შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავქარიანი ( 2 )


18-10-2022, 01:23
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 915

- ვისთან მიბრძანდებით? -ორ მეტრიანი აპოლონი გადამიდგა წინ და მრისხანე სახით დამხედა ზემოდან.
- გასაუბრებაზე ვარ სამსახურთან დაკავშირებით, -ძლივსგასაგონად ამოვიკნავლე და ჩავახველე რომ სიცილი როგორმე შემეკავებინა არადა ისე სასაცილო იყო, ამ ხელოვნურად დაყენებული მანერებით...
- გელოდებიან? -დაეჭვებულმა მკითხა.
- აბა რა, ისე ხომ არ მოვიდოდი, -წელში გავიმართე და გავიჯგიმე.
- ახლავე გადავამოწმებ, -რაციას წაატანა ხელი.
- ცოტა მალე რა, ისედაც მზეზე ალერგია მაქვს და... -ჩემს უზარმაზარ სათვალეზე მივუთითე და გამშრალი ტუჩები მოვილოკე.
- ალერგია? იცით მაინც რა სამსახურია?
- მზეზე მაქვს ალერგია ცხოველებზე კი არა? შემიშვებთ თუ არა ბოლოს და ბოლოს.
- რამდენი წლის ხართ? -არ მეშვებოდა.
- ეს რა შუაშია? -თავმობეზრებულმა ჩავილაპარაკე.
- მგონი ტყუილად ირჯებით, თქვენზე ურო მეტად გამოცდილები და შესაფერისები დაიწუნეს და...
- გააჩნია შესაფერისში რას გულისხმობთ
- ფიზიკურად ძლიერი უნდა იყოთ, თქვენ კი ძალიან პატარა და გამხდარი ხართ, -მოურიდებლად მომახალა და როგორც იქნა მოახერხა ჩემი გაბრაზება.
- ხომ ვერ მეტყვით რა შუაშია ჩემი ზომა და წონა კატების და ძაღლების მოვლასთან? -გაცოფებულმა შევუღრინე.
- კატები და ძაღლები? -წარბი აწია და ირონიულად გაიღიმა, მერე კი ფართოდ გამიღო კარი, -მიბრძანდით პატარა ქალბატონო, სახლს უკან შემოუარეთ, ბაღში, ფანჩატურში ტარდება გასაუბრება, -რაღაცნაირად ნიშნისმოგებით მითხრა და გვერდზე გადგა.
მისი ირონიული ღიმილისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მხრები ავიჩეჩე და ეზოში გაბედულად შევაბიჯე, არავინ შემხვედრია ასე რომ თვითონ ვიპოვე ბილიკი რომელიც სახლს გარშემო უვლიდა და უკანა ბაღში გადიოდა, სახლს გავცდი თუ არა გაოცებისგან პირდაღებული ერთ ადგილზე გავშეშდი, რაღაც ჯადოსნობასავით იყო, ვერც წარმოვიდგენდი თბილისის შუაგულში ვინმეს ამხელა ბაღი თუ ექნებოდა, უზარმაზარი ხეებით და სხვადასხვა ნარგავებით სავსე, სასიამოვნოდ დაჩრდილული, მიმოვიხედე მაგრამ ფანჩატური ვერსად დავინახე არადა უკვე საშინლად მწყუროდა და ვეღარ ვითმენდი, ახლო მახლო არც არავინ ჩანდა რომ მეკითხა სად უნდა დამელია წყალი, ისევ სახლისკენ შევბრუნდი, ფართო მარმარილოს კიბეებს ავუყევი რომელიც ვერანდაზე ადიოდა, უზარმაზარი შუშის კარი ღია დამხვდა, შევაღე და ფართო ნათელ დერეფანში შევედი, სხვა დროს ალბათ ცოტა დროს მანც დავუთმობდი იქაურობის დათვალიერებას მაგრამ ახლა ერთი სული მქონდა სამზარეულო მეპოვა, ჩემდა ბედად პირველივე ცდაზე გამიმართლა და ის კარი შევღე რომელიც მჭირდებდა.
სამზარეულოში არავინ იყო, სირბილით მივედი უზარმაზარ მაცივართან, გამოვაღე და ცივი წყლით სავსე ბოთლებით გამოტენილი თარო რომ დავინახე, სიხარულისგან კინაღამ იქვე ჩავიკეცე, ერთი ბოთლი ბოლომდე გამოვცალე და ის იყო მაცივრის კარი უნდა დამეხურა რომ თვალი შოკოლად მოსხმულმა კექსმა მომჭრა, ისე კარგად გამოიყურებოდა საერთოდ დამავიწყდა ვინ ვიყავი, სად ვიყავი ან რატომ ვიყავი, ნამცხვარი გამოვიღე, მაგიდასთან მოვთავსდი პურის საჭრელი უზარმაზარი დანით დიდ ნაჭრებად დავჭერი და ჭამას შევუდექი...
- შუადღე მშვიდობის, -ჩემს ზურგს უკან ბოხი ხმა რომ მომესმა მოულოდნელობისგან ნამცხვარი ყელში გადამცდა და კინაღამ გავიგუდე.
- შეგერგოს, -ამჯერად სიცილნარევი ხმით მითხრა შემოსწრებულმა და ზურგზე მსუბუქად მომიტყაპუნა ხელი, მერე მაგიდას შემოუარა ჩემს პირდაპირ დადგა და ხელებით დაეყრდნო, საშუალება მომეცა კარგად დამენახა ვინ იყო, თუმცა ხველებისგან აცრემლებული თვალებით რომლებზეც უზარმაზარი მზის სათვალე მეკეთა ხედვა მიჭირდა.
ცალ ხელს დავეყრდენი ლოყით, რაც შეიძლება სერიოზული სახე მივიღე და კარგად შევათვალიერე, მაღალი იყო, განიერი მხრებით და ზომიერად დაკუნთული სხეულით, ოფლისგან დასვენებული მაისური და შორტი ეცვა, კისერზე პირსახოცი ჰქონდა მოგდებული, იქნებოდა ასე ოცდათხუთმეტ წლამდე, შოკოლადისფერი თმით, სახის დახვეწილი ნაკვთებით და უცნაური ფერის თვალებით.
- ვინ ხარ და აქ რას აკეთებ? -მშვიდად, ღიმილით შემეკითხა.
- ჩუუ, -ტუჩებთან მივიდე თითი და ვანიშნე რომ გაჩუმებულიყო, -მაცადე ვცდილობ გავიგო რა ფერის თვალები გაქვს.
- მოიხსენი ეგ სათვალე და უკეთ დაინახავ, -გაიცინა, სკამი გამოწია და ჩემს პირდაპირ მოკალათდა.
- ვერ მოვიხსნი, -სევდიანად ამოვიოხრე და მადიანად ჩავკბიჩე ნამცხვარი.
- რატომ ვერ მოიხსნი? -ხმაში აშკარად შეეტყო ინტერესი.
- იმიტომ რომ იმან მითხრა არ მოიხსნა რომ გაწამონ მაინცო.
- ვინ იმან? -ფეხი ფეხზე გადაიდო და აშკარად გახალისებული მიეყრდნო საზურგეს.
- აი იმან ლურჯ სახურავიან სახლში რომ ცხოვრობს, -ხელი ავიქნიე და მერე უკვე განახევრებული ნამცხვარი მისკენ მივწიე.
- არ გინდა? -ისე თამამად შევთავაზე თითქოს ჩემს სახლში ყოფილიყოს სტუმრად.
- არ მინდა, -თავი გაიქნია უარის ნიშნად და მერე ჩემსკენ გადმოიხარა.
- მოიხსენი რა სათვალე.
- არ შემიძლია, -ტრაგიკული სახე მივიღე, -მაგრამ თუ გინდა ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, -რატომღაც ლაპარაკის ხასიათზე მოვედი.
- ოო ეს უკვე საინტერესოა.
- ოღონდ არავის უთხრა.
- არავის არ ვეტყვი.
- მპირდები?
- პატიოსან სიტყვას გაძლევ, -სერიოზული სახით მიიდო გულზე ხელი და მეც თითქოს მიზეზი მჭირდებოდა, სიცილი ვერ შევიკავე, კარგა ხანს ვხარხარებდი.
- დაბოლილი ვარ, -მივახალე პირდაპირ როგორც კი სული მოვითქვი.
- ასეც ვიცოდი, -სიცილით გადმოიხარა ჩემსკენ და საკუთარი ხელით მომხსნა სათვალე, მოჭუტული თვალებით შევხედე.
- ვერ ვხვდები შავი თვალები გაქვს თუ მუქი მწვანე, ცოტა ახლოს მოიწიე, -ხელით ვანიშნე წამოვიწიე და ისიც მაშინვე გადმოიხარა ჩემსკენ, სახე ისე ახლოს მომიტანა რომ ლამის ცხვირით ცხვირზე მეხებოდა, ტუჩები ოდნავ ჰქონდა შეხსნილი, თვალები მხიარულად უციმციმებდა, მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეფრქვეოდა და მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა.
- დრო და დრო შავია დრო და დრო კი მუქი მწვანე, -დაბალი ხრინწგარეული ხმით ჩაიჩურჩულა, მუხლმოკვეთილი დავენარცხე სკამზე, ისიც დაჯდა, თუმცა ჩემთან შედარებით შესაშურად მშვიდად გამოიყურებოდა.
- საკმარისია გართობა ახლა მითხარი ვინ ხარ და აქ რას აკეთებ? -უცბად მიიღო სერიოზული სახე და ხმაც შესამჩნევად გაუმკაცრდა.
- გასაუბრებაზე ვარ მოსული, -პირდაპირ ვუთხარი და დავინახე გაოცებისგან როგორ აზიდა წარბი.
- სერიოზულად?
- არასერიოზულობის მეტყობა რამე? -ნაწყენი ხმით ვკითხე.
- სიმართლე რომ გითხრა გეტყობა, -საერთოდ არ მორიდებია ისე მომახალა.
- კარგი ჰო, ვიცი რომ მთლად შესაფერისად არ გამოვიყურები, -როგორც იქნა დავნებდი, -შენ რას აკეთებ აქ არ მეტყვი?
- აქ ვმუშაობ, სახლს და ბაღს ვუვლი, მარკო მქვია, -ღიმილით გამომიწოდა ხელი.
- ანა, -ხელი შევაგებე და ჩამოვართვი.
- საიდან გაიგე ვაკანსის შესახებ ანა?
- იმან მითხრა, აი იმან... -უხერხულობისგან ენა დამება, ჯანდაბა სახელი მაინც მეკითხა იმ ლაწირაკისთვის.
- ყველაფერი გასაგებია, იმან გითხრა ლურჯ სახურავიან სახლში რომ ცხოვრობს, -სრულიად სერიოზულად თქვა.
- მიყვარს შენნაირი მიხვედრილი ადამიანები, -შვებით ამოვისუნთქე, -მოკლედ ასე მოხდა, ცოტა ხნის წინ პარკში ვიჯექი აი იმასთან ერთად ლურჯ სახურავიან სახლში რომ ცხოვრობს, ვეწეოდით და ამ სახლს ვუყურებდით, ცუდად არ გაიგო, იმიტომ ვუყურებდით რომ ჩვენს პირდაპირ იყო, მერე მან თქვა ეს სახლი ახლახანს იყიდა უცნაურმა მოხუცმა მილიონერმა და ახლა ცხოველების მომვლელს ეძებენო, მერე მე ვთქვი წავალ ბედს ვცდი იქნებ ამიყვანონთქო, ბოლოს და ბოლოს ცხოველების მოვლის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს...
- უფრო კონკრეტულად?
- სახლში სამი კატა მყავს.
- კატა? -ქათქათა კბილებში მოიქცია ქვედა ტუჩი და გრძელი თითები მაგიდაზე აათამაშა.
- ადრე ძაღლიც მყავდა, ახლა მხოლოდ კატები მყავს, თანაც დღეს წამოვედი იმ სამსახურიდან სადაც ბოლო სამი თვე ვმუშაობდი...
- სად მუშაობდი?
- ერთ-ერთ კერძო კომპანიაში, ინტერიერის დიზაინერი ვარ.
- რატომ წამოხვედი?
- ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ვჩერდები, თანაც ციყვები ჩემს ფანჯარასთან რომ ცხოვრობდნენ, ბატონი ნოდარის ფანჯარასთან გადავიდნენ საცხოვრებლად, ეტყობა ის უფრო გემრიელ თხილს აჭმევდა იმ მოღალატეებს.
- ესე იგი ციყვები არა? -ერთხანს უწყლოდ დარჩენილი თევზივით აფჩენდა პირს და ყველანაირად ცდილობდა თავის შეკავებას, ბოლოს ვეღარ გაუძლო და ხმამაღლა ახარხარდა...

- რა სასაცილო ხარ, -ძლივს მოითქვა სული და აცრემლებული თვალებით შემომხედა, -მოდი ასე მოვიქცეთ, ახლა შენ ადექი მიდი და გაესაუბრე სამსახურის შესახებ, გასაუბრებას ჩემი მეგობარი ვაკო ატარებს, გინდა დავურეკო და რეკომენდაცია გაგიწიო?
- ნეპოტიზმის წინააღმდეგი ვარ, -სასაცილოდ გავფშიკე თითი, -თანაც არ გიცნობ და რატომ უნდა გამიწიო რეკომენდაცია?
- არ მიცნობს თურმე, -საყვარლად ჩაიფრუტუნა და კეფაზე შემოიჭდო თითები, -რა ვიცი ეს ხელს არ გიშლის იმაში რომ ჩემს წინ იჯდე და ჩემი ნამცხვარი მიირთვა?
- შენი იყო, -კიდევ უფრო დავაჭყიტე თვალები, -მერე რა თუ შენი იყო, დიდი ამბავი, არ შემარგო ახლა ერთი ნაჭერი ნამცხვარი, -მოვიღუშე, გულთან გადავიჯვარედინე ხელები და გაბრაზებული პატარა ბავშვივით გავბუსხე ტუჩები, კიდევ უფრო გავბრაზდი როცა დავინახე როგორ წამოდგა და გაცისკროვნებული სახით როგორ წამოვიდა ჩემსკენ, სიტყვის თქმაც კი ვერ მოვასწარი ისე ჩამავლო ხელი მკლავში და წამომაყენა, მერე სათვალე აიღო და გამიკეთა.
- მართალი ყოფილა, -ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა.
- რა? -მისი სიახლოვისგან აღელვებულმა ხმაგაპარულმა ჩავილაპარაკე და ქვემოდან ავხედე, უცნაური ინტერესით სავსე მზერით მაკვირდებოდა.
- რა კი არა ვინ, -შემისწორა, კარისკენ შემაბრუნა და ზურგში მსუბუქად მიბიძგა, -მართალი იყო ის ლურჯსახურავიან სახლში მცხოვრები უცნობი რომ გეუბნებოდა სათვალე არ მოიხსნაო, დაუჯერე თორემ ჩემი რეკომენდაციაც არ გიშველის გასაუბრებაზე.
- აღარ მინდა გასაუბრებაზე წასვლა მეძინება, -ჩემდაუნებურად წამომცდა უკვე დერეფანში გასულს, კედელს მივეყრდენი და გემრიელად დავამთქნარე, -საშინლად მეძინება, რას არ მივცემდი ახლა იმისთვის რომ ჩემს საძინებელში ვიყო.
- სხვათაშორის ძალიან კომფორტული საძინებელი მაქვს მეორე სართულზე, -თავით მანიშნა ზემოთ, ჩემს მოპირდაპირედ მიეყრდნო კედელს და მხიარულად ჩამიკრა თვალი, -აბა რას აპირებ, წამოხვალ დასაძინებლად თუ წახვალ გასაუბრებაზე?
- წესით ახლა უნდა გავბრაზდე შენზე, -ნახევრად ძილღვიძილში მყოფმა ვუთხარი.
- რატომ? -საოცრად მიამიტურად შეიცხადა.
- იმიტომ რომ ასე უსირცხვილოდ მთავაზობ საძინებელში წამოგყვე, ჩემი თუ არა სახლის პატრონის მაინც მოგერიდოს, არა რა სულ წავიდნენ ხელიდან დღევანდელი ახალგაზრდები, ასეთი სიმპათიური მაინც არ იყო, გიყურებ და ვერაფრით ვახერხებ გაბრაზებას, -ბურტყუნ-ბურტყუნით მოვიკრიბე უკანასკნელი ღონე, წელში გავიმართე და ჩემი აზრით სექსუალური მიხვრა მოხვრით წავედი გასასვლელისკენ რომელიც უკანა ბაღში გადიოდა.
- პირდაპირ წადი და მერე დიდ ხესთან მარჯვნივ შეუხვიე, -სიცილ შეპარული ხმით მომაძახა.

როგორც იქნა ფანჩატურსაც მივაგენი, პატარა მინის მაგიდასთან დიდი ალბათობით ვაკო იჯდა, მელოდა და თითებში ნერვიულად ათამაშებდა ფანქარს, ოცდაათიოდე წლის გამხდარი, მუქთმიანი, სიმპათიური მამაკაცი იყო, დაღლილი სახე ჰქონდა რაც არ გამკვირვებია, ხუმრობა ხომ არ იყო სამუშაოს ათობით მსურველთან გასაუბრება.
- გამარჯობა, მე ანა ვარ, -ნებართვას არ დავლოდებივარ ისე მივუჯექი მაგიდას ახლა ზრდილობის თავი ნამდვილად არ მქონდა, მგონი მოსაწევის ეფექტმა უკვე გაიარა და ძლივს ვიდექი ფეხზე.
- გამარჯობა ანა, -გულთბილად გამიღიმა ვაკომ, -სანამ შენ აქაურობას ეძებდი მარკომ დამირეკა და...
- კი მაგრამ როდის მოასწრო, ხომ ვუთხარი რომ არ დაერეკა, ნამდვილი არამკითხეა რა, -უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე.
- ამას მარკოზე ამბობ? -ბევრი ეცდა მაგრამ მაინც ვერ დამალა გაოცება და ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილი.
- ჰო აბა სხვა ვისზე, საშინლად მომაბეზრა თავი, ჰო და სამსახურს რაც შეეხება, მგონი ტყუილად გაკარგვინებთ დროს.
- ასე რატომ ფიქრობ?
- არც კი ვიცი, როგორც ვხედავ ბევრი მსურველი გყავთ, თანაც არანაირი გამოცდილება არ მაქვს...
- ჰო მაგრამ მარკომ შენში დაინახა პოტენციალი.
- მე კი მეგონა ამ სათვალის გამო დამიწუნებდით, -სიცილი წამსკდა.
- დაწუნების რა გითხრა მაგრამ მართლა მაინტერესებს რატომ გიკეთია?
ის იყო ლეგენდის მოყოლა უნდა დამეწყო ლურჯ სახურავიან სახლში მცხოვრები ბიჭის შესახებ რომ ბაღში რაღაც საინტერესო შევამჩნიე, ეს იყო რამდენიმე მეტრის სიმაღლის და მთელი ბაღის სიგანის მქონე უზარმაზარი გალია, რომელიც ბაღში შემოსვლისას რატომღაც ვერ შევამჩნიე ხეთა სიმრავლის ან ჩემი წყეული სათვალის გამო.
- ეს რა არის? -ხელით ვანიშნე ვაკოს.
- აქ ცხოვრობენ ცხოველები რომელთათვისაც მომვლელს ვეძებთ, -მშვიდად მიპასუხა.
- საწ....ბი გალიაში ცხოვრობენ? -გული მომეწურა.
- აბა სად უნდა იცხოვრონ, თანაც ეს ჩვეულებრივი გალია არ არის, ვერ ხედავ? ბაღის ნახევარზე მეტი უკავია, ხეებით ბალახით და სხვადასხვა მცენარეებით არის სავსე, აუზიც კი აქვთ.
- ჰო მაგრამ რაც არ უნდა კომფორტული იყოს მაინც გალიაა, არ ჯობდა სახლში ყოლოდათ? აი თურმე რატომ ეძახიან იმ მოხუც მილიონერს ექსცენტრიულს, რა უნდათ კატებს და ძაღლებს გალიაში?
- ექსცენტრიული მოხუცი? კატები და ძაღლები? სახლში? ისინი? -გაოცებული აბდაუბდა მაყრიდა კითხვებს და რატომღაც ვიფიქრე რომ რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, მერე აწკრიალებულ ტელეფონს დახედა, -მაპატიე სულ რამდენიმე წუთით უნდა დაგტოვო, არსად წახვიდე, აქ დამელოდე, მალე მოვალ, -დამიბარა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა სახლისკენ, მე კი ჩემს ცნობისმოყვარეობას ვერაფერი მოვუხერხე, ფანჩატურიდან გამოვედი და პირდაპირ გალიისკენ წავედი, გისოსებს მივუახლოვდი და ყურადღებით შევათვალიერე იქაურობა, მართლაც უზარმაზარ ტერიტორიაზე იყო ეს ეგრეთწოდებული გალია მოწყობილი, ცხოველები არ ჩანდნენ, აქ თუ იყვნენ აშკარად კარგად იმალებოდნენ, ინსტიქტურად დავიწყე კარის ძებნა რომ შევსულიყავი, მალევე მივაგენი, საკეტი გადავატრიალე თუ არა გაიღო, არ ვიცი რაზე ვფიქრობდი როცა შევდიოდი, ალბათ მოსაწევის გამო ჯერ ტვინი ჯერ კიდევ ვერ მიმუშავებდა ნორმალურად და ამიტომაც ვერ ვგრძნობდი შიშს, ჩემს ზურგს უკან კარი მივხურე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.
ასე ძებნა ძებნაში ისე შევედი გალიის სირღმეში რომ ვერც მივხვდი, ლამაზად გაკრეჭილ ბუჩქებს შორის გავძვერი და პატარა მწვანედ აბიბინებულ მდელოზე მოვხვდი, როცა მზის გულზე მიფიცხებული ნებივრად გაშხლართული ორი უზარმაზარი ლეოპარდი დავინახე, გაოცებისგან პირი დავაღე თვალები დავქაჩე და რამდენიმე წამის განმავლობაში ისიც კი მეგონა რომ პარალიზებული ვიყავი, მერე ცოტა რომ მოვედი გონს პირველი რაც გავაკეთე ის იყო რომ სათვალე მოვიხსენი და გულზე ჩამოვიკიდე, ვიფიქრე თუ მათთვის თვალებში ჩახედვას მოვახერხებდი იქნებ რომელიმეს მაინც შევბრალებოდი და უმტკივნეულოდ შევესანსლე.
უკან წასვლას ვეღარ მოვახერხებდი, უკვე შემამჩნიეს მიყურებდნენ და აშკარად იმაზე ფიქრობდნენ ღირდა თუ არა მზის აბაზანების მიტოვება ჩემნაირი უგემური ადამიანის გამო, იმ რამდენიმე წუთში რაც ასე გაშეშებული ვიდექი, უამრავი სასარგებლო თუ უსარგებლო ინფორმაცია გაიხსენა ჩემმა ტვინმა, გამახსენდა ყველა დოკუმენტური ფილმი თუ წიგნი ცხოველების შესახებ, გამახსენდა ისიც რომ ადამიანებთან შეჩვეული გარეული ცხოველები მითუმეტეს თუ არ შიათ, არც თუ ისე საშიშები არიან...
- ნეტავ ბოლოს როდის ჭამეს? -ჩავილაპარაკე და მერე ჩემს თავზე ხმამაღლა გამეცინა, ჩემი სიცილით გამოფხიზლებულები რომ წამოდგნენ და შემპარავი გრაციოზული ნაბიჯებით რომ დაიძრნენ ჩემსკენ ცოტა დავიძაბე მაგრამ თავი ვაიძულე რომ ლოგიკურად მეაზროვნა, აშკარად არ გავდნენ მშივრებს მშვენივრად იყვნენ ჩასუნსულებულები და ბეწვი უბზინავდათ, აგრესიულები რომ ყოფილიყვნენ, ახლა უკვე ჩემი გამოხრული ძვლები ეყრებოდა ამ მდელოზე, ასე რომ არაფერი იყო საშიში.
- მანდ გაჩერდით, -მკაცრად დავუყვირე და გაშლილი ხელით ვანიშნე არ მომიახლოვდეთთქო, ჩემდა გასაკვირად წინ მომავალი ლეოპარდი შეჩერდა და მეორეს ისე გადახედა თითქოს ეუბნებოდა ვერ არის კარგად ეს საცოდავი რა აყვირებსო, ისე საოცრად გავდნენ ჩემს ფუმფულა სამფერა კატას რომ ვეღარ მოვითმინე, მივუახლოვდი მათ წინ ჩავიმუხლე და ორივეს ერთდროულად გადავუსვი თავზე ხელი.
- უწყინარი დიდი ფისოები, რა საყვარლები ხართ, მოდი სახელებს დაგარქმევთ, შენ ელსა მოგიხდება, -შედარებით დიდს მოვუთათუნე თავზე ხელი, -შენ კი ზუ იქნები, -მომცრო ტანიანს პირდაპირ თვალებს შორის ვაკოცე და მათაც არ დააყოვნეს, ორივე ლოყა ამილოკეს და თავები მხრებზე ჩამომადეს, ნამდვილი საოცრება იყო, უზარმაზარი მტაცებელი ცხოველები პატარა ფისოებივით მეფერებოდნენ და კრუტუნებდნენ, ამ დამღლელმა დღემ სტრესმა და მათმა ხმებმა ისე მომთენთა რომ ლამის ასე მუხლებზე დაჩოქილს ჩამომეძინა, ერთადერთი რაც მახსოვს ის იყო როგორ ვუბიძგე ერთ-ერთს რომ ბალახებზე დაწოლილიყო, მერე გემრიელად დავადე თავი ზედ და თვალები დავხუჭე...
- - - - - - - - -
გაჭირვებით გავახილე თვალები, ერთხანს ნაცრისფრად შეფერილ ცას ვუყურებდი რომელიც ფანჯრიდან ჩანდა და ვფიქრობდი დილა იყო თუ საღამო, ვერაფერს რომ ვერ მივხვდი ხელი ჩავიქნიე და ტუმბოზე მდგარ სანათს გადავწვდი რომ ამენთო, ხელში რომ არაფერი მომყვა, უფრო დაკვირვებით შევათვალიერე ოთახი და მივხვდი თუ არა რომ ჩემთვის უცნობ საძინებელში მეძინა განწირული ხმით ვიკივლე, ჩემს კივილს მამაკაცის შეყვირება და გინება მოყვა და შუქიც აინთო, საწოლში წამომჯდარი, ვიღაცის ფართო მაისურში გამოწყობილი და თმამაჩეჩილი ქვემოდან შევყურებდი მარკოს რომელიც გაცოფებული მადგა თავზე.
- არ მეტყვი რა გაკივლებს? -ისეთი ხმით ჩაიღრინა რომ შევკრთი და საწოლის თავს ავეკარი შეშინებული.
- მე უბრალოდ გავიღვიძე და... ეს... ეს არ არის ჩემი საძინებელი, ამიტომაც შემეშინდა, ახლა კი შენც მაშინებ და საერთოდაც აქ რას აკეთებდი? -საცოდავად ავლუღლუღდი.
- იმ სისხლისმსმელი ცხოველების არ შეგეშინდა და ჩემი გეშინია? -გულზე მიიდო თითი, -მთელი ღამე იმ სავარძელში გავატარე ვაი და რამე დაჭირდესთქო და ჩემი გეშინია?
- არასწორად გაიგე, შენი არ მეშინია, -რაღაცნაირად გული დამწყდა რომ ჩემზე ასე ფიქრობდა.
- ვერ ვიტან იმ ცხოველებს, -გამწარებულმა ჩაილაპარაკა.
- ელსას და ზუს გულისხმობ?
- ელსა და ზუ? სახელები დაარქვი?
- ჰო, თუ აქამდეც ერქვათ რამე არა უშავს, ახალი სახელები უფრო მოეწონათ.
- ვერ ვხვდები რა გავაკეთო, -სერიოზული სახით მიყურებდა ერთხანს, მერე საწოლზე ჩამოჯდა, -ძალიან შემაშინე, შიშისგან კინაღამ გული გამისკდა როცა იმ მინდორზე მათ შორის მწოლიარე გიპოვეთ, თვალებს ვერ ვუჯერებდი, ერთზე თავი გედო, მეორეზე ფეხები და ისე მშვიდად გეძინა...
- საშიში რა იყო, უწყინარი ცხოველები არიან.
- რატომ არ გესმის რას ვამბობ? -მთელი ხმით მიღრიალა.
- რა ჩემი ბრალია შენ თუ სუსტი გული და ნერვები გაქვს, -არც მე დამიკლია ყვირილი და გაცოფებული წამოვხტი საწოლიდან, მაშინღა შევამჩნიე რომ მაისურის ქვეშ მხოლოდ მაქმანებიანი ქვედა საცვალი მეცვა.
- ჯანდაბა, შიშველი ვარ, -დაბნეულმა ჩავილაპარაკე.
- შიშველი მაშინ იქნებოდი ეგ საცვალიც რომ არ გეცვას, ასე არ ითვლება, -თვალებაციმციმებულმა ღიმილით მითხრა, საწოლზე გულაღმა გადაწვა და მკლავები თავქვეშ ამოიწყო...



№1 სტუმარი ლილი

აუუ, რა კარგია <3

 


№2 სტუმარი ნანო

მაგარია. მომწონს,მალე დადე რა

 


№3 სტუმარი One

Ahahaahahhh auuu perfect ❤️
Ai dzaan vikhalise, yochagh, yochagh))))

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

აუუ ძალიან მომწონს ❤❤❤
მოუთმენლად ველი ახალ თავს

 


№5 სტუმარი ნესტან

ვაიმე ცუდად ვარ რამდენი ვიცინე რა მაგარი ნაწარმოებია საინტერესო და მართლა თავქარიანი გოგოა????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent