შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შაქრის ციებ-ცხელება (თავი-5)


18-10-2022, 17:29
ავტორი აირ ისი
ნანახია 1 274

შუა დღე ხანი იყო. აბაზანის თბილი წყლით სავსე ჯაკუზში, ლალიტა ტანსაცმლიანად ჩაწოლილიყო, ღვინის ბოთლიდან ნელ-ნელა სვამდა მათრობელა სითხეს და ბოლო ხმაზე აღრიალებული მუსიკების ფონზე, ტელეფონზე შემომავალ დანიელის ზარებსა თუ შეტყობინებებს ერთმანეთის მიყოლებით აიგნორებდა.
იმ წამს მართლა არავისთან სურდა დალაპარაკება. ერთადერთი, რაც გულით წყუროდა, ეს საკუთარ თავთან განმარტოება გალხდათ. ძალიან ბევრ რამეს იხსენებდა მოცემულ მომენტში. ცდილობდა ყოველი ლამაზი მოგონება, რაც კი ცხოვრებაში ჰქონდა, ერთიანად ამოეტივტივებინა წარსულის დალუქული სკივრებიდან და ახლიდან შეეგრძნო ის ბედნიერება, ან სიხარული, რასაც იმ მომენტებში განიცდიდა.
არც კი იცოდა რატომ იქცეოდა ასე. იმის მაგივრად, რომ ხელი გაენძრია და საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიეხედა, აბაზანში გამოკეტილიყო, საკუთარ ფიქრებთან განმარტოებული. ნატალისთვის, თავისი უახლოესი მეგობრისთვისაც კი არ სურდა გულის გადაშლა. ხვდებოდა, რომ რაც ახლა სჭირდა, იმას დეპრესიის საწყისი ნიშნები ერქვა, თუმცა ესეც ფეხებზე ეკიდა. თავადაც აღარ იცოდა რა უნდოდა ამ ცხოვრებისგან, ან სურდა თუ არა საერთოდ სიცოცხლის გაგრძელება. ძალიან იყო დაბნეული. მის თავში აზრები ქარიშხლისგან ავარდნილი მტვერივით მოძრაობდნენ და საღად აზროვნების უნარს უკარგავდნენ.
დრო გადიოდა. მაღალზე აწეული მუსიკა კვლავ უწინდებურად აყრუებდა კედლებს, თანაც ისე, რომ გარშემო ყოველგვარ ხმას ახშობდა. ალბათ სწორედ ამიტომ იყო, რომ ჯაკუზის თბილ წყალში არხეინად ჩაწოლილ ლალიტას, არც ბინაში შემოსასვლელი დერეფნიდან გაუგონია ნაბიჯების ხმა, არც თავისი ოთახის მიმართულებით და არც აბაზანის კარის კლიტეს ჩხაკუნი მისწვდენია მის სმენის რეცეპტორებს. სახლში გარეშე პირის შემოსვლის ამბავი, მხოლოდ სასუნთქი გზების საშუალებით შეიტყო –ზუსტად მაშინ, როდესაც ცხვირში მამაკაცის სუნამოს გრილი, საამო არომატი მოხვდა.
გოგონამ მუსიკა მაშინვე გათიშა და აბაზანის კარს შეხედა. როგორ ნატრულობდა გულში, რომ იმ წამს, იქ არავინ დაენახა, თუმცა მისი იმედები ერთიმეორის მიყოლებით ჩაიფუშა, როდესაც კარის ზღურბლზე, მობილურით ხელში მდგომი დანიელი შენიშნა, ვისაც მაგრად შეკეული მუშტი ერთიანად სისხლში ჰქონდა ამოსვრილი და გააფრთრებული მზერით იყურებოდა ლამაზად მორკალული წარბების ქვემოდან.
-აქ რას აკეთებ? -აბაზანიდან ოდნავ წამოწეულმა შეეკითხა ლალიტამ, თან შეშფოთებული მზერით შეხედა მის სისხლიან მარჯვენას -ან ხელზე რა დაგემართა? ბინაში შემოსასვლელი კარი შემოლეწე, არა?
-შენ გოგო სულ გააფრინე?! -მის შეკითხვას ყვირილით დაახვედრა თავისი მამაკაცმა. ღია ცისფერი თვალები გააფთრებით უელავდა და გარშემო ყველაფერს ისე წვავდა, როგორც მხურვალე გეიზერი -სანამ აქამდე მოვედი, რა აღარ ვიფიქრე, შენ კიდევ თურმე აქ დისკოტეკა გაქვს მოწყობილი და ზარებზე შეგნებულად არ მპასუხობ!
-ნუ ღრიალებ
-ნუ ვღრიალებ კი არა, მაგ ღვინოს ხელი გაუშვი -უთხრა თუ არა, მაშინვე გოგონასკენ გაემართა, სწრაფი სიარულით და ისე, რომ სიტყვის თქმაც აღარ დააცადა, ბოთლი ხელიდან გამოაცალა -შენთვის ექიმს ისეთი არაფერი უთქვამს, რომ ყველაფერზე ხელი ჩაიქნიო და ასეთ დეპრესიაში ჩავარდე!
-მერე და ვინ არის დეპრესიაში? -ინტერესით ახედა ლალიტამ მასზე მოშტერებულ ცივ, ცისფერ თვალებს
-ვინ და შენ! რა, არ გეტყობა? ჯაკუზში ტანსაცმლიანად წევხარ და ლოთივით მარტო სვამ!
ლალიტას ბრაზისგან სახე წამოუხურდა. თუკი აქამდე მშვიდ, გაწონასწორებულ პასუხებს აძლევდა მამაკაცს, ახლა თავადაც აუწია ხმას:
-და ვისი რა საქმეა ჩაცმული ვბანაობ თუ წვიმაში საცვლებით ვცეკვავ?! -ბრაზით დაკვესებულ თვალებს, ბრილიანტისფერი ცრემლებიც მოსდგომოდნენ, რომელთაც, ცოცხალი თავით არ აძლევდა გოგონა გარეთ გადმოსვლის საშუალებას -შენ კიდევ რა გჭირს? ჩემს გარდა სხვა საქმე არ გაქვს? წადი და შენს ცხოვრებას მიხედე
-ჩემს ცხოვრებას ბოლომდე დედა აქვს ნატირები, თუკი შენ რამე მოგივა!
-სისულელეებს ნუ ამბობ
-ნეტავ მართლა სისულელე იყოს -დაუფარავი ტკივილი, წყენა, მღელვარება–ყველაფერი ერთმანეთში აზავებულად გამოისახა დანიელის თვალებში იმ წამს -თუმცა ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სრულიად სხვა რამეზე სასაუბროდ მოვედი
-მაინც რაზე? გადაწყვიტე მკითხო რომელი ფერის ყვავილებს ავირჩევ დაკრძალვისთვის?
-ლალიტა! -ბოლო ხმაზე დაუღრიალა მამაკაცმა, ჯაკუზიდან, სრულიად სველი, მკლავებში ხელის ჩავლებით წამოაყენა ფეხზე და მრისხანების ცეცხლით ანთებული თვალებით შეაჯანჯღარა -ასეთი სისულელის თქმას კიდევ ერთხელ გაბედავ და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!
-რისთვის მოხვედი დანიელ? -ცხოვრებისგან გადაღლილი ხმით შეეკითხა იგი მამაკაცს -დღეს არავის ნახვას არ ვგეგმავდი და მარტო მინდოდა ყოფნა
-დასაწყისისთვის მაქედან ამოდი და სხეული გაიმშრალე. შენთან მნიშვნელოვან თემაზე მაქვს სალაპარაკო -მერე ღვინის ბოთლი ჯაკუზის ზედაპირზე შემოდგა, კიდევ ერთხელ შეავლო თვალი სისველისგან დატალღულ, ლალიტას გრძელ თმას და უსიტყვოდ დატოვა სააბაზანო ოთახი.
გოგონას თვალებიდან რამდენიმე ცრემლი ერთობლივად გადმოგორდა დანიელის გასვლის შემდეგ. სულ რაღაც ერთ დღეში ხასიათი იმდენად შეცვლოდა, რომ უკვე საკუთარ თავსაც ვეღარ ცნობდა. ნერვები ერთიანად ჰქონდა დაჭიმული და უწინდელი პოზიტივის ნატამალიც აღარ დარჩენილიყო მის გულში. რატომ დაემართა ეს? მაშინ, როდესაც ფიქრობდა ძლიერი ადამიანი იყო და ნებისმიერ სირთულესთან გამკლავება ღირსეულად შეეძლო, ერთი მშიშარა, პესიმიზმით სავსე ადამიანი შერჩა ხელში, ვისთვისაც მზეც კი შავად ანათებდა იმ წამს.
-ლალიტა, გაიმშრალე და გამოდი, გელოდები! -თავისი საძინებლიდან რომ ხმა შემოესმა, ზუსტად მაშინ მოეგო გონს. მიხვდა, რომ ასე ზომბივით დგომა დანიელის თვალში კიდევ უფრო მეტად დაამსგავსებდა მშიშარა კურდღელს, ამიტომ სწრაფად გაიხადა სველი ტანსაცმელი, საცვლებზე დიდი, თეთრი პირსახოცი მოიხვია და ოთახში იმდენად სწრაფად გავიდა, რამდენადაც შეეძლო.
დანიელი საწოლზე ჩამომჯდარი ელოდა გოგონას გამოჩენას. გაჭრილ ხელზე, ამჯერად უკვე ბინტის სქელი ფენა ჰქონდა შემოხვეული და სისხლიც იმდენად აღარ სდიოდა. ლალიტას შიგნით შესვლისას მართალია ოდნავაც არც მოუტრიალებია თავი და არც განძრეულა, თუმცა მისი იქ ყოფნა მაინც ცხადად იგრძნო.
-მოდი აქ, გვერდით დამიჯექი -უთხრა მან მშვიდად -ახალი და კარგი ამბავი მაქვს შენთვის, ოღონდ ძალიან გთხოვ ისედაც მოშლილ ნერვებს, უფრო მეტად ნუღარ მომიშლი და ბევრი ლაპარაკის გარეშე დამთანხმდი
-ჯერ მითხარი რა ხდება და შემდეგ თავად გადავწყვეტ ბევრი ლაპარაკის გარეშე დაგთანხმდე თუ ცხვირში გითავაზო მუშტი
დანიელს გაეცინა. მიუჯდა თუ არა გვერდით ლალიტა, მაშინვე ჩაჰკიდა ხელი მის მარჯვენას, თავისი თითები გოგონას თითებში გადახლართა და წყლის წვეთებით დანამულ მხარზე დაუტოვა მხურვალე კოცნის კვალი.
-ჩემთან ერთად გერმანიაში უნდა წამოხვიდე ლალიტა, თანაც სამ დღეში -უთხრა თუ არა, გამშრალი ქვედა ტუჩი ენის წვერით გაისველა -თვითმფრინავის ბილეთები უკვე აღებული მაქვს
გოგონა, გარკვეული დროით გაკვირვებული სახით უყურებდა გვერდით მჯდომ მამაკაცს. შემდეგ თავი გადააქნია და სიცილი აუტყდა.
-შენ რა ხუმრობ? -ჰკითხა -გგონია ახლა ბერლინის კედლის სანახავად შესაფერისი დროა?
-ბერლინის კედელსაც აუცილებლად ვნახავთ, ოღონდ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც შენს პრობლემას მოვაგვარებთ
-პირდაპირ მითხარი რის თქმას ცდილობ
-იმის, რომ შენი დაავადების შემთხვევა ბოლომდე შევისწავლე და ისტორია ჰამბურგის ერთ-ერთ კლინიკაში გადავაგზავნე -დაიწყო თუ არა ახსნა, ფეხზეც წამოდგა და ჟალუზჩამოფარებულ ფანჯარას მიუახლოვდა -იქ ბიძაჩემი მუშაობს, კარდიოქირურგად, მისი საუკეთესო მეგობარი კი კლინიკის დირექტორია. ნიკოლოზი ამ სფეროში ნამდვილ სასწაულებს ახდენს და რა ოპერაციაც შენ გჭირდება, სულ ცოტა ოცდაათჯერ მაინც აქვს გაკეთებული. აქედან არც ერთი მათგანი არ დასრულებულა ფატალურად
-და შენც გადაწყვიტე, რომ ხელი უნდა მომკიდო და გერმანიაში წამიყვანო? -ლალიტაც წამოდგა საწოლიდან -არ ფიქრობ, რომ ამას უამრავი თანხა დასჭირდება, რომელიც არ მაქვს? საქართველოში, ოპერაციის სამოცდაათ პროცენტს საყოველთაო დაზღვევა დამიფინანსებს და დანარჩენზე კიდევ რამეს ვიზამ, მაგრამ იქ რა გავაკეთო? ფონდი გავხსნა სახელწოდებით "დაეხმარეთ საბრალო ლალიტას სიცოცხლის გადარჩენაში?"
-ფინანსურ მხარეს ყველანაირად საკუთარ თავზე ვიღებ -წამიც არ დაუყოვნებია ისე უპასუხა მამაკაცმა -ბილეთების ფულიდან დაწყებული, კლინიკის ხარჯებით დამთავრებული, უკლებლივ ყველაფერს მე დავფარავ. ოპერაციის თარიღიც კი დავანიშნინე. ჩასვლიდან ორი დღე, რაღაც დამატებით კვლევებს დასჭირდება, მესამე დღეს კი საოპერაციოში შეგიყვანენ. შენ უბრალოდ ბარგის ჩალაგება და დათანხმება დაგრჩენია
-სულ გააფრინე დანიელ?! -შეკრულ წარბებს შორის, ორი ღარი გასჩენოდა გოგონას და მამაკაცს წყენით სავსე გამოხედვას არ აშორებდა -რა უფლებით გააკეთე ეგ ყველაფერი ჩემი თანხმობის გარეშე, ან საიდან მოიტანე, რომ ოდესმე შენს ხარჯზე ცხოვრებას დავთანხმდები? თუკი ჯანმრთელობასთან რამე პრობლემა მაქვს, თბილისის რომელიმე კლინიკა მომხედავს და არა ჰამბურგის საავადმყოფოში მომუშავე ბიძაშენი
-რა შუაშია გოგო ჩემ ხარჯზე ცხოვრება, როდესაც საქმე შენს სიცოცხლეს ეხება? -სახეზე ორივე ხელის გული დაადო და ისე ჩახედა თვალებში მამაკაცმა -უბრალოდ მინდა იმასთან წაგიყვანო, ვისაც ბოლომდე ვენდობი და ვისი იმედიც თავად მაქვს. ეს თანხა ჩემთვის არაფერია, ამაზე ათჯერ მეტსაც გადავიხდიდი, თუკი დაგჭირდებოდა
ლალიტამ უხეშად მოიშორა მამაკაცის ხელები და ერთი ნაბიჯით უკან დაიწია.
-გასაგებია, რომ ფული ტუალეტის ქაღალდივით გაქვს, მაგრამ როგორც აქამდე არ გამომიმირთმევია შენთვის ერთი თეთრი, ახლაც ასე იქნება
-ლალიტა ჭკუიდან ნუ მშლი! -თუკი აქამდე სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა, იმ წამს უკვე ნერვებმა უმტყუვნა და თვალები ბრაზის მწველი ცეცხლით აენთო -მე აქ ვზივარ, ვფიქრობ, როგორ მოვაგვარო ყველაფერი ისე, რომ ჩემს ცხოვრებაში კვლავაც არსებობდე, ისევ ისეთი ლაღი და მხიარული, შენ კიდევ რაღაც წყეულ ფულზე ნერვიულობ, რომელიც მე სულ ფეხებზე !
-საერთოდ რატომ ფიქრობ მაგაზე?! შენი ვინ ვარ?! -არც გოგონა ჩამორჩა ხმის აწევაში -ს*ქსი რომ გვაქვს და საწოლში ერთმანეთს სიამოვნებისგან ჭკუიდან ვშლით, იმას არ ნიშნავს, რომ აქ უნდა მომივარდე და მიმითითო ჰამბურგში წავიდე, თუ სტრაზბურგში
-არაფერსაც არ მიგითითებ! -გამწარებულმა, მაგიდაზე შემოდებული ყვავილების ლარნაკი ძირს დაანარცხა და წამებში აქცია ნამსხვრევებად -უბრალოდ ვცდილობ კარგად იყო და არ დაგკარგო!
-და რომ დამკარგო რა?! წახვალ და სხვას იპოვი იმ საქმისთვის, რასაც მე ვაკეთებდი. ეგ ნამდვილად არ გაგიჭირდება და არ მესმის რა პრობლემა გაქვს
-ლალიტა გეყოფა -შუბლზე ორივე ხელი მიიჭირა მამაკაცმა. მის ხმაში, მკაცრი ტონის მაგივრად, უკვე დაუფარავი მუდარა იკითხებოდა -თუ ოდნავ მაინც მცემ პატივს და რამედ მთვლი, დამთანხმდი. ჩემს ისედაც არეულ ცხოვრებას, უფრო მეტად ნუ მოუ*ყნავ დედას და საბოლოოდ ნუ დამანგრევ. მეც ადამიანი ვარ. მეც მჭირდება შებრალება.
გატეხილი, განადგურებული, ნაწილებად დაშლილი მოეჩვენა იმ წამს, ლალიტას დანიელი. უნდა ეღიარებინა, მართლაც რომ პირველად ხედავდა ამ მუდამ ძლიერ ადამიანს, ასეთ უსუსურ მდგომარეობაში და გულზე მარწუხებივით უჭერდა უხილავი სევდა. მამაკაცმა რომ კეფაზე ხელები შემოიწყო და საწოლზე მიყრდნობილი, პირდაპირ იატაკზე ჩამოჯდა, ლამის სული აეწვა გოგონას. დანაშაული იგრძნო საკუთარი თავისა და სიტყვების მიმართ, თუმცა თქმით მაინც არაფერი უთქვამს. საბოდიშო წინადადებების ნაცვლად, იატაკზე თავადაც დანიელის მსგავსად ჩაიკეცა, მას გვერდით მიუჯდა და ტუჩებზე გამოსახული ნაღვლიანი ღიმილის თანხლებით გახედა.
-დანიელ, ჩემს ადგილას შენ როგორ მოიქცეოდი?
-როგორ მოვიქცეოდი? -ჩაეცინა მამაკაცს -ალბათ, ანგარიშს გავუწევდი იმ ადამიანს, ვისაც ასე ძალიან უნდა, რომ ვიცოცხლო
-არ ხარ ვალდებული ახლა ჩემს გვერდით იყო და ასეთ განწყობაზე მყოფს მიყურებდე. ჩემი თავი უფრო ძლიერი მეგონა, მაგრამ შევცდი. პატარა პრობლემამაც კი გამტეხა სულიერად
-აქ მოვალეობა კი არა საკუთარი სურვილი მაჩერებს ლალიტა -წყენით აღსავსე ხმით მიუგო მამაკაცმა -შენთვის ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ს*ქსია. კი, საწოლში ბოლომდე ჩემი ხარ, მაგრამ არასდროს მაძლევდი საშუალებას უფრო მეტად დაგახლოვებოდი. შენს სულიერ სამყაროს ახლოსაც ვერ ვეკარები, რადგან მასზე უზარმაზარი ჯავშანი გაქვს მოცმული. გგონია, თუკი რამე გაგიჭირდება, ზურგი უნდა გაგქციო, ან ვინმე სხვათი ჩაგანაცვლო. იმაზე საერთოდ არ ფიქრობ, რამდენად სრულყოფილად ვგრძნობ თავს შენთან და თუკი გეხმარები, მხოლოდ იმიტომ, რომ პირველ რიგში თავად ვარ დაინტერესებული შენი ბოლომდე გამოჯანმრთელებით.
-აქაც შეიძლება გამოვჯანმრთელდე დანიელ. კარდიოლოგიის სფერო ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ განვითარებულია
-არა -მაშინვე გააქნია თავი მამაკაცმა -რისკის ქვეშ ვერაფერს დავაყენებ. მირჩევნია საუკეთესო ექიმებმა მოგხედონ და მეც მშვიდად ვიყო
-ძალიან მაწვები, ამას რატომ ვერ ხვდები? რაც სრულწლოვანი გავხდი, საკუთარი მშობლებისთვისაც კი არ გამომირთმევია ერთი თეთრი
-და მხოლოდ ერთხელ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც რომ დათმო შენი სიამაყე არ შეიძლება? -დაუფარავი ტკივილით იყო გაჟღენთილი მამაკაცის თვალები -არ შეგიძლია ჩემს გამო წახვიდე ამ დათმობაზე? არ შეგიძლია უზრუნველყო, რომ ერთი პრობლემა მაინც
მოაკლდეს ჩემს ყოველდღიურობას?
ლალიტა იატაკზე დაშტერებული უსმენდა თითოეულ მის სიტყვას. ის, რასაც დანიელი ეუბნებოდა, ასიდან –ასივე პროცენტით ეწინააღმდეგებოდა მის პრინციპებს, თუმცა მეორეს მხრივ, დანაშაულის გრძნობაც უჩნდებოდა, როდესაც ყოველივე ამაზე უარის თქმას დააპირებდა. საგონებელში იყო ჩავარდნილი. სასწორის ერთ მხარეს მისი სიამაყე იდო, მეორეზე კი დანიელი, ვინც სივრცეში, ერთ კონკრეტულ წერილს მიშტერებული ელოდა მის პასუხს.

დუმილმა დაახლოებით სამ წუთს გასტანა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, გაცილებით უფრო დიდი დროც სჭირდებოდა გოგონას, მაგრამ ვინაიდან ასე უხმოდ ჯდომა უკვე თავად უქმნიდა დისკომფორტს, დახრილი თავი მაღლა ასწია და გვერდით მჯდომ მამაკაცს მხარზე ხელი ფრთხილად დაადო.

-კარგი . . . იყოს ისე, როგორც შენ გინდა -უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც კუთხით, შინაგანად ანადგურებდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება -ის გააკეთე, რასაც საჭიროდ ჩათვლი, ჩემგან სრული თანხმობა გაქვს

მოსმენილმა პასუხმა, დანიელს ისეთი გაოცებული გამომეტყველება მიაღებინა, თითქოს საკუთარ ყურებს არ უჯერებდა.

-სერიოზულად ამბობ?

-ასი პროცენტით -ვარდისფერ ტუჩებზე დამჩნეული, ოდნავი ღიმილით მიუგო, მერე კი დაამატა :-ოღონდ მეც მაქვს რაღაც თხოვნა

-რა თხოვნა?

-ბევრი არაფერი -თქვა თუ არა, ფეხზეც წამოდგა, ტანიდან პირსახოცი მოიშორა, იგი სადღაც ოთახის კუთხეში მიაგდო და მამაკაცის წინ, მხოლოდ შიდა თეთრეულით დადგა -უბრალოდ ადექი, ტანსაცმელი გაიხადე და ისე მომეფერე, რომ რამდენიმე წუთით მხოლოდ სიამოვნებაში ჩავიძირო და ყველაფერი ცუდი დამავიწყდეს

გოგონას სიტყვებზე, დანიელის ცისფერ თვალებში უდიდესი სითბო ჩადგა.

-ლოგინზე დაწექი და დამელოდე. რამდენიმე წუთით კი არა, თუ გინდა საათებითაც გამოგთიშავ რეალობას.




8 8 8 8

-მორჩა, უკვე ბოლომდე ჩავლაგდი! -სიხარულით აღნიშნა ნატალიმ მაშინვე, როგორც კი ჩემოდნის ელვა-შესაკრავი შეკრა და თავისი სასტუმროს ნომერს, სადაც ზუსტად სამი დღე გაატარა, ნაღვლიანად მოატარა მზერა -აუ, მომენატრება აქაურობა. როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება კიდევ ერთხელ უნდა ჩამოვიდე.

-რაც გინდა ის ქენი, თუმცა შემდეგ ჩამოსვლაზე ჩემი გამოყოლის იმედი არ გქონდეს -ფანჯრის რაფაზე მიყრდნობილი ალექსი გაეპასუხა ოთახის მეორე ბოლოდან. მამაკაცი, როგორც ჩვეოდა, კვლავ გამჭვირვალე მინიდან გადაშლილ ხედებს ათვალიერებდა და ნაკლებად ინტერედებოდა, რას აკეთებდა ნატალი საძინებელში.

-გართობის აზრზე არ ხარ რაა, სქვიდბორდ. ნუთუ ასეთი დასვენება ოდნავადაც არ გიზიდავს?

-მე ზღვა, ნახევრად შიშველი გოგონები, დაივინგი და პარაშუტით ხტომა მიზიდავს. თოვლის კურორტები და თხილამურებით სახის ალეწვა ნამდვილად არა

ნატალიმ თვალები აატრიალა. მეგობრის სიტყვების მიუხედავად, გუდაურში გატატებული სამი დღე, მართლაც იდეალურად აგონდებოდა. ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში, თოვლზეც საკმოდ ბევრი ისრიალა, სნოუბორდზე დგომაშიც ლამის პროფესიონალი გახდა და საბაგიროთიც კარგად ისიამოვნა. ყველაზე ტკბილ მოგონებად, მაინც სებესთან გატარებული წუთები დარჩა მის მეხსიერებას. გამუდმებით ეფიქრებოდა ხოლმე მასზე. ყველაზე მეტად, ის მომენტი ჩარჩა გონებაში, როდესაც მამაკაცმა წელს ზემოთ გააშიშვლა, ქვემოთ ატლასის წითელი ზეწარი მოახვია და ისე, რომ ზედმეტად შეხება ერთხელაც არ უცდია, მისი გამოსახულება ფურცელზე გადაიტანა. ნამუშევარიც კი წამოღებული ჰქონდა გოგონას. იმდენად ლამაზად და ბუნებრივად გამოიყურებოდა მასზე, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ნახატისთვის რამე ლამაზი ჩარჩო ეყიდა და მთელი ცხოვრების მანძილზე სათუთად შეენახა.

-შენ ყველაფერი ჩაგალებული გაქვს ალექს? თუ ჩემი დახმარება გჭირდება?

-საჭირო არ არის, მე თვითონ მივხედე. შენ ჯობია ის მითხრა გუშინ მთელი ღამე რას წერდი?

-შენ საიდან იცი რომ ვწერდი? -თავის ჩემოდანს შემოაჯდა თუ არა, კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით გახედა თანამოსაუბრეს

-საიდან და დილის ოთხ საათზე შემოვედი შენს ნომერში. ჩემი დამტენი გაფუჭდა და მინდოდა შენი მეთხოვა

-კარი ღია მქონდა?

-კი, ღია გქონდა, მაგრამ მაგაზე უცნაური ის არის, რომ ჩემი შემოსვლა საერთოდ არ გაგიგია -გაეცინა მამაკაცს -ისე იყავი შემძვრალი ლეპტოპში, მხოლოდ ატომური ბომბის აფეთქება თუ გამოგაფხიზლებდა, შენს სიახლოვეს

-კი, ეგ მართალია -ჩემოდნიდან მკვირცხლად წამოდგა და თვითონაც ფანჯრის რაფასთან მივიდა. რამდენიმე წამის განმავლობაში ჩუმად იყო, შემდეგ კი ღრმად ამოისუნთქა და ალექსის შეკითხვასაც უპასუხა :-ახალ რომანს ვწერ, სახელად "შაქრის ციებ-ცხელება". გუშინ ზუსტად მაგით ვიყავი დაკავებული და რომ არ დამძინებოდა, ნომერში ორჯერ შევუკვეთე ორმაგი ამერიკანო

-აჰა, ანუ კიდევ ერთ შედევრს ქმნი ჩვენი ქვეყნისთვის

-ნუ მეღადავები რაა, ხომ იცი, წერა ჩემთვის ყველაფერია. მანამდე არ გავჩერდები, სანამ ამ სფეროში უზარმაზარ წარმატებას არ მივაღწევ -თავდაჯერებისგან უელავდა თვალები ამ თემაზე საუბრისას და დიდ შინაგან ძალასაც გრძნობდა, რისი მეშვეობითაც მზად იყო მიზნისკენ მიმავალ გზაზე შემხვედრი ყველა დაბრკოლებისთვის უმოწყალოდ გადაევლო.

-ისღა დამრჩენია წარმატება გისურვო

-წარმატება აუცილებლად იქნება, მანამდე კი რაღაც უნდა გითხრა

-მიდი, გისმენ

-აქამდე ამაზე არ ვსაუბრობდი, რადგან ზედმეტი ახსნის თავი არ მქონდა, მაგრამ ახლა გეტყვი. რომანს, რომელსაც ვწერ, ჩემზე და სებეზე იქნება. მინდა რეალური სცენები ავსახო და მაგ ადამიანთან დაახლოებაც ამიტომ გადავწყვიტე

ალექსის სახეზე ჯერ გაურკვევლობა აირეკლა, მერე გაოცება, მერე კი ხმამაღალი სიცილიც აუტყდა გოგონას ნათქვამზე.

-შენ თავს ვფიცავარ გასაოცარი ვინმე ხარ რაა -უთხრა მან სიცილისგან მოგვრილი ცრემლების წმენდით -მხოლოდ შენნაირი გადარეული თუ მოიფიქრებდა ასეთ რამეს

-კარგი რა, ნუ დამცინი -წარბშეკრულმა უჩქმიტა მხარზე ნატალიმ -იცი მაინც რამდენად კარგად გადმოიცემა ემოციები, როდესაც ავტორი ნამდვილად მომხდარ ისტორიას აღწერს?

-ანუ მაგ ტიპს ჩვეულებრივად *მარობ, რათა ვორდის ფაილი გაავსო რეალური ისტორიის ამსახველი ნაწერებით -თუკი აქამდე ეცინებოდა, ახლა უკვე სერიოზული ტონი დაეჭირა და გამოხედვაც სწორედ ამგვარი ჰქონდა -ნატალი არ გეწყინოს, მაგრამ პირველკლასელი მოსწავლეც კი მიხვდებოდა, რამდენად *ლეურია ახლა შენი საქციელი

-ნუ მეუზრდელები -კიდევ ერთხელ უჩქმიტა მხარზე გოგონამ, თუმცა გულის სიღრმეში კარგად იცოდა, რომ ეს ჩქმეტა, ცენზურის დარღვევის კი არა, სიმართლისგან მოგვრილი სიმწარის გამო იყო

-კი არ გეუზრდელები, ვცდილობ აზრზე მოგიყვანო. ამ *რაკის ქიცინში, ეგ ტიპი ნელ-ნელა შეგიყვარდება და მერე ბალიშში თავჩარგული იტირებ შენი საქციელის გამო

-საიდან მოიტანე რომ შემიყვარდება? -ბრაზი აგრძნობინა გოგონას ალექსის სიტყვებმა, რაც ხმის ტემბრითაც ნათლად გამოხატა -გეკითხები, საიდან მოიტანე?!

-ყველანაირად ჯდება შენს გემოვნებაში და იქედან. კარგად გიცნობ და მშვენივრად ვიცი, რომ ასეა

-არაფერიც არ იცი! -უთხრა თუ არა ზურგი აქცია, საწოლზე დადებული თავისი ბარისკენ წავიდა და იგი გაჭირვებით გადმოათრია იატაკზე -შენ ეს ჩემოდნები მანქანაში ჩადე, მე კიდევ რესტორანში ჩავალ და თბილისში წასვლამდე რამეს შევჭმ. მანამდე კარგად დაფიქრდი და იმ გადაწყვეტილებამდე მიდი, რომ ასეთი სისულელეები აღარ უნდა მელაპარაკო

ალექსის პასუხისთვის აღარ დაუცდია. ახლა იმდენად იყო გაღიზიანებული, რომ ოთახის კარი ძლიერი ჯახუნით გამოიხურა და დერეფანში ისე გავარდა, თითქოს უკან მეძებარი ძაღლი მოსდევსო. შეაშინა ცოტა ხნის წინ მოსმენილმა სიტყვებმა. თითქოს მისი შიშის უფრო მეტად გასამძრაფრებლად წარმოუდგა თვალწინ ის მომენტი, როდესაც სებე, თავის ნომერში ხატავდა მის შიშველ პორტრეტს. ახსენდებოდა მამაკაცის მოძრაობები, ნატიფი თითები, დამატყვევებელი გამოხედვა, რომლითაც ისე ეხებოდა მის სხეულს, რომ ფიზიკური შეხება არც კი სჭირდებოდა. ჯადოსნურივით იყო თითოეული ეს წუთი გოგონასთვის. უკვე წლები გასულიყო, რაც მამაკაცის მიმართ ასეთი ძლიერი მღელვარება არ ეგრძნო, მაგრამ ამ მღელვარებას თავის რომანსა და ავტორისეულ ემოციებს უფრო მიაწერდა, ხოლო ყველა სხვა ვარიანტს ისე გაურბოდა, როგორც სასიკდვილო შხამს.

დილიდან იდეალურ ხასიათზე მყოფს, ალექსთან დიალოგმა განწყობა საშინლად გაუფუჭა. იმდენად იმოქმედა მოსმენილმა სიტყვებმა, რომ არც რესტორანში ჩასვლისას დაუკარებია პირი, ხილის წვენის გარდა არაფრისთვის და არც თბილისადმე მგზავრობის განმავლობაში ამოუღია ხმა. არც ალექსს გაუხეთქავს მის მიერ შექმნილი სიჩუმის ბუშტი, რომელშიც თავიდან ბოლომდე იყო გახვეული. ხვდებოდა, რომ ახლა ნატალის მდუმარება და ფიქრი უფრო სჭირდებოდა, ამიტომ, მთელი გზის განმავლობაში უხმოდ ატრიალებდა საჭეს და გოგონას საშუალებას აძლევდა თავის სტიქიაში დრო მშვიდად გაეტარებინა.

საღამო ხანი იყო დედაქალაქამდე რომ ჩააღწიეს. ვინაიდან გზაში საჭმელად არ გაუჩერებიათ, ქალაქში შესვლის თანავე იყიდეს სწრაფი კვების საჭმელები, გემრიელად მიირთვეს და ყოველივე ამას გამაგრილებელი სასმელებიც დააყოლეს ზემოდან.

-რა უბედურებაა, თბილისში თოვლი საერთოდ გამდნარა -დანანებით აღნიშნა საქარე მინიდან მომზირალმა ნატალიმ, თან კარგად გაიფუთნა თავის დუტის ქურთუკში -ახლა უფრო კარგად ვხვდები, რა კარგი ყოფილა გუდაური

-ლალიტამ იცის დღეს რომ უნდა დაბრუნებულიყავი?

-კი, იცის -თავი დაუქნია. მერე ჩაფიქრებული სახე მიიღო, წარბები შეკრა და კვლავ ალაპარაკდა: -ისე ამ დღეებში მაგას რაღაც სჭირს. თუკი ადრე ყველაფერს დეტალებში მეკითხებოდა ჩემი ცხოვრების შესახებ, ახლა საერთოდ არაფრით დაინტერესებულა და მე თუ არ დავურეკავდი, არც კი ვახსენდებოდი ხოლმე

ალექსს გაეცინა.

-სულ ასეთი მახსოვხარ. თუ ადამიანი ოდნავ მაინც გაკლებდა ყურადღებას, მაშინვე იბუტებოდი ხოლმე

-მერე მაგდენი თუ იცით, ნუ დამტოვებთ ყურადღების გარეშე -მის მსგავსად გოგონასაც გაეცინა. საუბრის წამოწყებას ოდნავ ხასიათზე მოეყვანა და უწინდელ თემაზეც იმდენად აღარ ეფიქრებოდა.

-პირდაპირ სახლში დაგტოვო, თუ კიდევ გავიაროთ სადმე?

-არა, რა გავიაროთ -მსწრაფლ გადააქნია თავი -ისე ვარ დაღლილი, არაფრის *რაკი აღარ მაქვს. სახლში მიმიყვანე. ლიფტების რომ არ გეშინოდეს, ჩემთანაც დაგპატიჟებდი, მაგრამ . . .

ალექსმა მანქანაში ჩართულ გათბობას ოდნავ ჩაუწია და პასუხიც მხოლოდ ამის შემდეგ დაუბრუნა:

-ლიფტის შიშს კიდევ როგორმე მოვერეოდი, მაგრამ ჩემი და ლალიტას შეხვედრა, არც ისე კარგი იდეა იქნება, ამიტომ ჯობია მეც შინ წავიდე

-ალექს, რაღაცას გკითხავ კარგი? -გამომცდელი მზერით უყურებდა ნატალი იმ წამს. თვალებში აშკარა ინტერესი ეხატა და მანამ არ მოისვენებდა, სანამ ამ ინტერესს არ დაიკმაყოფილებდა.

-მიდი, მკითხე

-ოღონდ გულწრფელად მიპასუხე, კარგი?

-კი ბატონო, იყოს გულწრფელობა

-Okay. მაშინ მითხარი, ლალიტა ისევ გიყვარს?

მამაკაცს გვერდულად ჩაეცინა. მართალია შეკითხვა საკმაოდ პირდაპირი იყო, თუმცა პასუხისთვის ბევრი ფიქრი მაინც არ დასჭირვებია.

-არა, მის მიმართ გრძნონები საერთოდ აღარ მაქვს -თქვა საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული ტონით -ერთადერთი, რასაც ვგრძნობ ეს იმედგაცდრუებაა. ორივემ გავუცრუეთ ერთმანეთს იმედები

-კარგი, მაგაზე არ ინერვიულო -გამამხნევებლად დაადო მხარზე მარცხენა ხელი გოგონამ, თან რაც შეეძლო თბილად გაუღიმა -აი ნახავ, აუცილებლად გეწვევა სიყვარული კიდევ ერთხელ. კუპიდონი შენც გესვრის ერთ გულებიან ისარს

-ერთი კუპიდონის დე*აც! სიყვარული არა ის!

-შენი შეცვლა არ იქნება რაა -სიცილით მიადო თავი საქარე მინას ნატალიმ და ფანჯრიდან მორბენალი ხედების ყურება მანამ არ შეუწყვეტია, სანამ ალექსმა მის საცხოვრებელ კორპუსთან არ მიაყენა მანქანა.

მართალია, გუდაურში მხოლოდ სამი დღე დაჰყო, თუმცა ლალიტა მაინც საშინლად ჰყავდა მონატრებული. ზოგადად, ძალზედ იშვიათი იყო, როდესაც გოგონები ერთმანეთისგან შორს ატარებდნენ დღეებს და სწორედ ამიტომ გრძნობდა ქალაქგარეთ ყოფნის განმავლობაში სერიოზულ დანაკლისს.
სახლამდე რომ მივიდა კიდევ უფრო მეტად იგრძნო მონატრება. ალექსი ჩანთების სადარბაზომდე მიტანაში დაეხმარა და ლიფტთანვე დაემშვიდობა. იქედან უკვე თავისით განაგრძო გზა. მარტო დარჩენილს, კვლავ სებესთან გატარებული უჩვეულო წუთები ამოუტივტივდა გონებაში. მაღლა ამავალ ლიფტში მდგომი, უკან მიმაგრებულ დიდ სარკეში საკუთარ თავს აკვირდებოდა და ჯერ კიდევ ვერ გაეგო, თუ რატომ გამოეწვია ამ თითქმის უცხო ადამიანს მასში ასეთი უცნაური მღელვარება. ფაქტი იყო, სებე არ ჰგავდა სხვა მამაკაცებს. მის თითოეულ ქცევაში უზომო სიდინჯე, დახვეწილობა, არისტოკრატიზმი იგრძნობოდა და ეს მეტად მაცდურს ხდიდა. ყველაზე მეტად, მაინც მისი ხმა მოსწონდა ნატალის. როდესაც სებეს საუბარი ესმოდა, ტანზე სიამოვნების ეკლები აყრიდა და შეეძლო უსასრულოდაც კი ესმინა მისთვის, ნეტარებისგან თვალებდახუჭულს.

ამ ფიქრებში გართული ვერც კი მიხვდა, როდის აღმოჩნდა მეთექვსმეტე სართულზე. რეალობას მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა, როდესაც ლიფტის ორფრთიანი კარი სრიალით გაიხსნა და მის ხმაზე, ვერცხლისფრადაც აინთო სენსორული განათება. თავისი ბინის კარის დანახვაზე, ღიმილი მოადგა ნატალის. ლალიტა უკვე გაფრთხილებული ჰყავდა, დღეს ვბრუნდებიო, ამიტომ, იმაში დარწმუნებული, რომ გოგონა სახლში დახვდებოდა, ჩანთებიანად მიადგა თავის კარს და მასზე მიყოლებით სამჯერ დარეკა ზარი. არ გასულა დიდი ხანი, რომ ჰოლიდან ნაბიჯების ხმა მოესმა. ნატალიმ კარგად იცოდა, ლალიტა კარის გაღებამდე რომ მუდამ სათვალთვალოში იყურებოდა ხოლმე, ამიტომ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და როგორც კი გოგონას კართან მოახლოება იგრძნო, მის დასანახად კარებს ბავშვივით დაეჭყანა.

-პაროლი! -წამებში მოესმა ზღურბლის საპირისპირო მხრიდან

-ოო, გამიღე რაა, დაღლილი ვარ და მაგის თავი არ მაქვს

-პაროლი-მეთქი!

-კარგი რა, ლალიტა, ისევ მიკი-მაუსის ცეკვა უნდა მაცეკვო შუა სადარბაზოში? ნამგზავრი ვარ, დაღლილი, ყავა მინდა და დასვენება

-არ მაინტერესებს

-გამიღე და შენ რომ მოგწონს იმ წითელ კაბას გაჩუქებ ჩემი გარდერობიდან

წამით დუმილი ჩამოვარდა.

-მართლა მაჩუქებ მაგ კაბას თუ მატყუებ?

-შენს თავს ვფიცავარ თუ არ გაჩუქო. ხომ იცი ტყუილად არ დაგიფიცებ, ჩემო ბეღურა

-ჰმმ, კარგი… მიკი-მაუსის ცეკვას აშკარად ეგ კაბა მირჩევნია -სიცილით უპასუხა გოგონამ და აქედან მალევე, კარის საკეტის ჩხაკუნიც გაისმა სადარბაზოში.

პირველი, რაც თვალში მოხვდა, ეს ლალიტას შეცვლილი იერსახე იყო. თითქოს ისეთი არაფერი სჭირდა გოგონას, თუმცა მაინც იგრძნობოდა პატარა ცვლილებები, რომელიც თავიდანვე მოხვდა მხედველობის ფოკუსში ნატალის.

-მგონი ცოტათი დასუსტებული ხარ -გადაეხვია თუ არა, პირველად ეს უთხრა გოგონამ, თან კიდევ ერთხელ შეათვალიერა მეგობარი -თვალებიც ჩაშავებული გაქვს. შენ რა, წუხელ საერთოდ არ გიძინია?

-ნუ ჰოო, გვიანობამდე ფილმებს ვუყურებდი -მზერა აარიდა მან, მერე კი საუბრის სხვა თემაზე გადატანა სცადა:- რას დადექი ამ კარებში, შემოდი და მომიყევი როგორი იყო იმ არანორმალურ ალექსთან ერთად გუდაურში დასვენება?

-აუ ძალიან, ძალიან მაგარი! თხილამურებზე ვერაფრით ვერ დავაყენე, მაგრამ სხვა მხრივ კარგად გავერთეთ

-მე კიდევ მოწყენილობით მოვკვდი ამ თბილისში -უკან მიჰყვა მისაღებისკენ წასულ ნატალის. იქაურობა ქარიშხალგადავლილივით იყო არეული. დივანზე, მთელ სიგრძეზე ტანსაცმელი მიმობნეულიყო, ხოლო დიდი, გახსნილ ჩემოდანი იქვე ეგდო ნახევრად გავსებულ მდგომარეობაში.

ნატალი გაკვირვებისგან ერთ ადგილას შედგა. ჯერ თავის ჩანთები დააწყო იატაკზე, შემდეგ ლალიტას გახედა ცნობისმოყვარეობით ავსებული თვალებით, მერე კი ის კითხვებიც გააჟღერა ხმამაღლა, რაც იმ წამს უტრიალებსა თავში.

-ბარგს რატომ ალაგებ? რა იყო, ხომ არ თხოვდები?

ლალიტა შეკავებული სიცილით მივიდა თავის ჩემოდანთან, დაწყებული საქმის გასაგრძელებლად.

-არა, რა ვთხოვდები. უბრალოდ დანიელმა დამპტიჟა გერმანიაში, ორი კვირით და ხვალ დილით მივფრინავთ -ნატალისგან ზურგით იდგა, როდესაც ამ სიტყვებს ეუბნებოდა -ახლა ბარგს ვალაგებ და თუ სურვილი გაქვს დამეხმარე

-მოიცა რა?! -ხმამაღლა შეიცხადა -მაგას სერიოზულად ამბობ?

-ჰო, რა მოხდა?

-ის მოხდა, რომ მე დღეს ჩამოვედი და ხვალ კიდევ შენ მიდიხარ ორი კვირით -წყენა იგრძნობოდა გოგონას ხმაში -ან ეს მოგზაურობა საიდან მოიფიქრეთ? აქამდე საზღვარგარეთ ერთად არასდროს წასულხართ

ლალიტამ მხრების აჩეჩვით აარიდა თვალი მეგობარს. არ სურდა საუბრისას სახეში ეყურებინა, რადგან ეშინოდა ნატალის რამე არ ეეჭვა.

-ჩემი იდეა არაა, დანიელმა მოიფიქრა. უნდა, რომ ახალ წელს ჰამბურგში შევხვდეთ

-ჰო, ჰო, გადასარევია! თქვენ წადით, ახალ წელს ჰამბურგში შეხვდით და შნიცელი ჭამეთ, მე კიდევ ნაძვის ხის წინ დავჯდები და მოწყენილობისგან სათამაშოებს დავუწყებ ლაპარაკს

-ნუ მიბრაზდები რაა, ძალიან მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი -კვლავ ჩემოდნის ჩალაგებას აგრძელებდა ლალიტა, საუბრის პარალელურად -თუ მოიწყენ, ალექსი დაპატიჟე, ან შენ წადი მასთან. ნინია ბებოს ძალიან ეყოლები მონატრებული

მოღუშული გამომეტყველება მიიღო ნატალიმ. რაც ერთად ცხოვრება დაიწყეს, ეს პირველი ახალი წელი იქნებოდა, რომელსაც ლალიტასთან ერთად არ გაატარებდა, საახალწლო ფილმების ყურებასა თუ ღამის კლუბებში გართობაში. ახალი წელი განსაკუთრებით უყვარდა გოგონას. მიაჩნდა, რომ იმ დღეს, ზუსტად თორმეტ საათზე ჩაფიქრებული ნებისმიერი სურვილი, ადრე თუ გვიან რეალობად იქცეოდა ხოლმე და ფანჯრის წინ მდგომი, ფეიერვერკებით განათებულ ცას ეუბნებოდა თავის ნატვრას. ზუსტად ამგვარად იქცეოდა ლალიტაც, თუმცა წელს ეს ტრადიცია უნდა დარღვეულიყო და ყოველივე ამან, ცუდად იმოქმედა ნატალის ხასიათზე.

-დანიელს მოვკლავ რაა -გაბუტული ბავშვივით ჩაცურდა იატაკზე და ზურგით დივანს მიეყრდნო -ჯერ სამოგზაუროდ მიყავხარ, მერე ცოლად მოყვანაც მოუნდება და ბოლოს სულ წამართმევს შენს თავს

-რას ბოდავ გოგო, რა ცოლად მოყვანა? -კვლავ ღიმილი მოადგა ლალიტას ტუჩებს -გეუბნები ადამიანის წინაშე არანაირ მოვალეობას არ ვკისრულობ-მეთქი და შენ მაინც შენსას გაიძახი

-არ კისრულობ, არა? თუ ასეა თან რატომ გყვება? დაფიქრებულხარ ამაზე?

-მაინც რაზე უნდა დავფიქრდე? -ბარგის ჩალაგება დროებით შეწყვიტა და ინტერესით დახედა იატაკზე მჯდომ მეგობარს. ნატალის თვალებში კვლავ დაუფარავი სევდა იკითხებოდა.

-იმაზე უნდა დაფიქრდე, რომ ადრე თუ გვიან, მარტო შენთან ს*ქსს აღარ დაჯერდება და გაცილებით მეტი მოუნდება

-ანუ?

-ანუ შეუყვარდები და მოუნდება ბოლომდე მიგისაკუთროს. თუ რა თქმა უნდა უკვე არ უყვარხარ

-რა იყო, ეჭვიანობ ნატალიკო?

-ვეჭვიანობ კი არა, მალე მუხლებზე რომ დაგიდგება და ხელს გთხოვს, მერე ეძებე ორი აგური თავში სარტყმელად

-ჰმმ, მე კიდევ მეგონა დანიელი მოგწონდა და ბოლომდე გულშემატკივრობდი

-მომწონს კიდეც -თვალები ცრემლებით ავსებოდა გოგონას ამის თქმისას -ძალიან რომ მომწონს ზუსტად მაგიტომ მეშინია. მერე შენ მაგასთან გაიქცევი და მე სულ მარტო დავრჩები. დანიელის სქელი ჯიბის გადამკიდე, ალბათ სულ ეგზოტიკურ კუნძულებზე იქნებით სამოგზაუროდ და მე წელიწადში ერთხელ თუ მოვახერხებ შენს ნახვას. უკვე დროა, რომ კატებს ვიშინაურებდე და კიდევ გიკვირს რატომ ვნერვიულობ?

ამ სიტყვების მოსმენისას, ნატალის მსგავსად, ლალიტასაც აუწყლიანდა თვალები. როგორ უნდოდა იმ წამს სიმართლე ეთქვა, მოეყოლა, თუ რისთვის იყო დაგეგმილი მთელი ეს მოგზაურობა, თუმცა არ სურდა მეგობრის განერვიულება. ზუსტად იცოდა, რომ ნატალი, ასეთ დროს სახლში ვერ მოისვენებდა და თავადაც მოუნდებოდა გერმანიაში გაყოლა, ამის საშუალება კი ფინანსურად არ ჰქონდათ და არც დანიელისთვის აპირებდა ზედმეტი ხარჯების აკიდებას. სწორედ ამიტომ, ყველაფრის მოყოლას, ისევ დუმილის შენარჩუნება ამჯობინა და იატაკზე მჯდომ მეგობარს, თავადაც გვერდით მიუჯდა.

-მაგაზე ნუ ინერვიულებ -სევდიანი ღიმილით დაადო მხარზე ხელი -ჩემი გათხოვების შანსი ნულის ტოლია, მაგრამ ოდესმე თუ მაინც მოხდა ეგ სასწაული, გპირდები შენც მზითევში გაგიყოლებ

-რას მეღადავები ლალო

-არ გეღადავები, სერიოზულად გეუბნები

-ოო, კარგი რაა -სიცილის შეკავება სცადა, თუმცა მაინც არ გამოუვიდა -ანუ ხვალ მიდიხართ, არა?

-ჰო, ხვალ

ნატალიმ ამოიოხრა. ორი კვირა ლალიტას გარეშე ნამდვილად არ იქნებოდა სასიამოვნო, თუმცა მარტოობის მოსაკლავად შეეძლო ალექსთან ერთად გაეტარებინა დრო, ან თავის რომანი ეწერა და სებესთან დაწყებული ურთიერთობის წინასწარ შედგენილ სცენარს მიჰყოლოდა. საქმე მართლაც ბევრი იყო, ამიტომ წამის გაცდენაც არ შეიძლებოდა და მსგავსი ფიქრებით ოდნავ ხასიათზე მოსულმა გოგონამ, თავის ტელეფონსაც დახედა, ცოტა ხნის წინ, ახალი შეტყობინების მოავლა რომ ამცნო, ხმამაღალი ბზუილით.

დუმილი ჩამოწვა მისაღებში. ნატალის თვალი გაუშტერდა იმ პატარა ტექსტზე, რომელიც თავისი მობილურის ეკრანზე ამოიკითხა. რამდენიმე წამის განმავლობაში, განძრევაც ვერ შეძლო. ეს მხოლოდ მაშინ მოახერხა, როდესაც გვერდით მჯდომმა ლალიტამ მკლავში ხელის ჩავლებით შეარხია, ცოტათი აზრზე მოსაყვანად.

-რა გჭირს? -ჰკითხა მან -რამე ცუდი ხომ არ გაიგე?

ნატალიმ მხოლოდ რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ამოიღო ხმა.

-ლალიტა . . . ლალიტა, ამ წამს . . .

-რა? რა მოხდა ამ წამს? მშვიდობაა? -უკვე შიში გამოესახა სახეზე გოგონას და ეს ხმის ტემბრზეც ნათლად აისახა -ხმა ამოიღე გოგო, რა ბზიკმა გიკბინა?!

-ამ წამს მომწერეს, რომ შემცირებაში მოვყევი და სამსახურიდან მათავისუფლებენ . . .





8 8 8 8

ცივი, სუსხიანი ღამე იდგა. გარეთ უკვე საგრძნობლად ჩამობნელებულიყო, როდესაც სადარბაზოს კიბეებზე ამავალი ალექსი, მეოთხე სართულზე მდებარე, მენთოლისფერ კარს მიადგა და ისე, რომ წამიც აღარ დაუყოვნებია, მასზე რამდენჯერმე დააბრახუნა. ღია ფერის თვალებში ბრაზი ჩასდგომოდა მამაკაცს. მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი თავი ყოველგვარი ძალის გამოყენებით ეკონტროლებინა და წყობიდან არ გამოსულიყო.

კარების გაღებას რომ ცოტათი შეაგვიანდა, კაკუნი კიდევ ერთხელ გაამეორა ალექსმა. ამჯერად უფრო ძლიერად დააბრახუნა და მალევე შედეგსაც მიაღწია –სულ რაღაც ორ წამში, ძლიერი ნაბიჯების ხმა გაიგონა შემოსასვლელიდან.

-ვინ არის?

-გააღე ეგ კარი!

-ვინ არის-მეთქი? -კვლავ მოესმა მამაკაცის ბოხი ხმა, რომელშიც გაკვირვებაც ნათლად იგრძნობოდა გვიანი ვიზიტის გამო

-გამიღე და მერე გაიგებ ვინ ვარ, ან რა მინდა

ზღურბლის საპირისპირო მხრიდან პასუხი აღარ წამოსულა. ალექსი მხოლოდ გუმანით გრძნობდა, რომ მასპინძელი კვლავ კართან იდგა და ამაში დარწმუნდა კიდეც მაშინ, როდესაც გასაღების ფრთხილი გადატრიალების ხმა მისწვდა მის ყურთასმენას.

კარი გაიღო. ზღურბლზე, წელს ზემოთ შიშველი, ქვემოთ კი სპორტული შორტით მდგომი, შავგრემანი მამაკაცი გამოჩნდა, რომელსაც მკერდზე პატარა ოფლის წვეთები უბრწყინავდნენ და აშკარას ხდიდნენ, რომ დაუპატიჟებლად მისულ სტუმარს, იგი ვარჯიშის პროცესისთვის მოეწყვიტა.

-გზა ხომ არ აგებნა ძმაო? -დაეჭვებით ჰკითხა მასპინძელმა, სადარბაზოში მდგომ ალექსს, თან მის მკაცრ თვალებს გაუსწორა ბასრი მზერა -რაღაც სახეზე არ მახსენდები

-აქ საუბარს არ ვაპირებ! ან სახლში შემომიშვი, ან რამე ჩაიცვი და ქვემოთ ჩავიდეთ, იქ, სადაც ჭორიკანა მეზობლები კარს არ მოადებენ ყურს

მამაკაცს ჩაეცინა.

-ვის ეძებ?

-ზუსტად მასთან ვარ, ვისაც ვეძებ

-ძმაო, თუ რამის გასაყიდად დადიხარ კარდაკარ, დაინტერესებული არ ვარ, მაგრამ თუკი მართლა მიცნობ, მაშინ მითხარი რა მქვია და მერე დავფიქრდები შენს მოსმენაზე

-სახელი რატი, გვარი ბალანჩივაძე, ზოგადი დახასიათება –პლასტმასის *ლე

-ბატონო?!

-ბატონო კი არა შეენ*რიე შიგნით, შე ა*ვარო! -უთხრა თუ არა, მსწრაფლ ჩაავლო კეფაში მარჯვენა ხელი, მაგრად მოუჭირა, ძალის გამოყენებით შეათრია ბინაში და კარებიც ფეხსაცმლის ქუსლით მიაჯახუნა. არც მოპირისპირე მხარე დარჩენილა უმოქმედოდ დიდხანს. როგორც კი ზღურბლს გადააბიჯეს, ალექსის ხელი მაშინვე მოიშორა, გულ-მკერდზე იდაყვი უთავაზა და ბრაზისგან აელვებულ თვალებში, მწველი ცეცხლი ჩაუდგა.

-ვინ ჯანდაბა ხარ და რა ჩემი ფეხები გინდა აქ?!

-ფრთხილად რატი, ფრთხილად -არანაკლებ მრისხანე იყო ალექსის გამოხედვა. თავის თავს ახლაც უწინდელივით მოუწოდებდა, რომ წყობილებიდან გამოსვლა არ შეიძლებოდა და მშვიდად უნდა ესაუბრა -გამბედაობა კარგია, თუმცა მეტისმეტი უკვე სიბრიყვეა

-რა გინდა-მეთქი?!

-რა მინდა?

-ჰო, რა გინდა?

-ახლავე გეტყვი, ოღონდ კი არ მინდა– უფრო სწორი იქნება თუკი ვიტყვი, რომ მოვითხოვ

გაურკვევლობის მიუხედავად, მამაკაცს მაინც გაეცინა შექმნილ მდგომარეობაზე.

-ბო*იშვილი ვიყო რამეს თუ ვიაზრებდე. საერთოდ ვინ ხარ?

-გითხრა ვინ ვარ? -ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ამის თქმისას რატის და პირდაპირ თვალებში ჩახედა -ის ვარ, ვინც ამ ცხოვრებიდან გაგაქრობს, თუკი ნატალის ცხოვრებიდან არ გაქრები და კიდევ ერთხელ გამოჩნდები მის სიახლოვეს, მას შემდეგ, რაც შენს გამო გადაიტანა

ამ სახელის ხსენებაზე, მამაკაცს თითქოს ფერი ეცვალა. გაურკვევლობის გამომხატველი კითხვის ნიშნები, რომელიც იმ მომენტამდე მოჩანდა მის თვალებში, ერთმანეთის მიყოლებით გაქრა და მათი ადგილი სევდამ დაიკავა.

-ნატალი ახსენე?

-ახლა არ თქვა არ ვიცი ვინ არისო -დივანზე უკითხავად ჩამოჯდა ალექსი, როგორც კი ეს უთხრა და ასევე უკითხავად შემოაწყო გადაჯვარედინებული ფეხები მინის პატარა მაგიდაზე -ეგრე ნუ მიყურებ, შენ ცემას ნამდვილად არ ვაპირებ, მიუხედავად იმისა, რომ ხელებიც კი მექავება ისე მინდა ერთი გემრიელად მოგდო ყბაში

-ნატალიმ თავად გამოგიშვა? თვითონ უნდა, რომ სამუდამოდ გავქრე?

ალექსმა გულზე ხელები დაიკრიფა და თავი სიცილით გადააქნია.

-არავის გამოვუშვივარ და შენ წარმოიდგინე არც არავინ იცის აქ ჩემი ყოფნის ამბავი. აი სამუდამოდ გაქრობას რაც შეეხება, ეგ აუცილებლად უნდა გააკეთო, რადგან შენნაირი *ლეები მისნაირ ქალებს ვერც მოუვლიან და ვერც გააბედნიერებენ

-კიდევ ერთი ასეთი სიტყვა ჩემი მისამართით და გეფიცები, აქედან ან ცოცხალი ვერ გახვალ, ან საკაცით გაგიტანენ!

-ვაა, როგორ შემეშინდა -ვითომ აფორიაქებული სახე მიიღო ალექსმა, მერე კი დამცინავი ღიმილითაც შეხედა თანამოსაუბრეს -მგონი შარვალში გამეპარა, მიდი აბა შემიმოწმე

-გაა*ვი ჩემი სახლიდან, სანამ მთელი ხარ! -აშკარა იყო, რომ რატიც კარგავდა მოთმინებას და გულში აღმოცენებული ბრაზი, თანდათანობით, მთის წვერიდან გაგორებული თოვლის მასასავით ეზრდებოდა

-შენს ბინძურ სახლში გაჩერებას თავადაც არ ვაპირებ დიდხანს

-ჰოდა დაა*ვიე

-დავახვევ კი არა, წავალ და ცოტათი კორექტულად -მიუგო თუ არა, მაგიდაზე ატანილი ფეხები ძირს ჩამოიღო, დივნიდანაც წამოდგა და რატის პირდაპირ ცხვირწინ, თითის გასაწვდენ მანძილზე აესვეტა -უბრალოდ იცოდე, კიდევ ერთხელ ეცდები რაიმე სახის კონტაქტზე გასვლას იმ ადამიანთან, ვისი სახელიც ცოტა ხნის წინ გიხსენე და ჩათვალე, რომ შენს ძვალსაც კი ვეღარ იპოვნიან, რათა ახლობლებმა დაგიტირონ. მე ამით საუბარს მოვრჩი -მერე გატრიალდა, პირდაპირ გასასველი კარისკენ აიღო გეზი და სადარბაზოში ისე გავიდა, რომ რატის სახისთვის მუშტების დაშენის დაუოკებელი სურვილი წამითაც არ მოშორებია მის გონებას.



№1 სტუმარი Елка

Рогорц ковелтвис дидебулиа

 


№2 სტუმარი ნეს

სიმართლე გითხრა, დასაწყისში რამდენიმე თავზე დაკომენტრება არ მიყვარს, ნაწარმოები სანამ ეშხში არ შევა და სიუჟეტი არ ჩაგითრევს, რა უნდა დაწერო აბა?! კარგია რომ გინდა ბევრი კომენტარი და შეაბამისად წერის სტიმულიც, მაგრამ ჯერ ისე ერთ ხაზში მიმდინარეობს თხორობა და იმდენად არაფერი ხდება ჩვეულებრივი, თითქოს ბანალური სიუჟეტური ხაზის გარდა, რომ წესით არც უნდა იყოს მაინდამაინც მკითხველის აღფრთოვანებული კომენტარები... ბევრი კითხულობს, ანუ ელოდებიან კიდეც ახალი თავის დადებას, ასე რომ, ყველაფერი წინაა და ყველაფერი იქნება თავის დროზე.. წარმატებები.

 


№3  offline მოდერი აირ ისი

ნეს
სიმართლე გითხრა, დასაწყისში რამდენიმე თავზე დაკომენტრება არ მიყვარს, ნაწარმოები სანამ ეშხში არ შევა და სიუჟეტი არ ჩაგითრევს, რა უნდა დაწერო აბა?! კარგია რომ გინდა ბევრი კომენტარი და შეაბამისად წერის სტიმულიც, მაგრამ ჯერ ისე ერთ ხაზში მიმდინარეობს თხორობა და იმდენად არაფერი ხდება ჩვეულებრივი, თითქოს ბანალური სიუჟეტური ხაზის გარდა, რომ წესით არც უნდა იყოს მაინდამაინც მკითხველის აღფრთოვანებული კომენტარები... ბევრი კითხულობს, ანუ ელოდებიან კიდეც ახალი თავის დადებას, ასე რომ, ყველაფერი წინაა და ყველაფერი იქნება თავის დროზე.. წარმატებები.



თუკი დასაწყისიდან ბანალური გეჩვენებათ, ჯობს შეწყვიტოთ კითხვა, რადგან 100-დან 70% შემთხვევაში, დასაწყისიდანვე ჩანს როგორი იქნება ისტორია საბოლოო ჯამში. რაც შეეხება შეფასებებს, მე შეფასებების გამო არ ვწერ, ჩემი სიამოვნებისთვის ვწერ, მაგრამ რახან არ აფასებს მკითხველი, ესე იგი არც მოლოდინი აქვს შემდეგი თავის და თუ დაიდება, დროის გაყვანის მიზნით წაიკითხავს უბრალოდ.ეს კიდევ, მხოლოდ ჩემი კი არა, საკმაოდ ბევრი ავტორის წერის მოტივაციაზე იმოქმედებდა. წერის მოტივაციაზე თუ არა, ამ საიტზე ატვირთვის მოტივაციაზე მაინც.

 


№4 სტუმარი ნეს

აირ ისი
ნეს
სიმართლე გითხრა, დასაწყისში რამდენიმე თავზე დაკომენტრება არ მიყვარს, ნაწარმოები სანამ ეშხში არ შევა და სიუჟეტი არ ჩაგითრევს, რა უნდა დაწერო აბა?! კარგია რომ გინდა ბევრი კომენტარი და შეაბამისად წერის სტიმულიც, მაგრამ ჯერ ისე ერთ ხაზში მიმდინარეობს თხორობა და იმდენად არაფერი ხდება ჩვეულებრივი, თითქოს ბანალური სიუჟეტური ხაზის გარდა, რომ წესით არც უნდა იყოს მაინდამაინც მკითხველის აღფრთოვანებული კომენტარები... ბევრი კითხულობს, ანუ ელოდებიან კიდეც ახალი თავის დადებას, ასე რომ, ყველაფერი წინაა და ყველაფერი იქნება თავის დროზე.. წარმატებები.



თუკი დასაწყისიდან ბანალური გეჩვენებათ, ჯობს შეწყვიტოთ კითხვა, რადგან 100-დან 70% შემთხვევაში, დასაწყისიდანვე ჩანს როგორი იქნება ისტორია საბოლოო ჯამში. რაც შეეხება შეფასებებს, მე შეფასებების გამო არ ვწერ, ჩემი სიამოვნებისთვის ვწერ, მაგრამ რახან არ აფასებს მკითხველი, ესე იგი არც მოლოდინი აქვს შემდეგი თავის და თუ დაიდება, დროის გაყვანის მიზნით წაიკითხავს უბრალოდ.ეს კიდევ, მხოლოდ ჩემი კი არა, საკმაოდ ბევრი ავტორის წერის მოტივაციაზე იმოქმედებდა. წერის მოტივაციაზე თუ არა, ამ საიტზე ატვირთვის მოტივაციაზე მაინც.



არა, არ ვთვლი მასე, მაქვს შენი და სხვისი ნაწარმოებიც წაკითხული და ხშირად ხდება რომ თუნდაც მე7 და მე8 თავიდან ხდება უფრო საინტერესო, კონკრეტულად ამ ნაწარმოებზე არ ვამბობ, ზოგადად ვთქვი. ძალიან ბევრი ნახვა აქვს თითო თავს და შესაბამისად ბევრიც ელოდება, რომ დამთავრდება უფრო ბევრი წაიკითხავს. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო და ასეა მემგონი ამ საიტზეც ))) ბოლოსკენ უფრო გააქტიურდება შენი მკითხველი.

და წინა ნაწარმოები რატომ აღარ გააგრძელე? ძალიან მაინტერესებდა და ველოდი ნამდვილად მომდევნო თავებს. აი სკოლის ამბები რომ იყო.

 


№5  offline მოდერი აირ ისი

ნეს
აირ ისი
ნეს
სიმართლე გითხრა, დასაწყისში რამდენიმე თავზე დაკომენტრება არ მიყვარს, ნაწარმოები სანამ ეშხში არ შევა და სიუჟეტი არ ჩაგითრევს, რა უნდა დაწერო აბა?! კარგია რომ გინდა ბევრი კომენტარი და შეაბამისად წერის სტიმულიც, მაგრამ ჯერ ისე ერთ ხაზში მიმდინარეობს თხორობა და იმდენად არაფერი ხდება ჩვეულებრივი, თითქოს ბანალური სიუჟეტური ხაზის გარდა, რომ წესით არც უნდა იყოს მაინდამაინც მკითხველის აღფრთოვანებული კომენტარები... ბევრი კითხულობს, ანუ ელოდებიან კიდეც ახალი თავის დადებას, ასე რომ, ყველაფერი წინაა და ყველაფერი იქნება თავის დროზე.. წარმატებები.



თუკი დასაწყისიდან ბანალური გეჩვენებათ, ჯობს შეწყვიტოთ კითხვა, რადგან 100-დან 70% შემთხვევაში, დასაწყისიდანვე ჩანს როგორი იქნება ისტორია საბოლოო ჯამში. რაც შეეხება შეფასებებს, მე შეფასებების გამო არ ვწერ, ჩემი სიამოვნებისთვის ვწერ, მაგრამ რახან არ აფასებს მკითხველი, ესე იგი არც მოლოდინი აქვს შემდეგი თავის და თუ დაიდება, დროის გაყვანის მიზნით წაიკითხავს უბრალოდ.ეს კიდევ, მხოლოდ ჩემი კი არა, საკმაოდ ბევრი ავტორის წერის მოტივაციაზე იმოქმედებდა. წერის მოტივაციაზე თუ არა, ამ საიტზე ატვირთვის მოტივაციაზე მაინც.



არა, არ ვთვლი მასე, მაქვს შენი და სხვისი ნაწარმოებიც წაკითხული და ხშირად ხდება რომ თუნდაც მე7 და მე8 თავიდან ხდება უფრო საინტერესო, კონკრეტულად ამ ნაწარმოებზე არ ვამბობ, ზოგადად ვთქვი. ძალიან ბევრი ნახვა აქვს თითო თავს და შესაბამისად ბევრიც ელოდება, რომ დამთავრდება უფრო ბევრი წაიკითხავს. წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო და ასეა მემგონი ამ საიტზეც ))) ბოლოსკენ უფრო გააქტიურდება შენი მკითხველი.

და წინა ნაწარმოები რატომ აღარ გააგრძელე? ძალიან მაინტერესებდა და ველოდი ნამდვილად მომდევნო თავებს. აი სკოლის ამბები რომ იყო.



ნუ, არ ვიცი აქ რა როგორ ხდება, მაგრამ უდავოა, რომ მკითხველის აზრების მოსმენა საკმაოდ დიდ სტიმულს აძლევს, ვინც ამ საიტზე დებს თავის ნაშრომებს. ჩემი მკითხველები კიდე (თუ მყავს საერთოდ :დდ) ძალიან ზარმაცები არიან მაგ კუთხით, უნდა ვაღიარო :დდ წინა ისტორიას რაც შეეხება, ამას რომ დავასრულებ მერე მივუბრუნდები მაგას და ყოველდღე აიტვირთება შემდეგი თავი *))

 


№6 სტუმარი მარი❤

ცოტა არ იყოს ლალიტას ქცევები გამაღიზიანებელია დანიელთან მიმართებაში. მუხედავად იმისა, რომ რთული მდგომარება აქვს ცხოვრებაში დანიელთან ცუდად იქცევაა და იმედია მიხვდება მის ფასს და არ დაკარგავს. რატისთვის მუშტების დაშენის სურვილი მეც მქონდააა და ცოტა არ იყოს მეწყინა, რომ არ მოხვდა???????????????????? რაც შეეხება ნატალიასა და სებეს იმედია შემდეგ თავში დაგვიწერ მათზე ვრცლად.

 


№7 სტუმარი სტუმარი ანა

ახალი თავი როდის დიდება?

 


№8 სტუმარი სტუმარი ანა

ახალი თავი არ იქნება?

 


№9 სტუმარი სტუმარი თამუნა

ახალი თავი გვინდა❤️

 


№10  offline მოდერი აირ ისი

სტუმარი თამუნა
ახალი თავი გვინდა❤️

გაგრძელებით გაგრძელდება აუცილებლად. დაუსრულებელს არ დავტოვებ და ავტვირთავ, მაგრამ იმის მოტივაციას მკითხველი არ მაძლევს, რომ ღამეები ვათიო, რათა შემდეგი თავის დადება არ დამაგვიანდეს. აზრების გაზიარება და შეფასებაა ავტორისთვის ეს მოტივაცია და სწორედ ეს აძლევს მას უდიდეს ბიძგს. ეს ბიძგი კი არსად ჩანს ❤️

მაგრამ მაინც....

გაგრძელება იქნება აუცილებლად ❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

მე თქვენი ისტორიები ძალიან მიყვარს, ყველა...
და მე მათი არ მესმის, ვინც ვერ ხედავს ახლა, ამ ნაწარმოებში ძალზედ საინტერესოს.
სხვანაირად ვერ განვითარდება, რადგან აფსურდული იქნება, მე6-ე თავში უკვე სიყვარული რომ აუხსნან ერთმამეთს, მე პირადად მეცინება, არც ღირს ეგეთი მოსაზრებით აფორიაქება. ,,მე-5-ე თავია და არაფერი ხდება" არ გამაცინოთ, უფრო სწორად ვიცინი.
მე ძალიან მომწონს ეს იატორია, სხვა ხიბლი აქვს ყველა შენს ისტორიას და კომენტარები რომ არაა, ორი რამის ბრალია, ისეთი სასტავი შემოდის, რომ წერა ეზარებათ და ვინც წერს იმას უყვარს მწერალთან გასაუბრება ღრმად და ამას დიდწილად არ აკეთებთ, რამე პრობლემას მე ვერ ვხედავ, იქნებ არც გცალიათ, მაგრამ ეს კონტაქტი მკითხველისთვისაც ძალიან მამოტივირებელია, რომ დაელოდოს პასუხს.
ხომ, ამით იმის თქმა მინდა, რომ მე ერთი სული მაქვს როდის დაიდება ახალი თავი და კომენტარების რაოდენობას არ შეხედოთ, არც ხელოვნურად შექმნილი ,,საინტერესო მომენტები" არ არის საჭირო, რადგან ასედაც საინტერესოა.
და კიდევ განვმეორდები, მე მიყვარს თქვენი ისტორიები, განსაკუთრებით კი ,,ქვიშის ქარიშხალი" აქაც ვხედავ მიზეზს, რომ ,,ქვიშის ქარიშხალის" მერე, საყვარელი ,,შაქრის ციებ-ცხელება" გახდეს ჩემთვის.
წარმატება და მალე დადე, ისე ველოდები თმა გამიჭაღარავდა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent