შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იები სულში (მეორე თავი)


7-01-2023, 13:54
ავტორი Banu_N
ნანახია 557

საღამოს სახლში მოსულს ნაცნობი სტუმრები დახვდნენ. ბიძაშვილს გადაეხვია და ლოყები დაუკოცნა.
-კარგი გეყო-გაიცინა ანიმ და მის გვერდით მდგარ გოგოს მიუბრუნდა- ეს ჩემი დაქალია, ტაისია.
ანდრიამ მკრთალი ღიმილი აჩუქა გოგოს და იქვე დივანზე დაჯდა.
-ჩემი ძმა რას შვრება ანუკი?-დავითი ძმისშვილს მიუბრუნდა
-რავიცი ბიძია, წნევები აქვს და თავს არ უფრთხილდება-ბრაზით ამოილაპარაკა-შორენა სად არის?- წამში ახედა უმცროს ბიძაშვილს.
-მალე მოვ...აი ისიც- დიდ ჰოლში ისევ ისეთი ლამაზი შორენა გამოჩნდა, ანის დანახვისას უემოციო სახე სადღაც გაუქრა და ფეხზე წამომხტარ გოგონას გადაეხვია.
-როგორ ხარ შორეე?-მხიარულად ჩაჰყვირა ყურში რძალს გოგომ.
-კარგად ვარ, თავად?-გაეცინა ქალს და უცნობ გოგოს მოავლო თვალი.
-ეს ჩემი დაქალია ტაისია, რო გიყვებოდი ხომ გახსოვს?-მეტად აჟიტირებული იყო.
-როგორ არა-ქურთუკი გაიხადა, მოსამსახურეს გაატანა და ქმარს გვერდით მიუჯდა.
-დაიღალე შვილო?-ნატამ ყავის ფინჯარი ხელში მოიქცია და ფერმკრთალ გოგოს შეხედა-სახეზე ფერი არ გადევს.
-არაფერია, დიდი ხანია არ ვყოფილვარ გარეთ, მალე ავუწყობ ფეხს ყველაფერს.
-საერთოდ არ იმუშაო, რათ გინდა, ყველაფერი გაქვს-მხრებზე ხელი მოხვია ცოლს და თავი ყელში ჩაუდო. უსიამოვნოდ შეიშმუშნა შორენა, წამში ფეხზე წამოდგა.
-თქვენის ნებართვით დაგტოვებთ-შორენამ უშველებელი კიბეებისკენ გასწია, სახელურს მოეკიდა, უკნიდან ბუნდოვნად ესმოდა ხმები, ნელა შემოიხედა. ყველა მას უყურებდა, ხვდებოდა როგორ ტრიალებდა ყველაფერი.
-შორე კარგად ხარ?-ანიმ ანერვიულებულმა ჰკითხა.
ადამიანი საყვარელი ადამიანისთვის მთებსაც კი გადადგამს, თავს გასწირავს და ცუდად მყოფს მაინც მიეშველება. მამაკაცი ფეხზე წამოიჭრა, სწრაფი ნაბიჯით დაფარა მანძილი მათ შორის და უკვე გონდაკრგული შორენა გზაშივე დაიჭირა და წაქცევის გადააჩინა. ფეხებქვეშ ხელი ამოუდა და კიბეებზე აირბინა. მთელი ოჯახი მას გაჰყვა. წყვილის ოთახში შევიდა და ქალი საწოლზე დააწვინა. საწოლთან მდგარ მაგიდაზე ყელსაბამს მოჰკრა თვალი. აღარ ესმოდა ხმები, როგორ იძახებდნენ სასწრაფოს, როგორ ყვიროდნენ შორენას სახელს. ანდრო მხოლოდ ყელსაბამს უყურებდა, რომელიც 1 წლის წინ შორენას საკუთარი ხელით ჩამოჰკიდა ყელზე. ყელსაბამიდან მზერა გათეთრებულ ქალზე გადაიტანა და ოდნავ ღიმილმა დაკრა.
სადღაც გულის სიღმეში, ანდროს პატარა ნაპერწკალი ცხოვრობდა, რომელსაც სჯეროდა, რომ შორენას ისევ უყვარდა ის. მოვიდოდა დრო, როცა ქალი კვლავ მის ხელში აღმოჩნდება. ახლა ყველაზე მეტად ეს იმედი უხარებდა ცხოვრებას, არსებობის აზრს აძლევდა და მაინც ადამიანს უიმედობას ურჩევნია ფუჭი იმედით იცხოვროს , რადგან სწორედ ესაა წუთისოფლის არსი. იმედი ამოძრავებს დედამიწას და ადამიანს დანებების საშვალებას არ აძლევს. და თუ ადამიანში იმედმა დაისადგურა მას ვერავინ წაართმევს, თვითონ ცხოვრებაც კი, რომელსაც ასე ძალიან უყვარს ჩვენი გაცამტვერება და მიწასთან გასწორება. ეს იმედი გაიზრდება, ძალას შეჰმატებს ადამიანს და საბოლოოდ ადამიანი შეძლებს ცხოვრების სიავეს გაუმკლავდეს და თავი საბოლოოდ გაინთავისუფლოს.
-კარგად იქნება?-ნიკომ შეშინებული თვალები მიანათა კიბეებზე ჩამომავალ ექიმს.
-დიახ, ყველაფერი რიგზე აქვს, ფაქტია დაღლილობისა და სტრესის ბრალია ეს ყველაფერი, წამლებს გამოვუწერ, კარგი იქნება თუ დაისვენებს და არავინ შეაწუხებს-ექიმმა რეცეპტი მიაწოდა ნიკოს და სახლი დატოვა. ფერდაკარგულმა კაცმა ჰოლში მსხდართ მოავლო თვალი და მზერა ძმაზე შეაჩერა.
-შენი ბრალია-ზიზღნარევი ტონით გამოცრა კბილებში-შენს გამო იტანჯება და ბედნიერებას ვერ პოულობს. ანდროს სისხლი მოაწვა სახეში, თითქოს გული ამოგლიჯეს. ნელა წამოდგა ფეხზე, ძმას მიაუხლოვდა, ოდნავ, შესამჩნევად გაიღიმა, მხარზე ხელი დაკრა და სახლი დატოვა.
-მეორეჯერ დაფიქრდი მასთან რას იტყვი-მკაცრი ხმით მიმართა შვილს და შორენას ოთახისკენ აიღე გეზი ნატამ.
მალევე გამოჯამრთლედა შორენა. ქმრის ოჯახის დაჟინებული თხოვნის მიუხედავად სამსახურში სიარული ისევ განაგრძო. თითქო ცხოვრება ისევ ჩვეულ რიტს დაუბრუნდა, თითქოს ისევ განაგრძო ამ ორი ადამიანის შინაგანად ტანჯვა.
-ხომ გახსოვთ დღეს, რომ გივის დაბადების დღეზე მივდივართ?- უფროსმა გასვიანმა საუზმეზე განუცხადა ოჯახს.
-აუცილებელია ყველანი წამოვიდეთ? მე და შორენას განმარტოება არ გვაწყენდა- ნიკომ მამას ახედა. ამ სიტყვებზე ლუკმა გადასცდა შორენას, დარცხვენილმა გახედა ქმრის ძმას, რომელიც ზედაც არავის უყურებდა, თეფშზე დადებულ კვერცხს დაჰყურებდა და სულაც არ ადარდებდა ახლა გარშემო მყოფნი.
-ნიკო, ჩემი პარტნიორია, საქმეები ისედაც ცუდად გვაქვს და ჯობია ყველანი წავიდეთ, საღამოს 7სთვის იქ უნდა ვიყოთ-გაგებით უთხრა დავითმა უმცროსს ვაჟს და მაგიდა დატოვა.
7ის ნახევრისთვის უკვე მზად იყვნენ ყველანი, მხოლოდ ანდრო აკლდა მათ, რომელიც მოგვიანებით შეუერთდებოდა დაბადების დღეს. ყველაზე მეტად ვერ იტანდა მსგავს სიტუაციებს, სადაც ყველას ყალბი ღიმილი აეკრა, თავისი აზრები და ფიქრები სადღაც შორს მოესროლა და სხვებისთვის თავის მოწონებას ლამობდა. ამ ხალხში იყო ყველაზე მეტი ღალატი და სიყალბე, უემოციობა და უბედურება, მაგრამ ახლა ანდროც უბედური იყო. გულზე მძიმე ლოდი ედო, რომლის მოშორებასაც ვერაფრით ახერხებდა.
კომპანიაში პრობლემების გამო წვეულებაზე 1 საათით დააგვიანა, დარბაზში შემავალს კი ყველას მზერა მიიპყრო. საოცარი მამაკაცი იყო ანდრო, მაღალი, მხარბეჭიანი, უშველებელი მწვანე ღრმა თვალებით. მაღალ წრეებში ბევრი ქალბატონი ოცნებობდა მასზე, მაგრამ მათ რა იცოდნენ, რომ მამაკაცის გული მხოლოდ ერთ ქალს ეკუთვნოდა. იუბილარს დაბადების დღე მიულოცა და ოჯახის წევრებისკენ გასწია. ადგილზე გაშრა შორენას დანახვისას. მუქი მწვანე კაბა მოერგო ტანზე, რომელიც მის ფორმებს მშვენივრად უსვამდა ხაზს. ოქროსფერი დალალები უკან გადაეყარა და მოღერებულ ყელზე ანდროს ნაჩუქარი ყელსაბამი ჩამოეკიდებინა. ხელში შამპანიურის ჭიქა ეჭირა, ქმრის უინტერესო საუბარს არაფრად აგდებდა და დაბლა იყურებოდა. ფიქრები უკიგდო კაცმა და ძმის გვერდით დაიკავა ადგილი. შორენასაც მალევე აუწვა ცხვირის ნესტოები საყვარელი მამაკაცის ნაცნობმა სურნელმა და ახალმოსულს ახედა. კაცმა შესამჩნევად დაუკრა თავი და გარშემო მყოფებს დააკვირდა.
რაღაც ისე არ იყო, უჩვეულოდ მშვიდად მიდიოდა საღამო. იმდენად მშვიდად რომ ფაქტი იყო რაღაც ცუდი აუცილებლად მოხდებოდა.
-მოგესლამებით- ჯაფარიძეების ოჯახი მიუახლოვდა გასვიანებს. თბილისში ცნობილი ამბავი იყო, რომ ეს ორი ოჯახი ერთმანეთს ვერ იტანდა, გამუდმებით ცდილობდნენ ერთმანეთზე წინ მდგარიყვნენ.
-გამარჯობა ვახტანგ-დავითმა ამრეზით შეხედა ოჯახის უფროსს, რომელსაც თან ცოლი და ვაჟი ჰყავდა- როგორ გიკითხოთ?
-მშვენივრად დავით, ფაქტია თქვენც ასევე, დიდი ბედნიერება შემოგსვლიათ ოჯახში, იშვიათობაა ასეთი სილამაზე- შორენას მზერა აავლო და ისევ დავითს გახედა. ანდრიაში ისევ ეჭვიანობამ იფეთქა, სადაც იყო შუაზე გაგლიჯავდა კაცს, როცა შორენას თითები იგრძნო მის ხელზე. ოდნავ ეხებოდა ქალი, შეუმჩნევლად მაგრამ ეხებოდა. კაცმა გადახედა და მის თვალებში ჩაიკარგა, რომელიც შეშინებულად უმზერდა ანდრიას.
-დიახ, ყველას არ ეძლევა შანსი ასეთი ბედნიერების განცდის- მამას პასუხი უფროსმა გასვიანმა დაასწრო, რომელიც შორენას გვერდში დგომას გამოეფხიზლებინა, გაემხნევებინა. ჯაფარიძემ მკვეხად გაიცინა.
-დაგტოვებთ-დაუმატა და ის-ის იყო უნდა გაცლოდა, რომ მისმა ვაჟმა სიტუაცია გაამწვავა.
-სხვისი ნახმარი ქალის ბედნიერება ღმერთმა ნამდვილად არ უნდა მისცეს ბევრს, თან საკუთარი ძმის ნახმარი ქალის- ამრეზით გაიცინა ლაშა ჯაფარიძემ და ანდრიას გახედა. მამაკაცმა თავი ვეღარ შეიკავა, მასზე 3-4 წლით უმცროსს ბიჭს ყელში წვდა და ძირს დაანარცხა, ზევიდან მოიქცა და მუშტები დაუშინა. აღარ ესმოდა არავის ყვირილი, შეძახილები, თითქოს თავი დაეკარგა, ეს მისი შეურაცხყოფა არ იყო, ეს მისი საყვარელი ქალის უპატივცემულობა იყო. არავის აპატიებდა ამ ქალზე მსგავსი სიტყვების თქმის უფლებას, ყველაფრის მიუხედავად ის მისი იყო და სულ ასე იქნებოდა, ყველასგან დაიცავდა და სამუდამოდ გაუფრთხილებოდა ის ხომ ბროლივით ქალი იყო. ვერაფარი აჩერებდა ანდროს სანამ მოქნეულ მუშტზე ნაცნობი ნაზი ხელები არ შემოეხვივნენ. ათრთოლებულ ქალს გაგიჟებით გახედა, რომელსაც ცრემლებით სახე დასველებოდა და ქვედა ტუჩი შიშისგან უთრთოდა.
ცხოვრებაში ცოტაოდენი რამ თუ შეგვაჩერებს, უკან გადმოგვადგმევინებს ნაბიჯს და ყველაფერზე დაგვაფიქრებს, სწორედ ასე იყო შორენა ანდრიასთვის. ნელა წამოდგა მამაკაცი, აკანკალებულ ქალს სახეზე ხელები შემოაჭდო და ცერა თითით ცრემლები მოსწმინდა.
-წავიდეთ ანდრია- მამამ ხელიდან გამოსტაცა ქალი და შვილი მანქანისკენ წაიყვანა. სახლში მისულებს არაფრის თავი აღარ ჰქონდათ, ამიტომ ყველანი ოთახებისკენ გაემართნენ. გაცეცხლებული მამკაცი მალევე გადაეშვა სიზმრების მორევში.
წამებში შეუძლია ადამიანის სიტყვამ ცხოვრება დაგვინგრიაოს, გული დაგვიმსხვრიოს და საკუთარი თავი შეგვაძულოს. თითქოს სიტყვა და ჩვენი გრძნობები ერთმანეთთან კავშირია, ყველა სიტყვაზე ვრეაგირებთ და მათ ემოციებს ვუკავშირებთ, სწორედ ამიტომაც აქვს სიტყვას ამხელა ძალა. არავით ფიზიკურ ტკივილს არ შეუძლია ისე დაგვცეს მიწაზე, როგორც იმ ნასროლ სიტყვას, რომელიც გულში ჩაგვესობა და მას ორად გააპობს, მისი ამოღება კი ყველაზე მტენჯველი და რთულია.
ღამის 5ის წუთები იქნებოდა წყურვილისგან რომ გამოეღვიძა. თვალები მოიფშვნიტა და უზარმაზარი კიბეები ჩამოირბინა. მბჟუტავი შუქი, რომ დაინახა აივანზე კედელზე ჩამოკიდებულ საათს გახედა და ღია კარში გაიარა შესამოწმებლად. აივანზე, პლედში გახვეულ ქალს რომ წააწყდა გული შეეკუმშა. შორენას სიცივისგან ცხვირი გაწითლებოდა და მთვარეს შეჰყურებდა
-რატომ არ გძინებს?- ანდრიას ხმა კიდევ უფრო დაბოხებულიყო. მამაკაცის ხმამ შეაკრთო გოგონა, უკან მოიხედა და შარვლის ამარა ანდრიას თვალი გაუსწორა.
-ვერ დავიძინე- თვალი აარიდა კაცს და სუნთქვა გაუხშირდა.
-შორენა-ვნებამორეულმა მალევე დაფარა მათ შორის მანძილი და წელზე ხელები შემოხვია ქალს.
-ანდრია არასწორია რასაც ვაკეთებთ-ქალმა კვლამ მზერა გაუსწორა.
-არასწორია ის რაშიც ახლა ვცხოვრობთ, მე ისევ მკლავს შენი სიყვარული- ცხვირი- ცხვირზე მიადო და ცხელი სუნთქვა მიაპკურა გათოშილ სახეზე.
ქალს გულის ცემა აუჩქარდა, გრძნობებმა იფეთქა მასში, კისერზე ხელები შემოხვია მამკაცს და მის ბაგეებს დაეწაფა. ამდენი ხნის შემდეგ თავს უფლება მისცა გამტყდარიყო, გრძნობების მორევში გადავარდნილიყო. მამაკაციც აყვა კოცნაში და საყვარელი ქალის ტუჩები კვლავ შეიგრძნო. მალევე სუნთქვა აღარ ეყოთ და ერთმანეთს მოშორდნენ.
-დავშორდები, ოდესმე აუცილებლად გავეყრები და შენი გავხდები ანდრია- ქალმა ჩუმად ამოილაპარაკა, მაგრამ ანდრიას ყურებს მაინც მიწვდა ეს სიტყვები. სითბო ჩაეღვარა ტანში, შინაგანმა ბედნიერებამ პიკს მიაღწია. ქალი მალევე მოშორდა და აივანზე დატოვა გრძნობამორეული მამაკაცი.
-გუშინდელ ამბავს რაც შეეხება ბავშვებო, იქნებ სადმე წახვიდეთ და ცოტახანი პრესას არ მოხვდეთ თვალში-ნატამ ქმრის დანაბარები გადასცა შვილებს და ყავა მოსვა.
-მშვენიერი აზრია-გუშინდელი ღამის ბედნიერება გამოჰყოლოდა ანდრიას.
-თან შორენაც დაისვენებს-ნიკომ ლოყაზე აკოცა ქალს და ანდრიას წამსვე ეცვალა სახე.
ზამთარი მალე დამთავრდებოდა, მაგრამ საქართველოს ამინდი უკან არ იხევდა. უფრო და უფრო მეტად ატარებდა სიცივა ძვალში, სწორედ ამიტომ ბაკურიანში გადაწყვიტეს მეგობრებთან ერთად წასვლა.
-რა კარგია რომ ყველანი წამოვედით-ანიმ ბიძაშვილებს ხელები გადახვია და გადაიხარხარა.
-რა ქაჯია ღმერთო-ანდროს მეგობარმა, გაბრიელმა ხელი წაკრა ტაისიას.
-შენს შეყვარებულში ხომ არ გეშლები?-წაკბინა გოგომ.
-რას მერჩი?-თაკომ გაკვირვებით გადახედა დაქალს და მისი ძმის, ლუკას გვერდით დაიკავა ადგილი.
-შორენა ყავას გაგვიკეთებ?-ცოლს მუდარის თვალით გახედა ნიკომ. შორენა ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ გაემართა. სიკვდილის დღემდე ეჯავრებოდა ის ცოლები, რომლებიც ქმრების მოსამსახურეებად იქცეოდნენ, მაგრამ ახლა თვითონ გამხადარიყო ის. კაცს ყველაფერს უჯერებდა და უსრულებდა. ყავა ფინჯნებში დაასხა, როცა სამზარეულოში შემავალი ფეხის ხმა ესმა.
-ახლავე გამოვიტან ნიკ..-წინადადება შუა გზაში გაუწყო, როცა მობრუნებულს ხელში ანდრია შერჩა.
-როგორ გეძინა ღამე?-ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა მამაკაცს.
-მშვენივრად-უპასუხა შორენამ და თავი ისე მოაჩვენა თითქოს გუშინ არაფერი მომხდარიყო.
-თავს მარიდებ?
-სულაც არა, ჩემი ქმრის ძმა ხა…
-შენი ქმრის ძმა არ ვარ, შენი ქმარი არ არის-ქალი წამში ააკრო კედელზე.
-ოფიციალურად ჩემი ქმარია-ქალმა ანდრიას ტორებიდან სცადა თავის დაღწევა, მაგრამ ამაოდ.
-ეგ მხოლოდ დროებითია-მისკენ დაიხარა, ყბაზე ცხვირი აუსვა, თავს ვერ აკონტროლებდა, მისი შეგრძნების უნარი ბოლოს უღებდა და შინაგანად ჭამდა. ღრმად ამოისუნთქა მის ყელთან გაჩერებულმა და სამზარეული დატოვა. კარგა ხანს იდგა შორენა ასე, ცდილობდა საყვარელი მამაკაცის გამო აფართხალებული გული თავის ადგილზე დააებრუნებინა და კიდევ დიდხანს დააყოვნებდა, რომ არა მისი ქმრის დაძახება.
ყავის ფინჯნებს ხელი დასტაცა და მისაღებში გავიდა, სადაც ყველანი ისხდნენ. ყავა დალიეს, შემდეგ ცოტახანი საგუნდაოდ გავიდნენ გარეთ. პატარა ბავშვებს გვანდნენ. რაც არ უნდა გაიზარდოს ადამიანი, თოვლი მალამოსავით ედება მის შინაგან სამყაროს, პატარაობაში აბრუნებს და აიძულებს ის მძიმე ცხოვრება, რომელშიც ახლა უწევს ბრძოლა სადღაც მოისროლოს, თუნდაც ცოტახნით მაინც. გათიშილები სახლში შეცვივდნენ,ივახშმეს და ნამგზავრებს მალე ჩაეძინათ.
-იქნებ სასრიალოდ წავიდეთ?-დივანზე მსხდარმა მამაკაცმა ცოლს გადახედა და შემდეგ მეგობრებს მოავლო თვალი.
-შორენამ სრიალი არ იცის- თვალების ფშვნეტვით ჩამოირბინა კიბეები უფროსმა გასვიანმა და სამზარეულოსკენ გასწია. ხმა ვერავინ ამოიღო, ვერავინ გაბედა ზედმეტად ამოესუნთქა კიდეც, ყველამ ხო კარგად იცოდა ყველაფერი, ყველა ხომ კარგად ხვდებოდა რამხელა ნაღველს იტევდა ამ ადამიანებს გული. ნიკომ მის მკლავებში მომწყვდეული ცოლის ხელს მოუჭირა, გაბრაზებისგან სადაც იყო შორენას ხელს მოატეხავდა, მაგრამ ქალს სახის გამომეტყველება არ შესცვლია. არაფრად შეედრებოდა ეს ტკივილი იმ დიად სევად, რომელსაც ამდენი ხანი ატარებდა. მამაკაცმა სიბრაზე ჩაკლა საკუთარ თავში, საყვარელ ქალს ხელი უშვა და აივანზე გავიდა სუფთა ჰაერის ჩასასუნთაქად.
რაოდენ ეგოისტი იყო ნიკო თვითონაც კარგად ხვდებოდა. კარგად იცოდა, რომ შორენა ახლა მასთან ყველაზე უბედური ქალი იყო, მაგრამ არ შეეძლო გაშვება. საკუთარი გრძნობები და გული არ აძლევდა ამის საშვალებას. აივანის სახელურს ჩაეჭიდა, თვალები ცრემლით აევსო. ახლა ყველაზე მეტად უნდოდა ეყვირა, ყველაფერი დაელეწა. შინაგანი ხმა გაჰკიოდა, ვერ აოკებდა სულს. ყველაფერი გააკეთა, მაქსიმალური ჩაიდნა, მისი ცოლი გახადა, მაგრამ მაინც არ იყო შორენა მისი. ხვდებოდა, რომ ვერასდროს იქნებოდა მისი, მისი ქალი, მაგრამ თან ვერ თმობდა. სული გაყიდა, ძმა დაკარგა და ყველას თვალში არაადამიანად იქცა, მაგრამ ეს არაფერი იყო მისთვის. ყველაფრისთვის მზად იყო, ადამიანსაც კი მოკლევდა, რადგან შორენა მისი ყოფილიყო, მაგრამ არ იყო. არაფერი გამოვიდა, ვერ აჯობა ანდრიას გრძნობებს და ყველა გააუბედურა. თვალზე მომდგარი ცრემლი უკუიგდო, სიგარეტის ნამწვავი აივნიდან მოისროლა და შიგნიდ დაბრუნდა.
იმ საღამოს, ვახშამზე ბევრი იცინეს, ბევრი ილაპარაკეს და ბევრიც დალიეს.
-რა კარგია, რომ თქვენთან ერთად ვარ-ამოილაპარაკა ანიმ და მაგიდაზე მსხდომებს გადახედა, რომლებსაც საკმაოდ მოჰკიდებოდათ ალკოჰოლი.
-მე და თიკო ქორწილს ვგეგმავთ-უცებ წამოაყრანტალა გაბრიელმა და გაიცინა.
-არ მჯერა-გაოცებისგან პირზე ხელები აიფარა ლუკამ და ისიც აყვა სიცილში.
ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ გულიანად იცინოდნენ, გულში იკლავდნენ დარდს და უბრალოდ წამიერი ბედნიერებისთვის არსებობდნენ. და მაინც რა არის წუთისოფელი წამიერი ბედნიერების გარეშე.
მთვრალი ქმარი ოთახში აიყვანა, დააწვინა და საბანი დააფარა. ლოგინის კუთხეში ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. საკუთარი თავი ეზიზღებოდა ამ ყველაფრისთვის. როგორ უნდოდა ახლავე დაშორებოდა ნიკოს და საყვარელი მამაკაცის მკლავებში აღმოჩენილიყო. სუნთქვა უჭირდა, ნამუსი ახრჩობდა და ოთახში, უცხო მამაკაცის გვერდით ვეღარ ჩერდებოდა. მიხვდა, რომ ახლა ყველზე მეტად ანდრია სჭირდებოდა. სწრაფად წამოდგა, ოთახიდან გამოვიდა, დერეფანი გაირა და ის -ის იყო ნაცნობ კარებზე უნდა დაეკაკუნებინა, რომ იქიდან გამომავალ, თეთრეულის ამარა ქალს წააწყდა, რომელსაც თმა აჩეჩვოდა, ღრმად სუნთქავდა და იცინოდა. გულწრფელი ღიმილი ჰქონდა ტაისიას და სწორედ მაშინ მიხვდა შორენა რომ ვიღაცამ მისი ადგილი დაიკავა. ტაისია ქალის დანახვისა შეხტა, სახეზე ღიმილი შეახმა და მის უკან გამომავალ მამაკაცს მიაჩერდა, რომელმაც ფერი დაკარგა შორენას დანახვისას. თვალები ცრემლებმა დაუფარა, სული ტკივილმა დაუმძიმა, მაგრამ ხმას ვერ იღებდა.
-შორე-მამაკაცის ხმა მისწვდა, რომელიც მისკენ მიიწევდა. გონს მოვიდა, უცებ ახედა ანდრიას და მისკენ გამოშვერილ ხელს. უკან დაიხია, სწრაფად გადადადგა ნაბიჯები და კიბეებისკენ გაიქცა. სახლი მალევე დატოვა.
თოვლში მირბოდა, სიცივეში მიაქროლება სულს. ცდილობდა მის შიგნით აგიზგიზებული ცეცხლი ჩაექრო, მაგრამ ყინვა ვერაფერს უხერხებდა. ვერ შველიდა და ვერ მკურნალავდა შორენას. ქალმა სირბილი შეწყვიტა, გულზე ხელი მიიდო და მთელი ხმით დაიკივლა, მაგრამ მაინც ვერ გაამრთელა ორად გაპობილი გული. ცრემლებმა ლოყები დაუნამეს და ტუჩები აუთრთოლეს. ატირებულს ბაგეები ღიმილმა გაუპო. როგორ ირონიულად ექცეოდა ცხოვრება, როგორ აწამებდა მას. ახლა უკვე ნიკოს ცოლს, არანაირი უფლება არ ჰქონდა, არაფერი ეთქმოდა ანდრიასთვის, ან კი რა უნდა მოეთხოვა, მანამდე დალოდებოდა სანამ ის მის ძმის ლოგინში იგორავებდა?! კიდევ უფრო მეტად შეზიზრდა საკუთარი თავი და გული აერია. სულში მიაფურთა საკუთარ თავს და დაწყევლდა კიდეც, რომ საკუთხარი ხელით მოკლა ის წრფელი და ნამდვილი სიყვარული მათში, რომელიც ასე სწვავდა ორივეს. გაეცინა, მთელი გულით გაეცინა, საკუთარ თავზე, ცხოვრბასა და იღბალზე. რა მალე დაკარგა საყვარელი მამაკაცი, რა მალე ჩაანაცვლეს, მაგრამ ყველაზე მეტად იმის გამო ეხლიჩებოდა სული, რომ ეს ყოველივე მხოლოდ მისი ბრალი იყო. მხოლოდ შორენა იყო ამაში დამნშავე და ვერაფერს გახდებოდა. ვერავის დაადანაშაულებდა და პასუხს ვერავის მოსთხოვდა. მულებზე დაეცა და ცას ახედა, ცდილობდა პასუხი ეპოვა, სადმე, საიდანღაც მაინც გაეგო ხმა, რომელიც ეტყოდა რომ ეს უბრალოდ საშინელი სიზმარი იყო, მალე გაიღვიძებდა კოშმარიდან და ისევ ანდრიას მარწუხებში აღმოჩნებოდა, მაგრამ ხმა დუმდა და შორენას სულიც უფრო მეტად გაჰკიოდა, რომ ახლა შორენას მაგივრად სხვა ქალი იწვა საყვარელი მამაკაცის მკლავებში.
ნელა წამოდგა, განადგურებულამ ცრემლები მოიწმინდა და სახლისკენ გასწია. სახლთან მდგომ ანდრიას ახედა.
-რა გითხრა ჩემო შორენა, როგორ ვითხოვო იმის პატიება, რისი ღირსიც არ ვარ, როგორ ვთქვა სიტყვა ბოდიში, როცა არ მაქვს ამის უფლება, როგორ გავამრთელო შენი პატარა გული მითხარი-ტიროდა კაცი და მისი უშველებელი ხელები შორენას სახეს შემოკვროდა.
-ანდრია-წაილუღლუღა ქალმა. კაცმა წამებში მიანათა თვალები- წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობ-ხმა გაებზარა, მაგრამ ღიმილი მაინც შეეპარა-ქმარი მელოდება საძინებელში, უკვე გვიანია, ძილინებისა.
გვერდი მშვიდად აუარა და სახლში შევიდა. გაშრა ანდრია გასვიანი, ადგილზე მიეყინა და უკან ვეღარ აედევნა ქალს. ყველა იმედი ერთიანად დაემსხვა. იქვე კიბეებზე ჩამოჯდა და გაეცინა, ისტერიულად იცინოდა მამაკაცი, შემდეგ კი გაჩერდა. საკუთარ თავს დახედა და მიხვდა, რომ ცხოვრებამ ბოლო მოუღო, საბოლოოდ შეჭამა ის ადამიანი, რომელშიც შორენას სიყვარულის გარდა არაფერი ბუდობდა. შორენა ახლა მისი აღარ იყო და ალბათ აღარასდროს იქნებოდა. კიდევ ერთხელ გაეცინა საკუთარ ცხოვრებასა და მდგომარეობაზე, ნუთი ეს დაიმსახურა, ნუთუ ამის ღირსნი იყვნენ ორივე, როგორ გაწირა ღმერთმა ეს სიყვარული, როგორ გაბედა და როგორ მოუვლინა ამხელა ტკივილი. ნელა წამოდგა, სახლში შევიდა, ოთახს მიაშურა და ლოგინში შეწვა. ჭერს მიაჩერდა და მიხვდა, რომ შორენასთან ერთად ვეღარსდროს უყურებდა ვარსკვლავებს, ისე როგორც აქამდე, ვეღარსდროს მოიქცევდა მის მარწუხებში, რადან მის სიყვარულს უდიდესი ბზარი გაუჩნდა და ამ ბზარის გამრთელება არცერთს შეეძლო.

იმედია ისიამოვნებთ.



№1  offline წევრი lilit

პირველივე წამიდან ცრემლი არ შემშრობია თვალზე ძალიან მაგარია გააგრძელე წერა????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent