შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი აზრაელი ( ნაწილი 2 - თავი 8 )


21-09-2022, 22:47
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 306

მთელ ჩემს სხეულს მოდებული გამყინავი სიცივის გამო უკვე სუნთქვა მიჭირდა, შიშველ ფეხებს ძლივს მივათრევდი, ირგვლივ გამეფებული ძრწოლვის მომგვრელი სიჩუმე და ნაცრისფერი ბინდ ბუნდი, დაძაბულ და დამფრთხალ ყოფნას მაიძულებდა, დანგრეულ ალაგ-ალაგ ორმოებით სავსე, ძველისძველ გზას მივუყვებოდი, გარშემო უკიდეგანო, ყავისფრად გადამხმარი ველები იყო გადაჭიმული, შორს კი ქალაქის კონტურები ილანდებოდა, მაღალი ვერცხლისფრად მბზინავი შენობები შორიდანვე ჩანდა და რატომღაც ვიცოდი რომ აუცილებლად უნდა მოვხვედრილიყავი იქ, იქამდე უნდა მიმეღწია...
არ ვიცოდი ეს რა ადგილი იყო და აქ რას ვაკეთებდი, არ ვიცოდი აქ რატომ ვიყავი, წარსული არ მახსოვდა და არც აწყმოს ბუნდოვნება მაშფოთებდა, სადღაც შიგნით ღრმად დამარხულ სიცარიელეს ვგრძნობდი, ვიცოდი რომ რაღაც თუ ვიღაც მაკლდა და აუცილებლად უნდა მეპოვნა, სიარულისგან დასისხლიანებული ფეხებით მივუახლოვდი ქალაქში შესასვლელ უზარმაზარ თეთრი ქვისგან გამოკვეთილ თაღს, რომელსაც აქეთ-იქიდან აბჟარში შეჭურვილი მეომრების ქანდაკებები ამშვენებდა, რომელთა წინაც ხახადაფჩენილი ლომები ისხდნენ, თვალს ძლივს ვუწვდენდი შთამბეჭდავ ქმნილებებს და უფრო და უფრო ძლიერად ვგრძნობდი თუ რაოდენ უსუსური ვიყავი, როგორც იქნა გამბედაობა მოვიკრიბე ნაბიჯი გადავდგი და მერე ბუნდოვნად მახსოვს როგორ დამეჯახა სხეულზე რაღაც ძალიან ძლიერი, მხურვალე და მტკივნეული, ჰაერში ავფრინდი და შესასვლელიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით დავეცი გზაზე, ზურგი და მარჯვენა მხარი კენჭებზე გამეხეხა, ბასრმა წვეტიანმა ქვამ ლოყა და ტუჩის კუთხე გამიკაწრა...
მზერა დაბინდული ვიწექი და ვგრძნობდი როგორ ჩამომდიოდა ლოყიდან სისხლი და ყელის გავლით გულისპირში იღვრებოდა, წამოდგომა ვცადე მაგრამ ვერ მოვახერხე, რაღაც ხდებოდა, რაღაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მე აქ ასე უძრავად ვიწექი, საკუთარმა უძლურებამ შემძრა, თვალები ცრემლით ამევსო...
- ჩემთვის უნდა დაგეჯერებინა და ახლა ასეთ დღეში არ იქნებოდი, -მომესმა ირონიული, დამცინავი ხმა, -თავს ვაიძულე რომ წამოვმჯდარიყავი, ჩემს წინ იდგა, ლურჯი თვალებით მიყურებდა და მხოლოდ ტუჩებით მიღიმოდა, საოცრად საზარელი იყო ეს ღიმილი მის უემოციო სახეზე...
- ეოს, -აღმომხდა ჩახრინწული ძლივსასაგონი ხმა და გაჭირვებით გადავაფურთხე სისხლი და მტვერი, მის გვერდით მდგარ თავჩაღუნულ ერთ ადგილზე გაშეშებულ გოგონას თვალი შევავლე და...
- ოღონდ ეს არა, დანიელა, დანიელა, -მისგან რომ პასუხი ვერ მივიღე ისევ ეოსს მივუბრუნდი, -დანიელა აქ რას აკეთებს, შენს გვერდით რატომ არის და საერთოდ აქ რა ხდება?
- ზედმეტ კითხვებს სვავ საყვარელო, დანიელა იქ არის სადაც უნდა იყოს, შენ კი არაფერში აღარ მჭირდები, მითუმეტეს ახლა რაც ყველაზე მთავარი რამ ვიცი, აქ ჩემს სამფლობელოში, მის გარეშე არაფერს წარმოადგენ...
- მის გარეშე? რას გულისხმობ?
- აზრაელის გარეშე ნამდვილი არარაობა ხარ, და შენ ჩემზე თქვი უარი? -შემზარავად გადაიხარხარა, მომიახლოვდა და ჩემს გვერდით ჩაიმუხლა, უხეშად ჩამავლო თმებში ხელი და თავი უკან გადამაწევინა, სახე მომიახლოვა, ტუჩები ტუჩებთან ახლოს მომიტანა, მისი ცხელი სუნთქვა და უცნაური მძიმე და მწარე სურნელი გონება მიბინდავდა, მინდოდა შევწინააღმდეგებოდი მაგრამ ვერ ვახერხებდი, არანაირი ძალა აღარ მქონდა შერჩენილი.
- ტყუილად ცდილობ, ხომ გითხარი აქ შენ ძალა არ გაგაჩნია და არაფერს წარმოადგენ, შემიძლია მწერივით გაგსრისო მაგრამ ამას არ გავაკეთებ, მინდა შენი თვალით ნახო როგორ გადააბიჯებს შენი საყვარელი ქალიშვილი იმ ზღვარს რომლის იქითაც შენ ვერასდროს შეაღწევ, რომ წარმოვიდგენ როგორი სახე ექნება შენს საყვარელ აზრაელს როცა დანიელას შესახებ გაიგებს საშინლად ვიღგზნები, უყურე და დატკბი... -დანიელას ხელი გაუწოდა, მანაც მშვიდად ჩაკიდა ხელი ეოსს, ჩემთვის არც კი შემოუხედავს, თითქოს დაჰიპნოზებული იყო ისე ემორჩილებოდა მის ყოველ ბრძანებას, ზურგი შემაქცია და ორივე ერთად ნელი ნაბიჯით წავიდნენ ქალაქში შესასვლელი თაღისკენ.
- დანიელა არ წახვიდე, ეოს გთხოვ, ეოს... ამას ნუ გააკეთებ, -ისე იქცეოდა თითქოს ჩემი საცოდავი ხვეწნა-მუდარა არ ესმოდა, თავისუფლად გაიარეს საზღვარი და ნელ-ნელა გაქრენ ჩემი თვალთახედვიდან, თვალთ დამიბნელდა, უკან გადავქანდი მაგრამ ქვიან გზაზე დაცემის მაგივრად რაღაც რბილს და საოცრად ნაზი სურნელის მქონეს მივეყრდენი.
- ჩუუ დამშვიდდი, მარტო არ ხარ ლილა, -თბილი ხმა ჩემს გონებაში შემოიჭრა და წამის მეასედში მოახერხა ჩემი დამშვიდება.
- ვინ ხარ, -მთლად ღონემიხდილმა ვკითხე და უკანასკნელი დარჩენილი ძალა მისკენ შეტრიალებას მოვახმარე, როგორც კი დავინახე მაშინვე ვიცანი... მისი ქერა თმა, დახვეწილი სახის ნაკვთები და თბილი ღიმილი...
- რენა, -აღმომხდა გაკვირვებულს.
- მიხარია რომ მიცანი, -ფრთხილად მიმოიხედა ირგვლივ და წამოდგომაში დამეხმარა, მის მკლავებს ვეყრდნობოდი და თვალებში ვუყურებდი, მშვიდი იყო თუმცა ეტყობოდა რომ ფრთხილობდა.
- აქედან უნდა წახვიდე რაც შეიძლება მალე, არ გეგონოს რომ ეოსმა ასე უყურადღებოდ მიგატოვა, ცოტა ხანში ჯარისკაცები მოვლენ შენს წასაყვანად, მანამდე უნდა მოშორდე აქაურობას.
- ვერ წავალ, იქ ჩემი გოგოა, -სასოწარკვეთილი მზერა მივაპყარი ქალაქში შესასვლელს.
- ახლა ვერაფერს გაკეთებ, ეოსი მართალი იყო, ამ სამყაროში ძალა არ გაქვს, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, წადი და აზრაელთან ერთად დაბრუნდი, მას ერთი წამითაც კი არ მოშორდე გვერდიდან რადგან ერთად თქვენ უძლეველები ხართ, გპირდები პირადად ვიზრუნებ იმაზე რომ დანიელას არაფერი დაუშავდეს, -ერთი წამითაც კი არ მაშორებდა თვალს, ხელებს მაგრად მიჭერდა თითქოს ჩემს დამშვიდებას და იმაში დარწმუნებას ცდილობდა რომ აქედან წავსულიყავი.
- ეს სიზმარი არ არის ხომ ასეა? -საცოდავად ამოვიხავლე.
- თვითონაც მშვენივრად იცი რომ არ არის, მაგრამ არც სინამდვილეა, რაღაც ნაზავია სინამდვილესა და იმის შორის რაც შეიძლება მომავალში მოხდეს, ის რაც ცოტა ხნის წინ ნახე ჯერ არ მომხდარა, თუმცა ამჯერად ვერაფრის შეცვლას ვერ მოახერხებ, შეიძლება დეტალები გადაასხვაფერო მაგრამ მთავარი რაც მოსახდენია მაინც მოხდება.
- ანუ დანიელა... ის...
- ჰო ასე იქნება, მაგრამ მერწმუნე, შეგიძლია მენდო, ყველაფერს გავაკეთებ მის დასაცავად, ეოსს უფლებას არ მივცემ რამე დაუშაოს.
- ვინ ხარ და რატომ მეხმარები? -ძლივსგასაგონად ვკითხე, პასუხად მხოლოდ გამიღიმა თუმცა მის თვალებში არც თუ ისე ოსტატურად შენიღბული ტკივილის დანახვა არ გამჭირვებია, სანამ გონს მოვიდოდი, გულზე გაშლილი ხელი დამადო და მთელი ძალით მიბიძგა.
- გაიღვიძე ლილა, -თითქოს სადღაც შორიდან მომესმა მისი ხმა, წამის მეასედში ჩემს თვალწინ გამოსახულება აიდღვიბა, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს დროსა და სივრცეში სინათლის სიჩქარით გადავაადგილდებოდი, მერე ჩემი რბილი საწოლი ვიგრძენი და შეშინებულმა დავაჭყიტე თვალები, საკუთარ საძინებელში ვიწექი, ადრიანი დილა იყო, ღია ფანჯრიდან სითბო და ყვავილების სურნელი შემოდიოდა თუმცა სხეული არაბუნებრივად მქონდა გაყინული, გვერდით ცარიელ საწოლს გადავხედე, აზრაელს ჩემს გვერდით არ ეძინა, ადგომა ვცადე, როგორც იქნა წამოვდექი და ფეხები ძირს დავდგი თუ არა, საშინელი ტკივილისგან კინაღამ ვიყვირე, დაფეთებულმა შევათვალიერე ჩემი თავი, ხელები დაკაწრული მქონდა, თმები აბურდული, ფეხები გადატყავებული, ზურგი და ბეჭები კი საშინლად მტკიოდა, ვიცოდი რომ ჭრილობები რამდენიმე წუთში მომიშუშდებოდა ასე რომ ტკივილისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, საძინებლიდან სირბილით გამოვვარდი და კიბეებს დავუყევი, სახლში სამარისებური სიჩუმე იდგა, გიჟივით შევვარდი მისაღებში, ერთმანეთის პირისპირ მშვიდად მსხდარი სარიელი და რემიელი რომლებიც ამ დილაუთენია რატომღაც ჭადრაკს თამაშობდნენ, ფეხზე წამოხტნენ და მაშინვე ჩემთან მოიჭრნენ.
- ლილა რა გჭირს რა დაგემართა, -სარიელმა ფრთხილად შემახო ლოყაზე ხელი, ტკივილისგან დავიმანჭე და ყურადღებით მოვათვალიერე იქაურობა.
- დანიელა და აზრაელი სად არიან? -მოუთმენლად ვიკითხე.
- დანიელა ისრაფიელი და დანიელი, ცოტა ხნის წინ გავიდნენ სახლიდან, აზრაელი კი ურიელს და ჰანიელს ესაუბრება ვერანდაზე, -მიპასუხა რემიელმა, ვერანდისკენ გავიქეცი და ისინიც უკან მომყვნენ, კაი გამოვაღე, რამდენიმე სწრაფი ნაბიჯიც და ჩემი ასეთი მდგომარეობით გაოგნებულ აზრაელს მთელი ძალით ჩავეხუტე, ერთხანს არაფერი უთქვამს უბრალოდ თავზე და მხრებზე მეფერებოდა და ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, მერე ფრთხილად მომიშორა და ყურადღებით შემათვალიერა.
- რა მოხდა ლილა? რატომ ხარ ასეთ მდგომარეობაში?
- სიზმარი ვნახე, მაგრამ შენც ხომ იცი ჩემი სიზმრები არასდროს არის ჩვეულებრივი...
- ეს სიზმარში დაგემართა? -აზრაელს სახეზე ერთდროულად აღებეჭდა, ბრაზი, შეშფოთება და ტკივილი ჩემი მდგომარეობის გამო, -კი მაგრამ როგორ? -გაოგნებულმა ჩაიჩურჩულა.
- სახლი ხომ დაცულია ასეთი რამ არ უნდა მომხდარიყო, -ურიელმა კეფაზე შემოიჭდო თითები და ნერვიულად მოიკვნიტა ქვედა ტუჩი.
- მომიყევი რა ნახე, -აზრაელი როგორღაც ახერხებდა სიმშვიდის შენარჩუნებას თუმცა ვგრძნობდი რომ სულ ცოტა აკლდა და აფეთქდებოდა, სარიელი, ჰანიელი და რემიელი დაძაბულები გვიყურებდნენ და ელოდნენ როდის ავლაპარაკდებოდი.
- დანიელა საფრთხეშია, -აღმომხდა და ჩავიკეცებოდი აზრაელის ძლიერი მკლავები რომ არა, სავრძელთან მიმიყვანა და დაჯდომაში დამეხმარა, თვითონ კი ჩემს წინ ჩაიმუხლა.
- ვხვდები რომ შეშინებული ხარ და თავს ცუდად გრძნობ მაგრამ უნდა ვიცოდე რა ხდება, -მშვიდად დამარცვლით გამოთქვამდა ყველა სიტყვას, ჩემი ხელები ეჭირა და ცდილობდა ჩემთვის ის სიმშვიდე გაეზიარებინა რომელიც ჯერ კიდევ ჰქონდა შემორჩენილი.
- არ ვიცი რა ხდება აზრაელ, სადღაც ვიყავი, ალბათ იქ საიდანაც ეოსი მოვიდა, საშინელი ადგილი იყო, უფერული, ბნელი, ყინავდა, მერე ეოსი მოვიდა ჩემთან, ჩვენს გოგონასთან ერთად იყო, მითხრა რომ მიყავდა და მას ვეღარასოდეს ვნახავდი, იმ საზღვარს გადააბიჯეს რომლის იქითაც მე შესვლა ვერ მოვახერხე, ჩემი პატარა გოგო წაიყვანა გესმის? -ცრემლებმა თვალები დამიბინდა და ხმა ამიკანკალდა, -მერე ის ქალი გამოჩნდა, რენა ჩემი ძველი სიზმრებიდან, აქ დაბრუნებაშიც ის დამეხმარა...
- მგონი დროს ვკარგავთ აზრაელ, -ურიელს ეტყობოდა როგორ ვერ ისვენებდა ერთ ადგილზე.
- მართალი ხარ, -აზრაელი წამოდგა და მათ მიუბრუნდა, -მოემზადეთ გავდივართ, სანამ რამე მომხდარა დანიელა სახლში უნდა დავაბრუნოთ.
- უჩემოდ ვერსად წახვალთ, -მაშინვე წამოვხტი და წინ ავესვეტე.
- ასეთ მდგომარეობაში ვერ წამოხვალ, -მხრებზე ნაზად მომხვია ხელი და შუბლით შუბლზე დამეყრდნო.
- ახლა დასვენება გჭირდება, შენი წამოსვლა საჭირო არ არის, გთხოვ უბრალოდ დაისვენე და დაგველოდე კარგი?
- მეორედ აღარ გავიმეორებ, -ცივად გამოვცერი კბილებში, -მეც მოვდივარ, რენამ გამაფრთხილა რომ ერთმანეთს არ უნდა მოვშორდეთ.
- არც კი იცი ვინ არის და ასე ენდობი?
- ვგრძნობ რომ უნდა ვენდო ასე რომ მოვდივარ.
იცოდა რომ ჩემთან კამათს აზრი არ ჰქონდა მითუმეტეს როცა საქმე დანიელას ეხებოდა, ღრმად ამოიოხრა და თავი დამიქნია, სულ რაღაც რამდენიმე წუთში საბრძოლოდ გამოწყობილები ვიდექით ბაღში გახსნილ პორტალთან.
- დარწმუნებული ხარ რომ იქ მივდივართ სადაც საჭიროა? -ჰანიელმა მსუბუქად შემახო მხარზე ხელი.
- რათქმაუნდა დარწმუნებული ვარ, მას ვგრძნობ, -მტკიცედ ვუპასუხე.
- ლილა არასდროს ცდება, -რემიელმა შემომღიმა და მხიარულად ჩამიკრა თვალი, ყველა ჩემს გამხიარულებას ცდილობდა და მეც ვაჩვენებდი თითქოს კარგად ვიყავი, მაგრამ სინამდვილეში თავს საშინლად ვგრძნობდი, იმის თავიც კი არ მქონდა აზრაელისთვის ჩემი გრძნობები და განცდები დამემალა, თუმცა ისიც არ იმჩნევდა რომ ჩემს გრძნობებს გრძნობდა და საკუთარ ტკივილთან ერთად ჩემიც ტკიოდა, ის იყო პორტალში უნდა შეგვებიჯებინა რომ თითქოს არსაიდან ჩვენს გვერდით ლეო და ჯესი გაჩდნენ, არავის გაკვირვებია, ანგელოზებისგან ნებადართული ჰქონდათ ჩვენს სახლში ამ გზით სტუმრობა, ჯესიმ დამინახა თუ არა მაშინვე ჩემსკენ გამოექანა და ჩამეხუტა.
- არ ვიცი რა ხდება ლილა მაგრამ ვგრძნობ რომ ჩემი დახმარება და მეგობრის თანადგომა გჭირდება, ყველაფერი გარგად იქნება, -თვალი აზრაელისკენ გავაპარე რომელიც ლეოს ესაუბრებოდა, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა, არასდროს არაფერს ამბობდა მაგრამ, ყოველთვის აკვირვებდა ჩემი და ჯესის სულიერი კავშირი...
- არ გკითხავთ რა ხდება, თუმცა მეც თქვენთან ერთად მოვდივარ, -გამოაცხადა ჯესიმ როცა როგორც იქნა მომშორდა, თითი მუქარით აღმართა ჰაერში, თითქოსდა ანგელოზებს აფრთხილებდა რომ არ შეწინააღმდეგებოდნენ.
- დამშვიდდი დაიკო, არავინ გიშლის მათთან ერთად წასვლას, -ლეო მიუახლოვდა მოეხვია და თავზე აკოცა, -აზრაელს უკვე ველაპარაკე და მათთან ერთად მივდივართ.
- მადლობა, -ვანიშნე უხმოდ, თავი დამიკრა და რამდენიმე წამში გაუჩინარდა.
- მგონი ჩვენი წასვლის დროა, ჯესიმ ხელი ჩამჭიდა და მასთან ერთად შევაბიჯე ცისფრად მოლივლივე პორტალში...



ლილას სიზმარი ეოსს და დანიელას ეხებოდა? მე კიდევ რატომღაც მეგონა რომ დანგრეული ქალაქი ალთეინი იყო. კი ვიცი, რომ ეოსს არაფერი გამოუვა, მაგრამ საბოლოო გამარჯვებამდე ბევრის გადატანა მოუწევთ ლილას და ანგელოზებს.
ახალი პერსონაჟი ვინ არის? რა აკავშირებს ლილასთან?
ველოდები შემდეგს❤️

 


№2 სტუმარი ეთული

მეც ძალიან მაინტერესებს მალე დადეთ რა შემდეგი თავი

 


№3 სტუმარი სტუმარი რუსკა

ეეე პატარა თავებს დეებთ,თან გვიან გვიაან.იმედია დიდი არააა კიდევ თორე სუკს ვერ მივიტან ბოლომდე????????

 


№4  offline წევრი ლილა ნესი

სტუმარი რუსკა
ეეე პატარა თავებს დეებთ,თან გვიან გვიაან.იმედია დიდი არააა კიდევ თორე სუკს ვერ მივიტან ბოლომდე????????


ჯერ კიდევ ბევრია დასასრულამდე blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent