სახიფათო ფანტაზია ( 1 )
გაითვალისწინეთ რომ მთელი ისტორია იქნება საკმაოდ თამამი ეროტიული სცენებით გაჯერებული, ვისაც ასეთი რაღაცეები არ მოგწონთ ჯობია არ დაიწყოთ კითხვა. - - - ჩვიდმეტი წლის ვიყავი რომ გავთხოვდი, უფრო სწორად რომ ვთქვა გამათხოვეს, ჩემი მშობლების მეგობრის და პარტნიორის პაატა იმნაძის შვილი დათო ჩემზე ექვსი წლით უფროსი იყო, დედამისი დედაჩემთან დაქალობდა თუმცა ჩვენი ოჯახების მეგობრობას უმეტესწილად მამაჩემის და დათოს მამის საერთო კომპანია განაპირობებდა რომელსაც ერთად ედგნენ სათავეში, თოთხმეტი წლის რომ გავხდი, დედაჩემმა დაბადების დღეზე სიურპრიზი გამიკეთა, დილით ახალი გაღვიძებული ვიყავი ოთახში რომ შემოვიდა ჩემთან, სავარძელში დამსვა, წინ დამიჯდა და მითხრა რომ სერიოზულად უნდა გველაპარაკა ჩემს მომავალზე... მაშინ ერთი ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, არაფრით გამორჩეული, ფულის, ფუფუნებისა და ძვირადღირებული კერძო სკოლის მიუხედავად, არაფრით გამოვირჩეოდი სხვა თოთხმეტი წლის ბავშვებისგან, კარგად ვსწავლობდი, მეგობრები მყავდა... საერთოდ არ მაინტერესებდა ჩემი მშობლების მიერ მოწყობილი გაუთავებელი წვეულებები, მოგზაურობები და უაზრო ნივთებსა და გართობაში ფულის ფლანგვა, წიგნების კითხვა მიყვარდა, მთელ თავისუფალ დროს ჩვენს ბიბლიოთეკაში ვატარებდი რომელიც წიგნებით იყო სავსე მხოლოდ იმიტომ რომ დედას სტუმრებთან სატრაბახო თემა ჰქონოდა, ჩემდა საბედნიეროდ ჩემს საქმეში არავინ ერეოდა, ვკითხულობდი ყველაფერს რაც ხელში მომხვდებოდა, როგორც გვალვისგან გამომშრალი მიწა ისრუტავს ნამს ისე ვისრუტავდი უამრავ საინტერესო ამბავს, ვკითხულობდი ზღაპრებს, მითოლოგიას, სათავგადასავლო და ფანტასტიკურ ისტორიებს, მეკობრეებთან ერთად ვმოგზაურობდი ზღვაზე და ვიბრძოდი თავისუფლებისთვის, ცნობილ მკვლევარებთან ერთად ვიკვლევდი პირამიდებს ეგვიპტეში და საიდუმლო ქალაქებს ამაზონის ტყეებში, აქილევსთან ერთად ვმონაწილეობდი ტროას აღებაში და ალექსანდრე მაკედონელთან ერთად ინდოეთამდეც კი მივაღწიე, ოთახიდან გაუსვლელად მთელი მსოფლიო ნაბიჯ-ნაბიჯ მქონდა შემოვლილი, მერე ნელ-ნელა ისტორიული და სათავგადასავლო წიგნები და ზღაპრები, სიყვარულით და რომანტიკით გაჟღენთილმა რომანებმა ჩაანაცვლა და ჩემს სიზმრებშიც სინდბადის და პერსევსის ნაცვლად ჯოფრეი დე პეირაკმა და დიკ ფორესტმა დაიწყეს სტუმრობა... ერთადერთი რაც მაწუხებდა ის იყო რომ დედა ნებას არ მრთავდა შინაური ცხოველი მყოლოდა, არადა ვგიჟდებოდი ცხოველებზე, ამბობდა რომ ალერგია ჰქონდა ბეწვზე თუმცა ვფიქრობდი რომ უბრალოდ ყველა სულიერზე ჰქონდა ალერგია საკუთარი თავის გარდა და ამიტომაც ვერ იტანდა ცხოველებს, ბოლო ხანებში ისიც პრობლემა გახადა რომ წიგნების კითხვაში დიდ დროს ვატარებდი და მისთვის და მისი დაქალებისთვის დრო არ მრჩებოდა, არადა სწორედ კითხვის სიყვარულმა ჩამომაყალიბა ნორმალურ ადამიანად, წიგნები რომ არა, ვერასოდეს გავიგებდი რომ სამყაროში სიკეთე, სიყვარული, სათნოება და მეგობრობა არსებობს, რომ ადამიანებს ხანდახან გულწრფელადაც უყვართ და უხარიათ, რომ ხანდახან კარგ საქმეს მხოლოდ იმისთვის აკეთებენ რომ სწორად მიაჩნიათ სხვების დახმარება და გახარება, წიგნები რომ არა ალბათ ბებიაჩემის სიტყვებს დავიჯერებდი იმის შესახებ რომ ცხოველებს სული არ გააჩნიათ და ტკივილს ვერ გრძნობენ, რომ ჩემი მეზობელი ჩემი ტოლი თიკუნა, ჩემზე რამით ნაკლებია რადგან მის დღენიადაგ მშრომელ მშობლებს ფული არ ჰყოფნით რომ ძვირადღირებული ტანსაცმელი უყიდონ, დავიჯერებდი რომ ძვირფასი ავტომობილი და დიდი სახლი განსაზღვრავს ჩვენს ადამიანობას... ხანდახან მეგონა რომ დედაჩემს რცხვენოდა ჩემი, რცხვენოდა იმის რომ მისი დაქალების შვილებივით ძვირადღირებულ ტანსაცმელზე და ტექნიკაზე არ ვიყავი გადარეული, ხანდახან ისე შემომხედავდა ხოლმე მინდოდა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე, რატომღაც ცდილობდა თავი მის წინაშე დამნაშავედ მეგრძნო, ასეც იყო... არადა როგორ მაკლდა მისი და მამაჩემის სითბო, ერთი უბრალო გაღიმება, ერთი უბრალო ჩახუტება და თბილი სიტყვა... თოთხმეტი წლის რომ გავხდი, ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე მახარა დედაჩემმა რომ საღამოს დათო მოვიდოდა ოჯახთან ერთად ჩემს დასანიშნად, დაახლოებით ერთი საათი მელაპარაკა იმის შესახებ რომ ეს ყველაფერი ნორმალური იყო, რომ მათ უნდა დავმორჩილებოდი, ხმა არ უნდა ამომეღო და ისე უნდა გამეკეთებინა ყველაფერი როგორც ისინი მეტყოდნენ, სრულიად უცხო კაცის საცოლე უნდა გავმხდარიყავი მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენს მამებს საერთო გარანტირებული საქმე ჰქონოდათ, რათქმაუნდა შეწინააღმდეგება ვერ გავბედე, პატარა ვიყავი და თანაც ძალიან სუსტი იმისთვის რომ საკუთარი აზრი გამომეთქვა და მერე დამეცვა, მხოლოდ თავს ვუქნევდი და გამალებით ვყლაპავდი ნერწყვს რომ ყელში მობჯენილი ბურთი როგორმე გადამეყლაპა... თოთხმეტი წლის ბავშვს საკმაოდ გამომწვევი საღამოს კაბა რომ ჩამაცვა, მაკიაჟი რომ გამიკეთა და დასაკლავი ცხვარივით რომ გამიგდო წინ პირველად მაშინ დავფიქრდი იმაზე რომ ის ყველაფერი რასაც იმ ლამაზ რომანტიულ ისტორიებში ვკითხულობდი სიცრუე იყო, არ არსებობდა ნამდვილი სიყვარული არც თანაგრძნობა, არც თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი რომელიც ამ ჯოჯოხეთიდან დამიხსნიდა, პრინცის მაგივრად მისაღებში დათო იჯდა და სრულიად უინტერესოდ მათვალიერებდა უხერხულობისგან ერთიანად გაწითლებულს, სამაგიეროდ მისი ბიძაშვილი ვაჟა არ მაშორებდა ანთებულ თვალებს და ვერაფრით ვერ ვხვდებოდი რატომ მიყურებდა ასე... მომავალი სადედამთილო ცივი ღიმილით შემომცქეროდა, თვალებს ისე დაასრიალებდა ჩემს სხეულზე თითქოს გასაყიდი საქონელი ვყოფილიყავი, ბოლოს დედაჩემს მიუბრუნდა და კმაყოფილმა დაუკრა თავი, შეთანხმდნენ რომ როგორც კი სრულწლოვანი გავხდებოდი მაშინვე დაგვაქორწინებდნენ, დათოს აშკარად არ ვაინტერესებდი, თავიდან ფეხებამდე ტელეფონში იყო ჩამძვრალი, ვაჟას მზერა კი ჩემს მკერდს და ფეხებს არ მოშორებია, შუაღამემდე გაგრძელდა ეს ფარსი, ყველა რომ წავიდა ძლივს ავაღწიე საძინებლამდე და გაუხდელად დავეგდე საწოლზე. - - - - - - - - - - ნიშნობის შემდეგ სულ რამდენჯერმე შევხვდით მე და დათო ერთმანეთს, დედაჩემი თითქმის ყოველდღე ჩამჩიჩინებდა იმას რომ ახლა უკვე დანიშნული ‘’ქალი’’ ვიყავი და სხვა არავისზე და არაფერზე არ უნდა მეფიქრა, ლექციებს მიტარებდა იმის შესახებ რომ ქმარს უნდა დავმორჩილებოდი, მისთვის შვილები გამეჩინა და მასზე მეზრუნა, მეც ნელ-ნელა ვიწყებდი ამ ყველაფრის შეგუებას და გათავისებას, ჩვიდმეტი წლის ვიყავი როცა ჩემმა სადედამთილომ გამოაცხადა რომ მეტი ლოდინი საჭირო აღარ იყო, სკოლაც კი არ დამიმთავრებია, ჩემს ოცნებას რომ ჟურნალისტი გავმხდარიყავი სამუდამოდ გადაესვა ხაზი, ისევ ვერაფერი გავაკეთე, ისევ არაფერი მითქვამს, ან კი რა უნდა მეთქვა... ზაფხული დაემთხვა, ასე რომ ჩემმა სადედამთილომ რატომღაც გადაწყვიტა რომ ჩვენი ქორწილი საკუთარი სახლის უზარმაზარ ბაღში ღია ცის ქვეშ გადაეხადა, სამამამთილოც დაეთანხმა, რათქმაუნდა დაეთანხმებოდა, ზედმეტად ვერაფერს უბედავდა, ქალბატონი ლელას სიტყვა კანონი იყო. უამრავი სტუმარი გვყავდა, კაბაც კი ლელას შერჩეული მეცვა, გასავათებული ვიჯექი აწ უკვე მეუღლის გვერდით, ვუყურებდი ჩემს მშობლებს რომლებსაც სახეზე ბედნიერი ღიმილი არ შორდებოდათ და ველოდი როდის მოიფიქრებდა ჩემი ბედოვლათი ქმარი სუფრიდან ადგომას, საძინებელში რომ შევედით და უგონოდ მთვრალმა ზურგსუკან კარი რომ ჩაკეტა პირველად მაშინ შემეშინდა, საცოდავად მოვიბუზე, დავპატარავდი, არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, მომიახლოვდა, მხრებში ხელები ჩამავლო, ერთხანს ამღვრეული თვალებით მიყურებდა და მერე არ დაიჯერებთ მაგრამ ატირდა... - ახლა შენ კი არა ის უნდა ყოფილიყო ჩემს გვერდით, -გაცოფებულმა დაიღმუვლა და ისე შემაჯანჯღარა მეგონა ერთიანად დავიშალე ძვლებში, -ის მიყვარს არადა იძულებული გავხდი შენ მომეყვანე ცოლად, ყველაფერი შენი ბრალია. - მე რა შუაში ვარ, -საცოდავად ამოვიკნავლე, ვერ ვხვდებოდი, ზრდასრული ჭკუადამჯდარი მამაკაცი მე, ჯერ კიდევ ბავშვს და ჩემი და მისი მშობლების მსხვერპლს რატომ მადანაშაულებდა და რატომ ცდილობდა საკუთარი დანაშაული ჩემთვის აეკიდა. - გაჩუმდი, შენი ხმა არ გავიგო, დაიღრიალა და კაბის შესაკრავს ისეთი ძალით დაქაჩა, მარგალიტის ღილები იატაკზე გაიფანტა, ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად კაბა შემომახია, საწოლზე დამაგდო, ველურივით იქცეოდა, მიდოდა მეყვირა მაგრამ ხმა არ ამომდიოდა, მინდოდა მეტირა მაგრამ თვალები უდაბნოსავით მქონდა ამომშრალი, ჩემსკენ რომ დაიხარა და მისი ლოყიდან ჩამოღვენთილი ცრემლი ტუჩებზე რომ დამეცა, გავშრი, ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო რომ ასეთი ყოფილიყო... ერთი სიტყვით, იმ ღამით ბატონმა ქმარმა ტირილ-ტირილით გამაუპატიურა... ორი წელი გავატარეთ ერთად, ორი უფერული და უსიხარულო წელი, ამ ორი წლის განმავლობაში ერთი დღეც კი არ ყოფილა რომ ბედნიერი ვყოფილიყავი, ქალბატონმა დედამთილმა სწავლა ამიკრძალა, რამდენჯერმე ვცადე დათოსთვის მეთხოვა, იქნებ დედამისი როგორმე დაეთანხმებინა და სწავლის გაგრძელების უფლება მოეცა, არც კი მომისმინა, ბოლო ხანებში სახეშიც კი აღარ მიყურებდა, არაფრის მაქნისს მეძახდა, დედამთილი და მამამთილიც ისე მექცეოდნენ თითქოს არც მეარსება, ლელას თითქმის ყოველ კვირა სხვადასხვა ექიმთან დავყავდი, ვერცერთმა ექიმმა ვერ მოახერხა მისი დარწმუნება იმაში რომ სრულიად ჯანმრთელი ვიყავი და დათოს სჭირდებოდა გამოკვლევა. მათთან ცხოვრებისას გარესამყაროს მთლიანად მოვწყდი, მშობლებიც არ მაკითხავდნენ, მოგზაურობდნენ, ერთობოდნენ და ალბათ არც კი ახსოვდათ რომ სადღაც მათი ერთადერთი ქალიშვილი იტანჯებოდა. ერთხელ სახლში იურისტი მოგვადგა ნოტარიუსთან ერთად, მეც რომ დამიძახეს და სამუშაო ოთახში შემიყვანეს გამიკვირდა, სამუშაო ოთახი კი არა ჩემი თანდასწრებით ერთმანეთსაც კი არ ელაპარაკებოდნენ, უამრავ საბუთზე მომაწერინეს ხელი, ვიკითხე რა იყო მაგრამ ლელამ ისე დამიბრიალა თვალები შეშინებული გავჩუმდი, სანამ ნოტარიუსს გააცილებდნენ დრო ვიხელთე და საბუთების ასლებში ჩავიჭყიტე, მთელი მათი ქონება, კომპანიის აქციები, ეს სახლი და კიდევ რამდენიმე აგარაკი ჩემზე იყო გადმოფორმებული, იმწუთას ვერ მივხვდი ეს რაში დასჭირდათ, მერე გავიგე რომ რაღაც პრობლემები და ვალები ჰქონიათ და ყოველი შემთხვევისთვის ასე ცდილობდნენ ქონების გადარჩენას, ამ ამბიდან ორი კვირის შემდეგ დაიღუპა დათო, მამათილმა სტრესს ვერ გაუძლო და დათოს დასაფლავებიდან სულ რაღაც რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ გულის შეტევა დაემართა, გულის გადანერგვა გახდა საჭირო, ლელამ გერმანიაში წაიყვანა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა მაგრამ რეაბილიტაციამ დიდი დრო წაიღო და მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მოახერხეს საქართველოში დაბრუნება, გაინტერესებთ მე რას ვაკეთებდი ეს ერთი წელი? გაინტერესებთ გამოვიყენე თუ არა ეს დრო იმისთვის რომ ჩემს ნებაზე მეცხოვრა? არავითარ შემთხვევაში, ლელა წავიდა მაგრამ დედაჩემს შვილი გაახსენდა და ისე მაკონტროლებდა სახლიდან ცხვირსაც ვერ ვყოფდი გარეთ, სიმართლე რომ ვთქვა არც მინდოდა, უკვე შეჩვეული ვიყავი ასეთ ცხოვრებას და საკუთარი თავის შეცოდებას. ლელა გერმანიიდან რომ დაბრუნდა, მაშინვე იურისტი და ნოტარიუსი დაიბარა და ისევ სამუშაო ოთახში დამიძახა, წინ უამრავი საბუთი დამიდო და მიბრძანა რომ ხელი მომეწერა, მაშინვე მივხვდი რომ ქონების უკან დაბრუნებას ცდილობდა, არ ვიცი რა შემიჩნდა მაგრამ უარი ვუთხარი, საბუთებისთვის ხელი არ მომიწერია, ჩემი მამათილი ბატონი ვასოც იქ იყო, ჩემი კატეგორიული უარის გაგონებისას გულზე რომ იტაცა ხელი რატომღაც ვიფიქრე რომ რაღაცას იგონებდა მაგრამ უსულოდ რომ გაიშოტა ძირს მაშინ კი შევშინდი... დაიღუპა, იმ კვირის ბოლოს მიწას მივაბარეთ და ხელში საკმაოდ სოლიდური ქონება და საოცრად შეცვლილი, გასაცოდავებული და განადგურებული დედამთილი შემრჩა, დასაფლავების მერე სახლში რომ დავბრუნდით ჩამეხუტა და მითხრა არ დამტოვოო, ერთი წამით მართლა ვიფიქრე რომ სიმართლეს ამბობდა, მინდოდა რომ სიმართლე ყოფილიყო, თუმცა ძალიან კარგად ვიცნობდი საიმისოდ რომ მისი სიტყვები დამეჯერებინა. დაახლოებით ერთი წელი ვიცხოვრეთ ერთად მე და ლელამ, ხშირად ავადმყოფობდა, ან თავს მაჩვენებდა, ზუსტად არ ვიცი, ჩემს მიმართ დათბა, ქონების დაბრუნებაზე ხმა აღარ ამოუღია მეც აღარ მიხსენებია, ბოლო ერთი თვის განმავლობაში დედაჩემი განსაკუთრებით ხშირად გვსტუმრობდა, ვხედავდი როგორ ჩურჩულებდნენ და როგორ გეგმავდნენ რაღაცას, საბოლოოდ კი გამომიცხადეს რომ უკვე დრო იყო გავთხოვილიყავი, ოცდაერთი წლის ქალი მარტო არ უნდა ცხოვრობდესო დაასკვნეს ისე რომ მე არაფერი მკითხეს, უნდა გავთხოვილიყავი და არც მეტი არც ნაკლები დათოს ბიძაშვილს ზურას უნდა გავყოლოდი ცოლად... ალბათ არ გაგიჭირდებათ ჩემი პასუხის გამოცნობა... როგორც ყოველთვის ისევ თავი დავუქნიე, ისევ დავთანხმდი, მერე რა თუ ვხვდებოდი რატომაც აკეთებდა ამ ყველაფერს ლელა, ეშინოდა რომ ერთხელაც რაღაც წამომივლიდა და მთელ ქონებას გავანიავებდი, მათ კი მშრალზე დავტოვებდი, ასე კი თუ ზურას გავყვებოდი ყველაფერი ისევ მათ ოჯახში დარჩებოდა, დავთანხმდი, დაპროგრამებული ზომბივით მივყვებოდი დედაჩემის და ლელას გეგმას... - - - - - - - - - დასველებული თითის წვერებით შევეხე დაბერილ, დასკდომამდე მისულ ძუძუსთავებს, ცალი ხელით მკერდი მუჭში მოვიქციე და მოვსრისე, მეორე ხელის ათრთოლებული თითებით მუცელს ჩავუყევი ფეხებსშორის რამდენიმე წამით შევჩერდი და სანამ სველ, მხურვალე ვაგინაში ჩავეფლობოდი მანამდე მოვემზადე იმისთვის რომ როგორმე კბილი კბილზე უნდა დამეჭირა და კვნესა უნდა შემეკავებინა, თორემ ამ დაწყევლილ სახლში კედლებსაც კი ყურები ჰქონდათ... თითების გაწაფული მოძრაობით დავიწყე საკუთარი თავისთვის სიამოვნების მინიჭება, თავი უკან გადავაგდე, ბეჭებით დავეყრდენი საწოლს და მუცელი ზემოთ ამოვზნიქე, თვალებ მინაბული და ტუჩებ გაპობილი ღრმად ვსუნთქავდი, გაინტერესებთ რას ან ვის წარმოვიდგენდი ხოლმე ასეთ დროს? უსაზღვრო ფანტაზია მქონდა, თუმცა არასდროს არცერთი წამით არ გამივლია თავში რომ გათავებისას ან მანამდე ჩემს აწ განსვენებულ მეუღლეზე მეფიქრა, ვერც ვიფიქრებდი, ფანტაზიებშიღა მაკლდა, ისედაც მთელი ცხოვრება გამიმწარა, დაძალებული, ზოგჯერ უხეში და ზოგჯერ უნდილი ალერსით, ჰმ, იმასაც თუ ალერსი ერქვა, აუცილებელად შესასრულებელი რიტუალივით გვქონდა სექსი ყოველ ღამით, ისე ვუშლიდი ფეხებს თითქოს ეს ჩემი სამსახური ყოფილიყოს ან ვალდებულება... - ვალდებული ხარ ჩემს შვილს ვაჟი გაუჩინო, ბერწი ხარ, არაფრისმაქნისი, თან გყვებით, შენ კი მხოლოდ ბავშვის გაჩენა გევალებოდა და მაგასაც ვერ ახერხებ, -უკვე ორი წელია დათო გარდაიცვალა და ახლაც ყურში ჩამესმის ხოლმე დედამთილის ღვარძლნარევი სიტყვები... ჰოდა იმას ვამბობდი რომ გავუშლიდი ხოლმე ფეხებს, ისიც იხვანცალებდა ორიოდე წუთს და გადაწვებოდა გვერდზე ახვნეშებული, გაოფლილი და დაღლილი, ახლა რომ ვფიქრობ ვერაფრით ვხვდები ორ წუთში როგორ ახერხებდა დაღლას და გაოფვლას, ისეთი სახით იწვა ხოლმე თითქოს სამშობლოს წინაშე ვალმოხდილი ჯარისკაცი ყოფილიყოს, არადა გაგეცინებათ და ჯარშიც კი არ იყო ნამყოფი, სამთავრობო წრეებში ნაცნობების მყოლმა მამიკომ გაუხერხა და არავის შეუწუხებია ვაჟბატონი... მთელი მისი ცხოვრება მეგობრებთან გართობით და ჭამა სმით შემოიფარგლებოდა, ჩემი ცხოვრება კი მზეთუნახავივით მთელი დღე სახლში ჯდომით, დედამთილ-მამამთილის საყვედურების მოსმენით და ღამით მისი დაკმაყოფილებით, ბოლოს უკვე იმ ორწუთიან ხვანცალსაც კი მამადლიდა, ბავშვი რომ არ მინდოდეს შენ არც მოგეკარებოდიო... ნამდვილი ცხოველი იყო ასე რომ ჩემს ფანტაზიებში არაფერი ესაქმებოდა, ერთადერთი ამ ფანტაზიებში ვპოვებდი ხოლმე შვებას, ახლა ვისზე ვფიქრობდი? იმ ბიჭზე ვისაც ბოლო ერთი კვირაა თითქმის ყოველ დღე ვხედავდი ჩემი საძინებლის ფანჯრიდან, ჩვენი ბაღის გადაღმა მდებარე ეზოში, აქამდე არ შემიმჩნევია, ასე უცბად გამოჩნდა და ჩემს ბინძურ და გარყვნილ ფიქრებშიც შემოიჭრა, მაღალი იყო, ტანადი, შავი გრუზა თმით და დაბალი ლამაზად გაკრეჭილი წვერით, ძლიერი მხრები, გრძელი თითები და ვნებიანი ტუჩები ჰქონდა, თვალები კი, ღმერთო ჩემო, მისი უძირო შავი თვალები... გინდათ გაიგოთ როგორ ვამჩნევდი ამ სიშორიდან ასეთ დეტალებს? შეიძლება არ დაიჯეროთ, წარმოიდგინეთ როგორ ვდგავარ ფარდას ამოფარებული ძველისძველი ჭოგრიტით ხელში, როგორ ვუთვალთვალებ სექსუალურ მეზობელს და როგორ ვყლაპავ ნერწყვებს, ჩემს საძინებელში მყოფს წარმოვიდგენდი ხოლმე ათას სხვადასხვა პოზაში, ჩემს ზემოდან მოქცეულს, მერე ქვემოდან ან უკნიდან... კარადაზე, იატაკზე, აბაზანაში... ყველაზე ხშირად მის უბეზე ვაჩერებდი ხოლმე მზერას, ნეტავ როგორი აქვს, ალბათ ძალიან დიდი და მსხვილი, ახლაც ამ წუთასაც მასზე ვფიქრობდი, ჩემს ოცნებებში ხელით ვეფერებოდი მის უზარმაზარ ერეგირებულ ასოს, მის წინ ვიჩოქებ, ფრთხილად ვიქცევ მუჭში და ზემოთ-ქვემოთ მოძრაობით ვახელებ, მერე ნაზად ვეხები ენით, მისკენ ვაპარებ თვალს, ამღვრეული მზერით დამყურებს ზემოდან ბაგეები ოდნავ აქვს გაპობილი, ვხვდები როგორ სიამოვნებს ჩემი შეხება და ეს უფრო მეტად აღმაგზნებს... კარზე უხეშმა ბრახუნმა გამომიყვანა ნირვანადან და უხეშ რეალობაში დამაბრუნა, გავისუსე, ისევ და ისევ, თავიდან და თავიდან, გაუთავებლად აბრახუნებდა. - რას აკეთებ მოკვდი? კარი რატომ გაქვს ჩაკეტილი, -ჩემი დედამთილის ხმა მომესმა და კბილი კბილს დავაჭირე რომ სიმწრისგან არ მეკივლა. - ახლავე გამოვალ, -დახშული ხმით გავძახე. - ნორმალურად ჩაიცვი, ვაჟა მოდის ოჯახთან ერთად, უნდა დაგნიშნონ, -ერთბაშად მომახარა სასიხარულო ამბავი და კარს მოშორდა... დაუკმაყოფილებელი წამოვიზლაზნე საწოლიდან და უზარმაზარ სარკეში საკუთარი თავი შევათვალიერე, წითური დატალღული თმა რომელიც წელამდე მწვდებოდა აბურდული მქონდა, მწვანე თვალები ამღვრეული, დაჭორფლილი სახე აწითლებული, ხოლო ჩემს მკერდს ჯერ ისევ ეტყობოდა ცოტა ხნის წინანდელი აღგზნების კვალი, ჩემს სხეულში ყველაზე მეტად მკერდი მომწონდა, პატარა მაგრამ მრგვალი და მკვრივი, წვრილი წელი და გრძელი ფეხები, ლამაზი უკანალი, კაცი რომ ვყოფილიყავი ჩემნაირ ქალს გულგრილად ნამდვილად ვერ ჩავუვლიდი გვერდზე, დათო კი ისე ცივად მექცეოდა... არადა შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, ისე რომ არც კი მიფიქრია რას ვაკეთებდი, აივანზე გასასვლელ კარს მივუახლოვდი, ფარდა გადავწიე და მეზობელ სახლს გავხედე, შევცბი როცა აივანზე ჩემი სიმპათიური მეზობელი შევამჩნიე ჭოგრიტით ხელში იდგა წელსზემოთ შიშველი და მიყურებდა, დამინახა თუ რა ჭოგრიტი გვერდზე გადადო და ღიმილით დამიქნია ხელი, რამდენიმე წამს გაშეშებული ვიდექი, მერე გამახსენდა რა მდგომარეობაშიც ვიყავი, ფარდა გადავწიე და რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე რომ როგორმე დავმშვიდებულიყავი, ღმერთო ჩემო სრულიად შიშველს მიყურებდა, ისიც ჩემზე არანაკლები მანიაკი აღმოჩნდა არადა საერთოდ არ ეტყობოდა, ამ სიტუაციამ საოცრად გამახალისა, იმის გაფიქრებამ რომ შესაძლოა სხვა დროსაც მითვალთვალებდა ხოლმე საშინლად აღმაგზნო, ასე კარგად და ასე ცოცხლად დიდი ხანია რაც თავი არ მეგრძნო, სულ რაღაც რამდენიმე წამით დავფიქრდი იმაზე რომ სიცოცხლის ფასდაუდებელ წლებს ტყუილუბრალოდ ვფლანგავდი, იქნებ დრო იყო წინააღმდეგობის გაწევა მესწავლა, იქნებ დრო იყო საკუთარ თავზეც მეფიქრა, საკუთარ ბედნიერებაზე... მსხვილ ვნებიან ტუჩებზე გადავისვი საჩვენებელი თითი, ჩემს ორეულს რომელიც სარკიდან მიცქერდა გავუღიმე და თვალი ჩავუკარი. - აბა შენ იცი ჰანა, გადი და ვაჟას აჩვენე როგორი უდიდესი შეცდომა დაუსვა შენი ხელის სათხოვნელად რომ მოვიდა... - - - - - მაინც ვერ მოვითმინე რომ არ დამედო :) წინასწარ გაფრთხილებთ რომ კვირაში ერთი თავის მეტის დადებას ვერ მოვახერხებ. ყოველ ორშაბათ საღამოს ავტვირთავ ხოლმე ერთ ასეთი ზომის თავს :) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.