შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმია ორისთვის ( თავი 3)


2-12-2022, 13:04
ავტორი თუკა
ნანახია 4 031

- შენ და მართას ისევ დაგეძაბათ ურთიერთობა სალომე თუ რა ხდება? აშკარაა ეს გოგო ისევ თავს გარიდებს- დაფიქრებული გამომეტყველებით შეხედა ლექსომ ცოლს .
- და წესიერი ურთიერთობა როდის გვქონდა რომ? ვერ მპატიობს წარსულის შეცდომებს ..
- არ ვიცი , ერთი პერიოდი თითქოს კარგად იყავით ხშირად მოდიოდა ახლა კიდევ ..
- ჩემთან არა თავის დასთან მოდიოდა ლექსო. რა არის აქ მიუხვედრელი? ნიტა გათხოვდა და მორჩა, მართამაც ამოიკვეთა ფეხი. ვერ ხედავ მხოლოდ ბებიამისის სანახავად მოდის, და ისიც იმ დროს როცა სახლში არ ვართ.
- ნეტავ ერთხელ მაინც თუ გიფიქრია, რატომ გარიდებს თავს შენ შვილი, ერთხელ მაინც თუ დამჯდარხარ როგოც ქალი და როგორც დედა და გიფიქრია ასეთი რა ატკინე ამ პატარა გოგოს რომ თავს გარიდებს, ის შენი შვილია, შენ გააჩნე.
- დედა არ გინდა - მშვიდად დაადო ხელი ლექსომ ბაბეს და თვალები დაუბრიალა..
- გამაჩუმე, მიდი ისევ გამაჩუმე. ისევ ყველაფერი შენ დაიბრალე. ან მართას დააბრალეთ.
- ვიცი დედა..
- იცით? იცით როგორ ტიროდა ყოველ ღამე? იცით როგორ გეძახდათ ორივეს როდესაც სიცხიანი ბოდავდა? იცით როგორ სტკიოდა ? სკოლიდან განადგურებული მოდიოდა მხოლოდ თქვენს გამო. ახლა გიკვირთ რატომაა ეს ბავშვი ცივი თქვენს მიმართ? მის ადგილას ზედაც არ შეგაფურთხებდით არც ერთს და არც მეორეს. ის პატარა იყო , შენ ალექსანდრე?
- ამ დანაშაულს ვერასოდეს გამოვისყიდე ისედაც ვიცი - აცრემლებულმა უთხრა დედამთილს სალომემ და მის წინ გაჩერდა..
- მერედა შანს ვინ გაძლევს რომ გინდოდეს რომ გამოისყიდო?!- ის გოგო ჩემი გაზრდილია, ის გოგო ერთი თვის გადმომიგდე გამოუსადეგარი სათამაშოსავით და ქვეყნის გარშემო მოინდომეთ ტრაკუნი. შენ დღემდე არ იცი შენს შვილს რა სტკივა. მთავარი გაჩენა არაა, მასე ციგნები ათობით ბავშვს აჩენენ მერე და ქუჩებში იზრდებიან, მთავარი აღზრდაა.. ადამიანად აღზრდა. მე ვასწავლე, მე გავზარდე, მე მტკიოდა მისი ავად ყოფნა. მისი ტკივილიც და მიდი პირველი „დაუვიწყარი“ სიყვარულიც. მე შენ დედად ვერასოდეს აღგიქვამდი და ასეც იქნება .- გაღიზიანებულმა უთხრა ბაბემ რძალს და ოთახში შევიდა..
ჩვიდმეტი წლის იყო , მართა რომ ქვეყანას მოავლინა. სკოლა ახალი დამთავრებული ჰქონდა, ვერაფრით შეიყვარა ბავშვი რომელიც ცხოვრებაში ხელს უშლიდა. მის გამო ბევრ რამეზე უწევდა უარის თქმა ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში. ყველასგან თითით საჩვენებელი იყო, ყველა მასზე ლაპარაკობდა. ცოდვადაც კი მიაჩნდა საკუთარი ორსულობა. ვერაფრით ეგუებოდა რომ მისი სისხლი და ხორცი იყო ეს პატარა არსება რომელიც მწვანე თვალებით შეყურებდა დედას და მისი სითბოს შეგრძნებისას ტირილს წყვეტდა..
ერთ დღეს სამსახურიდან დაბრუნებულ ბაბეს შვილი და რძალი სახლში დაუხვდა . თამამად განაცხადა ჩვიდმეტი წლის გოგომ მე იმისთვის არ გავთხოვდი რომ შვილები ვაჩინო და ვზარდო, მინდა ვისწავლო ცხოვრება ვნახო და ვიმოგზაურო, ამიტომ ბავშვს თქვენთან ვტოვებ მე და ლექსო კი უნდა წავიდეთ მოსკოვშიო.
კარგა ხანს ეხვეწა შვილს ბაბე ასე ნუ მოიქცევი, მერე გაიზრდება და არ ეყვარები, გაიზრდება და სათითაო შენს ქცევას წამოგაძახებს , როგორც მშობელს ვერ შეგიყვარებსო მაგრამ არავინ დაუჯერა. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა ალექსანდრემ, ჩემს სალომეს მარტოს ხომ არ გავუშვებ რა ვქნა უნდა სწავლა და მოგზაურობაო...
იმ დღეს მის სიცოცხლეს ფერები მიეტამა, იმ დღეს თითქოს თავიდან გახდა ბაბე დედა, პატარა გოგონა გულზე მიიკრა და ხელიდან არ დაუსვია. ძალიან გაუჭირდა ბავშვის და სამსახურის შეთავსება მაგრამ მეუღლე დაიხმარა. ყველაფერს აკეთებდა რომ კარგად ყოფილიყო პატარა გოგონა, რომელიც ღამღამობით არ აძინებდა ბებიას და პატარა თლილ თითებს სახეზე უსვამდა ხოლმე..
მართა უკვე ათის ხდებოდა მოსკოვიდან რომ დაბრუნდნენ ნიტასთან ერთად. მაშინ ნახეს პირველად დებმა ერთმანეთი, გაჭრილი ვაშლივით გავდნენ გოგონები ერთმანეთს, ორივე შავი თმით, მწვანე ბრიალა თვალებით და წვრილი სხეულით გამოირჩეოდნენ. გოგონებმა მალე გამონახეს საერთო ენა, მაგრამ მართამ უარი განაცხადა მათთან ერთად ცხოვრებაზე. ჩემი სახლი აქ არაა და ასე ვერ ვიქნებიო.
ათი წლის ასაკში უკვე დამოუკიდებელი ბავშვი იყო, მარტო დადიოდა ცეკვაზე და მუსიკაზე. სამსახურიდან მოსულ დაღლილ საყვარელ ბებიას შეძლებისდაგვარად ვახშამსაც უმზადებდა და სახლსაც ულაგებდა..
ადამიანად ჩამოაყალიბა ბაბემ მართა..
მისგან ძლიერი და მამაცი ქალი გამოთალა. პაციენტების სიანსებზე დაყავდა ხშირად და ცხოვრებისეულ სიავეს ისმენდა პატარა გოგო, მერე კი საღამოობით ბებოსთან ერთად განიხილავდა მათ ქმედებებს.
მას მერე ბევრი წელიწადი იყო გასული, მაგრამ გული ვერ გაულღვა, გული ვერ მოუთბეს მართას, ერთი დღე არ უცხოვრია მშობლების სახლში. იქ მხოლოდ ნიტას სანახავად მიდიოდა, უმეტესად კი ნიტა თავად რჩებოდა მთელი კვირით ბებოსთან და დასთან..
ბაბუის დაღუპვის შემდეგ, ალექსანდრემ დედა სახლში წაიყვანა,“ მიხედვა გინდა,მართა ცოდოა, ძირითადად მაინც არაა სახლში, ის ჩვენთან წამომსვლელი არაა, ამიტომ მარტო დავტოვოთ იცხოვროს თავისთვის, შენ კიდევ ჩვენთან იყავიო“ - ისევ მართას კეთილდრეობაზე იფიქრა ბაბემ და შვილიშვილი მარტო დატოვა სახლში.
ახლა კი სტკიოდა მისი სიმარტოვე, მიუხედავად იმისა რომ მუდამ მომღიმარი დადიოდა პატარა მართა, შიგნით სტკიოდა, ამ ტკივილს შესახებ კი მხოლოდ ბებომ იცოდა.. ბებო იყო მისი მესაიდუმლე, მისი მხარი და დაუნგრეველი კედელი. ბებო იყო მისი არსებობის წყარო და მისი ოცნებების სულისჩამდგმელი.

**
ვახშამი თეფშებზე გადმოიღო და ქმარს გაუღიმა. უნდოდა მისთვის მისი ეჭვების გამხელა, მაგრამ იცოდა მართა სათითაო თმას გააცლიდა. მადა დაკარგულმა გადაყლაპა ლუკმა და კახის ახედა..
ჯერ კიდევ ყოყმანობდა, არ იცოდა სწორად იქცეოდა თუ არა..
- რამე გინდა მითხრა ნიტატო?- თბილად მოეფერა ცოლს და მხარზე აკოცა.
- რაღაც მინდა გითხრა, ოღონდ იცოდე ეს მხოლოდ ეჭვია და მართამ რომ გაიგოს, გილიოტინას მომიმზადებს.
- მოხდა რაიმე?- ჩანგალი თეფშზე დააბრუნა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
- დღეს მე და სოფო მართასთან მივედით, სახლში არ დაგვხვდა, ეზოში შემთხვევით გადავეყარეთ დანიელთან ერთად,რომ იცოდე როგორ პოზაში. ერთი ხელი მართას ხელზე ეკიდა,მეორე წელზე ჰქონდა შემოხვეული, ორივე დაბინტულები იყვნენ.
- ავარიაში მოყვნენ?
- მაცადე ჯერ გითხრა ადამიანო...
- გოგო, შენ ნორმალური არ ხარ? შენი და დაბინტული ნახე და გაატარე, და იმაზე მელაპარაკები რომ დანიელთან იყო?!- არ დაინტერესდი მაინც რა მოუვიდათ?
- თუ დამაცდი გეტყვი რომ ავარიაში არ მოყოლილან, მანქანა მთლიანი იყო.
- მაგ ბიჭს ალბათ ათობით მანქანა ყავს ნიტა, ამხელა გოგო რამ გაგასულელა... მიდი ახლავე დარეკე და კითხე როგორააა? არ იცოდე მაინც რომ მარტო ცხოვრობს. დგახარ აქ და მიყვები საოცრებას.
- საოცრებაა აბა რა არის? ჩემი და ასე ახლოს ვინმეს მიიკარებს? დღეს გაიცანი მართა? არც ეს ბიჭი ჩანს ისეთი ქალები რომ იცვალოს..ხოდა არ მაცდი კახი, ველოსიპედით დაეტაკა დანიელი მართას თუ მართა დანიელს ვერ გავარკვიე ქმარო. -სიცილით უთხრა და შემწვარი კარტოფილის ნაჭერი მადიანად ჩაღეჭა.
- ეგეცაა ხო იცი - ღიმილი მოეფინა სახეზე კახის და ტელეფონი აიღო..
დივანზე გაშოტილი ვიწექი, კომპიუტერი მუცელზე მედო და ამაოდ ვცდილობდი ხვალინდელი გეგმის დალაგებას. ფიქრები სულ სხვაგან გამირბოდა, და კონცენტრირებას ვერაფრით ვახდენდი. არადა ზუსტად ვიცოდი რომ ახლა ყველაზე მთავარი ბავშვების კეთილდღეობა იყო, და ასეც უნდა მოვქცეულიყავი. მაგიდაზე მიგდებულ განათებულ ტელეფონს დავხედე და საყვარელ სიძეს ღიმილით ვუპასუხე.
- ყველაზე დაჩმეხილი გოგო როგორ მყავს?
- ოხ, მოგახსენა ცოლმა? დაჩმეხილი ეგ გყავს ტვინით ოღონდ, რაო ვერ გაბედა ქალბატონმა დარეკვა?
- ხო დაახლოვებით. მართა მართლა, ხუმრობა იქეთ იყოს, ხომ კარგად ხარ, მოვალთ მე და ნიტა გინდა? გაგართობთ , გაგახალისებთ.
- კახი , ჩემო საყვარელი და განუმეორებელი სიძევ, მოდი პირადპირ მკითხე რა მოხდა, რა გარშემო მივლი..
- ხო იცი , არ მიყვარს იმ საკითხებზე საუბარი რომელიც გაღიზიანებს, ამიტომ ჩავთვალე რომ თავად მეტყოდი.
- ასეცაა, ბებოსგან რომ წამოვედი პარკში შევედი და მაინცდამაინც დანიელს გადავუხტი წინ , ველოსიპეტიდან გადმოვარდა და ზედ დავეცი.
- კაი რას ამბობ - ძლივს შეიკავა სიცილი კახიმ და ცოლს გახედა..
- მანდ არ მომიყვანოთ ახლა, თორემ გახორხოცებთ გაიგე?უზნეო ხალხი ხართ. მე აქ მტკივა გვერდები და თქვენ გიხარიათ არა?
- სიმართლე გითხრა მხოლოდ ის რომ დანიელს დაეცი ზედო- ასე დამაბარა შენმა დამ.
- ჩემს დას გადაეცი რომ ხვალ სამსახურში არ დამენახოს, თორემ დავაკლავ კარებშივე - სრულიად სერიოზულად ვუთხარი კახის და ტელეფონი ხალიჩაზე ვისროლე.
თავში აზრებს ვერაფრით ვუყრიდი, გეგმას ვერ ვაწყობდი, არაფერი გამომდიოდა. ყურებში ჯერ კიდევ მესმოდა დანიელის ხმა, ცხვირს კი მიდი სუნამოს სურნელი ჯერ ისევ არ დავიწყებოდა.. . მტკივანი ფეხი ნელა გადმოვწიე დივნიდან და დაქლეშილ ხელს დავხედე,კადრებად დამიწყო გონებაში ამოტივტივება დილანდელმა დაცემამ.
გულაღმა იწვა დანიელი წითელ ქვიშაზე, ზემოდან რბილად ვიყავი მოთავსებული და ვერანაირ ტკივილს ვერ ვგრძნობდი. მისი სუნამოს სურნელს ხარბად ვიყნოსავდი, ვგრძნობდი რომ ჩვენს შუაში მოქცეული ველოსიპედი არც ერთც არ გვიშლიდა ხელს, მკაფიოდ მახსოვს მისი ძლიერი ხელები ჩემს წელზე და ჩემი თმა მის სახეზე..
ფეხზე სწრაფად წამოვხტი კი უნებლიდ შევკივლე ტკივილისაგან. მუხლი ჯერ კიდევ ძალიან მტკიოდა. კოჭლობით გავედი აივანზე და ხარბად ჩავისუნთქე გრილი ჰაერი.რატომ მიხურდა სხეული მის სიახლოვეზე, რატომ მერეოდაა ფიქრები და აზრები. ჩემი საქციელი რატომ არ ექვემდებარებოდა ნორმალური ქალის ქცევას.
**
დივანზე ჩაძინებულს დილით ადრიანად ტელეფონის ზმუილმა გამომაღვიძა. თვალები გახელა სასტიკად არ მინდოდა, მაგრამ ტელეფონი ჩემს ჯიბრზე არ წყვეტდა ზმუილს. განათებულ ეკრანზე ჩემი მოუსვენარი დის სახელის დანახვამ გაბრაზება და ცოფი ერთიანად მომგვარა.
- დედაშენის შვილი ხარ, აი ერთი ერთში რა, ნიტა რვაზე რომ არ დამირეკო და მერე იყოს არ შეგიძლია?
- რა რვა, თერთმეტი საათია ავადმყოფო ქალო შენ, და კიდევ , ადექი მალე და გამოფხიზლდი. ორი ძალიან ,ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს, ერთი გამოსწორებადი მეორე არა.- გაბრაზებულმა მითხრა და გონს მოსვლა მაცადა..
- ვერ გავიგე რას ბოდავ გოგო, რა პრობლემები.
- ის პრობლემები დიდო დედოფალო მართა , რომ ჩვენი ბავშვთა სახლის ადგილას სასტუმროს აშენება იგეგმება, დღეს ვნახე გამოცხადებულ ტენდერებში, კახიმ გადარეულმა დამირეკა უთენია, და მეორე დანიელის მანქანას დავეჯახე.
- რაოოო?- დანიელთან რა გინდა გოგო? მაგასთან როგორ აღმოჩნდი მიპასუხე რაა...
- მარტო დანიელი მოხვდა შენს ტვინის ხვეულებს? ბავშვთა სახლს ანგრევენ დაოო, ბავშვთა სახლს, გესმის? და მეწილე დანიელ ლიქოკელია. მისი კომპანია აშენებს მორიგ ბიზნეს ცენტრს და სასტუმროს.
- არ არსებობს, გესმის? არ არსებობს. მაგას არ დავუშვებ, ამისთვის არ მიბრძოლია და მიწვალია ამდენი წელიწადი რომ ახლა ასე დავანგრიო ყველაფერი. შენ სად ხარ ? - დივანზე წამოვჯექი და ინტერესით ჩავეკითხე.
- სად და დანიელთან სახლში !- სად ვიქნები განყოფილებაში ვარ, კახიმ რომ გაიგოს თმას გამაცლის გესმის?
- მისმინე, თუ არ გინდა კახიმდე მე გაგაცალო თმა, მიპასუხე მანდ რა ჯანდაბას აკეთებ..
- რა და მძღოლს დავარტყი, და პატრულმა დაუმორჩლებლობის გამო გადმომიყვანა, მანქანა კიდევ საჯარიმოზე..
- კარგი, დამშვიდდი, ჩავიცვამ და წამოვალ, არ ინერვიულო კარგი? ნიტა მისმინე, კახისთან დარეკე , გაბრაზდება , იცოდეს ჯობია..
- ხო არ გადაირიე? ვერა... დილით რომ დამირეკა გამაფრთხილა არ დავინახო შენი დის გარეშე მიხვიდე მაგასთანო, მე კიდევ...
- კარგი , კარგი, დამშვიდდი და მოვალ ახლავე. მისამართ მომწერე დაიკო - რაც შემეძლო მშვიდად ვუთარი და ფეხიდან ბინტი გავიძრე.
ორმოცდახუთ წუთში პოლიციის განყოფილებაში ვიყავი და ნიტას ვამშვიდებდი.. ნერვიულობდა, მხოლოდ იმას რომ კახი მოკლავდა, თორემ მანქანსი დამტვრევა სრულიად არ ადარდებდა...
ნაცნობის ხმის გაგონებაზე, ტვინის ის ნაწილი ამენთო რომელიც აქამდე მიძნებული მქონდა.. ხომ ამბობენ ადამიანის ტვინი სიგნალს იძლება როგორც კი რაღაც საფრთხე დგებაო, ჩემი ტვინის მხოლოდ დანიელზე რეაგირებდა ასე მწარედ, და მზად ვიყავი ეს ტვინი სხვა რამეზე გადამეცვალა...
- სანდრო რა ამბავია? - ეს რა გჭირს? - მძღოლისკენ წავიდა და მხარზე ნელა დაადო ხელი. ალმაცერად გამოხედა ნიტას და მერე მე მესროლა მკვლელი მზერა..- მისმინე, ახლა საავადმყოფიში გადაგიყვან, რა გჭირს ეს რა.
- არაფერია დანიელ , რა მოხდა..გოგონა განერვიულდა და..
- რა არაფერია, ეს არაფერია? სარკეში ჩაიხედე სანდრო!- გაბრაზებულმა უთხრა და ჩვენკენ წამოვიდა.
- დანიელ მე.. - რაც შეეძლო თავი მოისაწყლა ნიტამ და მხარზე ჩამომეკიდა, მართლა არ ვიცი როგორ მომივიდა, გეფიცები გავაკეთებ შენს მანქანას, ხვალვე მივიყვანოთ სადაც გინდა და გავაკეთებ..
- შენ გგონია მე მანქანა მადარდებს? ადამიანს შეხედე რა უქენი, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთრება დაიცვა?!- მხოლოდ იმიტომ რომ დამნაშავე შენ იყავი?!
- მძღოლზე ამბობ? - ავანაზღაურებ მაგასაც გეფიცები!
- ის მხოლოდ ჩემი მძღოლი არაა, ის ჩემი მეგობარია გასაგებია?!- და სულ ერთია ვინც გინდა იყოს, რა უფლებით ლაპარაკობ ასე ,და მეორეც ვინ გასწავლა ასეთი ქცევა? ვინ გასწავლა რომ თავი მაშინაც უნდა დაიცვა როცა დააშავე ხარ და ადამიანს ქოლგა ჩაარტყა!- მიპასუხე - გაბრაზებულმა უყვირა და მისკენ წავიწიე ერთი ნაბიჯით.
- მე მოვაგვარებ დანიელ- საქმეში ჩავერთე და ნიტა ზურგს უკან ამომეფარა..
- შენ??- არ გამაცინო რა მართა, შენ შენი საქმეები ვერ მოგიგვარებია ამას მოავგარებ? მე პრობლემა არ მაქვს, მანქანაზე, მე ადამიანზე ვსაუბრობ, ადამიანზე, რომელსაც ასე გამეტებით დაარტყა შენმა დამ..
- დანიელ საკმარისია - თავისკენ დაატრიალა სანდრომ და ხელკავი გამოსდო. - მართლა არაფერი არაა. მისმინე, მისმა დამ დააშავა და ამ გოგოს რატომ ეჩხუბები, შეუძლებელია ასეთ ქალს ეჩხუბოს კაცი, ალბათ კიდევ რამე რომ უთხრა ტირილს დაიწყებს. ცოდოა. ისედაც ნერვიულობს ეტყობა, მოდი წავიდეთ რა, არაფერი არ მინდა სხვა. მხოლოდ სახლში წავალ და დავისვენებ.
- კარგი სანდრო. წამოდი. მე გაგიყვან.
- მე თითონ დანიელ..
- ეეეეე, ნუ ახურებ, გეუბნები გაგიყვან -თქო , და მორჩა.
- მე.. მართლა ძალიან ვწუხვარ - გეფიცებით ჩემი და ასეთი არაა, არ ვიცი ასე რატომ მოიქცა.. - აკანკალებული ხმით წარვსდექი სანდროს წინაშე და თავი დავხარე.
- მართლა არაფერია, პირიქით . ახლა დანელი ცოტას დამასვენებს, ცოლთან ვიქნები , და ამ დღეს ერთხელ ღიმილით გავიხსენებ - მშვიდად მითხრა და დანიელს უკან გაყვა..
რთული დილის მერე კაბინეტში ვიჯექი და ნიტას სიტყვებზე ვფიქრობდი.. თუკი ჩვენს შენობას დანგრევით ემუქრებოდნენ , გამოდიოდა რომ ორმოცდაათი ბავშვი ჰაერში მრჩებოდა, მანამდე მაინც სანამ სხვა ადგილს მიპოვნიდნენ. ყველაფრით თავიდან დალაგება და გადალება საკმაო დროს წამართმევდა.
ვიცოდი რომ დანიელთან ისევ უნდა მივსულიავი მაგრამ, დღეს არ შემეძლო.დილანდელი მისი გამწარებული თვალები ახლაც მახსოვდა, ვულკანივით დუღდა, მზად იყო ადგილზე მოვეკალით მეც და ნიტაც. წამიერად დავფიქრდი. როგორ იცავდა საკუთარ მძღოლს. ალბათ უყვარდა, აფასებდა თორემ ეს მხოლოდ იმ ადამიანსი ქცევა არ იყო, ვისაც მძღოლის რაიმე ადარდებს. დანიელი მას ოჯახის წევრად აღიქვამდა..
საქმე კი უფრო რთლად იყო, ნიტას გაფუჭებული საქმის გამო, დანიელთან მისვლის ძალიან მრცხვენოდა. სახე ხელებში ჩავმალე და თავი ნერვიულად გავიქნიე. როდემდე ავარიდებდი თავს ამ საქმეს არ ვიცოდი , მაგრამ ვიცოდი რომ ეს დღე ძალიან მალე დადგებოდა..
**

მარტო იჯდა დანიელი აივანზე..
ხუთი წლის წინათ ამ სახლში რომ გადმოვიდა საგანგებოდ მოიწყო ვერანდა. სიმშვიდე და სიწყნარე ბავშობიდან უყვარდა.
დიზაინერის დახმარებაზე უარი თქვა და თავად საკუთარი გემოვნებით დააპროექტა მთელი სახლი.
ყოველთვის ცდილობდა ზედმეტად არ ეფიქრა წარსულზე, ბევრჯერ მიხვდა, რომ ეს მხოლოდ მასვე აყენებდა ტკივილს.
ახლავ მარტოსული გადაყურებდა განათებულ ქალაქს.პატარა მაგიდაზე ახალი სასტუმროს მშენებლობის დასაწყებად გამზადებულ პროექტს დაჰყურებდა.
მოულოდნელად გაუფართოვდა თვალები და ერთიანად წამოუარა სიმხურვალემ.
„იმედის ქუჩა #7“.
ნერვიულად მოისვა ხელი წამოზრდილ წვერზე და ცერა თითით მაგრად მოისრისა ნიკაპი. მიაგიდაზე მიგდებულ ტელეფონს სწრაფად წაატანა ხელი და სწრაფად აკრიფა ნომერი.
- დანიელ, მშვიდობაა?? - დამფრთხალი და ნამძინარევი ხმით უპასუხა ნიამ და საწოლში წამოჯდა.
- მშვიდობაა, მაპატიე გვიან გირეკავ , მხოლოდ ახლა დავხედე საათს ნია, მაგრამ ვერ მოვისვენებდი დილამდე. ახალ პროექტს განვიხილავ, მაგრამ აქ რაღაცა გაუგებრობაა ხო? ამ ადგილას ბავშვთა სახლი დგას, ამას ხელი ვინ მოაწერა, თანხმობა ვინ მისცა..??
- დანიელ, თანხმობა შენი მიცემულია, ხელიც შენ გაქვს მოწერილი ,მაგრამ მისმინე ეს პროექტი ხო იცი სამი თვის წინათ დაიწყო. მინდოდა დღეს ამაზე ლაპარაკი შენთან მაგრამ ვერაფრით მოგიხელთე.
- ხოდა დარეკე ხვალ დილითვე და უთხარი რომ უარს ვამბობ, გასაგებია ? იმ ბავშვთა სახლს ვერ დავანგრევ ნია..
- დამშვიდდი კარგი? ამაზე ნერვიულობა შეიძლება? პროექტი შენია, მიწაც და უფროსიც შენ ხარ, მაგრამ არავინ გეუბნება დაანგრიო. ხო შეიძლება ალტერნატიული ფართი შევთავაზოთ და მას მერე დავიწოთ მანდ მშენებლობა.
- კარგი გამოსავალია, უბრალოდ მაგაზე ფიქროს დრო არ მქონდა.
- საიდან გექნებოდაა, გიჟს გავხარ ახლა ზუსტად ვიცი. შენ ის მითხარი როდის გვეწვები, დედა დღესაც გნატრობდა. ძალიან ენატრები დანო..
- ნუ მაცინებ ნია, რომ ვენატრებოდე მოვიდოდა, ძალიან შორს ვარ? სხვა ქალაქში ვარ თუ რა ხდება? კარგად იცით რომ მანდ მოსვლა არ მიყვარს.. თუ ვენატრები გადაეცი რომ იცის სადაც მიპოვნოს.
- კარგი რა დანიელ.
- ძილი ნებისა ნია, ხვალ სამსახურში გნახავ, მოდი ახლა ამაზე ნუ ვილაპარაკებთ ღამის სამი საათია. არც კი ღირს.
- კარგი, კარგი როგორც გინდა - საბოლოო სიტყვები დანანებით ჩაილაპარაკა ნიამ და ტელეფონი გათიშა..
ცხელი სითხე ფინჯანში დაისხა და აივნის მოაჯირს ხელებით დაეყრდო..
იყო რაღაც რაც გულის და გონების კუნჭულში დამალა, დროებით დაახურა თავსაფარი და ტკივილიან მოგონებად აქცია. ბავშობის ემოციები, განცდები და იმედგაცრუებები დაეხმარა ძლიერ ადამიანად ჩამოყალიბებულიყო.
მაშინ როდესაც ყველას უხაროდა მშობლებთან ერთად სადმე წასვლა, დანიელს სძულდა. ეზიზღებოდა ის ყალბი სიცილი და ის ნიღაბი რომლის ტარებაც უწევდა მათთან სიახლოვის დროს. ყველა ბედნიერი იყო მის გარდა.. მისი ძმა რომელიც ხელიდან ყოველ დღიურად მიდიოდა, მაინც მამის ყველაზე დიდი იმედი იყო. უსაქმური ძმა რომელიც მხოლოდ ქალებისაკენ იყურებოდა და მისი ცხოვრების არსი მხოლოდ გართობაში იყო, მამის უკანასკნელ იმედად რჩებოდა.
მუდამ რაღაცა აკლდა დანიელს, ამ რაღაცას კი დროთა განმავლობაში სახელი მოუძებნა, ამ რაღაცას სითბო და სიყვარული ერქვა, მშობლის მხარში დგომა და გაგება. ურთიერთბა და უბრალოდ საუბარი ერქვა.
მერე წამოიზარდა და ნიაში იპოვა ეს ყველაფერი. და-ძმა განუყრელი გახდა. მათი საერთო ინტერესი კიდევ უფრო დაეხმარათ წარმატების მიღწევაში. მაგრამ აქაც არ ადროვეს. ზურგზე ტვირთად წამოკიდეს დანიელს ამხელა ფირმის მართვა. პირადი ცხოვრება ჩაუკლეს. იმედები გადაუწურეს. შრომისმოყვარე ზომბად აქციეს. ხანდახან მხოლოდ მეგობრებთან საუბრობდა ტკივილზე და განცდაზე, ისიც მხოლოდ ხანდახან.
უფრო ხშირად უსმენდა მათ, და მარტო დარჩენილი ფიქრობდა რომ პრობლემები სხვებსაც ჰქონდათ , მაგრამ მისი მაინც სულ სხვა იყო.
ოცახთხუთმეტი წლის დანიელს არაფერი გააჩნდა მწარე მოგონებების გარდა.
ხანდახან ეცინებოდა საკუთარ ცხოვრებაზე და სჯეროდა რომ მისნაირები ასე მარტოობისთის იბადებოდნენ, რომ ასე მარტოდ და ეულად ყოფილიყვნენ მთელი ცხოვრების მანძილზე.

ძილი ვერაფრით გააგრძელა, სასტიკად არ უყვარდა ძილის შებრუნება. საათი უკვე რვას უჩვენებდა, აზრი არ ჰქონდა კიდევ წოლას, გრილი შხაპის ქვეშ კარგა ხანს იდგა და. სველ ტანზე ხალათი მოიცვა და კარის გასაღებად წავიდა, შუბლზე ჩამოყრილი შოკოლადისფერი თმა თითებით გადაიწია და კარი გამოაღო.
ზღურბლზე გაღიმებული სახით იდგა რუსა და უკან მთელი თავით მასზე მაღალი ნია. სახე ერთიანად შეეცვალა დანიელს და დას შეხედა.
- ნია, ჩემთან მოსვლაში დილის რვა საათი არ მიგულისხმია.
- უკვე ცხრაა, ძმაო. შედი, შედი დედა- ხელის კვრით შეიყვანა სამზარეულოში რუსა და თვალით ანიშნა ძმას რაღაც.
- ეს რა არის? რამე მომიტანეთ ? - მანაც ბავშურად ჰკითხა დედას და ხელიდან მოზრდილი ლანგარი გამოართვა.
- დილით ადრე გავაკეთე რომ ცხელი მომეტანა. ლობიანებია შენ რომ გიყვარს - მორიდებით ჩაილაპარაკა ქალმა და ჩაიდანი დენში შეაერთა.
- შანსი არაა. დიეტაზე ვარ, და ლობიანები მომიტანა დაო, ხომ ხედავ უნდა რომ გავსუქდე და არავინ შემომხედოს..
- ნუ სულელობ, ისედაც მთელი ფირმის გოგოები შენზე არიან შეყვარებულები. - სიცილით უთხრა ძმას და ლოოყაზე აკოცა. ნახე, მუცელიც კი არ გაქვს. მუშაობ, ვარჯიშობ, ნერვიულობ და პლიუს არ ჭამ, რანაირად უნდა გასუქდე?
- შეგეშალა ფირმის არა, ქვეყნის გოგოები. იტყვი ხოლმე ნიაკო და მერე თავად გეჯერება- სიცილით უთხრა დანიელმა და მკერდზე მიიკრა და.
- მთავარია შენი ნახევარი იპოვო შვილო, თორემ მთელს ქალაქს კი არა მსოფლიოს რომ უყვარდე არაფერი მოგემატება, თუ შენი გულის და სულის დარდის გამზიარებელი არ იპოვე ამ ქვეყნად - სრულიად სერიოზულად უთხრა რუსუდანმა შვილს და ლობიანი ოთხად გადაჭრა.
- ახლა ამან დაიწყო. ხალხო ამ დილა ადრიანად აქ რისთვის მოხვედით მითხარით? დღეს სანდრო არაა, მალე უნდა გავიდე ასე რომ მორჩით ამ ლაპარაკებს და ჩაი დამალევინეთ, უამრავი საქმე გვაქვს დღეს ნია ხო იცი.
- ვიცი ძმაო ჩემო, ვიცი, მაგას რა დამავიწყებს - ბევრი, ძალიან ბევრი მაგრამ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არა? - თვალი ჩაუკრა და ლობიანი მადიანად მოკბიჩა.
- ერთხელაც მაგ ენას ამოგაძრობ ასე რომ მეტლიკინები, და დარჩები ასე, მერე ნახავ რომ აღარავინ წაგიყვანს ..
- არც მჭირდება, მაინც არ ვაპირებ გათხოვებას მე. ჩემს ნერვებს არავის გავაფუჭებინებ.
- ღმერთმა დაგიფაროს შვილო - ხეზე სამჯერ მიაკაკუნა რუსამ და ნიას ახედა. რა ლაპარაკია ეს, ოჯახი ყველას უნდა, მეორე ნახევარი და შვილი. ყველაზე ტკბილი და თბილია, რომ იცოდე როგორი სითბო მოაქვს შვილს ამას არ იტყოდი.
- მჯერა როგორ არა - უნებურად ჩაილაპარაკა დანიელმა და მიხვდა რომ უადგილოდ დასცდა სიტყვები.
- არ მწყენია, ჩემი ბრალია რომ ასე ხარ - ამღვრეული თვალებით შეხედა შვილს და ფეხზე წამოდგა. - მე წავალ, თქვენ კიდევ ერთად წადით .
- ჩავიცვამ და გაგიყვანთ ჯერ შენ დედა , არანაირი პრობლემა არაა - სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს დანიელმა და საძინებლისაკენ წავიდა..
წელზე მაგრად შემოხვია სუსტი ხელები ნიამ დედას და ლოყაზე აკოცა. იცოდა ახლა ძალიან სტკიოდა მაგრამ ვერ ხვდებოდა რატომ იყო ჩუმად, ან დანიელი რატომ იქცეოდა ასე. ეშინოდა კითხვის დასმის. ეშინოდა რომ ძალიან ცუდ პასუხს მიიღება, მას კი არც ძმის და არც დედის დაკარგვა არ შეეძლო, ძალა არ ქონდა რომელიმე მათგანის შესახებ ცუდი რამ გაეგო.
მაგრამ ცხადად ხედავდა, ხედავდა როგორ იტანჯებოდა დანიელი იმ სახლში მისვლით ..
- არ გინდა მომიყვე რა ხდება? - ყოველ ჯერზე ასე რატომ იქცევა დანიელი დედა? როგორ გგონია დრო არაა რომ გამიმხილო? რას მალავ ასეთს , ან დანიელს რატომ სტკივა შენთან და მამასთან სიახლოვე.
- არაფერია, უბრალოდ ბავშობის წყენაა, მეტი არაფერი, ხო იცი როგორი ემოციურია დანიელი. არ აჩვენებს მაგრამ ძალიან ემოციურია ნია. ვერ მაპატია..
- რა ვერ გაპატია დედა? ასეთი რა გაუკეთე რომ ვერ გაპატია?
- არ ვიცი, ნია მართლა არ ვიცი..
- საოცრებაა , დედა, მორიგ ტყუილს იგონებ რომ გამაჩუმო არა? მაგრამ იცოდე ადრე თუ გვიან აუცილებლად გავარკვევ რა მოხდა..
- მორჩი ნია, ! მორჩი ! გასარკვევი არც არაფერია!- დახურე ეს თემა. მორჩა. - განერვიულებულმა უყვირა შვილს .
- გასაგებია, ესეიგი ნამდვილად რაღაცას მალავ, მაგრამ...
- წავიდეთ? მე მზად ვარ- მხიარულად გავიდა დანიელი აივანზე და სახეწაშლილ დას და დედას შეხედა..- მოხდა რაიმე? რა სახეები გაქვთ.
- არაფერი დანო, წამო წამო, გვეჩქარება - სწრაფად მიაყარა ნიამ და სახლიდან ორივე გაიყვანა..
**
ახალ აშენებული სახლის მეთორმეტე სართულზე, მერცხლის ბუდეს რომ ეძახდა მართა, იმ სახლში სოფიო და მისი ქმარი უკვე ერთი წელიწდი ხდებოდა რაც ცხოვრობდნენ.
ღიღინით გამოვიდა სააბაზანოდან თავზე პირსახოცდახვეული და ქმრის ფეხზე ვნებიანად მოკალათდა. წვრილი ხელები შემოხვია თორნიკეს და კისერში აკოცა. დიდი და ძლიერი სიყვარული აკავშირებდათ სოფოს და თორნიკეს. ერთმანეთი პირველ კურსზე გაიცნეს და მალევე გაჩნდა გრძნობა მათ შორის, ეს უბრალოდ გრძნობა დიდ და ლამაზ სიყვარულში გადაიზარდა..
მიუხედავად იმ ყველა წინააღმდეგობისა რომელიც ოჯახებმა შექმნეს მათ მაინც მოახერხეს ერთად ცხოვრება და ოჯახის შექმნა. სოფო უმამოდ გაიზარდა, ოჯახში მის გარდა კიდევ სამი შვილი იყო სამივე ბიჭი. ხელის გულზე დაყავდათ ძმებს პატარა და.
ერთ საბედისწერო დღეს ავტოკატასტროფაში მოყვა მისი ოჯახი, და ყველა ადგილზე გარდაიცავალა. იმ დღეს, ზუსტად იმ ავდებით დღეს სოფოს დამამთავრებელი გამოცდები ჰქონდა და ოჯახს ვერ გაჰყვა ბათუმში დასასვენებლად.
ოცდაოთხი წლის სოფო სრულიად მარტო დარჩა დედამიწისიგ ულზე, დაქალების ამარა. არც ერთი დღე არ მიუტოვებიათ გოგოებს ის, მასთან მორიგობით რჩებდნენ რომ ეს დიდი ტკივილი გადაეტანა როგორმე სოფოს. წამით არ შორდებოდა გვერდიდან თორნიკე.
ძლიერ სტრესსთან გამკლავება მარტივი არ აღმოჩნდა, სუსტი ნებისყოფის სოფიო მარტივად მიეძალა ალკოჰოლს და მიუხეავად ჩხუბისა ვერაფრით შორდებოდა სასმელს.
თორნიკეს სიყვარულმა ისევ დააბრუნა უკან. სარეაბილიტაციო ცენტრში სიარულზე დათანხმდა და სასურველ შედეგს მალე მიაღწიეს.
ერთ დღეს მიხვდა რომ არ შეეძლო, ამ სახლში ცხოვრება უბრალოდ არ შეეძლო, სული სტკიოდა ყველაფრის დანახვისას. სასწრაფოდ გაყიდა სახლი და ფული ახალაშენებულ ბინაში ჩადო. ერთი წელიწადი მართასთან ერთად უშფოთველდ ცხოვრობდა. დღე და ღამე ზრუნავდა მასზე პატარა მართა და თავისი ტკივილის მიუხედავად დაქალის ტკივილს წინ აყენებდა..
ბინა სადად და გემოვნებით მოაწყეს, ხელი ხელს ჩაკიდეს და ახალ ბინაში ახალი ცხოვრების დასაწყებად შევიდნენ.
- დღეს რთული დღეა იცი? სასამართლო გვაქვს, ეს საქმე უნდა მოვიგო სოფ, ზუსტად ვიცი რომ ის კაცი დამნაშავეა, არ მესმის გუჯასი როგორ იცავს პატარა ბავშვის მკვლელს.
- ეხ, თოკო, ჩვენც რთული დღე გვაქვს, ჩვენი ბავშვთა სახლის ადგილას უზარმაზარი სასტუმროს და ბიზნეს ცენტრის ჩადგმა იგეგმება, იმედია მართა მოაგვარესბს რაიმეს თორემ მეორე დრეა თავი ამსკდა ფიქრით.
- კაი რას ამბობ, ეგ რანაირად სოფო.
- რანაირად და იმნაირად, არ იცი როგორც ხდება დღეს? მიწა შესყიდულია თირნიკე, ნებისმიერ დროს გაგვყრიან იქიდან, მაგრამ იმედი მაქვს ის ადამიანი ასეთი ცივი არაა და არ დაგვიტოვებს ბავშვებს ქუჩაში. მართლა ალბათ გიჟს ჰგავს.
- მისმინე, თუ რაიმე გინდდეს ხუთის მერე მზად ვარ. დამირეკე და მოვალ ესევე..
- კაი ჩემო სიყვარულო - გამომწვევად აკოცა ქმარს სოფომ და ფეხზე ნელა წმოდგა..
- ასე ნუ აკეთებ, რამდენჯერ გითხარი სოფიო... თანაც სამსახურში წასვლის წინ, ოდნავაც არ გეეცოდება შენი ქმარი.
- შესაცოდი რა გჭირთ ბატონო თორნიკე , აენთეთ?
- დამცინი არა? დამცინი კიდევად სოფიო , ახლა განახებ მე შენ ანთებას..
დერეფანში გაქცეულ აკისკისებულ ცოლს უკან დაედევნა და საძინებლის კარი სწრაფად მიკეტა ზურგს უკან.



№1 სტუმარი Ana-maria

სალომესი არ მესმის. აშკარად არ უყვარს მართა,თითქოს შვილადაც კი არ თვლის. კიდევ კარგი ბაბე არსებობდა მართას ცხოვრებაში.

 


№2  offline ადმინი თუკა

Ana-maria
სალომესი არ მესმის. აშკარად არ უყვარს მართა,თითქოს შვილადაც კი არ თვლის. კიდევ კარგი ბაბე არსებობდა მართას ცხოვრებაში.

არ უყვარს ნამდვილად გეთანხმები, ხომ არიან მშობლები რომლებიც შვილებს არჩევენ ერთმანეთისაგან.
--------------------
4love.ge

 


№3  offline წევრი OKI ME

ადრე წავიკითხე ეს ისტორია და მახსოვს რომ ძალიან მომეწონა. ცოტა ხნის წინ ისევ მომინდა წაკითხვა თუმცა აღარ იდო. ახლა რომ ვხედავ თავიდან, თავებად ატვირთულს ძალიან, ძალიან მიხარიაა. ხოდა ისე მოუთმენლად ველი ახალი თავის დადებას :დდდ ჯერ ვუცადე, რამდენიმე თავი დაიდოს და ერთად წავიკითხავ-მეთქი, მერე როგორც ყოველთვის ვერ მოვითმინე და გუშინ პირველი თავი წავიკითხე :დდ ახლა დანარჩენ ორსაც მივყვები და დავრჩები ასე ხელცარიელი :დდდ

არადა ისტორია ხომ ვიცი არა? მაგრამ ახლა ვკითხულობ და აღმოვაჩენ ხოლმე ახალ ახალ დეტალებს რაზეც ალბათ მანამდე არ გამიმახვილებია ყურადღება.

გამიხარდა ამ ისტორიის კვლად დანახვა. წარმატებები და დეტალურ განხილვას პერსონაჟების თუ სიუჟეტისას შემდეგ თავზე დაგიწერ :დდ ამასობაში ვიმედოვნებ მეოთხე თავიც წამომეწევა :დდ ❤️❤️

 


№4  offline ადმინი თუკა

OKI ME
ადრე წავიკითხე ეს ისტორია და მახსოვს რომ ძალიან მომეწონა. ცოტა ხნის წინ ისევ მომინდა წაკითხვა თუმცა აღარ იდო. ახლა რომ ვხედავ თავიდან, თავებად ატვირთულს ძალიან, ძალიან მიხარიაა. ხოდა ისე მოუთმენლად ველი ახალი თავის დადებას :დდდ ჯერ ვუცადე, რამდენიმე თავი დაიდოს და ერთად წავიკითხავ-მეთქი, მერე როგორც ყოველთვის ვერ მოვითმინე და გუშინ პირველი თავი წავიკითხე :დდ ახლა დანარჩენ ორსაც მივყვები და დავრჩები ასე ხელცარიელი :დდდ

არადა ისტორია ხომ ვიცი არა? მაგრამ ახლა ვკითხულობ და აღმოვაჩენ ხოლმე ახალ ახალ დეტალებს რაზეც ალბათ მანამდე არ გამიმახვილებია ყურადღება.

გამიხარდა ამ ისტორიის კვლად დანახვა. წარმატებები და დეტალურ განხილვას პერსონაჟების თუ სიუჟეტისას შემდეგ თავზე დაგიწერ :დდ ამასობაში ვიმედოვნებ მეოთხე თავიც წამომეწევა :დდ ❤️❤️

ძალიან გამიხარდება თუკი აზრს გამიზიარებ ზოგადად ისტორიის და პერსონაჟების მიმართ. ეს ისტორია განსაკუთრებით მიყვარს, ბევრი პირადი ემოცია ჩავდე და ყოველთVის განსხვავებულად მომწონს როდესაც მეუბნებიან რომ მოსწონთ. <3
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent