შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზე,მთვარე და ვარსკვლავები (თავი II)


1-12-2022, 19:30
ავტორი ლილილი
ნანახია 8 635

-კარგად დედა- დედაშვილის საუბარი მუდამ ერთი საკითხით შემოიფარგლებოდა, სწავლა და შემდეგ სოფელში,უკან დაბრუნება,ერთი-ორჯერ საუბარი დედის თვალში ახალი შესაფერისი სასიძოს გამოჩენაზეც გადავიდოდა , სოფელში ჩასვლისთანავე იქ,რომ უნდა დახვედროდა,მაგრამ ლიზას დედის შერჩეული სიძის წარმოდგენაც არ სურდა,რადგან იცოდა სოფლის სასურველი სასიძოები როგორ გამოიყურებოდნენ.ზარავდა იმის გაფიქრება რომ ოდესმე შეიძლებოდა მათ მსგავს ადამიანთან დაეჭირა საქმე. ახალგაზრდა გოგონებს ცოლის კი არა,არამედ დედის როლი უნდა შეეთავსებინათ. ლიზას უკვირდა ხოლმე საერთოდ როგორ იმეტებდნენ მშობლები ახალგაზრდა ქალიშვილებს მსგავსი კაცებისთვის,თუმცა შემდეგ ახსენდებოდა რომ ამ გოგონებს სწორედ მათი ქმრების მსგავსად აღზრდილი ძმები ჰყავდათ,რომელთაც სამომავლოდ სწორედ მათნაირი ქალები დაუმშვენებდნენ გვერდს.
ლიზა ერთადერთი ბავშვი იყო ოჯახში. დედის არამდგრადმა ჯანმრთელობამ საშუალება აღარ მისცა ქალბატონ დარიას მეორე ბავშვი გაეჩინა,ამიტომ ლიზას მეტი გასაქანი ჰქონდა სხვა მის ტოლებთან შედარებით.დარიაც აჭარაში მცხოვრები სხვა დედების მსგავსი იყო,ისიც ქმრის სიტყვას მიჰყვებოდა და მათ საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებს გვერდს არ უვლიდა,რაც ზოგჯერ საშინელ მწუხარებას ჰგვრიდა ლიზას,რადგან იცოდა დადგებოდა დრო,როდესაც დედა ვერ შეძლებდა მის დაცვას,რადგან ის საკუთარ შვილზე მეტად ჩაფლული იყო იმ ჭაობში,რომელსაც ხალხის მორჩილება ჰქვია.ეს ყველაფერი სწორედ ქალაქში გადმოსვლისას გაიაზრა ლიზამ,რადგან ათას ხალხში გარეულს ათასი აზრი ეხვია გარსს,რომელთაგან უამრავმა მის გონებაზე დიდი კვალი დატოვა და რაღაცების მიმართ ჩუმი პრეტენზია და პროტესტი გაუჩინა,ამიტომ ზოგჯერ როდესაც დედის საუბარს ყურს დაუგდებდა მის მიმართ ამოუცნობი ემოცია ეუფლებოდა,სიბრალული? ამას დაზუსტებით ვერ იტყოდა,მაგრამ იმავე ემოცია ყოველთვის იყრიდა თავს გონების ცენტრში როდესაც საკუთარ მომავალზე ფიქრობდა,რადგან იცოდა დედამისის ცხოვრება მისი სარკე იყო. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ქალბატონი დარია მისთვის ყველაზე,ყველაზე საყვარელ,სანატრელ და ძვირფას ადამიანად რჩებოდა,რომელიც იცოდა ეჩხუბებოდა,გალანძღავდა,ალბათ ხმასაც არ გასცემდა რამეს თუ დააშავებდა და გზას გადაუხვევდა,მაგრამ ზურგს არასოდეს შეაქცევდა.ჩუმად,მისთვის,თავის გულში მუდამ ხელისგულში მოქცეულს დაიტოვებდა პატარა ლიზას,რომელსაც ცივ ნიავს არ მიაკარებდა და ეს იყო სწორედ ლიზასთვის ტრაგედია. ჩუმად, გულში ბევრი მისნაირი რომ იმაღლებდა ხმას,ისე კი არასდროს.


იმ შემთხვევის შემდეგ ერთი თვე გასულიყო,ის უცნობი ბიჭი,რომლის შეხებით გამოწვეული ემოციები ალბათ არასდროს დაავიწყდებოდა, მის გონებაში თითქმის გაიცრიცა,სახის ნაკვთები ღამის გამო კარგად ვერ აღექვა გონებას,მაგრამ ის ემოციები რომლებიც მის მკლავებში განიცადა მუდმივად ახსენებდა თავს ცუდად მყოფს და უბრალოდ ნატრობდა ღამე,მარტო მყოფს,საკუთარ თავში ჩაკეტილისთვის მსგავსად მოეხვია ხელები და გულში ჩაეკრა. საშიში იყო მოჩვენებასავით გამქრალს ასე რომ მიეჯაჭვა და მის გვერდით ყოფნა ოცნებად იქცია? ალბათ კი. ქუჩაში,მეგობრებთან ყოფნისას,მათთან ერთად გართობისას,უნივერსიტეტის თუ სახლისკენ მიმავალ გზაზეც მასზე ფიქრობდა და ადამიანებს იმის იმედით აკვირდებოდა, რომ რომელიმე მათგანში მას ამოიცნობდა,თუმცა ბიჭი ისე გაქრა როგორც თოვლის ფიფქები გაზაფხულის მოსვლისას,მისი კვალი ისე გაქრა,თითქოს არც არასდროს ყოფილა. ის ქუჩაც კი მოინახულა მარტომ სადაც მას გადაეყარა. დილის შუქზე უფრო შემზარავი ეჩვენებოდა ის უბანი მათი გზები ერთმანეთს რომ გადაკვეთა. არასდროს სჯეროდა ბედისწერის არსებობის,ამიტომ ახლა ვერ დაჯდებოდა და ვერ დაელოდებოდა მის გამოჩენას,რადგან იმდენად ამოკვიატებოდა მასზე ფიქრები სიზმრებშიც კი მის სილუეტს ხედავდა,იმ ტანსაცმელში გამოწყობილს როგორც იმ დღეს.იმ სურნელით,შეხებითა და ემოციებით გაჟღენთილ სიზმრებში თავს იმდენად კარგად გრძნობდა გაღვიძების სურვილი აღარ ჰქონდა. პირველად მის სიზმრებში რომ გამოჩნდა თავზარი დაეცა. უცხო მამაკაცი მის ფიქრებში ტრიალებდა და ამის აღქმისას ისეთი გრძნობა გაუჩნდა თითქოს მის მომავალ ქმარს ღალატობდა.შეეშინდა საკუთარი თავის, შეეშინდა საკუთარი ფიქრების,რადგან მას ალაჰი მუდამ გულისყურით უსმენდა. ერთადერთი მის ფანჯარასთან გამოკიდებული მთვარე ამშვიდებდა.მასთან ფიქრების გაზიარებისას ყოველთვის სწორ დასკვნამდე მიდიოდა,რადგან ის არ განსჯიდა. მისი ფიქრების გამო არც ფერს იცლიდა მთვარე და არც ფორმას. სულ იქ იყო,მისი ფანჯრის წინ,თავისი იდეალური და არადიალური მხარეებით,ისევე როგორც ლიზა. ცუდს არაფერს აკეთებდა,ეს მისი ნამდვილი ემოციები,გრძნობები იყო და უნდა მიეღო. უცნობის მადლიერი იყო და იქნებოდა მუდამ.მისი და მისი მეგობრების ხარჯზე,რომლებმაც მარტო არ დატოვეს, შეინარჩუნა მისთვის ძვირფასი ღირსება... და სიცოცხლეც,რადგან ვერ გადაიტანდა იმ ღამეს ის რომ მომხდარიყო,რაც იცოდა უამრავ გოგონას ყოველდღიურად ემართებოდა. ონლაინ ჟურნალებში მუდამ კითხულობდა მათ ისტორიებს,რომლებსაც ანონიმურად აზიარებდნენ და მათ განცდებს ისე შეიგრძნობდა თითქოს მათი შინაგანი მე ყოფილიყო,მათ ტკივილს მთელი სიმძაფრით შეიგრძნობდა და ყოველი სიახლის წაკითხვისას ტანზე უსიამოვნო ბუსუსები აყრიდა. ხვდებოდა მსგავსი რომ დამართნოდა თავს არ იცოცხლებდა.ვერ იცოცხლებდა.ლიზა ზედმეტად სუსტად თვლიდა თავს,იმის წარმოდგენაც სუნთქვას უკრავდა,რომ ვინმე მის უფლებას,თავისუფლებას ფეხქვეშ ისე გასრესდა,როგორც უსუსრ მატლს. ის ხომ არ იყო მატლი,არც უჩინარი იყო,ლიზა სწორედ ისეთი ადამიანი იყო როგორიც დანარჩენი სხვა და სწორედ ის აშინებდა რომ ვერ იგებდა რატომ ჩნდებოდა მისნაირ არსებებში სხვისი განადგურების სურვილი,ვერ იგებდა და ამიტომ გადაჭრის გზებიც არ ჩანდა.


***
ხატვა მისთვის ჰარმონიის და სიმშვიდის მომტანი იყო. მისი რვეულების უკანა ფურცლები მთვარის უამრავი ჩანახატით იყო სავსე. თავად ნაჯღაბნს ეძახდა,თუმცა ნებისმიერი ვინც მის მიერ ფურცელზე დატოვებულ კვალს თვალს მოკრავდა აუცილებლად აღიარებდა მასში იმ ნიჭს რომელიც თვითონ გამოაწრთო და განავითარა. თუმცა გასულ დღეებში მის უკანა ფურცლებზე მარტოსულად მყოფ მთვარეს უცნობი ბიჭის ლამაზი ჭრილის თვალები მიმატებოდა,სწორი წარბებით,გრძელი და სქელი წამწამებით და ღია ფერის თვალებით,რომლის რეალური ფერიც ვერ აღიქვა იმ ბნელ ღამეში ლიზამ და ამიტომ იყო სურვილისგან ზოგჯერ მუცელი,რომ ეკუმშებოდა იმდენად სურდა მისი იმ ნაკვთების კარგად შესწავლა იმ დღეს გონდაკარგულმა რომ ვერც შენიშნა. თავში უამრავი საფიქრალი უტრიალებდა და რისთვის როდის დაეთმო დრო უკვე აღარ იცოდა. სემესტრის ბოლო ნელ-ნელა ახლოვდებოდა,სასწავლი და გადასამეორებელი მასალა იმატებდა,გამოცდების ციებ-ცხელებაც იწყებოდა და უკვე გადაწვის ზღვარზე იყო. არ მუშაობდა,დროს სწავლის გარდა თითქმის არაფერს ახარჯავდა,ხელს ფიზიკურად არაფერი უშლიდა,თუმცა მაინც იმდენად დაძაბული იყო,იმდენად იყო მობილიზებული,რომ ყველა საგანი უმაღლესს ქულაზე დაეხურა,დედის და მამის პატივისცემა დაემსახურებინა თავისი საქმისადმი წარმატების მიმართ,რომ გონება განტვირთვას ვერ ახერხებდა. თან დიდი დრო გასულიყო მშობლებთან ბოლო შეხვედრიდან და ნელ-ნელა სახლის მონატრებაც აწუხებდა,დედის სითბო,რომელსაც იშვიათად მაგრამ ყველაზე ნათლად გრძნობდა სულში დიდ სიცარიელედ დარჩენოდა,რომელიც სასწრაფოდ შევსებას საჭიროებდა,ამიტომ აპირებდა საახალწლო არდადეგები ბოლომდე გამოეყენებინა და მთელი ერთი კვირა მშობლებთან გაეტარებინა,თუმცა ახალწლამდე ჯერ კიდევ ერთი თვე იყო დარჩენილი.

დღეს გოგონებთან ერთად აპირებდა კინოში წასვლას და რაღაც ახალი საშიში ფილმის ნახვას,შემდეგ კი ლანას სახლში მათთან ერთად გართობას და გადათენებას. საშიში ფილმების მოყვარული არ იყო,მაგრამ მათ ხასიათი აღარ ჩაუშხამა და გაბედა ჩაბნელებულ კინოთეატრში შესვლა,თუმცა ის მომენტი ალბათ ყველასთვის ნაცნობია,რეკლამების დროს გამბედაობას რომ იკრებ და გგონია შეძლებ და გაუძლებ,მაგრამ ოთახი ჩაბნელდება თუ არა პირველივე მოულოდნელ გამოხტომაზე შენი წამოკივლება რომ ისმის,ხალხს კი ფილმიდან შენზე გადმოაქვს ყურადღება,ზოგს ღიმილიანი,ზოგს კი მობეზრებული სახით. ლიზა სწორედ ის ადამიანია,რომელსაც საშიში ფილმების გაქვავებული სახით ყურება და შემდეგ სახლში მშვიდად ძილი არ შეუძლია. ახლაც ნანობდა თავის გადადგმულ ნაბიჯს და ფიქრობდა მარტოს სახლში როგორ დაეძინებოდა. შანსი ნულის ტოლი იყო.
ლანას სახლისკენ მიმავალებმა გზად უამრავი სასუსნავი გაიყოლეს თან. ლუდებისა და ჩიფსების პარკთან ერთად შოკოლადებით გატენილი პარკიც თან მოჰქონდა მათ შორის ყველაზე მაღალს და ძლიერს,რომელიც მათი მასპინძელი უნდა ყოფილიყო. ნაძალადევის მიჩუმებულ ქუჩებს მათი სიცილი და ლანას როხროხი ავსებდა. უკნიდან რომ ვინმეს დაენახა ეს ოთხი ერთად,რომლებიც იმდენად განსხვავებულები იყვნენ ჩასცმის სტილითაც კი, ადამიანს გაუკვირდებოდა რა ნახეს ერთმანეთში ისეთი საერთო,რომ მეგობრობა შეძლესო,თუმცა ადამიანთან დაკავშირება მხოლოდ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე ხომ არ ხდება. ოთხი განსხვავებული მხარე იმდენად იზიდავდა და ავსებდა ერთმანეთს,რომ მათი ერთად ყოფნა უინტერესო და მოსაწყენი არასდროს იყო. ლანას ბიჭური სტილი,ლიზას მოკრძალებული ჩაცმულობა,მართას ფერად-ფერადი მოკლე კაბები და უამრავი აქსესუარი და ანას მუდმივად ვარდისფერი ტონალობის ტანსაცმელი,როგორ უნდა ყოფილიყო მათი ერთად ყოფნა მომაბეზრებელი. ბევრ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ და ყველაფერს განსხვავებული კუთხიდან უყურებდნენ,ამიტომ მათი სადარდებელი და საფიქრალიც მუდამ განსხვავებული იყო.

მგონი ლიზას ერთად მდგარი რამოდენიმე კორპუსის შიში გაუჩნდა,რადგან ლანას სახლისკენ მიმავალ გზაზე სწორედ მსგავსი ტიპის კორპუსების რიგი შეხვდა როგორიც იმ საბედისწერო დღეს. მართას კაბას ინსტიქტურად მოავლო ხელი და აკანკალებული სუნთქვით,თავის აქეთ-იქით ტრიალით განაგრძო სიარული. არეალს აკონტროლებდა,მაგრამ შიში მაინც არ ტოვებდა მის სხეულს,ამ ემოციისგან საგრძნობლად რომ დაძაბულიყო. უკვე სადარბაზოში ჰქონდა თითქმის შედგმული ფეხი მშვიდად რომ ამოისუნქთა და საკუთარ თავზე გაეღიმა,როდესაც მის უკან ნაცნობი სიცილის ხმა გაიგონა. შოკირებული ადგილს მიეყინა. რამოდენიმე წამიან ინტერვალში გულმა საგულედან ამოხტომაც მოასწრო და მისმა თავმა ისე სწრაფად მიტრიალებაც, რომ კისერში საკმაოდ მტკივნეული ბგერებიც გაისმა. უკან არავინ იდგა.
-ლიზ,რას შვები?-ლიფტის კართან მდგარმა ლანამ ამდენი ხანი მის ჩამოსვლას,რომ ელოდებოდა სიბნელიდან გამოსძახა ერთ ადგილზე გაშეშებულს და ხელი აუქნია-მალე ამო- სუნთქვამ ისევ დაკარგა ტემპი,მგონი გავგიჟდიო გაიფიქრა და თავი სწრაფად გააქნია. იმდენად დიდი ტრავმა მივიღე უკვე რაღაცები მეჩვენებაო,ამ სიტყვებით დაიწყნარა თავი და სადარბაზოში შევიდა. ლიფტით თექვსმეტ სართულიან კორპუსში მეცამეტე სართულზე ასვლამდე თითებზე კანი ნერვულად დაიჭამა,ნუნები დაისისხლიანა და გასაღების მოძებნაში გართულ გოგონებს რომ აღარ უსმენდა მიხვდა,ახლა შეუმოწმებლად რომ წასულიყო და მერე საერთოდ ვეღარ ენახა მთელი ცხოვრება ინანებდა.
წამიერად,თითქოს გონს ახლა მოეგოო ხელი ლიფტის ღილაკს მიარტყა და შემდეგ მთელი ენერგიით ნერვიულად აწვებოდა,თუმცა უშედეგოდ.
-ჯანდაბა, ჯანდაბა-ჩუმად გამწარებულმა ამოიძახა. კიბეებისკენ შებრუნდა და სირბილით ჩაიარა რამოდენიმე სართული. გოგონების ძახილი რომ შემოესმა მერე გაახსენდა მათი გაფრთხილება და მთელი ხმით დაუყვირა რამდენიმე სართულით მაღლა მყოფებს-შედით და მოვალ,რაღაც დამრჩა- და მთელი სისწრაფით ისე ჩაიარა საფეხურები ფეხები ერთმანეთში ებლანდებოდა,ბოლო საფეხურები კი თითქმის მისი წერა გახდა,რომ არა ხელები და გადატყავებული ხელის გულები,მაგრამ გონება იმდენად ხმამაღალ განგაშის ზარებს გამოსცემდა ტკივილსაც ვერ აღიქვამდა. სადარბაზოდან გარეთ გიჟივით გავარდა და თან საკუთარ თავს მადლობა გადაუხადა რომ დღეს შარვლის ჩაცმა გადაწყვიტა.

აღელვებული სუნთქვით აქეთ-იქით იყურებოდა,შეშლილივით ტრიალებდა,კორპუსებს შემოუარა რომ მის მოჩვენებად ქცეულს სადმე გადაჰყროდა,მაგრამ ამაოდ. ბიჭის ხმა აღარ ისმოდა,თითქოს მართლაც მისი წარმოსახვის ნაყოფი ყოფილიყო. სულიერ შიმშილად გადაქცეოდა იმდენად სურდა მისი სახე დაენახა,დაკარგული სურათის ნაწილი აღედგინა,სანატრელი კვლავ განეცადა. ლიზა ვერასდროს წარმოიდგენდა საკუთარ თავს მსგავს სიტუაციაში,მაგრამ არასოდეს თქვა არასოდეს,ახლა სწორედ წარმოუდგენელი ხდებოდა მის თავს. იმ ბიჭის აჩრდილს დაჰყვებოდა ზურგს უკან,რომელიც ღმერთმა იცოდა რას წარმოადგენდა.
მუხლებს აცრემლებულიანი თვალებით დაეყრდნო. უკვე ნერვები ეშლებოდა,ასეთი მოუთმენელი და სიგიჟეს მოწყურებული არასდროს ყოფილა,ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს და შიშის გრძნობა ამ უცნაურობაში გახვეულს უფრო უჭამდა გონებას,მაგრამ ისიც კი ვერ ერეოდა ბიჭის გონებაში შემორჩენილ ნაწილებს. ნერვები ეშლებოდა რომ ვიღაც უცნობს შეეძლო მასში ის გამოეწვია,რასაც წიგნებში,ისტორიებში,ნოველებში სულ კითხულობდა. ეს ბიჭი არ იყო მისთვის და რომც ენახა იცოდა არაფერი მოხდებოდა. რომ ენახა ეს უცნაური გრძნობა ჩაწყნარდებოდა? ჰქონდა ამის პირობა? იქნებ უფრო მეტის სურვილი გასჩენოდა. არ ჰქონდა არანაირი პირობა რომ მისი გადამრჩენელი კარგი ადამიანი იქნებოდა,ისეთი როგორიც ლიზას გონებაში შემორჩა. არ მოელოდა გმირის ხატად ქცეულ პიროვნებას,მაგრამ იქნებ ის იმაზე საშიში იყო ვიდრე ნებისმიერი სხვა ლიზასთის. მას უკვე გაუცნობიერებლად შეეძლო ლიზა ასეთ საქციელებში ჩაეთრია და ამდენი ეიძულებინა. ყველანაირ მხარეს უყურებდა მისი გონება,მაგრამ ვერ ჩერდებოდა. ყველანაირად ეცადა ეს შეუცნობელი ემოციები გაექრო. მარხვა,ლოცვები,ყურანის თავიდან შესწავლა და სიახლის აღმოჩენა,გაძლიერებული სწავლა. არაფერმა უშველა,ვერაფერმა აჯობა იმას,რაც სულს უღრღნიდა და ეს იმდენად ასუსტებდა აღარ შეეძლო შიგნით დაგროვილი ემოციების საკუთარ თავში ჩაკეტვა.
ცრემლები მოიწმინდა და წელში გასწორდა,მაისურის სახელოებით მთელი ძალით მოისრისა თვალები და თავი მაღლა ასწია ცივი ჰაერის ჩასასუნთქად.

-ოი ალაჰ...-ტუჩებს თვითნებურად დასცდა სიტყვები. მის წინ გადაშლილი სურათი დაუჯერებელი სანახავი იყო. ოთხსართულიან კორპუსზე დამჭერი თოკებით გადმოკიდებული ბიჭი მთელ ხმაზე იცინოდა და უამრავი ფერით შეღებილი ტანსაცმლით კორპუსის გვერდს ლამაზი ნახატით ამშვენებდა. -მეჩვენება. არა,აშკარად მეჩვენება-ჩაეცინა,თავი დახარა და ჩუმად გემრიელად დასცინა საკუთარ თავს. მაღლა ჰაერში გამოკიდებული რა თქმა უნდა ვერ ხედავდა მასზე მიშტერებულ უცნობს,რომელიც დაბლიდან არ აშორებდა თვალს. კვლავ ჩაკეცილი,მუხლებზე ხელებ მოხვეული წყნარად ისუნთქავდა ჰაერს და ფილტვებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადს ძლივს აწვდიდა. „ჩაისუნთქე,ამოისუნთქე“ საკუთარ თავს უმეორებდა სიტყვებს და გაგიჟებამდე მისულ გულს დაწყნარების საშუალებას აძლევდა. იქ იყო. მასთან ასე ახლოს. ამ სიტუაციაში რა სასაცილოდ ჟღერს ეს სიტყვები,მაგრამ ახლა შეეძლო ნათლად დაენახა მისი ღია ფერის თმა და კანი,გამხდარი,მაგრამ შესამჩნევად ძლიერი სხეული, გაეგო მისი სასიამოვნო ხმა, სიცილისას კიდევ უფრო საამო მოსასმენი რომ იყო. უცხო გოგონას საუბარში გართული თან საქმეს რომ არ წყდებოდა და სიმაღლის შიშიც აშკარად არ აბეზრებდა თავს,სამაგიეროდ მის დაბლა მდგომი ღელავდა მისთვის უცხო ადამიანზე და ვერ იგებდა რატომ. და ნერვები ეშლებოდა. და საკუთარ თავს მუდამ ახსენებდა რომ ეს უცნობი ბიჭი მისთვის უცნობი იყო. და კიდევ უამრავი და...
არ იყო ეს მანძილი საკმარისი. ამ მანძილიდან ვერ აღიქვამდა იმას ისე მძაფრად როგორც მას სურდა, რასაც ამდენი ხანი ელოდა,რაზეც მუდმივად ფიქრობდა,ლამის ოცნებად რომ ქცეოდა მასთან შეხება და ჩახუტება. ახლა რომ წასულიყო,რომ არ გაეცნო,რომ არ ჰქონოდა მომავალში კიდევ ერთი შანსი მისი ნახვის მთელი ცხოვრება შეჭამდა ამის სინანული,მთელი სხეულით გრძნობდა ამის საშიშროებას და ეს იმდენად დიდი სითამამით ავსებდა, რომ უბრალოდ შეუძლებელი იყო მისთვის საკუთარ სურვილებზე უარი ეთქვა. ცხორებაში პირველად აპირებდა ისეთი ნაბიჯი გადაედგა,რომელიც ძალიან სარისკო და შეიძლება არაფრის მომცემიც იყო,ალბათ შემარცხვენელიც,ალბათ არასწორიც,მაგრამ საჭირო. მგონი არაფერი მოხდებოდა ერთხელ მასაც რომ მოესმინა შინაგანი დემონისთვის,ყოველ შემთხვევაში ლიზა ასე აღიქვამდა მის გულში გაჩენილ პატარა ნაპერწკალს,რომელსაც დიდი ხანძრის გაჩენა შეეძლო და ალბათ გააჩენდა კიდეც. აქამდე ხომ მთელი ძალისხმევით ცდილობდა მასთან სიახლოვეს,ხომ სიზმრის აჩრდილად გადაექცა ბიჭის ძლიერი ხელები,ჩახუტება,სურნელი,ხმა და ამით ლიზაში გამოწვეული უცნობი ემოციები. მისთვის პირველი მამაკაცი იყო,რომელიც ყველანაირი სტატუსის გარეშე შეეხო მის სხეულის და ლიზამაც ამდენ ხანს დაჰყო მის მკლავებში გახვეულმა. აქამდე ის არასდროს ჩახუტებოდა არავის ვინც ნათესავად და ოჯახის ახლობლად არ ეკუთვნოდა,შეიძლება სწორედ ამ ფაქტორს მოეხდინა მასზე ამდენად დიდი გავლენა,თუმცა ჯერ უნდა გაერკკვია რა სურდა ლიზას შინაგან მეს ასე ძალიან თავს რომ ვერ აღწევდა მის კლანჭებს.

-კარგი,დაწყნარდი ლიზა,ყველაფერი კარგადაა. ახლა ვეღარსად წავა, ვეღარ გაქრება-მკერდზე დასამშვიდებლად ხელი მიიდო და ამოისუნთქა. ახლა აზრზე არ იყო რა უნდა ექნა. როგორ უნდა მისულიყო? ტვინში გამართულ სცენებს რომ წარმოიდგენდა უხერხულობის განცდა სხეულს უღრღნიდა. ‘’გამარჯობა,მე ლიზა ვარ. აი ის გოგო ერთი თვის წინ გაუპატიურებას რომ გადაარჩინეთ და კიდევ ის მთელი ეს დრო დაბლიდან რომ გაკვირდებოდათ. გამარჯობა’’ ამ ყალბ სცენებშიც კი ძალიან საზიზღრად ჟღერდა. თუმცა ეს ლიზას გონების მიერ მართული თამაშები იყო. მისი ფანტაზიის მიერ შექმნილი დრამები,რომელთა საზღვრებსაც ვერ სცდებოდა მისი რომანტიკოსი,თუმცა მოუქნელი და მორცხვი ბუნება.- აქ დგომას აზრი არ აქვს. უბრალოდ მივალ- ღრმად ჩაისუნთქა.-ჰუჰ.კარგი,უბრალოდ ავდეგბი,მეოთხე სართულის სახურავზე ავალ და... და? ღმერთო არა! ხომ არ შევიშალე?! ადამიანი მუშაობს და თან სად? და ამ დროს იქ რომ ვიღაც უცხო აუვარდება რა უნდა იფიქროს? იქნებ არც ვახსოვდე,უნდა შევაშინო და რამე ცუდი რომ იფიქროს?- თავში ხელის შემორტყმაღა აკლდა ამ წინადადებას.- ღმერთო რა სირცხვილია,რა ვქნა? რა ვქნაა- ფრჩხილების კვნეტას რომ მოყვა და ლამის ბოლთის ცემა,რომ დაიწყო მხოლოდ მაშინ შეამჩნია რომ კორპუსზე ობობასავით მცოცავი ორი სხეული ადგილიდან გაქრა და გულმა კინაღამ საბოლოოდ მიატოვა თავისი საქმე,უეცრად ჩაბნელებული სადარბაზოდან გამოსულ ორ ადამიანში მისი სახე რომ ამოიოცნო. აი ასე,მის პირდაპირ მოდიოდა და მისკენ მოიწევდა,მას უნდა გასცდენოდა,რომ სადაც მიდიოდა იქ წასულიყო. კარგად გრძნობდა როგორ მორყეოდა სახის მიმიკები,ოდნავ გაღებული ტუჩები,მათგან დიდი ძალის ხმევით გამომავალი და შემავალი ჰაერი,აჩქარებულ ტემპში მოძრავი გულ-მკერდი,აკანკალებული სხეული და გვერდით ჩამავალი ბიჭი,რომლის სურნელიც უკვე ბოლო დარტყმა იყო.

-უკაცრავად!- მოულოდნელად შესძახა ჰაერში და უკან დიდი სიჩქარით შებრუნდა. გაოცებისგან და მოულოდნელობისგან გადიდებული თვალები იმდენად ლამაზი იყო. მნათობი ღია ოქროსფერები,მზის შუქზე კიდევ უფრო ღია რომ ჩანდა და ოქროსფერის იერი დაკრავდა. მასზე ბევრად მაღალი იყო,ლიზაზეც და მის გვერდით მდგარზეც,რომელსაც მთელი ეს დრო ხელებით,მთელი გრძნობით რაღაცას უხსნიდა და მასთან ერთად იცინოდა. ახლა კი ორივე დიდი სერიოზულობით უყურებდა მათკენ მომზირალს,რომელსაც სახეზე ეტყობოდა ნერვიულობა და სიმორცხვე. მაგრამ ბიჭის თვალები კიდევ სხვა რაღაცას გამოხატავდა გაკვირვების გარდა. იცნო. იცნო.
-მე..- მე. სიტყვებს მოულოდნელად დაეკარგა ყველანაირი მნიშვნელობა,გონებაში მთელი ეს დრო მოკრებილი სიმამაცე,გამბედაობა და მოგონილი წინადადებები დაიფანტა და ისე გაქრა თითქოს ლიზას კი არა,ვიღაც სხვის მოგონებებმა გაიელვა წამიერად მის ფიქრებში. ბიჭი კი ელოდა როდის გაგრძელდებოდა მოულოდნელი სტუმრის შეწყვეტილი სიტყვა.-მე ლიზა ვარ. და მე,თქვენთან ლაპარაკი მინდოდა.- აღელევებულმა გულმა მომენტალურად დაიწყო დამშვიდება,როდესაც ბიჭის ლამაზ და მშვიდ სახეს,მის მოშვებულ ნაკვთებს მოკრა თვალი. დადებითი ენერგია,რომელიც მისგან მოდიოდა,სურნელი,რომელსაც ლიზას მთლიანი სხეული მოეცვა,ემოცია,რომლითაც ლიზას გონებას მართავდა და აგიჟებდა,ხმა,რომელიც მუდმივად ქაოსურად მის ტვინში ტრიალებდა,ახლა მის გულს წამალივით ედებოდა. თითქოს გულმა აქამდე სანატრელ სახლის კარებს მიაგნო და უკვე მშვიდად დაეგულებინა თავი. სახლში იყო.
-როგორ ხარ? დიდი დრო გავიდა მას შემდეგ არა?- გაუღიმა და ცუდია,რომ არ იცოდა ამ ღიმილით როგორი ქარიშხალი დაატეხა თავს მის წინ მდგარს,რომელიც მისმა ამ სიტყვებმა ადგილზე გააშეშა. ახსოვდა და ამის გამო შოკში იყო. თითქმის წარმოუდგენლად ჩაეთვალა მის გონებას ის ფაქტი,რომ ბიჭს შეიძლებოდა დრო დაეხარჯა და მისი მოსაწყენი,უაზრო სახე ან თუნდაც ის ავბედითი დღე დაემახსოვრებინა. თუმცა როგორც უმეტეს შემთხვევაში ხდებოდა მისი გონება არასწორი აღმოჩნდა და ეს უბრალოდ მისი წარმოდგენა იყო. ადამიანები არც ისე ცუდები და ცივი მონსტრები იყვნენ მას რომ ეგონა. ყველას ერთი საერთო ჰქონდა, ყველას ერთი რამ სურდა. ადგილი,სადაც თამამად შეძლებდნენ იმ ნიღბის ჩამოხსნას,რომელიც რეალურად ყველაზე მეტად აძლიერებდა და ამასთანავე ყველაზე მეტად სძულდა თითოეულ მათგანს. რატომ თვლიდა მისი გონება საკუთარ თავს ყველაზე დაუმსახურებელ პიროვნებად? ამ კითხვას ვერასდროს პასუხობდა ლიზა.
-ამმ,კარგი..ამმ,მე პირველი წავალ ხო? მგონი ასე აჯობებს- უხერხული ღიმილით,რომლითაც ბიჭს დაემშვიდობა უცნობი გოგონა,ლიზა კიდევ უფრო დიდ უხერხულობაში ჩავარდა. ახლა მხოლოდ ის სურდა,როგორმე ამ ადგილიდან აორთქლებულიყო,მაგრამ მის მაგივრად ეს სურვილი უცნობს აუსრულდა,რომელიც გადაკოცვნით და „შემდეგში იყოს“ სიტყვებით დაემშვიდობა ბიჭს. -აბა-ლამაზი ღიმილი არ ტოვებდა გაბრიელის სახეს. მისი გონება უეცარი მოულოდნელობის ეფექტიდან გამოსულიყო და ახლა გაკვირვებასთან ერთად დიდ სიამოვნებას გრძნობდა. უცნაურ სიამოვნებას უცხო ადამიანის ნახვას რომ მოეტანა.- უცნაურია აქ რომ შევხვდით. მოულოდნელი იყო- საუბრის წამოწყებას თავად რომ ცდილობდა ეცინებოდა,რადგან ადამიანების იმ ტიპაჟს ნამდვილად არ განეკუთვნებოდა ვინც საუბარს პირველი იწყებდა,აგრძელებდა და შემდეგ ამთავრებდა,მაგრამ ადვილი მისახვედრი იყო მისთვის ის ფაქტი,რომ მის წინ ჰიჯაბში გამოწყობილი ადამიანი არ იყო მიჩვეული მსგავს დიალოგებს.
-მე..თქვენი ნახვა მინდოდა-ძლივს დააწყო ტვინში წინადადებები,რომ რაიმე აზრიანი გამართულად მიეტანა ბიჭამდე,მაგრამ თვალებში შეხედავდა თუ არა მაშინვე ბრინჯის მარცვლებივით იბნეოდა.-მინდოდა მადლობა მეთქვა..იმ ღამისთვის და..-და..და. კიდევ უნდოდა რაღაც ლიზას,ბევრი რამ უნდოდა იმ ადამიანისგან მოეთხოვა,რომელსაც რეალურად მისგან არაფერი მოეთხოვებოდა და ამიტომ უჭირდა სიტყვების ნორმალურად ფორმირება.-არც კი ვიცი როგორ გითხრათ-აწითლებულ სახეს შეძლებისდაგვარად გვერდით და დაბლა წევდა,რომ მისი სიმორცხვე ნათლად არ ეგრძნო,მაგრამ ხელები,რომლებიც მაისურის ბოლოებს ექაჩებოდნენ და მთელი ძალით წელავდნენ,გასცემდნენ მის თითოეულ ემოციას. გაბრიელს ეღიმებოდა ამ პატარა დეტალების შემჩნევისას,მისი აბლანდული ენაც ღიმილის ჰგვრიდა,მაგრამ ინტერესი უმძაფრდებოდა,რადგან არ მოელოდა მისგან ინიციატივის გამოჩენას. ვაღიაროთ,ლიზა ადვილად წასაკითხი ადამიანი იყო,მისგან ადვილად პროგნოზირებადი ქმედებები ხორციელდებოდა,ერთი დღის გაცნობილიც კი მიხვდებოდა რომ ის არცერთ უცნაურ,დაუფიქრებელ და აუწონელ ნაბიჯს არ გადადგამდა მანამ სანამ კარგად არ დაფიქრდებოდა რამოდენიმე შედეგზე მაინც და ამიტომ უკვირდა ახლა მის წინ მდგომს,რომ უყურებდა,რადგან წესით,მისგან ეს პასუხი არ უნდა მიეღო. თუმცა ადამიანები ხომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვაკეთებთ იმას,რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდით რომ გავაკეთებდით. ის ცარიელი ფიალა,რომელიც ამდენი ხანი შევსებას ელოდებოდა,ნელ-ნელა ივსება,ივსება და საბოლოოდ გადმოღვრამდე მიდის,აი როცა კი გადმოიღვრება,მერე ხდება ადამიანი ის ცხოველი,რომელიც ყველაფერს ისე აკეთებს როგორც რეალურად სურს. ამდენი ხანი,მთელი 20 წელი ლიზას ცარიელი ფიალაც ელოდებოდა გავსებას და ამდენი ხნის შემდეფ შეივსო კიდეც,ახლა კი მოსალოდნელი ქცევები მოულოდნელად გადაიქცა და ისიც დაუფიქრებლად აკეთებდა იმას,რასაც გული მთელი ხმით ჩასძახოდა მის მთელ ორგანიზმს,იმდენად ხმამაღლა,რომ მთელ სხეულში აზანზარებდა. რატომ იყო გასაკვირი მისგან ნებისმიერი ჩვეულებრივი ნაბიჯი და არა სხვა ადამიანისგან? მის ადგილზე სხვას რომ იგივე გაეკეთბინა იმავე გაკვირვებულ თვალებს მიიღებდა ამდენ ხანს რომ უყურებდა? არა,ალბათ არა. მის წინ მდგარი ამას ფლირტად და გაცნობის სურვილად ჩათვლიდა და უბრალოდ გაიღიმებდა,შემდეგ კი ან მაშინვე მის თავიდან მოცილებაზე იფიქრებდა ან დათანხმდებოდა და აჰყვებოდა,ლიზას შემთვევაში კი გაბრიელი ვერც იფიქრებდა,რომ გოგონას მისი გაცნობა ამ მიზეზთან მიახლოებული,გაუცნობიერებელი სურვილით უნდოდა. ლიზა ვერ იაზრებდა და ვერ იაზრებდა გაბრიელიც. ნუთუ იმხელა ძალა ჰქონდა იმიჯს,რომ ყველას გარშემო თვალებს უხვევდა.
-ახლა დაღლილი ვარ,იქნებ დღეს საღამოს სადმე შევხვდეთ და იქ ვისაუბროთ? დიდი სიამოვნებით დაგელაპარაკებოდი,ახალი ადამიანების გაცნობა მიყვარს,ასე რომ მოდი „მეობაში“ შევხვდეთ- ღიმილისას იმდენად ბუნებრივად გადაიწია გრძელი,ჩამოშლილი თმები უკან,ლოყები ჩაეჩხვლიტა და ლამაზი თვალები მოეჭუტა,რომ თვალის მოშორება უბრალოდ შეუძლებელი გახდა ლიზასთვის. უყურებდა თვალდაუხამხამებლად,შეშლილი ადამიანივით,რომელსაც ოქროს საბადო აღმოეჩინა,მაგრამ უხერხულობის განცდა გაბრიელს კი არა თავად ლიზას აწუხებდა,რომ არ შეეძლო საკუთარი თავი გაეკონტროლებინა,გაბრიელი კი ზედმეტად უკომპლექსო იყო იმისთვის,რომ იმას შეეწუხებინა,რისი მიზეზიც თავად არ იყო. მაგრამ ამ შემთხვევაში ამ მიზეზის უმიზეზობაა სწორედ საკითხავი. უკვე აკვიატებაში გადასდიოდა მასზე სულელივით დაკვირვება და გაღმერთბა,ეს არ იყო მისთვის ნორმალური. არც მეორედ ნანახ ბიჭთან სადმე ბარში წასვლა იყო ნორმალური და არც იმაზე აქედანვე ფიქრი თუ რა უნდა ჩაეცვა მას რომ მოსწონებოდა.
-შენი ნომერი ჩაწერე,რუკას გამოგიგზავნი-თავისი ტელეფონის მისაცემად რომ მიუახლოვდა და შემდეგ ბანალური კინო კადრივით,ტელეფონის გამორთმევისას მის თითებს რომ შეეხო,დენმა რომ დაარტყა და ტანში ჟრუანტელმა დაუარა,აი მანდ მიხვდა,რომ ძალიან,ძალიან მაგრად ჰქონდა დარხეული! ან ახლავე უნდა გაქცეულიყო,ტელეფონი ესროლა და მეგობრებთან თავქუდმოგლეჯილს მიერბინა,მისი არსებობა კი საერთოდ დაევიწყებინა,რომ თავი მომავალი ტანჯვისგან ეხსნა,ან უბრალოდ მოვლენებს მიჰყოლოდა,ტელეფონში ნომერი ჩაეწერა და ბიჭს მისი სიზმრებიდან საღამოს დათქმულ დროს,დათქმულ ადგილზე შეხვედროდა. ხო,ნამდვილად მისი გადასაწყვეტი იყო, მისი ბედიც და ბედისწერაც მის ხელში იყო. შეეძლო თავიდან აერიდებინა,ის რასაც მთელი სიცხადით გრძნობდა,ცუნამის მოსვლასავით იყო ის რაც ახლა ხდებოდა. ნათლად ხედავდა როგორ იწევდა უკან ტალღა,რომ შემდეგ ერთიანად,მთელი ძალით შემოხეთვოდა მის გონებასა და გულს და ყველაფერი გაენადგურებინა,დაუფიქრებლად წაელეკა. მასზე იყო მისი მომავალი და გადაწყვეტილების მიღების დროც იყო.
რას იზამდა? მისცემდა მას უფლებას უფრო შორს წასულიყო და შემდეგ ერთიანი ძალებით,წინააღმდეგობისა და გაქცევის გარეშე გაენადგურებინა ყველაფერი?


-მშვენიერია-კმაყოფილმა ჩაიღიმა მისი ყოყმანის შემყურემ საბოლოოდ მაინც რომ გადაწყვიტა ამ ნაბიჯის გადადგმა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიბრუნა- საღამოს 8 საათზე იქ ვიქნები. შეხვედრამდე-უკან რამდენიმე ნაბიჯი ღიმილით გადადგა და შემდეგ უკან მოუხედავად დატოვა მის ზურგს უკან მდგარი,რომელიც აზრზე ვერ მოდიოდა რა ხდებოდა. საკუთარი ნებით გაყო ყულფში თავი,ცურვის უცოდინარი საკუთარი ნებით ჩახტა ოკეანის უსულო ტალღებში და თან ესმოდა თავისი აჟიტირებისგან გაგიჟებული გულის ბათქა-ბუთქი,მთელ ორგანიზმს რომ აიძულებდა კანკალს და ერთ ადგილზე ხტომას,გონებაც კი მის მხარეს იყო გადასული გრძნობდა,რადგან შიშის ნაპერწკლებიც,ხედავდა, როგორ ქვრებოდნენ ირგვლივ.


**
ლანას სახლში ასულმა ფეხსაცმელების გახდა ძლივს მოახერხა,ეგრევე ოთახში შევარდა და საწოლზე დაეცა. ვერ იჯერებდა რაც მოხდა,რაღაც წარმოუდგენელი იყო იმის გაფიქრება,რომ დღეს შეეძლო მასთან ერთად წასულიყო,მთელი საღამო მასთან ერთად გაეტარებინა,მასთან ესაუბრა. გოგონებს მოუყვა,ყველაფერი რაც ამ ერთი თვის განმავლობაში მის გულსა და გონებაში ტრიალებდა ყველაფერი უამბო მის გარშემო ფეხმორთხმით შემოკრებილებს და ცოტა ცრემლებიც ღვარა,მაგრამ ცრემლების უდიდესი ტალღა მაშინ მოაწვა,როდესაც ლანამ დანარჩენების აჟიოტაჟში და ლაპარაკში,კარგად ჩაფიქრების შემდეგ ნიკაპზე გემრიელად,კარგი წვერიანი ბაბუასავით მოისვა ხელი და უთხრა:
-მოგწონს შენ ეგ ბიჭი,ჩემო ლიზი- თავის ქნევით ახარა და დანარჩენებიც აიყოლია,რომლებმაც მაშინვე ათ თითზე ჩამოუთვალეს ის სტადიები რაც ადამიანს ვინმეს მოწონებისთვის უნდა გაევლო,ლიზა კი რომელიც დაფეთებული უსმენდა ამ ყოველივეს ხვდებოდა რომ მართლაც დიდ შარში იყო,რადგან ყველაფერი რასაც გოგონები ამბობდნენ მასთან უკვე ხდებოდა.
-მოკლედ ჩემო კარგო- არ გაჩუმდა ლანა,კიდევ ბევრი ჰქონდა მათ შორის ყველაზე გამოცდილსა და დიდს სათქმელი-გენატრება? გული გეთამაშება მასზე როცა ფიქრობ? კანი გეწვის როცა მასთან შეხება გინდა? გული საცვლებში გივარდება როცა მას ხედავ? ხოდა ეგაა,მოგწონს და მოგიწევს ან უიმედოდ შეეეგუო ან კიდევ *რაკს გაანძრევ და იმ ადგილზე წახვალ,მერე კიდე უბრალოდ მოვლენებს მიჰყვები და ნახავ როგორია ეგ შენი ბიჭი,შეიძლება არც ისეთი მაგარია შენ როგორიც გგონია და უბრალოდ შენი წარმოსახვის ნაწილია-ჩამოარაკრაკა ერთი სიტყვით ჭკვიანურად და ლიზას ჭოჭმანიც წასვლა-არ წასვლაზე წამში გადაჭრა. კიდევ უნდოდა მის გონიერ ტვინს რაღაცის დამატება,მაგრამ ქერამ აღარ დააცადა და ახლა მართამ აიღო სადავეები ხელში,ახალი მნიშვნელოვანი პრობლემა წამოჭრა.- რა უნდა ჩაიცვა?-ოო,ეს ნამდვილად დიდი პრობლემა იყო ნებისმიერი გოგონასთავის ალბათ დამეთანხმებით,მაგრამ დაქალების ყოლას სწორედ ერთი დიდი პლიუსი ჰქონდა-ამ პრობლემას ადვილ გადაჭრას უძებნიდი.
საათები იმდენად მალე გავიდა,დილამ და შუა დღემ იმდენად მალე გაირბინა,რომ გონზე მოსვლა ძლივს მოასწრო ლიზამ. საღამოს 8 საათი რომ დაიწყო სახლში მარტო მყოფმა ჩაიცვა განვლილ საათებში გათვლილი ტანსაცმელი, საწოლზე კარგად დაუთოებული რომ ედო და გამოძახებულ ტაქსიში ჩაჯდა,რომელმაც მისდა საბედნიეროდ ყველანაირი ლაყბობის გარეშე მიიყვანა დანიშნულების ადგილამდე და რამოდენიმე წუთით გვიან შეაბიჯა ბარში,სადაც ბიჭი წესით უკვე ელოდებოდა. პირველად იყო ასეთ ადგილზე მარტო და იმედი ჰქონდა რაიმე სასწაული, ხმაურიანი და ძვირიანი არ იქნებოდა და საბედნიეროდ შესვლის წამიდანვე მიხვდა,რომ პირველ ორში ნამდვილად გაუმართლა. ბარი ძალიან სასიამოვნო და მყუდრო ჩანდა. სანამ შენობაში შეხვიდოდი ლამაზად მოწყობილი ეზო უნდა გაგევლო,სადაც მაგიდები იდგა,დაბალ შუქშსა და მცენარეებით მორთულ,მაგრამ ჩაბნელებულ არეალში და მუქ ცაში არაფერი ჩანდა,ამიტომ შიგნით შესვლა გადაწყვიტა,კარებთან მისული კი ვიღაცის ნაზმა მოქაჩვამ გააჩერა და მიმართულება შეაცვლევინა.

-ჰეი- თითქოს ღიმილი ბიჭის სახის განუყოფელი ნაწილი იყოო,ლიზა მუდამ ხედავდა მის სახეზე ჩაჩხვლეტილ ორმოებს,რომლებიც მის სახეს მზესავით ანათებდა და თვალებში ვარსკვლავებს უნთებდა. გრძნობდა მის სითბოს,მის დადებით ენერგიას,რომელსაც ყოველთვის ასხივებდა და არავისთვის ენანებოდა.-აქეთ,სასმელები შევუკვეთე შენს გარეშე ბოდიში,იმედია მომენდობი და მოგეწონება-იქვე შემოსასვლელთან მდგარ სკამებზე მიუთითა და ლიზას შემდეგ თავადაც დაჯდა. ახლაღა შეამჩნია მისი ჩაცმულობა. ნაჭრის შავი,ფართო შარვალი და ბათინკები,ზემოთ კი მოტკეცილი თეთრი მაისური,ზემოდან ნაცრისფერი კუბოკრული პერანგი. საკუთარ თავს ძლივს გამოუტყდა,რომ ძალიან მიმზიდველი იყო მისი სხეულის მოტკეცილ მაისურში დანახვა,მაგრამ უკვირდა როგორ არ ციოდა,როდესაც თავად ტყავის კურტკას არ იშორებდა ეს დღეები სხეულიდან.
-არაუშავს,პირიქით,მადლობა- დაჯდა და მხრიდან ჩანთა მოიხსნა,რომელიც მთელი ეს დრო მარჯვენა მხარს უმძიმებდა. ჩანთასთან ერთად მოიშორა მოსაცმელიც. რატომღაც დაჯდომისთანავე იგრძნო სიცხის უდროო შემოტევა, ბარში შემოსვლამდე სხეულში სტეხდა სიცივისგან,მაგრამ მასთან შეხვედრა იყო საჭირო,რომ ყველაფერი თავდაყირა დგებოდა. გაიხსენა ყველაფერი რაც კი გოგონებმა უთხრეს,ყველაფერი დაუფიქრებლად უნდა ეთქვა,რომ მის გონებას თავისებურად არ დაეწყო ყველაფრის გადამუშავება და ბიჭის ქცევებსაც დაკვირვებოდა,რომ გაერკვია როგორი ადამიანი იყო მის წინ მჯდომი,რომლის სახელიც არ იცოდა. ‘ჯანდაბა...სახელი! სახელი არ ვიცი’
-ამმ-უხერხულად ჩაახველა და ბიჭის ყურადღება,რომ მიიქცია,რომელიც ისედაც მასზე იყო ფოკუსირებული და მთელი ეს დრო ღიმილით აკვირდებოდა თავად ფიქრებში გართულს,რომელსაც ეწერებოდა თითოეული სიტყვა,უთხრა-შენი სახელი..შენი სახელი არ ვიცი-გაეღიმა და ხელები მუხლებზე დაიწყო. გაეცინა გაბრიელს ამ სიტყვების გაგონებისას, გრძელი თმები თითებით აიჩეჩაგ და წინ წაიწია,ხელებით მაგიდას დაეყრდნო და მასზე სხეულით ბევრად პატარას ზემოდა დააკვირდა.
-ნამდვილად ცუდადაა საქმე,სულ თავიდან უნდა დავიწყოთ,არა?-გაუღიმა და თავისი დიდი ხელი დაუფიქრებლად გაუწოდა წინ მჯდომს-გამარჯობა, მე გაბრიელი ვარ.



№1  offline წევრი likuu_s

უხ, როგორ ველოდებოდი.

ძალიან მომწონს, ძაალიან!
ლიზასაც ძალიან მოსწონს ეს ჩვენი გაბრიელიი :დ
ეჰ, რა მომენტში გაწყვიტე, არადა ახლა იწყებოდა, რაც იწყებოდა, მაგრამ რას ვიზამთ :დ

გელი!

ა მაიმტერესებს, როგორც მახსოვს ფბ ჯგუფში დაპოსტე, რაღაც მსუბუქის დაწერა მინდაო და ესაა?

წარმატებები!❤️❤️

 


№2  offline წევრი Soraya

კარგია, ნამდვილად განსხვავებული ისტორიაა, პერსონაჟით თუნდაც…უნრალოდ ვთვლი რომ დიალოგები აკლია, იმდენად ბევრს ამბობს ავტორი, პერსონაჟების სათქმელსაც, მე კი ვთვლი რომ პერსონაჟები ისტორიაში თვითონ უნდა ამბობდნენ სათქმელს, ავტორი კი გრძნობებს უნდა აღწერდეს.
წარმატებები!

 


№3  offline წევრი ლილილი

likuu_s
უხ, როგორ ველოდებოდი.

ძალიან მომწონს, ძაალიან!
ლიზასაც ძალიან მოსწონს ეს ჩვენი გაბრიელიი :დ
ეჰ, რა მომენტში გაწყვიტე, არადა ახლა იწყებოდა, რაც იწყებოდა, მაგრამ რას ვიზამთ :დ

გელი!

ა მაიმტერესებს, როგორც მახსოვს ფბ ჯგუფში დაპოსტე, რაღაც მსუბუქის დაწერა მინდაო და ესაა?

წარმატებები!❤️❤️

კი წესით ეს უნდა იყოს და იმედია ჩანაფიქრში რაც მაქვს ისეთი გამოვა და რამე არ შეიცვლება <3 მადლობა <3

likuu_s
უხ, როგორ ველოდებოდი.

ძალიან მომწონს, ძაალიან!
ლიზასაც ძალიან მოსწონს ეს ჩვენი გაბრიელიი :დ
ეჰ, რა მომენტში გაწყვიტე, არადა ახლა იწყებოდა, რაც იწყებოდა, მაგრამ რას ვიზამთ :დ

გელი!

ა მაიმტერესებს, როგორც მახსოვს ფბ ჯგუფში დაპოსტე, რაღაც მსუბუქის დაწერა მინდაო და ესაა?

წარმატებები!❤️❤️

კი წესით ეს უნდა იყოს და იმედია ჩანაფიქრში რაც მაქვს ისეთი გამოვა და რამე არ შეიცვლება <3 მადლობა <3

Soraya
კარგია, ნამდვილად განსხვავებული ისტორიაა, პერსონაჟით თუნდაც…უნრალოდ ვთვლი რომ დიალოგები აკლია, იმდენად ბევრს ამბობს ავტორი, პერსონაჟების სათქმელსაც, მე კი ვთვლი რომ პერსონაჟები ისტორიაში თვითონ უნდა ამბობდნენ სათქმელს, ავტორი კი გრძნობებს უნდა აღწერდეს.
წარმატებები!

როგორ მინდა იმ მწერლების კატეგორიას მივეკუთვნებოდა,რომლებსაც დიალოგები ძალიან ბუნებრივი გამოსდით და არ უჭირთ ისტორიაში გამოყენება. ჩემ ერთ-ერთ მინუსად ვთვლი,იმედია წერაში გამოსწორდება და ბევრი დიალოგის გამოყენებას შევძლებ,რაც ძალიან მინდა და სერიოზულად მაშინებს. მადლობა <3 <3

 


№4 სტუმარი Ana-maria

მომწონს. საინტერესოა. იმედია ლიზას და გაბრიელის სიყვარული ყველა გამიცდას გაუძლებს.ველოდები შემდეგ თავს. წარმატებები

 


№5  offline წევრი ლილილი

Ana-maria
მომწონს. საინტერესოა. იმედია ლიზას და გაბრიელის სიყვარული ყველა გამიცდას გაუძლებს.ველოდები შემდეგ თავს. წარმატებები

მადლობა❤️❤️

 


№6  offline წევრი likuu_s

რატომ გადაიკარგე?❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent