შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო! თავი 7


4-01-2023, 19:01
ავტორი Ana iko
ნანახია 698

გამარჯობა, ვაგრძელებ ისევ მადლობა მათ ვინც მანიშნეთ და დამეხმარეთ გაგრძელების გადაწყვეტაში, მეგონა საერთოდ საჺინელება იყო და ამიტომ აღარ მსურდა გაგრძელება, ასევე გილოცავთ ახალ წელს, ბედნიერებას, წარმატებას, წინ სვლასა და ბევრ დასამახაოვრებელ მომენტებს გისურვებთ

......
და მოვიდა დრო რომელსაც ელოდებოდა, სამის წუთები იყო, მაშო ვერ გრძნობდა თავს კარგად ზედმეტად დაღლილი იყო, თვალები ეწვოდა, ძლივს ახელდა, ჩაწითლებოდა, თავიც ზედმეტად სტკიოდა, ყოველ წუთზე გონების დაკარგვას ელოდებოდა თუმცა ყოველჯერზე ცდებოდა,
- მაშო მოვიდა,
ლიამ გადმოძახა მაშოს და თვალებით კარებისკენ ანიშნა, მაშომაც გახედა კაბაში გამოტკეცილ გოგოს რომელსაც მხოლოდ საჯდომი ჰქონდა კარგად გამოკვეთილი
- მაშო რომელია?
დასვა კითხვა და ხალხი მოათვალიერა
- ოთხი მაშო ვართ
ამოიბუზღუნა მაშომ დაბალხმაზე
- მე მქონდა შენი შეკვეთა
ხმამაღლა თქვა და ხელი აწია რომ შეემჩნია სელენას
- მაღლა წამოდი იქ გავარჩიოთ
ისევ ხმამაღლა დააყოლა ლიფტისკენ წავიდა არ დალოდებია ისე ავიდა, მაშომ ფურცელი კალამი და ლენტა აიღო ცელოფანგადაფარებული მანიკენიც ძლივს აიღო და ლიფტისკენ ბრმად წავიდა რადგან მანიკენი გზის დანახვაში ხელ უშლიდა, მანამ მივიდოდა ლიფტიც მალევე ჩამოვიდა, ვიღაცას დიდი ინერციით დაეტაკა
- ვაიმე ბოდიში ხო არ გეტკინა?
უცებ გამოყო თვალები მანიკენის ზევიდან თუმცა მხოლოდ მამაკაცის სხეული შეამჩნია სპორტული ჩაცმულობით, პასუხი არ დაბრუნებია ლიფტში შევიდა და მაშოც მას შეყვა, კომფორტულად დადგომის შემდეგ მანიკენი ძირს დადგა და მამაკაცს გახედა, უცებ შეხტა მოულოდნელობისგან
და მანიკენი ხელში ისევ აიღო, მაშინ დახედა რატიმ,
- უფს! ჭიტაა გიპოვე!
ცინიკურად გადმოძახა ნიშნად რომ თავიდანვე შეამჩნია და ისევ წინ გაიხედა, მაშომაც ისევ დადგა მანიკენი თუმცა ლიფტი გაიღო და ისევ აღება მოუწია
- გამარჯობაა
შესვლისთანავე გაისმა დირექტორიე ხმა
- დიდიხანია გელოდებით ძალიან გაგვახარეთ,
ხელი ჩამოართვა ბედნიერი სახით დირექტორმა რატის, მხოლოდ მაშო ხვდებოდა როგორი დაძაბული იყო იმ დროს დირექტორი
- და აი ისეთ დრო მოხვედით ცოტა სერიოზული თემა გვაქვს განსახილველი
დააყოლა კაცმა სელენა თავად წამოიწია მამაკაცისკენ მაღალქუსლიანებით ზედმეტად აწევა აღარ დასჭირდა ოდნავ წაიწია რომ მამაკაცს ლოყაზე მიმწვდარიყო და დიდისამბით გადაკოცნა,
- როგორ გიხდება,
დააყოლა და აჩეჩილი თმა უფრო აუჩეჩა რატისაც წინ გადმოუცვივდა თმის შეკრული ღერები მაშომაც მაშინ შეხედა როცა რატიმაც მაშინ გახედა წინ გადმოცვენილი თმიდან მაშოს და მკვლელ გამოხედვას დამატყვევებელი მიმზიდველობაც თან ახლდა, მწვანეთვალები უბზინავდა ისე უღიმოდა ცინიკურად სახე, არც კი იღიმოდა უბრალოდ ტუჩის კუთხეები ოდნავ გახსნილიყო და ამას ღიმილი ეწოდებოდა მისი განხრით რადგან ის თითქმის არასდროს იღიმოდა ყველასთვალწინ,
- საინტერესო დროს მოვსულვარ
დააყოლა უკან დაიწია და მაგიდას მიეყრდნო
- აბა მაშო როგორ გაართვი თავი?
ღიმილით იკითხა დირექტორმა რადგან კარგი გამოსვლა გამოსვლოდა და მაშოს იმედიც ჰქონდა რომ თბილ და წყნარ საუბარში მიეხმარებოდა,
- ყველაზე საზიზღარი და დამღლელი სამუშაო იყო რაც კი გამიკეთებია,
მაშოს რატის არანაირი შიში ჰქონდა რათქმაუნდა, დირექტორთანაც გახსნილი იყო და სელენასი რომ მოეკლათ მაინც არ ჩათვლიდა ვინმე დიდ პიროვნებად, ამიტომ სრულიად თავისუფლად და გულწრფელად გაცა პასუხი და დირექტორსაც სახე ჩამოეშალა,
- ანუ კატასტროფას უნდა ველოდო?
სელენამაც ახლართა მკლავები ერთმანეთში,
- არც ეგ არაა პრობლემა შენ თუ არა მე მომწონს იმდენად რომ თავადაც დავიტოვებდი,
თქვა და ნივთები რატის გვერდით დააწყო
- კაი გვაჩვენე აბა,
სელენამ ანიშნა გახსენიო და მაშომაც პარკი გადააცალა თვალები გაუდიდდა ქალს, დირექტორმა ამაყად ჩაიცინა მხოლოდ რატის სახეზე ვერ ამოიკითხავდით ვერანაირ ემოციას, მანამ საუბარს დაიწყებდნენ მაშომ დაასწრო, ყველას და სელენას ფოტო აიღო,
- რადგან ესეთი სტილი მოიტანეთ, უბრალოდ განახლება გინდოდათ, მართალია რაღაცეები დავამატე თუმცა შემიძლია მოვხსნა, რადგან თავად არ იცოდით როგორ გინდოდათ გადაკეთება, რატომღაც ჩავთვალე რომ უფრო მოკლე სტილში ლამაზი იქნებოდა, თქვენი სტილიდან გამომდინარე დეკოლტე გავაღრმავე და ახალი გაფორმებები შევმატე,
ყველაფრის ახსნა დაიწყო და მეორე ხელში თავისი ნახატი დაიჭირა რომ დეტალურად აეხსნა ყველაფერი,
- არა კი მართლა ძალიან კარგია ტანზე ვნახავ და შეკერილიც ძალიან მაინტერესებს,
ტაში შემოკრა და ჩანთაც მოხსნა, მაშომ კაბა მანიკენს გახადა და სელენას მიაწოდა დახურულ ოთახში შევიდა სელენაც და მაშოც ემოციებით ელოდებოდა, რატი მაშოს უყურებდა, თუმცა იმდენად ცუდად გრძნობდა თავს მაშო რომ ცინიკურობაც აღარ შეეძლო თითქოს თავში რაღაც უტრიალებდა და თითქოს ახლა გონებას დაკარგავდა, თავზე წაიღო ხელები და მაგიდა მოათვალიერა
- შეიძლება წყალი დავლიო?
დირექტორს კითხა და გახარებული დირექტორიც სელენას შეფასებისგან ბედნიერი დათანხმდა,
- აბა რა აბა რაა რა კითხვაა? მიდი, მოდიი,
თავად წაიწია თავად ჩამოუსხა, რამდენიმე ყლუპი მოსვა მაშომ
- ძალიან კარგი გოგო ხარ ბრავო,
ემოციები არ დაუმალავს მამაკაცს, მაშომ რატის გვერდით სკამი გამოწია და ჩამოჯდა, ემჩნეოდა ცუდად ყოფნა თუმცა დირექტორს ეგონა რომ ნერვიულობდა, ამის ფონზე კი ცუდად იყო, არც რატი დარჩენილა მიუხვდენლად, დამჯდარს დახედა შემდეგ კი კარების ხმაზე ყველას ყურადღება სელენასკენ გადავიდა,
- ძალიან მომწონს, მართლა მაგარია, შეკერილიც მომწონს, კარგი ვიდი აქვს, მარა ვფიქრობ ძაან გადაუხვიე და საერთოდ არ გავს იმ ძველ სტილს მარა კაი არაუშავს მთავარია ახალია და არც არსებობს მსგავსი სტილით კაბა, ეს მაწყნარებს,
ისევ სარკეში ტრიალით განაგრძო საუბარი მიუხედავად იმისა რომ კაბა ძალიან ლამაზი იყო შენიშვნა მაინც გამონახა თუმცა ეს ახლა მაშოს საერთოდ არ ადარდებდა,
- იცი რა ვიფიქრე, მართალია გამიჭირდება შენთან თუმცა მინდა ჩემი საკუთარი დიზაინერი გახდე, რათქმაუნდა დიდი წოდება გექნება, სახელსაც გაითქვამ როგორც ჩემი დიზაინერი, რავი ვფიქრობ მაგარი შემოთავაზება და ნდობაა რას ფიქრობ?
სელენას აზრის მოსმენის შემდეგ რატის სიტყვები აღარ უკავდებოდა თუმცა მაშოს გადმოხედა და აცადა რომ რამეს ისეთს ეტყოდა რაც სრულფასოვნად გასცემდა პასუხს, მაშომაც რატის ახედა წამით, თითქოს მიხვდა კიდეც რა უნდოდა რატის, წამოდგა და სკამი თავის ადგილს დაუბრუნა,
- მართალია მე სახელს გავითქვამ, როგორც შენი დიზაინერი და შენი დახმარებით სახელ განთქმული, აი მე კი შენ თანასწორობას ვაპირებ შესაძლოა ითქვას შენზე მაღალ საფეხურზე დგომასაც და არა შენი არამედ ქვეყნის დიზაინერობაზეც არ ვიტყოდი უარს, ამით ხაზს ვუსვამ იმას რომ არ მინდა კიდევ ვიღაც მბრძანებლობდეს ჩემზე მინდა საკუთარი თავის დედოფალიც და უფროსიც მე ვიყო,
ისეთი პასუხი გასცა რომ ხმის ამოღება შეუძლებელი იყო, საპასუხოც არაფერი იყო, რატის სათქმელიც კი წამში გაქრა, უბრალოდ დადუმდა ყველა,
- როგორც გინდა, უბრალოდ ჩემზე მაღალ საფეხურზე დგომა შეუძლებელია,
მოტრიალდა და რატის გაუსწორა მზერა, ნიშნად რომ თუნდაც იმიტომ ვერ დადგებოდა მაშო მასზე მაღლა რადგან მას თუნდაც ოდესღაც რატისთან ჰქონდა ურთიერთობა, მაშოსაც მიმხვდარს ჩაეცინა,
- კარგი მიხარია რომ მოგეწონათ, მადლობა შეფასებისთვის მე ადგილს დავუბრუნდები,
თავისდახრით თქვა, დირექტორის ნიშნების შემდეგ რატის მოავლო თვალი და ადგილი დატოვა, ყველაფერი დირექტორს ანდო კაბის ფასიც და ლოგოც, ლიფტიდან გამოსულს ლია მიეჭრა, სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული მაშო უცებ ჩაიკეცა გონება არ დაუკარგავს უბრალოდ ძალა გამოცლილი ჩაიკეცა
- რაშვები
უცებ აღმოხდა გაკვირვებულს
- ლია წყალი გთხოვ
დაბალხაზე თქვა და რომ მიხვდნენ ირგვლივ რომ ცუდად იყო რამოდენიმე მას დაადგა თავზე წყალი მოსვა, ერთ-ერთმა ასაკიანმა ქალმა კარგი ყურადღება გამოიჩინა და მაშოს გაფითრებულ სახეზე ცივი წყალი მოუსვა შედარებით შეძლო მაშომაც ძალების მოკრება და ადგილზე დაჯდა
- რატო გიშვება ასე დღეს ცუდად ხარ ხო
მასთან მჯდომმა ქალმა კითხა,
- გუშინ სელენას შეკვეთას ვაკეთებდი სახლში არ წავსულვარ და უძილობაზე მიშვება ხოლმე, რატომღაც დაღლას ბავშვობიდან ვერ ვიტან ხშირად მიმდის ხოლმე გული,
ბოლოს გაიცინა სიტუაცია რომ არ დაძაბულიყო, ქალმა შუბლზე მიადო ხელი თუმცა სიცხე ნამდვილად არ შეენიშნებოდა,
- კარგი მადლობა, ჩამოდიან უნდა შეგვამოწმონ და შეგიძლიათ წახვიდეთ დიდიმადლობა ყურადღებისთვის,
გაუღიმა და ანიშნა რომ სანამ დრო ჰქონდა მაგიდა მოეწესრიგებინა აი თავად კი ძალიან კარგად იცოდა რამხელა საყვედურს მიიღებდა, ენერგეტიკულის ქილების გამო ასევე ყავის ჭიქის გამო და იმ დაჭმუჭნული ფურცლების გამო სადაც სელენას კაბის შექმნას უშედეგო გამოსვლით ცდილობდა, დალაგებას არ აპირებდა რადგან ამის არც თავი ჰქონდა და არც დრო, მანამ მის მაგიდამდე ჩამოივლიდნენ მაგიდაზე თავი დადო და თვალები დახუჭა...
- მაშო... მაშოო მოვედით,
დაბალხმაზე ამოთქვა კაცმა, ვერ ხვდებოდა რა სჭირდა მაშოს ასე არასდროს მოქცეულა და მის გონებაში მაშო ძალიან ცუდად იქცეოდა. ძლივს წამოწია თავი მაშომ უფრო და უფრო უწვრილდებოდა თვალები,
- შენიშვნაც გამოჩნდა ამდენი ხნის მერე, მეგონა წესებს იცავდით, სამსახურში ოთხი ქილა ენერგეტიკული, კონიაკი და წითელი ტკბილი ღვინოც დაგიდგა?
მაგიდისკენ დაიხარა რატი და მაგიდას ხელით დაეყრდნო ისე ჩააშტერდა მაშოს თვალებში,
- ფურცლების დახარჯვა შენი ჰობია თუ პროსტა მოგწონს?
მის შენიშვნებზე მაშო წამოდგა და რატიც ნელა გასწორდა ისე შეხედა მაშოს,
- ფურცლების დახარჯვა შენი ყოფილის საჯდომის კარგად დახატვაში დამჭირდა და ყავა და ენერგეტიკული იმისთვის რომ ასევე შენი ყოფილისთვის კაბა არ დამეგვიანებინა და დროულად წასულიყო ქვეყნიდან წუწუნისა და შენი კომპანიის თანამშრომლების დამცირების გარეშე, ბოდიშს ვიხდი უწესრიგობისთვის,
თქვა ისე რომ მზერა არ მოუშორებია რატისთვის თვალები იმდენად ძლიერად ეწვოდა ცრემლდენა დაეწყო და მასიურად ცვიოდა ცრემლები თვალებიდან,
- მაშო რამდენს ბედავ?
უცებ წამოიძახა დირექტორმა იმდენად უზრდელურად საუბრობდა მაშო ნამდვილად უკვირდა დირექტორს, რატი ხვდებოდა ეს მისი ვინაობის გამო იყო ამიტომ დიდად რეაქცია არ ჰქონდა
- კიდევ გაინტერესებთ რამე?
დასვა კითხვა და ცალი ხელი თავზე წაიჭირა და ცრემლი მოიწმინდა
- იმაზე ბევრი რამ ვიდრე წარმოგიდგენია
რატიმაც გაცა პასუხი და მაშოსთან ადგილი შეამცირა ლია ჯერ შორიდან ჭამდა რატის თვალებით, ჯერ მასთან არ ჩაუვლიათ და იმდენად ბეჯითად იყო მოწყობილი და მომზადებული სიტყვა პასუხში ვერ აჯობებდა ვერავინ, რატომღაც თავი გამოიჩინა და მაშოს მაშველად დაუდგა,
- დღეს უბრალოდ გაღიზიანებულია,
ღიმილით ამოუდგა გვერდით მაშოს და რატიმაც მანძილის შემოკლება შეწყვიტა, მაშომ ძალიან ცუდი მზერით გახედა არ უყვარდა ზედმეტად ტრიპაჩობა რაც ლიას ქცევაში საგრძნობლად შეინიშნა, გოგო კი რომელმაც დღეს მაშო ყველაზე გულწრფელად შეიცოდა შორიდან აკვირდებოდა მაშოს და თითქოს ყოველ წამს ელოდებოდა მაშოს გათიშვას, ღელავდა ბარბარე მასზე, ბევრჯელ დახმარებია მაშო მას და ეს უკანასკნელიც დიდ პატივს სცემდა მისი ფარული გულშემატკივარი იყო,
- მართლა ბოდიში მის მაგივრად, ყველაზე თბილი ადამიანია ასე არ იქცევა ხოლმე,
დირექტორმაც უკან დაწია რატი რადგან ეგონა წინ წასულს უნდოდა კარგად გამოეკიცხა ფეხზე ძლივს მდგარი რომელიც თვალებს მძიმედ და ნელა ახამხამებდა,
დუმდა მაშო რატიმ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ქალისკენ და მაშოც უკვე მოულოდნელად გათიშული რატის მკლავებმა გადაიწვინა ზედ, შეშფოთება გამოიწვია ამ ყოველივემ, უცებ მივარდა დირექტორიც რატის მკლავებში გადაწვენილ დაწყნარებულ ფარფატა სხეულს,
- ვაიმე მაშო, უკაცრავად მივხედავთ თავად,
დაბნეული ლაპარაკობდა დირექტორი და რატიმაც კოპებშეკრულმა ახედა დირექტორს,
- და რას მიხედავ სკამზე დავაგდო?! იქნებ რა ჭირს!
უხეშად თქვა და სხეული მთლიანად აიტაცა ხელში, ბარბარემ თავს უფლება მისცა მათკენ წასულიყო და მიზეზი მოეხსენებინა,
- გამარჯობა, გუშინ უბრალიდ მთელი ღამე მარტო იჯდა კომპანიაში და სელენას შეკვეთას აკეთებდა ძალიან დაიღალა ძილისთვის საწინააღმდეგოდ უკვე ხედავთ რაც მიიღო, როგორც წესი მგონი დაღლილობას ვერ იტანს საერთოდ არ უძინია დღეს კი დილიდანვე სთხოვდნენ დახმარებას და უფრო გადაიღალა,
სწრაფად მოახსენა ყველაფერი და მაშოს გადმოვარდნილი მკლავი რომელიც უძალოდ ქანაობდა რატის მკლავებში მოქცეულს ნაზად დაუბრუნა სხეულზე, ბედად სწორედ მაშინ რეკავდა მაშოს ტელეფონზე თეოდორე, რატიმ გასცა ბრძანება რომ ეპასუხათ, მასაც ყურთან მიუტანეს ტელეფონი,
- მაშო ცოცხალი ხარ?
- კარგ დროს დარეკე,
უცებ გაცა რატიმაც პასუხი და აღელვებაც კი შეინიშნებოდა მის ხმაში რადგან დაბნეული ეჭირა გათიშული გოგო და არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა მისთვის ისეთი ადგილიც კი არ იყო სადმე რომ დაეწვინათ,
- რატი შენ ხარ?
გაკვირვებული ხმით ჩაძახა ტელეფონს თეოდორემ და ზარი შეამოწმა ხო ზუსტად მაშოს ურეკავდა თუ არა,
- არადა მაშ...
- ხო მაშოს ურეკავდი რომელიც გათიშული მიჭირავს ახლა რა მოვუხერხო?
პირდაპირ თქვა სათქმელი,
- გაითიშა? მანდ აღარ დასვა თუ ძმა ხარ ეგ დღეს კიდე სამჯელ გაითიშება თუ ორჯელ არა, მთელი ღამის უძილოა ახლა ეგ და დღეს გადაკლეს,
უკვე მიმხვდარმა თქვა თუმცა დარდი რომელიც ჰქონდა არც ისე მარტივად მოიხსნა,
- დიდი ხანი იქნება გათიშული? სად წავიყვანო? საავადმყოფოში ხო არ გავიყვანო?
- არა არ გინდა სად ხარ შენ? გამოიყვანე თუ გინდა და გავიყვან მერე, მასე რო ბებიამისმა ნახოს თავადაც მაგას მიყვება მრავალჯერი გამოცდილების მიუხედავად,
სწრაფად ელაპარაკებოდა და უხსნიდა ყველაფერს, რატიმაცას დაუჯერა ტელეფონის გათიშვის მერე ხვალ ძირფესვიანად შეგამოწმებთო ბრძანება გაცა მაშოს ნივთები მოითხოვა და ბარბარე წავიდა თუმცა ლია დაფაცურდა უცებ აკრიბა ყველაფერი, ჩანთაში ჩააწყო და გაუწოდა,
- საფულე გამოგრჩა ლია,
თქვა ბარბარემ და მაგიდიდან საფულე აიღო
- ვახ!
შეიცხადა უცებ გამოართვა და ჩანთაში ჩააგდო, ვინ იცის რეალურად გამორჩა თუ განზრახ გააკეთა რატიმ ანიშნა ხელზე ჩამომკიდეო და მანაც მისი მითითება შეასრულა, კომპანია დატოვა მაშო მანქანის უკანა სავარძელზე ეცადა კომფორტულად დაეწვინა, ნაწნავი წინ გადმოუწია, რადგან წელზე მტკინვეულად არ მოყოლოდა, გრძელი ჩოლკა რომელიც არ ეკვრებოდა სახეზე ჩამოშლოდა ნაზად გადაუწია თმიდან ყურსუკან და თან შეათვალიერა, როგორ ძლიერ სურდა მასთან საუბარი და როგორ ძალიან არ სურდა მისი უბრალოდ დავიწყება, წლები რომელსაც მასთან ერთად ატარებდა ყოველდღე ტივტივებდა, ახალ-ახალ დღეებს აგდებდა გონება წარსულიდან, ყოველი დღე სასიამოვნო იყო მანამ სანამ ბოლო დღემდე მივიდოდა, ჰქონდა მიზეზი რის გამოც ყველაფერს დაანება თავი თუმცა მაშოს ამის მოსმენაც კი არ სურდა, მაინც დამნაშავე იყო რატი, რადგან არც კი გააფრთხილა, მანქანას მოუარა, საკუთარ ფიქრებზე გაღიზიანებული ჩაჯდა მანქანაში თუმცა მანქანა მშვიდად დაძრა რომ მაშო არ გადავარდნილიყო, ყოველ წუთში გახედავდა ხოლმე რომ შეემოწმებინა გონზე მოვიდა თუ არა, თუმცა მაშო ისევ წყნარი და ამავდროულად გაფითრებული მაინც მომხიბვლელი ხვდებოდა, თითქმის 15 წუთიანი მგზავრობის მერე გამოფხიზლდა მაშო, ისევ მძიმედ გაახილა თვალები და წამით აფორიაქდა უცებ შეხედა მძღოლს და როცა რატი ამოიცნო სცენების მოწყობის გარეშე წამოჯდა,
- დიდიხანია ასე ვარ?
იკითხა და თავისკენ წაიღო ხელი,
- დაახლოებით 15 წუთი,
მაშინვე გაცა პასუხი და წამომჯდარი სარკიდან შეათვალიერა,
- კარგად ხარ?
- ნორმალურად, სად მივდივართ?
გზას გახედა და შემდეგ რატის შეანათა მზერა სარკეში, როცა რატიმაც მას შეხედა
- თეოდორემ მითხრა მოიყვანეო და მის მითითებას ვასრულებ, ანუ კომპანიაში მიმყავხარ,
- და რომელი საათია,
- ოთხს აკლია ათი, ხუთ წუთში მივალთ
სრულყოფილად სცემდა პასუხს რადგან ისედაც დაღლილის ანერვიულება აღარ უნდოდა და სიტყვები " დღეს კიდევ სამჯელ გაითიშება თუ ორჯელ არა" გამუდმებით უტრიალებდა გონებაში, მაშოც კრესლოს მიეყრდნო და გზას გახედა, ზედმეტად ეუცნაურებოდა ახლა რატისთან ერთად მგზავრობა თუმცა არ იმჩნევდა მასაც ზედმეტად ბევრი კითხვა ჰქონდა რატისთან დასასმელი თუმცა როცა თავად, მოინდომა რომ არ სურდა საუბარი ახლაც აღარაფერს ამბობდა...
- დიდხანს უნდა გელოდო თეოდორე?
მისულებიც და უკვე თეოდორეს ლოდინით დაღლილმა ამოიწუწუნა რატის სავარძელში მჯდომმა და სკამით მოკატავემ, რომელიც დიდხანს ელოდებოდა რატისა და თეოდორეს საუბარს, თუმცა ვერადა ვერ მორჩნენ, ამიტომ ისევ აგრძელებდა კატაობას...
- კაი წამო მაშო,
დაუძახა თუ არა თეოდორემ მაშინვე წამოვარდა, რაც არ უნდა გაეკეთებინა უცებ წამომხტარს წნევის დაბლა დავარდნასთან ერთად ზუსტად იმ სიჩქარით დავარდა ძირს უგონოდ როგორც წამოვარდა, მისი შემხედვარე ორივე მაშოსკენ გაიქცა თუმცა ვერცერთმა მოასწრო მისვლა, მაშო უკვე ძირს ეგდო,
- ასეთი რა დავაშავე ნამდვილად არ არი გასასწორებელი გოგომ ჩემ კაბინეტში დაასხას ტვინი
ძირს დავარდნილ მაშოსთან ჩამუხლულები ბუზღუნებდნენ
- ყოფილი გყავს ზე ბოლო წუთში ახსენდება რო წასასვლელია,
ეცადა კულტურულად ეთქვა და მაშოს კისერსა და მუხლის ტიხარს შორის ხელები შეუცურა, მაშოიანად წამოდგა და სავარძელში ჩასვა, რატიმ სავარძელი მაქსიმალურად უკან გადაწია და მაშოც გათიშული თუმცა მოხერხებულად იწვა, მაშოს გამოფხიზლებამდე ორივე იჯდა რატიც მაშოს უყურებდა და თეოდორეც, მის გამოფხიზლებამდე არცერთს ხმა არ ამოუღია უბრალოდ გათიშულ გოგონას უყურებდნენ, მაშომაც დიდხანს არ განაგრძო დასვენება და თითქმის ათ წუთში მოვიდა გონზე თეოდორეც უცებ წამოვარდა,
- არ გაბედო სწრაფად ადგომა დაგიმატებ რო გაითიშო!
საჩვენებელი თითის მისკენ გაწევით თქვა და მიუახლოვდა,
- კარგად ხარ?
- ახლა კი,
უცებ გაცა პასუხი და ისევ თავზე წაიღო ხელები,
- ნელა ადექი მაშოო
გაბრაზებული ტონით თქვა და მაშოც მას დაემორჩილა, წამდაუწუმ გამოხედავდა ხოლმე უკან მიმყოლს და მანქანაში რომ ჩაჯდა თეოდორემაც კისერი გაატკაცუნა...
სახლში მისვლისთანავე საწოლზე გაიშალა, მაშო და მის გვერდით ჩამოჯდა თეოდორეც,
- მაშოო ვიცი გეძინებაა მარა ბარემ გეტყვი რაა,
- კი რათქმაუნდა რახდება?
თეოდორეს უცნაურ ტონზე თითქოს რაღაც უნდოდა უცებ წამოჯდა და მოსასმენად მოემზადა,
- მომისმინე ერთი სამი დღით მივდივარ ბათუმში, საქმეების გამო, არ გაგიტყდეს რო ჩამოვალ მერე უფრო მეტი დრო მექნება,
- რაა? როდის?
მაშინვე შეეცვალა სახე მაშოსაც
- დღეს
- დღეს?
უცებ წამოიკივლა და ბებიამისს გახედა კარებში რომელიც მათ ღიმილით უსმენდა,
- ოოო თან სამი დღე? ვაიმე რა მეშველება,
- ხოდა აქედან პირდაპირ უნდა დავეშვა, ამიტო ახლა შენ დაიძინე რო ჩავალ მოგწერ და რო გაიღვიძებ დაგხვდება იცოდე ჭკვიანად მოიქეცი ნაზი არ გამიბრაზო!
ბოლოს თითის გამაფრთხილებლად დაქნევით უთხრა და მომღიმარი მაშოთი მოხიბლულმა ემოციები ვეღარ დამალა და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა,
- კაი წავედი ახლა, იწექი არ ადგე დაიძინე თორე ჩაგიშვებ,
ბოლოს ჩაჩურჩულა და ლოყაზე უჩქმიტა,
- კაი წყნარად იარე და რო ჩახვალ დამირეკე კი არ მომწერო, თორე მე თავად დაგირეკავ,
ბუზღუნით გააფრთხილა და ისე ჩაეხუტა თითქოს სადღაც ძალიან შორს მიდიოდა ძალიან დიდი ხნით... თეოდორეს წასვლის მერე მალევე ჩაეძინა და ძლივს ისე ეძინა რომ არავინ აღვიძებდა, დილამდე მშვიდად და გაუნძრევლად ეძინა, ზუსტად ისე გაიღვიძა როგორც დაიძინა 11 საათი შესრულებული იყო, მიუხედავად იმისა რომ ხუთსაათზე დაძინებულმა მეორე დღის თერთმეტ საათზე გაიღვიძა, საერთოდ არ წამოფრენილა საწოლიდან ისევ ყოყმანის შემდეგ წამოძახებით წამოდგა, თვალებ გაფართოებულმა აიღო ტელეფონი საათის ნახვის შემდეგ და თეოდორეს დაურეკა რომელმაც ძლივს ოდესღაც ტელეფონი აიღო,
- აუუ გუშინ ჩამეძინა და ხო გითხარი დამირეკემეთქი,
- გოგო ვიცოდი რო გეძინა ჩავედი მოვეწყე კიდეც და კაი გარემოა კაი გოგოებიც და მოკლედ კაია რა,
რაც კი შეიძლებოდა მაშოს დაინტერესებოდა ყველაფერი მის კითხვებამდე უთხრა,
- ძალიან კარგი, ცოლით არ ჩამოხვიდე ახლა,
წაეცინიზმა და თეოდორესაც გაეცინა,
- შეიძლება...
მათი საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა, მაშომ დასვენების საშუალება მისცა თეოდორეს მთავარი იყო რომ გაიგო რომ კარგად იყო და მშვიდობით ჩავიდა, ამ დღიდან კი იწყებოდა მაშოს მუდმივი ცვლილებები სამსახურში რადგან ისევ ისე აღარ იქნებოდა ყველაფერი რატის გამო როგორც მანამდე, ისევ ძალიან ეზარებოდა წასვლა როგორც აქამდე. უყვარდა თავის საქმე უბრალოდ ხალხის აგრესია ყოველთვის უკარგავდა ყველაფრის სურვილს რის გამოც თავის საყვარელი საქმიანობის გადადებაც უფიქრია. მოწესრიგების მერე ბებიასთან გასულმა ბევრი ისაუბრა, წინა ღამეზე თითქმის არაფერი დაუმალავს ნაზისთვის გადამხდარზე გარდა გონების დაკარგვისა, გვიან თუმცა იძულებული იყო წასულიყო, თან ოცნებობდა იმას რომ რატი უკვე მისულიც და წასულიც ყოფილიყო,
- ბე ძაან ხო არ აგვიანებ? მაშოს ოთახში შეიჭყიტა ნაზი და სარკესთან მდგომს შეხედა რომელიც უკვე წასვლისთვის მზად იყო თმა გაეშალა და ლამაზად ჩამოშლოდა მხრებზე, სარკის წინ საკუთარ თავს ათვალიერებდა და თვალებს აწვალებდა, ბებიას შესვლაზე კი მას გახედა,
- კი მაგრამ სამაგიეროდ მთელი ღამე ვიმუშავე, ხმა ვერ უნდა ამოიღონ,
- გამოგდებაც შესაძლებელია,
დააყოლა ქალმა და საწვიმარი ჟაკეტი გადაუგდო მაშომ არ ჩაიცვა სკამზე დაკიდა მოხუცს დაემშვიდობა და სახლი ისე დატოვა ნაზისგან ჩუმად რადგან არ დაენახა რომ მაშომ მისი მიწოდებული ჟაკეტი არ ჩაიცვა, ცას თითქოს სქელი ჯანღი გადაკვროდა, დილის არაფერი ეტყობოდა, ციდან მსხვილი წვეთები ცვიოდა ალაგ-ალაგ, შორს კი ღრუბლებში გახშირებულად ანათებდა ცა, მალე ქარი უფრო ძლიერ წვიმას გადმოაქროლებდა აქეთ, მაშომ ყურადღება არ მიაქცია არც კი შებრუნებულა ჟაკეტისთვის, მას ხომ საწვიმარი თვისება ჰქონდა თუმცა მაშომ ყურადღება არ მიაქცია, სამსახურში მანამ მივიდოდა წვიმა უფრო და უფრო ძლიერდებოდა, კომპანიაში შესულმა ნაცნობებს თავი სალამის ნიშნად დაუკრა და საკუთარ ადგილს მიუჯდა
- მეგონა არ მოხვიდოდი
- არასწორად გგონებია,
მაშინვე გაცა პასუხი მასთან მისულ ლიას, გაღიზიანებული იყო მისი გუშინდელი სიტრიპაჩის გამო და მაშოს ზედმეტად უცნაური ხასიათიდან გამომდინარე ლიას სიყალბეს ზედმეტად მობეზრებული იყო რასაც უკვე სიუხეშით ხატავდა
- რაო რას მეუბნებოდი რამხელა წარმოდგენა გაქო? რამხელა კი არა ორი იმაზე მაგარი ყოფილა ვიდრე ჩემ წარმოდგენაში, ტიპი საიდან გაიჩითა,
მაშინვე საუბარი დაიწყო და მაშომაც გაოგნებულმა ახედა, დიდი პატივი იქნებოდა მაშოსთვის საუბარი როგორხარ-თი რომ დაეწყო, ბოლო-ბოლო ბოლოს არც ისე კარგ მდგომარეობაში უნახავს, არ შეიმჩნია მაშომ ყოველთვის იცოდა ლიას სიყალბე მეგობრობაში, ტყუილებშიც გაწაფულს ყოველთვის უყვარდა სიტყვებში რამე ტყუილით გაფორმება გაეკეთებინა ნათქვამისთვის,
- ყოჩაღ!
მოკლედ მოუჭრა და წამოდგა, საქმე არ ჰქონდა ამიტომ მესამეზე უნდა ასულიყო, რომ რამე ახალი დავალება აეღო,
- წავედი რამეს ავიღებ და ჩამოვალ,
დააყოლა თუმცა წასასვლელად მომზადებულს მისმაგიდას ბარბარე მიუახლოვდა,
- როგორ ხარ?
წყნარად კითხა ღიმილით და მაშომაც ბრწყინვალე მზერა შეანათა, დაფიქრებულმა გადაწია საჩვენებელი თითი შენი სახელი არ ვიციო მიმხვდარმა ბარბარემ კი სახელი გაუნდო,
- პრივეტ ბარბარეეე,
მისკენ გადახრილმა ღიმილით საყვარელი ხმით უთხრა და ზურგზე ხელები შემოიწყო
- კარგად ვარ მადლობა შენ?
პოზიტიურად დაიწყო მასთან საუბარი ვინაიდან კითხვა რომელიც ბარბარესგან წამოვიდა ყველაზე ჭკვიანურად იწყებდა თემას
- კარგად გუშინ იმედია უწყინრად მიგიყვანა სახლში,
ისევ დასვა კითხვა და მაშოსაც გაეცინა,
- კი, კი წყნარად მივედი, მადლობა ყურადღებისთვის ვაფასებ ამ ყველაფერს,
გულწრფელად უთხრა და გოგომაც ფართოდ გაუღიმა და საშუალება მისცა თავის საქმე გაეკეთებინა მათ დიალოგს ლია წარბ შეხრილი უსმენდა რადგან ტონი რომელიც მაშომ ლიასთან გამოიყენა სრულიად განსხვავებული, მკაცრი და მობეზრებული იყო. ლიფტში შესულს მის ბედზე შეუსწრო რატიმ, ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა როგორც ახლა, ისევ აჩეჩვოდა თმა სხვა მხრით და გადმოწეული თმის ღერები ზედმეტად უმშვენებდა ლამაზ სახეს, უცნაური და ამავდროულად ძალიან სასიამოვნო სუნამოს სუნი მუდამ თან დასდევდა, ლიფტში შესვლისას კი მთელ ლიფტს მისი სურნელი მოსდო, მხოლოდ ერთხელ შეხედა მაშოს შესვლის დროს, ასვლამდე საერთოდ არაფერი უთქვამს არც კი მოუკითხავს რაზეც მაშო გაცოფდა, თავად მაშოც ჩუმად იყო დაჭიმული ყელით იდგა და ცდილიბდა ხმა არ ამოეღო, თითქოს გუშინ მის სხეულს რატი არ აფარფატებდა ისე იქცეოდა რატი მაშოს მოკითხვის გარეშე,
- მაშო როდის მოხვედი?
საქმიანად მჯდომი დირექტორი უცებ წამოდგა პირველად მაშოს დანახვისას და როცა რატიც მას მიყვა სრულიად შეეცვალა მზერა,
- გამარჯობა ბატონო გელოდებოდით,
რატიმ ხელით ანიშნა ჯერ ეს გაისტუმრეო და დირექტორმაც თავდახრით მოუბოდიშა ახლა მაშოსკენ გადმოინაცვლა და მისკენ აუცილებელი დავალების სათქმელად შეტრიალებული მოემზადა,
- მაშო დემნას წითელი შარვალ-კოსტუმი უნდა აიღო,
სწრაფად უთხრა და შარვალ-კოსტუმის სტილის სურათი დაუდო,
- არა სხვა რამე მომეცი მისას მე არ შევკერავ,
მაშინვე გაცა პასუხი თავდაჯერებულმა და ფურცელი უკან დაუწია, რადგან წინა დღეები სადაც მოსული დემნა მისთვალწინ ყველას ამცირებდა ამავდროულად მაშოსაც აღარ აპირებდა მამაკაცის უაზრო ლაპარაკისა და შესწორებების მიღებას
- მაშო შენზეა მოთხოვნა ორ საათში მოვა რომ ზომები აუღო,
- არა მე არ შევუკერავ! მაგის მომსახურებას მირჩევნია, პარკინგზე მანქანებს ვუყარაულო!
განაცხადა თუ არა მისმა სიჯიუტემ რატის ნერვენზე იმოქმედა და ეს უკანასკნელიც საუბარში თავშეკავებით ჩაერთო,
- აგვიანებ და შეკვეთის აღებაც არ გინდა?!
მკაცრად თქვა და ახლა მაშო მას მიუტრიალდა, წამით მის მზერას შეუერთა მზერა რაზეც უცებ დაიბნა მაშო, თუმცა მალევე ჩართო გონების სისხარტე
- კი სწორად გაიგე! არ ვაპირებ უმადურ ადამიანს რამე გავუკეთო!
ისევ მკაცრად განაცხადა და თან ჯიუტად არ აშორებდა მზერას რატის თვალებს, რატიც მსგავსად უყრიდა თვალს თვალში,
- კარგი! ახლავე დაიწყებ?!
მკაცრად გაიშვირა თითი რატიმ გასასვლელისკენ ნიშნად მაშოს წეღანდელი ნათქვამის ასასრულებლად,
- რატომაც არა!
თქვა და მანამ სანამ გავიდოდა ჯიუტად არ აშორებდა თვალს, ბოლოს ქაღალდი მაგიდას ესროლა და დიდი ნაბიჯებით დატოვა სართული, რატი მოაჯირთან მივიდა და მაშოს გადახედა სანახავად მართლა აკეთებდა ამ სისულეს თუ არა და ასეც ძალიან კარგად იცოდა რატიმ რომ გარეთ უკვე ისე ძლიერად წვიმდა ცხოველს არ დატოვებდა კაცი გარეთ, მაშომაც ახედა სართულს სადაც რატი მაშინვე შენიშნა და თმაც გაბრაზების ნიშნად აიქნია
- ეს გოგო გიჟია
თავის ქნევით ჩაილაპარაკა რატიმ და მაშო რომ გავიდა დირექტორის კაბინეტს დაუბრუნდა, თუმცა ფიქრების ნაწილი მაშოს გაატანა, რომელიც უკვე თავსხმა წვიმის წინ იდგა, მაღალზე შემდგარმა ნეკა თითის ფრჩხილი კბილებს შორის მოიქცია ნერვიულობის ფონზე
- ჯანდაბა მაშო!
დააყოლა და წვიმას შეუერთდა გასული არ იყო მთლიანად გასველდა, თუმცა სიტყვის უკან დაბრუნებას არ აპირებდა, დიდი ნაბიჯებით წავიდა პარკინგის ტერიტორიაზე რიმელიც ღია ცისქვეშ იყო, მანქანების შესაშვებ ჯოხთან დადგა და თან მიეყრდნო რამდენი იტყოდა რომ დარტყმული იყო მაშო. იმდენად ჩქარა გაყავდა ზოგს რომ მაშო გაწევას ვერ ასწრებდა რის გამოც მარტივად ააკაპოტებდნენ, სველ ზედაზე ბიუსჰალტერი დაეტყო თუმცა თმა შუაზე გაიყო წინ გადმოიწია და მაიკა საერთოდ აღარ ესაჭიროებოდა, ათ წუთში ლამის მესამედ გაიტანეს,
- ეე იდიოტო! თვალში ხალი გაქ?! ნელა გაიარე!
უყვირა ერთ-ერთს რომელმაც მაშოს გაეხახუნა კიდეც მართალია მძღოლმა ვერაფერი ვერ გაიგო წვიმის გამაყრუებელ ხმაში თუმცა მაშომ მაინც მიაყვირა, ჯერ ისედაც აღარ ყოფნიდა ნერვები და ახლა მანქანებიც უმატებდნენ, უკვე ზედმეტად მობეზრებულმა ყურადღება დიდად აღარ მიაქცი რომ გაღების დროს სწრაფად გამოვარდნილ მანქანას უნდა მოშორებოდა, შემოტრიალდებოდა თუ არა მაშოს ფარფატა სხეული ჰაერში აღმოჩნდებოდა სამი ორი და უცებ ძლიერ ჩავლება მკლავში ძლიერი ინერციით დიდი მანძილის გადაკვეთა და ასევე სველი სხეული რომელზეც ინერციით აეკრო, გული ძლიერად უცემდა მასაც და მის გადამრჩენელსაც, როცა ანალიზებდნენ რომ სულ ახლახანს მაშომ სიკვდილს ჩახედა თვალებში უფრო და უფრო უმატებდა გული ცემას,
- მაშო დებილი ხარ?!.....



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან კარგი და საინტერესო ისტორიაა,ასე რომ გააგრძელეე.გელოდებით, უფრო საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები.ძალიან ძალიან დადებითი ემოციები მოგაქვს ჩვენამდე. წარმატებები და ბედნიერი შობა ახალი წელი

 


№2  offline წევრი Ana iko

Daldoni Daldoni
ძალიან კარგი და საინტერესო ისტორიაა,ასე რომ გააგრძელეე.გელოდებით, უფრო საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები.ძალიან ძალიან დადებითი ემოციები მოგაქვს ჩვენამდე. წარმატებები და ბედნიერი შობა ახალი წელი

უღრმესი მადლობა საყვარელო❤️❤️ ახალი თავის დადებას მალე ვაპირებ და ვიმედოვნებ არ გავაფუჭებ, თქვენც ბედნიერ შობა-ახალწელს გისურვებთ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent