შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მატილდა (თავი 6)


11-10-2022, 22:32
ავტორი Mariam Gigani
ნანახია 851

თავი 6
როგორც კი კომპანიაში შეაბიჯა, ეგრევე იგრძნო ირგვლივ მყოფთა დაჟინებული მზერა, რაც ბუნებრივია, არ გაკვირვებია, რადგან მიჩვეული იყო საზოგადოების მხრიდან მსგავს საქციელს, თუმცა რა დროც არ უნდა გასულიყო, ალბათ ყოველთვის დისკომფორტი ექნებოდა, რადგან თავის თავს არაფრით გამორჩეულად თვლიდა.
-უკაცრავად, ბატონ თორნიკესთან ვარ დაბარებული. - მიმართა მიმღებში მყოფ გოგონას ჯაფარიძემ.
-ქალბატონი მატილდა ბრძანდებით ხომ? - მხიარულად დასვა კითხვა სასიამოვნო გარეგნობის გოგონამ, იმდენად საყვარელი და სათნო იყო, რომ მატილდამ თავი ვერ შეიკავა და ღიმილით დაეთანხმა.
-მართლაც ისეთი ლამაზი ყოფილხართ, როგორც ამბობდნენ, ფოტოებშიც ძალიან ლამაზი ხართ თუმცა რეალურ ცხოვრებაში ყველა მოლოდინს გადააჭარბეთ. - კვლავ აღფრთოვანებით საუბრობდა გოგონა და მიმღებში ყველას ყურადღება მათკენ იყო მოპყრობილი. მატილდას კი ლოყები აუწითლდა ამდენი კომპლიმენტისაგან და არ იცოდა სად დამალულიყო.
-სულ ბოლო სართულზე უნდა აბრძანდეთ და დიდ შავ კარებს დაინახავთ. ჰო მართლა სულ დამავიწყდა მეთქვა, მე ანი ვარ.
-სასიამოვნო ანი შენი გაცნობა, იმედია დავმეგობრდებით. - ღიმილით ჩაილაპარაკა მატილდამ და შემდეგ ლიფტისკენ დაიძრა.
როგორც კი ბოლოს სართულზე გაჩერდა ლიფტი და დიდი შავი კარების წინ აღმოჩნდა, კვლავ კანკალმა აიტანა და ვერაფრით შეძლო დაწყნარება. ადვილი ხომ არ იყო ისეთი მზერის პატრონისთვის თვალებში გეყურებინა, როგორიც თორნიკე გერლიანია. შემდეგ როგორღაც გონება მოიკრიბა და კარებზე დააკაკუნა.
-მობრძანდით. - გაისმა გერლიანის ბოხი ბარიტონი და როგორც ყოვეთვის ტანში გასცრა ჯაფარიძეს.
-გამარჯობა, ბატონო თორნიკე. - გაბედული ნაბიჯებით შეაჭრა კაბინეტში ჯაფარიძემ და თორნიკეს შავ ირისებს გაუსწორა საკუთარი.
-პირდაპირ საქმეზე გადავალ, არ მინდა დროის ტყუილად ხარჯვა. ვიცი, რომ საკმაოდ კარგი კადრი ხარ, ამიტომაც მინდა, რომ ჯერ ჩემს პირად მდივნად დაგნიშნო, რაც სიმართლე გითხრა არც ისე მარტივი საქმეა, რადგან ბოლომდე ვერავინ მიძლებს და მაქსიმუმ ერთ კვირაში გარბიან. იმედია, შენც მათ რიგებში არ აღმოჩნდები. 3 თვის განმავლობაში დავაკვირდები შენს მუშაობას და თუ კმაყოფილი დავრჩები, მაშინ რა თქმა უნდა, დაგაწინაურებ. აბა რას ფიქრობ? კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე, მზად ხარ ამ ყველაფრისთვის? - უტეხად გაუსწორა მზერა გოგონას.
-მზად ვარ, ბატონო თორნიკე და ვიმედოვენებ, რომ უმოკლეს დროში დაგიმტკიცებთ ჩემს პროფესიონალიზმს საქმისადმი. - ძლივს მოაბა თავი სათქმელს, ჯერ კიდევ თორნიკეს ყურებით გართულმა.
-ძალიან კარგი. -კმაყოფილმა ჩაილაპარაკა გერლიანმა და შემდეგ ტელეფონს დასწვდა.
-აქსანა, სასწრაფოდ ჩემს კაბინეტში გამოცხადდი. - მკაცრად გასცა ბრძანება მამაკაცმა. 2წთ არ იყო გასული, რომ კარები აქოშინებულმა, ქერა თმიანმა და საკმაოდ მოკლე და გამომწვევ კაბაში გამოწყობილმა აქსანამ შემოაღო. მატილდამ, როგორც კი შეათვალიერა მაშინვე სახე უკმაყოფილოდ დამანჭა ისე, რომ იქ მყოფებს არ დაენახათ, თუმცა თორნიკეს მახვილ თვალს მისი არც ერთი მიმიკა არ გამოპარვია და საკმაოდ ესიამოვნა, თუმცა გარეგნულად არაფერი შეიმჩნია.
-გისმენთ, ბატონო თორნიკე. რა სასწრაფო საქმე გქონდათ? - იკითხა კეკლუცურად ქერათმიანმა.
-აქსანა მინდა, რომ ქალბატონ მატილდას თავისი საქმის შესახებ ყველაფერი გასაგებად აუხსნა და შემდეგ უშაქრო ყავა შემომიტანე. - ბრძანა თორნიკემ.
-როგორც იტყვით უფროსო. -შემდეგ მატილდაც ფეხზე წამოდგა და უკან აედევნა წინ წასულ აქსანას, რომელიც უკვე საოცრად აღიზიანებდა.
-მატილდა ეს შენი ოთახი იქნება, როგორც ხედავ უფროსის გვერდით იქნები. ამ სართულზე მარტო თქვენ ორის კაბინეტია და სხვა არავინ არ არის. ასე, რომ მშვიდად შეძლებ შენი სამუშაოს შესრულებას. განსაკუთრებულად არაფრის გაკეთება არ გევალება, უბრალოდ დღის განრიგის შედეგენა მოგიწევს და წინა დღეს გაცნობა, ასვე შეიძლება ზოგჯერ ძალიან ბევრი დოკუმენტის თარგმანაც მოგიწიოს, არ ვიცი რა წამოუვლის თორნიკეს ასე, რომ მზად იყავი ამისთვისაც და ხო რაც მთავარია, უშაქრო ყავა ძალიან უყვარს, რომელსაც დღეში 3-ჯერ მიირთმევს და არ დაგავიწყდეს. ჯერ-ჯერობით სულ ეს არის, თუ რაიმე კითხვა გექნება შეგიძლია მომმართო ძვირფასო, ნაძალადევად გაუღიმა და შემდეგ სასწრაფო წესით დატოვა კაბინეტი.
ჯაფარიძემ ოთახს კიდევ ერთხელ მოავლო თვალი და კმაყოფილიც დარჩა, რადგან წინასთან შედარებით ეს ოთახი ბევრად უფრო დიდი და ნათელი იყო, თუმცა ყველაზე მთავარი აკლდა-მცენარეები, რაც მატილდას სუსტ წერტილს წარმოადგენდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ ხვალიდან აუცილებლად გაალამაზებდა აქაურობას ლამაზი და სხვადსხვა სახის მცენარეებით. შემდეგ სავარძელზე დაეშვა და თორნიკეს დღის განრიგს გაეცნო.
***
თორნიკე კი მთელი ამ დროის განმავლობაში კმაყოფილი გასცქეროდა ჯერ კიდევ წუთის წინ გასული მატილდას სილუეტს და ერთი სული ჰქონდა, თავისი გეგმის განხორციელება დაეწყო. შემდეგ ტელეფონი მოიმარჯვა და ალექსი თავისთან იხმო.
-რა ხდება შე*ემა? - მაშინათვე ინტერესიანი თვალებით შეხედა ძმაკაცს ალექსმა.
-დაჯექი და ყველაფერს მოგიყვები. მოკლედ, როგორც ვგეგმავდი მატილდამ ჩემს კომპანიაში დაიწყო მუშაოაბა, დღეს პირველი დღე აქვს და ვნახოთ როგორ გაართმევს თავს.
-ანუ როგორ? რანაირად? ასე მალე? შენ აღარ ხუმრობ გერლიანო. ძალიან მაინტერესებს რითი აიძულე ის საცოდავი გოგო, რომ თავისი ნებით ჩავარდნილიყო შენს კლანჭებში. - ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში იყო ალექსი.
-სისულელეების ლაპარაკს შეეშვი თუ ძმა ხარ. არაფერი არ დამიძლაებია, უბრალოდ თეიმურაზს ავუხსენი, რომ მატილდას კარიერისათვის ეს ძალიან კარგი იქნებოდა და მანაც, როგორც ჩანს უპრობლემოდ დაითანხმა. - კვლავ კმაყოფილმა ჩაილაპარაკა თორნიკემ.
-როგორც ჩანს შენი მატილდა ძალიან მიმნდობი ადამიანია, რადგან ასე მალე დათანხმდა ამ წინადადებას. ისე საინტერესოა ოჯახს თუ უთხრა ამ გადაწყვეტილების შესახებ? - ჩაფიქრდა ალექსი.
-არა მგონია. გუშინ მისი უფროსი ძმა გამომეცხადა აქ და რაღაცას ეჭვობს. საკმაოდ ჭკვიანი ბიჭია, ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ. - გამაფრთხილებლად ჩაილაპარაკა თორნიკემ.
-გული უგრძნობს ალბათ, თავისი და როგორი ურჩხულის ხელშიც ვარდება. - ჩაიცინა გადრანმა.
-ალექს, ძალიან გთხოვ, ისევ თავიდან არ დავიწყით კამათი. თუ საქმიდან გასვლა გსურს, გადი მე არაფერს გაძალებ.
-ძმას გასაჭირში ვერ მივატოვებ სამწუხაროდ. ასე, რომ სადაც შენ იქაც მე. ხო მართლა სულ დამავიწყდა მეკითხა, ვინ არის ის ლამაზი და ეშხიანი გოგო, რომელიც სულ მატილდასთან ერთად ჩანს? ინსტაგრამზეც დავათვალიერე და როგორც ჩანს სკამოდ ახლო მეგობრები არიან. -აღფრთოვანებული საუბრობდა გადრანი.
-ალბათ თამთა ჟვანიაზე საუბრობ. საუკეთესო მეგობრები არიან, ბავშვობიდან ერთად მოდიან როგორც ვიცი, მაგრამ შენ რატომ დაინტერესდი ასე ძალიან? იმ ტიპის გოგოებს არ გავს, ვინც გაცნობის პირველივე დღეს ფეხებს გაუშლის ნებისმიერს. ასე, რომ წესიერად მოიქეცი და პრობლემები არ შემიქმნა. თავიდან ამოიგდე მაგ გოგოზე ფიქრები. -თითქოს ჩანაფიქრს მიუხვდაო გერლიანი და ეგრევე გააფრთხილებაზე გადავიდა.
-მოდი ეს უკვე შენ არ გეხება. მაგ საქმეს მე მივხდევავ და გადავწყვეტ რა და როგორ გავაკეთო. შენ შენს მატილდას მიხედე. - თვალი ჩაუკრა და ოთახი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.
***
-კოტე ამ ბოლო დროს ძალიან ვღელავ ბავშვების გამო. - იცოდა სალომემ, რომ მეუღლეს მის აღელვების მიზეზს ვერ გამოაპარებდა, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
-რატომ ძვირფასო? რამე ისეთი ხდება, რაც უნდა ვიცოდე და არ ვიცი? - ეჭვის თვალით გადახედა ცოლს უფროსმა ჯაფარიძემ.
-არა, უბრალოდ არ ვიცი როგორ ვთქვა, ცუდი წინათგრძნობა მაქვს და მეშინია, რომ რამე არ დაემართოთ. განსაკუთრებით ჩვენი მატილდას გამო. ხომ იცი როგორი კეთილი გული აქვს და როგორი მიმნდობია, თუ ადამიანი შეიყვარა მას მაშინათვე ეკედლება და ვერაფრის დიდებით გადაიყვარებს. არ მინდა ვინმე ნაძირალა შეხვდეს ცხოვრების მეგზურად. - ქმარს ეხუტებოდა სალომე და ქვითინებდა.
-აბა ახლა დამშიდდი სალომე და მეორედ მსგავსი რამ არ გავიგო ჩვენს გოგონაზე. მე მას ვენდობი და ვიცი, რომ სწორ არჩევანს გააკეთებს, როდესაც ამის დრო მოვა. თუმცა, რაც არ უნდა გადაწყვიტოს და ვინც არ უნდა შეიყვაროს, მე ყოველთვის მის გვერდით ვიქნები და დავიცავ, ისე როგორც აქამდე ვიცავდი. ასე, რომ შეეშვი ამ სისულელეებზე ფიქრს. - მოჩვენებითად გაუწყრა ძვირფას მეუღლეს და შემდეგ აცრემლებული თვალები დაუკოცნა.



№1 სტუმარი სტუმარი ნენე

ძალიან მომწონს შენი წერის სტილი????

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგად წერთ. ასე გააგრძელეთ. იმედია მალე დადებთ ახალ თავს

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. ახალ თავს ველი ❤️

 


№4 სტუმარი აქსანა

ძალიან კარგი ისტორიაა და წერის სტილიც მომწონს^^

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

ახალ თავს როდის დადებთ. გელით მოუთმენლად. ძალიან კარგად წერთ. იქნებ გაზარდოთ თავის მოცულობა. პატივისცემით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent