შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! (თავი 3)


10-12-2022, 21:35
ავტორი Ana iko
ნანახია 751

რჩევები რომ დაწეროთ არ შეიძლება????? ან რამე აზრი....
.......
- კაი დაისვენე და რო მოვიცლი გნახავ,
ლოყაზე უჩქმიტა დამშვიდობებისას თეოდორემ მაშოს
- მხოლოდ ცალი ტუფლისამარა ხარ?
სიცილით დახედა მის ერთ ქოშს ხელი რომ ძლიერად ჩაევლო მაშოს თითქოს ამასაც დავკარგავო, უხმოდ დაუკრა თავი,
- სერიოზულად არ გაქ?
- ჰო არ მაქ შენმა ძმამ დროზეო ფეხზე გამძვრა და ვეღარ მოვასწარი აღება,
ნაწყენმა ამოიბუზღუნა რაზეც სიცილი დაიწყო ბიჭმა,
- მოვიკითხავ და თუ რამე სხვა ვიყიდოთ,
დააწყნარა და კიდევ ერთხელ უჩქმიტა ლოყაზე,
- არ ინერვიულო ახლა მაგაზე
თან დააყოლა მაშომაც თავი დაუქნია და ისევ ფეხშიშველი გადავიდა მანქანიდან....
- ბეე რომ იცოდე როგორ დავიღალე, ოთახში შეუვარდა სახლში შესული მაშინვე ბებიას და მწოლიარე ქალის საწოლზე დაეშვა დავარდნისას ჰაერში გააჩერა ფეხები და უკვე მალევე დაადო მოხუცს მუცელზე თავი,
- თეოდორემ მოგიყვანა?
პირველივე კითხვა დაუსვა და მაშომაც თავ წამოყოფილმა შეხედა,
- ბოდიში და ვის უნდა მოვეყვანე?
იკითხა და ისევ დადო თავი ქალის მუცელზე, მოხუცმაც თავზე ნაზად დაადო ხელი და მოეფერა, წყნარად შეათვალიერა გოგო და მოემზადა მის მოსასმენად,
- რა მოხდა? გაერთე?
- ძალიან დავიღალე, ძალიან დავიბენი, არ ვიცი
უკვე ფიქრებში გართულმა დაიწყო საუბარი და ფიქრები მაშინვე ახლად გამოჩენილ ადამიანს ეძღვნებოდა,
- რატო ბე?
- იტალიის ბიზნესმენის ჩამოსვლა ავღნიშნეთ, რომელმაც ვაჟა დაგვიწინაურა, მაგრამ ბებოოო არ ვიცი რა ხდება, თითქოს ვიცნობ და არ მახსოვს, მსგავსი სახელი და გვარი აქვს როგორც წინათ ვიღაცას, მითხრა რომ მიცნობს აუუუ
წყნარად ალაგებდა ყველაფერს თუმცა არ გამოსდიოდა, ქალს ბევრი კითხვა ჰქონდა უფრო მეტი და მეტი კითხვა ებადებოდა თუმცა ჩათვალა რომ ახლა არ უნდა ეკითხა
- ბები დაისვენე ბევრს ნუღა იფიქრებ და ნელ-ნელა გაგახსენდება,
წყნარად მოუსვა თავზე ხელი და მაშოც უცებ წამოჯდა,
- წყალი უნდა გადავივლო დავისვარე დაიძინე შენ,
შუბლზე აკოცა ტკბილიძილი უსურვა და ოთახი დატოვა, წყლის გადასავლებლად შესულს წყლის ქვეშ დგომა ეამა, ღიღინი უცებ გადაეზარდა ფიქრებში თუმცა ღიღინი არ შეუწყვეტავს, ბგერები თავისით ამოდიოდნენ ბაგეებიდან ფიქრები კი სხვაგან გარბოდა,
" მე მას ვიცნობ" ისევ ფიქრობდა ისე გადაკეტა წყალი 'რატი' 'პირველი' 'ნაცნობი მწვანე თავლებით' 'ბავშვობაში ვიცნობდი მე მას' ფიქრებით აგრძელებდა ყველაფერს,ცდილობდა საკუთარი თავი დაერწმუნებინა იმაში რომ რატის იცნობდა, ფსიქოლოგიურად მოქმედებდა საკუთარ თავზე რაც გამოსდიოდა, საღამურები გადაიცვა აბაზანაშივე, პირსახოცი თავზე შემოიხვია და წამით გაშრა
- რატი პირველი? რატი?
ანერვიულებულმა ამოთქვა ხმამაღლა და ერთ ადგილს მიშტერებულმა ხელთავიდან გაიმეორა სახელი
- რატი! მე მას ვიცნობ! მართლა ვიცნობ!
ტუჩებზე აიკრო ხელები და რატის გახსენებაზე ძველმა წლებმაც დაიწყეს ტივტივი,
- გადამგდები!
ხმამაღლა თქვა და ოთახში გავარდა, ტელეფონს დაავლო ხელი თითქოს მესიჯები ჰქონდა და უნდა ენახა სწრაფად დაიწყო ნახვა თუმცა მალევე გაახსენდა რომ ეს რვა წლის წინ მოხდა და ტელეფონიც მოისროლა,
- გადამგდები იდიოტი! ასე როგორ ამოვიგდე? რატომ ვერ გავიხსენე? რატომ დაბრუნდა, რა ნამუსით თქვა რომ მიცნობდა? რატომ თქვა! თავხედობის პიკი!
იქით-აქეთ გადი-გამოდიოდა ოთახში ვერ გაეგო რაზე უნდა გაბრაზებულიყო და იმასაც ვეღარ იგებდა უნდა გაბრაზებულიყო კი რვა წლის წინ მომხდარ ამბავზე? ერთულა კიდეც მისი გახსენება,
- აუუუ დედაა მიშველეე,
ამოიწუწუნა და საწოლზე უძალოდ დაეცა
- არ უნდა შევიმჩნიო? არასდროს მინდა შევხვდე გამახსენდება ბავშვობის ის მტკინვეული დღე როცა დამიკიდა როცა მასზე მეკეტებოდა, მისი დანახვის დროს სახე მიბრწყინავდა, წავიდა და მერე სულ დამივიწყა,
ჭერს უაზროდ აშტერდებოდა თითქოს დედამისი გვერდით ეჯდა და ყველაფერს მას უყვებოდა, ერთულა რადგან ზედმეტად მიჯაჭვული იყო წარსულში რატიზე, ყველა საკითხს მასთან ერთად წყვეტდა, ყველგან მას დაყვებოდა, სკოლიდანაც კი გაპარულა მასთან ერთად, ყველა კარგი მოგონება მასთან ერთად ჰქონდა, სახლიდან რომ არ უშვებდნენ, რატი თავად მიდიოდა, დედამისსაც პირველად მსგავსად მისული გაეცნო, ხოლო როცა რატი წავიდა და შემდგეგ სრულად გაქრა, როცა დაცვა ჩამოშორდა, ადამიანი რომელთან ერთადაც ლაღი და ბედნიერი იყო, რომელთან ერთადაც დაცულად გრძნობდა თავს და თითქმის მასზე იყო დამოკიდებული, ერთიანად გაქრა, ხოლო მაშინ როცა მეტად სჭირდებოდა გვერდში დგომა და სიძლიერე სწორედ მაშინ წაართვა კიბობ დედამისი, უსუსური და გულ გატეხილი უაზროდ მოხეტიალე გახდა, ერთადერთი ბებია იყო მისი შემფარებელი, თითქოს აზრიც ქონდა მის ცხოვრებას დაკარგული და ასაკი რომელიც ხელს საერთოდ არ უწყობდა მის მდგომარეობას სრულიად ამძაფრებდა მის ცხოვრებას, ძლიერი გამოდგა ქალბატონი ნაზი ყველანაირად გვერდში ედგა მაშოს, შემდეგ გამოჩნდა თეოდორე ბულინგის მსხვერპლის ნახვისას აყვირებული მაშოს ხილვისას რომელიც უმისამართოდ იქნევდა ხელებს წინ მდგომებს უყვიროდა ტირილისგან გაწითლებული ბრაზისგან ერთმანეთს აყრიდა სიტყვებს, ყველაფერს რასაც გრძნობდა ყველაფერს ხმამაღლა ყვიროდა და სწორედ მაშინ სწორედ იმ დღიდან თეოდორეა მისი "ადამიანი" ადამიანი რომელიც იცის რომ არასდროს არ გაწირავს, რომელთანაც ნებისმიერ საკითხზე ისაუბრებს, რომლის იმედიც ყოველთვის ექნება დღემდე და მას შემდეგაც, თეოდორეს შემდეგ ყველაფრის დავიწყებას მიუძღვნა წლები მაშომ და გამოუვიდა კიდეც, ხოლო ახლა როცა გახსენება მოუწია, ხელთავიდან გაიხსნა ჭრილობა, მისი წასვლის შემდეგ დედის დაკარგვა მარტო ყოფნა დეპრესია გაჭირვება ბულინგი ყველაფერი ერთდროულად, ამიტომ ერთულა მაშოს რატის გახსენება, ამიტომ ერჩივნა საერთოდ არ გახსენებოდა და საერთოდ არასდროს გამოჩენილიყო საოცრად შეცვლილი ზედმეტად მომხიბვლელი და მიმზიდველი რატი.....
ახალ სამსახურში ახალ თანამდებობაზე მყოფი დილიდანვე შარვალ-კოსტუმში გამოწყობილმა ამაყად შეაბიჯა ფეხი კომპანიაში, მაშინვე საბუთებს ჩაუჯდა და ყველაფრის შესწავლა დაიწყო, ყველა მათ ახალ გამოშვებულ იარაღს ათვალიერებდა, შუადღისით ეწვია კომპანიას რატი, შესულს ყველა ფეხზე დახვდა, თითქოს ვიღაცამ შეატყობინა და დახვედრისთვის მზად იყვნენ, ვაჟაც მას რომ შეეგება უკვე თავისუფლად გამოაცხადა რატიმ ვაჟას ვინაობა, გაკვირვება და ახალი საჭორაო თემა გამოიწვია რატის სიტყცებმა უკვე გაოცებულები უჩურჩულებდნენ ერთმანეთს,
- წამო ჩავიდეთ, პირველ სართულზე რესტორანი გვაქვს თავისუფლად შეგიძლია იქ ისადილო, უკვე გიცნობენ მალევე მოდებენ მთელი კომპანიის 9 სართულს,
საუბრით გახედა უკვე ჭორაობაში დაქანცულ 'თანამშრომლებს' და შემდეგ ვაჟას თავით ანიშნა წამოდიო და წინ გაუძღვა მამაკაცს, ლიფტში შესულებმა ისევ გახედა ვაჟას, პნოპკას ხელი მიაჭირა და უკვე შეკავებული სიტყვის თქმა გადაწყვიტა,
- შენი ძმა მუშაობს? დაკავებულია რამით?
- პერიოდულად, მუდმივად სამსახურში არ არის,
თითქოს კითხვისთვის მზად იყო ისე სწრაფად გაცა პასუხი თან მას შეხედა,
- მასთან მაქვს რამდენიმე შეთავაზება თუ დააინტერესებს, კარგი ანაზღაურებით ცხადია, როცა კომპანიას ეხება საქმე ანაზღაურებაც თავისთავად,
ჩაცინებით თქვა,
- შეგვიძლია შევხვდეთ?
- კი რატო არა,
დაუყოვნებლივ გაცა პასუხი ისევ და ტელეფონი მოიმარჯვა რომ თეოდორესთვის დაერეკა
- აქ შორს მოუწევს გამოსვლა და სადაც აწყობს იქ გავიდეთ
დააყოლა მანამ დაურეკავდა და ვაჟასაც მხოლოდ ერთი და ნაცნობი კაფე უტრიალებდა გონებაში,
- ჩვენ წავიდეთ კაფეში, მოსახერხებელიცაა,
თქვა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიბრუნა, შენობის დატოვების შემდეგ ვაჟას მანქანით წავიდნენ კაფისკენ და უკვე მიახლოვებულმა ვაჟამ დარეკა ძმასთან........
.....
- სამი საათი ხდება და მე ძაან მეძინება,
წუწუნებდა მაშო და თმას მუჭში იკრებდა,
- რა მოხდა გუშინ მაინც არ მეუბნები და დღეს ცუდ ხასიათზე ხარ რა გჭირს,
უკვე მერამდენედ უსვამდა ამ კითხვას თავადაც არ იცოდა, მაშოს ცუდი ხასიათიც უფრო და უფრო ცუდად აღიქვამდა მის სიტყვებს და ღიზიანდებოდა რის გამოც უხეშად ისვრიდა სიტყვებს,
- ლაშა არ შეიძლება ცუდ ხასიათზე ვიყო? აწი გკითხავ ხოლმე,
თმა დაბალზე შეიკრა თუ არა უხეში სიტყვების შემდეგ გაღიზიანებულმა ჩამოიხსნა თავიდან ხელები და უხეში მზერა შეანათა ლაშას,
- კაი რა იყო, ნუ ბრაზობ მოდი ეს წინ გადმოიწიე გიხდება,
მისკენ გადაიწია მისი მოლბობის მიზნით და უკან შეკრული თმა წინ გადმოუწია,
- აი ასე,
დააყოლა და ადგილზე დაჯდა მაშომაც ერთი შეხედა და თმა უკან გადაიყარა
- მაწუხებს,
თქვა და თავიც ნაზად უკან გადაიქნია, რაზეც სკამის პატარა საზურგეს ლამაზად გადაეფარა მაშოს ხვეულები, შორიდან სკამის ჩიხოლსაც კი ჰგავდა,
- გუშინ სად იყავი?
გასწორებულმა ისევ უხეში მზერა შეანათა ლაშას თვალებში, ლაშასაც უცებ შეეცვალა სახე ვერ მიუხვდა რას ეკითხებოდა მაშო რადგან თავად უნდა ეპასუხა მაშოს მის კითხვაზე როცა თავის სახლის კარებთან მიატოვა და არც კი უთხრა სად მიდიოდა,
- მაშო რას მეკითხები ხვდები? მე თუ შენ? შენ გაქრი მთელი დღით და არც გითქვამს სად წახვედი,
წყნარად კითხა რადგან საკუთარი თავის ამბავი გვერდზე გადაედო,
- აუცილებელია ყველაფერი გითხრა?
ისევ გაღიზიანებულმა კითხა და მაგიდაზე ხელები დააწყო წინ მამაკაცისკენ გადაწეულმა
- მაშოო....
წყნარად ჩაიცინა მამაკაცმა
- მაშო მემგონი დაგავიწყდა რომ შეყვარებულები ვართ არა?
განაგრძო სიტყვა და ნიშნის მოგებით შეხედა მაშოს,
- როცა თეოდორეს ეხება რამე ვერც ვერასდროს ვერაფერს გაიგებ,
მანაც წყნარად უთხრა და სკამის საზურგეს მიეყრდნო,
- რატომ ჯიუტობ?
- შენ სად იყავი?!
სიტყვის დასრულება არ აცადა თეოდორეს სიტყვებს დაყრდნობილი აგრძელებდა საუბარს და ისედაც აშარებული შარს ღრმად ეძებდა,
- მე სად ვიქნებოდი რა კითხვაა,
შეცხადებით შემოალაგა ხელები მაგიდას, ბიჭმა
- იმედია არ ეჭვიანობ პაწუ,
მაშომაც თვალები აატრიალა ახალ მოგონებულ მოსაფერებელ სახელზე თითქოს იმდენად აღიზიანებდა რომ სძულდა კიდეც არასდროს უგვრძნია მსგავსი გრძნობა მის მიმართ მართალია ხშირად აღიზიანებდა თუმცა როგორც ასეთი სიძულვილი არასდროს უგვრძნია, ლაშას ცინიზმსაც უფრო და უფრო ღრმად წვდებოდა მაშო, ლაშასგან ხშირად მოუსმენია სიტყვები, 'ჩემგან თავს ვერ დაიძვრენ' მართალია ხუმრობით ეუბნებოდა ამ სიტყვებს თუმცა რეალობაც გარეული იყო მის სიტყვებში, ლაშას შესაძლებლობები მაშოს აზრების საზღვრებს ზედმეტად სცდებოდა წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მაშოს რისი გაკეთება შეეძლო ლაშას ხოლო მის გეგმებზე კი საერთოდ ზედმეტი იყო ლაპარაკი,
- მოდი დღეს არ გადაიტვირთო ძაან რაღაცნაირად ხარ,
- აუ კაი გეხვეწები,
მაშინვე ხელის აწევით მობეზრებული სახით გააჩერა ლაშა და შორიდან დაჟინებულ მზერას მკვეთრად მგრძნობი საეჭვო ადგილისკენ არ იხედებოდა, ყურადღებას არ აქცევდა უცნაურ გრძნობას თითქოს ვიღაც დაჟინებით უყურებდა,
- კაი ნუ ბრაზობ მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, პროსტა გენდობი ხო ხვდები,
უკან გადაიწია ლაშა მკლავების ერთმანეთთან ახლართვასთან ერთად და ახალ შემოსულ ხალხს გახედა მაშოს უკან, სადაც ვაჟა ეცნო და შორიდან აუწია ხელი, მის ჟესტზე მაშო შეტრიალდა რომ უკან გაეხედა გასაგებად ვის უქნევდა ლაშა ხელს, ნაცნობი ადამიანების ამოცნობისას დენდარტყმულივით მოტრიალდა ისევ ლაშასკენ
- დამინახა? ვაიმე მიცნო?
აჩურჩულდა ანერვიულებული მზერით და თვალებს იქით-აქეთ აცეცებდა,
- რას ბუტბუტებ მაშო მეც მითხარი
წინ გადმოიწია ლაშა და მაშოსავით დაიხარა მაგიდისკენ თითქოს ასე რამეს ამოეფარება და არ გამოჩნდებაო,
- ჩვენი წასვლის დრო ხო არ არი?
ჩურჩულით თქვა და ლაშას შეხედა,
- დრო კიდე გაქ რა გინდა?
გაკვირვებულმა დახედა საათს ვინაიდან კაფიდან უფრო გვიან გადიან ხოლმე ჩვეულად,
- საქმე გამომიჩნდა, მე წავალ მაშინ და მომწერე მერე,
დააყოლა პატარა ჩანთა უცებ აიღო წამოდგა მეორე მხარეს გავიდა კრუგი დაარტყა იმის გამო რომ მათთვის გვერდი არ აევლო, კარებში უკვე ღრმად სუნთქვისთვის მომზადებული იყო ისე მიუახლივდა კარებს დიდი ნაბიჯებით, როცა კარებში სწრაფად შემოსული თეოდორეს გამო სწრაფად შეაჩერა სვლა და ადგილზე გაქვავდა რომ მამაკაცს არ შეჯახებოდა, - ვა მაშუნა,
შუბლზე აკოცა მაშინვე ბარემ ახლოს მდგარ მაშოს და მაშოც უკან დაიწია,
- ლაშოჩკასთან ერთად?
იკითხა და უკან გაიხედა ლაშასთვის რომ მოევლო თვალი
- ხო ვიყავი მარა რაღაცნაირად ვარ ცუდ ხასიათზე და უნდა წავიდე
თქვა და გვერდი უნდა აევლო თეოდორემ გააჩერა,
- მოიცა მოიცა ვაჟა და რატი ნახე?
კითხვის დროს ინსტიქტურად წაიღო მაშომ კეფაზე ხელი და რომ მიხვდა რაც გააკეთა გაბრაზებულმა მოიქცია ნეკა თითი კბილებს შორის და ისევ მსგავსი შეცდომის დაშვებისას ხელები ნერვოზულად დაიპორჭყნა,
- აზრი არ აქ სიმართლე თქვი,
მისი ჟესტების ოსტატურად შესწავლილმა თეოდორემ მაშოს დაკვირვების შემდეგ თქვა და მისი ხელები გააშველა რომელსაც ისე ისრესდა ფრჩხილები თავისით ჩხაპნიდა,
- ჰო შევამჩნიე,
- ხოდა წამო ვნახოთ და თუ ზედმეტი იქნები თემასთან დაკავშირებით გამოგიშვებ,
შემოატრიალა ხელზე ხელი ჩაკიდა და წინ წავიდა
- არა გეხვეწები სახლში წავალ და თუ გინდა არსად არ გავალ ორი დღე ოღონდ მანდ არ მიმიყვანო,
ჩურჩულით არ ადგავდა ნაბიჯებს წესიერად ისე მიასრიალებდა გელაშვილი,
- მაშო ვაჟა და რატია ხო არ უბერავ რა გჭირს,
გაბრაზებულმა გამოხედა და მაშოც უცებ გასწორდა, მაგიდასთან მისულმა ორივეს ჩამოართვა ხელი, მაშომ კი შორიდან თავის დახრას ამოაყოლა გამარჯობა....
- მეგონა მარტო თეოდორე მოვიდოდა,
რატიმ ცინიკურად გადახედა ჯერ მაშოს და შემდეგ ვაჟას
- ააახ!
ამოიწუწუნა მაშომ და ფეხზე წამოხტა,
- თავიდანვე გეთქვა რაღას მსვავდი!
უხეშად დააყოლა და თეოდორემაც გაკვირვებულმა ახედა მის გვერდით უცებ წამოვარდნილს, წასასვლელად სკამს შორის უნდა გამძვრალიყო ორმა ხელმა ერთად დაიჭირა, ერთი თეოდორემ შეახო ნაზად მუცელზე რადგან მისი მხრით ტრიალდებოდა და მის სკამს და თავის სკამს შორის უნდა გამძვრალიყო მეორე კი უცნობი-ნაცნობი ადამიანის იყო თეოდორემაც რატის ნაზად ჩავლებულ მაშოს თითებზე გადაიტანა მზერა, რატი ისევ სკამზე მოთავსებული წამოწეულიც კი არ იყო, დიდად არც იმაზე ღელავდა წავიდოდა თუ არა მაშო უბრალოდ სიტყვის გამოსწორება უნდოდა,
- ის არ მითქვამს როგორც შენ მიიღე
უთხრა გაჩერებულს და ხელი უშვა
- გასაგებია მორჩი? ახლა წავალ
მაშოც წაეცინიზმა, თეოდორეს ხელიც მოიშორა,
- მაშო!
უკვე გაბრაზებულმა თქვა თეოდორემ არ იყო ასეთ მაშოს მიჩვეული და უკვე ხვდებოდა რომ ეს ერთი დღე დაიტანჯებოდა,
- რა ჯანდაბა გჭირს! დაჯექი და მოგხედავ!
- სახლში უნდა წავიდე
ხელის აქნევით თქვა ისევ
- დაჯექი მეთქი!
დაბალხმაზე თვალებ ანთებულმა უთხრა და მაშოც ადგილზე დაჯდა,
- მე შემოვიყვანე! მე მინდა რომ ჩემ გვერდით იყოს,
ახლა პასუხი გაცა ყველას ერთდროულად და საქმეზე საუბარს დაელოდა.... გაბრაზებული მაშოც კი უკვე გართული საქმით მათ სიტყვებს ეძიებოდა და თეოდორეს გადაწყვეტილებას ელოდა რატის შეთავაზება მასაც მოეწონა არც უნდოდა უარი ეთქვა თეოდორეს, უფრო მაღალ თანამდებობას მიეკუთვნებოდა, დროც საკმარისი ჰქონდა არც დიდად გადატვირთული გრაფიკი,
- და საერთოდ რათ უნდა ამას ფიქრი?
ხმამაღლა ამოიბუზღუნა მაშომ და მაგიდის შუაში დადებული საბუთები თეოდორეს მიუცურა კალამიც ხელში მიაჩეჩა და ანიშნა ხელი მოაწერეო, რატის ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა აწყობდა თეოდორე, მისნაირი პატიოსანი და სანდო ადამიანი აკლდა მის კომპანიას,
- ხო ვსო კაი პროსტა ჩავეძიე,
სიცილით გამოხედა მაშოს და ქაღალდზე ხელი მოაწერა, მეორეც გადაუშალა რატიმ და ღიმილიც არ დაუმალავს......
- ჩემი დრო ამოიწურა თეოდორ წავედი მე,
მართლაც დროის გასვლის შემდეგ წამოდგა და მასთან ერთად წამოდგა ლაშაც მეორე მაგიდიდან რომელიც დაჟინებით აკვირდებოდა გოგოს რომელიც მისგან გაქცეული იმავე ტერიტორიაზე იყო, მაშომაც მას გახედა ინსტიქტურად შეკრა ძლიერად მუშტი და ადგილზე დაჯდა,
- კაი იყოს ცოტახანი ვიქნები,
მაგიდაზე შემოაწყო იდაყვი და თავიც ქვედატუჩგამოწეულმა ჩამოდო, თეოდორემაც ზუსტად იმ ადგილს გახედა სადაც ცოტახნის წინ მაშო იყურებოდა და ლაშას დანახვისას მაშოსკენ მიიწია და მერე დახედა
- მშვიდობაა?
ზედმეტად დაბალხმაზე უთხრა მხოლოდ მაშოს გასაგონად და მაშომაც მას შეხედა
- ხო რაიყო,
- აბა რატო არ მიდიხარ,
- ისეე,
მხრები აიჩეჩა და ლაშას გახედა რომელიც ღიმილით უყურებდა მაშოს ,
- კაი დავიშალოთ ეხლა საქმე გვაქ,
ტაში შემოკრა ვაჟამ და წამოდგა, ნელა წამოდგა თეოდორეც და ბოლოს დარჩენილებიც წამოდგნენ, წასვლის დროს მათ გაყვა მაშო და როცა მარტო უნდა დარჩენილიყო ვაჟამ შესთავაზა გაყვანა, გამოსულ ლაშას მოავლო ღიმილით მაშომ თვალი და უკანა სავარძელზე შეხტა.......
ახალი იარაღის აწყობის პერიოდში დიდი შრომა იყო საჭირო ნივთის ხარისხიანობისთვის მთელი დღე იმდენად გართულები იყვნენ საქმით სულ გადაავიწყდათ შიმშილი, გვიან მორჩენილები გამოვიდნენ კომპანიიდან და ახლაღა მიიდო ვაჟამ მუცელზე ხელი
- ვსო მაგრად მშია,
ამოიწუწუნა და რატის ხელი ჩამოართვა,
- რას იზავ შენ გამოხვალ ხვალაც?
კითხა რატის და რატიმაც მის უკან რესტორანში შემავლებს გააყოლა მზერა,
- ხო რა აი ვნახავ, ცოტა პრობლემებიც იჩითება
- რა პრობლემა,
სწრაფადვე გაცა პასუხი რატის რომელიც კეფას ისრესდა,
- არის რაღაც მამაჩემისგან დანატოვარი რასაც ვერ მივიღებ მანამ სანამ ცოლს არ მოვიყვან,
გაიცინა და კეფიდან ხელი მოიშორა,
- კაი ა ქალების მეტი რა არი ნებისმიერი დაგთანხმდება, არც ფული გაკლია არც შეხედულება დაჟე ჩაგაკვდებიან კიდეც რატო გიჭირს ეგ თემა?
მხარზე მიარტყა ხელი ჩაცინებით და გარშემო ხალხი შეათვალიერა შემდეგ ისევ რატის დაუბრუნა მზერა რომელიც ჩუმად იყო
- ხო მარა ის რაღაც პერიოდი რაც მასთან უნდა გავატარო არ მინდა გული მერეოდეს მის ქცევაზე ხვდები? ანუ მხოლოდ შეხედულება არ არი, არ მინდა რო ყოველდღე ვუყურებდე და მზარავდეს ვიცოდე რა გულის და ფულის ღორი ტიპი იქნება,
- კაი...კაი აღარ გააგრძელო მიგიხვდი, მივხვდი, საკმარისია,
მის სიტყვებს ჩამწვდარი თავის ქნევით რამდენიმეჯელ დაუდასტურა თან მხარზე ყოველ დასტურზე ნაზად ურტყავდა ხელს,
- წადი დაისვენე, გამოჩნდება ვინმე, მართალია საჩქაროა თუმცა ნუ იჩქარებ ' მოჩქარეს მოუგვიანდესო' ხომ გაგიგია,
ხანში შესული მამაკაცივით საუბრობდა რატიზე უფროსი ვაჟა და რატიც სრულად კარგი გაგებით უსმენდა ვაჟას რჩევებს, არა როგორც მისი პარტნიორი არამედ როგორც უფროსი ადამიანი,
- კაი გავითვალისწინებ და დღეს კარგად იმუშავე, წარმატებები,
მოკლე დამშვიდობებით შემოიფარგლა რატი მხარზე ხელი მიარტყა და მანქანისკენ საპარკინგო გასასვლელში ჩაუხვია......
ხშირად ახვედრებდა დღეც და მომენტიც ერთმანეთს ყველას ერთდროულად, ხშირად საუბრობდნენ სამსახურს აცდენილ თემაზეც კი, უფრო და უფრო ახლოს იცნობდნენ ერთმანეთს ეს სამი რატის და რატიც ანალოგიურად, ყოველ დღე უფრო და უფრო მეტი გატარებული მივიწყებული დღე ახსენდებოდა მაშოს რატისთან დაკავშირებით და უფრო და უფრო აწვებოდა ბრაზი, მას მერე რომ ასე უბრალოდ უწევდა მისი ნახვა მისი ხმის გაგონება და მასთან საუბარიც, ამ ყველაფერზე დამოკიდებული და გაღიზიანებული, ეს ყოველივე ლაშასთან ურთიერთობას უფრო და უფრო ამძაფრებდა, ლაშაც ამ ყოველივეს მიმხვდარი ახალ ხრიკებს ჩაბღაუჭებოდა და ახალ გეგმებს, პროფესიონალურად ადგენდა, მაშოს სრული დაუფლება სურდა მამაკაცს დიდ ქორწილს გეგმავდა, სადაც ყველასთვის მისახვედრი იქნებოდა რომ მაშო უკვე მისი იყო, თეოდორე ყოველდღე უფრო და უფრო მოწადინებული საქმის გამო უფრო და უფრო მაღალ თანამდებობისკენ მიიწევდა, რაც რატის იმაზე მეტად აკმაყოფილებდა მისი წინ სვლა ვიდრე თავად თეოდორეს, თავიდან მართალი იყო რატი ყოველთვის ჰქონდა თავისუფალი დრო თეოდორეს თუმცა ახალ-ახალი წინ სვლების მერე დროც უფრო და უფრო იკლებდა.... დასვენებისნდროს რესტორანში ჩავიდა ვაჟა მესამედ რაც კი მუშაობა კომპანიაში დაიწყო, უკვე ყველამ მისი ცნობის შემდეგ სწრაფად დაადგნენ თავზე მუყაოს სამ გვერდიანი 'წიგნაკით' და ვაჟას გაუწოდა,
ვაჟამაც დიდის ამბით დაიწყო კითხვა, როცა რეალურად უკვე არჩეული ჰქონდა წინასწარ, სწრაფად ოსტატურად შემოუხაზა ფურცელზე აღნიშნული საჭმელი და წასულს დააკვირდა, მარტო ყოფნის საშუალება არ მიუციათ მალევე ჩამოუჯდა წინ მამაკაცი და ვაჟამაც ხელის აწევით ოფიციანტი მოიხმო.......
- გემრიელად მიირთვით
დააყოლა ბიჭმა როცა ყველაფერი მაგიდაზე დაუდო და მეორე მამაკაცს მიუტრიალდა,
- ნამცხვარს თავად ქალბატონი ანანო მოგაწვდით,
გაუღიმა და კიდევ ერთხელ იკითხა ხომ არაფერი სურდათ და ადგილი დატოვა, სახელზე უცნაური გრძნობა დაუტრიალდა ვაჟას თუმცა არ შეუმჩნევია გაუხარდა რომ გოგო რომელიც მოწონდა იმავე კომპანიაში სხვა ადგილას თუმცა იქავე იყო,
- ყოველთვის ზედმეტად გემრიელ ნამცხვრებს აკეთებდა გირჩევ გასინჯო აუცილებლად
რჩევების მიცემა დაიწყო ოთომ და ვაჟასაც ჩაეცინა როცა მისი პირველი ემოცია გაახსენდა და შემდეგ ქცევა თუ როგორ ცუდად მოექცა ანანოს, მართლაც არ დაუგვიანია ქალს, წინსაფარით ხელში დიდ ფიალა საინზე მოთავსებული ლამაზად მორთული ნამცხვირს ნაჭერი იყო რომელიც იმდენად მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა ნერწყვი გადგებოდა,
- მოგესალმებით თქვენი შეკვეთა მზად არის,
ზედმეტად თბილი ხმა ჰქონდა, აჩქარებულმა წამით მოავლო ვაჟას თვალი მის შეუმჩნევლად და შეკვეთა მაგიდაზე თავისუფალ ადგილას ჩადო, უყვარდა როცა თავის ნაშრომს თავად მიართმევდა სტუმრებს უკვე თითქმის ყველამ იცოდა მისი არომატული და საოცარი ნამცხვრები რის გამოც მუდამ იღებდა სასიამოვნო კომპლიმენტებს,
- გენაცვალე,
მოკლე სიტყვებით შემოიფარგლა ოთო ისე აათვალიერა ქალი
- გემრიელად მიირთვით,
ღიმილით უთხრა ისევ მოავლო ვაჟას თვალი და უნდა წასულიყო ოთომ გააჩერა,
- შეგიძლია მისთვისაც მოიტანო რამე განსაკუთრებული? მინდა რომ გასინჯოს
ღიმილით შესციცინებდა მამაკაცი ანანოს, ანანომაც სწორედ მაშინ შეანათა ვაჟას თვალებში დაჟინებული მზერა,
სადაც წინანდელი წყენა შეინიშნებოდა,
- მას ჰკითხეთ? იქნებ არ სურს?
გაცა პასუხი და ოთომაც ვაჟას შეხედა გაკვირვებული სახით
- კი როგორ არ უნდა პატარა მაინც,
ისევ ახედა მომღიმარი მზერით ქალს და ისიც ადგილს მოწყდა მათი შეკვეთაც უკვე დადასტურებული გაიყოლა.......
არ დაუგვიანია მალევე გამოჩნდა ფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა ბიჭი რომელმაც შეკვეთა ვაჟას წინ დადო,
- ინებეთ, გემრიელად მიირთვით,
დააყოლა წამით დაელოდა კიდევ ხომარაფერი სურდათ ოთოს მადლობას თავი დაუკრა და სტუმრები მარტო დატოვა.....
რესტორნის დატოვებისდროს ოთოს თან დაყვა გასინჯულის საოცარი გემო რასაც ვაჟაზე ვერ ვიტყვით ეგემრიელა ნამცხვარი თუმცა გემო და გრძნობა რომელიც რამდენიმე კვირის წინ დააგემოვნა, ახსოვდა რომ ანანოს ნაშრომს სრულიად უცხო და საოცარი გემო დაყვებოდა ხოლო დღევანდელ შეკვეთაში ეჭვი ეპარებოდა, ოთო ქებით გავიდა რესტორნიდან და ეგონა რომ ვაჟა უკან მოყვებოდა თუმცა ამ დროს ვაჟამ მიმტანი გააჩერა,
- წეღან რომ ნამცხვარი მოიტანე ვისი გაკეთებული იყო?
ჩუმად და სწრაფად დაუსვა კითხვა, ბიჭმა კითხვას გულისყურით მოუსმინა და პასუხად შორს სამზარეულოს შესასვლელისკენ გაიხედა სადაც ანანო ხელებ გადახლართული უცოდველი მზერით იყურებოდა,
- ქალბატონმა ნენემ გააკეთა ბატონო,
გაცა პასუხი და როცა ისევ გახედა ანანოს ვაჟამაც ბიჭის მზერას გააყოლა თვალი, ჩაეცინა ანანოს ქცევაზე ქალს მზერა თვალებში გაუყარა და ცინიკურად გაუღიმა, ბიჭს მხარზე ხელი დაარტყა და რესტორანი დატოვა.....



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

მაისი, მომწონს განაგრძე

 


№2  offline წევრი Ana iko

სტუმარი ნინა
მაისი, მომწონს განაგრძე

მადლობა ნინა რომ კითხულობ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent