შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი აზრაელი ( ნაწილი 2 - თავი 7 )


13-09-2022, 23:43
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 480

ბარი რომელიც დემონების მფლობელობაში იყო და რომელსაც ჩემთვის რომ გეკითხათ ზედმეტად შეუფერებელი სახელი ცისკრის ვარსკვლავი ერქვა, ქალაქგარეთ ულამაზესი, გამწვანებული, ხეებით და სხვადასხვა მცენარეებით დაფარული ადგილის შუაგულში მდებარეობდა, რამდენიმე წამს გაშეშებული ვიდექი შენობის შესასვლელთან და უხმოდ ვათვალიერებდი იქაურობას.
- რაზე ფიქრობ? -დანიელმა მსუბუქად გამკრა იდაყვი.
- იმაზე რომ სახელი, გარემო და შეხედულებაც კი შეუფერებელი აქვს ამ შენობას, არასდროს მომწონდა აქაურობა, -უნებურად გამეცინა.
- ჩემი აზრით სახელი ზუსტად რომ შეეფერება, ალბათ ლუციფერის საპატივცემულოდ დაარქვეს, -დანიელმა მხრები აიჩეჩა.
- იმ ლუციფერის რომელიც უბრალოდ გამოიგონეთ?
- რა ირონიულია არა? -ცივი და თითქოს დანასავით ბასრი ხმა მოგვესმა და ერთდროულად შევტრიალდით უკან, ბარისკენ მიმავალი ბილიკის გასწვრივ ჩარიგებული დაბალი ხეების უკნიდან სიბნელეს მაღალი სხეული გამოეყო და ჩვენსკენ წამოვიდა, გამხდარი იყო, კლასიკურ სამოსში გამოწყობილი, განიერი მხრებით და სახის დახვეწილი ნაკვთებით, ახალგაზრდულად გამოიყურებოდა თუმცა მის წითლად მოელვარე თვალებში ნათლად ჩანდა განვლილი ათასწლეულების სიმძიმე, ჩვენსკენ მომავალი დაინახა თუ არა ვიგრძენი როგორ დაიძაბა დანიელი, თუმცა ხელზე მსუბუქად მოვუჭირე ხელი და ვანიშნე რომ შეჩერებულიყო.
- გამარჯობა ლილა, ალბათ არ დამიჯერებ მაგრამ მიხარია შენი ნახვა, -ხელი გამომიწოდა და წამითაც არ მიყოყმანია ისე შევაგებე თითები.
- სამწუხაროდ არ შემიძლია იგივე გითხრა მიუხედავად იმისა რომ ჩემი საუკეთესო მეგობრის მამა ხარ ასტაროტ, -ნაძალადევი ღიმილით მივუგე.
- არ მიკვირს, შენგან ისიც დიდი მიღწევაა რომ ახლა აქ ამ ბარის წინ დგახარ, -ამ წინადადვებას ირონიულად ჩავთვლიდი რომ არ მცოდნოდა დემონების უგრძნობლობის შესახებ, -ისე მაინც არ მეტყვი რას უწუნებ აქაურობას?
- ასე მგონია ამ გარემოს რაღაცის შესანიღბად იყენებთ და ეს ძალიან არ მომწონს, -სრულიად გულწრფელად ვუპასუხე და გაოცება ვერ დავმალე როცა სახეზე რაღაც ღიმილის მაგვარი ემოცია გამოესახა.
- გგონია რაკი დემონები ვართ არ შეიძლება რომ სიმწვანე ან ყვავილების სურნელი მოგვწონდეს? ვინ დაადგინა რომ მაინცდამაინც გადახრუკულ უდაბნოში მდებარე სოროებში უნდა ვცხოვრობდეთ, -არ ვიცოდი მეჩვენებოდა თუ არა მაგრამ მის ხმაში აშკარად იგრძნობოდა ბრაზი და წყენა, შეუმჩნევლად გადავხედე დანიელს და მივხვდი რომ ისიც ჩემსავით გაკვირვებული იყო, ერთ-ერთი მთავარი დემონი, უძლიერესი და ამოუცნობი არსება, ჩემს წინ იდგა ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი, განზე ფეხებ გაჩაჩხული და ყვავილების სურნელზე მესაუბრებოდა.
- გულახდილობის საღამო გვაქვს? -რაც შეიძლება უდარდელად ვთქვი რომ როგორმე ჩემი დაბნეულობა დამემალა თუმცა დარწმუნებული ვარ ასტაროტს არაფერი გამოპარვია.
- თუ გახსოვს წლების წინ ერთ-ერთ ბარში შენ და აზრაელი აგარესს და ბელიზარს შეხვდით, მაშინ ბელიზარმა გითხრა რომ ეს აქაურობა შეცვლას გვაიძულებდა, რომ დროთა განმავლობაში სამყაროს ცვლილებასთან ერთად ჩვენც ვიცვლებოდით, მართალი იყო, უბრალოდ თქვენ ანგელოზები ძალიან ჯიუტები ხართ და თქვენი ცხვირის იქით ვერაფერს ამჩნევთ, ან უბრალოდ არ გინდათ და არ გაწყობთ რომ შეამჩნიოთ...
ვუსმენდი და მისი ყოველი სიტყვა ჩემთვის სახეში გაწნული სილასავით იყო, ვხვდებოდი რომ ასტაროტი მართალი იყო და მე და მას ძალიან ბევრი გვქონდა სასაუბრო, ჯერ პროფესორი, ახლა ეს... მართლაც დრო იყო გამოვფხიზლებულიყავი და რაღაც-აღაცეებისთვის თავიდან გადამეხედა.
- ვფიქრობ მართლაც გვაქვს სალაპარაკო და მე და აზრაელი აუცილებლად გამოვნახავთ ამისთვის დროს ახლა კი უბრალოდ დანიელას წავიყვანთ და წავალთ, -აღარ დავლოდებივარ მის პასუხს შევბრუნდი და ბარისკენ წავედი, დანიელიც უკან მომყვა.
- ვფიქრობ მას უფრო მეტი დრო უნდა დაუთმო საფრთხეშია, -ფეხდაფეხ მოგვყვა მისი ხმა, დანიელის შეკავება ვეღარ მოვახერხე, წამის მეასედში გაჩნდა მასთან და გულისპირში ხელი ჩაავლო.
- გაიმეორე რა თქვი, -მრისხანებისგან ხმა უთრთოდა.
- დამშვიდდი ყმაწვილო, -ღიმილის ნიშნად მარჯვენა ტუჩის კუთხე ოდნავ აეწია, -მე ხომ არ მითქვამს რომ საფრთხე ჩვენგან ემუქრება, -მაჯაში ხელი ჩაავლო და გააშვებინა მეორე ხელი კი მსუბუქად დაკრა მხარზე.
- დამშვიდდით, დანიელა ჩვენს გვერდით უსაფრთხოდ არის.
- მითხარი რას გულისხმობდი, -ამჯერად მე ჩავერთე საუბარში.
- მშვენივრად იცით რასაც ვგულისხმობ, -ისე ჩაილაპარაკა თითქოს არცერთს არ მოგვმართავდა და მე მაშინვე მივხვდი რომ ეოსს გულისხმობდა.
- მისმინე ლილა, -მისი ხმა მტკიცედ ჟღერდა და ჩემი ყველა მცდელობის მიუხედავად მასში ვერანაირ სიყალბეს ვერ ვპოულობდი.
- დანიელა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მის უსაფრთხოებაზე ყოველი ჩვენგანი ზრუნავს, ნუ გიკვირს, გიყურებ და ვხვდები რომ შენს შვილს არც თუ ისე კარგად იცნობ, ის ყველა თქვენგანისგან განსხვავდება, განსხვავებული ხედვა და შეხედულებები აქვს, მან ბოლო რამდენიმე წელში ისეთი რამ შეძლო რაც ვერც თქვენ და ვერც ჩვენ ათასწლეულების განმავლობაში ვერ მოვახერხეთ...
- რას გულისხმობ? -მისი სიტყვებისგან გაოცებულმა ძლივს ამოვილაპარაკე და თავჩაღუნულ დანიელს გავხედე.
- შენ იცი რაზე საუბრობს ასტაროტი.
- ვიცი, -უხალისოდ დამიდასტურა.
- წამოდი რაღაც უნდა გაჩვენო, ოღონდ უკანა კარიდან შევიდეთ, -ასტაროტი წინ გაგვიძღვა და მეც ხმის ამოუღებლად მივყევი.
- იცოდე სახლში რომ დავბრუნდებით ვერ გადამირჩები, გადავულაპარაკე დანიელს და გავიგონე როგორ ამოიოხრა, ბარში უკანა შესასვლელიდან შევედით, სამზარეულოს გავლით გავედით პატარა დერეფანში, ორფრთიან მსუბუქ კარს მივუახლოვდით რომლის ზედა ნაწილი მინისგან შედგებოდა...
- ცოტა ხნით აქ შევჩერდეთ, არაფერი გააკეთო უბრალოდ დააკვირდი, -მე და დანიელი შეგვაჩერა, თვითონ გვერდზე გადგა, კედელს მიეყრდნო და საკუთარ თითებს დააჩერდა რომლებიც რატომღაც ცისფრად უელვარებდა, მინის მიღმა გადაშლილ დარბაზს მოვავლე მზერა, იქაურობა ხალხით იყო სავსე უფრო სწორად ამ შემთხვევაში ხალხი ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყო, ადამიანები დემონები და.... ჯანდაბა, თავი ძლივს შევიკავე რომ ხმამაღლა არ შემეკურთხებინა, რბილი შუქით განათებულ მყუდრო კუთხეში მდგარ მაგიდასთან რამდენიმე დემონთან ერთად დანიელა იჯდა, ლუდს სვავდა, კარტს თამაშობდა და დროდადრო გულიანად იცინოდა, დემონებსაც აშკარად ეტყობოდათ მის მიმართ კეთილგანწყობა, ესაუბრებოდნენ, დროდადრო ჭიქას უვსებდნენ და ერთერთმა რომელსაც წითური გაჩეჩილი თმა და სასაცილოდ აპრეხილი ცხვირი ჰქონდა თავზეც კი გადაუსვა ხელი, დანიელამ საპასუხოდ შესცინა ხოლო დანიელმა რაღაც გაუგებრად ჩაიღმუვლა და მე რომ არა დაუფიქრებლად შეანგრევდა ამ კარს.
ერთი შეხედვით დანიელასა და დემონებს შორის ნამდვილი იდილია სუფევდა, ასტაროტი მართალი იყო, ჩემს შვილს ძალიან ცუდად ვიცნობდი, როდის მოასწრო და მათთან ასეთი ურთიერთობა ჩამოაყალიბა, უბრალოდ დაუჯერებელია, ეს ყველაფერი ნამდვილად ვერ იქნებოდა ასეთი ადვილი... ეს დემონებიც, რომ არ ვიცოდე როგორი ცბიერები არიან, როგორ შეუძლიათ ათასი სხვადასხვა სახის მიღება და როგორ უყვართ ადამიანებთან თამაში...
- ხანდახან ყველაფერს მსუბუქად და მარტივად უნდა შეხედო, -თითქოს ჩემს ფიქრებს გამოეხმაურა ასტაროტი, -ყველგან სიცრუეს და შეთქმულებას ნუ ხედავ, წესით თუ ჩემი შვილის და შენს მეგობრობას გავითვალისწინებთ, ასე ძალიან არ უნდა გიკვირდეს ის რასაც ხედავ.
საპასუხოდ არაფერი მითქვამს, დანიელს ვთხოვე რომ ასტაროტთან ერთად დამლოდებოდა, ხელის მსუბუქი კვრით შევაღე კარი და იმ მაგიდისკენ წავედი სადაც დანიელა იჯდა, თავიდანვე შემამჩნია თუმცა არ წამომდგარა და არც გართობა შეუწყვიტავს, ირონიული მზერით შეჰყურებდა იმ დემონებს რომლებიც შეშინებულები მითავისუფლებდნენ გზას და ცდილობდნენ ჩემგან თავი შორს დაეჭირათ, უცაბედად მიჩუმდა მუსიკა, საუბარი შეწყვიტეს და სიჩუმე ჩამოვარდა, მაგიდას მივუახლოვდი, მის გვერდით თავისუფალი სკამი გამოვწიე და მიმტანს ვუხმე, პატარა გამხდარი გოგონა მომიახლოვდა და ათრთოლებული ხმით მკითხა თუ რას ვინებებდი.
- ლუდი მომიტანე და თხოვე მუსიკა ჩართონ კარგი? -რაც შემეძლო თბილად ვუთხარი, რამდენიმე წუთში ჩემს წინ ცვი სასმლით სავსე კათხა იდგა, მუსიკა ისევ უკრავდა, დანიელა ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ჩემს ყოველ მოძრაობას და ვხედავდი როგორ ელოდა რომ წამი-წამზე ავფეთქდებოდი, თუმცა ახლა ნამდვილად არ ვაპირებდი მასთან ჩხუბს თანაც დემონების თანდასწრებით.
- მეგობრებს არ გამაცნობ? -პირველმა მე დავარღვიე მაგიდასთან ჩამოვარდნილი სიჩუმე, ამას არ ელოდა ალბათ ახლა გამალებული ფიქრობდა თუ რა იქნებოდა ჩემი მეორე სვლა, მაგრამ ჩათრევას მაინც ჩაყოლა ამჯობინა, მაღლა აქაჩული წარბი ძირს დაუშვა და ღრმად ამოიოხრა.
- მე ერიკი ვარ, -მოულოდნელად წამოხტა ადგილიდან წითურ თმიანი და ხელი გამომიწოდა, -ჩემთვის დიდი პატივია თქვენი გაცნობა, მე ყოველთვის... მე უბრალოდ... -ენა დაება და საცოდავად აბლუყუნდა, ისეთი ბავშვური იყო, ისეთი ბუნებრივი, სიცილი ძლივს შევიკავე, დანიელამ თავი გადააქნია და ხელზე დაქაჩა რომ როგორმე ისევ სამზე დაესვა.
- ერიკს აპატიე, ძალიან აღელდა რომ დაგინახა, შენს გაცნობაზე ოცნებობდა, მისი იდეალი ხარ, შეიძლება ითქვას რომ შენი ფანკლუბი აქვს, ისე ნუ მიყურებ თითქოს ტყუილს ვამბობდე, -ღიმილით გადაულაპარაკა თავჩაღუნულ ერიკს და ისევ მე მომიბრუნდა.
- დანარჩენებს გაგაცნობ, გაიცანი, კრისი, ამანდა, ლილი და დევიდი, -ხელით მანიშნა გასუსულ დემონებზე რომლებიც გაფართოებულ თვალებს არ მაშორებდნენ, -როგორც შენ აღნიშნე ისინი ჩემი მეგობრები არიან, არ მეტყვი აქ რას აკეთებ?
- უბრალოდ მაინტერესებდა როგორ ერთობა საღამოობით ჩემი შვილი, -სიამოვნებით მოვსვი ცივი ლუდი და რბილ საზურგეს თავისუფლად მივეყრდენი.
- ჰოო, მე კი ვფიქრობ შენი აქ ყოფნა იმ პარაზიტის დამსახურებაა ახლა კარს უკან რომ დგას, -გაბუტული ბავშვივით ტუჩებ გაბუსხულმა ჩაიბურტყუნა.
ის იყო დანიელისთვის უნდა მეხმო რომ აღარ დამჭირდა, კარი შემოაღო და დარბაზში შემოვიდა, არავისთვის და არაფრისთვის არ მიუქცევია ყურადღება პირდაპირ დანიელასთან მივიდა, მხრებში ნაზად მოკიდა ხელი, ფეხზე წამოაყენა მერე მის წინ ცალ მუხლზე ჩაიჩოქა, ჯიბიდან ჩემთვის უკვე ნაცნობი ყუთი ამოიღო და გახსნა, დარბაზში ისეთი სიჩუმე იდგა ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდი...
- ცოლად გამომყვები? -ამ ორად ორმა, ათრთოლებული ხმით ნათქვამმა სიტყვამ წამის მეასედში შემოიფრინა დარბაზი და ისევ უკან დაბრუნდა...
- - - - - - - - -
უზამაზარ ხეზე ზურგით მიყრდნობილი იჯდა, შავი თმა თავისუფლად ჰქონდა სახეზე და მხრებზე ჩამოყრილი, ხელები მიწაზე ეწყო, ფეხშიშველი იყო, მოკლემკლავიანი ფართო ნაცრისფერი მაისური და ძველისძველი გაცრეცილი შორტი ეცვა, მოდუნებული და მშვიდი, ოდნავ დაშორებული ტუჩებით თანაბრად სუნთქავდა, თვალები დახუჭული ჰქონდა, თუმცა შორიდანვე იგრძნო ჩემი სიახლოვე და სახეზე თბილი ღიმილი გადაეფინა, მის ფეხებს შორის მოვთავსდი და ზურგით მკერდზე მივეყრდენი, ძლიერი მკლავები წელზე შემომხვია და ლოყა კეფაზე დამადო.
- კიდევ ბრაზობ ჩემზე? -შემპარავი ხმა ჰქონდა, ისეთი მთელ სხეულში ჟრუანტელად რომ მივლიდა და სულს მითბობდა, როგორ შემეძლო მასზე გაბრაზებული ვყოფილიყავი.
- ჩემს თავზე ვბრაზობ, ბრმა ვიყავი, ვერაფერს ვამჩნევდი რაც ჩემს გარშემო ხდებოდა, პროფესორს და მის ინტრიგებს რომ თავი დავანებოთ აღმოვაჩინე რომ თურმე საკუთარ შვილსაც კი არ ვიცნობ კარგად, ვიცი რომ მისი დემონებთან ურთიერთობის შესახებ იცოდი, არ გაბედო უარყოფა.
ჩემს მუქარა შერეულ ხმაზე გაეცინა, უფრო მაგრად მომეხვია, დაიხარა და ლოყაზე ცხელი, ხმაურიანი კოცნა დამიტოვა.
- დიდი ხანი არ არის რაც გავიგე, მან და დანიელმა მშვენივრად მოახერხეს ჩვენი გაცურება, რას არ მივცემდი რომ მენახა დემონებით სავსე ბარში როგორ სთხოვა ხელი, -თავი ვერ შეიკავა და გულიანად გაიცინა.
- იცოდი რომ ხელი უნდა ეთხოვა?
- ვიცოდი, მე და დანიელმა დილით ვისაუბრეთ, თუმცა მოვლენების ასე განვითარებას ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ იცოდე თავი რა უცნაურად ვიგრძენი როცა დღეს დილით მის თითზე ნიშნობის ბეჭედი დავინახე, -ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა და ღრმად ამოისუნთქა.
- ჰო ჩემთვისაც ძნელი იყო, თუმცა მთავარია რომ დანიელა ბედნიერია.
- ხომ შეეძლო დანიელს ცოტა ხანსაც მოეცადა, -საცოდავად დაიწუწუნა და ასეთ აზრაელს შეუჩვეველმა ღიმილი ვერ შევიკავე.
- მას ნუ დაადანაშაულებ, შენი ქალიშვილი ნამდვილი ინტრიგანია, მერწმუნე რომ არ სდომებოდა დანიელი ასეთ ნაბიჯს არ გადადგავდა, ნამდვილი პატარა ეშმაკუნაა, -მხიარულად გამეცინა როცა გამახსენდა როგორ თამაშობდა კარტს დემონებით გარშემორტყმული, -ისე მართლა უნდა გენახა როგორი სხვანაირი იყო იმ ბარში, გამოგიტყდები და მეც სხვანაირად შევხედე დემონებს, ასტაროტს ვესაუბრე და არ ვიცი როგორ გითხრა, მგონი ვცდებოდით აზრაელ.
- ვიცი და ამ ყველაფერს აუცილებლად გამოვასწორებთ, სასწაულია ხედავ ჩვენმა პატარამ რა მოახერხა? თურმე დემონებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა შესაძლებელია, მეგობრობაც კი...
- ალბათ ყოველთვის შესაძლებელი იყო, უბრალოდ ამის დანახვა არ გვინდოდა, თანაც პროფესორიც არ გვაძევდა ამის საშუალებას, რაც წავიდა ყველაფერი გამოსწორდა...
- ალბათ, თუმცა არ მინდა ჩვენი შეცდომები მას გადავაბრალო, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ ლილა, ჩვენ ყოველთვის გვქონდა არჩევანის საშუალება, ამას არ ვაღიარებდით მაგრამ გვქონდა, უბრალოდ სანამ პროფესორი ჩვენს გვერდით იყო, ჩვენ განტევების ვაცი გვყავდა და სრულიად ადვილად შეგვეძლო ყველა უბედურება მისთვის გადაგვებრალებინა, ახლა კი დრო მოვიდა ნებისმიერ ჩვენს მოქმედებაზე პასუხი თვითონ ვაგოთ...
-
-
-
-
-
ვიცი რომ პატარა თავია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ჯერ კიდევ გუშინ ავტვირთე მეექვსე თავი, არ არის გასაკვირი რომ მეტის დაწერა ვერ მოვასწარი :)
შემდეგი თავი უფრო დიდი იქნება



№1 სტუმარი One

Uuff rogor miyvars sheni shemoqmedebis kitkhva))
Imdenad dakhvewilia da sasiamovnid wasakitkhi))
Kargi gogo khar lila❤️

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

One
Uuff rogor miyvars sheni shemoqmedebis kitkhva))
Imdenad dakhvewilia da sasiamovnid wasakitkhi))
Kargi gogo khar lila❤️


მადლობა <3
კი ვარ შეჩვეული რომ ასეთ ისტორიებს ბევრი მკითხველი არ ყავს მაგრამ მაინც სულმოუთქმელად ველოდები ხოლმე შეფასებებს...

 


დემონები გარემოსთან ადაპტირების შემდეგ შეიცვალნენ თუ დანიელამ შეცვალა? კარგია ლილამ და აზრაილმა ცხოვრების "გადახედვა" რომ გადაწყვიტეს. ბევრი რმ შეიცვლება ამით და კიდევ უფრო გაძლიერდებიან.
ჩემი ისრაფიელი და სხვა ანგელოზები რატომ დამიჩაგრე? აღარ ჩანან უკვე რამდენი ხანია grin
ველოდები შემდეგს relaxed

 


№4  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
დემონები გარემოსთან ადაპტირების შემდეგ შეიცვალნენ თუ დანიელამ შეცვალა? კარგია ლილამ და აზრაილმა ცხოვრების "გადახედვა" რომ გადაწყვიტეს. ბევრი რმ შეიცვლება ამით და კიდევ უფრო გაძლიერდებიან.
ჩემი ისრაფიელი და სხვა ანგელოზები რატომ დამიჩაგრე? აღარ ჩანან უკვე რამდენი ხანია grin
ველოდები შემდეგს relaxed


- ჰოო ეს ცოტა პატარა თავი იყო და ვერ დავტიე ვერაფერი მაგრამ შემდეგ თავში ვეცდები რომ ისრაფიელს მეტი დრო დავუთმო blush

 


№5 სტუმარი ეთული

იმედია მალე იქნება შემდეგითავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent