შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავქარიანი ( 1 )


16-10-2022, 21:28
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 1 470

- როგორც იქნა მეღირსა, -უზარმაზარი ყუთი აქოშინებულმა შევათრიე მისაღებში, ძირს დავახეთქე და მეც მის გვერდით ჩავჯექი.
- აუ მიდი რა მალე ამოიღე და გავბეროთ მაინტერესებს როგორია, -ჩემმა საუკეთესო მეგობარმა საყვარელმა ლიკუნამ ნახევრად შეჭმული ვაშლი მაგიდაზე მიაგდო, ტელეფონი დივანზე მოისროლა, წამოხტა და ჩემს გვერდით ჩაიმუხლა.
- ვიცი მე შენ რაც გაინტერესებს, -ჩავიბურტყუნე და ყუთიდან საგულდაგულოდ შეფუთული პაკეტი ამოვიღე, ცოტა ხანში მე და ლიკუნა დივანზე ვისხედით და ჩემი ყოფილი შეყვარებულის ტანსაცმელში გამოწყობილ, თავზე პარიკჩამომხობილ, ნატურალურ ზომებში წარმოდგენილ გასაბერ მამაკაცს ვუყურებდით.

ისე არ გაიგოთ თითქოს მე და ჩემი შეყვარებული ერთად ვცხოვრობდით, ვცხოვრობდით კიდეც მაგრამ ისე არა როგორც წარმოიდგინეთ, ნიკოს მას შემდეგ ვიცნობდი რაც სკოლაში პირველ კლასში შევდგი ფეხი, ჩვენი მშობლები მეგობრობდნენ, ჩვენც დავმეგობრდით, ყოველ დღე ერთად ვიყავით, მას მერე რაც პირველი კურსი დავამთავრე ცალკე ცხოვრება მოვინდომე, დიდი ომის და წინააღმდეგობის შემდეგ მშობლებმა მაინც მიყიდეს ბინა და ცალკე გადავედი საცხოვრებლად, ნიკო უკვე ღამითაც ჩემთან რჩებოდა ხოლმე, საკუთარი საძინებელი ჰქონდა, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, ჩემი მესაიდუმლე, ერთმანეთზე ვგიჟდებოდით, მესამე კურსზე ვიყავით როცა სიყვარულში გამომიტყდა, თავიდან გავბრაზდი, ვიუცხოვე, რამდენიმე დღე არ ველაპარაკებოდი, მერე დავიწყე ფიქრი იმაზე რომ მას ყოველთვის მოვწონდი უბრალოდ მე ვერ ვამჩნევდი ან არ მინდოდა შემემჩნია, გამახსენდა როგორ ეჭვიანობდა ბიჭებზე რომლებიც მომწონდა და რომლებიც ჩემთან პირველი პაემნის შემდეგ უგზო-უკვლოდ ქრებოდნენ და თვალს მარიდებდნენ ხოლმე, გამახსენდა როგორ მიცავდა ყოველთვის, როგორ მისმენდა, როგორ მიკრავდა გულში და როგორ ნაზად მკოცნიდა შუბლზე, როგორ მამშვიდებდა ხოლმე როცა ნაწყენი ან გაბრაზებული ვუყავი, მისი ხელები, მისი სურნელი...
მერე იყო ულამაზესი ერთი წელი, უამრავი სიურპრიზი, საჩუქარი, თბილი დღეები და წუთები, ტკბილი სიტყვები, უამრავი ვნებიანი კოცნა... მანამ სანამ ჩვენი საყვარელი ბარის ქალების საპირფარეშოში, ჩემს აწ უკვე ყოფილ დაქალთან ერთად არ ვიპოვე ერთმანეთზე გადაფსკვნილები, უფრო ზუსტად თუ გაინტერესებთ, სოფი ნიჟარაზე იყო შემომჯდარი საზიზღრად ნეტარი სახით, ჩემი ნიკოლოზი კი მის ფეხებშუა იყო შემძვრალი თავით... და ენით...
მათ საქციელზე მეტად მისმა ახსნა-განმარტებამ მატკინა გული, რომ ის კაცია და გართობა და ენერგიისგან დაცლა სჭირდება, ჩემთან ამას ვერ ახერხებს, სოფი კი აძლევდა და არ უნდა მიეღო? აი ასე, მოკლედ და კონკრეტულად ამიხსნა და მშვიდად, ღიმილით ელოდებოდა რომ ყველაფერს დავივიწყებდი და შევურიგდებოდი, მაგრამ ვერ მივართვი...

- ისევ მასზე ფიქრობ არა? -ლიკუნას ხმამ გამომიყვანა ტრანსიდან.
- ძნელია არ ვიფიქრო, -უდარდელად ავიქნიე ხელი, დივნიდან წამოვხტი, ჩემს კაცს მივუჯექი გვერდით და ხელი გადავხვიე.
- რას იტყვი ვუხდებით ერთმანეთს?
- ხანდახან მგონია რომ ვერ ხარ, -თითი შუბლთან მიიტანა და გადაატრიალა, -უკვე ორი წელი გავიდა ანა, დრო აღარ არის რომ დაივიწყო?
- მოიცა შენ რა გგონია, რომ ნიკოსთან დაშორების შემდეგ შევიშალე და ახლა ვცდილობ შვება გასაბერ კაცთან ვპოვო, -სიცილი ვერ შევიკავე, -მგონი პირიქით შენ ვერ ხარ კარგად, ძალიან დაძაბული ხარ, ცოტა განტვირთვა არ გაწყენდა, არ გინდა დასამშვიდებლად იმ ყუთიდან რამე აარჩიო ამასწინათ შეცდომით რომ მომიტანეს, არაჩვეულებრივი სათამაშოებია.
- მოიცა ეგ უკან არ წაუღიათ?
- არა, მიმტკიცებენ რომ ეს არის ჩემი ამანათი ამიტომ სანამ რამეს გავარკვევდი ეს კაცი თავიდან შევუკვეთე, ისე იმ კურიერის სახე უნდა გენახა, საწყალი ვერ ხვდებოდა ეცინა თუ ეტირა როცა უზარმაზარი ვიბრატორით ხელში ვემუქრებოდი რომ ჩემი კაცი დაებრუნებინათ.
- ესე იგი დარჩა ვიღაც სექს სათამაშოების გარეშე?
- ჰო ასე გამოდის.
- მაინც ვერ გავიგე რად გინდა ეს კაცი.
- დავსვავ საძინებელში კუთხეში და იქნება თავისთვის, ღამე მარტო ყოფნის მაინც აღარ შემეშინდება, თანაც არც შემაწუხებს ზედმეტად...
- ოჰ, შენ რომ გისმინოს ვინმემ, მამა აბრამის ბატკანი ეგონები, -ლიკუნამ წარბი მაღლა აქაჩა და დაბღვერილმა შემომხედა, -ერთხელ მაინც თუ გიფიქრია იმაზე რომ არც შე ხარ ღვთის საჩუქარი, ამ ორ წელიწადში რაც ნიკოს დაშორდი, რამდენ ვინმესთან ცადე ურთიერთობა და ვერავინ ვერ გაგიძლო.
- კი აბა, შენ ეგრე იფიქრე, ყველას მე თვითონ დავშორდი, იმიტომ რომ... იმიტომ რომ...
- ხომ ხედავ, აღარც გახსოვს რატომ, აბა მითხარი, დათოს რატომ დაშორდი?
- დათოს? ეგ რომელი იყო? -ჩაფიქრებულმა მოვიქექე თავი და ლიკუნას ნასროლი ბალიში ოსტაურად ავირიდე.
- რომელი და მაღალი რომ იყო, ქერათმიანი, ცისფერთვალება.
- ააა გამახსენდა, იმიტომ დავშორდი რომ ნამეტანი ნარცისი იყო, საათობით უნდებოდა გამოცვლას, თმის დავარცხნას და ფეხსაცმლის გაპრიალებას, სად მქონდა მაგის ნერვები.
- მამუკა?
- ჭამის დროს კბილებს აკრაჭუნებდა და საშინლად ხმამაღლა იცინოდა.
- სანდრო?
- აღმოვაჩინე რომ თურმე ქალების გარდა დროდადრო კაცებისკენაც გაურბის თვალი, -ჰა, ახლა რას იტყვი? -ნიშნის მოგებით შევხედე გაოცებისგან პირდაღებულს.
- შემდეგზე გადავიდეთ, -გამოაცხადა ომახიანად როგორც კი გონს მოვიდა, -ლუკა?
- კატებს ვერ იტანდა, -მოკლედ მოვუჭერი და ჩემს მუხლებზე ამოღოღებულ გრძელბეწვიან სამფერა კატას გადავუსვი ხელი.
- ყველაზე საუკეთესო ბოლოსთვის შემოვინახე, -ისეთი სახით გაფშიკა საჩვენებელი თითი შევატყვე რომ წინასწარ ზეიმობდა გამარჯვებას, -აბა გეგაზე რას მეტყვი?
- ფაქტიურად უნაკლო იყო, -მაღალი, შავთვალება, სიმპათიური გეგას გახსენებისას სევდიანად ამოვიოხრე.
- ფაქტიურად?
- სიგარეტს ეწეოდა, მე კი ვერ ვიტან სიგარეტის სუნს.
- გეგა იმ საძაგლობას მაინც არ ეწეოდა შენ რომ ეწევი, -გაბრაზებული წამოხტა და ფეხების ტყაპუნით გავარდა სამზარეულოში, ყოველთვის ასე იყო, როცა ნერვებს ვუშლიდი უზარმაზარ ჭიქაში იკეთებდა ყინულივით ცივ ყავას, სვამდა და წყნარდებოდა.
- კარგი ახლა ნუ ამომადენ ყელში ათასში ერთხელ მოწეულ პლა*ნს, -ზურგიდან ჩავეხუტე და მხარზე ჩამოვადე ნიკაპი.
- ჰო აბა ათასში ერთხელ, გამოლენჩდები ცოტა ხანში და ეგ იქნება, -საყვარელი სახით აგრძელებდა ბუზღუნს.
- მიდი რა მეც გამიკეთე ყავა, მე მანამდე სამსახურში განცხადებას გავაგზავნი.
- ესე იგი მაიდანაც მოდიხარ?
- ჰო რაღაც ახალი მჭირდება, უკვე ვატყობ რომ იქ ვეღარ ვჩერდები.
- მეოთხე სამსახური ბოლო ერთ წელში, არა რა ძაღლის ბედი გაქვს, ვერ ვიგებ საიდან შოულობ ასეთ მაგარ სამსახურებს და იმასაც ვერ ვიგებ რატომ ტოვებ და მოდიხარ ხოლმე.
- თავს უცნაურად ვგრძნობ, არ ვიცი რა მჭირს და რა მინდა, -მაგიდას მივუჯექი და თავი ხელებში ჩავრგე, ვიგრძენი როგორ მომიახლოვდა და მერე მთელი ძალით ჩამეხუტა.
- ყველაფერი კარგად იქნება ანა, -მისმა ხმამ და ხელებმა სული გამითბო და გამაღიმა.
- - - - - - - - - -
- ესე იგი მოსვლასაც არ აპირებდი? -სათვალე მოიხსნა, ოდნავ ჭაღარაშერეული თმა ნერვიულად აიჩეჩა და ისეთმა გაბრაზებულმა შემომხედა რომ უნებურად უკან გავაჩოჩე სკამი.
- მაპატიეთ ბატონო ნოდარ, უბრალოდ ვიფიქრე რომ განცხადების მეილზე გამოგზავნა საკმარისი იქნებოდა, -საცოდავად ამოვიკნავლე.
- უკვე სამი თვეა ჩვენთან მუშაობ, მგონი იმას მაინც ვიმსახურებდი რომ მოსულიყავი და პირადად აგეხსნა ჩემთვის რატომ მიდიხარ, -სახეზე წამში ჩამოეშალა ბრაზი და მისი ადგილი წყენამ და სევდამ დაიკავა, სავარძელში ჩაეშვა და ნაცრისფერი თვალები ღია ფანჯრიდან მომზრალ ნაძვს გაუშტერა, რომლის ტოტზეც ციყვი იჯდა და გემრიელად ღრღნიდა გირჩს, შუა ქალაქში მდებარე ჩემს სამსახურს ციყვებიანი ხეებით სავსე ბაღი ესაზღვრებოდა, სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა რომ სამი თვე გავძელი ერთ ადგილზე, წყნარი-მშვიდი ოთახი მქონდა, ფანჯრიდან ხელის გაწვდენა იყო საკმარისი რომ ხეებს შევხებოდი, ვიჯექი ხოლმე და ვქმნიდი ათასნაირ დიზაინს რომელთაც ჩვენი დამკვეთები ყოველთვის აღფრთოვანებაში მოყავდა, ალბათ ეს იყო იმის მიზეზი რომ ნოდარს ასე ეძნელებოდა ჩემი გაშვება, იქნებ იმიტომ ბრაზობს ასე რომ ვეღარ მნახავს...
ჰო ასეა, აქ მოსვლის პირველივე დღიდან შევამჩნიე რომ მოვეწონე, მეც მომეწონა მაღალი სიმპათიური, საკმაოდ უცხო გარეგნობის მქონე ორმოცდაოთხი წლის მამაკაცი, ყურადღებიანი და ზრდილობიანი იყო, ვაფასებდი და პატივს ვცემდი თუნდაც იმიტომ რომ საკუთარი გრძნობები ჩემთვის თავზე არ მოუხვევია, არ შევუწუხებივარ, ასე თავისთვის მოვწონდი, შეიძლება ვუყვარდი კიდეც, მთელ საკაცეთზე ხელი რომ არ მქონოდა ჩაქნეული იქნებ სერიოზულად მეფიქრა კიდეც მასზე, მერე რა რომ ჩემზე უფროსია, მეც აღარ ვარ პატარა, უკვე ოცდაოთხი წლის ვარ...
- რაზე ფიქრობ ანა? -ფიქრებში გართულმა ჩემს თავს შემოვუძახე და გამეტებით შემოვირტყი ლოყაში ხელი, ნოდარი დაფეთებული რომ წამოხტა ფეხზე მაშინღა მივხვდი რომ ეს მის თვალწინ გავაკეთე, დარცხვენილი წამოვდექი ფეხზე.
- მაპატიეთ, უბრალოდ ჩავფიქრდი და... -საცოდავად ავბლუყუნდი ერთიანად აწითლებული, გაეღიმა ნოდარს, ერთხანს ისე მიყურებდა თითქოს რაღაც საჭირბოროტო გადაწყვეტილებას იღებსო, მერე მომიახლოვდა, დიდი და ძლიერი მკლავები შემომხვია და გულზე მიმიკრა, მამაკაცის ასეთ სითბოს და სიახლოვეს მონატრებულს ისე მესიამოვნა მისი სურნელი და აჩქარებული გულისცემის მოსმენა ლამის კატასავით ავრუტუნდი, თუმცა ვერ დავუშვებდი რამე არასწორად ეფიქრა, სასწრაფოდ მოვშორდი, აბურდული თმა შევისწორე და რამდენიმე ნაბიჯით დავიხიე უკან.
- ჯობია წავიდე, -უხერხულად გავუღიმე.
- წადი მაგრამ იცოდე რომ აქ შენთვის ყოველთვის გამოიძებნება ადგილი, თუ რამე დაგჭირდეს...
- ვიცი, ყველაფრისთვის დიდი მადლობა, -კიდევ ერთხელ გავუღიმე და ლამის სირბილით გამოვედი ოთახიდან, ლიფტში რომ შევედი და ზურგსუკან კარი რომ მოიხურა მაშინღა ამოვისუნთქე შვებით, სარკისებრ კედელში ყურადღებით შევათვალიერე ჩემი ორეული, საშუალო სიმაღლის გამხდარი გოგონა, სპორტული ფეხსაცმლით, ფართო შარვლით და მოკლე ფერადი მაისურით, კეფაზე დაუდევრად შეკრული გრძელი გაბურდული შავი თმით და დიდი ლურჯი თვალებით, მსხვილ ვარდისფერ ტუჩებზე გადავიტარე თითი, მერე პატარა მაგრამ მკვრივ მკერდს და მრგვალად გამობზეკილ უკანალს შევავლე თვალი...
ნეტავ რა მოეწონა ნოდარს ჩემში? ბოლოს და ბოლოს მის მდივანს სამი ჩემხელა მკერდი აქვს და აშკარად ეტყობა რომ მისი დანახვისთანავე სველდება.
- რას გაიგებ, კაცია და გუნება, -ხმამაღლა ჩავილაპარაკე და ღია კარში გავსხლტი, გარეთ თბილოდა და უცნაური სიმშვიდე და სიწყნარე სუფევდა ამიტომაც ტაქსის გაჩერება გადავიფიქრე და ფეხით გავუყევი ქუჩას, ფიქრებს შევყევი, ხშირად მემართებოდა ასე ხანდახან ჩაფიქრებულს რამდენიმე კილომეტრიც კი მივლია ხოლმე უმისამართოდ, ახლაც ასე მოხდა, არ მახსოვს რამდენ ხანს ვიარე, ერთგან ავტობუსშიც ავედი, მერე მეორე ავტობუსს გავყევი ბოლო გაჩერებამდე, მერე ფეხით ვიარე და საშინლად დაღლილი რომ გამოვერკვიე ჩემთვის უცნობ ადგილზე ვიდექი, გაოცებული ვუყურებდი ქუჩის მთელ სიგრძეზე ჩაყოლებულ მწვანეში ჩაფლულ უზარმაზარ ვილებს, მიმოვიხედე ჩემს უკან პარკი იყო, ფეხებმა თავისთავად მიმიყვანა სკამთან და ჩამოვჯექი, თავისუფლად მოვეწყვე, თავი უკან გადავაგდე და თვალები დავხუჭე.
თავს უცნაურად ვგრძნობდი, მიტოვებულად, გარიყულად, დაკარგულად... არ ვიცოდი აქ რას ვაკეთებდი, არ ვიცოდი რა მინდოდა დღევანდელი დღისგან, ხვალინდელი დღისგან, საკუთარი თავისგან... ვგრძნობდი რომ ის სიცარიელე რომელიც ნელ-ნელა ობივით ედებოდა ჩემს მთელ არსებას მალე საბოლოოდ ჩამყლაპავდა, ტელეფონის ზარი რომ მომესმა ეკრანისთვის არც კი დამიხედავს ისე გავთიშე, ვიცოდი რომ ისევ დედაჩემი იქნებოდა, ალბათ მამამ ისევ მას დაარეკინა, მასთან იმის შემდეგ გამიფუჭდა ურთიერთობა რაც მარტო გადასვლა მოვინდომე, იმის მერე სულ იმას ცდილობდა რომ ისევ უკან მათთან დავებრუნებინე და ქრთამის შემოთავაზებასაც არ ერიდებოდა ხოლმე, ახალი მანქანა, ძვირადღირებული სამკაულები, ან ცნობილი კურორტების საგზურები, ერთხელ იმდენად მომიშალა ნერვები დავემუქრე შემეშვით თორემ ისე გადავიხვეწები საქართველოდან თვალით ვეღარ მნახავთთქო, კიდევ კარგი ჩემი ძმა მაინც არ მიქმნის პრობლემებს, თუმცა იმას საერთოდ არაფერი არ აინტერესებს, ჩემზე ორი წლით უფროსი უკვე ოთხი წელია ამერიკაში ცხოვრობს და ათასში ერთხელ თუ მომიკითხავს ხოლმე.
- ასე შეიძლება გავგიჟდე, -ჩავილაპარაკე და თვალები გავახილე, წელში რომ გავსწორდი და გულიანად რომ გავიზმორე ზუსტად მაშინ მომიჯდა გვერდზე ოციოდე წლის ბიჭი საყვარლად აჩეჩილი თმებით და აწითლებული ლოყებით.
- სანამ რამეს იტყვი მე მომისმინე, -ხელის აწევით შევაჩერე და მანაც ცნობისმოყვარეობით სავსე, დიდი თაფლისფერი თვალები მომაპყრო.
- გაცნობა, დამეგობრება, ფლირტი და სამომავლო ურთიერთობების განხილვა არ მაინტერესებს, მაგრამ შენთან შემოთავაზება მაქვს.
- მაინც რა? -ჩემი ასეთი პირდაპირობით გაკვირვებულმა პირში ენა ძლივს მოატრიალა, ჩანთიდან საგულდაგულოდ შეხვეული ღერი ამოვაძვრინე და თითებში შევათამაშე.
- ერთად მოვწიოთ რა მარტო მოწევა მეზარებოდა.
წარბი მაღლა აქაჩა, ჯერ გარშემო მიმოიხედა და მერე მე შემომხედა გაოცებული თვალებით, ცოტა ხანში უკვე გვარიანად დაბოლილები სიცილ-ხარხარით ვაწყდებოდით ერთმანეთს, ვიღაცას რომ დავენახეთ ალბათ დიდი ხნის მეგობრები ვეგონებოდით არადა ერთმანეთის სახელებიც კი არ ვიცოდით.
- ამათმა რით ვეღარ იპოვეს ვისაც ეძებენ, ნეტავ რა კრიტერიუმები აქვთ ასეთი, -სიცილისგან დაოსებულმა ზუსტად ჩვენ პირდაპირ მდებარე ვილაზე მიმითითა რომლის კართანაც უკვე კარგა ხანია ხალხმრავლობა არ წყდებოდა, მოდიოდნენ სოლიდურად გამოწკეპილი ტიპები ხელშიი საქაღალდეებით, კართან მდგარი დაცვა კი სათითაოდ უშვებდა შიგნით.
- აქ რა ხდება ვის ეძებენ? -დაინტერესებულმა ვკითხე.
- ეს სახლი ცოტა ხნის წინ შეიძინა ერთმა მოხუცმა ექსცენტრიულმა მილიონერმა და ახლა თავისი შინაური ცხოველებისთვის მომვლელს ეძებს.
- შენ რა იცი? -ეჭვით შევხედე სულელურად მომღიმარს.
- ამ ქუჩაზე ვცხოვრობ, აი ის ჩემი სახლია, -ქუჩის ბოლოში მდგარ ლურჯ სახურავიან სახლზე მიმითითა, -ტელეფონი მომეცი, -ხელიდან გამომგლიჯა და თავისი ნომერი ჩამიწერა, -შემდეგში თუ კიდევ გაჩითავ ასეთ მაგარ რამეს დამირეკე.
- ჰო როგორ არა, -ბარბაცით წამოვდექი და გასასვლელისკენ წავედი.
- სად მიდიხარ? -წამსვე გვერდში ამომიდგა.
- გასაუბრებაზე, -სიცილით ვანიშნე ვილისკენ რომლის კართან ახლა მხოლოდ ორი მამაკაცი იდგა და ელოდნენ დაცვა როდის შეუშვებდათ.
- სერიოზულად? -მაჯაში ხელი ჩამავლო და მისკენ შემატრიალა, -იცი მაინც როგორ გამოიყურები?
- არც შენ გამოიყურები უკეთესად.
- მე სახლში მივდივარ დასაძინებლად და შენ გასაუბრებაზე, მგონი განსხვავება არის, -აქამდე მაისურის საყელოზე ჩამოკიდებული სათვალე მოიხსნა და თავისი ხელით გამიკეთა.
- არავითარ შემთხვევაში არ მოიხსნა, -გამაფრთხილებლად დამიქნია თითი, -კიდეც რომ გაწამონ მაინც.
- ვის გაუგია გასაუბრებაზე მზის სათვალით მისვლა?
- არც დაბოლილები მიდიან მაგრამ რა ვქნათ, თავს ზემოთ ძალა არაა, -თეატრალურად გაშალა ხელები და კიდევ ერთხელ ამიყოლია სიცილში.
- დარწმუნებული ვარ იმ მილიონერ ბაბუას ამ სათვალით ისე მოვეწონები მაშინვე სამსახურში ამიყვანს, -ახარხარებული დავეყრდენი მხარზე.
- დარწმუნებული ხარ რომ ვიღაცის კატების და ძაღლების მოვლა გინდა? -თვითონაც ვერ იკავებდა სიცილს და უკვე ძლივს იდგა ფეხზე.
- ჰო აბა რა, მიყვარს ცხოველები, განსაკუთრებით კატები, ჩემზე უკეთესს ვის იპოვის? -მტკიცედ ჩავილაპარაკე, მერე დიდი ამბით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს, ის სახლისკენ გაუყვა გზას, მე კი ქუჩა გადავჭერი და ჩემი პოტენციური დამსაქმებლის სასახლისკენ ავიღე გეზი...
-
-
-
-
იმედია მოგეწონებათ, ამ ეტაპზე კვირაში მაქსიმუმ ორი თავის ატვირთვას მოვახერხებ ხოლმე.



№1 სტუმარი One

Wow, vnakhod, vnakhod))
Sainteresoa udaod) warmatebebi , aq var mokled)

 


№2 სტუმარი ნანო

კარგია,მთავარია შეცდომებით არ წერ.ვიზავ,მდივანი,ტვალეტი,სიტვაცია არ გიწერია.შინაარსობრივადაც საინტერესოა.წარმატებები.

 


№3  offline წევრი Lucien Vanserra

One
Wow, vnakhod, vnakhod))
Sainteresoa udaod) warmatebebi , aq var mokled)


ვეცდები შემდეგი თავები უფრო საინტერესო გავხადო blush

 


№4  offline წევრი Lucien Vanserra

ნანო
კარგია,მთავარია შეცდომებით არ წერ.ვიზავ,მდივანი,ტვალეტი,სიტვაცია არ გიწერია.შინაარსობრივადაც საინტერესოა.წარმატებები.


მადლობა heart_eyes

 


№5  offline წევრი Natalia14

საინტერესოა. სიამოვნებით წავიკითხე ოღონდ გააგრძელე და არ შეწყვიტო წერა. წარმატებები.

 


№6 სტუმარი სტუმარი ნატალი

კარგია
.წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent