შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი აზრაელი ( ნაწილი 2 - თავი 10 )


6-11-2022, 16:59
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 364

გონს რომ მოვედი და თვალი გავახილე პირველი რაც დავინახე ჩემი საძინებლის ღია ფანჯრებიდან მომზირალი მოწმენდილი ცისფერი ცა იყო, ცოტა გაბრუებული ვიყავი თუმცა თავს კარგად ვგრძნობდი, დასვენებულად და მსუბუქად, ფრთხილად წამოვიწიე და ოთახი მოვათვალიერე, საწოლთან ახლოს მდგარ სავარძელში ისრაფიელს ეძინა, ყურადღებით შევათვალიერე, გამხდარი იყო, თმაგაჩეჩილი და დაჭმუჭნული ტანსაცმელი ეცვა თუმცა მაინც მშვენივრად გამოიყურებოდა, მშვენივრად იმასთან შედარებით რა მდგომარეობაშიც ბოლოს ვნახე, ესე იგი გამოვიდა, ჩემი და ასტაროტის ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ისრაფიელი გადარჩა, კიდევ კარგი, არც კი მინდოდა იმაზე ფიქრი რა მოხდებოდა რომ დაღუპულიყო, ფრთხილად წამოვდექი და მისკენ წავედი, ნაბიჯი გადავდგი თუ არა თვალები გაახილა და გაოცებულმა შემომხედა.
- ლილა? გონს მოხვედი?
- ჰო, ისეთი სახე გაქვს თითქოს მოჩვენებას ხედავდე, მიხარია რომ კარგად ხარ, -თბილად ვუთხარი და მკლავები ფართოდ გავშალე, ჩემსკენ გამოექანა, ამიტაცა გულში ჩამიკრა და ჰაერში დამატრიალა.
- როგორც იქნა გამოფხიზლდი, რომ იცოდე როგორ ვნერვიულობდით...
- ასე ცუდად ვიყავი? -ძლივს გავინთავისუფლე თავი მისი მკლავებიდან და თვალებში შევხედე, -რა ხდება ისრაფიელ? შენი თვალები... -გაოგნებული ვათვალიერებდი, ერთი თვალი ძველებურად ცისფერი ჰქონდა მეორე კი წითლად უელავდა.
- მაპატიე, დამავიწყდა როგორ გამოვიყურები, -უხერხულად გამიღიმა და მზერა ამარიდა.
- რა გჭირს? შენს თვალს რა დაემართა, ისეთი ფერი აქვს როგორიც დემონის თვალებს, ასტაროტსაც ზუსტად ასეთი ფერის თვალები აქვს.
- ჰო ისე მივეჩვიე არც მიფიქრია რომ ჩემი ასე დანახვა შენთვის მოულოდნელობა იქნებოდა, დანარჩენები უკვე შეეჩვიენ და...
- მოიცა რას ნიშნავს შეეჩვიენ, რამდენი ხანია რაც უგონოდ ვარ? -უსიამოვნო პასუხის მოლოდინში წინასწარ დავიძაბე...
- უკვე ერთი თვეა გძინავს, -ისრაფიელმა თავი დახარა და თითქოს რაღაც საფრთხე იგრძნოო უკან დაიხია.
ერთი თვე, ერთი თვე, ერთი თვე, ზარივით რეკდა გონებაში, თავზე ხელები შემოვიჭდე ამოვიგმინე და მუხლებზე დავეშვი.
- აზრაელი და დანიელა? -ვიკითხე და უკვე წინასწარ ვიცოდი რომ დამაიმედებელ პასუხს ვერ მივიღებდი.
- მაპატიე ლილა, ისეთს ვერაფერს გეტყვი რომ დაგამშვიდო, -სევდიანი და ტკივილით სავსე ხმა ჰქონდა ისრაფიელს, უშენოდ ვერაფრის გაკეთება ვერ მოვახერხეთ, შენს გარდა ვერავინ შექმნის პორტალს რომლითაც იმ სამყაროში მოვხვდებით სადაც ახლა ისინი არიან, ბევრი ვეცადეთ, დემონებთან ერთად ვცდილობდით...
- დემონებთან ერთად?
- სანამ შენ გეძინა ბევრი რამ შეიცვალა ლილა, შენმა ერთმა გადაწყვეტილებამ რაც ჩემს გადასარჩენად მიიღე იმდენი რამ შეცვალა ვერც წარმოიდგენ, ახლა ყველაფერი...
ვუსმენდი და უკვე აღარ მესმოდა რას მეუბნებოდა, ჩემს გონებაში ქაოსურად ირეოდნენ სურათები, დანიელა, ჩემი დანიელა, ახლა სადღაც უცხო სამყაროში იყო და აზრაელი? ვინ იცის როგორ არის, იქნებ უჩემოდ უჭირთ, იქნებ ფიქრობენ რომ მივატოვე, იქნებ...
ხელები ამიცახცახდა, იმ სიმხურვალის მაგივრად რასაც ყოველთვის ვგრძნობდი ხოლმე როცა ცუდად ვიყავი ან ვბრაზობდი ახლა გამყინავი სიცივე ვიგრძენი რომელიც ნელ-ნელა ფეხის თითებიდან გულისკენ მოუყვებოდა ჩემს სხეულს და თავის მარწუხებში მიქცევდა, თუმცა არ მზღუდავდა და არაფერს მიშავებდა თითქოს ჩემთვის სრულიად ბუნებრივი მდგომარეობა იყო უბრალოდ მისი მართვა არ შემეძლო, გაოცებული ვუყურებდი როგორ იყინებოდა ჩემს გარშემო ყველაფერი, იატაკი, ავეჯი... ფანჯრები შეიჭირხლა...
- ლილა რას აკეთებ? -ისრაფიელმა აცახცახებული მკლავები შემოიჭდო სხეულზე, სახე გაულურჯდა, მძიმედ სუნთქავდა და მისი ბაგეებიდან ამომავალი თბილი ჰაერი წამში იყინებოდა, მუხლები მოეკვეთა და მოწყვეტით დაეცა იატაკზე, არ ვიცოდი რა ხდებოდა მაგრამ ვხვდებოდი რომ ისრაფიელს ვკლავდი, გაჩერება მინდოდა მაგრამ ვერ ვჩერდებოდი, რაკი ვერ ვჩერდებოდი აქედან უნდა წავსულიყავი ახლავე უნდა მოვშორებოდი ამ სახლს, თვალები დავხუჭე და გონება მოვიკრიბე რომ სივრცეში გადავაადგილებულიყავი თუმცა მაშინვე მივხვდი რომ რაღაც ისე არ გამომდიოდა როგორც უნდა ყოფილიყო, გაოგნებული ვუყურებდი საკუთარ თითებს რომლებიც ნელ-ნელა კვამლისებურ მასად იქცნენ, მერე სიმსუბუქე ვიგრძენი, ჩემი სხეული თითქოს დნებოდა და კვამლში და ნისლში ვეხვეოდი, სული შემეხუთა, ახლა ერთადერი რაც მინდოდა ამ ოთახიდან გაღწევა იყო რომ სუფთა ჰაერი ჩამესუნთქა... უნდა გავიდე, ამ ნისლიდან უნდა გავაღწიო, ჰაერი მჭირდება, სინათლე, მიწა, ბაღი, მცენარეები...

- კარგად ხარ, უკვე კარგად ხარ, ისუნთქე, აი ასე, ღრმად ისუნთქე, -საოცრად ნაცნობი ხმა ჩამესმოდა, მხარზე ნაზ შეხებას ვგრძნობდი, ბალახზე ვიდექი მუხლებით, ხელებით ძირს ვეყრდნობოდი და ვცდილობდი თავისუფლად მესუნთქა.
- ყველაფერი კარგადაა ლილა, ახლა შემომხედე მიდი, -მშვიდი თბილი ხმით გამხნევებულმა ავწიე თავი და გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა, ჩემს გვერდით ასტაროტი იდგა და მიღიმოდა, ბარბაცით წამოვდექი, ხელი შემაშველა, მკლავზე დავეყრდენი და გარემო მოვათვალიერე, ჩვენს ბაღში ვიყავით სახლისგან არც თუ ისე მოშორებით, აქედან მშვენივრად ჩანდა ვერანდა, ვერანდაზე ჰანიელი და ისრაფიელი იდგნენ, ჯესიც მათთან ერთად იყო თუმცა რატომღაც არავინ არაფერს აკეთებდა, თითქოს სრულიად ბუნებრივი იყო ასტაროტის აქ ჩემს გვერდით ყოფნა, უბრალოდ გვიყურებდნენ, თვალს არ გვაშორებდნენ...
- ისრაფიელი? -პირველი რაც ვთქვი მისი სახელი იყო.
- ნუ გეშინია, მისთვის არაფერი დაგიშავებია, კარგად არის თუმცა შეიძლება რამდენიმე დღე სურდომ შეაწუხოს, -მხიარულად ჩამიკრა თვალი და კიდევ ერთხელ მოახერხა ჩემი გაოგნება, მრისხანე დიადი დემონი ასტაროტი ანგელოზების ბაღში იდგა, თავს აშკარად ისე გრძნობდა როგორც საკუთარ სახლში, იცინოდა და ხუმრობდა...
- აზრაელი და დანიელა?
- მათ შესახებ ჯერჯერობით ახალი არაფერი გვაქვს მაგრამ ახლა რაკი გონს მოხვედი უკვე შეგვეძლება პორტალის გაკეთება და მათ წამოსაყვანად წასვლა, დამშვიდდი, დარწმუნებული ვარ არაფერი უჭირთ, აზრაელი ძალიან ძლიერია, არ დაუშვებს რომ დანიელას რამე ცუდი დაემართოს, -მხარზე ხელი დამადო და თბილად გამიღიმა, ჩემდა უნებურად მოვდუნდი და დავმშვიდდი.
- შენ რა ლინზებს იყენებ? -ახლაღა შევამჩნიე რომ თვალები წითლად აღარ უელავდა, ერთი თვალი მუქი ლურჯი ჰქონდა მეორე კი ცისფერი.
- ლინზები არაფერში მჭირდება, -პატარა ანცი ბიჭივით გადააქნია თავი, ახლა უკვე ეს ჩემი თვალების ბუნებრივი ფერია, მოგწონს?
უნებურად გამეღიმა, ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ჩემთან ფლირტს ცდილობდა, არა იმიტომ რომ მოვწონდი არამედ იმიტომ რომ ამის გაკეთება შეეძლო, თანაგრძნობა, ღიმილი, ხუმრობა, ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები, სითბოს გამოვლენა, ფლირტი, იმ პატარა ბავშვივით იყო დედას ახლად ნასწავლ რაღაცეებს რომ აჩვენებს და შექებას ელოდება.
- კი მაგრამ როგორ? -გაოცებულს აღმომხდა, ისე რომ არც დავფიქრებულვარ ლოყაზე ჩამოვუსვი ხელი, უცნაური სითბო ვიგრძენი, თვალები დავხუჭე, იმ ქაოსს რასაც დემონებში ყოველთვის ვგრძნობდი ახლა სიმშვიდე, სითბო და უჩვეულო კმაყოფილება შერეოდა.
- გიკვირს არა? -ჩემი ხელი ხელში მოიქცია და მაგრად მომიჭირა, -თავიდან მეც მიკვირდა თუმცა ახლა შევეჩვიე და ვერც კი წარმოიდგენ შენი როგორი მადლობელი ვარ, ვიცი რომ დაბნეული ხარ, თუმცა ყველაფერს აგიხსნი ოღონდ ცოტა მოვშორდეთ აქაურობას, თორემ ხომ ხედავ გვითვალთვალებენ, -ხელით მანიშნა ვერანდისკენ, მის ხელს თვალი გავაყოლე, ანგელოზები რომელთაც უკვე ისრაფიელიც შეერთებოდათ ისევ ისე იდგნენ და თვალს არ გვაშორებდნენ, მომეჩვენა რომ ხვიარა მცენარეებით დაფარულ სვეტს მიყრდნობილი ჯესი იღიმოდა, მოვბრუნდი და წინ წასულ ასტაროტს ავედევნე, ბაღის სიღრმეში შევედით და მწვანე ბალახით დაფარულ პატარა მდელოზე ფეხმორთხმით ჩამოვსხედით ერთმანეთის მოპირდაპირედ.
- არ გაგიკვირდეს რომ ახლა მე ვარ შენს გვერდით და არა შენი მეგობრები, -ისევ მან ითავა საუბრის დაწყება, -უბრალოდ ცუდად იყავი და იმ მომენტში მხოლოდ მე შემეძლო შენი დამშვიდება რადგან მათზე უკეთ ვიცოდი რაც გჭირდა.
- ვერ მივხვდი რა მოხდა, -მოღუშულმა დავიხედე თითებზე.
- გინახავს როგორ გადააადგილდებიან დემონები სივრცეში?
- მინახავს მაგრამ ეს რა შუაშია?
- როცა სივრცეში გადაადგილება სცადე რა მოხდა?
- არ ვიცი რა მოხდა, უბრალოდ ჩემი ხელები... სხეული... ვერ მივხვდი რა მჭირდა, ვერც იმას მივხვდი რატომ ან როგორ მოვახერხე იმ ოთახის გაყინვა, ისრაფიელი კინაღამ მოვკალი, -ხმა ამიკანკალდა და მაგრად შეკრული მუშტი მოვიქციე კბილებს შუა.
- დამშვიდდი, ახლა ყველაფერს აგიხსნი კარგი? ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები ლილა, გახსოვს რა მოხდა როცა ისრაფიელის გადარჩენას ვცდილობდით? არ ვიცი მაშინ შენ რა იგრძენი მაგრამ ვფიქრობ იმ წამს როცა ძალები გავაერთიანეთ, შენ ჩემი ძალის რაღაც ნაწილი გადმოგეცა, ეს ასე ვთქვათ ჩვენებური დროსა და სივრცეში გადაადგილების უნარი და ყინვის შენი სურვილისამებრ გამოყენებაა, ჯერჯერობით სხვა არაფერი ვიცით.
- შენ რა მიიღე ამ კავშირის შედეგად?
- ის რომ ყველა შენიანი მენდობა, ის რომ თავისუფლად შემიძლია ყველა იმ დაცვის გავლა რასაც თქვენ ქმნით, ისრაფიელს მიაჩნდა რომ როცა გაიღვიძებდი ჩემი დახმარება დასჭირდებოდათ და არც შემცდარა, ამიტომ ვარ აქ.
- ასე რატომ ფიქრობდა?
- საკუთარი თავიდან გამომდინარე, მისი თვალები არ დაგინახავს? რომ იცოდე როგორ ბრაზობდა სანამ შეეჩვეოდა, იმის მერე რაც გადავარჩინეთ შეიცვალა, ბევრად უფრო ძლიერი გახდა, მასში ახლა ანგელოზის ძალასთან ერთად დემონის ძალა და შესაძლებლობებიც ბუდობს, თუმცა არ შეგეშინდეს, მისი ბუნება არ შეცვლილა, ისევ ის ისრაფიელია რაც იყო.
- რაღაცას ბოლომდე არ მეუბნები არა? -მისი ყოყმანის შემჩნევა არ გამკვირვებია.
- ცოტა მიჭირს ამაზე საუბარი, -ცალყბად და უცნაური სევდით სავსე ღიმილით გამიღიმა, -მე შენგან ძალა არ გადმომცემია ლილა, ბევრად უფრო ძვირფასი რამ მივიღე ვიდრე გამანადგურებელი ცეცხლის გაჩენის, სხვისი აზრების კითხვის, ყველაფრის მიწასთან გასწორების ან ფრენის უნარია.
- ასეთი რა უნდა იყოს? -დაკვირვებით შევხედე, მომღიმარს და მერე თითქოს აქამდე დაბინდული გონება გამინათდა.
- შენ გრძნობ...
- ყველაფერს, ტკივილს, სიხარულს, ბედნიერებას, კმაყოფილებას იმით რაც გამაჩნია, მადლიერებას, შიშს, სიყვარულსაც კი, -თვალები აუწყლიანდა, თითები თმებში შეიცურა, თავი უკან გადააგდო და უჩვეულოდ თეთრი სახე მცხუნვარე მზეს მიუშვირა.
- სითბოს ვგრძნობ ლილა, ვგრძნობ როგორ მელამუნება სახეზე თბილი ნიავი, ამ საოცარი ყვავილების სურნელს ვგრძნობ რითიც ეს ბაღია სავსე, იმას ხედავ? -უზარმაზარი მუხის ხისკენ გაიშვირა თითი რომლის ტოტზე ჩამოჯდარი ფუმფულა კუდიანი ციყვი გემრიელად აკნაწუნებდა თხილს, -გგონია ადრე ასეთ დეტალებს ვერ ვამჩნევდი? უბრალოდ უმნიშვნელო იყო, ახლა კი ვუყურებ და ვხვდები რომ სასაცილოა, მეცინება გესმის? იცოდი რომ სახლი არ მქონდა? თუმცა საიდან გეცოდინებოდა, ახლა კი მინდა რომ მქონდეს, მინდა ვიცოდე რომ იმ სახლში ვიღაც მელის ვისთვისაც მნიშვნელოვანი ვარ, ვისაც იმ სახლში ჩემი დაბრუნება გაუხარდება... ეს ერთი თვეა უფრო მეტ დროს აქ ვატარებ ვიდრე ჩემიანებთან, ფაქტიურად თქვენი ცხოვრებით ვცხოვრობ და მშურს თქვენი, თქვენი ერთობის, თქვენი ოჯახის, თქვენი ერთმანეთისადმი სიყვარულის, ეს ერთი თვეა გამუდმებით ვფიქრობ რისთვის ან რატომ ვცხოვრობდი ან ვცოცხლობდი აქამდე, რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს, რა აზრი ჰქონდა ამ უსასრულო არსებობას, რისთვის? რატომ? რა მიზნით? მითხარი ლილა, ჩვენ დემონები შენი აზრით ვიმსახურებდით ამას?
- არ ვიცი რა უნდა გითხრა, -ყელში მოწოლილი ბურთის გამო ხმა ძლივს ამოვიღე.
- მე ვკლავდი, უამრავ ცუდ რამეს ჩავდიოდი, მხოლოდ იმიტომ რომ არ გამაჩნდა სიბრალულის გრძნობა, არ გამაჩნდა კარგის და ცუდის გარჩევის უნარი, ვკლავდი იმიტომ რომ ასეთი შემქმნეს, ვტკენდი იმიტომ რომ ამისთვის შემქმნეს, ეს ერთი თვეა მხოლოდ ერთი რაღაცის სურვილი მკლავს, მინდა პროფესორი ვნახო, თვალებში ჩავხედო და ვკითხო... რატომ?

თავით ფეხამდე შეძრული ვუსმენდი, მის განცდებს საკუთარივით განვიცდიდი, მისი ტკივილი მტკიოდა და ჩემში უფრო და უფრო იზრდებოდა ბრაზი მათ მიმართ ვისაც ჩვენი ბედით და გრძნობებით თამაში არაფრად მიაჩნდათ...
11
- მიხარია რომ კარგად ხარ, ძალიან ვნერვიულობდი, ყველანაირად ვეცადეთ რომ გონზე მოგვეყვანე მაგრამ ვერაფერს გავხდით, -ჯესი მთელი ძალით მეხუტებოდა და მეფერებოდა.
- ჩვენც გვაცადე რომ ჩავეხუტოთ, -ჰანიელმა ჯესი ძალით მომაშორა და მომეხვია.
- როგორ ხარ? -ორივე ლოყა დამიკოცნა და ღიმილით ამიჩეჩა თმები.
- ასტაროტმა გვითხრა რომ საშიში არაფერი იყო და გონს მოხვიდოდი მაგრამ არ გვეგონა რომ ამდენხანს მოგვიწევდა ლოდინი, -ისრაფიელმა სევდიანი ღიმილით მომხვია მხარზე ხელი, მკერდზე მივეყრდენი და ბაგეებიდან თავისთავად დამცდა ოხვრა, ალბათ ახლა ყველაზე მეტად ჩვენ გვესმოდა ერთმანეთის ტკივილი და დარდი, უბრალოდ იძულებულები ვიყავით ამაზე არ გვესაუბრა.
მეხვეოდნენ, მეფერებოდნენ ჩემს გადარჩენას აღნიშნავდნენ და რატომღაც ყველა გაურბოდა იმაზე საუბარს რაც გარდაუვალი იყო, დასჯილი ბავშვივით კუთხეში მდგარ ასტაროტს შევავლე თვალი რომელიც თავჩაღუნული იდგა, თვალს მარიდებდა და ხელში ბასრპირიან ძვლისტარიან დანას ათამაშებდა, მხოლოდ ერთი წამით გამისწორა მზერა და მივხვდი რომ მეტის მოცდა არ შეიძლებოდა.
- სალაპარაკო გვაქვს, იარაღის ოთახში გავიდეთ, -ვერანდას და ბაღს თვალი ისე მოვავლე თითქოს იქაურობას უკანასკნელად ვხედავდი და მძიმედ შევაბიჯე სახლში.

- მე წინააღმდეგი ვარ, -ჯესიმ მაგიდას ხელი გამეტებით დაარტყა და გაცეცხლებულმა შემომხედა, -ეს არასწორია ლილა, ასტაროტი ჩვენთან ერთად არ უნდა წამოვიდეს, ერთი თვეა ვიტან როგორ დაგტრიალებს თავზე ისე თითქოს ადარდებდე, ერთი თვეა ვხედავ როგორ დასეირნობს ჩვენს სახლში და ბაღში ისე თითქოს აქაურობა მას ეკუთვნოდეს და თითქოს ეს საკმარისი არ იყოს ახლა ჩვენთან ერთად მოდის? შენ რა სულ მთლად გაგიჟდი? როგორ შეგიძლია ენდო?
გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა როცა ასტაროტს შევხედე რომელიც თავჩაღუნული მთელი ძალით უჭერდა ხელს მაგიდის კიდეს და ღიმილით ცდილობდა შეენიღბა ბრაზი, გულისტკივილი და მღელვარება.
- მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ ლილა შენც არ უნდა გენდოს და არც მე რადგან უკვე ჩემშიც არის რაღაც დემონური, ამაზე რას იტყვი? -ისრაფიელმა ხელები გაშალა და ნიშნისმოგებით შეხედა ჯესის.
- მას ნუ მადარებ, -მთელი ხმით იყვირა ჯესიმ, -მერე რა რომ მამაჩემია, ჯანდაბამდე გზა ჰქონია, მასთან საერთო არაფერი მაქვს, -სანადირო დანა რომელიც იქვე მაგიდაზე იდო მთელი ძალით მოიქნია, დანამ რამდენიმე მილიმეტრის დაშორებით ჩაიფრინა ასტაროტის სახესთან და მასიური ხისგან გამოთლილ კარადაში ჩაერჭო, ასტაროტს წარბიც კი არ შეუხრია.
- გეყოფათ, ორივე გაჩუმდით, -აქამდე მშვიდად მყოფ ჰანიელსაც კი შეეტყო ხმაში სიბრაზე, -რა გჭირთ, პატარა ბავშვებივით იქცევით, ჩხუბისთვის და კამათისთვის დრო არ გვაქვს, ლილას მოუსმინეთ.
- მადლობა ჰანიელ, -ღიმილით დავუკარი თავი და შეწყვეტილი საუბარი განვაგრძე.
- მერწმუნეთ ასტაროტს არანაკლები მიზეზი აქვს იმისთვის რომ ჩვენთან ერთად წამოვიდეს, -მივუახლოვდი, გვერდით ამოვუდექი, მხარზე ხელი დავადე და ვიგრძენი როგორ ამოისუნთქა შვებით, -თანაც რატომღაც იმდენად ენდეთ რომ ეს ერთი თვე ჩემს გვერდით გაატარა და ახლა რაღა გჭირთ?
- ისრაფიელის ბრალია, მან მისცა უფლება...
- გეყოფა ჯესი, -უხეშად შევაწყვეტინე სიტყვა, -შენი მესმის, მესმის რატომ გაქვს მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მაგრამ ახლა უფრო მეტი რამ დევს სასწორზე ვიდრე თქვენი ოჯახური ურთიერთობებია, ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ როგორ დავაბრუნოთ უკან უვნებლად ჩვენი ოჯახის წევრები, დღეს საღამოს პორტალს გავხსნი რომელიც იმ სამყაროში წაგვიყვანს სადაც ახლა ისინი არიან, იქ რენა დაგვხვდება და დაგვეხმარება.
- რენა ვინ არის? -როგორც იქნა ასტაროტმაც ამოიღო ხმა.
- რენა ის არის ვისი არსებობისაც არ მჯერა, -ეჭვიანად გააქნია თავი ჰანიელმა
- არც მე მჯერა რომ არსებობს, -ისრაფილმა ნერვიულად ააკაკუნა თითები მაგიდაზე.
- მეც არ მჯერა, მაპატიე ლილა მაგრამ მიუხედავად იმისა რომ შენი სიზმრები ჩვეულებრივი სიზმრები არ არის, მაინ არ მგონია რომ იმ ვიღაც რენას იმედზე უნდა წავიდეთ სრულიად უცნობ სამყაროში, -ჯესიმ ხელები გაშალა და თავი გვერდზე გადახარა, -მაპატიე.
- სხვა თუ არაფერი ამაში მაინც ეთანხმებით ერთმანეთს, -გამეღიმა და ასტაროტს მივუბრუნდი, -შენ რას ფიქრობ?
- ბევრი არაფერი ვიცი ამ საკითხზე მაგრამ შენ რაკი ამბობ რომ ასეა, ესე იგი ასეა, მე ყველანაირად გენდობი, თანაც ასე თუ ისე წასვლა მაინც მოგვიწევს ასე რომ... -თვალი ჩამიკრა როცა ჩემი კმაყოფილი სახე შეამჩნია და ისე მომხიბვლელად გაიღიმა რომ თავი ვერ შევიკავე კომპლიმენტი რომ არ მეთქვა.
- ღიმილი ძალიან გიხდება...
- - - - - - - -
საბრძოლოდ გამოწყობილები, იარაღასხმულნი ვიდექით ბაღში გახსნილ პორტალთან, მზე ჩადიოდა, ჩამავალი მზის სხივები პორტალის ცისფრად მოლივლივე სარკისებურ ზედაპირში ირეკლებოდა და საოცრად ლამაზ სანახაობას ჰქმნიდა, ისრაფიელს მივუახლოვდი რომელიც ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით იდგა და ქამარზე ხმალს იმაგრებდა, მხრით მხარზე მივეყრდენი.
- როგორ ფიქრობ ძალიან ვჩქარობ?
- ზედმეტად ჩქარობ მაგრამ მე მესმის შენი, -სრულიად მშვიდი ხმით მითხრა, -კარგი იქნებოდა, რამდენიმე დღე მაინც გვქონოდა, მე ასე თუ ისე ერთი თვე მქონდა იმის მერე რაც სიკვდილს გადამარჩინეთ, შენ რომ გეძინა მე მაგ დროს შეუსვენებლად ვვარჯიშობდი და ძალებს ვხვეწდი, ასტაროტის ენერგიამ ჩემში ბევრი რამ შეცვალა, დარწმუნებული ვარ შენც ასე ხარ, თუნდაც ის გამყინვარება რომ ავიღოთ, არავინ იცის კიდევ რა შეგიძლია, სულ რამდენიმე დღე რომ გვქონოდა მოსამზადებლად...
- მან მითხრა რომ ყველაფერში გამარკვევს და დამეხმარება.
- მესმის რომ გადამარჩინა, მესმის რომ დაგვეხმარა მაგრამ ვერ ვიგებ როგორ შეგიძლია ასე ძალიან ენდობოდე და მისი იმედი გქონდეს?
ასტაროტს შევხედე რომელიც შორიდან უყურებდა როგორ წვალობდა და ვერ იკრავდა ტყავის ჟილეტის თასმებს ჯესი, ღიმილს ვერ იკავებდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა მივიდა, სიტყვის უთქმელად მოაბრუნა თავისკენ და ორიოდე წამში შეუკრა თასმები, ჯესიმ რაღაც ჩაიბურტყუნა და გაეცალა, ასტაროტმა სევდიანი მზერა გააყოლა და მხრები თითქოსდა უდარდელად აიჩეჩა.
- საჭირო რომ გამხდარიყო, საკუთარ სიცოცხლეს დაუფიქრებლად ვანდობდი, -ჩავილაპარაკე და ისრაფიელის გაოცებული სახისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია, პორტალისკენ წავედი, მის წინ დავდექი და შემოვბრუნდი, ჰანიელი, ისრაფიელი ჯესი და ასტაროტი ჩემს წინ იდგნენ და საბოლოო განკარგულებებს ელოდნენ, ვუყურებდი მათ და რატომღაც სულ არ მაკვირვებდა ის რომ არცერთს არ ეწერა სახეზე შიში ან ყოყმანი, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო, ყველას საკუთარი მიზეზი გვქონდა იქ წასასვლელად და თანაც არაერთი, ჯესის ლეო, ისრაფიელს და ჰანიელს ძმები, ასტაროტს პროფესორი და მე ყველა ერთად...
არაფერი მითქვამს, კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი იქაურობას, შევბრუნდი და პორტალში შევაბიჯე, რამდენიმე წამიანი უსიამოვნო განცდის შემდეგ სიცივე ვიგრძენი, მტვრიან და ქვიან ნიადაგზე დავაბიჯე თუ არა რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და პორტალისკენ შევბრუნდი, სათითაოდ გამოდიოდნენ მოციმციმე სინათლიდან და გაკვირვებულები ათვალიერებდნენ იქაურობას, ბოლო ჯესი იყო, ნაბიჯი გადმოდგა თუ არა პორტალიც დაიხურა, მოიბუზა და ხელისგულები ერთმანეთზე გაუხახუნა.
- ასე ძალიან რატომ ცივა?
- ალბათ იმიტომ რომ ღამეა, -უპასუხა ჰანიელმა.
- აქ მუდმივად ბნელა და ცივა, -დაბალი მაგრამ მკვეთრი და სუფთა ხმა მოგვესმა და ერთდროულად შევტრიალდით მისკენ, ჩვენს წინ რენა იდგა, დიდებულად გამოიყურებოდა, გრძელი ქერა თმა დაეწნა და მხარზე ჰქონდა გადმოგდებული, შავი ტანსაცმელი და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა.
- როგორც იქნა შევხვდით ლილა, -გულითადად გამიღიმა და ხელი გამომიწოდა, მისი თითები თითებში მოვიქციე.
- მადლობა რენა რომ გვეხმარები თუმცა...
- მესმის ბევრი კითხვა გაქვთ...
- უამრავი, -უტაქტოდ გაგვაწყვეტინა ჯესიმ, -პირველ რიგში გვითხარი ვინ ხარ.
- მშვიდად დემონის ქალიშვილო, -რენამ ღიმილით დაადო მხარზე ხელი ჯესის და ოდნავ მოუჭირა, ჯესის სახე შეეცვალა რამდენიმე წამს გაშეშებული იდგა, მერე მოეშვა და სახეზე ღიმილი გადაეფინა.
- რას აღარ გაიგებ, -მხოლოდ თავისთვის ჩაილაპარაკა და გვერდზე გადგა.
- ეს რას ნიშნავდა? რა გააკეთე? -ასტაროტი უცნაურად დამშვიდებულ ჯესის არ აშორებდა მზერას.
- გრძნობების, ფიქრების და მოგონებების, შეხებით გადაცემის უნარი მაქვს, -ღიმილით ჩაილაპარაკა რენამ და მერე შეშფოთებულმა მიმოიხედა ირგვლივ.
- ჯანდაბა ჯერ ძალიან ადრეა.
- რა ხდება? -ისრაფიელმა და ჰანიელმა იარაღზე იტაცეს ხელი.
- გაიგეს რომ აქ ვართ, რამდენიმე წუთში ჯარისკაცები აქ იქნებიან უნდა ვიჩქაროთ, -პირში თითები ჩაიდო და ხმამაღლა ჩასტვინა, მაღალი ქვების უკნიდან ორი თვრამეტიოდე წლის ტყუპებივით მსგავსი შავთმიანი გოგონა გამოვიდა რამდენიმე ცხენთან ერთად.
- ცხენები? -ჯესიმ გაკვირვებულმა აზიდა წარბი.
- აბა რას ელოდი, კოსმოსურ ხომალდს? -ირონიულად ჩაიქიქილა ერთ-ერთმა გოგონამ და ცხენს მოახტა, -ბოდიში თუ იმედი გაგიცრუეთ, დაამატა მეორემ და ისიც უკან მიუჯდა.
- სწრაფად ცხენებზე, -განკარგულება გასცა რენამ, -დროსა და სივრცეში გადაადგილება და პორტალები უნდა დაივიწყოთ სანამ აქაურობას არ შეეჩვევით ასე რომ ჯერჯერობით ცხენებით დაკმაყოფილდით, -აღარ დაგვიყოვნებია, რამდენიმე წამში ავმხედრდით, ასტაროტი ჩემს უკან იჯდა ცხენზე.
- ხელები მომხვიე, არ მინდა შუაგულ გზაში გადმოვარდე და ამის გამო შევფერხდეთ, -მკაცრად ვუთხარი და უკვე წინ წასულებს მივყევი.
- ასეთ სიტუაციას ყველაზე საშინელ კოშმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, -გულმოსულმა ჩაიბურტყუნა.
- შენ წარმოიდგინე და არც მე მიოცნებია, შენთან ჩახუტებულს რომ მეჯირითა.
- მწარე ენა გაქვს ლილა.
- შენ კი ჯოჯოხეთივით ცხელი ხარ, -უხერხულად შევიშმუშნე, ერთხანს ასე ვდუმდით და მერე ორივეს ერთდროულად აგვიტყდა სიცილი.
- მგონი მე და შენ კარგი მეგობრები გავხდებით, -ვუთხარი როგორც კი სული მოვითქვი.
- მეგობრები?
- ჰო მეგობრები, არ გინდა კიდევ ერთი მეგობარი რომ გყავდეს?
- მე მეგობრები არ მყავს ლილა.
- დღეიდან გეყოლება.
- გასაკვირია პირდაპირ, როგორი დარწმუნებული ხარ.
- ვიცი რომ შენც გინდა, ნუ უარობ.
- არ მინდა.
- პატარა ბავშვივით ნუ იქცევი ასტაროტ, ერთი სული გაქვს მეგობარს როდის დამიძახებ, ხომ არ დაგავიწყდა რომ მე და შენ ჩვენი ძალები გვაკავშირებს, მართალია შენს ფიქრებს ვერ ვკითხულობ მაგრამ მშვენივრად ვგრძნობ რასაც ახლა განიცდი.
- კარგი რაკი ასე ძალიან გინდა ვიმეგობროთ, -ისე მითხრა თითქოს მისთვის სულ ერთი იყო, არადა დარწმუნებული ვიყავი რომ ზუსტად ახლა ამ წუთას სახეზე ბედნიერი ღიმილი ჰქონდა აკრული, აღარაფერი მითქვამს ცხენი ავაჩქარე რომ დანარჩენებს დავწეოდი.

კიდევ რამდენიმე წუთი გაუჩერებლად ვიარეთ, აღმართს მივუყვებოდით და მაღლა და მაღლა ავდიოდით, ხშირად ვიცვლიდით მიმართულებას, ვიწრო გზებით, და მიხვეულ მოხვეული ბილიკებით მივდიოდით, კლდის პირას ბუნებრივ გამოქვაბულთან შეგვაჩერა რენამ და გვითხრა რომ ცხენები შიგნით შეგვეყვანა, ჩამოვხდით და როგორც იქნა მშვიდად ამოვისუნთქეთ.
- გამომყევი რაღაც მინდა გაჩვენო, -მანიშნა რენამ და ქვაბულის გასასვლელისკენ წავიდა, ისრაფიელს რომელიც თვალს არ გვაშორებდა ვანიშნე რომ ადგილზე დარჩენილიყო და რენას გავყევი, რამდენიმე ნაბიჯი ავიარეთ აღმართზე და პატარა მოედანივით მოსწორებულ ადგილზე გავედით, რენამ ჩაიმუხლა და მეც მანიშნა რომ ასე მოვქცეულიყავი, ხოხვა-ხოხვით წავიდა კლდის კიდისკენ, ნაპირთან გაწვა და შეჩერდა, თავი ჩემსკენ მოატრიალა და ტუჩების ძლივს გასაგები მოძრაობით მითხრა, არ ადგე ისე მომიახლოვდიო, მის გვერდით გავწექი და დაბლა უძირო უფსკრულში ჩავიხედე.
- პირდაპირ გაიხედე, რას ხედავ? -ჩურჩულით მკითხა, მხედველობა დავძაბე, ჩვენგან საკმაოდ მოშორებით ქალაქში შესასვლელი კარიბჭე ჩანდა, ზუსტად ის ადგილი სადაც პორტალიდან გადმოვედით, გაჭირვებით ვხედავდი ცხენოსან ადამიანებს...
- აიღე, -რენამ ქამარზე დამაგრებული ჭოგრიტი მოიხსნა და გამომიწოდა, დაბნეულმა ჩამოვართვი, ახლა უკვე მკაფიოდ ვხედავდი ყველაფერს, ზედმეტად მკაფიოდაც კი, თვალებს არ ვუჯერებდი, მზერაამღვრეულმა შევხედე რენას, თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად, ისევ მივიტანე თვალებთან ჭოგრიტი, შესასვლელთან რამდენიმე ცხენოსანი ტრიალებდა, შავი ერთნაირი ჯავშნით იყვნენ შეჭურვილები, ეტყობოდათ რომ ჩვენს კვალს ეძებდნენ მაგრამ ვერ პოულობდნენ...
- ვერაფერს იპოვიან, ჩვენი ტყუპები ალია და ნოვა კვალის დაფარვის დიდოსტატები არიან, -ჩაილაპარაკა რენამ.
- იცოდი რომ ისინი მოვიდოდნენ? -ჯარისკაცთა რაზმისთვის რომელთაც სათავეში ურიელი და დანიელი ედგათ თვალი არ მომიშორებია ისე ვკითხე და უკვე ვიცოდი რასაც მიპასუხებდა.
- ვიცოდი თუმცა...
- მაშინ ისიც გეცოდინება მათ რატომ ვემალები, -კბილებში ცივად გამოვცერი და წამოდგომა ვცადე, მხარზე ხელი დამაჭირა და ძირს დამანარცხა.
- ყველაფერი ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს ლილა, ახლა თუ ადგები შეგამჩნევენ და მერე მე ვეღარ დაგეხმარები.
- ისინი მე არაფერს დამიშავებენ.
- ისინი არა.
- აბა ვინ? მითხარი ბოლოს და ბოლოს, -გამწარებულმა ჩავიღრინე და ქვის ნამტვრევს ხელი ისეთი ძალით მოვუჭირე რომ ნაწილებად დავფშვენი.
- აზრაელი, -ჩაილაპარაკა და გულაღმა გადაწვა, -კიდევ ერთხელ უნდა მენდო ლილა, სულ ცოტა ხანიც, ყველაფერს აგიხსნი, ცოტა ხანში დანიშნულების ადგილს მივაღწევთ და...
- გინდა თქვა რომ აზრაელი აპირებს რამე დამიშავოს? -სიმწრის სიცილი ვერ შევიკავე, -ასეთ რამეს მეუბნები და მთხოვ რომ გენდო? არასოდეს...
-
-
-
-
-
პირველ რიგში ბოდიში რომ ასე ძალიან დაგიგვიანეთ ახალი თავი, ვეცდები აღარ დავაგვიანო, უამრავი პრობლემა და მოუცლელობა ერთბაშად დამემთხვა და ვეღარ შევძელი გაგრძელება.



ახალი თავი რომ დავინახე მეგონა მომელანდა, ამიტომ გავედი და თავიდან შემოვედი :დ
აქ რაები ხდება? აზრაელს და დანარჩენებს რატომ უნდათ ლილას მოკვლა? ეს რენა ცალკე თავსატეხია. ვინაა და რა უნდა?
ერთადერთი კარგი ის გავიგეთ რომ ისრაფიელი გადარჩა და ნუ იტყვი და ასტაროტი გაადამიანდა :)
ლილა, საკმაოდ ბევრი კითხვა გამიჩინე და პასუხებისთვის სასწრაფოდ ახალი თავია საჭირო.
ველოდები შემდეგს❤️

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
ახალი თავი რომ დავინახე მეგონა მომელანდა, ამიტომ გავედი და თავიდან შემოვედი :დ
აქ რაები ხდება? აზრაელს და დანარჩენებს რატომ უნდათ ლილას მოკვლა? ეს რენა ცალკე თავსატეხია. ვინაა და რა უნდა?
ერთადერთი კარგი ის გავიგეთ რომ ისრაფიელი გადარჩა და ნუ იტყვი და ასტაროტი გაადამიანდა :)
ლილა, საკმაოდ ბევრი კითხვა გამიჩინე და პასუხებისთვის სასწრაფოდ ახალი თავია საჭირო.
ველოდები შემდეგს❤️


შემდეგ კვირაში კიდევ ორი თავი იქნება blush

 


ლილა ნესი
რუსკიმარუსია
ახალი თავი რომ დავინახე მეგონა მომელანდა, ამიტომ გავედი და თავიდან შემოვედი :დ
აქ რაები ხდება? აზრაელს და დანარჩენებს რატომ უნდათ ლილას მოკვლა? ეს რენა ცალკე თავსატეხია. ვინაა და რა უნდა?
ერთადერთი კარგი ის გავიგეთ რომ ისრაფიელი გადარჩა და ნუ იტყვი და ასტაროტი გაადამიანდა :)
ლილა, საკმაოდ ბევრი კითხვა გამიჩინე და პასუხებისთვის სასწრაფოდ ახალი თავია საჭირო.
ველოდები შემდეგს❤️


შემდეგ კვირაში კიდევ ორი თავი იქნება blush

სხვა რა გზაა დაველოდები შემდეგ კვირას :)

 


№4 სტუმარი One

Ise gamiznulad gvabnrvs lilagogo)))
Rogor mainteresebs , ra khdeba))
Veli moutmenlad)
Da hoo, ertgvari siamovnebaa lilagogo sheni nawarmoebis kitkhva, martla, martlaa❤️

 


№5  offline წევრი ლილა ნესი

One
Ise gamiznulad gvabnrvs lilagogo)))
Rogor mainteresebs , ra khdeba))
Veli moutmenlad)
Da hoo, ertgvari siamovnebaa lilagogo sheni nawarmoebis kitkhva, martla, martlaa❤️


უღრმესი მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent