შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმია ორისთვის ( თავი 2)


29-11-2022, 18:03
ავტორი თუკა
ნანახია 4 833

სავარძელში იჯდა ნიკოლოზი და საკუთარ ფიქრებს ხან მარჯვნივ ხანაც კი მარცხნივ ალაგებდა. თავს და ბოლოს ვერ უყრიდა აზრებს. წინა დღის ვახშამზე ახლაც ფიქრობდა და ვერაფრით ხვდებოდა სად დაუშვეს შეცდომა ანდრიას აღზრდის დროს. საკუთარ თავს ადანაშაულებდა რომ ზედმეტად ჰყავდა გათამამებული. თუმცა ექიმების თქმით , ის დაბადებიდან ასეთი იყო , ასეთი ემოციებით დატვირთული გაუწონასწორებელი და ზომაზე მეტად ჯიუტი. უყვარდა ნიკოლოზს სხვებისთვის ხელების ჩამოწმენდა, არასოდეს იხსენებდა იმას რაც არ სჭირდებოდა, არასოდეს იდანაშაულებდა თავს იმაში რომ შვილი ასეთ მდგომარეობამდე თავად მიიყვანა..
ნერვიულად ისვავდა ათრთოლებულ ხელებს ნიკაპზე და მხოლოდ ერთი რაღაც აბრაზებდა, თავისი უმოქმედობა.
ორი წლის წინათ საბოლოოდ აიღო ხელი სამსახურზე. გადატვირთული გრაფიკის გამო, ორგანიზმმა ვერ გაუძლო და 56 წლის ასაკში ორჯერ გადაიტანა ინფარქტი. ექიმმა დასვენება და სახლში ყოფნა ურჩია. რუსუდანმაც მაშინვე თავისთან იხმო ოჯახის მთავარი „ღერძი“ დანიელი და მამის ამბავი გააცნო. ისე მოაგვარეს ყველაფერი, წამით არ უკითხავთ დანიელისათვის უნდა თუ არა მამა-პაპის ბიზნების ჩაბარება ასე ხელაღებით, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცს უკვე ჰქონდა თავისი საქმე..
დანიელმა მხოლოდ ის სთხოვა მამას ნიაც ჩემთან ერთად იყოს, ხანდახან მაინც დავისვენოო, ზურგი აქცია თბილისის გარეუბანში მდგარ ლიქოკელების სამ სართულიან სახლს და მათგან მოშორებით დაიდო ბინა სიმშვიდეში..
- ხედავ სადამდე მივედით რუსა?- ეზოში მოფუსფუსე ცოლს გასძახა ნიკოლოზმა და გაიტრუნა.
- რას გულისხმობ ნიკო? რაზე ამბობ? - მაშინვე მის გვერდით ჩამოჯდა ზედმეტად ოქროსფრად თმა შეღებილი ქალი და მუხლზე ხელი ნაზად დაადო.
- ყველაფერს, დანიელი სახლიდან წავიდა და კვირაში ერთხელ ვხედავთ, ნია თითქმის მთელი დღეები სახლში არააა, ანდრიაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. როგორ გამოვიდა ასე რომ, სამი შვილი გვყავს და სამივე ასეთ განსხვავებულია ერთმანეთისაგან.
- რატომ ამბობ ასე ნიკო? დანიელი და ნია გვანან ერთმანეთს. უბრალოდ ცხოვრებამ ასე მოიტანა რომ დანიელი დაჩაგრულიყო..
- დაჩაგვრაა ეს, როცა ამხელა ფირმის სათავეში დგახარ და მილიონებს ეთამაშები რუსა? დაჩაგვრააა? პიქირით ამაზე ოცნებობენ ადამიანები. მე კიდევ ჩემივე ხელით გადავულოცე მას ყველაფერი...
- ისე ნუ ამბობ, თითქოს გეხვეწებოდა დანიელი და შენ უარზე იყავი. ხო იცი რომ მას არასოდეს არაფერი უთქვამს შენთვის.
- ვიცი, ვიცი. დამავიწყდა რომ სახლში შენი სახით პირადი დამცველი ჰყავს დანიელს.
- არ გინდა ნიკო. დანიელი სხვანაირია და შენ ეს ძალიან კარგად იცი. ნუ მაიძულებ ბევრი რამ გაგახსენო..
- ხო კარგი, კარგი, რა საჭიროა ეს წარსულის გახსენებები. უბრალოდ ვთქვი..
- უსამართო ნუ იქნები შენი შვილის მიმართ. ადექი სახლში შედი. წვიმას აპირებს, ამ ამინდისაც ვერაფერი გავიგე ისევე როგორც შენი - სიტუაციის განმუხტვა სცადა რუსუდანმა და ქმარი სახლში ნაძალადევად შეუშვა.
ვერაფრით ეგუებოდაა საყვარელი შვილის სახლიდან წასვლას რუსა, მისი პირველი სიხარული , პირველი იმედი იყო დანიელი. ისეთი სიფაქიზით ისეთი უზადო სიყვარულით გაზარდა. მერე შეიცვალა. მერე გადასხვაფერდა. რაღაც გარდატეხა მოხდა მასში, რაღაცამ იმოქმედა მასზე.
საკუთარ თავში ჩაიკეტა, გარე სამყაროს მოსწყდა და მხოლოდ საკუთარ მესთან კონტაქტობდა..
მერე ნელა-ნელა შეეგუა რუსაც შვილის ასეთ შეცვლას,ხან გარდატეხის პერიოდს ხანაც სიყვარულს აბრალებდა. მაგრამ მისი ძლიერი ხასიათის გაამო, ვერ უბედავდა ბოლომდე ჩაყოლოდა შვილის ტკივილს და გაეგო რა სჭირდა..

**
კედელს მიყუდებული ვიდექი და ბუმბულებიანი ნიღაბი მიფარავდა სახეს. ყველაფერს მოველოდი და ამას თუ გამიკეთებდა საკუთარი დაქალი არა.
- გაიღიმე გოგო, ნიღბის შიგნიდანაც კი გეტყობა რომ დამჟავებული სახით ხარ , რა გჭირს მართა - ბედნიერმა მითხრა სოფიომ და ნუცას გახედა..
- ხოოო, ძალიან ბედნიერი უნდა ვიყო მაგრამ, არ ვარ. მე თქვენ უბრალოდ მადლიერების გადასახდელად გთხოვეთ საღამოს გამართვა და თქვენ კიდევ ეს ბუმბულებიანი და ფარჩებიანი კარნავალი მოაწყეთ. თავი მეთვრემეტე საუკუნეში მგონია „ბალზე“.
- ხოდა გეგონოს. შენი პრინცი მოვა ახლა, ხელს გამოგიწვდის რომ გეცეკვოს, მერე შენ ეს პრინცი შეგიყვარდება და ძებნას დაუწყებ.
- რა რომანტიკააა, ღმერთმანი, შენ ასე იპოვე თორნიკე? - სიცილით ვუთხარი სოფოს და აწეული ნიღაბი ისევ უკან ჩამოიწია, გაბრაზების დასამალავად.
- აჰააა, ხომ ვთქვი- ყურში მიჩურჩულა, და ჩვენკენ მომავალი მაღალი მამაკაცისაკენ მიმანიშნა..
- მორჩი გოგო, დაინახავს რაებს აკეთებ, ნაბიჯით წინ წავიწიე რომ მაშინვე წინ გადამიდგა.
- მართა გელოვანო-ო ჩემგან აპირებ გაქცევას? - ხავერდოვანმა ხმამ მაშინვე ტანში დამიარა და ადგილზე გავიყინე.
- და თქვენ ვინ ხართ რომ? ვერ გავიგე...
- ოოოო, ქალბატონო, თქვენს ხელებს რა დამავიწყებს. შენც ისევე კარგად იცი მე ვინ ვარ ისევე როგორც მე ვიცი შენ ვინ ხარ.
- მორჩით მორიგ თამაშს დანიელ , არ ვარ ამის ხასიათზე.
- არადა სულაც არ ვთმაშობ. მინდა თქვენგან მადლობა მოვისმინო.
- მოისმენთ , როდესაც სიტყვას ვიტყვი..
- ნწუ,ნწუ, ნწუ. არადა მე სხვა მადლობა მინდოდა. წუხანდელი ღამისთვის, მე რომ არა დამიჯერეთ კოღოების მსხვერპლი გახდებოდით .
- წუხანდელი ღამის? შენ ... მოიცადე. გასაგებია. მაგრამ მე დახმარება არ მითხოვია. ასე რომ მადლობას ნუ ელოდებით. ისე სხვათაშორის კოღოები არ მკბენენ..
- არც გიკბენს, კოღო ცივსისხლიანს არ ეტანება - ყურთან მიჩურჩულა დაბალ ხმაზე და სწრაფი ნაბიჯით გამეცალა..
რამოდენიმე წამს გახედევებული ვიდექი და მის გრაციოზულ სიარულის მანერას გაშტერებული ვუყურებდი.
მხრებში გამართული მიაბიჯებდა მაგიდისაკენ, გრძელი ხელები და თლილი თითები თითქოს მასთან ერთად ცეკვავდა სიარულის დროს. ვგრძნობდი რომ იღიმოდა, შინაგანად ვიცოდი , ჯერ კიდევ ამდიოდა ალი მისი სიახლოვის გამო. ჯერ კიდევ გული ამოვარდნაზე მქონდა და გონს ვერ მოვდიოდი.
დაბნეული გავედი ამაღლებულ სცენაზე და მადლობის სიტყვა თავდხრილმა წარმოვთქვი. მისი შეხედვა არ შემეძლო. გული მეწურებოდა ისე მინდოდა დამენახა კიდევ ერთხელ მისი თვალები მაგრამ ვიცოდი , დავიბნეოდი, რაღაცას ისე ვერ გავაკეთებდი როგორც საჭირო იყო. ძლივს ჩავამთავრე სიტყვა და გეზი პირდაპირ ნიტასკენ ავიღე.
- ნიტა ეს ბიჭი აქ ვინ მოიყვანა? - მკლავში ხელი გაცხარებით დავტაცე და გვერდზე გავწიე ხალხისაგან.
- ვინ ბიჭი, რაზე ლაპარაკობ.
- დანიელი აქ ვინ დაპატიჟა.!
- რა კითხვაა?!- აზროვნება დაკარგე? რამოდენიმე დღის წინათ მაგ ბიჭმა გადაგარჩინა და კიდევ დიდ გულზე ხარ ? რას გადაეკიდე ამიხსენი ამ ბიჭს?
- არ მსიამოვნებს მისი ჩემს სიახლოვეს ყოფნა!- გაუაზრებულად ვუთხრი და მალული მზერა გავაპარე მისკენ.
- არ გგონია რომ ზედმეტად ხარ დაძაბული მის გამო? მას სულაც არ აწუხებს შენი ახლოს ყოფნა, რა ხდება? - დაფიქრებულმა მკითხა და დანიელს გახედა..
- რა უნდა ხდებოდეს, არ მსიამოვნებს და მორჩა!
- ამ ხმამაღალ ნათქვამს „არ მსიამოვნებს“- ახსნა მოუძებნე ჯერ დაიკო, ახსნა. - ლოყაზე მაკოცა და მეგობრებს დაუბრუნდა..
შუბლი ნერვიულად მოვისრისე და ეზოში გავედი. ბუმბულებით გადავსებული ნიღანი მიწაზე დავაგდე და სკამზე მოწყვეტით დავჯექი.
- ბალი, მასკარადი, რას არ მოიგონებს ეს გოგო, ოღონდ რაღაცაში გაერთოს და დროის გასაყვანი მოიფიქროს, მე სამადლობელო საღამო მინდოდა ამან კიდე ფარშევანგად მაქცია- გაბრაზებული ვდუდღუნებდი და ნერვიულად ვაქანავებდი ფეხს.
- მე ძალიან მომწონს, ვინ მოიფიქრა ეს ბალი და მასკარადი?
- შენ მართლა მე მყარაულობ თუ გინდა რომ ჭკუიდან ამწიო?- გამწარებულმა ვუყვირე და სწრაფად წამოვხტი ფეხზე, ჰაერში მჭახედ გაისმა საოცარი ხმა და წონასწორობა დაკარგული დანიელს ზედ მივასკდი. - კაბა გავაფუჭე,ნამდვილად მომკლავს, ისე ძალიან გავაფუჭე. მომკლავს სოფო - აცრემლებულმა ჩავილაპარაკე და მისი სხეულის სიმხურვალისაგნ გასცლას სულაც არ ვლამობდი.
- ჯერ ვნახოთ როგორ გააფუჭე. ნაზად გამწია განზე და თლილი თითები მხრებიდან მაჯეების მიმართულებთ დამისვა, - ნახე არაფერი ეტყობა, სულ არაფერი მართა, ახლა არ მითხრა რომ ამ კაბის გამო უნდა იტირო ... ღიმილისაგან თვალები აუციმციმდა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა..
- შენ რა გადარდებს მე გავხიე კაბა. შენი ბრალია. ყოველთის უდროო დროს ჩნდები დანიელ.
- უდროო როდის იყო?!- გამახსნე აბა, რომ დაგეხმარე , სასტუმროს კარი რომ გაგიღე, ღამით რომ ეზოში არ დაგტოვე, თუ ახლა რომ დაგიჭირე, მითხარი უდროო დროს სად გამოვჩნდი და გავითვალისწინებ.
- ნერვებზე თამაშობ გასაგებია?! ყოველი შენი გამოჩენა კრახით სრულდება დანიელ. ხედავ? ხომ ხედავ კაბა გავაფუჭე, სოფო მომკლავს, მისი საყვარელი კაბა იყო. - სლუკუნით ვუთხარი და ცრემლები გადმოვყარე..
- კარგი რააა, კაბის გამო როგორ ტირიხარ? წამოდი და ახალს გიყიდი , ხელი მკლავში მომკიდა და სკამზე დამსვა..
- შენ ვინ ხარ რომ რაიმე მიყიდო ჰა? თავი ვინ გგონია? შენი ნაყიდი კაბა რაში მჭირდება?! - გაცხარებულმა ვუთხარი და მისი ღიმილიანი სახის დანახვაზე უარესად მომეშალა ნერვები..
- დამშვიდდი? თუ კიდევ გადროვოო- ძალიან მშვიდად გამეპასუხა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა.
- შენ მგონი ნერვები არ გაგაჩნია იცი?- სრულიად უნერვო ადამიანი ხარ, ცივი ყინულივით და უგრძნობი. საერთოდ იცი რა არის ტკივილი? გტკენია ოდესმე?
- და ახლა რას მეუბნები რომ კაბის გახევით ცხოვრება გეტკინა? ეს ქალები ყველაფერს რატომ ამძაფრებთ ასე არ ვიცი. ელემენტარულისგან რაღაც გრანდიოზულს ქმნით. კაბა გაიხა, დიდი ამბავი. მთავარია ცხოვრება და იმედები არ დაგექცეს თავზე, თორემ მილიონ კაბას იყიდი მართა.
- მერე რა რომ ვიყიდი.
- ძალიან მძიმე ადამიანი ხარ, გეფიცები, ბევრნაირი ქალი შემხვედრია და შენნაირი არა. რომ გკითხონ ძალიან დიდი და ზრდასრული ადამიანი ხარ, სიტყვა ისე დამაჯრებლად წარმოთქვი, ლამის დამეჯერა რომ მადლობას გულახდილად მიხდიდი, ახლა კი ზუსტად ვიცი რომ ჩემს წინ ჩამოუყალიბებელი გოგო ზის. თინეიჯერი გოგო, რომელიც თხუთმეტი წლის ასაკში არის ჩარჩენილი და დაქალის კაბის გამო ტირის - დამაჯერებლად მითხრა, ხელის სწრაფი მოძრაობით გაისწორა შარვალი და გასასვლელისაკენ დინჯი ნაბიჯით გავიდა..
ქუჩაში ვიდექი და გამწარებული ვიმტვრევდი თითებს, საყვარელი სიძე ჩემს ზარს არ პასუხობდა, სავარაუდოდ ისე იყო ჩემს დასთან ერთად გართული.
- დიდხანს უნდა იდგე აქ? თუ დასველება მოგწონს?- მისმა ხმამ ტანში ერთიანად დამიარა და მისკენ დავტრიალდი..
- მანქანას ველოდები..
- რატომ მებღვირები ადამიანო? წამოდი წაგიყვან- მშვიდად მითხრა და მანქანისკენ წავიდა..
- არ მინდა დანიელ, შემეშვი...
- შენი მანქანა მგონი დაკავებულია, დასველდები და გაცივდები, წამოდი წაგიყვან არ ვიკბინები ..
- კარგი.. - რაც შემეძლო თავაზიანად ვუთხარი და მის ნაბიჯებს გავყევი..
ცოტა ხანს მშვიდად ვისხედით. ხმას არც ერთი არ ვიღებდით. ორივეს ჩვენი ფიქრი და საზრუნავი გვქონდა.. მე მასზე ვფიქრობდი , მასაც ეყოლებოდა საფიქრალი რამე ან ვინმე.. ჩვენი დუმილი ტელეფონის ზარმა დაარღვია..
- სანდრო გადაირიე? საათს დახედე რომელია. ახლა მეუბნები მაგას? კარგი , კარგი დამშვიდდი .
- მშვიდობაა? - ინტერესით ჩავეკითხე და იქამდე ფანჯრის მინაზე მოცურავე წვიმის წვეთს მზერა მოვაშორე..
- საბუთები დარჩა ჩემს მძღოლს, უნდა წამოვიღო.
- კარგი აქ გამიჩერე და ტაქსით წავალ -გადასვლა დავაპირე რომ დამიჭირა..
- ამ ამინდში წახვალ ტაქსით და გგონია რომ გაგიშვებ?- მივიდეთ საბუთები ავიღოთ და მერე მიგიყვან..
- კარგი - დაღლილმა ამოვიფრუტუნე და წვიმისაგან შექმნილ მდინარეებს გავხედე, ქუჩებში რომ ურცხვად მოედინებოდა.
მანქანა ქალაქგარეთ სახლთან გაჩერდა და შეშინებულმა გავიწიე ინსტიქტურად დანიელისკენ..
- გადმოხვალ თუ აქ იქნები? ვერ გეტყვი რომ ხუთ წუთში მოვალ, საბუთები არ ვიცი სად დევს და ტელეფონი გათიშული აქვს ალბათ დაუჯდა - მშვიდად მითხრა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო..
- ღმერთო ჩემო გადმოვალ, დაგეხმარები მაინც.
- კარგს იზამ, თორემ არ ვიცი ეს საბუთები სად უნდა ვიპოვო...
- უკან სავარძელზე ქოლგაა, მიდი აიღე და ფრთხილად გადმოდი ოღონდ- მშვიდად მითხრა და მანქანას შემოუარა. კარი თავაზიანად გამომიღო და გადმოსვლაში დამეხმარა..
- ეს რა უბედური წვიმაა, რა არის, ახლა მოუნდა ეს თავხსმა და უბედურება რა - გაბრაზებულმა ჩავილაპარალე და ქოლგის ქვეშ შეფარებული მის მხარს ავეკარი.- ამ სახლში შუქი არ ირთვება? - მისკენ მივტრიალდი და პასუხს დაველოდე..
- ირთვებოდა.. არ ვიცი მართა. რამოდენიმე თვე აქ არ ვყოფილვარ. შეიძლება ძლიერი წვიმის გამო გათიშეს..
- წვიმის გამო გათიშეს? რას ბოდავ? რომელი საუკუნეა, ალბათ დავალიანების გამო გათიშეს-ვალში არ დავრჩი და ისევ შევუბღვირე....
- არ ვიცი რის გამო გათიშეს, ხომ ხედავ რომ არააა. ახლა ამდენ ლაპარაკს ჯობია დამეხმარო, სადღაც წითელი საქაღალდე უნდა იყოს. მე ზემოთ წავალ შენ აქ ეძებე - ტელეფონის ფანარი თვალებში შემანათა და შეყოვნდა.. - იმედია სიბნელის არ გეშინია..
- მე არაფრის მეშინია და მითუმეტეს სიბნელის- გულმოსულმა ვუთხარი და ზურგი ვაქციე..
ბავშობიდან მძულდა ქუხილის ხმა, მითუმეტეს სიბნელეში. მახსოვს დაახლოვებით ათი წლის ვიქნებოდი ბებომ სახლში მარტო რომ დამტოვა, ჩემს ჯიბრზე დენი გაითიშა, ის სიბნელე ახლაც კი მზარავდა, საწოლის კიდეზე ვიჯექი , სახე მუხლებზე მედო და ხელები ყურებზე მქონდა აფარებული დაახლოვებით საათზე მეტი სანამ სახლში არ მოვიდა.. წამიერად გამახსენდა ახლა ის სიბნელე და ზურგს უკან ფეთიანივით მივტრიალდი, არავინ იყო საკუარი ანარეკლის გარდა.გამეფებულ სიმშვიდეში ჩემივე სუნთქვა და შფოთვა უარესად მაწუხებდა. კიბეებისკენ გაუბედავად მივანათე ფანარი , ზემოდან ხმა არ ისმოდა, შიშმა ამიტანა, ამხელა სახლში სრულიად უცხო გარემოში , სრულიად მარტო ვიყავი ტელეფონის ფანრის იმედზე, გული გამალებით მიძგერდა.. გარეთ წვიმის ხმა და ქუხილი ერთმანეთს ერეოდა და თავი საშინელება ფილმის მთავრი გმირი მეგონა. საკუთარი სხეულის კონტროლი დავკარგე, მთელი ტანი მიცახცახებდა შიშისაგან.. კიბეებზე ნელა დავიწყე ასვლა, იმ იმედით რომ დანიელი ჩემს ხმას გაიგებდა და დამიძახებდა...
- დანიელ სად ხარ?- ბოლოს მაინც მოვიკრიბე ძალა და დავიძახე, მაგრამ საპასუხოდ მხოლოდ სიჩუმე დამხვა..- ვგრძნობდ რომ მალე შიშისაგან ისტერიკა დამემართებოდა, პატარა ბავშვივით დავიწყე ტირილი, ცრემლები ურცხვად დამედინა ლოყებზე. შვება ვიგრძენი, მთელი ემოცია რაც შიშს მოჰქონდა ცრემლებში ვატევდი, - დანიელ იპოვე საბუთები? - მორიგი ძახილის შემდეგაც დუმილი დამხვდა... ტელეფონი გადმოვატრიალე საათი ღამის თორმეტს უჩვენებდა, - ეს ბიჭი სად გაქრა, ჯანდაბა. უნდა რომ გული გამისკდეს. ბუზღუნი მივაყოლე სლუკუნს და მხარზე ხელის შეხებაზე ისტერიულად ავხეტე ყვირილი..
- მე ვარ მართა, დამშვიდდი -, შემომხედე მე ვარ..
- მაგ ფანარს ნუ მანათებ თვალებში , დავბრმავდი.. გინდა რომ გული გამისკდეს? - გამწარებულმა ვუყვირე და კედელს მივეყუდე..
- შენ რა იტირე? - დაეჭვებულმა მკითხა და ლოყაზე ხელი დამისვა...
- არა, რატომ უნდა მეტირა, იპოვე საბუთები??
- ვიპოვე, მაგრამ გარეთ ისეთი თავსხმაა, არ ვიცი როგორ უნდა გავიდეთ.. ფიზიკურად ვერ მოვახერხებთ თბილისამდე ჩასვლას მგონი..
- აბა რას მთავაზობ? აქ დარჩენას?
- კი რატომაც არა.. უამრავი ოთახია, თბილად დაწვები, არ შეგცივდება, დაიძინებ დილით ადრე გავიდეთ, გადაიღებს დილამდე..
- რომ არ გადაიღოს?
- რომ არ გადაიღოს გზას მაინც ხომ დავინახავთ მართა..- ახლა კიდევ გზაც არ ჩანს, როგორც ჩანს მთელს დაჩებზეა გათიშული დენი, გაიხედე როგორ ბნელაა.
- არ მინდა გახედვა ვიცი.. - სანთელი არსად გეგულება? თუნდაც პატარა .. სახლი ხომ შენია, სად რა დევს არ იცი?
- არ ვიცი. იმიტომ რომ არ სახლში ახლა პირველად ვარ.
- პირველად ხარ? არ მითხარი ბოლოს რამოდენიმე თვის წინ ვიყავიო?
- იმის მერე-თქო !- გაბრაზება ვერ დამალა და დერეფნის ბოლოში ოთახის კარები შეაღო..- მიდი შედი და დაწექი, დაიძინე..
- შენ სად დაიძინებ? - ინტერესით ჩავეძიე და გავიტრუნე..
- წინა ოთახში !- მართა , რა მნიშვნელობა აქვს სად დავიძინებ?- კითხვაზე კითხვით მიპასუხა და ფანარი საწოლზე დამინათა.. - კარადაში დასაფარებელი უნდა იყოს. კარი თუ გინდა გასაღებზე დაკეტე და დაიძინე..
- კარგი, ღამე მშვიდობის - გაუბედავად ვუთხარი და, საკუთარი სიტყვა ვერ გავტეხე რომ სიბნელის არ მეშინოდა.
დაახლოვებით ათი წუთის მერე დანიელის მოძრაობის ხმა შეწყდა, მივხვდი რომ დაიძინა, მე კიდევ ვერაფრით ვიძინებდი, ეს სიბნელე, შიში და ქარის ხმა უარესად მიფანტავდა ძილს. მშიშარა არასოდეს ვიყავი მაგრამ მაინდამაინც ახლა მახსენდებოდა ყველა საშინელებათა ფილმი რაც კი ოდესმე მქონდა ნანახი. ფანჯარაში ქარისაგან მოქანავე ხეების ფოთლებს დავაშტერდი, შიშს მართლა ფართო თვალები ჰქონია, ყველა ფოთოლი ერთიანად იხრებოდა ჩემკენ. ყველა ფოთოლში ადამიანის სახე და თვალები მელანდებოდა.. ახლა საკუთარი თავისთვის უნდა მეშველა თორემ დილამდე საღ გონებაზე ვერ დავრჩებოდი..
შეშინებული და აცახცახებული წამოვჯექი საწოლზე და საკუთარი თავის გამხნევება ამაოდ დავიწყე.. ფრთხილად გადმოვწიე ფეხები საწოლიდან და კარები გამოვაღე..
ვიცოდი ახლა ერთადერთი ხსნა მასთან მისვლა იქნებოდა.. დერეფანში ისე გავიპარე თითქოს ქურდი ვყოფილიყავი, ის იყო მისი საძინებლის კარი შევაღე რომ სადღაც შორს მჭახედ გაიელვა, შემდეგ სადღაც ტყეში ჩამოვარდნილი მეხის ხმაზე ადგილზე შევხტი და ცალი ხელი ავიფარე პირზე რომ არ მეყვირა. სირბილით გავიქეცი მისკენ და საწოლზე კი არ დავჯექი დავხტი .
- მართა რა მოხდა? -მაშინვე გამოეღვიძა ჩემკენ გადმოიხარა და ხელზე ხელი დამადო..
- მეშინია, ვერ დავიძინე, მარტოს მეშინია, ფოთლებიც კი მელაპარაკებიან ...
- აბა არ მეშინიაო, ხომ გკითხე მართა, რატომ ბავშობ ასე..
- მეშინია, სიბნელის და ქუხილის, ძალიან - ემოციებისაგან ტირილს ვუმატე და ხელები სახეზე ავიფარე..
- კარგი, დამშვიდდი, მოდი აქ - საბნის კუთხე ამიწია და მოურიდებლად შევძვერი მის რეზიდენციაში. მხოლოდ ახლა შევამჩნიე მაისური გაეხადა და ცდილობდა მშვიდად დაეძინა ჩემს მისვლამდე..- დამშვიდდი ?- პატარა ბავშვივით ჩამეძია და თავზე ნაზად გადამისვა ხელი..- გინდა წყალი მოგიტანო?
- არა, არ წახვიდე, მარტო არ დამტოვო. უბრალოდ მეძინება - გაუაზრებლად გავეპასუხე და მაგრად შემოვხვიე ხელი მკერდზე, იმის დამამტკიცებლად რომ არსად გამპარვოდა..
სანამ ღრმად დამეძინებოდა, ვგრძნობდი მის ტუჩებს თმაზე, ვგრძნობდი როგორ ნაზად მეფერებოდა წვიმისაგან დანამულ თმაზე და ჩუმად თავისთვის ჩურჩულებდა რაღაცას..
დილით ჩიტების ჭიკჭიკის ხმაზე ადრიანად გამოეღვიძა დანიელს, ხელზე გაკეთებულ საათზე დაიხედა ჯერ მხოლოდ შვიდი იყო, წვიმას გადაეღო და მზე გვარიანად კაშკაშებდა,. გვერდით მწოლიარე მძინარე მართას გადახედა და გაეცინა. პატარა ბავშვივით ეძინა უშფოთველად, თავი მის მკერდზე ედო ცალი ხელით კი მთელი ძალით ეკვროდა ზედ. ფეხი დანიელის ფეხებს შორის მოექცია და მშვიდად სუნთქავდა..
სახეზე ღიმილი მოეფინა. ახლა ამ პოზაში საკუთარი თავი რომ დაენახა სირცხვილისაგან საბნიდან არ ამოძვრებოდა... ტელეფონი მოიმარჯვა და რამოდენიმე სამახსოვრო ფოტო გადაიღო. ფრთხილად წამოიწია და მძინარე მართა გვერდით ნაზად გადააწვინა.
- დანიელ სად მიდიხარ , მეშინია- ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა ვიგრძენი რომ სითბო გამეცალა..
- დაიძინე ,გათენდა მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა, გავალ და ახლავე მოვალ..
- კარგი - ნაძალადევად გავეპასუხე და მის ბალიშზე გადავხოხდი..
დაახლოვებით ნახევარი საათის მერე ნელა გავახილე თვალები და საწოლზე წამოვჯექი, სასიამოვნო სურნელი შემოდიოდა გარედან, წუხანდელი წვიმის და ახლანდელი მზისგან განებივრებული ხეების. უზარმაზარ ოთახს მოვავლე თვალი .პატარა ბავშვივით მოვიფშვნიტე თვალები და უეცრად გამინათდა გონება.. ყველა ჩემი მოქმედება ერთიანად ამომიტივდივდა თავში. საკუთხარი ფეხით მოვედი მასთან, თავად დავწექი.. მაგრამ რა მოხდა, ადამიანს როცა ეშინია, ხომ არ უნდა გაგიჟდეს, შეიძლება, თანაც ახლა ვიცნობ დანიელს, მართალია სულ რამოდენიმეჯერ ვნახე მაგრამ ხომ ცნობაა ესეც.
საწოლი გავასწორე და დაბლა ჩავედი. მხოლოდ ახლა შევამჩნიე რა ლამაზი სახლი იყო, ფანჯრიდან ატალახებულ ეზოს გადავხედე, წუხანდელ წვიმას მთელი ყვავილები მიწასთან გაესწორებინა. გული მომიკვდა, მიწაზე უსულოდ ჰქონდათ თავი დადებული და მზის სიმხურვალეს ელოდნენ, როდის მიელამუნებოდა მათ დასველებულ ფოთლებს მზე.
კარგა ხანს ვიდექი ფანჯარასთან და ეზოს გავყურებდი..
- დილა მშვიდობის- მისი ხმა იმდენად თბილ ტონებად დაიშალა ოთახში რომ ღიმილით გავხედე.
- დილა მშვიდობისა... სად იყავი ?
- საჭმელი მოვიტანე და ყავა.. დიდი ვერაფერი ვიშოვე , მაგრამ რაცაა საკმარისია..
- მთავარია ყავა არის და ეს უკვე საკმარისია..
- როგორ გეძინა? - აუღელვებლად მკითხა და ქაღალდის ჭიქაში მოქცეული ყავა გამომაწოდა..
- კარგად.. - დარცხვენილმა ვუთხარი და ცხელი ყავა მოვსვი..
- იმიტომ არ მიკითხავს რომ შეგრცხვეს მართა, მთელი ღამე პატარა ბავშვივით ბორგავდი და წუხდი, მხოლოდ ამიტომ გკითხე..
- სიბნელის და ქუხილის ძალიან მეშინია, ეს მგონი ერთადერთია რასაც ვერ შევეგუე.. ყველაფრის გაძლება და ატანა ვისწავლე და ამისი ვერა..
- არაუშავს , ხანდახან კარგიცაა თავი სუსტად იგრძნო და სხვებს მისცე საშუალება რომ დაგიცვან..
- ეგ ჩემზე მორგებული ფრაზა არააა. - არ მიყვარს როდესაც ჩემს ნაცვლად აკეთებენ საქმეს და ჩემზე ზედმეტად ზრუნავენ, უბრალოდ ..
- უბრალოდ მიჩვეული ხარ რომ ყველაფერი თავად უნდა აკეთო.მაგრამ დამიჯერე თუკი ვინმეს საშუალებას მისცემ რომ თავი პატარად გაგრძნობინოს რატომაც არა..
- მხოლოდ იმიტომ რომ, მე არც პატარას მიცავდა არავინ დანიელ - გულის ტკივილი ვერ დავმალე და ყავა მოვსვი..

**
- ბებას გოგო მოსულა - სიხარულით შემომეგება ბებიაჩემი სახლში შესულს და სიგამხდრისაგან დალეული ხელები შემომხვია წელზე..
- ბეეე, როგორ მომენატრე იცი? აი რომ ვერ წარმოიდგენ ისე - დანაოჭებულ ლოყაზე გულიანად ვაკოცე და გულზე მივიკარი.
- ბებას აფერისტი გოგო, თუ მოგენატრე სად ხარ ამდენ ხანს ჰა? ასე უნდა ბებიას დავიწყება მართა? - მოწყენილი თვალები შემომანათა და ოდნავ გამიღიმა.
- მაპატიე კარგი? ძალიან , ძალიან ბევრი საქმე მქონდა, მართლა , წამოდი მოგიყვები , წამოდი ბეე - ხელკავი გამოვდე და აივანზე გავიყვანე.. - მოიცადე, დანარჩენები სად არიან?
- დილით ადრიანად გავიდნენ, არ ვიცი, არ მიკითხავს, ხო იცი მაგათ საქმეში მე არ ვერევი შვილო, მოვლენ აბა სად წავლენ.
- თუ უნდათ ნუ მოვნენ, მე და შენ ხო ვართ არა? - ყავა ჩავისხათ?- თვალი ჩავუკარი და სამზარეულოსკენ გავიწიე..
- შენ დალიე ბებიაა, რა დროს ჩემი ყავაა, ისედაც წნევები მაქვს. დავბერდი.
- ოოო, ასე ნუ ლაპარაკობ რა . არაფერი არ დაბერდი, მოდი , მოდი მოგიყვე, აივნიდან უკან სამზარეულოში დავაბრუნე და გაფაციცებით დავუწყე მოყოლა დანიელ ლიქოკელზე.
- ისეთი სახით მიყვები ამ ბიჭზე მართიკო, მგონი მოგწონს ეგ ბიჭი შენ..
- მეე?- მე მომწონს ეგ ბიჭი? საიდან მოიტანე. მითხარი ბაბე რაააა.
- ბებიას შენზე მეტი გამოცდილება აქვს გოგო, ასე ადამიანებს არ აკვირდებიან, ასე არ იმახსოვრებენ რიგითი ადამიანების რაღაცეებს, შენ კიდევ ყველაფერი გახსოვს მისი ბებიკო, ყველაფერი.
- ოოო, არ დაიწყო ახლა, ხო იცი რომ ასე ვაკვირდები ადამიანებს მე.
- რავიცი ოცდაშვისი წელიწადია გიცნობ და ასე არავის დაკვირვებიხარ და თუ ამბობ რომ ასე აკვირდები ესეიგი ასეა - ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა ბებიაჩემმა და ხელზე თბილი ხელი დამადო.. - მე მხოლოდ ერთს გეტყვი. არსებობენ ადამიანები რომლებიც მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, დიდი ტკივილისა და სიშორისა მაინც ერთმანეთისაკენ მიილტვიან მართა, განგება მათ არ ეკითხებათ, ეს უბრალოდ მათი ძაფების კავშირია. მათი გრძნობების და ემოციების კავშირია შვილო. ეს ქიმიაა, ორ ადამიანს შორის არსებული ქიმია. ელემენტების შერწყმა..
- ბებო რა ქიმია, რა ელემენტები, მე უბრალოდ ადამიანზე მოგიყევი რომელიც დამეხმარა და პლიუს ამას ნერვებს მაგლეჯავს, შენ კიდევ მაშინვე მუხტიო. კარგი რა, ქიმიას სკოლაშიც ვერ ვიტანდი ახლა კიდევ რაებს მიყვები.
- მე შენი მონაყოლიდან გამოვიტანე დასკვნა . ბებიამ შენზე წინ გაიარა ეს ყველაფერი.
- ოხ, და შენ მუხტები გქონდა სულ ?
- არა , არ ქონდა, მე სამწუხაროდ არ მქონდა, მაგრამ შენ გექნება, დარწმუნებული ვარ რომ გექნება, ოღონდ ასეთი სიყვარული რთულია, მძიმე და ტკივილიანია, ასეთი სიყვარული არც მარტივად მოდის და არც მარტივად მიდის მართა..
- აუ ბებო რააა - ყავის დალევაც კი ჩამაშხამე.. სიცილით ვუთხარი და ცხელი ყავის მოზრდილი ყლუპი მოვსვი.
- სიმართლე ყველას ეშხამება ხოლმე, იმედია შენც სხვებივით მოკლე ჭკუა არ გაქვს და ყველაფერს კარგად აწონ-დაწონი. თავისას არ იშლიდა ბაბე , და ნერვებზე მაქსიმალურად მირტყავდა..
ჩვენი საუბარი კარზე ზარის ხმამ შეწყვიტა. თითქოს შვებითაც კი ამოვისუნთქე რაღაცნაირად. ბებიასაგან თავის დაღწევა რომ მოვახერხე და მამაჩემს პატარა ბავშვივით კისერზე ჩამოვეკიდე..
- მიხსენი დედაშენისგან - ჩურჩულით ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
- კარგი რა დედა, კიდევ მართაზე იხსენებ ახალგაზრდობას? შენ მგონი ყველას როგორც პაციენტებს ისე გვიყურებ ისევ.
- საიდან მოიტანე ახლა ეს სისულელე, შენთვის როგორც პაციენტისთვის რომ მეყურებინა , იქნება ასე არ წაგემტვრია კისერი წლების წინ !- გაბრაზებულმა უთხრა და ოთახიდან ზანტად გავიდა.
- კარგი რა მამა, მე გითხარი რომ ასე გეთქვა? უბრალოდ ხო იცი როგორ უყვარს მაღალფარდოვანი საუბრები ბებოს და ამის გამო გითხარი.
- მაგისმა მაღალფარდოვანმა საუბრებმა გამიჩინა შაქარი.
- შაქარი გაქვს? - მე რატომ არ ვიცოდი ?- ნერვიულად ვუთხარი და დედას გავხედე.
- რა მნიშვნელობა აქვს იცოდი თუ არა, რომ გცოდნოდა რაიმეს შეცვიდი?- გაღიზიანებულმა მომახალა დედაჩემმა და ყავა ფინჯანში დაისხა.
- ჯერ მოდიო, შემაწუხე, ახლა მოვედი და იღრინები. რა პრობლემააა? დედა გაწუხებს რაიმე?
- არაფერი, მგონი შენ გაწუხებს მართა იმდენად გაუცხოვდი.
- ხო? და როდის იყო თქვენს უფროს ქალიშვილს რაიმე აწუხებდა და თქვენ ეს იცოდით ქალბატონო სალომე, ერთხელ მაინც გახსოვთ ასეთი რამ?
- მორჩით, ამ დილაუთენია რა გეტაკათ, კატა და თაგვივით ხართ, რა ვერ იპოვეთ ეს საერთო გადაკვეთის წერტილი?
- „საერთო გადაკვეთის წერტილი „- ირონიულად ჩავიცინე და ცხელი სითხე ოდნავ მოვსვი. ჩვენ ასეთი არ გაგვაჩნია მამა, არ გაგვაჩნია რა ვერ გაიგე ამდენი წელიწადია. დედას მხოლოდ საკუთარი გადაკვეთის და გადმოკვეთის წერტილი აქვს. ამ წერტილებში ჩვენ არ ვართ, ვეღარ მიხვდი? ამ წერტილებით ოთხკუთხედი არ იქმნება, დედას სამკუთხედი აქვს, სამკუთხედი. - აცრემლებულმა ვთქვი უკანასკნელი სიტყვები და სახლიდან აჩქარებული ნაბიჯით გავედი.
სპორტული ზედა წელზე კარგად შემოვიჭირე და პარკში სარბენად შევედი. ბოლო პერიოდი სამსახურის გამო აბსოლუტურად გაზარმაცებული ვიყავი. საშინელი ემოციების გადასაყრელად ვარჯიში მისწრება იყო ჩემთვის.. ცოტა ხანში ვიგრძენი როგორ დავიცალე, როგორ დავიღალე და ერთიანად მოვდუნდი.. ცარიელი სკამისკენ სირბილით ავიღე ისევ გეზი რომ წინიდან ველოსიპედიანმა მამაკაცმა გზა გადამიჭრა და წამის მეასედში ორივენი მიწაზე აღმოვჩნდით. ჯერ ის, მერე ველოდიპედი და ზემოდან მე.
- კარგად ხარ? - ნაცნობმა ხმამ სხეულში ისე დამიარა თითქოს ვინმეს დენი დაერტყა ჩემთვის, და მაქსიმალური სიფართოვით გავახილე თვალები.
- კიდევ შენ? ჩემი სასჯელი ხარ და არ ვიცი თუ რა ხდება? რაიმე ცოდვა მაქვს და ღმერთი ასე მსჯის?
- დამშვიდდი და მითხარი , კარგად ხარ? მოიცადე სისხლი მოგდის, მხოლოდ ახლა ვიგრძენი სახეზე თბილი სითხე. - შუბლიდან მოგდის, ეტყობა დაარტყი. შეშინებულმა მითხრა და ძლივს წამოვდექით ფეხზე.
- რას აკეთებ, გამიშვი - ანერვიულებულმა ვუთხარი და ხელის გაშვება ვცადე მაგრამ ისეთი ძალით მიჭერდა მკლავში, ჯაჯგურს აზრი არ ქონდა.
- რა მოხდა დანიელ? - სირბილით წამოსული მაღალი ქერა ბიჭი ჩვენთან შეჩერდა და ჯერ ძმაკაცს დააკვირდა მერე მე. - რა მოგივიდათ ხალხო, ერთმანეთი სცემეთ? სისხლი მოგდის ძმაო, ხელიდან და მუხლიდანაც. - ამ გოგოს რა უქენი?
- ლევან , ეს ველოდიპედი ჩემთან მიიტანე, მართას საავადმყოფოში წავიყვან და მერე გნახავ.
- კარგად ხართ?? - ფერი არ გადევთ სახეზე - ნაზად ჩამხედა თვალებში და გამიღიმა.
- კარგად რომ არაა, მაგიტომ მიმყავს, ფეხს დახედე. -სწრაფად მიაძახა და ლამის სირბილით გამიყვანა პარკიდან..
მანქანიდან გადასვლის თავიც არ მქონდა, იმდენად ვიყავი ემოციურად დაღლილი და გაბრუებული. წელზე ძლიერი ხელის შემოხვევა ვიგრძენი და მხოლოდ ახლა მოვახერხე დამენახა როგორი ლამაზი თვალების მატარებელი იყო დანიელ ლიქოკელი.
- დანიელ რა მოხდა შვილო - ჭაღარა შერეული მამაკაცი ჩვენკენ წამოვიდა და გაოცებული მზერა შემავლო.
- სოსო ბიძია, პატარა პრობლემაა . მოკლედ ველოსიპედით დავეჯახე .
- კარგი, კარგი წამოდი - თამუნა შემოდი მალე- ექთანს გასძახა და კაბინეტში მდგარ მაღალ საწოლზე დამსვა..- მოდი ჯერ ამ ლამაზი და დამფრთხალი გოგონათი დავიწყოთ . დანიელ ცუდად ხარ? - ალმაცერად ახედა და წყლიანი ჭიქა მიაწოდა. დამშვიდდი სანერვიულო არაფერია. სანამ გათხოვდება დაავიწყდება. არაფერია უბრალო ნაკაწრია, იმდენად მარტივი რომ არც ნაკერები გინდა და არც შრამი დაგრჩება. აი ფეხს კი შეგიხვევ ჩემო ლამაზო გოგო - მხარზე თბილი ხელი დამადო და გამიღიმა. -ნუ ხარ ასე დაძაბული, არაფერია.
- ეს როგორაა? ამას უნდა ნაკერები? - ჩურჩულით ვკითხე დანიელზე, ექთანი საგულდაგულოდ რომ უხვევდა ხელს და მზერა დავხარე.
- არც მაგას უნდა, ტყუილად ნერვიულობთ ასე ერთმანეთზე. პატარა ბავშვები ხომ არ ხართ. რამოდენიმე დღეში არაფერი გექნებათ ბავშვებო - სიცილით გვითხრა და ბინტი გვარიანად დამახვია ფეხზე.
- დამცინი სოსო? - გაბრაზება შეეპარა ხმაში დანიელს და შუბლშეკრულმა შეხედა ჯერ ბიძას მერე მე. - გეუბნები რომ ეს გოგო გავიტანე და შენ კიდევ დამცინი.
- დასაცინი ხარ და ამიტომ დაგცინი , როდის იყო ნაკაწრებისაგან ადამიანი კვდებოდა? დგახართ და სკოლის მოსწავლებივით დამფრთხალი თვალებით მიყურებთ. მადლობა თქვი ასეთ ლამაზი გოგო რომ გაიტანე.
- შენთან სერიოზული ლაპარაკი შეუძლებელია მოკლედ, მანდ რა ხდება მორჩით?
- მოვრჩით, მოვრჩით. არ ინერვიულო საღ–სალამათია შენი გოგო, შეგიძლია დამშვიდდე - გადმოსვლაში დამეხმარა და ჩემი ხელი დენიელის ხელზე მოათავსა.. ასე ასე, ეს უკვე სულ სხვა რამეა..
- მაინც? - დაფიქრებულმა გავხედე ექიმს და მერე დანიელისაკენ ავაპარე მზერა. ვერ მივხვდი.
- როდის იყო ადამიანები ამას ხვდებოდნენ შვილო. მეორე ხელზე ნაზად მაკოცა , გამოჯანმრთელება მისურვა და კაბინეტიდან ორივე გამოგვიშვა..
მანქანის კარი უხმოდ გამომიღო და ხელი შემაგება. მის ძლიერ ხელში ნაზად მოვათავსე ჩემი აცახცახებული თითები და გადასვლაში დამეხმარა. ტკივილისაგან დავიკვნესე და ინსტიქტურად მოვეჭიდე მკლავზე, სწრაფად შემომხვია ხელი წელზე და მთელი ძალით მიმიკრა ზედ.
ადგილზე გავიყინე, ასე მეგონა სუნთქვაც კი შეწყვიტა ჩემმა სხეულმა და მხოლოდ მისი სუნთქვით ვსუნთქავდი.
ვგრძნობდი რომ გაშმაგებით დამცქეროდა , მაგრამ ახედვის ძალა არ გამაჩნდა. ფრთხილად გავუშვი ხელი, მაგრამ დანიელი ჩემს გაშვებას არ ლამობდა.
- მართა - სოფიოს და ნიტას ხმამ მთელი ეზო შეძრა და შეშინებულმა გავიხედე სადარბაზოსაკენ.- ვაიმე რა მოხდა - გიჟივით მომვარდა ზედ ნიტა და მოულოდნელად გაიაზრა რომ მარტო არ ვიყავი. - დანიელ ხომ მშვიდობაა?
- არაფერია, ხალხო რა გჭირთ დავეცი - სიტუაციის განმუხტვა ვცადე და განზე გავიწიე, მაგრამ დანიელმა უფლება არ მომცა ოდნავ მაინც გავცლოდი.
- ჩემი ბრალია გოგოებო. პარკში ველოსიპეტით სეირნობისას ვერ დავინახე დავეტაკე და შედეგად..
- და შედეგად დაზიანდით ორივე, როგორ მოხდა მოყევი მიდი დანიელ, მოყევი როგორ დაასახიჩრე ჩემი ლამაზი და - სიცილს ძლივს იკავებდა ნიტა და დანიელის აკაშკაშებული თვალების დანახვაზე სახეზე ბედნიერება ესახებოდა.
- მაგ ბედნიერ სახეს დაგილურჯებ გაიგე?!- გაბრაზება ვერ დავმალე და წინ გავიწიე..
- მიგაცილებ კარგი? - ფრთხილად მკითხა და შეყოვნდა..
- მეც შემიძლია !
- არა იმიტომ რომ შენ არ შეგიძლია, უბრალოდ რომ გტკივა ამიტომ მართა, სხვა არაფერია..
- კარგი, ამათ გაცილებას ჯობია ისევ შენ გამაცილო.
- ესეიგი, ცუდიდან უარესს იშორებ ხო? არადა მეგონა რომ უარესი მე ვიყავი.
- შენ სულ უარესი ხარ დანიელ, სულ ყველაზე და ყველა ხარისხში უარესი - გაუაზრებლად ვუთხარი და კიბეებისკენ დავიძარი. -ჰა, ახლა მეხმარები თუ არ მეხმარები? დანიელ ლიქოკელო, რაო გადაიფიქრე? - ზურგისკენ დავტრიალდი დამისი გახევებული სახის დანახვაზე ხუმრობა სახეზე შემეყინა.- დანიელ რა გჭირს, მეხმარები?
- გეხმარები, რა თქმა უნდა გეხმარები - ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა და თავისი ძლიერი ხელი შემაგება. კოჭლი ძაღლივით მიმათრევა , მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი მხარზე და გული გაასმაგებულად მიძგერდა.
- მოვედით მორჩა - ძლივს მოვიკრიბე ძალა სიტყვების ამოსაღერღად და მისკენ ფრთხილად ავაპარე მზერა.
- ესეიგი მესამეზე.
- მესამეზე - მისი სიტყვა ურეაქციოდ გავიმეორე და კარისკენ დავტრიალდი. ყავა გინდა? - მე თვითონ არ ვიცი რატომ ვკითხე და რამოდენმე კიბეზე დაბლა ჩასული შეყოვდა.
- სიამოვნებით - ღიმილით მითხრა და სევდით დანისლული თვალები შემომანათა. იმ წამს მეტკინა მისი თვალების ტკივილი და წყენა მეტკინა. სწრაფად ავარიდე მზერა და სახლში შევედი.
- მოდი , მოდი, ისე იგრძენი თავი როგორც საკუთარ სახლში, დაჯექი . მე კიდევ მალე მოვალ .
- როგორც საკუთარ სახლში , გეგონება მქონდეს- ჩუმად ჩაიჩურჩლა ლიქოკელმა და ორიოდე წამში გოგონას უკან დაედევდა..
მისი გვერდით ყოფნით ხელებში ძალა მეკარგებოდა და ერთი ორად ვიძაბებოდი. ვერაფრით ვაანალიზებდი რა მჭირდა, ყველაფერს ჩემს მისდამი სიძულვილს ვაწერდი და ფიქრებს ერთიანად ვანადგურებდი გონებიდან.
- ყავა უშაქროდ და ორმაგი - ზურგს უკიდან ხავერდოვანმა ხმამ მთელს სხეულში დამიარა და მაგრად მოვუჭირე ფინჯანს ხელი.
- ყავა უშაქროდ და ორმაგი, კარგი. მაგრამ ალბათ მწარეა.
- შენზე მწარე არა - უფრო ახლოდან მომესმა მისი ხმა და ბაგეები ერთმანეთს დავაშორე ჰაერის უკმარისობის გამო.
- მგონი ცუდად ხარ მართა - თმაზე ოდნავ შემახო ტუჩები და მისკენ დავტრიალდი.
- მისმინე ნუ მანანებინებ რომ .. - მის წითელ ტუჩებს ვნებამორეული დავაშტერდი და სიტყვები ისევ ამებლანდა ერთმანეთში. ჩემზე მთელი თავით მაღალი ლიქოკელის წინაზე თავი უსუსური ბავში მეგონა, რომელიც მისი სიახლოვის გამო სანთელივით დნებოდა და ყინულივით ლღვებოდა.
- რომ ყავაზე დამპატიჟე? მე უბალოდ მომეჩვენა რომ ცუდად იყავი. ასე მგონია ჩემს გვერდით ყოფნა გძაბავს.
- დანიელ გეყოფა. შენს გვერდით ყოფნამ რატომ უნდა დამძაბოს მითხარი რა.
- ხოდა მეც მაგას ვეკითხები ჩემს თავს, შენ რატომ უნდა დაიძაბო ჩემს გვერდით როდესაც ასე ვერ მიტან. - და მაინც, რატომ ვერ მიტან ასე?
- იმიტომ რომ საოცარად უხეში და ამპარტავანი ადამიანი ხარ, პირველივე ნახვისთანავე მივხვდი რომ ცივსისხლიანი დესპოტი იქნებოდი. ანტრაქტიდა..
- უყურე შენ. რა ლამაზად მეუბნები კომპლიმენტებს. მე რომ ცივსისხლიანი დესპოტი ვიყო, ლიკანში თავს არ შევიწუხებდი და შეზლონგზე მძინარეს დაგტოვებდი. მე რომ ატრაქტიდასავით ცივი ვიყო, მიუხედავად იმისა რომ ველო ბილიკი გიჟივით გადაკვეთე დღეს და დამნაშავე თავად იყავი იქ დაგტოვებდდი, მაგრამ ხომ ხედავ ორივე შემთხვევაში დაგეხმარე.
- მართლა გადმოვკვეთე? სად იყო ეგ ბილიკი სულ არ დამინახავს.
- ხოდა ეგ ლამაზი თვალები მარტო მე რომ მხედავს მასე კი არაა, გზაც უნდა დაუნახო ძვირფასო გზაც.
- მეფლირტავები თუ მგონია.
- გგონია, დამერწმუნე გგონია !- ჭიქა ხელიდან გამაცალა და ხარბად მოსვა ცხელი ყავა.- ძალიან გემრიელია მადლობა. კარგი ყავის მოდუღება გცოდნია. შემდეგზე ...- საუბარი მისმა აწკრიალებულმა ტელეფონმა შეაწყვეტინა და გაღიმებულმა უპასუხა - საიდან გავახსენდი ყველაზე ლამაზ გოგოს? მოგენატრე თუ? - ერთ საათში ვიქნები სახლში , შენ მიდი და მეც მოვალ, გასაღები ხომ გაქვს? - შუბლი შეჭმუხნა და ირონიული ღიმილით გამომხედა. - ახლა ძალიან გემრიელ ყავას ვსვამ ნიაკო, და ვეცდები მალე ვიყო შენთან.
- კიდევ კარგი ისიც არ უთხარი რომ ჩემთან იყავი - გაგულისებულმა ვუთხარი და აივანზე გავედი.
- და რომ მეთქვა დაშავდებოდა? - შენ რა იეჭვიანე? - ხმამაღლა გადაიხარხარა და აივნის მოაჯირზე ფინჯანი დადგა.
- მე ვიეჭვიანე, შენზე? საიდან ამხელა წარმოდგენა დანიელ, ნუ იცინი გაიგე? - გაბრაზება შემერია და ხელი მაგრად დავარტყი მკერდზე. სწრაფად მტაცა ძლიერი ხელი და მთელი ძალით მიმიკრა ზედ. - გალიაში გამომწყვდეული ჩიტივით ავფართხალდი მის ხელებში მაგრამ მეორე ხელი მაგრად შემომხვია წელზე , მისი სხეულის სათითაო უჯრედს ვგრძნობდი, ნელა დახარა თავი ჩემკენ და ცხვირი ნაზად გამისვა სახეზე ჩამოყრილ თმაზე
- მიყვარს იასამნების სუნი ..
- დანიელ გამიშვი , არ მეცინება.
- გაგიშვებ, ნუ ნერვიულობ პატარა ქალბატონო. - ნელა გამიშვა ხელები და ორიოდე ნაბიჯით დავშორდი მის აპილპილებულ სხეულს.
- ეს რა ხუმრობაა ამიხსენი ერთი.
- უკვე ახსნებსაც ითხოვ. არ გეჩვენება რომ ძალიან ადრეა ჩემგან ახსნების მოთხოვნა?- ახლა მეჩქარება, სხვა დროს იყოს. მელოდებიან.
- ხო, დამავიწყდა ნია გელოდება. წადი არ დაიგვიანო.
- ყავისთვის მადლობა მართა- კარისკენ მიმავალმა დამიძახა და თვალი ჩამიკრა.
- შხამად შეგერგოს - ჩემთვის ჩავიბურტყუნე გამწარებულმა და გადახვეულ ხელ-ფეხზე დავიხეედე..



№1 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომწონს ეს ისტორია.მომწონს მართას და დანიელის სიყვარული-ორი მარტოსული ადამიანის სიყვარული. წარმატებები

 


№2 სტუმარი სტუმარი nina

როდის დადებ შემდეგს ? :(

 


№3  offline ადმინი თუკა

სტუმარი nina
როდის დადებ შემდეგს ? :(

დღეს დავდებ შემდეგს ჩემო კარგო

Ana-maria
ძალიან მომწონს ეს ისტორია.მომწონს მართას და დანიელის სიყვარული-ორი მარტოსული ადამიანის სიყვარული. წარმატებები

ძალიან დიდი მადლობაა. მიხარია რომ მოგწონს .
--------------------
4love.ge

 


№4 სტუმარი სტუმარი ნენე

თუკა, შენი ყველა ისტორია თითქმის წაკითხული მაქვს, რაც ამ საიტზე გედო. სამწუხაროა, რომ ყველაფერი წაშლილია:(

 


№5  offline ადმინი თუკა

სტუმარი ნენე
თუკა, შენი ყველა ისტორია თითქმის წაკითხული მაქვს, რაც ამ საიტზე გედო. სამწუხაროა, რომ ყველაფერი წაშლილია:(

ნენე ბლოგზე მიდევს უმეტესი. მე წავშალე აქ და მხოლოდ ახლებს ვდებ ახლა.
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent