შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი აზრაელი ( ნაწილი 2 - თავი 9 )


26-09-2022, 21:56
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 460

პორტალიდან ცისკრის ვარსკვლავისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით გადმოვედით, ჩემს გვერდით მდგარი აზრაელი პირგამეხებული ათვალიერებდა გადაბუგულ-გადახრიოკებულ ტერიტორიას რომელიც სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ ნამდვილ ოაზისს გავდა, შენობა უვნებლად იდგა ძველ ადგილზე თუმცა უსიცოცხლოდ იყო ჩაბნელებულ-ჩანაცრისფრებული, მანათობელი აბრა ნახევრად ჩამოვარდნილი ეკიდა შესასვლელის თავზე და საცოდავად ბჟუტავდა, საფრთხეს ვერ ვამჩნევდი, ვერც ვგრძნობდი, რაც არ უნდა მომხდარიყო, უკვე დასრულებული იყო...
- რამდენიმე წუთით დავაგვიანეთ, -ტკივილ გარეული ხმით გამოსცრა კბილებში, თვალი ამარიდა და შენობისკენ წავიდა, დანარჩენი ანგელოზებიც მას მიყვნენ, მის კვალდაკვალ მოიქუფრა ზეცა, აცივდა, შავი სქელი ღრუბლები შეგროვდა ჩვენს თავზე, ვიცოდი რომ ამ ყველაფერს აზრაელის მრისხანება იწვევდა თუმცა ჩემი გონება ახლა მხოლოდ დანიელაზე ფიქრით იყო დაკავებული.
- დანიელას ვეღარ ვგრძნობ, -ჩემდაუნებურად წამომცდა, ერთ წამს შედგა აზრაელი, ვხედავდი როგორი დაძაბული იყო, მოელვარე ხმლის ვადას ხელს ისე უჭერდა სადაცაა შემოატყდებოდა, ვგრძნობდი რომ მანაც დაკარგა დანიელასთან კავშირი და ეს აშფოთებდა, შემომხედა, ყოველთვის ღამესავით შავი თვალები ახლა უცნაურად უელვარებდა, თითქოს შიგ ცეცხლი ენთო რომელიც მთელ სამყაროს განადგურებას უქადდა, პირველად მეხამუშა და მეუცნაურა მისგან მომავალი უზომოდ ძლიერი ენერგია, არაფერი უთქვამს ისე გააგრძელა გზა შენობისკენ, მე და ჯესი უშიშრად მივყვებოდით უკან, ჩემი ძალების წყალობით რომლითაც უხილავ დამცავი ფარის შექმნა შემეძლო ყველა უსაფრთხოდ ვიყავით, ყურადღებით ვათვალიერებდი გაუკაცრიელებულ გარემოს, შესასვლელთან მისულს ცუდმა წინათგრძნობამ მარწუხივით მომიჭირა გულზე და შევბარბაცდი...
- დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, -ჯესიმ ხელი შემაშველა და თანაგრძნობით სავსე თვალები შემომანათა.
- არაფერი აღარ იქნება კარგად, დანიელა აქ არ არის, დანიელი და ისრაფიელი კი... -სიტყვა შუაზე გამიწყდა როგორც კი დარბაზში შევაბიჯე, იქაურობა მიტოვებულ ბრძოლის ველს ჰგავდა, ბარში რამდენიმე დემონი იყო, დაშავებულები იყვნენ და ცდილობდნენ ერთმანეთისთვის ემკურნალათ, დარბაზში შემოსასვლელ უკანა კართან მქრალად მოციმციმე თითქმის დახურული პორტალი ჩანდა, პორტალის წინ კი მკერდგასისხლიანებული სახეგაფითრებული ისრაფიელი იწვა, ისრაფიელის თავთან დანიელი და რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო ასტაროტი და ბელიზარი იყვნენ ჩამუხლულნი, აზრაელი არავის და არაფერს აქცევდა ყურადღებას პორტალს უტრიალებდა და ჩემთვის აშკარა იყო რომ რაღაცას გეგმავდა, სუნთქვაშეკრული მივიჭერი ისრაფიელის უგონო სხეულთან და მუხლებზე დავეშვი, მკერდზე დავადე ხელი, ცოცხალი იყო თუმცა გული ძლივსშესამჩნევად ფეთქავდა, ვგრძნობდი რომ დიდხანს ვერ გაატანდა, ვეღარ ვაზროვნებდი, თავში ქაოსი მქონდა, აღარ ვიცოდი უგზოუკვლოდ დაკარგულ დანიელაზე უნდა მეფიქრა, მომაკვდავ ისრაფიელზე თუ დანიელზე რომელიც ნაცემი ლეკვივით მიყურებდა თვალებში.
- მაპატიე ლილა, მაპატიე რომ ვერ დავიცავი, -ჩემი ხელები ხელებში მოიქცია და ჩაწითლებული, აწყლიანებული თვალებით შემომხედა, -მაპატიე რომ ეოსს უფლება მივეცი წაეყვანა...
- აზვიადებს, რაც მან დანიელამ და ისრაფიელმა გააკეთეს იმაზე მეტის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელი იყო, უამრავი ჩემიანი გადაარჩინეს, ისრაფიელიც ერთ-ერთ ჩვენგანს გადაეფარა და მაშინ დაჭრეს, -ასტაროტი ჩვეულებისამებრ მშვიდი და უემოციო იყო, -ძალიან ბევრნი იყვნენ, ჩვენი დაცვის მიუხედავად მაინც მოახერხეს და ბარში გახსნეს პორტალი, ჯერ სპეციალურად გაწვრთნილი ჯარისკაცები შემოვიდნენ, მათ კი უკან ის მოყვათ...
- ეოსი, -ძლივსგასაგონად ამოვიხრიალე.
- მასთან ერთად სინეა იყო, თურმე ის აწვდიდა ეოსს მთელი ამ დროის განმავლობაში ინფორმაციას თქვენსა და ჩვენს შესახებ.
თავიდან მეგონა რომ მომესმა, გაოცებულმა შევხედე დანიელს და მის თვალებში დანახულმა სიმართლემ შემძრა, ასტაროტი არ ტყუოდა, სინეამ ყველას გვიღალატა, ეს როგორ შეეძლო, ოჯახის წევრივით მივიღეთ, დანიელა სულ ერთი ციცქა ახსოვს...
- მაპატიეთ, -თითქოს სადღაც შორიდან მომესმა ლეოს დახშული ჩავარდნილი ხმა, თავდაღუნული მხრებში მოხრილი იდგა აზრაელის გვერდით და საკუთარ თითებს დაჰყურებდა, შემეცოდა, მართლა ძალიან შემეცოდა...
- ყველაზე საოცარი ის იყო რაც ეოსის გამოჩენის შემდეგ მოხდა, მანამდე მებრძოლი დანიელა უცბად შეიცვალა, -ბელიზარმა თავი გადააქნია და ხელები გაშალა, -როგორც კი ეოსი დაინახა, გაშეშდა, უპრობლემოდ შეყვა პორტალში, დანიელი ფაქტიურად მარტო დარჩა მათ წინააღმდეგ, ასტაროტი ჩვენთან არ იყო რომ დახმარებოდა, გვიან მოვიდა, როცა დანიელმა ყველას მოუღო ბოლო და პორტალის მეშვეობით მათ დადევნებას აპირებდა მაშინ დაჭრეს ისრაფიელი, ერთ-ერთმა გადარჩენილმა ჯარისკაცმა ბავშვის მოკვლა სცადა და მას გადაეფარა...
- გვიან მოვედი, -უკვე აღარ მეჩვენებოდა და ასტაროტის ხმაში მართლაც ისმოდა სინანული, -დანიელისგან და ისრაფიელისგან ყველა დავალებულები ვართ, ბარი სავსე იყო ჩვენიანებით, ჩემი შვილი დაბადების დღეს აღნიშნავდა...
- როდის აქეთია დემონები დაბადების დღეებს აღნიშნავენ? -მკვეთრად გამოხატული ზიზღით ჩაილაპარაკა ჩემს უკან მდგარმა ჯესიმ და იქვე კედელთან მიმჯდარი და მუხლებზე ხელებშემოხვეული თორმეტიოდე წლის შავთმიანი და შავთვალება ბიჭუნა შეათვალიერა.
- ბოლო რამდენიმე წელია აღვნიშნავთ, დანიელას იდეა იყო, -ასტაროტს ტუჩის კუთხეში რაღაც ღიმილის მაგვარი შეეპარა, -შეგეძლო შენც მოსულიყავი, ბოლოს და ბოლოს შენი ნახევარ ძმაა...
- კამათს შეეშვით, ახლა ამის დრო არ არის, -სასოწარკვეთილმა ვიყვირე.
- ლილა მოდი ჩემთან, -აზრაელის ხმა მომესმა და ახლაღა მივაქციე იმას ყურადღება რომ მთელი ამ დროის განმავლობაში სიტუაციაში არ ჩარეულა, უბრალოდ იდგა გვიყურებდა და გვისმენდა, ხელი გამომიწოდა, წამომაყენა და მათგან მოშორებით გამიყვანა.
- ახლა შეგიძლია ის გააკეთო რისი გაკეთებაც ყოველთვის გინდოდა, -სრულიად მშვიდად მითხრა.
- რას გულისხმობ?
- ისრაფიელი გადაარჩინე, ვიცი რომ ამას შეძლებ, მე კი წავალ და ჩვენს გოგონას სახლში დავაბრუნებ.
- უჩემოდ ვერსად წახვალ ხომ იცი? -უსიამოვნოდ გამცრა იმის წარმოდგენისას რომ იმ სამყაროში ჩემს გარეშე უნდა წასულიყო.
- არ მენდობი?
- ხომ იცი რომ გენდობი, უბრალოდ ზუსტად არ ვიცით იქ რა ხდება და რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს, ხომ იცი რაც მითხრა რენამ...
- რენა? -ცალყბად გაღიმა და ნერვიულად გადააქნია თავი, -ჯანდაბა ლილა, არც კი ვიცით რენა ვინ არის, მან გითხრა რომ იმ სამყაროში ძალა არ გაქვს თუმცა ჩემს შესახებ არაფერი უთქვამს, რადგან არაფერი იცის, იქ ჩემი გოგონაა, ჩემი დანიელა და გპირდები აუცილებლად უვნებელს დავაბრუნებ შენთან, მერწმუნე ჩემი ძალა საკმარისია იმისთვის რმ იქაურობა მიწასთან გავასწორო, ამის გაკეთება შემიძლია, მინდა რომ ჩემი გჯეროდეს გესმის?
უცნაურად მელაპარაკებოდა, სასოწარკვეთილი მთხოვდა რომ მისი მერწმუნა, თითქოს ეს სჭირდებოდა იმისთვის რომ საკუთარი ძალა უკეთ ეგრძნო, რომ ჩემთვის ისევ ისეთი დარჩენილიყო როგორიც შემიყვარდა, ჩემი აზრაელი, ლაღი, მხიარული, საკუთარ თავში დარწმუნებული კეთილი ბიჭი, ჩემს თვალებში ეძებდა შვებას და ხსნას, სხვანაირი იყო, ასეთი აზრაელი არ მახსოვდა, თითქოს ბოლოდროინდელმა მოვლენებმა იმოქმედეს მასზე, ვხვდებოდი რომ რაღაცას მიმალავდა და ჩემთან მთლად გულწრფელი არ იყო, მისი ასეთი ცვლილება და თითქოს ჩემთვის ჯერ უცნობი აზრაელის გამოჩენა მაშინებდა, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი რომ რაც არ უნდა მეთქვა ვერ გადავარწმუნებდი და გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა, დრო კი აღარ იცდიდა, დანიელა სადღაც მისთვის უცნობ სამყაროში იყო, იმ შეშლილ მანიაკთან ერთად აქ კი ისრაფიელი ებრძოდა სიკვდილს.
- თავს გაუფრთხილდი და დანიელასთან ერთად დამიბრუნდი, -მშვიდად ვუთხარი და ვიცი მიხვდა რად დამიჯდა ამ სიტყვების წარმოთქმა, ჩემს საყვარელ გრძელ თითებში მოიქცია ჩემი სახე და საოცარი ჟინით და გრძნობით დამეწაფა ტუჩებზე, სურვილის გემო ჰქონდა მის კოცნას, დამშვიდობების, შიშის, ტკივილის და რაღაც უცნაურის და ჯერ არგანცდილის მოლოდინის...
- ურიელი, სარიელი, რემიელი, დანიელი და ლეო ჩემთან ერთად წამოვლენ, ჯესი და ჰანიელი კი შენთან დარჩებიან და დაგეხმარებიან, -განკარგულება გასცა და პორტალისკენ წავიდა, დავინახე როგორ გაკრთა ლეოს სახეზე სიხარული და შვება, ვერ მივხვდი რატომ იფიქრა რომ სინეას გამო მას დავადანაშაულებდით, უკან მოუხედავად შევიდნენ მოციმციმე სინათლეში და პორტალიც გაქრა, გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა როცა დავინახე როგორ ჩაქრა მოციმციმე სინათლის უკანასკნელი ნაწილაკი, ახლა ნამდვილად არ მქონდა სისუსტის და საკუთარი თავის შეცოდების დრო, ძალა მოვიკრიბე და ისრაფიელის უგონო სხეულთან ჩავიმუხლე...
ვიცოდი, ათასჯერ მაინც მქონდა წარმოდგენილი ამ ყველაფერს როგორ გავაკეთებდი, ვიცოდი რომ შემეძლო თუმცა ახლა როცა ფაქტის პირდაპირ ვიდექი ყველაფერი არც თუ ისე ადვილი ჩანდა, აცახცახებული დავყურებდი ჩემს ხელებს და ძალის მოკრებას ვცდილობდი რათა ისრაფიელისთვის ჩემი ენერგია გადამეცა მაგრამ არაფერი გამომდიოდა, ვგრძნობდი როგორ ნელდებოდა მისი გულისცემა, არ შემეძლო მისთვის ასეთი გაფითრებულისთვის და მომაკვდავისთვის მეყურებინა...
- რა ჯანდაბა მჭირს? რა ხდება? არაფერი გამომდის, -სასოწარკვეთილმა დავხარე თავი და თვალები მაგრად დავხუჭე, თითქოს ასე გავექცეოდი იმ სინამდვილეს რომ ასეთი არაფრის მაქნისი ვიყავი.
- უბრალოდ უნდა დამშვიდდე, ყველაფერი გამოგივა, -ჰანიელმა მხარზე მაგრად მომიჭირა ხელი, -ნუ ნერვიულობ, ვიცი რომ შეგიძლია.
- ჰანიელი მართალია, ახლა ძალა უნდა მოიკრიბო, -ჯესი ჩემს გვერდით დაეშვა მუხლებზე, წელზე ხელი მომხვია და მხარზე მომეკრა, -უნდა მოინდომო, ყველასთვის ლილა, აზრაელისთვის, დანიელასთვის, ჩვენთვის...
თვალი გავახილე და ჩემი მზერა ასტაროტის წითლად მოელვარე თვალებს შეეჩეხა, უცნაურად ჩაფიქრებული გვიყურებდა მე და ჯესის, რაც არ უნდა დაუჯერებელი ყოფილიყო მის სახეზე აშკარად გამოხატულ გაოცებას, გაურკვევლობას და ოდნავ შესამჩნევ სითბოს ვხედავდი, კიდევ ერთხელ ვიფიქრე რომ მართალი იყო როცა მითხრა საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ამჩნევო, მხოლოდ ახლა დავფიქრდი იმაზე რომ დემონებსაც ჰქონდათ გრძნობები უბრალოდ კარგად შეეძლოთ ამ ყველაფრის შენიღბვა, იქნებ თავიდან მართლაც ისეთები იყვნენ როგორსაც ანგელოზები აღწერდნენ მაგრამ დროთა განმავლობაში შეიცვალნენ...
ერთხანს თითქოს რაღაც გადაწყვეტილების მიღებას ცდილობდა მერე ჯესიზე გადაიტანა მზერა, ვიგრძენი როგორ დაიძაბა ჯესი, მერე ერთბაშად მოეშვა, უხმოდ ჩვენთვის გაუგებრად ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, ბოლოს გაიღიმა და ხელი გამომიწოდა.
- ხელი ჩამკიდე, დაგეხმარები.
- შენ... შენ ეს შეგიძლია? ამას გააკეთებ? როგორ? -არ მჯეროდა რომ ასტაროტი დახმარებას მთავაზობდა და ის უფრო მეტად არ მჯეროდა რომ ამის გაკეთება შეეძლო.
- რაკი შენ არ იცი ეს იმას არ ნიშნავს რომ არ შეგვიძლია და დახმარების სურვილი არ გვაქვს, -ბელიზარის ხმაში ბრაზი გაკრთა თუმცა ასტაროტმა ანიშნა გაჩერებულიყო და ისიც უსიტყვოდ დაემორჩილა.
- დათანხმდი ლილა, მამას შეუძლია დაგვეხმაროს, -ჩამჩურჩულა ჯესიმ, ეს კიდევ ერთი მოულოდნელობა იყო ჩემთვის, ჯესიმ ასტაროტს მამა დაუძახა, დაუფიქრებლად გავუწოდე ხელი თანაც ყველანაირად ვცდილობდი რამე შეცდომა არ მომსვლოდა და უნებურად მისთვის არაფერი დამეშავებინა, მაგრად ჩამჭიდა თითები...
- მას ხომ არაფერი დაუშავდება? -სრულიად ალოგიკური რაღაც ვკითხე.
- იმაზე მეტი არაფერი რაც მაშინ მოუვა თუ სწრაფად არ ვიმოქმედებთ.
- მომეჩვენა თუ ხუმრობ ასტაროტ, -გაღიმება ვცადე.
- ვგრძნობ როგორ ღელავ, დამშვიდდი, -დაბალი ძლივსაგასაგონი ხმით მითხრა და ჩვენი შეერთებული ხელები ისრაფიელის მკერდზე მოათავსა, -მოდუნდი და ერთმანეთს უფლება მივცეთ ჩვენი ძალები გაერთიანდეს, მინდა გითხრა რომ ეს ძალიან მტკივნეული იქნება, თუმცა ვიცი რომ გაუძლებ, -სადღაც შორიდან მომესმა მისი ხმა და მერე სხეულში საშინელი სიმხურვალე ვიგრძენი, გარს ნისლი და ნაცრისფერი ლანდები შემომეხვია, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ძვლები ნაწილ-ნაწილ მემსხვრეოდა და მერე წამახული წვერებით მერჭობოდა სხეულში, რამდენიმე წამით ჩვენი ძალები გაერთიანდა და მთელი ჩემი არსება საუკუნოვანმა ბნელმა ქაოსმა, სევდამ, ბრაზმა, იმედგაცრუებამ, სინანულმა და მომავლის იმედმა მოიცვა, ნეტავ ის რას გრძნობდა ახლა...
თავი ავწიე შევხედე და გავშრი, მის გარშემო ჰაერი ბრწყინავდა და ათასფრად ლივლივებდა, მუდმივად წითლად მოელვარე თვალები ჩამუქებოდა და მთვარის შუქზე ალივლივებული ტბებივით უციმციმებდა, სახეზე ნეტარი ღიმილი ეფინა, ოდნავ შეხსნილი ტუჩები უთრთოდა, ჩემს ხელზე ჩაჭიდებული თითები ეწვოდა მაგრამ ვფიქრობ იმ სიამოვნებასთან შედარებით რომელსაც ჩემს ძალებთან შერწყმა ანიჭებდა მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავდა რამდენიმე დამწვარი თითი, გული უცნაურად მომეწურა როცა დავინახე როგორ გადმოლახა ერთადერთმა ობოლმა ცრემლმა მისი თვალის უპე და ლოყაზე ჩამოეღვარა, გამიღიმა... მოვდუნდით, ახლა ორივე მხოლოდ მის გადარჩენაზე ვიყავით კონცენტრირებულნი, ჩვენი შეერთებული ხელებიდან სასიცოცხლო ენერგია იღვრებოდა და ისრაფიელს ერტყმოდა გარს...
არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი, რამდენიმე წუთს? იქნებ რამდენიმე წამს? ან იქნებ მთელი საუკუნე, არ ვიცი, ერთადერთი რასაც ვგრძნობდი უზომო დაღლილობა იყო, ხელის გულის ქვეშ აქამდე უძრავად მწოლი სხეულის მოძრაობა და გულის ძალუმი ფეთქვა რომ ვიგრძენი მაშინღა მივეცი ჩემს თავს უფლება რომ თვალები დამეხუჭა და უძირო წყვდიადს დავნებებოდი...
- - - - - - - - - -
- სასიამოვნო სურნელია არა? -ოქროს ძაფებით მოქარგულ გრძელ თეთრ კაბაში გამოწყობილი თმაგაშლილი რენა გვერდით მომიჯდა და კალთაზე გვირილების თაიგული დამიდო, ავიღე დავყნოსე და სახეზე სიამოვნების ღიმილი გადამეფინა, ფეხშიშველი ვიყავი, თხელი ჭრელი სარაფანი მეცვა და გრძელ თმას მსუბუქი, თბილი ნიავი მიწეწავდა, კლდის ნაპირას მდგარი ერთადერთი მწვანე ვარჯიანი ხის ქვეშ პირდაპირ ბალახზე ვისხედით, მოკრიალებულ ცაზე ღრუბლის ნასახიც კი არ ჩანდა, ჩვენგან მოშორებით, მდინარე მოედინებოდა რომელიც კლდიდან იღვრებოდა, გაცოფებული ღრიალით იმსხვრეოდა ქვებზე და კლდის ძირში ულამაზეს აქაფებულ აუზს ჰქმნიდა, ჩვენს უკან თვალუწვდენელი მწვანე მინდვრები ბიბინებდა სადაც თავისუფლად ძოვდნენ ბალახს ველური ცხენები, ჩვენს წინ კი კლდის ქვემოთ თვალმისაწვდომ ადგილზე ულამაზესი ქალაქი იყო გადაშლილი.
- აქაურობა მომწონს, შენც მომწონხარ თუმცა არ ვიცი ვინ ხარ, -გავუღიმე, მხარზე თავი ჩამოვადე და გავყუჩდი როცა მისი თითების ნაზი მოძრაობა ვიგრძენი თმაში.
- მოვა დრო და გაიგებ ვინ ვარ, აქაურობას რაც შეეხება ვხვდები რომ მოგწონს შენი მესმის, უბრალოდ შეუძლებელია არ მოგწონდეს, ერთ დროს მეც მომწონდა...
- ერთ დროს? ეს რას ნიშნავს?
- ძალიან დიდი ხნის წინათ ვიდრე მმართველებს ძალაუფლება დააბრმავებდათ და ერთმანეთთან შუღლით და გაუთავებელი ომით ყველაფერს ბოლოს მოუღებდნენ, აქაურობა ნამდვილი სამოთხე იყო...
- ჰო მაგრამ აქაურობა ახლაც სამოთხეს ჰგავს.
- ის რასაც ხედავ რეალობა არ არის ლილა, -სევდიანი ხმით მითხრა, მერე ხელებით ჰაერში რაღაც უცნაური მოძრაობა გააკეთა და ყველაფერი შეიცვალა, ცა მოიქუფრა, მდინარე დაშრა, გადახრუკულ მინდვრებზე ცივი ქარი დათარეშობდა და ქვიშით მივსებდა თვალებს.
- რა ჯანდაბა ხდება? -მთელი ხმით ვიკივლე როცა ქარმა ფეხებთან დროის მდინარებისაგან მთლად გაპრიალებული ცხენის თავის ქალა მომიგორა, შეშინებული წამოვხტი ფეხზე.
- ახლა ყველაფერი ასე გამოიყურება, -რენამ ხელები გაშალა და სევდიანად გაიღიმა.
- მე... კი მაგრამ მე რა შუაში ვარ?
- შენ ხარ ერთადერთი ვინც ამ ყველაფრის შეცვლას შეძლებს, შენ და აზრაელი, გეგმა მქონდა თუმცა ეოსმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ყველაფრის გადაკეთებამ მომიწია, დანიელა აქ არ უნდა მოხვედრილიყო, აზრაელის გარდა არც დანარჩენი ანგელოზები, თუმცა არის კიდევ ერთი ძალიან სერიოზული რაღაც რაც ვერც მე გავთვალე და ვერც ვერავინ სხვამ, არ მესმის ეს როგორ გამომეპარა...
- რას გულისხმობ?
- აზრაელს, მის ფარულ ძალებს და ამოუწურავ შესაძლებლობებს, ჯერ ეოსმა მერე კი მან ყველაფერი თავდაყირა დააყენეს და ახლა მხოლოდ შენ თუ შეძლებ ამ სამყაროში წესრიგის დამყარებას, გვჭირდები ლილა.
- კი მაგრამ მე რა შემიძლია?
- ხალ მზის ჩასვლისას ქალაქის შესასვლელთან დაგელოდები, -მოდი და გპირდები ყველაფერს აგიხსნი, დამპირდი რომ მოხვალ.
- რატომ უნდა მოვიდე? -თავში ყველაფერი არეული მქონდა, არაფერი მახსოვდა, თითქოს ვხვდებოდი და ვერც ვხვდებოდი რაზე მესაუბრებოდა.
- გაიხსენე, -ჩაიჩურჩულა და მსუბუქად შემეხო საფეთქლებზე, ტანში გამცრა, თითქოს ერთ წამში დალაგდა ყველაფერი თავის ადგილზე.
- აზრაელი, ჯანდაბა აზრაელი... აზრაელი... -შეშლილივით ვიმეორებდი და ერთ ადგილზე ვირწეოდი, ახლაღა გამახსენდა რაც მოხდა, გამახსენდა რომ აზრაელი ჩემს გარეშე წავიდა დანიელას წამოსაყვანად და მე...
- გაიღვიძე ლილა, -რენა წამოდგა და ჩემსკენ გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი.
- არ მძინავს, -ძლივს გასაგონად ამოვილუღლუღე და უკან დავიხიე.
- გაიღვიძე ლილა ჩვენ ყველას ძალიან გვჭირდები, -კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ, კიდევ დავიხიე უკან და განწირულმა შევყვირე როცა ფეხქვეშ სიცარიელე ვიგრძენი, გულისპირში ჩამეჭიდა და დამქაჩა რომ არ გადავვარდნილიყავი.
- მადლობა, მადლობა რომ გადამარჩინე, -ჩემი ჩავარდნილი ხმა ძლივს ვიცანი.
- მადლობას რატომ მიხდი? დაგავიწყდა რომ ფრთები გაქვს?
- შენ ხომ მითხარი ამ სამყაროში ძალა არ გაქვსო.
- ჰო მაგრამ ახლა ხომ აზრაელი აქ არის, ესეც დაგავიწყდა? -თვალი ჩამიკრა და ირონიულად გამიღიმა, -ჰო მართლა ლილა მაპატიე.
- რა უნდა გაპატიო?
- აი ეს, -მკერდზე მთელი ძალით დამკრა ხელისგული და უფსკრულში გადამისროლა, -გაიღვიძე, უკან მომყვა მისი ყვირილი და დაფეთებულმა დავაჭყიტე თვალები...



იმ ყველაფრის შემდეგ რაც ანგელოზებმა და ლეომ გაუკეთეს სინეას მისგან ღალატს არ ველოდი pensive და არც დემონებისგან ველოდი დახმარებას, მით უმეტეს თეთრი შუქით განათებულებს თუ ვნახავდი smile დანიელამ ყველა და ყველაფერი შეცვალა kissing_heart
ეს რენა ვინ არის და რა კავშირი აქვს ლილასთან ან ეოსსთან?
საინტერესოა რა ფარული ძალები აქვს აზრაელს? მემგონი ეოსის სამყაროში გამოუვლინდა და აქამდე თავადაც არ იცოდა. და აქ სადღაც პროფესორიც უნდა გამოჩნდეს, სხვანაირად არ გამოვა smile
ამ თავში კარგი ის იყო რომ ისრაფიელი გადაარჩინეს და განახლებული ძალებით დაუბრუნდება ანგელოზებს და მგონი უფრო ძლიერიც relaxed
ველოდები შემდეგს relaxed

 


№2 სტუმარი თა

დიდებულია როგორც ყოველთვის

 


№3 სტუმარი თა

აღარ აგრძელებ??

 


№4  offline წევრი ლილა ნესი

თა
აღარ აგრძელებ??


ახლა ვწერ და ვეცდები რომ მალე ავტვრთო

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

აღარ აგრძელებთ?????

 


№6 სტუმარი One

Lila gogo mogvenatre❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent