შიში 1-2
თავი 1 ყურმილი მოისროლა და გამწარებულმა დაიყვირა _ოხ ეს ქალები! სავარძლიდან ტანი აითრია, ფურცლები შეაგროვა და შეხვედრისთვის მოემზადა. რთული დღე გამოდგა, ამას ნამდვილად არ ელოდა. ვიღაცას ეგონებოდა, რომ მისი უხასიათობა საფონდო ბირჟის არასახარბიელო ცვლილებებით იყო გამოწვეული, მაგრამ ეს უკანასკნელი არაფერ შუაში იყო. გიგის მისი სამსახური უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა, ადრენალინის მოზღვავებას სპორტული მანქანებითა და ფინანსური არენის სირთულით იგერიებდა, მისი ამ თვისებით საკმაოდ სოლიდური კაპიტალი დააგროვა და მომხმარებლების გრძელი სიაც შეადგინა. ბიზნესის სირთულეებს გიგი მარტივად უმკლავდებოდა, მაგრამ რაც შეეხება პრობლემებს ქალებთან ეს მისთვის საერთოდ სხვა განზომილებას წარმოადგენდა. უბრალოდ მას არ ესმოდა ამ არსებების, ოჯახის შექმნის იდეისა და შთამომავლობის გაგრძელების, _ნუთუ არ ესმით, რომ თანამედროვე სამყარო უკეთესი გახდება თუ მასსი იქნება ნაკლები ქორწინება და ბავშვები? ამ შემთხვევაში ნამდვილად დაიკლებს განქორწინებისა და მიტოვებული ბავშვების რიცხვი. ქალებს კი გონიათ, რომ ოჯახის შექმნა პანაცეა მსოფლიო პრობლემების. _და მათი საცოდავი ფიქრები, რომანტიკისა და სიყვარულის შესახებ? სისულელა და სხვა არაფერი. გიგი ისეთ ოჯახში გაიზარდა სადაც სიყვვარულმა კარგი არაფერი მოიტანა, 20 წლის ასაკში უკვე იცოდა, რომ არც ქორწინება, არც ბავშვი და სიყვარული მისი ცხოვრების ნაწილი არ გახდებოდა, როდესაც მისმა იმ დროინდელმა შეყვარებულმა, ვითომ ორსულობით გადაწყვიტა ოჯახის კლანჭებში მოექცია. ამის შემდეგ ინტიმურ ურთიერთობებში გიგი დიდ სიფრთიხლეს იჩენდა, ქალების ფიცი იმის შესახებ, რომ თავს იცავდნენ ნამდვილად არ აინტერესებდა, ის ყოველთვის პირდაპირ აფიქსირებდა მის პოზიციას ყველა ქალთან. გიგის დედას, ქალბატონ მარტას სულაც არ აინტერესებდა შვილის შეხედულებები, _დროთა განმავლობაში შენი შეხედულებები შეიცვლება-შეუპოვრად აცხადებდა ის_როცა შეგიყვარდება... _კიდევ ერთი რომანტიკის მოყვარული დედიკო-ფიქრობდა გიგი_შემიყვარდება, არასდროს ცხოვრებაში, ფიქრადაც კი არ გავივლებ მზგავს სისულელეს. მისთვის სიყვარული პირდაპირკავშირში იყო კონტორლის დაკარგვასთან, რასაც ის დაუშვებლად თვლიდა. როცა ძმამ გამოაცხადა, რომ ცოლს შეირთავდა გიგის გულზე მოეშვა, მაგრამ ზუსტად 3 თვეში, ნიკიტამ განაცხადა, რომ ქორწილი აღარ იქნებოდა და სამოგზაუროდ ბრაზილიაში წავიდა. სწორედ დედამ დაურეკა გიგის და შეატყობინა, რომ ვახშმისთვის ნინა ასათიანი დაპატიჟა, ქვრივი, რომელსაც გიგი სექსუალურ ვამპირად თვლიდა, რადგან ქალმა ქმრის დასაფლავებიდან ერთი თვის თავზე მასთან სცადა გზების გაკვალვა. ამჟამად გიგის ურთიერთობა მის თანამშრომელ ლენასთან ქონდა, რომელსაც ოჯახი იმის გამო დაენგრა, რომ ბევრს მუშაობდა, კვირაში 2-ჯერ ხან სამსახურში ხან კი სასტუმროს ნომერში ხვდებოდნენ ერთმანეთს, ყოველგვარი ვალდებულებების გარეშე შექმნილი ურთიერთობა ორივეს აკმაყოფილებდა, ლენა 32 წლის, ლამაზი შავგვრემანი ქალია, მშვენიერი სხეულით. საშინელი პირადი დამხმარეების შემდეგ გიგის გაუმართლა და 42 წლის დიდი შვილებითა და შესაშური ქორწინებით ეკატერინე გამოეცხადა, მასთან ერთი პრობლემაც არ შექმნია, ჭკვიანი და საქმის მცოდნე ქალბატონს ერთი მცდელობაც არ ქონია არშიყის სიმპათიურ უფროსთან. -გისმენ ეკატერინე- უპასუხა გიგიმ პირადი ტელეფონიდან -ბატონო გიგი საკონფერენციო ოთახში გელოდებიან-კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ მოსწონდა ეს ქალი, მისი ზრდილობისა და ტაქტის გამო. -მადლობა, მივდივარ, თუ ვინმემ დამირეკა თქვენ თვითონ უპასუხეთ ეკატერინე, მე არავითარ შემთხვევაში არ შემაწუხოთ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს. თავი 2 თიამ ჯერ ადმინისტრატიულ კორპუსს შეავლო თვალი და შემდეგ მზერა ეტლში მჯდომ პატარა გოგონას მოავლო _როგორც იქნა მოვედით, ჩემო პატარა! აქ მუშაობს მამაშენი. მის მდივანს თუ დავუჯერებთ, მნიშვნელოვან შეხვედრაზე ბრძანდება და დღეს დრო არ აქვს, ძალიან ცუდია არა? იმიტომ რომ ჩვენი მიღება მაინც მოუწევს. თიამ თავდაჯერებულად გააგორა ეტლი მინის შუშებისკენ, უკვე ერთი კვირა მისით მანევრირებაში იხვეწება, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ართმევს თავს. ალბათ ბატონ გიგის გონია, რომ მისი ერთჯერადი თავგადასავალი რეპუტაციას ვერ გაუფუჭებს, მაგრამ ფაქტია შეცდა, ყოფილ მდივანთან ინტრიგა პატარა ნატას დაბადებით დასრულდა, თიას მეგობარი თანანო კარგი გოგონა იყო, მოწესრიგებული და განათლებული, მისი ლამაზი სახე ყველა მამაკაცს თავბრუს ახვევდა, თუმცა, ეს უკანასკნელი მამრობით სქესთან მუდამ თავს კარგავდა და ვარდისფერი სათვალეებით დაჩრდილული მუდამ უჯერებდა ლამაზ სიტყვებს. ალბათ გიგისთანაც ასე მოხდა-ფიქრობდა თია. ლიფტის კარები გაიღო და ეტლიც მეექვსე სართულზე შეგორდა, მაღალ მუხის კარებთან დიდი ასოებით დაეწერათ გიგი გველესიანი-კომპანიის მმართველი. თიას გაახსენდა მეგობართან მძიმე საუბარი, საბოლოოდ როგორ დაიღალა მისი მორიგი პასუხგაუცემელი სიყვარულის ამბების მოსმენით და სერიოზულად ეჩხუბა ბავშვობის დაქალს, ის კი ახლა მკვდარია. _არა, მისი სულის ხათრით მაინც უნდა გააცნოს მამას ბავშვი, ამით მაინც გამოისყიდის გარდაცვლილ მეგობართან დანაშაულს. _გიგი გველესიანი უნდა ვნახო აუცილებლად და სანამ კითხვას დამისვამთ გიპასუხებთ- მასთან შეხვედრა შეთანხმებულია-უსინდისოდ მოიტყუა თიამ, სადღაც მაინც გამოადგა მისი თეატრალური მონაცემები. 3 წელი დადიოდა კასტინგებზე სანამ უნივერსიტეტში არ ჩაირიცხა. გოგონამ თია სამდივნოსკენ გადაამისამართა, გრძელი კალიდორის გავლის შემდეგ პატარა მოსაცდელში სადაც მუქი ლურჯი ხალიჩა ეფინა ბავშვის ეტლი აიხლართა. _რით შემიძლია დაგეხმაროთ? -თიამ გაკვირვებული და ამავდროულად მშვიდი ტონი დაიჭირა ამ კითხვაში-როგორც ჩანს ეს ბატონი გიგის მდივანი იყო_ქერა არ არის, არც ახალგაზრდა, როგორც იქნა ისწავლა ალბათ ვაჟბატონმა, რომ ბიზნესი და პირადი ერთმანეთში არ უნდა აურიოს- გაიფიქრა გოგონამ. _აუცილებლად უნდა ვნახო გიგი გველესიანი_მისდა გასაკვირად მშვიდი ტონით მიუგო თიამ _ბატონი გიგი შეხვედრაზეა და მთხოვა რომ არ შემეწუხებინა არავითარ შემთხვევაში. თიამ როგორც იქნა გამოაძვრინა ეტლი ხალიჩიდან და პატარა მაგიდის გვერდით მიაგორა. _რაღაც ეჭვი მეპარება რომ მე ან მისი შვილი შევდიოდეთ ამ ადამიანების რიცხვში. ეკატერინეს თვალები ნელ-ნელა გაფართოვდა, საბავშვო ეტლს გახედა და კანკალით იკითხა -მისი...შვილი? _დიახ, ასეა_ცივად დაუდასტურა ნათქვამი_ნატა ქვია, უკვე სამი თვისაა, გთხოვთ გადასცეთ თქვენს უფროსს ჩვენი აქ ყოფნის შესახებ. მდივანმა დაბნეულად დაახამხამა თვალები _იქნებ მის კაბინეტში შესულიყავით, მე კი მოსაყვანად წავალ. _მშვენიერი იდეაა-რატომღაც ცივი ღიმილით გააცილა ქალი. გიგის კაბინეტმა თია გააკვირვა, ძალიან კომფორტული ეჩვენა დიდი და ნათელი ოთახი შესანიშნავი ხედით და ცენტრში დაგებული დიდი ხალიჩით, მხოლოდ ხის მაგიდაზე იყო მიმობნეული საბუთები, რაც ძალიან ლოგიკური იყო ამხელა კომპანიის მმართველისთვის. ეკატერინემ ღრმად ამოისუნთქა, სანამ თია ერთ-ერთ სავარძელზე მოთავსდა. _როგორი კარგი გოგო ხარ_თბილად გაუღიმა მდივანმა, თან ვარდისფერი გადასაფარებელი გაუსწორა, რომელშიც ნატა იყო გადახვეული _ვფიქრობ ბატონი გიგი მალე მოვა_თქვა ეკატერინემ თავი დაუქნია და ოთახიდან მომენტალურად გაქრა. ზუსტად 5 წუთში კარები ძლიერად გაიღო და თიამ პირველად დაინახა ნატას მამა. გიგიმ იმაზე მეტად გააკვირვა ვიდრე წარმოიდგენდა, მაღალი, ნავარჯიშები, შავთმიანი... კი, ჯობია აღიაროს რომ სიმპათიური. და ეს თვალები მგონი ყველაზე მუქი ლურჯი თვალებია რაც კი ოდესმე უნახავს თიას. მაგრამ მის წინ ჩამომდგარი კაცი ნამდვილად არ შეესაბამებოდა იმ წარმოდგენას რაც გოგონას წარმოსახვაში ქონდა, რადგან მისი მეგობრის ყველა წინამორბედი მამაკაცი ძირითადად მშვენივრად აღზრდილი, მორჩილი და მორიდებული ახალგაზრდები იყვნენ. ისინი ლამაზი სიტყვებით ახვევდნენ თავბრუს თანანოს. გიგი, ის კი სულ სხვანაირი იყო. თავაწეული შემოვიდა კაბინეტში, თავხედური გამომეტყველებით, მხარბეჭიანი, მოკლედ შეჭრილი თმებით, მისი პერანგის სახელოები ბოლომდე აწეული იყო, თითქოს საჩხუბრად გამზადებულიყო, გიგის ბოლომდე მოშვებული ჰალსტუხიც კარგს არაფერს აუწყებდა გოგონას. ჯერ საბავშვო ეტლისკენ გაიხედა შემდეგ კი თიას შეანათა ლურჯი თვალები _გადმომცეს, რომ თქვენი განცხადებით ეს გოგონა ჩემი ქალიშვილია! გოგოონას მისი გაბრაზებული ტონისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია-ნეტავ რა იპოვა თანანომ ამ კრეტინში-ფიქრობდა თავისთვის, მაგრამ მეგობარმა ისიც უთხრა რომ საწოლში იმაზე კარგია ვიდრე ცხოვრებაში. _მართალია_ირონიულად მიუგო თიამ. გიგიმ მზერა მასზე გააშეშა, გოგონას მოუნდა რომ ამ ოთახიდან გამქრალიყო ან სადმე დამალულიყო, ახლა ნამდვილად მიხვდა თანანოს რატომ არ უნდოდა გიგისთან კიდევ ერთხელ შეხვედრა. ის იმ კაცების სიას მიეკუთვნებოდა, რომელიც საყვარელს ერთხელ და სამუდამოდ შორდება. მაგრამ თია ხო არ იყო თანანო, ვნახოთ როგორ მოიქცევა ვაჟბატონი. _აქ დამელოდეთ_ლამის დაიყვირა მამაკაცმა _წასვლას არც ვგეგმავდი_ირონიით უპასუხა თიამ, რის გამოც გიგის მომაკვდინებელი მზერა დაიმსახურა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.