შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შაქრის ციებ-ცხელება (თავი-3)


7-10-2022, 12:38
ავტორი აირ ისი
ნანახია 1 261

ესეც შემდეგი თავი.





8 8 8 8
ალექსი მანქანის სავარძელზე ნატალის გვერდით მოთავსდა და ვინაიდან გარეთ საშინელი სუსხი იყო, ჩაჯდომის თანავე გაყინული ხელების დაორთქვლას მოჰყვა. ოცდასამი დეკემბრის დილა გათენებულიყო. მართალია ქუჩაში აღარ თოვდა, თუმცა გადათოვლილი კორპუსები ისე ლამაზად გადმოჰყურებდნენ ქალაქს, როგორც თეთრ კაბაში გამოწყობილი პატარძალი საქორწინო სუფრას.
ნატალის სახეზე აშკარა ნერვიულობა იკვეთებოდა. მართალია ცდილობდა ყოველივე ეს რაც შეიძლებოდა შეუმჩნეველი დარჩენილიყო, თუმცა ალექსის დაკვირვებულ თვალს ყურადღების მიღმა ნამდვილად არ დარჩენია გოგონას შინაგანი დაძაბულობა და ყოველგვარი დაყოვნების გარეშე იკითხა ამის მიზეზი:
-რა გჭირს? შემთხვევით ხომ არ გადაიფიქრე რასაც გეგმავდი?
გოგონა რამდენიმე წამს ჩუმად იჯდა. საქარე მინიდან გადაშლილი ქუჩის ყურებაში თვალები გაშტერებოდა და გარშემოც თითქოს ვეღარაფერს ამჩნევდა. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც ალექსმა ოდნავ შეანჯღრია და კიდევ ერთხელ წარმოთქვა ხმამაღლა მისი სახელი.
-რა? რა მოხდა? რამე მითხარი?
მამაკაცს მის დაბნეულობაზე მსუბუქად ჩაეცინა.
-გკითხე ხომ არ გადაიფიქრე რასაც გეგმავდი-მეთქი
-და მაგას რატომ მეკითხები?
-არ ვიცი, ფიქრებით სადღაც კოსმოსში დაფრინავ და ალბათ ამიტომ
-ჰოდა ნუ ღელავ, არაფერიც არ გადამიფიქრებია -საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული ტონით განაცხადა ნატალიმ, თან საჭეზე აათამაშა ბეჭდებით გალამაზებული თითები -მოიცა, შენ არაფერი მოგაქვს? რაღაც ბარგს ვერსად ვხედავ
-მაგაზე ნუ ღელავ, რაც დამჭირდება ყველაფერს ადგილზე ვიყიდი -მერე ჩაფიქრდა და დაამატა:-ისე არც კი მჯერა, რომ ახლა მანქანაში გიზივარ და სამი დღით გუდაურში მოგყვები, რათა შენ ვიღაც სებე ანჯაფარიძე შეაბა
-ნუ წუწუნებ რაა სქვიდბორდ! ლალიტას ვთხოვდი, მაგრამ თუ გაიგებს, რომ გუდაურში წასვლა სებეს იქ ყოფნის გამო მინდა, მინიმუმ მაგინებს და მაქსიმუმ აღარ ვიცი რას მოიმოქმედებს. აშკარად ჯობდა მეთქვა გარკვეული პერიოდით მარტო მინდა ყოფნა-მეთქი
-და მართლა მარტო რომ წასულიყავი ამაზე არ გიფიქრია? -გამომცდელი მზერით უყურებდა ალექსი ამის თქმისას. პასუხს არც დაუგვიანია:
-ჯერ ერთი ისეთი სასტუმრო, რომელიც ამ დასაწვავი პანდემიის პერიოდში ღიაა, საკმაოდ დიდი იშვიათობაა და პირველ რიგში ეს უნდა გიხაროდეს და მერეც მეორე, მარტომ იქ რა უნდა ვაკეთო? მირჩევნია გვერდით ვიღაც მყავდეს და ვინაიდან ეს დღეები საქმე არაფერი გაქვს, კამპანია უნდა გამიწიო, ალექსიკო
-ეგრე კიდევ ერთხელ დამიძახებ და პირობას გაძლევ კამპანიონის გარეშე დარჩები!
-ნუ იღრინები რაა, იცი რა მაგრად გავერთობით? თხილამურებზე დგომასაც გასწავლი
-არ შეწუხდე, ბავშვობიდან მეზიზღება მთის კურორტები. სავარაუდოდ ნომერში ვიჯდები და იქედან ფეხსაც არ გამოვადგამ
გოგონამ თვალები აატრიალა, თუმცა თქმით აღარაფერი უთქვამს. ამის მაგივრად გასაღები საჭირო ადგილას მოარგო, მანქანა დაქოქა და იგი მეტად ფრთხილად გაიყვანა ავტოსადგომიდან, რათა მარჯვნიდან და მარცხნიდან ამომდგარი ავტომობილები არ დაეზიანებინა.
გუდაურისკენ მიმავალ გზას მაგნიტოფონში აჟღერებული მუსიკების თანხლებით დაადგნენ. ნატალი საკმაოდ მხიარულ განწყობას ინარჩუნებდა და ლაპარაკის ხასიათზეც მოსულიყო. რაც შეეხება ალექსს, მის სახეზე მხიარულების არანაირი ნიშან-წყალი არ შეიმჩნეოდა და ხმასაც მხოლოდ მაშინ თუ ამოიღებდა, როდესაც ნატალი რამე შეკითხვას დაუსვამდა. ერთ-ერთ ასეთ შეკითხვაზე მეტად მოკლე პასუხის მიღების შემდეგ, გოგონას ყელში ამოუვიდა და ოდნავ გაბრაზებული სახით მიუტრიალდა მამაკაცს:
-კარგი რა, რას მებუტები?! გეგონება სკამზე მიბმული ძალით მყავდე წამოყვანილი
ალექსს ჯერ გაუკვირდა მისი ასეთი რეაქცია, ბოლოს კი გაეცინა.
-შენ რა შუაში ხარ გოგო? უბრალოდ მგზავრობის წამალი მაქვს დალეული და გვერდით მოვლენად ძილიანობის ეფექტი აქვს
-მოიცა, მოიცა, შენ რა მგზავრობა კიდევ გწყენს?
-ზოგადად არა, თუმცა შორ გზებზე თავს ვიზღვევ ხოლმე
-გამაგიჟებ რაა -გაეღიმა გოგონას -ერთი გრამითაც კი არ შეცვლილხარ. ზუსტად ისეთივე ხარ დარჩენილი, როგორიც აქედან წასვლამდე იყავი
-ჰოო? და შენზე რას მეტყვი? შემთხვევით ის გამო*ირებულ რატი კიდევ ხომ არ გეხმიანება?
ამ სახელის ხსენებისას ნატალის კვლავ ყრუ ტკივილი მოაწვა გულზე, თუმცა გარეგნულად არაფერი შეუმჩნევია.
-არა, აღარ მეხმიანება -მოკლედ მოუჭრა, მერე კი დაამატა:- ეგეთი უხეში სიტყვით აღარ მოიხსენიო ხოლმე რაა
-კაცი რომ შენნაირ ქალზე უარს იტყვის, გამო*ირებულის გარდა კიდევ რით უნდა მოვიხსენიო?
-მთავარია მაგას სებე მიხვდეს, თორემ რატის მატარებელმა უკვე დიდი ხანია ჩაიარა
რამდენიმე წამით დუმილმა დაისადგურა. შემდეგ კვლავ ალექსი ალაპარაკდა:
-მართლა არ მესმის, ამ სებე ანჯაფარიძის შებმა რაღაში გჭირდება? დავიჯერო კაცით ისე დაინტერესდი, რომ მის გამო გუდაურში მიდიხარ?
-სიმართლე თუ გაინტერესებს ეგ სებე მაგრად მ*იდია, ალექს -თქვა მან სახეზე გადაკრული მკაცრი გამომეტყველებით -უბრალოდ რასაც ვაკეთებ საქმეს სჭირდება და მორჩა
-საქმეს?
-ჰო საქმეს და ამის მეტი აღარაფერი მკითხო, კარგი?
-კი ბატონო, როგორც გინდა -ღრმად ჩაისუნთქა საქარე მინიდან შემოვარდნილი ცივი ჰაერი, მერე კი კვლავ ნატალის მიუტრიალდა. გოგონა საჭეს ორივე ხელით ჩაფრენოდა და გზას თვალს არ აცილებდა -მაგარი იდეა მაქვს
-მაინც რა იდეა?
-აქედან დაახლოებით ერთ კილომეტრში რესტორანია, სადაც ყველაზე მაგარი ქათმის პაშტეტი აქვთ და . . .
-არავითარ შემთხვევაში -დაწყებული შუა გზაზე გააწყვეტინა გოგონამ -პაშტეტი კალორიების ბომბია, მე კიდევ კარგ ფორმაში მინდა ვიყო
-ჰოდა შენ სხვა რამე შეუკვეთე, დაპატიჟება მთლიანად ჩემზე იყოს, ყოველგვარი გერმანული გადახდების გარეშე
-ჰმმ, ეგ კიდევ შეიძლება -საჭეზე აათამაშა თითები. შემდეგ ყურებამდე გაღიმებული სახით გადმოხედა მამაკაცს და საზეიმო ხმით დაამატა :-გული მიგრძნობს, რომ მე და შენ ეს დღეები ძალიან მაგრად გავერთობით
-ვნახოთ, ვნახოთ -გაეცინა ალექსს და მაგნიტოფონში ჩართული წყნარი მუსიკის ფონზე, სავარძლის საზურგეს თვალდახუჭული მიეყრდნო.





8 8 8 8
-დანიელ, შეგიძლია მოხვიდე? თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ! -ყურმილში ლალიტას სასოწარკვეთილი ხმა ჩაესმა მამაკაცს და საკმაოდაც ააფორიაქა ყოველივე ამან.
შუა დღე ხანი იყო. დანიელი სათათბირო დარბაზში, კომპანიის თანამშრომლებთან ერთად იჯდა და აღმასრულებელი დირექტორის მიერ მოწყობილ პრეზენტაციას ადევნებდა თვალყურს, დიდ კედელზე გამოსახულ სლაიდზე. ერთიანად საქმეში ჩაფლული, გოგონას ზარმა იმდენად აანერვიულა, წამის მეასედში გადაავიწყდა ის, თუ სად, რისთვის ან რის გამო იმყოფებოდა კომპიუტერებით აღჭურვილ დარბაზში. გონებაში მხოლოდ ლალიტას ხმა უტრიალებდა, ჩახვეული ვიდეო-ფირივით, რომელიც ყოველ ორ წამში ერთხელ მეორდებოდა და მეტად საგანგაშოდაც ჟღერდა დანიელის თავში.
-ლალიტა რა გჭირს?! -სკამიდან ინსტიქტურად წამოიმართა, თან მოსაცმელს დაავლო ხელი -სასწრაფო უკვე გამოიძახე?
-გამომიძახეს -სუსტი ხმით ჩასძახა ყურმილში გოგონამ -ავტოსადგომზე, პირველივე შემხვედრ მანქანის მძღოლს მივადექი, საავადმყოფოში წამიყვანეთ-მეთქი, მაგრამ მითხრა ავნერვიულდები, საჭეს ვერ ვმართავო და 112-ში დარეკა
დანიელი უკვე სათათბირო დარბაზიდან გასულიყო, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე და კართან დადგმულ მაგიდასთან მჯდომი მდივანი გოგონას გაკვირვებული სახის გვერდის ავლით მიემართებოდა ლიფტისკენ.
-ნუ გეშინია, გესმის?! -ღრმა ამოსუნთქვა ამოაყოლა მამაკაცმა ამ სიტყვებს, თან შუბლზე ნერვიულად მოისვა ხელი და ლიფტის გამოძახების ღილაკს ცერა თითი იმდენად მაგრად მიაჭირა, რომ იგი ლამის მეორე მხარეს გაიტანა -ლოკაცია ჩამიგდე და სამყაროს მეორე ბოლოშიც რომ იყო, შენთან მაინც უმოკლეს დროში გავჩნდები!
-კარგი, გიგდებ
-სწრაფად ლალიტა, სწრაფად!
მამაკაცმა ყურმილი დაკიდა და როგორც კი ლიფტის კარი გაიღო, მაშინვე შიგნით შევიდა. არც კი ახსოვდა ბოლოს ასეთი შეგრძნებები როდის გამოსცადა. ნერვები თავში უროსავით უკაკუნებდა, ყელზე მფეთქავი ძარღვი ისე ტოკავდა, როგორც მღელვარე ზღვა, ხოლო სუნთქვის გახშირების ნიშნული ლამის უკანასკნელ ნიშნულს აღწევდა. მას შემდეგ, რაც ლალიტას იცნობდა, არასდროს ახსოვდა იგი ასეთი ანერვიულებული და შეშინებული. სწორედ ამიტომ მიიჩქაროდა გოგონასკენ ასე გამეტებით და შეეძლო ყველასთვის ზედ გადაეარა, ვინც კი წინ გადაეღობებოდა.
მთელი გზა, მანქანას არანორმალური სისწრაფით მართავდა დანიელი. იმ წამს ფეხებზე ეკიდა ყველაფერი, დაწყებული სიჩქარის გადაჭარბებით, დამთავრებული საპატრულო ჯარიმებით. ნერვიულობისგან ახურებულ სახეს საქარე მინიდან შემოჭრილი ცივი ჰაერის ნაკადიც კი ვერ აკლებდა ვერაფერს. დაძაბულობა ყელში ბურთივით ეჩხირებოდა, თავის ტვინისკენ მიემართებოდა და მთელს ნერვულ სისტემას სასიკვდილო შხამივით უწამლავდა.
საშინელება იყო ლალიტამდე მისაღწევად განვლილი ყოველი წამი და წუთი მამაკაცისთვის. არ იცოდა რატომ, მაგრამ გული ცუდს უგრძნობდა და ამ წინათგრძნობას ვერაფრით იშორებდა. გზად რამდენჯერმე დარეკვაც სცადა, თუმცა გოგონას ტელეფონი გამორთული ჰქონდა და დაკავშირებაც ვერაფრით შეძლო. ამის გამო ცალკე ნერვები ჰქონდა მოშლილი. ის ფაქტი, რომ დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ვერაფრის გაგებას ახერხებდა, ჭკუიდან შლიდა და გონებას ათას მომწამვლელ აზრს აწვდიდა. თავადაც არ იცოდა, რატომ ნერვიულობდა ასე იმ ადამიანის გამო, ვისაც მის ცხოვრებაში არანაირი ადგილი არ ეჭირა, გარდა იდეალური სექს-პარტნიორისა, თუმცა ის, რომ ახლა თითოეული უჯრედით გრძნობდა მტკივნეულ დაძაბულობას მეტად აშკარა იყო და ამის უარყოფას არც ცდილობდა.
ზომაზე მეტად სწრაფი სიარული გამო, ნავიგატორზე მონიშნულ მისამართზე მისასვლელად სულ რაღაც შვიდი წუთი დასჭირდა მამაკაცს. პარგინგზე ავტომობილის დაყენების თანავე შენიშნა ირგვლივ შეგროვებული, დაკვირვებული სახეებით მომზირალი ხალხი, სასწრაფო დახმარების მანქანა, მუხლებზე ჩაკეცილი ლალიტა და გოგონას ხელს ჩაჭიდებული ახალგაზრდა ექიმი ქალი, ვინც მისთვის წნევის გაზომვას ცდილობდა.
შვებით ამოისუნთქა დანიელმა. მიუხედავად შექმნილი მძიმე სიტუაციისა, მაინც შვებით ამოისუნთქა, რადგან ლალიტა ცოცხალი დაინახა და არა უსულო მდგომარეობაში და საკაცეზე მწოლიარე, რასაც იქამდე მისვლის პერიოდში წარმოიდგენდა.
გარშემო, წრესავით შემორკალული ხალხი ნაბიჯსაც არ დგამდა იმ ადგილიდან. ყველანი გაფაციცებით შესცქეროდნენ მიმდინარე მოვლენებს და მოუთმენლად ელოდნენ, თუ როგორ დასრულდებოდა ყოველივე ეს.
დანიელს ერთი წამითაც აღარ დაუყოვნებია. როგორც კი ძრავა გამორთო, მანქანიდან გადმოვიდა, ხალხის ნაკადი სწრაფად გაარღვია, სასწრაფოს მანქანასთან ჩამუხლულ ლალიტასთან მიირბინა და თავადაც ჩაიმუხლა მის გვერდით. არ მიუქცევია ყურადღება იმისთვის, თუ როგორ შეუბღვირა ერთ-ერთმა ექიმმა კაცმა, იმის ნიშნად, პაციენტისთვის წნევის გაზომვაში ხელს ნუ გვიშლიო. ამის მაგივრად, გოგონას მარცხენა ხელს, ხელი მაგრად მოუჭირა, რითაც ცხადად აგრძნობინა, რომ მის გვერდით იყო და არსად წავიდოდა.
-როგორ ხარ? -ჰკითხა დანიელმა არა ხმამაღლა, არამედ მხოლოდ ტუჩების მოძრაობით. პარალელურად ლალიტას შეწუხებულ სახეს დააკვირდა. მართალია ამ უკანასკნელს გარეგნულად არაფერი ეტყობოდა ისეთი, რის გამოც მამაკაცს შიშის საფუძველი გაუჩნდებოდა, თუმცა გოგონას თვალებში არეკლილი შიშის ნაპერწკლები მაინც ქმნიდა დანიელის გულში შემაწუხებელ ხავსს, რომელიც მთელს ორგანოზე ედებოდა და მოსვენებას უკარგავდა.
-უკეთ -გოგონამაც ტუჩების მოძრაობით მიუგო. თვალებში ჩამდგარ, ამაფორიაქრბელ შიშს ჯერ კიდევ ვერ იშორებდა, თუმცა დანიელის გვერდით ყოფნა, მისი სურნელი და აურა, თავისთვის შეუცნობელი ძალით ავსებდა. იმ ძალით, რისი ბოლომდე ახსნაც თავადაც არ შეეძლო.
-როგორ არის? რა დაემართა? -ამჯერად თავზე წამომდგარ ექიმ მამაკაცს ახედა დანიელმა, თან თვითონაც ფეხზე წამოდგა და წამით გარშემო შემოკრებილ ხალხსაც გადაავლო თვალი -ცუდად რის გამო გახდა? რამე სერიოზულია?
ამასობაში, სამედიცინო სამოსში გამოწყობილმა ექიმმა ქალმაც დაამთავრა წნევის გაზომვა და კალეიდოსკოპის მოხსნის შემდეგ, პირდაპირ დანიელს ახედა, გამჭოლი მზერით.
-წნევა ოდნავ მაღალი აქვს. თქვენ მეუღლე ბრძანდებით?
-არა, მეგობარია -მამაკაცის მაგივრად, ლალიტამ აიღო საკუთარ თავზე პასუხის გაცემის ინიციატივა, მერე კი თავადაც გადაწყვიტა მედიკოსისთვის შეკითხვის დასმა -დაახლოებით მაინც თუ იცით რას შეიძლებოდა გამოეწვია ყოველივე ეს?
-ნერვიულობა, სტრესი, გადაღლილობა –ყველაფერი შეიძლება იყოს ამის მიზეზი -ნელა და დეტალურად დაიწყო ახსნა ქალმა, თან კიდევ ერთხელ შეხედა დანიელს, ვინც გაფაციცებით ისმენდა თითოეულ მის წარმოთქმულ ბგერას -წნევის მომატება და გულის წასვლის შეგრძნება ბევრი უმნიშვნელო მიზეზის ბრალი შეიძლება იყოს. ასევე ტაჰიკადრიაც, თუმცა დეტალური შემოწმებისთვის მაინც გირჩევთ კლინიკაში გამოგვყვეთ და კარდიოგრამა გადაიღოთ. შემდეგ გულის ექოსკოპიური კვლევაც ჩაიტარეთ. თუკი ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში იქნა, ესე იგი თქვენი ცუდად გახდომა ნერვული სისტემის აღგზნებადობას უკავშირდება და ნერვოპათოლოგთან გაგიშვებთ კონსულტაციაზე.
-გასაგებია -უღიმღამოდ დაუქნია თავი გოგონამ. აღარ დაუწყია იმაზე საუბარი, რომ რამდენიმე დღის წინ თავადაც სურდა შემოწმებაზე მისვლა, რადგან ყოველი სიტყვის წარმოთქმა იმ წამს ისე ღლიდა, როგორც ზურგე უზარმაზარი ლოდით გადადგმული თითოეული ნაბიჯი. მერე დანიელის მოღუშულ სახეს შეხედა და ღიმილით დაამატა:-ნატალის მაგივრად შენ იმიტომ დაგირეკე, რომ მეგონა არ ინერვიულებდი. რა სახე გაქვს? თუკი რამე არასასიამოვნო მომივა, ესე იგი ასე იყო საჭირო
-მაგას ნუ ამბობ! -ლამის შეუღრინა მამაკაცმა -შენ მშვენივრად ხარ და საპირისპირო ვარიანტი არც განიხილება!
-კარგი, თანახმა ვარ მეც პოზიტიურად ვიფიქრო
-ჰოდა პოზიტიური ფიქრებით გავემართოთ კლინიკისკენ. დავრეკავ, ვეტყვი დღევანდელი პრეზენტაციას გადადონ და მეც შენთან ერთად წამოვალ.


8 8 8 8
გუდაურის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს¬ –„თოვლის სასახლის“, მეორე სართულზე მდებარე, ოცდამეშვიდე ნომერში, ნატალი დიდ საწოლზე გაწოლილიყო, წინ Apple-ს გაშლილი ლეპტოპი ედო და გამალებით ათვალიერებდა Tik-Tok-ში ატვირთულ ვიდეოებს.
გიშრისფერი ციდან ლამაზად ბარდნიდა. სასტუმროს ოქროსფრად მანათობელი ლამპიონების წყალობით, ოთახის დიდი ფანჯრიდან ნათლად ჩანდა, თუ როგორი ფარფატით ეშვებოდნენ რძისფერი, მსხვილი ფიფქები და როგორ ადნებოდნენ სარკმლის მინებს.
ალექსი იქვე, საწოლიდან რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით მდგომ სავარძელში ჩამომჯდარიყო. მამაკაცს, მარჯვენა მუხლზე მობილური ედო, თუმცა ამ უკანასკნელს არც კი უყურებდა. ამის მაგივრად, ჰაერში მოფარფატე თოვლის ფანტელებისთვის გაეშტერებინა ფიქრიანი მზერა და ოთახშიც სრული სიმშვიდე და სიწყნარე ბატონობდა, მანამ, სანამ ყოველივე ამას ნატალის ინიციატივით არ დაესვა წერტილი.
-ალექს, რამე ვქვნათ რაა -ლეპტოპს მოწყდა თუ არა, ფეხზე ზანტად წამოიწია და ამჯერად, საწოლზე იოგას პოზაში ჩამოჯდა გოგონა -სანამ ვახშმის დრო მოვა და სასტუმროს რესტორანში ჩავალ, მანამდე რამე ხომ უნდა ვქვნათ?
-მაინც რა გინდა რომ გავაკეთოთ ნატალი?
-მაგალითად, ავდგეთ და ჩვენც ტიკ-ტოკის ვიდეო ჩავწეროთ, თუ როგორ გიკეთებ მაკიაჟს, შენ კი ამ დროს ვითომ გძინავს და გამოღვიძებულზე ფეხსაცმელს მესვრი თავში
ალექსი ისეთი დაბღვერილი სახით შეხვდა ამ სიტყვებს, გოგონა უმალვე მიხვდა, რომ მისი მხრიდან ვიდეოს ჩაწერაზე დათანხმების ალბათობა ნულს ქვემოთ იყო გაყინული.
-ბარემ კოლგოტსაც ჩავიცვამ და შილაკსაც გავიკეთებ არ გინდა? -ჰკითხა მამაკაცმა წარბის აწევით. მერე ღრმად ამოიხვნეშა და სანამ ნატალი რამე პასუხს გასცემდა, მზერით კვლავ თოვლის ფანტელებს დაუბრუნდა.
-ოოო, კარგი ჰო. მაშინ სხვა რამით გავერთოთ
-წინანდელზე უკეთესი ვარიანტის იმედად ვარ
ნატალი ჩაფიქრდა და თავისდა გასაოცრად, ახალი იდეის მოსაფიქრებლად სულ რაღაც ხუთი წამი დასჭირდა.
-მაშინ, მოდი ყველაზე უცნაური და სახალისო მოვყვეთ, რაც კი თავს გადაგვხდენია
ალექსს გაეცინა.
-შენზე შეგიძლია არ მოყვე, უკვე ვიცი ერთი ეგეთი ისტორია
-რომელს გულისხმობ?
-აი ის, საყიდლებზე რომ წახვედი, სხვადასხვა მაღაზიაში მაისურები რომ შეიძინე და სახლში დაბრუნებულზე რომ მიხვდი, რომ თურმე ორი ერთნარი გიყიდია
-ეგ ლალიტამ მოგიყვა, არა? -დაბღვერილი სახე მიიღო გოგონამ, რის გამოც, წარბებზე ორი ხაზი გაუჩნდა -ვიცოდი, რომ მაინც ვერ გააჩერებდა თავის გრძელ ენას
-ნუ გეშინია, შენს საიდუმლოს სამარეში წავიღებ -კვლავ ეცინებოდა ალექსს -ისე, გაფიცებ ეგეთი სისულელე როგორ დაგემართა?
-ჩემს დაცინვას გირჩევნია შენზე მოყვე. ლალიტას კიდევ ამაზე პასუხს აუცილებლად მოვთხოვ
-კარგი, მოდი დავფიქრდე -ნიკაპზე აათამაშა საჩვენებელი და შუანა თითი ალექსმა. ფიქრისთვის არც თუ ისე დიდი დრო დასჭირვებია. დაახლოებით წუთნახევრის შემდეგ, ფანჯარას თვალი მოწყვიტა, საწოლზე მჯდომ ნატალის გახედა და ოდნავ გაეღიმა -გოგომ, ვისთანაც ღამე გავატარე, მალულად, შარვლის უკანა ჯიბეში თავისი ტრუსი ჩამიდო. შემდეგ ისე მოხდა, რომ ეს ტრუსი, მარტკეტის სალაროსთან, შემთხვევით საფულის მაგივრად ამოვიღე და კონსულტანტმა გოგონებმაც მშნევივრად იღადავეს ჩემზე.
-მათ ადგილას მეც კარგად ვიღადავებდი -გულწრფელად აღიარა ნატალიმ და ამჯერად ზურგით გაწვა საწოლზე -ისე, შენ ამას შურისძიების გარეშე არ დატოვებდი და მომიყევი რა გაუჩალიჩე იმ გოგოს
-ბევრი არაფერი
-მაინც მითხარი, მაინტერესებს
ალექსმა ღრმად ამოისუნთქა. იცოდა, რომ სანამ ნატალის ცნობისმოყვარეობას არ დააკმაყოფილებდა, ამაზე საუბარი მაინც არ შეწყდებოდა, ამიტომ საბოლოოდ მაინც მოყოლა ამჯობინა:
-ბარისტა იყო და ისიც ვიცოდი, თუ რომელ ბარში მუშაობდა. მეორე დღეს მის სამსახური მივედი, საცვალი დაცვის თანამშრომელ ბიჭს გადავეცი, ვუთხარი ვისაც ეკუთვნოდა და ვთხოვე უკან პირადად მას დაებრუნებინა
-მაგას სერიოზულად ამბობ?
-კი
-ფუ შენი, რა უტაქტობაა! -წარბები ინსტიქტურად შეკრა ნატალიმ. მოსმენილით აშკარად უკმაყოფილო ჩანდა და ეს სახის ყოველ მონაკვეთზე ეტყობოდა
-უტაქტო მხოლოდ მათ მიმართ ვარ, ვინც ჩემს მიმართაა უტაქტო
-მაინც საზიზღარი ხასიათი გაქვს. მამრობითი სქესის წარმომადგენელი ქალებს ასე არ უნდა ექცეოდეს, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი
-თავადაც ვიცი, რომ ოცნების მამაკაცი არ ვარ ნატალი -სრული გულწრფელობა იკითხებოდა ალექსის ყოველ სიტყვაში იმ წამს -სწორედ ამიტომ არ ვეძებ სერიოზულ ურთიერთობებს. მეეჭვება არსებობდეს ადამიანი, ვინც შეძლებს ჩემს ხასიათს შეეწყოს
-აი მანდ კი ცდები-თვალებით ჭერს მიშტერებოდა და ისე საუბრობდა გოგონა -თითოეულ ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მალე იპოვის მას და მთელი დარჩენილი დრო ბედნიერი იქნება
-კარგი რა, ისე ნუ საუბრობ, თითქოს ეს ცხოვრება მხოლოდ მზის სხივები და პეპლები იყოს
-კი ბატონო, ვჩუმდები -დანებების ნიშნად ორივე ხელის გული მაღლა ასწია ნატალიმ -ეგეთ საკითხებში ჩვენ ერთმანეთს მაინც ვერ გავუგებთ და ჯობს თემა შევცვალოთ
ალექსი მოულოდნელად ფეხზე წამოდგა და ფუმფულა საწოლზე ჩამოჯდა. მერე ბოტასები ორივე ფეხზე გაიხადა და პირდაპირ ნატალის მიუწვა გვერდით, თვალებდახუჭული.
-იმ სებეს ნახვას დღეს აპირებ, არა? -ჰკითხა ისე, რომ თვალები არც გაუხელია
მამაკაცის სახელის ხსენებაზე, ნატალის უსიამოვნოდ გააჟრჟოლა ტანში. რაღაც კუთხით სინდისი აწუხებდა, იმის გამო, რომ უდანაშაულო ადამიანს, საკუთარი მიზნებისთვის ბოროტად იყენებდა, თუმცა ცდილობდა ამაზე მაინცდამაინც ბევრი არ ეფიქრა.
-ჰო, ქვემოთ იქნება, რესტორანში. სწორედ იქ გაიგებს, რომ ერთ სასტუმროში ვართ გაჩერებულები
-მე მხოლოდ ერთს გირჩევ -გოგონასკენ გადატრიალდა და ლოყაზე თითები ნაზად ჩამოუსვა ალექსმა, თან პირდაპირ თვალებში უყურებდა -იმისკენ ნუ გაიქცევი, ვის მიღებასაც ამ ცხოვრებაში ვერ შეძლებ
ამ სიტყვების მოსმენაზე, მთელ სხეულზე ეკლებმა დააყარა ნატალის და წარბის აწევითაც შეხედა გვერდით მწოლიარე ალექსს.
-შენ რა, ახლა იმაზე მიმანიშნე, რომ სებესთან არანაირი შანსი არ მაქვს?
მამაკაცმა უარის ნიშნად გადააქნია თავი.
-თავად მითხარი, რომ ეგ ტიპი მაგრად გ’კიდია და ყველაფერს მხოლოდ იმიტომ აკეთებ, რომ საქმეს ასე სჭირდება, მაგრამ თუკი მის მიმართ სიმპათიები გაგიჩნდა, კარგად დაფიქრდი, შენი ყოფილისნაირ *ირს არ მიუძღვნა საკუთარი თავი. ისეთ ადამიანს, ვინც სათანადოდ არ დაგაფასებს და ცხოვრების მეგზურად არ ენდომები
-მაგაზე ნუ იდარდებ -ღიმილით დაამშვიდა -ჭკუა დიდი ხანია ნასწავლი მაქვს და აღარავის მივცემ საშუალებას გული მატკინოს. არც სიყვარული მჭირდება. ეს გრძნობა ერთხელ გამოვცადე და მორჩა, მისი განცდის არანაირი სურვილი აღარ მაქვს
-და ამას ის ადამიანი მეუბნება, ვინც ცოტა ხნის წინ, მეორე ნახევრის არსებობასა და ბედნიერებაზე საუბრობდა -შეკავებული სიცილით აღნიშნა ალექსმა -მართალია როცა ამბობენ სხვის ომში ყველა ბრძენიაო
-მეორე ნახევრის არსებობის მართლა მჯერა, მაგრამ მის მოძებნას არ ვაპირებ. თავს მარტოც მშვენივრად ვგრძნობ და მორჩა!
-მეც ასევე, ამიტომ, ბებიაჩემის მსგავსად ჩემთვის ლექციების კითხვას თავი დაანებე
ნატალიმ დაამთქნარა, ფეხზე წამოდგა და საწოლზე გაშლილ ლეპტოპს მიუბრუნდა. „ტიკ-ტოკის“ თვალიერება უკვე საშინლად მობეზრებოდა, ამიტომ მოწყობილობა სწრაფად გათიშა, საწოლზე კვლავ ნებიერად გაწვა და თავი ისე დადო, რომ ცხვირით, ლამის ალექსის ცხვირის წვერს შეეხო.
-ალექს
-ჰო
-შენი აზრით რატი მართლა სულელია ჩემზე უარი რომ თქვა?
-სულელი არა –გამო*ირებული -დამარცვლით მიუგო ბოლო სიტყვა მამაკაცმა და გოგონას ტუჩებზე გამოსახული ღიმილის დანახვაზე, თავადაც გაეპო ბაგეები ღიმილისგან.
ამასობაში რვა საათი შესრულდა და ვახშმობის დროც მოვიდა. ალექსს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ რესტორანში ჩასვლის მაგივრად, სასტუმროს მომსახურების სერვისით ესარგებლა და ვახშამი საკუთარ ნომერში შეეკვეთა. რაც შეეხება ნატალის, ეს უკანასკნელი უკვე მთელი სხეულით აჟიტირებული ემზადებოდა სებესთან შესახვედრად. სწორედ ამის გამო, მამაკაცმა იგი თავის ოთახში მარტო დატოვა, რათა საშუალება მიეცა ვახშამზე ჩასასვლელად განმარტოებით მომზადებულიყო.
მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც სამი დღით იყვნენ ჩამოსული, მაინც უამრავი ტანსაცმელი ჰქონდა წამოღებული გოგონას. სურდა სებესთან შეხვედრის პირველ საღამოს უზომოდ ლამაზი ყოფილიყო, თანაც ზედმეტი მაკიაჟისა და პომპეზური სამოსის გარეშე. ბევრი ფიქრისა და კარადის წინ გაშტერებული თვალებით დგომის შემდეგ, არჩევანი ტანზე მომდგარ, იისფერ ქვედა ბოლოსა და ამავე ფერის მოკლე, ყელიან მაისურზე გააკეთა. თმა უბრალო, გაშლილ მდგომარეობაში დაიტოვა და არც სახეზე წაუსვამს ბევრი რამ. მხოლოდ სპილოსძვლისფერი პუდრი დაიტანა კანზე, წამწამები ტუშით აიპრიხა, თვალები ოდნავ გაიფერადა ლაინერით და ტუჩებზე მალინისფერი საცხი გადაისვა. საბოლოო ჯამში, სარკეში ჩახედვისას მიხვდა, რომ ზუსტად ისე სადად და დახვეწილად გამოიყურებოდა, როგორც ეს დასაწყისში ჰქონდა ჩაფიქრებული.
თავდაპირველად, დარბაზში ჩასვლა კიბეების საშუალებით ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ქუსლიანი ფეხსაცმლის გამო, ქვედა სართულზე მოსახვედრად მაინც ლიფტის გამოყენება გადაწყვიტა. სასტუმროში ღამისთვის დამახასიათებელი, მყუდროებით სავსე სიმშვიდე სუფევდა. მდუმარებას მხოლოდ რესეფშენში მჯდომი ადმინისტრატორი გოგონების ჩუმი ხმა ფანტავდა, რომლებიც მიმღებთან ყავის ჭიქებით ხელში ისხდნენ და ერთმანეთს რაღაცაზე ღიმილიანი სახეებით ესაუბრებოდნენ.
მიმღებში დიდი, ოქროსფრად მოჩუქურთმებული სარკე ეკიდა. ნატალიმ სწორედ მასში შეათვალიერა საკუთარი თავი, რესტორანში შესვლის წინ და როცა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ იდეალურად გამოიყურებოდა, ქუსლების კაკუნით შეაბიჯა დარბაზში.
მუხისფერი მაგიდების თითქმის ნახევარი, სასტუმროს დამსვენებლებით იყო სავსე. რესტორანში ნაზი, სასიამოვნო მელოდია უკრავდა, რის ფონზეც სტუმრები მეტად მადიანად შეექცეოდნენ სხვადასხვა დასახელების კერძებს, ხოლო მწვანე უნიფორმებში გამოწყობილი მიმტანები, მკვირცხლად დააბიჯებდნენ და მაგიდებიდან ან ზედმეტ თეფშებს აცლიდნენ ხალხს, ან სასმელსა და საჭმელს უმატებდნენ.
მართალია დარბაზი ხალხის ნაკლებობას არ განიცდიდა, თუმცა ნატალის დაკვირვებულ თვალს მაინც არ გასჭირვებია სასტუმროს დამსვენებლებს შორის, დიდ ფანჯარასთან მიდგმულ მაგიდასთან მჯდომი ანჯაფარიძის შემჩნევა, ვისაც, წინ მხოლოდ წვენის ჭიქა ედო და მობილურში ყურების პარალელურად, სვენებ-სვენებით შეექცეოდა ამ უკანასკნელს. მის შემხედვარეს, კმაყოფილებისგან გაეღიმა ნატალის. საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა იმ მომენტში მამაკაცი. ჯინსის შარვალზე გადაცმული ლურჯი ფერის ჰუდი, საოცრად ლამაზად ეხამებოდა მის მუქი ლურჯი შეფერილობის თვალებს, ხოლო ლამაზად დაყენებული ნახშირივით შავი თმა, დაბალი წვერი და მიმზიდველად გამოკვეთილი ყბები, უფრო მეტად უსვამდა ხაზს მის მამაკაცურობას.
მართალია იმ წამს სებეს გვერდით დაჯდომის დიდი სურვილი ჰქონდა, თუმცა მასთან პირველი გასაუბრების სცენარი სრულიად სხვაგვარად ჰქონდა წარმოდგენილი, ამიტომ, დასაჯდომად მამაკაცთან ახლომდებარე ერთ-ერთი მაგიდა ამოირჩია და როგორც კი სკამი გამოსწია, მაშინვე იხმო მომსახურე პერსონალი შეკვეთის გასაკეთებლად.
კერძის არჩევაში ბევრი დრო ნამდვილად არ დაუკარგავს. ვინაიდან, დასაწყისიდანვე იცოდა, რასაც შეჭამდა, მიმტანს სპაგეტი-ბოლონეზეს მოტანა სთხოვა, თან საგულდაგულოდ გადასცა თვითმფრინავის ფორმით დაკეცილი, სებესთვის წინასწარ გამზადებული პატარა წერილი, რომელიც პირდაპირ ანჯაფარიძის მაგიდასთან უნდა მიეტანათ და ისიც უნდა ეთქვათ, თუ ვისგან იყო გაგზავნილი ეს უკანასკნელი. გოგონას ყველა სიტყვა, მოქმედება თუ ჟესტი წინასწარ ჰქონდა შერჩეული და დაგეგმილი. მამაკაცის სოციალურ ქსელებზე წვდომის, მისი პიროვნების საფუძვლიანად შესწავლის მეშვეობით, უკვე საკმაოდ კარგად იცოდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, რა ელაპარაკა და გაეკეთებინა მის გონებაში შესაღწევად. მეტიც–იქ ფესვების მყარად გასადგმელად.
საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული, მეტად მხნედ გამოიყურებოდა, ამიტომ, მიმტანის წასვლის შემდეგ არხეინად მიეყრდნო სკამის რბილ საზურგეს და სცენარის შემდგომი განვითარების მოლოდინში, გადაწყვიტა ინტერნეტის მეშვეობით გაერთო თავი. მობილურის აღების თანავე, პირველად ფეისბუქს ესტუმრა. მართალია წაუკითხავი შეტყობინებები არ ჰქონდა, თუმცა ცოტა ხნით „სქროლვით“ გაიყვანა დრო. შემდეგ უკვე ინსტაგრამზე გადავიდა. პირველად, რაც იქ შესულს თვალში მოხვდა, ეს ახლადატვირთულ ფოტოზე დაფიქსირებული მოწონებები იყო, რომელიც თითქმის ხუთასზე ასულიყო. „ლაიქების“ რიცხვისთვის ყურადღება არ მიუქცევია გოგონას. ის, რაზეც მთელი გონება მიმართა ერთი ადამიანის სახელი და გვარი იყო, რომელსაც ყველაზე ბოლოს ჰქონდა მოწონებული მისი ფოტო. ნატალის ლამის თავბრუ დაეხვა, როდესაც ეკრანზე, ქართული შრიფტით დაწერილი სახელი –რატი ბალანჩივაძე ამოიკითხა და მის სურათსაც მოჰკრა თვალი.
უკვე ძალიან დიდი ხანი იყო, რაც ამ ადამიანისგან აღარაფერი სმენოდა გოგონას. ყოველნაირად ცდილობდა თითოეული მოგონება ფურცელზე დამჩნეული ფანქრის ნაკვალევივით წაეშალა გონებიდან, თუმცა მოჰკრა თუ არა თვალი მამაკაცის სახელსა და გვარს, თითქოს ყველაფერმა თავიდან შეისხა ფრთები მის გულში და წამით ყელში ისეთი უცნაური მოჭერა იგრძნო, თითქოს რაღაც დიდი გაეჩხირაო. ამდენი ხნის შემდეგ, ამდენწლიანი დუმილის შემდეგ, რატი ბალანჩივაძე კვლავ გამოჩენილიყო ნატალის ცხოვრების ჰორიზონტზე, თანაც იმდენად ზედაპირულად, რომ არც კი იცოდა გადაედგა თუ არა მისი მიმართულებით საპასუხო ნაბიჯი. გოგონას ფიქრები ათასი მიმართულებით დაფრინავდნენ იმ წამს. ეფიქრებოდა იმაზე, რომ რატიმ ამდენი ხნის მერეც გამოამჟღავნა მისდამი მცირედი, თუმცა მაინც ყურადღება. იქნებ ეს დიდი მონატრების გამო გადადგმული მორიდებული ნაბიჯი იყო მამაკაცის მხრიდან? იქნებ რატი, რაღაც კუთხით უკვე მიმხვდარიყო, რომ თავს ნატალიზე უკეთ ვერავისთან იგრძნობდა და ცდილობდა მცირედი ბიძგებით ამ უკანასკნელთან კონტაქტზე გასულიყო? ასეთი რამის მხოლოდ წარმოდგენაც კი სასიამოვნოდ ეღვრებოდა გულში გოგონას. ნაწილობრივ, ეზიზღებოდა კიდეც საკუთარი თავი, რადგან ეს ადამიანი ჯერ კიდევ ვერ ამოეძირკვა გონებიდან, თუმცა მეორეს მხრივ, არც სხვა ვინმესთან ყოფნა შეეძლო. თუკი რომელიმე მამაკაცი ვიზუალურად მოეწონებოდა, ფლირტის ფაზას არასდროს სცდებოდა ხოლმე, რადგან ღრმად იყო დარწმუნებული, რომ რატის შემდეგ, თითოეული მათგანი ძალზედ უინტერესოდ მოეჩვენებოდა.
ვერ იტყოდა, რომ მამრობითი სქესისგან ყურადღებას ვერ გრძნობდა. პირიქით, ყოველივე ეს, ზედმეტადაც კი იყო მის ცხოვრებაში, თუმცა ვინმესთან ყოფნასა და ახალი პირადი ცხოვრების აშენებას, მაინც მარტოობა ერჩივნა და ეს ფაქტი, უკვე წლები იყო რაც უცვლელად რჩებოდა.
გოგონამ ღრმად ამოისუნთქა და რატის ფოტოს დააშტერდა. ბევრი იფიქრა შესულიყო თუ არა მის ინსტაგრამ-გვერდზე, უარყოფითი ვარიანტებიც მრავლად განიხილა, თუმცა საბოლოოდ, არჩევანი მაინც დადებით მოსაზრებაზე შეაჩერა და ის-ის იყო მამაკაცის პროფილზე გადასასვლელ ღილაკს დააჭირა, რომ განზრახვაზე ხელი თავზე ჩამომდგარი ადამიანის ჩრდილმა ააღებინა. ნახევარი წამის შემდეგ, ცხვირში, მამაკაცის სუნამოს გრილი, სასიამოვნო სურნელი მოხვდა ნატალის. ჯერ კიდევ რატიზე ფიქრებით მოცულს, საწყის ეტაპზე გაუჭირდა იმის მიხვედრა, თუ რა ხდებოდა, მაგრამ როდესაც მის ფოტოს მზერა მოაშორა, თავი ასწია და მაგიდის კიდესთან მდგომ, თავზე წამომდგარ მამაკაცს მოჰკრა თვალი, მაშინვე გაახსენდა ის, თუ რისთვისაც იყო ჩამოსული რესტორანში სავახშმოდ.
-საღამო მშვიდობის
-ესე იგი ესპანურ ენაზე შედგენილი წერილების გაგზავნა მოგწონს -დამკვირვებლური მზერის თანხლებით, ყოველგვარი მისალმების გარეშე ალაპარაკდა მამაკაცი, თან ნატალისგან მიღებული, ორად დაკეცილი ბარათი შეათამაშა ხელში და თვალებით ჰკითხა გოგონას, შეიძლება თუ არა დავჯდეო.
ნატალიმ, დაძაბულობისგან რამდენჯერმე ჩაახველა. რატის გამოჩენას, ლამის მთლიანად ამოეყირავებინა მისი გონება და სხვაზე ვეღარაფერზე ფიქრობდა, მაგრამ როდესაც თავს წამომდგარი სებე ანჯაფარიძის მუქ ლურჯ, კითხვის ნიშნებით სავსე თვალებს შეაცქერდა, იგრძნო, რომ თამაშის დასაწყებად სწორედ შესაფერისი დრო იყო და ყოველივე ამისთვის ხელი ვერაფერს უნდა შეეშალა.
-დაჯექი -მიმართა გოგონამ ოდნავი ღიმილით, თან ყველანაირად მობილიზდა, რათა შინაგანი გულის წუხილი, ყველასგან უხილავ– აიზბერგის ქვედა მხარედ დარჩენილიყო. უნდა ეღიარებინა, სებე ანჯაფარიძეს პირველად ხედავდა თავისთან ასე ახლოს და ეს ცოტათი ეუცნაურებოდა კიდეც, თუმცა ისიც უნდა ეღიარებინა, რომ მამაკაცი ახლოდან ბევრად უფრო მომხიბვლელად გამოიყურებოდა, ვიდრე ეს დისტანციურ მანძილზე ჩანდა.
მამაკაცმა სკამი უხმოდ გამოსწია და მაგიდასთან ნატალის პირისპირ ჩამოჯდა. რამდენიმე წამით უხმოდ ათვალიერებდა გოგონას. შემდეგ თვალი მოაშორა, ორად გაკეცილი ბარათი გაშალა და მასზე წაწერილი სიტყვები ხმამაღმა ამოიკითხა:
-Pasa esta noche conmigo (ესპ- გაატარე ეს ღამე ჩემთან ერთად)
-ჰო, ზუსტად ეგრე წერია, მერე?
-არაფერი -ტუჩის კუთხეში ოდნავი ღიმილი გაუკრთა, ნიკაპი ორ თითს ჩამოაყრდნო და გოგონას შეხედა გამომცდელი მზერით -ჯერ იმ ფაქტმა გამაოცა, რომ ამ სასტუმროში გნახე, მერე კიდევ იმან, რომ მსგავსი შინაარსის წერილი მივიღე შენგან მაშინ, როცა სამსახურში მეგობრულადაც კი არ მესალმები
ნატალიმ ტელეფონი გვერდზე გადადო. რატიზე ფიქრის გაგრძელება ახლა კარგს არაფერს მოუტანდა. გრძნობდა, რომ მთლიანად სებეზე უნდა კონცენტრირებულიყო და რამდენიმე წამიანი მცდელობის შემდეგ გამოუვიდა კიდეც ეს.
-ღამის ჩემთან გატარებაში მაინცდამაინც ის არ იგულისმხება, რაც ამ წამს გიტრიალებს თავში -მაგიდას მკლავებით დაყრდნობოდა და ისე ელაპარაკებოდა, რომ მის ზღვისფერ თვალებს წამითაც არ აშორებდა მაცდუნებელ მზერას -ამ წერილის შინაარსის გაგება კიდევ ბევრნაირად შეიძლება
-მაგალითად? -ღიმილისგან ტუჩის კუთხე ჩატეხვოდა მამაკაცს. თვალებში აშკარა ინტერესი ეხატა იმისა, თუ როგორ გაგრძელდებოდა დაწყებული დიალოგი
-მაგალითად შეგეძლო წარმოსახვა ჩაგერთო და საწოლისა და მასში მწოლიარე შიშველი ქალის მაგივრად, ლამაზი ღამე წარმოგედგინა, სადაც მე და შენ თოვლის პაპას ვაკეთებთ, ან ბავშვებივით ვგუნდაობთ და გათენებამდე ერთად ვართ, ღამის ცის ქვეშ.
-ანუ თინეიჯერულ პაემანს მინიშნავ -არც სებე აშორებდა თვალს მის სახეს
-მე უფრო დროის ერთად გატარებას დავარქმევდი -მიუგო თუ არა, სკამის საზურგეს მიაწვა, ქვედა ტუჩს კბილები მოსდო და კვლავ ალაპარაკდა:-ხომ გქონია შემთხვევა, როდესაც მაღაზიაში გაგივლია, რამე ლამაზი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი მოგწონებია და მოგდომებია შენი გამხდარიყო? მეც ასე ვარ. როცა რამე ძალიან ლამაზს ვხედავ, მინდება მივისაკუთრო. ამ შემთხვევაში ეს სიტყვები შენ გეხება.
-ფეხსაცმელს და ტანსაცმელს მადარებ?
–გული დაგწყდა? მეგონა კარგად გადმოგცემდი სათქმელს
მამაკაცის გამომეტყველებაზე აშკარად იკითხებოდა, თუ როგორ ართობდა მთელი ეს საუბარი, თუმცა მის მზერაში უნდობლობა და ეჭვიც იკითხებოდა იმ ადამიანის მიმართ, ვინც იმ წამს პირისპირ ეჯდა და წამითაც არ აშორებდა მაცდუნებელ გამოხედვას.
-არ მეგონა ასეთი მხარე თუ გაგაჩნდა -უთხრა ბოლოს -სამსახურში თითოეულ მამაკაცს ისეთი ქედმაღლური მზერით უყურებ, თითქოს მათგან შენი ღირსი არავინაა, ამ დროს კი, სრულიად მოულოდნელად, წერილს წერ და შეხვედრას მინიშნავ რომანტიულ ატმოსფეროში
-ანუ იმასაც აკვირდები, როგორი მზერით ვუყურებ სხვა მამაკაცებს -ღიმილის შეკავება ვერ შეძლო ნატალიმ სებეს სიტყვებზე. თუკი აქამდე ეგონა, რომ იგი საერთოდ ვერ ამჩნევდა, ამის შემდეგ თავის უწინდელ მოსაზრებაში მსწრაფლ შეიტანა ეჭვი.
-ცდილობ სიტყვებით მეთამაშო, არა?
-არა, ვცდილობ აღიარება გაგაკეთებინო
-რისი აღიარება?
-იმის, რომ მალულად მაკვირდები ხოლმე -უთხრა თუ არა, ცხვირზე საჩვენებელი თითი მიადო გოგონამ და დაამატა:-თუ იტყვი არაო, პინოქიოს ცხვირი გაგეზრდება
სებეს ჯერ ჩაეცინა, შემდეგ ფრთხილად მოიშორა ნატალის თითი სახიდან, თავადაც სკამის საზურგეს მიეყრდნო და აქედან რამდენიმე წამში ალაპარაკდა კიდეც:
-სისულელეა იმის უარყოფა, რომ მიმზიდველი ქალი ხარ, მაგრამ ვაღიარებ, ჩემს თვალში სულ სხვანაირი ადამიანის იმიჯი გქონდა.
-როგორის? ისეთი ბანალური გოგოსი, ვისაც მამაკაცი იზიდავს და მაინც ჩუმად ზის კუთხეში, სანამ მისგან არ დაინახავს ინიციატივას?
-არა, უბრალოდ კაცთა მოდგმისთის ზედმეტად მიუწვდომელი ჩანდი
-ჰოდა მინდა საზეიმოდ გაცნობო, რომ ვისითაც თავად დავინტერესდები, იმისთვის ნამდვილად არ ვარ მიუწვდომელი ვარსკვლავი -დაასრულა თუ არა წინადადება, თავისი დაწერილი ბარათი აიღო, რომელიც სებეს კვლავ ორად გადაკეცილი დაედო მაგიდის ზედაპირზე და მამაკაცს გამომცდელი მზერა ესროლა :-აბა რას იტყვი? გაატარებ ამ ღამეს ჩემთან ერთად? გარანტიას გაძლევ, შენს ცხოვრებაში ყველაზე დაუვიწყარი იქნება
მამაკაცს, დასმულ შეკითხვაზე პასუხი არ დაუბრუნებია. რაიმეს თქმის მაგივრად, ნატალის, ხელში დაჭერილი ბარათი გამოართვა, იგი უკანა მხარეს შემოატრიალა და მაგიდიდან აღებული გოგონას კალმით, მასზე თავადაც დაიწყო რაღაცის წერა.
-რას აკეთებ? -ცნობისმოყვარეობა გამოამჟღავნა ნატალიმ, თუმცა სებეს კვლავაც არ ამოუღია ხმა. გოგონას მიმართ ყურადღება მხოლოდ მაშინ გამოიჩინა, როდესაც ფურცელზე წერას მორჩა და იგი კვლავ პატრონს დაუბრუნა უკან.
-ეს წაიკითხე, მე კი უნდა დაგტოვო, ჩემს მაგიდასთან მირჩევნია ვახშმობა -თქვა თუ არა, ფეხზეც წამოდგა, მაგიდის ქვეშ სკამის შეცურებისას გოგონას ოდნავი ღიმილით დაუკრა თავი და რამდენიმე წამში, ნატალი სრულიად მარტო დატოვა საკუთარ მაგიდასთან. გოგონაც მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ მოეგო გონს. ზუსტად მაშინ გაახსენდა ხელში მოქცეული ბარათი და ეს უკანასკნელი ინტერესიანი მზერით გახსნა.
-„Te espero en la recepción a medianoche” (ესპ:-შუა ღამით რესეფშენში დაგელოდები“) -ეწერა მასში



№1 სტუმარი ანათეა

რა სასიამოვნოდ გაგრძელდა ნატალიას და სებეს შეხვედრა....
იმედია ლალიტას სერიოზული არაფერი სჭირს????

 


№2 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

იფ,იფ! ♡♡♡
ვერი გუდ.

 


№3 სტუმარი Ana-maria

იმედია ლალიტა კარგად იქნება და იმასაც მიხვდება,რომ დანიელი უყვარს. აი,ნატალი კი თვითონ გაებმევა ორივე ფეხით. წარმატებები

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან სასიამოვნო წასაკითხია მაგრამ ეს თსვი ასეთი ცოტა რატომ?

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან კარგია,ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ თქვენს ისტორიებს.ესეს არაჩვეულებრივად კარგია.ველოდები მომდევნო თავს.იმედია ლალიტას ცუდი არაფერი დაემართება.❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი მარი

შენ რა უცნაური სახელია..იმედია მოვლენები ისე. ისე საინტერესოდ გაგრძელდება

 


№7 სტუმარი სტუმარი მიკა

ერთად წაკოთხვას ვფიქრობდი მაგრამ ჩემდაუნებურად შემომეკითხაა????????ინტრიგნული ისტორია ჩანს????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent