შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მატილდა (თავი 7)


25-10-2022, 17:20
ავტორი Mariam Gigani
ნანახია 819

თავი 7
პირველი სამუშაო დღე ისე დამთავრდა მატილდასთვის, რომ ფურცლებიდან თავი არ აუწევია, რაც სასწრაფოდ გადასათარგმნი იყო გადათარგმნა და თორნიკესთვის ხვალინდელი დღის განრიგიც შეადგინა. ისე ნერვიულობდა, რათა შეცდომა არსად დაეშვა, რომ სულ დაავიწყდა შესვენებაზე გასვლაცა და ყავის დალევაც. ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა.
-გისმენთ, ბატონო თორნიკე.
-მატილდა 2წთ-ში ჩემთან იყავი და ხვალინდელი დღის განრიგი გამაცანი, ყავაც არ დაგავიწყდეს. - ბოლოს ნაჩქარევად ჩაილაპარაკა და წამსვე გაუთიშა. მატილდამ, როგორც კი გაიაზრა, რომ დრო სულ რაღაც 2 წთ ჰქონდა, ეგრევე ყავის აპარატთან მიირბინა, შემდეგ საბუთებს და პლანშეტს ხელი დაავლო და უფროსის კაბინეტისკენ დაიძრა. შესვლამდე ღრმად ამოისუნთქა და შემდეგ ფრთხილად დააკაკუნა.
-მობრძანდით. - მოისმა კარს იქით ბოხი ბარიტონი.
-თქვენი ყავა მოგიტანეთ და დღის განრიგსაც გაგაცნობთ. - ფრთხილი ნაბიჯებით მიიწევდა გერლიანისკენ და მის თვალებს ერთი წამითაც კი არ აცილბდა მზერას. როგორც კი ცხვირის ნესტოებმა მამაკაცის სურნელი შეიგრძნო, ორგანიზმმა საპასუხო რეაგირებაც არ დააგვიანა და მატილდას ტანში სასიამოვნოდ გასცრა. არანაკლებ მდგომარეობაში იყო სვანიც, თუმცა რა თქმა უნდა, ამას საკუთარ თავთან არასდროს არ აღიარებდა და ეს ფიქრები მაშინათვე უკუაგდო.
-იმედია, ყავა ზუსტად ისეთია, როგორც მიყვარს და აქსანამ ყველაფერი კარგად აგიხსნა. -კვლავ გაისმა გერლიანის ბოხი ბარიტონი.
-დიახ, ყველაფერი გასაგებად ახსნა და ნელ-ნელა ავითვისებ კიდევაც. -ამჯერად მატილდამაც მკაცრად ჩაილაპარაკა და მზერა უტეხად გაუსწორა მისთვის საყვარელ თვალებს. თორნიკეს კი მის ამ საქციელზე ცინიკურად ჩაეცინა, ამ დროსაც იმდენად სიმპატიური იყო, რომ ჯაფარიძეს სულ ცოტა აკლდა არ მისულიყო და დიდი ხნის ნანატრი ბაგეების გემო არ შეეგრძნო.
-მეც ეს მინდა მატილდა, არაპროფესიონალების ადგილი ჩემს კოპმპანიაში არ არის. ახლა კი ხვალინდელი დღის განრიგი გამაცანი.
მატილდამ დეტალურად გააცნო ყველაფერი და ბოლოს ისიც დასძინა, რომ რა დოკუმენტებიც გადასათარგმნი იყო, უკვე მზად ჰქონდა. თორნიკეს კი მისგან მსგავსი საქციელი არც კი გაკვირვებია, პირიქით, ივარაუდა კიდეც, რომ ჯაფარიძე ასე მოიქცეოდა. თუმცა რა თქმა უნდა, ეს ყოველივე მასთან არ შეიმჩნია და მკაცრად გააფრთხილა, რომ რასაც თვითონ დაავალებდა იმ საქმისათვის დაეთმო დრო.
-კარგით, ბატონო თორნიკე. დაუკითხავად აწი არაფერს გავაკეთებ. - ცოტა არ იყოს ნაწყენმა ჩაილაპარაკა და ტუჩები პატარა ბავშვით გაბუსხა. გერლიანს კი მისი ნახვისას ტვინში სისხლი მოაწვა, წამის მეასედში მატილდას წინ აესვეტა და სახე იმდენად ახლოს მიუახლოვა, რომ სულ ცოტაც და მათი ტუჩები ერთმანეთს შეეხებოდა.
-მეორედ ასე აღარ გააკეთო, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ და კიდევ თმა მუდამ გაიშალე და აქ მოსვლისას შეკრული არ დავინახო. - მის ყურთან დაიჩურჩულა და ერთ ადგილას გაქვავებული დატოვა. ჯაფარიძე, როგორც კი გონს მოვიდა, კაბინეტში უკვე მარტო იყო, შემდეგ კარისკენ მიტრიალდა და ოთახი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა მომხდარს. გაბრუებულმა აიღო თავისი ჩანთა და ოფისი ისე დატოვა, რომ ირგვლივ მყოფთა გაკვირვებული მზერები არც შეუმჩნევია. შემხვედრ ტაქსს ხელი დაუქნია და თამთას მისამართი უკარნახა. ამდენი ფიქრისგან იცოდა, რომ თავი გაუსკდებოდა, ამიტომაც გადაწყვიტა საუკეთესო მეგობრისთვის ყველა დეტალი მოეყოლა და ამ ემოციებისგან დაცლილიყო.
-მოვედით ქალბატონო. - ფიქრებიდან მძღოლის ხმამ გამოაფხიზლა. მძღოლს ფული გადაუხადა და თამთას ბინისკენ დაიძრა. ახლაც გრძნობს, რომ ვიღაც დაჟინებით უყურებს მის თითოეულ მოქმედებას, თუმცა წარმოდგენაც კი არ აქვს ვინ შეიძლება იყოს, არადა კვდება ინტერესით ვინაა, რატომ არასდროს აწუხებს მისი მზერა და რატომ არის ასე მშვიდად, როდესაც ყველაფერი პირიქით, უნდა იყოს. ამ ფიქრებში თამთას ბინის კარსაც მიუახლოვდა და ზარიც დარეკა. მალევე თამთას ნაბიჯების ხმაც მოესმა და წინასწარ გაეღიმა, რადგან ზუსტად იცოდა როგორ გამოიყურებოდა ქალბატონი და არც შემცდარა, როგორც კი კარები გაიღო, ბაჭიის ფეხსაცმლებსა და ხალათში გამოწყობილი, წითური ლამაზმანი შერჩა. ყოველთვის უყვარდა მატილდას მასში მისი ფერის თმა და ოცნებობდა მასაც ასეთივე ფერის ჰქონოდა, ჟვანია კი ამ დროს სულ აბრაზებდა და ეუბნებოდა, რომ მასზე მეტად ეს ფერი არავის უხდებოდა.
-ოჰ, ეს ვინ მოსულა, როგორ მოხდა, რომ გაგახსენდა მეგობარი? - მაშინათვე ქოთქოთს მოჰყვა თამთა და თავისი ბრიალა ცისფერი თვალები შეანათა.
-მომენატრე და მოვედი. -საყვარლად ჩაილაპარა მატილდამ და შემდეგ მეგობარს ძლიერად ჩაეხუტა.
-ყავას დალევ იმედია.
-რა თქმა უნდა, დავლევ. მოფხიზლება არც ერთს გვაწყენდა. - ჩაილაპარაკა ჯაფარიძემ.
-სანამ მომზადდება დაიწყე, ვიცი რაღაც გაწუხებს, ხომ იცი მოხარშულს გიცნობ - მატილდამაც დაიწყო ყველაფრის დეტალურად მოყოლა და ბოლოს პირღია დაქალს შეხედა.
-არ არსებობს, ანუ რა გინდა, რომ თქვა ეს ყველაფერი სამსახურის პირველსავე დღეს შეგემთხვა? წარმომიდგენია სიძე შემდეგში რა სიგიჟეებს ჩაიდენს. უკვე ძალიან მომწონს ეგ ბიჭი, ზუსტად შენი შესაფერისია და გემოვნებაში მართალია, არ ჯდება, თუმცა შენი გული ხომ ხედავ როგორ დაიპყრო პირველივე ნახვაზე? - გახარებული საუბრობდა ჟვანია.
-აუ კარგი რა თამთა, სიძეს ნუ ეძახი რა იცი რა ხდება. იქნებ ყავს შეყვარებული ან რა ვიცი ვინმე მაინც ეყოლება დარწმუნებული ვარ. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მატილდამ.
-მე მგონია, რომ არავინ არ ყავს და შენ ძალიან მოსწონხარ, აბა ამხელა ინტერესს რატომ გამოიჩენდა შენს მიმართ და თავის კოპანიაში გადმოგიყვანდა, სადაც ხალხი მოხვედრაზე ოცნებობს? ასეთებს რატომ არ უფიქრდები?
-ეს არაფერ შუაშია მოწონებასთან, უბრალოდ იცოდა, რომ კარგი კადრი ვარ და იმიტომაც გადმომიყვანა, ასე შეიძლება ნებისმიერი გადმოეყვანა. - თავისას არ იშლიდა ჯაფარიძე.
-კარგი, როგორც შენ გინდა ისე იყოს, მაგრამ არ თქვა, რომ არ გამიფრთხილებიხარ. - თვალები დაუბრიალა თამთამ და შემდეგ ყავის სმა გააგრძელა.
მატილდა კი კვლავ იმაზე ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა თამთა მართალი აღმოჩენილიყო, რას არ მისცემდა, რომ თორნიკეს გრძნობების შესახებ ცოდნოდა, თუმცა მის მიმართ უძლური იყო. ალბათ ვერასდროს შეძლებდა მამაკაცის ფიქრების წაკითხვას, რადგან თორნიკე ემოციებს არასდროს გამოხატავდა ან თუ გამოხატავდა ისიც იშვიათ შემთხვევაში და მხოლოდ ახლობლების წრეში. თუმცა ჯაფარიძეების ქალბატონს ეს საიდან უნდა სცოდნოდა, ის ხომ ისედაც მწირ ინფორმაციას ფლობდა მის უფროსზე, არც ის იცოდა ოჯახი ჰყავდა თუ არა ან და-ძმა. პირველ დღეს მხოლოდ ის გაიგო, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ალექს გადრანია, რაც ძალიან გაუკვირდა, რადგან გერლიანი ზოგადად ძალიან ჯმუხი ადამიანია, ხოლო ალექსი კი მისგან რადიკალურად განსხვავებული პიროვნებაა, თითქოს რაღაცით თამთასაც ჰგავს, ალბათ ერთმანეთს, რომ იცნობდნენ მათზე საყვარელი წყვილი არ ეგულებოდა მატილდას. მაშინათვე გაეღიმა თავის ფიქრებზე და მზერა ჟვანიადან ყავის ფინჯანზე გადაიტანა.



№1 სტუმარი სტუმარი ნენე

ვგიჟდები უკვე თორნიკეს და მატილდას წყვილზე, თამთაზე და ალექსზე ხო საერთოდ, წარმომიდგენია წინ რაები გველოდება^^ წერა არ შეწყვიტო♡ მომწონს შენი წერის სტილი, უკვე მეორედ აღვნიშნავ.

 


№2 სტუმარი Елка

Гтховт ну агвианебт далиан саинтересоа да лодинит виглебит. Царматебеби

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

დამავიწყდა უკვე ეს ისტორია იშვიათად დებთ, არადა ძალიან საინტერესოა. გთხოვთ აღარ დააგვიანოთ მომდევნო თავის დადება

 


№4 სტუმარი სტუმარი ლელა

კარგია მაგრამ უფრო კარგი იქნება თავებს მალმალე თუ დადებ და გაზრდი

 


№5  offline წევრი Mariam Gigani

სტუმარი ნენე
ვგიჟდები უკვე თორნიკეს და მატილდას წყვილზე, თამთაზე და ალექსზე ხო საერთოდ, წარმომიდგენია წინ რაები გველოდება^^ წერა არ შეწყვიტო♡ მომწონს შენი წერის სტილი, უკვე მეორედ აღვნიშნავ.

უღრმესი მადლობა^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent