შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავქარიანი ( 4 )


23-10-2022, 22:00
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 811

- სალამი აპოლონ, -მხიარულად გავეკრიჭე კართან მდგარ დაცვას და ისევ თითის წვერებზე ავიწიე რომ მხარზე შევხებოდი.
- ხომ გითხარი რომ დათო მქვია, -უკმაყოფილოდ შემომიღრინა, კარი გამიღო და გვერდით გადგა.
- აპოლონი უფრო გიხდება დამიჯერე.
- ნამეტანი შემაჩვიე ენა შენ მე, -მუქარით დამიქნია თითი, თუმცა მშვენივრად შევამჩნიე როგორ ცდილობდა ღიმილის შეკავებას.
- ჰოდა აპოლონ რა მინდა გკითხო, -გვერდით ამოვუდექი და საქმიანი სახე მივიღე, -აქაური ხარ?
- აქაურში თბილისელს გულისხმობ თუ? -თავის ახალ სახელზე ყურადღება აღარ გაუმახვილებია და გამიკვირდა ასე ადვილად რომ დანებდა.
- აქაურში ამ უბნელს ვგულისხმობ.
- რატომ მეკითხები?
- უბრალოდ ერთი ვიღაც მაინტერესებდა ამ ქუჩაზე ცხოვრობს და...
- აქაური არ ვარ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ არ ვიცი ვინ ცხოვრობს ახლო-მახლო, აბა მითხარი ვის შესახებ გჭირდება ინფორმაცია.
- მაინტერესებს ქუჩის ბოლოში რომ ლურჯ სახურავიანი სახლია მის ბინადრებს იცნობ თუ არა.
- რატომ გაინტერესებს? -წარბები შეკრა და ყურადღებით შემათვალიერა.
- იმ სახლში ჩემი მეგობარი ცხოვრობს, მის შესახებ მაინტერესებდა რაღაც.
- კარგი ერთი, დავიჯერო ის კუდიანი ალქაჯი შენი მეგობარია? თუმცა შენგან მაინცდამაინც არ მიკვირს საკმაოდ უცნაური ვინმე ხარ.
- რომელი ალქაჯი რას ამბობ? -მაშინვე მივხვდი ვისაც გულისხმობდა მაგრამ გამიკვირდა რომ მაინცდამაინც მასზე გამახვილა ყურადღება.
- იმ ქალს ვგულისხმობ მაგ სახლში რომ ცხოვრობს, სამოც წლამდე ქალია, მარტოხელა და რაღაცნაირად უცნაური და საშიში, -გააჟრჟოლა და ტუჩები დამანჭა, ათასში ერთხელ ვხვდები ხოლმე ქუჩაში, საშინელი გამოხედვა აქვს.
- ესე იგი მარტო ცხოვრობს, სხვა არავინ გინახავს? ასე ოც წლამდე ლამაზი გამხდარი ბიჭი, ჩემი თვალით დავინახე როგორ შევიდა იმ სახლში.
- შეიძლება ვინმე ნათესავი ესტუმრა, თუმცა არა მგონია, როგორც ვიცი ნათესავები არ ჰყავს, ერთხელ ჩვენს გვერდით მცხოვრებ მეზობელს ვესაუბრებოდი ზუსტად მაშინ ჩაგვიარა გვერდით, მერე რაღაც ვკითხე და მან მომიყვა მის შესახებ.
- რა მოგიყვა, მიდი მეც მითხარი რა, -მოუთმენლად ავაბაკუნე ფეხები და მისი გაკვირვებაც გამოვიწვიე?
- ვერ ვხვდები რაშია საქმე, ასე ძალიან რატომ გაინტერესებს?
- მგონი რაღაცას მალავს, -იდუმალი ხმით ჩავიჩურჩულე.
- კიდეც რომ მალავდეს რა შენი საქმეა? -უხეში ხმით მკითხა და მივხვდი რომ უკვე თავს ვაბეზრებდი, რამდენიმე წამს დუმდა და მერე შედარებით დათაფლული ხმით მითხრა, -ვხედავ რომ ძალიან ცნობისმოყვარე ხარ, მაგრამ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას კარგი არავისთვის არაფერი მოუტანია, არ ვიცი რატომ ამოიჩემე მაგრამ შეეშვი იმ ქალს, თავისი გაჭირვება ეყოფა, ექვსი წლის წინ მისი მთელი ოჯახი საშინელ ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, შვილი, რძალი და ორი შვილიშვილი დაეღუპა, მაგის მერე ფსიქიკურადაც ცოტა ვერ არის თურმე კარგად, მარტო ცხოვრობს და არავისთან კონტაქტობს...
- ჰოო საკმაოდ გულისმომკვლელი ისტორიაა თუმცა...
- სანამ რამეს იტყვი ჯობია საათს დახედო, -შემაწყვეტინა და მაჯა რომელზეც უზარმაზარი საათი ეკეთა ცხვირთან მომიტანა, -დაგაგვიანდა, უკვე თერთმეტის ნახევარია შერლოკ.
სხვა რა გზა მქონდა, ეს ინფორმაცია, დასაწყისისთვის საკმარისი იყო, იმედი მქონდა რამდენიმე დღეში შევძლებდი რომ ყველაფრისთვის ნათელი მომეფინა.
- მადლობა აპოლონ, -ჭიშკარს უკვე კარგად მოშორებულმა ხმამაღლა დავუყვირე და ხელი დავუქნიე.
- დათო მქვია, დათო, -მისი გაბრაზებული ხმა მომწვდა და სიცილ-სიცილით გავუყევი სახლისკენ მიმავალ ბილიკს, ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ წარმოდგენა არ მქონდა რაში მდგომარეობდა ჩემი სამსახური და რა უნდა გამეკეთებინა, ან რაში გამოიხატებოდა ლეოპარდების მომვლელის მოვალეობები, გასეირნება მაგათ არ სჭირდებოდათ და დაბანა-დავარცხნა...
- ყოჩაღ პირველივე დღეს იგვიანებ, ამას შენგან არ ველოდი, -მარკოს დანახვით გამოწვეული ღიმილი მისმა სიტყვებმა ტუჩებზე შემახმო.
- არა მართლა რას ელოდა ჩემგან საინტერესოა, -დაბოღმილმა ჩავიბურტყუნე.
- რა თქვი? შეგიძლია ხმამაღლა გაიმეორო? -ცივი ხმით მკითხა, ფეხები გადააჯვარედინა და წარბაწეული მიეყრდნო შესასვლელი კარის ჩარჩოს.
- მაპატიეთ ბატონო მარკო არ ვიცოდი სმენის პრობლემა თუ გქონდათ, შემდეგისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ, -ამჯერად ყალბი, მეამიტური ღიმილი ავიკარი სახეზე.
თვალები ძლივს შეკავებული ღიმილისგან აუციმციმდა და ტუჩები ერთმანეთს მაგრად დააჭირა, მოკლემკლავიან საყელომოღეღილ მაისურში და მუხლამდე შორტში გამოწყობილი, შუბლზე ჩამოყრილი შოკოლადისფერი თმით და მოელვარე თვალებით საოცრად გამოიყურებოდა, რამდენიმე წამს ასე მიყურა და მერე ზურგი შემაქცია.
- მომყევი, -მომიგდო ერთადერთი სიტყვა და მეც სხვა რა გზა მქონდა უკან ავედევნე, პირველ სართულზე მდებარე კაბინეტში შემიძღვა, უზარმაზარ მაგიდასთან მოკალათდა სერიოზული სახით, მეც მანიშნა რომ დავმჯდარიყავი, ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ ხელებს დაეყრდნო ნიკაპით და ისეთი მზერა მომაპყრო თითქოს ჩემგან ელოდა საუბრის დაწყებას.
- არა მგონია ელსამ და ზუმ საათის ცნობა იცოდნენ, თანაც იმ გალიაში საათი არ დამინახავს, -გამოვაცხადე და უდარდელად გადავიდე ფეხი ფეხზე.
- რას გულისხმობ? -აშკარად ვერ გამიგო მარკომ.
- ვიფიქრე რომ დაგვიანებისთვის ბოდიშს მოვუხდიდი, -ურცხვად გამოვუცხადე და რატომღაც ველოდი რომ გაბრაზებული აფეთქდებოდა მაგრამ ასეთი არაფერი მომხდარა, ღიმილით მიეყრდნო საზურგეს.
- უპასუხისმგებლო ბავშვივით იქცევი ანა.
- შეიძლება მართალი ხარ, უბრალოდ არ ვიცი აქ რას ვაკეთებ, ასეთი რამ მართლა არ მქონია გეგმაში და ცოტა არ იყოს დაბნეული ვარ...
- მგონი მშვენივრად იცი აქ რასაც აკეთებ, -მაცდურად გამიღიმა, ისე გრაციოზულად წამოდგა სავარძლიდან და ისეთი ნაბიჯებით დაიძრა ჩემსკენ, თვალწინ ჩემი ახალი აღსაზრდელები დამიდგნენ, მათსავით მომხიბვლელი და ამ მომხიბვლელობის და ღიმილიანი სახის მიუხედავად საშიში იყო, ნამდვილი მტაცებელი...
მომიახლოვდა, ჩემს სავარძელს დაეყრდნო, მკლავებს შორის მომიქცია, დაიხარა და სახე ახლოს მომიტანა, სუნთქვა შემეკრა.
- უკვე გითხარი რომ ძალიან საყვარელი ხარ? -თბილი ხმით ჩაილაპარაკა, მერე ერთბაშად მომშორდა, მეორე სავარძელი გამოწია და ისე ახლოს დაჯდა ჩემს წინ ჩვენი მუხლები ერთმანეთს ეხებოდა.
- მისმინე ანა, ახლა ვეცდები ყველაფერი აგიხსნა, შენ კი ეცადე კარგად მომისმინო კარგი? -მშვიდი შემპარავი ხმით დაიწყო და მეც ინსტიქტურად დავუქნიე თავი.
- ყველაფერს დეტალურად ვერ გეტყვი მაგრამ ის საქმე რისთვისაც შენ აგიყვანეთ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მხოლოდ ერთი თვე მაქვს იმისთვის რომ ის ორი აგრესიული მტაცებელი როგორღაც მოვიშინაურო და შევიჩვიო.
- აგრესიული? ამას იმ საყვარელ ფისოებზე ამბობ? -მაინც ვერ მოვითმინე რომ არ ჩამერთო.
- არავის იკარებენ, იმ დღეს მათი ტრანკვილიზატორებით დაძინება მოგვიხდა გალიიდან რომ გამოგვეყვანე, ვერ წარმოიდგენ როგორ შემეშინდა, თავისუფლად შეეძლოთ შენი დაგლეჯვა.
- მაგრამ არ გაუკეთებიათ.
- ჰოდა მეც ეს მიკვირს, იცი რამდენი ხანია მათ მოშინაურებას ვცდილობ? ყველაფერი ვცადე, საუკეთესო მწრთვნელები დავიქირავე...
- იქნებ უბრალოდ გეცადა და დალაპარაკებოდი.
- ვის? -გაოცებისგან გაფართოებული თვალები შემომანათა.
- ელსას და ზუს რათქმაუნდა, თუ გგონია რადგან ცხოველები არიან არაფრის გაგება არ შეუძლიათ.
- რა გინდა მითხრა რომ იმ დღეს უბრალოდ დაელაპარაკე და ამიტომ მოგცეს უფლება მათთან ჩახუტებულს დაგეძინა?
- ალბათ უფრო იმიტომ რომ არ შიოდათ, -გულიანად გამეცინა.
- აი სწორედ ეს მომწონს შენში, ისეთი ლაღი ხარ, თავისუფალი, ისე ადვილად და მარტივად უყურებ ყველაფერს... კეთილი შურით მშურს შენი, მიუხედავად იმისა რომ მორწმუნე არ ვარ ლეოპარდებთან ჩახუტებული რომ დაგინახე ღმერთს მადლობა შევწირე რომ შენი თავი გამომიგზავნა.
- რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი რომ ისინი შეიჩვიო? -უკვე მართლა დავინტერესდი.
- როგორც გითხარი ყველაფერს ვერ მოგიყვები მაგრამ მინდა იცოდე რომ თუ ერთი თვის განმავლობაში ვერ მოახერხებ მათ იმდენად მოთვინიერებას რომ მიმიკარონ...
- რა მოხდება?
- ამაზე მერე, თანაც დარწმუნებული ვარ რომ შეძლებ, -წამოდგა მეც წამომაყენა და კარისკენ მიმითითა, ერთმანეთის მხარდამხარ მივაბიჯებდით დერეფანში.
- სამი დღით საზღვარგარეთ მიწევს წასვლა, -ისევ მან დაიწყო საუბარი, -აქ ვაკო დარჩება, ყველაფერს ის მიხედავს, შენც დაგეხმარება რომ ყველაფერში გაერკვე.
- იმედი მქონდა დღეს მაინც გავიცნობდი უფროსს, -ბაღში გამავალ ვერანდაზე შევჩერდი და მარკოს მოვუბრუნდი.
- უფროსს? -დაბნეულმა შემომხედა.
- ჰო ამ სახლის და ლეოპარდების პატრონს ვგულისხმობ.
- ცოტა მოთმინება გმართებს, მაგის დროც მოვა და გაიცნობ, ახლა კი წასვლამდე უნდა დაგემშვიდობო, -ეშმაკურად ჩაიცინა მოულოდნელად მომიახლოვდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ბაგეებზე დამეწაფა, სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა ეს საოცრად სასიამოვნო, ამაღელვებელი და სულის შემკვრელი კოცნა, თუმცა ეს რამდენიმე წამი საკმარისი იყო იმისთვის რომ დედამიწას მოვწყდომოდი...
- იმ სისხლისმსმელებს უფლება არ მისცე რომ შეგახრამუნონ, იცოდე რომ ჩამოვალ ცოცხალი დამხვდი, მჭირდები ანა, -ჯერ ისევ თვალდახუჭულს მომესმა მისი სიცილ ნარევი ხმა...
-

იმ სამ დღეში რაც მარკო წასული იყო მშვენივრად მოვახერხე ჩემს მოვალეობებში გარკვევა, სახლი და ბაღი თავიდან ბოლომდე შევისწავლე, ვაკო არაფერში მზღუდავდა, თავისუფლად შემეძლო ბაღის ყველა წერტილის დათვალიერება, სახლის ყველა ოთახში შესვლა, სახლის პირველ სართულზე სამზარეულო, ჰოლი, უზარმაზარი მისაღები, სამუშაო ოთახი, ბიბლიოთეკა და სავარჯიშო დარბაზი იყო განლაგებული, ამას ემატებოდა უკანა ეზოში გამავალი ვერანდა, მეორე სართულზე მხოლოდ საძინებლები იყო რომელთაგან ორი დაკეტილი დამხვდა, მაშინვე მივხვდი რომ ერთ-ერთი საძინებელი მარკოსი უნდა ყოფილიყო რადგან დანარჩენებს ეტყობოდა რომ უბრალოდ სტუმრებისთვის იყო განკუთვნილი, აი მეორე რატომ იყო დაკეტილი ვერ გავარკვიე, თუმცა კაცმა რომ თქვას არც მეცალა ამ ყველაფერზე ფიქრისთვის, ლეოპარდებს ჩემი დროის უმეტესი ნაწილი მიჰქონდათ, ისე მღლიდნენ ჭამაც კი მავიწყდებოდა ხოლმე, გასაკვირი ის იყო რომ სულაც არ იყვნენ ისეთი საშიშები და აგრესიულები როგორც მარკო ახასიათებდათ, პირიქით პატარა საყვარელი ფისოებივით იქცეოდნენ, ერთადერთი ის იყო რომ სულ ყურადღებას ითხოვდნენ, აშკარად ეტყობოდათ რომ ადამიანებთან ურთიერთობა მოსწონდათ, ის სამი დღე ფაქტიურად გალიაში გავატარე, მათთან ერთად დავრბოდი, ხეებზე დავცოცავდი და აუზში ვცურავდი, ვაჭმევდი და ვესაუბრებოდი...

- მარკოს თვითმფრინავი დღეს ცხრა საათზე დაეშვება აეროპორტში, -შეუმჩნევლად მოახლოებული ვაკოს ხმა რომ გავიგე შიშისგან შევხტი, გაბრაზებულმა მივაჯახუნე გალიის კარი და გადავკეტე.
- გული გამიხეთქე.
- ამ წუთას იმ მტაცებლების გალიიდან გამოხვედი და ჩემი გეშინია?
- ასე ჩუმად თუ მომეპარება შენი კია არა უწყინარი მინიატურული ჩიხუახუასიც კი შემეშინდება, -გულწრფელად ვუპასუხე.
- შენ ასე ნუ უყურებ ჩიხუახუას, ჩემს პირველ შეყვარებულს მაგის გამო დავშორდი, -რაღაცნაირი ნაღვლიანი სახე მიიღო, შებრუნდა და სახლისკენ გაუყვა ბილიკს, დაინტერესებული ავედევნე.
- ეგ როგორ? -ვკითხე და ჩაეღიმა, მაშინვე მივხვდი რომ უბრალოდ ჩემს საუბარში აყოლიებას ცდილობდა.
- როგორ და მისმა ჩიხუახუამ ვერაფრით ვერ შემიყვარა, მასთან ახლოსაც არ მაკარებდა, ერთხელ მისი კოცნა ვცადე და იცი რა მოხდა? ამ დროს თათას ის მონსტრი ხელში ეჭირა, თავი პირდაპირ ჩვენს შუაში ამოყო და შემთხვევით მას ვაკოცე.
- რააა? სერიოზულად? -ვეცადე თავის შეკავებას მაგრამ არაფერი გამომივიდა, რამდენიმე წამი გულიანად ვხარხარებდი.
- არ გჯერა? -ღიმილით მომიბრუნდა როცა ცოტა დავწყნარდი.
- მინდა რომ მჯეროდეს მაგრამ როგორი დასაჯერებელია?
- შეხედე, -ქვედა ტუჩის მარჯვენა კუთხესთან მიიდო თითი, კარგად დავაკვირდი და ახლაღა შევამჩნიე აშკარად კარგა ხნის წინ შეხორცებული იარა, ორი პატარა ნაჩვრეტი, მივუახლოვდი და კარგად შევათვალიერე.
- ესე იგი ეს არის მისი ნაკბილარი?
- კი ეგ არის, -ომგამოვლილი სარდალივით ამაყად გაჯგიმულმა მიპასუხა და ჩემი სახის შემხედვარემ თვითონაც ვერ შეიკავა თავი და ახარხარდა.
- აეროპორტში წამომყვები? -როგორც კი სული მოითქვა უდარდელად მკითხა, თუმცა შევამჩნიე როგორი დაძაბული ელოდა პასუხს, საათს დავხედე რვა ხდებოდა.
- ისეთი დაღლილი ვარ ერთი სული მაქვს როდის დავწვები და დავიძინებ, ისედაც სახლამდე მინიმუმ ორმოცი წუთი გზაში უნდა ვიყო.
- მარკოს უნდა დავხვდე, -უმისამართოდ თქვა.
- რატომ უნდა დახვდე, პირველად ჩამოდის საქართველოში და აქაურობას ვერ მოაგნებს? -მოულოდნელად სიბრაზე ვიგრძენი მარკოს მიმართ, რაც წავიდა ერთხელაც კი არ დაურეკავს, არ უკითხავს...
- უბრალოდ ვიფიქრე რომ ჩვენი აეროპორტში ნახვა გაახარებდა, -სიტყვა ''ჩვენი'' განსაკუთრებულად გამოკვეთა და ეშმაკურად გამიღიმა.
- კარგად იყავი, ხვალ შევხვდებით, -ვეცადე მის სიტყვებზე ყურადღება არ გამემახვილებინა, შევბრუნდი და მძიმედ ავაბიჯე კიბეებზე.
- მართლა ძალიან დაღლილი ჩანხარ, თუ გინდა ამაღამ აქ დარჩი, -მომესმა ზურგს უკან და შემოვბრუნდი, იდგა და ისე გულწრფელად მიღიმოდა ძალიან უნდა მომენდომებინა რომ მის სახეზე ან მზერაში თუნდაც მისხალი სიცრუე და ანგარება წამეკითხა.
- გეტყოდი არ შეგაწუხებთთქო მაგრამ ამ სახლში იმდენი თავისუფალი საძინებელია არა მგონია შეწუხდეთ, -ღიმილით ვუთხარი.
- ესე იგი რჩები? -მართლა გაუხარდა.
- ვრჩები და იცოდე ძალიან არ იხმაუროთ, ამაღამ კარგად უნდა გამოვიძინო, -მუქარის ნიშნად თითი დავუქნიე და შევბრუნდი.
- ვახშამზე არ იქნები? -სიცილ ნარევი ხმით მკითხა.
- არაა, -ხელი ავიქნიე და კარი შევაღე, პირდაპირ სამზარეულოსკენ წავედი, რამდენიმე წუთში გავაკეთე ორი ცალი სენდვიჩი, ვაშლთან და წყლით სავსე სურასთან ერთად ლანგარზე მოვათავსე და მეორე სართულიკენ ამავალ კიბეს ავუყევი, უკვე ვიცოდი რომელი იყო სტუმრების საძინებელი ასე რომ თამამად შევაღე.
რამდენიმე წუთს ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა პირველი, მეჭამა თუ მებანავა, საშინლად მშიოდა ასე რომ სენდვიჩები გავანადგურე და მხოლოდ ამის შემდეგ გავავსე აბაზანა თბილი წყლით, ავაქაფე და კვნესა კვნესით ჩავწექი შიგ, საშინლად ვიყავი დაღლილი, თავში ქაოსი მქონდა, ერთდროულად ათას რამეზე ვფიქრობდი, მარკოზე, ახალ სამსახურზე რომლის არსშიც ჯერ კიდევ არ ვიყავი გარკვეული, უცნობზე რომელიც აღარ გამოჩენილა და არ ვიცოდი სად უნდა მეპოვა და როგორ უნდა დავხმარებოდი... ამ ფიქრებში ისე ჩამეძინა ვერც მივხვდი.

ისევ პარკში ვიდექი, ისევ ჩემს წინ იდგა, უწინდელზე უფრო მეტად გაცრეცილი და გალეული, სევდიანი თვალებით მიყურებდა.
- მითხარი ვინ ხარ, მითხარი რა გინდა ჩემგან, მითხარი როგორ უნდა დაგეხმარო, ხმა გაიღე ერთი სიტყვა მაინც თქვი, -ლამის შევევედრე.
- იოანე მქვია, -ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა და შეტრიალდა, პარკიდან გავიდა და ქუჩის ბოლოსკენ დაუყვა ტროტუარს, ავედევნე, ნელა მიდიოდა, მძიმედ, მხრებში მოხრილი და თავჩაღუნული, რაც უფრო უახლოვდებოდა იმ ავბედით სახლს მით მეტად ფერმკრთალდებოდა, დნებოდა, ილეოდა...
- არ წახვიდე, იოანე არ წახვიდე, შეჩერდი იო გთხოვ, -ვთხოვდი ვემუდარებოდი, ვყვიროდი, ის კი არ მისმენდა, ჯიუტად მიაბიჯებდა სახლისკენ, თითქოს იქით რაღაც ეწეოდა რისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო.
- იოანე არ წახვიდე, -ქვითინი ამიტყდა და ცივ ასფალტზე მუხლებით დავეცი, იოანე...
- ანა გაიღვიძე, გამოფხიზლდი, ნურაფრის გეშინია ეს მხოლოდ სიზმარია გესმის? -სადღაც შორიდან ჩამესმა ხმა, ვიღაც მანჯღრევდა და მეძახდა რომ გამოვფხიზლებულიყავი, ძლივს შევძელი თვალების გახელა, უაზროთ მოვათვალიერე ოთახი, საწოლთან მარკო იჯდა და დაფეთებული შემომცქეროდა, ინსტიქტურად მოვისვი ხელი სახეზე და როცა მივხვდი რომ ლოყები ცრემლებით მქონდა სველი გაოცებული წამოვჯექი.
- რა, რა მოხდა? -ჩავილუღლუღე და მარკოს მივაპყარი ჯერ კიდევ სველი თვალები.
- ეტყობა ცუდი სიზმარი ნახე, -თბილად გამიღიმა და ლოყაზე ნაზად ჩამომისვა თითები, უნებურად მივლულე თვალები და ამოვიოხრე.
- უბრალოდ დავიღალე, აქ ამოვედი, მერე ვბანაობდი და აღარაფერი მახსოვს...
- ყინულივით ცივ წყალში იწექი და გეძინა, -გაეღიმა მარკოს.
- მოიცა შენ რა...
- აეროპორტიდან რომ მოვედი შენს სანახავად ამოვედი მაღლა, ოთახში არ იყავი, აბაზანაში დაგიკაკუნე მაგრამ ხმა არ გამეცი და იძულებული გავხდი შემოვსულიყავი, -ნუ წითლდები, -გაეცინა როცა ჩემი სირცხვილისგან ახურებული ლოყები დაინახა, -შემიძლია დავიფიცო რომ თვალდახუჭულმა გამოგიყვანე საძინებელში და როცა გაცმევდი შენთვის არ შემომიხედავს.
- მადლობა მარკო მართლა...
- მადლობა საჭირო არ არის, უბრალოდ რაღაცას გკითხავ და მიპასუხე, ვინ არის იოანე?
- იოანე? ის... ის უბრალოდ... -ხმა ჩამიწყდა და მზერა მარკოს უკან მდებარე კედელზე გამიშეშდა, კედლიდან უფერო და უსახური აჩრდილი გამოსხლტა და ჩემსკენ წამოვიდა, რაც უფრო მიახლოვდებოდა მით უფრო მკვეთრი ხდებოდა გამოსახულება, ბოლოს იოანეს სახე მიიღო და ზუსტად მარკოს უკან აისვეტა, სუსტად გამიღიმა, თავი გვერდზე გადააგდო და დავინახე როგორ გადმოეღვარა ტუჩის მარჯვენა კუთხიდან სისხლი, საწოლიდან წამოვხტი, კედელს ავეკარი, თვალები დავხუჭე და მთელი ხმით ვიკივლე.
- აქ რა ხდება? -ვაკომ კარები შემოგლიჯა და შემოვარდა, წარმოდგენაც არ მინდა რას იფიქრებდა ამ სცენის დანახვისას, გაოცებული და გაფითრებული მარკო შუა ოთახში იდგა გაშეშებული, მე კედელზე აკრული შიშისგან ვცახცახებდი.
- რა ხდება აქ? -გაიმეორა და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი ოთახს, როგორც იქნა გავბედე და თვალი გავახილე, როცა დავინახე რომ ოთახში ვაკოსა და მარკოს გარდა არავინ იყო შვებით ამოვისუნთქე და მათკენ ნაბიჯი გადავდგი, თავბრუ დამეხვა და მარკოს სწრაფი რეაქცია რომ არა იატაკზე გავიშხლართებოდი, ფრთხილად დამსვა საწოლზე და ჩემს წინ ჩაიმუხლა.
- არ გინდა ნურაფერს მეტყვით, -დავასწარი სანამ რამეს მკითხავდნენ და ორივეს დამნაშავის მზერა შევავლე, უბრალოდ მომეჩვენა რომ იოანე დავინახე, ეს ხომ წარმოუდგენელია, -ვეცადე უდარდელად გამეცინა მაგრამ ისე შემომხედეს აშკარად არ გამომივიდა, დავინახე როგორ ანიშნა ვაკომ თვალით რაღაც მარკოს, მანაც ფთხილად მომიჭირა ხელზე.
- ანა ვინ არის იოანე?
- ის ბიჭია პარკიდან...
- პარკიდან?
- ჰო აი ის ამ ქუჩაზე ლურჯსახურავიან სახლში რომ ცხოვრობს, ამ ვაკანსიის შესახებ ვინც მითხრა.
- ის ბიჭი გეჩვენება და გესიზმრება? -ხმაში უნდობლობა თვალებში კი ეჭვი გაუკრთა.
- რამდენჯერმე ვნახე, მითხრა რომ დახმარება ჭირდებოდა, მევედრებოდა მომძებნე და მიპოვეო, დამეხმარეო გესმის? მითხრა ქუჩის ბოლოში რომ ლურჯ სახურავიანი სახლია იქ ვცხოვრობო, ერთხელ დავინახე კიდეც როგორ შევიდა იმ სახლში, მერე დათოს ვკითხე, მითხრა იმ სახლში ერთი მოხუცი ქალის გარდა არავინ ცხოვრობსო...
- როგორ გამოიყურებოდა? -გამაწყვეტინა ვაკომ.
- საშუალოზე ოდნავ მაღალი, გამხდარი, ოც წლამდე ბიჭია, ლამაზი თვალები აქვს და შენ გგავს მარკო, მიუხედავად იმისა რომ განსხვავებული ნაკვთები გაქვთ, რატომღაც მაინც ძალიან გგავს...
- რა ჯანდაბაა, -მარკო ფეხზე წამოდგა და ნერვიულად მიიჭრა ფანჯარასთან, რაფას დაეყრდნო და თავი დახარა, რა ჯანდაბა ხდება ვერ გამიგია, ამ ყველაფერს ერთმანეთს ვერ ვუკავშირებ, -თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა, მერე შემობრუნდა და ისეთი სახით შემომხედა მაშინვე მივხვდი აუცილებლად მეტყოდა რამე ისეთს რაც საშინლად მატკენდა გულს, მოულოდნელად ამომიტივტივდა გონებაში ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი და ჩემს ტელეფონს ვეცი.
- მისი ნომერი მაქვს, თვითონ მომცა და მთხოვა დამირეკეო.
- მართლა? -ისეთი ხმით იკითხა ვაკომ მივხვდი რომ არ ეჯერა რასაც ვამბობდი, კონტაქტები გავხსენი, ჩემს ახალ ტელეფონში სულ რამდენიმე ნომერი მეწერა მშობლების, ძმის, ლიკუნასი და ბატონი ნოდარის, ასე რომ სულაც არ გამჭირვებია უცხო ნომრის მოძებნა რომელსაც სახელის ნაცვლად კითხვის ნიშნები ეწერა, თითი დავაჭირე და გავყუჩდი, ვაკო და მარკოც სუნთქვაშეკრულები ელოდნენ მოვლენების განვითარებას, ზარი გავიდა, თავიდან ვერ მივხვდით რა ხდებოდა, მერე სამივე ერთდროულად შეთანხმებულებივით დავიძარით კარისკენ, საძინებლიდან გავედით თუ არა გავთიშე და თავიდან დავაწექი ღილაკს, ნამდვილად არ მოგვჩვენებია, ტელეფონის ხმა ჩემი საძინებლის გვერდით მდებარე დაკეტილი საძინებლიდან გამოდიოდა...



№1 სტუმარი One

Auu kargi raa)) es intrignuli dasasruli mindoda exla?
Auu male dade am ertkhel:ddd
Ra moicdis kviris bolomde))
Dzalian, dzalian kargi roa eg kho gitkhari ukve❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ირმა

ეს რაიყო აა, სად გაწყვიტე. მალე დადე რაა

 


№3  offline წევრი ვიპნი

რაღაცნაირად შეშინებული ვარ,იმედია მარკო იტყვის რა ხდება სინამდვილეში

 


№4 სტუმარი ნანო

მომწონს კარგად წერთ,დამაინტრიგებელი სიუჟეტია.

 


№5 სტუმარი Ani

Maxalisebs es istoria mara sheidzleba sashihi araferia game vkitxulobdi da uceb arvelodi mochvenebas :dd gogoze vambob roanishna ragac imedia male dadebt xolme dzaan sayvarloba

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent