შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იები სულში(პირველი თავი)


4-01-2023, 21:28
ავტორი Banu_N
ნანახია 690

-და თუ უკან დაბრუნება მომინდება დამელოდები?- ამოიკვნესა ქალმა და ცრემლები მუშტით მოიწმინდა.
-ყოველთვის დაგელოდები, შენი გზის დასაწყისშიც და დასასრულშიც მე ვარ შორენა- უბრალო ღიმილი აჩუქა მამაკაცმა და უკანმოუხედავად დატოვა საქორწინო კაბაში გამოწყობილი საყვარელი ქალი სიცივესა და სიბნელეში.
იმ დღეს შორენა გათხოვდა. ქორწინების პირველი დღე, რომელსაც ზღვა სიხარული უნდა მოეტანა ქალისთვის ყველაზე საზარელი დღე აღმოჩნდა. შორენა თხოვდებოდა, ცოლად მიჰყვებოდა მამაკაცს, რომელსაც დასანახად ვერ იტანდა და განზე წევდა თავის სიყვარულს. ასე გაჰყარა ბედმა, თვალცრემლიანი დატოვა ქალი და გული გაუხლიჩა მამაკაცს. ერთ დროს შორენასთვის სიძლიერის ეტალონი, ქორწილის სტუმრებში ირეოდა და დასამალ ადგილს ეძებდა, სადაც თავს აღარ დაესხმებოდა მოლოცვების ტალღა. თითქოს ეს მისი გარდაცვალების, დასასრულის დღე იყო, მაგრამ ყველა გაბადრული სახით ულოცავდა, ხელს მხარზე ურტყავდა და მასაც მალევე დაოჯახებას უსურვებდა, მის გულს კი მხოლოდ და მხოლოდ ერადერთი ქალი, მის ძმასთან მოცეკვევა შორენა, სურდა.
გულზე ხელი იტაცა, რაღაც სწიწკნიდა, უნდოდა აქვე მოეკლა ყველა, მისი ოჯახი, ძმა და ყველა სტუმარი, შორენასთვის ხელი ჩაევლო და უსასრულობაში გაპარულიყვნენ, მაგრამ ამის მაგიერ იჯდა და ბიძაშვილის საუბარს უსმენდა.
-ანდრია- მხარზე ხელი დაკრა ანიმ- კარგად ხარ? - კაცი შეკრთა და სიფრიფანა გოგოს გადახედა. როგორ ეტყობოდა, რომ ჯერ კიდევ არავის გაუტეხია მისი გული, ჯერ კიდევ დაცვის მარწუხებში იყო და ანდრიამ წამით ინატრა ახლა ანი ყოფილიყო. უმნიშვნელოდ გაუღიმა საყვარელ ბიძაშვილს და თავზე აკოცა.
-შენს ქორწილში თაიგული უნდა დავიჭირო- ხუმრობით სცადა იმ დიადი სევდის დამალვა, რომელიც ნაწილებად შლიდა.
-რა სულელი მყავხარ ანდრო- გადაიხარხარა გოგონამ და საცეკვაოდ გაიჭრა.
ისევ მარტო, საკუთარ ფიქრებთან და გრძნობებთან. ნუთუ ეს დაიმსახურა, ამისთვის გაატარა 32 წელი, რომ ბოლოს ეს ამაზრზენი დასასრული ჰქონდა. სევდიანად გაიღიმა, სიგარეტის ღერს გაუკიდა და შორენას კიდევ ერთხელ გადახედა. ვინ დასთვლის დღეს ანდრიამ რამდენჯერ გააპარა თვალი უკვე ძმის ცოლისკენ, რამდენჯერ ინატრა ნიკუშას ადგილას ყოფილიყო. მას დაეწერა ჯვარი, მას გაეტეხა თეფში, მას ეცეკვა, მაგრამ ბედმა გააცურა. შორენას მზერა დაიჭირა, თვალები უელავდა ქალს, ხედავდა მათში ცრემლის პატარა ნაწილებს.
-მინდა ამ ჭიქით ჩვენი უსაყვარლესი წყვილი დავლოცო, მუდამ ბედნიერები მენახეთ და ყველას ვუსურვებ მსგავს სიყვარულს, რაც თქვენ იპოვეთ- ფეხზე წამოჭრილმა ჭიქა აუწია შორენას, ყელში მომდგარი ბურთი სადღაც მოისროლა, ცრემლები უკუიგდო და ჭიქა ბოლომდე გამოცალა....
და საბოლოოდ დამთავრდა ქორწილი, წავიდნენ სიძე-პატარძალი, სტუმრები, მხოლოდ ანდრია დაეხეტებოდა ქუჩაში და ხვდებოდა, რომ დღეიდან იწყებოდა ის ცხოვრება, რომელზეც რამდენიმე თვის წინ არც კი დაფიქრდებოდა, რომლისაც ყველაზე მეტად ეშინოდა და რომელიც ასე გამეტებით არ უნდოდა. სიკვდილამდე მოუწევდა საყვარელი ქალის დანახვა სხვა მამაკაცის ხელებში და უსასრულოდ შეეკვრებოდა სუნთქვა.
იქვე ჩამოჯდა ტროტუარზე, საათი ღამის 4ს უჩვენებდა, მისი გული კი არადა არ ცხრებოდა. ცას ახედა ანდრიამ, გულზე კიდევ ერთხელ მოისვა ხელი და ცრემლებს მისცა გზა. იმ ღამეს თოვდა. იმ ღამეს თოვდა, როცა ანდრიამ შორენა პირველად გაიცნო და იმ ღამესაც თოვდა, როცა ანდრიამ შორენა დაკარგა. ასეთია ცხოვრება, ბედნიერების მორევში მყოფს უკან ამოგათრევს და რეალობის დანახვას გაიძულებს. ამ რეალობამ კი დღეს სიცოცხლეს გამოასალმა ორი საყვარელი ადამიანი, რომლებმაც ერთმანეთს გული და სული აჩუქეს............

1 კვირამ მალევე გაიარა და „ბედნიერი“ წყვილი მოგზაურობიდან დაბრუნდა.
-ცოტახანი აქ ვიცხოვრებთ-ნიკუშამ ცოლს გაუღიმა და უკანასკნელი ბარგი გადმოიღო მანქანიდან.
-სანამ ჩვენი სახლი არ აშენდება-მკრთალი ღიმილი დაუბრუნდა შორენამაც და იმ სახლის ზღურბლს გადააბიჯა, სადაც ერთ დროს ანდროს საცოლის სტატუსით უნდა მიეწვიათ.
ყველაზე მეტად არ უნდოდა ქმრის მშობლებთან ცხოვრება, რადგან ანდრიაც იქ იქნებოდა. შორიდან მოუწევდა საყვარელი მამაკაცით ტრფობა, რაც საბოლოოდ გაასწორებდა მიწასთან, მაგრამ ახლა, როცა უკვე უშველებელ მისაღებში ყავას მიირთმევდა ქალბატონ ნატასთან ერთად და მის გაბრწყინებულ თვალებს უყურებდა, უკან ვეღარ იხევდა. ვინ იცოდა ამ პატარა სიფრიფანა გოგონას გულში რამხელა ტკივილი იმალებოდა.
-იმედია ჩემი ნიკო არ გაბრაზებს შორე- თბილი ღიმილი აჩუქა ქალმა და ხელით მის ხელს შეეხო.
გაეცინა, ყველაზე მეტად ამ ქალისგან გრძნობდა მხარდაჭერას, იქნებ ყველაფერი ეთქვა, გული გადაეშალა და მასაც გაეგო, უკან დაეხია და იმ სიყვარულს დასდგომოდა გვერდით, რომელიც ასე სწვავდა ფიქრებში. ოდნავ ბაგეები დააშორა ერთმანეთს, თითქოს რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ კიბეებიდან ჩამომავალ ანდრიას, რომ მოჰკრა თვალი გაშეშდა. გეგონებოდა პირველად ხედავდა კიბეებზე ჩამომავალ შარვლისამარა საყვარელ მამაკაცს.
-ანდრო, უხერხულია შორენასთან-ბრაზით უთხრა ნატამ უფროსს შვილს, რომელმაც დედას თვალი სწყვიტა და მონატრებულ ქალს შეავლო მზერა, შორიდანვე იგრძნო მისი ყვავილების სურნელი და სიამოვნებისგან თვალეები მიენაბა.
-ანდრო, ჩაიცვი!- ხმა გაამკაცრა ნატომ და იქვე ახლად დაკეცილი მაისური გაუწოდა შვილს. აგიზგიზებული თვალები მიანათა შორენამ მამაკაცს, რომლის მარწუხებშიც ნებივრობდა რამდენიმე თვის წინ. გაიხსენა ის ვნებით სავსე დღეები, რომლებიც ქმრის ძმასთან გაატარა და სახე აუწითლდა. ანდრიამ შეუმჩნევლად ჩაიღიმა და სამზარეულოსკენ გასწია.
-სულ ასეთი იყო, თავნება და ჯიუტი- ყავა მოსვა ნატამ და რძლის გვერდით დაიკავა ადგილი- ნიკუშასგან ბევრად განსხვავდება, მხიარულების ერთი წვეთიც არ აქვს, ნეტა ვის დაემსგავსა- გაეცინა ქალს- დაღლილი იქნები შორენა, აღარ მოგაცდენ, ადი,დაისვენე-შორენამ თავი დაუკრა და კიბეები აიარა.
დერეფნის ბოლო ოთახის კარი შეაღლო და თვალი ჰკრა ჩაბნელებულ უზარმაზარ ოთახში ასევე უშველებელ საწოლს და კარი ზურგს უკან მიიჯახუნა. კარადაში დაწყობილ ნივთებს უჩვეულოდ შეავლო თვალი, მისი ქმრის ტანსაცმელს სულაც არ ჰგავდა ისინი, მაგრამ ნაცნობი სურნელი, რომ იგრძნო მაშინ მიხვდა, რომ ოთახი აერია.
-აშკარადა სხაგან მოხვდი-ხმამ შეაკრთო და მისკენ მიბრუნდა.
-ოთახი ამერია-კარის გაღება სცადა, მაგრამ იქვე მდგარმა კედელს მიაყუდა და მის მარწუხებში მოაქცია ქალი.
-რას აკეთებ?- გაბრძოლება სცადა შორენამ, მაგრამ კარგად იცოდა რომ ამ ძლიერ მკლავებს ვერსად გაექცეოდა, თან როცა თვითონაც სწვავდა ამის სურვილი.
ანდრიამ სახე საყვარელი ქალის ტუჩებისკენ დახარა. შორენა ცხელ სუნთქვას გრძნობდა ბაგეებზე და მთელ სხეულში ჟრუანტელი უვლიდა.
-არ შეგეხები ხომ იცი?-თავი წამოსწია და ხელებიც მოაშორა- ახლა უკვე სხვისი ცოლი ხარ- ტუჩები ენით დაისველა მამაკაცმა და თვალცრემლიან ქალს კარი გაუღო, რომელმაც სასწრაფოდ დატოვა ოთახი. იქვე დადებულ ლარნაკს სწვდა და გაბრაზებისგან იატაკს დაანარცხა. როგორ სძულდა ის ფაქტი, რომ მისთვის საყვარელი ადამიანი სხვასთან იყო, სხვა ეხებოდა ის კი ვერაფერს აკეთებდა, ჩუმად მოუწევდა ყოფნა, ჩუმად მოუწევდა შორენათი ტკბობა, მის ძმას კი ახლოდან შეეძლო ამის გაკეთება.
-რატომ ის, მაინც და მაინც ის რატომ შეგიყვარდა ნიკო?- გაცეცხლებულმა კითხა ძმას რამდენიმე თვის წინ.
-ულამაზესია
-ის ჩემია შენც ხომ იცი- გადაიხარხარა და ძმას კისერში წვდა.
-გეყოფათ-სასიკვდილოდ განწირული ძმა ხელიდან გამოგლიჯა ოჯახის უფროსმა, დავით გასვიანმა.
-მამა, მართლა მიყვარს შორენა- ცრემლიანი თვალები შეანათა უმცროსმა შვილმა.
-ის სათამაშო არ არის, არ უყვარხარ-საცემრად გაიწია ანდრომ ,როცა კვლავ მამის ხელებმა გააჩერა. დავითმა ერთხანს უყურა შვილს, მერე თავი გააქნია გეგონება რაღაცას გეგმავდაო. გაცეცხლებულმა მამაკაცმა კი სახლი მალევე დატოვა და საყვარელ ადამიანის სახლს მიაშურა.
ასე დაიწყო ყველაფერი.....
თუ ოდესმე სიყვარულს განიცდის ადამიანი სწორედ მაშინ დაკარგავს საკუთარ თავს, სულ სხვა პიროვნებად გარდაისახება და იმასაც კი დაგლეჯს, ვინც ეცდება ეს ყოველივე ხელიდან წაგლიჯოს, მაგრამ ხანდახან ეს გრძნობა ყველაზე მეტად ასუსტებს ადამიანებს, ფეხქვეშ მიწას აცლის და ჰაერს უზღუდავს. მაგრამ მაინც ყველაზე სასიამოვნო და ამავდროულად ყველაზე მწარე სიყვარულია. ამ გრძნობას ბედნიერებაც და უბედურებაც ერთდროულად მოაქვს და თუ ოდესმე შენს წინ გაჩერდა, შენში შემოვიდა, აუცილებლად გამეფდება, თავს აღარ დაგანებებს და ბოლომდე მიწასთან გაგასწორებს.
საღამოს, ვახშამზე შეიკრიბნენ გასვიანები და მათი ახალი აწ უკვე გასვიანის ცოლი, ულამაზესი, ყელმოღერებული შორენა, რომელიც უხმოდ მიირთმევდა საჭმელს და ცდილობდა ის უხერხულობა დაეფარა, რომელსაც ანდროს მზერა იწვევდა მასში. ანდრიას სული არ ცხრებოდა, გამეტებით მისჩერებოდა იმ სიფრიფანა და ნატიფ თითებზე შემოხვეულ თავისი ძმის უხეშ ხელებს, რომლებიც ერთ დროს მას აგიჟებდნენ, მაგრამ რაღა ერთ დროს შორენას დანახვაც კი დღესაც ჭკუიდან შლიდა მას და თავს ვერაფერს უხერხებდა. კარგად იცოდა მამაკაცმაც რომ ამ დიად გრძნობას ვერ მოერეოდა, რადგან მის წინ,შორენასთან ერთად, დაიჩოქა და მთელი გული შესწირა, ახლა მისი გულის ბატონი მხოლოდ შორენა საყვარელიძე იყო.
-რა კარგია ყველა ერთად, რომ ვსადილობთ- სიჩუმე ნატამ დაარღვია და უფროსს შვილს ღიმილით გადახედა.
-ნამდვილად, მიხარია ჩემს შვილებს ასეთ ბედნიერებს რომ ვხედავ- დავითმა სიხარულის ღიმილით გადახედა მაგიდასთან მსხდომს.
ანდრიას შეუმჩნევლად ჩაეცინა, ნუთუ ეს იყო ნამდვილი ბედნიერება, მისი ცხოვრების მიზანი, იქნებ თვითონ სულაც არ დაუმსახურებია შორენა, იქნებ მართლაც ნიკოსთან ყოფილიოყო ბედნიერი ქალი, მაგრამ გულისთვის რა ექნა, როგორ გაეშვა ეს ქალი. ყველაფერს გაიღებდა ახლა დრო, რომ უკან დაებრუნებინა, ეთქვა შორენასთვის, რომ ყველაფერს გააკეთებდა მისთვის, ყველაფერს გაიღებდა, სულსაც კი მიჰყიდიდდა ეშმაკს, რათა შესძლებოდა საყვარელ მამაკაცს დაჰყრდნობოდა, რას არ გაიღებდა ახლა შორენა, რომ მისი ცოლი ყოფილიყო.
-ანდრიას მარტო უნდოდა გადასვლა-ნატამ რძალს ქათმის ნაჭერი დაუდო თეფშზე და სიჩუმის დარღვევა სცადა ამით-მაგრამ როგორც კი ჩემი ავადმყოფობის შესახებ გაიგო გაჩერდა- სევდიანად გაეცინა ქალს- ვკვდები და ეს ჩემმა შვილებმაც იციან.
-დედა- შეჰყვირეს ძმებმა. ქალს კიდევ ერთხელ გაეცინა და უხმოდ დატოვა მაგიდა. შორენამ თვალი გააყოლა დედამთილს, ქმრის მარწუხებისგან თავი გაითავისუფლა და მას გაჰყვა ოთახში.
-ჩემს გამო რატომ წამოხვედი-შეიშმუშნა ნატა მას შემდეგ რაც შორენა მის გვერდზე ჩამოჯდა ლოგინზე.
-კარგად იქნებით-მოეხვია ქალს.
-შორენა დამპირდი, რომ ჩემი სიკვდილის მერეც კი არ მისცემ ნიკოს უფლებას სისულელეები ჩაიდინოს, ის ისეთი დაუფიქრებელია, ანდრია კი, მას მიხედვა არც კი სჭირდება. მარტოდაც შეუძლია თავის გატანა, ასეთი გავზარდე, ძლიერი, თუმცა ახლა მისგან შორს ვარ. ვიცი მის გულში რომ ცხოვრობ. მის გულში გაქვს ბინა. მე კი ვერაფრით შევეწინააღმდეგე დავითს, ვერ გადავარჩინე ჩემი შვილის ობოლი სული, წრფელი გრძნობა და ფეხვეშ გავთელე ის ბედნიერება, რაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა- ამოიტირა ქალმა და მთელი გული დაანახა შორენას.
ქალმა ლოყაზე იკბინა, ყელში გაჩხერილ ბურთს ვერაფერს უშვებოდა და ამდენი ხნის შემდეგ პირველად გატყდა ვიღაცასთან და ისიც თავისი ქმრისა და საყვარელი მამაკაცის დედასთან. ცრემლების ნაკადი აღარ შრებოდა, გულამოსკვნით ტიროდა შორენა და ცდილობდა ემოციებისგან დაცლილიყო.
ასეც ხდება, როცა ადამიანები ემოცებს ვინახავთ, ვაგროვებთ და ვცდილობთ არავის გავანდოთ საბოლოოდ აუცილებლად ამოხეთქავს, გარეთ გამოვა და ერთიანად დაგვწვავს და თუ არ ამოვა შიგნიდან შეგვჭამს, შეგვცვლის და იმ მონსტრად გვაქცევს, რომლისაც ჩვენ თვითონაც გვეშინია.
ნატას ჩაძინების მერე მალევე დატოვა ოთახი შორენამ, ოთახში შესული მძინარე ქმარს მიუწვა და ძილის მორევში გადაეშვა იმ იმედით, რომ სიზმარში ეწვეოდა საყვარელი მამაკაცი, ისევ დაუკოცნიდა ბაგეებს და ისევ მოუტანდა ბედნიერებას, მაგრამ ცხოვრებამ არც სიზმრებში ადროვა სიხარული საბოლოოდ განადგურებულ ქალს. კოშმარის ნახვისგან ოფლით დაცვროდა შუბლი, ღრმად სუნთქავდა, სწრაფად მიიწევდა ანდრიას ოთახისკენ. კარის სახელური ჩამოსწია და შიგნით შეიჭრა, შუქი აანთო და ნახევრადშიშველ საყვარელ მამაკაცს მიაჩერდა. შვებისგან ამოისუნთქა როცა უვნებელი დაინახა. კარს მიეყუდა და სცადა გულის ცემა დაესტაბილურებინა. სინათლისგან შეწუხებულმა მალევე გაახილა თვალები და განერვიულებულ უკვე ძმის ცოლს, რომ მოკრა თვალი სწრაფად წამოდგა ლოგინიდან.
-რა მოხდა?- ძილისგან ხმა უფრო დაბოხებოდა-კარგად ხარ? ზედმეტად შეგეხო?-მისკენ წაიწია. შორენამ თავი ასწია და წამებში მოხვია ხელები კისერზე მონატრებულ კაცს. თავი მის კისერში ჩარგო და ასრუტუნდა.
-მეგონა რამე მოგივიდა- ტიროდა ქალი. ანდრია მის თმეებს შეეხო, ოქროსფერ კულულებში ახლართა თავისი თითები.
-უბრალოდ კოშმარი იყო შორე-ტკბილი ხმა ჰქონდა ანდროს.
და თუ ერთხელაც ასე მოგადგებათ კარს წამიერი ბედნიერება, უკან არ გაუშვათ, არ დაფიქრდეთ მომავალზე, რადგან შეიძლება მეორეჯერ აღარ გესტუმროთ და მთელი ცხოვრებაც კი ინანოთ,რომ ამ ერთხელ შეგეშინდათ, უკან დაიხიეთ და უბრალოდ უარი თქვით. წამიერი ბედნიერება ჩვენი იმედია, იმ პატრა ნაპერკლის გამღვივებელი, რომელიც ჩვენში სახლობს, რადგან წუთისოფლის სიავემ ბოლომდე არ მოგვსპოს და არ გაგვაქროს.
დიდხანს იდგნენ ასე შორენა და ანდრია სანამ რეალობამ არ გაყარა ისინი.....

და მაინც რა მტკინვეულია, ერთ დროს ასე ეხვეოდე ქალს, მისი მომაჯადოვებელი სურნელით ტკბებოდე და დილით, ახალი დღის დასაწყისით, ისე იქცეოდე თითქოს არაფერი მომხდარიყო.
-დღეს კომპანიაში მოხვალ?- უფროსს ვაჟს ჰკითხა დავითმა.
-კი, რამდენიმე შეხვედრა მაქვს დაგეგმილი-ყავის დიდი ყლუპი მოსვა ანდრიამ და მაგიდიდან წამოდგა- თქვენის ნებართვით დაგტოვებთ-დედას შუბლზე აკოცა, შორენას თვალებით მოესიყვარულა და სახლი უხმაუროდ დატოვა.
შორენამაც მალევე დაამთავრა საუზმე და ოთახს მიაშურა. გუშინდელი ამბის შემდეგ მეტად უხერხულად იყო. სწრაფადვე მოირგო მუხლს ზევით ბორდოსფერი სიფრიფანა კაბა. მოწესრიგების შემდეგ კიდევ ერთხელ ჩაიხედა სარკეში, კაშნე ყელზე მოიხვია. რამდენი მომენტი განვლო ამ კაშნემ, ჯერ კიდევ შერჩენოდა ანდროს სუნამოს, სიგარეტისა და გრძნობების სუნი, რომელიც ერთ დროს შორენას განუყრელი ნაწილები იყვნენ. ახლა აღარც ანდრია ეკუთვნოდა და აღარც გრძნობები იყო მის გვერდით, ყოველ შემთხვევაში გამუდმებით ცდილობდა მათ ჩაკვლას, რადგან უკვე გათხოვილი ქალი ერქვა.
-შენც მიდიხარ ძვირფასო?-კიბეებზე ჩამომავალს მომღიმარი მზერა მიანათა ნატამ.
-კი, უკვე დროა ბავშვებს დავუბრუნდე-შორენამაც წრფელი ღიმილი აჩუქა დედამთილს და საყვარელ სამსახურს მიაშურა.
ბავშობიდანვე ოცნებობდა სამართალაზე ესწავლა, კარგი იურსიტი გამოსულიყო და დედამისის ოცნებები აეხდინა, მაგრამ შორენას დედა გარდაიცვალა და შორენამაც მას გაატანა თავისი ოცნებები. ახლა კი უბრალო ბაღის ძიძა იყო, მაგრამ მაინც ძალიან კმაყოფილი იყო საკუთარი სამხახურით. ეზოში გამავალს ანდრია შეეფეთა. გუშინდელმა ამბავმა გული აუჩქარა, სუნთქვა გაუხშირა და სიცივისგან აწითლებულ ლოყებს უფრო მეტად დაატყო ახურება.
-მიდიხარ?-ბოხი ხმით იკითხა ანდრიამ და ახლოს მიიწია ქალთან, რომლის სურნელიც მთელ ეზოს ფარავდა. შუა ზამთარში ყვავილივით ანათებდა შორენა. გაუბედურებულს ის მოციმციმე თვალები ჩაკვდომოდა, რომელიც ანდრიას ასე ძალიან უყვარდა, მაგრამ მაინც ულამაზესი იყო შორენა. ვარდივით ლამაზი იყო.
-ჰო-ოდნავ გაუღიმა და სწრაფადვე აუარა გვერდი, რადგან კიდევ დიდხანს მის გვერდით ვერ გაჩერდებოდა.
-წაგიყვან თუ გინდა?-უკნიდან მიაძახა კაცმა.
-არ მინდ..-ის ის იყო უარი უნდა ეთქვა, რომ ქმრის ხმა დაემატა ანდროს ხმას.
-კარგი იქნება თუ გაიყვან, სანამ მძღოლს ავიყვანთ ანდრო-ძმას გესლიანად გაუღიმა, მხარზე ხელი დაკრა და შორენასკენ წამოვიდა. შორენა ნელა შემობრუნდა, ქმარი უკვე მის წინ იდგა. მამაკაცმა წელზე ხელი მოჰხვია და მის ბაგეებს დაეწაფა. იგრძნო შორენამ როგორ მოაწვა ერთდროულად სევდისა და ზიზღის გრძნობა. უნდოდა აქვე და ახლავე გაეთავებინა ნიკოლოზი. ზიზღნარევი სახით მოაშორა ტუჩები ქალმა და ანდრიას გახედა, რომელსაც ძარღვები დაბერვოდა. გაბრზებისგან სახე აწითლებოდა და თვალებში პატარა ნაპერწკლები უჩანდა, რომელიც გადმოსვლას ლამობდნენ, მაგრამ კარგად იცოდა ანდრომ რომ ვერაფერს ეტყოდა ძმას. ან რა უნდა ეთქვა, შორენა, მისი საყრელი ქალი, ახლა უკვე მისი იყო და ანდრიას აღარ ჰქონდა ამაში ჩარევის უფლება. ღრმად ამოისუნთქა და მანქანაში ჩაჯდა.
-ეს რა იყო?-შებღვურა ქმარს შორენამ.
-გამოსამშვიდობებელი კოცნა, თუ მოგეწონა შეგვიძლია გავიმეოროთ-მისკენ დაიხარა ნიკო, მაგრამ გველნაკბენივით გახტა შორენა და ანდრიას მანქანაში ჩაჯდა.
მთელი გზა უხმოდ იარეს. სიჩუმეს ორივე ჭკუიდან გადაჰყავდა, მაგრამ საუბარი უფრო მეტად გაანადგურებდა მათ. შორენას სამსახურს, რომ მიადგნენ მამაკაცმა უბრალოდ გადმოხედა ქალს.
-მადლობა მოყვანისთვის-შორენამ თავი დაუკრა და კარის სახელურს დაეჭიდა, მაგრამ უცებ ძლიერმა ხელმა გააჩერა, რომელიც მის მკლავს ჩაბღაუჭებოდა.
-გაშორდი, სისულელა რასაც აკეთებ-ანდრიას ხმაში აშკარად ჟღერდა მუდარის ტონი. შორენამ ერთხანს ასე უყურა განადგურებულ საყვარელ მამაკაცს, შემდეგ ნელა გადაიხარა მისკენ, შუბლზე, შემდეგ ცხვირზე და ტუჩის კუთხეში მოეალერსა, კოცნით აუვსო სახე. როგორ ენატრებოდა მისი შეხება. ბოლოს შუბლი-შუბლზე მიადო და ოდნავ გაიღიმა. რაოდენ დიდი სევდა იყო ამ ღიმილში, ქვასაც კი გატეხდა, დედამიწასაც კი გააჩერებდა, ადამიანს გულს დაუგლეჯდა. ნელა მოშორდა ანდროს და მანქანიდან ხმის ამოუღებლად გადავიდა და სწორედ აქ მიხვდა ანდრო, რომ საყვარელი ქალი სამუდამოდ დაკარგო. აღარ დაბრუნდებოდა მის ცხოვრებაში, ახლა უკვე სხვისი იყო და იმ სხვისი მკლავებიდან იწოდა მისი სიყვარულით. მთელი სისწრაფით დაძრა მანქანა და ნაცნობ ადგილას მიაშურა.

ველოდები თქვენ კომენტარებს <3



№1  offline წევრი დარინა

შეიძლება ყველაფერი გავიგო მაგრამ ჩემთვის ძმის ქალის სიყვარუკი არის მარაზმი, ნიკოლოზიც ამაზრზენია იცოდა ძმას უყვარდა, შორენაც და ანდრიაც, გამოსავალი ყოველთვის არსებობს ამიტომ მგონია საკუთარი თავი არავის არ უნდა შესწირო. იმედია საყვარლობანას არ გააგრძელებენ ანდრეა და შორენა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent