შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი აზრაელი ( ნაწილი 2 - თავი 6 )


12-09-2022, 23:14
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 6 164

პულტს ხელში ვათამაშებდი და სახეზე სიმწრის ღიმილს ვერ ვიშორებდი, ეკრანს შევხედე სადაც პროფესორის სახე იყო დაპაუზებული და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს პირდაპირ მე მიყურებდა თვალებში. რას ვგრძნობდი იმის მერე რაც მოვისმინე? ვბრაზობდი აზრაელზე? არ ვიცოდი, უკვე არაფერი აღარ ვიცოდი, თითქოს ყველაფერმა რაც აქამდე მნიშვნელოვნად მიმაჩნდა მნიშვნელობა დაკარგა, ნუთუ არაფერია ნამდვილი ჩემს გარშემო... ასე უცნაურად თავი მაშინაც კი არ მიგრძვნია როცა გავიგე რომ ანგელოზი ვიყავი, თვალები მაგრად დავხუჭე ღრმად ჩავისუნთქე და დამშვიდება ვცადე რომ მომეხერხებინა და როგორც ვიდეოს დასაწყისში პროფესორმა მთხოვა ბოლომდე მომესმინა მისი სათქმელი, როგორც იქნა თავს მოვერიე, მოვემზადე და ღილაკს დავაჭირე თითი...
- ვიცი რომ შენთვის ძნელია მაგრამ მერწმუნე არც ჩემთვის ყოფილა ადვილი, -მშვიდად საუბრობდა, თბილად, რბილად, ღიმილით და ჩემთვის რაოდენ ძნელი დასაჯერებელიც არ უნდა ყოფილიყო სიყვარულით, საუბრის დროს დროდადრო თვალები უწყლიანდებოდა და ამ დროს თავს გვერდზე აბრუნებდა თითქოს ფანჯრის მიღმა გადაშლილ ხედს უყურებსო... უცნაური იყო მისი ასეთის ხილვა, თითქოს სრულიად სხვა პიროვნებას ვუყურებდი, მგრძნობიარეს, ადამიანურს...
- ალბათ ახლა როგორი გაბრაზებული და დაბნეული ხარ, აზრაელზე გული ნუ დაგწყდება, თუკი რამეს აკეთებს მხოლოდ შენი და თქვენი შვილის დასაცავად, მაშინ როცა ალთეინში ჩემს მიერ დატოვებულ შეტყობინებას მოუსმინეთ მანაც არაფერი იცოდა, ეს ჩანაწერები მაშინ მიიღო როცა თქვენი შვილი ერთი წლის გახდა, ჰო ასეა, -გაიღიმა, თავი გადააქნია და ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ თითებს დაეყრდნო ნიკაპით, -სხვა ჩანაწერიც არსებობს სპეციალურად მისთვის და ალბათ თუ სურვილი ექნება მოგასმენინებს კიდეც, ამას კი პირველად შენ ისმენ და თუკი ასეა ესე იგი ის მოხდა რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა იმ დღის შემდეგ რაც დაიბადე...
- შენი დაბადება ყველაზე სასიხარულო მოვლენა იყო ჩემი უსასრულო არსებობის განმავლობაში, უხსოვარი დროის წინ გავახილე თვალები და არსებობა დავიწყე იმ ადგილას რომელიც ამ და კიდევ სხვა უამრავი სამყაროს დასაბამი გახდა, ჩვენ ყველასგან განვსხვავდებით, ჩვენთვის დრო და სივრცე არაფერს ნიშნავს, არც უსასრულო შესაძლებლობებია ჩვენთვის უცხო, რაც შეეხება გრძნობებს, ვერ ვიტყვი რომ დროის მდინარებამ წამართვა სიყვარულის და თანაგრძნობის უნარი, ვერავის დავაბრალებ იმის წართმევას რაც თავიდანვე არ გამაჩნდა, ჩემი სამყაროს ცხოვრების წესის და იქაური იერარქიის შენთვის ახსნა რომ დავიწყო ეს ყველაფერი შორს წაგვიყვანს, მოკლედ გეტყვი, ყველასგან განსხვავებული დავიბადე, არ გამაჩნდა არანაირი განსაკუთრებული უნარი ჩემი უნიკალური გონების გარდა, იმის გამო რომ ფიზიკურად არანაირი ძალა არ მქონდა თავიდანვე ჩემი ძმების სათამაშოდ და ფაქტიურად მონად ვიქეცი, ისინი უმაღლესი ხელისუფლების სათავეებს ეპოტინებოდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ ჩემი გონებრივი შესაძლებლობების გამოყენებას მიზნისკენ მიმავალ გზაზე, გონებრივი შესაძლებლობები კი უკვე გითხარი უსაზღვრო მქონდა, ალბათ უსასრულობად მოგეჩვენება რომ გითხრა რამდენი ათასი წელი მაქვს ფაქტიურად მონობაში გატარებული, მერე მოხდა რაღაც, ჩემს ძმებს ხელისუფლებაში შემცილებლები გამოუჩნდათ, როგორც იქნა გამოჩნდა ვიღაც მათზე არანაკლებ ძლიერი და ცოტა არ იყოს შეშფოთდნენ, აღელდნენ, გზების ძიება დაიწყეს ადგილის განსამტკიცებლად, აი ზუსტად მაშინ მივხვდი რომ ჩემი დრო დადგა, ჩემს ძმებს დავჭირდი და მეც ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ სიტუაცია საჩემოდ გამომეყენებინა...
- ბევრს აღარ გავაგრძელებ, სულ მალე მათთვის შეუცვლელი გავხდი, ისინი ჩემზე დამოკიდებულები გახდნენ, ჩემი გამჭრიახი გონების და იმ გეგმების მეშვეობით რომელთა შედგენასაც ვახერხებდი მათ ხელისუფლებში ადგილი შევუნარჩუნე თუმცა ჩემზე დამოკიდებულები გავხადე, როგორც იქნა მათთვის მნიშვნელოვანი გავხდი, საშუალება მომეცა საკუთარი ოცნებების განხორციელებაზე მეზრუნა, ეს ოცნებები იმაში მდგომარეობდა რომ მინდოდა ჩემთვის, მხოლოდ ჩემთვის შემექმნა სამყარო სადაც მე ვიქნებოდი ყველაფერი, მე ვიქნებოდი ყველაფრის დასაბამი და დასასრული...

რამდენიმე წამით შეჩერდა, მძიმედ ამოისუნთქა, სახეზე მოისვა ხელები, პერანგის ღილები შეიხსნა თითქოს ასე უფრო ადვილად შეძლებდა სუნთქვას და მერე აწყლიანებული თვალებით შემომხედა, რომ გეკითხათ რას ვგრძნობდი ვერ გიპასუხებდით, ზიზღს? ბრაზს? უმწეობას? თუ საშინელ მტანჯველ სიცარიელეს? მეცოდებოდა ეს პატარა, კომპლექსებით სავსე კაცუნა რომელსაც თავი ღმერთად მიაჩნდა...
- ვიცი რომ გეცოდები, ალბათ გეზიზღები კიდეც, -ისევ მაიძულა მისმა ხმამ რომ ყურადღება ეკრანზე გადამეტანა, -იმდენად ვიყავი ღმერთების გარემოცვით დაღლილი, მინდოდა საკუთარი სამყარო მქონოდა სადაც მე თვითონ ვიქნებოდი ღმერთი, ამიტომაც შევქმენი ალთეინი, რომელიც ერთგვარ პარალელურ სამყაროში მდებარეობდა, ჰოდა როგორც ამბობენ მადა ჭამაში მოდისო, ჩემმა წარმატებამ უფრო და უფრო მეტი მომანდომა, ალთეინში დიდხანს ვმუშაობდი დედამიწის მოდელზე, ჩემს სამყაროში სიმშვიდე იყო და მე საშუალება მქონდა, უამრავი დო მქონდა იმისთვის რომ თვით სრულყოფილება შემექმნა, შევქმენი კიდეც, და როცა მეგონა რომ უკვე ვეღარაფერი გამაკვირვებდა მოხდა საოცრება, ეოსი დაიბადა, ჩემი უფროსი ძმის შვილი ...
- ალბათ გაგიკვირდება რა არის აქ საოცარი, მხოლოდ ის რომ ჩემს სამყაროში ბავშვები მხოლოდ რამდენიმე ათას წელიწადში ერთხელ იბადებიან, საქმე ის იყო რომ ზუსტად იმ დღეს როცა ეოსი დაიბადა ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ბანაკის ხელმძღვანელის ოჯახშიც დაიბადა პატარა ლამაზი გოგონა რომელსაც ელა დაარქვეს, ჩემს სამშობლოში როცა ორი სული ერთმანეთთან არის დაკავშირებული რაც არ უნდა ეცადო მათ ვერ დააშორებ, ეოსის და ელას შემთხვევაშიც ასე მოხდა, ერთმანეთთან საოცრად ძლიერი კავშირი ჰქონდათ, ერთად უძლიერესები იყვნენ, საქმე ის არის ეოსი არასდროს ყოფილა სიკეთით და მგრძნობიარე ბუნებით გამორჩეული მაგრამ ელა მასთან შედარებით ნამდვილი დემონი იყო, არასოდეს ჩემი უსასრულო ცხოვრების განმავლობაში მისნაირი შავბნელი ბუნების მქონე არსება არ მინახავს, ეოსი მასზე უგონოდ იყო შეყვარებული, ალბათ ელასაც უყვარდა, ან უბრალოდ იყენებდა, არ ვიცი, მთელ იმპერიას შიშის ზარს სცემდნენ, ბოლოს დრო მოვიდა და ეოსმა მამას და ბიძას მოსთხოვა რომ ტახტი მისთვის და ელასთვის გადაეცათ, ეს იდეა რათქმაუნდა ელას ეკუთვნოდა ამაში დარწმუნებული ვარ, ჩემმა ძმებმა წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და მაშინ პირველად დავინახე მათი უზღვავი ძალების მიუხედავად რაოდენ უსუსურები იყვნენ ელასა და ეოსის ერთობის წინააღმდეგ.
- მოკლედ რომ გითხრა, ზუსტად არ ვიცი მაგრამ ვფიქრობ რომ ჩემმა უფროსმა ძმამ ანუ ეოსის მამამ და ელას მამამ მოაწყვეს ელას მკვლელობა, მათ არ ვამტყუნებ, ელა არაადეკვატური იყო, მისი ძალა დღითი დღე იზრდებოდა და ჩვენს გარშემო ყველას და ყველაფერს საფრთხეს უქმნიდა, მათ შორის ჩვენც და ჩვენი სამყაროს ქვეშევრდომებსაც, ეოსი დიდხანს იყო დეპრესიაში, არ ვიცი რატომ არ დაადანაშაულა მამა, შეიძლება იმიტომ რომ ვერ დაიჯერა რაც გაუკეთეს, როგორც კი გონს მოვიდა პირდაპირ მე მომადგა...
- იცოდა ალთეინის შესახებ, ისიც იცოდა რომ ახალი, სრულყოფილი სიცოცხლის შექმნაზე ვმუშაობდი, მაშინ უკვე მყავდნენ ანგელოზები რომლებიც გინდ დაიჯერე და გინდ არა მაგრამ ისე მიყვარდნენ როგორც შეიძლება საკუთარი შვილები გიყვარდეს, ჰოდა რას ვამბობდი, ეოსი მომადგა და მთხოვა, უფრო სწორად მიბრძანა რომ ელა თავიდან შემექმნა, გამეცოცხლებინა, მისი რეინკარნირება მომეხდინა, ან როგორც გინდა ისე შეგიძლია უწოდო, დამემუქრა, ფაქტიურად მაიძულა, სასოწარკვეთილი იყო, ელას დეენემის ნიმუშები მქონდა და დავპირდი რომ ამას გავაკეთებდი, ისიც ცოტა ხნით შემეშვა...
- მერე მოხდა ის რამაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა და რამაც მთელი ჩემი გეგმები თავდაყირა დააყენა, დედაშენი გავიცანი...
დედაჩემი ახსენა თუ არა სუნთქვა შემეკრა, ყელში თითქოს ეკლიანი ბურთი გამეჩხირა, სხეული გამიხურდა და უცნაურმა სურვილმა შემიპყრო, მინდოდა აქაურობა ფერფლად მექცია და მიწასთან გამესწორებინა, თავს ძლივს მოვერიე, ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, ასეთი არ ვიყავი, თითქოს ჩემში ჩემი უცნობი ბნელი მხარე იწყებდა გაღვიძებას და ეს საშინლად არ მომწონდა...
- ძალიან ლამაზი იყო, ისეთი რომ თავი დავკარგე, ხშირად ვცხოვრობდი აქ, ადამიანთა შორის დიდ დროს ვატარებდი და ჩემთვის უკვე უცხო აღარ იყო ჩემს მიერვე შექმნილი არსებების გრძნობები, იმ არსებების რომელთაც ყოველთვის უხვად ჰქონდათ ის რაც მე ყოველთვის მაკლდა, სიყვარული, სითბო, თანაგრძნობა... თავს ვერ მოვერიე ლილა, ვერ შევძელი და ამ ყველაფერს ჩემთვის მეტად მოულოდნელი შედეგი მოყვა, დედაშენი დაფეხმძიმდა, ეს რომ გავიგე პირველი რაც ვიგრძენი შიში იყო, მის გამო შემეშინდა, მიუხედავად იმისა რომ ჩემი ძმებისმაგვარად ძლიერი არ ვიყავი, ჩვეულებრივი ადამიანი მაინც ვერ შეძლებდა ჩემნაირი არსების ნაყოფის მუცლით ტარებას და მერე მის ისე გაჩენას რომ თვითონაც ცოცხალი დარჩენილიყო, თავიდან ვიფიქრე რომ არ უნდა დაბადებულყავი მაგრამ მერე ეგოიზმმა შემიპყრო და კიდევ უზომო ინტერესმა, ეს უიშვიათესი, უფრო სწორად რომ ვთქვა ერთადერთი შემთხვევა იყო, მაინტერესებდა როგორი იქნებოდა ჩემი და დედაშენის სიყვარულის ნაყოფი, დედაშენსაც უნდოდა შენი დაბადება, დარწმუნებული ვარ მე კიდეც რომ მეთხოვა ის არასდროს მოიშორებდა ნაყოფს, ასე რომ იძულებული გავხდი ალთეინში წამეყვანა რათა მასზე მეზრუნა და როგორმე გადამერჩინა...
- შეშინებული იყო, გაურკვევლობაში მყოფი და ვიცოდი რომ ამდენ ტყუილს არასოდეს მაპატიებდა მაგრამ მხოლოდ თქვენს გადარჩენაზე ვფიქრობდი და სხვა ყველაფერი ჩემთვის მეორე ხარისხოვანი იყო, ყველაფერი ისე ხდებოდა როგორც ვფიქრობდი, დედაშენის სუსტი სხეული ნაყოფს ვერ ეგუებოდა და უფრო და უფრო სუსტდებოდა, ამიტომ მისთვის სხვადასხვა ინექციების და გამაძლიერებელი საშუალებების მიცემა დავიწყე, იმ წამლებსაც ვიყენებდი რამაც თავის დროზე ანგელოზები შემაქმნევინა, თუმცა ეს ყველაფერი არც თუ ისე დამაკმაყოფილებელ შედეგს მაძლევდა, მორიგი მტკივნეული ინექციის შემდეგ, როცა საწოლზე საცოდავად მისვენებულ, დაქანცულ, სუსტ, ოდნავ მუცელწამოზრდილ სხეულს ვუყურებდი თავში როგორც მაშინ მეგონა არაჩვეულებრივი იდეა მომივიდა...

- ჰო ასე იყო, ელას ნიმუშები შენზე გამოვიყენე, სხვათაშორის გაამართლა, დედაშენი გამოკეთდა, შენ მშვენივრად იზრდებოდი და მეც გამოკვლევები დავიწყე იმის შესახებ თუ რა შედეგებამდე შეიძლება მივეყვანეთ ამ ყველაფერს, შედეგები შემაშფოთებელი იყო, დავადგინე რომ ჯერ არდაბადებული ნაყოფის სხეულში ფაქტიურად ორი სხვადასხვა არსება ბინადრობდა და იმედი მქონდა რომ ჩემი გოგონა ელას არსებას დაჯაბნიდა, ერთი რამეღა რჩებოდა, შენი დაბადება რათა ყველაფერი უკეთ გამომეკვლია და დამედგინა რისი გაკეთება შემეძლო შენთვის, ყველაფერი კარგად მიდიოდა სანამ აზრაელი იმ მამულში დედაშენს იპოვიდა და მის წაყვანას გადაწყვეტდა...
- ამ ყველაფერს ისიც დაემატა რომ ეოსი არც თუ ისე სულელი აღმოჩნდა, ჩემს ძმებს ყველაფერი მოახსენა ამ სამყაროს და ანგელოზების შესახებ, ეს მათთვის გასაოცარი სიახლე აღმოჩნდა, წარმოიდგინე რომ მათ გარდა სადღაც კიდევ არსებობდნენ, საოცარი ძალებით დაჯილდოებული არსებები, მათ კარგად ვიცნობ და ვიცი რასაც გაიფიქრებდნენ ამ სიახლის გაგებისას, მათი განადგურება ან საკუთარი შავბნელი მიზნებისთვის გამოყენება, ეოსს რაც შეეხება, მე მისი და ელას კავშირის სიძლიერე ვერ გავითვალისწინე, ამ ყველაფერს არასერიოზულად მივუდექი, როგორც კი ელას რაღაც ნაწილმა შენში არსებობა დაიწყო, ეოსმა მაშინვე გიგრძნო, ის დემონები რომლებმაც მაშინ აზრაელს და ურიელს კოლუმბიამდე მისდიეს, მისი გამოგზავნილები იყვნენ და არა ჩემი, ჩემმა ბიჭებმა მაშინ ძალიან იყოჩაღეს და ყველა დემონი ისე გაანადგურეს რომ ეოსთან ამბის მიმტანი არ დარჩა, თანაც ურიელმა თითქმის საკუთარი სიცოცხლის ფასად იქაურობას დამცავი ფარი შემოარტყა რითაც ეოსს გზა აერია და შენი კვალი დაკარგა, საბოლოოდ შენ დაიბადე, ულამაზესი და ჯანმრთელი გოგონა რომელშიც ბოროტების ნატამალიც კი არ იყო და რომელშიც ელას შავბნელი ენერგია უძლიერეს სასიკეთო ენერგიად იყო გარდაქმნილი, ყოველთვის თვალყურს გადევნებდი და შენს დაცვას ვცდილობდი თუმცა შენს სიახლოვეს მოსვლას ვერ ვახერხებდი, დედაშენის გამო ვწუხვარ, მისი სიკვდილი არც ჩემი ბრალია და არც შენი, უბრალოდ მისმა ფაქიზმა ბუნებამ მეტს ვეღარ გაუძლო...
- ეოსი დიდხანს გეძებდა, მერე საეჭვოდ მიყუჩდა და მეც რატომღაც ვიფიქრე რომ შენზე ხელი აიღო, გზების ძიება დავიწყე რომ როგორმე მისგან გადამემალე რათა მშვიდად ცხოვრების საშუალება მოგცემოდა, იმ ერთადერთი ხიდის, ალთეინის განადგურება გადავწყვიტე რომელიც ამ სამყაროს და ჩემს სამშობლოს ერთმანეთთან აკავშირებდათ, ვფიქრობ ამით ეოსის და ჩემი ძმების ყურადღებას რომლებსაც ძალიან აინტერესებთ ჩემი შემოქმედება და ჩემი ანგელოზები, ცოტა ხნით მაინც მოგაშორებთ, მე მივდივარ და გტოვებთ თუმცა მინდა რომ ფრთხილად იყო, ვიცი ეოსი არ მოისვენებს და თუ მაინც მოახერხებს აქ შემოღწევას და შენთან მოახლოებას ეცადე თავი აარიდო, მასთან რაც უფრო მეტ დროს გაატარებ, რაც უფრო ახლოს იქნები, მით უფრო მეტად იგრძნობს შენში არსებული ელა მის სიახლოვეს, ნელ-ნელა ძველი ცხოვრების გახსენებას დაიწყებ და რაც უფრო მეტ რამეს გაიხსენებ მით მეტად იგრძნობ ეოსთან კავშირს, ნელ-ნელა ეცდება დაგჯაბნოს, ლილა დათრგუნოს და თვითონ გამოვიდეს დღის სინათლეზე, ფრთხილად იყავი და ეოსს უფლება არ მისცე თავის ჭკუაზე გატაროს და კიდევ, აზრაელს გაუფრთხილდი, მუდამ მის სიახლოვეს იყავი და მისი სიახლოვე დაგიცავს, მასზე არ გაბრაზდე, ძალიან უყვარხარ, მეც ძალიან მიყვარხართ, ვიცი რომ ეს არ გჯერა, შეიძლება მართალიც ხარ, სიყვარული თქვენნაირად არ მესმის მაგრამ მინდა გჯეროდეს რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ...

არ ვიცი რამდენი ხანი ვიჯექი ჩამქრალი ეკრანის წინ, არც ის შემიმჩნევია რომ ორივე ლოყაზე ცრემლები ჩამომდიოდა ნიკაპთან ერთდებოდა, გულისპირში მეღვრებოდა და მაისურს მისველებდა, უხმოდ ვტიროდი, რა მატირებდა? უძლურების და იმის შეგრძნება რომ თურმე ნამდვილი სულელი ვყოფილვარ.
- კარგად ხარ? -ნაცნობი ხმა რომ მომესმა და მხარზე თითების მსუბუქი შეხებაც ვიგრძენი, წამოვხტი და იქვე, სავარძელთან მდგარ ძლიერ სხეულს მთელი ძალით ჩავეხუტე, მანაც მომხვია მკლავები და სახე ჩემს თმებში ჩარგო.
- მეგონა ჩემზე გაბრაზებული იქნებოდი, -ხმა შესამჩნევად უთრთოდა.
- ვარ კიდეც, -ჩავიბურტყუნე და მაშინვე მოვშორდი, -მთელი ჩვიდმეტი წელია ამ ჩანაწერს მიმალავ, რატომ?
- ახლაც არ გაჩვენებდი ეოსი რომ არ გამოჩენილიყო.
- ჰო მაგრამ თურმე ყველაფერი ტყუილი ყოფილა რაც კი პროფესორის შესახებ ვიცოდი, დედაჩემზეც იმდენი რამ გავიგე... -მუხლებში ძალაგამოცლილმა ჩავიმუხლე ხალიჩაზე და ისიც ჩემს გვერდით დაეშვა.
- იმ ყველაფერთან ერთად რაც დედაშენზე და პროფესორზე გაიგე, ახლა უკვე ელაზეც იცი მე კი არ მინდოდა გცოდნოდა, ეოსი რომ არ გამოჩენილიყო...
- მართლა გჯერა რომ ჩემში რამე შეიძლება იყოს შავბნელი და უკუღმართი, ისეთი რაც შენ სხვებს ან აქაურობას საფრთხეს შეუქმნის? ამის მართლა გჯერა აზრაელ? -სახეზე სიმწრის ღიმილი გადამეფინა და ხელები ისე მაგრად მოვმუშტე რომ ვიგრძენი როგორ დამისერა ფრჩხილებმა ხელისგული, -იქნებ ისიც მითხრა რომ ჩემი გეშინია.
- ამა როგორ მეუბნები სულელო, უბრალოდ გიცნობ და ვიცი ახლა რაზეც ფიქრობ, იცოდე ერთი წამითაც კი არ გაივლო თავში რომ შენში ვიღაც სხვა პიროვნება ცხოვრობს, შენ ლილა ხარ, ჩემი ლილა და ყოველთვის ასე იქნება, -ხელი ჩამავლო, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად მუხლებზე დამისვა და მთელი ძალით ჩამიკრა გულში, დიდხანს მამშვიდებდა, მერე კი დიდხანს ვარჩევდით იმ ყველაფერს რაც ახლახანს შევიტყვე, ბოლოს როგორც იქნა ასე თუ ისე დამშვიდებული ხელში აყვანილი გამიყვანა ვერანდაზე და სარწეველა სავარძელში ჩამსვა, თვითონ კი ყავის მოსატანად გავიდა, გავიდა თუ არა ვიგრძენი როგორ ცდილობდა დანიელი გონების კავშირის მეშვეობით ჩემთან დაკავშირებას, მიუხედავად იმისა რისთვისაც მიხმობდა, მაინც გამიხარდა რომ ცოტა ხნით ამ სახლიდან გასვლის საბაბი გამიჩნდა, ახლა ნამდვილად მჭირდებოდა გულის გადაყოლება და სხვა რამეზე ყურადღების გადატანა, აზრაელი ვერანდაზე გამოვიდა თუ არა უკვე წასასვლელად გამზადებული დავხვდი, არ გაკვირვებია, ოხშივარ ავარდნილი ჭიქები მაგიდაზე დააწყო და ყურადღებით შემათვალიერა, ერთხანს ღიმილით მიყურებდა მერე მომიახლოვდა და ტყავის ქურთუკის საყელო გამისწორა.
- მომწონს როცა ასე გაცვია, -დაბალი თბილი ხმით ჩაილაპარაკა, ჩემი ცხენისკუდად შეკრული თმა მუჭში მოიქცია, უკან დამქაჩა, თავი გადამაწევინა და ტუჩებზე მწყურვალივით დამაცხრა.
- არ გაინტერესებს სად მივდივარ? -ვკითხე როცა როგორც იქნა სული მოვითქვით.
- მეტყვი როცა დაბრუნდები, -სულისშემკვრელად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
- - - - - - - - -
- ოჰოო, თქვენ აღარ ხუმრობთ, -გაოცებისგან თვალებგაფართოებული შევყურებდი ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის შუაგულში ამოზრდილ უზარმაზარ ხეს რომლის კენწეროზეც რაღაც სასწაულით იყო გაჩხერილი შავი მოტოციკლი, ხის გარშემო პოლიციას გზა ლენტებით ჰქონდა შემოსაზღვრული და ცდილობდა ცნობისმოყვარე ხალხი ახლოს არ მიეშვა რომლებიც ამ სასწაულს რომელშიც აშკარად ერია დანიელას ხელი, ფოტოებს უღებდნენ და საოცარი სისწრაფით ტვირთავდნენ სოციალურ ქსელებში, უკვე დაახლოებით ვხვდებოდი რაც მოხდა და იმაზეც კი დავიწყე ფიქრი თუ როგორ უნდა მიგვეჩქმალა ეს ყველაფერი.
- მაპატიე ისევ პრობლემებს გიქმნით, -ჩემს გვერდით მდგარმა თავჩაღუნულმა დანიელმა ისე საცოდავად ჩაილაპარაკა რომ ვეღარ მოვითმინე და აჩეჩილ ქერა თმაზე გადავუსვი ხელი.
- კარგი რა ახლა მაინც ნუ დაიბრალებ დანიელას დანაშაულს, მშვენივრად ვხვდები რომ ეს ღირშესანიშნაობა შენი შემოქმედება არ არის, -უნებურად გულიანად გამეცინა და კიდევ ერთხელ შევათვალიერე ათიოდე მეტრის სიმაღლეზე ჩამოკონწიალებული მოტოციკლი.
- დანიელა სად არის?
- აქ არ არის, ძალიან გავაბრაზე, ჯანდაბა რა სულელი ვარ, -მუშტი მთელი ძალით მოუქნია კედელს და საკმაოდ დიდი ნაწილი ჩამოაფშვნა, აქეთ-იქით მიმოვიხედე, უკვე გამვლელთა ყურადღებას ვიქცევდით, ხელი ჩავავლე და იქვე მდებარე პარკში შევიყვანე, სკამზე ჩამოვჯექი და მასაც ვაიძულე ჩემს გვერდით დამჯდარიყო.
- აბა, მიდი დაიწყე, რა გააკეთე ისეთი რომ ასე გააგიჟე.
- დღეს მის საყვარელ კაფეში დავპატიჟე, ვუთხარი რომ მისთვის მნიშვნელოვანი რამ მქონდა სათქმელი...
- ჰოო ვიცი, საკმაოდ აღელვებული იყო.
- ყავა დავლიეთ, მერე გარეთ გამოვიყვანე და ის მოტოციკლი ვაჩუქე რომლის ყიდვაც დიდი ხანია ვიცოდი რომ უნდოდა...
- მოიცა შენ რა ასეთი ამბით იმიტომ დაპატიჟე რომ მოტოციკლი გეჩუქებინა?
- მანაც ზუსტად ასე მკითხა.
- მერე?
- მერე ძალიან გაბრაზდა და შედეგს შენ თვითონაც ხედავ, -ხისკენ გაიშვირა ხელი და თვითონაც ვეღარ შეიკავა ღიმილი.
- მეტი მართლა არაფერი გქონდა მისთვის სათქმელი? -კიდევ ერთხელ ჩავეკითხე, პასუხად ჯიბეში ჩაიყო ხელი, პატარა, მუქი ლურჯი, ხავერდგადაკრული ყუთი ამოიღო და გახსნა, ბრილიანტის თვლიანი ბეჭდის ელვარებამ თვალი მომჭრა.
- სერიოზულად? -მღელვარებისგან ხმა ამიკანკალდა.
- სერიოზულად, მაგრამ თქმა აღარ დამაცადა, ძალიან ფიცხია და ცოტა დაუფიქრებელიც, მაგიჟებს და ჭკუიდან გადავყავარ, შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს რად დამიჯდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მთელი კვირაა ნორმალურად არ მძინებია, მისი პასუხის ათასი ვარიანტი წარმოვიდგინე, ასეთ რამეზე კი ნამდვილად არ მიფიქრია, სიტყვის თქმის საშუალებაც კი არ მომცა უბრალოდ წავიდა და პირდაღებული დამტოვა, ჯანდაბა, ნამდვილი გიჟი ვარ რომ ამ თემაზე შენ გესაუბრები, მაპატიე ლილა...
ისეთი ხმით საუბრობდა დანიელას შესახებ, თვალები ისეთი სიყვარულით უბრწინავდა, ვეღარ მოვითმინე, სიტყვა გავაწყვეტინე, მთელი ძალით ჩავეხუტე და ხმამაღლა ავტირდი, ვიცი მშვენივრად მიხვდა რომ მხლოდ ის და დანიელა არ იყვნენ ჩემი ცრემლების მიზეზი მაგრამ არაფერი უთქვამს, უბრალოდ თავზე ხელს მისვამდა, ისე მეფერებოდა როგორც პატარა ბავშვებს ეფერებიან და მამშვიდებდა.
- ახლა სად არის დანიელა, -ვკითხე როგორც კი ცოტა დავმშვიდდი.
- გეტყვი მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან გაბრაზდები, -მითხრა და ისე დაიხია უკან რომ მივხვდი მართლაც არ ჰქონდა კარგი რამ სათქმელი.
- სად არის? -უკვე გაბრაზებულმა გამოვცერი კბილებში.
- იქ არის სადაც ყოველთვის მიდის ხოლმე როცა გაბრაზებულია და განტვირთვა სჭირდება, ცისკრის ვარსკვლავშია.
- რაა? იქ რა ჯანდაბას აკეთებს?
- ის ადგილი ძალიან მოსწონს და...
- კი მაგრამ თუ იცოდი სადაც იყო რატომ მაშინვე არ წახვედი და არ წამოიყვანე, ხომ იცი რომ იქაურობა მისთვის სახიფათოა.
- დამშვიდდი ლილა ყველაფერი ისე არ არის როგორც შენ გგონია, რამე ხიფათი რომ ემუქრებოდეს აქ ასე მშვიდად ვიქნებოდი? მის წამოსაყვანად იმიტომ არ წავედი რომ ვიცი არ გამომყვება, მერე კი მომიწევს იქაურობა გადავბუგო, ახლა კი მათთან პრობლემები ნამდვილად არ გვაწყობს.
ღრმად ამოვისუნთქე და თავი ხელებში ჩავრგე, დანიელი მართალი იყო, ახლა ზედმეტი პრობლემები არ გვჭირდებოდა, მითუმეტეს მათთან, საკუთარ თავს სიმშვიდისკენ მოვუწოდე და ფეხზე წამოვდექი, დანიელიც მაშინვე წამოხტა და გვერდით ამომიდგა.
- მოდი ასე გავაკეთოთ დანიელ, სულ რამდენიმე წუთი მჭირდება რომ ამ ხეს მივხედო მერე კი სხვა რა გზაა, ვესტუმროთ ცისკრის ვარსკვლავს...



"ცისკრის ვარსკვლავი" დემონების ბარია,ხო? მამას გავს ეს გოგო ფიცხი :დ
რაღაცნაირად შემეცოდა პროფესორი.
ლილაში იმაზე მეტია ლილა, ვიდრე ელა. ამიტომ აზტაილის და მის კავშირს არაფერი ემუქრება❤️
ველი შემდეგს❤️

 


№2 წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
"ცისკრის ვარსკვლავი" დემონების ბარია,ხო? მამას გავს ეს გოგო ფიცხი :დ
რაღაცნაირად შემეცოდა პროფესორი.
ლილაში იმაზე მეტია ლილა, ვიდრე ელა. ამიტომ აზტაილის და მის კავშირს არაფერი ემუქრება❤️
ველი შემდეგს❤️


კი სწორად მიხვდით blush
დემონების ბარია და შემდეგ თავში ცოტა მეტი ყურადღება და დარო უნდა დავუთმო დემონებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent