლობა ჩემო პატარა ... - ხელზე ჩაეჭიდა და აკოცა დას.

- აქ ლიკამ გამომიშვა. მას სურს სახელი შენ დაარქვა.

- გადაირია ? მაგის უფლება მე არ მაქვს.

- მას ასე უნდა და მისი სურვილი კანონი უნდა იყოს ახლა შენთვის, ანგელოზი გაგიჩინა.

- ხო, მართლა ანგელოზია, ჩემი ანგელოზია... ჩემი შვილია... მამა ვარ... ამის დედაც.. რა მაგარია - დაბნეული, ბედნიერების ბურუსში გახვეული დასჩერებოდა შვილის ფოტოს.

არიდა მიხვდა, რომ ეს მისი გადარჩენის დასაწყისი იყო...

- მანდ კიდევ არის ვიღაცის ფოტო.

ანდრომაც ხელის გადასმისთ გადაინაცვალა მომდევნოზე. ფოტოდან თეთრებში ჩაცმულმა შვილის დედამ გაუღიმა, მეორე ფოტოში პატარასთან ერთად იყო. გულმა ყელში გადმოინაცვლა, ისეთი ლამაზი იყო ლიკა, გრძნობებმა იფეთქა. მონატრების ტკივილმა ახლა უფრო შეახსენა თავი. მძიმედ ამოიხვნეშა და ტელეფონი დას დაუბრუნა.

- ესეიგი სახელი მე დავარქვა, - თემა გადაიტანა უცებ. - კარგი. ერთი წუთით, - დაუძახა იქვე მდგომ ბადრაგს,- ფურცელი და კალამი მიშოვე რა... - ბადრაგმაც ღიმილით დაუქნია თავი ახლადგამომცხვარ მამას. მალევე მიუტანა რაც თხოვა. ანდრომ რაღაც დაწერა ზედ, დაკეცა და დას გაუწოდა.

- ანდროო... - გაიბუსა არიდა.

- რომ დაარქმევს მერე გაიგებ. - თბილად გაუღიმა ძმამ. - თან ეგეც არ იყოს და მომენატრა ბუშტივით რომ იბერები. ბავშვობაში სულ მეგონა რომ გასკდებოდი.

წარსულის ტკბილი მოგონების გახსენებამ ორივეს ერთოულად მოგვარა სევდაც და სიხარულიც. ერთი ემოციით გაეცინათ.

- სულ დამავიწყა შეთვის მეკითხა როგორ ხარ ? წყენას ისევ არ გადაუვლია, რომ არ დამიჯერე მაგრამ...

- აღარ განაგრძო...

- ახლა იმასაც მიკრძალავ შენი ამბებით დავინტერესდე ?

- მაგას არა. კარგად ვარ ანდრო, როგორც მხედავ საღსალამათი და ჯანმრთელი.

- გარეგნულად კი თუმცა... არიდა, იცი რამდენი კითხავ მაქვს, მაგრამ დასმას ვერ ვბედავ, ენა არ მიბრუნდება... - გაჭირვებით ამოღერღა სიტყვები ანდრომ და უსუსურობის განცდამ ყელში მოუჭირა.

- არაფერი დაუშავებია,მართლა კარგად ვარ ანდრო... დედას გეფიცები არაფერი დაუშავებია... - მთელი გულით მოუნდა ძმის დამშვიდება. მიუხვდა გულისტკივილს.

- აქ როგორ გამოგიშვა ?

- საავადმყოფოშიც თავად მიმიყვანა და ახლაც გარეთ მელოდება.

- რა ? დარწმუნებული ხარ რომ ერთი და იგივე კაცზე ვსაუბრობთ ?

- ხო. ზოგჯერ მეც არ მჯერა, მაგრამ ასეა. ცუდად არავინ მექცევა, მითუმეტეს მისი ახლობლები.

- ყველამ იცის ?

- ყელამ არა, მაგრამ ვინც იცის არც ისინი მექცევიან ცუდად.

- თავად ? დავიჯერო, მართლა კარგად გექცევა ?

- შაქრად არ იღვრება, მაგრამ ისე არაა მე და შენ რომ ველოდით. შენ არაფერზე იდარდო გარდა იმისა რომ ცოლ-შვილი გელოდება.

- მთელს სამყაროში ყველაზე სუფთა და კეთილი ხარ არიდა.

***

- რაო ძამიკომ ? დაინტერესდა შენი ბედით ? - ირონიულად დაუსვა გზაში კითხავა დათამ.

- არა.

- ტყუილები არ გამოგდის.

- არც შენ. მეც ვისწავლე შენი ტყუილების გამოცნობა.

- საინტერესოა გამოცნობა როგორ ისწავლე, როცა არ გატყუებ ? - ჰმ, როგორ არ ატყუებდა ? კარგი სხვას რომ თავი დავანაებოთ, გრძნობებს ხომ მაინც ატყუებდა. - დაუფარავდ გეუბნები ყველაფერს.

- ბარემ უცოდველიც უწოდე თავს. - ცინიკურად ჩაეციანა ქალს, - შენ გგონია ვერ მივხვდი, ჩემს აქ წამოყვანას რატომ დათანხმდი ?

- ამ ჯერად რა დასკვნა გამოიტანე ? - ინტერესით იკითხა დათამ. მართლაც აინტერესებდა ახლა მისი პასუხი, იქნებ ისეთ რამეს მიხვდა რაც მეც ვერ მივხვდიო, გაეცინა კიდეც გულში.

- ალბათ გეგონა ყველაფეს მოვუყვებოდი, ვანერვიულებდი და განადგურებულს დავტოვებდი . ალბათ ელოდი რომ მოსმენილით თვითგვემაში ჩავარდებოდა, მისი და ნაწოლობრივ მის გამო რომ ისჯება და დაიტანჯებოდა. უკაცრავად მაგრამ პირიქით მოხდა. ვუთხარი რომ ძალიან კარგად მექცევი და სულაც არ ვგრძნობ თავს უბედურად. - გაჯინიანებულივით დაამატა ბოლოს.

- სიმართლე გითქვამს, უბედურს ნამდვილად არ გავხარ.

- არ გინდა რა ეს სარკაზმი, ორივემ მშვენივრად ვიცით სიმართლე.

- რა სიმართლე ?

- გეყოფა !

- რა სიმართლე-მეთქი !

- რომ ერთ დღეს უბედურს გამხდი და მერე მიმატოვებ.

„ მერე მიმატოვებ „ ისე მოხვდა დათას გულზე სიტყვის შებრუნების სურვილი დაუკარგა. ხმა აღარ ამოუღიათ სახლამდე. პირველი გადახტა არიდა და სწრაფად წავიდა სახლისაკენ, მაგრამ გაღება ისე დააგვინდა ნანის დათაც ამოუდგა გვერდით და უცნაურად დახედა ზემოდან გაღიზიანებულად მომლოდინეს. როგორც წესი კარს არ კეტავდნენ ხოლმე, ეზოსა და შემოგარენს ისეთი კარგი დაცვა ჰყავდა აღარ იყო საჭირო. რაღა ახლა მოუნდათ დაკეტვა, მისგან გაქცევას რომ ვცდილობო, ჩაილუღლუღა გოგომ. ერთი სული ჰქონდა როდის შეიკეტებოდა ოთახში. როგორც იქნა გააღო კარი ნანიმ და ახლაც ისე გაუნათდა თვალები, როცა პირველად იხილა ერთად წყვილი. მანაც და ლილიმაც იცოდა მათი ცალ-ცალკე ოთახებში ზძილის ამბავი, მაგრამ ამას არცერთი იმჩნევდა. ორივე გრძნობდა მათ შორის ფარულს კავშირს. არიდას ისეთი სითბოთი და განსაკუთრებული მზრუნველობით მიეგება ქალი, დათამ ეჭვიანაი მზერით შეხედა.
- ნანი, გამიკეთე გუშინ რომ დამპირდი ? - კარში ნახევრად შესულმა ჰკითხა. თან ყურადღების მოპარვაც სურდა. ხომ გახსოვთ ვანომ რომ უთხრა, ეგოისტურად ეჭვიანი და მესაკუთრე ხარო, ასეც იყო. არ აღიარებდა, მაგრამ იმ სახლში დედისა და ნანის ერთდოულად დანახვა ბავშვობას, წარსულ ბედნიერ წლებს ახსენებდა და თითქოს იმ წლებში არსებულ დათას აღვიძებდა მასში.

- ოდესმე დანაპირები არ შემისრულებია, ჩემო ბიჭო ? - შესციცინა ქალმა. ასე მიმართვის უფლება მხოლოდ ნანის ჰქონდა, ლილიც კი არ მიმართავდა ხოლმე. - შენც შეჭამ არიანდა ?

- რას ?

- ხორციან ღვეზელებს. ორივესთვის გავაკეთე.

- მადლობა, მაგრამ არ მშია.

- ხომ იცი, მარტო ჭამას ვერ ვიტან. - მშვიდად მაგრამ არიდასთვის მისახვედრი მბრძანებულებით მიმართა.

- დაღლილი ვარ და ჩემს საძინებელში, მარტო - ეს სიტყვა განსაკუთრებით მკვეთრად და თითქმის დამრცვლით უთხრა, მიახვედრა შენი დანახვა არ მინდაო. - ყოფნა მირჩევნია. ნანი, არ მიწყინო რა... - საბოდიშო ღიმილით მიმართა ქალს და კიბებეისაკენ აიღო გეზი, მაგრამ ლილის ხმამ შეჩერა.

- მოხვედით ? - თბილად დაიძახა მისაღებიდან, პარალელურად ტელეფონზე საუბრობდა. - კი ახლახანს, - დაუბრუნა კითხვა ყურმილს იქით სიხარულით აროხროხებულს. - კი, აუცილებლად... არა, ახლა ვერ წამოვყვები... ვიცი... როცა შევძლებ... დედას მოკითხვა უთხარიიი... დროებით მამა.
იუხერხულა უპასუხოდ ოთახში გაქცევა არიდამ და მისაღებში შესულ დათას უკან მიჰყვა.

- გილოცავთ შვილო. როგორ არიან ? - შევიდა თუ არა, ჰკითხა ქალმა. საიდან გაიგოვო, გაკვირდა გოგოს. დილით მათ საუბარს არ შესწრებია. დათას არ გაკვირვებია, უბრალოდ ჩაეციან ყოვლის მცოდნე დედაზე.

- კარგად. ჯანმრთელი და ლამაზია. - უპასუხა მან.

- რახან ჯერ დედას არ ვიცნობ, მოდი მის სილამაზეს მამიდას გენებს დავაბრალებ, - მოქუფრულ მაგრამ ლამაზ ნაკვთებში სასიმოვნოდ გამაონათა ღიმილმა. - მამას გაგებინეთ ? - კითხვაზე შეკრთა გოგო. დივანზე ჩამოჯდა და ხმის ჩასაწმენდად ჩაახველა. არა, ნამდვილად არ საუბრობდა ეს ქალი უბრალოდ. აშკარად რაღაცის მინიშნება სურდა.

- დიახ.

- ალბათ როგორი გახარებული იქნება. იმაზე ამაღელვებელი არაფერია, როცა შენი დამსახურებით ახალი სიცოცხლე ჩნდება და ხვდები, რომ ის შენი ნაწილია, შენი ცხოვრების გაგრძელებაა... წარმოუდგენელ ძალას გაძლევს მისი არსებობა, ისეთ რამის გაკეთება შეგიძლია მის დასაცავად, მისი ბედნიერებისთვის იქამდე რომ ვერ იფიქრებდი თუ შეგეძლო... ნებისმიერი მშობელი იმსახურებს, როგორიც არ უნდა იყოს ის, შვილს ბედნიერს უყუროს... მე პირადად სიცოცხლეს გავიღებ ჩემი შვილის გამო. დარწმუნებული ვარ შენი მშობლებიც იგივეს გააკეთებენ ჩემო გოგო. მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას რომელიმე მშობელი ამ მოცემულობის წინ დადგეს, ძალიან მტკივნეულია იქნება ალბათ... - თველბით მოსვენებას უკარგავდა დათას სიმშვიდეს. თითქოს განსაკუთრებული მზერა არ ჰქონდა, ისე უბრალოდ ამოირჩია საყურებელ ობიექტად, მაგრამ მისმა გაზრდილმა შვიილმა ხომ იცოდა ლილის უბრალოდ საუბრები არ სჩვეოდა.

თავადაც არ აცილებდა თვალს დედას. სულ ოდნავ რომ შეპარვოდა წყენა ხმაში. არიანდა გარინდული უსმენდა და უნებურად ცრემლით ევსებოდა სახე. წარმოიდგინა, დადუნას რომ სიმართლე გაიეგო რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა.

- მგონი დაგასევდიანეთ, - უცებ გამხიარულდა ლილი, - იმედი მაქვს მალე თავადაც გამოცდით მშობლობას და მიხვდებით, რაც ვიგულისხმე. - იმედიანადა უსურვა მომავალი წინ მჯდომთ. უხერხულად შეიშმუშნა გოგონა, მწარედ გაჰკრა გულში. გვარიც კი ეჯავრება ჩემი და ჩემის სიხლის მქონე შვილზე ხომ ზედმეტია საუბარი, ეშმაკთან საზიარო შვილი უფრო მისაღები იქნება მისთვისო.

- სამზარეულოში გავალ. - უკმეხად თქვა დედის მონოლოგით გაღიზიანებულა და წამოდგა.

- მოიცადე, - შეაჩერა ლილიმ. - ახლახანს პაპაშენს ვესაუბრე და თქვენზე ვუთხარი.

- რა საჭირო იყო დედა ? - იფეთქა დათამ მაგრამ ტონი არ შეუცვლია. დედასთან არასოდეს უკადრებია უხეშად საუბარი რაც არ უნდა გაბრაზებული ყოფილიყო. მის წყენას ვერასოდეს დაუშვებდა.

- როგორ არ იყო საჭირო ? მაიას და შალვას არ უდა სცოდნოდა მათი შვილის ერთადერთმა მემკვიდრემ ცოლი რომ შეირთო ? ღმერთო, შვილო ნამდვილად ჩემი გაგიჟება გინდა.

- ლილი, ნუ ერევი გთხოვ ! მოდი მაცადე თავად გადავწყვიტო ვის და როდის ვუთხრა.

- ვეღარაფერს შევცვლით ახლა, - ზალიან აღელვდა აქალი, ისე სურდა ახლა დათას გულიანდა გალანძღვა, იმის თქმა რაც საჭიროდ მიაჩნდა, მაგრამ გაჩუმება ამჯობინა. არც მისი მეტად გაღიზიანება სურდა და არც არიდას ანერვიულება. - ამ კვირაში გელოდებიან.

- ორი თვის წინ ვიყავი დედა.

- დიდი შეღაავათია. იმდენი ხანი იყვნენ შენს გარეშე ორ თვეში ერთხელ ნახვა არ კმარა დათა. მოხუცობაში განსაკუთრებულად მგრძნობიარე ხდება ადამინი, მეტი სიყვარული და მზრუნველობა სჭირდებათ. თანაც შენზე ამოდით მზე და მთავრე, შვილო.

- მათ არაფერს ვაკლებ.

- შენს თავს აკლებ. მოკლედ უნდათ რომ ესტუმროთ და იმედი მაქვს ამ ასაკის ბებია-ბაბუას არ აიძულებ ამხელა გზა მხოლოდ იმიტომ გამოიარონ, რომ შენ იქ ასასვლელად დრო არ გამონახე.

- კარგი, წავალ ამ დღეებში.

- წახვალთ დათა, წახვალთ ... არიანდას გაცნობა უნდათ.

- დედა, გეყოფა უკვე ! ნუ ერევი... გეყოფა ... ბრმა არ ვარ ...

- მაშინ დედას ნუ მიძახი. - ხმას აუწია ქალმა. - თუ იმის უფლება არ მაქვს ჩემს შვილს რაიმე ვუჩიო, თუ იმის გრცხვენია რომ დედას დაუჯერო და დედის დაჯერება არცერთ ასაკში არ არის სირცხვილი, რაც არ უნდა ჭკვიანი და გაზრდილი გეგონოს თავი, მაშინ დედას ნუ მიძახი... - - ცრემლები გადმოსცვივდა და წასავლელად წამოდგა.

არიანდამ ვეღარ მოითმინ, მისი ცრემლები ეწყინა და იმ წამს მივარდა ლილისთან.

- წავალთ. - ახლა ისე სურდა მისი დამშვიდება, სულ არ გახსენებია ის ფაქტი, მამის მიერ მოკლულის, გამწარებულ მშობლებთან წასვლას რომ ჰპირდებოდა. არც ის ანაღვლებდა დათა დათნხმდებოდა თუ არა. - თქვენ არ ინერვიულოთ ოღონდ... - მერე დათას ანიშნა მზერით, უთხარი რამეო.

დათა პასუხის ნაცვლად ადგა და დედას მოეხვია. ამ ფორმით მოუბოდიშა. ის ხომ ვერ იტანდა სიტყვა ბოდიშს. დაუჯერა დედას, მიუხედავდ იმისა რომ თავი ძალინ გაზრდილი ეგონა. უძლური ხდებოდა ხოლმე მის წინაშე, დედის გულისტკენას ყველფერი ერჩივნა. ამ ქალმა იმდენ გასაჭირს გაუძლო და მაინც ისე მყარად იდგა ფეხზე, მაინც ისეთივე კეთილშობილ ადამიანდ დარჩა, უზარმაზარ პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებდა . სწორედ ამიტომ ვერ გაუწია წინააღმდეგობა, როდესაც მათთან დარჩენა გადაწყვიტა. კი ხვდებოდა, რომ რაღაც იცოდა, რაღაცას მიხვდა, რაღაც ჩაიფიქრა და მისი იქ ყოფნა სრულიად ხელისე შემშლელი იყო მისი ზრახვებისთვის, მაგრამ მაინც ვერ შეძლო უარი ეთქვა იქ საცხოვრებლად დარჩენაზე და ვერც თავად გადავიდოდა სხვაგან. დედის თვალებს დააკვირდა ისევ ჰქონდა ცრემლი თუ არა, გაუღიმა, თავლებით ანიშნა მიგიხვიდო და მერე ისევ გულში ჩაიკრა.
სევდით უცქერდა შორიდან არიდა დედა-შვილს. იქ სრულიად ზედმეტად მიიჩნია თავი, მათ სამყაროში მას არაფერი ესაქმებოდა. გული ტკივილით გაივსო. მასაც მოუნდა ახლა ისე მოხვეოდა დედას როგორც დათა, მასაც მოუნდოდა დედის სითბო... ფრთხილი ნაბიჯებით აუარა გვერდი მათ და გასასვლისაკენ უნდოდა წასვლა ხელმა რომ შეაჩერა. უცებ მოტრიალდა და შეხედა, ლილი იყო, უღიმოდიო. ანიშნა შენც მოდიო და ვიდრე არიდა მოახერხებდა მისვლას თავად მიქაჩა. შვილის ქმედებას დაელოდა. გაშეშებული იდგა არიდა მათთან ახლოს და ხელების მოხვევა ვერ გაებედა, დათასი ეშინოდა ვაი და გაბრაზდესო. იქნებ არ სურს ჩემი შეხება, არ სურს მათ სამყაროს შევეხიზნოვო. მუშტად შეკრული ხელები დაეჭიმა და თრთოდა. დათამ ერთი შეხედვით გამოიცნო მისი აზრები. ერთხანს ითმინა, მერე ვეღარ გაუძლო ასე მორიდებით რომ იდგა, თავად მოხვია ხელი და გულზე ისე მჭიდროდ მიიკრა როგორც დედა. ორივე დაატია მის გაშლილ მკერდზე. ორივეს ამყოფინა მკლავებიც და სითბო. ლილის მშვიდი ღიმილი შეეპარა. არიანდა კი ჩუმად ყლაპავდა ცრემლებს. მისი გულისცემა სამივეს ესმოდა.

***

სიხარულით ტყავში აღარ ეტია არიანდას ბინასთან ელენეს ლოდინში ვანო. როგორც იქნა გამოჩნდა სადარბაზოში პაწაწინა, გამხდარი და მორიდებული გოგო. სხეულში რაღაცამ იფეთქა, გული აუჩქროლდა გიგაურს. ბოლოს მომიღებს ეს გოგოვ, ამხელა კაცი მაინ არ ვიყოვ რა ჯანდაბამ გდამრიაო, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა მისკენ.
- გამარჯობა ელი. - თავშეკავებულად მიესალმა. არ ღირს ახლა თუ მიხვდება მთვრალი კაცივით რომ დამახვია თავბრუო.

- გამარჯობა. არიდამ მითხრა, რაღაც საქმე აქვსო და ამიტომ ჩამოვედი. - არც ელენე გახდათ გულგრილ მდგომარეობაში, სადღაც სივრცეში იყურებოდა ისე პასუხობდა.

- არიდამ ? - მოეწონა სახელის ეს ვარიაცია, - შენ არიდას უძახი ?

- ხო. სახლში ყველა ასე მიმართავს და იმიტომ. - აუხსნა გოგომ.

- კარგი სახელი აქვს ძალიან. მეც მასე დავუძახებ აწი.

- თუ შენებური ვერსია ვერ მოიფიქრე, დაუძახე. - „ელე“ შეახსენა და ისე მაცდურად გაიღიმა ცოტა დაცინა კიდეც მგონი.

- ჰმ, როგროი წაკბენა გცოდნია. - გიგაურმა გაიღიმა.

- რა საქმე გქონდა ? - უმალ დასაერიოზულებული სახითა და ხმით ჰკითხა. ამ დროს, როცა ძალით სიმკაცრეს ცდილობდა ეს სათნო გოგო, განსაკუთრებულად მოსწონდა ვანოს.

- ვიფიქრე თბილისს დავათვალიერებინებ-თქო.

- ეგ რომ მდომოდა თავად ვერ გეტყოდი ?

- საწყენად არ მითქვამს, ვიფიქრე სულ სახლში ყოფნით მოიწყენდი და ცოტას გაერთოდი.

- ჩემს გართობაზე ფიქრის ნაცვლად სხვა საქმეც გექნება შენ.

- ხომ მაგრამ შენც მნიშვნელოვანი ხარ... ჩვენ ხომ შევთანხმდით მეგობრობაზე.

- მეგობრობაში თბილისის დათავლიერებაც შედის ?

- რატომ ხარ ასთი მკაცრი და ცივი ელენე ? - „ელენე“ ცუდად ენიშნა გოგოს. მგონი ისევ ვაწყენინე, ის კი ჩემს გამო მოვიდა აქო. - მგონი შენ მართლა არ მოგწონვარ. - სტრატეგია შეცვალა ისევ გიგაურმა.

- გითხარი უნბეურად წამომცდათქო. - აღელვდა და ხამაც აუთრთოლდა ოდნავ.

- კი მაგრამ შენი ქცევა საპირისპიროს ამტკიცებს. კარგი, ბოდიში თუ გაწყენინე ! წავალ მე. - ავტომობილისაკენ დაიძრა.

- კარგი, წამოვალ, დამათვალიერებინე ქალაქი. - ნაწყენი რომ გაეშვა დარდით მოსვენებას დაკარგავდა. თავლებიანად გაეღიმა მისგან ზურგთ მდგომ გიგაურს. მობრუნდა.

- ხათრის გამო წამოსვლა იგივეა რაც ვინმემ ძალით წაგიყვანოს... ამიტომ არ გინდა უხალისოდ იქნები.

- ძალით რომ ვერავინ ვერაფერს გამაკეთებინებს წესით უნდა გახსოვდეს. - ნარნარით აუარა გვერდი და მღოლის გვერდით კართან დადგა. ღმერთმანი, როგორ ეამა ამის მოსმენა გიგაურს. ესეიგი მასაც სურდა. შესაძლოა ქალაქის ნახვა სურდა მხოლოდ მაგრამ ჯანდაბს, ესეც კარგია მთავარია ცოტა ხანს გვერდით მეყოლებაო - გამიღებ თუ... - გაიკეკლუცა ოდნავ. გაუღებდა კია რა ხელით დასვამდა კიდეც სავარძელზე...

- მოდი, პირველად უნივერსიტეტის შენობებს განახებ. - ღვედი მოირგო და ძალით თავდაჯერებულიკენ მიბრუნდა . როგორ სასიამოვნოდ უხერხულად იყო ელენე. რამდენიმე ჭიანჭველას მოძრაობასაც გრძნობდა სხეულზე. ეს ჭიანჭველა ზუსტად იქ დაეხეტებოდა სადაც ვანოს თვალები. - ცოტახანში დაგჭირდება და სჯობს იცოდე სად მდებარეობს, - უდაოდ მომგებიანი სვლა გააკეთა ბიჭმა. მიანიშნა, თუ „მეგობრობაში“ წინ წავალთ, შენი მხარდამჭერი ვიქნებიო.


- თანახმა ვარ. - კმაყოფილი დასთანხმდა ელენე.

ვინაიდან ელენე რაიონიდან გახლდათ და იქ, სამწუხაროდ ამ დრომდე შეორჩენილია სტერეოტიპი, რომ დაოჯახება განათლების ხელშემშლელი ფაქტორია და ეს სტერეოტიპი უმრავლეს შემთხვევაში პარაქტიკულადაც მყარდება ხოლმე, ამიტომ ჰქონდა მას ამ ორი საკითხის თანხვედრასთან მიამრთებით სკეპტიკური დამოკიდებულება. რაიონებში არ არის „რესურსი“ ქალმა (თუნდაც კაცმაც) ქორწინების შედეგ მიიღოს განათლება და ამას უფრო მეტად ადამინები და მათი შეხედულებები, რომ გათხოვილი ქალისთვის ქმარი უნდა იყოს უმთავრესი, რომ თუ თხოვდები შვილი აუცილებელია, რად გინდა სწავლა, დიპლომის უქმად დადება, ქალის საქმე ოჯახის მიხედვაა, „გათხოვილი ქალის სწავლა არ გამიგია მე“ –( ეს ფრაზა განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს ჩემში. ეს არის ადამინურობის, უწიგნურობის უმდაბლესი გამოვლინება ) და ა.შ. უწყობს ხელს. აგრეთვე, თითქოს ძალიან შეწუხებული ადამინების მასა, რომლებიც ამ შეხედულებებს სრულად იზიარებენ მაგრამ ხმამაღლა აღიარება ცოტათი ერიდებათ, ასევე დახმარებაც შეუძლიათ მაგრამ თავის შეწუხება არ სურთ - ნწო, ნწო, ვწუხვარ, მესმის მაგრამ რას ვიზავთ, საშუალება არ არის, სხვა გამოსავალი არ არის... ასევე არის სხვა, გარემო, მატერიალური ხელშემშლელი პირობებიც. თუ ადამიანი მეტად სწავლას მოწყურებული და ამავედროს პიროვნულად ძლიერი არ ხარ რომ ამ „დოგმებს“ გადააბიჯო, ყვოველივე ამის წინააღმდედ დადგე, შენი სრულიად ლეგიტიმური უფლება, სურვილი გაიტანო ბუნებრივია რჩები გაუნათლებელი და მუდამ გტანჯავს არასრულფასოვნების, ვერ შემდგარი პიროვნებისა და ცხოვრების კომპლექსი.
ეს იცოდა ელენემ. ამიტომ იყო ასეთი წინააღმდეგი ყოველგვარი სასიყვარულო ურთიერთობებისა. მას მხოლოდ რაოინის და თავისი ოჯახის მაგალითზე შეეძლო მსჯელობა. მან არ იცოდა, იმ ადამიანების არსებობაზე, რომლებთაც მეორე ადამინის სურვილების დაფასება და მათ ახდენაში დახმარება შეეძლოთ. ამ შემთხვევაში ვაღიარებ, რომ ვანო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.
ჩვენმა, იმ საჭირბოროტო საკითხში განსწავლულმა ელენემ არ იცოდა თუ რა შეუძლია სიყვარულ, რა შეუძლია ერთი ადამინის მიერ მეორეში აღმოჩენილ მიზიდულობის ძალას, ქიმიას, ემოციას, განცდას, გრძნობას, რომელსაც ვერას მიზეზით ვერ გააკონტროლებ.

აღმაფერენით მიჰყავდა გიგაურს მანქანა. გვერდით მშვენიერი, საურვლეი ქალი ეჯდა, ამაზე კარგი რაღა უნდა იყოსო, ფიქრობდა. ის ჩემგან ერთი ხელის გაწვდენაზე ზის, მაგრამ ისეთი შორი მეჩვენება ცხრა მთის გადავლა მომიწევს მგონიო, ოდანავ უკმაყოფილოდ დაამატა. ჯანდაბას ოთხმოცდაათს გადავივლი თუ მეცოდინება რომ ხელს მივაწვდენო, გაახნევა ისევ თავი.
როგორც დაჰპირდა ყველა უნივერსიტეტის შენობა ანახა. რაც იცოდა მათ შესახებ მოუყვა კიდეც. თავისი უნივერსიტეტის კორპუსთან, რომელიც დიდი ხნის წინ დაასრულა დიდხანს შეყოვნდა და სასაცილო ისტორიებიც გაიხსენა. გულღიად კისკისებდა ელენე. პირველ ჯერზე ადგილის დამახსოვრებით ნუ დაიღლი თავს, კიდევ წამოგიყვანო, დაპირდა. თან მეორე შეხვედრის უფლებაც აიღო. არც ელენე სჩანდა დიდი წინააღმდეგი, პირიქით, ბიჭი კარგი მოსაუბრე და კარგი გიდი აღმჩნდა. ფუნიკულიორზე იყვნენ, ვიღაცამ მობილურზე დაურეკა გიგაურს, საუბარი დააასრულა, სიცილით გადააქნია თავი და მერე თავად დარეკა.


***
გიგაურ-არაბულისა და მათი კომპანიის დაცვის უფროსი საკუთარი კაბინეტიდან გამოდიოდა. როგორც იქნა ერთი საღამო ჰქონდა თავუსუფალი და იფიქრა ჩემებურ განტვირთვას მოვუწყობო. მობილური ამოიღო და ბოლო დროინდელი მეგობარი ქალბატონის ნომერს ეძებდა, ზარი რომ შევიდა.

- რა ხდება ვანო ?

- რა ჯუჯღუნით მიპასუხე ? არაფერი გადავიფიქრე... - შეუტია გიგაურმა.

- ესეიგი რაღაცის სათხოვნელად დამირეკე და თან შარზე ხარ.

- შარზე კი არა მშვენიერ ხასიათზე ვარ. - პასუხი გასცა ბაკურაძეს და ელენეს, რომელსაც ხელში რაღაც ბუკლეტი ეჭირა და სასაცილოდ ცაჰკირკიტებდა, ღიმილით გადახედა.

- მოყევი, ბევრი დრო არ მაქვს.

- დრო თუ არ გაქვს, მაშინ რა აზრი აქ.

- შენ თქვი და მე გადავწყვეტ.

- ნუ იღრინები... ლაშუკ, ნია უდა წამოიყვანო.

- სად წამოვიყვანო ? - სახე უცნაურად ეცვალა ბიჭს.

- რესტორნიდან. მგონი დაბადების დღეზე იყო თუ რაღაც მსგავსზე, ვივარაუდე რომ ცოტას დალევდა და დაცვა გავგზავნე, მაგრამ მე არ მომყვებაო, დამირეკა გასაწ....ბული ხმით. ეტყობა გააგიჟა.

- მოიცა, ეგ რომ არ სვამს ?

- არ სვამს, მაგრამ ამ ბოლოს დაიწყო ....

- მერე რა გიხარია შე ჩემ...? - შეუჯუჯღუნა ბაკურაძემ

- კაი ვხუმრობ. ძალიან ახლობლები ვიქნებით და დღეს ცოტას დავლევო, გამაფრთხილა. ახლა კი როგორც გავიგე გვარიანი მთვრალია და დაცვას არ მოყვება. აუ ლაშა, ძმურად წაიყვან რა სახლში. შენ დაგიჯრებს.

- და შენ რა საქმე გაქვს მასზე მნიშვნელოვანი ?

- ჯერ ერთი მე ჭკუიდან გადამიყვანს და მეოერე, ელენესთან ერთად ვარ, - ბოლო სიტყვები ჩახველების მერე ისე დაამატა თითქოს თქმა არ სურდა, ერთადერთი მიზეზის გამო, ლაშა ან სიტყვით დაცინებდა ან ხარხარს ატეხდა და ახლა არ სურდა ამის მოსმენა. მგონი მიუხვდა ბაკურაძე, მხოლოდ ჩუმად ჩაიფხუკუნა. - დათა ხევსურეთში წავიდა... წამოიყვან თუ გავგზავნო სპეცრაზმი ?

- კარგი წავიყვან.

- ძმა ხარ.

- იმედია არ დაიფერფლები მაგ გოგოს თავალწინ. - მაინც ვერ მოითმინდა ბაკურაძემ, დაცინა ტავისებურად და მანამ გაუთიშა სანამ ვანი პასუხს დაუბრუნებდა.

ერთი ამოგმინა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიბრუნა. რა აზრი ჰქონდა ახლა სადმე დარეკვას. ნიას ნახვის შემდეგ, აღარც ვინმეს შეხვედრის სურვილი ექნებოდა და აღარც ძალა. იცნობდა ონავარ ქალბატონს, ვანოსი არ იყოს წურბელასავით ისრუტავდა ყველას ყურადღებასა და მოთმინებას.

- გეგონება მე არ მაგიჟებდეს. - წაიდუდღუნა ავტომობილში ჩამჯდარმა. - ერთი ცოლთანა, მეორე სატრფოსთან და მე გასართობად გავლასაც არ მაცდიან, - არ იყო წუწუნი მისი ჩვევა მაგრამ ახლა ისე აღელვდა უჩვეულო ქცევებმა შეიპყრო, - ოხ ნია, ნია, შენი ნახვა იქნებოდა ახლა ? თანაც მთვრალის... - გაეღიმა თან სევდამ გადაურბინა სახეზე.

ძალიან მალე მივიდა რესტორანში. დაცვაც იქვე დახვდა, ცოტა უსაყვედურა კიდეც ბიჭს, ერთი გოგო როგორ ვერ დაითანხმეთ წაყვანაზეო. ბატონო ლაშა, ხომ იცნობთ როგორიცააო, ისეთი წამებული ხმით და სახით იმართლა თავი ბიჭმა და ბაკურაძეს შეეცოდა კიდეც. ქალბატონი თუ გაჯინიადა ცოცხლი თავით არ გააკეთებდა, რაც ზტავად არ სურდა და ზურგზე მოკიდებას ნამდვილად ვერ გაუბედავდა დაცვა. მობილურში მისი ნომერი მოძებნა. არადა ცოტა ხნის წინ სხვასთან ვრეკავდი, გაიფიქრა ისევ, არაფერი არ უნდა დაგეგმო კცმა და მითუმეტეს თუ ეს „არაფერი“ „რაღაცის“ დასავიწყებლად გინდაო. ამასობაში ზარიც გავიდა მაგრამ არ უპასუხა. მეორედ... მესამედ... მეოთხედ... გაბრაზდა ბაკურაზე, ახლა ღისრიას სულ აქ მივატოვოვო, მაგრამ რას მიატოვებდა... რომელ დარბაზშიაო, ჰკიტხა დაცვას. პასუხის შემდეგ გაუშვა და შენობაში შევიდა. მიაგნო ნიას, მაგრამ პოვნის კმაყოფილების ნაცვლად ბრაზის ცეცხლმა დაუარა, რომ შეხედა. ქალბატონი საცეკვაო მოედნზე იყო ვიღაც ბიჭთან ერთად. განა ცუდად ან გამომწვევად ცეკვავდა, მაგრამ ბიჭი იყო, ეს კი საკმარისი იყო ლაშას ეჭვიანობისთვის. მიუახლოვდა გოგოს და მკლავზე ხელის მოკიდებით მიაბრუნა თავისაკენ.

- ნივთები აიღე, მივდივართ ! . - მკაცრად მიუგო გოგოს, ქვემოდან აფახურებული, შემთვრალი გამომეტყველებით რომ უმზერდა.

- არ მინდა. - ხელის გახსნა სცადა.

- გინდა. - მის ნაცვლად გადაწყვიტა და წაიყვანა კიდეც მაგიდისკენ, საიდანაც მისი ნივთების აღება სურდა.

- ეე, სად მიგყავს ? შენ ვინ ჩემი ფე.ხები ხარ ? - ნიას მეწყვილემაც შეწყვიტა ცეკვა და არეული ნაბიჯებით აედვნა მათ. - გაუშვი... ვცეკვადით... - ბლუყუნებდა. თან მხარჯე უხეშად დაეჯაჯგურა.

ბაკურაძემ ერთი ამრეზით დახედა მის ხელს და ისეთი სახე გაუხდა, გეგონებოდათ ახლა მისგან ბუნდღსაც აღარ დატოვებსო.

- ღმერთს მადლობა უთხარი რომ მთვრალი ხარ, თორემ გაჩვენებდი ვინც ვარ. - ცივად მიუგდო და იმ ხელზე მის მხარზე რომ შემოედო სულ ოდნავ მიჰკრა ხელი.

მეტი რა უნდოდა იმ საცოდავს, წაბარბაცდა და იატაკზე გაირთხა. წაქცეულის მხლებლები საშველად წამოიშალნენ, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ჭკვიანი გამოდგა, დარწმუნებით ვერ გეტყვით იცნო თუ რაში იყო საქმე. „გულანთებულთ“ წინ გადაუდგა და ხელი სიგანეზე გაშალა, ნიშნად, ფეხი არ გადადგათო, თან რაღაც გადაულაპარაკა მათ. სწორიც იყო მისი საქციელი, ბაკურაზე უბრალო იყო იმ საქმეში და ალბათ მანაც შემდგომი გამწვავებები გათვალა. ყველანი ადგილებს დაუბრუნდნენ, მხოლოდ ის მშვიდობის მტრედი წავიდა იატაკზე მხოხავის წამოსაყენებლად.

- რას აკეთებ ? გამიშვი ხელი. - გაკაპასდა ნია და მიიხედა ბიჭმა მისკენ. მთელი ყურადღება ჩხუბის მსურველთაკენ გადაეტანა, ალბათ არჩევდა პირველი რომელი ეცემა.

- ნია, ახლა არ მოგითმენ. - გააფრთხილა. ამასობში ნიას მეგობარიც მიუახლოვდათ ხელში მისი ნივთებით. გამოართვა ლასამ, მადლობა გადაუხადა და ძალით გაიყვანა შენობიდან. - დაჯექი. - ავტომობილის კარი გამოუღო.

- არ დავჯდები... ან რატო უნდა დავჯდე ? არ დაგიჯერებ... - ბუტბუტებდა გოგო. კარი მიხურა.

- მიდი რა ნიაკო, ცივა აქ. სიფრიფანად გაცვია. - თბილი ხმით დაუყვავა ლაშამ, იცნობდა ჯიუტ გიგაურის ქალბატონს, ზედემტადაც კი. უცებ აათვალიერა მიმზიდველად გამოწყობილი, დენდარტყმულივით მოარიდა თვალი და ისევ გამოაღო კარი.

- არა - მეთქი ! - დაუმარცვლა სასაცილოდ, ისევ მიხურა. - ვინ დაგავალა ჩემზე ზრუნვა ? შენ ჩემი ძმა კი არა ხარ... არ დაგიჯერებ. - შებრუნდა და კარებს ზურგით მიეყრდნო. გრძნობდა წონასწორობა უმტყუნებდა.

- აბა რა ვარ ? - ისე საცაცილო იყო გოგო, ღიმილს ვერ იშორებდა ბაკურაძე.

- ბრმა ხარ.

- იქნებ მითხრა რა დაგიშავე, რამე გაწყენინე და არ მახსოვს ?

- ბრმა ხარ-მეთქი, ბრმა ! მეტი რაღა უნდა დამიშავო ? - გაბრაზდა ააელვარა თვალები.

- ჩემი სიბრმავე შენ რას გაკლებს მერე ? - ისე უდარდელად პასუხობდა თითქოს სულ ერთი იყო გოგოს სიტყვები მისთვის და თითქოს მასში სათავისოდ სასარგებლოს არ ეძებდა.

- ამიტომ ხარ ბრმა. წადი ლაშა, დამანებე თავი ! - ხელი მიჰკრა გულზე.

- რა დაგემართა იქნებ ამიხსნა, - უცებ გაკვირდა ლაშა - ან რას ვერ ვხედავ ?

- მე ვერ მხედავ და საერთოდ ვერაფერსაც ვერ ხედავ.

- შენ ვერ გხედავ ? - სიცილი ვერ შეიკავა ბიჭმა. - აბა ახლა შენს უკან მდგომ მანქანას ველაპარაკები?

- ხო. იმას უფრო აღიქვავ რაღაც საჭიროების მქონე ნივთად ვიდრე მე. გაცნობის დღიდან სათამაშო თოჯინასავით მიყურებ, იმ თოჯინასავით რაღაც დროის მერე რომ აღარ გჭირდება და ათასში ერთჯერ, სხვენში მიგდებულს რომ აღმოაჩენ, მაშინ თუ დაუთმობ რამდენიმე წუთს.

- მგონი სულაც არ ხარ მთვრალი და რა გაჯიუტების სცენები მოაწყე ჰა ? - თმის არიდება სცადა.

- არ ვარ მთვრალი.. იმიტომ გავჯიუტდი, რომ ვიცოდი შენ მოხვიდოდი.

- მერე ხომ მოვედი და ახლა მაგდებ.

- მასე არ მინდა, ნუღარ მოხვალ... საბოლოოდ წადი და დამანებე თავი...

- მაგას ვერ ვიზამ, ნია... - ნაკავები გრძნობები ხმაში ჩაეღვარა ნაკურაძეს.

- მე ვიზამ. აღარსოდეს გნახავ. შენისთანა ბრუცინთან არაფერი მესაქმება... - უთხრა და სწრაფად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი.

- რა დაგემართა, არ ამიხსნი ? - მაჯაზე ჩავლებით გააჩერა.

- რომც გითხრა აზრი არ აქვს... პასუხს მაინც არ დამიბრუნებ. მეტყვი დაივიწყე, არასწორიაო და ისევ ისე გაგრძელდება როგორც აქამდე...

- რა არის არასწორი ნია ? - ნელ-ნელა ეკარგებოდა ამდენი წლის ნაგროვები შემართება ლაშას. - რას ვერ ვხედავ მითახარი ... - გულმა რიტმებს უმატა.

- მე ვერ მხედავ, ვერც ვერასდროს დამინახავ და ამიტომ მივდივარ...

- ვერ წახვალ ! ვეღარ გაგიშვებ. - დანებდა გულს ბაკურაძე.

ჯანდაბას ყველა შეხედულება, სტერეოტიპი და ა.შ. როცა ორ გულს ერთმანეთი ასე უყვარს. არაფერია მასზე ღირებული და წმინდა... გაშვების ნაცვლად მთელი ძალით მოიზიდა გოგო, მკერდზე მიიხეთქა, ხელით მიიკრა და წლების ნანატრ, მიუწვდომელ ოცნებად ქცეულ ბაგეებს ნეტარებით დაეკონა. უცებ შეკრთა ნია, მაგრამ რომ მიხვდა რაც ხდებოდა, რომ მიხვდა საყვარელი კაცი კოცნიდა, ბედნიერებისაგან აცახცახებული ამბორში აჰყვა.

ძლივს მოსწყდნენ ერთამნეთს, ძლივს დაიხსნეს ამ აღმაფრენისგან თავი. ლაშამ სახე დუჭირა გოგოს და თვალებში ჩახედა.

- ბრმა არ ვან ნია, გხედავ... შენზე მეტად ვერავის ვამჩნევ დედამიწის ზურგზე...

- ახლა რა იქნება ? - იკითხა გამოფხიზლებულმა, მაგრამ სიყვარულით თავბრუდახვეულმა.

- არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ის ვიცი მე რას გავაკეთებ.

- გადაირევა, ხომ იცი ?

- ვიცი და სხვაგვარად არც ველოდები.

- საერთოდ არ მესმის, რატომ ანიჭებთ ამ საკითხს ამხელა მნიშვნელობას. აი, მაგალითად სხვა ქვეყანაში ყველა სიხარულით შეხვდებოდა თუ მისი საუკეთესო მეგობარს რომელსაც ამდენი წელია იცნობ და ენდობი, მისი დის გვერდით თუ იქნებოდა. რა არის ამაში გასაბრაზბელი ?

- ნეტა მხოლოდ გაბრაზდეს... ეწყინება ნია, ეწყინება და ეს მაფიქრებს. ვერც გავამტყუნებ. არ ვიცი სხვაგან რა როგორ ხდება, მაგრამ აქ საქართველოში სხვაგვარად გვესმის მეგობრობა, ძმაკაცობა.

- მენტალური პრობლემების მარწუხები ვერ შემოვიხსენით და იმიტომ.

- არ არის მასე. გეთანხმები, გვაქვს რიგი მენტალილური პრობლემები, მაგრამ ამ საკითხს მაგ ჩარჩოში ნუ გახვევ. ეს სხვა მხარეა, რომელიც წმინდად ჩვენი გენებიდან გამომდინარეობს და გენებს ვერას დიდებით ვერ დავთმობთ ნია. ძმაკაცობა, მარტო სიტყვაა მრავლისთქმელი. ასეთი სისხლძარღვიანი წოდება არცერთ ენაში არ აქვს ამ კავშირს. ამიტომ ეწყინება ჩემგან და მეც მეწყინებოდა... მეტიც შესაძლოა დამეკარგა კიდეც ადამიანი.

- ანუ მან რომ ურთიერთობა დაგვიშალოს შენ წინააღმეგობას არ გაუწევ....

- მე ეს წინააღმდეგობა უკვე წამოვიწყე და უკანდახევა არ მჩვევია. თანაც არც შენ ხარ პატარა გოგო რაიმე აგიკრძალოს, არც არაფერს აგვიკრზალავს დარწმუნებული ვარ, არც მდურებას დაიწყებს, მაგრამ ისე აღარ იქნება და ამას ორივე აშკარად ვიგრძნობთ.

- არ მინდა მისი წყენიენბა... არც ის მინდა შენგან ეწყინოს. მერე რა რომ ძმაკაცის და შეგიყვარდა ?

- უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი- იმ ქალის ძმას დავუძმაკაცდი ვინც მიყვარდა.

- ვერ მივხვდი...

- პირველად რომ გაგიცანი იმ დღიდან ზიხარ ჩემს გულსა და გონებაში ნია... მაშინ, როდესაც კომპანიაში პირველად მოვედი, მე და ვანო უბრალოდ მეგობრები ვიყავით. მე თქვენი კომპანიის თანამშრომელს, რომელსაც თქვენი უსაფრთხოება ევალა პირველი ხილვიდან მოვიხიბლე შენით, თექვსმეტი წლის პატარა, ქერა, კულულა გოგოთი. მაშინ ლოყები უფრო ვარდისფერი გქონდა. მის მერე აქ ხარ... - გულზე დაიდო ხელი და ღიმილით გადახედა.

- გაგვიგებენ... ვაიძულებ ლაშა, ვაიძულებთ... - ცრემლმორეულმა ამოილაპარაკადა გულზე მიეკრა.

***
სოფელი, სადაც დათას ოჯახი, ამჟამად ბებია-ბაბუა ცხოვრობდა, კარგა შორს იყო. თითქმის საზღვრისპირა, პირაქეთა ხევსურეთში. მდუმარედ გალიეს გზის ნახევარი. გზა, რაც უფრო უახლოვდებოდა თიანეთის მიდამოებს მით მეტად ეტყობოდა აღელვება და აღფრთოვანება არიანდას სახეზე. მინიდან ხანაც შიშით, ხანაც გაოცებული სახით იყურებოდა. თუ ავტომობილი სახიფათო გზის კიდესთან მივიდოდა თავლებს ხუჭავდა ხოლმე. მონდომებით ათვალიერებდა ოთხივე მხარეს გადაშლილ საოცარ ბუნებასა და განსხვავებული სტილში ნაგებ სახლებს, ზოგი კოშს რომ მოჰგავდა. ბევრი კითხვა უტრიალებდა გონებაში, ბევრმა საკითხმა დააინტერესა, მაგრამ კითხვის დასმის მოერიდა. შეშინდა რომ არ მიპასუხოს, ან უხეშად მიპასუხოსო. აღარ უნდოდა გონებისა და გულის მოშხამვა, ისედაც დარდი ღნიდა შიგნიდან იმისა, თუ ვის მოსანახულებლად მიდიოდა. „ როგორ ჩავხედო მოხუცებს თავლებში და როგორ მოვატყუო, რომ მათი რძლი ვარ და არა ერთადერთი ვაჭის მკვლელის შვილიო,“ - ეს აზრი იმ წამიდან უტრიალებდა რაც მათ მოსანახულებლად წასვლა განიზრახეს. დათაც რომ აღარ გაჯიუტებულა მის წაყვანაზე ეს ორგვარ დამოკიდებულებას იწვევდა მასში, თუმცა უფრო მეტად ნეგატიურისკენ იხრებოდა, - „ რახან ჩემი სინანულის შესახებ იცის იქნებ განგებ მივყავარ რაც შეიძლება მეტად რომ დავიტანჯოვო „ იმდენ რამეზე ჰქონდა ნაფიქრი ამ გოგოს ახლა ნამდვილად სჭირდებოდა ყურადღების გადატანა, ისეთი ამაღელვებელი სანახაობის ცქერა, როგორიც ფშავ-ხევსურეთის და ზოგადად თიანეთის ბუნებაა. ღვთის შეწევნით საქართველო უხვადაა დასაჩუქრებული ამ მადლით. მთის ძირში, ტყეში ჩაკარგული თითო ოროლა ქვის სახლები სიხარულსა და სევდას ერთდროულად ჰგვრიდა. მიტოვებულს გავდა იქაურობა. ნასოფლარს, ნაბორვალარს (როგორც მთაში იყტვიან ხოლმე) ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, ეს-ესაა ტყე შთანთქავსო და ეს განცდა მით უფრო ორმაგდებოდა რაც მეტად შორს მიდიოდნენ. კაცის ჭაჭანება, ჩამი-ჩუმი არ ისმოდა ირგვლივ. ერთი მგზავრიც კი არ შეხვედრიათ გზად. მხოლოდ მთებით, უმშვენიერესი ბუნებით შემოჯარული მდუმარება გაჰყვიროდა. მინებ ჩამომსხვრეული, აივან-კიბე ჩანგრეული ხის ფიცრულები, გვედჩამონგრეული ქვის სახლები და კოშკები , გულსაკლავად გამოიყურებოდნენ გაოქროსფერებული ბუნების წიაღში. ირგვლივ ყველაფერი სიცოცხლეს აფრქვევდა მათ გარდა. მხოლოდ ისინი ღაფავდნენ სულს.
- ამ ადგილს რომ მიატოვებს კაცი, უკეთესი სადღა ეგულება ნეტავ ? - ერთ-ერთ ტყეში ჩაკარგულ სახლზე მიშტერებულს ხმამაღლა აღმოხდა ნააზრევი. ისე იყო გართული სანახობით ვერ ამჩნევდა მთელი გზა დათა თვალს რომ არ აცილებდა. ბიჭი მის ემოციების დროს შეცვლილ სახესა და ნაკვთებს სწავლობდა. შიგადაშიგ ჩუმად ეღიმებოდა კიდეც.

- იცხოვრებდი აქ ?

- დიდი სიამოვნებით. მთელი ცხოვრება... - უმალ დაუბრუნა პასუხი. ისეთი განცდა დარჩებოდა ადამინს თითქოს ვერ გაერგო ვინ უსვამდა ამ კითხვას.

- დარჩი თუ გინდა ჩემს სახლში და ჩემს ბებია-პაპასთან იცხოვრე. - როგორც ჩანს დათაც მიუხვდა ამ გაფანტულ გონებას და გამოაფხიზლება სცადა.

- მათ გვერდით ის რამდენიმე დღეც უჟანგბადოსავით უნდა გავატარო და მთელი ცხოვრება ვერ შევძლებ. - მოიკრიფა გონება გოგომ და როგორც ჩვეოდა გულიდან წამოსული პასუხი გასცა.

- აქ ჟანგბადის ნაკლებობას ნამდვილად ვერ დაიჩივლებს ადამიანი.

- გეთანხმები, თუმცა მე ხელოვნურად მიზღუდავენ ჟანგბადს. ლიმიტირებულად ვსუნთქავ და არასდროს არ ვიცი როდის შევწყვეტ სამუდამოდ.

- ერთი ადამიანის ბრალია მხოლოდ ?

- სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არა... კონპლექტურად მომაქციეს ყოლბაში და მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ამ ყოლბას სააბოლოოდ რომ ახადონ თავი. ვერასოდეს ამოვალ მაგრამ ჰაერი მაინც მექნება. - სევდიანად უპასუხა, მინიდან გაიხედა, თავის მიბრუნება დასრულებული არ ჰქონდა უნებურად რომ წამოიკივლა. - დათა, რას აკეთებ ? ქვევით უზარმაზარი ხრამია... მიწიე... - შეშინებული მზერა მიაპყრო

- ნუ გეშინია... - დაამშვიდა ბიჭმა. - ტარება ვიცი. თანაც აქ ვიწრო გზაა და ვერსად მივწევ.

- ღმერთო ჩემო... - აკანკალებულ გულზე მიიდო ხელი. - ახლა მესმის რატომ თვლიან ყველაზე სახიფათოდ...

- მართლა არიანდა ? - უცნაურად იკითხა დატამ. გოგომ გაკვირვებით გახედა, ვერ მიუხვდა სათქმელს. მანაც განაგრძო- ამ გზამ შეგაშინა ? საკვირველია... იმდენი რამ გადაგხდა... ისეთი ადამინების სამიზნე იყავი, ადამიანის სიცოცხლე ჩალის ფასადაც რომ არ უღირთ და შენ არათუ არ შეგეშინდა, ქუჩაში მარტო სიარულსაც ვერ გადაგაჩვიე ელემენტარული უსაფრთხოებისთვის... ახლა კი ამ გზამ დაგაფრთხო ?

მართლაი გითხრათ ვერც არიანდა და ვერც მე მივხვდი რა იყო ამ სიტყვების პათოსი. თუმცა რა თქმა უნდა არიანდას ჰქონდა ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ არ ისურვა, არ უპასუხა. ვერ უთხრა, რომ მაშინ მისი იმედი ჰქონდა. აი ასე, რაღაცნაირად გრძნობდა რომ ის დაიცავდა, არ დაუშვებდა ცუდი შემთხვეოდა და არც შემცდარა... მაგრამ ახლაც ხომ მის გვერდით იყო ? რამ დააფრთხო ასე ძალიან ? არა, ბუნებრივია იმ ხევს რომ გადახედავ კაცი აუცილებლად შეგიჩნდება შიში, მაგრამ მას მართლაც ძალიან შეეშინდა. აქამდე რომ არ გამოუხატავს ისე... ნუთუ უფრო მის გამო ? იქნებ პირველად ის იფიქრა მას არ დაემართოს რაიმეო ? ნუთუ ასე ეშინოდა მისი დაკარგვის? ღმერთმანი არიანდა... განა ასე შეიძლება ადამინის შეყვარება საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მისი სიცოცხლე რომ გაფრთხობს ?

- რატომ გაჩუმდი ?

- ბუნებით ვტკბები. ალბათ მეორედ აღარვი წამომიყვანს და ახლა ვასწრებ ყველაფრის გონებაში ჩაბეჭდვას.

- წამოყვან რად გინდა ? მანქანის მართვას ხომ სწავლობ, თავადც შეძლებ.

- ისე ვერასოდეს ვისწავლი, აქ მარტო წამოსვლა შევძლო...

- რატომ ? ცუდი მასწავლებელია ლაშა ? - ამ, საუბრის არ მოყვარულ დათას, რომელიც მდუმარებში უფრო კომფორტს განიცდიდა რატომღაც არასდროს ბეზრდებოდა არიანდასთან დაუსრულებელი კითხავ პასუხები.

- ლაშა და ცუდი ? ლაშა საუკეთესოა, მაგრამ მე იცი რა მიკვირს ? ... კარგი არაფერი... დაივიწყე...

- მიდი მკითხე... კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და სჯობს საუბარში გავლიოთ... გზას ამოკლებს ხოლმე...

- შენ ხომ არ გიყვარს საუბარი.

- ზოგჯერ კი.

- ეგოისტი ადამინი ხარ დათა. ყოველთვის , ყველას და ყველაფერს შენს სურვილებს არგებ.

- ვიცი. მიდი მკითხე.

- რატომ თხოვე ლაშას მართვა ესწავლებინა ?

- ადრე დაგპირდი, მე კი დაპირებას ყოველთვის ვასრულებ.

- მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იყო... ანუ ის რაც ადრე, სიმართლის გაგებამდე იყო, ფაქტიურად ანულირებულია და შენ არ იყავი ვალდებული ის დაპირება შეგესრულებინა, რაც უბრალოდ მიზნის მისაღწევად გადადგულ ნაბიჯებში შემთხვევით გაურიე. ისიც ტყუილი იყო...

- ბევრი გიფიქრია... თუმცა ცდები. მე შემთხვევით არაფერს ვამბობ და არაფერს ვაკეთებ არიანდა.

- მაშინ შენ რატომ არ მასწავლი ? მე გასწავლიო, ასე მითხარი როგორც მახსოვს.

- თუ შენ ასე გსურს არც ეგ არის პრობლემა. მოდი დაჯექი ახლა გასწავლი.

- გაგჟდი ? - ისე გაახალისა მისმა უადგილო შეტავაზებამ სიცილი აუტყდა გოგოს. - მართლა რომ დაგთანხმდე ?

- ტყუილად არც შემომითავაზებია.

- ახლა, აქ ? არა ნამდვილად გაგიჟდი. ჯერ სწორ გზაზეც კი დამფრთხალი დავდივარ და ახლა პირდაპირ ხევში გადაგჩეხავ. არ გეშინია სიკვდილის ?

- ორივე გადავიჩეხებით ხევში არიანდა, მარტო მე არა... ჩემი სიკვდილის არ მეშინია. - უცნაურად ჟღერდა მისი სიტყვები. რაღაც განსხვაებულად თიტქოს სითბოც ერია, ისე იმოქმედა გოგონაზე გრძნობები აერია და პირველად რაც მოუვიდა გონეაში ის ჰკითხა :

- დათა, რატომ არ ვგრძნობ თავ შენს გვერდით გამოყენებულად, დატანჯულად, გაუბედურებულად... რატომ არ ვარ ასე ? - გული და ხმა ერთდროულად აუკანკალდა გოგოს.

ბიჭმა წამით გახედა, გაურკვეველი მზერით და ალბათ პასუხის გაცემასაც არ ისურვებდა მაგრამ კითხვა უკვე დასმული იყო და...

- ეგ შენ თავს უნდა ჰკითხო.

- ვკითხე უკვე, მაგრამ არ მაქვს პასუხი.

- არ ვიცი არიანდა, ალბათ იმიტომ არ გრძნობ რომ შენ თაავად გინდა არ იგრძნო.ხომ მითხარი, არ დაგანენბებ შენი მიზნის მიღწევასო.

- არ არის ეს პასუხი და არ შენ ხარ ისეთი წესით როგორიც უნდა იყო.

- დიდი ხანია მოვდივართ, წინ კიდევ დიდი გზა გავქვს და სჯობს ცოტახანს ჰაერზე გადახვიდე, - უცებ სეცვალა თემა ბიჭმა. ალბათ ახლაც შეეძლო რაიმე გულზე მოსახვედრი, სატკენი ეთქვა მაგრამ არ ისურვა, - გადავიდეთ ცოტახანს. - თავად დაასწრო გადასვლა.

არიანდაც დაჰყაბულდა, გადაყვა, მაგრამ როგორც კი შემოდგომის სუსხმა შემოჰკრა, მთაში ზამთრისას რომ გავს ხოლმე და ძვლეიანად ააკანკალა უმალ დაბრუნდა ავტომობილში, შეცივნული აიბუზა სავარძელზე. შიგნიდან აკვირდებოდა არაბულს, მოსაცმელის გარეშე ქარში რომ იდგა და სიცივის ნატამალიც არ ეტყობოდა ისე უდარდელად ეწეოდა სიგარეტს. ხევის პრას იდგა და ჩაჰყურებდა. ხან წინ გადადგამდა რამდენიმე ნაბიჯს ხანაც უკან. როგორც კი წინ დგამდა, არიანდას შიშის კანკალი აიტანდა ხოლმე და დაჭიმული სხეულით ელოდა როდის დაბრუნდებოდა უკან. ზუტად ხევის კიდესთან დააბიჯებდა ბიჭი. ქვევით იმოდენა სიმაღლის ხრამი იყო სული არ დაჰყვებოდა ადამიანს. არადა არ ინება იმ ადგილს მოცილება არაბულმა, პირიქით მეტად ნაპირისკენ მიიწევდა. დაუწყდა გულის ძაფები ქალს. უცებ გამოაღო ავტომობილის კარი, არაც ქარი გახსენებია აღარც სიცივე, სწრაფი ნაბიჯებით მივიდა ბიჭთან სუსტი ხელი მისას ჩაკიდა და გზისკენ გაქაჩა. გავირვებულმა, ჯერ მის ხელს დახედა მერე თვად მას კითხვის ნიშნად. .

- სიცივეა აქ, - რაღაცით უნდა აეხსნა თავისი საქციელი, - შესაძლოა გაცივდე და მერე შენებთან მზრუნველი ცოლის თამაშიც მომიწევს. მე კი არ მინდა. - ისეთი არადამაჯერებელი იყო დამეფიცება გზაზე დაყრილმა ქვებმაც კი ჩაიფრუტუნეს.

- არ გავცივდები. პირიქით, თბილისის ჰაერის შემდეგ ამის სუნთქვა ნამდვილად მომიხდება . - მიუგო ისევ ნაპირისაკენ წავიდა.

- დაჯექი-მეთქი. - ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი ქალს. ისევ აკანკალდა ამჯერად სიცივით და შიშით ერთდროულად.

- მე არა, მაგრამ შენ ნამდვილად გაცივდები. წადი და ცოტახანში მოვალ. -მანქანისკენ ანიშნა, ხელი წაართვა და რაც შეიძლებოდა ნაპირისკენ მიიწია.

- ღმერთო... - აოიკვნესა ფერდაკარგულამა. - გამოდი აქეთ, ადამიანი არა ხარ ? გამოდი... ვერ ხედავ სად დგახარ ? - ისევ წვდა ხელში. ამჯერად ორივეში.

- გზის პირზე ვდგავარ.

- ხრამის პირზე და რომ დაგავარდე სული არ დაგყვება. გამოდი რა გეხვეწები.. - ტაველბი აემღვრა არიანდას. - წავიდეთ... - დაიჩურჩულა და უფრო მოეჭიდა მის ხელებს.

- წესით ყველაზე ნაკლებად შენ უნდა გაღელვებდეს...- თავადაც მოუჭირა ხელები და ახლოს მისწია მისკენ. სულ ცახცახებდა ქალი. როგორი კმაყოფილი იყო ღრმა განცდების მოყვარული დათა ვერ აღგიწერთ. ეგოსიტურად ესიამოვნა მისი ნერვიულობა. - თუ გადავარდები შენ თავისუფალი და ბედნიერეი იქნები.

- არ ვიქნები ბედნიერი, რადგან ჩვენთან არაფერია „წესით და რიგით „ - თავისი სურვილით მიეხუტა გულზე და თავადაც ხრამის პირას დადგა, - ან წამოხვალ, ან ყველა წესის დარღვევით ერთად გადავარდეთ.

- სწორედ ეგ ყველას დარდია სენი ყველაზე დიდი სისუსტე არიანდა... რა შენი სადარდელი კი მე ვარ ? არ არის სწორი, ახლა ჩემთან ერთად იდგე აქ ...

- აბა რას ვშვებით, ვხტებით ? - ცრემლიან-ღიმილიანი სახით შეაქცერდა დათას.

- ახლა აღარ გეშინია ?

- კი, მაგრამ გააჩნია ამ შიშს კიდევ რისას დავუყენებ საზომად...

- უარესიც არსებობს ?

- კი.

- მაგალითად...

- მაგალითად... - გაჩუმდა. ცრემლი უფრო მოერია, - მაგალითად იმის ცოდნა რომ ის აღარ სუნთქავს... სიკვდილზე უარესია... - თვალები დახუჭა პასუხისას. თქმაც კი შემზარავად ეტკინა.

- მხოლოდ შენ თუ მომკლავ... - ცრემლიან თვალებზე აკოცა და გულზე მიკრული მიიყვანა ავტომობილამდე.



სიტყვა არ თქმულა იმ მომენტის შემდეგ ვიდრე სახლამდე არ მივიდნენ. ან რაღა უნდა თქულიყო იმ ყველაფერზე აღმატებული ? სიჩუმე საუკეთესო გამოსავლად მიიჩნიეს, რადგან არცერთი აღარ აპირებდა მეტი გულის ნადების გამხელას და უსაგნოდ ნათქვამი იმ წუთებს გააუფერულებდა. საათი და ოცი წუთი გრძნოებეით გარემოცულმა, ათას სათქმელს რომ იტევდა იმ ძვირფას მდუმარებაში განვლეს.
მალე ავტომობილი ხევსურეთისათვის დამახასიათებელი ტიპის სოფელში შევიდა. ირგვლივ სახლები იდგა, რომლებსაც ეზო არ ჰქონდათ და რომ ჰქონოდათ ნათელი იყო, იქ არათუ ბავშვი ითამაშებდა არამედ დიდიც არ გაივლიდა. აქაც, როგორც მანამდე ხილულ სოფლებში კაცის ჩქამი არ იყო. ოცდაათიოდე სახლიდან მხოლოდ ხუთში თუ იქნებოდა მაცხოვრებელი, ისიც იმიტომ შეამჩნია რომ შებინდებულზე სარკმლებიდან სინათლე გამოდიოდა. ერთი უცნაურობა შეამჩნია არიანდამ, თუ სხვა სოფლის გზაზე ავტომობილი ოღრო ჩოღროს მთელი სიცხადით აგრძნობინებდა მგზავრს, ახლა მეტად რბილად და კომპორტულად დადიოდა, არადა გადაკარგულ სოფლეში იყვნენ უნდაოდ. ფარებით განათებულ გზაზე გადაიტან ყურადღება და ბეტონის გზა რომ დაინახა რომ შეამჩნია კითხვაც კი არ გასჩენია თუ ვინ იქნებოდა ამის შემოქმედი. რა თქმა უნდა, მშობლიურ სოფლეს სადაც ბები-აპაპა ცხოვრობდა სხვა ვინ დაუგებდა გზას თუ არა დათა... ისიც გაახსენდა ელენეს დახმარებას როგორ ცდილობდა და თავის ნააზრევში ეჭვიც არ შეჰპარვია. მიუხედავად არაბულის მისდამი დამოკიდებულებისა, მასში ადამინაური მხარის დანახვა მაინც არ უჭირდა. ბუნებით იყო ასეთი არაინდა. ისე ვერ გაბოროტდებოდა, სიბრმავეში რომ გადაზრდოდა. ამ ფიქრებიდან ავტომობილის გაჩერებამ გამოიყვანა. ფარების შუქზეც და გარე განათებაზეც მკაფიოდ ჩანდა ერთ ეზოში წამომდგარი ორი სახლი. ერთ ეზოში ძველი ხევსურეთისა და ტანამედროვეობის თანაარსებობა. კარი გააძო და გადასვაც კი ვერ მოასწრო, პირველი სახლიდან, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო ხევსურულთან, ორი მოხუცი რომ გამოეგებატ. პირველადვე რაც შორიდანვე თვალში მძიმედ მოხვდა იყო მათი ძაძები. ქალს მხოლოდ სახე უჩანდა, კაცს შავის სამოსის გვირგვინად თეთრი თმა-წვერი ჰქონდა. გამართული დინჯი ნაბიჯებით მოდიოდა და ხელკავით მოჰყავდა მეუღლე. დათა სასწრაფოდ დაიძრა მათკენ. ქალმაც ფართოდ გაშალა ხელები და გულში ჩაიკრა შვილიშვილი.
- შენ დაგენაცვლოს ჩემი სიცოცხლე, - სითბოთი იყო სავსე მოხუცის ხმა, - ჩემო თვალის ჩინო. - ვერ იშორებდა ჩახუტებულს.

- გეყოფა დედაკაცო, გახე უკან ვინ უდგას, სირცხვილაი ამხელა კაცს ბალღივით რომ ეფერები, - სიცილ-როხროხით უთხრა კაცმა და ახლა თავად გაშალა ხელები ბებიის მკავებს დახსილის ჩასახუტებლად. ნათელი იყო ის ხმის ტემბრი საგვარეულო გენეტიკის დამსახურება რომ იყო. - შემირცხვენიხარ დათა, პაპაშენის დაპატჟებაზე ნასტუმრალო. - დატუქსა სიყვარულით მერე.


არიანდა ღელვასა და სინდისის დუღილს ერთიანად აეტანა. კიდევ კარგი მყუდრო ადგილი იყო და ძალიან არ ციოდა, თორემ ნამდვილად ვერ გაუძლებდა ამდენი მიზეზით აცახცახებას.

- ეგ ხვალ იყოს მინდია... - თხოვნა ჟღერდა ხმაში.

- აღარც ხვალ იქნება და აღარცა ზეგ. კაცი რომ ცოლს შაირთავს, მასზედ საყვედური საფრთხილოა მერე. ახლა კი რაძლი გამაცან...- გვერდზე გასწია დათა და გოგონასკენ გადაგდა ნაბიჯი. - კეთილი იყოს, არაბულების რძლობა შვილო !

არიანდამ იფიქრა ხელს გამომიწვდის ჩამოსართმევადო, მაგრამ კაცმა ხელები გაშალა და განიერ ასაკმორეულ მკლავებში გაახვია. ვინაიდან მინდიას ამ ფორმით მიესალმა ვერც მაია იქნებოდა გამონაკლისი.

- წლებმა ჭკუაც წაგვართვან, - შეიცხადა კაცმა, - აქ რას დავაყუდეთ ბალღები დიაცო ?! შინ შევიდეთ...

- ხო, ხო ... - უმალ გამოერკავ ბედნიერების ბურუსისგან ქალი და დაეთანხმა მეუღლეს. - შევიდეთ... არ გამიცივდე ჩემო მერცხალო- ზურგზე მოუთათუნა ხელი და სახლისაკენ გაუძღვა.

იქ, იმ გარემოში მოხვედრა სადაც ვეფხვია გაიზარდა, მის მშობლებთან შეხვედრა იმაზე გაცილებით ემოციურად რთული აღმოჩნდა არაინდასთვის ვიდრე ეფიქრა. არ იმჩნევდა მაგრამ მაინც ემჩნეოდა როგორ ნერვიულობდა, როგორ უხერხულად და დამნაშავედ გრძნობდა თავს. თვალს არ აცილებდა დათა, ბუხრიდან ანარეკლი ცეცხლის ალი მეტად წასაკითხს რომ ხდიდა მის ნაკვთებში ჩაბნეულ სევდას.
მაია სუფრას შლიდა. ნამგზავრი ხართ და უთუოდ მოგშივებოდათ, ვივახშმოთ და მერე ვისაუბროთო, შევიდნე თუ არა ბუხართან დასვა ორივე, თავად კი სამზარეულოში გავიდა. მოგეხმარებიო, მორიდებით შეათავაზა არიდამ, მაგრამ თავი იკვდინა ქალმა არაო. მინდია ბუხარს მონდომებით უწყობდა შეშას. როგორც კი რძალი შეათვალიერა და თხელი სხეული დაუხვდა, იმ წამს გადაყვიტა რომ ძალინ შეცივნული უნდა ყოფილიყო. არიდა სიამოვნებით თბებოდა თან ირგვლივ უჩუმრად აპარებდა თვალს. იმ სახლს არაფერი ჰქონდა საერთო მთასთან. ყველაფერი ისე იყო გაკეთებული რაც შეიძლებოდა ყოფა გამარტივებოდა იქ მაცხოვრებელს. თან იმაზე ფიქრობდა, როგორ გაუძლებდა აქ იმ რამდენიმე დღის გატარებას. ისიც კი არ იცოდა რა დროით რჩებოდნენ, არ უთქვამს დათას. მობრძანდითო, მიიპატიჟი დიასახლისმა სუფრასთან და გემრიელად ავახშმა ოჯახი. სუფრის ალაგების შემდეგ, რომელშიც არიანდამ არაფრის დიდებით აღარ დაანება უარი ქალს, ისევ ბუხართან გადაინაცვლეს. სიჩუმე ჩამოწვა. მოგეხსენებათ დათას უტყვობის ამბავი. არიანდა ბუნებრივია საუბრის წამოწყებას ვერ გაბედავდა, მოხუცებიც რატომღაც ერთხანს ხმას არ იღებნენ. ფარდაგდაფენილ სავარძელში გვერდიგვერდ ისხდნენ და აციალებული, მომღიმარი თვალებით მისჩერებოდნენ ბუხრის წინ ჩამომსხდართ. -გოგო ცეცხლს მისჩრებოდა, ბიჭი კი გოგოს.
- ასეთი მზის სადარიც რომ არ იყოს, მარტო მისი სახელი მოხიბლავდა ჩვენს ვაჟკაცს. შენ რას იტყვი დედაკაცო ? - სიჩუმე როხროხა ხმით მინდიამ დაარღვია და სიცილით გახედა ცოლს.

- აბა მინდია, - ხელზე ხელი მზრუნველად გადაუსვა ქმარს. - ასე მგონია შავი გიშერით და თეთრი მარგალიტით ასხმულ სამკაულს ვუმზერ.

უხერხულობისაგან შეიშმუშნა გოგო და ნაძალადევი ღიმილით გახედა მაქებართ. დათამაც შეხედა გახარებულ მოხუცებს, რომლებმაც აღარ იცოდნენ როგორ გამოეხატათ ბედნიერება და კმაყოფილება შვილიშვილის არჩევანით, მერე გადაიხარა მუხლებს დაეყრდნო იდაყვებით და ბუხარს მიუშვირა სახე.

- ვინ გყავს შვილო ოჯახში ? - ჰკიტხა ქალმა.

უცებ ამოუხტა გული არიანდას. ეგონა რომ ასეთი კითხვებისთვის მეტ-ნაკლებად მზად იყო, თუმცა სულ ტყუილად. ერთ წამში გაუშრა ყელი. დატა კვლავ ცეცხლს გაჰყურებდა და გრძნობდა მის გასაჭირს.

- დედა და ძმა. - ძლივს მოახერხა ორი სიტყვის თქმა.

- მამა ? - ამჯერად მინდიამ ჰკიტხა. რა ექნათ სურდათ მეტი გაეგოთ მასზე. ბუნებრივიცაა.

- მამა არ მყავს.

- შენც დათასავით ობოლი ხარ ჩემო გიშრისთვალა ? - სევდით ამეტყველდა ქალი. თავით უსიტყვოდ დაეთანხმა გოგო. მაიამ იფიქრა ემძიმება ამ თემის გახსენებაო და აღარ ჩასძიებია. - უთუოდ უფლის ნება იყო შვილო, ახლა მთავარია შენ და დათას ერთმანეთი გყავთ. მინდიას რომ წამოვყევ მეც აღარ მყავდა მამა და მან ისე გამიმაგრა ზურგი, არასოდეს მიგრძვნია უმისაობა... დათაც არაბულია, შვილო... არაბულის კაცები კი ისეთები არიან სისხლის ფასად იცავენ თავის ქალებს, - ამაყად განუმარტა მაიამ.

- თანაც დიდი დათა არაბულის ასლია ეგ შენი ქმარი. - სიამაყით დაამატა მინდიამ.

- ჯერ არ მომიყოლია მასზე. - წელში გასწორდა და არიანდას დაასწრო პასუხი დათამ.

- ჯერ არ გეცალათ ალბათ. - ბებიასთვის დამახასიათებელი ტკბილი იუმორით ცაიფხუკუნა ქალმა და ქმარს მხარი გაჰკრა.

- არ გვეცალა. - დაეთანხმა დათა და დამცინავი ღიმილით გახედა გოგოს, რომელსაც სითბოსაგან ლოყები ახურებოდა.

- მაშ ახლა მოვუყვეთ თუ დაინტერესდება რაძალი.

- დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. - დაეთანხმა. ცხადია ინტერესიც გაუჩნდა და თან თემაც შეიცვლებოდა რათა ტავისუფლად ამოსუნთქვა შეძლებოდა.

მინდიას ისე უყვარდა მამის ამბების გახსენება წვრილად უამბო მისი თითოეული საგმირო საქმეები და განსაკუთრებული სიამაყით მშობლების სიყვარულის სიტორია გაიხსენა. მაიაც ეხმარებოდა თუ კი რაიმე გამორჩებოდა ქმარს. არიანდა ისე ჩაითრია ამ ისტორიამ ნელ- ნელა მოეშვა დაზაბული სხეული, სილაღე იგრძნო სულმაც და მეტი სიმშვიდით მოკალათდა თბილი ბუხრის წინა. ხან ღიმილი აკიაფდებოდა მის თვალებში, ხან გაოცება, ხან სევდა... ამ განცდების სიცხადს კი ცეცხლის მოკაშკაშე ალი უწყობდა ხელ. მაიას თქმისა არ იყოს მისი გიშრისთვალები საუცხოოდ ლამაზად ელავდნენ. დათას ეს ისტორია იმდენჯერ ჰქონდა მოსმენილი აქეთ მოგიყვებოდათ, ამიტომ ერთადერთ საქმე არიანდას ცქერა და იმ სფეროებში ჩაკარგვის სურვილი იყო ცეხლის ენას რომ ირეკლავდა და ვარსკვალვებად კაშკაშებდა შიგ. ვინაიდან მსმენელს ინტერესი შეატყო მინდიამ მეტი გახელებით იგონებდა წარსულს. ისეთი თბილი, მზრუნველი და მხიარული სჩანდა ცოლ-ქმარი, რომ არა მათი ძაძები ვერავინ შეატყობდა ამოდენა ტკივილს თუ ატარებდნენ გულით. მხოლოდ ამ ძაძების შეხედვა აიძულებდა არაინდას სინამდვილის გახსენებას და გული შუტოკდებოდა ხოლმე. განსაკუთრებით კი იმ ფაქტმა ააღელვა, კაცმა რომ დაამატა ამბის ბოლოს კიდევ კარგი ვეფხვიას სიკვდილს ვერ მოესწრო თორემ სიცოცხლეშივე მოკვდებოდაო. ეგონა ხანჯალი მთელი ძალით ტარამდე გაუყარეს გულში. უცებ წამოხტა და ეზოში გაიჭრა. გაკვირევბული მოხუცები დატამ დაამშვიდა, არაფერია ალბათ ბრუ დაეხვაო და უკან გაჰყავა. ბრუს გაგონებაზე სიხარულით ორივე ხელი გულზე იტაცა მაიამ.

- ყველაფერი სახეზე გაწერია. - გვერდით დაუდგა და მშვიდად შენიშნა, - სულ ასე თუ გაიქცევი, დაიბნევიან და ვინ იცის რას იფიქრებენ.

- რატომ წამომიყვენე ?

- თავად არ დაეთანხმე ლილის ?

- ხომ იცი, უნებურად წამომცდა. ძალინ ნაწყენი ჩანდა და იმიტომ.

- მოკლედ როგორც არის... იმაზე რაც აქ დაგხვდებოდა, მანამ უნდა დაფიქრებულიყავი ვიდრე თქმას დამასწრებდი. თორემ ჩემი ნება რომ ყოფილიყო არასოდეს მოგიყვანდი აქ.

- კარგი, რა ! ... - ჩაიცინა და გუგებზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა, - შენ რომ არ გდომოდა ახლა აქ არ ვიქნებოდი. ზუსტად ვიცი, არც დედაშენის სიტყვას გაითვალიწინებდი თავად რომ არ მოგწონებოდა ეს იდეა. მე კი ჩემი დაუფიქრებელი სიტყვით საქმე გაგიადვილე. ჩემს ირგვლივ არაფერი ხდება შენი ნების გარეშე...

პასუხი აღარ დაუბრუნა. მხოლოდ მისკენ მთელი ტანით შებრუნდა და ინტერესით მიაჩერდა, დარწმუნებით სევდიანად მოსაუბრეს.

- როდის წავალთ ? - ისევ არიდამ ჰკითხა.

- არ ვიცი. რამდენიმე დღე მაქვს თავისუფალი და ალბათ დავრჩები, ცოტას დავისვენებ.

- შენ კი დაისვენებ მაგრამ... მე ცუდად ვხდები მათ რომ ვუყურებ... ყელში მიჭერს მათი სითბოთი სავსე მზერა... ვიცი რომ ეს მე არ მეკუთვნის დათა ვიცი და გაუსაძლისად მტკივა... გთხოვ, წამიყვანე.

- გაუძლებ... უნდა შეეჩვიო. - თითქოს ადვილი რამ ურჩია. მზერა მოაშორა და ისევ წინ გადაშლილ სოფელს გახედა, მათი სამყოფელის სიმაღლის წყალობით ხელიგულივით რომ მოსჩანდა და მთვარეც შეთანხმებულივით უნათებდა თვალსაწიერს.

- სათქმელად ადვილი. - ჩუმად ცაილაპარაკა და შეცივნულ მკლავებზე ხელები გაიხახუნა. - არ წამიყვან ?

- ცრემლები მოიწმინდე და შევიდეთ, - მის ხელებს აყოლა მზერა ბიჭმა, - თორემ თავად გამოგვაკითხავენ და ვერ ავუხსნი რა გატირებს.

გოგონა მიხვდა, მის თხოვნას აზრი არ ჰქონდა. მისი გადაწყვეტილების შეცვლა ხომ ადვილი არ იყო კი არადა, თითქმის შეუძლებელი იყო. მაშინაც კი თავისი სურვილით მოქმედებდა, როდესაც არიდა, მეც და თქვენც ვფიქრობდით, რომ არიდას ან სხვა რომელიმეს სურვილს დაჰყვა... არმც და არამც, მთიელი კაცის სიხისტე და სიჯიუტე მკაფიოდ გამოსჭვიოდა მის ხასიათში. რაღას იზამდა გოგონა, ფეხით ვერ გაუდგებოდა გზას. ანდა ვინ დაანებებდა. ცრემლი მოსასხამის ბოლოთი შეიმშრალა და სახლში შევიდა. ვერ შეეჩვეოდა, მაგრამ უნდა გაეძლო...
დათა ცოტახანს გარეთ დარჩა. მაღლობზე მდგარი სოფელს კი გადაჰყურებდა, მაგრამ მისი თვალი ვერაფერ კონკრეტულს ვერ აღიქვამდა. უმისამართოდ იყურებოდა და ღრმად ამიოხრებდა ხოლმე. შინ შესვლა გადაწყვიტა და შებრუნდა... წამით შეყოვნდა, მათ ძველ სახლს გახედა ეზოს ამაღლებულ ნაწილში, გორაკზე თითქმის კლდის პირას რომ იდგა.

- არიანდა, გვიანია, დასაძინებლად წავიდეთ, - შინ შესულმა კარებიდან დაუძახა და იქვე დაელოდა.

- სად წახვალთ, კი მაგრამ აქ არ დაიძიებ ? - აქოთქოთა მაია.

- აქ როდის დამიძინია ბებია ? - კითხვითვე უპასუხა დათამ.

- შენი თავი თუ არ გეცოდება ამ გოგოს რად იმეტებ იმ ქვა საწოლისთვისა ? - დატუქსა ქალმა, - თან გახე რა გამხდარია, ძვლები ატკივდება... არა... არა.. იქ ვერ გაგატან.

- გადაირიე დედაკაცო ? - ჩაერია ბერიკაცი, ფეხზე წამოდგა. ისიც შვილიშვილივით მხრებში გამართული და ახოვანი იყო. არიანდამ დათასადა მას შორის გაცვალა მზერა და ფიზიკური, დიდი უკვე მერამდენე მსგავსება აღმოჩინა და ჩუმად გაეღიმა. - ბალღებს ცალ-ცალკე ხომ არ დავაწვენთ. ერთი გამახსენე როდის გაგითევია ღამე ჩემს გარეშე. თანაც, ხომ იცი, რომ დათა მაინც იქ დაწვება და ნუღარ ვაყოვნებთ...

- ეს თხელი გოგო იქ როგორ მოისვენებს ? - არ ნებდებოდა ქალი. წყრომა გარეოდა ხმაში. თან წამოდგა გასაცილებლად, ხელებით შავ თავსაფარს დაუწყო გასწორება.

გოგონამ ახლა მას შეხედა დაკვირვებით. სახე უკეთ გამოუჩნდა. ასაკის მიუხედავად მაინც შემორჩენოდა ლამაზი ნაკვთები მაღალი შუბლი და შევერცხლილი თმა შემოედო გვირგვინად. დამჟკნარი ცოტათი მოხრილი დეფორმირებული ხელებით თმა ლამაზად გაისწორა, შავი თავსაფარი წამოიხურა და ისევ წყვდიადში დაუკარგა გოგოს წამით ნაპოვნი სიმშვიდე.

- შენ გეუბნები მინდია, - ახლა ხმამაღლა შეჰყვირა. ნეტავ მას რას ერჩოდა, მაგრამ დათას ვეღარაფერი უთხრა. ახლა ერტადერთ იმედად ქმარი დარჩა იქნებ მხარი ამიბას და გადააფიქრებინოსო. - ბალღს რომ ფეხი დადგმული ქონდეს ? - ბოლო იმედს ჩაებღაუჭა.

ახლაგაზრდები ვერ მიხვდენე ეს „ფეხის დადგმა“ რას ნიშნავდა და ინტერესით აკვირდებოდნენ ცოლ-ქმარს. დათა გულში ბარზობდა კიდეც ოჯახი თავიდანვე უნდა მიმეჩვია ჩემს გადაწყვეტილებებში არ ცარეულიყვნენო, მაგრამ უკვე გვიანი იყო, მათთან სრულიად დამთმობი და მზრუნველი იყო ყოველთვის, მით უფრო მოხუც ბებია-პაპასთან.

- მაგ საწოლზე ოთხი შვილი გააჩინა დედაჩემმა, ორი კი შენ. არცერთი არ იყავით ამ ბალღზე მეტი წონისა... - ღიმილით უპასუხა ცოლს და ნაბადი შემოისხა.

- მაშინ სხვა დრო იყო, ახლა სხვანაირია დროც და თაობაც. - განუმარტა ქალმა, - ჩვენ დროში თვეში ჩამდგარნი კილომეტრს გავივლიდით წელამდე თოვლში. ყინვასაც ვუძლებდით. ახლა ეს ყინვას გაუძლებს ? - სიყვარულთ გაეცინა ქალს. მოხუცისთვის დამახასიათებელი დინჟი ნაბიჯებით ამოუდგა გვერდით გოგონას, ზურგზე მზრუნველად აუს-დაუსვა ხელი და ღიმილით ჩაეკითხა: - გაყვები იმ ოხერსა ?

აი თურმე რას ნიშნავს „ფეხის დადგმა“. ამის გააზრებისას არიანდას ისე აეწვა გული, ეგონა ავარვარებულ ლავა ჩაასხეს შიგ. თვალები მჭიდროდ დახუჭა და კვნესით ამოისუნქა. უკანასკნელი ქალიც რომ ყოფილიყო ამ ქვეყნად დათა მაინც არ ენდომებოდა მისგან შვილი. დათამ სულ წამით გახედა და ამ წამში ჩაატია ენით გამოუთქელი სევდა... ნუთუ მანაც ის გაიფიქრა რაც არიანდამ ?

- უკვე გაყვა დედაკაცო. - ჩაიცინა მინდიამ, - წამოდით ბალღებო, ბუხარი კარგა ხსნის წინ დაგინთეთ. სითბო იქნება უკვე. - თქვა ისევ მან. თუმცა გამყოლი არიანდა იყო, რადგან დათა უკვე გარეთ გასულიყო.

სახლიდან ოციოდე ნაბიჯის შემდეგ აღმართზე ასასვლელი კიბე იყო გამოკვეთილი, გორაკის თავზე კი ისევ ვაკე იწყებოდა და ამ ვაკის დასასრულს იქვე კლდის ძირში შავი ბრტყელი ქვით ნაშენი, ხევსურული სახლი იწონებდა თავს. საუბრიდან გამომდინარე ნათელი იყო, დიდ დათა არაბულზე მხცოვანი თუ არა მედროვე მაინც უნდა ყოფილიყო ეს სახლი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც უცვლელად და უდანაკარგოდ გამოიყურებოდა. აშკარად რუდუნებით ზრუნავდნენ მასზე. მინდიამ დიდი, მძიმე, ლამაზ ორნამენტებიანი კარი შეაღო და სინათლე აანთო. იმ სიზველით გაჯერებულ სახლში, ერთადერთი თანამედროვეობის გამონათება ელექტროენერგია იყო. შინ შესულ არიანდას ჯერ ხის სურნელით გაჟღენთილი კარი შეუძვრა ცხვირში და მერე მის მზერას ხით მოპირკეთებული კედლებიც მოხვდა. იატაკაზე, ხელით აკურატულად ნათალი ქვა ისე დაეგოთ,ნემსსაც ვერ ჩააკვეხებდა კაცი, ზედ კი რაღაც გადაესვათ რაც სიპრიალეს მატებდა. უმეტეს ადგილას ხევსურულ მოტივებზე ნაქსოვი ფარდაგები ეგო. ასევე დაეფინათ ხის სავარძლებზე, ბუხრის წინ სარწეველა სკამებზე, იქვე ორ ძელსკამზე, კედლებზეც ეკიდა. ირგვლივ ყველაფერი ხისა იყო და უთოდ ყველაფერი ხელით ნაკეთი. ბუხრის ოტახის აღმოსავლეთ მხარეს, რომელიც სამი საფეხურით აემაღლებიათ სასადილო მაგიდა იდგა, იქვე სამზარეულოში გასასვლელი კარი. დასავლეთითც იყო ერთი კარი, რომელიც შეეღოთ და იქ საწოლი მოსჩანდა. სამხრეთ ამღმოავლელთით კი ვიწრო ქვის კიბეები კედელს მიუყვებოდა და მეორე სართულზე ადიოდა. ყველა ოთახს თითო სარკმელი ჰქონდა. ბუნებრივია ასეთ სახლს პირველად ხედავდა არიანდა და დიდი ინტერესით აკვირდებოდა თითოეულ დეტალს, რომელსაც თითქოს სული ედგათ, თითქოს შექმნისა და ამ სახლში გადახდენილის ისტორიასაც ყვებოდნენ. .

- მოგეწონა ? - მინდიას ხმამ გამოარკვია და მისკენ შებრუნდა. - ყველას მოსწონს. ეს სახლი ჩემმა დიდმა პაპამ ააშენა. დაახლოებით ორასი წლისაა.

- ისე გამოიყურება თითქოს გუშინ ააგეს.

- საგავრეულო სახლია და ყველა თაობა ზუნავდა მასზე. ამ სახლში წყდებოდა თემის ბედ-იღბალი, ათასი ლხინის და ჭირის შემსწრეა ეს კედლები და მისი თითო ქვა განსაკუთებულად ძვირფასია შვილო. - სევდითა და სიყვარულით წარმოთქვა და წამით გაჩუმდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ, ირგვლივ ისე მიმოიხედა თითქოს პირველად ენახა, კვლავ განაგრძო საუბარი, - რახან ჩემი ძმა უშვილოდ მიიცვალა, რახან აღარც ვეფხვიაა ცოცხალი, აწი ამ კარ-მიდამოზე ზრუნვა თქვენი მოვალეობა იქნება ბალღებო, - ორივეს მიმართა, - ვაჟას სახლიც თქვენი საპატრონოა, - დაამატა კაცმა და არიანდას გულში ორმაგად აინთო სინანულის ცეცხლი, - დიდი სურვილი კი მაქვს, თუმცა ვიცი აქ ვერ იცხოვრებთ, მაგრამ ყურადღებას ნუ მოაკლებთ. - სევდიანად დაასრულა მოხუცმა.

- მინდია, ამ ბოლოს ხშირად მიმეორებ მაგას. - შენიშნა დათამ.

- ვიცი, პაპას ბიჭო, მაგრამ ასაკი მემატება, იმდენი წელია დავაბიჯებ ამ მიწაზე ახლოვდება დრო კანონზომიერება აღსრულდეს. თუ მეცოდინება, რომ აქაურობა ნასახლარს არ დაემსგავსება, უფრო მშვიდად შევხვდები სიკვდილს.

- ჯერ კიდევ ადრეა პაპა... - ხელი მზრუნველად გაუხახუნა ზურგზე მოხუცს.

- ადრე მას შემდეგ აღარაა, რაც ვეფხვია წავიდა. მის მამას აქ რაღა მესაქმება, ახლა ვაჟაც... - თავი ჩაქინდა კაცმა და იატაკს დააშტერდა, აშკარად მორეული ცრემლების დამალვა სურდა, - მაგრამ რახან უფალს ასე სურს მეც ყაბულსა ვარ. - სევდიანად განაგრძო, - სიკვდილსაც მადლიერებით და ასე დანებებით შევხვდები, როგორც სიცოცხლე დავანებე. თურმე რამდენი დარდის ატანა შეძლებია კაცის გულს...

ამის მსმენელმა არფიანდამ, ინტერესი მოიმიზეზა, რათა ცრემლები დამელა და ბუხრის თავზე მიმაგრებულ ცხოველების რქებს დაუწყო ცრემლმდინარი თვალებით ცქერა. თან უჩუმრად იწმენდდა. მოხუცი მალე გამოემშვიდობა და მეუღლესთან წავიდა.
საწოლი მართლაც ქვასავით მყარი არმოჩნდა. მატყლის საკმაოდ სქელი ქვეშსაგებიც ვერ არბილებდა ხის საწოლს. მთელი ღამე წრიალებდა არიადნა . ყველაფერი ერთად ტრიალებდა გონებაში. განსაკუთრებით კი ის, დათას როგორ ეძინა მეორე სართულზე. იქნებ ციოდა, შესაძლოა საბანიც არ ჰქონდა... როგორც იქნა რული მოერია. დილაადრიან მძიმე კარის ჭრიალმა გააღვიძა. თვალი გააპარა და დათა დალანდა. ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა ბიჭი და ხის ძელსაკმზე ჩამოჯდა. გაღვიძება არ გაამხილა ქალმა. საბნის ქვემოდან გამოპარებული მზერით ათვალიერებდა დათას, ხელში სანთებელას ატრიალებდა და სარკმლიდან შემომავალი დილის შუქი ფიქრიან სახეს უნათებდა.

- მთის ჰაერმა იმოქმედა და ძილი შეგაყვარა თუ რატომ არ დგები ? - ნახევარი საათი გასულიყო, რაც ჩამომჯდარი ელოდა. პასუხი არ გასცა. - ვიცი, რომ არ გძინავს.

- არ იცი. - გაყიდა თავი ჩვეული გულრწფელობით, ენას რომ არ აჩერებინებდა ხოლმე. გაეღიმა დათას.

- როდესაც გძინავს სხვანაირად სუნთქავ. მშვიდად, მონოტორულად ახლა კი შეიძლება გაიგუდო ისე არასტბილურად მოქანცე ფილტვები .

- შენ რა იცი როგორ მძინავს ? - უცებ წამოყო თავი, წამოჯდა და ისე მიეხეთქა საწოლის თავს ზურგით, ტკივილით სახე დამანჭა. - ღამე შემოდიხარ ხოლმე ჩემს ოთახში ? - თავდვე უპასუხა კითხვას, კითხვით. აბა სხვანაირად როგორ ეცოდინებოდა.

- კი. გამოწმებ ხოლმე, საბანს იხდი და გაფარებ.

- გიჟი ხარ ხო ? არა, არა ნამდვილად გიჟი ხარ... - წამწამები ააფახურა და თავლები დააბრიალა.

- ზრუნვა თუ სიგიჟედ ითვლებოდა დღემდე არ ვიცოდი.

- ჩვენს შემთხვევაში ითვლება.

- მაგ ლოგიკით შენც გიჟი გამოდიხარ... გუშინ ჩემს ხევში გადაჩეხვაზე რომ ღელავდი.

- გამოვდივარ... - დაიჩურჩულა და ისევ საწოლში ჩასრიალდა. - გადი, ცავიცვამ.

- მინდია გვესტუმრა და უკვე ბუხარს ანთებს. შენს გარეშე ხომ არ გავალ.

- მერე რა, ჩავიცვამ და მეც გამოვალ. არ შეიძლება ჩემზე ადრე გაიღვიძო?

- არა. უთუოდ ყურადღებას მიაქცევს თუ ერთად არ გავალთ.

- ღმეთო ჩემო... რაღაცეებს ნუ ბოდიალობ დათა... მთის ჰაერმა ჩემზე კი არა შენზე იმოქმედა მგონი... - ჩურჩულზე გადავიდა გოგო მოხუცმა არ გაიგონოსო. - შებრუნდი მაინც.

- ტანსაცმლის ჩანთა შემოგიტანე, კარადაში დევს.

- როდის შემომიტანე ? წეღან რომ შემოხვედი არაფერი გეჭირა. - ენაზე იკბინა უცებ, ისევ თავი რომ გაყიდა. აკი ძილს იგონებდა.ახლა დასცდა რომ უყურებდა კიდეც.

- ოდესმე შეძლებ მომატყუო ? - მკრთალი ღიმილით, ჰკითხა, თან ზურგით შებრუნდა. - წუხელ მოვიტანე, საბანიც დაგაფარე. - რაღაც გულღია საუბრების ხასიათზე იყო არაბული.

- კი მაგრამ შენ ღამე არ გძინავს ?

- არა. ინსომანია მჭირს და ხშირად მეღვიძება. გულრწფელად გეტყვი, შენი მშურს ისეთი ღრმა ძილი იცი.

- მძინარი ადამიანის ყურება მანიაკალური მიდრეკილება რომაა გსმენია მაგაზე ?- ტან ესაუბრებოდა და თან იცვამდა გოგო.

- კი. მაგრამ ჩემი შემთხვევა სხვაა... უბრალოდ მაგ დროს ყველაზე ასატანი ხარ და მეც ვცდილობ ამით შევივსო მთელი დღე შენთვის გასაძლები ძალა.

- მხოლოდ დილით და საღამოთი მხედავ, ოღონდაც როდის ვასწრებბ, შეთვის გაუსაძლისი გავხდე ? ან სულაც რატომ აიძულებ შენს თავს ამიტანო ? - დაასრულა ქალმა მოწესრიგება და გვერდით დაუგდა.

- თმები გაიშალე. - სულ მიკვირს, რატომ ეუბნებოდა ამას, როცა ყოველთვის თავად ხსნიდა სამაგრს. ახლაც ასე მოიქცა.

- ოჰ, ოჰ ახლა ამოვიდა მზე ჩემთვის- ბედნიერად შესზახა მინდიამ ოთახიდან გამოსულთ. ბოლო შეშა შეუნთო ბუხარს და გასწორდა.

- დილამშვიდობის, - ცქრიალა ხმით და წრფელი ღიმილით მიესალმა გოგო, - როგორ ბრაძანდებით ?

- კაცს რომ სული გიდგას, დასაჩივლი აღარა გაქვს რა. მით უფრო, შენისთანა ანგელოზი თუ გისურვებს მშვიდობას დილით.- ამ სიყვების თქმისას შვილიშვილს შეხედა. - ასი წელი იცოცხლებს შენი შემყურე კაცი . აგე, ბუხარი დაგინთეთ, - ორივე ხელი გაიშვირა ცეცხლისკენ, - დაჯექით, გათბით. - ისინიც პირისპირ სარწეველა სკამებში ჩასხდნენ. - ღამეც არ ჩავაქრობდი, მაგრამ რიდი მქონდა შემოსვლისა. მაია საუზმეს მოიტანს და აქვე დავსხდეთ.

- ასე რატომ წუხდება. ჩვენც იქ გადავიდეთ. - შეწუხდა არიანდა და ფეხზე წასასვლელად წამოხტა.

- დაჯე, დაჯე... - მხარზე დაადო ხელი მოხუცმა და უკან დააბრუნა. - იმდენი წელია ამ სახლში ოჯახთან ერთად არ გვისაუზმია ახლა ამ შანსს როგორ დავთმობთ. მომენატრა აქაურობა, - სითბოთი მოავლო თვალი ირგვლივ, - არასოდეს გადავიდოდი, მაგრამ ჩემ მოხუცს სახსრები ასტკივდა და მისთვის ამ ქვის იატაკზე ცხოვრება საზიანოა... მე კი მის კეთილდღეობაზე მეტად არა მიღირს რა...

ამაოსბაში მაიამაც შემოაღო კარი. ერთდოულად რამდენიმე კერძი მოჰქონდა. დაავადების მიუხედავად მხნედ გამოიყურებოდა ქალი, კარგი პატრონობისა და მთის ჯანსაღი გარემოს დამსახურება იყო. მიეგება მეუღლე და მიეშველა.

- ჩემო თვალისჩინო, - მიამრთა დათას, - ყველაფერი გაგიკეთა ბებომ, რასაც ბავშვობაში ჭამდი. მერე შენ რაც გიყვარს იმასაც გავიგებ ჩემო გიშრისთავლა, - გოგოს მიუბრუნდა, - მეორედ რომ მესტუმრებით დაგახვედრებ. დილით აღარ გაგაღვიძე, რომ მეკითხა.

- მე ყველაფერს ვჭამ. - დაამშვიდა მოხუცი, რომელიც ასკარად რიდს გრძნობდა მარტო დათას რომ გაუკეტა საყვარელი საუზმე.

- ჰმ, აბა ვის ატყუებ ? - დაუცაცხანა მხიარულად ქალმა, - ყველაფერს რომ ჭამდე ასე ხმიადივით იქნებოდი ? ისე, ბებიკო მართალ ძალიან გამხდარი ხარ... შენ უჭამ ყველაფერს შე ოხერო? - ეჭვისთვალით გახედა დათას, - ბავშვობიდან ღორმუცელა იყავი და მიტო ხარ ახლა ხეთაოდენი.

- ხო, მაიკო მე ვუჭამ. - სიყვარული ვეღარ დამალა დათამ და ბედნიერებით ალაპარაკებულ ბებიას თბილად მოეხვია.

- წამოიყავნე ახლა გოგო, დავსხდეთ.

***

შუადღის ხანი იყო. არიანდა ეზოში იდგა და ბეჭებზე შემოგდებულ მძიმე ნაბადს ხელებით ეჭიდებოდა რომ არ გასძრომოდა. საკუთარ თავზე თავად ეღიმებოდა, ისე სასაცილოდ ჩაკარგულიყო იმ ნაბადში. თან არემარეს ინტერესით ათვალიერება. მთებზე თოვლი მოსცანდა უკვე და სწორედ ამიტომ დაეკარგა მის თავზე მოკაშკაშე მზეს გათბობის ძალა. ახლა მხოლოდ დღეს ანათებდა. სულ ოდნავ ჰქროდა ქარი და თმებს უწეწავდა. ნეტავ ის ფაფახიც დამეფარებიაო, გაიფიქრა. კედლიდან ნაბადი რომ ჩამოხსნა იქვე ეკიდა ფაფახიც.

- ეგ ნაბადი ისტორიული მნიშნელობისაა. - მის ზურგს უკან აროხროხდა ბერიკაცი. შებრუნდა მისკენ. - ჩემი მაია მოვიტაცე მაგით.

- არ ვიცოდი, - იუხერხულა გოგომ, - შემცივდა და ... იმ ოტახში ეკიდა მე... ჩვენ რომ გვძინავს.

- ნუ შეიცხადე შვილო. ისე გამიხარდა შენს ტანზე რომ დავიანხე... ჩემი ვაჟობის წლები გამახსენდა. ახლა მოტაცება აღარ იციან და სიმართლე გითხრა ვერ გადამიწყევტია კარგია თუ ცუდი.

- მე თუ მკითხავთ ცუდია. როგორ შეიძლება ადამინას უსიყვარულოდ შენს გვერდით ცხოვრება აიძულო ?!

- არ შეიძლება. ეგ შვილო მოტაცება კი არა გატააცებაა. უღირსი საქციელიელია. განა რა ვაჟკაცობაა ქალს, რომლიც გიყვარს და მთელი ცხოვრება შენს გვერდით უნდა გყავდეს რაიმე დააძალო. აწყენინო, ცრემლი დაადინო. ვის გაუგიან სიყვარულის დაძალება ?! თუ ბიჭი ხარ მიდი და ჯერ თავი შეაყვარე, გული მოიპოვე და მერე დაისვი ცხოვრების მეგზურად.

- აბა მოვიტაცეო ? - გაკვირვებით ჰკითხა გოგომ.

- ჰო მოვიტაცე, იმიტომ რომ უეჭვნარად ვიცოდი ვუყვარდი. აბა, ისე ხელს როგორ ვახლებდი ? ჩემ დროში ვაჟკაცები ცხოვრობდნენ, თუ ეცოდინებოდათ რომ ქალს არ უყვარდა ზედმეტ შეხედვასაც არ იკადრებდნენ. თუ ვინმე მსგავსად არ იქცეოდა, მათ საკადრისი სასჯელიც ჰქონდა.

- თუ უყვარდით, რატომ მოიტაცეთ ? - ინტერესი გაუღვივდა გოგოს. თანაც ისე საინტერესოდ საუბრობდა მოხუცი დამახასიათებელი დიალექტითა და ინტონაციით, ერთგვარი სიამოვნება იყო მისი სმენა.

- ჯიუტი იყო. ახლაც ასეა. მთიელი ქალი ასეთია. მეც ასეთი ვიყავ. ჯერ სიყვარული ავუხსენ და ცოლობა ვთხოვე. გაწითლდა და გაიქცა... ვერა დავედევნე მუხლი მომიკვეთა მასში დანახულმა გრძნობამ. - ფართოდ გაეღიმა კაცს გახსენებაზე და თავლები გაუცისკროვნდა, იფიქრებდი ახაც იგივეს განიცდისო, - მერე უფრო გათავხედებით ვუმატე მის ახლო-მახლო ტრიალსა. ერთ დღეს ისევ დავიამრტოხელე წყაროსთან და ისევ ვთხოვე, მაგრამ თავი გაიძვირა ჩემი ძმებისა მეშინიაო. მე კიდევ არავისა არ მეშინოდა... ერთი ვკითხე გიყვარვან - მეთქი ? თუ არადა სულ გაგეცლებითქო. რას გავეცლებოდი, მაგრამ ისე არ გამოტყდებოდა. შებრუნდა და ზურგშექცევით დამიქნია თავი. მეტი რა მინდოდა ? უმალ მოვიხსენ ეგ ნაბადი, შიგ გავახვიე, ცხენზე შემოვისვი და სახლში წამოვიყვანე. მის მერე აქა მყავ.

ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ შეუძლებელია არ გამახსენდეს დათა როგორ ეუბნებოდა ვანოს, მინდა შევუყვარდეო. არიანდასაც ხომ უთხრა ერთხელ მინდა შენი გული დავისაკუთროვო. საგულისხმოა მისი ეს სურვილი და მინდიას მიერ განმარტებული მთელი კაცის მიდგომა, სიყვარულისა და საყვარელი ქალის მიმართ. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, სხვა წესებს გვერდს უვლის მისი ქცევები, მაგრამ უმთავრესი ვერ დაივიწყა. ჯერ თავი შეაყვარა და მერე დაისვა ცოლად.

- ეს ნაბადი ამდენი წლისაა ? - ჰკითხა და კიდევ ერთხელ დახედა მოსასხამს უცვლელად და ახლად რომ გამოიყურებოდა.

- უფრო მეტისაც. ადამინს რაც უყვარს ყველაფერს რუდუნებით უვლის და უფრთხილდება. მე კიდე ეგ ნაბადი ისე მიყვარს, როგორც ის დღე მაია რომ დავიჩემე.

- როგორი სიყვარული გცოდნიათ მთაში. - აღტაცებულმა შენიშნა გოგომ.

- აქ ყველაფერი ისეთი წმინდა და დიადია როგორ ბუნება.

ამ საუბარში გართულებს მაია და დათაც მიუახლოვდათ. ბიჭი ბებიას ეხმარებოდა საფეხურების ავლაში. არიანდა თვალს არ აშორებდა მომავალ არაბულს და გული აჩქარებით უცემდა. ემოციებზე ემოქმედა მინდიას მოანთხრობს. მაიამ ნაბადში გახვეული გოგო რომ დაიანხა ზუსტად იმ ღიმილით შესცინა როგორც ქმარმა. აი დატას კი აშკარად სხვა მიზეზით გადაურბინა ღიმილმა. მიაშტერდა ქალს და მოურიდებლად მისცა ნება წაეკითხა მასზე ოთხჯერ დიდი ზომის ნაბადში დაკარგულს რომ დასცინოდა. გარდა ამისა კიდევ სხვა სხივიც კრთოდა მის მზერაში. არიანდა ისე იყო მოსმნელილი ისტორიით აღელვებული თავადაც უნებურად გაეღიმა და ჩვეულად, ლოყაზე გაჩენილმა ღრმულებმა განსაკუთრებულობა შესძინა მისი ნათელ სახეს. რომ მიხვდა ზედმეტად ბევრ გრძნობებს გამოხატავდა ახლა მისი მზერა, სახე ნაბადში ჩამალა და სახლისაკენ დაიძრა. თითქოს აქ დათას გულიც სხვანაირად ძგერდა. ოთხივე ძველ სახლში შევიდა.

***

უკვე ვინ იცის მერამდენედ ათვალიერებდა ყველა კუთხე -კუნჭულს გოგონა. იქ იმდენი რამ იყო სანახავი ერთი და ორი კი არა, ასი დაკვირვება იყო საჭირო, რომ ყველაფერი დაგენახა და გეგრძნო. თითმის მთელს კედლებზე ეკიდა რაღაც. ზოგი ნაცნობი, ზოგიც უცნობი ნივთი, სურათი, ნაკეთობა. თითოეულ მათგანს თავისი იტორია და მნიშვნელობა ჰქონდა. იმდენად ჩამთრევი და ინტერესის მომცველი იყო მათი მზერა არიანდას ყველაფერს ავიწყებდა. ახლაც დიდ მინიან ჩარჩოში ჩასმულ თვლებით მორთულ კაბასადა მამაკაცის სამოს აკვირდებოდა. ვერ გადაეწყვიტა ეკითხა თუ არა. ამ დილემის გადაწყვეტაში ისევ მინდია მიეშველა.

- ეგ კაბა დედას იმ დღეს ეცვა, მამა რომ ნახა პირველად. - აუხსნა კაცმა, რაც ინტერესს მიუხვდა.

- ხელოვნების ნიმუშია. - დაბეჯითებით დაასკვნა გოგომ.

- დედას შეკერილია. - გააცნო მინდიამ, - მას შემდეგ რაც პირველად დაინახა მამამ - კვლავ განაგრძო მოყოლა, - და გულში ჩაუვარდა, მასთან ერთად ეგ სადიაცო კაბაც დამახსოვრებია. ერთ დღეს მეგობარი გაუგზავნია მასთან და შეუთვლია - თუ შენთვის რამედ ვღირვარ, ის კაბა მანამ საღად შეინახე ვიდრე ჩემად არ დაგიგულებო. დედასაც აუღი კაბა ფუთაში გაუხვევია და ზედ წერილიც დაურთავს „ პასუხი იმისა თუ რად მიღირხარ. გიგზავნი, აიღე და მანამ თავად შეინახე, ვიდრე ჩემი ხელით არ დავკიდებ შენი სამოსის გვედითო.“ მერე, როცა დედა ამ ოჯახში შეოვიდა, მამამ ეს ცარჩო საგულდაგულოდ გააკეთა შიგ ის კაბა და ტალავარი დაკიდა, რაც პირველი შეხვედრის დღეს ეცვათ. აგე, უკვე ოთხმოცი წელია ამ კედელს ამშვენებს.

- ღმერთო, მსაგვსი არსდროს არაფერი მსმენია... ეს რას გასაოცარი სიყვარულია...

- დათა, რად არის ეს გოგო ასე გაკვირვებული ? - ეჭვით გახედა შვილიშვილს.

- რას გულისხმობ მინდია ? - აქამდე ჩუმად მყოფი, მოსაუბრეების დაკვირვებით გართული ფეხზე წამოდგა და მიუახლოვდა მათ.

- შეგვარცხვინე და ვერ დაანახე რა დიდი სიყვარული შეგვიძლია არაბულებს ? - მხრებში მედიდიურად გაიშალა მოხუცი.

- თავდა მას ვკითხოთ. არია, ვერ შევძელი შენთვის იმის დანახვება, თუ როგორ მიყვარხარ? - თითქოს ხუმრობა სცადა ბებია-პაპას დასანახად, მაგრამ არიანდა მიუხვდა კითხვის ირონიას.

- რას ამბობ ! ყოველ დღე, ყოველ წუთს და წამს ვხედავ. - ისე გაბადრულამ და აცისკროვნებულმა უპასუხა დაიჯერეს კიდეც მოხუცებმა. არც დათა ელოდა მისან ასეთ დამარწმუნებელ ტონს. უფრო დააწვრილა თვალები და კვლავ ჰკითხა.

- აბა, შენც დიდი დათასა და თამროს მსგავსი სიყვარული ხომ არ მოგინდა ?

მინდიამ წყვილი ჩარჩოს წინ დატოვა და მეუღლეს მიუჯდა. იქიდან უფრო კარგი დასანახები იყვნენ. კანონზომიერებით იდგნენ, არიანდა სადიაცო კაბასთან, დათა-ტალავართან.

- მე ჩვენი სიყვარული თითოეული წამით ამ ქვეყნად ყველაფერს მირჩევნია. - სარკაზმით გაჟღენთილიყო დათაზე გაბრაზებული.

- ესეიგი არ გინდა, ჩარჩოში ჩავსვა და კედელზე დავკიდო ის თეთრი შავკოპლებიანი კაბა, მაშინ რომ გეცვა როდესაც პირველად გნახე ?

სარკასტული ღიმილი ერთიანად გაუქრა სახიდან გოგოს და თავლებში ცრემლები აციალდა. თავადაც არ ახსოვდა მაშინ რა ეცვა, მას კი ზუსტად ახსოვდა.

- ან იქნებ ის ლურჯი კაბა, ვარდისფერი ყვავილებითა და მწვანე ფოთლებით , - განაგრძო ბიჭმა ხმა რომ ვეღარ ამოიღო გოგომ, - მეორედ, ათი წლის შემეგ რომ შევხვდით ?

არიდას ცოდნით მეორედ რესტორანში შეხვდა. თურმე ცდებოდა. სხვაგან უნახავს, მაგრამ ახლა ვერაფრით გაიხსენებდა სად. ან ის რატომ ახსოვდა რა ეცვა? მის შემთხვევაში ასეთი დეტალებისთვის ყურადღება არ უნდა მიექცია. ფეხის ტერფებიდან შემოეპარა ცახცახი ქალს და წამში მთელს სხეულზე მოედო. კიდევ კარგი მოხუცები ვერ ხედავდენე, რადგან მთელი ტანით ჩრდილავდა დათა. თითებით ერთმანეთს ჩაეჭიდა, ტუჩები სატირლად აუთრთოლდა. ვერ მიმხვდარიყო, დათა მის დასაცინად, დასამცირებლად, გულის სატკენად ამბობდა ამას თუ პირიქით. თავლები კარისაკენ გაპარა, მაგრამ დათამ ანისნა არ გაიქცეო.

- მინდია, მგონი მართალი ხარ. - ნახევრად შებრუნდა მოხუცებისკენ დათა, - როგორც სჩანს ვერ მოვახერხე...

- გახსოვდა ? - ძლივს ამოილუღლუღა გოგომ.

- ნახე, ისე გაეხარდა, რა ეცვა ის რომ მახსოვდა, ლამისაა ბედნიერებით ატირდეს. - მოხუცების დასანახად ხუმრობას, არიდასთვის კი გულზე მოჭერას არ წყვეტდა ბიჭი.

- ნუ აწვალებ საძაგელო. - სიცილით შესძახა მაიამ.


- შენს გიშრისთვალებს ბედნიერების, სიხარულის ცრემლი მოუხდება მხოლოდ. - ფეხზე წამოდგა ბერიკაცი, მიუახლოვდა ახალგაზრდებს და ჯერ დათას დაჰკრა ბეჭებზე ხელი მერე კი არიანდას აკოცა შუბლზე. - შეშას შემოვიტან, ცეცხლი განელდა.
არიანდა ისევ ბუხრის წინ სარწეველა სავარძელში ჩაჯდა და დღის ბოლომდე აღარც ამდგარა, არც ხმა ამოუღია, ზრდილობის გამო გაცემულ პასუხებს თუ არ ჩავთვლით. დაღამებადე საუბრობდა ბებია-პაპასტან შვილიშვილი. უფრო სწორად ისინი აიძულებნენ ათასი კითხვით. ყველაფერი აინტერესებდათ, რაც კი ბოლოს თავს გადახდენია. დათაც დაუზარლად აკმაყოფილებდა მოხუცების ცნობისმოყვარეობას. როდესაც ვაჟას მკვლელობის ამბავსაც შეეხნენ და ცოტა წამოიტირა კიდეც ქალმა, არიანდა სულ დაიკარგა სავარძელში. დაპატარავდა თითქოს. ჩუმად გააპარა თვალი დათამ მისკენ და ისე უცებ და მოკლე პასუხით მოუჭრა, იფიქრებდი რომ განგებ გააკეთა, სააუბარი აღარ გააჭიანურა. დაკმაყოფილდა ცოლ-ქმარი მოსმენილით. რაც მთავარი იყო, გაიგეს რომ ოჯახზე სადარდელი არაფერი ჰქონდათ და შეძლოთ მანამ მშვიდად ეცხოვრათ, ვიდრე ჟამი არ დადგებოდა უფალთან წარდგომის.

- ეჰ, კაცის გული წუწკია წუწკი, - კვლავ წამოიწყო, ვახშმის მერე საუბარი მაიამ, გული არ უდგებოდა მათი იქ ყოფნიტ ბოლომდე არ დამტკბარიყო.- დღემდის ვფიქრობდი, ამქვეყნად ყველას კარგად ვტოვებ და ნებისმიერ წამს მზად ვარ ჩემს შვილთან წასასვლელად, დარდი არავისი გამყვებათქო, მაგრამ ახლა ერთი წელი მომინდა კიდევ ამ მიწაზე. - ბოლო სიტყვები ისე წარმოთქვა ქალმა გეგონებოდათ თავისთვის საუბრობ და არა ვინმეს გასაგონადო. გულის ფიქრი გაახმაურა თითქოს.

- შენ კიდევ დიდხანს უნდა იყო დიაცო. ჯერ მე მეკუთვნის უფოსობით. - ხუმრობით მაგრამ მაინც სევდით შეუსწორა ქმარმა და გაჩუმდა.

ყველანი გაყუჩდნენ. ალბათ ელოდნენ მაიას სიტყვის გაგრძელებას თუ რატომ მაინცდა მაინც ერთი წელი. მაიც დუმდა. თან ჩუმად ცქუტავდა, ნაოჭებში ეტყობოდა ღიმილი. მინდიამ თავი გადააქნია, გეღიმა, ცოლის ფიქრებს მიხვდა და კითხვაც დაუსვა :

- ისე, მაინც ერთი წელი რატომ დედაკაცო ?

- ჰმ, რა მიუხვედრელი ხარ ხანდისხან, წამოგეწევა ხოლმე ასაკი. - უსაყვედურა სასაცილოდ ქმარს, - აბა ჯერ მუცელი არ ეტყობა და ... დრო უნდა კიდევ. ისე არ მინდა წავიდე, ჩემი მოქსოვილი წინდა არ წამოვაცვა ციდა თათუნებს, ენაცვალოს ბებომა, - ოცნებებში გაიჭრა მაია, ისე სიხარულით საუბრობდა სულ არ გახსენებია ჯერ წყვილისთვის ეკითხა რაიმე. რას იზავ, ბებია-ბაბუებს ეპატიებათ ხოლმე. - აბა ისა სჯობია მინდია? ის გაძაფული წინდები რომ იციან ახლა. გამიცივებენ ბალღს. ბევრი უნდა მოვქსოვო, ძალიან ბევრი მე რომ აღარ ვიქნები მათ ყველა შვილს ეყოს.

ისეთი, აღფრთოვანებით იმედითა და გატაცებით მეტყველებდა ქალი, არცერთს არ გასჩენია სურვილი გაეჩერებიათ. პირიქით დაიჯერეს კიდეც მგონი არარსებული ბავშვისა და მომავალის არსებობა.

- უნდა დაგეთანხმო მაია, - ემოცია გადასდებოდა მინდიას, - მატყლზე ნატურალურს და ჯანმრთელს რას ჩააცვამ ბალღსა. მოუქსოვე. მთვარისას გამოვართვათ მატყლი, ხომ იცი, მაგისა ყველასა სჯობს, დართვაში დაგეხმარები და მოუქსოვე.

- აბა, ეგრე ვქნათ. - გაეხარდა მეუღლის მხარდაჭერა მაიას, - არ ვიცი ხვალ რა დილა გათენდება, მაგრამ თუ არ გამიწყრება უფალს მოწიწებით ვთხოვ კიდევ ცოტა დროს, აი, დათას შვილს და ვეფხვიას შვილიშვილს რომ ჩავიკრავ გულში, მის მერე მეტად მშვიდად დავხუჭავ თვალსა.

- ჩემთვისაც თხოვე... მეცა ვთხოვ.

- ხო, ეგ დრო კი გვინდა. აბა ბალღი რომ დაიბადება, სანამ ცოტა არ წამოიჩიტება აქ ვერ ამოიყვანენ. მოიცა გადავთვალო, .- თითები მოიმარჯვა ქალმა და დაითვალა, - ასე ივლის-აგვისტოში... აი ამ დროისთვის ცოტა მოფერიანებული იქნება გვანახებენ მერე... მხნედ უნდა ვიყოთ ჩემო მეგზურო მხნედ...

- შენ უნდა იყო მხედ დედაკაცო... შენ თუ ხარ მეცა ვიქნები.

- მე კიდე შეთან ერთად ვიქნები.

დათა და არიდას გული ზუსტად ისე გიზგიზებდა, როგორც მათ წინ შეშით გადავსებული ბუხარი. უცნაურ რიდსა და გრძნობებს შეეპყრო ორივე. ვერც ერთმანეთის და ვერც მოხუცების შეხედვას ბედავდნენ. რცხვენოდათ ტყუილის, რცხვენოდათ მათი უსაფუძვლოდ აგებული იმედების... ხმას ვერ იღებდა ვერცერთი. მომავლის იმოდენა იმედი გამოსჭვიოდა მოხუცების საუბარში, უთუოდ ყველა დღეს ამ სიხარულში გადთელავდნენ და როგორ უნდა ეთქვათ, სულ ტყუილად გიხარიათ და სულ ტყუილად ითხოვთ უფლისაგან სიცოცხლის წელსო ? ეს ხომ იმის თქმას უდრიდა, ხვალვე შეგიძლიათ თავლები სამუდამოდ დახუჭოთო. დათას მუხლებზე დაეყრდნო იდაყვები, ხელები ტყუბად შეეკრა და ზედ შუბი ჩამოედო. ღმერთმა უწყის მოხუცების წინაშე სინდისის ქენჯნის გარდა კიდევ რას ფიქრობდა მისი გონება, მაგრამ ის ვიცი, როდესაც ასე დაიტყობდა ხომე ემოციას არაბული, ესეიგი შავ-თეთრი გრძნობების ზღვარზე გადიოდა. არიდას თავი დაბლა ჩაეხარა, ხელები კალთაზე დაეწყო და უაზროდ დაშტერებოდა მათ. მისი გული სისხლის ცრემელებით ტიროდა.

- თქვენ რას გაყუჩდით ბალღებო ? - ცნობიერებას გარიყულნი, მინდიას კითხვამ მოიყვანა გონს. - რად არ ამბობთ სიტყვას ?

- საუბარში ხელის შეშლა არ გვინდოდა. - იგივე მდგომარეობაში, მშვიდად უპასუხა დათამ .

- აქ ჩვენ თქვენს ბალღზე ვსაუბრობთ, - აუხსნა მინდიამ ისე თითქოს მათ ვერ გაეგოთ საუბრის თემა.

- მესმის.

- მერე, არაფერს იტყვით? - მაიამ დაასწრო ქმარს, - ჩემო გიშრისთავლა, შენ ბრუ რომ გეხვევა, გულირევაც ხომ არა გაქვს ? - რახან კონკრეტულ პასუხს არ იძლეოდა არცერთი თავად სცადა გამოკვლევის ჩატარება მოხუცმა.

- ბებია, რა კიტხვესბ სვამ ? - სულ ოდნავ მკაცრად მოუვიდა დათს, - თუ რამე გვაქვს სათქმელი ისედაც გეტყვით.

- ჰო, ჰო, მეტყვი... ყველა სიტყვა ძალით უნდა ამოგწიწკნოს კაცმა და ახლა მეტყვის, - მაიამაც შეუტია, - ცოლის მოყვანაც ლილის რომ არ ეთქვა ვინ იცის როდის მოგაფიქრდებოდა. შენ არ გეკითხები, ან რა გაგეგება. დამაცადე.

- არა, არ მერევა გული. - მოეგო გონს არიანდაც, კი გაუკვირდა საიდან მოიფიქრა ეს გულისრევაო, მაგრამ მაინც მოაფიქრდა პასუხი, - უბრალოდ ბრუ მეხვევა სამსახურის გამო, ვიღლები ძალიან.

- არ შეიძლება, ბებიკო მერე, - ნელ-ნელა წამოდგა ქალი, მასთან მივიდა პატარა ხის სკამი (ტაბურეტი) მიაჩოჩა და გვერდით მიჯდა, - ახლა ფრთხილად უნდა იყო, რა იცი როდის დარჩები ფეხმძიმედ... ლილიც კი დაგარიგებს, მაგრამ მე მაინც ჩემებურად უნდა გითხრა... ახლა სხვა დროა, სულ ჭიანები ხართ ეს ახალი თაობა.თან ისეთი გამხდარი ხარ შენ მეტი სიფრთხილე გინდა. ასე მგონია ქარი წაგიღებს ბებიკო, გარეთ რომ გადიხარ მინდიას გაყოლებ ჩუმად არსად გადამიგდოს შენი თავი ქარმა. - მიუხედავად იმისა, რომ ნერვიულობა შიგნიდან ჭამდა გოგოს, ამ სიტყვების გაგონებაზე გულიანად გაეცინა.

- გამოდი დედაკაცო, ნუ გაუჭირვე ახლა გოგოს, - მინდიამ სცადა აქოთქოთებული ცოლის შეჩერება, - მოსუქდება ცოტახანში, დამრგვალდება და აბა ნახე თუღა წაიღებს ქარი. - ცოლს წამოადგა თავზე და ადგომაში დაეხმარა, - წამოდი ჩვენც დავისვენოთ და ესენიც დავასვენოთ. ბევრი ვიმუსლაათეთ დღეს.

- დამაცადე კაცო, - შეუჯუჯღუნა , მაგრამ მაინც წამოდგა და კარისაკენ შებრუნდა, - ვარიგებ, მეტი გამეგება რაღაც, თან ვდარდობ ხმიდაივით რომაა, - უხსნიდა ქმარს თან მოსასახამს იცვავდა.

არად სულაც არ იყო არიანდა ასე საგანგაშოდ გამხდარი მაგრამ ბებიის გულს ხომ იცით სულ მეტი უნდა. ვიდრე ლოყები არ დაგებრაწება მანამ არ ისვენებს.

- მოსუქდება, - კვლავ დაამშვიდა კაცმა, - აგე ნახე როგორ დამრგვალდეს და რა ბრუხუნა არაბული გავქჩუქოს. - ბოლო სიტყვები კარის ზღურბლზე წარმოთქვა მინდიამ და გაიხურა.

ეზოდანაც ისმოდა სახლში მოხუცების ხმა, მაგრამ სიტყვების გარკვევა იყო შეუძლებელი. მერე ნელ-ნელა მიჩუმდა ყველაფერი. მხოლოდ ცეცხლწაკიდებული შეშის ტკაცა-ტკუცი არღვევდა მყუდროებას. მ არიდას კი ისეთი განცდა ჰქონდა თითქოს მის გულსში სკდებოდა ავარვარებული ნაკვერჩხალი და მისი მწველი შეგრძნება კანზეც იფანტებოდა. ჯერ დათამ ჩააგდო საგონებელში, გააორა, ისედაც შერყეული არსებობას სულ მთლად მიძისძვრად უქცია და ახლა მოხუცების სიტყვები... ვულკანივით იფეთქა მისი თავლებიდან ცრემლებმა და ჩუმი ქვითინი აუტყდა. სულ ცახცახებდა, ყველა გნცდილის გამო ეწვოდა გული, სული, სხეული.
პირდაპი სახეზე უმზერდა დათა ატირებულს, ცრემლების დამალვას მონდომებით რომ ცდილობდა და მომდგარ ხმას სლუკუნად რომ აბრუნებდა უკან. სულ ცოტახანს გაუძლო სულ ცოტახანს. მერე ერთიანად განიყარა ყველა შავი გრძნობა, ფიქრი, ფარ-ხმალი დაყარა, ფეხზე სწრაფად წამოიჭრა, არიანდაც წამოაყენა და გულზე ისეთი გრძნობით მიიკრა აქამდე რომ არავის მიმართ გაუკეთებია. გოგონამაც იგრძნო ეს განსხვავება. იმდენად ცხადი და წრფელი იყო ბიჭის ეს საქციელი გაჯიუტება არც უფიქრია. მიეყრდნო, დანებდა და იქ იმ საიმედო ნავსაყუდელზე განაგრძო იმ გულისს მოოხება, მის გამო რომ ტკიოდა.

- გაჩერდი გთხოვ ! - დათა და თხოვნა? ახსნც კი რთულია ახლა როგორ სხვა დათა იდგა არიდას წინ. - არ იტირო, ამ ერთხელ მაინც დამიჯერე. - სახე გააწევინა და ორივე ცემლიანი თვალი დაუკოცნა.

არიდას მეტად აუჩუყდა გული და ტირილი სლოკინში გადაეზარდა.

- რა გატირებს ის მაინც მითხარი. - განა არ იცოდა? იცოდა, მაგრამ მისგან სურდა მოესმინა. იქნებ, დაზუსტებას ცდილობდა, ორივე ერთიდა იგივეზე ფიქრობდა თუ არა.

გოგომ არას ნიშნად თავი გაუქნია.
- მინდა ვიცოდე .

- ყველაფერი მატირებს, სულ ყველაფერი... - ძლივს მოაბა სიტყვებს თავი, - იცი შენ რაც...

- შენი კაბები რომ მახსოვდა ?

- ხო.

- კიდევ ?

- დამანებე თავი.

- ჩვენს უკან ცუდი წარსული რომ დგას და წინ არ გვიშვებს ?

- ხო.

- ფეხმძიმედ რომ არ ხარ ეგეც ? - თითქოს ჩაეცინა თან

- არა.

- აბა, არასდროს რომ არ იქნები ჩემგან ? - მხოლოდ თავი დაუქნი კის ნიშნად და უფრო იხეთქა ცრემლებმა, - ჯანმრთელი არ ხარ, თუ რატომ არ იქნები ?

- გეყოფა დათა...

- მართლა გეკითხები.

- ჯანმრთელი ვარ.

- მეც ჯანმრთელი ვარ და მაშ რა რატომ ვერ იქნები.

- საკუთარ შვილს მამის სიძულვილისთვის ვერ გავიმეტებ.

- შეიძლება მამას შვილი სძულდეს ? - უფრო და უფრო იხუტებდა ქალს, თითქოს მისი შესრუტვა სურდა. ტან ხელებსს ასრიალებდა მის ზურგზე. თმებზე ნაზად ეხებოდა.

- თუ მამას დედა ისე ეჯავრება, როგორც შენ მე, იმიტომ რომ მის ძარღვებში მისთვის საძულველი სისიხლი ჩქეფს, კი. ისიც ხომ ნახევრად იმ სისხლის მატარებელი იქნება.

- მამის ექნება მეტი... - გაურკვეველი იყო მისი სიტყვების შინაარსი.

ვერც არიანდამ გაოგო და სულ ცოტახნით შეწყვეტილი სლუკუნი კვლავ განაგრძო.
დათამ პირი ისე აამოძრავა, რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ გაჩერდა. არიანამაც რომ აღარაფერი ჰკითხა ამან გადააფიქებინა. არადა უნდოდა ეკითხა, როდის მითქვამს რომ შენ მეჯავრებიო. ღრმად ძალიან ღრმად ჩაისუნთქა და იმ უთქმელი სიტყვების, გამოუხატავი გრძნობების სანაცვლოდ მთელი ძალით ჩაიხუტა. სიტყვებმა, რომელიც არ თქვა სული აუფორიაქა. გრძნობამ, რომელიც არ გამოხატა ნგული აუჩქრა.განცდები ამეღვრა, ქაოსურად კანზე შემოასკდა. აღარ ეტეოდა, ვეღარ მოერია. დაიღალა, დანებდა... ნელ-ნელა გააცურა არიდას სახისკენ ხელები და შემოაჭდო, უკან გადააწევინა და მიაჩერდა. ცხვირპირაწთლებულ მშვენიერებას დანამული ტუჩები უთრთოდა. დათა ვეღარ იყო იმ მდგომარეობაში თავშეკავების ძალა ეძებნა, არ სურდა. დაიხრა მისკენ და ნამი თავისი ბაგეებით შეუმშრალა. შეკრთა არიდა, მაგრამ ის კოცნაც სხვანაირი იყო. იმდენად მგრძნობიარე, იმდენად ტკბილი მოეჩვენა ვერ შეელია, თავლები მილულა და მიენდო. ვნებით, მაგრამ სინაზით ეხებოდა დათა. რაც მეტად გრძნობდა მის გემოს, მით მეტი სურდა შეეგრძნო...
- შეძლებ ? - ხრინწშეპარული, რიხდაკარგული ხმით იქვე, მის ტუჩებთან იკითხა. არც თვალი გაუხელია.

- რას ? - დაიბნა აცახცახებული გოგო.

- ხომ მითხარი, თუ ოდესმე მომეკარები მეც მენდომებაო. ხოდა გეკითხები, ახლა შეძლებ? ხვალ არ ინანებ ? - ამჯერად მის თვალებში ჩაკარგულმა გაუმეორა.

- დათა ... - მაჯებზე ჩაავლო ხელები. გული ფიქციანად ამოაჯდა. სუნთქვა აერია.

- უბრალოდ არ ინანო ხვალ...

- მე არც კი მიფიქრია... აქ... ამ სახლში... - საცოდავად ლუღურებდა

- ხო, აქ, ამ სახლში გახდი ჩემი ...

- მეშინია...

- ვიცი...

- მართალ მეშინია...

- მართალა ვიცი...

- არ ვიცი, მერე რომ ვინანო... ძალინ რომ მატკინო ?

- არ გატკენ.

- გული ვიგულისხმე...

- მჭირდები... გესმის ? მჭირდები... ახლა მჭირდები... უსაშვრელოდ მჭირდები...- უმეორებდა და სახეს ყველა კუთხეს უკოცნიდა გოგოს.

მის მაჯებზე ჩავლებული ხელი სათითაოდ ჩამოსწია არიდამ და ეს ნიშანი იყო იმისა, მის „მჭირდების“ დანებდა . არ იცოდა რას უქადდა მომავალი, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, დღეს საყვარელ ადამიანთან ყოფნის ბედნიერებას მაინც აჩუქებდა თავს. თუნდაც ცოტახნით ხომ იქნებოდა ბედნიერი. არ იცოდა რას იგრძნობდა ხვალ, მაგრამ დღეს მხოლოდ სიყვარულს და ნდობას გრძნობდა. არ იცოდა რას ჰპირდებოდა ხვალ ეს კაცი, მაგრამ ზუსტად იცოდა რომ იმ წუთას წრფელი და თბილი იყო. უჩვეულოდ მგრძნობიარე, მისი გულის ხმაც კი ესმოდა... დანებდა, გულს მინედნო და იმ სიყვარულს დაჰყვა თავის გულში რომ უნგაროდ ბუდობდა.

კიდევ ერთხელ ჩახედა თალებში ბიჭმა და კმაყოფილებით აივსო. იქ არათუ თანხმობა ჩანდა, სურვილიც კი იკითხებოდა.

- სულ ოდნავ... არია, სულ ოდნავ მაინც თუ იგრძნობ თავს ცუდად იმ წამს მითხარი... ყველაფერი მითხარი...

ტავი დაუქნია. დათა ღიმილიც კი უჩვეულოდ განსხვავებული აჩუქა. ჯერ შებლზე აკოცა მერე ისევ სანუკვარ ბააგეებზე გადაინაცვლა. უფრო ვნებით ეხებოდა და არიანდაც უფრო თრთოდა რომ გაიაზრა რაც ელოდა წინ. სიამოვნება და ღელვა ერთამეთში აირია. აღელვებული ხელებით უმკლავო მოსასხამაის ბოლოებს ჩაეჭიდა და ისე დაქაცა მხრებიდან დაცურდა და ძირს დავარდა. ისევ ხელით ეჭირა ნახევრად იატაკზე დაგდებული ნაჭერი. ისე იყო დაბნეული, დამფრთახალი, აღარ იცოდა რას აკეთებდა. დათამ სახეზე შეუშვა ხელი, მხრებზე ნაზად დააყოლა და მტევნებამდე ჩააღწია. უნებურად უსვა ხელი არიდამ მოსასხმა და მის ხელებს შეეხო. დათამაც თავისი ტორებში მოაქცია, მაღლა წააღებინა და გულთან დაილაგა. მის ტუჩებს თავი ანება და ლოყაზე, სიცილის დროს ღრმუბეი რომ უჩნდებოდა იქ აკოცა. რამდენჯერ გასჩენია აქამდეც ამის სურვილი. ახლა მოიკლა ორივე ღრმულზე კოცნით.
ყელზე ჯერ ხელი დაუსვა მერე ამბორით გაყვა კვალს. მთელი სხეულით შეხტა გოგო, აქამდე არ განეცადა მსგავსი, პერანგზე მოუჭირა ხელები და მოქაჩა უნებურად. დათას მის თითოეულ ქცევა ღიმილს გვრიდა, მაგრამ მალავდა. დათამ ზუგრზე ჩაასრიალა ხელები, მერე თეძოებისაკენ გადმოყვა და ზევით ზედატანის ბილოებიც გამოიყოლა, ვიდრე გადააძრობდა სულ ცოტათი იგრძნო გოგოს გაჯინიანება, მკლავები გააშეშა, მაგრამ რა წამს შეხედა ბიჭმა თავლებში, დამორცხვილმა ძირს დაიხედა, ხელები კი მაღლა ასწია. ახლაც სიფრიფანა მაისური ეცვა შიგნით, თითქმის არაფრს უფარავდა განსაკუთრებით კი ხალებს ასე რომ უყვარდა დათას. გამოჩნდენე თუ არა არც დააყოვნა, მწყურვილით დააცხრა მხარზე და წელზე მოხვეული ხელებით სხეულზე მიიკონა. ხელში ატაცებული წაიყვანა იმ საძინებლისაკენ, მათი სამარადისო წუთების თანამოზიარე რომ უნდა გამხდარიყო. დასვა თუ არა ხელიდან დაუსხლტა დამფრთხალი გოგო.საწოლზე დაგაძვრა და მეორე მხარეს აიწურა, თან დამნაშავის თავლებით გამოხედა.

- რას აკეთებ ? - გულრწფელად გაკვირდა დათა თან მისკენ დაიძრა.

- გაჩერდი, - საწოლზე ახტა - მეშინია დათა, ასე მგინია გული წამივა.

- არავის წასვლია ჯერ გული, - უცებ მიხვდა რომ ახლაც არაფერი იქნებოდა ისე როგორც ეგონა. ის ხომ მისი არია იყო, განსხვავებული, გულრწფელი. ეს დღე იოტისოდენადაც არ ემგვანებოდა სხვებს. მისი საკმარისზე დიდი გამოცდილება, თუ როგორ მოქცეულიყო ქალთან, არიდასთან ნულს გაუტოლდებოდა. ანდა როგორ შეადარებდა სხვას, ეს გოგო ხომ მასში სრულიად სხვას, ღრმა და განუცდელს იწვევდა... ახლა ისეთ გრძნობებს მოეცვა თავისი ტავიც გამოუცდელი ეგონ - არ წაგივა, გპირდები. თუ გული უფრო გიცემს ეგ იმის ბრალია, რომ ჩემი შეხება გსიამოვნებს.

- გაჩუმდი... ისეთს ნუ იტყვი, რომ შემრცხვეს. - სახეზე მიიფარა ხელი.

- რა ვქნა აბა? ხომ უნდა აგიხსნა. - ისარგებლა რომ ვერ ხედავდა უცებ დაავლო ხელი და ძირს გადმოსვა. ერთი შეჰკივლა გოგომ. - სცადე დამშვიდდე, არ იფიქრო... საერთოდ არაფერზე...

- არ ჩერდება, მეფიქრება...

- რომ არ ჩერდება, მიტომ ასკვნი ხომე ზოგჯერ სისულელეებს, - ვიდრე რამეს კითხავდა მანამ ეტაკა ტუჩებზე და ის სიფრიფანა ზედაც ისე სწრაფად გადააზრო ვიდრე მიხვდებოდა, მის გზას გაუყენა ზედა თეთრეულიც.

ბუხარი ისე გიზგიზებდა საძინებელშიც აღწევდა სითბო, მაგრამ არიდას მაინც შეამცივნ-შეაჟრჟოლა. იმის სირცხვილით სულ შიშველი ვარო, გაწითლდა და ტანზე აეტმასნა ბიჭს რათა სხეული დაეფრა. გამოუცდელი რომ იქნები გოგო, თორემ ეს სვლა იქნებოდა ? თხელ მაისუზე ისე ცხადად იგრძნო არიდას მოშიშვლებული მკერდი დათამ, გეიზერივით ამოჩქეფა ვნებამ. მხრებში დაავლო ხელი უკან გასწია და დახამებულივით შეათვალიერა სავსე მკერდი, მთის წვერზე შემომსხდარ მყინვარებს რომ უტილდებოდნენ მომნუსხველობით, აზვირთებული ზღვის ტალღების ცქერა არ გამოიწვევდა კაცში იმოდენა აღფრთოვანებას როგორც მათ გამოიწვიეს დათაში. ისეთი ლამაზი, ისეთი ქორფა... ლოყები სულ გაუწითლდა გოგოს და თვალები მჭიდროდ დახუჭა. სად გამქრალიყო აღარ იცოდა. ეს მისი დაბნეულობა, სიმორცხვე ცალკე სიამოვნებას გვრიდა. ხელის ზურგით ნაზად შეეხო . შეკრთა ქალი და ტაომ ერთიანად დააყარა... ვეღარ მოითმინა ბიჭმა, წელში ხელი შეუცურა, საწოლზე გადააწვინა და დაკვდა თბილ მყინვარებს. ლარივით დაიჭიმა არიდა, მუცელი გაუხურდა, ეგონა ათასობით ჭიანველამ ერთდოულად დაიბუდა მასში. ტალღებად ვრცელდებოდა უცხო შეგრძნბები და თავისი მორევისკენ მიათრევდა. მოეშვა, ნებისად მიწვა საწოლზე. დათას ეგონა შიშებმა გადაუარაო და შარვლისაკენ გააცოცა ხელი რომ გაეხადა. მაგრამ რარაც ძალით სხეულიდა გაუძვრა, საბანი აშალა და საწოლის კუთხეში მიყუჟული შიგ გაეხვა.

- რა ვქნა ახლა, უნდა გდიო ? - სისცილის შეკავებას ძლივს ახერხებდა დათა.

- არ მდიო. - გაჯავრიანებულად უპასუხა.

- როგორ ვიფიქრე, რომ სხვაგვარად იქნებოდა. - ეს შენიშვნა საკუთარ თავს ეკუთვნოდა.- არაფერში არ ხარ ჩვეულებრივი და არც ამ შემთხვევაში მოხდება ჩვეულებრივად. ნეტავ ეზოშიც არ გამექცეოდე...

- სხვა დროს არ შეიძლბა ?

- აღარ !

- აუ, აბა რა ვქნა ? - აი, აქ სულ ბავშვს გავდა არიდა. ისეთი საყვარელი იყო, დათას ისე მოუნდა მის ჩახუტება უცებ გადაჩოჩდა საწოლზე და საბნიანს მოეხვია.

- რას ვაკეთებ... რას მაკეთებინებ ამხელა კაცს არია.. შევიშალე მგონი...

- შენ არიას რომ აღარ მიძახდი, - უთხრა მის მკლავებში მიყუჟულმა.

- შენ ამიკრძალე.

- ჩემს აკრძალვებს როდის ცნობ ნეტავ? - არაფერი უპასუხა დათამ. - არც ახლა დამირთია ნება.

- მოდი, ცოტახანს ტვინიც გააჩერე და პირიცი.

წარმოიდგინეთ რა მოთმინება დასჭირდებოდა დათას, რომ არიდას ამ გამოსვლებისთვის გაეძლო. იჯდა და მის, მდგომარეობასთან შეუსაბამო კითხვებს პასუხობდა. არადა მისი დაუფლების სურვილი ალად ედბოდა სხეულზე. ისედაც ხომ ვერ გრძნობდა სიცივეს , მაგრამ ახლა სულ იწვოდა. მაისური გადაიძრო ცეცხლმოკიდებულმა და შიშველი მკლავები მოხვია. ცალი ხელით სწრაფად შემოხსნა საბანი, მეორეთი კი მათი შიშველი სხეულები ერთამნეთს მიაკრა. ორივემ ერთდროულად იგრძნო დამატყვევებელი სიამოვნება. უმალ დაეწაფა ტუჩებზე. საწოლზე გაწვა სიფრიფანა სხეულიც წაიღო და ზემოდან მოიქცია. მერე კი მყისიერი ბრუნით ტავად გამოიმწყვდია. სისწრაფის გამოცდას აბარებდა.. ვიდრე არიდა გონს მოეგო, საიმედოდ აკავებდა.
- აღარ სცადო გაქცევა, აღარ გაგიშვებ.

გააფრთხილა ქალი და შარვალიც გააძრო. სულ გულგადაციებულმა ტკიპასავით მიაკრო ფეხები ერმანეთს.
- ახლა შენც, რომ გაიხდი ? - გულრწფელობის ფეიერვერკი მოაწყო არიდამ. ვერ ვიტყვი ამ საკიტხში სრულად უცოდინარი იყოთქო, თუმცა ბევრი არც არაფერი ესმოდა. დაბნეულობა კი სისულელის ლაპარაკს აიძულბდა.
ბოლო წვეთი აღმოჩნდა დათასთვის, ამდენმა ნაკავებმა ღიმილმა ახლა სიცილად ამოხეთქა. მის თმებში ჩარგო სახე და მაინც მორიდებული ფხუკუნი აუტყდა. - გაიწიე. - ხელები მიკრა ნაწყენმა.

- ცოტახანს გაცერდი რა, - უცებ დასერიოზულდა და შეევედრა თითქოს.- მოდუნდი, დამშვიდდი და მომენდე. სულ ცოტა მოითმინე. - ძალინ მშვიდად თბილად უხსნიდა თან თმებზე ეალერსებოდა. გაყუჩდა არიდა. - არ მინდა ეს ღამე ცუდად დაგამახსოვრდეს, ამიტომ ფრთხილი ვიქნები, სულ სხვა ვიქნები, ისეთი როგორსაც შენ არ იცნობ... მენდე. ვიცი გიჭირს, მაგრამ მენდე ... - ცრემლმომდგარმა ტავი დაუქნია. - მხოლოდ ბედნიერებას და სიამოვნებას იგრძობ თუ მომცემ უფლებას. - ისევ ტავი დაუქნია.

დათამ კვლავ კოცნით ამოუმშრალა ცრემლი და ალერსით გაუყვა მთელს სხეულზე. გაქცევა აღარ უცდია არიდას. ისეთი სინაზითა და სიფაქიზით ეხებოდა დათა.
- ახლა ცოტა მოითმინე კარგი ? - ფრილას დააშორებია ერთმანეტზე მიკრული ფეხები. უცებ იჩინა შიშმა თავი და თვალები კაკლისოდენა გაუხდა გოგოს, - თუ ვერ გაუძლო გამაჩერე. - შუბლზე აკოცა და ჩაისუნთქა. თავადაც არანაკლებ ღელავდა. - მხრებზე მომკიდე ხელი და მთელი ზალით მომიჭირე.

- გეტკინება...

- არ მეტკინება, მიდი .

ოდნავ შეეხო მზრებზე გოგო, მაგრამ უცებ ისეთი ტკივილი იგრძო სიმწრისაგან მთელი ძალით ჩავლო ხლები და ისე დაკაწრა, კანიც თან გაიყოლა. სხეულით შეხტა, წელი მაღლა აზიდა. გაჩერდა დატა, დაელოდა სულს როდის მოითქვამდა.

- თუ გინდა მიკბინე. რაც გინდა გააკეთე ოღონდ დაიცალე... - წართმეული ხმით უჩურჩულა ყურთან.

- არა.

- მაშინ, სულ წამით გაუძელი და მორჩება. - თვალს არ აშორებდა ბიჭი გოგოს სახესა და თვალებს.

მიიღო თანხმობა და საბოლოოდ დაისაკუთრა. მენჯები სიმწრით მიეკრუნჩხა, სხეულით დათას აეკრო.

- მორჩა, მოდუნდი... მოდუნდი არია, თორემ ასე დიდხანს არ გაგივლის.- რამდენიმე წუთი ისევ მის ტანზე იყო მიწებებული და ისევ კანკალებდა - კუნთები გეტკინება. - ეფერებოდა ატირებულ გოგოს. ბედნიერებას, კმაყოფილებას აღმაფრენას არამქვეყნიურ სიამოვნებას გტძნობდა.მიწიერ სიამოვნებას არ ჰგავდა, მაგრამ რა იყო პასუხი არ ჰქონდა, რადგან პირველად მოეცვა ამ ემოციას. ვერასოდს წარმოიდგენდა ასეთ განსხვავებულ, ცოტა კომიკურ და ემოციებით სავსე ღამის ჩუქება თუ შეეძლო ამ პატარა ქალს.

იქ, ხევსურეთში, საგვარეულო მიწაზე და იმ თითქმის ორ საუკუნოვან სახლში, რომლებიც არაბულების ისტორიული საკუთრება იყო, სადაც დათას მამამ, ბაბუამ, დიდმა ბაბუამ და კიდევ ორმა წინაპარმა იცხოვრა და ოჯახებიც ამ სახლშივე შექმნეს, დათამ არიანდას სიწმინდე ჩაიბარა. სიმბოლურია არა ? დათა რიგით მეექვსე არაბული გახლდათ, რომელმაც მეუღლის სიწმინდე ამ სახლში დაისაკუთრა. და თვით დათაც ვერ დამარწმუნებს, რომ ამაზე თავად არ ჰქონდა ნაფიქრი. ის ხომ არაფერს აკეთებდა ისე, შემთხვვეით...


გვიანი ღამე იდგა მთიან ხევსურეთში. მთვარე დაჰნათოდა არაბულების სახლს და სარკმლიდან აპარებდა სხივებს, რომლებსაც პირდაპირ წყვილის სასთუმალს სცემდა. დათას არ ეძინა. მის სხეულქვეშ ორად მოკეცილ ქალს მზრუნველად დაჰყურებდა ზევიდან და დარწმუნებული იყო, არც მას ეძინა. უბრალოდ ხმას არ იღებდა, მაგრამ მთრთოლვარე სხეული და არეული სუნთქვა ამხელდა. უძრავად იწვა ერთ მხარე, ბიჭისთვის ზურგი შეექცია და ხელებით ბალიშს იყო ჩაბღაუჭებული. ეღიმებოდა...



№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

როგორ გამახარეᲗ.ისტერიულად დᲦეᲨი რამდენჯერ ვნახულობდი

 


როგორ გამახარეთ თამარ ! ეს თავი გარდამტეხი იყო დათას ცხოვრებაში...თეთრმა იმატა???? ბევრ თეთრ და ფერად ფერს გისურვებთ ????

 


№3  offline მოდერი თამარი აჩბა

სტუმარი ლიკა
როგორ გამახარეᲗ.ისტერიულად დᲦეᲨი რამდენჯერ ვნახულობდი

♥️♥️♥️♥️

სტუმარი ელისო
როგორ გამახარეთ თამარ ! ეს თავი გარდამტეხი იყო დათას ცხოვრებაში...თეთრმა იმატა???? ბევრ თეთრ და ფერად ფერს გისურვებთ ????

ელისო, როგორი ყურადღებიანი ხარ ! ♥️♥️

 


№4 სტუმარი სტუმარი maco maco

ვფიქრობ საერთოდ ამოაყირავა არიამ დათა, არ ააღებინა ხელი ადამიანობაზე, მიყვარს ორივე

 


№5  offline წევრი Marikagogolqdze

რა საოცარი თავია♥️♥️♥️

 


№6 სტუმარი სტუმარი დეაკო

მიყვარს აი უსაზღვროდ მიყვარს ეს გოგო. ❤️

 


№7 სტუმარი Natia

ვკითხულობ, ვკითხულობ და მეღიმება ძალიან სასიამოვნო ისტორიაააა❤️❤️❤️

 


№8 სტუმარი სტუმარი ანნა

ეს თავი იყო სიყვარულის, სითბოსი, სიტკბოსი და კიდევ რავიცი რა ვთქვააა. საოცრება. ამდენი ხნის ლოდინად ღირდაა. უკვე მოუთმენლად ველი შემდეგს...

 


№9  offline წევრი OKI ME

რომ იცოდე როგორ გამიხარდა შენგან სიახლოს დანახვა ❤️❤️ საოცარი თავი იყო ❤️❤️ ღირდა ამდენ ხნიან ლოდინად ❤️❤️❤️ ყოველ დღე ვამოწმებდი, არ გამომპარვიდა ახალი თავის დადება :DD

საოცრება მოახდინეთ შენ და არიამ :DD დათაში შავი უფრო და უფრო ცოტავდება. რაც ძალზეც მახარებს ❤️❤️

ლილი ძალიან მომწონს. ფაქტია რომ რაღაც ისეთი იცით ორივემ, შენ და ლილიმ, რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით :D

ბებია და პაპა არიან საოცრებები ❤️❤️❤️ ჩემი ბებო გამახსენდა ახლა ❤️❤️

ოოოოოო, ლაშას და ნიას როგორც იქნა ეშველააა :DD ნუ ვანოს თუ ეწყინება კიდევ ელენე ყავს და იმან უშველოს :DD

უჰ, მაგ ორის ამბავიც ძალიან გამეხარდა ❤️❤️ ნუ ამბავი რა ახლა მთავარია პირველი ნაბიჯი გადადგმულია და ნელ-ნელა გააცნობს საკუთარ თავს უკეთ ვანო ბატონი :DD

ხევსურეთში გატარებული დღეები, ვფიქრობ სასიკეთოდ შეცვლის დათას. რთული იქნება მაგრამ ამ ყველაფრის დაძლევას შეძლებენ. ადვილი ხომ არაფერია ცხოვრებაში ❤️

მოკლედ, წარმატებები და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ❤️❤️❤️❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი თეო

როგორ გამიხარდა ,გელოდებოდით. უმაგრესი თავი იყო ❤️❤️გელოდებით .

 


№11  offline წევრი Immarados

როგორ გამიხარად ახალი თავი ვერც კი წარმოიდგენ თამარ♥️ უმაგრესი იყო^^

 


№12  offline წევრი likuu_s

ვაიიიიი, აი მეტი არ მინდა დათამ რამე არასწორად გააკეთოს აწი, აი მეტი არ მინდა!

იდიოტი!

 


№13 სტუმარი სტუმარი ნინი

სასწაული ხარ ????

 


№14 სტუმარი სტუმარი მიკა

არ მჯერა ეს თავი♥
საოცარი გმირები გყავს.მიჭირს დათას გაგება ,ძალიან და არიასი უფრო მეტად როგორ უგებს????იმხელა დოზით გრძნობს წს გოგო სხვების დანაშაულს,იმდენს იღებს თავის თავზე მეცოდება.დათას ცვლილებას და შაქარლამად ასე უცებ დატკბობას არ ველი თუმცა რაღაცები შეიცვლება და სიამოვნებით დაველოდები♥ იმედი მაქვს ძაან ძაან არ გვალოდინებ ან თუ გვალოდინებ არაუშავს ისეთ საოცრებას ქმნი ლოდინად ნამდვილად ღირს♥

 


№15 სტუმარი სტუმარი maco maco

სტუმარი maco maco
ვფიქრობ საერთოდ ამოაყირავა არიამ დათა, არ ააღებინა ხელი ადამიანობაზე, მიყვარს ორივე

ხო კიდევ ლილიზე გამომრჩა არ ველოდი ასეთს, სასიამოვნოდ კარგს, რაღაც ამ ქალმაც იცის მგონი… ეხლა რა იქნება ნეტა დათა იმედები არ გაგვუცრუო :)

 


№16 სტუმარი Gvanca

სიტყვები უძლურია იმდენმა ემოცია დამიარა ერთად.ვიტირე ვიცინე თავი მათ ადგილას წარმოვიდგინე....თამარ მადლობა რომ ისე წერ სრულ სიუჟეტს გადიხარ გმირებთან ერთად...ღირდა ლოდინად...თუმცა მომდევნო თავს სულმოუთქმელად ველი

 


№17 სტუმარი სტუმარი თათია

საოცარი იყო. მოლოდინს გადააჭარბა…ძალიან გთხოვთ ასე ნუ გაგვიმეტებთ თქვენს მკითხველს და კიდევ დიდხანს ნუ გვალოდინებთ შემდეგ თავზე:(

 


№18 სტუმარი სტუმარი მანანა

მიხარია ახალი თავის გამოჩენა მაგ წაკითხვას ჩემთვის აზრი არა აქვს. საერთოდ ერთი მომენტიც არ მახსოვს გავლილი თავებიდან ვიცი კარგია მადლობა ავტორს მირჩევნია დასრულებას დაველოდო.ასე ყოველი ახალი თავის დადებისას შეგახსენებ რომ მოუთმენლად გელოდები და მოგცემ სტიმულს გაგრძელებისას.შენი ერთგული მკითხველისგან

 


№19  offline წევრი Veronika

ეს თავი განსაკუთრებულად მომეწონა!

 


№20 სტუმარი ნესტან

ვაიმე ცუდად ვარ????დედა რა იყო ეს შოკში ვარ გული ❤️ გამიხდა ცუდად ამ წყვილების გამოხდომებზე განსაკუთრებული თავი იყო ვითომ ეშველა ამათ იმედი მაქვს ბევრი თეთრი იქნება მომავალ თავში და გვეშველება არმინდა დაიტანჯონ იქნებ მალე გაირკვეს სიმართლე,ნეტავ ლილიან რა იცის ისეთი რომ არია თბილად მიიღო დამაბნია ამ ქალმა მომწონს ვანოს საქციელი არიას დაცვას რომ ცდილობს ასევე მომწონს ელენეს მიმართ რასაც გრძნობს იმედია გაუგებს ლაშა და ნიას წყვილს ეშველათ ამათაც,რა ცნობის მოყვარე ვარ ???? ნეტავ რა დაარქვა ანდრონ თავის გოგოს მინდა ლიკა და ანდროს ერთად იყვნენ და იქნებ ეყოთ ამდენი ტანჯვა ბოლოს დათას გონება გაეხსნას რომ დაბრუნდებიან იქნებ გაიხსენოს ხევსურეთში გატარებული დრო რომ მეტჯერ არ დატანჯოს არია ვსიო მორჩა თორემ მგონი ბევრი ვუწუწუნე მაგარი ნიჭიერი გოგო ხარ მიხარია რომ წავიკითხე ეს მოთხრობა ველოდები ახალ თავს მოუთმენლად მადლობა წარმატებები????????❤️❤️❤️????????????????

 


№21  offline წევრი likuu_s

გუშინ ძილის წინ წავიკითხე ზუსტად ეს თავი და იმდენად ჩამრჩა გონებაში, დამესიზმრა კიდეც. თან პაწუკა კომენტარი რომ დავტოვე, თავი დამნაშავედაც ვიგრძენი. :დდდ

არ იმსახურებდა ეს თავი ჩემ პატარა კომენტარს, თან საერთოდ.

მაგრამ, დათა მაინც იდიოტია! რაც არ უნდა გააკეთოს მაინც იდიოტია!

ვერ გავიგე, დასაწყისში რა წამოვლა ჰქონდა? სულ გაუფრენია.

უკვე იმდენად აღარ ვიცი დათას რა წამოუვლის თავში, რომ ვიფიქრე მართლა მოხდებოდა მოსახდენი თავიდან და წინასწარ უკვე ხაზს ვუსვამდი ნელ-ნელა დათას. მართალია საქმე ბოლომდე ვერ მიიტანა, მაგრამ ხომ დაიწყო? არ ვიცი, დათამ ძალიან უნდა მოინდომოს რომ ჩემ თვალში ის ნახევრად გადასმული ხაზი წაშალოს.

იდიოტი! იდიოტი! და კიდევ, იდიოტი!

სასტიკად მიშლის ნერვებს! :დდ

ვანო <3

ჩემი სიყვარული! მართლა უნდა გაეგლიჯა ის ვაჟბატონი. კიდევ კარგი წაყვა, რამეს იზამდა, ალბათ… არ ვიცი რა იქნებოდა, მაგრამ კიდევ კარგი არ მოხდა, თორემ ყველა გაუბედურდებოდა, ეს კი ვიცი.

ნია და ლაშა ერთად გამიხარდა! ნეტავ ამ უაზრო მენტალიტეტს მოვიშორებდეთ და მეტი არ მინდა არაფერი. მერე რა რომ ძმაკაცის დაა? მაგრამ, ვანო ისეთია გაუგებს!!! და არანაირ მენტალიტეტს არ აჰყვება! ამაში ძალიან დარწმუნებული ვარ და მეტიც არ მინდა იმედი გამიცრუვდეს. ვანო გთხოვ შენც არ დამიკარგო წარმოდგენები! :დდდდდ

აი, რატო წაიყვანა არიდა დათამ? მეც კი გული მტკიოდა უნებურად, როცა არიდას ცრემლები მოსდიოდა. გოგო გატყდა, კარგი რა დათაააა!

ბოლოს როგორი სიმბოლური იყო და კარგი! მაგრამ!!! მაგრამ! აწი, რამე რო ისე ქნას, არ ვიცი რას ვიზამ! სამწუხაროდ რომ მგონი იზამს. ვნახოთ, ვნახოთ

როგორ მაინტერესებს შემდეგ თავში რა მოხდება.
გელი!

წარმატებები! ❤️❤️❤️

 


№22 სტუმარი სტუმარი თამთა

ორჯელ წავიკითხე რა კარგია. დიდხანს აღარ გვალოდინო გთხოვ????

 


№23 სტუმარი სტუმარი სალომე

ვაიმეე ეს რა იყოო, ახლაა რა მოითმენს შემდეგ თავამდეეე, გინდააა ინტერესით ცუდად გავხდეთ ხო?!!!!

 


№24 სტუმარი მე❤

2 ჯერ წავიკითხე უკვე,ძალიან კარგად წერთ.
წარმატებები❤

 


№25 სტუმარი სტუმარი ხატია

უზომოდ გამიზარდა რომ კვლავ გამოჩნდი. მომენატრა ეს ისტორია. აღარ დაიკარგო რა გთხოვ....

 


№26 წევრი ეკატო

აუ არ მჯერაააააა ❤️

 


№27 სტუმარი სტუმარი მარიამი

რა გითხრა არვიცი. გინდა დაიჯერე
გინ არა, მაგრამ მართლა მესამედ ვკითხულობ...
პირველად წუხელ წავიკითხე, მერე მთელი ღამე ამათზე ვფიქრობდი...
დილით რომ გავიღვიძე, ხომ არ დამესიზმრათქო.
ტელეფონი ჩავრთე და დაუსრულებელი კომენტარი ამომიგდო. არც მახსოვდა დაწყებული რომ მქონდა, არვიცი... ალბათ სიტყვები ვერ ვიპოვე რომ ჩემი ემოციები აღმეღწერა... ვიფიქრე, კიდევ ერთხელ წავიკითხავ-თქო, გულს და თვალს ეამება, უფრო დამილაგდება ეს გრძნობები-მეთქი, მაგრამ, ერთის მაგივრად ორი წრე დავარტყი...
სულ ტყუილად!
მაინც ვერ აღვწერ ჩემს სრულ ემოციას ამ სამი წრის შემდეგაც კი, თუმცა მაინც ვცდი. ვიცი გამიგებ♥
დილით, რომ გავიღვიძე, მარტო ეს ბოლო, არაჩვეულებრივი, უბადლო, საოცრად სევდიანი თან ცოტა სასაცილო ბოლო სცენა მახსოვდა, სადაც მგონი პირველად - არაბული, ოყო ის დათა, ვინც არიას იმსახურებდა, ხოლო ამირეჯიფი - ის არიადა, რომელიც არის, იყო და იქნება მუდამ. ის, ბავშვი, ვინც დათას შეუყვარდა... ხო, დათას არია.
დასასრულის სიტყვებზე: ,, თვით დათაც ვერ დამარწმუნებს, რომ ამაზე თავად არ ჰქონდა ნაფიქრი. ის ხომ არაფერს აკეთებდა ისე, შემთხვვეით..."
მეეც... მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ ამაზე ნაფიქრი ჰქონდა ჩემს ,,დაცემულ ანგელოზს" და როცა ეს სიტყვები წავიკითხე, მერე ყველა ეჭვი გამიქრა და სრულებით დავრწმუნდი ამაში.
მიხარია, რომ უგულებყო ის შავი და სინათლისკენ, ნათელით წავიდა.
არადა, დროც როგორ იყო სწორად შერჩეული?
ვფიცავ, იქ რომ რაიმე მსგავსი არ ეთქვა არიასათვის - არასდროს ვპატიებდი!
მაგრამ, ეს გააკეთა ჩემმა ბიჭმა და ისე მიხარია, ისე... რომ კანში ვეღარ ვეტევი♥

ლაშა და ჩემი არტი ქალი - როგორც იქნა, ერთად არიან♥
ხომ ვიძახი, არ ხარ უბრლო მწერალი-მეთქი. დღევანდელი, ის პრობლემები, რომლებიც ,,ასე აწუხებთ" ხალხს, შენ ელენეშიც და ვანოშიც, ნიაშიც და ლაშაშიც ჩაატიე.
თავიდანვე მივხვდი რომ ისე, უბრალო, დამხმარე პერსონაჟები არიქნებოდნენ... და მართლაც, დღევანდელი სინამდვილის, უბადლო მაგალითები არიან...
სამივე წყვილს ვგულშემატკივრობ და რომელი ,,უფრო მიყვარს" არვიცი :დდ
პორველი, ალბათ თავისთავად დათა არის, თავისი არიათი, მაგრამ მეორე რომელი წყვილი დავაყენო?
კაი, მოდი, გავჩუმდები... იმდენს ვლაპარკობ, რომ ვატყობ, ბოლოს ძალით გავიჩალიჩებ (უკვე, თუ, არა!)
რავქნა, ისევ არიაზე და არბულზე ვილაპარაკო? თუ გავჩუმდე, წავიდე და ამ ღამეს მაინც დავიძინო წესიერად?
ჰმ, წინა თავები მახსოვს... შენი პერსონაჟების გადამკიდე, ძილიც ვეღარ მღირსებია მშვიდი. სულ იმაზე ვფიქრობ, შემდეგში რა მოხდება?
მერე ჩემს კითხვას ისევ მევე ვუბრუნებ პასუხს - შემდეგში რაც მოხდება, მაგას შემდეგში გავიგებ, მაგრამ ამ შემდეგს,კიდევ რამოდენიმე შემდეგი რომ მოჰყვება და ბოლოს დასასრულამდე რომ მივა... მერე? მერე, რა მეშველება?
არა, სულ უნდა წერო...
ამათი ბედნიერების კითხვა და მერე ჩემს თავში მათი ბედნიერი და დამსახურებული ცხოვრების დანახვა, პატარა არაბულებით, რომლებშიდაც ,,მამის სისხლი უფრო მეტი იქნება" ძალიამ მინდა... ასე, სიკვდილამდე მინდა არას და დათას ისტორია ვიკითხო.
გუშინ ვფიქრობდი, ნეტა რეალურად თუ არსებობენ? ასეთი, სიყვარული მართლა თუ არსებობს? თუ შეუძლია რომელიმე კაცს უყვარდეს ქალი ისე, როგორც დათა არაბულს უყვარს არიადა ამირეჯიბი, და თუ არსებობს ქალი, რომელსაც ისევე უყვარს კაცი, როგორც არადა ამირეჯიბს უყვარს დათა არაბული...
სიყვარულში ბევრი არაფერი მესმის, თუმცა თუ ორ ადამიანს სიყვარული მართლა ეწვია, მე ეს სიყვარული, ამ ორის სიყვარულზე ნაკლებ, უბრალოდ ვერ წარმომიდგენია♥♥

შენ, რაღა უნდა გითხრა? ისე მიყვარხარ, როგორც მოსწავლეს თავისი საყვარელი საგნის მასწავლებელი...
მადლობა ყველაფრისთვის... იმისთვისაც რომ გააგრძელე და იმისთვისაც, რომ ამხელა პატივს სცემ შენს მკითხველებს...♥
უბრალოდ... შეუდარებელი ხარ, მე კი, კვლავ შენით აღფრთოვანებული მკითხველი♥

 


№28 წევრი ეკატო

ძალიან ემოციური იყო,ბოლო ნაწილი განსაკუთრებით ???? საოცარი წერის ნიჭი გაქვთ ❤️

 


№29  offline მოდერი თამარი აჩბა

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო !
თითოეულ კომენტარში ვიგრძენი სითბო და მხარდაჭერა.
არც კი იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის ... ♥️♥️♥️♥️

 


№30 სტუმარი სტუმარი ლიკა

ვერ წარმოიდგენᲗ როგორ გელოდებიᲗ. ნელნელა ვკიᲗხულობდი არ მინდოდა დამᲗავრებულიყო. ვიცი რომ ასე სწრაფად ვერ დადებᲗ Შემდეგ Თავს . მალე გაგვახარეᲗ გᲗხოვᲗ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent