შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მატილდა (თავი 11)


5-11-2022, 19:01
ავტორი Mariam Gigani
ნანახია 1 086

თავი 11
-მორჩა, ჩემი მოთმინების ფიალა უკვე აივსო. - მაშინათვე განრისხდა ალექსი, როდესაც თამთასთან მისული უცხო მამაკაცი დალანდა.
-ამჯერად, აღარ დაგაკავებ. შეგიძლია შენს გოგოს ხელი დაავლო და ამ ადგილს მოაშორო. მე კი ჩემსას მივხედავ. - ცინიკურად ჩაიღიმა თორნიკემ და ძმაკაცის მოქმედებას დაელოდა.
გადრანმა ისე, რომ ბევრი არც უფიქრია, თამთასკენ დაიძრა და როგორც კი მიუახლოვდა ზურგიდან აეკრო და ხელი ნაზად მოხვია, რის გამოც თამთას სხეულმაც რეაგიერაბა არ დააყოვნა და ჟრუანტელმა დაუარა. რა თქმა უნდა, მიხვდა ვინც იყო მის სხეულზე შემოხვეული და ცეკვა ისე გააგრძელა, რომ მილიმეტრითაც კი არ მოსცილებია მამაკაცის სხეულს, რომელიც ასე საშინლად იზიდავდა. შემდეგ მოულოდნელად გადრანმა მისკენ შემოაბრუნდა და ერთხანს თვალებში დაჟინებით უცქერდა. ბოლოს კი ნანატრი სურვილიც აისრულა და ყოყმანის გარეშე ეამბორა მისთვის საყვარელ ბაგეებს. ისე ნაზად ჰკოცნიდა, რომ თამთა ლამის დადნა, თუმცა სვანის ნებისყოფა დიდხანს აღარ გაგრძელებულა და კოცნა უფრო ვნებიანი და მომთხოვნი გახადა. საბოლოოდ, მოსწყდა მის უფრო მეტად გავარდისფრებულ და ოდნავ შესიებულ ბაგეებს და თითის ბალიშები ნაზად გადაატარა. ჟვანიამ კი სირცხვილისგან არ იცოდა, სად წასულიყო. მის გონებაში სრული ქაოსი მიმდინარეობდა, რომლის მიზეზიც ალექს გადრანი გახლდათ. ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 2 დღის გაცნობილი მამაკაცი, მასში ამხელა გარდატეხას მოახდენდა და რაღაც მხრივ ბრაზობდა კიდეც საკუთარ თავზე, რომ მარტივად დანებდა და მისი პირველი კოცნაც მოპარა. შემდეგ კვლავ იგრძნო ალექსის გრძელი და თლილი თითების შეხება, საკუთარ თითებზე და მზერა კვლავ გადრანის სახეზე გადაიტანა. ალკოჰოლი, იმდენად ჭარბად იყო ამწამს მის ორგანიზმში, რომ ვერანირ ემოციას ვერ კითხულობდა ბიჭის სახეზე. ბოლოს, რაც დაამახსოვრდა, არის ის თუ როგორ განარიდა ალექსმა ამ ხმაურსა და როგორ ფრთხილად მოათავსა მის გვერდით მანქანაში. ქუთუთოები იმდენად დაუმძიმდა, რომ მორფეოსის სამყაროშიც მალევე გადეშვა, თუმცა მანამდე კარგად გრძნობდა, როგორ ნაზად ეალერსებოდა გადრანის ხელების მის ხელებს.
დილით, როგორც კი თვალები გაახილა და უცხო გარემო მოათვალიერეა, დაფეთებული წამოხტა და ტკივილისგან ისე ხმამაღლა დაიკვნესა, რომ წამებში ოთახის კარები გაიღო და მის წინ აღელვებული ალექსი დაინახა. ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში იყო მარტო იმის გამო, რომ სრულიად უცხო გარემოში გაიღვიძა და ბოლოს ამას მის წინა წელს ზემოთ შიშველი გადრანიც დაემატა, რომელიც თვალებით ბურღავდა.
-იმედია, ამიხსნი აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ! - მაშინათვე შეტევაზე გადავიდა ჟვანიების ქალბატონი. ისე საყვარლად უბრიალებდა მის წყლისფერ თვალებს სვანს, რომ სულ ცოტა აკლდა ალექსს და მეორე კოცნასაც მოპარავდა, მაგრამ ამჯერად ჯობდა დაემშვიდებინა და მისთვის ყველაფერი აეხსნა.
-შენს ადგილას, ჯერ მადლობას გადავუხდიდი ადამიანს, ვინც დახმარების ხელი გამოგიწოდა და ვიღაც ნაბი***ისგან დაგიცვა. - არანაკლებ განრისხდა სვანიც.
-რაა? ვისზე საუბრობ, არაფერი მახოვს. - ცდილობდა გონება დაეძაბა და ისე მაინც გაეხსენებინა, გუშინდელი ამბები, მაგრამ ვერაფერი ვერ გაიხსენა. მხოლოდ, რაღაც ფრაგმენტები გაახსენდა და როდესაც გაიაზრა თუ როგორ მოპარეს პირველი კოცნა მაშინათვე აუწითლდა ლოყები სირცხვილისგან და სულ პომიდორს დაემსგავსა. ახლა უკვე მართლა აღარ იცოდა თვალებში როგორ ჩაეხედა გადრანისთვის. ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად უნდოდა ის იყო, რომ რაც შეძლება სწრაფად დაეტოვებინა აქაურობა და თავის საწოლში ჩამალულიყო, მისი კურდღლებიანი ხალათითურთ.
-სამწუხაროა, თურმე მეხსიერების პრობლემებიც გქონია. - ცინიკურად ჩაილაპარაკა ალექსმა, თუმცა როგორც კი გოგონას აწითლებული ლოყები დაინახა, მიხვდა, რომ თამთას ნელ-ნელა ახსენდებოდა ყველაფერი და სირცხვილისგან თვალებს ვეღარ უსწორებდა. გადრანმა ამის გაფიქრებაზე ტუჩის კუთხე შეუმჩნევლად ჩატეხა და ჟვანისაკენ დინჯი, მოზომილი ნაბიჯებით დაიძრა. ნათლად დაინახა თუ როგორ გააჟრჟოლა მისი სიახლოვის გამო თამთას და ამით კიდევ უფრო მეტი კმაყოფილება იგრძნო.
-ჯობს მოწესრიგდე და ვისაუზმოთ, შემდეგ სახლში წაგიყვან. არ დაგავიწყდეს, რომ ჩემთან ვახშამი გმართებს, თან უკვე არა ერთი, არამედ ორი. - ბოხი ბარიტონით ჩაილაპარაკა სვანმა და ოთახი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა. თამთა კი მთელი ამ დროის განმავლობაში მგონი არც სუნთქავდა, ბოლოს საკუთარ თავს მობილიზებისკენ მოუწოდა და სააბაზანოსკენ დაიძრა.
ალექსი კი მთელი ამ დროის განმავლობაში დებილივით იღიმოდა, რადგან იცოდა, რომ მის საყვარელ ქალზე უკე გავლენა ჰქონდა, ნელ-ნელა კი მთლიანად შეძლებდა მის მისაკუთრებას და სიცოცხლის ბოლომდე გვერდით ეყოლებოდა.
ფიქრებიდან თამთას ნაბიჯების ხმამ მოაფხიზლა და მალე წითურმა ლამაზმანამა სამზარეულოშიც შემოაბიჯა. გაკვირვება ვერ დამალა, როდესაც სუფრას გადახედა და ბოლოს მისი მზერის ობიქეტი კვლავ გადრანი გახდა.
-საუზმისთვის დიდი მადლობა, მაგრამ იმედია, ასე წელს ზემოთ შიშველი არ აპირებ აქ ჯდომას და ჭამას. - ენა მაინც ვერ გააჩერა და თავისი აზრი ხმა მაღლა გააჟღერა. ალექსმა კი მართლა ვეღარ შეიკავა სიცილი და გულიანად გაეცინა მის მიამიტობაზე, შემდეგ მისი ქალბატონის ნებას დაყვა და მაისურიც გადაიცვა.
-არ მეგონა მზარეულობა თუ გეხერხებოდა. - უხერხულობის გასაფანტად გოგონამ კვლავ დიალოგის წამოწყება არჩია.
-შენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცი ჩემს შესახებ პატარა ქალბატონო, მაგრამ თუკი სურვილი გექნება ყველაფერს ნელ-ნელა შეიტყობ. - ორაზროვნად ჩაილაპარა ალექსმა და ჭამა გააგრძელა. მშვიდად ისაუზმეს და ბოლოს სახლიდან ერთადაც გავიდნენ. სვანმა თავისი პირობა შესარულა და თამთა სადარბაზოს კარებთან დატოვა, შემდეგ კი უკან მოუხედავად გაეცლა.
* * *
მატილდა ჯერ კიდევ თავის სტიქიაში იყო, როდესაც თვალები გაახილა და მისი მზერა, საყვარელ გიშრებს გაუსწორა. ისეთი ანთებული თვალებით უყურებდა გერლიანი, რომ შეუძლებელი იყო ეს ყოველივე ჯაფარიძეს გამორჩენოდა. გრძნობდა როგორ უახლოვდებოდა თორნიკე და მისი გულისცემაც საგრძნობლად მატულობდა. ბოლოს საყვარელი მამაკაცის მკლავების შემოხვევაც იგრძნო და გაიტრუნა. ცხოვრებაში პირველად მისცა თავს უფლება, სხვის მკლავებში მოდუნებულიყო და ეს იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, რომ დიდი სიამოვნებით დარჩებოდა მუდმივად ასეთ მდგომარეობაში.
-მატილდა, მუდმივად რატომ მხვდები იმ გარემოცვაში, სადაც მე ვარ?! - ჯაფარიძეს კიდევ ერთხელ ხვდა წილად გერლიანის ბოხი ბარიტონის მოსმენა და სიამოვნებისგან გააკანკალა, რაც თორნიკეს თვალთახედვიდან რა თქმა უნდა, არ გამორჩენია. კარგად ხვდებოდა, რამხელა გავლენას ახდენდა გოგონაზე, თუმცა ამის სათავისოდ გამოყენება დიდად არც უცდია, მაგრამ არ იცოდა კიდევ რამდენ ხანს შეძლებდა თავის შეკავებას, რადგან მატილდა ყოველთვის მის გარშემო იყო, ფიქრებშიც კი არ ასვენებდა.
-ჯობს შენი ნივთები ავიღოთ და აქაურობას გავეცალოთ. ასეთი ადგილები არ გიხდება პატარა ქალბატონო. - ცინიკურად ჩაილაპარაკა და გასასვლელისკენ დაიძრა.
2 წთ-ში კი მატილდაც გამოჩნდა, ისე საყვარლად მობარბაცებდა, რომ თორნიკემ თავი ვერ შეიკავა და შეუჩნევლად ჩაეღიმა. ბოლოს მძღოლის გვერდით კარი გამოუღო და ღვედიც თვითონვე გაუკეთა. შემდეგ თავისი ადგილიც დაიკავა და მანქანა დიდი სისწრაფით ადგილს მოწყვიტა. მშვიდად მგზავრობდნენ, არც ერთს სურდა დუმილის დარღვევა, თუმცა მაინც ახერხებდნენ ერთმანეთისთვის მალულად გადახედვას და თვალებით ეალერსებოდნენ.
-მაინტერესებს კიდევ რამდენ ხანს აპირებ დუმილს და ჩემთვის მალულად ყურებას? - სვანმა ვეღარ მოითმინა მატილდას სიჩუმე და ხმაში გაბრაზება შეეპარა.
-მაინც რისი მოსმენა გსურთ ბატონო თორნიკე? უკვე არაერთხელ მოვისმინე თქვენგან, რომ ასეთი ადგილები საჩემო არ არის! მაშინ სად არის ჩემი ადგილი ამ სამყაროში? ან ვისთან არის?- ბოლოს მატილდასაც ნერვებმა უმტყუნა და თავისი გულისნადები ბოლომდე ამოთქვა, თითქოს ცოტათი დაიცალა კიდეც. შემდეგ ცრემლებსაც გასაქანი მისცა და გულამოსკვნილი ატირდა. ისეთი უსუსური და პატარა ჩანდა ამ დროს, რომ თორნიკეს გულმა მეტს ვეღარ გაუძლო და მანქანა სწრაფად გადააყენა. მატილდას ხელი დაავლო, კალთაში ჩაისვა და ძლიერად ჩაიხუტა. თან თავზე მონოტონურად ეფერებოდა და ცრემლებს კოცნით უშრობდა. ბოლოს კი მეტს თვითონაც ვეღარ გაუძლო და გოგონას მარწყვისფერ ბაგეებს ძალიან ფრთხილად შეეხო. ისეთი საოცარი მუხტი იგრძნო, რომ სიამოვნებისგან გააჟრჟოლა და კოცნა უფრო მეტად გააღრმავა, რადგან გოგონასგანაც არ უგვრძნია მცირედი წინააღმდეგობაც კი. ბოლოს, როდესაც მიხვდა მდგომარეობის საშიშ ფაზაში გადასვლას, გაჩერდა და თავი საყვარელი ქალის კისერში ჩარგო.



№1 სტუმარი სტუმარი გვანცა

რაიყო ახლა ეს ააა...ამის გაწყვეტა იქნებოდააა....შეგნებულად არ ვწერდი წინა ტავებში კომენტარებს ძალიან მომწონს მარიამ მალე გაგვაანებივრე ახალი თავით ცოტა მოცულობით დიდი დადე გთხოოვ.....მოკლედ წარმატებები ჩემო კარგოო

 


№2  offline წევრი Mariam Gigani

სტუმარი გვანცა
რაიყო ახლა ეს ააა...ამის გაწყვეტა იქნებოდააა....შეგნებულად არ ვწერდი წინა ტავებში კომენტარებს ძალიან მომწონს მარიამ მალე გაგვაანებივრე ახალი თავით ცოტა მოცულობით დიდი დადე გთხოოვ.....მოკლედ წარმატებები ჩემო კარგოო

მადლობა, გვანცა. თქვენი კომენტარები ყოველთვის მეტ მოტივაციას მიქმნის♡

 


№3 სტუმარი სტუმარი nina

როდის დადებ შემდეგს ? :(

 


№4 სტუმარი სტუმარი nina

როდის დადებ შემდეგს ? :(

 


№5  offline წევრი Mariam Gigani

სტუმარი nina
როდის დადებ შემდეგს ? :(

ამ კვირაში სულ შუალედური გამოცდები მაქვს და წერისთვის დრო არ დამრჩა. სავარაუდოდ, მალე დავდებ ახალ თავს.

 


№6 სტუმარი სტუმარი გვანცა

ხომ აგრძელებ ისტორიაას?ძალიან გვაინტერესებსძვირფასო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent