დრო! (თავი2)
..... დახვეწილად მორთულ ლურჯ-თეთრ ფერებში განათებულ დიდ დარბაზში საკუთარი მოწინავე ადგილები დაეკავებინათ ახლად მისულებს, მრგვალ მაღალ და წვრილ მაგიდასთან იდგნენ და წყნარად მასრულებელ მელოდიას უსმენდნენ, მაშოც წყნარ მუსიკას ნაზად აყოლებდა ადგილზევე ტანს, ბაგეები გაპობოდა და მის სილამაზეს ვერაფერი დაჩრდილავდა, - ვიცეკოთ გინდა? შესთავაზა ღიმილით თეოდორემ და მაშომაც ხმაზე მაშინვე ახედა მამაკაცს, - რატომაც არა, ნაზად შეაგება თლილი გრძელი თითები თეოდორეს თავაზიანად გაწოდებულ ხელს და მასთან ერთად მოშორდა მაგიდას, ნაზად შეახო ქალს წელზე ხელი და მის ტანის რხევას მსგავსად აყვა, - როდის მოვა ის ტიპი? წყნარად დასვა მაშომ კითხვა და თეოდორეს აწეულ ხელს მიყვა და ნაზად დატრიალდა, - არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ჯერ არ მოსულა, გაცა პასუხი და სწორედ მაშინ გამოჩნდა დაბალ სცენაზე მიმავალი ახალგაზრდა მაღალი მამაკაცი, ყველასგან გამოირჩეოდა, აჩქარებული თუმცა ამაყი ნაბიჯებით მიიწევდა წინ წარბ შეუხრელად, წამით მოავლო ხალხს თვალი შავი კოსტუმი დაბლა დაქაჩა რომელიც ზედმეტად უხდებოდა, მეტად მაღალ თანამდებობას ანიჭებდა მეტად მომხიბვლელი და ყურადღებისმიმქცევი ხდებოდა, თუმცა თმა როგორც ყოველთვის ბიზნესმენებს აქვთ უკან გადაწეული თმის ჟელით მობზინავი არ ყოფილა, საშუალოდ გრძელი მბზინავი თმა აჩეჩვოდა მართალია უფრო მომხიბვლელს ხდიდა თან წინ გადმოწეულ რამდენიმე ღერის ქვევიდან უელავდა მწვანე თვალები, სრულად დახვეწილი იყო მამაკაცი ზედმეტად საუცხოო და მომხიბვლელი, ხოლო თვალები, საშიშთან ერთად დამაპყრობლად მოელვარე იყო, სწრაფად წამოდგა სცენის კუთხეში მდგომი ხანში შესული, მენჯებზე მუცელგადმოფარებული კაცი, პიჯაკი შეისწორა და სცენაზე ასულ მომხიბვლელ მკვლელი მზერით მაცქერალ ბიჭს შეეგება, შემდეგ კი მდგარ მასზე მაღალ მიკროფონს მიუახლოვდა მალევე დაწია თავის ზომაზე და ხმის შესამოწმებლად საჩვენებელი თითი დაარტყა, რამაც დინამიკის ბითებიდან გამაღიზიანებელი ხმა გამოსცა, მუსიკაც შეწყდა, ყველას ყურადღება სცენაზე მდგარმა წინ თმა გადმოცვენილ ქვევიდან მაყურებელმა ბიჭმა მიიქცია, მაშოსაც სძლია ქალურმა ჩვევამ და ბიჭის სრულყოფილებით მოხიბლულმა წამით მასზე ფიქრიც კი დაიწყო, - ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით! დაიწყო მიკროფონთან მდგომმა და მის უკან მდგომს გახედა, - დღევანდელი ჩვენი აქ შეკრების მიზეზი რათქმაუნდა ეძღვნება საოცარ ადამიანს, იტალიის ბიზნესმ.... არა ასე ვერასდროს მოვრჩები მისი საქმიანობის ჩამოთვლას ის უბრალოდ ლიდერია! დააყოლა და დარბაზიც მაშინვე მხურვალე დიდხნიანმა ტაშმა მოიცვა, როცა მამაკაცი მიხვდა რომ ხალხი ტაშის შეწყვეტას არ აპირებდა, უფრო ხმამაღლა ჩაყვირა მიკრაფონს მხურვალე ტაშის ფონზე, - რატი პირველიიიიიიი! ხმამაღლა იყვირა კაცმა და ხელი უკან მდგომისკენ გაიშვირა, ტაშმა უფრო იმატა, მაშო კი ადგილზე შეხტა, ღიმილი გაუქრა სახიდან გაიყინა სახელი რომელიც წუთის წინ გამოაცხადეს ვიღაცას ახსენებდა, მსგავსი იყო სახელიც და გვარიც უბრალოდ ეს იმდენად დიდი ხნის წინ იყო უბრალოდ ეს იმდენად მიივიწყა და იმდენი ეცადა ახლა არც კი გამოსდიოდა გაეხსენებინა ვინ იყო კიდევ ერთი რატი პირველი, სახელის ხსენებამ შეაშფოთა მაშო აღელვდა კიდეც, გონება გული სხეული არ ასვენებდა ყველგან ძახილის ნიშნები ენთო ნიშნად შენ უკვე მსგავსს იცნობდი, - მაშო! ტაშის ხმაში გადახედა თეოდორემ მაშოს რომელსაც აღელვება შეეტყო, - თითქოს სადღაც ვიღაც იყო მსგავსი სახელი და გვარის, თან გონებას ატანდა გაეხსენებინა ნაცნობი სახელის პატრონი, კითხვისნიშნებით ახედა თეოდორეს, - აზრზე არ ვარ, მხრები აიჩეჩა თეოდორემ და სცენაზე მდგარს გახედა რომელსაც ორივე ხელი მიკროფონისთვის ჩაევლო უკვე იღიმოდა და ელოდებოდა ხალხის დაწყნარებას რომ ყვირილი არ დაჭირვებოდა, - პირველ რიგში მოგესალმებით, დაიწყო საუბარი და მთელი დარბაზი მისმა ბოხმა თუმცა წყნარმა ბარიტონმა მოიცვა, ყველა დადუმდა ტაში შეაჩერეს და მის ხმას დაუგდეს ყური, ვინ იცის რამდენს დაუარა ტანში მჩხვლეტავმა გრძნობამ მის ხმაზე მაშოს მსგავსად, - მეორე რიგში მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს მოსვლისთვის მსგავსი დახვედრისა და დაფასებისთვის... წყნარად აუჩქარებლად აგრძელებდა საუბარს და ხალხს წყნარად ათვალიერებდა, წინა მაგიდისკენ გადაინაცვლა მისმა მზერამ და წამით მაშოს დაჟინებულ მზერასაც გაუსწორა თვალი, გული აუჩქარდა ქალს, ღრმად სუნთქვა დაიწყო რის გამოც მკერდი მკვეთრად ადი-ჩადიოდა, მცირე ტაშის ხმა გაისმა და რატიმაც მოასწრო შეეთვალიერებინა გოგო თავიდან ფეხებამდე, ჯიუტად არ აშორებდა მაშოც თვალებს, მამაკაცის მზერა მაშოს მოშიშვლებულ წინ ლამაზად გამოწეულ ფეხზე შეჩერდა, შემდეგ ისევ თვალებში შეანათა მზერა და უცებ გადაინაცვლა ვაჟაზე, - მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი პარტნიორი, სიმართლე გითხრათ აქამდეც ხშირად გამოგვიშვია ერთად შექმნილი ნივთი, სწორედ საქართველოში მასთან ერთად ვაპირებ ბიზნესის გაგრძელებას და რათქმაუნდა ჩვენი პოპულარობა თქვენ ხელშია, ხოლო ჩემ ახალ თანაშემწეს ვაჟა გელაშვილს ვიხმობ სცენაზე.... და ისევ მხურვალე ტაში, თეოდორემ ნაზად დაარტყა მხარზე ძმას ხელი და ბაგეებ გახსნილი ვაჟაც მხიარულად წავიდა სცენისკენ, თეოდორემ მაშოს გადახედა და მაშომაც ყურებამდე გაუღიმა, გვერდზე გადადო ნაცნობი სახელისა და გვარის გახსენება და ვაჟას წარმატებას დაუთმო ყურადღება, ვაჟაც სიტყვით გამოვიდა და სიტყვის ბოლოს რატის საქმიანად ჩამოართვა ხელი, ყველას თვალწინ მოაწერეს ხელი საბუთებს და ხალხიც წარამარა ტაშს უკრავდა, - კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გთხოვთ პატივი სცეთ ერთმანეთს, მხიარულ საღამოს გისურვებთ.... დაასრულა გამოსვლა და მუსიკაც მაშინვე ჩაირთო, სცენიდან ჩამოსულები საუბრით მოუახლოვდნენ მაგიდას, - გილოცავ ძმაო, ხელი ჩამოართვა თეოდორემ ჯერ ძმას შემდეგ კი მისი ძმის პოპულარულად მქცეველს ჩამოართვა ხელი, - ეს ჩემი ძმაა თეოდორე, დააყოლა ვაჟამ რომ რატის მისი გუნდი გაეცნო, - ეს მაშოა, მოკლე აღწერით გაიშვირა ქალზე ხელი და მაშომაც უბრალოდ თავი ნაზად დაუხარა სალამის ნიშნად, საპასუხოდ არაფერი გაუკეთებია მამაკაცს ისევ ქვევიდან აათვალიერა სრულყოფილი ქალი.... - ხშირად მოგვიწევს ერთმანეთთან შეხვედრა, უფრო და უფრო უნდა გავზარდოთ ბიზნესი და რაც მთავარია ხარისხიანად უნდა კეთდებოდეს ყველაფერი, შეიძლება ამაში დიდი მონაწილეობა არც მივიღო ფაქტია შენ გადმოგაბარე ყველაფერი, უბრალოდ იმედები არ უნდა გამიცრუო,... წყნარად და დაკვირვებულად საუბრობდა, აშკარად ეიმედებოდა ვაჟა, რეალურად ხილვისას კიდევ უფრო მიეცა იმედი რადგან, ჩამოყალიბებული პიროვნება ამოიცნო მასში და მასზე კიდევ მეტი თავის ძმა, - უარზე არ ვიქნები თუ მსგავსად წარუძღვები და მიეხმარები ძმას რათქმაუნდა თუ სურვილი და დრო გექნება გახედა თეოდორეს და თეოდორემაც ადგილზე გადადგა ნაბიჯი, თან მაშოს ღიმილით გადახედა, - რათქმაუნდა, თუ მას არჩევანში კითხვა ექნება ჩემ აზრს დავუფიქსირებ და დანარჩენში არ დავჭირდები, ამ სიტყვებით ხაზი გაუსვა თეოდორემ ძმის ნდობას და ამასთანავე შესაძლებლობებს ეს კიდევ უფრო მოეწონა რატის და ჩაეღიმა..... რატი მათ მაგიდას მოშორდა რადგან კიდევ ბევრთან ჰქონდა სასაუბრო, მის ჩამოსვლას აღნიშნავდნენ ბოლო ბოლო.... ლანგრით ჩამოატარა წითელფორმაში გამოწყობილმა ხუჭუჭა გოგომ ვისკით სავსე ჭიქები და უკვე ვაჟას მაგიდისკენ დაიძრა, სწორედ მაშინ დაეჯახნენ ისიც წინ გადავარდა თუმცა თავის შეკავება შეძლო ლანგარიც ხელში გაამყარა თუმცა მის ბედზე თითქმის სავსე ჭიქიდან სასმელი ვაჟას შეესხა, მამაკაცსაც უცებ აენთო თვალები და სველ კოსტუმს დახედა, მაშინვე გაშრა ხუჭუჭა გოგონაც და უკვე მოემზადა გალანძღვისთვის, - ფრთხილადაც შეიძლებოდა, წყანარად თქვა მამაკაცმა და სალფეტკი სველ ადგილს მოუსვა, - მაპატიეთ უბრალოდ ვიღაც დამეტაკა და სწონასწორობა ვერ შევინარჩუნე, თქვა და გაუკვირდა კიდეც ვაჟამ ახსნის საშუალება რომ მისცა, მამაკაცმაც ქალის საუბარზე წარბები მაღლა აზიდა და თან დააკვირდა, - ნაცნობი სახეა, დააყოლა და ქალმაც ჭიქების მაგიდაზე დალაგება დაიწყო, - გამახსენდა, შემოსასვლელში გამოკრული ხარ უზარმაზარ გამომცხვარ ტორტთან და იღიმი, უფრო უკეთ გაარკვია ქალი თუ საიდან ეცნობოდა და ჩაიცინა, მართალი იყო ვაჟა, მსგავსი ხუჭუჭებით გამოკრული იყო სარეკლამოდ ქალი შემოსასვლელთან და დიდ ლამაზად მორთულ ტორტთან მდგარი ლამაზად იღიმოდა, - ანუ შენი გამომცხვარი ტორტი ვჭამეთ ცოტახნის წინ, დაადასტურა და ქალმაც უკვე თავისუფალი ლანგარიანი ხელი დაბლა დაუშვა, - დიახ ასეა, ნაზად გაცა პასუხი თავის დახრასთან ერთად, - ამ გასაგებია და ზედმეტად წაკრავდა სიმჟავე მინდოდა მეთქვა და აი თავად მნახე, და კიდევ ზედმეტად არასწორ კრემში გქონდა არეული ხილი, დაიწყო დარიგებების გაცემა ტორტზე რომელიც რეალურად იმდენად მოეწონა ლამის თითები ჩააყოლა, ამავდროულად ხმამაღლა აცხადებდა ტორტის უნაკლობას, - გასაგებია არადა, ძალიან ბევრს მოეწონა, დანანებით თქვა მიუხედავად იმისა რომ მამაკაცის საუბარი ზედმეტად ეუცნაურა მაინც მოხვდა მის გულს რაღაც უცნაურად ის ერთი უარყოფითი, - ამიტომ ერთი რჩევა მაქვს, წყნარად დაიწყო და ქალის გულზე გამობმულ მის სახელს შესამჩნევად დააკვირდა, - გისმენთ, ქალმაც მაშინვე გაცა პასუხი რჩევის მოლოდინში, - კარგი რჩევაა ანანო! გაიმეორა მისი სახელის გამოკვეთით, - ჯობია ტორტების ცხობას სხვა პროფესია არჩიო, ისეთი რაც გამოგივა, თქვა და ქალსაც სრულიად შეეცვალა სახე გულში რაღაც ჩაწყდა, ვერ ხვდებოდა რით დაიმსახურა ეს სიტყვები, არაფერი უთქვამს გაუღიმა და წავიდა, პირველი იყო ვინც მსგავსი სიტყვები უთხრა და პირველი იყო რომელსაც არ იცნობდა და მისმა სიტყვებმა გული ატკინა, ქალს თვალი გააყოლა ვაჟამ და ახლაღა დაფიქრდა ვერ ხვდებოდა თავადაც რატომ გააკეთა ეს? თავის გამოჩენა უნდოდა რადგან ქალმა მოხიბლა და მან კი გული ატკინა, - რა გავაკეთე? ხმამაღლა დაუსვა საკუთარ თავს კითხვა, - რა წამოვროშე? ისევ გაიმეორა კითხვა და დარბაზიდან გავიდა აივანზე სიგარეტის ღერი ამოაცურა კოლოფიდან ტუჩებს შორის მოიქცია და უკვე მოკიდებულით ღრმა ნაპასი დაარტყა, - ვახხ, ახლა უფრო და უფრო ხვდებოდა მის გულს ცოტახნისწინ მომხდარი, როცა ქალის სახე და ბოლოს ღიმილი ახსენდებოდა ეს საერთოდ აღარ ასვენებდა, რადგან იცოდა რომ ღიმილი რომელიც ქალმა მოირგო, გულგატეხილობის იყო, - რა დამემართა? აი რატო ვთქვი? რა შუაში იყო? თავადაც ვერ გაეგო, აღიარებდა რომ გოგომ მოხიბლა მაგრამ ის თუ რატომ არ შეუქო ნამუშევარი ვერც თავად ვერ გაეგო..... ...... - არ ვიცეკოთ? თეოდორეს აეტუზა მაშო და ბიჭმაც საპასუხოდ ადგილზე დაატრიალა, მხიარულ მუსიკაზე სწრაფად ცეკვავდნენ ტანგოს, გამოცდილებით, ორი ბავშვობის მოცეკვავე და ორივე დახვეწილი მოძრაობით დამახსოვრებულ ილეთებს ერთმანეთს აბამდნენ ჯამში კი საოცარ და ლამაზ შესრულებას ქმნიდნენ, თავადაც მხიარულობდნენ, როცა აანალიზებდნენ რომ ყოველ მოძრაობას უხამებდნენ ერთმანეთს........ - ვჰუჰ, სიცილს ამოაყოლა მაშომ და კიბეებზე ჩავიდა, უკან მიყვა თეოდორეც, - აუუ კაი იყოო, ისევ სიცილით მოუტრიალდა მამაკაცს და ჯერ ისევ შესრულებულ ცეკვაზე ფიქრობდა რომელიც თავადაც ძალიან მოეწონა, თეოდორეც ღიმილით უყურებდა მაშოს პასუხად რომ მასაც მსგავსი ემოციები ჰქონდა, - კაი გოგო იყავი, შეაქო და ახლოს მისულმა ლოყაზე აკოცა, - ოუუ, მიყვარხარ ძაან მოეხვია კისერზე და თეოდორეც რომ მაღლა აიწია მაშოც მიწას მოწყდა და თეოდორეზე დაკიდებული ჰაერში აქანავებდა ფეხებს, - ვაიმეე არ ჩამომსვა რაა, ამოიწუწუნა როცა იგრძნო ფეხების დასვენება მიჩვეული უკვე ვეღარც გრძნობდა როგორ ძალიან სტკიოდა ფეხები ფეხზე დგომისგან მაღალქუსლიანებით და როცა შვება იგრძნო უკვე ჩამოსვლაც ესიკვდილებოდა, - რატო უცებ ვერ მიხვდა თეოდორე, - ფეხებიი ძლივს დაისვენა, ამოიწუწუნა და თავად ანიშნა ჩამომსვიო მიუხედავად იმისა რომ თქვა არ ჩამომსვაო, ჩამოსვლის დროს ისევ დაიწყო ფეხებმა წვა, - აუუ ცოტა დავიღალე განაგრძო წუწუნი და ჰაერზე გამოსულმა ჰაერი ღრმად შეისუნთქა, თან წინ წავიდა და წინ მდგარი შავი შევროლეტ კამარო შეათვალიერა, - სიმპათიურია შეაქო მანქანა და ისევ თეოდორეს მოუტრიალდა, მიუახლოვდა გამოსული მუსიკის ფონზე დატრიალდა და ბიჭს ადგილი გაუცვალა, - აუ ისე ამხელა წვეულება მოაწყო და სკამებიც რომ დაედგა ბევრი დაეხარჯებოდა? აწუწუნდა ხელთავიდან რადგან ფეხების დაღლამ და ტკივილმა თავი ისევ შეახსენა, - არ მქონდა გათვალისწინებული თუ მსგავსი სუსტი ფეხების პატრონიც მეწვეოდა, ხმაზე უცებ შეხტა და უკან დენდარტყმულივით გაიხედა მაშომ გამოსულ რატის შეანათა მზერა და ინანა წეღანდელი სიტყვები, რატიც ჰაერზე მათ მსგავსად გარეთ გამოსულმა სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის მოიქცია, თან კიბეებზე წყნარად სვლა დაიწყო, ქცევა რომელიც რატიმ გააკეთა ისევ გადაუტრიალა მაშოს გონება, ქცევა რომელიც რატიმ გააკეთა ისევ ახსენებდა ვიღაცას მაგრამ ვის ისევ ვერ გაეგო, სიარულშივე ამოიღო ჯიბიდან რატიმ მანქანის გასაღები, პნოპკას დააჭირა და მაშოს წინ მანქანამ რო დაიწრიპინა ახლა შეხტომით გახედა მანქანას მაშომ და ჩამოსულ რატის დაუბრუნა ისევ მზერა რომელიც მანქანისკენ წავიდა და მისულმა კარები გამოაღო, - დაჯექი, წყნარად ანიშნა თვალებით მაშოს და მაშომაც თეოდორეს შეხედა თითქოს მისგან ნებართვას ელოდებაო, - მოდი, გაუმეორა ბიჭმა და მაშოც ნელი და მორიდებული ნაბიჯებით წავიდა მისკენ, - დაჯექი, ისევ ანიშნა, მაშომაც ერთი უცნაურად ახედა და მისი მითითება შეასრულა რატიც თეოდორესკენ წავიდა და სასაუბრო თემაც მარტივად მოძებნეს, მაშოს ღრმად სუნთქვა უნდოდა ნიშნად ფეხების დასვენების გამოსახატავად.... - მოიშორე ეგ ფეხიდან უფრო შეძლებ სიარულს წინ დიდი საღამოა, თემაც რომ აღარ იყო მაშოზე დაკვირვებულმა უთხრა ქალს რატიმ და თეოდორეც მაშოს მიუახლოვდა, - მართალს გეუბნება, მის წინ ჩაიმუხლა და ქალს მაღალ ქუსლიანი ფეხიდან მოაშორა, მეორე ფეხიც გაუნთავისუფლა და მაშომაც ინსტიქტურად გადააქნია თავი უკან, თეოდორესაც ჩაეცინა, - აქამდე უნდა ეთქვა, წამოდგა და მაშოს შუბლზე ღიმილით აკოცა, კიდევ ცოტახანს მაშოს გამო იყვნენ გარეთ, არცერთი ხმას არ იღებდა დარბაზში შესვლაზე მაშოსაც ცხვენოდა რადგან ხვდებოდა მის გამო იყვნენ გარეთ, თეოდორეს რომ დაურეკეს, მაშომ ფეხსაცმელები ფეხზე დაიბრუნა და მანქანიდან გადმოვიდა, - მადლობა, დაბალხმაზე უთხრა რატის და თეოდორეს უფრო მიუახლოვდა, რატიმაც შორიდანვე ჩაკეტა მანქანის კარები და თავი ჩახარა მზერამაც უცებ იცვალა ადგილი და მაშოს მოშიშვლებულ ფეხებზე ინაცვლა, ისევ წამით მიაშტერდა რატი ფეხებს ქალს მოავლო თვალი და თეოდორეს შეხედა..... - მაშო უნდა წავიდე რა, ვაჟასთან შედი და არ მოშორდე, აჩქარებულ აღელვებული ტონით თქვა თეოდორემ და მაშოც უცებ დაიბნა ისე უცებ შეიცვალა თეოდორე, - კარგად ხარ? მშვიდობაა? სწრაფად იკითხა გაკვირვებულმა - კიი, მარა უნდა წავიდე, ვაჟას არ მოშორდე, სწრაფად დააყოლა და რატიც მხარზე ხელი მიარტყა, - გნახავთ ხვალ, მაშო გამოგივლი არ გაბრაზდე, ისევ სწრაფად დააყოლა და მანქანისკენ გაიქცა გაკვირვებული დატოვა მაშო და ერთი კიდევ მიყვირა ვაჟასთან ადიო, თეოდორემ მანქანა ადგილს რომ მოწყვიტა და უკვე თვალსაც ამოეფარა კიბეებზე სვლა დაიწყო, რატიც მას მიყვა და ახლა უკნიდან ისევ წამით შეათვალიერა გოგოს ლამაზი სხული.... - ვაჟა თეოდორე წავიდა საქმე გამოუჩნდა და ჩვენ მალე წავალთ? ასულმა კითხა გოგოსთან მოსაუბრე ვაჟას რომელსაც დიდად ყურადღება არ მიუქცევია მაშოსთვის, - ვაჟა, დაუძახა და მაშინ გამოხედა მაშოს, - არ ვიცი მაშო ჯერ არა, გაცა პასუხი და ისევ ქალს მიუბრუნდა, არ უყვარდა მაშოს ხშირად ვაჟასთან ყოფნა რადგან უხეში იყო, ათასში ერთხელ გამოხატავდა ემოციას და ისიც მაშოს დანახვის დროს რეაქცია იყო, ხელები ახლართა ქალმა და მაგიდას მიუახლოვდა, ერთი ჭიქა ვისკი გამოცალა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო უკვე ზედმეტად მობეზრდა იქ ყოფნა უაზროდ დგომა და ფეხები უფრო და უფრო ძლიერად ტკიოდა, - შენი ფეხები მეტს ვეღარ უძლებს, წყნარი ხმით მიუახლოვდა, რატი მაშოს და იმდენად ახლოს რომ მაშოც უკან დაიწია ისე ახედა რატის, - არა ნორმალურად ვარ, - მაშინ ვიცეკოთ, სწრაფადვე დააყოლა ქალის, ნათქვამს და მაშომაც ვეღარაფერი ვეღარ თქვა რატის ხელს ხელი შეაგება და მაგიდას მასთან ერთად მოშორდა, ზედმეტად გაუჭირდა ნაბიჯების გადადგმა უკვე რამდენი საათი იყო ფეხზე იდგა ხოლო მისმა ნაზმა ფეხებმა დასვენების შემდეგ დაღლა უფრო და უფრო გამოავლინეს, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა რატის და ხმას ვეღარ იღებდა, მაშოს ნაზი თლილი თითები მოექცია ცალ ხელში, ცალი ხელით მისი წვრილი წელი მოეთავსებინა ხელში, - მოცეკვავე ხარ? დაუსვა რატიმ კითხვა და თავჩახრილმა გაცა მაშომაც პასუხი, - ვიყავი მანამ დედა გარდაიცვლებოდა და შემდეგაც განვაგრძე სამი წელი, ბებო დამეხმარა, თქვა და თან მუსიკის გამო რატის აეკრო თუმცა როცა მიხვდა რომ ზედმეტად ეხებოდა დისტანციურად დადგა - რამდენი წლ.... - ქალს ასაკს არ ეკითხებიან, სწრაფად დააყოლა მაშომ და მუსიკის ფონზე რატის მკლავზე გადაწვა, ღიმილით გადაიწია მის მხარეს რატიც და ქალის ლამაზ გულ-მკერდს მოავლო თვალი, კისერს აუყვა თვალებით და უკვე წამოწეულ მაშოზე გადაიტანა მზერა, - მართალი ხარ......მე გამოვიცნობ, თქვა და ცეკვა შეაჩერა მაშოც გაჩერდა ისე ახედა დაბნეული მზერით მამაკაცს, თითები ჯერ ისევ რატის ხელებში მოექცია, სიახლოვეს გრძნობდა მის მიმართ თუმცა რატო ვერ იგებდა, - 22 ის ხარ ასეა? თვალებში 'ჩააჩერდა' მაშოს და მაშოც ხან მის ერთ მზერას ხან მეორეს შეხედავდა, - კი მასეა, თქვა და თავი დახარა რატის მზერას აარიდა თვალი და უკვე მასთან საუბარი ერთულებოდა, იძაბებოდა მასთან, - მე შენ გიცნობ, წყნარად უთხრა და მაშოც უცებ მოშორდა, ახლა კიდევ უფრო დაიბნა, მამაკაცს რომელსაც პირველად შეხვდა, რომელსაც პირველად ხედავდა გრძნობა თითქოს მისნაირს კიდევ იცნობდა არ ასვენებდა და როცა მამაკაცისგანაც მსგავსი სიტყვები მოისმინა უფრო დაიბნა, - საიდან? აფორიაქებულმა დაუსვა კითხვა - აღარ გახსოვარ მაშა? ღიმილით კითხა და მაშოსაც უარესად აუჩქარდა ნაცნობ მიმართვაზე გული, - მე შენ არ გიცნობ! სწრაფად თქვა კაბა გვერდებიდან ოდნავ მაღლა აქაჩა და მას მოშორდა, სრულად გავიდა დარბაზიდან, არაფერზე ფიქრი არ გაუგრძელებია, საფეთქელზე მიიჭირა ხელი დასაწყნარებლად და გონებას აკავებდა რომ მასზე არ ეფიქრა მის სიტყვებზე არ უნდა ეფიქრა, აივნიდან ათვალიერებდა არემარეს და მალე გარეთ გასულ რატიზე გადაიტანა მზერა, ზევიდან აკვირდებოდა მამაკაცს რომელმაც ჩვეულად მოიქცია სიგარეტის ღერი ტუჩებს შორის მოუკიდებლად და აივანს ახედა, სადაც მაშო გადაჰყურებდა მას, რეაქციის გარეშე შორიდან უყურებდნენ ერთმანეთს, - მაშო, წამოდი დროზე, უცებ შემოყო თავი აივანზე ვაჟამ აფორიაქებული მზერით მაშომაც ერთი ამოიწუწუნა თუ რა დაემართა მასაც თეოდორეს მსგავსად და გავარდნილს უკან გაყვა ძლივს გაიკვლია გზა ხალხში სირბილით, ვაჟა უკვე მანქანაში მჯდომმა კიბეების წინ დაახვედრა მანქანა, მანქანიდანვე გადაყვირა გარეთ მდგარ რატის შეგეხმიანებიო, სირბილით გამოსულმა მაშომ ხელახლა აიწია კაბა მაღლა რომ დიდ კიბეებზე სწრაფად ჩასულიყო - დროულად მაშო, დააჩქარა თუმცა მაშოს მეტი აღარ შეეძლო სწრაფად ჩარბოდა კიბეებზე უცებ გაძვრა ფეხსაცმელი და ინერციით რამოდენიმე საფეხურით დაბლა ჩამოსული უცებ შეტრიალდა რომ ფეხსაცმელი აეღო, - მაშო დროზე! უფრო ხმამაღლა მიყვირა გოგოს და მაშომაც ხელი ჩაიქნია მეორე ტუფლიც სვლაშივე გაიძრო კიბეებზე დაეშვა და მანქანაში უცებ შეხტა, ვაჟამაც უცებ მოწყვიტა მანქანა ადგილს მაშო კი ფანჯარას აკრული გულნატკენმა დატოვა მზერა კიბეებზე დავარდნილ ქოშზე.... ცოტახნით გაუნძრევლად იდგა რატი, იმ ადგილს უყურებდა სადაც მანქანა თვალს ამოეფარა, მალე მზერა ქოშზე გადაიტანა, წყნარი ნაბიჯებით ჩაიარა საფეხურები და ლურჯი პატარა ლამაზი ქოში ხელში მოიქცია, - კონკია, ჩაიცინა და პატარა ფეხსაცმელი შეათვალიერა, მართლაც კონკიასავით პატარა ფეხი ჰქონდა მაშოს რომელიც ახლა სრულიად ფეხშიშველი იჯდა მანქანაში - რა მოხდა ასე უცებ? დაბალხმაზე იკითხა და ვაჟამაც მალევე გაცა პასუხი - გიო მოყვა ავარიაში, მართალია მაშოს წარმოდგება არ ქონდა ვინ იყო გიო ამიტომ გაიტრუნა და მთელი გზა ჩუმად იყო, მანქანა რომ იქვე საავადმყოფოს შენობის წინ გააჩერა ვაჟამ, მაშომ თეოდორეს მანქანაც ამოიცნო და უკვე კიბეებზე ჩამომავალი თეოდორეს ხილვისას მანქანიდან პირველი გადახტა და მამაკაცს მაშინვე მოეხვია, - ასე უცებ მოგენატრე? გაიცინა თეოდორემაც და მოხვეული მაშო მაღლა აწია ისე მიუახლოვდა ძმას, - დაწყნარდი საშიში არაფერია საჭეს დაარტყა თავი, აირბაგები არ გაიხსნა მარა ძლიერი ავარია არ ყოფილა, ეცადა ანერვიულებული ძმა დაეწყნარებინა და შედარებით გამოუვიდა კიდეც, - შენ ნახე? ჯერ ისევ აღელვებული ხმით იკითხა, - ხო ხო გითხარი ისეთი არაფერი ჭირს შეიძლება ნახვა, გაუმეორა და მაშოც ჩამოვიდა ძირს, გაკვირვებული ათვალიერებდა ძმებს ვაჟას მღელვარება ისევ ეტყობოდა რადგან მისი ძმაკაცი ცოტახნის წინ საფრთხეში იყო, ხოლო უკვე დარწმუნებული თეოდორე გიოს კარგად ყოფნაში, აღელვებაც მოეშორებინა, - ჰო კაი ავალ ვნახავ წადი შენ, - ჰო უნდა წავიდე მაშოს გავიყვან დაიღალა ისედაც, თუ რაღაცა დამირეკე, მხარზე მზრუნველად მიარტყა ხელი და საპასუხოდ თავი დაუქნია ვაჟამ, მაშოს ანიშნა თავისი მანქანისკენ და მაშოც ჯერ ვაჟას მანქანისკენ წავიდა თავის ობოლი ქოში აიღო და ფეხშიშველმა მოუარა თეოდორეს მანქანას და მძღოლის გვერდით ადგილზე შეხტა....... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.