დრო! თავი 8
შობას გილოცავთ ..... - მაშო დებილი ხარ?! გამოუცრა მამაკაცმა კბილებში სიტვა მაშოს და მოშორებულმა მკლავებში ძლიერად ჩაავლი ხელები, - არ შეგიძლია ნორმალურად მოიქცე?! სიცოცხლე მოგბეზრდა?! ისევ იმდენად გაბრაზებული მზერით უყურებდა რატი მაშოს წამით შეეშინდა კიდეც, - დავალებას ვასრულებდი! მაინც ამოაყოლა და რატიმაც უფრო მოჭერილი ხელებით შეამოკლა მანძილი მაშოსთან თუმცა მაშო სწრაფად დაიხია შიშისგან უკან, - გამიშვი მტკივა! ამოთქვა ისე რომ შეშინებული ხმაც გარეული იყო ტონში და რატიც მაშინ მიხვდა როგორ ძალიან უჭერდა ხელებს. მარტივად მისახვედრი იყო რომ მაშოს მისი შეეშინდა მაშინვე უშვა ხელი და გაბრაზებული შეტრიალდა წასასვლელად , რკინას გამოდო საყვარელი სპორტული შარვალი და ისიც თითქმის შუაში გადაიხა, - ოხხ! შენიიი! იღრიალა და უხეშად გამოწეულ ფეხზე შარვალი უფრო გადაიხა კბილებით აკავებდა ნერვებს რატი, წინ წავიდა და მაშოც უხმოდ გაყვა, შიში რომლიდანაც იცოდა რომ მთლად ანგელოზი არ იყო რატი მასთან იმდენს ვეღარ ბედავდა ასეთ დროს როგორც სხვასთან გაბედავდა, კომპანიაში შესული უცებ გაჩერდა და თავ დახრილი რატის ნაბიჯებზე უკან მიყოლილი მაშოც რატის შეასკდა, მისკენ შეტრიალდა რატი და მაშოც უკან დაიხია, - ჯანდაბა! მაშოს უცოდველ თვალებზე იყვირა რადგან შენიშვნა და ჩხუბი რომელიც მაშოსთვის უნდა მიეძღვნა საერთოდ არ შეეფერებოდა მაშოს საყვარელ მზერას, რატიც შეტრიალდა და მაშოს კარები შეუღო, ისევ თავდახრილი შევიდა მაშო და რატიმაც კოპებშეკრული მზერა თან გააყოლა, მთლიანად სველებმა შესვლისთანავე დაასველეს განვლილი ადგილები ტანსაცმელებიდან დიდი რაოდენობით წყალი იწურებოდა, მათ ჰქონდათ ორ კაციანი გამოსაცველი, ამიტომ ხალხის რეაქციების შემდეგ რომელიც რატის აღიზიანებდა, გეზი გამოსაცვლელისკენ აიღეს, ერთხელ შეხედა მაშომ რატის შესვლის დროს და ისევ უცნაურო სინანულის მზერით შევიდა მის გვერდით გასახდელში რომელსაც მხოლოდ ერთადერთი დიდი ხის კედელი აშორებდა და ეგეც მხოლოდ თავს ფარავდა კოჭებამდე, მაშოს ზომა ტანსაცმელი იქაც იყო ამიტომ სადარდებელი არაფერი ჰქონდა, სითბოში შესულმა რამდენიმეჯელ საყვარლად დააცემინა, ყოველჯერზე კოპებს კრავდა რატი, გამოიცვალა თუ არა მანამ სანამ ტანსაცმელს გაწურავდა, რატიმ მაშოს უყვირა და უცებ ხმაზე მაშოც შეხტა, - რა დედისტყ*ნა ჩავიცვა, იყვირა და მაშომაც ყურებზე აიფარა ხელები გამოსულმა კოპებშეკრულმა გახედა მის გასახდელს და ტანსაცმელი ძირს დაყარა - თავხედი იტიოდი, დაბალხმაზე ამოიგმინა და მის გასახდელს მიუახლოვდა, - მაშო მესმის! უცებ გამოაღო კარები და წამში აეკრო მაშო კედელს ბოროტად უნათებდა თვალები რატის, კბილებში გაბრაზებული ცრიდა სიტყვას და საჩვენებელ თითს ახმარებდა საუბარს რომლის დანარჩენ თითებსაც ისე ძლიერად კრავდა, მაშოს ხელისთვის ეყურებინა რატის თვალებისთვის თუ მისი აუღწერლად საოცრად მომხიბვლელი წელს ზემოთ შიშველი სხეულისთვის რომელიც ძალიან სასურველი და ნავარჯიშები იყო ვერ გაეგო, - მაგდენ ტლიკინს შეგიძლია წახვიდე და ტანსაცმელი მომიძებნო!! - მაშო ახალი ხმა ჩაერთო ხმებს შორის და მალევე გამოჩნდა კიდეც ლია რომელმაც ცოტა საუცხო სურათის ხილვისას გაშრა, კედელზე აკრულ შეშინებულ კრავისთვალებით მაყურებელ მაშოს წელს ზევით შიშველი რატი ხელებით ყველა გასავლელ გზას უკეტავდა თითქმის მასზე იყო აკრული და ქალს გაბრაზებული თვალებით ზევიდან დაყურებდა, წყვილის ყურადღება ერთდროულად გადავიდა შესულ ლიაზე, გული ახლა სირცხვილისგან აუჩქარდა მაშოს რადგან იცოდა ლია რასაც გააკეთებდა, ლიასთვის აღარ შეუხედავს მეორე მხარეს გადაწია თავი რატიმ მაშოს დახედა თითქოს მიუხვდა რომ ზედმეტად შეწუხდა ამიტომ ხელი კედელს ძლიერად დაარტყა და მოშორდა, - ჩათვალე ამ გოგომ გიშველა! ხმამაღლა გამოუცრა მკაცრად და ლიასკენ თითი გაიშვირა, - დროზე რაც გითხარი ის გააკეთე, ისევ მკაცრად უთხრა და ბოლოს ხმას უფრო აუწია ლიაც შეკრთა უცებ, მაშოც ადგილს მოწყდა ლიას ჩაავლო ხელი და გასახდელიდან გავარდა - რა მოხდა გოგო სწრაფად თქვა ლიამ თან გაკვირვებული მისდევდა მაშოს, - შარვალი გაეხა ჩემ გამო იმედია ჰაერში არ აგვწევს კიდე კაი შემოხვედი, თქვა და სწრაფად ავარდა ნაჭრებში, ქექვა დაიწყო რამის რომ ცოტა მისი შესაფერისი რამ რომ მოენახა ყველა ცელოფანი გადმოყარა, მხოლოდ ნაგლეჯები იყო, ნერვოზულად ყრიდა ჩქარა სათითაოდ და გიჟივით არჩევდა ყველაფერს, - ღმერთო არაფერი არ არი, მომკლავს, ამოტირებით ნათქვამ სიტყვებთან ერთად ხელი გამჭვირვალე ცელოფნის ნაჭრებით გატენილ მეშოკს დაარტყა და უკვე იმის ეშინოდა რომ მისვლას აგვიანებდა, ზედმეტად საშიში გახდა უცებ მის თვალში რატი და ნერვიულობდა, საფეთქლებზე მიიჭირა ხელი და თვალები ძლიერად დახუჭა რომ მოეფიქრებინა სადმე ხომ არაფერი ეგულებოდა, უცებ გაუბრწყინდა თვალები და გიჟივით გავარდა თავის მაგიდასთან ქვედა უჯრაში შავ თეთრ ფერში გაერთიანებული მამაკაცის სპორტული იყო რომელიც მაშომ თავისუფალ დროს შეკერა თეოდორეს ზომებზე უცებ დაავლო ანერვიულებულმა ხელი და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა გასახდელში, შევარდილს გასახდელის ღია კარებში დახვდა რკინის სახელურს მიყრდნობილი რატი რომელსაც აუნთებელი სიგარეტი ტუჩებს შორის მოექცია, ხელები რკინისთვის მოეკიდებინა და წყნარად წელსზემოთ შიშველი ელოდებოდა მაშოს რომემელიც რატის დანახვისთანავე გაშრა, როგორ ძალიან მოსწონდა მამაკაცის აღნაგობა, ზედ დასაკვდომად ღირდა, უცნაურმა გრძნობამ დაუარა მაშოს სხეულში რომელიც სასიამოვნოც და ამავდროულად ამაფორიაქებელი იყო, რატი შესვლისთანავე თვალებში უყურებდა მაშოს წყნარი დამშვიდებული მზერით და როცა მაშომაც მას შეხედა, როცა მიხვდა რომ რატის თვალები წამით არ შორდებოდა და ისე უყურებდა რომ წამწამსაც არ ხრიდა გული აუჩქარდა ღრმად სუნთქვა დაიწყო და ამის დასამალად ნელა გადადგა ნაბიჯები მისკენ, - დროებით ჩაიცვი, ხელთავიდან შევკერავ შენს შარვალს, გაუბედავად თქვა და ასევე გაუბედავად გაუწოდა შარვალი ისევ წყნარად გადაიტანა მზერა გაწოდებულ შარვალზე რატიმ და მის გონებაში მხოლოდ ერთი ფიქრი ტრიალებდა, მის ხელს ჩაბღაუჭებოდა და სხეულზე აეკრა გოგო, შეშინებულ თვალებში ჩაეხედა და უფრო მიახლოვებით კიდევ უფრო დაებნია გოგო რომელიც სრულიად აკმაყოფილებდა, უბრალოდ ფიქრებს ასრულება არ ეწერა რადგან ეს მაშო იყო, მაშო რომელიც ერთ დროს რატის პატარა გოგო იყო, გოგო რომელიც რატის ნაკვალებზე დადიოდა, ფიქრებს ჩაწვდენილმა უხეშად გამოართვა შარვალი, მაშოს უკან მდგარი ლია ცდილობდა ყურადღების მიქცევას, ხან იღიმოდა ხან თმას ყურსუკან იწევდა, ან მოშიშვლებულ ფეხზე აისვამდა ხელს დასვრილის გაწმენდის მიზნით მაგრამ არ გამოსდიოდა გრძნობა მხოლოდ ერთი იყო, მხოლოდ მაშო და რატი იგრძნობოდა ოთახში მათი ერთმანეთის მიმართული უცნაური გრძნობის გამომხატველი მზერები დიდად მუხტავდა პატარა ოთახს, ლიამ უცებ ჩამოხსნა გვერდიდან მაიკა და გაუწოდა, მაშო კი უკან დაიხია რატის მზერა ახლა საერთოდ მოშორდა მაშოს საერთოდ აღარ შეუხედავს მაშოსთვის, მისი მიმართულებითაც კი არ გაუხედავს კარები მოკეტა, მაშო გაუნძრევლად იდგა, დაძაბული იყო, რაღაც სწყინდა მაგრამ რა არც თავად იცოდა, ლიაც მასთან ერთად მის წინ კარებს ეყრდნობოდა და თითებით მაშოს ანიშნებდა რატის დახვეწილ სხეულზე მოწონების ნიშნად სამი თითი ტუჩებთან მიჰქონდა და კოცნიდა, მისი სიუხეშე გულთან საერთოდ არ მიჰქონდა, მართალია ეს ხომ მაშოს მიმართულებით იყო და არა თავად მის, მალევე გააღო კარები რატიმ, ხელში თავისი გახეული შარვალი ეჭირა, წყნარად წამოვიდა და გოგოების შუაში გაჩერდა ლიასკენ ახლოს გადაიწია და ჯერ ტუჩებზე მოავლო თვალი შემდეგ კი გაურკვეველ ადგილას უყურებდა, - მსგავსი საჩუქრები გიყვარს? ტუჩებს შორის მოქცეულ სიგარეტის ღერზე ანიშნა და ლიამაც ფართოდ გაუღიმა არ დაფიქრებულა ისე უცებ დათანხმდა, რატიმაც ტუჩებშივე შეატრიალა საჩვენებელი თითით აუჩქარებლად სიგარეტი და უკუღმა მოიქცია ლიასკენ დაიწია ტუჩებთან ახლოს, ლიამაც მიმხვდარმა წეღანდელი რატის ტუჩებში მოქცეული სიგარეტის მხარე მოიქცია ტუჩებში, როცა უკვე მიხვდა რომ 'საჩუქარი' გადასცა გასწორდა, - მაშინ გაჩუქე, დააყოლა მაშოს შარვალი ხელებში მიუგდო და გავიდა, - ჯანდაბააააა, მაშინვე 'ოთხად' მოიკეცა ლია ყურებამდე გაკრეჭილი გულზე იჭერდა ხელებს და დაბალხმაზე წიოდა - ეს რა იყოო ლამის დავდნი, რა სურნელი აქ ვაიმეე, უცებ წამოხტა აუღწერელ, ბედნიერ ემოციებში მყოფი და მაშოსთან მისული ახტუნავდა, - აუ ვიტყოდი ლამისაა მაკოცათქოო, მისი ტუჩების ტკბილი გემო აქვს, ტუჩებიდან მოიშორა და ახლა კოცნა დაუწყო, - ნუ ამჩატდები გთხოვ ამოიგმინა მაშომ და სველ შარვალს დახედა, 'კიდე კაი გაწურა' დააყოლა და კარებს გახედა სადაც ცოტახნისწინ რატიმ გაიარა - მაშო შემოვარდნილმა ბარბარემ უცებ მონახა მაშო ოთახში და და ახლა მას მივარდა - რა მოხდა? - დემნამ შეკვეთა მოიტანა თავს არ განებებს, მიშველე არ გამოხვიდე, თავს ნუ დაიღუპავ ვუთხარი რომ არ მოსულხარ, საბუთები აქვს დიზაინერი ჭირდება, ნეტავ საერთოდ ხმა არ ამოგეღო იმ დღეს და ნეტავ არაფეეი გაგეკეთებინა, იმდენად აღელვებული ლაპარაკობდა დაწყებულ სიტყვას ვერ ასრულებდა ისე უცებ ინაცვლებდა ახალ თემაზე, აშკარად ზედმეტად აღელვებული იყო, მართალი იყო ბარბარე კარგი დიზაინერი ყველას უნდოდა, მაშოს ეს ყველაზე კარგად გამოსდიოდა ხატავდა და თავად კერავდა ზუსტად ისე როგორიც სურდა დიდი და გულიანი შრომის ფასად, ამას კი ნებისმიერი ამჩნევდა როგორც სელენაც, დემნას ქალური აღნაგობაც მოწონდა მაშოში, ჯერ მასთან სხვა გეგმებს თუ გაიფიქრებდა დანარჩენს კი შემდეგ, - მოიცადე დაწყნარდი ბაბი ხელთავიდან მითხარი მოკლედ, სახეზე მოკიდა ხელები მაშომ და თმა გადაუწია, - უბრალოდ არ გამოხვიდე რო არ დაგინახოს ხო იცი რო ამ კომპანიას ჭირდები მართალია არ მიცნობ მარა მინდა რომ გაგიცნო, აი მართლა არ წარმომიდგენია ეს კომპანია უშენოდ ერთადერთი ხარ რომელმაც უმოკლეს დროში წარმატებას მიგვახწევინა და ნუ დაგვტოვებ, თავიდანვე თხოვდა რადგან იცოდა თანხას აუცილებლად შესთავაზებდნენ გადაბარების მიზნით, - მოვალ, უცებ ჩაერთო ლია და ადგილს მოწყდა, მაშომ და ბარბარემაც უცებ გააყოლეს თვალი - კაი არ გამოვალ უბრალოდ რომ გაიგოს? - ნეტავ არ გაიგოს, თქვა და მაშოს ხელი ჩაჭიდა, - უფროსი წავიდა? იკითხა ისე შეხედა გოგოს, - ნწ არა მაღლაა ზევიდან გვაკვირდება, ამ ბოლო დროს უცნაურად ხშირად მოდის და თან დიდხანს რჩება, ჩვენ თანამშრომლებსაც მეტი რა უნდათ ნებისმიერთან დაჯექი მაგის ჯადოსნურ შეხედულებაზე საუბრობენ, თავი გააქნია და ნაჭრებით სავსე ყუთზე ჩამოჯდა, მაშოს გაეღიმა ისე შეხედა ბარბარეს, ცოტახნით სიჩუმე ჩამოვარდა ერთად ელოდებოდნენ როდის გავიდოდა დაახლოებითი დრო რომ ბარბარეს ენახა წავიდა თუ არა დემნა - მაშოოო, შორიდან ყვირილმა მაინც მოაღწია მაშომდე ჩაგუდულმა ხმამ - ჯანდაბა ნეტა წასული იყოს ამოიკნავლა ბარბარემ დირექტორის ხმაზე, - თუ რამე არ ინერვიულო, თვალი ჩაუკრა და ოთახი დატოვა, ისე ამაყად ავიდა მესამე სართულზე აუცილებლად რატის მსგავსი ტიტული უნდა ჰქონოდა, - დიახ არ ვიყავი მოსული რაზე მიძახდით, სიტყვებში ბარბარეს მაშველი სიტყვებიც ჩააყოლა რომელსაც იცოდა რომ დირექტორი გაატარებდა - ბატონ დემნას შემოთავაზებები აქვს დაბალხმაზე დააყოლა და რატიც დაინტერესებული მოტრიალდა აივანზევე მაშომ სალამის გარეშე გახედა დემნას და უხეში მზერა ესროლა, დემნამ გაუცინა თან მისკენ დაიძრა - მისმინე ვიცი ცუდად დაიწყო ჩვენი გაცნობა ვნანობ, ხელებიც ააყოლა საუბარს და უფრო და უფრო უახლოვდებოდა მაშოს რომელიც ორ მეტრში მოახლოვებული მამაკაცისგან მანძილის შესანარჩუნებლად უკან უკან დაიწყო ნაბიჯების ნელი გადადგმა, - საკუთარ სააგენტოს გთავაზობ, საკუთარი ბიზნესი გექნება რათქმაუნდა თუ ჩემთან წამოხვალ, კარგი პირობებით ისე როგორც შენ გსურს, შენი კონტროლის ქვეშ იქნება ყველა, დაფიქრდი დრო გაქვს უცებ ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას, საქმიანად და დაკვირვებულ სიტყვებს ურჩევდა მაშოს რომ ზედმეტად არასწორი არაფერი წამოცდენოდა, მის საუბარში გულში უცებ გაუვლო მაშოს ოცნებების ასრულების ფიქრმა და უცებ ეცადა განიავება, უკან დახეულმა ნაბიჯის გადადგმის დროს ფეხი რატის ფეხსაცმელს დააბიჯა და მალევე ზედ აეკრო უცებ ახედა შეშინებულმა რადგან განზრახ დაჯახება არ უფიქრია რატი თავად წამოვიდა მაშოს ბრალი არ იყო, რატიმაც წყნარად დახედა და ყურადღება ისევ დემნაზე გადაიტანა, - ხმამაღალი ნათქვამია ჩაერთო დემნას საუბარს და უკვე საუბარში გართულმა ცალი ხელი წყნარად შეახო წელზე და გვერდზე გადაწეულს წყნარად გააყოლა გზა გახსნილმა კი დემნასკენ ახლოს დაიძრა, - შენ გინდა ჩემი კომპანიის დიზაინერი, რომელიც დიდ წარმატებას აღწევს წაიყვანო, არა უფრო გადაიბირო, - არა მე ამაში ფულს ვიხდი, რატის წყნარ წინადადებას უცებ დააყოლა სიტყვები შეცხადებით - ანუ ყიდვა გინდა და როგორც ჩანს უკვე ივაჭრეთ და ამავდროულად ეს კომპანიამ არ იცის, ანუ მაშო დაწერდა განცხადებას წასვლის თაობაზე და გადავიდოდა დემნასთან, სანაცვლოდ დირექტორი დაჯილდოვდებოდა, ჭკვიანურია და მაინც რამდენით? წესიერი ფასი თქვით სირცხვილია, ისევ წყნარად თქვა და მაშოს გადახედა რომელიც იმდენად გაურკვეველი თვალებით იყურებოდა რომ მისთვის თემის ახსნა მადლი იქნებოდა - 12 მილიონ ევროდ, დაასახელა ფასი და მაშოს თვალები გადმოუცვივდა - რა ჯანდაბაა ამოიჩურჩულა გაოგნებულმა და რატის უკან ამოეფარა შეშინებული ბავშვივით, - მე თანახმა ვარ თუ რათქმაუნდა მაშოს აწყობს თავის გვერდზე გადახრით თქვა და თავი გვერდზე შეატრიალა მის უკან მაშოს რეაქციის სანახავად, დირექტორი კი გაფითრებული და გამშრალი იდგა, - ნუ კანკალებ თანხას არ გართმევ შენი იყოს, გაშლილი ხელით ანიშნა დაწყნარება დირექტორს რატიმ და მის სახეზე ტუჩის კუთხე ჩატეხა, - რას ფიქრობ მაშა? უკან წაიღო ხელი მალევე მონახა მაშოს მაჯა ხელი ჩაავლო და წინ გადმოწია მაშომ ჯერ თავის განსხვავებულ სახელზე შეანათა გაკვირვებული თვალები რატის და სიამოვნების შეგრძნებაც დაეუფლა თითქოს დროს შეენარჩუნებინა მისთვის კიდევ რაღაც ძველებური რომელიც მაშოს ძველ რატის ახსენებდა რომელიც გოგონებს და ქალებს ყველაზე დიდ პატივს სცემდა, როცა მათთან ტონსაც არ უწევდა, ყოველთვის მოკრძალებული იყო ქალბატონებთან თუმცა სრულიად შეეცვალა დროს ის და ძველი დროდან მხოლოდ რამდენიმე ჩვევა თუ შემორჩენოდა, შეამჩნია რატიმ მაშოს მზერით გამოწვეული მისი ძველი სახელის დაბრუნების სიხარული და საუბარშივე გაუღიმა, - დრო თუ გჭირდება შეგეშვები, უთხრა თან თვალებში უყრიდა მზერას, მაშოც დაბნეული უფრო იბნეოდა, - არა არანაირი დრო არ მჭირდება არ მინდა, - არა არა ასე უცებ ნუ გადაწყვეტ ყველაფრით უზრუნველყოფილი იქნები მერწმუნე ძალიან წინ წახვალ მაშინვე ყველა შენს ნამუშევარს შევქმნით, ერთად ბევრ რამეს მივაღწევთ დაფიქრდი, მთელი საღამო დაგელოდები არსად წავალ, უბრალოდ დაფიქრდი ყველაფერს შევასრულებ, რატი წყნარად უსმენდა დემნას დაპირებებს არც ისე ახლოს თუმცა საკმაოდ კარგად იცნობდა დემნას გადამგდებ ხასიათს, ზოგადად მსგავსი შემოთავაზებები ყოველთვის სახიფათოა მსგავს სფეროში, მაშო უსმენდა უბრალოდ ისევ გაკვირვებული იყო, ვერ ხვდებოდა რატომ იხდიდა ამდენ ფულს დემნა მაშოსთვის, არც ისე წარმატებული იყო მაშო სულ ახლადა ახლა ითქვამდა სახელს, უბრალოდ იყო იმის შესაძლებლობა რომ დიდ წარმატებას მიაღწევდა და კომპანიას გაამდიდრებდა, დემნას გაკოტრებულ ორ კომპანიას კი საკმაოდ კარგად მიეშველებოდა მაშოს ნამუშევრები, - დაფიქრება არ მჭირდება პასუხი უკვე გითხარით თუმცა რა გაეწყობა შეგიძლიათ მთელი დღის განმავლობაში იჯდეთ და მელოდოთ, განაცხადა და წასვლა დააპირა უცებ რომ რატის შემოუტრიალდა, - ბატობო რატი, თქვენ შარვალს ხელახლა შევკერავ რადგან მსგავსი ნაჭერი და ფერები გვაქვს, - რამდენხანში? აზრი მოეწონა რატის და მაშინვე კითხა, - ზომებისთვის და თარგისთვის თქვენი შარვლის სრულიად დაშლა მომიწევს ისე ზომებს ვერ გავიგებ დაახლოებით სამ საათში ჩავჯდები, გადათვალა და ზუსტად ჩაეტეოდა დროში შარვლის დაშლის გარეშე რადგან რატის პასუხი უკვე იცოდა, იქვე აუღებდა ზომებს და ჩასვლისთანავე გამოჭრას დაიწყებდა რადგან მსგავსი შარვლის თარგი ჰქონდათ, - ჩამოვალ და მე ამიღე ზომები, წყნარად გაცა პასუხი და ლამაზი ოქროსფერი "სიგარეტის" ჩასადები კოლოფი ამოიღო რომელსაც ადამიანის სისხლიანი ხელები ეხატა, მაშომ წამით მოავლო თვალი რატის ჩვეულ ქცევას თუ როგორ მოითავსა ტუჩებს შორის სიგარეტის აუნთებელი ღერი, რატიც მაშოს უყურებდა ელოდებოდა როდის მოშორდებოდა ადგილს თითქოს რაღაცის გაკეთება სურდა თუმცა მაშოს თანდასწრებით არა, თვალსამოფარებამდე ელოდა რატი მაშოს და როცა აღარ ჩანდა მარცხენა ხელის აკაპიწებით დაიძრა მამაკაცებისკენ..... ცოტახანში ნამდვილად დაადგა თავზე რატი როგორც ყოველთვის მშვიდად სიგარეტით და მაშომაც უხმოდ აიღო ლენტა, მაშინვე მაშოს ტერიტორიას მიუცუცქდა ლიაც მაშოს მაგიდას მიეყრდნო ხელები ერთმანეთში ახლართა და რატის დააკვირდა რომლის წინაც ჩაცუცქული მაშო მორიდებით უხერხულად მყოფი უღებდა მამაკაცს ზომებს, - აქაც რო სწორად გაიზომოს, ხშირად დააყოლებდა ხოლმე ლია მაშოზე უკეთ მცოდნესავით და მაშოც გაღიზიანების ნიშნად ახედავდა ხოლმე - ლია აქ მოდი, ბარბარემ გაყვირა ლიას რომელიც უკვე ხვდებოდა რომ მაშოს ზედმეტად ნერვებს უშლიდა ლიას უაზრო გამოხტომა რომელიც იგრძნობოდა რომ ბიჭის გამო ხდებოდა, მაშომ ბარბარესთვის მადლობა გულში განაცხადა, ბარემ დაასრულა უცებ წამოდგა და რატის შეხედა, - როგორც წეღან ვთქვი დაახლოებით მაგ დროში შევკერავ, - დაახლოებით მაგ დროში პასუხი მოუფიქრე დემნას, თავადაც დააყოლა ჯიბეში ხელი ჩაიყო და მესამე სართულზე ერთ თავისუფალ ოთახში განთავსდა რომელიც წესითაც მაგის უნდა ყოფილიყო..... ... - გაძვრა? რანაირად ეე, გაოგნებული დაყურებდა იარაღს ვაჟა და იქით-აქეთ ატრიალებდა, რომელსაც ლულა გაძვრა და ცოტა საშიშად გამოიყურებოდა, - რატის უთხარით? - არა რანაირად არ მოსულა, მხრები აიჩეჩა ოთომ და ჯიბეებში ხელები ჩაიწყო, - კაი კაროჩე დაელოდეთ დაგვიკიდა მთელი ორი დღეა მარა ვიცი სადაც არი ზნაჩიტ ეპატიება, იარაღი ფრთხილად გადასცა ბიჭს და ოთოს შეხედა, კარებზე კაკუნისას ხმა არ ამოუღია ვაჟას დაელოდა როდის შეაღებდა კარებს სტუმარი და არც დააყოვნა, - მოდი სწრაფად დააყოლა ვაჟამ და როცა კარებში ანანო გამოჩნდა თვალების გადმოცვენაზე უარს არ იტყოდა გაკვირვებისგან თუმცა არ შეიმჩნია, - მოდი მოდი რახდება, მაგიდას მოუარა და ოთოს ანიშნა გადიო, ოთომაც ღიმილით შეხედა ქალს და მიესალმა სახე გაბრწყინრბული და შემდეგ დატოვა ოთახი, - მე არ მეხება უბრალოდ გამოსვლის დროს ვიღაც მამაკაცი დამხვდა აშკარად რაღაც საბუთებიდან ამონარიდი ფურცლები გადმომაწოდა და შენთვის უნდა მომეცა ვერავინ ვნახე მოცლილი და იძულებული გავხდი თავად ამომეტანა, სწრაფად განმარტა მისი იქ ყოფნა და თავად საქმეც რის გამოც ამოვიდა თან ფურცლები ვაჟას გაუწოდა, ვაჟამაც გაკვირვებულმა გამოართვა რადგან არანაირ საბუთებს არ ელოდებოდა, მასთან ერთადვე გაშალა შუაზე გაკეცილი ფურცელი და კითხვა დაიწყო, პირველ ფურცელში საინტერესო რომ ვერაფერი ნახა რადგან მხოლოდ ოჯახზე ეწერა ყველაფერი, შემდეგ ფურცელზე გადავიდა იქ მხოლოდ ხელი იყო მოსაწერი და ბოლო ფურცელი გაშალა, წამით თვალები გაუდიდდა და ძარღვები დაებერა კისერზე, - ვინ მოგცა! სახელი გვარი არაფერი იცი?! გაღიზიანებულმა ამოხედა გოგოს და ეს უკანასკნელიც ვაჟას უცებად შეცვლაზე დაიბნა - არ ვიცი, არ უთქვამს უბრალოდ უნდა გადმომეცა, მხრების აჩეჩვით თქვა ახლა ამან უფრო გააღიზიანა ვაჟა და ხელი მაგიდას დაარტყა, - კაი მისმინე რო ამიღწერო ვერა? - კი ქერა ცისფერი თვალებით, საშუალოდ მაღალი არც ისე ცუდი გარეგნობით და შარვალ-კოსტუმით უცებ ჩამოურაკრაკა და მაშინვე მიხვდა ვაჟაც, ქაღალდი ხელში მოკუჭა და ფანჯარას ესროლა, როცა ხვდებოდა რომ მაშო დიდ შარში გაეხვა ნერვებს ვეღარ აკონტროლებდა გამოსავალის ძებნა უნდა დაეწყო რომ მაშო ლაშას, მაშოს ყოფილი შეყვარებულის ცოლი არ გამხდარიყო და ამავდროულად არავის არაფერი დაეკარგა რადგან მაშოს გათხოვება აუცილებლობას მოითხოვდა წინააღმდეგ შემთხვევაში საბუთების თანახმად ბევრი რამის დახურვა და გაკოტრება გახდებოდა საჭირო ეს ლაშას ბოროტი განზრახვების საოცარი ნიჭი იყო, - ჯანდაბა! იღრიალა ოთახშივე ფანჯარასთან დოინჯებშემორტყმყლ მისულმა და ანანო რომ შეხტა შეამჩნია უცებ გამოხედა რომ ენახა როგორ იყო და ეცადა ნერვები მოეთოკა.... ... მაშო მესამეზე იმედით ავიდა როცა კერვა დაასრულა, თუმცა რატი იქ არ დახვდა, გამობრუნებისას კი არც მთლად კარგი გუნებით შეხვდა დირექტორი, რომელმაც მაშო გალანძღა, თითქოს აქამდე მისთვის საჭირო დიზაინერი ახლა სრულიად შეძულდა იმდენად რომ ერჩივნა ამ კომპანიაში საერთოდ აღარ ყოფილიყო, კაცმა თითქმის სულ გააქარწყლა მაშოს ოცნებები, უთხრა რომ ის წინ მაინც ვერასდროს წავიდოდა რადგან არაფერს წარმოადგენდა და საკმარისი ფულიც კი არ ჰქონდა ამისთვის, მაშო უბრალოდ გაოგნებული უსმენდა მამაკაცს სიტყვები კი არადა არ ამოდიოდა, საუბარი რომ დაასრულა უბრალოდ გაქვავებულმა ფეხები გაანძრია ძლივს შემოტრიალდა ისე წავიდა რატის ოთახში, ამდენი საყვედური არასდროს მიუღია თითქმის სულ დაადაბლა, უმიზეზოდ, სხვას მიწასთან გაასწორებდა მაშო მაგრამ დირექტორთან ხმაც ვერ ამოიღო რადგან კაცი სრულიად გარდაიქმნა, - მზადაა? უცებ წამოდგა რატი, მაშოს შესვლისთანავე, მაშოს კი ხმა არ ამოუღია ხელში მოთავსებული ლამაზად დაკეცილი შარვალი გაუწოდა, რატის მოუწია ახლოს მისვლა რომ შარვალი აეღო თუმცა არც მაშოს სახეზე შეინიშნებოდა 'სიკეთე' მაშინვე შესამჩნევი გახდა ეს რატისთვის მაშო შევიდა თუ არა ოთახში, შარვალი გამოართვა და მაშოს ჯიბეში ტელეფონიც ხმამაღლა ამღერდა, არ განძრეულა მაშო წასასვლელად მომზადებულმა რატიმ კი უცნაურად გამოხედა მაშოს და შემდეგ ჯიბეს, როცა არ ემჩნეოდა მაშოს რომ პასუხს აპირებდა კიდევ ერთხელ შეხედა რატიმ თვალებში, - არ უპასუხებ? მხოლოდ რატის კითხვის შემდეგ ამოაცურა ტელეფონი ჯიბიდან და უკვე რომ წაიკითხა რომ ვაჟა რეკავდა პასუხი გაცა, - სად ხარ მაშო?! მაშინვე გაღიზიანებული ტონი და სიმკაცრე შეინიშნა ვაჟას ხმაში, სიწყნარეში მისი ხმა მთელ ოთახს გასარკვევად მოდებოდა რატიმ წამით გამოხედა მაშოს და შემდეგ ფარდის უკან შევიდა გამოსაცვლელად - სამსახურში, - მარტო ხარ? - დაახლოებით სწრაფად სცემდა პასუხს თან მის ხმაში არანაირი ემოცია არ შეინიშნებოდა, - შენ გიჟი ხარ? - რაგავაკეთე? - რა რა გააკეთე ლაშას ცოლად მიყვები?! უყვირა ტელეფონშივე და მაშო გაშრა რატიც წამით გაჩერდა და როცა მაშომ ხმა არ ამოიღო უფრო ნელა და შრიალის გარეშე განაგრძო ჩაცმა, - რას ვშვები? გაოგნებულმა იკითხა მაშომ რომელსაც უკვე ლაშას არსებობა აღარც კი ახსოვდა მიუხედავად დაშორებიდან დიდი დროის არ გასვლისა, - ნუღა იმეორებ! რა ჯანდაბა გიტრიალებს ტვინში! შენ ერთის გამო ყველას დედა გვე*ყვნება! იძულებული ხარ გათხოვდე! შენი შეცდომა იყო! არ ვიცი რა ჯანდაბა გააკეთე მაგრამ ფაქტია ბოლოს ძირფესვიანად გვიღებ, არ ვიცი ქუჩაში გადი ნებისმიერს მითხოვდი, ლაშას ოინებია გილოცავ ახლა დაგითრევს! ბედნიერებას გისურვებთ! ბოლოს იყვირა პირდაღებულ გაოგნებულ მაშოს სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა სიტყვის დასრულების შემდეგ მაშინვე გაუთიშა, მაშომ ტელეფონს დახედა, ისედაც გულამომჯდარს უარესი ამბავი დაატყდა თავს, ვაჟამ გული უარესად აუჩუყდა და მაშოსაც უხმოდ გადმოსცვივდა ნიანგის ცრემლები, უბრალოდ იდგა გაუნძრევლად სახე შეუცვლელად და ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით სდიოდა, რატიმ უკვე რომ ჩაიცვა და თავის სტილს დაუბრუნდა ფარდა გადაწია და მაშოს ქვევიდან ახედა, უცებ შეეცვალა მასაც სახე მაშოს დანახვისას და ნელა დაიძრა მისკენ, იცოდა რომ არასასიამოვნო იყო მაშოსთვის ეს საყვედური და თემა თუმცა თუ ატირდებოდა არ ეგონა, - მაშა... დაბალხმაზე ამოთქვა რატიმ და უკვე მაშოს მიახლოვებულმა მაშოს სახე ხელებში მოიქცია, მაშოსაც უფრო აუჩუყდა გული და ხმამაღლა დაიწყო ტირილი რის დასამალადაც რატის მიეხუტა, თბილად ჩაიკრა რატიმაც გულში, ის ხომ ვერ იტანდა უდანაშაულო ხალხის ტირილს, იმ წუთში რატიც უფრო სხვანაირი გახდა და არა ისეთი როგორიც რეალურად იყო და მალავდა, - ნეტა რისთვის ვისჯები!... ამოიტირა და ხელები უკეთ მოხვია რატის, რომელმაც ხმა ვერ ამოიღო უბრალოდ ჩუმად იყო და ნაზად უსვამდა ხელს თავზე, შედარებით როცა დაწყნარდა და ცრემლებიც შეუწყდა მერე გაანალიზა ვის ეხუტებოდა თვალები ააფახურა და უხერხულად ნელა მოშორდა, - მ... სიტყვის დაწყება ისევ არ აცადა მაშოს ტელეფონის დიდმა ხმამ მანაც უცებ დახედა ხელში მოთავსებულ ტელეფონს ისევ ვაჟა, სწრაფად უპასუხა და ახლა ვაჟას ხმამ არ აცადა სიტყვა 'დიახ'-ის ამოთქმა - მომისმინე! გინდა ლაშას ხელში ჩავარდე სამუდამოდ?! ისევ უხეში საუბრით დაიწყო ვაჟამ და მაშოსაც ქვედატუჩი გამოეწია სატირლად, - ასე რატო მეუბნები! საერთოდ რა კითხვას მისვამ! ხო იცი ჩემი გრძნობა მის მიმართ! აუკანკალდა ხმა და მსმენელ ვაჟამდეც მიაღწია მაშოს ხმაში 'სიკეთე' რომ ვერ შეამჩნია ეცადა დაწყნარებულიყო და შედარებით რბილად ეთქვა სათქმელი, - ხო ხოდა ყველაზე მაგარი შემოთავაზება მაქ, ასე შენც გადარჩები ჩვენც, ახლა ასე რო არ გაგიჟდე წამოდი მაგედან დირექტორმა თუ რამე გითხრას შეაფურთხე, გელოდები დროულად არ გვაქ ბევრი დრო! შეძლო ხმის კონტროლი ვაჟამ და წყნარ საუბარზე მაშოც უფრო მოლბა და როცა გამოსავალი უხსენა ვაჟამ თვალები გაუბრწყინდა, როცა რატის შეანათა მზერა უკვე მისახვედრი იყო რა თხოვა, თუმცა რატიმ უპრობლემოდ ანიშნა ჩქარა წადი დაგაგვიანდებაო, მაშოც მაშინვე დაბლა გავარდა რომ ნივთები აეღო, ცოტახანში კი ვაჟა რატისთან ინაცვლებს და მასაც სთხოვა რომ კომპანიაში მისულიყო, ოთახიდან რომ გავიდა მაშო დირექტორის კაბინეტიდან გამოდიოდა ისეთი გაღიზიანებული სახით თითქოს იარაღის ასაღებად მიდიოდა რომ შუბლში დაეხალა მისთვის, - სად მიდიხარ? გვერდი როცა უნდა აევლო, რატისთვის რატიმ უცებ ჩაავლო ხელი მაჯაში გასაჩერებლად და თან კითხვა დააყოლა, - გამომლანძღა და არ მიშვებს, მართლა უნდა შეაფურთხო ამ გარდაქმნილს, ბოლო სიტყვები ამოიბუზღუნა და ამდენიხნის მერე პირველად გაეცინა რატის, მაშოსაც კი გაუკვირდა მზერა დაბლა გადატანილმა უცებ ახედა გაფართოებული გადიდებული თვალებით მოცინარ რატის, რომელიც მაშოს ბუზღუნზე იცინოდა, - გოგო ის რა შუაშია მე ვარ აქ, თქვა თუ არა გათიშულმა მაშომ 'უი ხოოს' თვალებით ახედა, რატი მაშოსთან ერთად შევიდა დირექტორთან, - ჩვენ მივდივართ, ეცადეთ წესრიგი დაიცვათ, არ ვიცი კიდევ როდის მოვალ შეიძლება გაუფრთხილებლად დაგადგეთ ან საერთოდ ყოველდღე მოვიდე ამიტო გირჩევთ გაფრთხილების მერე არ დაიწყოთ ლაგება, ყოველთვის მოწესრიგებულები იყავით, გააფრთხილა და დირექტორს პირზე შეახმა სიტყვები, ვერაფერი ვერ თქვა რატიმ ტუჩისკუთხე ჩატეხა ჯერ ისევ იქ მჯდომ დემნასა და დირექტორის სახეზე და წინ წავიდა მაშოც მას გაყვა, რატიმ გაიყვანა მაშოც ვინაიდან ერთი გზა ჰქონდათ და საქმეც ერთ პიროვნებასთან.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.