შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავქარიანი ( 8 )


1-11-2022, 23:33
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 902

- იმ დღეს პირველად მომხსნა ალქაჯმა ჯაჭვი, -ნატამ თავი დახარა და სახეზე ხელები აიფარა, ვხედავდი როგორ უჭირდა იმ ყველაფრის გახსენება რაც გადაიტანეს, საერთოდ როგორ გადაიტანეს ისიც მიკვირდა...
- ერთმანეთმა გაგვაძლებინა, -გამიღიმა იოანემ.
- რაა? -უცბად ვერ გამოვერკვიე, ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა.
- შენი ფიქრების პასუხი იყო.
- გულთმისანი ხარ? -რამდენიმე წამით მართლა შემეპარა ეჭვი იმაში რომ იოანე ნამდვილი ადამიანი იყო.
- უბრალოდ სახეზე გაწერია ყველაფერი რასაც გრძნობ და განიცდი, -არც გულთმისანი ვარ და არც რამე არარეალური არსება, მივხვდი გაინტერესებს რამ გაგვაძლებინა იმ ჯოჯოხეთში, -ჩემგან გადაიტანა მზერა და ნატას შეხედა, ნატამ გაუღიმა მისი ხელი აიღო ტუჩებთან მიიტანა და ნაზად შეეხო.
- იოანე რომ არა, ჭკუიდან შევიშლებოდი, იმდენი ღამე გამიტარებია მასთან ჩახუტებულს... მათბობდა, მეფერებოდა და მამშვიდებდა როცა კოშმარები მესიზმრებოდა...
- ის ალქაჯი რომ შეშინებული შემოვარდა ოთახში, ჯაჭვი რომ მომხსნა და დამეხმარეო რომ მთხოვა, მივხვდი რომ რაღაც სერიოზული მოხდა, ძირს უგონოდ გაშოტილი იოანე რომ დავინახე კინაღამ იქვე მოვკვდი, საშინლად ცუდ მდგომარეობაში იყო, ვთხოვდი რომ საავადმყოფოში წაგვეყვანა მაგრამ არ დამთანხმდა, შემოვიყვანეთ და საწოლზე დავაწვინეთ, მერე წავიდა და წამლები მოიტანა, არ ვიცოდი რა უნდა მექნა, გონს ვერ მოგვყავდა, იმ დღის შემდეგ მხოლოდ ღამით მაბავდა ხოლმე ჯაჭვით, რამდენჯერმე ზემოთ ასვლის უფლებაც მომცა, მემუქრებოდა თუკი გაპარვას გაბედავ იოანეს მოვკლავო...
- იმ დღეს როცა ფანჯარაში დაგინახე მეგონა რომ მომეჩვენე.
- ნამდვილად მე ვიყავი, განიშნე რომ წასულიყავი და არაფერი შეგემჩნია, ალქაჯს რომ გაეგო დამინახე მე და იოანეს დაგვხოცავდა.
- მართლაც რამდენი რამ გადაგიტანიათ...
- მთავარია რომ ახლა კარგად ვართ, -იოანემ ფრთხილად გაუსწორა ნატას სახეზე ჩამოყრილი თმა, -ექიმი მეუბნება რომ საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდება ჩემს რეაბილიტაციას, ფეხზეც ოპერაცია უნდა გამიკეთონ, მაგრამ რაც მთავარია ყველაფერმა ცუდმა ჩაიარა.
- მთავარი არ გითქვამთ, -უკვე ვეღარ ვითმენდი ისე მინდოდა გამეგო რა მოხდა.
- სიმართლე რომ გითხრა არ ვიცი როგორ უნდა აგიხსნა ანა, -მას მერე რაც კიბიდან დავგორდი და გონება დავკარგე არაფერი მახსოვს, მაგრამ ვერ გეტყვი რომ ვერაფერს ვგრძნობდი, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ სადღაც უწონადობაში ვლივლივებდი, სიმშვიდეში, უკუნეთ სიბნელეში სადაც არ იყო არც წარსული და არც მომავალი, არც გრძნობები და არც მოგონებები, დიდხანს ძალიან დიდხანს ვიყავი ასე, მერე მომესმა როგორ მეძახდა ვიღაც, ხმა ნელ-ნელა ძლიერდებოდა და მაიძულებდა მისთვის ყური დამეგდო, ფეხზე დავდექი, თვალი გავახილე და დავინახე როგორ კრთოდა სიბნელეში ძლივს შესამჩნევი ნათელი წერტილი, ამ წერტილს გავყევი და ჩემდა გასაკვირად სახლის გარეთ ქუჩაში აღმოვჩნდი, არ მახსოვდა ვინ ვიყავი, არ მახსოვდა რატომ ვიყავი იქ, შემეშინდა როცა ქუჩაში გამვლელ მამაკაცს გავესაუბრე რათა მეკითხა სად ვიყავი და მან ვერ დამინახა, ვერც ჩემი ხმა გაიგონა, მერე პატარა გოგონას გადავუდექი წინ და... მან ჩემში გაიარა...
რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა და ჩაისუნთქა, თითქოს ძალების მოკრებას ცდილობდა რომ ამ უცნაური ამბის თხრობა გაეგრძელებინა...
- კარგა ხანი დამჭირდა იმისთვის რომ გამეთავისებინა რაც ხდებოდა, ვცადე იქაურობას მოვშორებოდი მაგრამ ვერ მოვახერხე, მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით ვახერხებდი იმ სახლთან დაშორებას, მერე შენ დაგინახე, მოდიოდი ტროტუარზე, და გაოცებული სახით ათვალიერებდი გარემოს, მერე პარკი შეამჩნიე, შეხვედი და იქვე შესასვლელთან ჩამოჯექი, გულმა ჩემდაუნებურად გამომიწია შენსკენ, გაგიკვირდება და ფეხებიც დამემორჩილა, პარკში შემოვედი და გვერდით მოგიჯექი, წინასწარ მეშინოდა იმის რომ შენც სხვებივით ვერ დამინახავდი და ვერ შემამჩნევდი, მაგრამ ასე არ მოხდა...
- როგორც კი დამელაპარაკე შენი ხმა მაშინვე ვიცანი, ეს ის ხმა იყო რომელმაც სიბნელიდან გამომიყვანა, მელაპარაკებოდი გისმენდი და ყველაფერი მახსენდებოდა, მივხვდი რომ სინამდვილეში აქ არ ვიყავი, გამახსენდა რომ სარდაფში ვიწექი მომაკვდავი, ნატა გამახსენდა მარკო და ჩვენი სახლი რომელიც ზუსტად ჩვენს პირდაპირ, ქუჩის გადაღმა მოსჩანდა...
- ვერ გამიგია რა მოხდა, მართლა ვერაფერს ვხვდები, -დაბნეულმა ჩავიჩურჩულე.
- ვერც მე ვხვდები, ვერც ნატა, ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ის არის რომ ალბათ მართლაც არსებობს რაღაც ჩვენზე მეტად აღმატებული ძალა რომელმაც მეორე შანსი მომცა და გადავწყვიტე ეს შანსი გამომეყენებინა...
- მარკოსთან სპეციალურად გამაგზავნე.
- მინდოდა ჩემთან ახლოს ყოფილიყავი და ეს მოვიფიქრე, რომ წასულიყავი, იქნებ ვერ მომეხერხებინა გამოყოლა, იქნებ დამეკარგე...
- იქ სახლში საძინებელში რომ გამომეცხადე ძალიან შემეშინდა.
- ბოლო დღეებში ვხვდებოდი რომ ამ ყველაფერს ვეღარ ვაკონტროლებდი, სხეული რაც უფრო მეტად ცუდად ხდებოდა მეც მეტად მიჭირდა შენთან კონტაქტი, მაგრამ შენი მჯეროდა, ვიცოდი რომ ჩემს დახმარებას შეძლებდი.
- იცი რომ როცა პირველად იმ სახლში შემოპარვა ვცადე პოლიციამ დამიჭირა?
- მართლა? -გაეცინა ნატას, -როგორ იყო ეგ ამბავი?
- ალქაჯმა გამომიჭირა და პოლიციაში დარეკა, რაღაც სულელური მიზეზი მოვიფიქრე ვითომ კედლის იქით ტელეფონი გადამივარდა მაგრამ რათქმაუნდა არავინ დამიჯერა, ვაკო და მარკო რომ არა, ახლაც ციხეში ვიქნებოდი, მეორედ უკეთ დავგეგმეთ, უფრო სწორად რომ ვთქვა ჩემმა მეგობარმა ლიკუნამ დაგეგმა და გამოგვივიდა კიდეც...
- მისმინე ანა, არ ვიცი შენ და შენმა მეგობარმა პოლიციას რა მოუყევით მაგრამ იმედია სიმართლე არ გითქვამთ, -გამომცდელი სახით შემომხედა იოანემ.
- საკმაოდ კარგი ლეგენდა მოვიფიქრეთ, ვთქვი რომ როცა პირველად შევედი ეზოში ჩემი დაკარგული ტელეფონის მოსაძებნად მაშინ შევამჩნიე რაღაც საეჭვო და შემოწმება გადავწყვიტეთ, წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდებოდა რომ შევმცდარიყავი.
- კარგია, ჭკვიანურად მოქცეულხართ, მინდა რომ ეს ყველაფერი ჩვენს შორის დარჩეს, ახსნას მაინც ვერ მოვუძებნით იმას რაც მოხდა და მაინც არავინ დაგვიჯერებს, ჯობია თუ არავის არაფერს ეტყვით.
- ვინმესთვის რომც მეთქვა დამიჯერებდნენ? როგორ ფიქრობ ისეთ ადამიანს ვგავარ ვინც პოლიციელებს ან სხვა ვინმეს მოუყვებოდა როგორ შეხვდა პარკში მოჩვენებას?
- სიმართლე რომ გითხრა გავხარ, -მომიჭრა მოკლედ და ზუსტად მარკოსავით გაიღიმა.
- ჯანდაბა, ასე ძალიან რატო გავხარ შენს ძმას? -თვალები დავხუჭე და ყელზე ჩამოვისვი თითები.
- გიყვარს არა? -ღიმილნარევი ხმა ჰქონდა ნატას.
- თვალის დასანახად ვერ ვიტან, -მეც ვერ შევიკავე ღიმილი.
- - - - - - - - - -
რამდენიმე დღეში იოანე და ნატა საავადმყოფოდან გაწერეს, მარკომ იფიქრა რომ უკეთესი იქნებოდა თუ იოანე სახლში გააგრძელებდა მკურნალობას, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად ნატამ გადაწყვიტა იოანესთან ერთად ეცხოვრა მარკოს სახლში.
რაც შეგვეხება მე და მარკოს, ჩვენი ურთიერთობა საავადმყოფოში რამდენიმე წამიანი შეხვედრებით და მშრალი მისალმებით შემოიფარგლებოდა, რაც ნატა და იოანე საავადმყოფოდან გაწერეს არც მარკო და არც ვაკო აღარ მინახავს, იოანეს ხშირად ვესაუბრებოდი ტელეფონზე, მეპატიჟებოდა მთხოვდა რომ მივსულიყავი მაგრამ იმისდა მიუხედავად რომ საშინლად მენატრებოდნენ მარკოც და ჩემი ფისოებიც მაინც ვჯიუტობდი, მე და ლიკუნას კარგა ხანს მოგვიწია პოლიციის განყოფილებაში სიარული დაკითხვებზე, ბოლოს როგორც იქნა დავამტკიცეთ რომ მათ გატაცებასთან ჩვენ არაფერ შუაში ვიყავით და პირიქით მადლობას ვიმსახურებდით, ამ ყველაფერში რათქმაუნდა მარკოს ადვოკატები გვეხმარებოდნენ, ასე გავიდა სამი გრძელი კვირა...

- ადექი ბოლოს და ბოლოს, როდემდე უნდა გეძინოს? -ლიკუნამ კარგა გვარიანად შემანჯღრია, თხელი საბანი გადამაძრო და იქვე ტუმბოზე მდგარი ნახევარი ჭიქა წყალი დამაცალა თავზე, კივილით წამოვხტი, თავგზაარეული დავეჯახე კარადას და იატაკზე გავიშხლართე.
- რა ჯანდაბას აკეთებ გაგიჟდი? -გამწარებულმა შევუღრინე.
- შეხედე რომელი საათია, -მაჯა მომიტანა ცხვირთან, შუადღის ორი საათი იყო, ძლივს წამოვდექი და მტკივანი კუდუსუნი დავიზილე.
- რა გინდა, შენი რამე მმართებს? ძილს რატომ არ მაცლი?
- იმიტომ რომ არასწორად იქცევი ანა, თავს აღარ უვლი, საერთოდ აღარ ჭამ, სარკეში ჩაგიხედავს ამ ბოლო დროს? საშინლად გახდი, ღამეები ნორმალურად არ გძინავს...
- მშვენივრად იცი რატომაც არ მძინავს.
- ვიცი, კოშმარები გესიზმრება, იქნებ მაინც გეცადა ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე წასვლა...
- გაბრაზებულმა შევხედე თუმცა როცა დავინახე როგორი გულწრფელი ზრუნვა ჰქონდა სახეზე აღბეჭდილი მაშინვე შევაქციე ზურგი.
- ფსიქოლოგი არაფერში მჭირდება, -პატარა ჯიუტი ბავშვივით ჩავიბურტყუნე.
- მე კი ვიცი ვინც გჭირდება მაგრამ...
- იცოდე მარკო აღარ მიხსენო, -გაცოფებულმა გამოვცერი კბილებში.
- კარგი რა ანა, რამდენი ხანია შენთან დალაპარაკებას ცდილობს.
- ახლა გავახსენდი?
- ახლა კი არა უკვე ორი კვირაა კუდში დაგდევს, ის ერთი კვირა თუ არ გირეკავდა და არ გნახულობდა მხოლოდ იმიტომ რომ შენთვის დასვენების და დაფიქრების საშუალება მოეცა, ახლა კი ტელეფონზეც არ პასუხობ, სახლში არ უშვებ, იცოდე ერთხელაც მობეზრდება ხვეწნა მუდარა და დარჩები მის გარეშე, მერე არ თქვა რომ არ გაგაფრთხილე, იფიქრე ამაზე...
ხმაურით გაიხურა კარი, კარადას ზურგით მივეყრდენი და ნელ-ნელა ჩავცურდი ქვემოთ, ჩემს მოპირდაპირე მხარეს კედელთან მდგარი უზარმაზარი სარკიდან მოჩაჩულ პიჟამოში გამოწყობილი გამხდარი, თმააჩეჩილი უპეებ ჩაშავებული გოგონა შემომყურებდა, გამახსენდა ერთი კვირის წინ ზუსტად ასეთ ფორმაში მყოფმა რომ გავაღე კარი, კურიერს ველოდი და ხელში მარკო შემრჩა, ჯანდაბა, ასეთ ფორმაში მნახა და მაინც არ თქვა უარი ჩემზე, უნებურად გამეღიმა, იქნებ მართლა ზედმეტად ვჯიუტობდი...
პიჟამოები გავიძვრე, წყალი გადავივლე, ჩავიცვი და თმა და სახე მოვიწესრიგე, სამზარეულოში რომ გავედი, ლიკუნამ შემფასებლური მზერა შემავლო.
- კარგად გამოიყურები.
- ჰოო გადავწყვიტე რომ ცვლილებები მჭირდება, ჩემი თავის მიკვირს სად მე და სად დეპრესია, -სკამზე მჯდარი ფუმფულა კატა კალთაში ჩავისვი და სიამოვნებით შევისუნთქე ყავის სურნელი.
- მეც დამისხი რა.
- ჩემი დალიე, -ყავის ჭიქასთან ერთად ტელეფონიც გამომიწოდა.
- ნოდარს დაურეკე.
- რატომ?
- ამ საღამოს რაღაც წვეულებაზე უნდა რომ წავყვეთ.
- წავყვეთ? ორივე?
- ჰო მეც დამპატიჟა, -ლოყებზე სიწითლემ გადაუარა და თვალი ამარიდა.
- შენც კი არა, შენ დაგპატიჟა და მე მხოლოდ იმიტომ მივყავარ რომ შენ თავი უხერხულად არ იგრძნო, -გულიანად გამეცინა როცა მისი გაბუსხული ტუჩები დავინახე.
- რაღაცას ნუ ბოდიალობ, -გაბრაზებულმა შემომიტია.
- კარგი რა მე მიმალავ? ხომ იცი შენი კარგად ყოფნა ყველაზე მეტად მე გამიხარდება, დიდი ხანია ერთმანეთს ხვდებით?
- რაც საავადმყოფოში შევხვდით იმის მერე ვკონტაქობთ, უკვე ერთი კვირაა რაც მითხრა რომ ძალიან მოვწონვარ და უნდა რომ შანსი მივცე, -მორცხვად დახარა თავი, ლიკუნა და ასეთი მორცხვი ნამდვილად იშვიათი სანახავი იყო.
- მერე შენ რა ფიქრობ?
- ძალიან მომწონს, მინდა რომ ვცადოთ, მასაც ზუსტად ასე ვუთხარი.
- მიხარია, ნოდარი კარგი ადამიანია, ვიცი რომ ერთად ბედნიერები იქნებით, -გულწრფელად გავუღიმე და მხრებიდან თითქოს ტონობით ტვირთი მომეხსნა, ლიკუნა გახარებული ჩამეხუტა...




საღამომდე რამდენიმე მაღაზიის მოვლა მოვასწარით რომ წვეულებისთვის ტანსაცმელი გვეყიდა, ლიკუნასგან ვიცოდი რომ მარკოც იქ იქნებოდა და მინდოდა თვალისმომჭრელი ვყოფილიყავი, სახლიდან გასვლამდე სარკეში კმაყოფილმა შევათვალიერე ჩემი ორეული, ტანზე მომდგარი გულდახურული და ზურმოშიშვლებული შავი გრძელი კაბა, რომელიც მარჯვენა ფეხზე მუხლს კარგად ზემოთ იყო შეხსნილი ძალიან მიხდებოდა, გრძელი გაშლილი თმა კიდევ ერთხელ ჩამოვისწორე და კარი გავიხურე.
ქვემოთ ნოდარი გველოდებოდა, ავტომობილიდან გადმოვიდა, კარი გაგვიღო და ლიკუნას ისეთი მზერა შეავლო თვალები სად წამეღო აღარ ვიცოდი, საოცრად მესიამოვნა როცა უბრალოდ თბილად გადამკოცნა და მის მზერაში და საქციელში ვეღარ დავინახე და ვიგრძენი ის რომ ისე მიყურებდა როგორც ქალს, მთელი მისი ყურადღება ახლა ლიკუნას ეკუთვნოდა, ისიც პატარა შეყვარებული გოგოსავით შესციცინებდა თვალებში, ასეთ კარგ განწყობაზე მყოფნი მივედით წვეულებაზე, გამიხარდა როცა უამრავ ხალხში მაშინვე შევამჩნიე ვაკო რომელიც ჩემსკენ ხელგაშლილი ღიმილით წამოვიდა და ჩამეხუტა.
- როგორ ხარ ანა?
- არაჩვეულებრივად, შენ როგორ გიკითხო?
- უფრო კარგად ვიქნები თუ მეტყვი რომ ყველაფერი მაპატიე, -საყვარლად აახამხამა თვალები.
- გაგიმართლა რომ გულღრძო ადამიანი არ ვარ, -გულიანად გამეცინა და კიდევ ერთხელ ჩავეხუტე, შენი მეგობარი სად არის? დარბაზს თვალი მოვავლე მაგრამ მარკო ვერსად დავინახე.
- კომპანიაში რაღაც პრობლემები გვქონდა, ამიტომ შეაგვიანდა ცოტა, მალე მოვა.
- რა პრობლემები?
- აჰ დამავიწყდა რომ შენ არაფერი არ იცი, -მიმტანს სინიდან ორი ჭიქა შამპანური ააცალა და ერთი ჭიქა მე მომაჩეჩა, -წამოდი აივანზე გავიდეთ რაღაც უნდა მოგიყვე, -ლიკუნას გავხედე რომელიც ნოდარს შესციცინებდა თვალებში და მის გარდა ვერაფერს ამჩნევდა, ჩამეღიმა და ვაკოს ავედევნე.
- მეგონა იო და ნატაც აქ იქნებოდნენ, სად არიან?
- სამოგზაუროდ წავიდნენ, რამდენიმე კვირა საქართველოში არ იქნებიან.
- ჰო მაგრამ იოანესთვის ადრე არ იყო? ჯერ ხომ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა.
- ერთ საიდუმლოს გაგიმხელ, ყველამ იცის რომ საზღვარგარეთ არიან, მაგრამ სინამდვილეში სვანეთის ერთ-ერთ მიყრუებულ სოფელში ატარებენ დროს, ეს მარკომაც კი არ იცის.
- კი მაგრამ ასე რატომ მოიქცნენ?
- ზედმეტი ყურადღება ვერ აიტანეს, მესმის მათი, ნატას მშობლები და მარკო საწყალ ბავშვებს ერთი წუთითაც კი არ ტოვებდნენ მარტო, ამოსუნთქვის საშუალებასაც კი არ აძლევდნენ.
- ჰოდა ძალიანაც კარგი, ნამდვილად იმსახურებენ დასვენებას.
ღიმილით დამიქნია თავი, ერთხანს ყოყმანობდა და მერე მაინც დაიწყო, - ანა იცოდე მარკოს რომ უთხრა ახლა რასაც მოგიყვები იცოდე მოგკლავ, გამაფრთხილებლად დამიქნია თითი.
- ასეთი რა უნდა მითხრა? -ზურგით მივეყრდენი მოაჯირს, შამპანურით სავსე ჭიქა ერთი მოსმით გამოვცალე და მთელი ყურადღება მოვიკრიბე.
- გახსოვს რაც ლეოპარდებზე მოგიყევი?
- რათქმაუნდა მახსოვს.
- მარკოს ბაბუას ლეოპარდების გალიაში კამერები ჰქონდა დამონტაჟებული.
- ეგ რისთვის?
- თვალყურს ადევნებდა მოახერხებდა თუ არა მარკო მათ მოშინაურებას.
- გასაგებია, მერე?
- მერე ის რომ ცოტა ხნის წინ ბაბუამ ანდერძი შეცვალა და მემკვიდრეობის მისაღებად მარკოს სრულიად სხვა პირობები წამოუყენა.
- მაინც რა?
- მემკვიდრეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს თუ უახლოესი ერთი თვის განმავლობაში დაქორწინდება.
- სერიოზულად? -გამშრალ პირში ენა ძლივს მოვატრიალე, ესე იგი ქორწინდება?
- ეს არც ისე ადვილია, -გაეცინა ვაკოს და მე საშინლად გავბრაზდი.
- არა მგონია ცოლის პოვნა გაუჭირდეს, -გაბოროტებულმა გამოვცერი კბილებში, შევბრუნდი და ღამის განათებებით გაჩახჩახებულ თბილისს გავხედე.
- ბაბუამისმა მოითხოვა რომ შენ მოგიყვანოს ცოლად, -პირდაპირ მომახალა, მოულოდნელობისგან ნერწყვი სასულეში გადამცდა და კინაღამ დავიხრჩვი.
- ეს რატომ მოითხოვა?
- როგორც გითხარი, ლეოპარდების გალიაში კამერები იყო დამონტაჟებული, რასაც აკეთებდი ყველაფერს უყურებდა, -საოცარი გოგოა ერთადერთი და უიშვიათესი ეგზემპლარი, ხელიდან არ უნდა გაუშვაო, ასე უთქვამს მარკოსთვის.
- ასე მგონია ჩემზე კი არა რაღაც ეგზოტიკურ ცხოველზე საუბრობ, -უხერხულად შევიშმუშნე.
- მართლა ასე გგამოვიდა, -გაეცინა ვაკოს.
- მარკომ რა უპასუხა? -ვკითხე ხმაწასულმა.
- მემკვიდრეობაზე უარი თქვა...

ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ყინულივით ცივი წყალი გადამასხეს, აღარაფერი მითქვამს, შევბრუნდი და დარბაზში გასასვლელი კარისკენ წავედი.
- მოიცადე, ასე ნუ წახვალ, -მომესმა ვაკოს ხმა, შევდექი და მისკენ შევბრუნდი, ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი იდგა და მიღიმოდა.
- ასეთი ფიცხი რატომ ხარ ანა? არ გაგიგია რომ კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა?
- ანუ?
- დაფიქრდი, მარკოს არ უნდოდა გეფიქრა რომ ფულის გამო უნდოდა შენთან ურთიერთობა, შენს გამო უზარმაზარ მემკვიდრეობაზე თქვა უარი, ბაბუამისისგან სახლი გამოისყიდა, ცალკე დავიწყეთ ბიზნესი, ლეოპარდებიც კი არ დაუბრუნა ბაბუას, ელსა და ზუ ანას ძალიან უყვარს და გული დაწყდება რომ ვეღარ ნახავსო, შენზე გიჟდება...
- ჩემს გამო? ეს ყველაფერი ჩემს გამო გააკეთა? -დაბნეულმა და გახარებულმა ამოვილუღლუღე, ვაკო მომიახლოვდა მხარზე ხელი დამადო, შუბლზე ნაზად მაკოცა და ნელი ნაბიჯით შევიდა დარბაზში, რამდენიმე წუთს გაშეშებული ვიდექი და სულელივით ვიღიმოდი, მერე ვიგრძენი როგორ დამისველა ლოყები სიხარულის ცრემლებმა, დარბაზში შევედი და საპირფარეშოსკენ წავედი მაკიაჟის შესასწორებლად, მარკოს ვუყვარვარ, ვუყვარვარ, ვუყვარვარ, მხოლოდ ეს მიტრიალებდა გონებაში, საპირფარეშოს კარი შევაღე და იქვე გაოგნებული შევდექი, ნიჟარაზე ჩემი ყოფილი დაქალის მოქმედი დაქალი ევა იყო შემოსკუპებული, მის ფეხებშუა კი ნიკოლოზი იყო შემძვრალი, რამდენიმე წამს ვერ გადავწყვიტე რა უნდა გამეკეთებინა მერე კი თავისთავად წამსკდა სიცილი, ევა გამოლენჩებული მიყურებდა, ნიკოლოზი გაცოფებული, გამიკვირდა როცა ერთ დროს საყვარელი კაცის მიმართ ზიზღის მეტი ვერაფერი ვიგრძენი, ევა და სოფი კი უბრალოდ მეცოდებოდნენ.
- მაპატიეთ რომ შეგაწყვეტინეთ, შეგიძლიათ გააგრძელოთ, მაკიაჟს შევისწორებ და გავალ, -უდარდელად ჩავილაპარაკე და სარკეში თმები შევისწორე, ევა ნიჟარიდან ჩამოხტა, კაბა ჩამოიწია და უკან მოუხედავად გავარდა გარეთ.
- აქ რას აკეთებ? -მაშინვე გვერდით ამომიდგა ნიკოლოზი.
- მე ხომ არ მიკითხავს შენ რას აკეთებ აქ.
- ასე რამ შეგცვალა ანა? -ხმაში სინანული გაუკრთა.
- დრომ და გამოცდილებამ, -ღიმილით ავიჩეჩე მხრები, -აი შენ კი საერთოდ არ შეცვლილხარ.
- სოფის ყველაფერს ეტყვი?
- ვიფიქრებ მაგ საკითხზე, ტუმცა არა მგონია ვუთხრა, საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი სასიყვარულო სამკუთხედი, ისე რა არის ეს კარმა არა? სოფიმ რაც მე გამიკეთა ერთი ერთში დაუბრუნდა უკან, სასაცილოა, -გამშრალი ნიკოლოზი იქვე მივატოვე და დერეფანში გამოვედი, ის იყო რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი რომ დამეწია და მკლავში ხელი ჩამავლო.
- მოიცადე შენთან სალაპარაკო მაქვს.
- ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს.
- ვერ დაგივიწყე ანა, -ჩახლეჩილი ხმით მითხრა, მოულოდნელად ხელი მომხვია კედელზე ამაკრა და ეცადა ჩემთვის ეკოცნა, მთელი ძალით ვცდილობდი მის მოშორებას თუმცა არაფერი გამომდიოდა.
- ხელი გაუშვი, -მომესმა ნაცნობი და მონატრებული ხმა და ერთბაშად მოვდუნდი და მოვითენთე...

მარკოს სახლის ვერანდაზე ვისხედით, მე მისი ტანსაცმელი მეცვა და ხელში სურნელოვანი ცხელი ჩაით სავსე ჭიქა მეჭირა, მარკო ჩემს წინ იჯდა და თვალს არ მაშორებდა.
- ნიკოლოზი ასე ძალიან არ უნდა გეცემა, -მაინც ვერ შევიკავე თავი.
- შეგეცოდა? -საყვარლად მოჭუტა თვალები, წამოდგა და ჩემს წინ ჩაიმუხლა.
- სულაც არა, -თმებში შევუცურე თითები და მისკენ დავიხარე, ის იყო მის ტუჩებს უნდა შევხებოდი რომ ყველაფერი ტელეფონის ზარმა ჩაგვიშალა.
- მაპატიე უნდა ვუპასუხო, -მარკო წამოდგა, მე კი მეორე სართულზე ავედი საძინებელში რომ ტელეფონი ამეღო რომელიც იქ დამრჩა როცა ვიცვლიდი, გასახდელში შევედი, ტელეფონი ავიღე და მაშინღა შევამჩნიე იქვე კუთხეში მიგდებული ყუთი რომელიც რატომღაც ძალიან მეცნო, საძინებელში გამოვათრიე და გავხსენი, შიგთავსი რომ დავინახე მაშინღა დავაკვირდი შეფუთვას რომელზეც ჩემი სახელი და გვარი ეწერა...
- რას აკეთებ? -თავზე დამადგა მარკო, გაღიმებულმა ავხედე.
- შეხედე რა ვიპოვე, -ყუთზე ვანიშნე და შევამჩნიე როგორ გადაუარა სახეზე წითელმა ფერმა.
- გეფიცები ჩემი არ არის.
- ჩაგიდეს? -სიცილი ვეღარ შევიკავე, გულაღმა გადავვარდი იატაკზე და ავხარხარდი, დამთხვევაც არის და დამთხვევაც, ჩემი გასაბერი კაცი მაინცდამაინც მარკოსთან მოხვდა.
- მართლა არ არის ჩემი, -გულუბრყვილოდ განაგრძობდა თავის მართლებას, -საფრანგეთიდან მეგობარმა გოგომ ჩამომაკითხა, რამდენიმე დღის მერე მითხრა, სექს სათამაშოები გამოვიწერე და უნდა მოიტანონო, ორ დღეში რაღაც უაზრობაზე ვიკამათეთ, დავშორდით და საფრანგეთში დაბრუნდა, მერე ეს ყუთი მოუტანიათ, დათოს ჩაუბარებია, გავხსენი და რომ ვნახე რაც იყო, ვიფიქრე გადავაგდებთქო, მერე გადამავიწყდა და შემომრჩა ასე.
- ესე იგი დარჩი სექს სათამაშოების გარეშე? -ყველანაირად ვცდილობდი სიცილის შეკავებას მაგრამ არაფერი გამომდიოდა.
- ნუ დამცინი, -გვერდით მომიჯდა, ორივე ხელით დამიჭირა სახე და ვნებიანად მაკოცა, -მე ის სათამაშოები არაფერში მჭირდებოდა აი ვიღაც კი ნამდვილად დარჩა გასაბერი კაცის გარეშე.
- არა მგონია ის კაცი რამეში სჭირდებოდეს როცა შენ ჰყავხარ გვერდით, -ეშმაკურად გავუღიმე.
- მოიცა რა გინდა მითხრა რომ ეს კაცი... ის სათამაშოები... შენ... -ენა დაება და მთლად აირია, ყუთი გადავატრიალე და ჩემი სახელი და გვარი ვაჩვენე, ერთხანს გაოგნებული მიყურებდა და მერე ახარხარდა.
- საოცარი დამთხვევაა, არ მჯერა, ესე იგი ეს კაცი შენია? -კარგა ხანს იცინა და მერე უცბად დასერიოზულდა.
- არ მეტყვი რაში გჭირდებოდა?
- არ გეტყვი.
- სერიოზულად, მართლა მინდა გავიგო.
- ამაზე არ გიპასუხებ მაგრამ ერთ რამეს გეტყვი, -ყურში ვუჩურჩულე და მხურვალედ ვაკოცე ყელში.
- მითხარი, -კალთაში ჩამისვა, მაისური ამიწია და მოშიშვლებულ მკერდზე მომაკრო ტუჩები.
- ისე რომ იცოდე იმ სათამაშოების ყუთში მართლა ძალიან საინტერესო რაღაც-რაღაცეები დევს...
-
-
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი One

Kargi iyo)) mouxda pozitiuri dasasruli))))
Ar dagvekargo❤️

 


№2  offline წევრი goddess

ძალიან კარგი იყო ♥️ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ???????????? ველოდები ახალ ისტორიას ♥️ და სათაურზე დააწერე აუცილებლად "დასასრული".

 


№3  offline წევრი duchi_duchi

ძალიან ძალიან მაგრად და კარგად წერთ.ასე გააგრძელეთ და გპირდებით ჩემი სახით ერთი ერთგული მკითხველი გეყოლებათ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent