დრო! (თავი 1)
.... რჩევა, კომის სახით ნუ დაგეზარებათ პირიქით გამახარებთ კიდეც, უბრალოდ მინდა სწორად წავიყვანო ისტორია.... ....... - რამდენ ხანში გამოდის? ჩურჩულით გადმოხედა ბიჭმა გვერდზე მჯდომ გოგონას და პასუხს მის თვალიერებაში დაელოდა, გოგონამაც უცებ დახედა მარცხენა ხელზე მოჭერილ ვარდისფერ საათს და მკითხველს გახედა, - სამ წუთში მანაც ჩურჩულით გაცა პასუხი და მოლაპარაკე მასწავლებელს ინტერესით გახედა, - აუ რაამბავია უკვე მობეზრებულმა ქალის ლაპარაკით მაგიდაზე შემოწყობილი მკლავები წინ გააცურა და თავი ჩარგო..... ზარის ხმაზე მაშინვე ჩანთაში უხეშად ჩაყარეს ბიჭებმა წიგნები ჩანთა მოიკიდეს და პირველები გავარდნენ კლასიდან, - ხვალ 11 კლასში ადიხართთ სოციალური მუშაკები მოდიან და ერთად გექნებათ მეცხრეებს და მეთერთმეტეებს, სწრაფად დააყოლა მასწავლებელმა ყვირილით რადგან უკვე გასული ბავშვებისთვის ხმა მიეწვდინა, დანარჩენებიც უსიამოვნოდ სათითაოდ გავიდნენ კარებიდან, - ხვალ მოდიხარ? ჩანთა გაისწორა გოგომ და მის გვერდით მიმყოლ დაქალს გახედა რომელიც თმას ყურსუკან იწევდა, - არ ვიცი ალბათ კი დაბალხმაზე თქვა და წინიდან მომავალ თანასკოლელ ბიჭებს გახედა რომელიც სკოლის ჭიშკრისკენ მოიწევდნენ, - მაშო, გაიქეცი ჩქარა! რამიზი მოგდევს შორიდან იყვირა სკოლას გამოცდენილმა მაღალზე შემდგარმა ბიჭმა და ყვირილს ღრმად სუნთქვა ამოაყოლა, ყვირილზე მაშინვე უკან გაიხედა გოგომ და მეგობარს შიშით შეხედა და როცა სკოლის კუთხიდან ზემოთ ხსენებული ბიჭი გამოვარდა გოგოს მთელი სხეული შიშმა მოიცვა, ბიჭი წამით გაჩერდა რომ ჭიშკართან მდგარი მაშო ამოეცნო და ადგილს მოწყდა, - გაიქეცი მაშო დაქალმაც სწრაფად უთხრა მაშომ ჩანთა დაქალს მიაჩეჩა და ადგილს მოწყდა თუმცა ჭიშკარში სწორედ მაშინ შემოეწყვნენ ბიჭები, - გამატარეთ დროულად! მათ გამოსვლას არ დალოდებია მაშინვე მათ შუაში შეძვრა და ჭიშკარში გაძვრა, სწრაფად დაუყვა ქუჩას ხმაურიანი სირბილით კორპუსებს გაცდა და უკან გაიხედა რამიზი რომ არ ჩანდა საცხობის მაღაზიაში შევარდა, ტირილიც კი უნდოდა რადგან იცოდა რომ მოხვდებოდა იმის გამო რომ მეგობარი დაიცვა და ბიჭების ჩადენილი დანაშაული რამიზის მეთაურობით გაამჟღავნა, ფანჯარასთან ჩამალულმა პირზე ხელი ძლიერად მიიჭირა როცა ბიჭი ღრმად სუნთქვით იქით-აქეთ იყურებოდა გოგოს მოსაძებნად და სიარულით უფრო და უფრო უახლოვდებოდა საცხობს, თვალებს ძლიერად ხუჭავდა მაშო, თითქოს ასე აღარ გამოჩნდებოდაო - აქ დასამალი ადგილი მაქვს?! უხეშად გააგდო ქალმა ტილო მაშოს შემჩნევისას და წარბებ შეხრილი უხეშად წავიდა მაშოსკენ, - არა გევედრებით ორი წუთი ჩუმად ხელების ქნევით დაიწყო ბავშვმა ჩურჩული და ცრემლები უარესად მოაწვა, - გადი აქედან! ისევ უხეშად ხმამაღლა წამოიყვირა ქალმა და კარებში შემოსულს წამით შეავლო მზერა, - სტუკა, გიპოვე ჩაესმა მაშოს სიტყვები და არც კი შეუხედავს შემოსულისთვის თვალები ისევ ძლიერად დახუჭა და ჩაკუზულმა მუხლებს ხელები მოხვია, - არ ადგები? გიპოვე ხელახლა გაიმეორა ბიჭმა და რომ მიხვდა რომ არც ამოხედვას არ აპირებდა მაშო მკლავზე ნაზად შეეხო, იძულებული გახდა მაშოც წამომდგარიყო და გულზე რომელიც ძლიერად უცემდა ხელი მიიჭირა, - წამო, თქვა ბიჭმა და ქალს ბოდიში მოუხადა, დაიბნა გოგო ისე ახედა ბიჭს რომელიც მის სკოლაში გოგოები ხშირად ახსენებდნენ და ისევ მათი წყალობით ყველამ იცოდა ვინ იყო მაღალი ბიჭი რომელსაც ყელზე მუდამ ბენდენა შემოეხვია, მუდამ დაბალზე შეჭრილი თმით დადიოდა და ყოველთვის თან ჰქონდა ერთი ღერი სიგარეტი, ხმას იშვიათად იღებდა სკოლაშიც იშვიათად მიდიოდა ხოლმე, თუმცა მაინც ყველასთვის ნაცნობი იყო რატი.... - აუ ვაფშე ნუ მენახები წამოიწია მაშოსკენ რამიზი, როცა მაშო შეამჩნია და მაშინვე საყელოში ჩაავლო ხელები, - რა ლაჩარი ხარ, შენნაირი შპიონი ერთი ყავს დედაშენს?! კბილებში უცრიდა შეშინებულ მაშოს და მაშოც თვალებში ხან ერთ თვალში ხან მეორეში შეხედავდა ხოლმე - ცუდია რომ შენი კლასელებივით გრძელი ენა არ გაქვს, ყურადღება სიტყვებით მიიქცია რატიმ გოგოს საყურადღებო სიტყვებით და სიგარეტი ტუჩებშორის მოიქცია, - მერამდენე კლასელი ხარ? კითხა ბიჭს რომელმაც მაშოს ხელი უშვა - მეგონა სკოლაში ქალის პატივისცემას გასწავლიდნენ, არა შეიძლება გასწავლიან კიდეც უბრალოდ ამას შენნაირები ვერ ხვდებიან წყნარი ხმით თქვა სათქმელი და გაჩუმდა პასუხად რამეს ელოდებოდა თუმცა პასუხი რომ ვერ მოისმინა სიტყვა განაგრძო, - გოგო რომელმაც დაქალის სანაცვლოდ თავი გაწირა და ბიჭი რომელიც გოგოს მისდევს სიმართლის თქმისთვის გაიცინა რატიმ და ცალმხარზე მოკიდებული მაშოს ჩანთა ჩამოიხსნა, - გამომართვი დაბნეულ ისევ შეშინებულ მაშოს გაუწოდა თავისი ჩანთა და მაშომაც გამოართვა, - წარმატებები ბიჭებო გოგოს ცემაში, მერე მომიყევით რომლის დარტყმით გაითიშა პირველად, დააყოლა როცა რამიზის ძმაკაცი მოუახლოვდა, მოუკიდებელი სიგარეტი ისევ ტუჩებშორის მოიქცია, გოგოს ერთხელ მოავლო თვალი და წავიდა..... მეორე დღე ისე გათენდა საერთოდ არ სურდა წასვლა მაშოს სკოლაში თუმცა ვაი რომ დედამისთან გაცდენაზე სიტყვას ვერ დააცდენდა, ჟაკეტი მოიცვა და სკოლის გზას წყნარად დაადგა მშვიდი დილა იყო ჩიტების ხმა მკვეთრად ისმოდა ირგვლივ თუმცა გზაჯვარედინზე მიახლოვებისას ჩიტების ხმა მანქანისგან გამოწვეულმა გაზის, მუხრუჭისა და სიგნალის ხმამ ჩაანაცვლა, - მაშო! გვერდში ამოუდგა მაშოს გოგო რომელსაც წინა დღეს წესით მას უნდა დაებრუნებინა ჩანთა მაშოსთვის, - კარგად ხარ? კითხა და გზის გადაკვეთა მაშოსთან ერთად დაიწყო, - კი გუშინ არაფერი მომხდარა ჩანთა მომცეს და სახლში წავედი, უბრალოდ უხეშად შემათვალიერეს თქვა ურეაქციოდ და ჩანთა შეისწორა.... პირველივე გაკვეთილზე მეცხრე კლასელები მეთეთერთმეტე კლასში აუშვეს შესვლის თანავე მორიდებით მოავლო თვალი მაშომ კლასს და მაშინვე თვალში მოხვდა რატი რომელიც ბოლოში კედლის მხარეს მარტო იჯდა ყურსასმენები კომფორტულად გაეკეთებინა და ტელეფონში ჩართულ ვიდეოს ინტერესით უყურებდა, წამით მოავლო თვალი ახალ შესულ ბავშვებს და ტელეფონს დაუბრუნდა თუმცა ხელახლა შეანათა მზერა ჯერ ისევ კარებში მდგარ მაშოს - მაშო დაჯექი, მასწავლებელმა გახედა ფეხზე მდგარ მაშოს თუმცა ადგილი აღარ იყო, მაშოსთან ერთად მოუწია სამ მოსწავლეს ფეხზე დგომა, რატის გვერდით მხოლოდ მერხი იდო სკამის გარეშე მისი სკამი კი მიგდებული იყო პრტყელი ფიცარი მომძვრალი ჰქონდა, რატი წამოდგა მის უკან დაშლილ სკამს ფიცარი დაადო ჩამოჯდა და მის გვერდით გაწეულ სკამზე მაშოს თვალებით ანიშნა, წამით ისევ გაშეშებული იდგა გოგო და შემდეგ რატის მინიშნება შეასრულა, მის გვერდით დაჯდა თუმცა უხერხულად იჯდა რადგან რატი კედელს მიყრდნობოდა და გოგოს პროფილს უყურებდა, შეწუხებულმა გახედა რატის, ბიჭმა ახლა მის თვალებს შეხედა, 'სულელი ბავშვიო' გაიფიქრა და ისევ ტელეფონს დახედა შემოსულმა მუშაკება თავის წარდგენა დაიწყეს თუმცა რატის მათი არცერთი სიტყვა არ დაინტერესებია, წყნარად აგრძელებდა ყურებას და არც არავინ არაფერს ეუბნებოდა, ისე თუ შეხედავდნენ უცნაური მზერით, ბავშვებისთვის მოსაბეზრებელ თემაზე საუბრობდნენ უკვე არავის არ აინტერესებდა მხოლოდ ერთი და იგივე, საუბარი ბულინგზე და იგივე მაგალითები, მაშოც უკვე მობეზრებულად დაადებდა მერხს თავს და ისევ აწევდა ხოლმე - გინდა? ცალი ყურსასმენი გაუწოდა მაშოს, დაბალხმაზე კითხვით და მაშომაც ღიმილით გამოართვა........ ........ - რატი რომ დარჩე არ შეიძლება? ცრემლებს არ აკავებდა გოგო, წინ მდგარი რატის თეთრ მოკლე მკლავიან მაისურში ჩაევლო ხელები და გაშვება არც უნდოდა, - რომ შეიძლებოდეს დავრჩებოდი, მხოლოდ შენ გამო, თმებზე გადაუსვა ხელი გოგოს და ცრემლები მოწმინდა, - ვნანობ რომ გაგიცანი, ვნანობ რომ ასე დაგიახლოვდი, უბრალოდ არ მეგონა თუ ეს მომენტი მოხდებოდა, მეგონა სულ ჩემ გვერდით იქნებოდი როგორც აქამდე, მეგონა ყოველ არასწორად გადადგმულ ნაბიჯს გამომისწორებდი ისევ, მეგონა სულ ჩემი უფროსი ძმის მსგავსად იქნებოდი, ხელის გულებით იწმენდდა მაშო ცრემლებს და თავს მაღლა არ წევდა, რატის კი ეცინებოდა მის გულჩვილობაზე - ეე პირველო, გვარით მიმართა რატის ძმაკაცმა შორიდან ნიშნად დიდხანს მოუნდით დამშვიდობებასო, ბიჭმაც წამით ძმაკაცს გახედა და მის ჟესტზე 'წავედით' თავი დააქნია - ეე მაშა წავედი, თმაზე აკრა ხელი და მაშომაც ახედა, უხმოდ მოეხვია რატი გოგოს ჰაერშიც აწია მოხვეული ხელებით და ძირს რომ ჩამოსვა ხმაურიანად აკოცა ლოყაზე - ჭკვიანად ბავშვო, მოგწერ ხოლმე, უთხრა თან პატარა ლამაზ ცხვირზე თითი ნაზად გაკრა, იძულებული გახდა მაშოს ხელები მაიკიდან მოეშორებინა რომელიც ძლიერად ჩავლებოდა რატის მაიკას, ძლივს მოიშორა რატიმ ატირებული თავჩახრილი მაშოს ხელები და აეროპორტში მყოფი ჩანთა მოკიდებული ძმაკაცისკენ უკუსვლით მაშოს ყურებაში წავიდა, მაშომ ტირილს უმატა და თავჩახრილი ახალი წამოსულ ნაკადს ცრემლების მაჯებით იწმენდდა, რატი უცებ დაბრუნდა მაშოსთან შუბლზე აკოცა და უკვე შეტრიალებული მოშორდა ადგილს..... ეს იყო დრო და მომენტი როცა კიდევ ხელთავიდან შეიცვალა მაშოს ცხოვრება წავიდა რატი და ისევ მარტო დარჩა ისეთი გრძნობა დაეუფლა თითქოს უსუსური გახდა როგორც რატის გამოჩენამდე ერთი წლის უკან.... ' მომენატრე რატი' 'მეც მაშუნა' ' მალე ჩამოდი ყველაფერი შეიცვალა' ' არ შემიძლია ხომ იცი მითხარი თუ ვინმე გაწყენინებს'....... ' რატომ აღარ მწერ? არ გცალია?'........ ' დრო ატრაკებს მაშუნა'.... და ბოლოს საერთოდ არცერთი მესიჯი, არცერთი პასუხი და არც მესიჯის ნახვა, სრულიად გაქრა რატი...... .... დრო ყველას ცვლის და თავადაც იცვლება, მივიწევთ წინ ცხოვრების ახალ-ახალ ეტაპს ვაწყდებით და მარტივად თუ რთულად მაინც ვლახავთ, წლები სწრაფად მიიწევდა წინ ორს სამი სამს ოთხი, ხუთი' ექვსი' შვიდი' რვა' უეცრად გავიდა რვა წელი..... ...... ღიღინით იდგა გოგონა სარკის წინ და დახვეულ თმას ღიმილით ისწორებდა სრულიად შეცვლილი იყო მაშო, ძველის არაფერი უგავდა, გრძელი საჯდომს ჩამოფარებული ტალღოვანი თმა მხრებზე ლამაზად გადმოშლოდა, ბროწეულივით უღაჟღაჟებდა ლამაზი ტუჩები ზედ დასაკვდომად რომ იმზირებოდნენ, ღია ყავისფრად უელავდა თვალები გრძელ წამწამებს ააფახურებდა და ტყვედ ჩავარდებოდი..... - გავდივარრ, იყვირა სახლში ბებიას გასაგონად და ჩანთა მოიმარჯვა, - სად მიდიხარ ჭამე? ხმაზე მაშინვე გამოვიდა აბაზანიდან ხელებგასველებული თეთრთმიანი ქალი და შვილიშვილი თავიდან ფეხებამდე შეათვალიერა, - მე და ლაშა გავდივართ და შევჭამ რამეს, ჰოლივუდის ღიმილით წავიდა ბებიასკენ და დახრილმა სახეზე ხელები მოკიდა, - ჩემი ლამაზი, დააყოლა თბილად და რჩვილ ბავშვივით ნაზ ლოყაზე ხმაურიანად აკოცა ბებიას, - ჭკვიანად ვიქნები ბე, დააიმედა ისევ ქალი, შუბლზე მიაკრო ტუჩები და ბებიას თავის დაკვრის შემდეგ ხტუნვით მივიდა ახმაურებულ კარებთან, კარები გამოაღო თუ არა მამაკაცი წინ ღიმილით აესვეტა და მაშოც ხელებ გაშლილი გადაეშვა ერთი საფეხურით დაბლა მდგომი ლაშასკენ, ლაშამაც დაიჭირა სიცილით და მოწყვეტით აკოცა ქალის გამომწვევ ტუჩებს, - წავედით? კითხა ბიჭმა შეყვარებულს და მაშომაც თავი ღიმილით დაუქნია, ხელები მის თითებში ახლართა და ქუჩას ღიმილით დაუყვა..... - უკვე შემიყვარდა ეს კაფე სიცილით თქვა თეოდორემ და კაფეში მჯდარ წყვილს მიუახლოვდა, სკამზე წყვილის თვალიერებაში ჩამოჯდა და მაშო მაშინღა გადაკოცნა, ხოლო მაშოს მეწყვილე ლაშა კი დიპლომატიური ღიმილით და ხელის ჩამორთმევით დააჯილდოვა, - საქმე გამოგელია? კითხა მაშოს და მაშოც თეოდორეს ბრაზს მიმხვდარმა თავი ისევ ღიმილით დააქნია, - შემეძლო დამესაქმებინე, ისევ თქვა და ლაშას გახედა თუმცა ისევ აარიდა თვალი და მზერა მის პატარა 'დადნაფიც' მაშოს გახედა, ლაშას ტელეფონი რომ ამღერდა ბოდიშის მოხდით გავიდა ლაშაც და თეოდორემაც დრო იხელთა, - იმენა დამიკიდე შენ ხო?! მეორე კვირაა გეუბნები და გაფრთხილებ ეგ ტიპი მოგისვრის ჯერ იმაზე ისევ გაბრაზებული ვარ რო არ ვიცოდი აქამდე რო ერთად იყავით, იცოდე მერე ჩემთან არ მოხვიდე მაშო! დაგიმატებ! კბილებში გამოუცრა სიტყვები წამოწეულმა და საჩვენებელი თითით თითქოს ემუქრებოდაო ლაშა რომ შემოტრიალდა უცებ გადაიწია ისევ უკან და სახეზე ღიმილი აიკრა, მაშოს კი ყველანაირი ღიმილი გაუქრა სახიდან და ხასიათიც უცებ შეეცვალა..... მაინც თავისას აგრძელებდა ჯიუტი მაშო, ყოველდღე ისევ ლაშასთან იწყებოდა მისი დღე, თეოდორე როცა შეამჩნევდა კოპებშეკრული თუ ჩაუვლიდა მაშოს, როცა ერთად მოხვდებოდნენ ხმას არ სცემდა არც იმჩნევდა ქალს.... - თეოდორე! იყვირა მაშომ და შორს მიმავალ თეოდორესაკენ გავარდა, დაწეული ქოშინით ამოუდგა ბიჭს გვერდით და მხარზე ხელი დააყრდნო, - ნუ... გარბიხარ... სიტყვებში ღრმა სუნთქვას რევდა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოთქვამდა სიტყვებს, ბიჭიც უხმოდ ელოდებოდა როდის დაწყნარდებოდა აქოშინებული მაშო - ვსო, თქვა მისახვედრად დავმშვიდდიო და საუბრის დასაწყებად მოემზადა, - მომისმინეე, ნუ მებუტები გთხოვ უბრალოდ ასე უაზროდ ასე უმიზეზოდ ვერ დავასრულებ ურთიერთობას, გუშინ მიყვარდა და დღეს გადამიყვარდა? აწუწუნებულმა დაიწყო საუბარი და თან თეოდორეს ელოდებოდა, - მაშო! უხეშად ჩაავლო ბიჭმა მაშოს სახეზე ხელები და ახლოს მიიწია, - ნებისმიერ დღეს გაყევი უკან! მთელი დღე გააკონტროლე და შენი თვალით ნახავ ჩემი სიტყვების დამადასტურებელ პასუხს! ისევ უხეშად მოშორდა და თითქოს ნანობდა ეს რომ თქვა - რატო არასდროს არ მიჯერებ! რატო გინდა ყოველთვის ყველაფერი განახო?! ახლა გაბრაზებულმა დაიწყო ლაპარაკი რადგან მაშოს ისეთი რამის გაკეთებაზე მიანიშნა რაც მას გულს ატკენდა, - თევდორე...... დაბალხმაზე თითქმის უხმოდ ამოიწუწუნა წინ მდგომი ბიჭის გადასწორებული სახელი ნაწყენმა და მასთან ახლოს მიიწია, ქვედატუჩ გამოწეული აეკრო ბიჭს და ხელები მოხვია, თეოდორეც მიმხვდარი მაშოს ქცევას, ხელებს ჯიუტად არ ხვევდა მაშოს სიჯიუტის პატიებას არ აპირებდა, კიდე უფრო ძლიერად მოხვია მაშომ ხელები, თუმცა არც ამან არ გაჭრა ისევ ჯიუტად კოპებშეკრული იდგა თეოდორე, უცებ მოშორდა მაშო და ნაწყენი თვალებით ახედა, - სერიოზულად? ვიცი რომ შენი სიტყვები გამართლდება დღესაც რომ გავაკეთო ის რაც მითხარი ვიცი რომ ისევ შენთან გამოვიქცევი, ხელს არ მკრავ ხომ ასეა? გულწრფელი კითხვით დაუსვა კითხვა ისევ კოპებ შეკრულ თეოდორეს რომელიც მაშოს საერთოდ არ უყურებდა, - თეოდორე! პასუხი რომ არ გაცა ხმამაღლა შეყვირა მაშომ - დედასთან მინდა, დაბალხმაზე თავჩახრილმა თქვა პასუხი რომ არ დაუბრუნდა თან თეოდორესგან მოტრიალდა და გზას ნელი ნაბიჯებით დაუყვა, რამ გააჯიუტა თეოდორე ასე, იქნებ იმან რომ მიუხედავად იმისა რომ პირველად არ აფრთხილებდა მაინც თავისი გაქონდა მაშოს ან იქნებ იმიტომ რომ ყოველთვის მსგავსად აფრთხილებდა ის ისევ ჯიუტად აკეთებდა იგივეს და ყოველთვის ატირებული და გულნატკენი მოდიოდა თეოდორესთან, ისიც გულში იკრავდა და ცდილობდა დაემშვიდებინა და ახლა მობეზრდა თეოდორეს მუდამ გულნატკენი ატირებული მაშოს ხილვა, თითქოს თავად მაშოზე მეტად სტკივა ხოლმე როცა მაშო ტირის, - მაშო! მობეზრებულად გააქნია თეოდორემ თავი რადგან ხვდებოდა რომ ზედმეტად ძლიერად ებრალებოდა მაშო, არ მოუხედავს, წუწუნით განაგრძო წინ ფლატუნი მაშომ, - მაშომეთქი, ისევ უყვირა და მაშოც 'ყურებჩამოყრილი' ჯერ გაჩერდა და შემდეგ ნელა მოტრიალდა, - დაგნაყავ მაშო! გაბრაზებული წავიდა მაშოსკენ ცალი ხელით მიწია გოგო თავისკენ და ჩაეხუტა, - მაგრად ვერ გიტან! დააყოლა და თავზე აკოცა, - მეც ამოიწუწუნა მაშომ და ღიმილი არ შეუკავებია ისე მოხვია ხელები თეოდორეს.... ........ - გაიღვიძე, შევარდა მაშოს ოთახში თეოდორე და მაშომაც უცებ წამოყო თავი - ხო გაცვია? კითხა და მაშომაც რომ დაუდასტურა თავისუფლად შევიდა ოთახში, - ამდენი ხანი ძილი შეიძლება? საწოლზე გვერდზე ჩამოუჯდა და აშკარად გამხიარულებული იყო, კარებში ღიმილით ჩადგა ბებიაც და მაშოს და თეოდორეს ღიმილით მოავლო თვალი, - არ მეძინა ისე ჩავწექი თორე მზად როგორ ვიქნებოდი, უცებ გადაიძრო პლედი და წამოჯდა, თეოდორემაც მაშინვე თმას დაავლო ხელი და ხელში გააცურა, - არა რაა მაგრად მევასება რა ვუყოო, ამოთქვა მაშოს გრძელი თმის მიმართ გრძნობები და კარებში მდგარი ქალი უფრო გაამხიარულა, - დღეს წვეულებაზე მივდივართ, წამო ჩემთან ერთად არ გინდა? საღამოს მანამდე ადექი წავიდეთ რამე შესაფერისი ვიყიდოთ, ლოყაზე უჩქმიტა მაშო და კარგ ხასიათზე მყოფს კარგი შოპინგი ჰქონდა დაგეგმილი, - რა წვეულებაა? მაშომაც იკითხა და მოხერხებულად დაჯდა, - ვაჟას ბიზნეს-ძმაკაცი ჩამოდის და ხელშეკრულებები უნდა გააერთიანონ და აღნიშნავენ რა, ხელის აქნევით თქვა უმნიშვნელოაო მაშომაც თავი დააქნია მიხვედრის ნიშნად და თეოდორემაც თმა უკან გადაიწია და ისევ მაშოს დალალებს წაავლო ხელი, - ჰა ადექი ეხლა, უცებ წამოდგა და მაშოს თმასაც ხელი უშვა - ხო მაგრამ ლაშა რომ მოვა? დაბალხმაზე თქვა და თეოდორესაც ყველაფერი გეგმა უცებ წაეშალა, ხასიათიც უცებ ეცვალა და დადუმდა, - კაი აბა თქვენ იცით, თქვა და უსიტყვოდ გამოვიდა ოთახიდან, სხვა რამის თქმას აღარც აპირებდა, ან რა უნდა ეთქვა, სწორედ მაშინ დარეკა ზარი ლაშამაც, ძარღვები დაებერა თეოდორეს ისე მიიწევდა კარებისკენ, მაშოც უცებ წამოხტა უკვე მზად მყოფი ჩანთა აიღო და ბებიას აკოცა, მიყვარხარო მიაძახა და ფეხსაცმელებში ფეხი უცებ ჩაყო, თეოდორემაც კარები გამოაღო, არც კი მისალმებია ლაშას გაღიმებული და სიტყვა გამარჯობის ნახევარ სიტყვამდეც არ მისული დატოვა 'გამ..' ვერ დაასრულა სიტყვა თეოდორეს სახეზე ლაშამ და ისე დააკვირდა კისერზე ძარღვებ დაბერილ თეოდორეს რომელიც გაბრაზებული მიიწევდა თავისი მანქანისკენ, უცებ გამოვარდა მაშოც სახლიდან და ლაშას უცებ მიესალმა, - უნდა წავიდე დღეს არ მცალია, სწრაფად დააყოლა ისე რომ თეოდორესთვის მზერა არ მოუშორებია, წამით გახედა ღიმილ შემხმარ ლაშას და როცა თეოდორე მანქანაში ჩაჯდა თავქუდმოგლეჯილი მივარდა მაშო მანქანას მძღოლისგვერდით კარები გამოაღო და უცებ ჩახტა, - არ უნდა დამელოდო?! მკაცრად უხეში სიტყვით გახედა თეოდორეს რომელიც გაკვირვებული უყურებდა მაშოს და მაშომაც რომ ღვედი გაიკეთა კმაყოფილმა თეოდორემ მანქანა ადგილს მოწყვიტა...... ........ - ეს? - მომწონს, სწრაფად გაცა პასუხი თეოდორეს კითხვას და დაუდასტურა რომ თეოდორეს არჩეული მეოთხე კაბა მოსწონდა, უკვე მერამდენე კაბას იცმევდა მაშო, ყველა კაბას თავად უხდებოდა და ეძებდნენ კაბას რომელიც მაშოს მოუხდებოდა, - მაშო დაუძახა შორს მყოფს და მაშოც მალევე გაჩნდა თეოდორესთან - ეს! თავდაჯერებულად თქვა თეოდორემ შავად მბზინავ კაბაზე რომელსაც ბარძაყთან ჩაჭრილები ჰქონდა, გაშლილი იყო და მაშოს სწორ ლამაზ ფეხებს ზედ დასაკვდომად მოუხდებოდა, - მოისინჯე უბრალოდ არ დამენახო საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ, ამაყად თქვა და კაბა ხელებში მიაჩეჩა მაშომ ღიმილით მიცა ჩანთა დასაკავებლად და ღიმილით წავიდა 'გასახდელისკენ'..... - მაშო ესეც ნახე, ხელი უცებ შეყო მაშოს გასახდელში თეოდორემ და მაღალ ქუსლიანები გაუწოდა, ლურჯი ფერის იყო ისიც ლამაზად 'ბრჭყვინავდა', მომრგვალებული თავით მაღალ-ქუსლიანი, კუკლასავით პატარა და ლამაზი ფეხისთვის მოსახდენი და მოსახერხებელიც იყო - ააა რა ძაან ლამაზიაა, ემოციები არ დამალა და გამოართვა, მაშინვე ფეხზე მოირგო სარკეში შეათვალიერა თავი და ზედმეტადაც კი მოსწონდა, წელს ზევით ტანზე ლამაზად მომჯდარი კაბა წვრილ წელს უკვეთდა მენჯებს ქვევით კაბაც თავისუფალი იყო და ჩაჭრილებში გასაოცრად მოჩანდა 'შხვართი' ფეხები, - ცუდად ვაარრ იქიდანვე გამოძახა მაშომ და ტუჩებზე ხელი აიფარა, აუღწერლად ბედნიერი იყო ხტუნაობა უნდოდა, ბედნიერად დაფრინავდნენ პეპლები მის მუცელში, გახდისას უკვე ერთი სული ჰქონდა როდის მოსაღამოვდებოდა, - ყოველთვის მიყვარდა შენი გემოვნება, ყურებამდე გაღიმებული გამოვიდა და შეგებებულ თეოდორეს ლოყაზე ხმაურიანად აკოცა, თეოდორემაც კმაყოფილმა მიუშვირა ლოყა და ღიმილიც არ დაუმალავს, - თუ შეწყობაა შეწყობა იყოს, წამო მაგარ სამკაულებს მოვკარი თვალი, თვალი ჩაუკრა და ჩავლებული ხელით სალაროსთან სწრაფად მიაფხოკიალა, უკვე მაშოს საკუთრება პარკით მას გადასცა და წინ წავიდა.... - უყურე, ეს ლურჯი საყურეები მაგარი ქალურია და ფეხსაცმელებს მოუხდება, ანიშნა საყურეებზე და მაშოც საყურეს მიუახლოვდა, გრძელი საყურე იყო, ლამაზი ლურჯი თვლებით ნამდვილად ძალიან ლამაზი იყო - დაგეხმაროთ? წამოდგა გაბრწყინებულ სამკაულებს შორის გოგო და თეოდორემაც მაშოს გადახედა, შენ ნებაზე ვარო, მაშომ ისევ საყურეს დახედა თუმცა იმდენად ბზინავდა ყველა სამკაული ერთად თვალებ აბრჭყვიალებულმა საყურეს ძებნა დაუწყო და მალევე იპოვა, - შეიძლება ლურჯი საყურე რომ ვნახო? იკითხა და გოგონამაც მაშინვე დასახელებულ საყურეს მოკიდა ხელი, - ძალიან კომფორტული და მჩატეა, საყურეს ქება დაიწყო მაშინვე გოგომ, თეოდორე კი საყურეებს დაუყვა მაშომ თავისი საყურე მოიხსნა და ლურჯი საყურე მოირგო თან გოგოს გამოწოდებულ სარკეში შეათვალიერა თავი, - ლამაზია, თქვა თუმცა მთლად კმაყოფილი ვერ იყო, ისევ ინტერესით ათვალიერებდა, სარკეში საყურეს რადგან ისე ნამდვილად ლამაზი იყო თუმცა ყურზე დიდად არ ხიბლავდა - მაშო, დაბალხმაზე დაუძახა თეოდორემ და მაშომაც უცებ გახედა, თეოდორემ საპასუხოდ დამანჭული სახით გააქნია თავი არ ვარგაო და თითით მის წინ მიანიშნა, გაეცინა მაშოს და საყურე მოიხსნა, მოლარე-კონსულტანტს დაუბრუნა და თეოდორეს მიუახლოვდა, - ამაზე რას ფიქრობ, ანიშნა ისევ ლურჯ ფერ საყურეზე მსგავსად გრძელი იყო უფრო დახვეწილი და შავი თვლებიც გარეული იყო, ყურზეც მშვენივრად ჰქონდა და კიდევ ერთი რამ შემატეს თავს..... - ჩანთა მაქვს, ლურჯია და მოუხდება, თეოდორეს მკლავზე ორივე ხელი მოეხვია ისე მიდიოდა წინ, - დარწმუნებული ხარ? კითხა თეოდორემ და მაშოს დახედა, - კი, - რომელი საათია, იკითხა ბიჭმა და მანამ დაკავებული ხელებით მოძებნიდა ტელეფონს მაშოს გადმოხედა მაშომაც უცებ მონახა მარცხენა ხელზე გადაჭერილ საათზე დრო და სხარტად გაცა პასუხი - პირველის ოცდასამი წუთია, - არადა ათი საათიდან უკვე აქ ვართ, გაეცინა თეოდორეს და მაშო რომ უცებ გაჩერდა იძულებული გახდა თავადაც გაჩერებულიყო, - შენ დაგვრჩი, ახედა თეოდორეს და წინ ჩამოუდგა, - აუ არა რა მე მაქ სახლში უცებ აწუწუნდა, რადგან იმას ავალებდნენ რაც არასდროს არ უყვარდა, საღამოს შარვალ-კოსტუმის არჩევა, - აპ აპ აპ არ გამოვა, წამო ხელზე მოქაჩა და წინ გავარდა, აქ არჩევაში მაშო იღებდა მონაწილეობას " ეს? ეს?" წარამარა ეკითხებოდა და ძალით აგდებდა გასახდელში...... - ოუუუ! როცა გამოვიდა მაშინვე შეიცხადა - ხუმრობ დაგაკვდა! შავი ფერი შენია გაამხნევა მოღუშული თეოდორე და ხტუნვით მიუახლოვდა - აუ რა სიმპაწიური ხარრრ ბიჭოო, ლოყები გაუწელა ღიმილით და ჰალსტუხი შეუსწორა..... დატვირთულები დაბრუნდნენ უბანში თეოდორემ მაშოს პარკები გადმოიღო და სახლში პირველი შევიდა, - ოჰჰ მოიარეთ? იკითხა ქალმა ღიმილით აშკარად საქმეში მყოფმა და მათი შემოსვლის შემდეგ დივანზე ჩამოჯდა, - ბებოოო რა სიმპატიური ბიჭი გვყავს რო იცოდეე, ბედნიერებისგან ახტუნავებული წავიდა ბებიასკენ და ლოყები ნაზად გაუწელა - ნუ დახტიხარ გაიზარდე უკვე გოგო! ხელი მოუქნია ქალმა და თან საჯდომზე მიარტყა, მანაც არ შეიმჩნია დარტყმისგან გამოწვეული ხმა, - ღირსი ხარ! თავის ქნევით თქვა თეოდორემ და დიდი ქაღალდის პარკები დივანზე დააწყო, - აბა მანახეთ ახლა რა იყიდეთ, თქვა ქალმა და პარკისკენ გადმოიწია სანახავად, - არა თეოდორეს გემოვნებას ვერ შევეწინააღმდეგები, თავიდანვე დაადასტურა ქალმა და ქაღალდის პარკიდან შავი მბზინავი ნაჭერი ამოაცურა, - ოჰო, ამოთქვა მაშინვე და ნაჭერი პარკში ჩააბრუნა, ფეხსაცმელებიც ნახევრად ნახა როგორც საყურეები, - მათი ხილვა ერთიანად უკეთესი იქნება, წამოდგა თეოდორესთვის გვერდი უნდა ჩაევლო მასაც საჯდომზე მიარტყა ხელი, - ღირსი ხარ! მსგავსი ტონით მსგავსად უთხრა მაშომ თეოდორეს.... ..... ისე ბედნიერი ემზადებოდა მალე პეპლები მის ოთახში გაფრინდებოდნენ, მაკიაჟით დაიწყო, არც ისე მძიმე მაკიაჟი გაიკეთა, ცისფერი ნაზი ჩრდილებით, ტუჩის ფანქარით ტუჩების კონტური მოხაზა და ტუჩების ლამაზი მოყვანილობაც უკვე 'ხმამაღლა ყვიროდა' - თმა თმა თმა, ბებოოოო იყვირა შეწუხებულმა როცა თმას ვერადა ვერ მოუხერხა ვერაფერი და ცოტახანში შემოიჭყიტა ქალმა ოთახში - გენაცვალა ბებომ, გაცა პასუხი და მაშოსაც გაეცინა - თმა როგორ გავიკეთო? იკითხა რაზეც წამით ქალი დაფიქრდა, თავად მოემზადა მაშოს ვარცხნილობის შესაქმნელად და ცოტახანში ზედმეტად ლამაზი ნამუშევარი შექმნა, თითქოს თავზე ვარდი ედო მაშოს თუმცა ეს ვარდი თმისგან შედგებოდა შუაში ყვითელი წკაპი მოათავსა მოხუცმა და მართლა ვარდს გავდა, წინ ხვეულები ჩამოშლოდა მაშოს ვარდიდან კი ქვედა მხარეს სულ ჩამოშლილი ჰქონდა გრძელი თმა თითქოს ვარდიდან ჩანჩქერი მოდისო, მაშოს ნაზ სახესაც ზედმეტად მოუხდა... შემდეგ გადაიცვა მაშომ შავი ჯადოსნური კაბა, ელვის შესაკრავად ეწამა ხელები მოიგრიხა იომა და ბოლოს მაინც ძლივს შეიკრა, ისეთი აწითლებული იყო მაკიაჟიც კი ვერ ფარავდა, ფეხსაცმელები მოირგო საყურეებიც დაიკიდა ჩანთაც ხელში დაიჭირა და საკუთარი თავის ათვალიერებისას კივილი მოუნდა რადგან ტანსაცმელი რომელიც ეცვა ძალიან მოწონდა, დალალები წინ გადმოიყარა და სრული ნაწარმოები გავიდა ოთახიდან, უკვე მოსულმა მაშოს მომლოდინმე თეოდორემ ოთახში გასული ქალის ნახვისას, პირზე მუშტი აიფარა და მის გვერდით მდგომმა ძმამ ვაჟამ პირი დააღო, - აი მესმის ქალი! დააყოლა ვაჟამ და თვალებ გადმოცვენილი ათვალიერებდა მაშოს, - გენაცვალე! ემოციებში მყოფმა თქვა ნაზი ბებომ, - ვწერეთ ვწერეთ და ნაწარმოები შევქმენით უნაკლო! მაშოსკენ წავიდა თეოდორე და კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავისუფლად მყოფი მაშო, რომლის ყურებაც არ მოგბეზრდებოდათ - ძაან ლამაზი ხარ, კი არაა რავიცი, ბოლოს სიტყვებიც ვეღარ მოუფიქრა მაშოს ქალურ სილამაზეს - გაიცინე, უთხრა და მაშომაც რომ გაუცინა ბიჭმა თავი უკან გადააქნია - მეკეტება ამის ღიმილზე ხალხო! გამოაცხადა ხმამაღლა და კოცნა უნდოდა თუმცა ვერ კოცნიდა შიშით რამეს გავუფუჭებო - წავიდეთ მადამ? ხელი გამოუწოდა ვაჟამ და მაშომაც სიცილით შეაგება მის ხელს ხელი, - ავღნიშნოთ ბეე რომ ზედმეტად სიმპათიურები მყვანან, თქვა მაშომ და ბიჭებს შუაში მოქცეული შეტრიალდა ქალისკენ, - კი ბე კი, ჭკვიანად იარეთ ყურადრება მიაქციეთ განძს გატანთ! მკაცრად თქვა და თეოდორემაც ღიმილით დახედა გვერდზე მდგომ 'განძს', - აბა რას ვიზამ მოვიტან ისევ ასეთს, თქვა ვაჟამ და მაშოს წელზე შეცურებული ხელით ქალი ააფრიალა, ხელით ჩაიყვანა გარეთ ხელის გულზე უნდა გატაროვო და მაშოც გამხიარულებული სიცილით კიდებდა ვაჟას ხელს..... მადლობა ყურადღებისთვის, |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.