შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმია ორისთვის ( თავი 1)


27-11-2022, 12:45
ავტორი თუკა
ნანახია 7 748

ერთხელ ცხოვრება შეგახვედრებს ადამიანს რომელიც არ იქნება სხვების მსგავსი. თქვენს შორის ის ძაფები დაიწყებს გაბმას, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდი. ეს ადამიანი ერთი შეხედვით გაიგებს შენს სულის ფორიაქს. ის დაინახავს რომ შენი ნამდვილი მე, არასოდეს გამოგაქვს წინა პლანზე და ადამიანური სახე რომელსაც ყველას აჩვენებ ეს მხოლოდ ნიღაბია.
ის შენს ნამდვილ „მეს“ დაინახავს, ის , მხოლოდ ის შეძლებს ამას. დაინახავს და მიგიღებს ისეთს როგორიც ხარ - მიგიღებს შენი პლიუსებით და მინუსებით, შენი სუსტი და ძლიერი მხარეებით. ეყვარები დილით ადრე გაღვიძებული, აბურდული თმებით, დასიებული თვალებით და უმაკიაჟო, მოვა საწოლზე ჩამოგიჯდება და გეტყვის, რომ ასეთი უფრო ლამაზი ხარ, ბევრად ლამაზი. დაგინახავს როგორი ხარ ხალხს მიღმა დღის ბოლოს, როცა საკუთარ თავი ძლივს მიგაქვს საწოლამდე- დაგინახავს და მოისურვებს რომ ზუსტად ის იყოს შენთვის ძლიერი დასაყრდენი მხარი, ზუსტად მან შეგაშველოს ხელები ყოველი საშინელი დღის ბოლოს. შენს ყოველ ნაბიჯს და შენს ყოველ მოქმედებას დაკვირდება..
ერთხელ შეხვდები ადამიანს, რომელიც შენს თვალებში თავისი მომავლის გაგრძელებას დაინახავს, და თქვენ ერთმანეთისაგან ისწავლით ცხოვრებას, თქვენ ერთმანეთის ცრემლებზე და ერთმანეთის ტკივილზე ააგებთ ბედნიერებას.
მის გვერდით აუცილებლად მიხვდები რომ ის განსაკუთრებულია, ის განსხვავებული იქნება ყველა იმ ადამიანისაგან რომელიც ერთი ხელის მოსმით გტოვებდა ცხოვრების რთულ მონაკვეთზე.. ის შეძლებს შენს გარშემო აღმართული ყველა კედელი დაშალოს შიშველი ხელებით, დაგინახოს როგორი ხარ როდესაც ეცები, როდესაც სუსტი ხარ, მოგისმინოს და გაგიგოს დაშვებული შეცდომების გამო, არა მარტო გაგკიცხოს არამედ უფრო მეტად შეგიყვაროს შენი შეცდომებიანაად. და ეს პირველი შემთხვევა იქნება როდესაც არ შეგეშინდება, როდესაც ისწავლი ნდობას.. ის მიხვდება რომ შენ არ ხარ იდეალური , ისევე როგორც ყველა დედამიწაზე. ის ისწავლის შენი შეცდომების შეყვარებას, რადგან სწორეს ეს იქნება ის რაც თქვენ გაგაერთიანებთ, თქვენს შორის საოცარ ქიმიას ჩამოაყალიბებს, ეს ძალა იქნება რომელიც მისგან შორს წასვლის საშუალაბას არ მოგცემთ.
შენ ოცნებების გამხელას დაიწყებ, იმ ოცნებების რომლებსაც აქამდე საგულდაგულოდ მალავდი. ის როგორც პატარა ბავშვს ისე მოგისმენს, ისე შეიყვარებს შენს სათითაო ოცნებას და მიხვდები რომ გვერდით გყავს ადამიანი რომელსაც სჯერა შენი და შენ გწმას მისი ყოველი სიტყვის.
შეხვდები ამ ადამიანს და მისი ყოველი პრობლემა იმდენად შენი გახდება, იმდენად გაიდგამს ფესვებს შენს ცხოვრებაში რომ ერთი მთლიანობა შეიქმნება ამ ყველაფრის შეერთებით. შეხვდები იმ ადამიანს რომლის ბედნიერებაც შენი ბედნიერებაც გახდება და თქვენს შორის არსებულ მიზიდულობას კიდევ უფრო გაამყარებს და გააძლიერებს. სწორედ ამ ადამიანის ღიმილის მიზეზს გაიგებ უსიტყვოდ და შენც მის ღიმილს ღიმილით უპასუხებ.
შენ შეხვდები ასეთ ადამიანს, უბრალოდ მთავარია რომ გწამდეს და გჯეროს ამის..
**
- ბატონო დანიელ, - მჭახედ გაისმა ყურმილში გოგონას ხმა და ლოდინისაგან ანერვიულებული უმალ გამომაფხიზლა - თქვენთან სტუმარია. - ქალბატონო მართა - შეგიძლიათ შეხვიდეთ გელოდებათ, ღიმილით შემომანათა თვალები და კარებამდე მიმაცილა..
ტანზე შემომდგარი კაბა შევისწორე, წელში კიდევ უფრო გავიმართე და კაბინეტში შევედი.. მეგონა ღიმილისაგან სახეგაბადრული ახალგაზრდა მამაკაცი დამხვდებოდა, რომელიც სიხარულით მიმიღებდა და მეც გულით გადავუხდიდი მადლობას.
- დაბრძანდით რატომ დგახართ? - ძლივს გავიაზრე რომ მე მესაუბრებოდა და გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე..- აბა ქალბატონო მართა - რაზედ შეწუხებულხართ მითხარით - საუცხოო ღიმილი მოედო ბაგეს და უცნაურად აციმციმებული თვალები შემომანათა.
- მადლობის სათქმელად მოვედი ბატონო დანიელ .. მე.. - ცხოვრებაში პირველად დავიბენი და საკუთარ ხელებს დავაშტერდი, ღმერთო რა სიცხვილია, გუშინდელი „ უბორკის“ მერე, სულ დამვიწყებოდა ხელების მოწესრიგება.. - ჯანდაბა, ხელები მაშინვე ჩავმალე და საკუთარ თავს ძალა დავატანე საუბარი გამეგრძელებინა.
- ბატონო დანიელ , თქვენ მე მძიმე წუთებში დამეხმარეთ, მადლობის სათქმელად მოვედი, ახლაც კი ვერ ვპოულობ სიტყვებს რომ ეს სიხარული და მადლიერება გამოვხატო თქვენს მიმართ .
- რაა საჭიროა, მე თქვენი დახმარება არც მიფიქრია, - გადაჭრით მითხრა და თითებს შორის მოქცეული კალამი მაგიდაზე დადო.- მე თქვენს ბავშვთა სახლში მცხოვრებ ბავშვებს დავეხმარე, მეტი არაფერი.
- გასაგებია,მაგრამ მაინც- მორიგი დაბნეულობა ამესახა სახეზე და მოუსვენრად ავწრიალდი სავარძელში.
- ყავას ან ჩაის ხომ არ მიირთმევთ- ზრდილობის გამო შემომთავაზა, ზუსტად ვიცოდი თორემ ერთი სული ჰქონდა მის კაბინეტს გავცლოდი.
- არა, არ შეგაწუხებთ , მხოლოდ მადლობის სათქმელად მოვედი, არ მინდოდა უყურადღებობაში ჩაგეთვალათ ბატონო დანიელ . ჩემი ბავშვების სახელით გიხდით კიდევ ერთხელ მადლობას რომლებსაც ასე უანგაროდ დაეხმარეთ- ძლივს ამოვიკნავლე და საკუთარი ხმა მეუცხოვა.
- სამადლობელო არაფერია, დამიჯერეთ, თქვენ არც პირველი ხართ და არც ბოლო.. თუ კიდევ დაგჭირდეთ თანხა მე ისევ ამ ადგილას დაგელოდებით ქალბატონო მართა - ხაზგასმით წარმოთქვა ჩემი სახელი და დამშვიდობების მიზნით ხელი გამომიწოდა..
სწრაფად დავტოვე კაბინეტი და შენობიდან გასული კიბეებზე შევჩერდი. ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი გონს, ეს რა ადამიანი იყო,, რა ქმნილება იყო ასეთი ყინულზე ცივი და მიუვალი. რა უნდოდა, რას ცდილობდა ამ სიტყვებით ვერაფრით ვიაზრებდი..
ჩანთა მხარზე უგერგილოდ გადავიკიდე და გზას ფეხით დავუყევი.
**
გაზაფხულის საამო საღამო იყო, ცოტა ხნის წინათ დაწყებულ კოკისპირულ წვიმას უკვე გადაეღო.
ცა მაინც შავი ლეგა ღრუბლებით იყო დაფარული...
სამზარეულოში ვიჯექი, ფეხები ფანჯრის რაფაზე მქონდა შემოდებული და ყავის ფინჯანს გამწარებული და ფიქრებში გართული ვუჭერდი ხელებს..
კარზე გაბმულმა ზარდა და კაკუნმა ერთიანად შემაკრთო და მდუღარე სითხე ზედ გადავისხი.
- ჯანდაბა, ღმერთო ჩემო რა ფეთხუმი ვარ რა- საკუთარ თავზე გავბრაზდი და კარი გავაღე.
- სად ხარ გოგო აქამდე, გამივარდა ტორტი - ხორხოცით შემოვიდა ნიტა და მაგიდაზე ფრთხილად მოათავსა უზარმაზარი ყუთი,- ეს რა გჭირს, რა იყო მართა, დოინჯი შემოიყარა და ამათვალიერა.
- ყავის აბაზანა მივიღე , წეღან ვუსმენდი , რომ ძალიან სასარგებლო ყოფილა, თანაც თურმე ცელულიტს აქრობს, წარმოიდგინე .
- მეხუმრები? თუ რას ამბობ, გინდა რომ ყავით გავავსო აბაზანა და ჩავწვე? - თვალები გაუფართოვდა და სკამზე მოწყვეტით დაჯდა.
- ყავა გადავისხი დაო, რა გჭირს, მართლა აბაზანას ხომ არ მივიღებდი არა?- ეს ტორტი რატომ მოათრიე , თანაც ამხელა ამიხსენი რა- თითით ვანიშნე ყუთზე და თავის ქნევით გავედი შარვლის გამოსაცვლელად.
სარკის წინ გაოცებული ვიდექი, ცოტა ხნის წინათ გადასხმული ყავა ზედ შეხმობოდა ტანსაცმელს. გაოცებული დავაშტერდი საკუთარ ხელს და ტანში ერთიანად გამაკანკლა.
- რა გჭირს,- ჩემი დის ხმამ ისევ რეალობაში დამაბრუნა და შარვალი სწრაფად გავიძრე .
- დანიელ ლიქოკელთან ვიყავი მადლობის სათქმელად, ვერ წარმოიდგენ როგორი ხისტი და უცხვირპირო ბიჭია, გამიკვირდა კიდევაც რომ თანხა ასე არაფრის გამო გადმოგვირიცხა.
- გასაკვირი რა არის ადამიანო, შენ პიველი კი არ ხარ, ბიზნესმენია, ესეიგი ქველმოქმედია . ადამიანს მილიონები აქვს დიდი ამბავი ახლა ძღინკიანი 50 000 თუ გადმოგირიცხა რა - გაბრაზებულმა მომახალა ჩემმა დამ და ზურგი მაქცია.
- ხო? - დაეჭვებულმა ვკითხე და კარადიდად შარვალი გადმოვიღე. არადა ძალიან უხეში ადამიანი ჩანს, ისეთი ცივი თვალები ჰქონდა, ახლაც კი მაჟრიალებს რომ ვიხსენებ.
- მაშინ არ გაიხსენო , ვინ გაიძულებს, სიცილით წამკრა ხელი ნიტამ და გაოცებულმა გავხედე.- წამოდი რა ყავა მინდა და ტორტი ადამიანო. წამოდი რას მიაკვდი იმ ბიჭს. ჩაიცვი თუ იცვამ და გამოეტიე..
კიდევ ვიდექი სარკის წინ ცოტა ხანს თვალებდახუჭული, მისი გაყინული ხელები და მზერა ვერაფრით მშორდებოდა გონებიდან.

**
სასტუმროს ბოლო სართულის ვერანდაზე იჯდა დანიელი და ღამის თბილისს გადაჰყურებდა. ფიქრობდა ყველაფერზე და არაფერზე..
გონება ერთს გული კი მეორეს ეუბნებოდა.. ვისკის ჭიქაში ჩარჩენილი ყინულებისაკენ გააპარა მზერა და გაეღიმა. რამდენჯერ შეუდარებიათ მისი გრძნობები ცივი და უგრძნობი ყინულისათვის, მაგრამ ეს ტკივილი არ ასუსტებდა, არ აკნინებდა დანიელ ლიქოკელს.
- ბატონო დანიელ, რაიმე ხომ არ გინდათ?- სანდროს ხმაზე ოდნავ შეკრთა და ნახევრად გატრიალდა მისკენ.
- შენ კიდევ აქ ხარ ალექსანდრე?
- მოხდა რაიმე? ბატონო დანიელ - ორიოდე ნაბიჯით მიუახლოვდა ახალგაზრდა მამაკაცი და მის წინ შედგა.
- არა, რა უნდა მომხდარიყო. არის რაიმე რაც მოხდება ჩემს ცხოვრებაში? - სიცილით ჰკითხა და თვალი თვალში გაუყარა. დაგავიწყდა რომ ჩემს ცხოვრებაში არასოდეს არაფერი არ ხდება.
- უბრალოდ როდესაც ალექსანდრე დამიძახეთ... ხომ გესმით..
- მესმის, ასე მხოლოდ მაშინ მოგმართავ, როდესაც რაიმე ხდება. მაგრამ ამჯერად არაფერი ხდება, სახლში წადი, შუაღამეა, ცოლი გელოდება , ალბათ ზის და მწყევლის რომ მის ქმარს სახლში არ ვუშვებ . მიდი წადი სანდრო, წადი. - ხელი ჰაერში აუქნია და ვისკის ბოთლს წაატანა თლილი თითები.
- თქვენ ამაზე ნუ ღელავთ , ჩემი ცოლი,პრობლემა არაა. თანაც მეგობრებთან ერთად ბორჯომში გავუშვი ასე რომ...
- ასე რომ დღეს მე და შენ მარტოხელა კაცები ვართ. შენც ისევე არავინ გელოდება სახლში, როგორც მე- გული ამოაყოლა სხეულში დაგუბებულ ტკივილს და საკუთარ სიტყვებზე თავად გაეღმა. ოღონდ დიდი განსხვავებაა, შენ დროებით არ გელოდებიან, მე- სამუდამოდ. დღეს მე და შენ დავლიოთ. ამაღამ ჩვენს შორის არავინაა უფროსი და არავინ უმცროსი. ამაღამ შენ არ ხარ ჩემი მძღოლი და არც მე ვარ შენი „ბატონი დანიელი“. თანასწორები ვართ .
- მე ისედაც არასოდეს მიგრძვნია ეს უთანასწორობა თქვენგან ბატონო დანილ -
- მოაშორე ეს ბატონო ძმურად , აღარ შემიძლია, გული მერევა ამ სიტყვის გაგონებაზე, მეზიზღებაა ეს ფამილარულობა.- რამდენი წელია ჩემთან ხარ სანდრო?- ხუთი არა?- ხოო, ცოტა არაა, ალკოჰოლისაგან აჭრილი თვალები აუკიაფდა მამაკაცს და სანდროს ვისკით შეუვსო ჭიქა.- მოდი ჩვენი მეგობრობის დავლიოთ , გამძლეობა უნდა გისურვო, რომ კიდევ დიდხანს გამიძლო..
- დანიელ სულ მინდოდა მეკითხა - ასეთი რატომ ხარ?- რატომ ცდილობ ასეთად წარმოაჩინო თავი? შიგნიდან სულ სხვანაირი ადამიანი ხარ, მე ხომ ვიცი ამ ხუთ წელიწადში რამდენჯერ დამიდექი გვერდით . როდესაც ჩემი შვილი გაჩნდა, როდესაც ავად იყო, შენი თანადგომა და შენი მხარში დგომა , ეს რომ ჩვევა არაა , ძალიან კეთილი ადამიანი ხარ , მაგრამ...
- მაგრამ მაინც მარტო ვარ,- იმიტომ რომ ჩემი გაგება რთულია, იმიტომ რომ ჩემი გამგები ადამიანი უბრალოდ არ მოიძებნება სანდრო, ისე მივაღწიე ამ ასაკს არავის უკითხავს ჩემთის რამე მტკიოდა თუ მიხაროდა , რამე მიჭირდა თუ არა , გესმის ახლა?- მე სხვანაირი ვარ, მათგან ძალიან განსხვავებული ეტყობა ამიტომ ვარ მარტო.
- ნწუ, დანიელ კარგად იცი რომ სისულელეს ამბობ ახლა, განა სიკეთის კეთება ადამიანს განსხვავებულს ხდის?- ის რომ ადამიანებს უანგაროდ ეხმარები - ამაში ვერ დაგეთანხმები..დღესაც ისე მარტივად გადარიცხე ამხელა თანხა მეც კი გაოცებული დავრჩი. დედაჩემი სულ ამბობს რომ სიკეთე ადამიანს ისევე როგორც ბოროტება ბუმერანგივით უკან უბრუნდება..
- მეც დამიბრუნდება?- როდის სანდრო? როცა უკვე არანაირი სურვილი და ხალისი არ მექნება ცხოვრების? რავიცი იქნება დამიბრუნდეს კიდევაც, მაგრამ მე არავისგან არაფერს არ ვითხოვ, არც ველოდები ძმაო. მე ვიცი , მე ეს გამოვიარე როცა ველოდი, როცა მჯეროდა რომ მე ამას ვიმსახურებდი. მაგრამ ძალიან მატკინეს, ერთხელ არა, ბევრჯერ სანდო. წლების მანძილზე მანადგურებდნენ.- ამიტომ მარტო ვარ, ხომ არიან ადამიანები რომლებიც მარტოობისთვის იბადებიან, ადამიანები რომლებიც არ ითხოვენ სხვებისგან ზრუნვას, სითოს, სიყვარულს. მე ეს არასოდეს მქონია, და ვიცი რომ არც არასოდეს მექნება. ჩემი ცხოვრება რეალობაა, მე ოცნებებით არ ვცხოვრობ..
- ცუდად ფიქრობ, გამიხსენებ დანიელ, როდესაც ერთ დღეს შენს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი რომელსაც თავიდან ვერ ამოიგდებ, ვენებში სისხლად დაგიწყებს დინებას და გულში ისე მაგრად გაიდგამს ფესვებს , გულიც რომ ამოიგლიჯო არაფერი გეშველება.. მერე მიხვდები რომ აქამდე არ გიცხოვრია, აქამდე მხოლოდ არსებობდი, რუტინას მიუყვებოდი.
- არ თქვა რომ სიყვარულის გჯერა - გულიანად გადაიხარხარა და ვისკის ცივი სითხე მოსვა..
- რა თქმა უნდა. მე და მაიკოს დიდი და ლამაზი სიყვარულის ისტორია გვაქვს, ერთ დღეს მოგიყვები . მაგრამ იცოდე ჩვენმა სიყვარულმა მძიმე წლებს გაუძლო. მჯერა რომ არსებობს უკვდავი და ლამაზი სიყვარული , როგორიც ჩვენია, სკოლის მერხიდან დღემდე...
- სიყვარული რა არის?- სიყვარული არაფერია სანდრო, ჩვენი ადამიანების მიერ შეთითხნილი გრძნობაა, რომელიც ბევრ რამეს უნდა მოიცავდეს, სიყვარული არ არსებული მცნებაა, ის ქრება, კვდება იმ ყვავილივით მზის სხივები რომ მოაკლდება, ან ზამთრის ყინვას შეხვდება. სიყვარული ჩვენ ადამიანებს წესებად და კანონებად გვაქვს დაყოფილი, ესაა სიყვარული? სიყვარული ოცნებაა, არარეალურობის განცდა, რომელიც მხოლოდ ცხოვრებას ართულებს..
- ნუ ლაპარაკობ ისე, თითქოს მთელი შენი ცხოვრების მანძილზე არავინ გყვარებია..
- არ მყვარებია, არასოდეს არ მყვარებია და უახლოეს მომავალში არც გეგმაში მაქვს ვინმეს შეყვარება, დამიჯერე მარტოობამაც მიჩვევა იცის.. - ნერვიულად დაისვა სახეზე ხელი დანიელმა და უკანასკნელი წვეთებისაგან გაათავისუფლა ჭიქა..
კედელზე დაკიდებული საათი დილის შვიდს უჩვენება.
საწოლზე გაშოტილი იწვა დანიელ ლიქოკელი , ხელები თავქვეშ ამოედო და ქათქათა ჭერს აყურებდა.. გაყინული მზერით აკვირდებოდა პატარა შავ წერილს და ცდილობდა არაფერზე ეფიქრა..

**
ტელეფონის ზმუილმა ადრიანად გამომაღვიძა, ძლივს გავახილე თვალები და ეკრანს დავხედე.. სხვა ვინ იქებოდა ასე ადრიანად თუ არა დედაჩემი.. ახლა ყველაზე ძალიან მეზარებოდა მისი დემაგოგიის მოსმენა მაგრამ, ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, თუ უახლოეს ხუთ წუთში არ ვუპასუხებდი, წითელი ცირკულარით დამიწყებდა ძებნას.
- დილა მშვდობისა დედა - ძლივს ამოვიხავლე ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა და გვერდი ვიცვალე.
- ამდენს რომ გირეკავ მართა არ გესმის?
- დედა მძინავს, მოხდა რამე? დაგვეცა მეტეორი? თუ ჯარი შემოვიდა?- მძინავს, საათს დახედე შვიდია ჯერ. რა გინდა მითხარი.
- რა უნდა მინდოდეს მოგიკითხე მაინტერესებდა როგორ იყავი..- სრულიად დამაჯერებლად მპასუხობს და დარწმუნებულია რომ ყოველ დილით შვიდ საათზე დარეკვა აუცილებელია.
- ხო შეგიძლია ათზე მომიკითხო, ცხრაზე. ორზე - ნუ მირეკავ ასე ადრიანად იცოდე ამის მერე ზარს გავუთიშავ. მძინავს გაიგე..
- ხოდა ნუ გძინავს, ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა იცხოვროო..
- კი როგორ არა, შენ რომ ასე ცხოვრობ იმიტომ ხარ ბედნიერებისაგან გასხივოსნებული - დაუფიქრებლად ვუთხარი და მაშინვე ვინანე საკუთარი სიტყვები. - დე, მისმინე..
- არაფერია, მართალია გძინავს და ვერ აზროვნებ კარგად, მიდი დაიძინე და რომ გაიღვიძებ მერე დამირეკე.
თვალები მოვიფშვნიტე და გრილ იატაკზე ფეხები გადმოვწიე.
ძილის შებრუნება ბავშობიდან არ შემეძლო, ისევე როგორც შუადღეს დაძინება. საშინლად მტკივდებოდა თავი და გაუსაძლისი ხასიათი მიხდებოდა. საწოლის ბოლოზე მიფენილი ხალათი შემოვიცვი და სამზარეულოში გავფლარტუნდი...
მზე უხვად მინათებდა სამზარეულოს, ფანჯრის რაფაზე მდგარ ყვავილებს სათითაოდ მივეფერე და ფანჯრები გამოვხსენი...
სახეზე უცნაური ღიმილი მომეფინა.
გულს უხაროდა, ამ დღის გათენება, არ არსებული ბედნიერება მქონდა გამჯდარი სხეულში. საკუთარ საქციელზე წამიერად დავფიქრდი და ყველაფერი ადრიანად გამოღვიძებას დავაბრალეე..
ენერგიით სავსე კაბინეტში ვიჯექი და საბუთებს დავყურებდი.
ახლა როდესაც საკმარისი თანხა გამაჩნდა შემეძლო ყველფერი ისე გამეკეთებინა როგორც აქამდე მქონდა ჩაფიქრებული . ვიცოდი რომ პირველ რიგში ბავშვებისათის პატარა საჩუქრები უნდა გამეკეთებინა..
- მართა თქვენთან არიან, თანამშრომლის ხმის გაგონებაზე კარისკენ გავიხედე და სახეზე ერთიანად ამესახა გაოცება და ნერვიულობა. დალეული გოგონას უკან წელში გამართული იდგა თავად დანიელი ლიქოკელი, ხელები შარვლის ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და გამჭოლად მიყურებდა..
- თქვენ? ბატონო დანიელ, მოხდა რაიმე? - ჩემმა დაბნეულობამ პიკს მიაღწია და მაგიდას რამოდენიმე ნაბიჯით მოვშორდი.
- თუ ნებას მომცემს - თავაზიანად მიმართა გოგონას და კაბინეტში ამაყად შემოაბიჯა.. - რატომ გაქვთ ასეთი სახე, თითქოს მოჩვენება დაგენახოთ მართა?
- არ გელოდით, მეტი არაფერი, ძალიან გამიკვირდა თქვენი აქ მოსვლა - გულწრფელად ვუთხარი და სავარძლისაკენ მივუთითე.
- ამჯერად მომწონს, აი ეს სულ სხვაა - ირონიულად მითხრა და ხელებზე გამიჩერა მზერა..
- რაზე ამბობთ, ვერ მივხვდი ...
- თქვენს ხელებზე, წინაზე როდესაც ჩემთან იყავით , მოუწესრიგებელი ხელები გქონდათ , გადაღლაც გეტყობდათ და საერთოდ არ გიხდებოდათ ის კაბა.. აი, ეს მომწონს. ნამდვილად უკეთესია, წითელ შარვალში ბევრად სექსუალური ხართ- მერწმუნე არასოდეს ვიტყუები -გარკვევით გამისვა ხაზი და სავარძლის საზურგეს მიეყრდნო..
- როგორ გგონიათ ზედმეტი ხომ არ მოგდით? ძალიან ზედმეტის უფლებას აძლევთ თქვენს თავს, და სანანებელს ნუ გამიხდით რომ თავაზიანად მიგიღეთ .
- მე ცუდი არაფერი მითქვამს, პირიქით მგონი უნდა გაგხარებოდათ...
- დანიელ მისმინეთ , თქვენი ქება- დიდება მე არაფერში მჭირდება, ნამდვილად არაფერს მაძლევს და სულ ერთია თქვენი აზრი ჩემთვის - ასე რომ თქვენი აზრები თქვენთვის შეინახეთ .
- ოხ ეს ქალები. თქვენი გაგება რთულია..
- თქვენს გეგმებში ჩემი გაგება არ შედის დარწმუნებული ვარ - ასე რომ ჯობია ის მითხრათ რატომ მოხვედით ასე ადრიანად.
- იმიტომ რომ, მინდოდა მენახე როგორ გამოიყურები სამუშაო მაგიდასთან - სრულიად დამაჯერებლად მეუბნება და მიღიმის.
- მეხუმრებით? თუ რაღაც მორიგი თამაშია.
- არა, სულაც არა. მე არ მიყვარს თამაში, მე ჩემს სათქმელს ხაზგასმით და თამამად ვამბობ მართა..
- ღმერთო ჩემო, ამ დილა უთენია რატომ მიშლით ნერვებს ,მაინც ვერ ვიგებ- თვალები დავხუჭე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, ვცდილობდი ნერვების მოშლა არ დამტყობოდა. წამიერად გადამიარა მოვარდილმა სიგიჟემ და ალმაცერად გავხედე -ჩაის ან ყავას მიირთმევთ?- გამახსენდა მისი თავაზიანობა და იმ იმედით ვკითხე რომ უარს მივიღებდი..
- სიამოვნებით , ყავას, უშაქროდ და ორმაგს.
- ყავა უშაქროდ და ორმაგი - მისი სიტყვები გავიმეორე და ტელეფონის ღილაკს თითი დავაჭირე.
- რადგან მიხვდით და ყავა შემომთავაზეთ ახლა გეტყვით , პრობლემა შეიქმნა გადმორიცხულ თანხასთან დაკავშირებით და ამიტომ მოვედი თქვენს ბუღალტერთან ..
- გადასარევია, ამაზე მეტს ვერაფერს ინატრებდა კაცი, თავად დანიელ ლიქოკელი მოვიდა , თავისი ფეხით აქ..
- ნუ გავიწყდება რომ ჩემამდე თავად შენ მოხვედი შენივე ფეხით ქალბატონო - სახეაჭრილმა მითხრა და ოთახში შემოსულ სტუმარს გახედა..
ჩემს წინ ამაყად იჯდა, და ფეხზე შემოდებულ ფეხს ნერვების მომშლელად აქანავებდა. ზუსტად ხვდებოდა რომ ნერვებზე მოქმედებდა, ზუსტად იცოდა რომ წყობიდან გამოვყავდი მაგრამ ნაკლებად ადარდებდა, არა უფრო სწორად საერთოდ არ ადარდებდა..
**
ცხელი ყავა ფინჯნებში ჩავასხი და კუთვნილ ადგილას დავჯექი. ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი გონს მისი ამ დამცინავი და ირონიული მზერის და სიტყვების გამო.
- სად მოგზაურობ? - ფრთხილად როგორც სჩვევია ისე დამადო ხელი მუხლზე სოფიომ და სულში მისი სითბო ჩამეღვარა.
- არსად აქ ვარ . ფიქრებში გავერთე მეტი არაფერი- ცალყბად გავეპასუხე და ყავა მოვწრუპე.
- მაგას ვხედავთ, მაგრამ რა გჭირს?
- დღეს ლიქოკელი იყო მოსული? როხროხით ჩაერთო ნუცა და სახეზე მთელი ემოცია შემაშრა, რომ მოვედი მისი შავი გაზიპინებული მერსედესი იდგა და ძალიან სიმპატიური მამაკაცი ელოდებოდა.
- დანიელი იყო?- რა უნდოდა მართა?- მოხდა რაიმე? უმალ მოირგო მზრუნველი დედის როლი სოფომ და ჩემი ხელი ხელებში მოიქცია.
- არაფერი მომხდარა ღმერთო ჩემო, თანხასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა და ამიტომ იყო მოსული- თავის მართლება ვცადე და მზერა ავარიდე გოგოებს.
- არ მომწონხარ გესმის? შეიძლება მოსული მაგიტომ იყო, მაგრამ არ მომწონხარ - არ ცხრებოდა სოფო და ხელებს მაგრამ მიჭერდა ხელზე.
- სოფ , მართლა დავიღალე. გარდა ამისა სხვა საფიქრალი გვაქვს. ერთ კვირაში ჩვენი ბავშვთა სახლი სამი წლის ხდება, რამე ღონისძიება მინდა, თქვენს იმედზე ვიქნები, ნიტაც დაგეხმარებათ . ამაში მაინც არ გამრიოთ კარგი? - მათი მოშორება საქმით შევეცადე და ფეხზე წამოვდექი..
**
ლიქოკელების მთელს ოჯახს საკუთარი ბინის ეზოში მოეყარა თავი..
ერთი შეხედვით, ერთი ჩვეუებრივი ოჯახი იყო, სადაც ყველას ყველა უყვარდა და ყველა ყველას პატივს სცემდა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით .
ლიქოკელების ქალიშვილი ნია, აგერ უკვე მერამდენე თვე იყო მასზე სამი წლით უფროსს ძმას არ ელაპარაკებოდა. მიზეზი კი ანდრიას უხასიათობა და უხეშობა იყო მუდამ.
თუმცა მეზობლების თვალში, თითით საჩვენებელი ოჯახი იყო. საიდანაც არასოდეს გამოდიოდა ხმაური , ჭორები და უბრალო კამათის ხმაც კი .
ახლაც გაშლილი მაგისი გარშემო ისხდნენ და მადიანად მიირთმევდნენ ვახშამს.
- მიკვირს რომ გვიკადრე და მოხვედი დანიელ - გვერდით მჯდარ ძმას წაკბინა ანდრიამ და ყველის მოზრდილი ნაჭერი გადააცოცა თეფშისაკენ.
- რა ლაპარაკია ანრია !- რას ნიშნავს გვიკადრა, არ იცი რომ შენი ძმა დაკავებულია და საკუთარი თავისთვის ძლივს ახერხებს დროის გამონახვას. - მაშინვე სცადა შვილის დაცვა ნიკოლზმა და სიყვარულით სავსე თვალები შეანათა შვილს.
- შეეშვი მამა, ამას სხვა საფიქრალი არ აქვს გარდა იმისა რომ ოჯახის წევრებს უკბინოს.
- რა შუაშია აქ ეს საუბრები. იმდენი ხანია არ გვინახავხარ, ვიფიქრე რომ არც გახსოვდით .შენ ხომ არსოდეს გცალია, არავინ გახსოვს..
- ვინმე შენ თუ არ გნახულობს , ნუ იფიქრებ რომ ყველა ავიწყდება,, აი მე და დანიელმა გუშინ უგემრიელესი პიცა მივირთვით . ხო ასეა ძამიკო?
- რა თქმა უნდა ნია, ასეა- კიდევ წავიდეთ როცა მოვიცლი..
- იქნება არც დედა დაივიწყოთ და იკითხოთ, დედასაც უყვარს პიცა თუ არა - გაბუტული სახით შეხედა ქალიშვილს რუსუდანმა და თითი დაუქნია.
- გპირდებით დე, შემდეგზე შენც წაგიყვანთ . არა დანიელ?
- წაგიყვანთ აბა რა. დედა- შენ მხოლოდ ინატრე და ყველაფერი იქნება..
- მე მხოლოდ ერთი ნატვრა მაქვს და ნეტავ ეს ნატვრა ამისრულოს უფალმა შვილო.
- ძალიან გთხოვ დედა. არ დაიწყო რა შენი დემაგოგია, რომ გვარის გამგრძელებელი გვინდა, რომ სასწრაფოდ უნდა დავაქორწილოთ დანიელი.. იქნება და ეს ბიჭი იმნაირია ?? - საკუთარ მწარე ხუმრობაზე, მხოლოდ თავად გაეცინა ანდრიას და მაშინვე გაჩუმდა.
- იდიოტი რომ იყავი ვიცოდი, მაგრამ ასე ძალიან იდიოტი თუ იყავი არ მიფიქრია - გამწარებულმა გამოსცრა კბილებში ნიკოლოზმა და წყლის მოზრდილი ყლუპი მოსვა.
- შეეშვით , იხუმრებს და დაიღლება ..
- რა თქმა უნდა, ძმაო. აბა რა, შენ მხოლოდ ილაპარაკე ..
- ანდრია დიდი ხანია გითმენ და წყობიდან ნუ გამომიყვან. შენი უმაქნისობის ბრალია რომ თავი დაცარიელებული გაქვს და ამ სისულელეებს ლაპარაკობ . მოდი ცოტა კაცად ივარგე . ცხოვრებაში წინ ვერ წახვალ, არაფერი გამოგივა- ამასაც შენთვის გეუბნები, თორემ ჩემთვის ესეც სულ ერთია უკვე - ხელსახოცით მოიმშრალა პირი და ფეხზე წამოდგა.
- უკვე მიდიხარ? - კუდში დაედევნა ნიაკო და ძმას წელზე ხელი შემოხვია.
- მეტის გაძლების ნერვები არ მაქვს ნიაკო. ჯობია წავიდე. დავისვენებ დღეს ისედაც დავიღალე.
- მაშინ ხვალ მოვალ შენთან კარგი?
- მოდი, როცა გაგიხადება მაშინ მოდი - ჰაერში მიაძახა სიტყვები ისე რომ უკანაც არ მოუხედავს და სწრაფი ნაბიჯით დატოვა ეზო .
ბევრის ატანა უწევდა დანიელს ძმისაგან, მაგრამ ითმენდა, მხოლოდ იმიტომ რომ მისი ძმა იყო და მაინც ძალიან უყვარდა.
მძიმე ტრამვის შემდეგ, ანდრიას პრობლემები ჰქონდა. ნერვიული ბავშვი იყო, მთელი მსოფლიოს გარშემო ექიმი არ დაუტოვებიათ მაგრამ არაფერი ეშველა. ზედმეტად ემოციური და ნერვიული იყო ლოქოკელების შუათანა შვილი. ერთგვარ სიამოვნებასაც კი იღებდა სხვების დამცირებით და გულის ტკენით. ამიტომ ცდილობდა დანიელი ყოველთვის მისგან თავი შორს დაეჭირა.
კარგად იცოდა ოჯახის უფროსმა მისი შვილის პრობლემების შესახებ მაგრამ უკვე ოცდაათი წლის კაცს ვერაფერს უხერხებდა. ვერაფრით შველოდა. ან იქნებ არ უნდოდა რომ რაიმე შეეცვალა, თუ ნიკოლოზს დაუკვირდებოდით ეჭვიც კი შეგეპარებოდათ რომ ძალიან მოსწონდა ანდრიას „შეურაცხადის“ სტატუსის ტარება და დიდად არ იწუხებდა თავს რაიმეთი დახმარებოდა.
ყველაფერი კი დანიელის ხარჯზე ხდებოდა.
- დანო სად ხარ?- ძმაკაცის ხმაზე გულიანად გაეცინა და თავი გაიქნია.
- სახლში მივდივარ შენ რა გინდა ის თქვი. რაღაცა გენდომება თორემ ასე გვიან არ გაგახსენდებოდი მე შენ.
- არაფერი ბიჭო, მე და ლევანა შენს სახლთან ვართ და, ვიფიქრეთ ხომ არ დაგველია.
- კარგი თხუთმეტ წუთში ვიქნები. მანამდე ჩამოხსედით კიბეებზე „ ბრაძიაგებივით“ და მოვალ.
- დანიელ ძვლებში დაგამტვრევ ამის გამო.
- ცემა მორევაზეა იკა, ნუ დაგავიწყდება იცოდე.
- ხო ეგეცააა - სიცილით ჩასძახა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიჩურთა..
ბოლო სართულის აივანზე ისხდნენ და ლუდის ქილებს ერთმანეთს უჭახუნებდნენ.. ჩვეულებრივზე უფრო მეტად მშვიდი და დაფიქრებული იყო ლიქოკელი... ალმაცერად აშტერდებოდა ძმაკაცს ლევანი და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, იცოდა ახლა რომ რაიმე ეკითხა დანაღმული ბომბივით აფეთქდებოდ, ამიტომ ცოტა დროს აცადა რომ გასულიყო.
- რამდენი წელიწადია მე და შენ ვმეგობრობთ?- მაშინვე ჰკითხა როგორც კი საპირფარეშოში გავიდა ირაკლი.
- რა იყო ლევან, რა შორიდან მივლი..
- ხომ ხედავ, ჯერ არაფერი მიკითხავს უკვე მიხვდი რა მინდოდა, როგორ გგონია მე ვერ ვხვდები რომ რაღაც გაწუხებს?
- არაფერია, ჩემებთან ვიყავი, ხო იცი როგორც ხდება ხოლმე..
- დანიელ ცუდად ცრუობ , ბევრჯერ მითქვამს , იყო უხეში კარგად გამოგდის მაგრამ ტყუილის თქმა არ გეხერხება, რაღაც სხვა ამბავია შენს გულში და თვალებში ..
- მოდი ნუ გავშლით , არ მინდა , ახლა არა ლევან, არც თავი მაქვს და არაც ძალა. ხო მართლა შენ ის მითხარი თანხის ამბავი ხომ მოგვარდა?
- მოგვარდა დამშვიდდი ძმაო, რადგან თავად მიხვედი იმ ბავშვთა სახლში ესეიგი იქ რაღაც ღირებულია.
- კი ბავშვები, რომლებსაც ისევე აკლიათ სითბო როგორც მეე.. - გულდაწყვეტილმა ამოილუღლუღა და ლუდი მოსვა..
- მოდი , მოდი აქ ჩაგეხუტოო - სიცილით მოეხვია ძმაკაცს და მხარზე დაადო თავი.. პირველ კლასში შენს გვერდით ძალით დამსვეს, ახლაც მახსოვს რა აკლდამასავით იჯექი, არ მინდოდა შენს გვერდით ჯდომა მაგრამ მაიძულეს. ახლა მაიძულებ ჩაგეხუტო და მოგეფერო დანიელ გეყოფა რაა. უკვე გავიზარდეთ ..
- მერე რააა, გაზრდილ ადამიანებს არ უნდათ სიყვარული? თუ რა არის მაყვედრი? - მხარი აკრა ძმაკაცს და აჭრილი მზერა შეანათა.
- ნუ მიყურებ ეგრე , ვხუმრობ ..
- მეც... ხორხოცით უთხრა და მაგრად შემოხვია ხელი მხარზე ძმაკაცს..- ხო იცი ხვალ დილით გავდივართ ლევან ადრიანად, იმდენი არ დალიო ახლა ფეხზე რომ ვერ იდგე ძმურად .
**
- ამიხსენით ვინმემ რა მინდა ლიკანში რააა. აი რა მინდა აქ- ნერვიულად ვახვანცალებდი ფეხებს და დას და სიძეს დაშუბლული ვუყურებდი. ამდენი საქმე დამატოვებინეთ თბილისში ხვალ საღამოს წვეულება გვაქვს, გოგოებს მიხმარება უნდათ , რა მინდა ამ ლიკანში თანაც ერთი დღის გამო.
- ვაიმე მართა, ყურები მატკინე უკვე წუწუნით, ერთი დღე ვერ უნდა მოითმინო ჩემს გამო? რა მოხდა ახლა, აიტანე ერთი დღე ლიკანში. კიდევ კარგი ამერიკაში არ წაგიყვანე თორემ სუიციდის მომსწრეები გავხდებოდით - სიცილით გაკრა მხარი ქმარს და ორივემ შემომხედა..
- შენ აყევი , მიდი აყევი სიცილში, შენს გამოშტერებულ ცოლს. რა გენაღვლება კახი.
- მართა მისმინე. ერთი დღე , მხოლოდ ერთი დღე დაისვენებ, ხვალ შუადღეს უკვე თბილისში იქნები, დაისვენე ცოტა რა მოხდა. ხო იცი რომ გოგოები ყველაფერს მოაგვარებენ ..
- ვიცი მაგრამ მაინც.
- მაინც უნდა იწუწუნოს, აუცილებლად თუ ყველაფერი ისე არ მიდის როგორც თავად უნდა რა.
- კარგი ჩუმაად ვარ. ჩემი ოთახი სადაა, ავალ დავეგდები მაინც დავისვენებ, თვალებში არ გაგეჩხირებით , უმაქნისებო - გაბრაზებას მაინც ვერ ვფარავდი და სასტუმროს დერეფნისაკენ ზლაზვნით მივდიოდი..
ყველაზე მეტად რაც სასტუმროებში მძულდა ეს ოთახების გასაღები იყო, იმიტომ რომ ვერასოდეს ვაღებდი, ყოველ ჯერზე ვინმესთვის თხოვნა მიწევდა რომ ეს ოხერი ბარათი კარში გაეტარებინა და გაღებულიყო..
ამჯერადაც კარგა ხანს ვუჩხიკინე კარებს და ვერაფერს გავხდი.
ზურგით მივეყრდენი კარებს და იატაკზე დავჯექი. ნერვიულად ვაქანავებდი თავს და მშიერი ძაღლივით ვოხრავდი...
- რატომ ვერასოდეს ვაღებ ამ კარებს ღმერთო რატომ- ნერვებმოშლილი ვბუტბუტებდი და უკვე შემეძლო გულიანად მეტირა..
- დახმარება გინდათ პატარა ქალბატონო? - ნაცნობმა ხმამ სხეულში დამიარა და ტვინის რომელიღაცა ნათურა აანთო. სწრაფად გავახილე თვალები და ჩემს წინ ასვეტილ მამაკაცს ფეხებიდან ზემოთ ავაყოლე მზერა..
- ჯანდაააა, შენ რა მე დამსდევ? რა გინდა ადამიანოოო - გაბრაზებული ვეტაკე და ფეხზე სწრაფად წამოვდექი.
- მე, დაგსდევ შენ? - მგონი ვერ უნდა იყო კარგად, ხომ კარგად იმგზავრე მართა? !- კითხვაში ირონია გაურია თუ არა მივხვდი რომ ახლა საბოლოოდ ამასხავდა ტვინში მისი სითავხედის გამო.
- მისმინე შენ -
- ბატონო დანიელ, თქვენი ოთახი მზადაა, ისე როგორც გიყვართ, ჩემს წინ ოთახის კარებიდან წითელ ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ქალი გამოვიდა და გასაღები მიაწოდა.
- მადლობა ნონა, - ჩემდა გასაკვირად თავაზიანად მოუხადა მადლობა და კიდევ უფრო გამაკვირვა სახელით მიმართვამ.
- რამე თუ გინდოდეთ ..
- არაფერი მინდა დასვენების გარდა. საქმეს მიხედე ,- ძალიან მშვიდად უთხრა და ჩემკენ მოტრიალდა.. - ერთი, ორი და სამი - ნახე გაიღო - ისე სწრაფად გამაცალა გასაღები ხელიდან გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი .. - მადლობა არაა საჭირო , მასე არ დარჩე. შედი გრილი შხაპი მიიღე და მოდუნდი..
- შენს სითავხედეს საზღვარი არ გააჩნია !- გამწარებულმა ვუთხარი და კარები ზურგს უკან მივხურე..-ესღა მაკლდა, ეს ალქაჯი ჩემს წინ ოთახში იყო, ეტყობა ყველა იცნობს, და ესეც ყველას იცნობს . როგორი თავაზიანია ბიჭი თურმე, ჩემთან კიდევ ... ჩემთვის ვბუტბუტებდი და ოთახში ნერვიულად დავდიოდი წინ და უკან..

დამსვენებლებს უკვე ეძინათ.. ღამის ორი საათი იყო. ბუნებასაც კი მოემძინარებინა თავი, თითქოს ყველა მე გამირბოდა... აუზის წინ მდგარ საქანელა სკამზე ჩამოვჯექი და გაბრდღვიალებულ მთვარეს სულელივით გავუღიმე..
ბავშობიდან მიყვარდა ცის ყურება, მერე სურვილების ჩათქმა, მერე დღეებს ვითვლიდი და ვიწერდი როდის მიხდებოდა..
ტანში გამაცია, რამდენი ხანია ასეთი რამ არ გამიკეთებია.. როდის შევიცვალე? როდის გავხდი ასეთი ? ალბათ ცხოვრებამ მიმიყვანა აქამდე, ან ცხოვრებამ მატკინა.
საოცრად მომინდა ისევ პატარა ვყოფილიყავი და ისევ ისე ჩამხუტებოდა ბებო როგორც სკოლაში წასვლის წინ მეხუტებოდა. მაგრამ დედა....დედა სხვანაირი იყო. დედას თავისი ცხოვრება ქონდა..ნაკლებად ადარდებდა ჩემი ბედი.
არაფერში ვადანაშაულებდი მე და ნიტა უკვე ზრდასრული ადამიანები ვიყავით, შეგვეძლო გვეცხოვრა ისე როგორც მოგვინდებოდა, თუმცა აქ ამაში იყო ყველაზე დიდი პრობლმება, გვაცდიდნენ ყველაფერს გარდა ბედნიერებისა. გვაცდიდნენ ვყოფილიყავით მარტოები ოღონდ გვეცხოვრა მათი წესებით .
თვალები დავხუჭე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, ნაწვიმარმა მიწის სურნელმა მძაფრად დამიარა სხეულში და სახეზე ღიმილი მომგვარა.
ხელები გულზე გადავიჯვარედინე და საყვარელი მუსიკის ჰანგებს ფეხი ავუყოლე..
მზის სხივებმა ერთიანად მომანათა სახეზე და ნაძალადევად გავახილე თვალები.. როგორც პატარა ისე გავიზმორე და შეშფოთებისაგან წამოვჯექი ლოგინში . საკუთარ ოთახში, საკუთარ საწოლში ვიწექი ..
„ვიღაცამ მომიყვანა, ღმერთო ჩემო , დავიჯერო სკამზე დამეძინა?“ - ტვინში ერთმანეთის მიყოლებით მომდიოდა აზრები და პასუხს ვერც ერთს ვერ ვცემდი .
საკუთარ ანარეკლს დავაშტერდი სარკეში და მოღრეცილი კიკინა გავისწორე..
გრილი შხაპის მერე ცოტა გონს მოვეგე, ჩემოდნიდან სუფთა ტანსაცმელი ამოვიღე და კიბეებზე სირბილით დავეშვი.
საოცარი ამინდი იდგა. მზე სითბოს არ იშურებდა. ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან ნიტას და კახის მოვკარი თვალი და ხელი დავუქნიე.. სწრაფი ნაბიჯით წავედი მათკენ და სკამზე მოწყვეტით დავჯექი..
- წუხელ სად იყავი? - ჩემი დის კითხვაზე ცოტა არ იყოს და თინეიჯერი ბავშვივით დავიბენი.
- ყავას და რაიმეს მოგიტან - მაშინვე წამოდგა კახი და ნიტასთან მარტო დამტოვა.
- მართა, წუხელ სად ეგდე? - ტონი მაშინვე შეცვალა და მაჯაზე მაგრად მომიჭირა ხელი.
- შენ მგონი დაგავიწყდა რომ მე შენზე უფროსი ვარ და წესიერად მელაპრაკე გაიგე? გარეთ ვსეირნობდი. სად ვიქნებოდი. კაცებში ვიყავი ვიგულავე.
- არ გეხუმრები... იცი აქ ვინ არის?
- რაში მაინტერსებს ვინ არის?!- გეუბნები როგორც იყო, აუზის წინ შეზლონგზე წამოვწექი და დამეძინა. დილით კიდევ ოთახში გამეღვიძა..- როგორ მოვხვდი იქ არ მახსოვს. ისე მთვარეული ხო არა ვარ? - საკუთარ აზრზე თვალები გამიფართოვდა და ტანში გამაჟრიალა..
- მთვარეული არა დებილი ხარ - პირველად შემამკო ჩემმ დას ასე ლამაზად, და გაოცებულმა შევავლე მზერა.
- გოგო, რანაირად მელაპრაკები შენ მე დილიდან ჰა? მე შენი პატარა ბავშვი კი არა, შვილი თუ გინდა გეყოლება მალე და იზრუნე მასზე, რა გამიჭირე საქმე.. - გაბრაზებულმა დავუტიე და წასასვლელად მოვემზადე რომ, მხარზე მაგრად დამაჭირა სიძემ ხელი და სკამზე დამმსვა..
- მისმინეთ, კამათს სულ მოასწრებთ. ახლა გემრიელად ვისაუზმოთ მერე კიდევ უნდა გავიდეთ. ხო გაქვთ?
- მახსოვს დღეს სტუმრები მოვლენ ჩვენთან და იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
- იქნება , იქნება აბა რა. შენ მაგაზე არ იდარდო. ისეთი ოქროს ხელება გოგოები გყავს შენ , ყველაფერს მოაგვარებენ.
- ხო ასეა.. ჩემი გოგოები ყველაზე კარგები და ყველა მწარეები არიან. ერთი მათგანი განსაკუთრებით - ნიტას ჯიბრზე ვთქვი და ყავა მოვსვი..



№1  offline ადმინი თუკა

Mariam Gigani
რამდენ ხანს ვეძებდი ამ ისტორიას♡ ძალიან მიყვარს♡♡ არასდროს მომბეზრდება წაკითხვა^^

ძალიან დიდი მადლობა. <3
--------------------
4love.ge

 


№2 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომწონს ეს ისტორია. გადაკითხვას ვფიქრობდი. მართა და დანიელის დიდი სიყვარლის ისტორია,რომელიც ყველა წინაღობას გაუძლებს. წარმატებები

 


№3  offline ადმინი თუკა

Ana-maria
ძალიან მომწონს ეს ისტორია. გადაკითხვას ვფიქრობდი. მართა და დანიელის დიდი სიყვარლის ისტორია,რომელიც ყველა წინაღობას გაუძლებს. წარმატებები

დიდი მადლობა. ახლა გექნებათ შანსი რომ საიტზეც გადაიკითხოთ როცა მოგენატრებათ ..
--------------------
4love.ge

 


№4 სტუმარი სტუმარი ნატალია

როგორ მიყვარს ეს ისტორია, პერიოდულად სულ ვუბრუნდები, ძირითადად ზაფხულობით.
ეხლაც დიდი სიამოვნებით ჩავუჯდებით მე და კარკადეს ჩაი შენს ღუნღულა ისტორიას ❤️

 


№5  offline ადმინი თუკა

სტუმარი ნატალია
როგორ მიყვარს ეს ისტორია, პერიოდულად სულ ვუბრუნდები, ძირითადად ზაფხულობით.
ეხლაც დიდი სიამოვნებით ჩავუჯდებით მე და კარკადეს ჩაი შენს ღუნღულა ისტორიას ❤️

როგორ მიხარია ასეთი კომენტარების წაკითხვა. კიდევ უფრო მაძლევს სტიმულს რომ ვწერო <3
--------------------
4love.ge

 


№6 სტუმარი სტუმარი სტუმარი

თუკა
სტუმარი ნატალია
როგორ მიყვარს ეს ისტორია, პერიოდულად სულ ვუბრუნდები, ძირითადად ზაფხულობით.
ეხლაც დიდი სიამოვნებით ჩავუჯდებით მე და კარკადეს ჩაი შენს ღუნღულა ისტორიას ❤️

როგორ მიხარია ასეთი კომენტარების წაკითხვა. კიდევ უფრო მაძლევს სტიმულს რომ ვწერო <3

ძალიან კარგად წერთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent