სახიფათო ფანტაზია ( 3 )
- მოისვენე წითურო ალქაჯო, -ჩახლეჩილი ხმით ჩამჩურჩულა ყურში და ჩაეცინა როცა ჩემი დახორკლილი სხეული დაინახა, თავი უკან გადავხარე, მხარზე მივეყრდენი და ტუჩები ერთმანეთს დავაშორე რომ როგორმე თავისუფლად მესუნთქა, თუმცა მაშინ როცა ის ასე ახლოს იყო ჩემთან თავისუფლად სუნთქვა გამორიცხული იყო, ფრთხილად დაასრიალებდა ხელებს ჩემს სხეულზე და მისი ყოველი შეხება მწვავდა და ჭკუიდან მშლიდა, არ მყოფნიდა, უფრო და უფრო მეტი მინდოდა... - ეს პენუარი გავიხადოთ, ისეთი სხეული გაქვს სულ შიშველი უნდა იყო, -ვნებამორეულმა ჩაილაპარაკა, თითები მოკლე პენუარის ქვეშ შემიცურა და ატლასის თხელი ნაჭერი ისე გადამაძრო თავზე თვალის დახამახამებაც ვერ მოვასწარი, შიშველი სხეულით მეკვროდა უკნიდან.. - ნეტავ როდის მოასწრო გახდა? -გავიფიქრე და კვნესა ვერ შევიკავე როცა ჩემი მკერდი მოიქცია ხელში მეორე ხელი კი საცვალში ჩამიცურა, დათოსთან ყოფნისას არასდროს მიგრძვნია ასეთი რამ, ორი წელი თითქმის ყოველ ღამით მამაპაპურ პოზაში გვქონდა სექსი, მასთან საწოლში ყოფნისას ყოველთვის ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მოვალეობას ვიხდიდი, მოვალეობას რომელიც არ ვიცი რატომ და რის გამო დამაკისრეს, ყოველი აქტის შემდეგ სიტყვის უთქმელად დგებოდა საწოლიდან, აბაზანაში შედიოდა და იქ დიდხანს, ძალიან დიდხანს რჩებოდა, მე კი უხმოდ ვღვრიდი ცრემლებს ბალიშში თავჩარგული, ბოლოს უკვე აღარც ვტიროდი, შევეჩვიე, შევეჩვიე ისე როგორც გარკვეულ საათებში ძილს, ჭამას ან სამსახურში წასვლას ეჩვევა ადამიანი, ნეტავ თვითონ რას გრძნობდა? ბედნიერი იყო? კმაყოფილი? ის თუ მაინც იღებდა ამ ძალადობრივი და ჩემთვის არასასურველი აქტისგან სიამოვნებას, ისეთი ახლო ურთიერთობა არასდროს გვქონია რომ მასთან ამ თემაზე მესაუბრა ის კი არადა ნაძალადევად მესალმებოდა ხოლმე, როგორც საცოდავ უპატრონო ქუჩის ძაღლს მიუგდებენ ხოლმე გამხმარი პურის ნატეხს და მერე უბრალოდ ივიწყებენ ისე მომიგდებდა ხოლმე ყოველ დილით რამდენიმე გაზეპირებულ სიტყვას და სახლიდან გადიოდა, გვიან საღამოს დაბრუნებული კი თითქმის ყოველთვის ნასვამი და ნერვებ მოშლილი იყო, გაიხდიდა ხოლმე ტანსაცმელს და თავით მიმითითებდა საწოლზე, მეც შესაშური მორჩილებით ვწვებოდი გაუნძრევლად, ფეხებს ვშლიდი და თვალებს ვხუჭავდი... - აააჰ, -ხმამაღლა ამოვიკვნესე როცა მისი თითები ჩემს ვაგინაში შეცურდა, ნამდვილად არანორმალური ვიყავი რომ ასეთ მომენტში დათო გამახსენდა, მისკენ შეტრიალება ვცადე, არ დამანება, კედლისკენ მიბიძგა, ზედ ამაკრა და მთელი ტანით მომაწვა, ვგრძნობდი როგორი აღგზნებული იყო და ეს მაგიჟებდა, გაშლილი თმა გვერდზე გადამიწია და მხურვალე კოცნებით ჩაუყვა ხერხემალს, თეძოებზე ჩაასრიალა თითები, ბარძაყებს ჩაუყვა და ჩემი მაქმანებიანი საცვალიც თან გაიყოლა, ვეღარ ვითმენდი, სურვილისგან მთელი სხეული მიძაგძაგებდა, მისკენ შევბრუნდი, ჩემს წინ იყო დაჩოქილი, ქვემოდან მიყურებდა და სულისშემკვრელად მიღიმოდა, თვალები ისე უელავდა თითქოს შიგ ჯოჯოხეთის ცეცხლი ენთო და მე მზად ვიყავი მისი ერთი კოცნის გამოც კი ამ ცეცხლში დავმწვარიყავი, მერწმუნეთ ამად ნამდვილად ღირდა... რამდენიმე წამს უხმოდ მიყურებდა თითქოს ჩემს მზერაში რაღაცის ამოკითხვას ცდილობდა, მერე სახე კმაყოფილმა ღიმილმა გაუნათა ტუჩები მოილოკა, თეძოებზე მაგრად მომიჭირა ხელები, თავისკენ მიმიზიდა და როცა ფეხებსშორის მისი მოქნილი ენა ვიგრძენი... დაფეთებული წამოვხტი, კარგა ხანს ვერ გამოვერკვიე, ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი და რას ვაკეთებდი, ათრთოლებული ვიჯექი საწოლში და უაზროდ ვაცეცებდი თვალებს, საათს გადავხედე, დილის შვიდი ხდებოდა მე კი თავს ისე ვგრძნობდი თითქოს ერთი წუთიც კი არ მიძინია, მთელი სხეული დაჭიმული მქონდა გამაგრებული კერტები მაცდურად იმზირებოდნენ გამჭვირვალე თეთრი პენუარიდან, ფეხებს შორის სიმხურვალეს ვგრძნობდი, ჯანდაბა, მარტო ფეხებსშორის კი არა მთელი სხეული ისე მიხურდა ცოტაც და ავფეთქდებოდი, ასეთ დროს გაღვიძება იქნებოდა? ბოლომდე მაინც მიეყვანა ჩემს სექსუალურ მეზობელს დაწყებული საქმე, გიჟივით გამეცინა საკუთარ გარყვნილ ფიქრებზე, ახლა ვერანაირი ვერ მიშველიდა, მთელი ჩემი არსება, ჩემი სხეული მამაკაცს ითხოვდა და თანაც ნებისმიერს არა მხოლოდ მას ვინც უკვე ჩემი სიზმრების სტუმარი გამხდარიყო და თავს არ მანებებდა, მასზე ფიქრს და ოცნებას ვერ ვწყვეტდი, გაბრუებული წამოვდექი და აივანზე გავედი, იმაზე არც მიფიქრია რომ ასე გამოწყობილს და ფაქტიურად შიშველს ვინმე დამინახავდა ჩემი საძინებლის აივანი მხოლოდ მეზობელი სახლის მხრიდან ჩანდა და დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემს სიმპათიურს ალბათ ახლა ღრმა ძილით ეძინა, იქვე მდგარ რბილ სავარძელში ჩავესვენე, ფეხები მოაჯირზე შემოვაწყვე და უკან თავგადაგდებულმა თვალები დავხუჭე... უკვე ორი დღე გავიდა მას შემდეგ რაც ვაჟას ქორწინებაზე დავთანხმდი, იმ დღეს როცა ჩემი ხელის სათხოვნელად მოვიდნენ ერთადერთი კარგი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ანა გავიცანი, მან დამარწმუნა რომ ვაჟას დავთანხმებოდი, მითხრა ახლა უბრალოდ უპრობლემოდ მოვიშოროთ ესენი აქედან და მერე მე ვიციო, რატომღაც ვენდე, ისიც კი არაფრად ჩამიგდია რომ ვაჟამ წასვლისას ყველას თვალწინ მაკოცა, უბრალოდ მერე ძლივს მივაღწიე საპირფარეშომდე და გული ამერია, ცალკე ლელას კმაყოფილი და ბედნიერი სახე მხდიდა ცუდად და ცალკე დედაჩემის ამაყი მზერა, მაგრამ ვცდილობდი ამეტანა, მაინტერესებდა რას აპირებდა ანა. მეორე დღეს კიდევ ერთი კარგი რაღაც მოხდა, ვაჟა მამამისს წაყვა სვანეთში ათი დღით, ახალი სასტუმროს მშენებლობისას მათ სასენებლო კომპანიას პრობლემები შექმნია და უნდა მოეგვარებინათ, თეა და ლელა კი პარიზში გაემგზავრნენ ორი კვირით, დასასვენებლათ და ჩემი საქორწინო კაბის შესარჩევად, რათქმაუნდა არც ახლა მკითხეს არაფერი, ისიც არ მესმოდა რატომ უნდა მცმოდა თეთრი კაბა მაგრამ ისევ არ გამიღია ხმა, იმითაც ბედნიერი ვიყავი რომ ცოტა ხნით მათ სახეებს ვერ დავინახავდი, შვებით ამოვისუნთქე როცა ლელამ ანას დაურეკა და ორი კვირით ჩვენთან დარჩენა სთხოვა, შეეძლო სხვა ვინმე მოემაგრებინა ჩემს სათვალთვალოთ თუნდაც რომელიმე ბოროტი შინაბერა დაქალი... მისაღებ ოთახში ანა რომ შემოვიდა ცხვირაწეული, სალამიც რომ არ მაღირსა, ხელში ჩანთა რომ მომაჩეჩა საკიდზე დაკიდეო, ლელას რომ მიუჯდა გვერდით და რომ მიბრძანა ყავა მომიდუღეო გავშრი, ნუთუ შევცდი რომ ვენდე, ნუთუ ისიც მათნაირი იყო, ლელამ კმაყოფილმა ჩაიღიმა ანას ჩემს მიმართ დამოკიდებულება რომ დაინახა, სხვა რაღა დამრჩენოდა თავდახრილი გავედი სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად. - ანა ორი კვირა შენთან დარჩება, დედაშენს და მე არ გვინდა რომ ამ უზარმაზარ სახლში მარტო იყო, სანამ არ ჩამოვალთ აქ იქნება, -ნიშნისმოგებით გამომიცხადა და ყავა მოსვა. - არაფერში არ უქნიხარ ღმერთს, ყავის მოდუღებაც კი ვერ ისწავლე, -ჩაიბუზღუნა და სახე დამანჭა. - არაფერზე იდარდო, სანამ არ იქნებით სიტუაციას მე გავაკონტროლებ, -ანამ თვალი ჩაუკრა და მხარზე მოხვია ხელი, -ყავის მოდუღებასაც ვასწავლი და იმასაც ქმარს როგორ უნდა მოექცეს რომ გააბედნიეროს. - შენი იმედი მაქვს, -თავზე ხელი გადაუსვა ლელამ, -ძლივს ჩავყლაპე ყელში მოწოლილი ბურთი, არც მისგან და არც დედაჩემისგან არასდროს ერთი თბილი სიტყვაც კი არ მღირსებია არადა რომ ეცადათ და ადამიანურად მომქცეოდნენ... ახლაც ტყუილად ვიფიქრე რომ ეს ერთი კვირა მშვიდად ვიქნებოდი, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდა ხომ გაგიგიათ... - აბა ახლა რას ვაპირებთ? -საჭეზე თითებს მოუსვენრად ათამაშებდა ანა და მხიარულად ღიღინებდა რაღაც ჩემთვის უცნობ მელოდიას, აეროპორტიდან ვბუნდებოდით, დედაჩემი და ლელა გავაცილეთ, წასვლამდე კიდევ ერთხელ დაგვმოძღვრეს მე და ანა, რომ ჩემთვის ყურადღება უნდა მოექცია და რომ მე ყველაფერში უსიტყვოდ უნდა დავმორჩილებოდი... - რას გულისხმობ? -გაოცებულმა შევხედე. - სადმე წავიდეთ, გავერთოთ, მაღაზიებში გავიაროთ, მერე ყავა დავლიოთ, ერთი ძალიან მაგარი კაფე ვიცი, უგემრიელეს ალუბლის ნამცხვარს აკეთებენ... - ხუმრობ არა? -ეჭვით სავსე მზერით შევხედე, მიღიმოდა და თვალები მხიარულად უციმციმებდა, აშკარად არ ხუმრობდა ან უბრალოდ კარგად თამაშობდა შეიძლება ამოწმებს რას ვეტყვი რომ მერე ვაჟასთან და ლელასთან დამაბეზღოს, კიდეც რომ დამაბეზღოს მერე რა ცუდს ხომ არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ საყიდლებზე წავალთ, მერე კაფეში... - რამდენს ფიქრობ, საყიდლებზე წასვლა შემოგთავაზე, პარაშუტით გადმოხტომა კი არა. - რატომ შემომთავაზე? - სერიოზულად? -ავტომობილი გზიდან გადააყენა, გააჩერა, ღვედი შეიხსნა და მომიბრუნდა, -რა გჭირს ჰანა? ჩვენ ხომ შევთანხმდით რომ უნდა გვემეგობრა. - შენ რა დამცინი? -ვეღარ მოვითმინე და მთელი ხმით ვუყვირე, -შენ არ იყავი ცოტა ხნის წინ ლელას თვალწინ მოსამსახურესავით რომ მექცეოდი. - სულელო გოგო, მეგონა მიხვდებოდი ეს რატომ გავაკეთე და ამიტომაც არ აგიხსენი არაფერი, აი თურმე რატომ ჩამოგტირის ცხვირპირი, -ღიმილით მიყურებდა და თავს აქნევდა, -რატომ ხარ ასეთი გულუბრყვილო? ლელას ხომ მშვენივრად იცნობ, ასე რომ არ მოვქცეულიყავი შენი აზრით ან ის და ან დედაშენი ასე უსიტყვოდ მენდობოდნენ? - ანუ ის ყველაფერი... - ჰო ის ყველაფერი უბრალოდ გავითამაშე. - რა გამოდის რომ მე და შენ მართლა მეგობრები ვართ? -როგორც იქნა შვებით ამოვისუნთქე და თვალები ამიცრემლიანდა. - რათქმაუნდა მეგობრები ვართ მაგრამ უკვე ვხვდები რამდენი წვალება მომიწევს რომ ტვინი უაზრო აზრებისაგან გაგითავისუფლო და შენი თავის რწმენა დაგიბრუნო, წარმოგიდგენია? მხოლოდ ორი კვირა მაქვს იმისთვის რომ შეუძლებელი შევძლო... სიტყვა არ დავასრულებინე, მისკენ გადავიხარე, მკლავები მოვხვიე და მთელი ძალით ჩავეხუტე, იმ დღეს არც საყიდლებზე გვივლია და არც კაფეში წავსულვართ, ანამ საკანცელარიო მაღაზიაში უზარმაზარი თეთრი დაფა და ფერადი მარკერები იყიდა, დაფა ჩემს საძინებელში ჩამოკიდა და ზედ გეგმა ჩამოწერა თუ რა უნდა გაგვეკეთებინა მთელი ეს დრო რაც მარტო ვიცხოვრებდით... მცხუნვარე მზემ თვალებში რომ მომიჭყიტინა მაშინღა ვიკადრე თავის წამოწევა, აშკარად კარგა ხანს მეძინა, იქვე მიგდებულ ტელეფონს დავხედე, თორმეტი ხდებოდა, ფეხები და კისერი გაშეშებული მქონდა, პენუარი თითქმის წელამდე მქონდა ჩამოცურებული მოაჯირზე შეწყობილი ფეხებიდან და საცვალი მიჩანდა, წვრილი სამხრე მკლავზე ჩამოვარდნილიყო და მარჯვენა ძუძუ მთლიანად მქონდა მოშიშვლებული, რომ გავიაზრე რა მდგომარეობაშიც ვიწექი აივანზე ისტიქტურად გამექცა თვალი მეზობელი სახლისკენ, გავშრი როცა დავინახე ჩემი სიმპათიური წელსზემოთ შიშველი მეზობელი როგორ უდარდელი სახით ეყრდნობოდა აივნის მოაჯირს ხელში ყავის ჭიქით და როგორ მიყურებდა ყურებამდე გაღიმებული, გამწარებული წამოვხტი სავარძლიდან რომ ოთახში შევვარდნილიყავი მაგრამ დაბუჟებულმა ფეხებმა მიმტყუნა და ძირს გავიშხლართე, კინაღამ მოვკვდი როცა ხმამაღალი ხარხარი მომესმა, კიბორჩხალასავით გაწითლებული, კოჭლობით შევიძურწე საძინებელში, ფარდები ჩამოვაფარე და სახეზე ხელებაფარებული ჩავჯექი იატაკზე. - აქ ხარ? -ისე რომ არც კი დაუკაკუნებია, მთქნარებით შემოვიდა საძინებელში ანა, საწოლზე გულაღმა წამოკოტრიალდა და ამოიზმუვლა. - დიდი ხანია ასე კარგად არ მძინებია, შენ როგორ გეძინა? - არაჩვეულებრივად, -გაშეშებული კისერი მოვისრისე და ამოვიოხრე, -ძალიან გთხოვ დღეს ტვინს ნუ შემიჭამ შენი გეგმით, ხასიათზე არ ვარ. - არავითარ შემთხვევაში, -წამოიწია და მუქარით დამიქნია თითი, -ცოტა დრო გვაქვს, ყველაფერი დეტალებში მაქვს გაწერილი, უფლებას არ მოგცემ ჩემი გეგმა ჩაშალო და ასეთი იდეალური პროექტი ქარს გაატანო, სანამ ისინი ჩამოვლენ მანამდე ნორმალურ ადამიანს უნდა დაგამსგავსო. - არანორმალურს ვგავარ? -რატომღაც მართლა მეწყინა, -სულაც არ ვარ არანორმალური შენ კი საცდელი ვირთხასავით მექცევი. - არანორმალური არა მაგრამ უცნაური ხარ, -პირდაპირ მომახალა, -ვიცი გიკვირს რომ ასე გექცევი მაგრამ სხვანაირად მოქცევა არ შემიძლია, ასეთი ბუნება მაქვს, როცა ვხედავ როგორ ჩაგრავენ ვინმეს უსამართლოდ უბრალოდ ვერ ვუვლი გვერდს და ვერ ვივიწყებ, არ მესმის როგორ შეუძლიათ ასე მოგექცნენ და ისიც არ მესმის როგორ შეგიძლია რომ ეს ყველაფერი აიტანო, შენში უკვე ისეა გამჯდარი მორჩილება ცოტა მკაცრად თუ არ გექცევი ხოლმე ვერ ფხიზლდები. - შენ არ გყოლია ჩემი მშობლებისნაირი მშობლები, შენ არ გაუთხოვებიხარ ძალით დათოსნაირ არაადამიანზე, შენ არ გყავს ლელასნაირი დედამთილი და ვაჟასნაირი საქმრო, შენ არ გადაგიტანია ის ყველაფერი რაც მე გადავიტანე, ძალადობა, დამცირება, ფსიქოლოგიური ზეწოლა... -პირველად ვლაპარაკობდი ამ თემაზე და პირველად ვფიქრობდი სიღრმისეულად ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს მდგომარეობაზე, პირველად შემეცოდა ასე ძალიან ჩემი თავი... - კარგი, გეყოფა, ნუ ტირი, -ჩემს გვერდით რომ ჩაიმუხლა და რომ მომეხვია, მაშინღა მივხვდი რომ მთელი ხმით ვღრიალებდი, დიდხანს მეფერებოდა და მამშვიდებდა, ბოლოს კი როცა შეატყო რომ უკვე კარგად ვიყავი ფეხზე წამოხტა და კარადა გამოაღო. - მორჩი წუწუნს ადექი ჩაიცვი და წავიდეთ საყიდლებზე, შენი გარდერობი განვაახლოთ. - ხომ იცი რომ ამის არც სურვილი მაქვს და არც შესაძლებლობა, -უკმაყოფილოდ ჩავიბუზღუნე, არადა როგორ მინდოდა რაღაც ახლის შეძენა, რაღაცის რასაც საკუთარი სურვილით და გემოვნებით შევარჩევდი, აქამდე სულ დედაჩემის და ლელას ნაყიდი ტანსაცმელი მეცვა, გრძელი კაბები, ფართო შარვლები, უფორმო ჯემპრები, მხოლოდ საცვლები, პენუარები და ხალათები მქონდა ზე სექსუალური ისიც იმიტომ რომ თურმე ქმრისთვის უნდა მესიამოვნებინა, სანამ დათო ცოცხალი იყო, თითქმის ყოველ კვირას მოჰქონდა ხოლმე ლელას ახალ-ახალი საცვლები, გამჭვირვალეები, მაქმანებით და თასმებით გაწყობილები... - სერიოზულად ამბობ რომ საშუალება არ გაქვს? -ანას სიცილმა გამომარკვია ფიქრებიდან, მთელი წინა დღე რა გაკვეთილს დავუთმეთ გახსოვს? - მახსოვს, მთელი დღე იმას ჩამჩიჩინებდი რომ ძალიან მდიდარი ვარ, რომ ეს სახლი, მთელი ფული რაც ანგარიშებზე გვაქვს და კომპანიაც მე მეკუთვნის, -მობეზრებულმა ავატრიალე თვალები და წამოვდექი. - ყოჩაღ, კარგი მოსწავლე ხარ, დაგიმახსოვრებია, -პატარა ბავშვს რომ ეფერებიან ზუსტად ისე გადამისვა თავზე ხელი და გამიღიმა. - ჰოდა ახლა რას ვაკეთებთ? - რას ვაკეთებთ? - იმ ფულის დახარჯვას ვიწყებთ რომელიც შენია და რომელსაც იმსახურებ, გულწრფელად მითხარი, გადახედე შენს წარსულ ცხოვრებას და ისე თქვი, იმსახურებ თუ არა იმ ფულს რომელიც დათომ დაგიტოვა? - ჩემთვის არ დაუტოვებია, უბრალოდ... - კითხვაზე გამეცი პასუხი, -ხმა გაუმკაცრდა, წარბი მაღლა ასწია, თვალები დავხუჭე და თვალწინ აჩქარებული კინოკადრებივით გამიარა ჩემმა ცხოვრებამ, ამასაც თუ ცხოვრება ერქვა, მუდმივი დამცირება, ძალადობა, სტრესი და მონობა, არცერთი დღე საკუთარი თავისთვის გატარებული, ვიმსახურებდი თუ არა მცირეოდენ კომპენსაციას? რათქმაუნდა ვიმსახურებდი... - ვიმსახურებ, -არც თუ ისე დარწმუნებული ტონით ვუპასუხე. - დასაწყისისთვის არა უშავს, ნელ-ნელა მივხედავთ შენს თავდაჯერებას, თვალი ჩამიკრა და კედელთან მივიდა სადაც დაფა გვქონდა გაკრული, -ესე იგი მივყვეთ დღევანდელ გეგმას, ვაახლებთ შენს გარდერობს, ვქირაობთ იმ ფართს გუშინ რომ მოგეწონა, ვიწყებთ შენი ოცნების ასრულებას და ამავდროულად ვუთანხმდებით მასწავლებლებს... - რომელ მასწავლებლებს? რისთვის? - იმისთვის რომ ატესტატი აიღო და უნივერსიტეტისთვის მომზადება დაიწყო. - კარგი რა, -სიმწრის სიცილი ვერ შევიკავე როცა წარმოვიდგინე რა რეაქცია ექნებოდათ ლელას და დედაჩემს როცა ამ ყველაფერს გაიგებდნენ, -ოცნება კარგია ანა მაგრამ გგონია ამის უფლებას მომცემენ? დედაჩემი გაგიჟდება, ვაჟა... - ნეტავ ვის აინტერესებს რას იტყვის ვაჟა, -მხიარულად ჩაიცინა და უდარდელად აიქნია ხელი, -მაცადე რასაც ვაკეთებ, მენდე და გპირდები სულ რაღაც ათ დღეში საერთოდ აღარ დაგაინტერესებს რას იფიქრებენ დედაშენი ლელა ან ვაჟა, ერთი სული მაქვს მათი სახეები ვნახო როცა გამოუცხადებ რომ აღარ თხოვდები, სწავლას აგრძელებ და თან იმუშავებ, წარმოიდგინე რა მაგარი იქნება, საკუთარი კაფე გექნება... - ესე იგი ეს არის შენი გეგმა? - რა მოხდა რამე არ მოგწონს? - მე არ შემიძლია, მე უბრალოდ... მე ვერ შევძლებ რომ... -რატომღაც შემეშინდა რომ წარმოვიდგინე რა მოყვებოდა ამ ყველაფერს. - შეძლებ, შეძლებ, უბრალოდ ჯერ საკუთარი თავის უნდა ირწმუნო, უნდა მიხვდე როგორი ძლიერი ხარ, უნდა მიხვდე რომ ფეხზე მყარად დგომისთვის საკუთარი თავის გარდა არავინ გჭირდება, ახლა კი ნუღარ წუწუნებ და თავს ნუ მაცოდებ, ჩაიცვი და წავიდეთ, -კარადიდან მუქი ლურჯი სარაფანი გამოიღო ხელში მომაჩეჩა და ღიღინ-ღიღინით გავიდა ოთახიდან... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.