შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავქარიანი ( 5 )


26-10-2022, 00:29
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 9 225

ზუსტად ისეთი სცენა იყო როგორც ინდურ სერიალებშია, რამდენიმე წამი დაძაბულები და შეშინებულები ვუყურებდით ერთმანეთს, პირველი მარკო გამოერკვა, ადგილს მოსწყდა და გიჟივით გაიქცა საკუთარი საძინებლისკენ, რას აკეთებსთქო ვანიშნე ვაკოს, მხრები აიჩეჩა არ ვიციო, ცოტა ხანში დაბრუნდა, ხელში გასაღები ეჭირა, ათრთოლებული თითებით მოარგო საკეტს, კარი ისეთი ჭრიალით გაიღო, უნებურად გამაკანკალა და ვაკოს მხარზე დავეყრდენი რომ წონასწორობა შემენარჩუნებინა, სამივე თითქმის ერთდროულად შევედით ოთახში...
მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რაღაც საშინელებას ველოდი, სულ მცირე მეგონა რომ აბლაბუდებით დაფარულ კედლებს, ჩამოძენძილ ფარდებს, თეთრ ნაჭრებ გადაფარებულ დამტვერილ ავეჯს დავინახავდი, მაგრამ ხელში სრულიად ჩვეულებრივი ოთახი შემრჩა, სამუშაო ოთახს გავდა, დიდი მაგიდით სავარძლებით და რამდენიმე კარადით რომლებზეც საქაღალდეებში ჩაწყობილი საბუთები ელაგა, მაგიდაზე უწესრიგოდ იყო გაშლილი ფურცლები და ფოტოები, ჩემი ყურადღება ერთ-ერთ კედელთან მდგარმა უზარმაზარმა თეთრმა დაფამ მიიპყრო, ალბათ ყველას გაქვთ კრიმინალურ თემებზე გადაღებული სერიალები და ფილმები ნანახი სადაც პოლიციელები დამნაშავეების დასაჭერად იბრძვიან, სქემებს ქმნიან მოვლენების ერთმანეთთან დასაკავშირებლად...
სანამ მარკო მაგიდის უჯრებში გამწარებული ეძებდა რაღაცას მე დაფას მივუახლოვდი, ცენტრში მაგნიტით მიმაგრებულმა ფოტოსურათმა მიიქცია ჩემი ყურადღება, ფოტოსურათზე, დაახლოებით თხუთმეტი-თექვსმეტი წლის ბიჭი იყო გამოსახული, საყვარლად აწითლებული ლოყები და ულამაზესი თვალები ჰქონდა, იღიმოდა...
იოანე თაბაგარი, მკვეთრი წითელი ასოებით ეწერა ქვემოთ, თაბაგარი? საიდან მეცნობოდა ეს გვარი, თაბაგარი... ეს ხომ მარკოს გვარია, კიდევ ერთხელ დავაკვირდი ფოტოსურათს...
- ღმერთო ჩემო ეს შეუძლებელია, -ხმამაღლა აღმომხდა და პირზე ხელი ავიფარე, ვიცანი, ის იყო ჩემი უსახელო ნაცნობი, მართალია ამ ფოტოზე ხუთი-ექვსი წლით პატარა ჩანდა მაგრამ ეს თვალები სხვის თვალებში არ შემეშლებოდა.
- კიდევ ერთხელ დარეკე, -ზურგს უკნიდან მომესმა მარკოს ხმა, ტელეფონი ამოვიღე და ღილაკს დავაჭირე, კიდევ ერთხელ გაისმა ხმა, მარკომ მთელი ფურცლები და ფოტოები ერთი ხელის მოსმით გადაყარა მაგიდიდან და როგორც იქნა მიაგნო რასაც ეძებდა, შეშლილი სახით მობრუნდა ჩემსკენ, ხელში პატარა შავი ტელეფონი ეჭირა რომლის ეკრანზეც ჩემი ნომერი ჩანდა.
- ახლავე ამიხსენი აქ რა ჯანდაბა ხდება, -ისე მიღრიალა შიშისგან ფეხები ამიცახცახდა და კედელს ავეკარი.
- მე? მე უნდა აგიხსნა? -ჩემი ხმა თვითონაც ძლივს გავიგონე.
- ნუ აშინებ, ვერ ხედავ როგორ ნერვიულობს? -წინ გადაუდგა ვაკო თუმცა მარკომ უხეშად გასწია გვერდზე და ჩემსკენ წამოვიდა, ჩემგან სულ რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით შედგა და თვალებში სიბრაზისგან ჩაწითლებული თვალებით ჩამხედა.
- ან ახლავე ამიხსნი რა ხდება ან არადა საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ, -მართლა შემეშინდა, ამწუთას სულაც არ ვიყავი საკუთარ უსაფრთხოებაში დარწმუნებული.
- მარკო გეყოფა, -ვაკომ მხარში ჩაავლო ხელი და აიძულა უკან დაეხია, -ანა უნდა აგვიხსნა რა ხდება, -თბილი ხმით მომმართა და გამამხნევებლად გამიღიმა.
- გეფიცებით თვითონაც არ ვიცი რა ხდება, -საცოდავად ამოვიტირე, -ის ბიჭი იოანე მართლა პარკში შემხვდა, ეს ნომერი თვითონ მომცა, საკუთარი ხელით ჩაწერა ჩემს ტელეფონში, მითხრა მარკოს ვიცნობო, ვაკანსიაზეც მან მითხრა, მან გამომგზავნა აქ, მითხრა ქუჩის ბოლოში რომ სახლია იმ სახლში ვცხოვრობო, ახლა კი ეს ფოტო დავინახე და... -დაფაზე იოანეს ფოტოს დავადე თითი, -ის იყო, მართალია აქ ბევრად პატარაა მაგრამ ნამდვილად ის იყო...
- გეყოფა, -იღრიალა და მთელი ძალით დაარტყა გაშლილი ხელისგული დაფას, -სულელი გგონივარ? ჩემი ძმა იოანე, ჩემი ერთადერთი ოჯახის წევრი, ხუთი წლის წინ უგზო უკვლოდ დაიკარგა, ხუთი წელია ვეძებ, ისიც კი არ ვიცი ცოცხალია თუ მკვდარი და ახლა რა გინდა მითხრა, აქ იყო ჩემი სახლის წინ და ასე უბრალოდ გეჭორავებოდა ჩემზე?
- შენი ძმა? მივხვდი რომ რაღაც გაკავშირებთ, ძალიან გგავს...
- დამცინი? სულელი გგონივარ? ვინ ხარ, საიდან მოხვედი, ვინ მოგაგზავნა? ეს ტელეფონი უკვე რამდენიმე წელია არ ჩართულა, როგორ მოახერხე ამ ოთახში შემოსვლა? რა თამაშს თამაშობ? -ვატყობდი რომ თავს ვეღარ აკონტროლებდა, სხეული დაძაბული და დაჭიმული ჰქონდა, თვალები შეშლილივით უელვარებდა, მინდოდა რაღაც მეთქვა, მინდოდა დამემშვიდებინა, მინდოდა მეთქვა რომ მე არაფერ შუაში ვიყავი და ეს ყველაფერი სულაც არ მომიგონია, ბევრი რამ მინდოდა მისთვის ამეხსნა მაგრამ, ვერ ვახერხებდი, გავშეშდი, გავშრი, ენა ჩამივარდა...
- ხმას არ ამოიღებ? მითხარი ვინ მოგაგზავნა მეთქი, -ყელში მწვდა და მთელი ძალით მომიჭირა, საცოდავად ამოვიხავლე, ვეცადე მომეშორებინა თუმცა ვერაფერს გავხდი, ვაკო რომ ეცა და მომაშორა უკვე ვეღარ ვსუნთქავდი, მზერა დამებინდა ჩავიკეცე და გონება დავკარგე.
- - - - - - - - - -
გონს სტუმრების საძინებელში მოვედი, საწოლთან ვაკო მეჯდა და შეწუხებული სახით დამყურებდა თავზე, არაფერი მითქვამს, ყელი მოვისინჯე, ძალიან მტკიოდა.
- ალბათ დაგილურჯდება, -ჩაილაპარაკა და ჩემი ხელი ხელში მოიქცია, ვცადე ხელი გამომეწია თუმცა არ დამანება.
- მისმინე ანა, ბოდიში უნდა მოგიხადო...
- შეენ? შენ რა შუაში ხარ? -სიმწრის ღიმილით გამეღიმა და წამოჯდომა ვცადე, ვაკომ ბალიში ზურგს უკან ამომიდო და გამიღიმა.
- მის მაგივრადაც მე გიხდი ბოდიშს, შენ რომ იცოდე რა მოხდა და რა გადაიტანა...
- არ მაინტერესებს, რაც არ უნდა გადაეტანა ეს უფლებას არ აძლევს ასე მომექცეს.
- ერთი წუთით თავი მის ადგილზე წარმოიდგინე, ეუბნები რომ მისი ხუთი წლის წინ დაკარგული ძმა ნახე, თანაც არაერთხელ, ეს ტელეფონის ამბავიც...
- საეჭვოა არა?
- ხომ ხედავ შენ თვითონ ამბობ რომ საეჭვოა.
- მე მატყუარა არ ვარ, -ცრემლები თავისთავად წამომივიდა და პატარა ბავშვივით ავზლუქუნდი, -ეს თქვენ ხართ მატყუარები.
- რა მოგატყუეთ? -ისე გაიკვირვა თითქოს მამა აბრამის ბატკანი ყოფილიყოს.
- მატყუებდით რომ ამ სახლში მუშაობთ, არადა მარკოს სახლი ყოფილა.
- კი მაგრამ როგორ მიხვდი?
- თვითონ თქვა ცოტა ხნის წინ, რატომ მატყუებდით? მოგწონდათ ჩემი გასულელება?
- კარგი რა ანა ყველაფერს ნუ გააზვიადებ, თავიდან უბრალოდ იხუმრა, ზუსტად ხვალ აპირებდა ყველაფრის თქმას.
- მე და ჩემმა ტყუილებმა კი ყველაფერი ჩაგიშალეთ არა?
- მისმინე ანა, არ ვამბობ რომ მატყუარა ხარ ან ცუდი განზრახვა გაქვს, უბრალოდ იქნებ არსებობს რამე მიზეზი რის გამოც ამ ყველაფერს აკეთებ, გპირდები ვეცდები გაგიგო... -თბილი ხმით მელაპარაკებოდა, მიღიმოდა მაგრამ მის თვალებში აშკარა უნდობლობას ვხედავდი.
- თქვენ რა სულ მთლად გაგიჟდით? -გამწარებულმა გამოვგლიჯე ხელი და საწოლიდან წამოვხტი, -შენს არ გჯერა ჩემი, გადაწყვიტეთ კარგი პოლიციელის და ცუდი პოლიციელის როლები ითამაშოთ?
- ანა მე მართლა...
- ჯანდაბამდე გზა გგონიათ, შენც, მარკოსაც და ყველა დანარჩენსაც, აი იოანე კი... იოანეს აუცილებლად ვიპოვი, გადავარჩენ და მერე ორივე ჩემთან მოხვალთ და მუხლებზე დაჩოქილები მომიხდით ბოდიშს, შემევედრებით რომ გაპატიოთ მაგრამ პატიებას ვერ ეღირსებით, -გაავებულმა გამოვცერი კბილებში და მთელი ძალით გამოვიჯახუნე საძინებლის კარი.

ჭიშკართან აპოლონი დამხვდა, არაფერი უთქვამს, თანაგრძნობით სავსე ღიმილით გამიღიმა და კარი ფართოდ გამიღო.
- ეს ტაქსი შენ გელოდება, -იქვე მდგარ ტაქსზე მიმითითა.
- მე არ გამომიძახებია.
- მე გამოვიძახე.
- რატომ?
- ბატონმა მარკომ მთხოვა რომ შენთვის ტაქსი გამომეძახა.
კეფაზე შემოვიჭდე ხელები, თავი უკან გადავწიე და ღრმად ამოვისუნთქე რომ როგორმე დავმშვიდებულიყავი, მერე ტაქსს გვერდი ავუქციე და ფეხით დავუყევი ქუჩას...
-
-

- აი ზუსტად ასე იყო ყველაფერი, -თავს გადამხდარი უცნაური ისტორიის თხრობა დავასრულე და როგორც იქნა თავისუფლად ამოვისუნთქე როცა ლიკუნას თვალებში იოტისოდენა ეჭვიც კი ვერ შევნიშნე.
- აუუ რა ფილმი გამოვიდოდა, მოდი სცენარი დავწეროთ ამ თემაზე და გავყიდოთ, -იდეა წამოაყენა, მშვენივრად ვხვდებოდი რომ ამ ყველაფერს ასე მსუბუქად არ უყურებდა და უბრალოდ ჩემს გახალისებას ცდილობდა, ღიმილი ვერ შევიკავე.
- დავწეროთ, დავწეროთ მაგრამ ეს ამბავი ჯერ არ დამთავრებულა.
- მეც ასე ვფიქრობ, უბრალოდ ამ ისტორიაში ძალიან ბევრი უზუსტობაა და ეჭვს იწვევს, ის ბიჭი თუ მართლაც იოანეა და ცოცხალია, რატომ პირდაპირ თავის ძმასთან არ მივიდა?
- ეტყობა რომ პრობლემები აქვს ოღონდ ვერ გავიგე რა.
- იმ სათვალეზე რას იტყვი, ან ტელეფონზე?
- არ ვიცი, შეიძლება რაღაცეები მომეჩვენა კიდეც, მაშინ როცა პირველად ვნახე ერთად მოვწიეთ და მართლა ვერ ვიყავი კარგად.
- იმაზე არ გიფიქრია რომ შეიძლება ვიღაცა რაღაცას ხლართავს და შენ უბრალოდ გიყენებს?
- ვიფიქრე, როგორ არა ყველაფერზე ვიფიქრე, -ამოვიოხრე და თავი ხელებში ჩავრგე, -ახლაც უამრავ რაღაცაზე ვფიქრობ.
- რას გეგმავ? -ლიკუნა მაშინვე მიხვდა რომ ასე არ დავნებდებოდი და ახლა ჩემს გონებაში სხვადასხვა გეგმის კორიანტელი ტრიალებდა.
- აუცილებლად უნდა შევაღწიო იმ ლურჯ სახურავიან სახლში, უნდა გავიგო ის ალქაჯი რას მალავს.
- გგონია რომ იოანე იქ არის?
- არაფერში აღარ ვარ დარწმუნებული, სწორედ ამიტომ უნდა შევიპარო იმ წყეულ სახლში.
- იცოდე ჩემს გარეშე არსად არ წახვალ, -მუქარით დამიქნია თითი, -არ შემეწინააღმდეგო უკვე ვიცი რასაც მეტყვი, -შენ შარში ვერ გაგხვევ ლიკუნა, -ეს მხოლოდ ჩემი პრობლემაა ლიკუნა...
ისე საყვარლად მაჯავრებდა თავი ვერ შევიკავე და გულიანად გადავიხარხარე, არა რა კარგ მეგობარს რომელსაც უპირობოდ სჯერა შენი არაფერი სჯობს.
- რა გაცინებს? თუ გგონია რომ ამ ყველაფერს გამოვტოვებ ძალიან ცდები, არ მოგცემ უფლებას რომ მარტო შეიპარო იქ და უჩემოდ გაერთო, ერთად ვაჩვენოთ იმ ალქაჯს სეირი, -ხელი გამომიწოდა, დავარტყი და მოვუჭირე.
- ხომ იცი რომ მიყვარხარ, -ქვემოდან შევცინე.
- მეც მიყვარხარ სულელო, -თმა მომიჩეჩა და აწკრიალებულ ტელეფონს ისე უპასუხა ეკრანისთვის არც დაუხედია, რამდენიმე სიტყვის შემდეგ შევამჩნიე როგორ შეეცვალა სახე და როგორ ანერვიულდა.
- სასწრაფოდ უნდა წავიდე სოფელში, ბაბუაა ცუდად, -აცრემლებული მომიბრუნდა.
- გინდა წამოგყვე, -წამოვდექი და ჩავეხუტე.
- არა არ გინდა, მეც მალე ჩამოვალ, ახლა ჩემი ძმა მომაკითხავს და წამიყვანს, იცოდე უჩემოდ არსად წასვლა არ გაბედო, -მომაძახა და სირბილით გავარდა ბინიდან.
ძალიან დიდხანს ვიჯექი და ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა, გონება არეული მქონდა, ცალკე იოანეს ვერ ვივიწყებდი და ცალკე იმას ვერ ვინელებდი მარკო როგორც მომექცა.
- ძალადობისთვის უნდა მეჩივლა და ღირსი იქნებოდა, -გულმოსულმა ჩავიბურტყუნე და მტკივან ყელზე მოვისვი ხელი, მერე თვალები დავხუჭე და გონებაში კიდევ ერთხელ გავიარე გზა იმ წამიდან როცა იოანეს შევხვდი პარკში...
- ჯანდაბა, ეს როგორ ვერ მოვიფიქრე, როგორ გამომრჩა, -გახარებული წამოვხტი ფეხზე და საძინებელში შევვარდი რომ ტანსაცმელი გამომეცვალა.

- გამარჯობა აპოლონ, -შავი მზის სათვალე მოვიხსენი და რაც შემეძლო გულითადად გავუღიმე, მომესალმა და დაკვირვებით შემათვალიერა.
- რა ხდება დღეს საიდუმლო აგენტის როლს თამაშობ? -სიცილი ძლივს შეიკავა, დაცვის შენობის მინის კარში შევათვალიერე საკუთარი თავი, მაღლა აწეული და დაწნული თმა, ვიწრო შავი ჯინსი, შავი კეტები და ამავე ფერის მაისური, არც თუ ისე ურიგოდ გამოვიყურებოდი, თუმცა მზის სათვალე მართლაც ზედმეტი იყო თუ იმას გავითვალისწინებთ რომ უკვე კარგად იყო შებინდებული.
- შენი დახმარება მჭირდება აპოლონ და უარი არ მითხრა, -ვედრებასავით გამომივიდა.
- მითხარი რა გჭირდება, -უყოყმანოდ მიპასუხა.
- გახსოვს ის დღე როცა აქ გასაუბრებაზე მოვედი?
- მაგას რა დამავიწყებს, ძალიან სასაცილო იყავი, -გულიანად გაეცინა.
- ამ კამერას შეხედე, -თითით კამერაზე მივუთითე, -პირდაპირ იმ ადგილს უყურებს პარკში, აი იქ სადაც სკამი დგას, შეგიძლია ამ კამერის იმ დღის ჩანაწერი მაჩვენო?
- ამის უფლება არ მაქვს ანა, -უხერხულად შეიშმუშნა, -თანაც შენ აქ აღარ მუშაობ.
- გთხოვ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება ითქვას რომ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, თანაც ჩანაწერის წაღება არ მჭირდება, აქვე მაჩვენე, უბრალოდ შევხედავ...
- ალბათ ძალიან საცოდავი და სასოწარკვეთილი ვჩანდი იმ მომენტში, აღარაფერი უთქვამს, ჯიხურის კარი გააღო და შიგნით შემიძღვა, მალევე იპოვა იმ დღის ჩანაწერები, ზუსტად იმ ადგილიდან დავიწყეთ ყურება როცა პარკში შევდივარ და სკამზე ვჯდები.
- იქნებ მითხრა რას ვეძებთ, უფრო ყურადღებით ვიქნები, -სკამი ახლოს მოსწია და ჩემს გვერდით იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას.
- ერთ ადამიანს ვეძებ რომელიც გვერდით მომიჯდა და გამომელაპარაკა, აი წესით ახლა უნდა გამოჩნდეს, -გავისუსე და თვალებ დაჭყეტილი მივაშტერდი ეკრანს, წუთები ერთმანეთს მისდევდა, იოანე არსად ჩანდა, გვერდით მივბრუნდი თითქოს ვიღაცას რაღაცას ვეუბნებოდი, მერე ჩანთიდან მოსაწევი ამოვიღე, მოვწიე, რამდენიმე წუთს ისე ჩანდა თითქოს საკუთარ თავს ვესაუბრებოდი, გიჟივით ვიცინოდი, მერე წამოვდექი, პარკიდან გასვლამდე შევჩერდი, ჩანთიდან სათვალე ამოვიღე, მოვირგე, ქუჩა გადავჭერი და სახლისკენ წავედი...
- სულ ეს იყო, შეგიძლია გათიშო, -წამოვდექი და ბარბაცით გავედი გარეთ, აპოლონიც უკან მომყვა.
- დარწმუნებული ხარ რომ კარგად ხარ? -მზრუნველი ხმით მკითხა, -სახეზე ფერი არ გადევს.
- კარგად არ ვარ მაგრამ ცოტა ხანში ვიქნები, -მტკიცედ მივუგე, მადლობა გადავუხადე, დავემშვიდობე და ქუჩას დავუყევი, გონებიდან არ ამომდიოდა კადრები როგორ ვიცინოდი პარკში მარტოდმარტო, როგორ ვესაუბრებოდი საკუთარ თავს, ნუთუ მართლა გიჟი ვარ და ჯერ უბრალოდ ვერ ვხვდები ამას...
ვერ გავიგე როგორ აღმოვჩნდი ლურჯ სახურავიან სახლთან, ერთხანს მოღუშული შევყურებდი გალავანს და საიმედოდ ჩარაზულ ჭიშკარს, მერე უეცარი და საკმაოდ სულელური გადაწყვეტილება მივიღე, ვიცოდი რომ არასწორად ვიქცეოდი მაგრამ ეს რომ არ გამეკეთებინა მართლა გავგიჟდებოდი, გალავანს ჩავუყევი, ქუჩის კუთხეში ხე იდგა რომლის დახმარებითაც თავისუფლად მოვახერხებდი გადაძრომას, მივიხედ მოვიხედე, ქუჩაში კაცისშვილის ჭაჭანება არ იყო, წამებში ავცოცდი ხეზე და გალავანზე გადავბობღდი, ერთი ნახტომით აღმოვჩნდი მიწაზე, ის იყო წელში გავიმართე რომ ცივი გამყინავი ხმა მომესმა.
- ჩემსკენ შემობრუნდი და ხელები თავზე დაიწყვე.
შევბრუნდი... ჩემს წინ სახლის პატრონი ალქაჯი იდგა სანადირო თოფით ხელში, ბედიც ამას ჰქვია დღეს აშკარად არ მიმართლებდა.
- გიცანი, ის ხარ ამასწინათ ვიღაცას რომ ეძებდი, ასეც ვიცოდი, მძარცველები ხართ არა? შენი ბანდა გარეთ გელოდება? -ირონიული ღიმილით მკითხა და ტელეფონი ამოიღო.
- ახლავე პოლიციაში ვრეკავ, -გამომიცხადა და ნომერი აკრიფა, რა უნდა გამეკეთებინა ასე გაშეშებული ვიდექი და ველოდი, მისი არ მეშინოდა, უბრალოდ ჩემს თავზე ვბრაზობდი რომ ასე იდიოტურად გავები.
- - - - - - - -
მოღუშულმა ავხედე პოლიციის შენობას, ბინდდებოდა, თითქმის ოცდაოთხი საათი გავატარე ამ შენობაში და წამითაც არ მიძინია, ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი სახლში რომ გემრიელად გამომეძინა.
- კიდევ დიდხანს აპირებ აქ დგომას? -ვაკომ მკლავში ხელი ჩამავლო და ძალით წამიყვანა ავტომობილისკენ, კარი გააღო და ჩამსვა, თვითონაც გვერდით მომიჯდა და ღვედიც კი საკუთარი ხელით გადამიჭირა, გულიანად დავამთქნარე და მისკენ მივბრუნდი.
- შენთვის მადლობა არ მიქვამს, შენ და ის ადვოკატი რომ არა...
- სხვათაშორის მარკოც აქ იყო, -გამიღიმა და ძრავა ჩართო.
- მართლა?
- ჰო რათქმაუნდა, უბრალოდ შიგნით არ შემოსულა, შენზე ძალიან ნერვიულობდა.
- კი როგორ არა, საწყალი ალბათ მოკვდა ნერვიულობით, -ირონიულად ჩავიცინე.
- შენ წარმოიდგინე რომ მართლა ასე იყო, არ ვაზვიადებ.
- კარგი დაგიჯერებ, თუმცა... რა მნიშვნელობა აქვს, შენ ის მითხარი როგორ გაიგეთ?
- დათომ გვითხრა, თურმე იმ ქუჩაზე შეუმჩნევიხარ და დაუნახავს როგორ შეხვედი იმ ქალის სახლში, მერე ისიც დაუნახავს როგორ მოვიდა პოლიცია და როგორ გამოგიყვანეს ბორკილებ დადებული, მაშინვე მარკოს დაურეკა, მარკო კინაღამ გაგიჟდა.
- ესე იგი აპოლონი მითვალთვალებდა? -ვეცადე მარკოზე ყურადღება აღარ გამემახვილებინა.
- აპოლონი ვინ არის? -გაკვირვებული მომიბრუნდა ვაკო.
- დათოს ვეძახი ასე.
- ჰოო უხდებაეს სახელი, ისე არ აპირებ რომ ბოლოს და ბოლოს მითხრა, იქ რატომ შეიპარე?
- უკვე რამდენჯერმე მოგიყევით, პოლიციელებს, შენ, ადვოკატს...
- რა ვქნა რომ არ მჯერა, სხვა ვერაფერი მოიფიქრე? ვინ დაგიჯერებს რომ სხვის ბაღში სრულიად შემთხვევით გადაგივარდა ტელეფონი და მის ასაღებად გადახტი.
- გაბრაზებული ვიყავი, მოვიქნიე და სრულიად შემთხვევით...
- ახლაც პოლიციის განყოფილებაში არ ვართ ანა, შეგიძლია მითხრა რა ხდება, -არაფერი რომ აღარ ვუპასუხე უბრალოდ ჩაეღიმა და ერთ-ერთი კაფის წინ შეაჩერა ავტომობილი.
- მეგონა სახლში მიგყავდი, -ყურადღებით მოვათვალიერე გარემო.
- მე და შენ სალაპარაკო გვაქვს, ცოტა ხანს დავჯდეთ და ყავა დავლიოთ, ნამცხვრებიც ძალიან გემრიელი აქვთ, რაღაც ძალიან საინტერესო უნდა მოგიყვე, -გადავიდა და მეც გამიღო კარი, მერე კი ხელი გამომიწოდა.
- გთხოვთ სენიორიტა...



№1 სტუმარი One

Ai kho gamitetre tma:ddd
Lila gogos vedzaxdi intrigans magram ukonkurento khar udaod)))
Auu akhali tavi gvchirdeba saswrafod)) dzalian sainteresoa❤️

 


№2  offline წევრი Natalia14

Momdevnos veliT sascrafod smiley

 


№3  offline წევრი Lucien Vanserra

One
Ai kho gamitetre tma:ddd
Lila gogos vedzaxdi intrigans magram ukonkurento khar udaod)))
Auu akhali tavi gvchirdeba saswrafod)) dzalian sainteresoa❤️


მადლობა heart_eyes
დღეს თუ ვერა ხვალ საღამოს აუცილებლად ავტვირთავ ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent