შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მატილდა (თავი 9)


29-10-2022, 22:13
ავტორი Mariam Gigani
ნანახია 885

თავი 9
6 სთ ისე მოვიდა, რომ მატილდას სამუშაო მაგიდიდან თავი არ აუწევია, მხოლოდ შემდეგ გაახსენდა, რომ 8 სთ-ზე მნიშვნელოვან შეხვედრაზე იყო წასავლელი და სასწრაფოდ წამოდგა, რათა სახლში გასვლა და მომზადება მოესწრო. სანამ თავის ნივთებს მოაგროვებდა, პარალელურად ტაქსის ნომერს კრეფდა. შენობიდან გამოსულმა კი მალევე მოკრა თვალი მანქანს და 10 წთ-ში უკვე თავის სახლთან იყო. ელვის სისწრაფით აიარა კიბეები ისე, რომ არავის მისალმებია და პირადპირ სააბაზანოს მიაშურა. რაც შეიძლებოდა მაქსიმალურად სწრაფად იბანავა და სააბაზანოდან გამოსულს ახალი თავსატეხი გაუჩნდა, ჯერ კიდევ არ იცოდა რა ჯანდაბა უნდა ჩაეცვა. აშკარა იყო, რომ გარდერობი გასანახლებელი ჰქონდა და კიდევ ერთხელ გალანძღა საკუთარი თავი სიზარმაცის გამო. ბოლოს არჩევანი გრძელ, მწვანე ფერის, ბარხატის კაბაზე შეაჩერა, რომელიც მარჯვენა ფეხთან საკმაოდ იყო ჩახსნილი და მის გრძელ ფეხებს საოცრად უხდებოდა. თმები დაისწორა და ზურგზე გადაიყარა, შემდეგ სახეზე საღამოს მაკიაჟი გაიკეთა და როგორც კი საკუთარი თავი შეათვალიერა სარკეში თავიდან ბოლომდე გაოცდა, არ ელოდა თუ ასე ლამაზად მოიხდენდა კაბასა და მაკიაჟს, რადგან არ გიჟდებოდა ზედემტ მაკიაჟს და გამომწვევად ჩაცმაზე. საბოლოოდ, ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა, სადაც ატყობინებდნენ, რომ მანქანა უკვე მოსულიყო და მას ელოდებოდა. ჩანთას ხელი დაავლო და პირველ სართულზე დაეშვა, მშობლების გაოცებული მზერა და კითხვები დააიგნორა და ნაჩქარევად დაემშვიდობა. 15 წთ-ში კი უკვე პრესტიჟული რესტორნის წინ იდგა. გაოცებული იყო მისი ინტერიერით და ამავდროულად, საკმაოდ გაკვირვებულიც, რადგან დღემდე არ იცოდა ამ ადგილის შესახებ. შემდეგ უეცრად მის წელზე შეხება იგრძნო და მოულოდნელობისგან ადგილზევე შეხტა, მიუხედავად იმისა, რომ სურნელით იგრძნო საყვარელი მამაკაცის სიახლოვე.
-მატილდა წამოდი ყველა ჩვენ გველოდება. არ მიყვარს, როდესაც სხვებს ვალოდინებ. - გაისმა თორნიკეს მკაცრი, მაგრამ ამავდროულად, ცოტა აღელვებული ბარიტონი, რომლის მიზეზეიც თვით მის წინ არსებული ადამიანი იყო. თვალს ვერ სწყვეტდა მის შავ ირისებს ასე მომნუსხველად, რომ უმზერდნენ.
-ბოდიშს გიხდით უფროსო, არ მინდოდა, რომ დამეგვიანა. - მორცხვად ჩაილაპარაკა მატილდამ და თავი დახარა, რადგან ვეღარ უძლებდა მის მზერას, რომელიც მთლიანი სხეულის შესწავლით იყო დაკავებული.
-კარგი არ არის საჭირო ამდენი ბოდიშის მოხდა, წავიდეთ გველოდებიან. - კვლავ მკაცრად ჩაილაპარაკა გერლიანმა და შემდეგ პარტნიორებისკენ დაიძრა.
მთელი საღამო მოსაწყენი აღმოჩნდა მატილდასთვის, თან ისიც არ გამოპარვია, როგორ ურცხვად ათვალიერებდნენ სხვა მაგიდებიდან საპირისპირო სქესის ადამიანები და თვალებით ჭამდნენ, რაც ცოტა არ იყოს დისკომფორტს უქმნიდა, მაგრამ თავს იმით იმშვიდებდა, რომ გვერდით მისი საყვარელი მამაკაცი იყო და ყველას კლანჭებისგან დაიხსნიდა, თუმცა რა იცოდა, რომ ყველაზე დიდი უსიამოვნება მისგან მოელოდა. იჯდა თავისთვის წყანარად და ხმასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებდა თუ პირადად მიმართავდნენ. როგორც კი ვახშამი დასასრულს მიუახლოვდა, შვებით ამოისუნთქა. ახლა ყველაზე მეტად, რასაც ნატრობდა ეს მისი საწოლი იყო, თან სამმა ჭიქა წითელმა ღვინომ თავისი ქნა და საღად აზროვენის უნარიც დაუქვეითა. ლოყები აუვარდისფრდა და ამ დროს ისეთი საყვარელი იყო, რომ თორნიკე ძლივს იკავებდა თავს აქვე არ დაეკოცნა.
-ბატონო თორნიკე, არ შეიძელბა, რომ ახლა წავიდე? - შეუმჩნევლად გადაულაპარა მატილდამ გერლიანს და კიდევ ერთხელ შეიგრძნო საყვარელი მამაკაცის სურნელი.
-არა, აქედან ერთად წავალთ, მარტო არსად გაგიშვებ, წასვლას ისედაც ვაპირებდით უკვე ყველაფერი განხილულია. - მკაცრად ჩაილაპარაკა სვანმა.
-ბატონებო, მომიტევეთ, მაგრამ უნდა დაგტოვოთ თუ რაიმე კითხვა შეგაწუხებთ ჩემს მდივანს დაუკავშირდით და აუცილებლად გაგცემთ ყველა კითხვაზე პასუხს. - თავაზიანად დაემშვიდობა ირგვლივ მყოფთ და შემდეგ დარბაზი მატილდასთან ერთად დატოვა. როგორც კი მის გვერდით დაიგულა მძინარე მატილდა, თავს იმის უფლება მისაც, რომ მისი სახის ლამაზ ნაკვთებს შეხებოდა და თმების სურნელი შეეგრძნო ასე, რომ აბრუებდა. ბევრი აღარ უფიქრია და პირადპირ თავისი სახლის მისამართზე წაიყვანა. მატილდას უკვე ღრმა ძილით ეძინა და რის გამოც, ხელში აყვანა მოუწია გერლიანს, რათა საძინებლამდე მიეყვანა. ბუმბულივით მსუბუქი იყო მის მკლავებში ეს ერთი ციდა გოგონა. შემდეგ ძიძას დაუძახა და სთხოვა მატილდასთვის მაისური ჩაეცვა, საკუთარ თავს მაინც ვერ აკადრა მისი შეხება და ოთახი ნაჩქარევი ნაბიჯებით დატოვა. ვერანდაზე გავიდა და სიგარეტს მოუკიდა, ახლა ყველაზე მეტად ეს თუ დაამშვიდებდა და ფიქრის საშუალებას მისცემდა. მაინც ვერ ხვდებოდა რას უკეთებდა ეს გოგო ასეთს, ის ხომ დამნაშავის ქალიშვილი იყო, მასაც წვლილი მიუძღოდა ბიძამისის სიკვდილში, რადგან მასშიც ჯაფარიძეების ბინძური სისხლი სჩქეფდა, რაც სრულებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ ისიც ისევე დაეტანჯა, როგორც ერთ დროს თავისი ოჯახი იტანჯებოდა. შემდეგ ოთახში დაბრუნდა და მძინარე მატილდას გვერდით მიუწვა.

* * *
-მატილდა სად არის? ოთახში მივაკითხე, მაგრამ არ დამხვდა. - გაუკვირდა დის არყოფნა, მიშოს.
-ცოტა ხნის წინ მომწერა, რომ თამთასთან ერთად რჩება და მეც მეტი აღარ ჩავძიებულვარ, ხომ იცი ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ შვილო. - მაშინათვე უპასუხა დედამ.
-მაგათი ამბავი, რომ ვიცი ჩართავენ მელოდრამებს და ტირილით გასკდებიან ამაღამ. - გაეციან ნიკოლას მათ წარმოდგენაზე და შემდეგ ინსტაგრამის სქროლვა გააგრძელა.
-თუ თამთასთანაა, მაშინ მე წავალ დავიძინებ, დღეს ძალიან გადავიღალე სამსახურში. ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და კარგად უნდა გამოვიძინო. - თქვა მიშომ.
-კარგი დედი, შენ არაფერზე ინერვიულო წადი და დაისვენე. შენს ჯანმრთელობას გაუფთხილდი პირველ რიგში ეს სამსახური არსად გაგექცევათ ძმებს.
-აუ დედა ძალიან გთხოვ არ დაიწყო ახლა რაა, მეც წავედი მეძინება. - ნიკოლაც თავისი საძინებლისკენ დაიძრა და გადაწყვიტა თვითონაც რაიმესთვის ეყურებინა.

* * *
დილით, როდესაც მატილდამ თვალები გაახილა და გარემო ვერ იცნო, ეგრევე დენდარტყმულივით წამოხტა და ბოლოს ისიც გაიაზრა, რომ წინა ღამით მიღებული ალკოჰოლის გამო, საშინელი ნაბახუსევი გარანტირებული ჰქონდა. შემდეგ კარების ჩხაკუნის ხმაც მოესმა და მისი მიმართულებით გაიხედა, საიდანაც არც მეტი და არც ნაკლები თვით თორნიკე გერლიანი შემოვიდა.
-მძინარე მზეთუნახავს როგორც იქნა გაუღვიძა. - ცინიკურად ჩაილაპარაკა თორნიკემ და გოგოს გრძელ ფეხებს ურცხვად მიაშტერდა ბოლოს კი მზერა თვალებზე გადაიტანა, სადაც მხოლოდ შიშისა და ამავდროულად, გაკვირვებას ხედავდა.
-უკაცრავად, მაგრამ აქ რას ვაკეთებ? ჩემს სახლში რატომ არ ვარ? ან აქ როგორ მოვხვდი? - შემდეგ ტანზე დაიხედა და შეშფოთებულმა კვლავ უფროსს შეხედა.
-ან ეს ტანსაცმელი ვინ გამომიცვალა? - გაბრაზდა ჯაფარიძეების ქალბატონი და ასეთი მატილდა იმდენად მოეწონა გერლიანს, რომ კიდევ არაერთხელ გააბრაზებდა, რათა კვლავ ეხილა მისი ირისები, რომლებიც ცეცხლს აფრქვევდა.
-ბედავ და კიდევ პრეტენიზებს გამოთქვამ? შეგახსენებ, რომ შენთვის არავის დაუძალებია გონის დაკარგავმდე დალევა თუ სასმელს ვერ იტან მაშინ, არც უნდა დალიო. გაგიმართლა, რომ შენს გვერდით მე ვიყავი და ყურადღება მოგაქციე თურმე მადლიერებას ასე გამოხატავ. - გაბრაზდა სვანი მის კითხვებზე.
-ბოდიშით, არ მინდოდა ასე გამოსულიყო. - მაშინათვე მოლბა მატილდა, რადგან მიხვდა, რომ ზედემტი მოუვიდა.
-უკვე მერამდენედ გიწევს ჩემს წინაშე ბოდიშის მოხდა. ისე უნდა მოიქცე, რომ არავის წინაშე იყო ვალდებული საბოდიშოდ გაგიხდეს საქციელი. ეს რჩევა გაითვალისწინე, აუცილებლად გამოგადგება. ახლა კი სწრაფად მოწესრიგდი და დაბლა ჩამოდი, ვისაუზმოთ.
-კარგით ახლავე ჩამოვალ. -ნაწყენმა ჩაილაპარაკა მატილდამ და შემდეგ საკუთარი თავის მოწესრიგებას შეუდგა. სააბაზანოში შევიდა, ხელ-პირი დაიბანა, თმაც როგორც შეძლო ისე დაივარცხნა და ბოლოს საკუთარი კაბაც გადიცვა. დაბლა ჩასულს კი საოცარი სურნელი დახვდა, ისე შიოდა, რომ თვალებიდან ძლივს იხედებოდა. დამხამრე ქალს ღიმილით მიესალმა და მადლობა გადაუხადა ასეთი საუზმისათვის. თორნიკეს კი ამ დროის განმავლობაში მისი ლაღი და ბავშვური ღიმილისთვის თვალი ერთხელაც კი არ მოუშორებია.
-თუ დაამთავრე, მაშინ სახლში დაგტოვებ და დაისვენე. დღეს გათავისუფლებ შეგიძლია არ მოხვიდე კომპანიაში და ხო მართლა შენებს მივწერე, რომ თამთასთან დარჩი, ის ხომ შენი საუკეთესო მეგობარია?
-დიახ, მაგრამ არ იყო ამდენად შეწუხება ჩემს გამო საჭირო. - დამნაშავე ბავშვივით ჩაილაპარაკა მატილდამ.
-არ შევწუხებულვარ, მაგრამ კარგი იქნება თუ შემდეგში მსგავს საქციელს შენგან აღარ ვიხილავ. - კიდევ ერთხელ გააფრთხილა გერლიანმა და შემდეგ სახლი ორივემ ნაჩქარევად დატოვა.


მეგობრებო, რაც უფრო მეტ აქტიურობას ვიხილავ თქვენი მხრიდან, მით უფრო მეტ მოტივაციას მიქმნით, რომ ისტორია გავაგრძელო და მალევე ავტვირთო. ასე, რომ თქვენი კომენტარები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.



№1 სტუმარი სტუმარი ნენე

ძალიან კარგი თავი იყო მარიამ♡

 


№2 სტუმარი სტუმარი თამო

მომწონსს????როდის დადებთ კიდევ?

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგად წერთ მარიამ. სიპერ. ახალ თავს როდის დადეებთ. არ გვალოდინოთ. გთხოოვთ და გელით

 


№4 სტუმარი Елка

Карги ико маграм цота

 


№5 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგი იყო მაგრამ ცოტას დებთ და არ გვყოფნის, გთხოვთ გაზარდეთ თავები. ახალ თავს როდის დადეებთ, გელით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent