შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი აზრაელი ( ნაწილი 2 - თავი 4 )


4-09-2022, 21:48
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 468

- ასე ნუ მიყურებ, ვიცი ახლა რასა ფიქრობ, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო არანაირი ცუდი განზრახვა არ მაქვს, უბრალოდ შენი უკეთ გაცნობა მინდა, -თბილი მშვიდი ხმით მელაპარაკებოდა მაგრამ ავავდროულად ერთი წამითაც კი არ ტოვებდა მზერაში არსებული სიცივე და კიდევ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რომელიც ვერაფრით გამერვია რა იყო და რომლის შენიღბვასაც საგულდაგულოდ ცდილობდა თუმცა სულ ამაოდ, უცნაურად სიმპათიური იყო, მომხიბვლელი, მიმზიდველი და ალბათ ნებისმიერი ქალისთვის სასურველი თუმცა მე მასში მხოლოდ და მხოლოდ კარგად შეფუთულ სიყალბეს ვხედავდი, ამავდროულად მასთან კავშირს ვგრძნობდი, სიახლოვეს და ვერ ამეხსნა რა ხდებოდა, უცნაურ შეგრძნებას ვერაფერს ვუხერხებდი, ვხედავდი როგორ ცდილობდა ჩემს შესწავლას, როგორ აფათურებდა ჩემს გონებაში უხილავ კლანჭებს თუმცა საკმაოდ კარგად ვიყავი გაწვრთნილი იმისთვის რომ საკუთარი თვის დაცვა შემძლებოდა, მთელი მისი პიროვნება დაუოკებელ ცნობისმოყვარეობას მიღვიძებდა თუმცა ამავდროულად არ მტოვებდა შეგრძნება რომ მასთან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი, არ ვიცი რამდენად ჭკვიანური იყო მასთან საუბარი აზრაელის გარეშე მაგრამ საშინლად მინდოდა გამეგო რა უნდოდა ჩემგან და აქ რას აკეთებდა...
- მითვალთვალებ? -უდარდელი ხმით და ღიმილით ვკითხე.
- არა რას ამბობ, -ხელები გაშალა და ისე გულწრფელად გაიკვირვა რომ ცოტაც და ფეხზე წამოვდგებოდი და ტაშს დავუკრავდი ასეთი პერფორმანსისთვის.
- რა გინდა რომ მითხრა, ამ ცათამბჯენს სრულიად შემთხვევით გადაუფრინე ხელში სასმლის ბოთლით, დამინახე და გადაწყვიტე მომსალმებოდი?
- ირონია არ გიხდება ლილა, -თავი გვერდზე გადახარა, მხრები შეარხია რომ ფრთები დაეკეცა, მერე მომიახლოვდა, ჩემს წინ ფეხმორთხმით დაჯდა, სასმელი გახსნა და გამომიწოდა.
- მხოლოდ თქვენს შემდეგ, -თავით ვანიშნე, მანაც არ დააყოვნა პირდაპირ მოიყუდა და რამდენიმე ყლუპი ისე დალია ვითომ აქაც არაფერი მერე კი მე გამომიწოდა, გამოვართვი და მოვსვი, სასმელმა ყელი ჩამწვა და მთელი ორგანიზმი გამიხურა, ხელისგულებით ცივ ფილაქანს დავეყრდენი და უცნაურად მომღიმარს მზერა გავუსწორე.
- დაიწყე, დიდხანს უნდა გელოდო? -მშვიდად ვკითხე და ყველანაირად შევეცადე რომ მღელვარება და ინტერესი არ შემტყობიდა.
- მე მეუბნები? -გულზე მიიდო თითი.
- აქ სხვა ვინმეს ხედავ? -ხელები გავშალე და მიმოვიხედე.
- მეგონა კითხვებს დამაყრიდი, ცოტა არ იყოს გაოცებული ვარ, -ცალყბად ჩაიღიმა და კიდევ ერთხელ მოსვა უკვე ნახევრად დაცლილი ბოთლიდან.
- იმედი გაგიცრუე? -არც მე დამიკლია ირონია.
- არა, უბრალოდ გამაოცე, -ისეთი ხმით მითხრა, ისეთი თვალებით მიყურებდა თითქოს საკუთარი თავივით მიცნობსო, კიდევ ერთხელ გამომიწოდა ბოთლი და მეც დაუფიქრებლად მოვსვი, სასიამოვნო არომატიანი ცეცხლოვანი სითხე, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს შინაგანად გავთბი და იმ მარწუხებისგან გავთავისუფლდი რომელიც აქამდე მტკივნეულად მიჭერდა გულზე თუმცა იმ აზრს ვერაფერს ვუხერხებდი რომ ეოსი ახლა აქ ჩემს გვერდით არ უნდა ყოფილიყო და ვიცოდი წამითაც არ უნდა მომედუნებინა ყურადღება, ეს მშვიდობისმოყვარე ღიმილი, ეს თანაგრძნობის გამომხატველი საქციელი, ეს ყალბი თბილი მზერა...
- ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან ეოს? -პირდაპირ ვკითხე.
- შენ? შენ რა გინდა ლილა? -დამიბრუნა კითხვა.
- ისიც კი არ ვიცი ვინ ხარ, შენგან რა უნდა მინდოდეს? -გულწრფელად გავიკვირვე.
- ჩემგან არა, ამ სამყაროსგან რა გინდა, საკუთარი თავისგან რა გინდა? იმ ცხოვრებისგან რა გინდა რომლითაც ცხოვრობ?
- რას გულისხმობ?
- რა არის შენი ცხოვრება ლილა, მითხარი ბედნიერი ხარ? -ვერ ვხვდებოდი რატომ ფიქრობდა რომ ჩემთან ასეთ საკითხებზე საუბრის უფლება ჰქონდა, მხოლოდ ის რომ ერთხელ მე და აზრაელს დაგვეხმარა და თანაც ამისთვის დარწმუნებული ვარ საკუთარი მიზეზები ექნებოდა, ამ საიდანღაც მოსულ არსებას უფლებას არ აძლევდა ჩემთან ასეთი უშუალო ყოფილიყო და ჩემი მეგობრის როლი ეთამაშა, შემპარავი ხმით მესაუბრებოდა, თვალებით კონტაქტს არ წყვეტდა და ვგრძნობდი როგორ ცდილობდა ნელ-ნელა და შეუმჩნევლად საკუთარი გავლენის ქვეშ მოვექციე, უნდა ვაღიარო რომ გამოსდიოდა კიდეც, უცნაურ ძალას ასხივებდა და დარწმუნებული ვიყავი იმ ძალის მეათედსაც კი არ იყენებდა რომელსაც ფლობდა, ეს ყველაფერი საოცრად უსიამოვნო და დამთრგუნველი იყო, ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებდა, ვგრძნობდი რომ რაც უფრო დიდხანს ვრჩებოდი მის სიახლოვეს მით უფრო და უფრო ავსებდა ჩემს არსებას ბლანტი წყვდიადი რომელიც მასში ბუდობდა და რომლის შენიღბვასაც ასე საგულდაგულოდ ცდილობდა ბრწყინვალე გარეგნობით, თბილი ხმით და ყალბი ღიმილით, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვერ ვხვდებოდი რატომ მიქრებოდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, ვუსმენდი და თითქოს გარშემო ჩემთვის ყველაფერი სულ ერთი ხდებოდა და მხოლოდ ის არსებობდა, მხოლოდ ის და მე ვერავითარ ახსნას ვერ ვუძებნიდი მის არსებობას ჩემს ცხოვრებაში...
- მართლაც რა არის შენი ცხოვრება ლილა, ანგელოზებთან ერთად ოჯახობანას თამაში? არაფრის მომცემი ქველმოქმედებებით დროის გაყვანა? დღეს როცა შენს მეგობარს საბოლოოდ დაშორდი მეგონა რომ გულის გადასაყოლებლად მოხუცთა თავშესაფარს ან ბავშვთა სახლს მიაკითხავდი, ან სადღაც რომელიღაც გადაკარგულ ქვეყანაში, ღარიბი და წყალწაღებული მოსახლეობის დასახმარებლად გაფრინდებოდი, როგორც ზოგადად იქცევი ხოლმე...
- და ახლაც იტყვი რომ არ მითვალთვალებ? -ამჯერად ნამდვილად გაბრაზებულმა შევაწყვეტინე.
- თვალთვალი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, -ზუსტად ჩემსავით დაეყრდნო ხელისგულებით ძირს, თავი უკან გადახარა და გულიანად გაიცინა, -უბრალოდ თვალყურს გადევნებ ხოლმე, საინტერესო და სახალისო საყურებელია როგორ ცდილობ ადამიანების დახმარებას, ბუნების გამოცოცხლებას, ცხოველების გადარჩენას, დინების საწინააღმდეგოდ ცურვას, როგორ ირგებ წმინდანის როლს იმისთვის რომ შენი არსებობა გაამართლო... როგორ ზრუნავ ‘’მეუღლესა’’ და შვილზე... -მეუღლე განსაკუთრებით გამოკვეთა და მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცდილობდა ნამდვილი გრძნობები შეენიღბა, მაინც მოვასწარი დამენახა როგორ გადაუარა ზიზღის ტალღამ სახეზე...
- წარმოდგენაც კი არ გაქვს ვინ ხარ ლილა, წარმოდგენაც კი არ გაქვს რა შეგიძლია და რისთვის ხარ დაბადებული, შენ ამ სამყაროს არ ეკუთვნი, სულ სხვა სიმაღლეებისთვის და სხვა მწვერვალებისთვის დაიბადე და მე შემიძლია ეს ყველაფერი გაჩვენო და იმ ადგილის დაკავებაში დაგეხმარო რომელიც დაბადებიდან შენ გეკუთვნის...
- სერიოზულად? -ირონიული სიცილი ვერ შევიკავე, -რაღაც ძალიან შორიდან უვლი ეოს, იქნებ მოკლედ მოჭრა და ეს ბოდვა დაასრულო.
- ბოდვა? ასე გგონია? მე იმ სამყაროდან ვარ რომელიც თქვენი სამყაროს დასაბამი გახდა, მე ის ვარ ვისაც ეკუთვნი და ვისაც შეუძლია უსასრულო ძალაუფლება გაჩუქოს...
- რას ნიშნავს გეკუთვნი? -აღელვებულმა შევაწყვეტინე.
- უცნაური ხარ, გითხარი რომ სხვა სამყაროდან ვარ, გითხარი რომ შემიძლია ძალაუფლება გაჩუქო და შენ მხოლოდ ამას მეკითხები?
- კითხვაზე მიპასუხე, -ცივად გამოვცერი კბილებში.
- კარგი როგორც შენ გინდა, -თეატრალურად ამოიოხრა და თვალები გადაატრიალა, -ეს იმას ნიშნავს რომ ჩემთვის დაიბადე თანაც ორჯერ და ახლა ნამდვილად აღარ ვაპირებ როგორც პირველად გავაკეთე მეორედაც ისე გავუშვა შანსი ხელიდან, შენ ჩემი ხარ ლილა, ძალიან დიდი ხანია მე და შენ ერთმანეთს ვეკუთვნით, და ახლა როცა გიპოვე...
- მიპოვე? მეძებდი? რა ჯანდაბაა, -ისე ვიყავი თავგზააბნეული უკვე ვეღარ ვხვდებოდი რას ვლუღლუღებდი.
- გეძებდი, -ოდნავშესამჩნევი ღიმილით დამიქნია თავი, -ერთხელ უკვე ცხოვრობდი ლილა, თანაც არა ამ უბადრუკ ადგილას არამედ იქ სადაც ნამდვილი ღმერთები ცხოვრობენ, არსებები რომლებიც უკიდეგანო და უსასრულო სამყაროს განაგებენ და ნებისმიერი სიცოცხლის დასაწყისი თუ დასასრული მათ ხელშია, მაშინ ელა ჩემი იყავი, მე კი შენი, ერთად ბედნიერები ვიყავით, ყველაფერი ჩვენი უნდა გამხდარიყო, ჩვენს ერთობას ჩვენთვის უმაღლეს ტახტზე მთავარი ადგილი უნდა მოეტანა, მაგრამ მერე მოხდა რაღაც გაუთვალისწინებელი და... -სახე უსიამოვნოდ შეეჭმუხნა თითქოს რაღაც ძალიან ცუდს იხსენებსო, თავი გადააქნია და გამშრალი ტუჩები მოილოკა, -ერთად უძლიერესები ვიყავით, ვერავინ ბედავდა წინ გადაგვდგომოდა...
- სხვა სამყარო? ეს არ მიკვირს, ყველაფერს ადვილად დავიჯერებ რასაც მიყვები გარდა რეინკარნაციისა, რა გინდა მითხრა რომ ვიღაცის ასლი ვარ? ახლა საშინლად გაბრაზებული რომ არ ვიყო გულიანად გადავიხარხარებდი, -ბოთლი ხელიდან გამოვგლიჯე და მოვსვი, -კიდევ გაქვს? აშკარად არ მყოფნის რომ ისე დავთვრე ყველაფერი დამავიწყდეს.
- მე კი მინდა რომ ფხიზელი იყო და ყველაფერი კარგად გაიაზრო რასაც გიყვები, -ისე თბილად გამიღიმა რომ გაოცებისგან თვალები დავჭყიტე და წარბებმა თავისთავად აიწიეს ზემით, მის თვალებში წამიერად გაკრთა რაღაც რამაც შემაშფოთა, არ ვიცი ეს რა იყო, სიყვარული? მონატრება? სურვილი? არა ასეთი რამ ახლა სრულიად ზედმეტი იყო...
- ეს არ ყოფილა რეინკარნაცია, -უცნაურად დასევდიანებულმა განაგრძო, -ყოველ შემთხვევაში ისეთი არა როგორიც შენ გგონია და არც შემთხვევითი ყოფილა, შენი ხელახლა დაბადება თავიდანვე დაგეგმილი იყო, უფრო სწორად უნდა ყოფილიყო, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა როგორც გვსურდა, პროფესორმა როგორც ყოველთვის ყველაფერი აურია, არ ვიცი რას ფიქრობდა როცა დაუშვა რომ აქ დაბადებულიყავი, მერე კი კარგად გადაგმალა, წესით ეს სამყარო საერთოდ არ უნდა არსებობდეს, საიდუმლოდ შექმნა და კარგად იცავდა საკუთარ ქმნილებას, როცა ალთეინი გაანადგურა დაგვარწმუნა რომ შენც იმ სამყაროსთან ერთად დაიღუპე, არ ვიცი რა მიზანი ჰქონდა როცა ამას აკეთებდა თუმცა მივხვდი რომ მოგვატყუა, ყოველთვის გგრძნობდი იმიტომ რომ ჩემი ნაწილი ხარ, ვხვდებოდი რომ ცოცხალი იყავი, გეძებდი და როცა გიპოვე უკვე გვიან იყო, აზრაელთან ერთად ხარ და შვილი გყავს, თუმცა ამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება...
- შვილი მყავს და ამბობ რომ ჩემი მდგომარეობა გამოსწორებადია? -უკვე აღარ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, გაოგნებული ვიყავი, გაშეშებული და პირდაღებული ვიჯექი მის წინ და ისიც კი აღარ მახსოვდა რომ ძალები გამაჩნდა და თავისუფლად შემეძლო ეს უტვინო და უგულო იდიოტი მიწასთან გამესწორებინა, იჯდა და ჩემს სახლზე, ჩემს ოჯახზე, ჩემს აზრაელზე, ჩემი ცხოვრების აზრზე დანიელაზე ისე საუბრობდა თითქოს უმნიშვნელო მტვრის ნაწილაკები ყოფილიყვნენ, ისეთი თავდაჯერებული იყო, ისეთი დარწმუნებული იყო იმაში რომ ამ ყველაფერს მშვიდად მივიღებდი...
- საკმარისია, -როგორც იქნა ამოვღერღე და ასადგომად წამოვიწე მაგრამ არ დამანება, უფრო ახლოს მოვიდა ჩემთან, მხარზე ხელი დამადო და მაიძულა ისევ დავმჯდარიყავი.
- აპირებ მთელი უსასრულო ცხოვრება ამ არაეალურ სამყაროს და გაურკვეველი წარმოშობის ჰიბრიდებს მიუძღვნა რომლებიც თავს ანგელოზებს უწოდებენ? შენ მათზე ბევრად მეტი ხარ, ისინი შენთან შედარებით არაფერი არიან, მათ არანაირი ღირებულება არ გააჩნიათ, წამოდი ჩემთან ერთად, ჩვენს სამყაროში, იქ სადაც შენი ადგილია, წამოდი და დაიკავე ჩემს გვერდით მმართველთა ტახტზე ადგილი რომელიც შენ გეკუთვნის, ერთად უძლეველები ვიქნებით, აქ არაფერი დაგრჩენია, მხოლოდ იმედგაცრუება გელოდება ლილა, აზრაელი? ფიქრობ რომ შენი ტოლია? დანიელა? გგონია რომ ისიც თქვენსავით უკვდავია და თქვენთან ერთად იცხოვრებს სამუდამოდ? მართლა გჯერა სასწაულების? გგონია რომ ყველა ზღაპარს კეთილი დასასრული აქვს?

ჰმ, ნამდვილად შევცდი, ერთი წამით ვიფიქრე რომ კარგად მიცნობდა, არადა კარგად რომ ვცნობოდი ეცოდინებოდა სად გადის ჩემი წითელი ხაზი რომელზე გადაბიჯებასაც არავის ვურჩევ, ვინც არ უნდა ყოფილიყო, საიდანაც არ უნდა მოსულიყო, რა ლეგენდაც არ უნდა მოეყოლა იმის შესახებ რომ ვიღაცის ასლი ვიყავი, უფლებას არ მივცემდი ჩემს ოჯახზე ასე ესაუბრა და ისინი არაფრად ჩაეგდო, წამიერად გამომაფხიზლა მისმა ცინიკურმა გამომეტყველებამ როცა აზრაელზე და დანიელაზე საუბრობდა, საშინელმა სიბრაზემ მომიცვა, მან ახლა იმაზე დაფიქრება მაიძულა რაზე ფიქრსაც ყოველთვის გავურბოდი და რისიც სიკვდილივით მეშინოდა, რა მოხდება დანიელა მართლაც რომ არ აღმოჩნდეს უკვდავი, მერე რა უნდა გავაკეთოთ მე და აზრაელმა, ცალკე დანიელაზე ფიქრით და ცალკე ეოსის ცინიზმით და უგულობით გამწარებული ვგრძნობდი როგორ მიდუღდა ძარღვებში ცეცხლი რომლის გაკონტროლებაც უკვე ძალიან მიჭირდა, ეოსს მზერა ჩემს ძირს დაბჯენილ ხელებზე გაუშტერდა რომლებიც უკვე წითლად ელვარებდა და მათ გარშემო ფილაქანი დაბზარულიყო, ჩემს ირგვლივ ჰაერი ელვარებდა და ელექტრონულად იმუხტებოდა...
- რას აკეთებ? გგონია ამ ფოკუსებით გამაკვირვებ? გგონია შეძლებ რამე დამიშავო? -შეძლებისდაგვარად მშვიდად მკითხა თუმცა მის ხმაში ეჭვი ვიგრძენი.
- ვცადოთ? -ჩავიღრინე და პასუხს არ დავლოდებივარ, მთელი ჩემი სიბრაზე მისკენ მივმართე, არ ელოდა, შემიძლია დავიფიცო რომ არ ელოდა, არ ვიცი რას ფიქრობდა ალბათ ეგონა რომ უბრალოდ მის შეშინებას ვცდილობდი, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით, გაუნძრევლად იწვა და არ ინძრეოდა, ფეხზე წამოვიჭერი, ელვის სისწრაფით გავჩნდი მასთან, მის გვერდით ჩავიმუხლე, თვალები დახუჭული ჰქონდა და არ სუნთქავდა, რატომღაც გამეღიმა, მშვენივრად ვიცოდი რომ მისნაირები ასე უბრალოდ არ კვდებოდნენ, აალებული თითები გულისპირში ჩავავლე, წამოვწიე და მთელი ძალით შევანჯღრიე, როგორც იქნა ამოისუნთქა და ხველებით გაახილა თვალები, ახლა დიდი სიამოვნებით ვისროდი ამ ცათამბჯენიდან და მერე თვალის დაუხამხამებლად ვუყურებდი როგორ დაენარცხებოდა ტროტუარზე, ისეთ მდგომარეობაში იყო, მაინც ვერ მოახერხებდა ფრთების გაშლას, სულ ორი ნაბიჯი იყო მოაჯირამდე, ორი ნაბიჯი და საბოლოოდ გავთავისუფლდებოდი მისგან, თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე როგორ ეშვებოდა თავდაყირა და როგორ ენარცხებოდა ასფალტზე, სიამოვნებისგან გამაჟრჟოლა, მერე კი იმ ფიქრმა შემაშინა რომ ასეთი რამ შეიძლებოდა მომწონებოდა, ცივად გავუშვი ხელი, მხარზე ჩამეჭიდა და ჩემთან ერთად ფეხზე გაჭირვებით წამოდგა, ერთხანს დაკვირვებით მიყურებდა თვალებში და მერე გაეღიმა...
- შენს ადგილზე რომ სხვა ყოფილიყო დიდი სიამოვნებით მოვუღებდი ბოლოს და მერე აქაურობისგან ქვას ქვაზე აღარ დავტოვებდი მაგრამ შენ... შენ... -ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა და ჩემი სახისკენ წამოიღო თითები, თავი ავარიდე და უკან დავიხიე.
- მითხარი რაზე ფიქრობდი წეღან? -შემპარავი ხმით მკითხა, ვითომ ცოტა ხნის წინ არაფერი მომხდარიყოს ისევ ცდილობდა ჩემი გონების არევას.
- გგონია რომ მიცნობ ეოს? არა, არ მიცნობ, შენ მას იცნობ ელას და მე ვერ ვხვდები რატომ გვაიგივებ ერთმანეთთან, არ ვიცი ვინ სად რა გააკეთა იმისთვის რომ დავბადებულიყავი, ისიც არ ვიცი რატომ გგონია რომ ელა ვარ და არც მაინტერესებს, აქ დავიბადე როგორც ლილა, დედა მყავდა რომელმაც იმისთვის რომ მე მეცოცხლა თავი გასწირა, მეგობრები მყავს, საყვარელი მამაკაცი და შვილი რომელიც ყველას და ყველაფერს მირჩევნია, ოჯახი მაქვს, ოდნავადაც რომ მიცნობდე გეცოდინებოდა რომ ჩემთვის ჩემი ოჯახი უმნიშვნელოვანესია, მეორედ რომ გაბედო...
- რას იზავ? რას გააკეთებ? -სახე მოექუფრა, ხელები მომუშტა და ჩემსკენ გამოიწია, -წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რა შემიძლია?
- მგონი შენც ვერ ხვდები, ჩემი ძალა მხოლოდ იმით არ შემოიფარგლება რომ გონება დაგაკარგვინო, -გულზე ხელები დავიკრიბე და ირონიული ღიმილით შევხედე, შინაგანად ვგრძნობდი რომ მისი არ უნდა მშინებოდა, თუმცა იყო კიდევ რაღაც, რასაც ახსნას ვერ ვუძებნიდი, ჩემს შიგნით ჯერ არნახულ ძალას ვგრძნობდი, რაღაც ბნელს და სასტიკს, ჩემთვის უცხოს და შეუსაბამოს, იქნებ მართალი იყო და მასთან რაღაცით ვიყავი დაკავშირებული, იქნებ მისი სიახლოვე აღვიძებდა ჩემში ამ ძალას...
უკან დახევა და იქაურობასთან მოშორება არც კი მიფიქრია როცა თვალები ჯოჯოხეთური ცეცხლით აენთო და გარს უცნაური ჩრდილები შემოეხვა, მისი ერთი ხელის გაქნევა გახდა საკმარისი რომ ჩვენს გარშემო წამიერად ჩამობნელებულიყო, დაუფარავი გაოცებით ვუყურებდი ნიუ იორკის თავზე გამეფებულ წყვდიადს, ელავდა, მეხი საშინელი გრუხუნით ეცემოდა მაღალსართულიან შენობებს, სქელი ნაცრისფერი ღრუბლები ზედ ჩვენს თავზე ეკიდა და მოახლოებული წვიმა თითქოს წალეკვას გვიქადდა...
- ახლა უნდა შემეშინდეს? -თვითონაც რომ გამიკვირდა ისეთი მშვიდი ხმით ვკითხე, -ამას ელოდები? სულ ტყუილად, ასეთი რამ დანიელსაც და მეც ნებისმიერ წამს შეგვიძლია გავაკეთოთ.
- მაგრამ მე იმის გაკეთება შემიძლია რასაც შენ და დანიელი ვერასოდეს გააკეთებთ, -დახშული ცივი ხმით მითხრა, მერე ხელი მსუბუქად გაიქნია მარცხნივ, უნებურად გავაყოლე თვალი, მეხი გამაყრუებელი გრუხუნით დაეცა იქვე ახლოს მდგარ ცათამბჯენს და მისი ნახევარი თითქმის მიწამდე ჩაიტანა თან, თვალები დავხუჭე და ხელები ყურებზე ავიფარე რომ ხალხის შესაბრალისი მოთქმა-გოდება არ გამეგონა...
- გაჩერდი, საკმარისია, მთელი ხმით ვიყვირე.
- თვალები გაახილე, გახილე და შემომხედე თუ არ გინდა რომ კიდევ რამდენიმე შენობას ეწიოს იგივე ბედი -მიბრძანა და მეც იძულებული გავხდი რომ მისთვის თვალი გამესწორებინა, აღარსად იყო, სიმპათიური მომღიმარი ბიჭი, ახლა თვალებში უგულო, სისხლისმსმელი ურჩხული მიყურებდა.
- აი ამას ვერ შეძლებთ თქვენ ვერასოდეს, იმიტომ რომ გულჩვილები ხართ, პირდაპირ საცოდაობაა, გული მერევა როცა ვხედავ რას დაემსგავსე, როგორი სუსტი გაგხადეს იმ ანგელოზებმა, მაგრამ ერთი მხრივ კარგიცაა რომ ასე ღელავ მათ ბედზე, ახლა კარგად დაფიქრდი, მშვიდად და წყნარად წამოხვალ ჩემთან ერთად თუ მთელი ქალაქი მიწასთან გავასწორო?
- სულ მთლად შეიშალე, ვერ გაიგე რომ ელა არ ვარ? მე და შენ არაფერი გვაქვს საერთო.
- ეს შენ ვერ ხვდები ლილა, შენში ელას გენებია, ელას დეენემი, ჩემი მეორე ნახევარი ხარ, მე მეკუთვნი და მემორჩილები, გინდა თუ არ გინდა, ეს შენში დევს, ამას ვერაფერს მოუხერხებ, ახლა ამას ვერ ხვდები მაგრამ როცა ყველაფერს გაგახსენებ და ეს ძალიან მალე მოხდება, თვითონვე მიხვდები რომ შენი ადგილი ჩემს გვერდით არის, -ხელი გამომიწოდა და თვალებით მანიშნა ჩამეჭიდეო, სასოწარკვეთილი ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა, იქნებ მასთან შებრძოლება მეცადა მაგრამ ასე ხმ უამრავი ადამიანი დაზიანებოდა, დარწმუნებული ვარ სანამ დავამარცხებდი მანამდე მთელ ქალაქს გადაწვავდა, კარგა ხნის ყოყმანის შემდეგ, ის იყო მისკენ ნაბიჯი გადავდგი და მისი თვალებიც კმაყოფილებით აივსო რომ როგორც იქნა აზრაელის სიახლოვე ვიგრძენი და სულში ნაცნობი სითბო და სიმშვიდე ჩამეღვარა, ერთიანად მოვეშვი და მთელი ჩემი შიში, სისასტიკე და ბრაზი ერთბაშად სადღაც გაქრა, ერთ ადგილზე გავშეშდი, ეოსი მაშინვე მიხვდა რომ რაღაც ხდებოდა და ირგვლივ მიმოიხედა, ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო, ზუსტად ჩვენს თავს ზემოთ ცა განათდა და ფრთებგაშლილი აზრაელი ჩემს გვერდით დაეშვა, შუბლზე თმაჩამოყრილი, თავის განუყრელ ტყავის ქურთუკსა და სამხედრო ბოტებში გამოწყობილი, როგორც ყოველთვის საოცრად გამოიყურებოდა, ეოსის გაცოფებული სახისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, აზრაელს ვუყურებდი და თვალს ვერ ვაშორებდი, ისე მშვიდად მომიახლოვდა თითქოს იმ სახურავზე მხოლოდ ჩვენ ვყოფილიყავით, ლოყაზე მომეფერა თლილი თითებით, ჩემი საყვარელი თბილი ტუჩებით ვნებიანი კოცნა მაჩუქა, ეშმაკურად აციმციმებული თვალებით ჩამხედა თვალებში თითქოს სიმშვიდისკენ მომიწოდებდა და როცა დარწმუნდა რომ კარგად ვიყავი ეოსს მიუბრუნდა...



№1 სტუმარი თა

ვაუ საოცარი ისტორიაა

 


ეს ეოსი რა დღეშია? მომინდომა ბიჭმა აქ ლილიას დასაკუთრება satisfied
ძველი აზრაილის დანახვა მე და ლილიას ერთდროულად გაგვიხარდა blush ხოდა ამ ისტორიაში ახლა იწყება ყველაფერი და ვიღაცებს მაგრად მოხვდებათ satisfied
იმედია დანიელაც უკვდავი იქნება.
ველოდები ისრაფიელის დაბრუნებას და ახალ თავს blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent