შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ მე'ფერები (2)


23-11-2022, 17:58
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 1 687

…………………….
ცვლილება გარდაუვალი იყო და დამალვა შეუძლებელი.
დუდასთან ჰქონდა კავშირი,რომელიც არაფერს ჰგავდა , ნამდვილი თავისუფლება . ნებისმიერი აზრის გამოხატვა შეეძლო მხოლოდ საკუთარ თავთან უნდა ეღიარებინა და გონებას ხმამაღლა გაჟღერების უფლებას თუ მისცემდა ჩადუნელი აუცილებლად იქნებოდა მსმენელი. საკუთარი ნებით ამ თემაზე საუბარს არ აპირებდა, მაგრამ არც უყოყმანია ისე უპასუხა მეგობრის კითხვას
_რა სახე გაქ შე ჩემა მაშინებ უკვე , დაფრქვი ახლა რა მოხდა. ვინ ვცემოთ , მხოლოდ ნიკუშას ვუთხრა თუ ირაკლისაც
_უბრალოდ ვიტყვი წინადადებას და შენ მომისმენ
_საიდუმლოს სუნი მცემს ...
_ელენას ტყუპისცალი არ ვარ ... გახსოვს ადრე გითხარი ბავშვობაში ნინას სასაფლაოზე ვყავდით_თქო , ალბათ მათი შვილი იყო იქ დაკრძალული , ამიტომ დაილექა ჩემს გონებაში ეს კადრები . ნინა დაკარგულ შვილს დასტიროდა
_ ვერ გავიგე ... რას იძახი. სიზმარს მიყვები რამეს?
_სამშობიაროში დამტოვა ქალმა ,რომელმაც გამაჩინა. რაღაც დამემართა და ბავშვთა სახლში გადაყვანა დააგვიანდათ , შემდეგ ნინა ვიპოვე ... მე ელენას ძმა არ ვარ. ერთი წვეთი სისხლიც არ გვაქვს საერთო
_რა ხდება ახლა შენს თავში , რას აპრიებ-ერთხანს ჩუმად იჯდა , როგორც ანდრომ სთხოვა არაფერი უთქვამს თავადაც იაზრებდა მოსმენილ ამბავს
-არც კი ვიცი რაზე უნდა ვიფიქრო . იმ ქალთან ურთიერთობა რომ არ მინდა ფაქტია. არ მინდა ვიცოდე როგორია , არაფერი მინდა ვიცოდე მასზე. ვგრძნობ, რომ ნინა სიყვარული გამიასკეცდა... ადრე ხომ ასე უბრალოდ მიყვარდა და ახლა ზუსტად ვიცი როგორი საოცარია . წარმოგიდგენია რა გადაიტანა 18 წლის გოგომ? უცებ გაიზარდა , ბედნიერების ნაცვლად უბედურება მიიღო
_და შენ გიპოვა... ყველამ ვიცით ნინას და ერეკლეს ცხოვრებაში რამხელა ადგილი გაქვს
_ასე ნუ მაკვირდები , წამით არ გამინელდება სიყვარული არც ეჭვები გამიჩნდება ... მხოლოდ მეცოდინება , რომ ელენა ჩემი და არ არის
_არ ვიცი მე რას გავაკეთებდი შენს ადგილას ...
_სულ მინდა ნინას ჩავეხუტო და უკვე მიტყდება... ისედაც ამხელა კაცი ბავშვივით ვიქცევი
_ნინაა ეგეთი ტო, დედაჩემზე მეტჯერ ნინას ჩავხუტებივარ. გახსოვს რამეს რო ვიტკენდით ნინა ტირილით მორბოდა და თამარა დინჯად მოაბიჯებდა მაცდიდა სანამ ავდგებოდი . თუ გახეთქილი არ მქონდა თავი არც იმჩნევდა ისე მივლიდა ... ნინას კოცნები და მოფერებები მეც მიყვარს ასე რო დაიკიდე ... მიეცი თავს უფლება გიყვარდეს
_შენებს არასდროს უთქვამთ ჩემზე?
_რა უნდა ეთქვათ ... ნინასი და ერეკლესი ხარ და მორჩა !
_ზურას და ერეკლეს ძმაკაცობა შენი და ელენას დაბადების დღიდან დაიწყო
_ეე ახლა გამოდის რო მე ყველაზე დიდი აღარ ვარ?
_რა იდიოტი ხარ
_შენ ძმაო ერთი თვით დიდი ყოფილხარ... თებერვლის სუსხივით ხასიათი კი გაქვს
_მხოლოდ იმაზე მეფიქრება რა მოხდებოდა ერეკლეს და ნინას რომ არ წამოვეყვანე
_რაღაც უბედურებებს ნუ მოიგონებ
_ რა იქნებოდა ელენას ძმა რომ არ მერქვას ...
..................
ანდროს ნამდვილ დაბადების დღეზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა,მიუხედავად ნინას მოლოდინისა ბიჭისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა თარიღს. მუდამ ელენა იყო წვეულებების დედოფალი, ერთი თვით ადრე იწყებდა დაბადების დღის სამზადისს . წვეულებას სულ სხვადასხვა ადგილას გეგმავდა, ამინდის პროგნოზსაც კი ითვალისწინება მარტის ცვალებადი ამინდების გამო. იმ წელს მზიანი დღე იყო ამიტომაც გადაწყვიტა , რომ ქალაქგარეთ წავიდოდნენ. სკოლაში წასვლა უყვარდა იმიტომ , რომ სიურპრიზს ელოდა და ასეც ხდებოდა. მუდამ ბუშტებით ხვდებიდნენ ამჯერად ყვავილები აჩუქეს ბიჭებმა , რაც ყველაზე მეტად მოეწონა. ბედნიერებისგან ანათებდა მანამ სანამ ანდრო არ დაინახა კლასელ გოგოსთან ერთად. ხვდებოდა მის მიმართ ბევრი იჩენდა ინტერესს, ისიც იცოდა ყურადღების ცენტრში მყოფს შეყვარებული , რომ ეყოლებოდა, მაგრამ არ ელოდა . გამორჩა ინფორმაცია, რომელმაც ყველაფერი შეცვალა თინეიჯერის ცხოვრებაში. გაუგებრობის გუნდა ზვავად გადააქცია
_დღეს ვთქვათ, რომ შეყვარებულები ვართ? ისედაც მიხვდებიან ერთად , რომ ვიქნებით _ ჯერ მოსმენილიც არ ჰქონდა გააზრებული გოგო კიდევ უფრო მეტად რომ მიეტმასნა ბიჭს და ვინ იცის მერამდენედ აკოცა. პირველად ხედავდა ასეთ კადრს, არა შეყვარებული წყვილი როგორ არ ჰყავდა ნანახი, კოცნაც არ უკვირდა, მაგრამ ანდრო არ უნახავს არასდროს მსგავს სიტუაციაში ახლა კი ისე ეფერებოდა გოგოს თინეიჯერის თვალით ნამდვილად შეყვარებულ კაცს ჰგავდა. გოგოს კოცნა მანამ არ შეუწყვიტავს სანამ შემთხვევით არ მოჰკრა თვალი შეღებულ კარს და იქვე მდგომ ელენას. უყურებდა მის ამღვრეულ თვალებს და კვლავ არ აშორებდა ხელს სხეულზე მიკრულ შეყვარებულს . გოგო ეფერებოდა, ლოყაზე და შემდეგ ყელზე კოცნიდა ის კი ელენას თვალებს ვერ სწყდებოდა. ვეღარ გაუძლო, ემოციურად დანგრეულმა ხმაურით მოხურა კარი და სირბილით გაუყვა დერეფანს. ხალხის დასანახად ვერ იტირებდა, არც ვინმეს მოახვევდა თავს საკუთარ გრძნობებს ეზიზღებოდა როცა ვინმე სიბრალულს გამოხატავდა , არც დახმარების მიღება უყვარდა და მარტოს ერჩივნა საკუთარ გრძნობებთან დარჩენა, გრძნობებთან რომელთაც ვერ აკონტროლებდა, რომელთა დაიგნორებაც აღარ შეეძლო და მაინც ებრძოდა. ეგონა გაჰყვებოდა, ერთხანს უკანმოუხედავად მიაბიჯებდა, ეზოში გასვლისას შეჩერდა იმ იმედით, რომ მალე დაინახავდა უკან ადევნებულს, მაგრამ სულ ტყუილად, ანდრო არსად ჩანდა, იქ დარჩა , შეყვარებულთან მოალერსე.

წვეულების დედოფლობა ვერ დათმო, განწყობა გულში დაიმარხა და მოირგო ნიღაბი . ბრწყინავდა, მაგრამ შიგნიდან ღრღნიდა ნანახი კადრები. ანდროს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, ბოლო დროს ისედაც არ ეკონტაქტებოდა დიდად და იმ დღესაც შორს იყო, იმდენად შორს, რომ მასთან მისასვლელი გზა არ ჰქონდა. დალევა მაშინ გადაწყვიტა , როცა მოცეკვავე წყვილი დაინახა და პარალელურად კომენტარებიც მოისმინა
_უსაყვარლესები არიან ...
_მშურს , ასეთი პირველი სიყვარული მეც მინდა ... იდეალურები არიან ერთად
_ნახე როგორ უყურებს, გული ცუდად მაქვს , ვფიცავ _ კისკისებდნენ და ჩურჩულს აგრძელებდნენ
_რატომ არ გვითხარი შენი ძმის გული თუ დაკავებული იყო ?
_ნუ ხართ ზღაპრებში ჩარჩენილები , ეს უბრალოდ გატაცებაა . ყველა მის ძმაკაცს ჰყავს გოგო და დუდამაც აირჩია ერთი
_მულის პოზიცია მიიღო , გოგომ რძალი დაბლოკა _ სიცილის ტალღა მოჰყვა მის სიტყვებს ის კი უკვე გრძნობდა როგორ ყირავდებოდა მთელი მისი შინაგანი სამყარო." ძმა " "მული" " რძალი" _ყველა სიტყვა ექოდ ჩაესმოდა . ისე გაავსო ჭიქა სასმელით, რომ არც დაფიქრებულა
_მოდი დავლიოთ , რაღაც განსხვავებული მჭირდება ...ახალ ასაკთან შესაგებებლად _ გოგონების ნაწილიც აჰყვა, ზოგს გამოცდილებაც ჰქონდა, ზოგი კი კვლავ თავს იკავებდა. მხიარული ჩანდა , შორიდან ლაღი და ბედნიერი მოგეჩვენებოდათ . დათანხმდა პირველივე თხოვნას ცეკვაზე, გაჰყვა ბიჭს , რომელსაც მოსწონდა და ვისთან დაახლოებასაც აზრადაც არ გაივლებდა. ცეკვავდა , მისი ხელები ეხებოდა ზურგზე და უსიამოვნო შეგრძნება უჩნდებოდა . საუბრობდნენ, იცინოდა , ხშირად ტრიალებდა, რომ მანძილი გაეზარდა ბიჭი კი ახლოს ყოფნას ცდილობდა. ერთმა ნაბიჯმა გაათამამა , მალე შეუერთდდა გოგონების გუნდს თავისი ჭიქით , ხელიც მოჰხვია უკვე შემთვრალ ელენას და ლოყაზეც აკოცა. მოშორებას აპირებდა, სწერვული გამომეტყველება უკვე მზად ჰქონდა , მაგრამ არ დასცალდა მოჩვენებასავით გამოჩნდა ანდრო . ბიჭს მაჯაზე წაავლო თითები და აშკარად იმდენად ძლიერად მოუჭირა, რომ ამ უკანასკნელის გაბრაზება გამოიწვია
_რა იყო შე ჩემა
_გოგონებს მარტო ყოფნა ადროვე ! _ერთს ამბობდა და მზერით მეორეს ანიშნებდა
_მოიცა რა ... თქვენთან ერთად ისედაც სულ ვარ . ყელში ხართ უკვე _ხელი აუქნია და ისევ ელენას მხარს დაუბრუნდა
_გამოდი _მეთქი , დროზე
_რას მიყვირი შენ შ.გ ხო არ გაქ ბიჭო _ეგ იყო და ეგ . მერე იყო ძიუდოისტების ჩხუბი , რომელსაც წვეულების განადგურება მოჰყვა, რომელიც ვერაფერმა გაანელა მშობლების ჩარევამდე და მერეც . ჩადუნელებმა გაიყვანეს ბიჭი , სტუმრებიც წავიდნენ და დარჩა არეულ ეზოში , კივილისგან ჩახლეჩილი ხმით , მთვრალი , ემოციურად განადგურებული . იდგა და უყურებდა როგორ მიჰყავდა სახლისაკენ დედას ანდრო , მამაც მას ესაუბრებოდა . არცერთი ჩხუბობდნენ, არავინ ამბობდა რა გააკეთეო
_ყინულს დაგადებ დე... ექიმთან ხო არ წავიდეთ , ძალიან წითელია თვალი
_ არაფერი მინდა . ის სადაა _უცებ მიმოიხედა და ელენას გაუსწორა მზერა _ აღარ დავინახო მეტჯერ დალიო და ვიღაც ს.რს ხელის დაკარების უფლება მისცე , გესმის? _ეზოში გავიდა , არავინ უსმენდათ ისე ჩუმად ელაპარაკებოდა, მაგრამ გოგომ დაიწყო კივილი
_შენ მე ვერაფერს ამიკრძალავ ...
_რას ქვია ... მოიცა შენ რაც მოხდა და ის რასაც აკეთებდა გსიამოვნებდა გოგო?
_დაბადების დღე ჩამაშხამე ხვდები? შეხედე აქაურობას რა გააკეთე . ველურო , პრიმატო . რას აკეთებდა ისეთს , მოვწონვარ დიდი ამბავი. არ შეიძლება ვინმეს მოვწონდე?ყველას ცემას აპირებ ?
_მოწონებაა გოგო ეეგ? თავს ნუ ისულელებ... წვეულებას არ გავკარი ? დიდი ამბავი თუ ერთი საათით ადრე დამთავრდა . იაზროვნე ცოტა და ნუ იქცევი დიდი ქალივით , 15 წლის დღეს გახდი . მეტჯერ არ დავინახო ვინმეს ამდენის უფლება მისცე
_რასაც მინდა იმას გავაკეთებ და შენ ვერ ამიკრძალავ
_ელენა , მთვრალი ხარ და ვერ იაზრებ, რომ სწორს გეუბნება. ჯერ ამ დალევასთან დაკავშირებით აუცილებლად ვისაუბრებთ , დოზებზე და ნორმაზე , მაგრამ მანამდე უნდა გამოფხიზლდე და დაფიქრდი დღევანდელ შენს ქცევაზე . ანდრო მოდი , დე ნაკაწრებს დაგიმუშავებ . ეს ვისი სისხლია, მოგიკვდი მე შენ , ჩემო სიცოცხლე როგორ შეიძლება ასე მოქცევა . რამდენჯერ უნდა ვისაუბროთ ამ შენი ბრაზის კონტროლზე , დე ?
_სერიოზულად? ბიჭმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, იჩხუბა , ადამიანი დაასისხლიანა და შენ როგორ ტკბილად ელაპარაკები. როგორც ყოველთვის ანდრომ სამყარო რომ დაამხოს შენ მაინც მის მხარეს იქნები მე კი სამი ჭიქის დალევას არ მაპატიებ და დაუსრულებელი ლექციების კასკადს დაიწყებ
_სჯობს შენს ოთახში ახვიდე და მოწესრიგდე _ მამის ხმა რომ გაიგო სულ აირია , ბოლო წვეთებს იღებდა მისი მოთმინების ფიალა _ შენგან არ ველოდი ამ ქცევას
_ჩემგან არ ელოდი? მე ვარ დამნაშავე? ბიჭს რომ მოვწონვარ და უბრალოდ ხელი მომხვია ამის გამო იჩხუბა , ომი გამართა , ყველაფერი დალეწა და მე გაგიცრუეთ იმედები?
_გეყოფა უკვე . მთვრალი ხარ
_რატომ აქვს მას უფლება მიბრძანოს, მითითებები მომცეს, ყველაფერი გაანადგუროს, გააფუჭოს, იჩხუბოს, დაამტვრიოს, გადაუაროს , თავი მოგჭრათ და მე არაფერი რატომ არ მეპატიება. თქვენ როგორი მშობლები ხართ საერთოდ ... ხომ არ გავიწყდებათ მე რომ ვარ თქვენი შვილი-სულ რამდენიმე თვის წინ გაგებული ამბავი პირველად გააჟღერა და თავადაც ეტკინა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, ბრაზი მართავდა
_ ელენა ახლავე შენს ოთახში ადი ! _ ისე დაუყვირა ქალმა ადგილზე შეხტა. ვერ აზროვნებდა თორემ დაინახავდა ანდროს წაშლილ სახეს და არეულ მზერას . შეხედავდა როგორ დაპატარავდა წამში და როგორ ეტკინა
_რა იყო ტყუილს ვამბობ? მე ვარ თქვენი შვილი და არა ის. თქვენ კი ისე იქცევით თითქოს ვიღაც ბ.ზის მიგდებული ბავშვი მე ვიყო და მე მზრდიდეთ სამადლოდ , მკვდარი შვილის ჩასანაცვლებლად . სასაცილოები ხართ, თავს რომ ევლებით ამ პრიმატს და მე სუნთქვის საშუალებას არ მაძლევთ.
_თავხედო გოგოო ახლავე გაჩუმდი... ახლავე შეწყვიტე და ოთახში ადი თორემ სკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ _ ქალი შეიშალა, ბიჭის წინ იდგა და ისე იცავდა თითქოს ასე დაუხშობდა სმენას -ბებიაშენის წინადადებებით მელაპარაკები? მასთან დიდხანს ატარებ დროს და ესაა შედეგი
-რას იზამ მცემ? ეგ გაკლიათ მხოლოდ, ხელით შემეხო ამ არსების გამო ... ბებია სწორს ამბობს და ყველამ იცით ეს უბრალოდ დაბრმავებული ხარ , ამოიჩემე ტკივილის გადაფარვისთვის ამოეფარე ამის სიყვარულს... გესმის რას ვამბობ? არ გაბედო და ჩემს ცხოვრებაში არ ჩაერიო... შენ ჩემი ძმა არ ხარ ! შენ ჩემთვის არავინ ხარ, შენთან არაფერი მაკავშირებს , შენი ერთი წვეთი სისხლიც არ მაქვს და ჩემ ცხოვრებაში ჩარევის უფლებას არ გაძლევ... არც ახლა და არც არასდროს -სწრაფად გაიქცა , საძინებელში შეიკეტა და ვერც გაიაზრა საკუთარ თავს რომ გაურბოდა, იმ ტკივილს თავად რომ მიაყენა თავს. იმ მომენტიდან დაიწყო ახალმა გოგომ მასში ფორმირება. გოგომ, რომელსაც არასდროს ჰქონდა ანდროს მსგავსი აზრი, რომელიც ყველაფერს გმობდა რაც მას მოსწონდა და მუდამ მის საწინააღმდეგო მხარეს მიდიოდა. ტკიოდა და მაინც ტკენდა ... ბოლოს კი რეალობის აღქმა დაკარგა, საკუთარ თამაშში ჩაიკარგა, რომელიც სულ პატარამ თავდაცვისთვის მოიგონა. ტყუილების მთა დაუგროვდა , რომელთა დაჯერებაც დაიწყო და ისე შეეჩვია ახალ ტყავს, რომ მისი მოშორება აღარ შეეძლო
....................
_არ უსმინო დე . დალია და თავში ოფოფები გაუჩნდა . შენ უნდა ჩაერიო მის ცხოვრება , სხვა ვინ იქნება მის გვერდით თუ არა შენ. ხომ იცნობ, იცი როგორი ხასიათი აქვს _ ბიჭს ჩაეხუტა, ზურგზე უსვამდა ხელს და ჩუმად ელაპარაკებოდა. გულისცემა ისე ჰქონდა აჩქარებული, ღელვას ვერ მალავდა . ბიჭმა არაფერი თქვა, წყენა და ტკივილი გულში დაიტოვა. ქალს თავადაც მოხვია ხელები და თავი მხარზე დაადო _ძალიან მიყვარხარ დე, ჩემი ბედნიერება ხარ შენ . არაფერზე ინერვიულო , მხოლოდ ბრაზის კონტროლი უნდა ისწავლო ასე თავს იზიანებ და საშიშია დე
_ყველა არ უნდა სცემო ... მერე მართლა საცემი ვინც იქნება იმისთვის ენერგია აღარ შეგრჩება და საერთოდ სპორცმენი თუ გინდა იყო უნდა დაივიწყო მსგავსი აფეთქებები. შენს დას კი მე დაველაპარაკები ,რომ გამოფხიზლდება . ახლა გაღიზიანებულია, გაბრაზებული და მაინც ვერ გაიგებს რას ვეტყვი -ერეკლე ნინასგან განსხვავებით მშვიდად საუბარს ახერხებდა
_ჩემ გამო არ უსაყვედუროთ ... მხოლოდ ის უთხარი, რომ წესიერი ბიჭები იპოვნოს თუ მაინცადამაინც ეპაზორება უშეყვარებულობა
_რა დროს შეყვარებულია...გამოფხიზლდეს კარგად მაგას ჩავუტარებ მე კარგ ლექციებს . თქვენს ასაკში ისევ ვთამაშობდი, რა შეყვარებული
_ხო სანამ მე არ დამინახა 17 წლის ასაკში და არ მიხვდა , რომ ქალია მანამ ბიჭებს რომ მოსწონდათ ვერ იაზრებდა . ტიპები შეთხლეშილები იყვნენ და ეს ეძმაკაცებოდა
_ძალიან კარგად ვიცოდი ვის მოვწონდი და ვის არა, მაგრამ არავინ მანაღვლებდა შენს გარდა.
-შევუყვარდი, ამირია ტვინი და 18 წლის ბიჭს დამიკარგა თავისუფლება... არ მომბაძო მამა რაც შეიძლება დიდხანს გაიყვანე დრო ქორწილამდე - ეზოს ალაგებდა სანამ ქალი გავიდოდა მანამ დაასრულა თითქმის ყველაფერი და ბოლოს ცოლ_შვილს მიუჯდა გვერდით . ორივეს მოხვია ხელი , ბიჭს თავზე აკოცა _ შენ არ ინერვიულო , მოვიფიქრებ რამეს შენმა დამ ჩაშლილი წვეულება , რომ დაივიწყოს_ყველამ იცოდა პრობლემა სულ სხვა რამ იყო, მაგრამ ზედმეტს არაფერს ამბობდნენ
_უნდა წავიდე რა... ბიჭებთან გავალ და მოვალ_სული ეხუთებოდა თუ არ წავიდოდა ვერ დამშვიდდებოდა.
გონებას აიძულა დავიწყება, ცხოვრების ისე გაგრძელება თითქოს ეს ამბავი არ არსებობდა,მაგრამ ყოველ წამს ელოდა მსგავს ფრაზას . ელოდა და მზად იყო ყველა შემთხვევაში ჰქონდა ფარი ,მხოლოდ ელენას წინააღმდეგ არ,მისი სიტყვები პირდაპირ გულს ხვდებოდა არასდროს სცილდებოდა მიზანს.
.............
-დავლიოთ?
-შენ არ სვამ და მე დავთვრე ? არ მინდა
-მე რა ვიცი შენ თუ ნამდვილად გინდა პროფესიონალი სპორტსმენი გახდე ასე ყველას არ უნდა ეჩხუბო ... მომბაძე , შე ჩემა ჩემი ძმა არ ხარ?ზურამ დაგანათლა, თამარას უნდა მოენათლე რა
-ვის ვგავარ არ ვიცი ... ალბათ მამას
-ერეკლეს ჩხუბი მე არ მინახავს , სხვა წინაპარი უნდა იპოვნო ფიცხი და ფეთქებადი
-ისე ნუ იქცევი თითქოს არ იცოდე
-რა - დუდამ ისე შეხედა აშკარა იყო მათი საუბრის შემდეგ ეს ამბავი გონებიდან ამოიგდო და წამით ვერც გაიაზრა რას გულისხმობდა მეგობარი -კაი რა, ძმურად
-ვიღაც უცნობების სისხლი მაქვს, გონებაში ნინას და ერეკლეს ჩანერგილი ხასიათი ... ალბათ ამიტომ ვერ ვიტან საკუთარ თავს
-საკუთარ თავს თუ ვერ იტან აბა ვინ გიყვარს ... მხოლოდ ნინა ? ბაზარი არაა, ნინაზე მეც ვგიჟდები ,მაგრამ ჯერ შენი თავი უნდა გიყვარდეს და მერე დანარჩენები. უნდა იმუშაო ძმაო, კონტროლი თუ არ დაიჭირე
-შენ ხომ მიცნობ დუდა, არ იცი ახლა ჩემ თავში რა ხდება?
-და ეგ კითხვები შენი სისხლის მატარებელ ხალხს ეხება? შენ მშობლებთან რამე კითხვები გაქვს? ხომ იცი ნინა და ერეკლე სულ გვერდით დაგიდგებიან , არ უნდა შეიკავო თავი თუ იმ ქალის გაცნობა გინდა
-არ მინდა... არც კი ვფიქრობ მასზე, მხოლოდ ნინაზე და ერეკლეზე ვღელავ. მაწუხებს საკუთარი თავი, მახრჩობს ასე უზნეოდ რომ ვიქცევი
-აჭარბებ ახლა , გაგაბრაზა და იჩხუბე...ამის გამო არ გაბრაზდებიან
-არასდროს ბრაზდებიან , ვიცი ყველაფერს მაპატიებენ, ერთი ნაბიჯის გარდა, მაგრამ არ შემიძლია ასე
-იდეალური ხარ , შე ჩემა . ყველაფერს სწავლობ, აკეთებ და რა გინდა სხვა
-წასვლა მინდა...
-წასვლა ვის არ უნდა, შაბათ- კვირას გავიდეთ სადმე ჩვენ პონტში
-დუდა
-აი ეგ ნამდვილად ატკენს ნინას . მონატრებას ვერ გაუძლებთ თქვენ ,ვერცერთი
-უნდა გავუძლო , თუ ვერ მოვერიე თავს სხვა გზა არ მექნება
-მოერევი , ყველას ერევი და საკუთარ თავსაც მოუხერხებ რამეს - ძმაკაცს ხელი მოხვია და მიმართულება შეუცვალა- დაუბრუნდი ახლა სახლს , იქ გელოდება შენი სიმშვიდე

დუდას დაუჯერა, მაგრამ სიმშვიდის პოვნის ნაცვლად საკუთარ თავს მორიგი დარტყმა მიაყენა , წერილი აიღო და ფიქრის გარეშე გაშალა
"ანდრო , ასე დაგარქვით მე და ერეკლემ.
მთელი ღამე მკერდზე მყავდი მიკრული. გაკვირდებოდი და ვფიქრობდი შენთან განშორება შემეძლო თუ არა.
არ შემიძლია .
არასდროს ვინანებ შენს დედობას და გპირდები ყველაფერს გავაკეთებ შენი ცხოვრების სრულყოფილებისთვის.
შენ ამიერიდან ანდრო გოთუა ხარ. შენი დაბადების მოწმობაში ჩემი და ერეკლეს სახელები წერია , მაგრამ ჩვენი არ ხარ, სხვისი ხარ. სულ სხვა ცხოვრება გელოდა ჩვენ კი მომავალს გიცვლით. გიყურებ და მეშინია , რომ ისე წავალ იმქვეყნად ვერ გაგიმხელ ამ სიმართლეს .
ამ წერილით მინდა სიმართლე გიამბო , დე
მადლობა , დე
მადლობა, რომ მაცოცხლებ
მადლობა , რომ ძალას მაძლევ
მადლობა, რომ იტირე და შენამდე მომიყვანე. ხელში აგიყვანე და გაჩუმდი, მომეკარი.
ამ წამს ,წერილის წერის პროცესშიც გულში გიკრავ და შენ მშვიდად გძინავს. ვიცი ვერ ხვდები რას აკეთებ, იქნებ არც გინდა ჩვენი გახდე , მაგრამ ასე ვგრძნობდი,ის კლინიკაში ჩვენი პირველი შეხვედრისას და ასე ვგრძნობ ამ წამს შენთან სიახლოვეს.
ერთის სულ მთლად ლურჯი სახე ვნახე , მეორე ხელშიც ვერ ამყავდა ,შორიდან ვუყურებდი სიცოცხლისთვის მებრძოლს. მათ მე ვჭირდები ერთის სულს სიმშვიდისთვის და მეორეს ამქვეყნიური ცხოვრებისთვის. შენ პირველმა მაგრძნობინე , რომ დედობა ბედნიერებაა. სიბნელეში ჩაკარგულმა პირველად გავიცინე ჭამის დროს უცნაური ხმების გამოცემა ,რომ დაიწყე , გულში სითბო ჩამეღვარა ,დე . შენი პაწაწინა თითებით თითზე მომეჭიდე და სიცოცხლე მომანდომე. მთელი სხეული მტკიოდა , სული მეწვოდა და მეგონა არასდროს განელდებოდა ეს ცეცხლი, სუნთქვას ვეღარ შევძლებდი და ტირილს ვერ შევწყვეტდდი . შენ კი , სხვისი ,ისე მშვიდად იყავი ჩემთან , ჩემს გალეულ მკლავებში მოქცეული და მიმსუბუქებდი ყველა ამოსუნთქვას.
მადლობა რომ იტირე , როცა ექთანს ჩემგან მიჰყავდი . ისე ტიროდი ვერ გაგაჩუმეს და მერე ჩემთან ისევ დამშვიდდი. ხელს გიშვებდი და ტირილს იწყებდი. შენც გეშინოდა დე? პასუხს ვერ მეტყვი, ვიცი შეიძლება სისულელეა, ჩემი წარმოსახვის ნაყოფია ,მაგრამ ასე დავიჯერე გეშინოდა, რომ მეც დაგტოვებდი და ტიროდი.
გეფიცები არასდროს გაგიშვებ ხელს
არასდროს მიგატოვებ, დე
საუკეთესო ცხოვრება გექნება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ მითხრა რატომ გამხადე შენი შვილიო.

ჩემი არ ხარ , დე . მე კი შენი ვიქნები სულ , შენი ნინა დაგიცავს და ზურგს არასდროს გაქცევს, მარტო არასდროს იქნები , მე მუდამ შენს ზურგს უკან ვიდგები .

შენს ცხოვრებას ელენასთან ვაკავშირებ. ჩემი ელენა ჯერ კიდევ იბრძვის სიცოცხლისთვის , მაგრამ ვიცი ჩვენთან დარჩება. ჩემი გოგონა იბრძოლებს , ჩვენ კი მასთან ერთად არ დავნებდებით. შენ ხარ ჩემი სუნთქვა და მე ამ სუნთქვას ელენას ვუნაწილებ.

მაპატიე დედაშენი რომ არ ვიპოვნე და მასთან შენი დაბრუნება ვერ გავბედე. მეშინია მისი ,რომ ისევ დაგტოვებს , გატკენს და ერთმანეთს ვეღარ დავიცავთ.
მისი სახელი მეორე გვერდზე წერია .
მადლობა , მას რომ ჩემ სუნთქვად გაგაჩინა.
იცოდე საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ შენს ნინას "
ნინას ცრემლების კვალს ანდროსიც დაემატა...
წერილის მეორე მხარე არ უნახავს .
ფურცელი ისევ ისე დაახვია , ლენტით შეკრა და კარადის ერთ_ერთ უჯრაში განუსაზღვრელი დროით მიუჩინა ადგილი.
....................
რაღაც დროის განმავლობაში სიმშვიდე იყო , შემდეგ კი ახალი გამოწვევა გაჩნდა ,რომელიც ანდრომ ვერ გადალახა
საძინებლამდე აღწევდა სასტუმრო ოთახში დატრიალებული ქაოსი. ხმას მიჰყვა და კიბეზე მდგომმა დაინახა ელენა . სარკის წინ იდგა და საკუთარ გამოსახულებას აკვირდებოდა
_კარგი ხარ კარგიი ნუ დამტანჯე შვილო
_თვითონ პაემანზე კი არა ისე დადიოდა ყოველ დღე აბა არ შემეფეთოს გზად ერეკლეო , სულ უნდოდა ფორმაში ყოფილიყო
_და მაინცადამაინც მაშინ მოდიოდა ალქაჯს რომ ვგავდი... საზიზღარი მაგიჟებდა
_მამას მსგავსი არავინაა , თუმცა მე ჩემი ბიჭი ძალიან მომწოონს
_აღარ მიდიხარ? ხუთზეო და ექვსია უკვე
_ხო წავალ ... უნდა მეთქვა გამომიარე_თქო
_სახლში მომიყვანე ბარემ _ერეკლე მაინც უკმაყოფილო იყო, დაბადების დღის არეულობის შემდეგ შეუთანხმდა შვილს თუ არ დაგვიმალავ უფლებას მოგცემ პაემნებზე იაროო _იცოდე ჭკვიანად მოიქეცი და ზედმეტი არაფერი გაბედოს თორემ ასეთი ლმობიერი რომ არ ვარ იცი შენ
_რა ხდება ? სად მიდიხარ ასე გამოწყობილი?
_მძინარე მზეთუნახავს გაუღვიძია ... ტანსაცმელი არ გვეპოვება ? ერთი კვირის წინ ნინი რომ იყო სტუმრად და ლამის შიშველი გამოტანტალდი დადის გოგო იმის მერე დაშტერებული. კიდე ეგ უნდოდა იმ საწყალს?
_დაქალზე როგორ საუბრობ
_როგორ ვსაუბრობ... გარდატეხის ასაკი მხოლოდ შენი და შენი ძმაკაცების ჰორმონებზე არ მოქმედებს
_და შენ სად მიდიხარ , რა თქვი? _ მკერდთან ჩახსნილი პერანგის ღილები ბოლომდე შეუკრა. იმდენად ახლოს იყო გოგოს სულ დაავიწყა ყველაფერი _ ასეც გიხდება , თუ უყვარხარ მოეწონები და ძუძუების ფრიალი არ დასჭირდება მოსაზიდად . საერთოდ ვის ხვდები, გამაგებინე
_შენ რამდენიც გაიგე ყველა სცემე და ამჯერად არ გეტყვი. მამამ იცის , შენ მშვიდად იყავი _ პერანგის ღილები თავიდან გახსნა , ერთი ღილით მეტი ვიდრე მანამდე ჰქონდა. გაუღიმა, თვალი ჩაუკრა და დემონსტრაციულად დატოვა სახლი _ ეცადეთ არდამირეკოოთ
_ეცადე არ გაკოცოოს და მე არ მაცემინოს თავიი
_ვერ დაგპირდებიი
_გაიგონეთ რა თქვა? მამაა შენ მიეცი უფლება?
_ხო , უბრალოდ კაფეში წავლენ რა პრობლემაა ... მაინც შეხვდება და ბარემ ვიცოდე . მერე სულ გიჟდება ხომ იცი, შეეშვი ცოტახანს თავად მიხვდება რომ არ სჭირდება ეს სულელი ბავშვები.
_შენ რას შვები დე... არაფერს შეჭამ?ისეთი დაღლილი იყავი რომ მოხვედი . მეშინია ამდენმა ვარჯიშმა არ გავნოს
_დუდასთან გავალ ...არაფერი მინდა _ სწრაფად მოწესრიგდა და გოგოს კვალს გაჰყვა.

არც პირველი იყო და არც უკანასკნელი როდესაც პაემანზე მყოფს მიჰყვებოდა. ყოველთვის , როცა იცოდა რომ ელენა ბიჭს ხვდებოდა პოულობდა დროს იქვე ახლოს მოსახვედრად და მუდამ დარწმუნებული იყო, რომ მისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა . თავს ძლივს იკავებდა ,როდესაც ეხებოდნენ , ხელზე მოფერება და მისი ღიმილის დანახვაც აცოფებდა. ვერ იტანდა ვერავის ვის მიმართაც კეთილგანწყობას იჩენდა . ღამე იყო უკვე კაფე რომ დატოვეს. ფეხით განაგრძეს გზა სკვერამდე. გზად ხელზე ეფერებოდა, შიგადაშიგ წელზე ხვევდა ხელს და ამ ყველაფრის გაძლება ხომ რთული იყო, მაგრამ ბაღის სკამზე მჯდომმა, რომ აკოცა იქ თვალთ დაუბნელდა. აზროვნების უნარი დაკარგა, ყველაზე მეტად აუტანელი ელენას თანხმობა იყო, წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად ბიჭს მკლავები შემოჰხვია და კოცნაში აჰყვა. ხედავდა ბიჭის თითებს ელენას ფეხზე და მანძილს გაუაზრებლად ფარავდა. არაფერი აინტერესებდა ზღვარგადასულს მხოლოდ ბრაზის ჩხუბით გაფანტვა შეეძლო და გონებაში გაცოცხლებულ მონსტრს მანამ კვებავდა სანამ ბიჭი არ გაითიშა. სისხლიანი ჰქონდა სახე, გატეხილი ცხვირიდან წამოსული წვეთები პერანგზე ეცემოდა, ვერაფერს გრძნობდა მხოლოდ გაორმაგებულ გულისცემას და ცეცხლს, რომელიც შიგნიდან წვავდა. ელენა რომ დაინახა , მისი ცრემლიანი თვალები და შიში მის მზერაში იქ დასრულდა კიდევ ერთი ეტაპი , ერთი კარი გაჩნდა, ახალი წინაღობა მათ შორის .

ელენას დუდასთან დარეკვა მოესწრო, ბიჭი მალევე გამოჩნდა . სირბილით მოდიოდა და სიტუაციის დანახვისას რეაქციაც არ ჰქონია. ელენას ჩაეხუტა და შემდეგ ბიჭისკენ დაიხარა
_ტატამზე რა გემართება შე ჩემა ამდენი ძალა თუ გაქვს. 2 წუთში რომ იწყებ ქოშინს
_თვალით აღარ დამენახოს თორემ მოვკლავ _ ძმაკაცის ხუმრობას ყურადღებაც არ მიაქცია ელენას მკლავში წვდა _წამოდი, დროზე
_არ მოვდივარ... ხელი გამიშვი. ცხოველო !
-ელენა წამომყევი მეთქი
_ახლოს არ გამეკარო ... რა უნდა ვქნათ, დუდა _ ძლივს მოსულიერებულ ბიჭთან მივიდა , ის იყო უნდა შეხებოდა ბიჭმაც ხელი გასწია და ბრაზის მეორე ტალღამ შეუტია .
_მივდივართ _ მეთქი , გოგო ახლავე . სიტყვას თუ დაძრავ ენას ამოგგლეჯ იცოდე
_რა ჯანდაბა გეტაკა , შ.გ ხო არ გაქ ბიჭო
-შენ არ ჩაერიო -დუდასაც შეუღრინა გოგო ხელში აიყვანა, მხარზე გაიდო და ისე წაიყვანა
_ხელი გამიშვი... დამსვი არ მოვდივარ. შენთან ერთად წამოსვლა არ მინდა . მასთან უნდა დავრჩე , უნდა გავიგო როგორაა _ ტიროდა და ზურგზე ურტყამდა მუშტებს, მთელი ძალით ცდილობდა , მაგრამ ბიჭს რეაქცია არ ჰქონდა
_ასე რატომ გაღელვებს ... რა იყო ერთხელ გაკოცა და გაგიჟდი? თუ პირველი არ იყო და სადაც მოესურვებოდა იქ გეზ.სავებოდა _ძირს დასვა, მკლავებზე უჭერდა და სიტყვებს კბილებსშორის ცრიდა _ მიპასუხე _იმდენად ახლოს იყო ელენას სახესთან რომ გოგოს სუნთქვასაც გრძნობდა
_შენ ხომ გყავს შეყვარებულები ... მე ვერევი შენს ურთიერთობებში? თუ გგონია რომ არ ვიცი და ვერ ვხედვ
_მერე შენ ვიღაც გოგოებს ედრები ? ვიღაც ხარ ვინც ასე ბაღებში ზ.საობს ? გინდა გამაგიჟო ხომ?
_არაფერს ვაკეთებდი ისეთს სამარცხვინო რომ ყოფილიყო და შენ სულ ტყუილად სცემე ბიჭი, რომელიც მიყვარს _ხმა თითქმის დაკარგული ჰქონდა ბიჭთან შედარებით ერთიცდა ჩანდა ,მაგრამ მისი ნატქვამი "მიყვარს" ყვირილივით ჩაესმა ანდროს
_ გიყვარს?
_შენ მართლა გგონია რომ ისე უბრალოდ ვხვდებოდი და ვკოცნიდი? არანორმალური ხარ ... ხელი გამიშვი
_წადი ... _ნაწილებად დაიშალა . ხელები უღონოდ ჩამოუშვა , გვერდი აუარა და ისე წავიდა უკან აღარ მიუხედავს. არ დაუნდახავს როგორ იხშობდა ხმას პირზე აფარებული ხელით ელენა, როგორ მოიკეცა და ატირდა , არც ის გაუგია ბიჭთან რომ არ დარჩენილა . სახლში გამთენიისას დაბრუნდა და ელენაც რომ ელოდა დედასთან ერთად ვერც ეს გაიგო. ქალს თვალი ვერ გაუსწორა, ერეკლესთვისაც არ შეუხედავს . საძინებელში ავიდა, ფრანგული კოლეჯების სიას კიდევ ერთხელ გადახედა და საბოლოოდ გააკეთა არჩევანი , რომელში მოხვედრაც სურდა
....................
_არაფერს ეტყვით ?
_ხომ გაგაფრთხილე წასვლამდე ... რა გააკეთე ისეთი ბავშვი რომ გამიგიჟეთ
_მე გავაკეთე კიდევ? ბიჭი იცი რა მდგომარეობაშია? და რისთვის დედა, ჩემი მოწონებაა დანაშაული? ავადმყოფია გეუბნებით სანამ ვინმე არ შემოაკვდება არ დაიჯერებთ . ამას ძიუდო და რაგბი კი არა ფსიქიატრი სჭირდება თავი რომ აკონტროლოს როგორმე თქვენ კი ხელს უწყობთ კიდევ უფრო რომ გაძლიერდეს და ვეღარავინ მოერიოს. ალბათ იმას დარდობ რამდენჯერმე რომ მოხვდა დამიჯერე არც უგრძვნია ისე იყო გონებადაბინდული... სხვებსაც ჰყავთ დები , მაგრამ ამდენ სისულელეს არ სჩადიან, ნამდვილი დები სხვათაშორის და არა ასეთი
_ზედმეტი მოგდის უკვე... თავისუფლებას გაძლევ და ვერ ირგებ. ჩარჩოს გიწესებთ და არც ეს მოქმედებს . იქნებ როგორმე აკონტროლო თავი და შენი შეყვარებულებიც ანდროს თავმოყვარეობა რომ არ შეილახოს და შენც გყავდეს ეგ შენი ბიჭები , რომელიმე მაინც
_მუდამ მე ვარ დამნაშავე... ესაა თქვენი გამოსავალი , მე უნდა ვიყო მარტო. არ მომწონდეს , არ მაინტერესებდეს, არავის ვხვდებიდე და საერთოდ პირად გრძნობებზე უარი უნდა ვთქვა ბატონი ანდრო რომ მშვიდად გრძნობდეს თავს
_პირველ რიგში ოჯახია და შემდეგ სხვა გასართობები ... დუდას ხასიათს უნდა შეეგუო ისიც შენი ასაკისაა და ნუ გავიწყდება ეს . დრო გჭირდებათ , რომელიმემ უნდა დათმოთ
_და მე რატომ უნდა დავთმო სიყვარული და მან არა ძალადობა
_იმიტომ რომ ეს სიყვარული არ არის და უბრალოდ მოგწონს ,როდესაც ყურადღების ეპიცენტრში ხარ და არ ღირს ანდროსთვის პრობლემების შექმნა მითუმეტეს ახლა როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი თამაშები აქვს წინ
_ჩემი ცხოვრება თქვენთვის ყოველთვის უმნიშვნელო იქნება , ხომ?
_ხომ იცი როგორ გვიყვარხარ დე , მაგრამ ანდრო
_მაგრამ ანდრო უფრო გიყვართ
_ძალიან გთხოვ დე , დედას მერცხალო მეტჯერ არ მითხრა რომ თქვენს შორის რომელიმე მეტად ან ნაკლებად მიყვარს. თქვენ ხართ ჩემი სუნთქვა ,დეე . არ გამებუტო რა ... გაიზრდები და მიხვდები რა რთულია იყო კარგი დედა . არ გამომდის , არადა ვფიქრობდი გამომივიდოდა შენ კი იმ სიტყვებს მეუბნები რაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა გამეგო _ შვილთან ერთად ატირდა . ბავშვურ ხასიათს ვერ ელეოდა და მუდამ ასეთი ნამდვილი იყო . ერეკლე ცდილობდა დედა_შვილის საუბარში ზედმეტად არ ჩარეულიყო , მაგრამ ორივეს ცრემლები ერთად ზედმეტი იყო. ოთახში შევიდა , გაბუტული შვილიც ჩაიკრა გულში და ატირებული ქალიც. წარმოდგენა არ ჰქონდა ანდრო აივნის კართან რომ იდგა და ყველაფერს უსმენდა . სული ეწვოდა საყვარელი ადამიანების ამ მდგომარეობაში ნახვის გამო. მეტს ვერ გაუძლებდა, მათთან ახლოს ყოფნა ანადგურებდა, უნდა განრიდებოდა ყველაფერს და ამისთვის ერთადერთი შანსი ჰქონდა , ქვეყნიდან წასვლა რაც დიდი შრომის ფასად დაუჯდებოდა. ისედაც არ აკლებდა მონდომებას არცერთ საქმეს რასაც ხელს მოჰკიდებდა , მაგრამ ამჯერად ახალი გადაწყვეტილება ყველაფერს შეცვლიდა მის ცხოვრებაში.


მადლობა ემოციებისთვის
მადლობა რომ სუნთქვას მიმსუბუქებთ



№1  offline წევრი მარიამო26

საოცარი ხარ მარიამ!❤️

 


№2  offline წევრი Soraya

ტყუილია ის რომ ანდროს და ელენას არ ანსხვავებენ, ვგულისხმობ იმას რომ დავაკვირდი ყოველთვის ანდროს გამართლებაშია ნინა, როცა გასამართლებელი არ არის, რა მნიშვნელობა აქვს "დის" შეყვარებულია თუ არა ისიც ადამიანია, და როცა ვიღაცას ასე ცემს, ნინას მხრიდან წინადადება "რა გააკეთე ისეთი ბავშვი რომ გამიგიჟე" არ უნდა იყოს, ლექციები ანდროსაც სჭირდება და თავის კონტროლი...
რაც შეეხება ელენას და ანდროს, მგონია რომ მათ და - ძმური ურთიერთობა არ აქვთ, წინასწარ არაფერს ვიტყვი დაველოდეი მოვლენების განვითარებას.
თქვენი ისტორიები საიტზე გამორჩეულად არის შეფასებული,აქვე ვიტყვი რომ გაოგნებული ვარ თქვენი ნამუშევრებით...
წარმატებები!

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

მარიამო26
საოცარი ხარ მარიამ!❤️

♡♡♡
არ მიყვარს მე რომ მაქებენ , თანაც ასე გადაჭარბებულად , მაგრამ როგორც ვხვდები ისტორია მოგეწონათ და მადლობა ემოციის გამოხატვისთვის ♡♡♡♡♡

Soraya
ტყუილია ის რომ ანდროს და ელენას არ ანსხვავებენ, ვგულისხმობ იმას რომ დავაკვირდი ყოველთვის ანდროს გამართლებაშია ნინა, როცა გასამართლებელი არ არის, რა მნიშვნელობა აქვს "დის" შეყვარებულია თუ არა ისიც ადამიანია, და როცა ვიღაცას ასე ცემს, ნინას მხრიდან წინადადება "რა გააკეთე ისეთი ბავშვი რომ გამიგიჟე" არ უნდა იყოს, ლექციები ანდროსაც სჭირდება და თავის კონტროლი...
რაც შეეხება ელენას და ანდროს, მგონია რომ მათ და - ძმური ურთიერთობა არ აქვთ, წინასწარ არაფერს ვიტყვი დაველოდეი მოვლენების განვითარებას.
თქვენი ისტორიები საიტზე გამორჩეულად არის შეფასებული,აქვე ვიტყვი რომ გაოგნებული ვარ თქვენი ნამუშევრებით...
წარმატებები!

მგონია რომ ბევრი ოჯახის და მშობლის რეალობაა ასეთი ნინას არ უნდა , მაგრამ ხო ბევრჯერ მიკერძოებულად ანდროსკენაა და მის მიმართ უფრო ლოიალურია . ამ ისტორიაში ვცდილობ იდეალური არავინ იყოს ასე რომ ცვლილებები იქნება მოსალოდნელი ყველა გმირთან ♡♡♡
ანდროზე და ელენაზე ჯერ მეც არაფერს ვიტყვი ...
უღრმესი მადლობა აზრების გაზიარეისთვის
მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიცოდე როგორ მიდის მკითხველთან ის რისი თქმაც მსურს ამ მცირე დეტალებით ♡♡♡¿¿

 


№4 სტუმარი ელენა.98

ვიტირებ ახლა :(( ჯერ მხოლოდ მეორე თავია და რა მჭირს... მერე ხომ წარმომიდგენიააა. რამდენი ემოცია იყო ამ ერთ თავში:(( ანდროზე რაღაცნაირად გული მწყდება იმედია სიმშვიდე მოვა მასთან.

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

ელენა.98
ვიტირებ ახლა :(( ჯერ მხოლოდ მეორე თავია და რა მჭირს... მერე ხომ წარმომიდგენიააა. რამდენი ემოცია იყო ამ ერთ თავში:(( ანდროზე რაღაცნაირად გული მწყდება იმედია სიმშვიდე მოვა მასთან.

აქ ჯერ კიდევ ბავშვები არიან და კიდევ ბევრჯერ შეიცვლება მათი ხასიათი
იმედია სხვა თავები უფრო მშვიდი და სასიამოვნო წასაკითხი იქნება თქვენთვის ♡♡♡♡♡

 


№6 სტუმარი ელენა98

როგორ მიყვარს უკვე ეს ისტორია :( რატომღაც ერთი და იმავე ნიკით ვერ ვსარგებლობ. error

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

ელენა98
როგორ მიყვარს უკვე ეს ისტორია :( რატომღაც ერთი და იმავე ნიკით ვერ ვსარგებლობ. error

არ ვიცი რა პრობლემა აქვს
არასდროს მიცდია ასე შემოსვლა

მიხარია ასე რომ მოგეწონათ და იმედია შემდეგაც არ შეგეცვლებათ დამოკიდებულება ♡♡♡

 


№8 სტუმარი Ana-maria

ელენეს სიამოვნებით გავჩეჩავდი.ანდროს უსამართლოდ ატკინა გული. ანდროსაც ჭირდება ძალის კონტროლი. ნინას ორივე ძალიან უყვარს,უბრალოდ ანდროს სიყვარულს რაღაც სხვა გრძნობაც ემატება. ვკითხულობდი და ვფიქრობდი (შეიძლება ეს ჩემი ცუდი ფიქრია) მათი და-ძმობა რაღაც ეჭვიანობის მარცვლებიც არის. ვნახოთ,ზუსტად ვიცი შემდეგ თავებში თანდათან ყველაფერი გაირკვევა. წარმატებები

 


№9 სტუმარი თამუნე

ჩემი სულის მზე ხარ შენ !!
საგანძურო
როგორ მიყვარს ბატონი
თავისი სიშტერით
არ თქმული
ვერ თქმული
ვერ დანახული
ან თუნდაც არ დანახული
გრძნობებით
ჩემი ელენა პატარა
უსუურო
გრძნობებით და ასაკზე დიდი ემოციებით
მიყვარს რო ესმის და იმალება
გრძნობს და იხევს ულან
ნუ ბატონი მამა ჩემი სიგიჟეა
კაცი ემოცია
კაცი ლეგენდა
მიყვარხარ ხო?
მაბედნიერებ არსებობით
შეგრძნებით
თუ უბრლაოდ ოცენბით
ჩემი პატარა მარიამკ ხარ
დიდი შესაცლებლობით
დიდი იმედით

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

Ana-maria
ელენეს სიამოვნებით გავჩეჩავდი.ანდროს უსამართლოდ ატკინა გული. ანდროსაც ჭირდება ძალის კონტროლი. ნინას ორივე ძალიან უყვარს,უბრალოდ ანდროს სიყვარულს რაღაც სხვა გრძნობაც ემატება. ვკითხულობდი და ვფიქრობდი (შეიძლება ეს ჩემი ცუდი ფიქრია) მათი და-ძმობა რაღაც ეჭვიანობის მარცვლებიც არის. ვნახოთ,ზუსტად ვიცი შემდეგ თავებში თანდათან ყველაფერი გაირკვევა. წარმატებები

მადლობა ♡♡♡♡
ნინას ნამდვილად განსხვავებულად უყვარს ანდრო და სიყვარული არ აკავშირებს მხოლოდ გადაჭარბებულად გრძნობს
შემდეგ თავებში გაირჯვევა ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისზე ვართ♡♡♡♡

თამუნე
ჩემი სულის მზე ხარ შენ !!
საგანძურო
როგორ მიყვარს ბატონი
თავისი სიშტერით
არ თქმული
ვერ თქმული
ვერ დანახული
ან თუნდაც არ დანახული
გრძნობებით
ჩემი ელენა პატარა
უსუურო
გრძნობებით და ასაკზე დიდი ემოციებით
მიყვარს რო ესმის და იმალება
გრძნობს და იხევს ულან
ნუ ბატონი მამა ჩემი სიგიჟეა
კაცი ემოცია
კაცი ლეგენდა
მიყვარხარ ხო?
მაბედნიერებ არსებობით
შეგრძნებით
თუ უბრლაოდ ოცენბით
ჩემი პატარა მარიამკ ხარ
დიდი შესაცლებლობით
დიდი იმედით

მარიამო დაღლილია და მარიამო როდის დაწერს ახალ რამეს არ ვიციიი
შემილოცე შენ რო იცი ჩაატარე ჯადოქრობები

[quote=sameone crazy girl][quote=Ana-maria]ელენეს სიამოვნებით გავჩეჩავდი.ანდროს უსამართლოდ ატკინა გული. ანდროსაც ჭირდება ძალის კონტროლი. ნინას ორივე ძალიან უყვარს,უბრალოდ ანდროს სიყვარულს რაღაც სხვა გრძნობაც ემატება. ვკითხულობდი და ვფიქრობდი (შეიძლება ეს ჩემი ცუდი ფიქრია) მათი და-ძმობა რაღაც ეჭვიანობის მარცვლებიც არის. ვნახოთ,ზუსტად ვიცი შემდეგ თავებში თანდათან ყველაფერი გაირკვევა. წარმატებები[/quote]
მადლობა ♡♡♡♡
ნინას ნამდვილად განსხვავებულად უყვარს ანდრო და სიყვარული არ აკავშირებს მხოლოდ გადაჭარბებულად გრძნობს
შემდეგ თავებში გაირჯვევა ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისზე ვართ♡♡♡♡

[quote=თამუნე]ჩემი სულის მზე ხარ შენ !!
საგანძურო
როგორ მიყვარს ბატონი
თავისი სიშტერით
არ თქმული
ვერ თქმული
ვერ დანახული
ან თუნდაც არ დანახული
გრძნობებით
ჩემი ელენა პატარა
უსუურო
გრძნობებით და ასაკზე დიდი ემოციებით
მიყვარს რო ესმის და იმალება
გრძნობს და იხევს ულან
ნუ ბატონი მამა ჩემი სიგიჟეა
კაცი ემოცია
კაცი ლეგენდა
მიყვარხარ ხო?
მაბედნიერებ არსებობით
შეგრძნებით
თუ უბრლაოდ ოცენბით
ჩემი პატარა მარიამკ ხარ
დიდი შესაცლებლობით
დიდი იმედით[/quote]
მარიამო დაღლილია და მარიამო როდის დაწერს ახალ რამეს არ ვიციიი
შემილოცე შენ რო იცი ჩაატარე ჯადოქრობები თორე მუზა გაფრინდა თბილ ქვეყნებში მერცხლებთან ერთად

 


№11  offline წევრი რუსკიმარუსია

ყველაფერს ველოდი ასეთი გაგრძელების გარდა confused იმედი მაქვს რომ ელენას და ანდროს თავს რაც ხდება მხოლოდ განვითარებული მოვლენების ბრალია და სხვა არაფერი pensive
მართალია ელენას ზედმეტი მოუვიდა,ანდროსთვის მსგავსი სიტყვები არ უნდა ეთქვა და გული არ უნდა ეტკინა, თუმცა ფაქტი და თან აშკარად შესამჩნევი ფაქტია რომ ნინას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ანდროს მიმართ. მომენტებში მომეჩვენა, რომ ელენეზე მეტადაც კი უყვარს ანდრო. თან მგონი ეს გაცნობიერებულიც კი არ აქვს. ელენამ თუ სიტყვები უნდა აკონტროლოს ანდრომ ძალა უნდა აკონტროლოს, სხვანაირად არ გამოვა.
ნინას წერილმა ამატირა pensive ცხრამეტი წლის გოგოსთვის ზედმეტად დიდი ტკივილი გადაიტანა და ვფიქრობ რომ ამან გამოიწვია ანდროზე მიჯაჭვება. რაც შეეხება ერეკლეს. საუკეთესო ქმარი და მამაა relaxed
წარმოდგენა არ მაქვს რას გვიმზადებ და უმზადებ შენს გმირება მაგრამ გელოდები მარიამო kissing_heart
შემდეგამდე, მარიამო kissing_heart

 


№12 სტუმარი ეთო

მინდა გითხრა რომ ძალიან სერიოზულ და მეტად სათუთ თემას შეეხე მარიამ; ემოციურად დატვირთული თავი იყო და ვიცი რომ უფრო მძაფრი ემოციები გველოდება წინ. წარმატებები ჩემო გოგო ❤❤❤

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
ყველაფერს ველოდი ასეთი გაგრძელების გარდა confused იმედი მაქვს რომ ელენას და ანდროს თავს რაც ხდება მხოლოდ განვითარებული მოვლენების ბრალია და სხვა არაფერი pensive
მართალია ელენას ზედმეტი მოუვიდა,ანდროსთვის მსგავსი სიტყვები არ უნდა ეთქვა და გული არ უნდა ეტკინა, თუმცა ფაქტი და თან აშკარად შესამჩნევი ფაქტია რომ ნინას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ანდროს მიმართ. მომენტებში მომეჩვენა, რომ ელენეზე მეტადაც კი უყვარს ანდრო. თან მგონი ეს გაცნობიერებულიც კი არ აქვს. ელენამ თუ სიტყვები უნდა აკონტროლოს ანდრომ ძალა უნდა აკონტროლოს, სხვანაირად არ გამოვა.
ნინას წერილმა ამატირა pensive ცხრამეტი წლის გოგოსთვის ზედმეტად დიდი ტკივილი გადაიტანა და ვფიქრობ რომ ამან გამოიწვია ანდროზე მიჯაჭვება. რაც შეეხება ერეკლეს. საუკეთესო ქმარი და მამაა relaxed
წარმოდგენა არ მაქვს რას გვიმზადებ და უმზადებ შენს გმირება მაგრამ გელოდები მარიამო kissing_heart
შემდეგამდე, მარიამო kissing_heart

მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ,რომ ისტორიაში შემოვა მსუბუქი თემებიც და ასეთი მძიმე საკითხავი არ იქნება ბოლომდე
ვეცდები არ მოგბეზრდეთ და გამაღიზიანებელი არ იყოს მიუხედავად წამოჭრილი თემების სიმძაფრისა

ეთო
მინდა გითხრა რომ ძალიან სერიოზულ და მეტად სათუთ თემას შეეხე მარიამ; ემოციურად დატვირთული თავი იყო და ვიცი რომ უფრო მძაფრი ემოციები გველოდება წინ. წარმატებები ჩემო გოგო ❤❤❤

ნამდვილად დიდხანს ვფიქრობდი ამ ისტორიაზე და წერის პროცესიც ნელა მიმდინარეობს, ვცდილობ ყველა სიტყვა ავწონ-დავწონო და ისე მოვიტანო თქვენამდე ემოციები

 


№14  offline წევრი დარინა

უკვე რომ სიგიჟემდე მიყვარს ეს ისტორია ფაქტიაა ისეთი ემოციური თავი იყო დავიცალე ემოციებისგან ერთი ორი ცრემლიც გადმოვაგდრე, ბავშვური შეცდომების გამო ორივე ისე იქცევიან და ისე ტკენენ გულს მაგრამ ელენა ჯიბრზე რომ იქცევა და ჯერჯერობით ვერ აცნობიერებს სიტყვებით რამხელა ტკივილს აყენებს ანდროო, ჩემთვის ყველაზე მწარე ენით ნათქვამია რომელიც არასდროს მავიწყდებაა, ანდროსაც აქვს ბევრი სასწაული საკუთარი ბრაზის მოთოკვაა უნდა ისწავლოს, მგონი ამ ეტაპზეე მართლა გამოსავალი ანდროს წასვლაა, რადგან ელენა როცა დამშვიდდება გააცნიბიერებს საკუთარ საქციელს მაგრამ ამ დროს უფრო მეტად მას ეტკინებაა, ამათი ურთიერთობა წლების მერე უფრო მაინტერესებს როგორ განვითარდება. ნინაზე და ერეკლეზე რა ვთქვაა თითქოსდა არ არჩევს ნინა შვილებს მაგრამ ანდრო რადგან მისი შვილი არ არის მაგიტომ უფრო მეტად ერჩევონება მაინც. ყველაზე მეტად ესეთ ენოციების ზღვაში რომ გვახრჩობ ეგ მომწონს.

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
უკვე რომ სიგიჟემდე მიყვარს ეს ისტორია ფაქტიაა ისეთი ემოციური თავი იყო დავიცალე ემოციებისგან ერთი ორი ცრემლიც გადმოვაგდრე, ბავშვური შეცდომების გამო ორივე ისე იქცევიან და ისე ტკენენ გულს მაგრამ ელენა ჯიბრზე რომ იქცევა და ჯერჯერობით ვერ აცნობიერებს სიტყვებით რამხელა ტკივილს აყენებს ანდროო, ჩემთვის ყველაზე მწარე ენით ნათქვამია რომელიც არასდროს მავიწყდებაა, ანდროსაც აქვს ბევრი სასწაული საკუთარი ბრაზის მოთოკვაა უნდა ისწავლოს, მგონი ამ ეტაპზეე მართლა გამოსავალი ანდროს წასვლაა, რადგან ელენა როცა დამშვიდდება გააცნიბიერებს საკუთარ საქციელს მაგრამ ამ დროს უფრო მეტად მას ეტკინებაა, ამათი ურთიერთობა წლების მერე უფრო მაინტერესებს როგორ განვითარდება. ნინაზე და ერეკლეზე რა ვთქვაა თითქოსდა არ არჩევს ნინა შვილებს მაგრამ ანდრო რადგან მისი შვილი არ არის მაგიტომ უფრო მეტად ერჩევონება მაინც. ყველაზე მეტად ესეთ ენოციების ზღვაში რომ გვახრჩობ ეგ მომწონს.

აიი ელენა ბევრჯერ მოგიშლის ნერვებს ვიცი მე ეგ ამბავი
შენ სულ ბიჭებისკენ ხარ და ნინასი გიკვირს? კარგი ხუმრობა იქეთ იყოს და ნინაც გამოსწორდება ბავშვია ეგეც ...

 


№16  offline წევრი Daldoni Daldoni

ხოო ,რთული იქნება ,ამდენი ბარიერის გავლა ,საკმაოდ ემოციური ისტორია იქნება,იმდენად,რომ მოლოდინის რეჟიმში მოგვიწევს ყოფნა, ვნახოთ ანდროს ეს გადაწყვეტილება, რა შედეგს მოიტანს, თუმცა ვფიქრობ ამ ეტაპზე სწორია, ელენა კი ალბათ ძიების პროცესშია ალბათ ..უუუჰჰ ძალიან ძალიან კარგია.

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

Daldoni Daldoni
ხოო ,რთული იქნება ,ამდენი ბარიერის გავლა ,საკმაოდ ემოციური ისტორია იქნება,იმდენად,რომ მოლოდინის რეჟიმში მოგვიწევს ყოფნა, ვნახოთ ანდროს ეს გადაწყვეტილება, რა შედეგს მოიტანს, თუმცა ვფიქრობ ამ ეტაპზე სწორია, ელენა კი ალბათ ძიების პროცესშია ალბათ ..უუუჰჰ ძალიან ძალიან კარგია.

მადლობაა ♡♡♡♡
ანდროს გადაწყვეტილება სხვა ეტაოზე გადაიყვანს მათ ურთიერთობას ნამდვილად ექნება შედეგი ♡♡♡

 


№18  offline წევრი Natiko1996

ვაიმე მარიამ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ❤️ არ ველოდი ესეთ გაგრძელებას ❤️ დუდა უსაყვარლესია სულ რამოდენიმე ფრაზა თქვა მაგრამ იმხელა პოზიტივი და მეგობრობა გამოავლინა რო არ ვიცი ❤️ ჯერ ჯერობით სხვა პერსონაჟებზე არაფერს ვიტყვი დაველოდები განვითარებას ❤️ ნინას წერილი ძალიან ემოციური იყო ❤️ მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას ❤️

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

Natiko1996
ვაიმე მარიამ სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ❤️ არ ველოდი ესეთ გაგრძელებას ❤️ დუდა უსაყვარლესია სულ რამოდენიმე ფრაზა თქვა მაგრამ იმხელა პოზიტივი და მეგობრობა გამოავლინა რო არ ვიცი ❤️ ჯერ ჯერობით სხვა პერსონაჟებზე არაფერს ვიტყვი დაველოდები განვითარებას ❤️ ნინას წერილი ძალიან ემოციური იყო ❤️ მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას ❤️

დუდაზე წარმოდგენა ვფიქრობ არ შეგეცვლებათ
კარგი ბიჭი მყავს დუდა ჩადუნელის სახით
♡♡♡ძალიან მიხარია თავიდანვე რომ შეამჩნიეთ და სწორად მოვიდა თქვენთან მისი პერსონაჟი

 


№20  offline წევრი ლილილი

იმედია მკითხველი ანდროს საქციელს და ხასიათს არ გაარომანტიზებს. ეს არის სიველურე,არანაირი რომანტიკის ან ადამიანობის მარცვალი არ არის. ჩვეულებრივი ძალადობრივი აქტია, რომელზეც გიჟდებიან გოგონები მხოლოდ კითხვისას,მაგრამ რეალურად რომ გადახდეთ თავს იმედია მაშინ იგრძნობენ რამდენად არასწორია. იმედია შენც იმას არ ცდილობ რომ ამას დადებითი მოუძებნო.
ნინა არის "ცუდი" დედა. არჩევს შვილებს და სქესის მიხედვით ანიჭებს ასევე პრივილეგიებს.
ბიჭს შეუძლია ბევრი საშინელება აკეთოს,მაგრამ გოგოსი ჩანს,მისი არა.

იმედია ამ ისტორიით ასეთი ოჯახების არასწორ საქციელს აჩვენებ და იმედკა ნინაც გაიაზრებს,რომ გარდაცვლილი შვილის ანდროში დანახვით და ორმაგად სიყვარულით მის გადარჩენილ პატარას ჩაგრავს.

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

ლილილი
იმედია მკითხველი ანდროს საქციელს და ხასიათს არ გაარომანტიზებს. ეს არის სიველურე,არანაირი რომანტიკის ან ადამიანობის მარცვალი არ არის. ჩვეულებრივი ძალადობრივი აქტია, რომელზეც გიჟდებიან გოგონები მხოლოდ კითხვისას,მაგრამ რეალურად რომ გადახდეთ თავს იმედია მაშინ იგრძნობენ რამდენად არასწორია. იმედია შენც იმას არ ცდილობ რომ ამას დადებითი მოუძებნო.
ნინა არის "ცუდი" დედა. არჩევს შვილებს და სქესის მიხედვით ანიჭებს ასევე პრივილეგიებს.
ბიჭს შეუძლია ბევრი საშინელება აკეთოს,მაგრამ გოგოსი ჩანს,მისი არა.

იმედია ამ ისტორიით ასეთი ოჯახების არასწორ საქციელს აჩვენებ და იმედკა ნინაც გაიაზრებს,რომ გარდაცვლილი შვილის ანდროში დანახვით და ორმაგად სიყვარულით მის გადარჩენილ პატარას ჩაგრავს.

ანდროს ხასიათის ცვლილება გაგრძელებაშია და შესაბამისად ისიც მექნება ამით ხაზგასმული , რომ მისი ეს ქცევა დასაგმობი იყო , შესაცვლელი და საკუთარ თავზე დიდი მუშაობის შედეგად შეცვლის კიდეც .
სამწუხაროდ ბევრი ვერ აკონტროლებს საკუთარ ბრაზს და არც ცდილობს შეიცვალოს ისეთივე ბნელი აზრებით რჩება როგორც თინეიჯერობისას ...
ნინას რაც შეეხება ნაწილობრივ გეთანხმებით და სწორედ ამის გადმოცემა მინდოდა პარალელი იქნება აუცილებლად და ისიც შეიცვლება .
მხოლოდ გარდაცვლილი შვილის ანდროში დანახვა არ ვიცი როგორ იქნება ეგ ამბავი ან როგორ არის ახლა ....
რთული თემაა ძალიან და მე ვცდილობ იდეალური პერსონაჟი არ მყავდეს იმიტომ რომ ძირითადად ადამიანები მსგავს შეცდომებს უშვებენ და ვცდილობ რეალური სახე შევქმნა ...
მადლობა აზრის გაზიარებისთვის
იმედია შემდეგაც გავიგებ თქვენს დამოკიდებულებას

 


№22 სტუმარი pascuu

შენი ყველა ისტორია წავიკითხე რაც საიტზე გიდევს… თითოეული იმდენად საინტერესო და ჩამთრევია რომ მინდება უფრო და უფრო მეტი წავიკითხო შენს მიერ დაწერილი. წარმატებები და ველოდები მომდევნო თავს!❤️

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

pascuu
შენი ყველა ისტორია წავიკითხე რაც საიტზე გიდევს… თითოეული იმდენად საინტერესო და ჩამთრევია რომ მინდება უფრო და უფრო მეტი წავიკითხო შენს მიერ დაწერილი. წარმატებები და ველოდები მომდევნო თავს!❤️

უღრმესი მადლობა
ძალიან მიხარია ასე რომ მოგეწონათ ♡♡♡♡
ხვალ დავდებ შემდეგ თავს

 


№24 სტუმარი სტუმარი თამო

შემეცოდა ანდრო არ იმსახურებდა იმ სიტყვებს ელენესგან.თუმცა ვფიქრობ მანდ სხვა ამბავი იმალება ჯერ ელეს მხრიდან და აი ანდროსაც თითქოს რაღაც არის მოკლედ წინ არ გავუსწრებ მოვლენებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent