შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმია ორისთვის( თავი 6)


16-12-2022, 18:41
ავტორი თუკა
ნანახია 3 769

ფეხები დივანზე ავიკეცე და ჩემზე მოშტერებულ ორ წყვილ თვალს გავხედე... ორივე ინტერესით მიყურებდა და საუბრის დაწყებას ვერ ბედავდნენ. იცოდნენ ჩემი სიხისტის ამბავი, თუ ხასიათზე არ ვიყავი ჩემი შწუხება არ ღირდა, ამიტომ ორივე საჭირო მომენტს ელოდებოდა..
- დანიელს მოსწონხარ - ხმამაღლა გადაჭრით მითხრა სოფიომ და მაშინვე ფეხზე წამოდგა რომ არ მესროლა რაიმე..
- ეგ რა შუაშია? - დაბნეულმა გავხედე და წელში გავსწორდი.. - საიდან მოგაქვს ესენი სოფიო? მაგიჟებ? გინდა რომ უარესად გამისკდეს თავი ფიქრით და ამას ამიტომ ამბობ..
- არანაირად. გეუბნები მოსწონხარ. ტყუილად არ გაკოცებდა..
- ტყუილად მაკოცა. შეყვარებული ყავს.
- იქნებ ნაშაა? - მორიგი სიბრძნით ჩაანაცვლა ნუცამ სოფიო და გვერდით მომიჯდა. - კაცია თანაც ძალიან, ძალიან სიმპატიური. თავისუფალი, რა გასაკვირია ქალი ჰყავდეს..
- ნაშა არაა. ტატა მასეთი არაა. უყვარს გესმით? ამ ქალს ეს კაცი სიგიჟემდე უყვარს. თვალებში ეტყობა რომ მასზე გიჟდება.როგორც სალოცავ ხატს ისე შესჰყურებდა ხალხნო, რა ნაშა , რის ნაშა. მის გამო დაუფიქრებლად დათმობს სიცოცხლეს.
- დანიელსაც უყვარს მასე სიგიჟემდე და შენ გკოცნის? გეუბნები მანდ სხვა ამბავია. დამიჯერე მართა, ასეთი მიამიტი როდიდან გახდი? - ეჭვის თვალით შემომხედა ნუცამ და გამიღიმა.
- სულ ერთია ნუც, რა მნიშვნელობა აქვს. სხვა ქალი ჰყავს. და მორჩა..
- შენ რას გრძნობ მის მიმართ? საკუთარ თავს ჰკითხე? - ნიკაპქვეშ ამომდო ხელი სოფიომ და თვალებში ჩამაშტერდა..
- მგონი ზარია - ფეხზე სწრაფად წამოვხტი და ზღურბლზე მდგარი დედაჩემის დანახვაზე მიტკლის ფერი დამედო სახეზე..
- როგორ გაგიხარდა დედის დანახვა, სახეზე ისეთი ბედნიერება გაწერია მეშინია ცუდად არ გამიხდე შვილო - ირონიული ტონით მითხრა და საკოცნელად გადმოიხარა..
- უბრალოდ არ გელოდი, გამიკვირდა. ბოლოს როდის გაგახსენდა სად ვცხოვობ არც კი ვიცი - ვეცადე მის პასუხზე სათანადო პასუხი გამეცა..
- რა თქმა უნდა, მარტო არასოდეს ხარ !
- რაიმე პრობლემა გაქვს ? - ჩემს მარტო ყოფნა არ ყოფნასთან დაკავშირებით? მგონი მიზანმიმართულად ხარ მოსული დედა .
- ნამდვილად.. სწორედ ასეა. კარგად ხვდები, აი ამაში ნამდვილად მე მგავხარ შენ ეს მოგწონს თუ არა . სალაპარაკოდ მოვედი . რადგან შენი მეგობრები აქ არიან ამათთან ერთად გეტყვი , მე პრობლემა არ მაქვს. თუკი შენ მათთან დასამალი არაფერი გაქვს, თუკი არ გეშინია გაიგონ როგორი მოსიყვარულე და ყავს ნიტას..
- რა სასაცილოა, შენნაირი ქალი რომ სიყვარულზე მელაპარაკება. მაგრამ საინტერესოა რა გაქვს სალაპარაკო. სწორია მე დასამალი არაფერი მაქვს. მითუმეტეს იმ ადამიანებთან , რომლებიც ჩემს გვერდით იყვნენ მაშინ როცა მე დედის სითო და ზრუნვა მჭირდებოდა..
- რა თქმა უნდა, არ მაპატიებ , იმას რაც იყო..
- არასოდეს. არასოდეს გაპატიებ ამ ოცდაშვილს წელიწადს, რომელიც ტკივილში და ცრემლებში გავატარე.. მაგრამ შენ არ ხარ ის ადამიანი ვისაც გულს გადავუშლი.. მითხარი რა გინდოდა..
- მაშინ საქმეზე გადავიდეთ დამარცვლით მითხრა და ჩემს წინ სავარძელში ჩაეშვა. ტანზე შემომდგარმა კაბამ თავისით აიწია ზემოთ და ბარძაყებზე ნაოჭებად დაეწყო..- მიპასუხე, როგორ ბედავ და შენს დას ცხოვრებას უნგრევ, ოჯახს უნგრევ. ბედნირებას ართმევ, როგორ ბედავ ამას ? როცა მოვიდა გაგიმხილა თავისი დარდი , ტკივილი. შენ რა ქენი? ფეხებზე დაიკიდე მისი განცდა და იმ ვიღაც დანიელთან აგრძელებ ურთიერთობას.. ახლა ჩემს ჯინაზე, შენი დის ჯინაზე იქნებ ლოგინშიც ჩაუგორდე რომ სამაგიერო გადამიხადო..
- შენ საერთოდ აზროვნებ რას მელაპარაკები?- გამწარებულმა ვუყვირე და ფეხზე წამოვხტი. შენ თავი ვინ გგონია რომ ამას გეუბნები? შენ ვინ ხარ რომ მოდიხარ და ასე მამცირებ?!! - მე არავინ დამიკიდებია ფეხებზე.. მე არავის არ ვუნგრევ ცხოვრებას და არც ბედნიერებას ვართმებ. შენს შვილს თავად მიხედე გასაგებია? რა დაუშავა ასეთი ამ ბიჭმა? შენ ხომ კარგად იცი ყველაფერი, შენ იქნებოდი ის ადამიანი ვინც ამ პრობლემებიდან გამოიყვანდა ნიტას..
- გეუბნები მაგ ბიჭს ჩამოშორდები და მეტჯერ ამ თემას არ შევეხეებით ..
- შენ მე ვერაფერს მიბრძანებ ! ქალბატონო სალომე, შენ მე ნიტაში ნუ გერევი , არ მოგცემ უფლებას რომ ჩემი ცხოვრებით ითამაშო. ვინც მინდა ის მეყვარება და ვისთანაც მინდა იმასთან დავწვები.. და შენი საქმე არაა ეს !.
- მართა მისმინე. მშვიდობიანი გზით ვცდილობ მოვაგვარო შენთან ეს პრობლემაა. ნუ მაიძულებ სხვა ზომებს მივმართო..
- რა ზომებს? წახვალ და დანიელს ეტყვი ჩემზე რამეს? არ მადარდებს , ისემც გიქნია აქედანვე წასულხარ და ათასი ჭორი და ტყუილი გითქვამს ჩემზე .. ფეხებზე შენი შეთითხნილი ჭორები, შენი უმოქმედო ტვინის ამბავი რომ ვიცი სხვას ვერაფერს მოიფიქრებ..
- ენა ნუ დაიგრძელე .. გესმის შენ? რაც არ უნდა იყოს მე დედაშენი ვარ .. მე გაგაჩინე.. მერე რა რომ მე არ გამიზრდიხარ..
- მე დედა გარდამეცვალა. როცა ისე მომისროლა როგორც გამოუსადეგარი ნივთი მხოლოდ იმიტომ რომ მსოფლიოს დათვალიერება და სწავლა- განათლება მოუნდა, მაშინ გარდამეცვალა მე დედაა- როცა თბილისში დაბრუნდა და სახლში მოსულმა ზედაც არ შემომხედა, გულზე არ მიმიკრა ასე რომ ველოდი ამდენი წელიწადი და არ მითხრა რომ ამის მერე სულ ჩემთან იქნებოდა.. ახლა როგორ ბედავ, რა სინდისით ბედავ მოხვიდე და მიკარნახო როგორ ვიცხოვრო და როგორ მოვიქცე? რა უფლება გაქვს რომ ჩემს ცხოვრებაში ერევი..
- გასაგებია, შენთან ადამიანური ლაპარაკი შეუძლებელია - გამწარებულმა მითხრა და მთელი ძალით გაიჯახუნა სახლის კარები..
გონება დაბინდული ვიჯექი გზად პირველივე შემხვედრ ბარში. ჩემს წინ მდგარ ჭიქას გაშტერებული მზერით დავყურებდი და მოუშუშებელი ტკივილი მტკიოდა ისევ. წლები დამჭირდა ამ იარის შესახორცებლად. საკუთარ თავს პირობა მივეცი რომ არასოდეს გავიხსენებდი ამ ტკივილს , მაგრამ შევცდი.. მაიძულეს, ისევ იქ იმ ასაკში დავბრუნებულიყავი როცა საბოლოო იმედი წამართვეს, როცა ჩემში იმედის ის ყვავილი ჩაკლეს რასაც დედის სითბო ერქვა..
თეთრი საგანგებოდ შერჩეული კაბა მეცვა... მახსოვს როგორ შემოვიდა სახლში. წითელ კაბაში გამოწყობილი, გაშლილი თმით . მახსოვს ვიდექი მაგიდის წინ და ველოდებოდი როდის დამინახავდა, როდის შემიმჩნევდა. მეტყოდა რომ მოვიდა, ამდენი დაკარგული წლის მერე დაბრუნდა დედა რომელსაც მხოლოს სიზმარში ვხედავდი ხოლმე..
ჩემს წინ ყინულის ფიტული იდგა, ახლაც კი მტკივა იმისი წარმოდგენა რომ ამ ქალს დედაჩემი ერქვა, მისი სისხლი მეც მქონდა სხეულში და ძარღვებში დამიდიოდა.. რომ მის მუცელში ცხრა თვე გავატარე, მისით ვიკვებებოდი და ვარსებობდი..
ეს იყო დედა რომელსაც ათი წელიწადი ველოდი, ეს იყო დედა რომელზეც ღამით ძილის წინ ზღაპრებს ვთხზავდი, ეს იყო დედა რომელმაც მხოლოდ ლოყაზე მაკოცა მოვლილი ხელი თავზე გადამისვა და საძინებელში შევიდა დასასვენებლად..
მწარე სითხე გამომშრალ ყელში გადავუშვი და მძაფრი სუნამოს სურნელის შეგრძნებისას ნახევარი ტანით გავიხედე უკან..
- ოოოო, აქ რა ქარმა გადმოგაგდო?- ღიმილით ვუთხარი და ოდნავ შესამჩნევად გავუღიმე..
- მართა რატომ სვამ? - წლების დაქალივით მკითხა და გვერდით მომიჯდა..
- რატომ, არ შეიძლება დავლიო? თუ აკრძალული მაქვს? საკმაოდ დიდი ვარ ტატა..
- ვიცი მაგრამ მოხდა რამე? შენ ხომ არ სვამ ზოგადად..
- რა იცი შენ მე ვსვამ თუ არა? ჰაა? იქნება ალკოჰოლიკი ვარ, იქნება ლოთი ვარ...
- ნუ სულელობ, უბრალოდ გტკივა და ამტომ სვამ. მაგრამ ეს დროებითია იცოდე, ეს სასმელი მხოლოდ ამ ღამეს გადაგატანინებს. როგორც კი შენიდან დაიწყებს გამოსვლას მაშინვე უარესად იქნები..
- შენ რა იცი, რა არის უარესად ყოფნა, ტკივილი რა არის რა იცი ? შენ ხო ყველაფერი ხუთიანზე გაქვს. კარგი კარიერა,კარგი მშობლები. საყვარელი კაცი.. მეტი რა გინდა? რაზე მელაპარაკები.
- მისმინე, ნასვამი ხარ და სისულელეებს ლაპარაკობ, მე მესმის შენი, გიგებ რაც გტკივა. ოჯახიც , სიყვარულიც , კარიერაც. მაგრამ ამაზე მერე ვილაპარაკოთ როცა გამოფხიზლდები. ახლა აზრი არ აქვს. შენ ჩემსას მაინც არ მოისმენ..
- და რატომ გგონია რომ ხვალ მოვისმენ. თუკი ვინმესგან რამეს არ მოვისმენ ეს შენ ხარ.. და იცი რატომ? ჩემს ტკივილს შენი დანახვა კიდევ ტკივილს უმატებს. გესმის? სულს მიცრეცავს შენი დანახვა ადამიანო..
- ეგეც ვიცი , მაგრამ ამაზე ხვალ გაგცემ პასუხს. დღეს არაა ეს სალაპარაკო . დღეს მაინც არ დამიჯერებ რომ მე შენკენ ვარ, შენი ბედნირების მხარე ვარ.
- ნუ გამაცინეე- სიცილით დავიძახე და ხალხის ყურადღება მაშინვე მივიქციე..- ნუ მაცინებ გაიგე? - დაბალ ხმაზე ვუჩურჩლე და გავუღიმე.
ყავის ფინჯნით ხელში ვიჯექი რბილ დივანზე და ჩემს გვერდით მჯდარ გოგოს ზედ არც კი ვუყურებდი.. სულ ცოტა ხნის წინათ ეს ის ადამიანი იყო რომელიც მთელი გულით მძულდა, ის კი მეხმარებოდა. ჩემდა გასაკვირად მეხმარებოდა, ჩემს გონს მოყვანას ცდილობდა თავისი საუბრით..
- ვიცი რომ არ მოგწონვარ, ბოლოს ძალა გამოცლილმა მითხრა და ჩემკენ შემოტრიალდა. - მაგრამ რატომ, რა არის ამისი მიზეზი ამას ვერ ვხვდები მართა, მე ხომ შენთვის არაფერი დამიშავებია..
- შენ მე ყველაზე ძვირფასი , ფასეული და უკანასკნელი იმედი წამართვი..
- მე წაგართი? კი მაგრამ რა? რა წაგართვი, მითხარი. თუკი უნებლიედ რაიმე დავაშავე ბოდიშს მოგიხდი, ოღონდ მითხარი ასეთი რა გაწყენინე..
- აზრი არ აქვს თქმას.. ამით არაფერი იცვლება გესმის? შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, გეფიცები. სხვა სიტუაციში რომ გამეცანი შენთან ვიმეგობრებდი კიდეც, მაგრამ ახლა არ შემიძლია გესმის? შენი ყოველი დანასვისას ახალი ჭრილობა მეხსნება, - ფინჯანი მაგიდაზე ხმაურით დავაბრუნე და ფეხზე წამოვხტი.. - გამიშვი აქედან გთხოვ, სული მეხუთება აქ ყოფნით გესმის? სული მტკივდება როცა შენს გვერდით ვარ. როცა ვიცი რომ..
- მე შენთან ვარ , დამშვიდდი კარგი? არ ინერვიულო დამიჯერე ყველაფერი ძალიან , ძალიან კარგად იქნება. გპირდები რომ ისე იქნება როგორც შენ გინდა მართა. გულზე მიმიკრა და ჩემთან ერთად დაეშვა იატაკზე..
- არაფერი, მთელი ჩემი ცხოვრების მანძლზე არაფერი არ ყოფილა ისე როგორც მე მდომებია , ახლაც არაფერი იქნება - სლუკუნით ვუთხარი და ძილს უფლება მივეცი გამარჯვება მოეპოვებინა.

სამზარეულოში იჯდა ტატა, ანთებული სიგარეტი აცახცახებულ თითებს შორის მოექცია და ხარბად ქაჩავდა.. ახლაც გუშინდელი დღესავით ახსოვდა დანიელთან პირველი შეხვედრა.წარმოუდგენელი იყო გულში არ ჩაგვარდნოდა. მისი შავი უძირო თვალები. თეთრი პირისახე, უზადო ღიმილი. ყველაფერი ეს იმდენად ლამაზად იყო მასში მოთავსებული, რომ არა გვერდით მდგარი მამა, კიდევ კარგა ხანს დატკბებოდა მისი მამაკაცური ხმით.
მერე შეუყვარდა. თავი დაკარგა მისი სიყვარულით. ღამით მასზე ფიქრით იძინებდა, დღე კი მის გვერდით ყოფნის მაქსიმალურ შანსს იყენებდა..
იცოდა მამაკაცს რომ არ უყვარდა, სიმპატიაც კი არ ჰქონდა მის მიმართ. მაგრამ მაინც მოხდა...
ერთ ღამეს მორიგი ტრიუმფის აღნიშვნისას ორივემ ზომაზე მეტად მიიღო ალკოჰოლი, დილით კი ერთმანეთის გვერდით გაიღვიძეს სრულიად უცხო საწოლში..
არაფერი უკითხავს, ხმაც კი არ ამოუღია ნუცუბიძეს ისე აუხსნა ყველაფერი დანილეს, რომელიც ჯიუტად აგრძელებდა რომ აუცილებლად გამოასწორებდა მის ამ შეცდომას და მათ ურთიერთობას სახეს მისცემდა..
ზომაზე მეტად ჭკვიანი აღმოჩნდა ახალგაზრდა არქიტექტორ-დიზაინერი, წინასწარ გათვალა რომ ძალიან მალე მაინც გაშორდებოდა დანიელი, ამიტომ მათ ურთიერთბას სახელი თავად დაარქვა „მეგობრული ღამეები“ , და მშვიდად განაგრძო ცხოვრება..
ახლა ზუსტად იცოდა რა სტკიოდა მართას.
მაგრამ მხოლოდ ერთ რამეზე სტკოდა გული , იმასაც ხვდებოდა როგორ წრფელი გულით უყვარდა დანიელს ეს გოგო. მის თვალებში იმ სიყვარულს და განცდას ხედავდა რასაც მთელი ორი წელიწადი ეძებდა თავად.. წამით მაინც რომ დაენახა.. მაგრამ ვერ შეძლო, ამ კაცში ცეცხლი ვერ აანთო.. ახლა?
ახლა ეს კაცი სხვა ქალის ცეცხლში იწვოდა.. კარგად იცნობდა ლიქოკელს. მოკვდებოდა და არ გატყდებოდა მის წინაშე რომ მართა მთელი არსებით უყვარდა..
ჩამწვარი სიგარეტი საფერფლეში ჩაჭყუნა და მაგიდაზე მიგდებულ ტელეფონში უკვე სხვისთვის განკუთვნილი საყვარელი ნომერი აკრიფა..
აფორიაქებული დაჰყურებდა სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი დანიელი მძინარე მართას და თვალს ვერ აშორებდა. ნელა აიყვანა ხელში და მკერდზე მიიკრა გოგო. პატარა უცოდველი ბავშვივით ეძინა მართას, დარდისა და ტკივილისაგან დამძიმებული მიაბიჯებდა დანიელი..

თავის ტკივილიმა და პირის სიმშრალემ გამომაღვიძა დილით ადრიანად.. მზე ახალი ამოსული იყო, საათის წიკწიკა ისრები ექვსს უჩვენებდა.. უცხო ოთახს კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი და საწოლში გიჟივით წამოვჯექი.. გვერდით მწოლიარე დანიელის დანახვაზე ერთიანად შევკრთი. სისხლი მთელი ძალით მომაწვა თავში და მაშინვე ხელები მაგრად მოვიჭირე.. გრიმა ჰაერმა ცოტა გონს მომიყვანა მას მერე რაც მთელი ჭიქა წყალი ჩამოვცალე..
- რატომ ადექი? - მისმა ხმამ შემაშინა და შემკრთალი მივაწყდი მაგიდას.
- გინდა რომ გული გამისკდეს ადამიანო? - აქ როგორ აღმოვჩნდი შენ ის მითხარი..
- რას ქვია როგორ აღმოჩნდი გოგო, შენ რა არაფერი გახსოვს?
- რა უნდა მახსოვდეს, მახსოვს რომ ტატასთან ვიყავი, მერე არ მახსოვს, აქ როგორ მოვედი..
- მე მოგიყვანე სულელო - ღიმილით მითხრა და ჩემკენ წამოვიდა, ერთი ხელი წელზე შემომხვია მეორე მუხლებს ქვეშ ამომდო და ხელში ამოყვანა.. საქანელა სკამში ნელა ჩაჯდა და კალთაში ჩამისვა.. გაძალიენაბის ძალა არ მქონდა იმდენად მსიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა, ლოყა შიშველ სხეულზე მივადე და გავიტრუნე.
- რატომ მომიყვანე? - ძლივს გადავაბი ერთმანეთს ორი სიტყვა .
- იმიტომ რომ მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილიყავი, აშკარაა ცუდად ხარ.
- ხო მაგრამ, ეს ჩემი პრობლემაა დანიელ, არ მინდა ჩემს პრობლემებში ერეოდე, შენ ისედაც დიდი და გადაუჭრელი პრობლემა გადამიჭერი..
- მე კიდევ მინდა ყველა შენს პრობლემას მე ვაგვარებდე..
- ნუ მეთამაშები გევედრები. ახლა მაინც. ისედაც შიგნიდან ყველაფერი მტკივა , ცეცხლი მიკიდია ისედაც დანიელ. ახლა მაინც ასე ძალიან ნუ მტკენ, შენ მაინც..
- რას გტკენ მართა ამიხსენი. რას ვამბობ ასეთს? იმას რომ მინდა გვერდით ვიყო? შენზე ვიზრუნო, შენი პრობლემები ერთად მოვაგვაროთ. მარტო არ იყო ცხოვრებს გამოწვევების წინაშე, ამას გტკენ?!
- შენ მგონი გინდა საბოლოოდ შემშალო არა? ამ ყველაფერს ისე თამამად მეუბნები, ისე მშვიდად გეგონება გქონდეს ამისი უფლება. - ფეხზე წამოვდექი და მის წინაშე სრულიად სახეგაფითრებული დავდექი.- სულ ცოტა ხნის წინათ იმ ქალის სახლში ვიყავი , იმ ქალის გვერდით ვიჯექი რომელიც შენია. ის..
- მოიცა, მოიცა - რას ქვია ჩემია? - ვინაა ჩემი? - მკლავში ხელი მტაცა და გვერდით დამისვა.- ახსენი ერთი რას ბლუყუნებ.უკვე მერამდენედ ამბობ ამ სისულელეს, მგონი ჯერ კიდევ არ გამოგსვლია ეს ალკოჰოლი შენ.. ჩემია რას ნიშნავს?!..
- რა ვიცი მე, შენია. შენ არ იცი ვინაა შენთვის? საცოლე, შეყვარებული თუ უბრალოდ ქალი რომელიც გინდა.. რა კითხვებს მისვამ.
- შენ საბოლოოდ შეიშალე. ტატა ჩემი მეგობარია მართა, საიდან მოიტანე რომ ჩვენ რაიმე გვაკავშირებს გამაგებინე, ხვალ რომ სხვა ქალთან ერთად დამინახო იმასაც ჩემსას უწოდებ? ახლა ვხვდები, გასაგებია ახლა ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი და ფეხზე წამოდგა.- ამიტომ იყო ჩემი კოცნა შეცდომა და წამიერი სისუსტე? - შენ მთელი ეს დრო გგონია რომ მე ტატა მიყვარს? - შენ უფრო მეტად ბავშვი ყოფილხარ ვიდრე მე ეს მეგონა..
- რა შუაშია ბავშვი?! - თორნიკემ მითხრა გამაცნოოო.
- მერე? გავაცანი, დიახ გავაცანი. აქ მხოლოდ გაცნობა იგულისხმება. ესეიგი ეს ყველაფერი, ის ლაპარაკი. ის უხეშობა. ეს გაქცევები ამის გამო იყო?
- არა! და მორჩი!
- ამის გამო იყო! - ძალა არ გეყო გეკითხა! მშიშარა ხარ! - კბილებში გამოსცრა.
- არ ვარ!
- ხარ!- მშიშარა კურდღელი ხარ. იმდენად სუსტი რომ ვერც კი გაბედე გეკითხა! თუ იცოდი რომ ტატა ჩემი შეყვარებული იყო, მაშინ რატომ მიმიპასუხე კოცნაზე კოცნით?
- მე არ მიპასუხია , მაიძულე..
- მე გაიძულე?
- დანიელ გეყოფა..
- შენ გეყოფა, შენ გასაგებია?! - როცა რაიმე გაინტერესებს იკითხე, როცა რამეში ეჭვი გეპარება ისიც იკითხე. რამე თუ გტკივა იკითხე . ადამიანო, იკითხე, ამის გამო არ გცემენ, არ მოგკლავენ. არც სიამაყეს დაკარგავ, შენც მშვიდად და კარგად იქნები და მეც !
- მე, უკვე ვერასოდეს ვიქნები მშვიდად და კარგად..
- ცდები. იცი რამდენ რამეს გადაიტან კიდევ? რამდენი გამოწვევის და სირთულის წინაშე დაგაყენებს ცხოვრება და ბედი, ყველაფერს ასე თავდახრილი უნდა შეხვდე? ხვალ რომ საყვარელი ადამიანის დაკარგვის წინაშე დადგე რას იზამ? ხელებს ჩამოშლი და დანებდები თუ იბრძოლებ?
- რა კითხვაა, ვიბრძოლებ დანიელ, ვიბრძოლებ რა თქმა უნდა.
- მინდა მჯეროდეს რომ ასე იქნება.. ყველას გვტკივა მართა. ყველას გვაქვს ჩვენი წუხილი და დარდი. ყველას გვაქვს ცხოვრების კვალად დამჩნეული მოუშუშებელი ჭრილობები. მაგრამ ზოგიერთ ჭრილობას არ უნდა ვუმკურნალოთ, თორემ ჩვენი ცხოვრება არსს კარგავს, ხანდახან მათაც უნდა შეგვახსენონ თავი , რომ კიდევ უფრო მეტად მყარად წამოვდგეთ ფეხზე და უფრო მყარად განვაგრძოთ წინ სვლა.. თორემ ერთ დღეს ყველა მოვდუნდებით, დავეცემით და დავსუსტდებით.
- ამას რატომ მეუბნები? ახლა რა შუაშია ეს?
- რა შუაშია? შენ მე ერთი უბრალო კითხვა ვერ დამისვი. ვერც ჩემგან და ვერც ტატასგან ვერაფერი გაარკვიე, შენივე შეთითხნილ ზღაპარში დაიკარგე, სადაც ჩვენ ყველაზე მოსიყვარულე წყვილი ვართ . შენ ასეთი მარტივი რამ ვერ გაარკვიე ,რომ ამ დონემდე არ დასულიყავი. როგორ გგონია უფრო რთულ პრობლემას მოერევი?!
- მოვრევივარ და მოვერევი. არც ისეთი სუსტი ვარ როგორიც გგონია იცოდე.
- მაგის დროც მოვა. მაგასაც დავინახავ ზუსტად ვიცი . ახლა წამოდი და დავწვეთ. ჯერ კიდევ მოვასწრებთ გამოძინებას - თბილად მითხრა და საძინებლისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა.
**
ახალ შენობაში გადასვლას ახალი იმედები მოჰყვა..
სიხალისე იგრძნობოდა ბავშვებით გადაჭედილ ეზოში..
ნაძვის ჩრდილის ქვეშ ორნი უხმოდ ისხდნენ, საუბრის დაწყებას ვერც ერთი ვერ ბედავდა თითქოს. არადა ორივეს უნდოდა ერთმანეთის აზრების გაგება.
- როგორ გგონია დღეს მოვა მართა? - მაინც იკითხა ნუცამ და სოფიოს გახედა..
- არ ვიცი. ბოლოს და ბოლოს მისი პირველი დღეა ახალ შენობაში, უნდა მოვიდეს , ხომ ხვდები ნუც ვალდებულია..
- ის მთელი ცხოვრება ამ ვალდებულების გამო აკეთებდა ყველაფერს სოფიო დაგავიწყდა?
- არაფერი დამავიწყდა, უფრო სწორად ყველაფერი მახსოვს- გაბზარული ხმით წაიჩურჩლა და დაქალს ხელზე ხელი დაადო. - იქნებ ვჭირდებით, გუშინ ისე წამოვედით არაფერი გვითქვამს .
- რა უნდა გვეთქვა რო? ისე გავშრი გეფიცები ხმაც კი ვერ ამოვიღე, მერე მანაც მარტო მოისურვა ყოფნა და..
- მოვიდა ...მოვიდა შეხედე- მხარი გაკრა დაქალს და ფეხზე წამოდგა. - რა მაგარია რომ მოხვედი მართა, ახლა შენზე ვლაპარკობდით ..
- დარწმუნებული ვარ ლაპარაკობდით - სიცილით მოვხვიე ორივეს ხელი და შენობისკენ წავედით .. - მომწონს , აქაურობა ძალიან მომწონს. ეს შენობა ახალი გარემო. ეს საღებავის სუნიც კი მომწონს წარმოიდგინეთ. ბავშვები როგორ მოთავსდნენ?
- მოთავსდნენ? ისეთი ბედნიერები არიან, ამხელა ეზო აქვთ . მართლა საოცრებაა. დღეს მომარაგებიდანაც მოვლენ უკვე დავრეკეთ და , ყველაფერი იქნება უმაღლეს დონეზე.. ისეთია როგორიც გვინდოდა არა?!
- ნწუ, იმაზე უკეთესია, ასეთს ვერც კი ვიოცნებებდი .. იცით ყველაზე მეტად რა მომწონს? აი ფანჯრებს რომ ვაღებ ჩემი ოთახიდან და ამ ეზოს გადავყურებ და ამწვანებულ მთებს, ახალ იმედს მაძლევს.
- რაღაცა მოხდა გუშინ არა?- სულ ოდნავ აკიაფებული სიკაშკაშე დაინახა სოფიომ მართა თავისკენ დაატრიალა. - გუშინ დანიელი ნახე?
- ვნახე. ღამე მასთან გავატარე.
- ღამე მასთან გაატარე? - ორივემ ერთ ხმაში დაიძახა და დივანზე მოწყვეყით დაეშვნენ.
- მასთან გავატარე მის სახლში. მის საწოლში და არა ისე როგორც იფიქრეთ რა. რატომ ხართ ასეთი გატუტუცებულები..
- მასთან გავატარეო და - გაბუტულმა წაიჩურჩულა და ცრემლები გადმოყარა სოფიომ ..
- სოფიო, რატომ ტირიხარ - მე ხომ არ გეჩხუბები. მისმინეე - რამე ხდება? - მის წინ დავიმუხლე და მისი სახე ხელებში მოვიქციე..
- არა. უბრალოდ რავიცი ასე ვარ ბოლო კვირეებია, ეტყობა ნოსტალგია მაქვს.
- რა ნოსტალგია აგიტყდა ამ სიცხეში - მაშინვე არ დააყოვნა ნუცამ და წყლით სავსე ჭიქა გაუწოდა დაქალს.
- ორსულად ხარ ! - გადაჭრით ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. გეფიცებით ორსულად თუ არ იყო, ემოციური ფონი გაქვს მომატებული უბრალოდ.
- ორსულად ვარ? საიდან მოიტანე მართა. ისე ამბობ გეგონება შენ ბავშვების ლეგიონი გყავს დაჩენილი.
- მე მითქვამს და დანარჩენი შენ გაარკვიე. შენც ისე გიკვირს გეგონება ქმარი არ გყავდეს. რა არის გასაკვირი და გამორიცხხული სოფიო ვერ ვხვდები. ტესტი გააკეთე და ნახავ რომ ასეც იქნება.
- წარმოუდგენელია, ყველაფერთან ერთად მგონი გრძნეულიც გახდი.- სიცილით მითხრა და ფანჯარასთან მიდგა..- შენზე ვფიქრობდი, მთელი ღამე მინდოდა დარეკვა როგორ იყავი მაგრამ ვერ გავბედე..
- რატომ?- ინტერესით ჩავეკითხე და წყლით სავსე მადუღარა დენში შევაერთეე..
- მეშინოდა, სიმართლე რომ გითხრა მეშინოდა ..
- რისი?
- არ ვიცი- მხრები აიჩეჩა და ჩვენკენ დატრიალდა. - მეშინოდა რომ არ მიპასუხებდი , რომ რამეს აუტეხავდი შენს თავს.
- დამშვიდდი კარგი? არ ვაპირებ ასე ნაადრევად მოვკვდე, იმის გამო რომ ქალბატონ სალომეს გაავება სჭირს. ასე უნდა და ასე იყოს. მაგრამ რაც შეეხება ნიტას, არ ვიცი ამ ყველაფრის მერე არ ვიცი როგორ უნდა შევხედო..
- როგორ უნდა შეხედო კი არა, როგორ უნდა შემოგხედოს მართა - გამწარებულმა მითხრა ნუცამ და მაგიდის კუთხეზე ჩამოჯდა.. ვერც კი ხვდები რა გააკეთა ხო? არ გინდა აღიარო რომ შენი წლების ნალოლიავები და ასე მოგექცა. თვალი გაუსწორე სიმართლეს რა. ვიცოდი , ყოველთვის ვიცდი რომ ადრე თუ გვიან ასე მოიქცეოდა, იმი რატომ? იმიტომ რომ დედამისის გაზრდილია.
- არ გინდა რაა - ლამის მუდარით ვთხოვე და აცრემლებული თვალები დავმალე, დამიჯერე ძალიან მტკივა, მაგრამ არ გინდა.
- როგორც გინდა - სულ ერთიას მნიშვნელობით მითხრა და ცხელი სითხე ნელა მოსვა..
საბუთებში თავჩარგული ვიჯექი , კიდეზე მიგდებული მობილურმა რომ ზრიალი ატეხა. ჯერ გული შემიფრთხიალდა მოულოდნელ ზარს ველოდი, მერე დავმშვიდდი ეკრანზე როგორც კი სახე „ბება“ დავინახე ...
- ჩემი ტკბილი გოგო ისეთი გასატყეპია რომ არ ვიცი. - მაშინვე წუწუნს მოყვა და მეც გავიტრუნე, ვიცოდი საშინლად დამნაშავე ვიყავი..- სადა ხარ ბებიკო?
- სამსახურში, ბაბე, რა მოხდა?
- არაფერი გარდა იმის რომ სახლში მოვედი არ დამხვდი, დილიდან სხვა საქმე არ მქონდა, ამიტომ დაგილაგე საჭმელიც მოგიმზადე და გიცდი.
- ჩვენს სახლში ხარ? - გაოცებულმა და გახარებულმა ერთიანად წამოვიძახე და ფეხზე წამოდექი..
- კი, მალე მოხვალ ბებიკო?
- ახლავე წამოვალ . ჩაი გამიკეთე ისეთი მე რომ მიყვარს, ხოდა მეც მანდ ვარ თხუთმეტ წუთში.. - მთელი ტკივილი ჩავდე ამ რამოდენიმე სიტყვაში, რასაც მხოლოდ ბებო მიხვდებოდა, ჩაი გვირილით და პიტნით, გულახდილი საუბრები მე და ბება. - ეს იმ წლების ყველაზე ტკვილი მოგონება იყო, რომლის დაბრუნებაც ყველაზე მეტად მინდოდა..
**
ფიქრებში გართული ატრიალებდა ირაკლი შამფურზე წამოგებულ ხორცის ნაჭრეებს და დაკვირვებით უყურებდა ძმაკაცს. რომელიც თითქოს იყო იქ და თითქოს არც იყო.. სახეზე ეწერა რაღაცა სხვა აწუხებდა. სხვა იყო მისი საფიქრალი.. ხორხოცში გართულ ლევანს და სანდროს ნაკლებ ყურადღებას აქცევდა და მშვიდად წრუპავდა ცივ ლუდს..
წინა ღამის საუბარი თავიდან არ ამოსდიოდა, ვერ ხვდებოდა მართას ქცევას, ვერ იაზრებდა ამ ქალის დამოკიდებულებას მის მიმართ და ვერც თავის გრძნობებში ერკვეოდა მის მიმართ. ალმაცერად გახედა მაგიდაზე დალაგებულ აშიშხინებულ ხორცის ნაჭრეებს და ნერვიულად მოისრისა შუბლი..
- რა ხდება დანო? - მოთმინება დაკარგულმა ჰკითხა ირაკლიმ და დანარჩენი ორის მზერაც მისკენ მიმართა.
- რაზე რა ხდება? -ანთებული თვალები მიანათა ძმაკაცს, რომელმაც მაშინვე გაშიფრაა.
- რაზე თუ ვისზე? - რაღაცა ხდება და ამ რაღაცას მგონი სახელი ქვია..
- არაფერი ..
- არაფერი ?! დარწმუნებული ხარ ამაში? - მე მგონია რომ პირიქით ყველაფერია.. - საუბარში სანდრო ჩაერია და პირთან მიტანილი ხორცის ნაჭერი უკან დააბრუნა თეფშზე.
- ტვინს ნუ მიტყ**ვთ რა !- გაბრაზებული წამოდგა ფეხზე და მაგიდიდან გაცლა დააპირა რომ მკლავში მაგრამ მოკიდა ხელი ირაკლიმ და უკან დააბრუნა..
- ტვინს იმიტომ გიტყ**ვთ რომ სხვანაირად არ გატყდები. შენ თავად დანიელ ლიქოკელი არასოდეს არ აღიარებ რომ ქალმა შენი გული დაიპყრო. კარგად გიცნობ, საკუთარი ხუთი თითივით ვიცი ახლა რა გაწუხებს, აი იქ მდგარი ძმაო - გრილისაკენ გაიშვირა ხელი - გიყურებდი და შენს სახეზე იმდენი ემოცია და ფიქრი ისახებოდა გული მეტკინა.. შენ უბრალოდ შეყვარებული ხარ - თავიდან ფეხებამდე შეყვარებული კაცი ხარ..
- მაგრად აჩმახებ . რა სიყვარული და გრძნობები ირაკლი - თავის დაძვრენა სცადა დანიელმა და წელში გასწორდა..
- გასაგებია, გელოვანის ქალი გიყვარს? შენ რა მართლა გიყვარს ეგ გოგო? - გაოცება ვერ დაფარა სანდრომ და დანიელს გახედა..
- ტვინს მიბურღავთ, მაგრად მიბურღავთ თან და უკვე არ მომწონს ეს ლაპარაკი. - სიყვარული არ არსებული მცნებაა ხალხოო გაიგეთ - მორიგი ირონია ჩართო დანიელმა და ძმაკაცებს მზერა მოავლო..
- „სიყვარული რა არის?- სიყვარული არაფერია სანდრო, ჩვენი ადამიანების მიერ შეთითხნილი გრძნობაა, რომელიც ბევრ რამეს უნდა მოიცავდეს, სიყვარული არ არსებული მცნებაა, ის ქრება, კვდება იმ ყვავილივით მზის სხივები რომ მოაკლდება, ან ზამთრის ყინვას შეხვდება. სიყვარული ჩვენ ადამიანებს წესებად და კანონებად გვაქვს დაყოფილი, ესაა სიყვარული? სიყვარული ოცნებაა, არარეალურობის განცდა, რომელიც მხოლოდ ცხოვრებას ართულებს..“ - ასე არ იყო? ასე არ მითხარი იმ ღამით ? დაზეპირებული ფრაზებით ჩამოუყალიბა სათქმელი სანდრომ და დანიელს ახედა. მაგრამ გახსოვს მე რა გითხარი დანიელ? „ -ვენებში სისხლად დაგიწყებს დინებას სიყვარული და გულში ისე მაგრად გაიდგამს ფესვებს , გულიც რომ ამოიგლიჯო არაფერი შეიცვლება-თქო“
- მახსოვს მერე?
- კიდე მერე? კიდე მეორე-ო მეკითხები? ეს გოგო გიყვარს დანიელ. მის გამო შენობა იყიდე, მის გამო გააკეთე და მოდი არ დააბრალო იმ ბავშვებს რომლებიც ამ შენობაში ცხოვრობენ... შენ არ გინახავს შენი სახე საავადმყოფოში, მაგრამ ჩვენ სამივემ გნახეთ , შენი ტკივილი მხოლოდ ერთი იყო, სახელად „მართა“. აი ეს იყო შენი მწუხარების მიზეზი.
- აუ ტო. ლევან თქვი რამე, შენ მაინც დამიცავი ძმაო- ხო ხედავ რა ტისკში ვარ ..
- არც ერთი სიტყვა არ მემეტება იმისათვის რომ დაგიცვა ძმაო. ეს ორი ისე დამაჯერებლად ლაპარაკობს, აშკარაა შეყვარებული ხარ. მაგრამ მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს. - რატომ არ აღიარებ რომ გიყვარს? გრცხვენია რომ ეს გრძნობა დაგცემს, რეალობას მოგწყვეტავს, სისულელეს ჩაგადენინებს?
- აუ თქვენ სამივე სხვა პლანეტაზე ხართ და მე სხვაგან ვარ. ან რა ხდება არ ვიცი. არ დაგვილევია და ასე რამ დაგასი*რაათ?
- მაშინ აღიარე , აღიარე და შეგეშვებით .
- და რომ ვაღიარო რა შეიცვლება? რომ ვაღიარო რამე მომემატება? უბრალოდ თქვენთან და საკუთარ თავთან გავტყდები , მერე უარესად მომერევა ეს დედაარღნიანი სიყვარული ..
- შეიცვლება. შენ რომ არ გგონია ისე შეიცვლება, ბედნიერი იქნები ადამიანო. გვერდით ქალი გეყოლება რომელსაც ეყვარები და შენზე იზრუნებს..
- რას ჩმახავ ლეუშ? რა ქალი რომელსაც ვეყვარები. გოგოს არც კი აქვს თავში აზრად ჩემს მიმართ რაიმე, რაზე მელაპარაკები ?!-
- არა აქვს? - სამწუხაროა რომ ვერაფერს ხვდები. შენ ათობით ქალი გახვევია ყოველ დღე დანიელ. და მათ მზერას და იმ გოგოს მზერას შორის თუ განსხვავებას ვერ ხედავ მაშინ მე პირადად არაფერი მაქვს სათქმელი ამის მეტად.
- მე ოცნებებით არ ვცხოვრობ ირაკლი, მე რეალობას ვუყურებ. ვხედავ და ვგრძნობ ამას. ამიტომ ვამბობ იმას რაც რეალობაშია ძმაო.. - თემა დახურეთ ახლა და ჭამეთ, თორემ გაცივდა და გემოს დაკარგავს - მკაცრი ტონით თქვა უკანასკნელი სიტყვები დანიელმა და ხორცის ნაჭერს გვერდი წააცალა..
**
- ადამიანები ხანდახან , სრულიად არაფრის გამო ვკარგავთ ერთმანეთს. მერე ამას მარტივად ვაბრალებთ ბედს, ცხოვრებას და განგებას. იქნება ჩვენივე უნიათობის ბრალია ეს და ბედი არაფერ შუაშია, იქნება ბედმა მოგვცა შანსი და ჩვენ შეგვეშინდა ?! ამიტომაა რომ ჩვენ წის ბედნიერებას ძნელად ვიღებთ, თუ გიყვარს, თუ გენატრება თუ გინდა მაშინ ყველაფერი უნდა გააკეთო. ყველა და ყველაფერი უკან ჩამოიტოვო ...- ასე არაა ბება?- ინტერესით ჩავეკითხე ჩემს ფეხებთან მჯდარ მოხუცს და ჩაის ფინჯანი ხელებს შორის მოვიქციე.
- ასეა, მაგრამ ახლა ეს რა ლაპარაკია , მისმინე მართა, ხომ იცი რომ...
- მეგონა მოგენატრე და ამიტომ მოხვედი, მაგრამ შენც იმიტომ მოხვედი რომ შენი რძალივით დამამცირო და მაიძულო უარი ვთქვა? - ამიხსენით ეს რა ქმედებაა? ეს რა ადამიანობაა? რა ჯანდაბას მალავთ ასეთს .
- რატომ აიჩემე რომ ვინმე რაიმეს მალავს შვილო.. უბრალოდ ეგ ბიჭი და მისი ოჯახი არაა ჩვენი შესაფერისი.
- რატომ???- განერვიულბული წამოვხტი ფეხზე და ინსტიქტურად გამივარდა ფინჯანი ხელებიდან. ცხელი სითხე უსწორმასწოროდ გაიღვარა იატაკზე და - ამიხსენი რატომ-თქო. რა იცი ასეთი რაც მე არ ვიცი. შენ ხო გიყვარვარ ბებო, შენს გარდა არავის ვუყვარვარ. შენს გარდა არავინ ზრუნავს ჩემზე, მხოლოდ შენ. აქამდე სულ შენ იყავი. ახლა ისიც გამოჩნდა, ისიც ისევე ზრუნავს ჩემზე როგორც შენ ბავშობაში. რატომ არ გესმის ჩემი?
- გიყვარს არა? - ვიცოდი რომ თქვენს შორის ეს საოცარი ქიმია იყო. მიზიდულობა გაქვს მის მიმართ. მართა, ჯერ კიდევ როდის გითხარი. ერთ მთლიანობას ქმნით შენ და დანიელი-თქო.
- კარგი თანახმა ვარ, მიყვარს. აი ამას აქ პირველად ვაღიარებ ბაბე, მიყვარს ძალიან მიყვარს. მაგრამ ახლა ამიხსენი, როცა გაიგე რომ ასე ვარ ამ კაცზე შეყვარებული მაინც მომთხოვ მასთან დაშორებას. მაინც მეტყვი რომ მისი ოჯახი არაა ჩვენი შესაფერისი რადგან ნიტას და ანდრიას გაუგებრობა ჰქონდათ?
- შენ ვერაფერს ხვდები არა?- განაწყენებულმა შემომხედა, მაჯაში მომკიდა ხელი და გვერდით დამისვა...- მე გეუბნები რომ ეს რაც თქვენს შორისააა, იქნება უფრო ძლიერია ვიდრე სიყვარული.. ცხოვრების გზაზე გვხვდებიან ადამიანები შვილო, რომლებიც არანაირ კვალს არ ტოვებენ, წლები რომ იყვნენ ჩვენს გვერდით. მაგრამ ისეთებიც გვხვდებიან ერთხელ რომ დაველაპარაკებით და სულის ნაწილაკებამდე დადიან. სისხლი რომ გაგვიჯდებიან და ცხადად რომ ვხედავთ მერე მათ სახეს. როგორც არ უნდა ვეცადოთ რომ ვერ ვივიწყებთ და მათი წასვლით ვცარიელდებით.
- მერე?
- მერე ის რომ აქ სხვა გზა არაა.
- სხვა გზა ყოველთვის არის და მხოლოდ ერთს გთხოვ, ბაბე მხოლოდ ერთს. შენ შეგიძლია მხარი არ დაუჭირო ჩემს გადაწყვეტილებას. შეგიძლია გაბრაზდე მაგრამ თუ გინდა რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ შენ ერთადერთი იყო ჩემთვის, მასთან დაშორება არ მომთხოვო.. თორემ ჩავთვლი რომ არასოდეს გყვარებივარ და არასოდეს გიზრუნია ჩემზე.. მასთან დაშრება არ მომთხოვო, მხოლოდ იმიტომ რომ მის გარეშე ვერ ვიქნები... რატომ არ გესმის? მე და დანიელი ერთად არ ვართ, არაფრები ვართ , მაგრამ ის ჩემთვის ყველაფერია. მარტო მისი დანახვაც კი კმარა ჩემთვის..
- კარგი , კარგი მართა. მაგრამ იცოდე, არ თქვა რომ არ გაგაფრთხილე . არ თქვა რომ არ გელაპარაკე..
- არ ვიტყვი, თუ ცხვირს წავიმტვრევ აქაც მარტო მე ვიქნები დამნაშავე. თუ ბედნიერი ვიქნები ესეც ჩემი დამსახურება იქნება - დამარცვლით და ხაზგასმით ვუთხარი ბაბეს სათქმელი..
**
ყავის ფინჯანი სამზარეულოს მაგიდაზე დადგა და მხრებიდან ჩამოცურებული ხალათი შეისწორა.. მერე ნერვიულად გახედა სააბაზანოდან გამოსულ ქმარს და ოდნავ გაუღიმა.. იცოდა რთული დღე ელოდა წინ, რაიმე უნდა ეღონა თორემ საქმე მხოლოდ მას და მართას კი არა მალე კახისაც შეეხებოდა. როგორმე გონს უნდა მოეყვანა ანდრია...
ნერვიულად მოისრისა სახე ნიტამ და შუბლზე ჩამოყრილი თმა ყურებზე გადაიწია..
- ცხრაზე გავდივარ მე კახ - ქმარს გასძახა და სააბაზანოში შეტრიალდა..
- რამე ხდება? მეგონა დღეს ერთად ვისადილებდით ..- გამწყრალმა დაუბრუნა პასუხი ცოლს.
- არა მართასთან მივალ და მერე დაგირეკავ და სადაც გინდა იქ შევხვდეთ..
- კარგიაა, მასე მაწყობს. კარგი მანამდე მეც გავალ ოფისში, გუშინ ახლი საქმე მოიტანეს, საინტერესო ჩანს.
- კარგიიი - ყავა მაგიდაზე დაგიდე და საუზმეც. მშიერი არ წახვიდე რაა - წყლის ხმაში ძლივს გასაგონად ისმოდა ნიტას ხმა და კახის სახეზე ღიმილი ედებოდა..
მაგრამ ეს ღიმილი მხოლოდ ამ წამების იყო..
საკუთარ ანარეკლს დააკვირდა.. მერე შიშმა აიტანა და შეაკანკალა.. ნერვიულობისაგან ერთიანად გაეყინა სხეული.. სწრაფად გაიწურა სველი თმა და ფეხშიშველი წავიდა საძინებლისაკენ..
სარკის წინ თმის საშრობით ხელში იდგა ნიტა და ვერ აანალიზებდა რა განცდა იყო ეს რაც ასე ახრჩობდა. ასე ტანჯავდა და აწვალებდა.. გულს რომ უჭამდა რა იყო ეს დის მიმართ მიყენებული ტკივილი თუ საკუთარი თავის დაცვის ინსტიქტი...
გონს ტელეფონის ზარმა მოიყვანა. ტაქსი ელოდებოდა. უნდა ეჩქარა.. სპორტულ ფეხსაცმელში სწრაფად ჩადგა ფეხები და სირბილით გავიდა შენობიდან.
მთელი ორი საათი მოუწია სახლის პერიმეტრზე ტრიალი.. მაგრამ არ ნებდებოდა. იცოდა ახლა თუ წავიდოდა მის უნახავად მეორედ ძალას ვერ მოიკრებდა ისევ აქ მოსვლისათვის..
ლოდინმა პიკს მიაღწია. ბორდიულზე ჩამოჯდა და თავი მუხლებზე დაიდო.
- მე მელოდები ქალბატონო? - შემცბარმა იკითხა ანდრიამ და ნიტას ზემოდან დააშტერდა..
- როგორც იქნა იკადრე გამოსვლა..
- ვერ გავიგე, მე მელოდებოდი მართლა? რა გინდა აქ?
- შენთან მოვედი, სალაპარაკოდ მოვედი. ერთხელ მაინც ადამიანურად ვილაპარაკოთ.
- და როდის არ გელაპარკებოდი მე შენ ადამიანურად? მგაიხსენე აბა როდის, იქნება მაშინ როდა გთხოვდი ასე არ მომქცეოდი. თუ იქნება მაშინ როცა გეხვეწებოდი ასე არ გაგეწირე..
- ანდრია მისმინე. ის წარსულია. მე ახლანდელზე ..
- წარსულია? შენ მთელი ჩემი წარსული მოწამლე გესლიანი სიტყვებით . სულით ავადმყოფად გამომაცხადეს. და მეუბნები რომ წარსულია? მე არ მაინტერესებს ახლანდელი და მომავალი. მე წარსულის შეცდომებზე გაგებინებ პასუხს..
- ძალიან გთხოვ მომისმინე.. ვიცი რომ გატკინე და დავაშავე მაგრამ ახლა ქმარი მყავს, ოჯახი მყავს. ჩემიც გაიგე. ამ საქმეში ნუ მრევ. ჩემს დას ჩემს წინააღმდეგ ნუ ამხედრებ...
- აააჰ, გასაგებია, რატომ მობრძანებულხარ, მეგონა შენში ადამიანმა გაიღვიძა, მაგრამ რაც იყავი იმაზე უარესი ხარ გამხდარი... შურიანი და ბოღმით გაბერილი ქალი ხარ. და იცი რა არის ყველაზე სასაცილო საკუთარი დის გშურს..
- მე მშურს ჩემი დის? ამას როგორ ამბობ როცა მთელი დრო მხოლოდ შენი ძმის გინებაში იყავი..- ახლა მე გავხდი უარგისი?
- იცი ჩემსა და შენს შორის რა განსხვავებაა? ჩემი ძმა ყველას უყვარდა, ჩემი ძმა მაგალითი იყო. ოჯახის თავი, ზუსტად ეს მშურდა. შენ რა გშურს შენი დის? ის რომ ბედნიერი შეიძლება იყოს? ეს გშურს, ზუსტად ეს გშურს. აი მე სულაც არ მშურს. და პირობას გაძლევ, საკუთარ კაცობას გეფიცები მე ვიქნები პირველი ადამიანი რომელიც მართას და დანიელს დააახლოვებს, და არა იმიტომ რომ შენზე შური ვიძიო, მხოლოდ იმიტომ რომ დაინახო რა ძალა აქვს გრძნობას რომელსაც ზედ დააფურთხე შენ.ბოღმა მოგკლავს და დაგღუპავს. ბოღმას მხოლოდ ის ადამიანი იდებს გულში ვინც სუსტია, ვისაც არ შეუძლია პატიება, შენდობა-მე კი უკვე გაპატიე.ბოღმით სავსე ადამიანი – ადამიანი არაა. ასეთი ადამიანი მთელი ცხოვრება განწირულია მარტომ იაროს ცხოვრების გზაზე, ის ამ ბოღმის გამო ვერც ბედნიერებას ირგებს. და ყველაზე ცუდი ისაა რომ ამ ბოღმის გამო საყვრელ ადამიანებს ისე კარგავენ ვერც კი ხვდებიან. რატომ მიყურებ შუშის თვალებით? რაიმე არასწორად გითხარი? - მიზანში გავარტყი. აქ იმისთვის მოხვედი რომ მთხოვო დაგეხმარო. რომ არაფერი ვთქვა იმის შესახებ რაც გააკეთე. ხო ასეა? რაო დედიკო ვერ დაგეხმარა? - ზიზღით წარმოთქვა უკანასკნელი სიტყვები და ძლიერი ხელი დაადო ნიტას მხარზე..
- აქ იმიტომ მოვედი რომ გთხოვო დამივიწყო.
- და მე შენ არც მახსოვხარ. ჩემთვის არაფერი ხარ, გესმის? სრულიად არაფერი. ცარიელი ადგილი . უბრალოდ ერთი გამოშტერებული გოგო ხარ, რომელიც აქ სხვა კაცთან გამოიქცა მხოლოდ იმიტომ რომ თავი გადაირჩინოს და არა იმიტომ რომ ქმარი გადაარჩინოს მოსალოდნელი უსიამოვნებისაგან..
- ანდრია მე.. - ცრემლები ლოყებზე ჩამოუგორდა და ხელის გულები გადაისვა..
- ნწ, ნწ , ნწ , როგორ არ გიხდება ტირილი ნიტა. როგორ არ გიხდება.. სულ არ ხარ ლამაზი ამ დროს. იმიტომ რომ ეს შენი ყალბი მზერა და თვალები, უფრო საშინელი ხდება- ახლა ერთ რჩევას მოგცემ, როგორც მოხვედი აქ, ისე წადი უკან და მეტჯერ არ გადამეყარო თორემ რაც ოდნავ მაინც გამაჩნია შენს მიმართ სიყვარული ზიზღში გადამივა.. - მთელი ძალით მისწია თავისკენ პატარა ტანის გოგო, მაგრად აკოცა თავზე და თეთრი მანქანით სწრაფად მოსწყდა ადგილს..
გახევებული იდგა ერთ ადგილას ნიტა და ვერ იაზრებდა რა ხდებოდა მის თავს. პირი უშრებოდა ნერვიულობისაგან, საშინელ სისუსტეს გრძნობდა. მოწყვეტით დაჯდა მიწაზე და ნერვიულობისაგან დაჭიმული ზურგი კედელს მიაყრდნო..
**
„სიყვარული და ბედნიერება მედლის ორ მხარეს ჰგავს, ან სასიყვარულო რომანის იმ ფურცლებს რომლებიც ძლიერ და ნამდვილ სიყვარულზე გვიყვებიან.
სანამ ცოცხალი ხარ ორი რამ ყველაზე კარგად უნდა შეძლო ადამიანმა - გიყვარდეს და იყო ბედნიერი. საოცარია და ერთი მეორეზე ისე ძალიანაა გადაჯაჭვული, მათი განცალკევებაც კი წარმოუდგენელია. ნამდვილი ბედნიერების მწვერვალს მაშინ აღწევს ადამიანი როდესაც უყვარს და ყოველი დღე მისთვის ბედნიერებაა, ხოლო როდესაც გიყვარს და ხედავ უკვე ბედნიერი ხარ..
ადამიანები გვიან ვიაზრებთ რომ ბედნიერება ფერადია, ეგ კი არა გემოც აქვს , სუნიც და ვიაზულიც კი.. თურმე სიყვარულს თავისი სახელი აქვს. ყველა ადამიანს თავისი სიყვარული ყავს. რომელსაც ჩვენ თვითონ ვქმნით, ჩვენ თვითონ ვიყვარებთ და ვზრუნავთ.
გამოდის რომ ცხოვრებას მხოლოდ კი არ ვგრძნობთ ვხედავთ კიდევაც. ბედნიერება მის თვალებში აისახება,დანიელის ბედნიერება მწვანე ფერის იყო. ცოტა მარწყვის გემოთი , და მისი თმიდან აკრეფილი იასამნის სურნელით. იმ შეგრძნებით თითქოს იასამნის ბაღს რომ მიუყვები და ბოლოში უფრო და უფრო მეტად მძაფრ სუნს და მეტ აყვავებულ იასამანს ხვდები.. გრძნობ და რწმუნდები რომ ეს გარდაუვალი იყო, ის შენია , შენს ბედისწერაშია, ამას ვერ გაექცეოდი. მისი სიახლოვე ისევ პატარა ბიჭად გაგრძნობინებს თავს, ისევ ხალისიანი ხდები, ისევ გავიწყდება ყველა პრობლემა რაც კი გაგაჩნია. და საბოლოოდ ზუსტად იცი რომ ისამნის გარდა სხვა ყვავილის სურნელი აღარასოდეს მოგეწონება.
- ხალხი უკვე წავიდა - მშვიდად მითხრა დანიელმა და ეზოს უკანა მხარეს მდგარს გვერდით მომიდგა..
- ყველა წავიდა?
- ყველაში ვის გულისხმობ? შენი და კიდევ აქ არის და შენი მეგობრები. სხვა ყველა წავიდა მართა. ვინმეს ემალები?
- შენ რატომ არ წახვედი? გვიანია უკვე, - მისკენ გავიდეხე და ამღვრეულ თვალებში ჩავხედე.
- მაგდებ თუ მეჩვენება. როგორც ჩანს გაწუხებ - ხმამაღლა მითხრა და წასასვლელად მოემზადა რომ მკლავში ხელი მოვკიდე და ჩემკენ დავატრიალე..
- დანიელ არ წახვიდე. მართლა, ცოტა ხანს კიდევ დარჩი. თუ რა თქმა უნდა გაქვს დრო.
- ვერ გავიგე რა გინდა მართა. რატომ მეთამაშები? შენთან მოვედი იმიტომ რომ მარტო იყავი. ვიფიქრე გვერდით ადამიანი დაგჭირდებოდა . ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობ. ხანდახან ვფიქრობ რომ ამას განგებ აკეთებ...
- არა უბრალოდ მე..
- დანიელ მე მივდივარ - ტატას ხმამ მყუდროება დამირღვია და ხელი ჰაერში დამიქნია.
- ხვალ დაგირეკავ ტატა - მშვიდად უთხრა და ლოყაზე აკოცა. რომ მიხვალ მომწერე კარგი?
- ეს რა იყო ახლა? - ეჭვიანობა ვერ დავმალე და თვალები სიმწრით ამევსო..
- რა რა იყო? რაზე ამბობ?
- რაზე ვამბობ დ შენს ქცევაზე.. დამირეკე რომ მიხვალ და რაღაცეები, რა იყო -თქო ეს?
- მე და ტატა მეგობრები ვართ, გვიანია მართა. ღამის ორი საათია ამიტომ ვუთხარი რომ მომწეროს. შენ რა ეჭვიანობ? - შემომხედე და მიპასუხე..
- მე რატომ უნდა ვიეჭვიანო? უბრალდ არაა ეს ლამაზი საქციელი დანიელ. გოგოს უყვარხარ.
- მე და ტატა მეგობრები ვართ-თქო! - გაბრაზებულმა აუწია ტონს და ერთიი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ. გასაგებად გიხსნი? ახლა შენ მიპასუხე პატარა ქალბატონო, ეჭვიანობ არა?
- ვეჭვიანობ . დიახ ვეჭვიანობ. ახლა დამშვიდდი?
- მეტყობა რომ დავმშვიდდი ? როგორ გგონია? ამიხსენი შენ ჩემზე რატომ ეჭვიანობ? სულ ერთი არაა სად ვიქნები, ვისთან და რა მდგომარეობაში.
- არის..- მაინც არ ვტყდებოდი. და თავდახრილი ვიდექი მის წინაზე..
- პატარა ბავშვივით რომ იქცევი ამას თუ ხვდები მართა.. მეუბნები რომ ეჭვინობ ჩემზე, არ მოგწონს ჩემი დამოკიდებულება სხვა ქალის მიმართ და ახლა ამბობ რომ თან სულ ერთია?
- რა გინდა დანიელ რაააა .
- სიმართლე. სიმართლე მინდა. აი აქ ამ პატარა გულში რა გაქვს ეგ მინდა რომ მითხრა - გაშლილი ხელი გულზე დამადო და ნაწყვეტებად ამოვუშვი ჰაერი ფილტვებიდან.
- შენ მინდიხარ - გადაჭრით ვუთხარი და მალული მზერა გავაპარე მისი გაოცებული სახისკენ.
- რატომ? ამათ შორის მიზეზ-შედეგობივი კავშირი უნდა იყოს.
- გეყოფა - განაწყენებული გავტრიალდი რომ ზურგიდან შემომხვია ხელები და ლოყა ლოყაზე მომადო..
- მიზეზი ისედაც ვიცი - ყურთან ნაზად მიჩურჩულა და ლოყაზე მაკოცა. „ მეც“ . ნაზად მიჩურჩულა ყურთან და თავისკენ დამატრიალა. ცხელი ტუჩებით მაკოცა შუბლზე და მთელი ძალით მიმიკრა მკერდზე.
ისევ ყვავილობდა.
ჩემში მისი სიყვარული ყვავილობდა.მისი შეხებით გამწვეულ გრძნობათა მარადისობას განიცდიდა სხეულის სათითაო უჯრედი... ხელები მაგრად შემოვხვიე და ძლიერ ბეჭებზე ნელა დავუსვი.. ყველაზე ტკბილი და ყველაზე აუხსნელი შეგრძნება იყო იმ წამს ჩვენს შორის.. დაახლოვებით ისეთი უფსკრულის პირას რომ დგახარ, სადაცაა ფეხი რომ უნდა დაგიცდეს გადავარდე და მოულოდნელად ჩნდება შენს ცხოვრებაში ანგელოზი, მერე შენს გაქცეულ სადავეებს და ხელზე მაგრად იხვევს რამოდენიმეჯერ. ამ დროს ყველაფერს ერთიანად გრძნობ:- ბედნიერებას, სისუსტეს და ყველაზე დიდ ძალას იცოცხლო და გიყვარდეს...
ოდნავ მოვაშორე სახე მის სხეულს და უმნიშვნელოდ შევახე ტუჩები ყელზე. მთავარი ძარღვი მაშინვე დაეჭიმა. სხეულმა უმალ იგრძნო ვნებათა ღელვა. გაცეცხლებული თვალებით ჩამხედა თვალებში და გამიღიმა..
- სახლში წავიდეთ? - გვიანია აქ სადგომად არა?
- წავიდეთ. დღეს რთული დღე იყო არა? ძალიან რთული - საკუთარ კითხვას თავადვე ვუპასუხე და შენობისაკენ წავედი..
მთელი გზა ვუყურებდი დანიელის ნათელ თვალებს და სახეს და ვფიქრობდი როგორ შემეძლო არ შემყვარებოდა ეს კაცი.. სიყვარულისაგან აკიაფებული თვალებით მელაპარაკებოდა და არსებულ გეგმებს მიზიარებდა. მერე ტვინის ერთ ნაწილში მენთებოდა სახელი ნიტა და შიში მიტანდა. მასთან და დედაჩემთან ჩუბის შიში ხელ-ფეხს მიკრავდა. ძალას მართმევდა. ემოციებისაგან მცლიდა.. მხოლოდ მაშინ ვხვდებოდი რომ მიყვარდა კაცი რომელიც ჩემთვის და ჩემი ცხოვრებისათის საშიში იყო. მაგრამ მიყვარდა და ამ სიყვარულს და ამ სიყვარულით გამოწვეულ ბედნიერებას ვერ წავართმევდი საკუთარ თავს..
- შენთან მომიყვანე? დაბნეულმა ვკითხე და უგერგილოდ გადაჭერილი ღვედი გავიხსენი.
- კი, ჩემთან. ოღონდ ეს ჩემთან ახლა ჩვენთან არის მართა. მოდი რაღაცეებს სახელები შევუცვალოთ კარგი?
- დანიელ ნუ მაცინებ. სულ ერთ საათის წინ მოხდა ის..
- რა ის? - წარბი ზემოთ აზიდა გაამომხედა..
- ნუ იცი რაც.
- არ ვიცი. რაზე მელაპრაკები მართა? რა მოხდა?
- დანიელ .
- მართა! - როცა იწყებ დაასრულე. ჩვენ პატარა ბავშვები არა ვართ. შენი ლაპარაკის მერე ლაბირინთში დავდივარ მუდამ.
- კარგი , კარგი. სულ ერთი საათის წინ მე და შენ შეყვარებულები გავხდით .
- მოიცა, მე ეგ ვახსენე ერთი საათის წინ? მე შენ შეყვარებული გიწოდე და არ მახსოვს?
- არ მეხუმრება, უკვე ვბრაზდები- სისხლი მაშინვე მომაწვა და მანქანიდან გადავედი.. მკავში მტაცა ხელი და ზედ მიმიკრა.
- შენ ჩემი შეყვარებული არ ხარ..
- ვერ გავიგე. ეს რა თამაშია? აცრემლებულმა ამოვილუღლუღე და თვალებში ჩავხედე.
- ნწუ. შენ ქალი ხარ რომელიც ჩემთვის მთელი სამყაროა.. გესმის? ეს სიტყვა „შეყვარებული“ , ძალიან ცოტააა, ძალიან უბრალოა მართა..გახუნებულია.. შენ კი სხვებს არ გავხარ.
- ახლა ვიტირებ - პატარა ბავშვივით გავაფრთხილე წინასწარ და ცრემლები გადმოვყარე.
- იტირე, მაშინ მე კარგი საბაბი მექნება შენს დასამშვიდებლად..
- ოფფფ, ყველაფერს საშენოდ როგორ იყენებ- გულიანად გავუცინე და ხელი მკერდზე დავკარი.
- კარგად - სიცილით მითხრა და კიბეებისკენ წამიყვანა.
მის ძლიერ მკლავს ზურგით ვიყავი მიყრდნობილი და ვუსმენდი მის მიერ დაწყობილ სამომავლო გეგმებს. ვგრძნობდი რომ ახლა ყველაზე ძალიან ვიყავი დაცული. ეს ის განცდა იყო რასაც მუდამ ვეძებდი, და არასოდეს მქონდა. დანიელი იყო ჩემი თავშესაფარი, ისეთივე თავშესაფარი როგორც ის ახალი შენობა უდედმამო ბავშვებისათვის.



№1 სტუმარი სტუმარი nina

როდის დადებ შემდეგს ? :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent