შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმია ორისთვის (თავი 8)


25-12-2022, 14:37
ავტორი თუკა
ნანახია 3 115

გულზე გადაჯვარედინებული ხელებით იჯდა ნიკოლოზი და ჩართულ ტელევიზორს შეყურებდა. აშკარა იყო, მისი ფიქრები სხვა განზომილებაში გადადიოდა. საინფორმაციო გამოშვება და თავისთვის აცხადებდა ახალ ამბებს.
სახეზე ნერვიულობა ესახებოდა. წარბები ეჭმუხნებოდა, ხან ბაგეებს ხსნიდა და ტუჩების ნერვიულად ჭამას იწყებდა..
– ეს ტელევიზორი რომ გაყვრის არ გესმის მამაჩემო? – ანდრიამ მაგრად დაჰკრა ხელი ბეჭებზე და , ოდნავ შეკრთა მამაკაცი.
– შემაშინე შვილო, რა მითხარი?
– აშკარაა არ გესმის ეს ხმა , ტელევიზორი ყვირის, მგონი დიქტორს ყელი ასტკივდა. დაუწიე ..
– აიღე ეს გადასართველი და დაუწიე მერე – ისე უთხრა არც შეუხედავს. მაშინვე იყნოსა ანდრიამ მამის მდგომარეობა და გვერდით მიუჯდა..
– რა გჭირს ? რაზე ფიქრობ ასე? მოიცაააა, არ მითხრა , იასნად ვიცი ტო. დანიელზე და მის სიმამაცეზე არა?
– სიმამაცეს ეძახი შენ ამას? – გაბრაზება ვერ დამალა და მისკენ დატრიალდა. – უნამუსო ბიჭია, და მეტი არაფერი. თავისი ამ ვითომ სიყვარულის გამო მთელი ოჯახი გაწირა ხომ ხედავ..
– ვინ გაწირა მაინც? შენ რა პრობლემა შეგექმნა ? პრობლემა მაგას და იმ გოგოს ექნებათ და აქვთ უკვე თქვენი საშუალებით. რა შუაშია ოჯახი აქ.
– ამაზე ადრე უნდა გეფიქრა. სანამ ადგებოდი და მის დას სიცოცხლეს გაუმწარებდი მანამდე უნდა გეფიქრა, და ტვინისთვის ძალა დაგეტანებინა. მაგრამ სად გაქვს შენ ტვინი...
– მე სიცოცხლე არავისთვის არ გამიმწარებია, შემიყვარდა, რატომ არ გესმის?! ეს გოგო სიგიჟემდე მიყვარდა. ჭკუიდან გადავყავი ამ სიყვარულს და შენ ამას ეძახი სიცოცხლის გამწარებას ?? – ფეხზე წამოხტა და მამამისს წინ აესვეტა..
– ვეძახი, იმიტომ რომ შენ მასზე იძალადე , არაკაცი ხარ – კბილებში გამოსცრა სახეზე ალმური მოედო.
– მე მისთვის თითიც არ დამიკარებია!– გასაგებია ?– ნერვებდაგლეჯიმა იღრიალა ადნრიამ და მამისკენ გაიწია რომ ძმის ძლიერმა ხელმა მაშინვე შეაკავა. არც კი შევხებივარ, ამას როგორ ამბობ? შენ არასოდეს გჯეროდა ჩემი, შენ რა მშობელი ხარ, არასოდეს გაიგე? ამიტომ მომიძულე და გამაგდე, ამიტომ დაანახე ჩემს და– ძმას რომ შერყეული ვიყავი არა?
– დამშვდდი ანდრია, მოიცაა , წამოდი, წამოდი მოდი – მშვიდად ესაუბრებოდა დანიელი და ეზოსკენ გაყავდა ძმა, რომელიც გამწარებული ღრიალებდა მამის მისამართით..
– არაკაცია, სულ არაკაცი იყო და ასეთად დარჩება, ასი წლისაც რომ გახდეს მაგას არაფერი შეცვლის. შემაძულა სიცოცხლე და ამ სახლში ცხოვრება შემაძულა – სახლში შესასვლელად იწევდა ანდრია და მაქსიმალურად აკავებდა დანიელი ძმას.
– დამშვიდდი მოიცა ეეეეე – მოთმინების ფიალა აევსო დანიელს და ძმა მაგრად შეანჯღრია. – რა გჭირს, ტვინი მეტკინა უკვე. ახლა დაჯექი და მითხარი რაზე გადაირიე ასე.
– საკმარისი ვთქვი უკვე. – მაშინვე თავის დაძვრენას შეეცადა და გასასვლელისაკენ გაიწია რომ ძლიერი ხელი შემოხვია ძას და უკან დააბრუნა..
– მე იქ ვიდექი, და მესმოდა. ახლა კი დაჯდები და ყველაფრს მომიყვები გასაგებია ?
– დანიელ ნუ ახურებ რააა.
– ჯერ არც დამიწყია გახურება, კარგად გავიგონე რასაც ამბობდი. ვისზე საუბრობდი, ვინ იყო ის გოგო ვის გამოც აქედან გაგიშვა მამამ და ვის გამოც ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდი? სანამ პასუხს არ გავიგებ აქედან ვერ წახვალ ანდრია, თუ გინდა სხვაგან წავიდეთ და იქ ვილაპარაკოთ, მარამ მაინც მოგიწევს ჩემთან ლაპარაკი.
– არ მომეშვები არა? ვიცი რომ არ მომეშვები.
– სწორია, რაღაცა მაინც რომ იცი შენს ძმაზე – ღიმილით უთხრა და კარისკენ უბიძგა..
**
თბილისიდან მცხეთისკენ მიმავალ გზას გასცდა მანქანა და სვლას უკლო, გვერდითა ციმციმამ უკან მომავალ მანქანებს ანიშნა რომ ჩერდებოდა და მარჯვნივ გადაუხვია. ოდნავ იარა მიუვალ გზებზე და მანქანა ეზოში ხეების ქვეშ გააჩერა..
ჯიქურ იყურებოდა წინ და ცდილობდა ძმისკენ მზერა არ გაქცეოდა.
საოცარი იყო რომ თავადაც კი უჭირდა სუნთქვა რატომღაც, გულზე მძიმედ ეწვა ძმის სიტყვები, იმ ძმის რომელიც არასოდეს უწევდა ძმობას დანილს და მარტო იმაზე ფიქრობდა როგორ ეტკინა გული მისთვის. რამდენი დამცირება და ტკივილი ჰქონდა გადატანალი უმცროსი ძმისგან, მაგრამ მაინც უყვარდა, მთელი გულით უყვარდა თავისი სისხლი და ხორცი დანიელს..
– კარგად ვიცი რაც გინდა – ღიმილით უთხრა და ძმას გახედა..
– ანდრია მე..
– ვიცი, ვიცი, შენ არაფერ შუაში ხარ. არც არავინაა შუაშია, დამნაშავე მარტო მე ვარ, მაგრამ ხო ხედავ, ჩემი შეცდომების გამო მამა რა დღეშია.. ისე ეშინია მართასი გეგონება მიქელა იყოს ცელით მის წასაყვანად.
– რა სისულელეებს როშავ , გაბრაზება მოეძალა და მანქანიდან გადავიდა..
– ძალიან გიყვარს არა? - გეტყობა რომ ძალიან გიყვარს, მართალია ბევრი არაფერი ვიცი შენს ცხოვრებაზე მაგრამ, მგონი რომ შეყვარებული პირველად უნდა იყო. მაგარი გრძნობაა, ქვეყანა რომ შენი გგონია, და გინდა სულ მასზე ილაპარაკო, ყველას მასზე მოუყვე ..
– შენ რაღაცა საეჭვოდ ლაპარაკობ , ალმაცერად გახედა ანდრიას და მანქანის საბარგულს მიეყრდნო..
– შენ სად იყავი მე რომ სიყვარულისგან ვკვდებოდი ძმაო, მხარზე მაგრად დაკრა ხელი და გულიანად გადაიხარხარა.. – შემთხვევით დავინახე. ახლაც მახსოვს მისი ლამაზი თვალები. პატარა ბავშვივით გაცისკროვნებული შეყურებდა აყვავებულ ხეებს და კისკისებდა. ვიდექი და მზერას ვერ ვაშორებდი. გაოცებული ხარ არა? – მეც ასე გაოცებული ვიყავი მაშინ, მაგრამ უფრო უარესს გეტყვი. იმ წამს იქვე შემიყვარდა, ვიგრძენი რომ გული სავსე მქონდა მისით. ყოველ დღე ლექციებზე მხოლოდ იმიტომ მივდიოდი რომ მენახა. მეგობრების საერთო წრე გვყავდა, ამიტომ დღის უმეტესს ნაწილს ერთად ვატარებდით. ბედნიერი ვიყავი, მისგან არაფერი მინდოდა, საერთოდ არაფერი, ეს სიყვარული იმდენად მახალისებდა რომ სხვაზე არაფერზე ვფიქრობდი. ვატყობდი რომ არც ის იყო გულგრილი, ჩემთან განმარტოვებას ისიც ცდილობდა. ერთ საღამოს სეირნობისას გრძნობებში გამოვუტყდი, სახეზე ღიმილი მოეფინა, მზერა ამარიდა და გაჩუმდა. ხელი ჩავკიდე და მისი თითების სიმხურვალე მაშინვე ვიგრძენი. – აი მანდ შევცდი ძმაო, არაოდეს შეიყვარო ისეთი ქალი რომელიც შენი გრძნობის გამხელისას გაჩუმდება და არაფერს გეტყვის. – მე კიდევ იმ წამიდან მისით დავიწყე ცხოვრება, მისი ამოსუნთქული ჰაერიც კი მენანებოდა რომ იფანტებოდა.
– მოიცა, ეხლა ამას იგონებ თუ, გინდა რომ მეც გამაგიჟო.
– რომ ვიგონებდე და ახლა ასე ძნელი არ იქნებოდა ჩემთვის ამ ტვირთის ტარება დანიელ. გახსოვს ბოლო პერიოდში მამას ვეუბნებოდი ჩემი სახლი მინდა და დაცალე–თქო, მაშინ ვიღაცეები ცხოვრობდნენ იქ, გახსოვს? ამიტომ მინდოდა, მისთვის მინდოდა.
– მახსოვს, აი ეგ მახსოვს , მამა სასტიკ უარზე იყო როგორც ყოველთვის, იმ სახლში შენს გადასვლაზე..
– მამა არასოდეს ყოფილა „მამა“ არც ერთი ჩვენთაგანისათვის. მარტო შენ არ ხარ გამონაკლისი . ახლა ვუფიქრდები და ვნატრობ, ნეტა არც არაფერი ყოფილიყო, ნეტა ეს ყველაფერი არ მომხდარიყო. ამ სიყვარულმა იმხელა ზიანა მომაყენა დანო , სულიერადაც კი შემარყია. მთელი შვიდი თვე მეგონა კი არ დავდიოდი დავფრინავდი, მთელი შვიდი თვე მეგონა რომ ხვალინდელი დღე უფრო კარგი იქნებოდა. ვუყურებდი და ხანდახან ვერ ვიჯერებდი რომ ასეთ გოგოს ვუყვარდი და მე ამირჩია.. იმდენად ნაზი და სათუთი იყო, ხანდახან ხელის შეხებისაც კი მეშინოდა. ბოლო პერიოდში შეიცვალა, ვგრძნობდი რომ გამირბოდა, გადასხვაფერდა. ისე აღარ მიყურებდა როგორც ადრე. მერე მიზეზების ლაპარაკი დაიწყო, ხან გამოცდებს, ხან დედამისს იმიზეზებდა. მის დაქალს ვთხოვე დახმარება და მითხრა შეეშვი, არაფრად ღირსო. მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო წესრიგში. როგორც კი გავიფიქრე რომ შეიძლებოდა დამეკარგა, სუნთქვა შემეკრა ძმაო..
– წარმოუდგენელია, ვერც კი ვიჯერებ ისეთ რამეს მიყვები ანდრია – გაოცებას ვერ მალავდა დანიელი და ამღვრეული თვალებით უყურებდა მიწაზე მჯდარ ძმას.
– შეხვედრას ვთხოვდი, ვწერდი, ვურეკავდი. თავს მარიდებდა.იცი როგორ ვიყავი იმ დღეებში, ადგილს ვერ ვპოულობდი, მიზეზს ჩემში ვეძებდი, მეგონა რამე დავაშავე, ვაწყენინე, ვერაფრით ვიჯერებდი რომ ასე გამიზნულად მექცეოდა.
– იქნებ არ გინდოდა ამის დაჯერება – შეპარვით უთხრა ძმას და გვერდით მიუჯდა..
– მართალი ხარ , არ მინდოდა ამის დაჯერება. საშინლად მტკიოდა გული. ბოლოს წყობიდან გამოვედი, მანიაკივით დავდიოდი და უამრავ რამეს ვფიქრობდი, მის დაქალს დავაბარე თუ არ შემხვდება სახლში მივადგები –თქო , ჟინმორეული ვიყავი, ყველაფერზე წავიდოდი დანიელ, ყველაფერზე, ისე მქონდა გული ბრაზით და ბოღმით სავსე.. იმ საღამოს შემხვდა, თავად დამირეკა და მოვიდა.. სადმე მშვიდ ადგილას მინდოდა ლაპარაკი, მთაწმინდისკენ მიმავალ გზაზე მანქანა გადავაყენე და ახსნა ვთხოვე.. – მესმოდა მისი ლაპარაკი და მინდოდა იქვე მიმეხრჩო. ისე თამამად მეუბნებოდა არასოდეს მითქვას რომ მიყვარდიო, ახლა რას მოითხოვ ჩემგან რატომ შემაწუხეო.. – მისთვის დროებითი გასართობი ვიყავი დანიელ. გაბრაზებული ყვიროდა შეყვარებული ვარ, ახლა ჩემი სიყვარული უნდა დაანგრიოო. მანქანიდან გადავიდა და ისტერიკა მოაწყო, ფეხებს ურტყავდა მანქანას. – რატომ მაძალებ შენთან ყოფნას, მინდა ჩემი სიყვარულით ვიბედნიეროო. ჭკუიდან გადამიყვანა. ვიგინებოდი, მასაც ვაგინებდი, მთელი გეგმები ,მთელი ოცნებები დამინგრია ამ პატარა გოგომ, იმ გოგომ ისეთი ნაზი რომ მეგონა. მიყვიროდა თავი შემაძულე, გამიშვიო, არ ვუშვებდი, ვერც კი ვფიქრობდი მის გარეშე სიცოცხლეს. თავი ვერ შევიკავე და დავარტყი. იმდენად ძლიერად დავარტყი რომ მიწაზე დაეცა.. მანქანისკენ წავედი და ვუყვიროდი რომ ყოველ დღეს ვანანებდი და გავამწარებდი... იცი სად დავუშვი შეცდომა? არ უნდა შევხებოდი, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. იქ დავტოვე და წამოვედი..
– მოიცადე, იქ დატოვე იმ გზაზე დატოვე მას მერე რაც დაარტყი და წამოხვედი? – შეშფოთებული თვალებით შეანათა ანდრიას და ნახევარი ტანით დატრიალდა მისკენ.
– არ მითხრა რომ დამნაშავე ვარ. არ გამამტყუნო. აზროვნება დამეკარგა იმ წამს.
– არ გამტყუნებ, მართლა. ვერ გეტყვი ვიცი რასაც გრძნობდი –თქო, მაგრამ წარმომიდგენია ეს რაც იქნებოდა ძმაო.
– მაგრამ უარესი იცი რა არის? მეორე დღეს მამამ და დედამ იძულებით გაგიშვეს ბათუმში, როგორც ჩანს უკვე იცოდა მომხდარის შესახებ. შუადღე იქნებოდა რომ მოვიდნენ და პილიციაში წამიყვანეს. ხელს მადებდა, გაუპატიურებას მაბრალებდა.
– თავი გამისკდება მალე – თითები თავზე მიიჭირა დანიელმა და ანთებული ტელეფონის ეკრანს დახედა..
– არც კი იცი როგორ ვიყავი. სიმართლეს არ მიჯერებდნენ. გიჟად შემრაცხეს, დასკვნა გამომიტანეს და მხოლოდ იმის საფუძველზე გამომიშვეს რომ სამკურნალოდ წავიდოდი.. უარზე ვიყავი, ვამტკიცებდი გიჟი არა ვარ–თქო, მაგრამ მამაჩვენმა თავისი გაიტანა. სასწრაფო წესით გამიშვა და ყველაზე ძვირადღირებულ კლინიკაში მომათავსა. მთელი წელიწადი ვუყურებდი იმ ხალხს დანიელ, მეგონა მეც გავგიჟდებოდი, მეც შევირყეოდი. ბოლოს საკუთარი სურვილით ვითხოვდი დამამშვიდებელს. ვერ ვუძლებდი იმათ ცხოვრებას.
– აი აქ , შენს გვერდით ვზივარ და არც კი ვიცი რა უნდა გითხრა. რატომ არ დამირეკე, ერთხელ მაინც რატომ არ დამირეკე ანდრია. იქნებ რაიმე შემეცვალა, იქნებ იქიდან გამომეყვანე..იმ პერიოდში არ გვქონდა კარგი ურთიერთობა, მიზეზი არ ვიცოდი, ახლა ვხვდები შენი უხასიათობის ამბავს. ბათუმიდან რომ დავბრუნდით მე და ნია, დედამ გვითხრა ანდრია წავიდა ისე რომ არაფერი ვიცით, მხოლოდ ის რომ კარგადაა და თავად შეგვეხმიანებაო. მაშინვე დავეჭვდი, გარკვევაც ვეცადე მაგრამ კარგად იცი მამა როგორ ახერხებს შენიღბვას ვერაფერს მივაგენი.
– ამის გამო არ უნდოდა ჩემი ჩამოსვლა ზუსტად, იცოდა რომ ერთხელ გაიგებდი, ყველა გაიგებდა , და გაურბოდა. ამას გაურბოდა, თავს მარიდებდა..
– მაინც ვერ გავიგე ჩემი და მართას ურთიერთობა რა შუაშია ძმაო, შენ რას გაბრალებს?
– ეტყობა მე და შენ ცუდ ვარსკვლავზე დავიბადეთ – ხმამაღლა გადაიხარხარა და ფეხზე წამოდგა. ძლიერი ხელი გაუწოდა ძმას და წამოაყენა.. – ის გოგო, მართას და არის დანიელ.ნიტაა ის გოგო, რომელმაც აქამდე მიმიყვანა.
– ვერ გავიგე, ყურებში ერთიანად მოაწვა წნევა დანიელს , შენც მამასავით მაგიჟებ ახლაა?– ძლიერად წაარტყა ძმას ხელი და მანქანისკენ დაიძრა.
– არ გატყუებ, სამწუხაროდ ასეა – გაბზარებული ხმით უთხრა ძმას და მანქანის კარები გამოხსნა..
ერთხანს გახევებული იდგა დანიელი და გრძნობდა რომ ტვინი ეთიშებოდა..
თავს და ბოლოს ვერ უყრიდა საკუთარ აზრებს და ფიქრებს.. დაცარიელებულ სხეულში ემოცია ეცოტავებოდა და საკუთარ ფეხსაცმელს ისე დაშტერებოდა გეგონებოდათ პირველად დაინახაო...
სწრაფად დატრიალდა ძმისკენ და მისკენ წავიდაა.
– ეს აქამდე რატომ არ მითხარი? იმ დღეს მართა რომ წაიყვანე და ავარიაში მოხვდით, მაშინ რატომ არ გამანდე ანდრია? ახლა რატომ მეუბნები ამას?
– ვერ გეტყოდი. არ შემეძლო რატო არ გესმის? ახლაც არ ვიცი როგორ მოვყევი. იმ დღის მერე ამ გოგოს მონატრებით ვკვდებოდი დანიელ.
– ახლა როგორ უნდა მოვიქცე? არ ვიცი ძმაო. რატომ ამკიდე ეს ტვირთი, ვერ ვიაზრებ რა გავაკეთო, მივიდე და მართას ვუთხრა შენი დაა დამნაშავე –თქო?! თუ მივიდე და ვუთხრა ჩემს ძმას მანიაკურად უყვარდა შენი და , და ახლა ამიტომაა ყველა ჩვენს წინააღმდეგ–თქო?
– არაფერი არ უთხრა. დაიკიდე . მისი ძვირფასი და, ჩემთან მოვიდა და სიტუაცია გავარკვიეთ , ასე რომ შენ არაფერი გეხება დანიელ.
– რა არ მეხება. ამას როგორ მოვინელებ არ ვიცი. ყელაფერს მოველოდი და ამას არა. ახლა ვხვდები რატომაა ყველა ჩვენი ერთად ყოფნის წინააღმდეგი, უბრალოდ სიმართლის ეშინიათ. ეშინიათ რომ ადგები და სიმართლეს იტყვი.. მაგრამ გისმენდი და მხოლოდ ერთი კითხვა მაწუხებდა. ეს დედამ როგორ დაუშვა? რატომ არ დაგიჯერა.
– რატომ არ დამიჯერა? მე ხომ ბავშობიდან ნერვიული ბავშვის სტატუსი ამაკრეს. წამლებზე შემსვევს. ცხოვრება გამირთულეს. ხოდა მარტივია ასეთ ადამიანს არაფერი დაუჯერო და იმას ვინ უფრო საღად აზროვნებს იმას ენდო.თანაც ხო იცი ჩვენი „ფაქიზი“ დედა ვერასოდეს წავიდოდა ქმრის წინააღმდეგ.
– შანსი არაა – რაღაცა ზღაპარს ჰგავს ყველაფერი. ასე მგონია სახლში როგორც კი მივალთ ყველაფერი თავის ადგილას დადგება...
– თავის ადგილას დადგება დანო, ამაზე არც იდარდო.. კარგა ხანია გონს მოვეგე.. ყველაზე ძალიან ახლა იმას ვდარდობ მართას რომ დავუშავე. მაგრამ მინდა ერთი იცოდე, მიუხედავად იმისა რომ შენს და ნიაკოსაც სულ გტკენდით ახლა ასე აღარ იქნება. ძალიან ბავშური ქცევა იყო ჩემგან, და ამით ვახერხებდი ყურადღების მიქცევას. მაგრამ სიმშვიდე მინდა , დავიღალე.
– იქნებ გაიზარდე? - დაბნეულმა აარიდა მზერა ძმას დანიელმა და ეცადა შავი ფიქრები გონებიდან გადაეყარა.
– გავიზარდე. ტკივილმა გამზარდა და უფრო ნათლად დამანახვა ვინ ვინაა მეგობარო. წამო წავიდეთ - სადმე დავსხდეთ, დავლიოთ ..
– კარგი აზრია, მაგრამ მანამდე მართას ვნახავ . შენ ჩემთან ადი. ნიაკოსაც დაურკე და ამაღამ და-ძმური საღამო გვქონდეს- ჯერ კიდე გონს ვერ მოსულმა უთხრა ძმას და მანქანაში ჩაჯდა..
– ამას იმიტომ აკეთებ რომ გეცოდები?
– ამას იმიტომ ვაკეთებ რომ ჩემს ძმას ამდენი უჩვენოდ გადაუტანია და ახლა მინდა იცოდე რომ არასოდეს არავის მივცემ უფლებას გატკინოს..
ძალა გამოცლილი და გახევებული მართავდა მანქანას დანიელი. ატყობდა ანდრიაც რომ რიგზე არ იყო მის შიგნით მაგრამ არაფერს ამბობდა. უბრალოდ ვერ ხვდებოდა ამ დროს რა უნდა ეთქვა. როცა თავს დამნაშავედ გრძნობდა. როცა ლომის წვლილი თავად მიუძღვოდა ძმის ასეთ მდგომარეობაში ჩაყენებისათვის...
მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა და გასაღები გაუწოდა.. უხმოდ გადავიდია ანდრია და გიჟივით მიმავალ მანქანას მხოლოდ მზერა გააყოლა..
ცა ისევ შავად შეემოსა ღრუბლებს, სევდას მატებდა უარესად ანდრიას ხასიათს ... ამბობდა რომ არ უყვარდა, რომ სძულდა, მთელი გულით ეჯავრებოდა. მაგრამ ატყუებდა თავის თავს და ყველას... მიუხედავად იმისა რომ ნიტამ საკუთარი ხელით გაუთხარა საფლავი, ეს მატყუარა ქალი სიგიჟემდე უყვარდა... უყვარდა და იცოდა რომ ეს ის სიყვარული იყო, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაყვებოდა. რომელსაც გულიდან ვერ ამოიგლეჯდა, რომ ამ გრძნობით უნდა ეცხოვრა, მაგრამ მზად იყო.. ეს ტკივილი აეტანა.. გადაელახა მისი თუნდაც ხშირი ნახვა , მისი ხმის გაგონება.. იცოდა რომ ასმაგად გაანადგურებოდა, მაგრამ იმედს იტოვებდა, ჯერ კიდე სადღაც გულის სიღრმეში მწარედ სჯეროდა რომ ვიღაც მისთვის იყო შექმნილი და ეს ვიღაცა მას ისეთს შეიყვარებდა როგორიც იყო..

**
ბედნიერი სახით ტრიალებდა სოფიო სამზარეულოში და გაშტერებული ვადევნებდი თვალყურს.ხილით და ტკბილეულით სავსე თეფშები მაგიდაზე დაალაგა და ნუცას ანიშნა რაღაც..
– მალე დედა გავხდები – ისევ თავად სცადა სიტუაციის განმუხტვა და ბედნიერმა წამოვიყვირე..
– რა მაგარიაა, ვიცოდი, ხომ ვამბობდი რომ ნამდვიად ორსულად იქნებოდი სოფიო. ყველაზე მაგარიაა, ძალიან მიხარიაააა. ლოყები დავუკოცნე და მისი ბედნიერება მაშინვე გავინაწილეე..
– ეს კი გიხარია მაგრამ, სახე მაინც მჟავე კიტრს მიგიგავს მართა. ვინ დაგამჟავა ასე სასტიკად, დანიელს ეკამათე?
– არა, დანიელი რა შუაშია. უბრალოდ წეღან ტატა მოვიდა, ვერ გავიგე ეს გოგო ჩემი მტერია თუ მოყვარე. აშკარაა დანიელს ძალიან კარგად იცნობს, რაღაც იყო მათ შორის. მაგრამ ვერ ვიგებ რას აკეთებს.
– დანიელი რას ამბობ?
– არაფერს, მეგობარიაო, მხოლოდ ეს მითხრა. როგორც ჩანს არ თვლის საჭიროდ ამეებზე რომ ილაპარაკოს ჩემთან - გულდაწყვეტილმა ვთქვი და გოგოებს ავხედე
– არ გგონია რომ აზვიადებ? - ნუცას პირდაპირობამ კიდევ ერთხელ დამაბრუნა რეალობაში. კაცია შენამდე რომ ვინმე ჰყოლოდა სულაც არაა გასაკვირი. სამჯერ და ოთხჯერ დაქორწინებულებს მიყვებიან, შენ კიდევ ზიხარ და იმაზე ჩამოგტირის ცხვირ-პირი რომ დანიელს ქალი ჰყავდა. ჩამოყალიბებული, სრულფასოვანი კაცია, თან ასეთი ვიზუალის პატრონია, რატომ იტყოდა უარს ქალების ხმარებაზე როცა თავიაანთი სურვილით აძლევდნენ ალბათ - რომ არ ყოლოდა მაშინ უნდა გენერვიულა რაა.
– მე არ ვამბობ რატომ ჰყავდა- თქო, გაბრაზება ვერ დავმალე და ნუცასკენ დავტრიალდი. მე ამ გოგოზე ვარ გაბრაზებული. ვერ ვხვდები რა უნდა და რას აკეთებს. თორემ დანიელზე არაფერს ვამბობ საერთოდ. - ნუცა, მისმინე არაა საჭირო შენი ნერვიულობის ფონის ჩემზე დაცლა..
– შენზე არ ვცლი მართა. მოვედით რომ სოფის სიხარული ვიზეიმოთ და სადღაც დაფრინავ გალაქტიკაში . ამ კაცს უყვარხარ, შენთანაა შენია. რაში გაინტერესებს რას იტყვის ტატა და რას გააკეთებს?!- მხრები აიჩეჩა და შეეცადა უხმაუროდ მოესვა ცხელი ყავა..
– კარგით ახლა რააა. ტატაზე სალაპარაკოდ ხართ აქ? - მე მალე დედა გავხდები, იმის ნაცვლად რომ ჩემზე ვილაპარაკოთ ამას ვარჩევთ. - გაბუტული მზერა გვესროლა სოფიომ და ხელები გულზე გადაიჯვარედინა..
– ვაიმეე, ახლა ცხრა თვე უნდა გადაგვაყოლო რომ დედა ხდები? - ერთიანად დავიძახეთ მე და ნუცამ და სიცილი წაგვსკდა. - მზად ვარ ავიტანო ეს გოგო ცხრა თვე და მერე კიდეც ცხრა თვე და კიდევ ასე , - იმიტომ რომ ყველაზე ტკბილი და რბილია - ძლიერად შემოხვია ხელები და მკერდზე მიიკრა ნუცამ.
– აფერისტი ხარ ნუციკორე რააა, ნამდვილი აფერისტი - ჯინაზე ვუთხარი და განათებულ ტელეფონის ეკრანს დავხედე..
აივანზე გავედი და ვადროვე ტელეფონი თავად გათიშულიყო რეკვით. რამოდენიმე წამს დავყავი რომ გული დამემშვიდებინა და დავრეკე.. ყველაზე მეტად მტკიოდა მისი ხმის გაგონება, მაგრამ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი, ეს ერთადერთი გზა იყო რომ ჩემი სიყვარული და გრძნობბი დამეცვა..
- ბებო როგორ ხარ? - თბილმა ხმამ ტანში დამიარა . თვალზე მომდგარი ცრემლი და ყელში გაჩხერილი სევდა მაქსიმალურად შევაკავე და ღრმად ჩაისუნთე ჰაერი.
- კარგად ვარ, შენ როგორ ხარ ? – ძლივს დავუბრუნე პასუხი და გავიტრუნე.
- როგორ უნდა ვიყო, როცა არ გახსენდები, არ მკითხულობ, ასე მელაპარაკები ბებასაც კი არ მეძახი მართა..
- უბრალოდ, ძალიან ვარ ნაწყენი. უფრო სწორად გული მატკინა შენმა ქცევამ, არ ვიცი რას ელოდი ჩემგან.. შენ გამზარდე, შენ მივლიდი, და შენ მაქციე ზურგი, სულ მეგონა ქვეყანამ რომ ზურგი მაქციოს და არარაობად ჩამთვალოს ბება მაინც გვერდით მყავს -თქო, მაგრამ იცი რა მოხდა? შენ პირველმა მომატყუე, გაიხსენე, მე პირველად შენთან მოვედი და მერე სხვებთან მივედი... თვალებში მიყურებდი და მატყუებდი..
- მართა ვიცი რომ დავაშავე, მაგრამ მე არ ვიცოდი..
- მოდი არ გვინდა, უბრალოდ დრო მინდა, როგორმე დავივიწყებ , ოღონდ არ მაიძულო რააა - რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და მაგრად მივაჭირე კედელს თავი. - ახალა არც ლაპარაკის და არც ნახვის სურვილი არ გამაჩნია, არც შენი და არც არავისი, ახლა მხოლოდ იმ რეალობის წინაშე ვარ სადაც მე დაცემული ვარ და ჩემი ეგრედ წოდებული ოჯახი ზედ მყავს ფეხით შემდგარი. არავინ მინდა დამიჯერე.. მაგრამ არ ველოდი, ყველასგან ველოდი და შენგან ამას როგორ წარმოვიდგენი რომ ასე გამწირავდი ბება. ასე რომ გადამაგდებდი ამას ვერასოდეს დავიჯერებდი თორემ იმ ქალისგან რომელსაც დედაჩემი ჰქვია, არაფერი მიკვირს.
- წამოდი , ჩემთან. ისე როგორც ადრე ბებიკო..
- არ მინდა - ახლა რომ მანდ მოვიდე სიტყვას ვერ ვიტყვი, ბრაზი და ბოღმა დამახრჩობს, ახლა რისთვის მოვიდე მანდ. გუშინ ბედნიერებას მინგრევდი და დღეს გინდა რომ ისევ ძველებურად იყოს? არ მინდა გესმის? მართლა არ მინდა. პირიქით მინდა რომ შენგან შორს ვიყო.. იმათგან შორს სულ ვიყავი, ახლა შენგანაც შორს ყოფნა მინდა ! - ხმაში გაბრაზება შემერია და ტელეფონი გავთიშე.
გაბრუებული შევედი ოთახში და სავარძლის სახელურზე ნელა ჩამოვჯექი. თვალებიდან უწყვეტად მდიოდა ცრემლი. მთელი წლების ტკივილს ერთიანად ვტიროდი... გული მეფლითებოდა, უკვე ვერ ვუძლებდი... მეტის ძალა და მოთმენა არ შემეძლო.. ბოლომდე ვიყავი სავსე, ბოლომდე გადათელილი . მეგონა მთელი სამყარო ჩემს გარშემო ტრიალებდა და მხოლოდ მე ვიდექი ერთ ადგილას გათანგული. ვუყურედი ბედნიერ დაქალებს და არც ერთის სიტყვა არ მესმოდა.
- მართა, დანიელი გირეკავს - ფრთხილად შემახო ხელი სოფიომ და ტელეფონზე მანიშნა..
- მაპატიე ვერ გავიგე დანიელ - თავის მართლება დავიწყე მაშინვე და თვალები ცრემლით ამევსო.
- მართა, შენი ნახვა მინდა, სასწრაფოდ . სად ხარ მითხარი და მოვალ.
- სოფიოსთან ვარ. მისამართს მოგწერ და ჩამოვალ, მოხდა რამე? -ისედაც დაძაბული უარესად დავიძაბე და გოგოებს შევხედე..
- მოხდა - გადაჭრით მითხრა და ტელეფონი გათიშა..
უხმოდ გამოვედი სახლიდან და სადარბაზოს კედელს მივეყუდე. ჯერ კიდევ საშინლად ცხელოდა. ჰაერს ხარბად ვისუნთქავდი და ვცდილობდი ყელში მობჯენილი ცრემლები როგორმე გადამეყარა..ერთიანად გამექრო ჩემიდან და დანიელის ნახვით მაინც შემევსო ის ტკივილი და განცდა რაც სულში მქონდა.. ათ წუთიანი ლოდინის მერე ეზოში დანიელის მანქანის ფარებმა მომჭრა თვალი.
ზანტად დამიქნია ხელი მანქანიდან და მისკენ სწრაფად წავედიი.
- დანიელ რა ხდება? - ფერი არ გადევს , ერთიანად თრთი, მოხდა რამე? - ნელა შევახე ხელზე ხელი და ამღვრეული ვალებით გამომხედა..
- მართა გეუბნები რომ მოხდა, და კიდევ იგივეს მეკითხები. - უნდა ვილაპარაოთ. არ ვიცი ამას როგორ გეტყვი, არც ის ვიცი ამის მერე რა იქნება, მაგრამ უნდა ვილაპარაკოთ .
- მაშინებ , გეფიცები. ძალიან მაშინებ დანიელ. სად მივდივართ?
- იქ სადაც მშვიდად შევძლებთ ლაპარაკს, იქ მივდივართ - ისე გამეპასუხა ზედ არ შემოუხედავს.
მთელი გზა გული ცუდს მიგრძნობდა, ასეთი დაძაბული არასოდეს ვმჯდარვარ დანიელის გვერდით. მალულად ვაპარებდი თვალს მისკენ და ტანში მცრიდა მისი გახევებული სახის დანახვაზე..
- არ გადმოდიხარ? - მისმა კითხვამ დამაფრთხო და მთელი ტანით დავტრიალდი მისკენ ..- წამოდი ავიდეთ .
- ააქ?- გაოცებულმა ავაყოლე თვალი სასტუმროს და დაეჭვებულმა გავხედე.. - რამეს მიპირებ? - ხუმრობა ამაოდ ვცადე და მაშინვე ვინანე ჩემი სიტყვები.
- მართა , სასტუმროში შენი მოყვანა მჭირდება იმის გამო, რომ რამე დაგიპირო? როგორ გგონია?
- ვიხუმრე - დარცხვენილმა ჩავილაპარაკე და თავი დავხარე.
- მე კიდევ არა !- მაშინვე ზედ შემაყინა სიტვები და წინ გამიძღვა..
გული ცოტათი მაშინ დამიმშვიდდა, „ოცდამეხუთე სართულის“ უზარმაზარ ვერანდაზე რომ გავედი და ხელის გულზე გადაშლილ თბილისს გადავხედე... სიო ნაზად უბერავდა , თვალები დავხუჭე და მთელს სხეულს მოდუნება ვუბრძანე ლამის.. ძლიერი ხელების შემოხვევა ვიგრძენი და სახეზე ღიმილი მომეფინაა. მისკენ შევტრიალდი, ისე რომ თვალები არ გამიხელია და თავი მხარზე დავადე.. ვგრძნობდი მის გაასმაგებულ გულიცემას და ჩემიც გულის მაქსიმალრ რეჟიმზე გადადიოდა... სახეზე ჩამოყრილი თმა გადავიწიე და ფრთხილად შევეხე ტუჩებზე.. ვგრძნობდი რომ ერთი ოდნავ თამამი მოქმედება დანიელს ერთიანად დასცემდა.. მაშინვე გაიღვიძებდა მასში არსებული ყველა ვნება და ემოცია...
- მისმინე, მოდი ვილაპარაკოთ ჯერ - მხრებში მომკიდა ხელები და განზე გამწია . - მართა არ ვიცი როგორ რა უნდა გითხრა, მაგრამ მოვდიოდი და ვფქირობდი რომ ყველაფერს გეტყოდი, არ ვაპირებ სიმართლე დაგიმალო. უბრალოდ არ მინდა ჩვენს შორის რაიმე გაურკვეველი იყოს. თამაში და ტყუილები ჩემი სტილი არააა.
- დანიელ უკვე მართლა მაშინებ. რის თქმას აპირებ? თუ დაშორება გინდა, შეგიძლია თამამად მითხრა, ახსნასაც არ მოგთხოვ.
- როგორც ყოველთვს არც ახლა მაცდი.. - დაშორება არ მინდა გოგო. მიყვარხარ რა დაშორებაზე მელაპარაკები.. მაგრამ პრობლემა სხვაა. ჩემს ძმას ველაპარაკე, სიმართლე მითხრა, რატომ წაგიყვანა მაშინ, რატომ ვერ იტანს ასე შენს დას, ყველაფერი მომიყვა რაც მათ შორის იყო მართლა.. გაოცებული ვარ, თუ გაგიჟებული ვარ უფრო არ ვიცი, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ასეთი რამე მოხდა ჩემს ოჯახში ..
- დანიელ მისმინე..
- არა, შენ მისმინე.. ჩემს ძმას გაუპატიურება დააბრალეს, ტყუილად და ამას ვერ შევეგუები . რადაც არ უნდა დამიჯდეს ყოველთვის ანდრიას გვერდით ვიდგები. მაგრამ არც შენს დაკარგვას არ ვაპირებ. ვიცი რომ ახლა რასაც გეტყვი არ დაიჯერებ , მაგრამ არ მინდა ჩვენი ურთიერთობა ტყუილით დაიწყოს. ჩვენი ერთად ყოფნის მთავარი მიზეზი ჩვენივე და- ძმაა. მათ შორის არსებული პრობლემააა. ნიტამ დანიელს გაუპატიურება დააბრალა მართა, გესმის? -
- დანიელ მე ..
- შენ ეს იცოდი?- დაეჭვებულმა მკითხა და უხეშად მომკიდა ლოყებზე ხელი .. შენ ეს იცოდი ხო ასეა? მართა მიპასუხე. შენ ეს მართლა იცოდი?
- დანიელ მეეე. მისმინე.
- წარმოუდგენელიაააა. შენ ამას მიმალავდი?!- რატომ დამიმალე ?? - გამწარებულმა მიღრიალა და გაშლილი ხელი დაარტყა კედელს - რატომ დამიმალე, მე შენთან წამოვედი , რომ სიმართლე მეთქვა, და შენ თურმე იცოდი ეს სირობაა..
- იმ დღეს გავიგე როცა მე და შენ საავამყოფოში წავედით დანიელ. დილით ნიტას ვეჩხუბე ამის გამო. მერე კახისაც გაუგიაა, და სახლიდან გაგდო, მაგრამ ხო ნახე ჩემი და ორსულადააა, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი...
- შენი და ორსულადააა, და ამის გამო მე არაფერი მითხარი? ჩემი ძმა წელიწადი იწვა გიჟებთან ერთად, და ამაზე არავის უფიქრია შენიანს. და რა გეგონა, რა იფიქრე რომ ნიტასთან მივიდოდი და რამეს დავუშავებდი სიმართლეს თუ მეტყოდი? - შენ მე გიჟი გგონივარ??? თუ ვინ გგონივარ.
- ასე არააა - მომისმინე - ძლივს ამოვღერღე და ცრემლები ურცხვად ჩამომიგორდა ლოყებზე..
- შენი ცრემლები ახლა ვერ დამამშვიდებს მართა. ჩემზე არაფერი არ იმოქმედებს ამ წამს. შენ მე ვინ გეგონე, არ ვიცი, ყველასგან რომ მსგავსი რამე მომესმინა, მეგონა მე და შენ ერთი გასაჭირი გვქონდა. მაგრამ შენ მე ყველაზე დიდი ყ*ე გგონივარ მგონი.
- არ მგონიხარ - გულმოკლულმა ვუთხარი და იატაკზე დავჯექი.
- გმადლობ რომ არ გგონივარ . ძალიან გამიხარდა. რაღა მიჭირს. - კბილებში გამოსცრა და კუთხეში მდგარ მინის პატარა მაგიდას მთელი ძალით დაარტყა წიხლი.
- მომისმენ? - თუ ასე უნდა ამტვრიო ყველაფერი? - გაბრაზება ვერ დავმალე და დამტვრეულ მაგიდაზე ვანიშნე.
- არ მოგისმენ, შენი მოსმენა კი არა დანახვაც არ მინდა ახლა.. ჯობია წავიდეთ, თორემ ზუსტად ვიცი ძალიან გატკენ გულს. ისე ძალიან რომ უკან დასახევი გზა არც ერთს არ გვექნება.
- კარგი წავიდეთ , როცა დამშვიდდები მერე ვილპარაკოთ ჯობია ნამდვილად. თორემ ახლა აშკარად შენს გაბრაზებას საზღვარი არ აქვს დანიელ - მისკენ გავიწიე და თვალებში ჩავხედე.
- სწორია, არ გეკამათები, ჩემს გაბრაზებას საზღვარი არ აქვს ზოგადად და ახლა მითუმეტეს. მეგონა მე და შენ ერთი პრობლებით ვიყავით. და თურმე მაგრად შევცდი მე ისევ მარტო ვარ და შენც ისევ შენთვის , ასე რომ არამგონია სალაპარაკო იყოს რამე , უფრო მეტიც, მინდა რომ რაღაცა პერიოდი მარტო ვიყო. შენგან შორს , მკაცრად გადაწყვეტილი და კარგად გააზრებული სიტყვები სახეში მომახალა - კარი გააღო და ხელით მანიშნა რომ გავსულიყავი..



№1 სტუმარი სტუმარი nina

როდის დადებ შემდეგს ? :(

 


№2  offline ადმინი თუკა

სტუმარი nina
როდის დადებ შემდეგს ? :(

დღეს დავდებ შემდეგ თავს.
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent