შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავქარიანი ( 6 )


27-10-2022, 22:20
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 947

ვერ ვხვდებოდი დაღლილობისგან მიცახცახებდა ხელები, უძილობისგან თუ სიცივისგან, აშკარად არ ციოდა... კაფეში მშვიდი მყუდრო გარემო იყო წყნარი მუსიკა, ვანილის და ახლად დაფქვილი ყავის სასიამოვნო სურნელი, თითები მჭიდროდ მოვხვიე ცხელ ჭიქას და ტუჩებთან მივიტანე.
- ნამცხვარიც გასინჯე, მერწმუნე ასეთი გემრიელი რამ აქამდე გასინჯული არ გექნება, -თბილი მშვიდი ხმით მესაუბრებოდა ვაკო და მიღიმოდა, საკმაოდ კეთილგანწყობილი ჩანდა ჩემს მიმართ მიუხედავად იმისა რომ ცოტა ხნის წინ პოლიციიდან მოუხდა ჩემი გამოყვანა.
- არა მგონია აქ ამ ნამცხვრის რეკლამის მოსასმენად მოგეყვანე, -ჩახლეჩილი ხმით ჩავილაპარაკე და ყავა მოვსვი, მეგემრიელა, სხეული ნელ-ნელა გამითბა, ვატყობდი როგორ უჭირდა საუბრის დაწყება, ყოყმანობდა, ცდილობდა სიტყვები შეერჩია...
- მარკო მომკლავს რომ გაიგებს ეს ყველაფერი მოგიყევი, -უხერხული ღიმილით მოიქექა კეფა.
- ასეთი რა არის? -ახლა მართლა დავინტერესდი, ნამცხვარს და ყავას შევეშვი და მოსასმენად მოხერხებული პოზიცია მივიღე.
- მოკლედ მოგიყვები, ის სახლი სადაც ახლა მარკო ცხოვრობს თავიდანვე მის ოჯახს ეკუთვნოდა, დედა მის ბავშვობაში დაიღუპა სიმსივნე ჰქონდა, მამამისი ცნობილი და საკმაოდ მდიდარი ბიზნესმენი იყო, დაახლოებით შვიდი წლის წინ მამამისს პარტნიორმა უღალატა, კომპანია რაღაც უკანონო საქმეებში გახვია, უამრავი ვალი დაედოთ, დასაპატიმრებლად პოლიცია რომ მიადგა სახლში მარკოს მამამ ვეღარ გაუძლო, გულმა უმტყუნა და გარდაიცვალა, მარკო და მისი პატარა ძმა იოანე მარტო დარჩნენ, ახლაც არ მესმის მაშინ იმ ყველაფერს როგორ გაუძლო მარკომ, წამებში შემოეცალნენ ნათესავები და მეგობრები, ყველაფერი გაყიდა, ვალები გადაიხადა, ერთადერთი რაც დარჩათ ეს სახლი იყო.
- ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობთ, მთელი ამ დროის განმავლობაშიც მის გვერდით ვიყავი, მერე რაღაც საქმეც დავიწყეთ ერთად, ნელ-ნელა ყველაფერი მწყობრში იწყებდა ჩადგომას როცა უკვე ვფიქრობდით რომ ყველაფერმა გადაიარა სწორედ იმ დროს უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა იოანე, ეს მოხდა ზუსტად ხუთი წლის წინ, გაუჩინარების წინა დღეს იოანე თხუთმეტი წლის გახდა, თავის ასაკთან შედარებით ბევრად უფრო ჭკვიანი და სერიოზული ბავშვი იყო, ძალიან საყვარელი და კეთილი, მარკო გიჟდებოდა უმცროს ძმაზე, ბევრი ვეძებეთ, მთელი ქვეყანა შევძარით, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ვერ გავიგეთ, პოლიცია ფაქტიურად არაფერს აკეთებდა, მარკო შეიშალა, გიჟს გავდა, საკუთარი ძალებით ცდილობდა მის მოძებნას, საუკეთესო დეტექტივები დაიქირავა, დღე და ღამე არ ეძინა, ბოლოს უკვე ფინანსები აღარ გვყოფნიდა, იძულებულები გავხდით სახლი გაგვეყიდა, ორი წელი ჩემს ბინაში ვცხოვრობდით, ერთი წლის წინ მარკოს ბაბუა დაუკავშირდა საზღვარგარეთიდან, მასთან ურთიერთობა არ ჰქონიათ, მამამისს მას მერე არ ელაპარაკებოდა რაც მისთვის არასასურველი ოჯახის შვილი მოიყვანა ცოლად, მარკომაც არაფერი იცოდა მის შესახებ...
- აღმოჩნდა რომ მარკოს ბაბუა მილიონერია, დაავადებულია და ორიოდე წლის სიცოცხლე აქვს დარჩენილი, საკუთარი დიაგნოზის შესახებ რომ გაიგო ალბათ მხოლოდ მაშინ გაახსენდა რომ საქართველოში შვილიშვილები ჰყავდა, ისიც კი არ იცოდა რომ მისი შვილი ცოცხალი აღარ იყო, ერთი სიტყვით, მარკოს გამოუცხადა რომ მემკვიდრედ ასახელებდა ოღონდ რამდენიმე სულელური პირობა წამოუყენა, ფაქტიურად ისეთი არაფერი იყო რასაც მარკო ვერ გააკეთებდა, ერთის გარდა...
- რატომღაც მგონია რომ ეს პირობა ლეოპარდებთან არის კავშირში, -გამეღიმა როცა გამახსენდა როგორ ვერ იტანდა მარკო საყვარელ ფისოებს.
- ჰო ასეა, ნამდვილად მათთან არის კავშირში, ბაბუას ორი ახალგაზრდა ლეოპარდი აჩუქა მისმა მეგობარმა მან კი გადაწყვიტა ეს ლეოპარდები მარკოსთვის ეჩუქებინა, არ ვიცი რა განზრახვა აქვს მაგრამ ანდერძში ასეთი პირობა ჩადო, თუ გარკვეული დროის განმავლობაში მარკო მათ ვერ მოიშინაურებს ქონებას ვერ მიიღებს.
- ეს გარკვეული დრო კი დაახლოებით ერთ თვეში იწურება.
- ძალიან ჭკვიანი ხარ ანა, -გაეღიმა ვაკოს, -საოცარი გოგო ხარ, როგორც კი დაგინახე მაშინვე მივხვდი რომ ყველაფერი გამოგივიდოდა, შენმა ერთმა დანახვამ შეცვალა და გამოაფხიზლა მარკო და იმ ცხოველების მოთვინიერება მითუმეტეს არ გაგიჭირდებოდა.
- შეგიძლია მითხრა შეცვლაში და გამოფხიზლებაში რას გულისხმობ?
- იოანეს დაკარგვის შემდეგ აღარც კი იღიმოდა, უხეში და ნერვიული გახდა, როცა ბაბუა დაუკავშირდა და მემკვიდრეობის მისაღებად ასეთი პირობები წამოუყენა მთლად გაცოფდა თუმცა მოვახერხე მისი დარწმუნება რომ დათანხმებოდა, როგორც კი დათანხმდა, ბაბუამისმა მარკოს სახლი გამოისყიდა და ლეოპარდებიც გამოგვიგზავნა, იოანეს ძებნის პარალელურად უკვე რამდენიმე თვეა მარკო მწვრთნელს ეძებს რომელიც მათ მოშინაურებაში დაეხმარება თუმცა ცხოველები ახლოს არავის იკარებდნენ...
- სანამ მე არ გამოვჩნდი.
- სანამ შენ არ გამოჩნდი.
- ვფიქრობ და ვერ ვხვდები ვაკო, ეს ისტორია რატომ მომიყევი?
- უბრალოდ მინდა გაიგო რატომ ჰქონდა მარკოს ასეთი მძაფრი რეაქცია იმ ყველაფერზე რაც მოხდა, არ მინდა მასზე ცუდად იფიქრო, იოანე მისთვის ყველაფერი იყო და ვერ აიტანა რომ შეიძლება სადღაც აქვე მის გვერდით ყოფილიყო და...
- შენთვის რა მნიშვნელობა აქვს რას ვიფიქრებ მარკოს შესახებ? -ცოტა არ იყოს უხეშად გამომივიდა.
- ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს ანა, -ვაკო სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა.
- იქნებ ისიც მითხრა რომ გჯერა ის ყველაფერი რაც გითხარით.
- ცოტა არ იყოს ძნელია დავიჯერო თუმცა...
- თუმცა საერთოდ არ მაინტერესებს რას იფიქრებთ შენ და მარკო ან ვინმე სხვა, -ჯიუტი ბავშვივით გადავიჯვარედინე ხელები გულზე და მოვიღუშე, -მე ვიცი რაც დავინახე და გავიგონე, ვიცი რომ ის ვინც ვნახე ნამდვილად იოანე იყო, ვიცი რომ დახმარება სჭირდება, აუცილებლად ვიპოვი და გავარკვევ რა ხდება, იმასაც გავიგებ რას მალავს ის ალქაჯი.
- იმ ქალს შეეშვი ანა, ის საერთოდ რა შუაშია, ძალიან გინდა რომ შარში გაეხვიო? იცოდე მეორედ ასე ადვილად ვეღარ გამოძვრები.
- ვიცი რასაც ვაკეთებ.
- არ იცი, მაგრამ თუ ყველაფერს მომიყვები შევძლებ დაგეხმარო, ერთად ჩვენ...
- მოიცა მოიცა ერთი წუთით გაჩერდი, -ხელის აწევით გავაჩერე და ირონიულმა ღიმილმა დამიმანჭა ტუჩები, -ესე იგი აქ იმიტომ არ მოგიყვანივარ რომ მარკოს შესახებ მოგეყოლა, ცდილობ ლაპარაკში შემიყოლიო, ჩემი ნდობა მოიპოვო და ის ინფორმაცია დამცინცლო რომელიც არ გამაჩნია, ჩემი ერთი სიტყვაც კი არ გჯერა, უბრალოდ გინდა გაარკვიო საიდან ვიცი იოანეს შესახებ, ვინ ვარ და სინამდვილეში რა გეგმები მაქვს, მითხარი ხომ ასეა?
- ბრავო, -ტაში ღიმილით დამიკრა, -ხომ ვთქვი რომ ძალიან ჭკვიანი ხარ, არადა ვერ გამიგია დრო და დრო რატომ თამაშობ სულელი, უტვინო და ჭკუა მხიარული გოგოს როლს, მოდი პირდაპირ გეტყვი, მართლა ძალიან მომწონხარ, უბრალოდ ვერაფრით დავიჯერებ იმ არაეალურ ისტორიას რაც მოყევი, ბოლოს და ბოლოს თქვი ყველაფერი და დავამთავროთ.
- მარკოზე რაც მომიყევი სიმართლე იყო?
- სიტყვა სიტყვით, უბრალოდ მინდა იცოდე რა გადაიტანა, მინდა იცოდე როგორ უყვარს იოანე და მისთვის როგორი ძნელი მოსასმენი იყო ის ყველაფერი, მეგონა თუ ამ ყველაფერს მოგიყვებოდი, თამაშს შეეშვებოდი და მეტყოდი რა ხდება სინამდვილეში.
- ჰმ, ესეც ასე, როგორც იქნა ნიღბები ჩამოვიხსენით ბატონო ვაკო, საწყენია, შენი ნამდვილი სახე არც თუ ისე სასიამოვნო დასანახი აღმოჩნდა, აი ეს სახე კი, -თითით საკუთარ სახეზე ვანიშნე, -ის არის რაც არის, მე არ ვთამაშობ და არ ვიტყუები, კიდევ ერთხელ გეუბნები, ორივე ინანებთ ამ ყველაფერს მაგრამ უკვე ძალიან გვიან იქნება, -ტკივილით და ბრაზით გაჟღეთილ ხმას და აწყლიანებულ თვალებს ვერაფერი მოვუხერხე და თავი გვერდზე მივაბრუნე რომ არაფერი შეეტყო, წამოვდექი და უკან მოუხედავად წავედი კარისკენ, არაფერი უთქვამს, არ გამომყოლია...
- - - - - - - - - -
ლიკუნა ორი დღის შემდეგ დაბრუნდა სოფლიდან, ყველაფერი მოვუყევი, კარგა ხანს ქოთქოთებდა, ხან მლანძღავდა, ხან მეხუტებოდა და ტიროდა მერე ჩემი საძინებლიდან მისაღებში უზარმაზარი დაფა გამოიტანა რომელსაც უნივერსიტეტში სწავლისას დავალებების მოსამზადებლად ვიყენებდი ხოლმე, ტელევიზორის მაგიდაზე ააყუდა და მარკერი მოიმარჯვა.
- რას აკეთებ? -გაკვირვებული ვუყურებდი.
- გეგმა უნდა შევადგინოთ.
- რა გეგმა?
- რა და როგორ უნდა შევიპაროთ იმ ალქაჯის სახლში?
- სერიოზულად? დამეხმარები?
- აბა რა ხომ ხედავ უჩემოდ არაფერი არ გამოგდის, -სერიოზული სახით გაიჯგიმა, წამოვხტი და ისე მაგრად ჩავეხუტე კინაღამ სული გააცხო, ცოტა ხანში სასიამოვნო მუსიკისა და ცივი ლუდის თანხლებით დავიწყეთ გეგმის შედგენა, ორიოდე საათში ყველაფერი მზად გვქონდა.

- დარწმუნებული ხარ რომ ამ ყველაფერს იშოვი? -გაოცებული ჩავყურებდი ლიკუნას დაწერილ სიას.
- აბა რა, შენ ჯერ კიდევ არ მიცნობ კარგად, ეგ სია მომეცი, ახლა წავალ ორ საათში დავბრუნდები, ყველაფერს მოვიტან და ერთადერთი ისღა დაგვრჩება რომ დაღამებას დაველოდოთ.
- დღეს უნდა წავიდეთ? -რატომღაც უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა.
- აბა რა, რაღას უნდა ველოდოთ, წავიდეთ და ვაჩვენოთ იმ ალქაჯს სეირი, -ფეხსაცმელი ამოიცვა, თმა მოხდენილად გადაიყარა მხრებზე და ხმაურიანად გაიხურა კარი.
- ეს ჩემზე მეტად გიჟია, -ჩავილაპარაკე და ერთი მოყუდებით გამოვცალე ჭიქაში ჩარჩენილი სასმელი.

საღამოს თერთმეტ საათზე ლურჯ სახურავიანი სახლის კუთხესთან ვიდექით, მე მინდოდა რომ უფრო გვიან მოვსულიყავით მაგრამ ლიკუნამ დაიჟინა პირველ საათზე რომ კარზე ზარი დავრეკოთ საეჭვოდ მოეჩვენება და შეიძლება საერთოდ არ გაგვიღოსო, ღია ფერის სარაფანი ჩაიცვა, თმა გაიშალა, ახლა ჩემს გვერდით იდგა და ცდილობდა საყვარელი გულუბრყვილო გოგოს სახე მიეღო.
- როგორ ფიქრობ ასე კარგია? -გამიღიმა და სასაცილოდ აახამხამა თვალები.
- არაჩვეულებრივია.
- ჰოდა ძლიან კარგი, შენ აქ დამელოდე, მე კარზე ზარს დავრეკავ, ის ალქაჯი რომ გააღებს, მე მივხედავ და მერე შენც დაგიძახებ.
- მგონი ძალიან შეიჭერი როლში, -სიცილი ვერ შევიკავე, -ყველაფერს ისე სერიოზულად გეგმავ თითქოს ბანკის გაძარცვას ვაპირებდეთ.
- არასერიოზულად შენ დაგეგმე და კი მოხვდი პოლიციაში, -ნიშნს მოგებით გადმომხედა და თეძოების რხევით გაუყვა ტროტუარს ჭიშკრისკენ...


- მოდი სწრაფად რას ელოდები დაგეძინა? -ლიკუნას ყვირილი რომ მომესმა ჭიშკრისკენ თავპირის მტვრევით გავიქეცი.
- რა გაყვირებს, -გაბრაზებულმა შევუღრინე.
- რა მაყვირებს და შემათრევინე ეს შიგნით თორემ მართლა დაგვინახავს ვინმე, -ვარდისფერ ხალათში გამოწყობილ ძირს გაშოტილ ალქაჯზე მიმითითა რომელსაც თავი ღობის შიგნით ბილიკზე ედო ფეხები კი ტროტუარზე.
- ჯანდაბა ესღა გვაკლდა, -ჩავიბურტყუნე, ზედ გადავახტი მხრებში ხელი ჩავავლე და ის იყო შიგნით უნდა შემეთრია რომ თვალები დააჭყიტა, გულგახეთქილმა გავუშვი ხელი და ძირს დავარდნისას ისეთი ხმა მომესმა ვიფიქრე რომ სულ მცირე ტვინის შერყევა გარანტირებული ჰქონდა.
- რას აკეთებთ? -ამოილუღლუღა და წამოდგომა სცადა, ისევ ლიკუნა გამოერკვა გადმოაბიჯა, ქალს მხრებში ჩაავლო ხელი, შიგნით შემოათრია და საიმედოდ ჩარაზა ჭიშკარი, მერე ჩანთიდან პატარა ფლაკონი ამოაძვრინა, დოლბანდზე რაღაც სითხე დაასხა და ცხვირთან მიუტანა, ქალი სულ რამდენიმე წუთში საბოლოოდ გაითიშა, აღფრთოვანებული შევყურებდი მის ყოველ მოქმედებას, გამხდარი და ნაზი, ლამაზ ფარატინა სარაფანში გამოწყობილი და თმებ გაშლილი ანგელოზს გავდა არადა კარგად დახელოვნებული ბოროტმოქმედივით მოქმედებდა.
- ასე რატომ მიყურებ? -როგორც კი დაინახა რომ ალქაჯი საბოლოოდ გაითიშა მე მომიბრუნდა.
- მაგარი ხარ, -მხოლოდ ორი სიტყვის თქმა მოვახერხე.
- რაღაც კარგად ვერ გავთვალე, ის სითხე ცოტა მომივიდა და თავიდანვე კარგად ვერ გაბრუვდა, უნდა გენახა როგორი სახე ჰქონდა როცა ჯერ თვალებში შევასხი სპრეი და მერე დაბნეულს პირზე დოლბანდი ავაფარე.
ისეთი აღფრთოვანებული მიყვებოდა, თვალებანთებული, გაჯგიმული და დოინჯ შემორტყმული რომ სიცილი ვერ შევიკავე, მერე კი მაგრად ჩავეხუტე.
- მადლობა, უშენოდ არაფერი გამომივიდოდა.
- აი ხომ ხედავ სად გამომადგა ის სერიალები შენ რომ სულელურს ეძახი, ისე ხომ კარგი ვქენი ელექტრო შოკი რომ არ გამოვიყენე.
- გაფიცებ მითხარი საიდან მოიტანე ეს ყველაფერი? წიწაკის სპრეი, ქლოროფორმი და ელექტროშოკი ჰო მაგრამ ბორკილები სადღა იშოვე?
- ჩემ ძმას ვთხოვე და მომცა, ოღონდ ნუ მკითხავ იმას საიდან ჰქონდა, მეც ვკითხე და არ მიპასუხა, სამაგიეროდ არც მე ვუთხარი რაში მჭირდებოდა.
- ეგ ტყუილუბრალოდ არაფერს მოგცემდა, სამაგიეროდ რა გთხოვა?
- როგორ გეტყობა რომ კარგად იცნობ, -ჩაეცინა ლიკუნას, -ასე მითხრა შენ და ანამ ერთი ნებისმიერი სურვილი უნდა შემისრულოთ რასაც გთხოვთო.
- ნეტა რას გეგმავს? -გამეცინა და ალქაჯს დავწვდი, -მიდი ფეხებში ჩაავლე ხელი და შევათრიოთ სახლში, -ასე სიცილ სიცილით შევიტანეთ სახლში უგონო სხეული, ახლა რომ ვუფიქრდები მართლა ცივსისხლიანი ბოროტმოქმედებივით ვიქცეოდით ყოველ შემთხვევაში გარედან ასე ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში ასეთი საქციელით მღელვარების შენიღბვას ვცდილობდით, ზუსტად არ ვიცი ლიკუნა რას გრძნობდა მაგრამ მე ძალიან მაშინებდა ის რაც შეიძლებოდა იმ სახლში დამხვედროდა, არ მინდოდა წინასწარ რაღაც საშინელებაზე მეფიქრა ასე რომ ყველანაირად ვცდილობდი ყურადღების გადატანას.
მტვრითა და აბლაბუდებით სავსე დერეფანი გავიარეთ, გაჭირვებით შევიყვანეთ მისაღებში და ძველისძველ, გაცრეცილ დივანზე დავაწვინეთ.
- ამ სახლში საშინელი დახუთულობაა, ასეთი უცნაური სუნი რატომ დგას, -უსიამოვნოდ შევჭმუხნე ცხვირი.
- ალბათ საუკუნეა არ გაუნიავებია და იმიტომ, შეხედე რას გავს აქაურობა, -ლიკუნამ ამრეზილმა მოათვალიერა, ძველისძველი, მტვრით დაფარული ავეჯი და ალბათ რამდენიმე წლის მოუწმენდავი იატაკი, თავი გადააქნია და ჩანთიდან წებოვანი ლენტი და ბორკილები ამოიღო.
- დამეხმარე, გავკოჭოთ და დავაბათ, -ახლა უკვე ეტყობოდა ნერვიულობა, ალბათ ამ დამთრგუნველმა გარემომ იმოქმედა მასზე, მის ხმას სიმტკიცე დაეკარგა და თითები აუთრთოლდა.
- ნუ ნერვიულობ, მთავარი საქმე უკვე გავაკეთეთ, -მშვიდად მოვუთათუნე ხელი ლოყაზე, წებოვანი ლენტი გამოვართვი და ალქაჯი საიმედოდ შევკარი, მეტი სიმშვიდისთვის იქვე მდგარი მაგიდის ფეხზე მივაბით ბორკილებით.
- გასაღები გაქვს? -მივუბრუნდი ლიკუნას.
- არა მაგრამ რა საჭიროა, პოლიცია რომ მოვა აუშვებენ.
- იმაზე აშკარად გიფიქრია რას გვიზავენ ვერაფერი რომ ვერ აღმოვაჩინოთ.
- ნუ ხარ სულელი, ვერაფერი რომ ვერ აღმოვაჩინოთ უბრალოდ გავიპარებით აქედან და ეგ იქნება.
- პირდაპირ მე მომადგებიან, -რატომღაც გიჟივით გამეცინა.
- ჰოო, მაგაზე არ მიფიქრია, -იქვე მდგარ სავარძელზე ჩამოჯდა და ამოიოხრა, უფრო უკეთ უნდა შევნიღბულიყავით.
- რაც არის ეგ არის, ახლა ვერაფერს ვიზავთ, -ხელი ჩავიქნიე და გასასვლელისკენ შევბრუნდი, -მგონი დროა ძებნა დავიწყოთ.
- არ ფიქრობ რომ შეიძლება რაღაც საშინელება აღმოვაჩინოთ.
- მაინც რა?
- მაგალითად გვამი, -ზუსტად ჩემს ყურთან ჩაიჩურჩულა იდუმალი ხმით, უსიამოვნოდ გამაჟრჟოლა, ზუსტად ეს იყო ის რაზე ფიქრსაც მთელი ძალით გავურბოდი...

მთელი სახლი გადავქექეთ, ორივე სართული მისხალ-მისხალ შევამოწმეთ მაგრამ საეჭვო ვერაფერი აღმოვაჩინეთ, ყველაფერი იმაზე მიუთითებდა რომ ალქაჯი ერთი ჩვეულებრივი, მარტოხელა მოხუცი იყო რომელსაც ყველა და ყველაფერი სძულს და არავისთან ურთიერთობა არ სიამოვნებს, ის იყო იმედი გადაგვეწურა რომ სამზარეულოში პატარა ვიწრო კარი აღმოვაჩინე რომელიც სარდაფში ჩადიოდა, მშვენივრად იყო შენიღბული, ჩვეულებრივ სამზარეულოს კარადას ჰგავდა, ალბათ ყურადღებას არც მივაქცევდი რომ არა ვიწრო ნაპრალიდან გამომავალი ცივი ჰაერი, კარი დაკეტილი არ იყო, სარდაფში ბნელოდა, ლიკუნამ სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის წამოღებული ორი ცალი ფანარი ამოაძვრინა ჩანთიდან, ეჭვით შევათვალიერე ერთი ციდა ჩანთა.
- შეგიძლია მითხრა რომელ შელოცვას იყენებ?
- Descendo -მაშინვე მიმიხვდა და მხიარულად ჩამიკრა თვალი, -შენ რომ იცოდე კიდევ რა საიდუმლოებებს მალავს ეს ჩანთა.
- ოჰ გამომივიდა ესეც ჰერმიონ გრეინჯერი, -ბურტყუნ ბურტყუნით ჩავუყევი ვიწრო ხის კიბეს, ლიკუნაც სიცილით მომყვა უკან.
საკმაოდ ღრმა სარდაფში ბნელოდა და საშინლად ციოდა, ყურადღებით დავათვალიერეთ თითქმის ცარიელი ოთახი, ერთ-ერთ კუთხეში ძველი ავეჯი იყო მიწყობილი...
- შეხედე, -ლიკუნამ კარადაზე მიმითითა რომლის წინაც აშკარად ჩანდა იმის კვალი რომ ამ კარადას ხშირად ძრავდნენ ერთი ადგილიდან, გული ამიჩქარდა, დავიძაბე, ერთდროულად დავეძგერეთ, კარადის გვერდზე გაწევა არ გაგვჭირვებია, უკან პატარა ვიწრო მასიური ხის კარი გამოჩნდა უზარმაზარი ურდულით, ხელის კანკალით გადავწიე ურდული და მივაწექი, საშინლად გულის გამაწვრილებელი ჭრიალით გაიღო, შევედით თუ არა ცხვირში წამლების და სადეზინფექციო საშუალებების სპეციფიკური სუნი მეცა, კედელზე ხელის ცეცებით მოვძებნე ჩამრთველი და დავაჭირე...
-
არ ვიცი რას ველოდი მაგრამ იმან რაც ვნახე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, უზარმაზარ უფანჯრო ოთახში უამრავი რბილი ავეჯი იდგა, დივნები, სავარძლები, ტანსაცმლის კარადები, სასადილო და სამუშაო მაგიდა, ერთ-ერთ კედელში დატანებული შეღებული კარიდან აბაზანა მოჩანდა, შუა ოთახში ორი საწოლი იდგა, ერთ ერთზე გაუნძრევლად იწვა ავადმყოფურად გამხდარი ბიჭი, თვალებ დახუჭული, სახე გაფითრებული, ვენაში წვეთოვანი ედგა, მის გვერდით საწოლზე კი მუხლებზე ხელებშემოხვეული თვრამეტიოდე წლის, გამხდარი, თეთრპირისახიანი ლამაზი გოგო იჯდა, გრძელი შავი თმით და დიდი შავი თვალებით, გაოცებული გვიყურებდა და ხმას ვერ იღებდა, თითქოს არ ჯეროდა რომ გვხედავდა, თვალი მის ფეხებზე გამიშტერდა, მარჯვენა წვივზე ჯაჭვი ჰქონდა დახვეული რომლის მეორე ბოლო კედელში ჩამაგრებულ კაუჭზე იყო მიბმული.
რამდენიმე წამს გონზე მოსვლას და სიტუაციის გაანალიზებას ვცდილობდი, ნანახით გაოგნებული ლიკუნა უხმოდ იდგა ჩემს გვერდით და ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა, უგონოდ მყოფ ბიჭში ჩემი იდუმალი უცნობის ამოცნობა არ გამჭირვებია.
- იოანე, -ჩემდა უნებურად აღმომხდა და საწოლთან მივიჭერი, ის იყო, ნამდვილად ის იყო, გული მომიკვდა ასეთი უსიცოცხლო რომ დავინახე, გამახსენდა როგორ იჯდა ჩემს გვერდით, როგორ იცინოდა, როგორ ხუმრობდა... დავიხარე რომ სახეზე შევხებოდი.
- არ მიეკარო, -იკივლა გოგონამ და ხელებში მეცა, სანამ ლიკუნა მომეშველებოდა მანამდე მოასწრო და ლოყაზე ჩამომკაწრა, ძლივს გავაკავეთ, გამძვინვარებული ცხოველივით იბრძოდა, თვალები შეშლილივით უელავდა...
- იოანეს არაფერი დაუშავოთ, უფლებას არ მოგცემთ რომ წამართვათ, მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ, მარტო დარჩენა არ მინდა, -სასოწარკვეთილი კიოდა და ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა ლოყებზე...
- დამშვიდდი მისთვის არაფრის დაშავებას არ ვაპირებთ, აქ თქვენს დასახმარებლად ვართ, აქედან გაგიყვანთ გესმის? -ლიკუნას გაკავებული ჰყავდა, მე კი ვდილობდი მისთვის როგორმე ამეხსნა ვინ ვიყავით და რა ვაკეთებდით, როგორც იქნა დავამშვიდეთ.
- ძალიან ცუდად არის, მიხედეთ, -ესღა თქვა და სახეზე ხელები აიფარა, ლიკუნა ზემოთ ავიდა რომ სასაწრაფოსთვის და პოლიციისთვის დაერეკა მე კი საწოლს მივუახლოვდი, ნაწყვეტ-ნაწყვეტად და მძიმედ სუნთქავდა, ოდნავშესამჩნევად მოძრავი მკერდი რომ არა ვერც კი შევატყობდი ცოცხალი რომ იყო, ფრთხილად შევეხე შუბლზე, იწვოდა, მაღალი სიცხე ჰქონდა.
- რა მოხდა? -მივუბრუნდი გოგონას, ცრემლიანი თვალებით ამომხედა.
- გაქცევა სცადა, იმ მანიაკს ერთხელ ეს კარი ღია დარჩა, იოანე კიბეზე ავიდა და სწორედ მაშინ შეეჩეხნენ ერთმანეთს, ხელი კრა და კიბიდან დააგორა, თავი დაარტყა, ხელი ნაღრძობი აქვს, ფეხი მოტეხილი და კიდევ უზარმაზარი ჭრილობა აქვს ბარძაყზე, ინფექცია შეეჭრა, იმ ალქაჯს კი საკმარისი წამლები არ მოაქვს, რომც მოიტანოს არ ვიცი როგორ უნდა ვუმკურნალო, უკვე ორი კვირაა ასე წევს და გონს არ მოსულა, გემუდარები დაეხმარე, -საცოდავად ამოიტირა, საწოლიდან ჩამოცოცდა, ჩემს წინ ჩაიმუხლა და ფეხებზე მომეხვია.
თავი მუხლებზე რომ მომაყრდნო და რომ აქვითინდა სწორედ მაშინ მივხვდი რას ნიშნავს გული ყელში მომებჯინაო რომ ამბობენ, მეგონა ამოსუნთქვას ვეღარ შევძლებდი და გავიგუდებოდი, ყველა ემოცია ერთბაშად მომაწვა ყელში და კინაღამ დამახრჩო, ძლივს მოვედი გონს, ახლა სისუსტის უფლება არ მქონდა, ძლიერი უნდა ვყოფილიყავი...
ძლივს მოვიშორე და ისევ საწოლზე დავსვი მე კი მის წინ ჩავიჩოქე, -რა გქვია? -რაც შეიძლებოდა თბილად მივმართე.
- ნატა მქვია, -საცოდავად ამოისლუკუნა.
- ყველაფერი კარგად იქნება ნატა, -ფრთხილად მოვეფერე სახეზე და გავუღიმე, -ლიკუნამ სასწრაფო და პოლიცია გამოიძახა, ცოტა ხანში მოვლენ და მაგ ჯაჭვს მოგხსნიან, იოანესაც წაიყვანენ საავადმყოფოში და უმკურნალებენ.
- ხომ კარგად იქნება?
- რათქმაუნდა კარგად იქნება, ისეთი არაფერი სჭირს რომ ვერ გამოკეთდეს, -იმედიანი ხმით ვუთხარი, ერთი შემომანათა შავი თვალები და მთელი ძალით ჩამეხუტა, რამდენიმე წამი ვიდექი ასე, საცოდავმა კვნესის ხმამ მაიძულა იოანეს საწოლისკენ შევბრუნებულიყავი, ფრთხილად მივუახლოვდი და დავხედე, ნელა, ძალიან ნელა გაახილა თვალები, შემოხედა, რამდენიმე წამს მიყურა, სახეზე ჯერ გაოცება გადაეფინა და მერე ბედნიერი ღიმილი, ტუჩები აამოძრავა, მისკენ დავიხარე რომ უკეთ გამეგო რას ამბობდა.
- ვიცოდი რომ მომძებნიდი და ჩემს წასაყვანად მოხვიდოდი, მიხარია რომ გხედავ ანა...



№1 სტუმარი

აუუუ მალე დადე ახალი თავი რა,მოვკვდი ლოდინში

 


№2 სტუმარი Mxolod is

Dzaan magariii iyooo imediaa rame problema ar sheemtxvrvatt

Aqamde ar vwerdi komentarebs magram ashkarad magari intirgani xar da saocari niwit gamoircjeviii. Veli shemdeg tavs moutmenladdd

 


№3 სტუმარი ნაინა

აუუუუ ახლა გაწყვეტის დრო იყოოოო, მალე დადე რააა

 


№4 სტუმარი One

Gamikharda axali tavi magram nu ar meyoo))
Ai yvela tavze egre var)) chemi brali arariis))))
Dzalian kargia, yochagh❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ირმა

აუ როგორ დაძაბულ მომენტში იცი შეწყვეტა ხოლმეე. მალე დადე რააა

 


№6 სტუმარი ნანო

ძალიან მომეწონა და რა მალე დადე.ველოდები შემდეგ თავს

 


№7  offline წევრი Xutu

ძალიან გთხოვთ მალე დადე შემდეგი თავი დაჰიპნოზებული ვარ 6თავი ერთდროულად წავიკითხედა

 


№8 სტუმარი სტუმარი მიკა

ყველა თავი დღეს წავიკითხე მომეწონა.თავებს თუ გაზრდი უკეთესი იქნება.მოუთმენლად ველი შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent