შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმია ორისთვის (თავი 4)


9-12-2022, 17:05
ავტორი თუკა
ნანახია 3 982

ნერვიულობისაგან ხელები ყინულივით მქონდა. ტყავის სავარძელში ვიჯექი და გულგახეთხილი ვუცდიდი როდის მოვიდოდა დანიელი. მზად ვიყავი ყველაფრისათვის, ჩხუბისთვის დამცირებისთვის, ოღონდ ყველაფერი ისე ყოფილიყო როგორც მე მინდოდა, ოღონდ ეთქვა რომ არ აპირებდა დანგრევას.
მთელი საათი მომიწია ლოდინი, მაგრამ ამად ღირდა.
ცისფერ პერანგში და მუქი ფერის ჯინსში გამოწყობილი შემოვიდა დერეფანში ისე რომ ჩემკენ არც კი გამოუხედავს, ორიოდე ნაბიჯის დაშორებით ლამაზი სახის გოგონა მოყვებოდა, დავინახე თუ არ თავში წითელი ღილაკივით ამენთო სახელი „ნია“.
გაუაზრებლად შევკარი მუშტები ნერვიულობისაგან და მზერა ავარიდე გოგონას რომელიც დაშტერებით მიმზერდა..
- ბატონო დანიელ, დილა მშვიდობისა - უმალ ფეხზე წამოდგა მდივანი და სახეზე მოულოდნელი ღიმილი აიფარა.მისი თავის დაკვრა არაფრად ჩააგდო და მაგიდას დაშორდა. - ბატონო დანიელ, მთელი საათია მართა გელოვანი გელოდებათ.
- არც მიკვირს - ხმამაღლა ჩემს გასაგონად ჩაილაპარაკა და მთელი სხეულით დატრიალდა ჩემკენ. - გიცდიდი, სიმართლე გითხრა გუშინ.
- გუშინ უბრალოდ, იმ ავარიის შემდეგ ვერ გავბედე მოსვლა - დასჯილი ბავშვივით დავიწყე თავის მართლება, დანაშაულზე რომ წაიჭერენ.
- არც ახლაა გვიან, წამოდი - თავაზიანად დამითმო გზა და უკან შემომყვა..
- აბა რა ამბავია? თუმცა უთქმელასაც ვიცი რა ამბავიცაა მართა.
- დანიელ მისმინე. კარგად იცი რომ გულზე არ მეხატები და არც შენ გიჟდები ჩემი ნახვით. ის რაც შენს მეგობარს დაემართა ძალიან ვწუხვარ მართლა. არ ვიცი ჩემი და ასე რატომ მოიქცა. ამის გამო გუშინ მოსვლა ვერ მოვახერხე ,ძალიან მრცხვენოდა. მაგრამ სხვა გზა არ მაქვს და ეს შენც კარგად იცი. რამდენადაც თავს გარიდებ უფრო მეტად მიწევს შენთან შეხვედრა, ვიცი რომ გეცინება და გულის სიღრმეში დამცინი კიდევაც მაგრამ, ძალიან გთხოვ იქნებ შენობა არ დამინგრიო..
- ძალიან გვიანია, დააგვიანეთ. შენობა დაინგრევა - სახეზე კმაყოფილება აესახა და თავიდან კისრის მიმართულებით ნელა დაისვა ხელი..
- კი მაგრამ დანიელ, ასე როგორ ..- მზად ვიყავი ცხარე ცრემლით მეტირა მაგრამ ოთახში შემოსულმა გოგონამ მიხსნა..
- დილა მშვიდობისა - სანდომიანად მომესალმა და ხელი გამომიწოდა.-როგორც მივხვდი შენ ხარ მართა გელოვანი, ხო ასეა?
- დიახ, რაც შემეძლო მშვიდად გავეპასუხე და მალული მზერა გავაპარიე დანიელისკენ, რომელიც აღფრთოვანებული შეყურებდა მოსაუბრე გოგონას.
- მე ნია ვარ, „ქართულის“ ფირმის ადვოკატი და დანიელის და.
- დანიელის და? - კითხვაზე კითხვით ვუპასუხე და ფეხზე წამოვდექი. - ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
- ჩემთან შენობით მართა.. ისეთი გაოცებული სახე გაქვს მგონია რამე მოხდა, თუ მე არ მელოდი.- საკუთარმა მიმიკამ მაშინვე გამყიდა და ნერვიულად დავიტრიალე მაისურის კიდე თითზე.
- აჰ, არა, უბრალოდ არ ვიცოდი დანიელს და თუ ჰყავდა- მორიგი სისულელე ვუთხარი და ზედმეტი დამაჯერებლობისათის გავიღიმე..
- ესეიგი შეგვიძლია მართას ახალი ამბავი ვახაროთ ? - ძმას გვერდით მიუდგა და ხელი მხარზე შემოხვია.
- რა ამბავი? თუ ჩემი შენობის დანგრევას გულისხმობთ ნამდვილად უკვე მახარეს ნია. ამაზე კარგად ვერავინ გამახარებდა..
- შენ რა არ უთხარი? - დაბნეული თვალებით შეხედა დანიელს და მერე ისევ მე გამომხედა..
- ჩვენ აუცილებლად ჩავდგამთ მაგ ადგილას ახალ ბიზნეს ცენტრს და სასტუმროს მართა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ დავიწყებთ მშენებლობას როცა ალტერნატიული ფართი მოინახება შენი ბავშვებისათვის. მანამდე შეგიძლია მანდ იყოთ , ხო ასეა ძამიკო ?
- ასეა, ნიას აზრი და სურვილი ასე იყო - მოკლედ მომიჭრა და ფეხზე წამოდგა.
- ჩემი სურვილი ? - ახ ხოო, ჩემი სურვილი დაბნეული წამოვიდა ჩემკენ და გვერდით სავარძელში ჩაჯდა. - ჩვენ მოკლედ მე და დანომ ბევრი ვიფიქრეთ და ასე ვიპოვეთ გამოსავალი . მგონი ცუდი არაა არაა??
- არა, რას ამბობთ , ძალიან მაგარიააა. არ ველოდი ამას, მე , ძალიან დიდი მადლობა დანიელ - ფეხზე მდგარს ავაყოლე თვალი და ვიგრძენი როგორ გამიშრა ყელი ნერვიულობისაგან .
- შეკრებაააა? - ომახიანად დაიძახა კაბინეტში შემოსულმა მამაკაცმა და დავინახე როგორ ეცვალათ სახეზე გამომეტყველება და-ძმას. - სტუმარი გყოლიათ , არ ვიცოდი - გაფითრებული მზერა მომავლო და დავინახე როგორ გაუფართოვდა თვალები ჩემს დანახვაზე.. - წარმოუდგენელია ..შეუძლებელია . - ჩუმად ჩურჩულებდა და ჯიქურ მოდიოდა ჩემკენ.
- ჩვენ, ვიცნობთ ერთმანეთს? -შეშინებულმა ვკითხე და ორიოდე ნაბიჯით დავიხიე უკან.
- აქ რას აკეთებ? - დანიელის ხმის გაგონებაზე მაშინვე ვიგრძენი სიმყარე და მის ზურგს უკან უსუსური ბავშვივით დავიმალე ლამის. - ანდრია, შენ გეკითხები რას აკეთებ აქ?
- რა კითხვაა ძმაო, არ გაგიხარდა არა შენი ძმის ნახვა, ასეთ ვიცოდი... შენ რადგან არ მოდიხარ ჩვენთან მე მოვედი, მუჰამედის პრინციპია ხომ ასეა დაიკო?
- ანდრია ჩვენი ძმაა - სიტუაციის განმუხტვას შეეცადა ნია და გვერდით გაჩერდა ძმასთან.- რა თქმა უნდა ესეც არ იცოდი - სიცილით მითხრა რომ აღელვება დაემალა..
- შენ მე ვიღაცას მაგონებ , ნამდვილად მაგონებ .. რა მითხარი რა მქვიაო?- ჯიბეში ჩამალული აცახცახებული ხელი ნერვიულად ამოაძვრინა და მაგრად მოისვა კისერზე.
- მართა- უარესად დაძაბულმა ჩავილაპარაკე და ნიას გავხედე, რომელიც დაძაბული უყურებდა დანიელს..
- კარგი ანდრია, თამაშის დრო არ გვაქვს, საქმეზე ვსაუბრობთ , სხვა დროს გაერთე, მიდი გადი და მერე შემოდი..
- მართა.. მართა..- ნერვიულად იმეორებდა ჩემს სახელს და კარისკენ მიდიოდა, წამიერად შედგა და სწრაფად დატრიალდა- გელოვანი, რა თქმა უნდა გელოვანი ხო ასეა? - ცეცხმოდებული მზერა მესროლა და ადგილზე გაიყინა.
- ანდრიაა გეყოფა ! საკმარისია გართობა!- რაც შეეძლო მკაცრად დაუტიას ძმას ნიამ და კარებში ძალით გაიყვანა..
- მგონი შეგაშინა არა? - პატარა პრობლემები აქვს ბავშობიდან, ზოგადად ერთობა სხვისი ნერვებით .
- ძმას ჰგავს - ძლივს ამოვიდუდღუნე და სავარძელში მოწყვეტით ჩავჯექი.- ასე მგონია ძალა გამაცალა შენმა ძმამ, ისეთ მზერა ქონდა რაღაცა საოცარი დანიელ.
- მაგას სულ ასეთი მზერა აქვს, არ ინერვიულო. მოკლედ, ყველაფერზე შევთანხმდით ხო ასეა? შენობა არ დაინგრევა, ამ დღეებში თავად დაგიკავშდები და ალტერნატიულ ფართებს გაჩვენებ, რომელიც გენდომება იქ შეგვეძლება აშენება.
- უღრმესი მადლობა. მაშინ შეხვედრამდე- სწრაფად მივაყარე სიტყვები , ჩანთას ხელი დავავლე და დერეფანში სირბილით გავედი.
ფიქრებში არეულმა ჩავირბინე კიბეები და ქუჩას თავდაღმა დავუყევი.. ვერაფრით ვიშორები მის მზერა გონებიდან, მის გამყინავ და საშნელ თვალებს. ტანში მაციებდა.. შიშის ჟრუანტელი მივლიდა, მის გახსენებაზე..
მოულოდნელად დამუხრუჭებულმა მანქანამ ფიქრებიდან გამომარკვია და ბორბლების ღრჭიალის ხმაზე გვერდზე ანაზდად გავიხედე..
ირონიული სახით იდგა ჩემს წინ ანდრია..
ზურგი ვაქცია და ქუჩის საპირისპირო მიმართულებით გადაკვეთას შევეცადე რომ , მოულოდნელად მტაცა ხელი მკლავში და მანქანისაკენ ძალით გამათრია..
- ესეიგი, მართა გელოვანი არა?- დამცინავი ხმით მკითხა და მანქანა ადგილიდან მოწყვიტა..
- მე მგონა რომ მე და შენ იმდენად არ ვიცნობთ ერთმანეთს რომ ასე მოქცევის უფლება არ გაქვს - დამფრთხალმა ვუთხარი და თითები ერთმანეთში გადავხლართე ნერვიულობის გადასაფარავად.- ჯერ ეს ერთი დღეს პირველად გნახე, მეორეც რა კულტურაა ასეთი მოპყრობა?
- შენ ცდილობ რომ წესები მასწავლო თუ რას აკეთებ? იცი რა კარგად ვიცნობ თქვენნაირ ქალებს?
- მართლა? დამერწმუნე მე კიდევ შენნაირებს ვიცნობ ძალიან კარგად,შენ იცი ვინ ხარ? სხვების დამცირებით და გულისტკენით რომ სიამოვნებას იღებ. იცი მაინც ასეთ ადამიანებს რას ეძახიან? - ზიზღიანი მზერა შევანათე და ჯიქურ შევხედე თვალებში.
- საინტერესოა რას? - ღიმილით დამიბრუნა პასუხი და რკინის პატარა ბოთლიდან რაღაც მოსვა..
- ავადმყოფს, სულიერად შეშლილს.
- ანუ გიჟს არა? - ხმამაღლა გადაიხარხარა და საჭეს ხელები დაარტყა, - რაო ჩემს დიდებულ წარმოსადეგ ძმას არ უთქვამს რომ მთელი წელიწადი საგიჟეთში ვიყავი გამოკეტილი საზღვარგარეთ?, გიჟად თუ ჩამთვლი მართლა არ მეწყინება, სამაგიეროდ მე ვიცი ,შენ როგორ უნდა გაგაგიჟო , და თავი როგორ გაგრძნობინო გიჟად.
- შენ მართლა გიჟი ხარ - ნეტავ დამანახა ის ადამიანი ვინც იქიდან გამოგიშვა შენ - მისი საუბრით გაოგნებულმა ვუთხარი და ტელეფონისაკენ გავაპარე თვალი..
- ოოოო, რა მარტივი და უბრალო სურვილებია, არ მეგონა მამაჩემის ნახვა თუ გენდომებოდა. მაგრამ სიმართლე გითხრა , მე სხვა რამე უფრო მაინტერესებს. ჩემს ძმას და შენს შორის რა ხდება?
- ვერ გავიგე? - რამე მეკითხები რას ქვია რა ხდება?
- ძალიან კარგად გაიგე, გეკითხები ჩემს ძმასთან წევხარ? - სრული სერიოზულობით შემეკითხა და ნახევარი ტანით მოტრიალდა ჩემკენ.
- მომისმინე შენ ანდრია ხარ თუ ვინც ხარ, ტვინს ძალა დაატანე საერთოდ თუ გაგაჩნია . და მანქანა გამიჩერე ...
- ნწუ, ვერააა ვერაააა - ოოო, მოიცადე ნახე თავად დანიელი დიდი დანიელი გვირეკავს, ახლა გაიგებს რომ აქ ხარ და მოსაკლავად გამიმეტებს. უსმინე, არ სიამოვნებას არ მოგაკლებ- სიცილით მითხრა და ტელეფონი ხმამაღლა მოლაპარაკეზე ჩართა..
- ანდრია სად გაუჩინარდი? ნია გეძებდა - მისი ხმის გაგონებაზე თითქოს გულზე მომეშვა და ღრმად ამოვისუნთქე..
- რომ იცოდე რა მოხდა, გზად ერთი გოგო გადამეყარა, ხოდა ვიფიქრე გავასეირნებ თქო. ხოდა ახლა ერთად მივდივართ სასეირნოდ.
- ვინ გოგო რას ბოდავ? ასე მალე სად გახვედი, ან სად ხარ? - ხმაში გაბრაზება შეეპარა უფროს ლიქოკელს..
- ვინ და მართა, ხოო ხოო მართა გელოვანი.
- შენ ხო არ შეიშალე?!- გამწარებულმა უღრიალა ძმას და შეშინებული ჩავაფრინდი სავარძლის კიდეს. მანქანა გააჩერე და მართა გამოუშვი. იცოდე მაგრად განანებ მაგ ქცევას ანდრია..
- ხო იცი რომ ამას ვერ ვიზამ და ვერც შენ იზამ, ყველაფერი შენია. ყველაფერი ძმაო საითაც თითს გაიშვერ, მოდი ეს ჩემი იყოს..
- მორჩი გესმის? ადამიანით თამაშს მორჩი. მართა ჩემი არააა, მასთან არაფერი მაკავშირებს.
- ხო?? მე რაღაც სხვანაირად მომეჩვენა. მისმინე იქნება გიჟი ვარ მაგრამ არ იცი რომ გიჟები ყველაფერს უკეთ ხვდებიან?
- ანდრია მისმინე. ახლა თამაშის დრო არაა. მართა გამოუშვი და ყველაფერს მოგცემ რაც გინდა, სულ ყველაფერს.
- რატომ? ასე ძალიან ძვირფასია ეს გოგო შენთვის?- ძალიან გეწყინება რაიმე რომ დავუშავო? - დამავიწყდა, შენ ხომ დიდი ნარცისი ადამიანი ხარ, მხოლოდ საკუათარ თავზე შეყვარებული ადამიანი, რომელიც არავის უყვარს. საერთოდ არავის.. რომ იცოდე როგორ ეჯავრები შენს სათაყვანებელ მამას, მხოლოდ შენს უტვინო დას უყვარხარ, იმიტომ რომ ისიც შენსავით დებილია. შენსავით გამოუსადეგარი..
- არ მაინტერსებს სხვისი აზრები ანდრია, წყობიდან ნუ გამომიყვან. მართას თითი რომ დააკარო არ გაცოცხლებ გესმის? მისი ხმა მინდა გავიგონო, ტელეფონი მიაწოდე..
- რა პრობლემაა, მას ისედაც ესმის შენი ხმა.. -მიდი უთხარი რომ აქ ხარ - ტელეფონი კალთაში ჩამიგდო და მორიგი ყლუპი მოსვა ბოთლიდან.
- დანიელ მე, კარგად ვარ..- რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი. და ანდრიას გავხედე.
- მისმინე, არ შეგეშინდეს კარგი? გპიდები მალე მოვალ, გიპოვი და მალე მოვალ მართა..
- არ ინერვიულო, ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ . დანიელ.არ ინერვიულო კარგი? მე არ მეშინია. მე არ მეშინია - გამალებით ვუმეორებდი ერთი და იგივე სიტყვას და აშკარა იყო საპირისპიროზე ვუსვამდი ხაზს.
- ყოჩაღ კარგი გოგო ხარ - ხარხარით მითხრა და ტელეფონი ხელიდან გამაგლიჯა..
- ასე რატომ ვერ იტან შენს ძმას, ის ხომ შენი ძმაა..
- ვერ ვიტან? ეს ძალიან ხმადაბალი ნათქვამია. მთელი გულით მეზიზღება, ნუ მიყურებ ასეთი გაოცებული სახით, დიახ ასეა. ნეტა არც არსებობდეს, ჩემთვის მაინც სულ ერთია არსებობს თუ არა.. მე ხომ შეშლილი ვარ, დანიელი კიდევ საჩვენებელი ბიჭია..
- გაბოროტებული ხარ და გინდა ჯავრი და ბოღმა საკუთარ ძმაზე ანთხიო? გინდა ყველა და ყველაფერი დაანგრიო რაც მასთან კავშირშია.. არ მესმის ამხელა ზიზღს როგორ გრძნობ საკუთარი დედმამიშვილის მიმართ..
- და შენ? შენ რას გრძნობ შენი დის მიმართ, არ მეგონა ასე თუ ემსგავსებოდა ვინმე მას..
- ჩემს დას იცნობ? - გაოცებულმა შევხედე და თვალი ავაყოლე პირთან მიტანილ ბოთლს.. - ნერვიულად ამიკანკალდა ქვედა ტუჩი და მაისურის ბოლო მუჭაში დავიქციე.
- ვიცნობ და თანაც როგორ კარგად.. მოულოდნელად გადმოიწია ჩემკენ და მთელი თმა მუჭაში მოიქცია, მანიაკი ადამიანივით დამყნოსა თმაზე და სახეზე ირონია აესახა.. - ნწუ, ეს სხვაა. მის თმას ქოქოსის სურნელი ქონდა მუდამ.. ახლაც მახსოვს მაგას რა დამავიწყებს...
- რა , რა მანიაკიზმიააა ღმერთო ჩემო. რა ავადმყოფი ხარ.. ნამდვილი შეშლილი.. აცრემლებული ვამბობდი და გაოცებული ვუმზერდიი ჩამოცლილ ბოთლს.
- მე ვარ შეშლილი? კითხე როგორ გავხდი ასეთი. უთხარი, აიძულე მოგიყვეს ჩემზე.. მიკვირს საყვარელმა დაიკომ ასეთი რამე დაგიმალა, აიძულე მოგიყვეს, როგორ მომექცა, როგორ გამწირა.. რა გამიკეთა..
- არ მესმის, არ მჯერა რას ბოდავ, ნიტა ასეთ რამეს არ გააკეთებდა, არ არსებობს გესმის? შენი არც ერთი სიტყვის არ მჯერა.. ამიხსენი ახლა აქვე და შენ ამიხსენი რა გაკავშირებს ჩემს დასთან..
- ის რაც შენ გაკავშირებს ჩემს ძმასთან..
- არაფერი მაკავშირებს შენს ძმასთან ღმერთო ჩემო..
- სასაცილოა და ახლა მეც არაფერი მაკავშირებს შენს დაიკოსთან, თუმცა მაკავშირებდა.. სიგიჟე მაკავშირებდა...
- ახლა მიხვდი,, ახლა ვხვდები რასაც აკეთებ. გინდა რომ ჩემი და დასაჯო ჩემით თუ შენი ძმა დასაჯო?
- ორივე. ორივეს დასჯა მინდა. ორივეს ისევე მინდა სტკიოდეს როგორც მე მტკიოდა როცა აქედან ძალით წამიყვანეს. ძალით გამომკეტეს.. მინდა ორივე ისევე დაიტანჯოს, ორივემ დამნაშავედ იგრძნოს თავი.. და შენ ამაში დამეხმარები..
- მეტი არ დალიო, გასაგებია? გინდა რომ ავარიაში მოვყვეთ? ბოთლი ხელიდან გავაგლიჯე და საოცარი ტკივილი ვიგრძენი მკლავში..
- ზუსტად ეგ მინდა, რა იყო ასეთი მშიშარა ხარ, და გეშინია?
- მანქანა გააჩერე... - რაც შემეძლო მკარად ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე. ანდრია მანქანა გააჩერე ან გადავხტები !- ღვედი გავიხსენი და დაკეტილ კარს დავეჯაჯგურე..
- ვერაფერსაც ვერ იზამ !- ვერაფერს !- გამწარებულმა მიყვირა და ნახევარი ტანით მიმწია თავისკენ..სიჩქარის მაჩვენებლი ისარი ზომას გვარიად იყო გადაცდენილი. ვგრძნობდი რომ მანქანა კი არ მიდიოდა მიფრინავდა.. აზრი არ ჰქონდა ყვირილს და კამათს. ვიცოდი რომ ეს დღე ბოლო იქნებოდა.. მზე გვარიანად მაჭერდა სახეზე და გზის დანახვას კიდევ უფრო მიაუარესებდა..მთელი ძალით ვკარი ხელი საჭეზე, და ვიგრძენი როგორ გადავიდა მანქანა სავალი ნაწილიდან, უეცრად ვიგრძენი საოცარი სიმსუბუქე, ჰაერში ორი ბრუნის შემდეგ ძლიერმა ტკივილმა გამაცალა ენერგია.. შუშის თვალებით ვუმზერდი ჩვენკენ სირბილით მომავალ ხალხს და თავი არ მქონდა რომ მეყვირა.. მხოლოდ ერთს ვგრძნობდი მაგრამ გულში სოცარი განცდა მქონდა. დანაკლისი, მასთან არ გატარებული დღეების , წამების და საათების დანაკლისი...ახლაც კი სიკვდილის წინ მის თვალებზე და მისი სხეულის სიმხურვალეზე ვფიქრობდი ...
ანერვიულებული მართავდა საჭეს დანიელი დ ფიქრებიდან ვერ გამოდიოდა..
როდის გახდა ასეთი მისი ძმა, როდის გადასხვაფერდა ასე ძალიან.. მხოლოდ ერთი წელი იყო წასული ანდრია, ნუთუ მიზეზი ეს იყო.. მისი სიგიჟე და მისი ავადმყოფობა.
როგორ ვერ შეამჩნია, რომ მისი ძმა ასე ცუდად იყო.. იცოდა რომ ბავშობიდან ეჭვიანობდა დანიელზე მაგრა, ასე ძალიან თუ არ უყვარდა ეს ნამდვილად არ ეგონა.. ვერც კი წარმოიდგენდა რომ ასე სძულდა საკუთარ ძმას..
- შენსი არაა. შანსი არააა. არ არსებობს - ბოლო ხმაზე ღრიალებდა დანიელი და გამწარებული ურტყავდა საჭეს ხელებს.. - მოკლავ, ჩემი ხელით მოვკლავ როგორც კი გამოკეთდება, მართას რაიმე რომ დაემართოს მოვკლავ..
საავადმყოფოს მოსაცდელში ნერვიულად დადიოდა დანიელი და ატირებულ ნიტას თვალს ვერ უსწორებდა. ნერვიულობისაგან გაყინული თითები მიიჭირა საფეთქელზე და კედელს მიყუდებული დაეშავა ძირს.
მალულად გააპარა მზერა ნიტამ დანიელისაკენ და ამღვრეული თვალებით ახედა ქმარს.
- თავს იდანაშაულებ ვიცი, მაგრამ შენი ბრალი არაა- დანიელ - ომახიანად უთხრა კახიმ და იატაკზე გვერდით მიუჯდა.. - რადგან შენი ძმა იყო მის გვერდით, ნუ იფიქრებ რომ შენკენ გამოვიშვერთ თითს. მე და შენ ერთმანეთს არ ვიცნობთ მაგრამ კარგად გეტყობა როგორ ადამიანი ხარ .
- უნდა მივმხვდაარიყავი , უნდა მივმხვდარიყავი რომ ანდრია ამას გააკეთებდა, რომ ამაზე წავიდოდა, მაგრამ ასეთი პრობლემები თუ ქონდა არ ვიცოდი. ვერ წარმომედგინა, აქამდე არაფერი შემინიშნავს.ნუ მეუბნებით რომ ჩემი ბრალი არ არის, ჩემი ბრალია, მარტო არ უნდა გამეშვა, ვერ მოვასწარი , თვალთახედვიდან დამეკარგა..
- დანიელ, თავს რატომ იტანჯავ, შენი ბრალი არაფერია დამიჯერე, შენ არაფერი დაგიშავებია - ლამის ჩურჩულით უთხრა ნიტამ და მის წინ ჩაიმუხლა.
მათი საუბარი თეთრხალათაინმა ქალბატონმა შეწყვიტა , გეზი პირადპირ მათკენ აიღო და მშვიდად დაადო ხელი მხარზე ნიტას.
- თქვენი და კარგადაა, არ ვიცი როგორ მაგრამ სასწაულებრივად გადაურჩა ყველაფერს. მსუბუქი დაბეჟილობა აქვს. ახლა დამამშვიდებელი გავუკეთეთ სძინავს და მალე გაიღვიძებს. თქვენს ძმას კი ხელი აქვს მოტეხილი ბატონო დანიელ. ორივე მათგანი ღვედმა იხსნა . მაგრამ ერთი პრობლემაა- თქვენი ძმა ნასვამ მდგომარეობაში იჯდა საჭესთან. ამასთან დაკავშირებით გამამძიებელს სურს გასაუბრება, მერე კი შეგიძლიათ მოინახულოთ თქვენი ძმა..
- ასეც ვიცოდი - წარბები შეყარა დანიელმა და დერეფანში მდგომთ ზურგი აქცია..
- დანიელ რა მოხდა? - მისი მიმართულებით მიმავალ ძმაკაცებს და სანდროს შეავლო ტკივილიანი მზერა დანიელმა დანერვიულად დაისვა ხელი თავიდან კისრის მიმართულებით.
- როგორც ყოველთვის, ანდრია ავარიაში მოყვა, ამჯერად თავის სიცოცხლესთან ერთად მართას სიცოცხლეც ფეხებზე დაიკიდა. მიკვირს ფეხზე როგორ ვდგავარ. და ამდენი ძალა საიდან მაქვს. - ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა დანიელმა და ღრმად ამოიქუნთა. - გამომძიებელი მელოდება, მერე კარგით? ყველაფერს მერე გეტყვით . ახლა არც თავი მაქვს და არც ნერვები საამისოდ..
- ხო კარგად არიან? - მაინც შებედა ლევანმა კითხვის დასმა..
- კი ორივე გადარჩა. ერთი დაბეჟილია მეორეს ხელი მოსტყდა. მაგრამ აქედან გავიყვან ამ ბიჭს და მერე გავუსწორდები. მერე ვასწავლი მაგას ჭკუას.. - გაცხარება ერთიანად მიეძალა დანიელს და წელში გამართული გაუყვა დერეფანს..
**
საწოლში ვიწექი და ცხელ ყავას ნელა-ნელა ვწრუპავდი. ანდრიას სიტყვები მკაფიოდ ჰქონდა დამახსოვრებული ჩემს გონებას, ვიცოდი რომ ჩემს დასთან აუცილებლად მომიწევდა საუბარი მაგრამ , ახლა ჯერ ამისი სურვილი და თავი არ მქონდა.
ფრთხილად შემოაღო კარები ნიტამ და საწოლზე ჩამომიჯდა..
- მართ, მინდა რომ ვილაპარაკოთ , გულხდილად ვილაპარაკოთ.
- კარგი, მაგრამ რაზე? - რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და ყავა მაგიდაზე დავაბრუნე.
- არის რაღაც რაც შენ არ იცი, დედა საგულდაგულოდ მალავდა ამას და მეც ამ თამაშში ჩავერთე მართა. გეფიცები არც კი მახსოვდა ასეთი რამ თუ იყო ჩემს ცხოვრებაში , სანამ..
- სანამ რა? რაზე ლაპარაკობ ნიტა, სანამ რა? წელში ნელა გავსწორდი და მტკივან მკლავზე მოვისვი ხელი.
- სანამ არ გავიგე რომ იმ ავადმყოფთან ერთად მოყევი ავარიაში , და სანამ არ გავიგე რომ ის ავადმყოფი დანიელის ძმაა..
- ვინ ავადმყოფი, რაზე ამბობ?
- ანდრიაზე, დანიელის ძმაზე.
- შენ მას იცნობ? - მშვიდად ვკითხე და ერთიანად შემახურა პასუხის მოლოდინში.
- ვიცნობ მართა. ვიცნობ. უნივერსიტეტეში რომ ვსწავლობდი ანდრია მაშინ გავიცანი, შემთხვევით გავიცანი, გადამეკიდა მას მერე. გიჟივით დამყვებოდა ლანდად. ვერაფრით მოვიშორე.შენი შარში გახვეევაც არ მინდოდა, დედას მოვუყევი... ყველაფერი იმით დასრულდა , რომ ანდრიას მშობლები წესიერი ადამიანები აღმოჩნდნენ და სანამ ვუჩივლებდი , მისი შვილი გაარიდეს საქართველოს.
- მოიცა, რა უბედურებას მიყვები, ზღაპარია? ზღაპარს მიყვები?
- არა დაიკო, მისმინე, ვიცი რომ აქამდე უნდა მეთქვა..
- ახლა გასაგებია. ახლა გასაგებია, რას ამბობდა ანდრია მანქანაში, რატომ გადაირია რომ დამინახა, მე შენ ვეგონე, ამიტომ იყო გაოცებული. ამიტომ წამიყვანა..
- მაპატიე გთხოვ, კარგი?
- ნიტა რას ამბობ? რას ამბობ ნიტა, ადამიანის ჩივილი გინდოდა, გაგარიდეს, წაიყვანეს. საგიჟეთში გამოკეტეს იცი? იცი რომ მკურნალობდნენ?
- მართა არ მისმენ, გიჟია ეგ ადამიანი გიჟია გესმის? შენ ჩემი არ გჯერა?
- რაღაცას მიმალავ, ანდრია სხვა რამეს ამბობდა, მეუბნებოდა ჰკითხე შენს დას, რა როგორ იყოვო. ასე მარტივი რაღაცეების გამო არ მეტყოდა ხომ ასეა.
- ასეა, გეუბნები რომ ეგ ადამიანი გიჟია, სულიერად შეშლილია, რომ გენახა როგორ მავიწროვებდა ასე არ ილაპარაკებდი.
- და მერე მანახე? - მომეცი საშულება რომ მენახაა რამე? - გაბრაზებულმა ვუყვირე და საწოლიდან წამოვდექი. შენ მე ვინ გგონივარ? შენ გგონია მე ასეთი მიამიტი ვარ რომ ესენი დავიჯერო?
- წადი და დედას კითხე ..
- შენს კუდს? შენს უპირობო დამცველს ვკითხო რაიმე შენს საწინააღმდეგოდ. ნუ გამაცინე ნიტა.
- მისმინე მართა, მართლა ასე იყო. გეფიცები რატომ არ გჯერა , რომ ასე იყო. გეფიცები ეგ ადამიანი სულიერად შეშლილია და გადამეკიდა დაიკო..- ცხელი ცრემლები ლოყებზე ჩამოუგორდა და მიამიტი გამომეტყველება აიკრა სახეზე
- კარგი, კარგი, მჯერა, რადგან შენ ამას ამბობ ესეიგი ასეა, ჩემი და ასე არ მომატყუებს, საკუთარი თავის დასაცავად ასე არ მომატყუებს, მე მჯერა შენი ნიტა - მძლავრად შემოვხვიე ხელები და გულზე მივიკარი.
გამოხსნილ კარადასთან კარგა ხარ ვიდექი და ვერ ვიჯერებდი. ვერ ვიჯერებდი რომ ჩემი და ასე მატყუებდა, შინაგანად ვგრძნობდი რომ რარაცას სხვა მიმალავდ, და ამ რაღაცის გაგება მხოლოდ დანიელთან ერთად შემეძლო. მაისური ნელა გადავიცდი და საკუთარ ანარეკლს დავაკვირდი სარკეში. „- მაგრამ, არაფერი მიკვირს. ის ხომ დედამისის შვილია. მან გაზარდა. მისი აზრებით ცხოვრობს დღემდე. ის ნამდვილად დედამისის შვილია“ - სიცილით ვუთხარი საკუთარ თავს და შარვალი ნელა ამოვიწიე..
საწოლზე დაგდებული ტელეფონი ზმუილს არ წყვეტდა.
გაღიმებულმა დავხედე ეკრანს და სწრაფად ვუპასუხე..
- ჩემი ბედნიერება გოგო როგორააა? - სოფიოს და ნუცას ხმამ ერთიანად გაიჟღერა და გულმა სიხარულით დამიწყო ძგერა..
- ჩემი კრუსუნები, როგორ მომენატრეთ - ლამის ცრემლებამდე მისულმა ვუთხარი და თმის სამაგრის მოსაძებნად ჩანთაში თავით ჩავვარდი.
- შენს კრუსუნებს ძალიან მოენატრეთ, ამიტომ დღეს საღამოს ახალი ბარი იხსნება, მოსაწვევები გამოგვიგზავნეს და მივდივართ, უარს არ ვიღებთ ..
- არც ვაპირებ ურის თქმას, მთელი კვირააა სახლში ვარ, მაგრამ მანამდე პატარა საქმე მაქვს, მოვაგვარებ, და გამოგივლით..
- მართ, ხო კარგად ხარ? - სოფოს მორიგ შემოტევაზე გულიანად გამეცინა ..
- კარგად ვარ დედიკო, კარგად. ცოტა მხარი მტკივა, ცოტა გვერდი და სულ ეგაა. თავის ტკივილები არ მაქვს, დალურჯებებმა გამიარა. კმაყოფილი ხარ?
- გოგო დამცინი? მე შენზე ვნერვიულობ და შენ დამცინი?
- არ დაგცინი სოფ, მართლა. მისმინე მართლა მეჩქარება. ახლა გავვარდები და მერე მოვალ.
სახლს რომ მივუახლოვდი , საშინელმა ფორიაქმა ამიტანა. მინდოდა ასვლა და ფეხები უკან მრჩებოდა. სურვილი არ მქონდა საკუთარი მშობელი დედა მენახა და მისი დემაგოგია თავიდან მომესმინა. მაგრამ ინტერესი მჭამდა, როგორმე უნდა გამერკვია.
კარზე სამჯერ დავაკაკუნე, ისე როგორც ბავშობაში ვაკაკუნებდი ხოლმე და ყველაზე ტკიბილი ბებიის ხმა შიგნიდანაც კი მესმოდა, როგორ მეძახდა..
- ეს ვინ მოსულა, ჩემი მაცოცხლებელი ძალა- მაგრად შემოვხვიე ხელები და ტკივილის ასატანად და თავზე ვაკოცე ბაბეს..
- ბებიი, როგორ მომენატრე - რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და სამზარეულოსაკენ წავიყვანე.
- ბებიააა, რატომ დამეკარგე, ხომ მითხარი წინაზე ხშირად მოვალო.- ნაწყენმა მითხრა და აჩეჩილი თმა გაისწორა.
- ბე, ვიცი ვიცი, დაგპირდი , მაგრამ მისმინე.. მარტო ხარ? - ბედნიერმა ვკითხე და მისაღებისკენ გავაპარე თვალი.
- დღეს დილით ბაკურიანში წავიდა ქალბატონი. განაცხადა უნდა დავისვენოო. კვირის ბოლოს ჩამოვლენ ბებიკო. შენ ახლა მაგათ სანახავად რომ არ მოხვედი კი ვიცი მე და რაც შეგაწუხა მითხარი აბა..
- ბებო , რაღაცა საქმე მაქვს, მინდა რომ ძალიან კარგად დაფიქრდე და გაიხსენო ყველაფერი.
- რას მაშინებ გოგო. მშვიდობაა? - აფორიაქებულმა შემომხედა და სკამზე დაეშვა.
- მისმინე, მშვიდობაა კი. აბა რა არის, მაგრამ ნიტას ცხოვრებაში გახსოვს სხვა ბიჭი კახიმდე? რაღაცა პრობლემები რომ ჰქონოდა ისეთი..
- არა ბებია, მგონია რომ არავინ იყო.მე ასე ვიცი რა ხდება მითხარი ახლა - ინტერესმა და შიშმა შეიპრყო ბაბე და წინ წამოიწია..
- უნდა გავარკვიოთ ჯერ კახიმდე ვინ იყო ნიტას გვერდით.რაღაცა არის და მიმალავს ნიტა. ბოლომდე არ მეუბნება ამ რაღაცას. როგორმე უნდა გავიგო სიმართლე და მერე სად დამიძვრება..
- რას ჩაიხვიე შვილო, არავინ იყო -თქო. გეუბნები. ბევრს უყვარდა შენი და ხო იცი, მაგრამ არავინ იყო. მერე კახი გამოჩნდა, ანგელოზივით ბიჭი, და ჩვენი გოგოს გულიც მოიგოო.
- ბაბე, დრწმუნებული ხარ, რომ ახლა შენს ჩემს წინაშე სიმართლეს ამბობ?
- რა ლაპარაკებია ახლა ეს?! - გაბრაზებულმა მითხრა და ფეხზე წამოდგა. შენ მე მატყუარა გგონივარ თუ რა არის ამხელა ქალი..
- როგორც ჩანს, აქ მარტო ნიტა არ იტყუება რაღაცას. მაგრამ ერთი იცოდე ბებო. რომ გავგო, რომ შენც მათთან ერთად მომატყუე და დამიმალე. იცოდე ცხოვრებაში ხმას არ გაგცემ.
- საით ? ასე მალე მიდიხარ? - კარამდე გამომყვა და მხარში მტაცა ხელი.. - შენ გელაპარაკები მართა, ახლა რა აიჩემე ეს ნიტას ცხოვრების ქექვა და მისი დანგრევაა..
- არა ეს ნიტამ და მისმა ქმედებებმა დაანგრია ჩემი ცხოვრება ერთი კვირის წინ - ემოციებმოძალებულმა ვუთხარი და კარი გავიხურე.
მიკეტილ კართან იდგა ბაბე და აცრემლებული შეყურებდა რკინის მასას. იცოდა რომ მართა ამას აუცილებლად გააკეთებდა, იცოდა რომ სიმართლის გაგების შემთხვევაში აუცილებლად გაბრაზდებოდა ბებიაზე და ხმას არ გასცემდა. მაგრამ მიცემულ პირობას ვერაფრით არღვევდა. არ შეეძლო ასე ბოლომდე გაენადგურებინა საყვარელი შვილის ნერვები და ცხოვრება..
სავარძელში იჯდა და საყვარელ ნომერს დაჰყურებდა. როგორ უნდოდა დაერეკა და ეთქვა რომ ის მართალი იყო, მაგრამ პირობა პირობად რჩებოდა, მიუხედავად იმისა რომ მართა მისთვის მაცოცხლებელი ძალა იყო, არც ნიტას გადახაზვა შეეძლო, მწარედ ახსოვდა გოგონას ტირილისაგან დასიებული თვალები, აცახცახებული მხრები და შიშში გატარებული ღამეები..
ტელეფონი მაგიდაზე დააბრუნა და ნიავისაგან ჩამოშლილი თმა გაისწორა..
რაც არ უნდა ყოფილიყო, სიმართლე ბოლომდე უნდა შეენახა, სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, სხვანაირად მართასაც დაუნგრევდა ცხოვრებას.
**
გარეთ კოკისპირულად წვიმდა. ჰაერში სველი მიწის სურნელი იგრძნობოდა.
რესტორნის ვერანდაზე განცალკევებით მდგარ მაგიდასთან ორნი ისხდნენ. ქალი და მამაკაცი. ერთმანეთს ისე უხდნებდნენ როგორც დღე და ღამე.. ღვინის ბაკალი ნელი მოძრაობით მიჰქონდა მამაკაცს ტუჩებთან, შორიდან მაყურებელი იფიქრებდა მინის მასას კი არა საყვარელი ქალის ტუჩებს ეხებაო.
აშკარა იყო მანდილოსნის სიტყვები არც კი ესმოდა.. გონებით სულ სხვაგან დაფრინავდა დანიელ ლიქოკელი, მისი აზრები და სურვილები სხვა ადგილას სხვა ადამიანის გარშემო ტრიალებდა..
- დანიელ , მგონი არ მისმენ- გაბუტული სახით ახედა გოგონამ და ხელი ხელზე ნელა შეახო.
- გისმენ ტატა, უბრალოდ საქმეზე დავფიქრდი მაპატიე- მშვიდი სახით სცადა ტყუილის თქმა მამაკაცმა და ნერვიულად დაქაჩა პერანგის საყელო..
- არა, არ მისმენ, დაგავიწყდა რომ ძალიან კარგად გიცნობ? თანაც ეს ჩვევა საყელოს წვალება ჯერ არ დაგვიწყებია. არ გინდა მომიყვე რა ხდება? - შავი თვალები შეანათა და სალათის ფურცელს ნელა ჩაარჭო ჩანგალი.
- არაფერი ხდება, არ მინდა ამაზე ლაპარაკი..
- ძალიან სასაცილო ხარ. თუ არაფერი ხდება რისი მოყოლა და რაზე ლაპარაკი არ გინდა დანიელ?! -ვის გამო ხარ ასე? ვინაა ის ვინც ამ მდგომარეობამდე მიგიყვანა? - კარგი, კარგი არაფერს გეკითხები, მაშინვე უკან დაიხია წითელპომადიანმა როგორც კი დაკოპილ სახეს გადააწყდა. მოდი მაშინ ჩვენზე ვილაპარაკოთ , ძველი დრო გავიხსენოთ, ჩემთან ავიდეთ. ბასეინში ვიცურაოთ, ღვინო დავლიოთ ..
- მისმინე, - რაც შეეძლო მშვიდი ხმით დაიწყო დანიელმა , აქ მხოლოდ იმიტომ ვარ რომ საქმეზე ვილაპარაკოთ და არა იმიტომ რომ შენთან ავიდეთ. ხო იცი , ჩვენი ეს ურთიერთბა დიდი ხანია დასრულდა ტატა.
- ვიცი, ვიცი, უბრალოდ ვიფიქრე მოდუნებაში დაგეხმარებოდი , დაიცლებოდი მეტი არაფერი. მართლა, დანიელ ძალიან დაძაბული და გადაღლილი ჩანხარ.
- ამ ბოლო დროს ბევრი რამ ერთიანად მოხდა და უბრალოდ როცა მარტო ვრჩები ასე მგონია რომ შტორმში მოვყევი გესმის? გამოსვლას ვერ ვახერხებ ამ შტორმიდან .. იმის ნაცვლად რომ გამოსავალი ვიპოვო კიდევ და კიდევ უფრო მეტად ვეშვები შიგნით და ვიძირები..
- ერთ დღეს ეს შტორმი დასრულდება დანიელ და შენ საერთოდ არ გაგახსენდება როგორ გადაიარე ეს ყველაფერი. დარწმუნებულიც კი არ იქნები რომ ნამდვილად დასრულდა და ნაპირს გამოაღწიე. მაგრამ იცოდე ასეთი შტორმის მერე ერთი რამ ყოველთის უდავოა- როდესაც მშრალზე გამოხვალ , შენ ვეღარასოდეს იქნები ისეთი , იმ გრძნობებით და იმ სიძლიერით სავსე ადამიანი რომელიც ამ შტორმში ჩაება და იცი რატომ? - იმიტომ რომ ამ შტორმის მიზანიც სწორეგ ეგაა. მერწმუნე საკუთარ თავზე გამოვცადე. ვიცი რასაც გრძნობ, მაგრამ ამ შტორმს სახელი ქვია. ჩემსას არ შემდგარი სიყვარული , ხოლო შენსას თავად დაარქვი - ცრემლებით სავსე თვალებით ახედა გოგონამ დანიელს და მაგიდიდან ნელა წამოდგა..
წვიმის წვეთებს ხელის გული გაუშალა დანიელმა და პატარა ბავშვივით სახეზე ბედნიერი ღიმილი მოეფინა.. მასში სადღად გულის სიღრმეში მიმალული , პატარა კუნჭულში მცხოვრები პატარა ბიჭი ჯერ კიდევ არსებობდა რომელსაც ლამაზი ოცნებები ჰქონდა და ცოტაზე, სულ სულ ცოტაზე სჯეროდა რომ ეს ოცნებები აუცლებლად აუხდებოდა..
- დანო სად ხარ? - ნიას ხმამ დანიელის ფიქრები ისევ გულის სიღმეში პანდორას ყუთში გამოკეტა .
- რა გინდა გოგო, დამასვენებ ერთი დღე? რას გადამეკიდე მემკვიდრეობით მერგე?
- მისმინე, რა. ლევანმა დამირეკა ახლა, დღეს ახალი ბარი იხსნება და მოსაწვევები გამოგზავნეს და ხო წამოვაო..
- გადაეცი არა-თქო. სურვილი არ მაქვს და ძალიან გთხოვ დამასვენე კარგი? ნია მართლა, მარტო მინდა დღეს ყოფნა, ჩემს თავთან და ჩემს პრობლემებთან, წადი შენ და ლევანს უთხარი მერე მიგაცილოს..
- კარგი დანიელ, იცოდე თუ ლაპარაკი გინდოდეს დამირეკე კარგი?
- კარგი ნიაკო, დაგირეკავ. ჭკვიანად ..
- არის უფროსო , მიყვარხარ დანიელ - გულიწან წამოსულმა სიტყვებმა მამაკაცს უეცარი სითბო ჩაუღვარა სულში .
- მეც მიყვარხარ ჩემო პატარა გოგო - გულწრფელად დაუბრუნა დას პასუხი და წვიმისგან დანისლულ სივრცეს მოავლო თვალი.
**
საღამოს ცხრაზე გოგოებთან ერთად ბარში ხალისით სავსე მივედი. მინდოდა ამ დღეს ცუდი ენერგიისაგან დავცლილიყავი. მხოლოდ კარგზე მინდოდა ფიქრი.
ყველა ზედმეტი ადამიანის და ფიქრისგან დასაღწევად პატარა დივანზე ჩამოვჯექი და გვერდით მჯდარ ნაცნობ სილუეტს გავუღმე.
- მართაა- ბედნირმა შემომხვია ხელები და ძველი დაქალივით მაკოცა მაგრად.
- ნია, შენც აქ ხარ?- ღიმილით შევტრიალდი მისკენ და შეშინებულმა გავხედე მის გვერდით მდჯარ მამაკაცებს..
- ხოო, ძალიან გამიხარდა შენი ნახვა. წესიერად ვერც გავიგე როგორ იყავი, დანიელისგან ხო ადამიანი წესიერ პასუხს ვერ გაიგებს. მინდოდა შენთვის ბოდიში მომეხადა ანდრიას ქცევის გამო მართა..
- მისმინე. მოდი არ გვინდა, რაც იყო იყო. იმას ხომ ვერ შევცვლით და გამოვასწორებთ. უბრალოდ იმდენად ბევრი რამე დამატყდა თავს , დღეს მაინც არ მინდა რომ ცუდზე ვიფიქრო ნია..
- კარგია, მიყვარს ასეთი შემართებით სავსე ადამიანები. - მოიცადე, მარტო ხარ? - დაეჭვებულმა მკითხა და სივრცეს მოავლო თვალი..
- არა არააა, დაქალებთან ერთად ვარ , მალე ჩემი და და ჩემი სიძეც მოვლენ.
- ააა, მეგონა მარტო იყავი. მე შეიძლება ჩაითვალოს რომ მარტო ვარ. ჩემი ძმა პენსიონერია და არ წამოვიდა სამაგიერდ დაცვად ორი ძმაკაცი გამომაყოლა.. - ერთმანეთზე სიმპატიურ ბიჭებზე მანიშნა და გულიანად გამეცინა...
- რას იცინით ქალბატონებო? - აციმციმებული თალებით მოვიდა ჩვენთან ქერა მამაკაცი და ფრთხილად ამათვალიერა..
- ლევან ! - ნიას ხმაზე მამაკაცი შეკრთა და გოგონას შეხედა.. - არ იცნობ ხო? მართა გელოვანი , ბავშვთა სახლის დამფუძნებელიაა..
- რას ამბობ, - გაოცება ვერ დამალა, გეგონება ყველაზე ცნობილი ადამიანი ვიყავი მთელს დედამიწაზე. რას მეუბნები ნიაკო?
- ლევან -თქო !- სწრაფად წამოდგა ფეხზე ნია და მამაკაცს გვერდით მიუდგა.- ჩემი ძმა თავს წაგაცლის იცოდე . გაიღიმე - სიმწრის სიცილით გადაულაპარაკა და მაშინვე ხელი გამომიწოდა მამაკაცმა..
- ძალიან, ძალიან, ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა მართა. როგორც იქნა გნახეთ როგორი ხართ. სიმართლე გითხრათ ძალიან მაინტერესებდა ..
- რატომ? - დაეჭვებულმა ვკითხე და ფეხზე წამოვდექი.
- როდესაც დანიელმა მითხრა რომ ასეთი პატარა და ლამაზი ხართ და ასე ყველაფერს მარტო აკეთებთ ინტერესში ჩავვარდი..
- პატარა და ლამაზი? - მისი სიტყვები გავიმეორე და სიცილის დასაფარავად იატაკს დავხედე.
- მომკლავს, რომ გაიგოს რაებს ვამბობ , ნამდვილად ვერ გადავრჩები , - წავალ დავრეკავ. - ნერვიულობისაგან დაცვარულ შუბლზე ხელი მოისვა და სწრაფად გაგვეცალა..
- ნამდვილად კარგადაა? თქვენ სულ ასეთები ხართ? შეშინებულმა შევხედე და გავუღიმე..
- არააა, მხლოდ ანდრიაა - ხმამაღლა გაიცინა და დასალევი კუთხისკენ წამიყვანა.
ბოლოს რამოდენიმე წლის წინათ დავლიე და ჩემი და ალკოჰოლის ურთიერთბა კრახით დასრულდა.. ვერაფრით შევთანხმდით რომელი მხრიდან უნდა გავსულიყავი კარებში, ჩემმა სიჯიუტემ სძლია ალკოჰოლს და შედეგად ცხვირი გავიტეხე. მას მერე მკაცრად დავიფიცე რომ არასოდეს გავეკარებოდი ალკოჰოლს, მაგრამ ხშრად ადამიანები პირობას ვარღვევთ, მეც დავარღიე ერთ პატარა და საკუთარი თავისთვის მიცემული პირობა..
- მერამდენე ჭიქაა ეს?- ჩუმად მკითხა ნუცამ და საზოგადოებას ღიმილიანი მზერა მოავლო..
- მერამდენე რას ქვია? - მეორე. სრულიად დამაჯერებლად გავეპაუხე და ფხუკუნი დავიწყე.
- მართა არ გვეცინება. ბოლოს შენი დალევა გახსოვს როგორ დასრულდა? ახლა იმედია მშვიდობით მიაღწევ სახლამდე მართა.
- ოოოოო, რა გამიჭირეთ საქმე- დილანდელი ბრაზი ერთიანად მომაწვა. როცა მინდა მაშინ დავლევ და რამდენსაც მინდა გასაგებია? პატარა არ ვარ. თავად მივხვდები როდის არ დავლიო. დღეს უბრალოდ მინდა რომ მეც იმ ხალხს დავემსგავსო ვინც თვალებში მიყურებს და მატყუებს. ახლა მივხვდი რომ ასეთები ბევრი მყოლია გარშემო, მე კიდევ მეგონა ამ ადამიანების ნდობა შემეძლო..
- მართა არ გინდა - მუდარით მითხრა ნიტამ და ხელზე ხელი დამადო. გთხოვ კახიც აქაა, არ გინდა მართა..
- დამშვიდდი დაო, არაფერს ვაკეთებ. დამშვიდდი შენ. მხოლოდ ეგ იდარდე, მხოლოდ ეგ, ის არ მიიტანო გულთან რომ დას ასე ატყუებ და ნაცარს აყრი თვალებში, ეგ სულ ერთია შენთვის !- აცრემლებულმა ვუთხარი და მაგიდიდან ავდექი.
ბარის უკანა მხარეს ეზოში გამალავი ბილიკის კიდეზე ჩამოვჯექი და ცრემლებს გასაქანი მივეცი. მინდოდა ხმამაღლა მეტირა, ვინმეს მხარზე, ვინმეს მკერდზე მიყუდებულს მეტირა ხმამაღლა.
მაგრამ ასეთი არავინ მყავდა, უკვე რამოდენიმე წელიწადი იყო ჩემს გარშემო ადამიანი არ არსებობდა რომელსაც შეეძლო ჩემი განცდის და ტკივილის გაგება..
- ტირილი სულს შველის? - თბილმა ხმამ ერთიანად დამიარა ტანში შეშინებული წამოვხტი და დავბარბაცდი.
- ჯანდაბააააა, გინდა რომ გული გამისკდეს ადამიანო?
- სულაც არა. ეგ რატომ უნდა მინდოდეს, უფრო კარგი სურვილებიც მაქვს ..
- დარწმუნებული ვარ ყველა სურვილი ამორალურია..
- საიდან ასკვნი ამეებს მართა? მგონი შენი სურვილები იმდენად ამორალურია , ფიქრობ რომ ჩემებიც ასეთები იქნება.
- მე გარყვნილი არა ვარ, შენ ხარ !- გაუაზრებლად ვუთხარი და შიგნით შესასვლელად თვალით დავუწყეს გზას გაზომვა.. წელში გავიმართე, როგორც სოფომ მასწავლა მკერდი წინ უკანალი უკან გავწიე ,ბედზე ცალ მხარეს ჩამწკრივებულ ყვავილის ქოთანს ფეხი წამოვკარიდა დანიელს მთელი ძალით მივასკდი ზედ.
- ღმერთო ჩემო, პირველად ვნახე ასეთ ჟინმორეული ქალი - სიცილით მითხრა და მკერდზე მიმიკრა.
- ქოთანს წამოვედე.. - ძლივს ამოვიბლუყუნე და თავის მართლებას ამაოდ შემეცადე.
- მგონი არ მჯერა- ჯიბრზე მითხრა და ორი თითი ნიკაპის ქვეშ ამომიდო.. - არ მჯერა რომ ქოთანმა შეგიშალა ხელი.
- მართლა დანიელ- კიდევ უაზროდ ვაგრძლებდი ბლუყუნს რომ მოულოდნელად გადავეყარე მის თალებს.
- ქოთანმა კი არა ეს იმ ალკოჰოლმა გაგიკეთა რომ დალიე. ამაოდ არ ამბობდა ჩემი და რომ საკმარისზე მეტი დალიე. - ამდენის დალევა რა საჭირო იყო?- მზრუნველი ქმარივით ჩამეკითხა და მის ცხელ სუნთქვაში გაბრუებულმა გიჟვით გავიცინე.
- რომ არ დამელია ახლა ასე ხომ არ ვიქნებოდი..
- როგორ? - გაოცებულმა მკითხა და ვიგრძენი როგორ აუჩქარდა გულის ცემა.
- როგორ და ასე შენს მკლავებში..
- მგონი კარგად არ უნდა იყო მართლა - სრული სერიოზულობით მითხრა და სახიდან ღიმილი გაუკრთა. აშკარაა სისულელეს ლაპარაკობ .
- ნწუ, სულაც არა. ავარიის დღეს შენმა ძმამ იცი რა მკითხა? - ჩემს ძმასთან წევხარო? საიდან მოიგონა ეს დანიელ, რატომ მკითხა? რატომ უნდოდა შენთვის სამაგიეროს გადახდა?
- ახლა გინდა რომ ასეთ მდგომარეობაში ანდრიაზე ვილაპარაკოთ და იმ ავარიაზე?
- არა, ახლა მინდა რომ უბრალოდ თავი დაგადო და დავიძინო. მხოლოდ ეს მინდა გეფიცები .. - პატარა გულგატეხილი გოგოსავით ვუთხარი და ხელები მხრებზე შემოვხვიე..
- წამოდი სახლში წაგიყვან გინდა? - ყურთან მიჩურჩულა და მთელს სხეულში ერთიანად ამიდუღდა სისხლი.
- კარგი - რაც შემეძლო დამაჯერებლად ვუთხარი ხელები გავუშვი და პირდაპირ ქვაფენილზე დავჯექი.- უბრალოდ ვერ მოვდივარ, ძალა არ მაქვს თორემ მინდა. - გულიანად გადავიხარხარე და დანიელს ავხედე.
- რა დავაშავე ასეთი, წეღან ცრემლებით ქვეყნის წალეკვას აპიებდი და ახლა იცინიხარ?- მოდი ადექი .. მოდიი ...- ძლიერი ხელები გამომიწოდა და მეც პატარა დამჯერი გოგოსავით ჩავუწყვე ჩემი ხელები. მაგრად მომიჭირა და ჰაერში ამიტაცა.. შეშინებულმა დავხუჭე თვალები და ის იყო დაკივლებას ვაპირებდი ცხელი სხეულის სიახლოვემ ძალა მომმატა.
- რას აკეთებ დამსვი - ძლივს ამოვიხავლე და მაშინვე ვინანე რომ დასმა ვთხოვე.
- ძალიან გთხოვ, თავი არ მაქვს ახლა შენთან ძიძგილაობის მართა. ასე იყავი უკეთესია. მანქანამდე მიგიყვან და მერე დაგსვამ - ხმა არ გავიგო , მკაცრად გამაფრთხილა და იმ პატარა ცელქი გოგოსავით გავიცინე პირველად ბაღში რომ ბიჭმა კამფეტი აჩუქა..
თვალები რომ გავახილე უკვე ეზოში ვიყავით. დანიელი ტელეფონში რაღაცას ათვალიერებდა და არც კი მიყურებდა. სწრაფად წამოვჯექი და მისკენ გავიხედე.
- რატომ ვართ აქ?
- სად აქ?- სწრაფად გამეპასუხა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო.
- სად და აქ! - გაბრაზება გამერია ხმაში.
- ხოდა სად აქ -თქო მეც გეკითხები..
- დანიელ !
- მართა!
- ოოოო.
- რა ოოო გოგო, შენ ხომ მართლა არ გადაირიე?
- აბა აქ რატომ ვართ ?- ჯიუტი თავნება ბავშვივით გავხედე და მზად ვიყავი ისევ მეტირა.
- მეგონა, სახლში გინდოდა, კარგი ჩემს სახლში წავიდეთ. რადგან აქ არ გინდა - გასაღები გადაატრიალა და ეზოდან სწრაფად გავიდა..
- მოიცადე, სად მიდიხარ? მოიცადე დანიელ - დანიელ-თქო !- მკლავში წავავლე ხელი და გულმა გამალებით დამიწყო ძგერა.
- რა დანიელ. ორი წუთის წინ ცანცარისათვის გეცალა. ხოდა ახლა ვნახოთ როგორ იცანცარებ.
- გთხოვ, ჩემს სახლში მინდა რააა .
- ჩემი სახლიც ძალიან კარგია - ისე მითხრა არც კი გამოუხედავს და სიჩქარეს უმატა..
მანქანიდან ფრთხილად გადავედი და მიხურულ კარს ზედ მივეყუდე, აშკარა იყო თავბრუ ჯერ კიდევ მეხვეოდა და ალკოჰოლისაგან არ ვიყავი დაცლილი... მაგრად დავხუჭე თვალები და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
მოულოდნელად ვიგრძენი სიმსუბუქე, შეწინააღმდეგება არც მიცდის, ცალი ხელი კისერზე შემოვხვიე, თავი მკერდზე მივადე და გავიტრუნე, მზად ვიყავი ასე დამეძინა, მისი სითბოს ალში გახვეულს..
- ყავას გავაკეთებ- მშვიდად მიჩურჩულა ყურთან და შუა ოთახში დამსვა.. - შეგიძლია ვერანდაზე გახვიდე, ჰაერს ჩაყლაპავ, ოღონდ ს არ ეცადო .
- არც ვაპირებ - რა სისულელეა,- ხუმრობას ვერ მივუხვდი და შეშფოთებულმა გავხედე.
- მგონი გეხუმრე. მგონი... ყავა ერთი კოვზით როგორც მახსოვს.
- ზუსტად - გაოცებულმა ვუპასუხე და ვერანდისაკენ გავწიე..
ყავის ფინჯნები მაგიდაზე ფრთხილად დაალაგა და ზურგის მხრიდან მომიდგა. ვგრძნობდი მის ცხელ სუნთქვას თმაზე და მთელი ძალით ვუჭერდი ხელებს მოაჯირს..
- ყავა გაგიცივდება - ომახიანად მითხრა და იმ იმედით მივტრიალდი რომ მისი ტუჩების სიხალოვეს ვიგრძნობდი, მაგრამ შევცდი , დანიელი უკვე მაგიდასთან იჯდა ფეხი ფეხზე გადადებული და ყავას წრუპავდა.
- მოვდივარ.. უკვე მოვედი ღიმილით ვუთხარი და მის წინ სავარძელში ჩავეშვი.
- ალბათ, შენი შეყვარებული იეჭვიანებს რომ გაიგოს რომ ახლა ჩემთან ხარ .
- ყავა ერთიანად გადამცდა და ხველებით წამოვხტი ფეხზე.. გამწარებული თვალებით შევხედე ჩემს წინ მდგარ დანიელს, რომელიც გამალებით მირტყავდა ხელს ზურგზე. - ვინ შეყვარებული, მე შეყვარებული არ მყავს..
- მართა, უბრალოდ გითხარი, გასაკვირია რომ შენნაირ ლამაზ გოგოს არავინ ყავდეს. სულ უბრალოდ გითხარი. - სიცილით მითხრა და კუთვნილ ადგილას დამაბრუნა..
- საოცრება თუ გინდა- ჯერ კიდევ ვერ ვიმშვიდებდი თავს. არა საოცრება რაა - ხმამაღლა წამოვიძახე და ცხელი ყავა მოვსვი. - ჯანდაბა ეს რა ცხელია.
- დამშვიდდი კარგი?! - ხმაში სიმკაცრე გაერია , ხელიდან ჭიქა ფრთხილად გამაცალა და მაგიდაზე დააბრუნა..-ძალიან არ გიხდება ეს უაზროდ გაბრაზება, ძალიან, ამ დროსსკოლის პატარა მოსწავლეს ემსგავსები რომელმაც არ იცის რაზე უნდა იჩხუბოს და უბრალოდ კაპრიზებზეა ორიენტირებული..
- მე ვარ კაპრიზებზე ორიენტირებული?
- ახლა შენ ხარ მართა..
- არა არ ვარ.
- ხარ!
- არ ვარ-თქო.
- რადგან ვამბობ რომ ხარ, ესეიგი ასეცაა.
- გყვარებია ვინმე? - აშკარა იყო, ასეთ მოულოდნელ კითხვას არ ელოდა ჩემგან . ჯერ წარბები შეყარა ერთად, მერე კოპები მოიშორა სახიდან და წინანდებულად ფეხი - ფეხზე გადაიდო..
- არა, არ მყვარებია.
- არ მოგწონებია ქალი?
- მოწონება და სიყვარული ორი ძალიან სხვადასხა მცნებაა ჩემთვის პატარა ქალბატონო.. მომწონებია, გატაცებაც მქონია, მგონებია რომ მიყვარდა, მაგრამ მერე მიმხვდარვარ რომ ასე არ იყო. ახლა ვიცი რომ, სიყვარულით ისე არ მყვარებია ისე არა რომ რომ თავი დამეკარგა..
- საინტერესოა - და რა არის შენთვის სიყვარული?რას ელოდები ამ დიადი გრძნობისგან უკვდავი გრძნობისგან რას ითხოვ? ამ იმ ქალისგან რას ითხოვ რომელიც გვერდით გეყოოლება..
- დიდს არაფერს, გაგებას, ზრუნვას და პატივისცემას.. ესაა ჩემთვის სიყვარული. არ ვიცი მართა რა გინდა. ლამაზად საუბარი არ მეხერხება..
- არ გეხერხება? მე კიდე მგონია რომ ძალიან კარგად გეხერხება..- უბრალოდ კაცებს არ გიყვართ ამ გრძნობაზე საუბარი.. არ გიყვართ როცა ასე გიჟურად გიყვარდებათ, მერე გგონიათ რომ კნინდებით .. მაგრამ არ იცი რომ სიყვარულის მოკვლა შეუძლებელია, გაგეცინება და სიყვარული ზიზღითაც კი არ კვდება..შეგიძლია ის შენში დალუქო, ამოხუთო, გულში მიაძინო, მაგრამ ბოლოს მაინც იქამდე მიხვალ რომ სიყვარული გაგაგიჟებს, ვერ მოკლავ, თუმცა არის ერთ რაღაც დანიელ. სიყვარულს შეუძლია რომ მოგკლას, ისე რომ თვალიც არ დაახამხამოს. გადაგთელოს და გადაგიაროს. ოდნავაც არ შეეცოდო. ისე გამოგკიდოს ცასა და მიწას შორის. ხან გატკინოს და ხან გაგაბედნიეროს.
- ჩვენ ადამიანები, მთელი ცხოვრება რაღაცას ველოდებით . ზოგჯერ ამ რაღაცის მოლოდინში ჩვენი ძვირფასი წლების დიდი დროს უქმად ვხარჯავთ , მაგრამ ოცნება იმდენად იდგას ფესვებს ჩვენში, რომ შეუძლებელია უარის თქმა..
- ცდები დანიელ !- ხმა გავიმკაცრე და სავარძლის შუაგულიდან კიდისკენ წავიწიე. როცა ეს „რაღაც“ სისხლში გიჯდება და ლეიკოციტებივით იწყებენ რბოლას შენში, როცა ხვდები რომ ეს უბრალოდ ჰაერში გამოსროლილი სიტყვა „რაღაც „ ოცნება კი არა შენი არსებობის ათვლის სათავე ხდება მაშინ , მხოლოდ მაშინ აცნობიერებ ,რომ როგორც მზე და მთვარე შენც ასევე ბრუნავ ღერძის გარშემო, და შენს ყოველდღიურობაში ნამსხვრევებად მიმოფანტულ რეალობას აკოწიწებ.
- კიდე რას მეტყვი სიყვარულის ფილოსოფოსო? საინტრესოა როგორია თავად შეყვარებული მართა გელოვანი?
- რა გითხრა, რა ვიცი. როცა შემიყვარდება აუცილებად გაგანდობ . უფრო სწორად დამინახავ..
- დაგინახავ.. რა თქმა უნდა ჩვენ ხომ დავმეგობრდით. ამ კამათში და ერთმანეთის დაცინვაში ჩვენს შორის რაღაც ძაფი გაიბა ასეა?
- ასეა - ღიმილით ვუთხარი, თუმცა შინაგანად ვგრძნობდი რომ ეს „დავმეგობრდით“ არანაირად არ სიამოვნებდა ჩემს გულს..
ფეხშიშველმა გავიარე გზა საძინებლიდან სამზარეულომდე. ფეხის წვერებზე ავიწიე და კარების ჩარჩოს ზედ ავეკარი. ჩემს წინაშე სულ სხვა, სულ სხვანაირი დანიელი იდგა. ღიღინის თანხლებით ამზადებდა საუზმეს და აშკარა იყო არაფერი აწუხებდა..
ზურგს უკან ვედექი და ვგრძნობდი როგორ მჭამდა რაღაცა მოუსვენარი და გარყვნილი ჭია შიგნიდან. რომელიც ხმამაღა ჩამძახოდა რომ ეს კაცი, ეს სრულიად უცხო კაცი, ვიღაც სხვას ელაპარაკებოდა ასე თბილად . მინდოდა დამენახა იმ ქალის სახე ვინც მისი ხმის გაგებაში მეცილებოდა..
მოულოდნელად გაელვებულმა აზრებმა ჭკუიდან შემშალა. სააბაზანოში შევედი და გრილი წყალი სახეზე რამოდენიმეჯერ შევისხი . საკუთარ ანარეკლს გაოცებული ვუყურებდი და ვერ ვაანალიზებდი რა მემართებოდა ამ ადამიანის გვერდით .
დანიელის გვერდით სხვა ადამიანი სხვა ქალი იღვიძებდა ჩემში. ქალი რომელიც მზად იყო ყველანაირი ხერხი გამოეყენებინა მის გასაგიჟებლად. ვიწვევდი, ვეთამაშებოდი და ვერ ვაანალიზებდი რომ ეს თამაშში მე თვითონ ვეშვებოდი თავით და მალე საკუთარ თავს უფრო დავწვავდი ვიდრე დანიელ ლოქოკელს..



№1  offline წევრი OKI ME

ხომ ველოდი მოუთმენლად ახალ თავს, ხოდა ახლა ერთი კითხვა არ მასვენებს :დდდ რამე შეიცვალე ისტორიაში თუ მე წავიკითხე პირველ ჯერზე ისე რომ დეტალები არც კი დამიმახსოვრებია? და ახლა აღმოვაჩენ ხოლმე ყოველ ახალ თავში რაღაც ისეთს რაც მანამდე არ მახსოვს წავიკითხე თუ არა :დდდდ

ახლა მომდევნო თავსაც ისე ველიიიი. თითქოს პირველად ვკითხულობ :დდ (თითქოს რაა, ფაქტია არ მახსოვს ბევრი რამ. (((()

წარმატებებიი და იმედს ვიტოვებ ახალ თავს დიდ ხანს არ დააგვიანდება :დდ ❤️❤️❤️❤️

ხო აი გამომრჩა და დავამატებ ბარემ - მართას დედა ძალიან მიშლის ნერვებს. ნიტაც რაღაც ცუდათ არის აყოლილი დედამის. ნუ მომენტებში თორემ მთლად დედამის რომ არ დაემსგავსა ეს კარგია :დდ მამამისიც ძალიან სუსტი ადამიანი არის ჩემთვის.

მომდევნო თავების კომენტარებში გავასწორებ მიწასთან უარესად მის მშობლებს. არც დანიელის ოჯახს დავივიწყებ რა თქმა უნდა :დდდ

 


№2  offline ადმინი თუკა

OKI ME
ხომ ველოდი მოუთმენლად ახალ თავს, ხოდა ახლა ერთი კითხვა არ მასვენებს :დდდ რამე შეიცვალე ისტორიაში თუ მე წავიკითხე პირველ ჯერზე ისე რომ დეტალები არც კი დამიმახსოვრებია? და ახლა აღმოვაჩენ ხოლმე ყოველ ახალ თავში რაღაც ისეთს რაც მანამდე არ მახსოვს წავიკითხე თუ არა :დდდდ

ახლა მომდევნო თავსაც ისე ველიიიი. თითქოს პირველად ვკითხულობ :დდ (თითქოს რაა, ფაქტია არ მახსოვს ბევრი რამ. (((()

წარმატებებიი და იმედს ვიტოვებ ახალ თავს დიდ ხანს არ დააგვიანდება :დდ ❤️❤️❤️❤️

ხო აი გამომრჩა და დავამატებ ბარემ - მართას დედა ძალიან მიშლის ნერვებს. ნიტაც რაღაც ცუდათ არის აყოლილი დედამის. ნუ მომენტებში თორემ მთლად დედამის რომ არ დაემსგავსა ეს კარგია :დდ მამამისიც ძალიან სუსტი ადამიანი არის ჩემთვის.

მომდევნო თავების კომენტარებში გავასწორებ მიწასთან უარესად მის მშობლებს. არც დანიელის ოჯახს დავივიწყებ რა თქმა უნდა :დდდ

არა, არაფერი არ შემიცვლია. ზუსტად იგივეა რაც იყო. როცა პირველად კითხულობ ემოცია სხვა გაქვს და ალბათ ამიტომ, წიგნიც ხომ ასეა, ერთხელ რომ წაიკითხავ სხვა ემოციაა და მეორედ კიდევ სხვა.
მართას დედაც რაც შეეხება მეც ძალიან მიშლიდა ნერვებს, მაგრამ ფაქტი და რეალობაა რომ ასეთი ქალები არსებობენ და ამას ვერ გავექცევით.
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent