შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! (თავი 6)


27-12-2022, 17:13
ავტორი Ana iko
ნანახია 651

სალამი, აუ მემგონი ბოლო თავს ვდებ აღარ მგონია განვაგრძო... მადლობა ვინც კითხულობდით და უკაცრავად. ეს თავი დაწერილი მქონდა და ბარემ დავდებ

......
დღე წყნარი და მშვიდი იყო, ფრინველების ხმას "ბუძელნიკის" გამაყრუებელი ხმა ანაცვლებს და შემდეგ კარებზე ძლიერი ბრახუნი,
- ვაიმე ხო, ხო,
დაბოხებული ხმით თვალებ გაუხელავად გაუნძრევლად ამოიხრიალა მაშომ, ესიკვდილებოდა ახლა ადგომა, ნებისმიერ რამეზე იყო წამსვლელი ოღონდ ოთხ საათზე დაძინებული 9 საათზე არ აეყენებინათ, უმისამართოდ გაყო ხელი დამახსოვრებული ტუმბოს ადგილისკენ რადგან მაღვიძარა დაედუმებინა, რამდენიმე აცდენილი ადგილის მერე იპოვა მაღვიძარა და ხმა ჩაუხშო, იმდენად ეძინებოდა კარების ბრახუნმაც ვერ შეძლო მისი გაღვიძება, ისევ ტკბილად დაუბრუნდა ძილს თუმცა ათ წუთში ისევ ომახიანად აყვირდა მაღვიძარა,
- ვდგავარრრ, ხო ვდგავარ,
მაშინვე გამოვიდა ძილიდან უცებ გაახილა თვალი თუმცა ისევ დაეხუჭა და მაინც რა რთულია ძილიდან რომ გამოგგლეჯენ, კიდევ ცოტახანს ინებივრა საწოლში ცდილობდა არ დაძინებოდა და საბოლოოდ თავს შემოუძახა ადგომის ამბავი და უცებ წამოხტა, გამოუვიდა მოფხიზლება, საწოლის ზევიდან დაძინებულს ტანსაცმელი ისევ ზედ ჰქონდა ამიტომ მაშინვე აბაზანაში გავიდა, ზალაში არავინ შეიმჩნია არც კი გაუხედავს არავისკენ მოწესრიგების შემდეგ გამოსულმა გაუღიმა ფართოდ ყველას და დიდი სალამი გადასცა,
- ამდენი ხანი ძილი შეიძლება?
საყვედურით წამოუწყო ნაზიმ მაშოს დილა და ცხელი ჩაი მისთვისაც დადო მაგიდაზე,
- ოთხისკენ დაიძინე ხო?
მაგიდასთან მჯდომმა თეოდორემ კითხა რომელმაც ცოტახნის წინ კარებზე ბრახუნითაც ვერ შეძლო მაშოს გაღვიძება
- რატო ზუსტად ოთხზე არა?
გაეკრიჭა ისე წავიდა თეოდორესკენ და მის გვერდით ჩამოჯდა, ნაზიმ კი რომელსაც წუხელ ტკბილად და ლამაზ სიზმრებით სავსე ღამეში ეგონა მაშო ჩაძირული, მისი უძილობის ამბავმა თვალები გაუფართოვა,
- გოგო! არ გეძინა წუხელ?!
- არა,
- გონება რო დაკარგო დაგიმატებ,
გაბრაზებულმა უთხრა,
- არა ხუთი საათი ძილი მყოფნის ხოლმე
უდარდელად წამოიძახა და მაშინვე დესერტად მიტანილ კრუასანს დაწვდა,
- არ გაბრაზდე უძილობა და კიდევ ახალი ყველაზე კარგი ნახატი შეიქმნა,
ამაყად თქვა რადგან დასრულებული ნახატი საოცრად მოწონდა, იმაზე ბევრი იწვალა ვიდრე ოდესმე ნებისმიერ ნახატზე და მთელი გული და სიყვარული ჩააქსოვა ნახატს რაც ეტყობოდა და ჯამში საოცარი ნამუშევარი შექმნა,
- გაჩვენებთ რომ ვისაუზმებთ,
ბავშვურ ემოციებს არ აყვა და ჩაახშო გრძნობა რომელსაც ერთი სული ჰქონდა ხტუნაობით წამოეყენებინა ყველა და მისი შედევრი ყველასთვის ეჩვენებინა, მათი შექებით კმაყოფილი კი ისევ ბავშვივით ახტუნავებულიყო,
მშვიდი სადილი გამოუვიდათ, საქმეც ჩაერთო და მაინც წამოიწყეს საუბარი სამსახურთან დაკავშირებით, მაშოს ერთი სული ჰქონდა როდის მორჩებოდა ბებიაც ჭამას რადგან ხელი ჩაევლო და მის ოთახში წაეყვანა, და ამდენი ლოდინის მერეც აისრულა სურვილი თეოდორესაც დაავლო ხელი კარებში არც კი შეუშვია თავად შევარდა სამამდე დაითვალა და ნახატი მათკენ შეატრიალდა, ღიმილი ვერცერთმა შეიკავა ნამუშევარზე რომელსაც ბავშვს თვალები იმდენად რეალური ჰქონდა შეგეცოდებოდა რომ სატირლად ემზადებოდა,
- არაააააა, მაშო რატო ატირებბ!
ათასი ემოციის გამოხატვის შემდეგ ახლაღა წამოენთო თეოდორე,
- ხო ძაან საყვარელია?
თვალებ გადიდებულმა ყურებამდე გაღიმებულმა იკითხა და როცა კიდევ დიდხანს გასტანა მისმა ქებამ სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო, თავადაც ძლიერად მოსწონდა ნახატი, თეოდორე მალევე წავიდა სამსახურში ისედაც აგვიანდებოდა, უბრალოდ მაშოს "ჩემთვის ვეღარ იცლი" გულში ჩარჩა, მაშო კი დილიდან გახალისებულს ბედნიერად გაუგრძელდა დღე.....
- ძაან ბედნიერი ხარ ხო შენ დღეს
სულ ცეკვა ცეკვით გაკეთებულ მაშოს საქმეებს უკვირდებოდა ლია, და მას შემდეგ დაუსვა კითხვა რომელიც ძალიან აინტერესებდა,
- არ უნდა ვიყო?
ნიშნის მოგებით გახედა და გრძელი ჩაწნილი თმა წინიდან უკან მოისროლა ლამის ლიას მოხვდა, ისიც უკან გადაიწია რომ გადმოქნეული ნაწნავი აეცილებინა,
- ანუ რატო გიყვარს ეს უაზრო პასუხები? მგონია რო მეცინიზმები,
ბუზღუნით თქვა დიდი გრძელი კაბა გადმოიღო,
- კაი რა გინდა ახლა დაგინახავენ და მეც მომისვრიან და შენც ხო იცი,
- კაი რა უფროსი ნანახიც არ გვყავს, იმდენი კომპანიები აქ ვერც კი ასწრებს ყველგან მისვლას და თუ მაგის ტ*აკი არ ჰქონდა არც უნდა აემუშავებინა, დიზაინერებს პატივს უნდა სცემდეს წესით და ერთხელ მაინც გამოხატოს ეს მოსვლით და მადლობისთქმით, შენი კაბით აიწყო ტიპმა ცხოვრება და აზრზეც კი არ არი ვინ ხარ,
საუბარი რომ დაიწყო ლიამ უფრო და უფრო ამატებდა თემას თემას და უკვე ძალიან ღრმად ჩამწვდარი საკითხში უარესად გაღიზიანდა,
- ეგ არ იყო საქართველოში და საქართველოში არც არავის ცმია მსგავსი,
- ორივე თირკმელის ფასი ადევს ქალო და ხალხს თირკმელის ნახევრის ფასი არ აქვს,
ისევ შეცხადებით დავაჟკაცებული ხმით წამოიძახა გაღიზიანებულმა თან ცინიკურად ლაპარაკს ვერ წყვეტდა,
- ძაან ამახვილებ თირკმელზე ყურადღებას და ხო ორივე გაქ?
სიცილით კითხა ისე გახედა მაშომ და ლიამაც ტუჩები გამოპრუწა,
- მაშო, გთხოვ ამოხვიდე,
მესამე სართულიდან ხმამაღლა დაიყვირა მამაკაცმა, თუმცა იმხელა ხმაზე რომ არ ეყვირა კომპანიაში გამეფებული სიწყნარე საშუალებას მისცემდა მაშოს მისი ხმა გაეგო,
- ახლავე!
უცებ აიხედა მაღლა და დიდი სივრცისა და თეთრი განათებების გამო ძლივს შეამჩნია კაცი რომელიც შორს სულ პატარაზე ჩანდა,
- ახლა რაღა უნდათ!
ლიამ ამოიწუწუნა მაშოს მაგივრად და ანიშნა წადი დროზეო, მაშოც მხიარულად შეტრიალდა შუშის გამჭვირვალე ლიფტისკენ და შესულ მამაკცს, ლიფტის დაკეტვამდე შეუვარდა...
- მოდი მოდი, კიდევ ახალი წარმატებული წერილი, იტალიელი გისტინოსგან, გილოცავ ისევ ზედმეტად აქტუალურიხარ, იტალიაში, ვენეციაში საქველმოქმედო წვეულებაზე 23 ადამიანს ეცვა შენი შემოქმედება, ამასაც გილოცავ, ანაზღაურება უფრო და უფრო მატულობს გილოცავ, და ახლა შენი დახმარება გვჭირდება...
სწრაფად მიახალა მამაკაცმა მაშოს ნამდვილად სასიხარულო ამბავი და ყოველ გილოცავზე მაშოს ხელს ართმევდა, თუმცა შეუწყვეტლად აგრძელებდა საუბარს და უკან უკან სვლით მიდიოდა მაშოც მას ნელა მიყვებოდა საბოლოოდ კი თავის მაგიდასთან მისულმა კაცმა ფურცლებს ჩახედა და მაშოს ანიშნა თუ რაში უნდოდა დახმარება
- მადლობა გამიხარდა ძალიან
ემოცია დიდად არ გამოხატა თუმცა, ყოველი მსგავსი თუ უფრო პატარა მოწონება ზედმეტად უხარებდა გულს დირექტორის სიტყვებზე კი ფრენა უნდოდა მესამედან რომ გადამხტარიყო ფრთებსაც გამოიზრდიდა თუმცა მხოლოდ გულწრფელი ღიმილითა და მადლობით შემოიფარგლა,
- დიახ და დახმარება რასთან დაკავშირებით?
საქმეზე გადაერთო და ფურცლებს მიუახლოვდა
- უყურე, სელენამ მოიტანა ახალი მოდელი შეკვეთა უნდა ნუ ახალი რა ეს ხო იცი რო ძველია უბრალიდ ძალიან მოწონს საზღვარგარეთ გადის სურს რომ რაღაც ახალი შეემატოს, თავადაც არ იცის როგორი უნდა ვერ ვათქმევინეთ როგორ სურს გადაკეთება უბრალოდ რაღაც მსგავსიო და შეგიძლია რომ ეს შენ თავზე აიღო?
პირდაპირ უთხრა ბოლოს სათქმელი კაცმა და მაშოსაც გაცრა, მას უნდა აეღო საკუთარ თავზე ყველაზე წუნია ქალბატონის შეკვეთა, არავის უყვარდა მისი შეკვეთა თუმცა სელენა მაინც ამ კომპანიის ხშირი სტუმარი და კომპანიის უფროსის ყოფილი იყო, ალბათ ესეც უფრო ახშირებდა მის რატის კომპანიაში ხშირ სტუმრობას, თუმცა ყოველთვის წუწუნ კრუსუნით მიჰქონდა შეკვეთები, ხშირად მისი შეკვეთის ამღებს ატირებდა კიდეც ამის გამო აღარავინ იღებდა მის შეკვეთას
- იცით რა მაინტერესებს? ჩვენი კომპანიის თანამშრომლებმა სასტიკი უარი განაცხადეს ანუ ხო ყველამ თქვა რომ მაგ ქალის თუ გოგოს შეკვეთებს არავინ აიღებდა და რატომ დათანხმდით?
გულწრფელად დაუსვა კითხვა და თან უბრალოდ ძალიან აინტერესებდა სად ქონდა ჭკუა მათ უფროსს რომ ოდესღაც სელენა მისი შეყვარებულის წოდებით დააჯილდოვა
- ხო იცი რო აგვაწიოკებდა და თან ხვალ ძლივს ამდენი ხნის მერე მეორედ მოდის ჩვენ კომპანიაში ბატონი რატი, უბრალოდ არ გამოდიოდა შეკვეთა რომ არ ამეღო
შეწუხებულმა თქვა მამაკაცმა და მაშოს უცებ გულში რაღაცამ სადგისი შეურჭო,
- აქაც ის? რატი პირველი?
კითხვა ხმამაღლა დაუსვა და დირექტორმაც რომ თავი დაუქნია მაშომ თავი უკან გადააქნია
- ამისთანა რა ჯანდაბა ჯეკპოტი მოიგოოო!
ემოცია ნამდვილად ვერ დამალა, და ფიქრები რომ მაშოს უფროსი რატი იყო ზედმეტად აღიზიანებდა, მთელი დღის ბედნიერება თავზე ჩამოუნგრია ამბავმა,
- იცი ხო ვინც არი? ამბობენ მთლად კაი ტიპი არ არიო, იტალიაში მაფიოზობასაც თუ აწვებოდა და ამოგვჟლიტა ყველა ნახე, იარაღების ქარხანა აქ მაგას და მა.....
- ვიცი ვიცი მეც მაგედან ვიცი ვინცაა, ვაიმე რა მომაბეზრებელია,
გააწყვეტინა და ისევ თავის ემოციებში იყო რადგან უფროსთან გახსნილი იყო და ხშირად ეხმარებოდა მასთან ემოციების გამოხატვას აღარ ემალებოდა,
- ხოდა ეგ სელენა მაგის ყოფილია მოდი არ გვინდა აჩეხვა რა, ერთადერთი ხარ ვინც მეიმედება, ვიცი რო ძალიან მაგარი გამოგივა ხვალისთვის უნდა, ხვალ არც იოცნებო გაცდენა მოგკლავ მაშო!
წინასწარ გააფრთხილა რადგან მაშოს ოინები უკვვე კარგად იცოდა
- და მე რავიცი როგორი უნდა მოვიდეს მაინც რო ზომები ავიღო სურათიდან ვერ გავიგებ რამხელაზე დაითხელა წელი,
უხეშად წამოიძახა მაშომ და ფურცელი აიღო
- ძალიან კარგი გოგო ხარ შენი იმედი მაქ, საღამოს მოვა დღეს თავის მოვლის დღე აქვს ვსო ეგ არი, ვაიმე რამდენი ვინერვიულე
ძლივს ამოისუნთქა გაბედულად მამაკაცმა რომ მიხვდა მაშომ უარი არ უთხრა და იმედები არ გაუცრუა,
მაშო კი კოპებ შეკრული გამოვიდა იქიდან დაბლაც მსგავსი მობეზრებული სახით ჩამოვიდა და თავის მაგიდასთან გაშლილ ხელში მოქცეული ფურცელით მაგიდაზე ხელი დაარტყა, მის გვერდით მაგიდიდან გადმოძვრა უცებ ლია და მაშოს მაგიდაზე ჩამოჯდა,
- რაო აბა,
- რო იცოდე რაკარგად დაიწყოო, ხტუნაობა მომინდა და უცებ ყველაფერი მოსპო,
- ხო გეტყობა ალეწილ სახეზე
უდარდელად ამოილაპარაკა და ფურცელს დახედა სადაც ნაცნობი ქალი სელენა შერჩა,
- ვაიმეე ეს გოგო მარტო ა, დაშორებამ აწყინა მემგონი აიტ ვინ დაკარგეო ყოფილის გამო წავიდა დაიბერა ძუძუები მიაყოლა მაგას ტუჩები, წელი დაიწვრილა გარდაიქმნა რო შეხედავ ტრანსი გეგონება,
თავის სიტყვებზე დაიწყო კაკანი თუმცა მაშოს საერთოდ არ ეცინებოდა,
- კაი რა ყველაფერი იბოდიალე მაგ გოგოზე და ვერ მიხვდი რა დამავალეს?
- რაზე ვერა,
უცებ დააყოლა პასუხი მაშოს სიტყვას და მერე შუბლზე შემოირტყა ხელი,
- არაააა, კაიი ახლაა,
- ხოო ზუსტად და უარი რატო არ თქვა არ გაინტერესეებს? რო ჯუჯღუნებდი უფროსი მოდის ხვალ და კიდე ერთხელ უკვე ყოფილა აწი ხშირად არ გავაცდინოთ, ნუ მე კი მაქ უფლება,
მხრების აჩეჩვით თქვა როცა გაახსენდა უფროსის ვინაობა და ვერც კი წარმოედგინა რატის რომ ხშირად დაეწყო აქ სიარული რას იზამდა,
- აუფ შენ რატო არა, თან გამოგვეპარა აუ რამხელა ტეხავსს, ვინ არი? ნეტა როგორიაა, ახალგაზრდა თუაა დაიწყო ნადირობა გიჟოო,
ფეხი ააქნია და მაშოს სიტყვისთვის მოემზადა უკვე ჩასაფრებული ლია
- რატი პირველიი,
წამოიძახა მობეზრებულად მაშომ და ლიაც მაგიდიდან ჩამოხტა,
- ის რატი ხოო მაგის წვეულებაზე რო იყავი ძაან ზედმეტად სიმპათიური, აჩეჩილი თმით აი ძაან რო აკვდებოდა ვაიმე,
- აუ ლია არ გინახია და მაგხელა წარმოდგენები რატო გაქ ერთ მოყოლილზე?
ფიქრებში გადაშვებულ დაქალს უთხრა ბუზღუნით მაშომ და ლიაც უკვე ფიქრებში მასზე 'თევზაობდა'.
- მოვიდეს მოვიდეს ველოდები შენ თუ არ გინდა მე აქ ვარ,
მხრების აჩეჩვით თქვა და მხრების ქნევით წავიდა თავის ადგილისკენ,
- მიხედე მაგას სელენამ არ დაგიწუნოს,
დააყოლა ცინიკურად მაშოს წამით ნერვები მოეშალა მის სიტყვებზეც თუმცა არ შეიმჩნია და მანამ მოსაღამოვდებოდა ეცადა სტილი გაეახლებინა....
- რაშვები მაშუნა?
უკვე ეტყობოდა თეოდორეს დაღლილობა ხმაზე, მაშო კი აივანზე სკამზე ჩამომჯდარიყო ფეხი ფეხზე გადაედო და ჯერ კიდევ შეეკრა კოპები, ისე ესაუბრებოდა თეოდორეს,
- აუუ არ ვიცი გაღიზიანებული ვარ, ლია კიდე ღლიცინებს,
- რატო ჩემო ციცქნა?
არ დააყოვნა თეოდორეს მზრუნველმა ტონმა,
- ბიჭოო, რაც სამსახური დავიწყე რომ გითხარი აზრზე არ ვარ ჩვენი უფროსი ვინაა და მაინტერესებსმეთქი ხო იცი, ანუუუ საერთოდ აღარ მაინტერესებს ახლა აი საერთოდ, საერთოდ აღარ მინდა ავიხდინო ოცნება,
- შენ დებილი ხო არ ხარ ძლივს მივაღწიეთ იმას რასაც ახლა აკეთებ და მითუმეტეს მთელი იტალია გაგიცნობს მალე და მერე მთელი სამყარო, რა გინდა რას ბუზღუნებ აბა?
უცებ წამოენთო თეოდორეც და გოგოების შენიშვნისას თმაზე ხელი გადაისვა, რომელი გოგო არ შეხედავდა ახლა მას, სამივეს ყურადღება მიიქცია თუმცა ახლა თავად აარიდა თვალი, როცა გაახსენდა რომ ამის დრო საერთოდ არ იყო,
- რატია ჩემი უფროსი და ხვალ მოდის, დავიღუპე,
- მთლად უკეთესი, ვიცნობთ,
- რა უკეთესი ოღონდ ეგ არა,
- მაშო რა გინდა? მეორე შეხვედრის მერე რაღაც უცნაურად უყურებ, ეუხეშები მასთან საკუთარ თავს კარგავ რატო? რამე დაგიშავა, ან ჩემ არ ყოფნაში რამე გააკეთა? არ მეტყვი? მითხარი უნამუსო ვიყო დავიკიდებ ყველაფერს, თუ ზედმეტი მოუვიდა რამეში, მოვაგვარებ, როგორც ყოველთვის
უკვე გაურკვევლობაში მყოფმა იკითხა, თავიდანვე აკვირდებოდა მაშოსა და რატის დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ ყოველთვის ეუცხოვებოდა მაშოს ქცევა რატისთან,
- არა მსგავსი არაფერია, უბრალოდ... უბრალოდ ვერ ვუგებ მაგ ადამიანს ძალიან რაღაცნაირია, არ მომწონს,
- სიმართლე გითხრა მთლად ბედნიერი წარსული არ აქ ბევრ მაიმუნობებშია გარეული, უბრალოდ ვიცი რო შენ არაფერს დაგიშავებს, და თუ გეშინია ან რამე მსგავსი დაველაპარაკები გინდა?
- არა რა სისულელეა რაზე უნდა დაელაპარაკო, დაივიწყე მაგის ყოფილის კაბა დღეს მე მომატენეს, სხვამ არავინ არ აიღო
უცებ შეცვალა თემა რადგან ხვდებოდა ძალიან შორს შეტოპავდა კიდევ რომ გაეგრძელებინა, თეოდორემ არც კი იცოდა ვინ იყო რატი მაშოსთვის წარსულში ამიტომ ისევ გაჩუმება არჩია და ყველაფრის მოყოლა სხვადდოისთვის არჩია,
- ვინ არი მაგის ყოფილი?
დასვა კითხვა რომელიც ლოგიკურად ჟღერდა ვინაიდან აქამდე ისიც არ იცოდა რომ მაშოს უფროსი რატი იყო,
- სელენა წუნია გოგოა თუ ქალი ვერც გაგვიგია,
- აუუ მაშო შარში ხარ, არა შენ კი არა ის არი შარში რამე ცუდი თუ წამოცდა,
უცებ გადაასწორა მაშოს ამბის მცოდნემ და ასევე სელენას მცოდნემ რომელიც მაშოს დახმარებით ძალიან კარგად იცოდა ვინც იყო,
- ოო ახლა, კაი მანიშნებენ მოვიდაო და გავიქეცი მეე,
აივნიდან მოცეკვავე ლია შეამჩნია რომელიც ანიშნებდა შენობაში შესვლას, უცებ დაემშვიდობა თეოდორეც და მაშოც შევარდა, ნამდვილად ადგილზე დახვდა ბრენდულად გამოწყობილი ქალი, რომელიც მაშოს ჯერ ისევ სათვალით ელოდებოდა მისი მისვლისას მოიხსნა და ისე აათვალიერა მაშო,
- როგორ გიცნობ, რომ იცოდე, შენ და შენი იტალია, გაზეთების პრინცესა ძველმოდური ვარდებში გადაღებული ფოტოთი,
მცირედი დამცირებით შემოიფარგლა სელენა და თან მაშოს ცნობა ხმამაღლა გაასაჯაროვა, უემოციოდ მიუახლოვდა მაშო დასტოინი მზერით და სიტყვებიც ამოაყოლა,
- აწყობილი რამდენიმე ქვეყნის ფიფქია, შვიდი ხელქვეითით რომელიც ძველი მოდის დაფარვას განახლებით ცდილიბს,
უემოციოდ ნათქვამი უხეშად მოხვდა სელენას უბრალოდ აღარაფერი ეთქმოდა, თანამშრობლებსაც ჰქონდათ რეაქცია მაშოს თამამ სიტყცებზე რომელსაც უფრო თავხედურად აპირებდა მაგრამ გადაიფიქრა,
- პირდაპირ ზომების აღებაზე გადავალ რადგან სტილი თავად არ შეარჩიეთ და მომენდეთ,
საზომი ლენტა აიღო და უცებ ჩამოშალა, ყველაფერი დეტალებში გაზომა ყველა საჭირო ადგილი და თან ფურცელზე იწერდა ზომებს, ძვირად დაუჯდა, კაბის საკუთარ თავზე აღება, კომპანია იცლებოდა მაშო კი ისევ იჯდა და უკვე მერამდენედ ავსებდა ნაგვის ურნას დაკუჭული ფურცლებით , ცდილობდა ახალი რამ შეექმნა ძველ კაბაზე დაყრდნობით თუმცა ისეთი ვერ ამოარჩია რომელიც სელენასთვის საოცარი იქნებოდა ბებიას გადაურეკა და მოახსენა რომ დღეს სახლში ვერ მივიდოდა და არ ენერვიულა, მიზეზები გამოკითხა ქალმა და მაშოსაც ბევრ კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა დირექტორიც წავიდა, მთელ სამ სართულიან უზარმაზარ შენობაში მარტო იჯდა ღამის პირველ საათზე მაშო, შუქები ყველგან ანთებული ჰქონდა დინამიკებზე ჰქონდა ჩართული მუსიკა და მუსიკის ფონზე ხატავდა რამაც ძალიან დიდი შედეგი გამოიღო, დაწყნარებულმა დახატა, კაბა ზედმეტების გარეშე არც სადა და არც ზედმეტად დატვირთული, გრძელი ჩამოშლილი კაბა შეამოკლა, გული უფრო ამოუღო, წელი მკვეთრად გამოიყვანა, თითქმის სხვა რამ შექმნა ძველის აღარაფერი უგავდა თუმცა ეს იმდენად შესანიშნავი იყო, ვერანაირად ვერ დაიწუნებდა, ნაჭრები მოამზადა ფერები ძაფები მაკრატელი ყველაფერი ერთ ადგილას დადო და ნახაზს შეუდგა არა ფურცელზე არამედ ნაჭერზე, ძილმა თავისი გაიტანა მოერია მაშოს რის საწინააღმდეგოდაც მაშომ ყავა დალია ქუჩაში გადავიდა მოპირდაპირე დიდ მაღაზიაში და ორი ქილა ენერგეტიკული იყიდა, ყავას ორივე ქილა დააყოლა, გაჭრა ძილი ნამდვილად გვერდზე გადადო, თვალებიც წესიერად გაახილა და ბედნიერიც იყო ეს რომ გააკეთა რადგან ძილის ფონზე იმდენი არასწორი ჩანახაზები გააკეთა ისე რომ შეეკერა ყელს გამოჭრიდნენ, ნახაზს და გამოჭრას კიდევ უფრო დიდი დრო დაჭირდა ვიდრე სტილის გამოგონებაზე ფიქრს და დახატვას, თუმცა შეუჩერებელი მუშაობის გამო ოთხი საათისთვის უკვე მზად ჰქონდა, წყნარ ფონზე გადაინაცვლა საკერავი მანქანისკენ ცალკე შეკერვამ და "ოვერლოკის დარტყმამ" წაიღო დრო ნამდვილად შედევრი შექმნა ერთ ღამეში ერთ შეუწყვეტავ მუშაობაში, შვიდის წუთებზე კაბა დააუთოვა და მანიკენს ჩამოაცვა ყველა მხრიდსნ ამოწმენდა სადმე ცუდად ხომ არ ჩაკერა ან სადმე ცუდად ხომ არ იყო "გამოფუყული" არა შედევრი ყოველთვის შედევრებს ქმნის, საოცრება გამოვიდა, დღე უკვე საგრძნობლად იჭრებოდა ფანჯრებიდან შუქები ჩააქრო მაშომ თავის ნამუშევარს რომელიც თავადაც ძალიან მოსწონდა დიდი შავი პარკი გადააფარა მუსიკები გამორთო და მაგიდასთან ჩამოჯდა ახლა მიხვდა როგორ ზედმეტად ეძინებოდა და როგორი დაღლილი იყო,
- საკუთარ თავს უჩალიჩებ მაშო, ნეტა დილით სად უნდა გაიშხლართო,
დაღლილობოსგან ამოიხრიალა ისე დადო თავი მაგიდაზე მაშოს სიტყვები იმაზე მიუთითებს რომ მისთვის უძილიბა არც მთლად სიკეთე იყო რადგან დღეში რამდენიმეჯელ ისეთ დროს დაკარგავს გონებას როცა საერთოდ ვერავინ იფიქრებს ამას, მისი სხეული ვერასდროს იტანდა უძილობას და დაღლილობას რის გამოც სხეული და გონება, გონების დაკარგვით ანიშნებდა. დაღლილს საკუთარ მაგიდაზევე ჩამოეძინა...
- მაშო... მაშოო... გაიღვიძე.
დაბალი ხმა და შეხებები აღვიძებდა მაშოს რამდენჯელმე მხარიც ააქნია შემეშვითო,
- მაშო მოვიდა,
დააყოლა ისევ გამღვიძებელმა და მაშომაც დენდარტყმულივით წამოყო თავი, თვალებ შეშუპებული ჩაწითლებული, უძილობისგან დაპატარავებული თვალებით მოათვალიერა გარემო, სულ რამოდენიმე ადამიანი დადიოდა კომპანიაში და ერთ-ერთი შორიდან ნაცნობი თავზე ედგა,
- გეხუმრე, ვერ გაგაღვიძე და მალე შემოლაგდებიან,
მხრების აჩეჩვით დააყოლა გოგომ ისე შეხედა მაშოს "გადამკვდარ" სახეს,
- მთელი ღამე მუშაობდი?
- კი ისე ვერ მოვასწრებდი,
- ხო გეტყობა ენერგეტიკულის ოთხი ქილა ერთ ღამეში და ყავის ჭიქაც, წარმომიდგენია როგორ გეძინებოდა,
ნამდვილად გულწრფელი შებრალებით საუბრობდა გოგო რომელიც ხედავდა რომ მაშო ზედმეტად დაღლილი იყო და თუ არ დაისვენებდა ბევრს ვერ შეძლებდა... ხალხი მომრავლდა, მაშო წინსაფრებს კერავდა, რომელიც გუშინ უნდა შეეკერა თუმცა დროის და შეკვეთის გამო შეწყვეტა მოუწია ახლა კი განაგრძო, 10 საათამდე სულ რაღაც ორი ცალი ჰქონდა დარჩენილი, კერვას ვერ იტანდა სულ ჯდომა უწევდა და ხელების ქნევა. თითქოს გაღვიძებიდან ის ორი საათი რაც გავიდა, აღარ ეძინებოდა თუმცა ძილმა და დაღლილობამ თავისი გაიტანა და ძლივს იჭერდა თვალებს რომ არ დაეხუჭა, დასასვენებლად აივანზე გავიდა ცოტახანს, ცოტახნით გადაიხედა მოაჯირიდან თუმცა მისი ამბავი რომ გაახსენდა შეეშინდა იქვე არ წასვლოდა გული და პირდაპირი რეისით არ გადაშვებულიყო მესამე სართულიდან,
- მაშოო გეხვეწებიი მიშველეე, დემნა მოდის შევუკერე და არ ვიცი როგორია, გეხვეწები მიშველე,
თვალებ ამღვრეული შემოვარდა აივანზე ერთ-ერთი თანამშრომელი რომელსაც დიდად არ იცნობდა, მხოლოდ მას არა ძალიან ბევრს არ იცნობდა თუმცა მაშოს იცნობდა ყველა,
- დამეხმარე გეხვეწები ცოტა რაღაცნაირი კაცია, თუ არ მოეწონა ყვირილს დაიწყებს,
აწუწუნებული ადგილზე ვერ ჩერდებოდა,
- კაი პირველად შეგიკვეთათ?
სწრაფადვე დაუსვა კითხვა გოგოს აღელვებით აღელვებულმა,
- არა სულ აქ არ იკერავს ხოლმე?
- სულ ჩხუბობს?
- ერთხელ არ მახსოვს ღიმილით გასულიყოს,
- შენ არ უნდა აგეღო მაშინ,
პირდაპირ უთხრა რადგან, ეს იყო გოგო რომელსაც ყველაზე მარტივად უჩუყდებოდა გული, თუმცა ნერვებს უშლიდა მაშოს ის ფაქტი რომ, შემკვეთები ზედმეტად ამცირებდნენ თანამშრომლებს თითქოს თავის საქმე არ სცოდნოდათ,
- კაი წამო,
მოკლედ თქვა გოგონამაც თავი დაუხარა და წინ გავარდა...
ტანზე მორგებულ შარვალ-კოსტუმს დიდისამბით ათვალიერებდა, მამაკაცი სარკეში ათას მიხვრა მოხვრას აკეთრბდა, ყველა გვერდიდან ათვალიერებდა და უცებ მოუბრუნდა გოგონას,
- აქ არის ძალიან უშნოდ,
თქვა და ხელი უბეში წაიღო, ეს იმის ნიშანი იყო რომ ბარძაყი უნდა გაეზომა ხელთავიდან,
ესეც თავდახრილი წაიწია მამაკაცისკენ მაშომ გააჩერა თავად მივიდა კაცთან, უცებ დაიხარა და კოჭიდან შარვალი ქვევით დაქაჩა, უცებ წამოხტა და შარვალი ოდნავ შეუტრიალა
- ვსო!
გამარჯვებული დაიწია უკან,
- თქვენ თუ ჩაცმა არ იცით ეს მკერავის ბრალი არ არის,
ღიმილში გაატარა სიტყვები და კაცმაც თავიდან ფეხებამდე ჩაათვალიერა, მაშოც ცინიკურად ნელა დატრიალდა ხელებ გაშლილი,
- აბა?
თან კითხვა დასვა,
- უნიჭოებთან ერთად უზრდელებიც ყოფილხართ,
ისევ მაშოს ჩათვალიერებით თქვა კაცმა,
- არა ბატონო, ეს თქვენ ხართ უსირცხვილო, თუ არ მოგწონთ შეგიძლიათ გაიხადოთ მერწმუნე შენი აქ არ მოსვლა არავის დააკლდება, თუ უნიჭოები ვართ, აქ მეორედ აღარ უნდა მოსულიყავი და შენ მეორედ... არა ვინ იცის მერამდენედ მოდიხარ შენი უაზრო კაპრიზებით თუ არ ნოგწონს გაიხადე და წადი! და საერთოდ აქაც არ უნდა შემოდგა ფეხი. შეურაწმყოფას ნუ აყენებ ნურავის რადგან შენ ამის უფლება არ გაქვს დანარჩენი უკვე ვთქვი, თუ მოგწონს თქვი თუ ნაკლს პოულობ, ერთსაც კი, მაშინვე გაიხადე და დადე,
ხვდებოდოდა როგორ ზედმეტებშიც გადავიდა, მასზე ბევრად მაღალი თანამდებობისა და შესაძლებლობის კაცთან თუმცა გაჩუმებას არ აპირებდა,
- ეს შეკვეთა შენია?
- არა ეს შეკვეთა მისია! და ზედმეტად ბევრი იშრომა იმისთვის რომ შენნაირებს შენთვის კომპლიმენტი ეთქვათ,
ზიზღით დააყოლა მაშომ და საზომი ლენტი მაგიდაზე მიაგდო, მამაკაცს ჩაეცინა, არაფერი უთქვამს ჰალსტუხი შეისწორა და მაშოს თითი გამაფრთხილებლად დაუქნია, თავის ნივთები აიღო და მესამე სართულზე დირექტორის კაბინეტისკენ აიღო გეზი,
- რა გქვია?
უცებ შემოტრიალდა თითქოს უნდა ჩაეშვაო,
- მაშო!
სწრაფად და ამაყად გაცა პასუხი, ანიშნა რომ საერთოდ არ ადარდებდა თუ რამეს მაშოს წინააღმდეგ წამოიწყებდა, დირექტორთან ასვლა კი სასიხარულო იყო იმ მხრივ რომ შეკვეთას იღებდა,
- რო იცოდე როგორი მაგარი ხარრ, უბრალოდ ახლა ვნანობ კიდეც რამე რომ მოგიწიოს მერე?
ისევ აღელვდა გახარებული როცა მიხვდა რომ გადარჩა,
- კისერი უტეხია,
ისევ ლიფტს გახედა მაშომ და თავი დანანებით აიქნია....



№1  offline წევრი Ana iko

აუ განვაგრძო? არის გასაგრძელებელი ისტორია?

 


№2  offline წევრი goddess

გამარჯობა ამ თავით დასრულდა ? ზემოთ გიწერიათ ბოლო თავიაო? თუ არ დაგისრულებიათ აუცილებლად დაასრულეთ, ყველა დაწყებული ისტორია უნდა მიიყვანოთ ბოლომდე.წარმატებები და როდესაც დაასრულებთ შემდეგ შეგიფასებთ, სამწუხაროდ სანამ არ დასრულდება ისტორია მანამდე არ ვკითხულობ.

 


№3  offline წევრი Ana iko

goddess
გამარჯობა ამ თავით დასრულდა ? ზემოთ გიწერიათ ბოლო თავიაო? თუ არ დაგისრულებიათ აუცილებლად დაასრულეთ, ყველა დაწყებული ისტორია უნდა მიიყვანოთ ბოლომდე.წარმატებები და როდესაც დაასრულებთ შემდეგ შეგიფასებთ, სამწუხაროდ სანამ არ დასრულდება ისტორია მანამდე არ ვკითხულობ.

ბოლო თავი არ არის უბრალოდ მინდა რომ რჩევები მოვისმინო ისე ბოლოს მაინც რთულია ყველას გემოვნებაში სულ ცოტათი მაინც ჩაჯდეს და რჩევებიც რომ არ არის მირთულდებასავით,
მადლობა გამოხმაურებისთვის❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი ისტორია იყო

 


№5  offline წევრი Ana iko

Daldoni Daldoni
ძალიან ძალიან საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხი ისტორია იყო

უღრმესი მადლობა ვაგრძელებ და იმედია არ გავაფუჭებ❤️ დავდებ ახალ თავს დღეს❤️ მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent