დრო! (თავი 4)
....... უცებ მოეხვია დისტანციურად და მალევე მოშორდა მაშო ლაშას, - სიმართლე გითხრა ზედმეტად მეზარებოდა გამოსვლა, დააყოლა ლაშას გასაგონად, და წინ წავიდა, ლაშამ მოიხმო გარეთ გამოდი რამდენი ხანია ერთად არ ვყოფილვართო, მაშოც ბევრი ყოყმანისა და ამაო მიზეზების მოფიქრების შემდეგ, დანებდა და უკვე სახლის კართან მდგომ ლაშასთან ერთად დაუყვა ქუჩას - არ ფიქრობ რომ ზედმეტად უცნაური გახდა ჩვენი ურთიერთობა? სიჩუმე ლაშამ დაარღვია ოდნავ წინ წასულ ქალს დააკვირდა და მის მოკლე კაბაში გამოკვეთილ ლამაზი სხეულის ნახვისას ღიმილი არ შეაკავა, ფიქრებით რომ მალე მისი გახდებოდა, - ჩვეულებრივია მე ვფიქრობ, - გიყვარვარ ხო ასეა? სწრაფად დააყლა მაშოს პასუხს კითხვა და მაშომაც სიარულშივე გახედა პასუხის გაცემა გაუჭირდა მის მიმართ ვეღარაფერს გრძნობდა დანახვისდროს რომ ბედნიერი გარბოდა მისკენ არა ახლა ჩვეულად ხვდება, არ უცინის თავისი საფირმო ღიმილით, არც მისი გამოჩენა და არც მისი იქ ყოფნა, სულ რომ უცინოდა ახლა აღიზიანებს კიდეც, მართალია ისევ მასთან იყო თუმცა, უბრალოდ ვერ ეუბნებოდა სიმართლეს, ახლა კი კითხვამ საფუძველი მისცა მას გრძნობების გამოსახატავად, - არ ვიცი, ისიც არ ვიცი რას გეგმავ, არ ვიცი მომავალში რა იქნება და არ ვიცი როგორი ადამიანი ხარ, შეიცვალე შენც შეიცვალე ჩემ გრძნობებთან ერთად, წყნარად საუბრობდა ადგილზე გაჩერებული და მამაკაცის სახეს აკვირდებოდა ხომ არ გაბრაზდაო, მამაკაცს ჩაეცინა შემდეგ სახეზე ხელები ჩამოისვა, ნიშნად აღელვებისა და იმედ გაცრუბისა, დაბნეულის როლი მოირგო თითქოს უნდოდა რაღაც ეთქვა თუმცა ვერ ამბობდა ხელიც ჩაიქნია, თუმცა ბოლოს მაინც თქვა, - მეგონა ჩვენი სიყვარული სამუდამო იქნებოდა, დანანებით თქვა და ჯიბიდან ბეჭედი ამოაცურა, მაშოს ზედმეტად ეუხერხულა ეს მომენტი თუმცა ერჩივნა სიმართლე ეთქვა მამაკაცისთვის ასევე უარი ეთქვა მის ცოლობაზე და არ გაენადგურებინა მისი დარჩენილი ცხოვრება და არც ლაშასთვის რადგან უსიყვარულოდ ის სითბო და ურთიერთგაგება არ იქნებოდა ოჯახში სხვა ოჯახების მსგავსად, - გთხოვ მაპატიე რომ ეს აქამდე არ ვთქვი, თავი გვერდზე გადააქნია წყენის გამოსახატავად რომ მიხვდა აწყენინა ლაშას და ლაშამაც ისევ უხმოდ ჩაიქნია ხელი, ბეჭედი ჯიბეში ჩაიბრუნა მაშოს უბრალოდ დაემშვიდობა და დაღმართზე წვრილ ქუჩას დაუყვა, წუთით უყურა ქალმა ლაშას, არ ეგონა ასე მოკლედ და მარტივად რომ დაასრულებდა ლაშა, არც იკითხა რის გამო შეიცვალა მაშო ასე ან რა მიზეზით შეეცვალა გრძნობები, მალევე გაბრუნდა სახლში ბებიას ამცნო მისი სახლში მისვლა და მაშინვე დასაძინებლად წავიდა, ყველანაირი ფიქრის გარეშე გადაეშვა მორფეოსის სამყაროში, სასიამოვნო სიზმრებს შორის მაინც 'უშნოდ' ჩაეკვეხა ერთი არასასიამოვნო თუმცა ძილისთვის ხელი არ შეუშლია დილამდე ცუდად დაამახსოვრდა უბრალოდ მაშოს...... მაშოსთვის დღე კარაგად დაიწყო, გუშინდელი დღისგანაც გამოყვა რაღაც, უბრალოდ უხაროდა, უხაროდა ის რომ შეძლო ეთქვა რეალური გრძნობები და ახლა თავისუფალი ყოფილიყო, - ჭამე ბე ჭამე ვერ ხედავ მარტო ტყავი ხარ დარჩენილი, უმეორებდა ქალი თავის საფირმო სიტყვებს და თავადაც ჩამოჯდა მაგიდასთან, - კაი ახლა, არც მასეთი გამხდარივარ, შეიცხადა და სხეული შეითვალიერა თან ლოყაგამოტენილმა ახედა ბებიამისს და მხრები აიჩეჩა, შემდეგ კი მშვიდად განაგრძო ჭამა, ცოტახნით დუმდა ქალი აკვირდებოდა შვილიშვილს და მასთან იმდენი დაგროვილი კითხვა ჰქონდა რომ საიდან დაეწყო ვერ ხვდებოდა - ბებო, წინაზე წვეულებიდან რომ მოხვედით, რაღაც მითხარი ადამიანზე რომელმაც აშკარად დაგაბნია ვინ იყო? საიდან იცნობდი გაიხსენე? დაბალხმაზე დასვა კითხვა ნაზიმ საკუთარ საინს მიშტერებული და შემდეგ ახედა შვილიშვილს, - კი გავიხსენე, ეს რატი პირველია ბებო, რომელიც ჩემთვის ყველაფერი იყო, ჩემი მცველი იყო როგორც თეოდორე მის ნაბიჯების კვალზე ვადგამდი ფეხს ისე მივდიოდი წინ და შემდეგ გაქრა ნაკვალები, იტალიაში წასვლა მოუწია ბოლოს აეროპორტში ვნახე რომ იცოდე როგორ მესიკვდილებოდა მისი წასვლა, მანამ იყო სანამ დედა დაიღუპებოდა, მწერდა მას შემდეგ რამდენჯელმე მომწერა მოკლე მოკლე კითხვა პასუხები იყო, და შემდეგ აღარც მესიჯი აღარც წერილის ნახვა საერთოდ გაქრა, ზედმეტად ჩავიკეტე მაშინ და დედამაც მაშინ მიმატოვა, როცა მინდოდა რომ მომეყოლა ეს ყველაფერი ოთახში შევედი თუმცა დედა იწვა, გამიკვირდა მაგ დროს დედა არასდროს იწვა ხოლმე ახლოს რომ მივდიოდი ხელს მიქნევდა არას ნიშნად, ზედმეტად საშიში შეხედულება ჰქონდა, დასიებული თვალები გარშემო სულ ჩალურჯებოდა თითქოს ვერ სუნთქავდა, იგრიხებოდა, შემეშინდა გაქცეულმა მეზობელს დავუძახე და როცა შემოვიდა სასწრაფოს მოსვლამდე კიდევ ჰქონდა გრეხვის შნო და მერე შენც იცი საავადმყოფომდეც კი ვერ მიიყვანესს..... მოგონება ცრემლებად დაღვარა მაშომ ყვებოდა და თითოეული მომენტი ფიქრებში კადრებად ისახებოდა, ყველა დედის გამოხედვა, გაღიმება, სიცილი ყველაფერი ახსენდებოდა და ბოლო დღე როცა დედა ჯერ კიდევ ცოცხალი ნახა, ტირილს ვეღარ იკავებდა, ჩანგალი ხელიდან გააგდო, მაგიდაზე შემოწყობილ მკლავებში ჩადო თავი და ემოციებისგან მოწოლილმა უფრო და უფრო უმატა ტირილს, ნაზი ცოტა დაიბნა არ ეგონა თუ ამ ყველაფერს გაახსენებდა მაშოს კითხვა რომელიც დაუსვა, მაშოსთან მისული მოეხვია მაშოს და მისი დამშვიდება დაიწყო, შიგადაშიგ კოცნიდა და სიტყვიერი მოფერებით უწევდა თმას უკან, - ვსო აღარ ვტირივარ, წამოწია შეცვლილი ნამტირალები ხმით და ცრემლები მაჯით მოიწმინდა, კიდევ ერთხელ მოუწია ნაზის გაჩუმებულიყო და მეტი კითხვა თავისთვის შეენახა, ნაწილი უკვე გაიგო თუ ვინ იყო ბიჭი რომელმაც მაშო დააბნია, ხმას აღარ იღებდა ქალი, - შემდეგ როცა წვეულებაზე ვიყავით მისი ჩამოსვლის საპატივცემულოდ იყო ეგ წვეულება, როცა სცენაზე მიდიოდა, ზედმეტად მომხიბვლელი იყო, აი ფიზიკურად მართალაც რომ უნაკლო, და როცა სახელი გამოაცხადეს მაგ დროს ვიღაც მახსენდებოდა უბრალოდ იმდენად ამოვიგდე თავიდან, იმდენი ვეცადე რომ დამევიწყებინა დავივიწყე კიდეც ეს ხომ ფსიქოლოგიური მომენტია, თუმცა გახსენებაც შევძელი და გახსენებას კიდევ ათასი რამე მოყვა, ვერ ვხვდები საიდან მიცნო ან დავიჯერო ასე კარგად ვახსოვდი? თუ არაფერი შეცვლილა ამ რვა წელში და ისევ ის მაშო ვარ, ეგ მაბნევს თუმცა ფაქტია იქვე მიცნო, განაგრძო მოყოლა მშვიდად რაც ნაზის გაუხარდა ბარემ ამომწურავი პასუხი და გულისყურით უსმენდა შვილიშვილს - რა არაფერი, უწინდელის არაფერი გეტყობა, რაიცი რომ გიცნო, ახლა ნაზიმ დაუსვა კითხვა და მაგიდაზე იდაყვი ჩამოდო, - ის იყო ერთადერთი ადამიანი რომელიც მაშას მეძახდა, და როცა მასთან ცეკვა მომიწია მკითხა 'აღარ გახსოვარ მაშა?'-ო აი მაგ დროსაც მაშინვე მიტივტივებდა ადამიანი და ისიც მითხრა რომ ის მე მიცნობს, - ესეიგი ახსოვხარ და არ დავიწყებიხარ, თავის ქნევით დაადასტურა ქალმა და წამოდგა, - კი მასეა, - ახლა როგორ ხართ? ხშირად შეხვდები მაშინ თუ ვაჟა მასთან ერთად მუშაობს, - კი იმაზე მეტად ხშირად ვიდრე ფიქრობ, უბრალოდ მათ განხილვებს ვუსმენ ხოლმე უფლებას მაძლევენ და რატომაც არა მაინტერესებს, და როცა მარტო დარჩენა გვიწევს იქიდან გამოვრბივარ არ ვაპირებ დაველაპარაკო მიუხედავად მისი დაჟინებული მზერისა, მტკიცედ თქვა და თან წამოდგა, შეკრული თმა უცებ გაიშალა და თმაც მხრებზე ჩამოეფარა, მიუხედავად იმისა რომ გრილოდა, საერთოდ აღარ ჭირდებოდა ჟაკეტი, თმა იმდენად ფარავდა, - ხოდა წავედი, თან დააყოლა ნაზის მიუახლოვდა აკოცა და მისგანაც იგივეს მოლოდინში დაიხარა თან ლოყა მიუშვირა, - მიყვარხარ აბა ჰე, კიდევ ერთხელ აკოცა მოხუცს და ხტუნაობით დატოვა სახლი, გზაში დაქალს დაურეკა და ლიასთან ერთად წავიდა სამსახურში, მშვიდად მიდოდა დღე წყნარი სამუშაო დღე იყო ამას კარგი ხასიათიც თან სდევდა და ჯამში კარგად ჩაიარა დღემ, უკვე სამსახურიდან წამოსვლის დროს დაურეკა მაშოს ვაჟამ, ღიმილით უპასუხა მაშომაც და ვაჟას ტელეფონშიც პირველი გაისმა მაშოს კრიალა ხმა, - მაშო გცალია? წყნარად გაუგრძელა სიტყვა ვაჟამ მაშოს 'დიახ' -ს - კიი თავისუფალი ვარ სახლში მივდივარ რა არი? - თხოვნა მაქ ლამაზო და უნდა შამისრულოოო, გაუგრძელა სიტყვა ბოლოს გაურკვეველ ენაზე და თან ეღიმებოდა კარგ ხასიათზე მყოფს, - გისმენ აბა, მომლოდინე გაიტრუნა და დაელოდა ვაჟას თხოვნას თან ნაბიჯები შეანელა - ესიგი ჩემთან ახვალ? - ხო მშვიდობაა? - კი, შენი ძმაკაცი სახლში არ არი ამიტო მესაჭიროები, მე ვერ მოვასწრებ გამოსვლას, სახლში დამრჩა თაროზე საბუთები, მჭირდება გვიანობამდე ვრჩები ხოდა მომიტან? მაშო დაფიქრდა არ ეზარებოდა გასვლა თუმცა არც ებედნიერებოდა მარტო სიარული არც ისე ახლო მანძილზე - მოგიტან მაგრამ თუ თეოდორე სახლში არ არი ხო ვერ მეტყვი საიდან შევიდე სახლში? უცებ გაიაზრა რომ გასაღების გარეშე სხვის სახლში ვერ შევიდოდა - ეგ დიდიხანია გავთვალეთ მანამ თედო წავიდოდა ვუთხარი გასაღები ნაზისთვის დაეტოვებინა, ამიტომ მოგვარებულია, ქვედატუჩი გამოწია უცებ მაშომ და სვლას აუჩქარა, - ხო კაი ავალ, - კარგი გოგო მიდი და მე მანამდე მისამართს მოგწერ საქმიანად უთხრა ბოლოს და გათიშა, ცოტა იბუზღუნა კიდეც მაშომ სახლში ისე აატანა, ნაზის მოკლედ უთხრა თუ რა დავალება ჰქონდა შესასრულებელი, მაღლა შეკრული თმა ხელით უცებ დაახვია და თავზე კოსად მოკრა, ერთი პატარა თმის რეზინა ჩამოაცვა ზევიდან და დიდი კოსა არც კი შეუთვალიერებია ისე აიღო ჩანთა და სახლი დატოვა, მისამართის ნახვისას, იმედანდ ეუცნაურა მისამართი მისახვედრი იყო მისთვის რომ ავტობუსით წასვლის შემთხვევაში დაიკარგებოდა, ამიტომ ტაქსს მიანდო ეს საქმე რამაც გაამართლა, პირდაპირ კომპანიის წინ ჩამოვიდა მაშო, ჯერ ადგილი მოათვალიერა შემდეგ დიდი შენობა, ბევრი ხალხი დადიოდა ირგვლივ, წინ ავტობუსების გაჩერებაც იყო დიდი ადგილი არ იყო უცებ მოავლო თვალი მაშომ მომსვლელი ავტობუსების ნომრებს და მალევე დაიმახსოვრა, თავიდან ლამის აერია რესტორანში შედიოდა ჩავლილი მოსაუბრე ხალხის დახმარებით რომ გაიგო რომ ზევით " რაღაცის" კომპანიაა, ამიტომ პირდაპირი რეისით მეორე ასასვლელიდან ავიდა მეორე სართულზე და როცა არ უშვებდნენ ვაჟას დაურეკა, უკვე ვაჟას ბრძანებით ნებადართული ყურმილ დაუკიდავად შევიდა ლიფტში, - და რომ ამოვალ მერე სად წავიდე? - 5-ზე ადი, ბევრი არავინაა და წინ შავი კარებით, კაბინეტია მანდ შედი და დატოვე არ ვარ მანდ, და ხო ძაან მაგარი გოგო ხარ, კმაყოფილი ესაუბრებოდა თუმცა აშკარად საქმეში გართული იყო - კაი და მადლობა, გაიცინა მაშომაც ისე გათიშა, კონკრეტულ სართულზე მყოფმა ხალხს მოავლო თვალი და უკვე რომ მიხვდა ბევრმა შეამჩნია ცოტა უხერხულად წავიდან შემჩნეული შავი კარებისკენ, ხმაც არავის ამოუღია მაშომაც უცებ შეაღო კარები და ამოისუნთქა, - რამხელა თვალები აქვთ, თან ამოაყოლა და კარებიდან ოთახისკენ შებრუნდა მაშინვე თვალში მოხვდა მაგიდასთან რბილ სკამში მჯდომი რატი, რომელიც გაკვირვებული უმზერდა მაშოს, - რა ხდება? თავის ოდნავ გვერდზე გადახრით თქვა რატიმაც გაკვირვების ნიშნად, - არ მეგონა აქ თუ იყო ვინმე ვაჟას არ უთქვამს, საბუთები მოვიტანე, თქვა ცოტა დაძაბულმა მისი ხილვით და საბუთები შესამჩნევად აწია, - გასაგებია, კარგი ქენი რომ მოგვაწოდე, დაადასტურა და თავი ჩახარა, - კარგი მაშ მე წავალ, მაგიდაზე დადო საბუთების ფაილი, და გამოტრიალდა - მაშო ორი წუთი, ფეხზე წამოხტომას დააყოლა სიტყვები რატიმ და ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს რომელიღაც უცნაური ჭია ჭამდა, მის სიტყვებზე შეჩერდა მაშო და მისკენ ნელა მიტრიალდა - დიახ? პასუხიც გაცა თუმცა დაძაბულობას ვერ იხსნიდა, რატიმ კი მაგიდსს მოუარა და მაშოსკენ მიიწევდა - არ ფიქრობ რომ ბევრი სალაპარაკო გვაქ? დაბალხმსზე დასვა კითხვა მაშო როცა მიხვდა რა თემა მოყვებოდა ამ სიტყვებს მაშინვე გაქცევისთვის მოემზადა - არა! სწრფად დაყოლა და შეტრიალდა რომ უცებ გამოსულიყო თუმცა ხელმა შეაჩერა რომელიც რატის ლამაზ თითებს ეკუთვნოდა, და მაშოს წვრილ მაჯას გულიანად ჩაბღაუჭებოდა, - რატო გამირბიხარ? კითხვის მერე მაშოს ხმა არ ამოუღია რატისკენ შეტრიალდა და ეცადა მისი ხელი მოეშორებინა, - მაშო?! დაუძახა მისახვედრად რომ კითხვაზე პასუხს ელოდებოდა თუმცა მაშო ისევ ცალი თავისუფალი ხელით ცდილობდა რატის თითების გახსნას, ყურადღებას არ აქცევდა მამაკაცის ხელზე იყო მთლიანი გონებით ორიენტირებული, - მაშო მეთქი! უყურადღებობისგან გაბრაზებულმა დაქაჩა მაშოს ხელი და გოგოც ინერციით აეკრო სხეულზე, რის გამოც ცალი ხელი რატის გულზე ედო - რას აკეთებ! გაბრაზებული ტონით უთხრა მაშომ და მასზე აკრულმა ახედა მამაკაცს, - როცა რაღაცას გეკითხები პასუხი უნდა გამცე! რატიმაც გამოცრა კბილებში და მაშოს უხეშ ხელისკვრას დაყვა და მოშორდა, - არ გაგირბივარ! - აუ კაი რა გთხოვ, შეიცხადა რატიმ ისე შეხედა გოგოს, - ხო ხვდები შენც რო ახლოს არ მოდიხარ, სულ გარბიხარ, თვალს მარიდებ, მარტოც კი ვერ რჩები ჩემთან ერთად მაშო! მიზეზები ჩამოუთვალა და მაგიდას მიეყრდნო, - მიზეზი? - და უკვე ვიცნობთ ერთმანეთს იმდენად რომ ნებისმიერი ჩამოთვლილი საპირისპიროდ იყოს? ნიშნის მოგებით შეხედა მამაკაცს - ჩვენ იმაზე უკეთ ვიცნობთ ერთმანეთს ვიდრე შენ და შენი ერთი ნებისმიერი დაქალი! სიბრაზეს მალავდა რატი, ბრაზობდა იმაზე რომ მაშომ ასე ჩვეულებრივ დაივიწყა მათი მეგობრობის პერიოდი, - ნწ! შეგეშალა, მე და შენ ერთმანეთს ისევე არ ვიცნობთ როგორც მე და იქ მსხდომი ხალხი, ხელი კარებისკენ გაიშვირა ნიშნად თანამშრომლებისა და ისევ გამოტრიალდა დიდი ნაბიჯებით, კარების სახელურს ჩაავლო ხელი, რატიმაც მას ჩაავლო მკლავზე ხელი და შემოაბრუნა, შემობრუნებისას კარების სახელურს ჩავლებულ ხელს გამოყვა კარები შემოტრიალებული კი ძლიერად ააკრო რატიმ ღია კარებს და დაკეტვის დროს ზედმეტად მტკინვეული აღმოჩნდა რაზეც უნებლიედ ამოიკნავლა მაშომ, კარებს ხელი დაადო რატიმ მაშოს თავს მაღლა, მაშომაც აღელვებულმა დაიწყო რატის თვალებში ყურება ხან ერთში ხან მეორეში, - სალაპარაკო გვაქ! მანაც უხეშად ჩახედა გოგოს თვალებში - ასე უბრალოდ ვერ დარჩება, - ახლავე დავასრულებ! ხელი კრა მაშომ და უკვე რამდენიმე ნაბიჯით გადაწეულ რატისკენ თავად წავიდა კისერ წამოწეული თითქოს ახლა აფეთქდებაო, მართლაც ჩხუბით საუბარი დაიწყო და ხელებსაც აყოლებდა, - კი ჩვენ ვიცნობდით ერთმანეთს! უფრო სწორად ისინი, ზედმეტად მოკედლებულიც კი იყო, მე შენზე! დღე რატის გარეშე არ იყო, შემდეგ რატი წავიდა დაიკიდა მაშო, ერთი მესიჯიც არ უნახავს, გადააგდო არადა დიდის ამბით დაპირდა ყოველდღე მიწერას, იმ დებილმაც დაიჯერა, თუმცა იმედი გაუცრუვდა იმედ გაცრუებას გულის ძლიერი ტკენა მოყვა, გულისტკენას ჩაკეტილობა, ჩაკეტილობას სიმარტოვე, სიმარტოვეს ნერვოზული აშლილობა და ყოველდღე ტირილი, იმ ყველაფერს კიდევ უარესები მოყვა, საბოლოოდ ყველაფერი დასრულდა, შეიცვალა ყველაფერი, ჯანდაბაშიც წასულა რატი, მისი წასვლით ბევრად საოცარი და საუკეთესო ადამიანი შევიძინე რომლისთვისაც სულს დავთმობ! მე არანაირ რატის არ ვიცნობ ის წარსული იყო, წარსულს კარგა ხანია გამოვუხურე კარები! ამიტომ მე და შენ! სრულიად უცხო ადამიანებს! სალაპარაკო საერთოდ არაფერზე! აფსოლიტურად არ გვაქვს! დავასრულეთ! ახლა თქვენის ნებართვით წავალ! დაასრულა თუ არა არაფერს დალოდებია უცებ გამოვარდა კაბინეტიდან, ყელში გაჩხერილი ბურთის გადაყლაპვა შეძლო, არავისთვის არ შეუხედავს იმდენად სწრაფად შევიდა ლიფტში, კარებს უყურებდა რატი რომელიც მაშომ იმხელაზე მიუკეტა ლამის ჩამოიღო, კეფაზე შემოიწყო ინსტიქტურად ხელები, იქით-აქეთ გაიხედა და გაბრაზებულმა სკამს ჩაარტყა ფეხი, სკამიც შორს ძლიერი ინერციით გასრიალდა.... - მაშო, ხმაზე უცებ გაჩერდა მაშო და ხმის მიმართულებით შეტრიალდა, - სად იყავი ხომ შეიძლებოდა შენ დამხვედროდი არა? აღელვებული ტონი ვერ დამალა ისე უთხრა ვაჟას, - ვერ მოვასწარი ამოსვლა, რამოხდა, - არაფერი არ მოხდა მოგიტანე კაბინეტში დევს მაგიდაზე, წავედი მეჩქარება, ყველაფერი ერთმანეთს მიაყარა და უკან უკან სვლა დაიწყო, - ხო კაიი სპასიბა, ვაჟამაც მხრების აჩეჩვით თქვა, და გაქცეულ მაშოს გააყოლა მზერა, კიბეებზე დაეშვა მაშო და იმდენად გათიშული გარბოდა ვერც კი მიხვდა რომ ვიღაც მოდიოდა დაჯახების დროს კი ამომავალს ყველაფერი გაუვარდა ხელიდან ყავას კოლოფში დახვეული სპაგეტიც მიყვა, შაქრის კუბიკებიც კიბეებზე დაეშვა მაშომ ინსტიქტურად დააღო პირი და უცებვე აიფარა ხელი, ქალმა წარბებ შეხრილმა ამოხედა, თითქოს უნდა მოეკლა მაშო, - ბოდიში, განზრახ არ გამიკეთებია, - წინ ვერ უნდა იყურო? - ქალბატონო ბოდიშს ვიხდი, ავანაზღაურებ არ არის პრობლემა, - რას ქვია აანაზღაურებ, კიბეებზე ჩამოდიხარ და თვალები მიხატული გაქვს? მხოლოდ ხელიდან კი არ გამაცვენინე ყველაფერი გადამაყრევინე და ამას პლიუს ნახე რადღეში ჩააგდე აქაურობა, ცოტა თვალი გაახილე, უკვე სამსახურში დაღლილი ქალი ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა და ისედაც გაღიზიანებულს მაშო შემორჩა ხელში რომელმაც ჩხუბის და დაღლილობის ამონთხევის საშუალება მისცა, - ქალბატონო! მე თვალები მიხატული მაქვს მაგრამ თქვენ რაზვალი გაქვთ? როცა დამინახეთ რომ თქვენი მიმართულებით მოვდიოდი ვერ გაიწიეთ? ჯიბრზე მიდგებოდით? ძალიან გთხოვთ თავი ხელში აიყვანეთ ვხვდები რომ დაღლილი ხართ არა მხოლოდ თქვენ მეც! გითხარით ყველაფერს ხელთავიდან შეგაკვეთინებთ, მე გადავიხდი აქაურობასაც მოვუხერხებ რამეს დარწმუნებული ვარ თქვენ კომპანიას ელემენტარული ტილო აქვს! ეცადა ტონი შეერჩია აშკარად ასაკიანი ქალის წინაშე, თუმცა ბრაზი მასაც ყელში აწვებოდა, ეყო მაშოს სიტყვები ქალს პასუხი ვერ მოიფიქრა, ამიტომ გვერდზე გადაიწია ცინიკური სახით ტუჩის კუთხეები ჩაეტეხა და ელოდებოდა როდის შეასრულებდა მაშო თავის სიტყვებს, - სად უკვეთავთ? ამ ყველაფერს, კითხვა დასვა თან რამდენიმე საფეხური ნელი ნაბიჯებით ჩაიარა, - მაგ ყველაფერს, დაბლა რესტორანში უკვეთავენ, სხვათაშორის მთლად იაფი რესტორანი არ გვაქვს, ბოხ ხმაზე უცებ შეხტა და კიბის თავში აიხედა მაშომ და რატიზე გააშეშა მზერა, - ჯობია გზას უყურო და ფიქრს შეეშვა! უფრო და უფრო დაბლა მიიწევდა რატი, სპაგეტს გვერდი ჩაუარა და უკვე მაშოს საფეხურამდე დასულმა მაშოს გაუსწორა მზერა და კედელს მიეყრდნო, - ეს ყველაფერი 58 ლარი ღირდა და ზოგადად ეს თანხა საჭიროა ადამიანებისთვის ვცდები? ისევ მან განაგრძო საუბარი და თანხის დასახელებისას მაღლა მდგარ ქალს უცნაური მზერით შეხედა შემდეგ კი მაშოს დაუბრუნა, ხმა არ ამოუღია მაშოს ფიქრებში კი მაინც გაექცა "რა ჯანდაბით აკეთებენ ასეთს, ოქროს აფშვნიან?" უხმოდ გახსნა ჩანთა და 60-ად შეთავებული 'სამი ფურცელი ამოიღო' ქალს გაუწოდა და მანაც ყოყმანის შემდეგ ჯერ რატის შეხედა ისე გამოართვა ფული, - კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს, და თქვენ მადლობა ინფორმაციისთვის, - ხო და კიდევ, რაც შეეხება ტილოს, კი ზოგადად გვყავს დამლაგებლები თუცა მათი სამუშაო დასრულდა, ამიტომ კიბეების დასასრულში მარჯვნივ ოთახია სადაც ნებისმიერ ნივთს იპოვი, ცოცხს ტილოს თუ რაც არი, წინ წასულმა ბარემ დააყოლა და ქალს მოუხმო, გულში ლანძღავდა მაშო გამოჩენისთვისაც და მითითებებისთვისაც, მათი წასვლის მერე მართლა არ დაუტოვებია იმ მდგომარეობაში საფეხურები, რატის მითითებული ადგილიდან უცებ აიღო ნივთები და შეძლებისდაგვარად მოაწესრიგა, შემდეგ კი იქიდან წამში გაქრა....... .... - აუ როგორ ვერ ვიტან თეოდორეე რომ იცოდეე, - ვის ვერ იტან? სიცილით გაცა პასუხი და მაშოს ნაყინი მიაწოდა, - ვის და აი იმ რატის თუ ვინც არი, აიიი მინდა რო ვცემო გავაპო გავთელო მაღიზიანებს, ზედმეტადაც კი, - გაქანებული ნერვოზი გაქ მაშუნა, სიცილით მოხვია ხელი და მასთან ერთად დაუყვა გზას, მაშოც ჩამოსასხმელ ნაყინს გემრიელად შეექცა და ხანდახან თუ ახედავდა თეოდორეს, გვიანი იყო თეოდორე ზედმეტად დაღლილი იყო თუმცა მაშოს რომელიც წანწალის ხასიათზე იყო მარტო არ დაუტოვებია და მასთან ერთად დაბოდიალებდა ქუჩებში, - თეოდორ ძაან დაკავებული გახდი, ჩემთვისაც ვერ იცლი... - სერიოზულად? აუ მაპატიე ჩემო ციცქნა, აწი უფრო ხშირად გამოვივლი და..... - მოიცა მოიცა! სიცილით გააჩერა მაშომ თეოდორე, და ისედაც სვლა შეჩერებული მაშოსკენ შეტრიალებულ თეოდორეს მაშოს სიტყვები ზედმეტად მოხვდა გულზე, - მაგას არ გეუბნები, მომისმინე, თავის დაქნევით უთხრა წელზე მოკიდა ხელი და სვლა დაიწყო, - იმას გეუბნები რომ ძალიან საქმიანი ხარ იღლები და მერე დასვენება გჭირდება არ ვამბობ რომ უნდა მნახო, არა არასწორად გაიგე, უბრალოდ იმას ვამბობდი რო საქმის გადამკიდე, რომ ხშირად ვეღარ ვნახულობთ ერთმანეთს ბევრი რამ მოხდა არა უფრო ერთი რამ რაც შენ ჯერ კიდევ არ იცი, არადა უნდა იცოდე, - ვახ ისეთი დაწყება აქვს დამაჟრიალა რა მოხდა მასეთი? ისევ მოხვია ხელი, თან თავზე აკოცა, - ლაშამ ცოლობა მთხოვა, პირდაპირ მეორე საკითხზე გადავიდა და თეოდორეც უცებ გაშეშდა მისი ფიქრები უფრო და უფრო შორს გაიქცნენ ვიდრე უნდა წასულიყო და ეს ყველაფერი სრულიად ამაზრზენს ხდიდა იმ მომენტს, - მერე? ცოტა დაძაბულმა იკითხა თუმცა მაშომ მასთან ერთად ისევ უდარდელად განაგრძო სვლა - დავშორდი! თქვა და ხრაშუნა ნაყინის ჭიქა მოკბიჩა, - რაა? გაკვირვებულმა იკითხა ისე დახედა მაშოს, - ვუთხარი რეალური გრძნობა რო საერთოდ ვერაფერს ვერ ვგრძნობდი მაგის მიმართ და ვსო, - ვახ, უბრალოდ ეს ამოხდა თეოდორესაც იმდენად დამიკიდედ საუბრობდა მაშო რაღაცნაირად შევიდა კიდეც ლაშას გრძნობებში თუმცა როცა ისედაც უნდოდა რომ მაშოს თავი მისგან შორს დაეჭირა, მოსწონდა კიდეც ეს ფაქტი, - და ვსო? ანუ ნერვებს აღარავინ მოგვიშლის ხო ასეა? ეგრე რა შე ქალო გაიცინა და ლოყა მოუსრისა მაშოს, მასთან დაკავშირებით ბევრი ისაუბრეს, სხვა თემებიც შემოიტანეს და საბოლოოდ სახლშიც ავიდნენ გვიანი იყო თუმცა მაშომ შეიპატიჟა თეოდორე, ძილს არ აპირებდა ამიტომ ოთახში შესულებმა ბებო რომ არ შეეწუხებინათ მაშომ თავისი სამხატვრო ტილო გადმოიღო საღებავები ფუნჯები, თეოდორეც მის გვერდით დასვა, თმა გაიშალა და თეოდორეს თვალებიც მხოლოდ თმას დააკვდა, - ჰე ახლა იდეაა, რა დავხატო აბა, ანდა არ მინდა, უცებ გააჩერა თითქმის საუბარ დაწყებული თეოდორე, ხელში ფანქარი მოიმარჯვა კონტურებისთვის და უკვე მოხაზვას შეუდგა, - რას ხატავ მეც გამანდე, - არა მერე ნახე, - ო მერე ეხა შენც დღესვე არ მორჩე, - დღესვე მოვრჩები მარა გვიან, მხრები აიჩეჩა, ისე განაგრძო, - კაი ჩამიწენი რა თმა, შემაწუხებს, მაღლა აწეული მტკიოდა, წაებუზღუნდა და თეოდორეც არ ყოფილა უარზე მაშინვე წამოდგა და თმა ხელში ნაზად მოიქცია, ისე ფრთხილად და ნაზად უწნიდა საერთოდ ვერ გრძნობდა მაშო მის ხელებს, მხოლოდ დედებმა და ქალებმა იციან თმის დაწიწკვნით დავარცხნა.... - წამოწექი თუ გინდა, - ჩამეძინება მოიცა რა, - წადი თუ გინდა დაისვენე, - აუ ხო რა ჯობია ჩემო ლამაზო, ვაჟაც არ არი სახლში შევირგებ მარტოობას, გამოგივლი ხვალ თქვა და თან წამოდგა, მაშოც მასთან ერთად წამოდგა, ხვდებოდა რომ ისედაც დაღლილი უფრო უარესად დაღალა რაც არ მოწონდა უბრალოდ ვეღარც ვერაფერს ეუბნებოდა, კარებამდე გააცილა, და თეოდორემაც შუბლზე კოცნით დააჯილდოვა,... მშვიდად განაგრძო მაშომ საღამო გვიანობამდე განაგრძო ხატვა მანამ არ აპირებდა დაძინებას სანამ სრულად არ დაასრულებდა აწყლიანებული თვალებით ქვედატუჩ გადმოტრიალებული ბავშვის სურათს, რომელიც ძალიან რეალური გამოსდიოდა თავადაც მოწონდა ნამუშევარი, დაბალხმაზე ჩართული მუსიკებით ღიმილით ხატავდა.... - ჩავედი რა მე, რამე ენერგეტიკულს ვლეწავ თორე ხოდი გამიქრა, ლიფტში შემავალმა გაყვირა რატის, დაბლა ჩასულს კი კიდევ ერთხელ წააწყდა ანანო, - ხშირად გვიწევს ერთმანეთის ნახვა ეს კარგია, მიხვდა რომ ქალმა თვალი აარიდა თუმცა თავად აღარ აპირებდა გაჩუმებას - ისე წინა ნამცხვარზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ძალიან გემრიელი გამოგივიდა, ნამდვილად ძალიან მაგარი იყო წინას არ გავდა, როგორ შეისწავლე ასე უცებ? საოცარი გემო ქონდა საღოლ, შემეცვალა კიდეც შენზე აზრი ვნანობ იმ სიტყვებს რაც გითხარი, - არ ინანო, წინაზე ნამცხვარი ჩემი გაკეთებული არ იყო, ღიმილით შემოუტრიალდა, ანანოც ისე გაცა პასუხი თუმცა ღიმილს წყენის კვალს ყოველთვის უტოვებდა, უცებ გაიღო კარები და ისიც უცებ გახტა, გაურბოდა ხოლმე ვაჟას, ვაჟასაც ჩაეცინა თუმცა აპირებდა მასთან გამოსაუბრებას უნდა აენაზღაურებინა მისი წყენა, - გოგო რომელიც სიმართლეს არ მალავს, კაი გოგოა, ხმამაღლა დაადასტურა და რამდენიმე საფეხურიანი კიბე ჩაიარა....... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.