მზე,მთვარე და ვარსკვლავები (თავი l)
რთულია ოჯახისგან მოშორებით ყოფნა,რადგან ამ დროს შენს გონებას მუდამ თან დაჰყვება მარტოსული ადამიანის ჩრდილი,რომელიც ისეთ მომენტში ჩრდილავს მზის შუქს, როდესაც მისი სინათლე ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს. ლიზას ცხოვრება არ იყო ადვილი,რადგან მას არ ჰყავდა ისეთი ადამიანი გვერდით,რომელიც ცუდად ყოფნისას კი არ გაღიზიანდებოდა მისი სევდიანი და შეცვლილი ხასიათით, არამედ დაინტერესდებოდა რა იყო ამ სევდის მიზეზი. თბილისში ჩამოსვლიდან ორი წელი გასულიყო,აჭარა დიდი ხნის წინ მოეტოვებინა უკან,მშობლები,რომლებიც დიდი სიმკაცრით ზრდიდნენ პატარა გოგონას ახლა ახალგაზრდა ქალი გამხდარიყო,რომელიც თავს ვერ იმკვიდრებდა უცხო საზოგადოებაში იმის გამო რომ თავის დროზე არ ასწავლეს საკუთარი გრძნობების დაფასება და დამოუკიდებლობა ისეთ ხალხში როგორებიც ქალაქში ცხოვრობდნენ. სოფელში და ქალაქში ცხოვრება ისე განსხვავდებოდა მისთვის ერთმანეთისგან როგორც ცა და დედამიწა,ორი ერთმანეთისგან სრული საპირისპირო მხარე,ლიზას კი სამწუხაროდ არცერთში გამოსდიოდა ცხოვრება,რადგან მარტო იყო. ყველაზე საზარელი გასააზრებლად სწორედ ის ფაქტია, რომ ამდენ ადამიანში მყოფს მისი ერთსაც კი არ ესმოდა, არც მისი ტირილისგან ჩაწითლებული თვალები ადარდებდა ვინმეს და არც დიდი ხნის წინ დავიწყებული ღიმილი. ამ დროს კი მას შეეძლო ნებისმიერი ადამიანის სადარდებელი ისე მიეტანა გულთან ახლოს,როგორც საკუთარი პრობლემა. არადა იმდენად ლამაზი იყო ანგელოზს მოგაგნებდათ,ისეთი ნაზი მიხვრა-მოხვრა ჰქონდა,ჩუმი,წყნარი ხმა აღელვებულ ტალღებსაც რომ დაამშვიდებდა,მაგრამ ეს ყოველივე სხვებისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა,რადგან თავად ლიზას არ შეეძლო საკუთარი სილამაზე სწორად აღექვა. მუსლიმი,ახალგაზრდა,ჩაკეტილი და კომპლექსებით მოცული ადამიანი არავის აინტერესებდა,მისი ჩაცმის სტილი,განსხვავებული რელიგია და მშვიდი ცხოვრება არავის იზიდავდა და ეს არც ანაღვლებდა. გადაღლილი სამუშაო დღის შემდეგ საკუთარ უსუსურობას რომ დაუკვირდებოდა ეს არ ატირებდა,არ აინტერესებდა ადამიანებს რა მოსწონდათ და რა არა და სწორედ ეს იყო ამ ტრაგედიის მიზეზი. რომ არ შეეძლო ისეთი ყოფილიყო როგორიც სხვას მოეწონებოდა,რადგან არ აინტერესებდა. ცრემლებით ასველებდა დარდს. იმდენად ეპატარავებოდა საკუთარი თავი,რადგან მეორე ნახევარს ვერ პოულობდა,იმ დაკარგულ ადამიანს,რომელიც მისი გაჩენისთანავე მიუჩინა ალაჰმა და ახლა მის მეგობრად წოდებულს უბრალოდ ვერ გრძნობდა და ამიტომ მისი სულიც თითქოს განახევრებული იყო.ან შეიძლება პირიქითაც იყო, იმიტომ იყო უსუსური რომ საკუთარი რეალური მე საკუთარი თავის გარდა არავის უჩენდა სახლისა და კომფორტის განცდას. ძილის წინ,სწავლისგან გადაღლილი მთავრეს თვალს რომ მოკრავდა,გარეთ გასვლა და მასთან ლაპარაკი რომ მოუნდებოდა,ხვდებოდა რომ მართლაც მარტოსული იყო.მხოლოდ მთვარის წინაშე გრძნობდა თავს ასე კარგად,მასთან ლაპარაკი იმდენად სასიამოვნო იყო,რომ შეეძლო გათნებამდე თვალი არ მოეხუჭა და საუბართან ერთად უბრალოდ ეყურებინა,რადგან იცოდა მისი ნაცრისფერი ნათება არა მხოლოდ მის დარდს,სხვისასაც თავის კალთის ქვეშ მალავდა და არავის უზიარებდა. მშობლებმა რომ გამოუცხადეს ქალაქში წასვლა და სწავლის გაგრძელება შეეძლო შოკიდან დიდი ხანი ვერ გამოდიოდა,რადგან ერთადერთ შვილს და მითუმეტეს ქალიშვილს არცერთი მამა აძლევდა უფლებას მარტო მიეღწიათ წარმატებისთვის,ყოველ შემთხვევაში სადაც ის ცხოვრობდა ასე იყო. მშობლების უმეტესობას უბრალოდ ეშინოდა ქალიშვილი არ გაფუჭებულიყო,უკან დაბრუნებულს შემარცხვენლის იარლიყი რომ არ აეკრათ მათთვის. მაგრამ ლიზას მშობლებს სიცოცხლე სურდათ,უზრუნველი,სიღარიბისა და დარდის გარეშე. სწორედ ამის მისაღწევად ზრდიდნენ ჩარჩოებსა და სტანდარტებში ასე მკაცრად, რომ სამომავლოდ მისი გარღვევის ძალა აღარ ჰქონოდა და არც ჰქონდა. მათაც იცოდნენ რომ ლიზა დიდი ხნის წინ დამორჩილებოდა ცხოვრების დინებას და მისი ბუნებაც უკვე ისე მყარად იყო ჩაჩურთული ამ სტანდარტებში,რომ გაფართხალებასაც ვერ ახერხებდა. ეს იცოდნენ და სწორედ ამიტომ ენდობოდნენ იმდენად რომ მზად იყვნენ მათგან შორს,სრულიად უცხო ქალაქსა და ხალხში მარტო გაეშვათ სასწავლებლად. სასწავლებლად და არა გასართობად. ეს იყო მათი მთავარი პირობა. რეალურად ლიზა იმდენად ჰყავდა ალაჰის ძალას შეშინებული თითქოს ამ ქვეყნად ყველაზე ძლიერსა და კეთილს კი არ ეთაყვანებოდა არამედ სატანას. გაჩენის დღიდან მუსლიმს ბოლომდე გააზრებულიც კი არ ჰქონდა ღმერთისა და რელიგიის აზრი,რადგან მას თავიდანვე არ მისცეს საკუთარი გზის გაკვალვის უფლება და გაცნობიერება იმ ცხოვრების სადაც ღმერთის რწმენა გაძლიერებს,მის არსებობას კი შიში კი არა,არამედ სიყვარული მოაქვს. ამიტომ უბრალოდ თავისი მშობლების გზას მიჰყვებოდა და იყო მუსლიმი,რომელიც ემორჩილებოდა ალაჰისს კანონებს,მაგრამ უყვარდა კი? უყვარდა ის რაც უკითხავად დაუტოვეს და ზურგზე აჰკიდეს? *** დილით ადრე გაღვიძების სიძულვილი ალბათ ის ერთადერთი საკითხია,რომელიც ისე გვაერთანებს ადამიანებს როგორც პატარა უსუსური ფიფქები თოვლის გუნდას. მითუმეტეს შემოდგომის სუსხიან ამინდებში გასვლა და უნივერსიტეტის გზაზე დადგომა უნადგურებს ადამიანს ყველანაირ სიცოცხლის ხალისს. ცივ ამინდთან ბრძოლა და მითუმეტეს ვაკის გავლა ერთი დიდი ჯოჯოხეთია,მათთვის მითუმეტეს ვისაც სამარშუტო ტაქსით უწევთ გადაადგილება. მაგრამ ლიზა საბედნიეროდ იძულებული არ არის ეს უკანასკნელი გამოიყენოს,რადგან 15-20 წუთის მოშორებით ცხოვრობს უნივერსიტეტიდან,რაც მის ისედაც რთულ ცხოვრებას ოდნავ მაინც ამსუბუქებს. დღეს მისთვის ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი დილა თენდება,რადგან ის სამ სააათიანი შუალედი, რომელიც უნივერსიტეტის უპასუხისმგებლობის გამო აიკიდა, იმ დროს აკარგინებს,რომელიც შეიძლება საინტერესოდ გამოეყენებინა. დილის ცხრა საათზე უკვე მესამე კორპუსში იმყოფებოდა და ლექტორის საუბარს უკანა რიგებში მჯდომი შეძლების და გვარად უსმენდა. მესამე კორპუსი პატარა და ლამაზი შენობა იყო,უამრავ კორპუსს შორის მდგარი,სადაც ბევრი ლიზასთვის საინტერესო პიროვნება სწავლობდა. უამრავი განსხვავებული სტილის მქონე ადამიანი,რომლებიც აფერადებდნენ ირგვლივ მყოფ უფერულ შენობებს. ორი საათი ისე მალე გავიდა როგორც ყოველთვის,ლიზასთვის უკვე კარგად გადაღეჭილი მასალა ინტერესს ვეღარ ჰგვრიდა მას,ამიტომ დროც თვალსა და ხელს შუა ეპარებოდა. ეს დღეც ისე აპირებდა დამთავრებას როგორც სხვა დანარჩენი,უნივერსიტეტში წასვლა და წამოსვლა,სახლში უაზროდ ყოფნა ან რომელიმე კაფეში ეულად დაჯდომა და ყავის დალევა. სახლში აბრუნებული საწოლზე მიწვა და ჭერს მიაშტერდა.საქმე უბრალოდ არაფერი ჰქონდა,სახლი მუდამ დალაგებული,საჭმელი გაკეთებული,მასალა ნასწავლი იყო. ერთდერთი რაც შეეძლო რაიმე ფილმისთვის ეყურებინა, რომ დრო გაეყვანა და შემდეგ უნივერსიტეტში დაბრუნებულიყო. თუმცა ხომ შეიძლება ისეთი საშინელი ფილმი შეგხვდეს რომ უბრალოდ მოწყენილობისგან ჩაგეძინოს,გაღვიძება დროულად ვერ მოასწრო და ამიტომ იმ ლექტორთან დააგვიანო,რომელიც ყველაზე ნაკლებად ტოლერანტულია სტუდენტებთან და უარესი,საშინლად წინაააღმდეგია დაგვიანების. მაგრამ ლექციის გაცდენას ისევ მისი შენიშვნის მოსმენა გირჩევნია. ხო,სწორედ ასე მოხდა. იმ ფიქრებით გარბოდა უნივერსიტეტისკენ,რომ შეიძლებოდა თავად ლექტორს დაეგვიანებინა და ცდილობდა მხრით არავის შესჯახებოდა,მაგრამ მისკენ მორბენალი გოგონა აშკარად არ ცდილობდა იგივეს. მხრით ისეთი ინერციით შეასკდნენ ერთმანეთს რომ მიწაზე ორ ფეხზე დარჩენა უბრალოდ შეუძლებელი იყო. ორი ფეხით ვერა,მაგრამ ზურგით გაწოლილ ლიზას ნამდვილად ისე ეწვა ზემოდან ქერა ლამაზმანი,როგორც რომანტიკულ სერიალებში ხდება.მაგრამ მათგან განსხვავებით ეს სცენა ნამდვილად არ იყო რომანტიკული,უფრო უხერხული და ამასთანავე სასაცილო სწორედ იმ უცნობის დახმარებით,რომელიც ზემოდან ეწვა და ულამაზესი სიცილით დაჰყურებდა ზემოდან მის ქვეშ გაწოლილს ატუზული და შეშინებული რომ ადევნებდა თვალს მის თითოეულ მოქმედებას. ლიზასაც გაეღიმა. ის შემაწუხებელი სირცხვილისა და უხერხულობის განცდა წამში მოეხსნა როგორც კი მისი ღიმილი დაინახა და თავადაც თამამად ამოუშვა სიცილის ბგერები. წამოდგომისას ერთმანეთის ნივთები ეჭირათ ხელში,ძირს დაყრისგან გვარიანად რომ შელამაზებულიყო,მაგრამ არცერთი აპირებდა ამაზე ყურადღების გამახვილებას. -ბოდიში,რომ დაგეჯახე.იმედია რამე არ გატკინე-მასზე ერთი თავით მაღალმა ქერა გოგომ იმდენად დადებითი აურა შემოიტანა მასში,რომ ვერც მის მართლაც უმოკლეს კაბას ამჩნევდა და ვერც ორ უზარმაზარ პირსინგს წარბზე. იმდენად საყვარელი ხმისა და სიცილის პატრონი იყო,რომ შეუძლებელი იქნებოდა მასზე ვინმეს რაიმე ცუდი ეფიქრა. -არა არაფერია. კარგად ვარ-ღიმილი არ შორდებოდა არცერთის სახეს,არც წამოდგომისას,არც ნივთების აკრეფისას და არც გაცვლისას. -ნამდვილად სასაცილო და რომანტიკული იყო,მგონი პრეტენზია არ უნდა გვქონდეს,ფილმის სცენას ჰგავდა-ისევ არ დააკლო ღიმილი მის წინადადებას. კვლავ არცერთი ფიქრობდა სახიდან სულელური ღიმილის მოშორებას და გზის გაგრძელებას,არადა ორივეს აშკარად აგვიანდებოდა,არა? -კი ნამდვილად-გაეცინა მასაც ისე თამამად როგორც არასდროს-მართალია არც ჯონი დეპი იყავი და არც ზეინ მალიკი,მაგრამ მაინც საკმაოდ კარგი იყო-ისე წარმოითქვა ეს წინადადება ვერც გაიაზრა და არც უხერხულობა უგვრძვნია,უბრალოდ შეუძლებელი იყო ისეთი გოგოს წინ როგორიც წინ ედგა რაიმე ცუდი ან შემაწუხებელი გეგრძნო.ლიზას თვალში ნამდვილ ანგელოზს ჰგავდა უცნობი ქერა. -აჰაა,გასაგებიაა-ნიკაპზე მოისვა ხელი ისე თითქოს რაიმე მნიშნელოვანზე ფიქრობდაო და თვალები მოჭუტა-რაო რა თქვი რა მქვიაო?-ოდნავ მისკენ გადმოიხარა და მთელი ძალით გაეკრიჭა მასზე დაბალს,სინაზის განსახიერება რომ გამხდარიყო მის თვალში. -ლიზა,შენ?-საუბრის ასე გაგრძელებას ალბათ არცერთი მოელოდა,თან ორივეს აგვიანდებოდა,მაგრამ მოდი ამის შეხსენება არ გვინდა. -ჰმმმ,მე მართა,სასიამოვნოა ლიზა.რომელ კორპუსში სწავლობ,ჯავახიშვილში ხარ? რომელ ფაკულტეტზე?-საუბარიც კი ისეთი ჰქონდა როგორიც შეეფერებოდა,ხმამაღალი და სწრაფი.კითხვა-პასუხის რეჟიმში რამოდენიმე წუთი გავიდა და ალბათ არც გაახსენდებოდათ წასვლა,რომ არა მართას ტელეფონზე შემოსული ზარი-აუ ჩემი.. ტვინი წამიღეს-ცხვირი სასაცილოდ შეჭმუხნა და ტუჩები ისე აიბზუა თითქოს რაღაც საზიზღარს დაადო ხელიო-უნდა წავიდე,ხვალ ხომ იცი რაღაც ფართია და უეჭველი უნდა წამოხვიდე ხო? დაგიმატებ და მოგწერ,ერთად წავიდეთ-ასე იყო და ასე. ისე მალე გადაწყდა მისი წვეულებაზე წასვლა,რომ წამიერადაც კი არ გაუფიქრია მის მშობლებზე და იმ უარის თქმაზე,რომელიც დიდი ხნის წინ განუცხადა საკუთარ თავს მაშინ როდესაც პირველად გაიგო ამ წვეულების შესახებ. ამ სასიამოვნო შეხვედრისგან გაბედნიერებული ღიმილით დაემშვიდობა მართას და უნივერსიტეტისკენ ამჯერად ნელი ნაბიჯებით წავიდა.ახლა ნამდვილად აღარ ჰქონდა ლექციის დარდი.ეგონა ეს ბედნიერება დღის ბოლომდე გაჰყვებოდა,მაგრამ სამწუხაროდ როდის იყო ადამიანს რამე ისე გადახდენოდა როგორც მოელოდა.კაბის სწორებაში იყო მოულოდნელად უკნიდან მთელი ძალით რომ ჩაავლეს ჰიჯაბს ხელი და ერთი ხელის მოქნევით დანის პირით გაფხრიწეს. ამ დღეს ადამიანმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რელიგიას თუ კი შინაგანი კულტურა არ გაქვს. უსუსურობამ კიდევ ერთხელ შეუზღუდა ჰაერი იმ დღეს, რადგან საკუთარი თავის დასაცავად ხმაც ვერ ამოიღო. ** აზრზე ვერ მოდიოდა, აქამდე არასდროს მსაგვს სიტუაციას არც კი შესწრებია არათუ გადახდენია.უყურებდა მის წინ მდგარ შეშლილი სახის ადამიანს,რომელსაც უკვე ფერიც კი აღარ ჰქონდა ადამიანის და შოკში მყოფს ერთდერთი რაც შეეძლო ეს თავზე ხელების შემოხვევა და მოშიშვლებული თავის დამალვა იყო. მიწაზე მუხლებზე მდგარი მთელი ძალით ხუჭავდა თვალებს რათა მის გარშემო მყოფი ადამიანების მზერას არ გადაჰყროდა. სიკვდილი ასე ძლიერ არასდროს უსურვია.კანი ეწვოდა მრისხანებისგან, მაგრამ ყველანაირად ცდილობდა ბოროტ აზრებს მასზე გავლენა არ მოეხდინა და ცუდის გაკეთების სურვილს სატანის მხარეს არ გადაეყვანა. ეს ხომ ცოდვა იყო.მაგრამ სიკვდილის სურვილს უკვე მყარად გაედგა მასში ფესვებია. რელიგია ადამიანებს მხოლოდ სოციალურ ჯფუფებად ჰყოფს,მაგრამ გრძნობები და ის ადამიანური ემოცები რასაც ნებისმიერი მსგავსად იგრნობდა ამ სიტუაციაში იგივე რჩება.ახლა მის ადგილზე ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი ხომ იმავეს განიცდიდა რასაც ის. რა მნიშვენელობა ექნებოდა ბუდისტი იქნებოდა იგი თუ ქრისტიანი,ის ხომ ადამიანი იყო. რატომ მოექცა ასე. ეს არ ესმოდა ლიზას. მას ხომ არაფერი დაუშავებია,მუდმივად შეუმჩნეველი იყო ხალხის მასაში,მაგრამ მაინც და მაინც ახლა,როდესაც სიხარულმა მასში მცირე მარცვალი დარგო,პროვოკატორის იარლიყი აეკრა,მაშინ როდესაც ღმერთმა იცოდა არაფერში იყო გარეული. ვერ უგებდა მსგავს ადამიანებს და ვერც ვერასდროს გაუგებდა,რადგან თავად არასდროს გასჩენია აგრესია მისგან განსხვავებულიs მიმართ,მიუხედავად იმისა რომ მისი ოჯახიც მუდამ აგრესიით იყო განწყობილი განსხვავებული რელიგიის მიმართ. ის გოგონა,რომელმაც ცოტა ხნის წინ თავი ადამიანად აგრძნობინა ჯერ კიდევ თვალწინ ედგა. მოკლე კაბის შრიალი ჯერ კიდევ ყურებში ესმოდა,არც მისი სიცილი ამოსდიოდა თვალებიდან და ნატრულობდა ეს ყველაფერი არ დაენახა.მაგრამ ეს ფიქრები წამიერად დაეფანტა გონებაში,როდესაც ცივი თითებით მკლავებზე მოეხვივნენ და გულზე მიიკრეს,შემდეგ კი თავზე სქელი,რბილი მატერია გადააცვეს,რომლის ქუდმაც მომენტალურად დამალა ლიზას თმები და ჰიჯაბის როლი შეითავსა.ქერა ანგელოზი ღიმილით დაჰყურებდა მასზე დაბალს,მაგრამ ბიჭისკენ მიმართული მზერა,რომელიც მრისხანებით იყო სავსე, კარგს ნამდვილად არ პირდებოდა წინ მდგომს. იმ დღეს ლიზას წინ დიდ ბარიერად აღიმართა ყველასთვის უცნობი ახალგაზრდა,რომელმაც ბიჭი მიწასთან გაასწორა და უშვერ სიტყვებთან ერთად არც ძლიერ სილას მორიდებია. ** ქუჩის გადაღმაც რომ მოესმა სიმღერების ხმა აი მანდ სხეული და გონება ცოტა დაეძაბა,მაგრამ შუქნიშანთან მდგომი მართა,რომელიც მთელი ენერგიით უქნევდა ჰაერში აწეულ ხელს ყველანაირ ცუდ ემოციას წამში აქრობდა. მართას მეგობრებიც თავისნაირი ჰყავდა,მაღლები,ლამაზები და საოცრად გიჟები,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.სამივე ლუდის ქილებით ხელში იდგნენ კარებთან და ბოლო ყლუპს სვამდნენ. ნამდვილად სასაცილო სანახავი იყო როგორი სისწრაფით ისხამდნენ სასმელს პირში,რომ მალე დაემთავრებინათ და სიცივიდან სითბოში,მოწყენილობიდან კი სიგიჟეში გადასულიყვნენ. ყველანაირად ეცადა კომფორტულად და ამ სიტუაციისთვის შესაფერისად ჩაეცვა,მაგრამ მიხვდა რომ ტანსაცმლის ამ ადგილისთვის გაწირვა დიდი შეცდომა იყო. ფართო შარვალი და დიდი თეთრი ჰუდი შავ ბათინკებთან ერთად მტვრისგან ნაცრისფრად უკვე შეღებილიყო,ფეხსაცმელებს სხვა ფეხსაცმლის ძირები ისე დასტყობოდა თითქოს ორიგინალი პრინტი იყოო,უკვე იმაზე ფიქრობდა ამ ჭუჭყის ამოყვანას თუ შეძლებდა ოდესმე ტანსაცმლიდან. ცეკვა-ცეკვაში სასიამოვნოდ დაღლილები გამოეყვნენ ბრბოდ ქცეულ სტუდენტებს და ღამის ქუჩების შემოვლა დაიწყეს.ცეკვისგან ისე იყო დაღლილი,რომ კუნთების ტკივილისგან ყურადღების გადატანას ვეღარ ახერხებდა,მაგრამ იმდენად სასიამოვნო და სასაცილო იყო მათთან საუბარი და გართობა, რომ სახლში წასვლის და მათთან განშორების სურვილი უბრალოდ არ ჰქონდა,მაგრამ უკვე ყველას აწუხებდა ტანსაცმელზე მტვერი და მშობლების მიერ აფეთებული ტელეფონები,ამიტომ ლიზას სახლამდე ფეხით მივიდნენ,შემდეგ კი ყველა თავის გზაზე წავიდა. ბედნიერებისგან კინაღამ გასკდა ტელეფონის ნომრები და სოციალური ქსელები მათი ინიციატივით რომ გაცვალეს.ანა,მართა და ლანა. ეს სახელები სამუდამოდ დარჩებოდა მის გონებასა და გულში,რომელიც იმდენად დიდი და ცარიელი იყო ყველას დატევა შეეძლო. პიჟამო შარვალსა და თბილ სახლის ჰუდში სველი თმებით იჯდა გამათბობელთან და ტელევიზორში საყვარელ სერიალს, „შუა ქალაქს“ უყურებდა. მის სახლში ყოველთის იყო ამ სერიალისთვის დრო და ადგილი,უყურებდა არ უყურებდა არ ჰქონდა მნიშვნელობა,სიმყუდროვისთვის და კომფორტისთვის საჭირო იყო მხოლოდ ამ სერიალის ხმა გაეგონა და სახლს უკვე ჰქონდა სახლური ელფერიც.ღამის სამს ისე მიუკაკუნა საათმა ვერ გაიგო,ძილი რატომღაც არ აკითხავდა მიუხედავად დაღლილობისა,ამიტომ გვიანობამდე შემორჩა მისაღებში სავარძელზე გაწოლილი. ტელევიზორში ამჯერად ტიტანიკი გადიოდა,გემისჩაძირვის მომენტზე კი სავარძლიდან წამომხტარი ლიზა ჰიჯაბს და მოსაცმელს ერთად იცვამდა და გარეთ გარბოდა. მუცელი,კუჭი,ტვინი. ყველაფერი ერთად სთხოვდა რამე ტკბილი ეჭამა,რამე შოკოლადით გატენილი. სამწუხაროდ ამხელა თავისუფლებაზე ორი სუპერმარკეტი ძლივს იდგა, მისი სახლისგან საკმაოდ შორს იყო სადღეღამისო მაღაზიები ამიტომ ყოველთვის ცდილობდა,რომ სახლში წამოსვლისას ხელს გამოეყოლებინა ყველა საჭირო ინგრედიენტი. ღამე ჩასვლის და მითუმეტეს ამხელა მანძილის გავლის ყოველთვის ეშინოდა და არასდროს უყვარდა,ამიტომ ძალიან იშვიათად ტოვებდა სახლს, როცა ცაზე მზის მაგივრად მთვარე ამოვიდოდა და ირგვლივ ყველაფერს ჩააბნელებდა. მისი ქუჩის მოპირდაპირედ უნდა გადასულიყავი და მაღლა საკმაოდ დიდი მანძილი უნდა გაგეარა სპართან რომ მისულიყავი.ირგვლივ ამ დროს კაციშვილის ჭაჭანება არ იყო, ქარის ზმუილი და ფოთლების შრიალი ისმოდა მხოლოდ ირგვლივ,რამოდენიმე წამში ერთხელ კი ლიზას ფეხსაცმელებს ქვეშ მათი ტკაცუნი. ქურთუკში ყელით იყო ჩამძვრალი და კანკალით,მთელი სისწრაფით მიდიოდა იქ სადაც გემრიელობებს შეეგებებოდა. იმაზე ფიქრში თუ რა და რამდენი ეყიდა ვერც შეამჩნია მის უკან მომავალი,თხელ სპორტულებსა და ჯინსის ქურთუკში გახვეული ფიგურა,თავზე ქუდი რომ ჩამოეფხატა და ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი მის ნაბიჯებს ლიზას ნაბიჯების ტემპით მიჰყვებოდა. მაღაზიამდე დიდი მანძილიაღარ იყო დარჩენილი,მაგრამ იქამდე მისასვლელად გასავლელი გზა შუქებისა და სინათლის გარეშე,სრულ სიბნელეში რომ დაინახა შიშისგან სიცივეზე მეტად გააკანკალა. კარგი სუნი არასდიოდა ამ ყველაფერს. ბიჭი კვლავ მის უკან იყო,ლიზას კი ნელ-ნელა დაძაბულობისგან სუნთქვაც უძნელდებოდა,უკან მიხედვას ვერ ბედავდა,მაგრამ ცდილობდა თავის ოდნავ მიტრიალებით რამე მაინც დაენახა,ყურები კი მთელი ძალით დაეძაბა,რომ მისი ნაბიჯების ხმა არ გამორჩენოდა.ნელ-ნელა ლიზას ნაბიჯების სიჩქარემ, რომ იკლო და მას უცნობის ნაბიჯების შენელებაც რომ მოჰყვა,მანდ მიხვდა მისი საქმე წასული იყო. ზედმეტი აღარც უფიქრია,შიშისგან გონება ისე დაებინდა ერთხელ ჩასუნთქვა მოასწრო მხოლოდ თავი, რომ დაადო და გვერდით შესახვევში მთელი ძალით გაექანა. გაუმართლა,ირგვლივ გზის სანათები მუშაობდნენ,გზას უნათებდნენ,მაგრამ ირგვლივ მის გარდა არავინ ჩანდა ვინც მშველელად მოევლინებოდა. ბიჭი შედარებით ნელა მორბოდა და მოჰყვებოდა,მაგრამ არ ეწეოდა,თითქოს ეთამაშებაო. წლების მანძილზე ვენახში და ფერმაში მუშაობას შედეგი გამოეღო,ისეთი ენერგია ჰქონდა მისი დაღლა მსგავსი ‘’აქტივობით’’ რთული იყო,მაგრამ შიში მაინც თავისას შვებოდა. ისე სწრაფად შემომძვრალიყო მისი ბნელი ფერები სხეულში,რომ დაძაბულობისგან სხეულს წესიერად მოძრაობაც უჭირდა,ლიზას ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ძვლები დაუჟანგდაო. სირბილში ისე ჩამოშორდა ნაცნობ გზებს და მისთვის უცხო უბანში გავიდა, მის სიღრმეში ისე ჩაეფლო რომ ვერც გაიაზრა,მაგრამ არ აინტერესებდა სად იყო და კიდე ვის შეიძლებოდა გადაყროდა, მთავარი ახლა ამ სატანის მოშორება იყო მისთვის.ალაჰს დახმარებას სთხოვდა,გულში ლოცვებს კითხულობდა და ევედრებოდა ცოდვები მიეტევებინა,როდესაც კორპუსებს შორის მოსიარულე ახალგაზრდები დაინახა,სიცილისგან და სიმთვრალისგან სახე რომ ჰქონდათ აწითლებული. სიგარეტით და ლუდით ხელში ჯგუფად მოძრაობდა ხუთი დაახლოებით მისი ასაკის ბიჭი და ერთ-ერთის მოსმენაში ისე იყვნენ გართულები მისკენ მთელი ძალით მორბენალ ლიზას ვერც კი აღიქვამდნენ. მდევარსაც შეემჩნია ახალგაზრდები და ახლა მასაც მთელი ძალით დაეწყო სირბილი იმის იმედით რომ მათთან მისვლამდე მოასწრებდა და მსხვერპს კლანჭებს ჩაავლებდა,მაგრამ ვერა. ლიზას მართლაც ფარად გადაჰფარვოდა თავისი ალაჰის ფრთები. ინერციით მაღალ,შავ ტყავის ქურთუკში გამოწყობილ ბიჭს ისე შეასკდა,რომ არა უცნობის გამძლეობა ორივე მიწას მიეწებებოდა. გაოგნებული გაბრიელი ვერ ხვდებოდა მის სხეულზე აწებებული გოგო,რომელსაც მთელი ძალით ისე მოეხვია მის წელზე ხელები ალბათ თვით ღმერთიც ვერ ააცლიდა როგორ აღმონდა მათთან. მის აკანკალებულ სხეულს გრძნობდა,მასზე დაბალს ზემოდან ჭარბშეკრული, კითხვისნიშნებით სავსე მზერით დაჰყურებდა და განზე გაწეული ხელებით იყურებოდა ირგვლივ იმის იმედით რომ ვინმე მაინც აუხსნიდა რამეს,მაგრამ არ დასჭირდა. უკან ნელი ნაბიჯებით დახეული სხეული რომ დაინახა,რომელიც მომენტალურად მისკენ მიმართული მზერის შემჩნევისას გატრიალდა და გაიქცა მიხვდა რაშიც იყო საქმე. მასზე შემოხვეულს ლოყა მის გულ-მკერდზე გვერდულად მიეკრა და ჰაერში სადღაც თვალებგაფართოებული იყურებოდა.ხმამაღლა, ძალიან ღრმად და სწრაფად სუნთქავდა და ცოტა აკლდა არ ატირებულიყო. თუმცა ვის რას უმალავდა,ან როდის იყო ცრემლები ვინმეს ნებართვას ეკითხებოდნენ. დიდხანს მანაც ვეღარ მოითმინა და მის სახეზეც გაიკვლიეს უფერულმა იარებმა გზა. ვერც კი მიხვდა როდის წავიდა მისი ღამის კოშმარი,მაგრამ ძლიერმა ხელებმა უკან ნაზად რომ გასწიეს და აკანკალებულს და შეშინებულს მის მკლავებს რომ შეფარებულიყო, ატუზულმა რომ ახედა მაშინ მიხვდა როგორ მოშვებოდა სხეული და ალბათ, რომ არა ბიჭის ხელები ჩაიკეცებოდა კიდეც. მასზე ჩახუტებულმა,უცხო სხეულის სითბო რომ გაიზიარა და თავი დაცულად იგრძნო სხეული სითბოს შეგრძებისგან დაუბუჟდა,მოუდუნდა,სწორედ ისე, გარეთ გაყინული სახლში შესულ სხეულს ცხელ წყალს რომ შეუშვერ და მომენტალურად გეძინება. ცრემლები კვლავ მისდაუნებურად ცვიოდა და ისინიც ლამაზ სახეზე თავის ნებაზე დასრიალებდნენ. მის ირგვლივ უცხო ბიჭებს წრე შეეკრათ და ზემოდან შეცბუნებულები დაჰყურებდნენ გამხდარ სხეულს.თავიდან ხუთივეს უცხოს ასეთი გამოჩენა იმ ტაბლეტების ბრალი ეგონათ კლუბში რომ დიდი სიამოვნებით მიიღეს,მაგრამ შემდეგ მიხვდნენ რომ გოგო არც მოლანდება იყო და არც ჰალუცინაცია.ხუთიდან ახლა მხოლოდ სამი მათგანი იყო შემოკრებილი მის გვერდით,ორს იქაურობა დაეტოვებინა და კაცის მოსაძებნად მეორე უბანში გასულიყო. მის ხელებში მყოფ გალეულ სხეულს სიტყვიერად რომ ვერაფერი გააგებინა ნაზად შეარხია და აზრზე მოყვანა სცადა,მაგრამ მიხვდა შიშისგან აშკარად შოკში ჩავარდნილიყო. მიხვდა რომ დგომა უჭირდა,ძალა გამოცლილი ფეხებს ძლივს ამაგრებდა და ამის შემხედვარე გაბრიელს მრისხანებისგან ხელები ექავებოდა.ლიზას სხეული მასთან შედარებით მართლაც საოცრად პატარა და უსუსური იყო,ამიტომ წამებში განცდილი მზრუნველობის და მისი დაცვის სურვილით უცნობი ლამაზმანი ისევ პირვანდელ ადგილს დაუბრუნა და მკერდზე მიიყრდნო,წვრილ გამხდარ სხეულს კი წელზე ხელი შემოხვია,თუმცა მაინც ეცადა ოდნავი დინსტანცია დაეცვა მასში შიში რომ არ გამოეწვია და მათკენ მომავალ ორ ბიჭს გახედა.უცნობი იქაურობას უკვე კარგა ხანი მოშორებოდა,ლიზა კი ჯერ კიდევ აგონიაში მყოფი ბიჭის სხეულს ინსტიქტურად შეზრდილიყო,სხეული თავად ახორციელებდა საჭირო მოქმედებებს,რადგან ასეთ მდგომარეობაში,მასზე მიყრდნობილი თავს ყველაზე დაცულად გრძნობდა. ღრმად ამოისუნთქა და გოგოს თხელ მოსაცმელს ზემოდან კიდევ შეამოაცვა თავისი დუტი. -თქვენ წადით სახლში და თან გზაში დააკვირდით,შეიძლება სადმე დადის კიდე ის კარგმოტ*ნული.მე ამას მივაცილებ და მოვალ.-ბიჭებმა თავი,რომ დაუქნიეს მეორე მხარეს გაბრუნდა და კორპუსებიდან გავიდა.აზრზე არ იყო სად წაეყვანა,მაგრამ მის ადგილზე იმ გზის თავიდან გავლა ნამდვილად აღარ მოუნდებოდა. ლიზა კი გრძნობდა,რომ ნელ-ნელა სხეულიდან ძალა ეპარებოდა. უცხოს ძლიერ მხარს მიყრნობილი თავს უსაფრთხოდ გრძნობდა და ეს შეგრძნება ძილს და სიმშვიდეს ერთად ჰგვრიდა,სურდა მადლობა გადაეხადა,უბრალოდ რამე ეთქვა,მაგრამ პირში ენას ვერ ატრიალებდა,ისიც უკვირდა საერთოდ როგორ ახერხებდა სიარულს. -კარგად ხარ? საუბარი შეგიძლია?- ბიჭის ბოხი ხმა თან ძაბავდა და თან ამშვიდებდა,თითქოს მისი სხეული გრძნობდა რომ არაფერს დაუშავებდა,მაგრამ მაინც საპასუხო რეაქციისთვის მზად იყო. ჯანდაბა,ახლაღა მიხვდა,რომ ბიჭმა მისი სახლის მისამართი არ იცოდა და უბრალოდ აქეთ-იქით დაატარებდა,ალბათ დასამშვიდებლად,ალბათ გონზე მოსასვლელად,ალბათ არ სურდა მისი მარტო დატოვება ან შეშინება. გონებამ ამუშავება, რომ დაიწყო მის მიმართ ისეთი მადლიერება იგრძნო ცრემლები ხელახლა წამოუვიდა და სახეზე ხელები აიფარა. იმას რაც გადახდა გზადაგზა იაზრებდა და სლუკუნის შეკავებაც აღარ შეეძლო. -ჰეი,ჰეი- მისი ხმა რაღაც ისეთით იყო გაჟღენთილი.აი ისეთი ემოციით გასაჭირში ჩავარდნილი უცხოს მიმართ რომ გრძნობს ადამიანი,ადამიანური მზურნველობით და აღელვებით.- შეგიძლია შენი სახლის მისამართი მითხრა? ან ვინმე მეგობრის ვინც ახლოს ცხოვრობს?-პასუხის გასაცემად პირი რომ გააღო და ბიჭს ახედა სწორედ ამ დროს დიდი სიჩქარით მომავალმა მანქანამ ჩაუქროლათ გულის გამაწვრილებელი სიგნალით და თითქოს განგაშის ხმა იყო მისი ტვინიდან გამომავალი,რაღაც გაახსენდა. ბიჭის ნაკვთები მოლოდინის რეჟიმში წამიერად იცვლებოდა,წარბებს მაღლა წევდა და თავს უქნევდა რომ პასუხი გაეცა-კი,აქვე ცხოვრობს ჩემი მეგობარი,მადლობა.-თავი დახარა. უკვე უხერხულად გრძნობდა თავს,უცნობის,რომლის არც სახელი იცოდა და არც წარმომავლობა,ხელი მის წელს არ შორდებოდა და ვერც იმას ფიქრობდა რამე ეთქვა,რადგან უცხოდ ვერ აღიქვამდა,თითქოს ასე უნდა ყოფილიყო,თითქოს არასწორს არაფერს ჩადიოდა.სახეში შეხედვა არ შეეძლო, ცივ ჰაერს უკვე გამოეფხიზლებინა და ნელ-ნელა სირცხვილის გრძნობაც ძლიერ უტევდა მის ფიქრებს. ეკრანიდან გადმოსულ მსახიობს ჰგავდა. მაღალი,მხარბეჭიანი,გრძელი თმებით. გონებაში თავი ძლიერად გააქნია.არა! მას მსგავსად ფიქრის უფლება არ ჰქონდა უცხო მამაკაცზე. დაუშვებელი იყო,მაგრამ ფიქრების კონტროლი ხომ ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. ისიც ხომ ადამიანია თავისი ადამიანური სისუსტეებით. ადამიანები და ადამიანური სისუსტეები... სასაცილოა რამდენი რამის გამართლება შეგვიძლია ადამიანებს ამ ორი სიტყვით. თავისს კორპუსს როგორც კი მიუახლოვდნენ მისი გადამრჩენელის ცხელ სხეულს მოშორდა და წინ დაუდგა. თავი დაუკრა და თვალები მთელი ძალით დახუჭა. -ძალიან დიდი მადლობა-ხმის კანკალს ვერაფერს შველოდა,ალბათ ეს დღე მთელი მისი ცხოვრება შეახსენებდა თავს,ღამის შიშს ჩაუნერგავდა და მისდა საუბედუროდ მთვარეს შეაძულებდა-თქვენ რომ არა არც კი ვიცი რა მოხდებოდა-ცრემლები ვერ ელეოდნენ მის ლამაზ თვალებს,მაგრამ არც მისი ლამაზი სახე ენანებოდათ მათ გარეშე დასატოვებლად. -საკმაოდ სწრაფი და ძლიერი ხარ,რამეს მოახერხებდი. ისე მხარი ახლაც მტკივა-საყვედურის ტონით უთხრა და გაუცინა. მისი სიცილის გაგონებისას დახრილი თავი მომენტალურად აეწია და უბრალოდ გაშტერდა. თვალის მოშორება შეუძლებელი იყო. თმების უკან გადაყრა,ტუჩებს ჩავლებული კბილებით სიცილის შეკავებას რომ ცდილობდა და მის ლოყებზე გამოჩენილი ნაჩხვლეტები. მითოლოგიურ პერსონაჟს მოგაგონებდათ. მისი რომანტიკული ბუნება ზედმეტად ძლიერი იყო იმისთვის რომ გული არ ასჩქარებოდა.რომ ეს მომენტები კინო კადრებივით არ გადაეხვია,გულის სიღრმეში არ შეენახა და შემდეგ გულ აჩქარებულს თავიდან არ გაეხსენებინა. -იმედია შენი მეგობარი სახლშია ხო?- მაღლა ეჭვისთვალით ახედა თითქმის ჩამქვრალ კორპუსს და შემდეგ ისევ ლიზას დაუბრუნა მელიას ჭრილისებრი თვალები. ზედმეტად მაცდური და ცივი,მაგრამ ნაპერწკლების შემჩნევა მაინც შესაძლებელი იყო მათში. მეგობარიო რომ თქვა გაუკვირდა,ვერ მიხვდა რა იგულისხმა,მაგრამ მაშინვე გაახსენდა თავისი მოგონილი ტყუილი და თავის მოკატუნება განაგრძო,თუმცა ლიზა არ იყო კარგი მატყუარა.არა,საერთოდ არ შეეძლო ტყუილის თქმა,არც ლოყები უწითლდებოდა და არც ნერვიულობისგან ეწყებოდა ტუჩების კვნეტა,უბრალოდ ნებისმიერს შეეძლო იმის თქმა რომ ეს გოგო ტყუილის სათქმელად ზედმეტად სუფთა და რაღაცნაირი იყო, ამას კი გაბრიელიც ამჩნევდა. მისი ნაზი ხმა,მორიდებული და მადლიერი თავის დახრა ღიმილს ჰგვრიდა,თავი რამოდენიმე საუკუნის წინანდელ პერიოდში ეგონა, რადგან მის წინ მდგარი ნაზი არსება,რომელსაც შეეძლო დაეფიცებინა კანიც ხმასავით ნაზი ჰქონდა,ზედმეტად მოწიწებული იყო. „მეგობრის“ სადარბაზოში სანამ არ შევიდა და იმავე დროს მისი ასვლიდან მალევე ჩაბნელებულ კორპუსში ერთი ბინა არ განათდა იქამდე არ დაუტოვებია მისი უბანი. ჩიბეებში ხელებჩაწყობილი დააწვა დაღმართს და მეგობრებთან დაბრუნდა,მაგრამ ნაზ ხმას და ჩუმ სლუკუნს თავისი გონებიდან ადგილი ვერ დაათმობინა,ვერ გააგდო. იქ იყო, და იქვე დარჩა. ** სახლში ასულმა მთელ სახლი შუქებით რომ გაანათა, კარები,ფანჯრები, ყველაფერი საგულდაგულოდ გადაკეტა, მხოლოდ მაშინ იგრძნო თავი შედარებით უსაფრთხოდ,მაგრამ საწოლში მარტო ჩაწოლაც კი ვერ მოახერხა,იქვე სავარძელთან დაჯდა,ზურგით მიეყუდა და ტელევიზორის ყურებაში,ცრემლებთან ერთად ჩაეძინა. ზოგჯერ უბრალოდ ამ სამყაროდან გაქცევა სურდა.თუმცა ახლა გაქცევა აღარ იყო მისი სურვილების სიაში,ახლა უბრალოდ გაქრობა სურდა. ** წარმოუდგენლად რთული ყოფილა მეორე დღეს ისე მოქცევა თითქოს არაფერი მომხდარა,ქუჩაში მუდმივად უკან ყურება,რათა შეამოწმო უკან არავინ მოგყვება და ყოველი მეორე მამაკაცის მასთან მიმსგავსება,მასთან მიმსგავსებისას კი შენი გადამრჩენელის კვლავ გამოჩენის სურვილის ქონა. სამ მთელ ხმაზე მოცინარ გოგონას შორის მჯდარ ნაცრისფერ ყვავილს ისე შეამჩნევდა სამყარო როგორც ცეცხლის ნაპერწკალს გამოქვაბულში და მისი აალებისთვის ყველაფერს გააკეთებდა,მაგრამ მხოლოდ მონდომება იყო საჭირო,ადამიანებს კი უბრალოდ არ სურდათ სხვაში სინაცისფრის გაქრობა და გაფერადება,მცდელობის არარსებობაზე უარესი კი ფიქრის არარსებობა იყო,სურვილის უარყოფა,არ შემჩნევა.არადა ადამიანებს ხომ მხოლოდ ადამიანები ვაფერადებთ,სხვა არცერთ არსებას შეუძლია იგივეს გაკეთება ისე როგორც ადამიანს სძალუძს ეს, რადგან ადამიანური ენა მხოლოდ ადამიანებს გვესმის და მისი გააზრება და შესისხოლრცება,მისი საწამლავად და სამკურნალოდ გამოყენება მხოლოდ ადამიანებს შეგვიძლია. ვერც კი მიხვდა როგორ დარჩა მართასთან მარტო. მისი ხელი რომ მოეხვია მხრებზე და თავში გემრიელად ჩაუკაკუნა მერეღა მიხვდა, რომ იმ სკამზე,რომელსაც აქამდე ოთხნი ინაწილებდა ახლა მხოლოდ ორის ადგილს იტევდა. -აბა,თვითონ მეტყვი თუ უნდა დაგაძალო?- მართა ღიმილის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი იყო,ისევე როგორც პატარ-პატარა უცნაური აქსესუარების,დიდი ჯაჭვიანი საყურეებისა და მოკლე,ნაირ-ნაირი ქვედაბოლოების გარეშე. -მე..-რომ მიხვდა წინადადების სათქმელად უბრალოდ ძალა არ ჰყოფნიდა და სლუკუნის შესაკავებლადაც პირზე ხელის აფარება დასჭირდა წინ გადაიხარა და თავიც დახარა და მასვე მიჰყვა მართა. დახრილი თავი მისას მიადო და სევდიანი,გატეხილი მაგრამ მაინც იმედიანი ღიმილით თავით თავზე მიუკაკუნა-მე აქ ვარ.- რამხელა ძალა აქვს ადამიანის თითოეულ მოქმედებას,მაგრამ მაინც რამხელა ძალა აქვს ადამიანის თითოეულ სიტყვას. დანგრეულს,განადგურებულს საკუთარი საფარის ქვეშ შეძრომის უფლება მისცა.მართა იქ იყო,მასთან. მეგობარი ჰყავდა და აღარც სულის სინახევრე აწუხებდა თითქოს,ნელ-ნელა ევსებოდა მეორე ნაწილიც. _______ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.