შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქიმია ორისთვის ( თავი 10)


8-01-2023, 17:34
ავტორი თუკა
ნანახია 11 831

მოთმინება დაკარგული ვუსმენდი ტატას დაქალების სასყვარულო ისტორიებს და ვხვდებოდი სათითაო მათგანის ბედნიერება როგორ მირტყავდა ნერვებზე.. მათი ბედნიერი სახეების დანახვა დარდად მედებოდა გულზე და ყელში ბურთივით მეჩხირებოდა ცრემლები.არასოდეს ვყოფილვარ ბოღმიანი მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო როცა ტვინში მხოლოდ ერთი კითხვა მოდიოდა „ რატომ მე“. აი ამ კითხვას კი პასუხი არ გააჩნდა. ეს ყველაზე რთული კითხვა რაც კი გამაჩნდა ამ ეტაპზე...
არყით სავსე ჭიქა ერთ ყლუპად გადავუშვი ხახაში და ყელის საშინელმა წვავ სახეზე მთელი ემოცია გამოიწვია..
- კარგად ხარ?- ფრთხილად შემახო ხელი ტატამ მუხლზე და გამიღიმა.. გინდა წამოწექი, დაისვენე , ამათ გავაცილებ და მერე რამე გემრიელი მოვამზადოთ .
- არა კარგად ვარ, მოგეხმარები . წოლა და მარტო ყოფნა არც სახლში მაკლია- ღიმილით ვუპასუხე და რამოდენიმე წამში სამზარეულოსაკენ წასულს უკან დავედევნე..
ნახევარი საათის მერე მაგიდის გარშემო ორნი ვისხედით და აქამდე შიმშილისაგან აწკმუტუნებულ მუცელს ვიმშვიდებდი.. ნერვიულობისაგან ერთიანად მიშრებოდა პირი და მალიმალ ვსვამდი წითელ ღვინოს.
- მოდი თან საქმეზე ვილაპარაოთ , ეხლა რა ხდება. გახსოვს შენობაში გადასვლისას ფასადი და სათამაშო მოედანი დასასრულებელი დაგვრჩა. ამდენი ხანი ვერაფრით მოვახერხე ამის დასრულება, მაპატიე. ყველაფერი მზადაა სულ ერთი კვირაა საჭირო და ბავშვებს ექნებათ ულამაზესი გასართობი ადგილი. ცოტა არეული პერიოდი მქონდა, საქართველოში არ ვიყავი, მამასთან ვიყავი ამიტომ გადაიწია ამ ყველაფერმა. დილით დანიელმა დამირეკა და გამახსენა თორემ სიმართლე გითხრა არც მახსოვდა.. ისეთი დაღლილი ვარ ერთი სული მაქვს სადმე გამოქვაბულს შევაფარო თავი , ოღონდ დავისვენო - სიცილით მითხრა უკანასკნელი სიტყვები და მიხვდა სულ არ მეცინებოდა..
- დანიელმა დაგირეკა? - არ მეგონა თუ ადარდებდა, ჩუმად ჩავიჩურჩულე და მხრები ავიწურე.
- თქვენ რა იჩხუბეთ? - ხელზე ნელა დამადო ხელი და ინტერესით შემომხედა.
- ჩვენ ერთი თვეა დავშორდით ტატა. ის დამშორდა უფრო სწორად. ოღონდ მიზეზი არ მკითხო, ახლა ამისი ლაპარაკის სურვილი არ გამაჩნია..
- არა, დამშვიდდი არ გკითხავ, ეგ ჩემი საქმე არაა, მაგრამ მაპატიე დანიელს დიდი ხანია ვიცნობ, სწორად გამიგე, ზუსტად ვიცი როდის უყვარს ადამიანი და ვიცი რომ შენ უყვარხარ მართა. გაოცებას ვერ ვმალავ რომ თავად დაგშორდა.
- ჩემი ბრალია, ტყუილი ვერ მაპატია, ტყუილიც არ იყო. დროულად ვერ ვუთხარი ის სიმართლე რომელიც ორივესათვის მნიშვნელოვანი იყო. მან კი..
- კარგი, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება, ვიცი რომ დაგირეკავს და შერიგდებით , უბრალოდ დრო მიეცი, ცოტა ხისტია უჭირს რაღაცეების შეგუება და მერე ამ რაღაცეების გააანალიზება.
- აღარ ველოდები ! - ძლივს ამოვიკნავლე და ერთიანად მივეცი გასაქანი ცრემლებს, რომელსაც ამდენი ხანი ვიკავებდი. - მოსასვლელი მოვიდოდა ტატა, შენ რომ იცნობ დანიელს, მისთვის წინაღობა არ არსებობს, მისთვის სულ ერთია ხალხი რას ამბობს, მაგრამ ის წავიდა, უბრალოდ დამტოვა , არ ვიცი სხვანაირად როგორ უნდა ავხსნა ეს ყველაფერი, ვერ წარმოიდგენ როგორ ცუდად ვარ, შიგნიდან ყველაფერი მეწვის, იცი რა არის სასაცილო? იმდენად შორსაა ჩემგან რომ ყველგანაა ჩემში. მისი მზერა, თვალები, ღიმილი, მისი სურნელი დამყვება თან. ხანდახან მგონია შევირყევი, ვერ გავუძლებ, ამას ფიზიკურად ვერ გავუძლებ ტატა. დაბადების წუთიდან მიტოვებისთვის ვიყავი განწირული ეტყობა ესაა ჩემი ბედი , რომ ყველა გაიქცეს ჩემგან, უბრალოდ ჯერ გამაბედნიერებენ და მერე ისე ძალიან მთქელავენ მიწაზე დაცემულს წამოდგომის ძალა არ მრჩება, სურვილი არ მრჩება წამოდგომისას საკუთარი ძვლები წამოვკრიფო..
- ამდენს ნუ სვამ !- ხვეწნით შემომხედა და ბოთლს გადასადგმელად წაატანა ხელი რომ დავიჭირე..
- დღეს დავლევ, იქნებ დავიცალო ამ აუტანელი ტკივილისაგან,ხვალ უფრო ძლიერი ვიქნები, უფრო მყარი. იცი რა ძნელია იყო ძლიერი? მუდამ ყველაფრის რქებით გატანა გიწევდეს. ცხოვრებაში ისე არაფერი გამიკეთებია რომ წინაღობა არ მქონოდა.. გვერდში კი არასოდეს მდგომია ოჯახი, პირიქით ჩემი ოჯახი მუდამ ჩემს წინააღმდეგი იყო და ახლაც ასეა.. აი შენ გაგიმართლა , მამა გვერდში გიდგას, რაც არ უნდა იყო, ძლერი ზურგი გაქვს ტატა . მე კიდევ ამ სიყვარულმა დამასუსტა, ბავშვად მაგრძნობინა თავი, ცოტა ხნის წინ ისეთი ლაღი ვიყავი, პირველად ცხოვრებაში არ ვფიქრობდი არაფერზე, პირველად ვიღაცა ჩემს სანაცვლოდ ფიქრობდა. ახლა კი არც ძლიერი ქალი ვარ და არც საყვარელი, ახლა უბრალოდ ქალი ვარ..
- საკმარისია, მესმის რომ გტკივა მართა, მაგრამ ჯერ არაყი ახლა ეს ღვინო, ცუდად გახდები, გახსოვს ბოლოს რაც მოხდა?
- მახსოვს, მაშინ ვეჭვიანობდი, ეჭვიანობა მკლავდა, ახლა მარტოობა. - ჯანდაბა ორივე ერთი ნაგავია - ხმამაღლა გადავიხარხარე და ღვინის ბოთლი ჩემკენ მივიწიე. - ორივე სულს გგლეჯს, ავადმყოფად გაგრძნობინებს თავს. იცი რა არის სასაცილო ?- მაშინ მეგონა რომ დანიელს მართმევდნენ ახლა კი ისედაც აღარაა ჩემი.
- დამშვიდდი გთხოვ, აქ ხომ იმიტომ არ მოგიყვანე , რომ გეტირა. მარტო არა ხარ, მეც მტკიოდა და ახლაც მტკივა, მეც ეს გზა გავიარე მართა,მეც ვკვდებოდი , უფრო სწორად დიდი ხანია შინაგანად მოვკვდი , მაგრამ ეს ცხოვრებაა, და ამ ცხოვრებაში ჩვენ განგებამ ძლიერი ქალის იარლიყი მოგვაკრა.
- ძალიან გიყვარდა? - ჩემს მოულოდნელ კითხვას არ ელოდა, მივხვდი არ უნდოდა პასუხის გაცემა, მაგრამ კითხვა კიდევ გავუმეორე და სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადავიწიე..
- მიყვარდა. და მისი შეყვარება არასოდეს მინანია. მიყვარდა და ამითაც კი ბედნიერი ვიყავი, ის ჩემთვის ყველაფერი იყო, მისი ერთი შემოხედვა, გაღიმება აი ეს იყო ჩემთვის ბედნიერება, მასთან ერთად გატარებული არც ერთი წუთი არ წარუშლია ჩემს გონებას მართა. და იცი რატომ? - მე ამ მოგონებებით ვცხოვრობ და ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემს ცხოვრებაში იყო - აცრემლებული თვალებით შემომხედა და სასმლით ჭიქებში ამჯერად თავად შეავსო..
- რატომ მიგატოვა? - ვგრძნობდი რომ ჩემს კითხვებს საზღვარი არ ექნებოდა ამის კი ტატას უხერხულობას ვუქმნიდი. მიუხედავად იმისა რომ სახელს არც ის ამბობდა არც მე ვიცოდით რომ ორივე ერთიდაიგივე კაცზე ვსაუბრობდით.
- მას არასოდეს ვუყვარდი და მე ეს ვიცოდი, მასთან მანამდე ვიყავი სანამ არ მივხვდი რომ გიჟურად მიყვარდებოდა, უფროდაუფრო ვეჩვეოდი, ამიტომ ერთ დღეს უბრალოდ წავედი მისგან, იცი რეალობაში დაბრუნებულს რა მეტკინა? - ის იყო ჩემს ცხოვრებაში და მე მის ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ. მისთვის მხოლოდ მეგობარი ვიყავი გესმის? - და ახლაც ასეა, ის ჩემში საყვარელ ქალს ვერ ხედავდა- დანანებით მითხრა და ყველის მოზრდილი ნაჭერი მოჭრა ჩანგლით.
- შენ ასეთი ლამაზი ქალი ხარ, ჭკვიანი, დახვეწილი სამწუხაროა რომ ასე გამოვიდა.. არ გკითხავ ვინ იყო ის კაცი. ისედაც ორივემ ვიცით და ისიც ვიცით რომ შეუძლებელია ის არ შეგიყვარდეს.
- სწორია, ჯობია არ მკითხო იმიტომ რომ ამას მაინც ვერ გაიგებ, შენ გაგიმართლა რომ დანიელს უყვარხარ. ის საუკეთესო კაცია, მას შეუძლია ქალს თავი ბედნიერეად აგრძნობინოს.
- მის გარეშე ცხოვრება უნდა ვისწავლო - მოდი დავლიოთ ჭიქა ხელში ავიღე და ტატას შევხედე - „ცხოვრება ორ ნაწილად გავყოთ - მათთან ერთად და მათ გარეშე „ - ნერვიულობა სიცილში გადამივიდა როგორც მჩვევია ზომად მეტად შეზარხოშებულს და ანთებულ ტელეფონის ეკრანს გავხედე, უკვე მერამდეედ რეკავდა მამაჩემი , მე კი პასუხის გაცემის სურვილი არ გამაჩნდა .. - ძალიან მენატრება, საშინლად, ასე ძალიან არავინ მომნატრებია, გიჟივით დავიწყე ტირილი და სახე ხელებში ჩავმალე, ვიცოდი ახლა ვერავინ გამაჩერებდა თავად დანიელიც კი, ბოლომდე უნდა დავცლილიყავი, ბოლომდე უნდა მეტირა ჩემი ტკივილი რომელიც ასე მასუსტებდა. ეს ჩემი ისტერიკის მეორე გამოვლინება იყო, პირველი მაშინ დამეწყო როცა დაბრუნებულმა დედამ ზედ არ შემომხედა, გულში არ ჩამიკრა, ახლა ეს მეორე და უფრო მძიმე შეტევა იყო, მონატრების და მიტოვების ერთად. უფრო მძაფრი და უფრო ტკივილიანი ვიდრე ის ბავშური ცრემლები. - წავალ პირს დავიბან - რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი..
- მისმინე, ბევრი დალიე, გინდა წამოგყვე ..
- არა დედიკო, მარტოც მოვახერხებ, გულიანად გავიცინე და სააბაზანოსაკენ ფრთხილად წავედი.
ხელსაბანს დავეყრდენი და ცივი წყალი სახეზე ხარბად შევისხი.. სარკეში საკუთარი ანარეკლის დანახვამ შემაშინა. ნუთუ ეს მე ვიყავი. ტირილისაგან დაწითლებული თვალები და ამოშავებული თვალებით. ვცდილობდი არ შემემჩნია მაგრამ აშკარა იყო ზომაზე მეტი მქონდა დალეული. - ბოლო სამი არ უნდა დამელია - ჩემს თავს თითო დავუქნიე და გამეღიმა..
- საღამო მშვიდობის - ტატას ხმა მჭახედ გაისმა და გაიტრუნა..
- მშვიდობა გაქვს? - ნერვიულად წამოდგა ფეხზე დანიელი და ღამის თბილისს მოავლო მზერა.შეგიძლია რომ მოხვიდე?
- ტატა რა ხდება? არ მიყვარს ხო იცი ეს თამაში.
- ეს თამაში არაა. გთხოვ მოდი. და ყველაფერს გეტყვი. ძალიან გთხოვ - მუდარით უთხრა და ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო..
ნერვიულად ისრესდა სახეს დანიელი და საკუთარი თავი სძულდა ამის გამო. საწოლის კიდეზე იჯდა და ფრთხილად ეფერებოდა თმაზე.. იცოდა რომ დამნაშავე მხოლოდ ის იყო. მხოლოდ ის და სხვა არავინ. ისიც იცოდა რომ ამ ყველაფრის გამოსწორება მხოლოდ მას შეეძლო. მხარზე ხელის შეხება იგრძნო და თვალებით ანიშნა ტატამ გამოდიო..
- ასეთ მდგომარეობამდე როგორ მიიყვანე ეს გოგო? - გაბრაზებული ჩაეკითხა ტატა და ყავით სავსე ფინჯანი გაუწოდა.. - დანიელ იცი მაინც რა მდგომარეობაშია? სიტყვები არ მეყოფა რომ გადმოგცე. ამიხსენი ესაა შენ სიყვარული? რაში სჭირდება ეგ შენი გრძნობა თუკი ასე უნდა მოკლა... ძალიან ცუდადაა. არა ეს სიტყვები კიდევ არაფერიაა. მისი ტკივილი მეტკინა, მიუხედავად იმისა რომ მისი ტკივილი შენ ხარ. გოგო რომელიც ასე ძალიან გიყვარს, ასეთ მდგომარეობაში როგორ დატოვე, ასე ნუ გაიმეტებ, ცხოვრებას ვერ აგრძელებს, უშენოდა სტკივა. რამე გააკეთე ადამიანო, ასე ნუ მიყურებ.
- მისმინე რა გინდა რომ გავაკეთო...
- რა მინდა? არ ვიცი რა ტყუილზე და რა სიმართლეზე ლაპარაკობდა მაგრამ, სიყვარული ამასაც უძლებს და იტანს, შენ ხო ეს კარგად იცი. შემომხედე, ჩემზე კარგი და რეალური მაგალითი გჭირდება?
- ტატა არ დაიწყო !- მაშინვე დაუტია და ფინჯანი მაგიდაზე დააბრუნა..
- მაშინ ისე გააკეთე რომ ამისი გახსენება არ მომიწიოს დანო. შენ ხომ ასეთი არ ხარ. რომ გენახა როგორ ცუდადაა, ვერ გაუძლებდი. ცდილობს ძლიერი იყოს, მაგრამ სუსტია. დაღლილია მიტოვებით დანიელ. შენი დაცვა და გვერდში დგომა სჭირდება - ცრემლები გადმოსცვივდა და ბიჭს ახედა.
- შენ ყველაზე კეთილი ადამიანი ხარ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია - დანანებით უთხრა და ძლიერი ხელები შემოხვია გოგოს..
**
ხელში აყვანილი მიყავდა დანიელს მართა და გრძონდა რომ მხოლოდ მისი სიახლოვეც კი საკმარისი იყო ბედნიერებისათვის. პატარა გაწუწულ კნუტს აგონებდა, თავსხმა წვიმაში გარეთ მოყოლილს , თავშესაფარის ძებნაში დაღლილს და მარტოობისაგან დალეულს. მკერდზე ჰყავდა მიკრული და უნდოდა არასოდეს გაეშვა ხელი. ტატა მართალი იყო, ამ მდგომარეობამდე როგორ მიიყვანა ეს ერთი ციდა გოგო, ჯერ ბედნიერება აჩვენა , დააჯერა რომ არასოდეს მიატოვებდა და მერე მაინც მიატოვა. საკუთარ თავზე ნერვები ეშლებოდა რომ არ უსმენდა არავის, არ ეჯერებოდა რომ შეიძლებოდა ასე ყვარებოდა ვინმეს დანიელი..
ფრთხილად დააწვინა საწოლზე და გვერდით მიუწვა. ყველაზე მადისამღძვრელი სურნელი ჰქონდა მის ქალს, ყველაზე საოცარი და ვნებიანი..
სახიდან თმა გადაუწია და შუბლზე ნელა შეახო ტუჩებო.. თითქოს მისი სითბო იგრძნო მართამ, ხელი მაშინვე შემოხვია დანიელს წელზე და პატარა ბავშვივით სასურველი ადგილის ძებნა დაიწყო ძილის გასაგრძელებლად.

დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამომაღვიძა. ფრთხილად გავახილე თვალები და სრულიად უცხო ოთახს მოვავლე თვალი.. გააზრებაც კი მიჭირდა სად შეიძლება ვყოფილიყავი. სადღაც შორიდან წყლის და მუსიკის ხმა ყრუდ მესმოდა.. მაგრად მოვიჭირე საფეთქლებზე ხელები და საწოლზე წამოვჯექი..
სად ვიყავი ან ვინ მომიყვანა აქ როგორ აღმოვჩნდი არაფერი მახსოვდა. რას ვაკეთებდი ამ სამეფო სტილის ოთახში ვერც ამას ვხვდებოდი... საძინებლის კარი ფრთხილად გამოვაღე და ფეხშიშველი მივუყვებოდი ხმას საიდანაც მუსიკა მესმოდა..
ჩემკენ ზურგით იდგა, ერთიანად გავშრი.. მაგრად მივაჭირე ერთი ხელი კედელს მეორე კი გულის დასამშვიდებლად მივიჭირე და თვალები დავხუჭე.
- ცუდად ხარ მართა? რატომ ადექი? - დამინახა თუ არა მაშინვე ჩემკენ წამოვიდა და ძლიერი ხელი შემომხვია წელზე..
- დანიელ? - ძლივს მოვახერხე მისი სახელის წარმოთქმა . შენ? აქ შენ მომიყვანე? მე ხომ ტატასთან..
- იყავი, მაგრამ ცუდად გახდი, შეეშინდა და დამირეკა.
- მე შენთვის დახმარება არ მითხოვია და არც მისთვის, ქვეყანაზე ვერავის ენდობი რა - გაღიზიანება ვერ დავმალე და წამოდგომას შევეცადე რომ მოულოდნელად დამიბნელდა თვალებში და უეცრად აღმოვჩნდი დანიელის კალთაში...
- რატომ ბრაზობ? ამდენი რომ დალიე რას ელოდი? სასწრაფოს გამოძახება უნდოდა, კიდევ კარგი იმდენი მოიფიქრა და მე დამირეკა..
- გამიშვი - კიდევ ერთხელ ამაოდ ვცადე გაძალიანება და გავფართხალდი..
- არსად გაგიშვებ, დღეის მერე არსად არ გაგიშვებ, იცი რატომ? - ყურთან მიჩურჩულა და მივხვდი რომ ტანში ერთიანად დამიარა ცხელმა ტალღამ.
- იმიტომ რომ საშინლად მომენატრე, იმიტომ რომ როგორც არასოდეს ისე მინდიხარ და იმიტომ რომ როგორც არასოდეს არავინ ისე მიყვარხარ. მინდა ეს დღე და ეს ღამეც ჩვენი იყოს, მარტო ჩვენი. დღევანდელი 24 საათი მარტო შენით დავტკბე, შენი კანის და თმის სურნელი შევიგრძნო, შენ შეგიგრძნო მართა. ეს ერთი თვე მარტო შენთვის არ იყო ჯოჯოხეთი, მეც ცუდად ვიყავი.. ახლა მივხვდი რომ ეს მაკლდა. შენი სუნთქვა ჩემს გულთან და შენი პატარა ხელები ჩემს სახეზე...
- მიყვარხარ - ზლუქუნით ამოვთქვი და ხელები კისერზე შემოვხვიე.. - მეტი არსად გამიშვა გესმის? მეტჯერ არ მიმატოვო დანიელ..
- გპირდები , რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გააკეთო არ მიგატოვებ , მიყვარხარ და ამ ყველაფერს ერთად გადავიტანთ.. მხოლოდ მე და შენ - ფრთხილად შემახო ტუჩები შუბლზე და მთელი ძალით მიმიკრა მკერდზე..
**
ღუმელიდან ნამცხვარი ბედნიერი სახით გამოიღო და მაგიდაზე ფრთხილად დადო... სახლში ფუსფუსი ახლა ყველაზე დიდი ბედნირება იყო სოფისთვის. ზრუნავდა ქმარზე და მომლოდინე რეჟიმში მყოფ შვილზე.. სიამოვნებდა ყველაფერი რასაც სიყვარულით აკეთება. მიუხედავად იმისა რომ ხშირად წუწუნებდა და მერე ძილის წინ ტიროდა, დილით მაინც ბედნიერი სახით აცილებდა ქმარს და საღამოს გამოხსნილ კართან ელოდებოდა სანამ კიბეებზე გაოგონებდა მის ხმას..
- მართას ველაპარაკე დღეს მოვა,ისეთი ბედნერი იყო არ ვიცი - ქმარს გახედა და ნამცხვარი თეფშზე გადაალაგა..
- იქნებ დანილს შეურიგდა - ორაზროვნად გაეპასუხა თორნიკე და ტელევიზორის ყურება განაგრძო.
- არ გითხარი წეღან? - რომ საღამოს მოვლენ , თორნიკეეე - გაბრაზებულმა დაუტია ქმარს და ტელევიზორს წინ აეფარა..
- არა, შენ მითხარი საღამოს მართა მოვაო გაბერილო. გაიწიე საინფორმაციოს ვუყურებ.
- არ გავიწევი იმიტომ რომ ჩემი მოსმენა არ იცი - განაწყენებულმა გახედა და ცრემლები გადმოსცვივდა..
- ერთხელაც იქნება ეს ცრემლები დაგიშრება ამდენი ტირილით სოფი.- სიცილით გაეპასუხა და მისკენ წავიდა.. - მოდი აქ, ნეტა მალე გავიდეს ეს დრო და გააჩინო ეს ბავშვი, თორემ ამდენი ცრემლის წმენდა არ შემიძლია.. მე იურისტი ვარ და არა ფსიქოლოგი - გულიანად გაიცინა და ცოლს თავზე აკოცა..
- სამაგიეროდ ქმარი ხარ და მალე მამა იქნები - ხელები წელზე შემოხვია და გაიტრუნა.. - ესეიგი , მართა მოვა დანიელთან ერთად საღამოს, არ უნდოდა მაგრამ ძლივს დავითანხმე, ბოლოსდაბოლოს ხო უნდა გავიცნოთ სიძე..
- სასიძო , ასე ჯობია - რანაირი სიძეა ჯერ .. მისმინე შენ რომ იცი, საღამოს ახლა ისე არ დაუწყო ამ ბიჭს ჩაძიება ..
- არც ვაპირებ, თავად მოყვება ყველაფერს..
- სოფიო, რა გთხოვე ამ წამს, დანიელი სხვანაირია ხო იცი. ახლა შენი ცნობისმოყვარეობის გამო ნუ აჩხუბებ რა.
- არაფერს არ ვიკითხავ გპირდები, ხელი ჰაერში ასწია და თითები გადაჯვარედინა. უბრალოდ საქმეს ისე წავიყვან ყველაფერს მოყვება ..
- ღმერთო რა დავაშავე. მე ვარ ადვოკატი თუ შენ არ ვიცი - ხელები ჰაერში აატრიალა და გულიანად გაიცინა..
- ბევრს ნუ ლაპარაკობ შენ ახალგაზრდავ. მიირთვი შენი წილი ნამცხვარი და მერე მაღაზიაში წადი, ხო წახვალ? - მალულად გააპარა მზერა ქმრისკენ და გაუღიმა, იცოდა როგორ სძულდა თორნიკეს მაღაზიაშ სიარული, მაგრამ ორსული ცოლის გამო უწევდა.
- წავალ ხო აბა რას ვიზამ წავალ - ორაზროვანი პასუხი დაუბრუნა ცოლს და ნამცხვარი თავისკენ მისწია..
აფორიაქებული შეყურებდა საათს სოფიო და ნერვიულად იჭამდა ტუჩებს მთელი საღამო... ისე ნერვიულობდა თითქოს საკუთარი საქმროს გასაცნობად ამზადებდა მაგიდას. მოფუსფუსე ცოლის დანახვაზე სიცილს ძლივს იკავებდა თორნიკე და ცდილობდა მისთის გული არ ეტკინა..
- მოვიდნენ - ნერვიულად იყვირა და ადგილზე შეხტა..
- გოგო შენ დალაგებული არ ხარ? - გაბრაზება ვერ დამალა და კარისკენ სირბილით წასულ ცოლს უკან გაყვა...
- ხო გახსოვს ზედმეტი კითხვების გარეშე - ნაზად მოხვია ბედნიერებისაგან აჟიტირებულ ცოლს ხელი და თავზე აკოცა..
ბედნიერი თვალებით შევყურებდი დანიელს..
მთელი გულით ვგრძნობდი როგორი ბედნიერი ვიყავი ამ კაცის გვერდით .. დანიელის ტელეფონი კი ჯიბრზე არ წყვეტდა რეკვას. ახალი მშენებლობის დასაწყებად ყველაფერს ეკითხებოდნენ, ოთახიდან აივნისაკენ მიმავალ დანიელს მშიერი მზერა გავაყოლე და ნერვიულად გადავიმტვრიე ხელები მაგიდის ქვეშ ,ჩემი აუტანელი ფიქრების დასამალავად...
ეს სულ სხვა პერიოდი იყო. რაღაც აუხსნელი და ქიმიური.. მისი ახლო ყოფნით თთქოს ახალი ენერგიით ვიტვირთებოდი, სულში გაზაფხულის ყვავილები ყვავილობდა, მუცელში ფრთა ფარფატა პეპლები ფრენას იწყებდა და მაშინვე გამალებით და რითმულად უყოლებდა გული ძგერას...
შემთხვევით შემეხო დანიელის ხელი ხელზე და სხეულში საშინელმა ტალღამ დამიარა. ამ ტალღას სახელად სურვილი ერქვა. რომელსაც დიდი ხანი ვებრძოდი და ახლა ვხვდებოდი რომ ეს სურვილი ჩემზე ბევრად ძლიერი იყო.
რეალურად ორი სრულიად სხვადასხვა ადამიანი ვიყავით . მაგრამ მისი ხმის ტემბრი, სათუთი კანი, თლილი თითები, სიცილის მანერა და გამოხედვა, საშინელ ალიაქოთს მიქმნიდა სულში და მაქსიმალურად ვცდილობდი თვალის არიდებას..
ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ..გვერდით მომიჯდა თუ არა ხელი ნაზად შემომხვია წელზე და თავზე მაკოცა..
- რომ წავიდე გეწყინება? - იმდენად მოულოდნელად გაისმა მისი კითხვა წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა. - წასვლა არ მინდა, ვიცი ახლახანს მოვედი , მაგრამ კარგად იცი დილით სამსახურში ვერ წავედი, სასწრაფოდ ხელი უნდა მოვაწერო საბუთებს.
- ახლა? ცხრა საათია დანიელ, ხვალ რომ იყოს - წუწუნა ბავშვივით გავეპასუხე და მზად ვიყავი ცრემლებისთის გზა მომენახა რომ შევძელი მწარე ღიმილის აფარება სახეზე..
- ხვალამდე უნდა გაიგზავნოს პასუხი მართა. რა ვქნა, ლევანი და ლელა ოფისში არიან.
- ლევანმა რომ მოაწეროს? - ჩემს კითხვაზე გულიანად გაიცინა და თორნიკეს გახედა.
- ხო ხედავ რეებისკენ მიბიძგებს.. არა, ვერ მოაწერს, თანაც შინაარს უნდა გავეცნო, არავის ვენდობი მასე რომ საბუთებზე ხელი მოვაწერინო..
- ოოოო, მაშინ აქ მოვიდნენ , შეიძლება? - სოფის გაბუსხულმა გავხედე და ტუჩი გადმოვატრიელე.
- მართლა დანიელ, დაურეკე რა პრობლემაა მოვიდნენ აქ, გავიცნობთ, ვიხალისებთ , შენც არსად წახვალ , არც ჩემი გაბერილი ცოლი იტირებს რომ მისი მომზადებული სადილი ვერ გასინჯე და არც მისი წუწუნა დაქალი , ძმურად ეგრე ნუ გამიმეტებ რა - მხარზე ხელი დაკრა და თვალი ჩაუკრა..
ინტერესით დაყურებდა საბუთებს დანიელი და სიცილს ძლივს იკავებდა.. ახლა უკვე იცოდა ვინ იყო მისი ძმაკაცის ტანჯვის მიზეზი.. ორვე თავზე ედგა და ასახულ ციფრებში გარკვევას ცდილობდნენ. არასოდეს უყვარდა დანიელს სხვისი ჩარევა იმ გეგმებში რომელსაც თავად სახავდა და თავად აშენებდა...
- შეგიძლიათ დასხდეთ და თავზე არ მედგეთ? - ჩვეული უხეში ტონით გახედა ლევანს და თვალი თვალში გაუყარა.- ძმურად დაჯექი მანდ, ეს გოგოც მიისვი და მაცადე წავიკითხო ბოლომდე რა წერია. თავზე რომ მადგახართ და ლაპარაკობთ როგორ გგონია რამეს ვიგებ?
- შენ დღეს რა უხეში ხარ ძმაო , აჰა დავსხდებით - მაჯაში ჩაკიდა ხელი ფერწასულ გოგოს და გვერდით მოისვა.
- ლევან შენ კარგად იცი რომ...
- ვიცი, ვიცი - დამნაშავე ვარ მომიტევე . უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ და სულ ესაა- თვალებით ანიშნა ლელაზე და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა დანიელს.
- ორი წუთით , შეიძლება სხვა ოთხში გავიდე? მორიდებით იკითხა და ფეხზე წამოდგა.
- რა პრობლემაა, პირდაპირ მიდი ჩემი კაბინეტია - ზურგისკენ დაატრიალა თორნიკემ ბიჭი და დერეფანში მიმავალს მანამდე უყურა სანამ კაბინეტის კარი არ მიიკეტა. - სად იპოვე ეს ანგელოზივით ბიჭი გოგო?
- ვერ გავიგე- სახეზე გამოსახული ემოცია სადღაც ჰაერში გამექცა და თორნიკეს ავხედე. - სად ვიპოვე რა არის, ხო იცი სადაც ვიპოვე..
- სად იპოვეზე მეტად ის მიკვირს ამ კაცს შენნაირ მჟავე გოგოში რა მოეწონა..
- თორნიკეე ! მოგხვდება - ხო იცი რომ მწარე ხელი მაქვს - თვალი ჩავუკარი და ლევანს გადავხედე..
- ოოოო, საოცრად მწარე, ნეტა დანიელმა თუ იცი როგორი მწარე ხელი აქვს მის გოგოს. ეს გოგო კი არა აფთარია, ნამდვილი აფთარი. როცა საქმე მისი საყვარელი ადამიანების დაცვაზე დგება, ამ პატარა წრუწუნასავით გოგოში იმხელა აფთარი იღვიძებს მერწმუნეთ არ ღირს გააღვიძოთ..- გულიანად ხარხარებდა თორნიკე და გვერდით მსხდომებსაც იყოლიებდა.
- ჩემი გოგო ანგელოზია, აფთარი კი არა. პატარა და სუსტია, თქვენ არ იცით ამ ძლიერი ქალის მიღმა როგორი სათუთი ბავშვი დგას, რომელსაც დაცვა, ზრუნდა და მუდმივი ალერსი უნდა - ხავერდოვანი ხმით წარმოთქვა კარში მდგარმა დანიელმა და ვნებას ატანილი მზერით გამომხედა...
- ეგ შენთანაა, ესეთი ნაზი და სათუთი. თორემ მე ამისი სისათუთე არსად მინახავს - ვერაფრით ცხრებოდა თორნიკე და სასმელს ჭიქებში ასხავდა.
- მე ვიცი, ესენი წავლენ და მერე ვიღაცას მწარედ მოხვდება - კბილებში გამოსცრა სოფომ და ქმარს თვალი ჩაუკრა...
- სხვათაშორის ამაოდ მაბულინგებ ცოლო, ნუ გავიწყდება რომ ადვოკატი ვარ, თავის დაცვა ძალიან კარგად შემიძლია, ჩემთან ეგენი არ გაგივა..
- კარგი თორნიკე გეყოფა ბავშვს თავი ასტკივდა - სრული სერიოზულობით განაცხადა სოფიმ და ერთიანად ატყდა ხარხარი ბედნიერებით განათებულ ოთახში... - სხვათაშორის ეს შენი მდივანი ძალიან ლამაზი, სექსუალური და მიმზედველი გოგოა , ხოდააა კარგი ბიჭი უნდა გავაცნო - გულზე ხელები გადაიჯვარედინა სოფომ და ლელას გახედა..
- ვერ გამოგივა ეგ საქმე - უმალ დაასწრო პასუხის გაცემა დანიელმა ლელას და გაუღიმა.
- რატომ ვითომ? ვინ დამიშლის, მაშინვე შეტევაზე გადავიდა სოფო, შენ ამას მე ვერ ამიკრძალავ სიძევ.
- აგიკრძალავ და მერედა როგორ - წარბი ზემოთ აზიდა და თვალებში ჩააშტერდა ფეხზე მდგარ გოგონას.
- ვერ გავიგე, ეს რას ნიშნავს, არ გინდა რომ შენი მდივანი ბედნიერი იყოს? თუ ეჭვიანობ ?- უადგილოდ დასმულმა კითხვამ ერთიანად ამჭრა და სოფოს მკვლელი მზერა ვესროლე.
- რას ამბობ, საეჭვიანო რა არის, ლელა ჩემთვის დასავითაა. უბრალოდ მეც მანდ ვარ, მინდა რომ ჩემი იდეალური დამხმარე ბედნიერი იყოს, ამიტომ ლელას მე თავად უკვე ვუპოვე იდალური მეორე ნახევარი..
- ბატონო დანიელ, რას ამბობთ. უკვე სირცხვილისაგან ცეცხლი მიკიდია - თვალები აარიდა და საკუთარ ფეხებს დააშტერდა.
- დავიჯერო ახლა შენი კანდიდატურა ჩემსას ჯობია? - ამაოდ არ ცხრებოდა სოფიო და ქმრის ჯაჯგურს ყურადღებას არ აქცევდა.
- დარწმუნებული ვარ - არც დანიელი რჩებოდა ვალში და ვიცოდი მალე მძიმე არტილერია დამჭირდებოდა მათ გასაშველებლად. - მოდით ასე ვიტყვი - ბოლოს ისევ დანიელმა აიღო სადავეები ხელში, ცალი ხელი მხარზე შემომხვია , მეორე ლევანს მოსდო და გაიღიმა.. ჩემი კანდიდატურა ეს ბიჭია, ყველანაირად იდეალური, ჩემი ძმა, ჩემი მარჯვენა ხელი, ჩემი სული და გული.
- დანიელ ვსიო, გეყოფა, რა დალიე ასეთი - მუჯლუგუნი გაჰკრა ძმაკაცს და დარცხვენილმა გახედა ლელას.- არაა საჭირო ყველაფერი გადმოალაგო..
- არაფერი დამილევია, წვეთიც კი არ დამილევია ლევან. იმისთვის რომ ბედნიერი ვიყო უნდა დავლიო?უბრალოდ კარგად ვარ და სულ ესააა.
- მიხარია ხო იცი, შენი ბედნიერება ძმაო, მაგრამ ჩემს ჯერ არ შემდგარ ურთიერთობას ძირშივე ნუ დაანგრევ რა - ჩუმად გადაულაპარაკა ძმაკაცს და ფეხზე ხელი მაგრად დაჰკრა..
ყოფილხართ ბედნიერებისაგან გაბრუებული? გიგრძვიათ რა არის როდესაც კი არ დადიხარ დაფრინავ. როცა არც შიმშილს განიცდი და არც წყურვილს.. როცა მხოლოდ მისი შეხებით ხარ ბედნიერი.
გყვარებიათ ისე რომ მისი სიახლოვის გარდა არაფერი გდომებიათ? მხოლოდ მის გვერდით ყოფნა და მისი თვალების სიღრმეში ჩაძირვა. ეს ყველაზე ლამაზი და ნამდვილი სიყვარულია, როდესაც მცირედიც კი გყოფნის.
აქამდე უფერო ცხოვრება ერთიანად იცვლის ფერს, სიყვარულის ფრინველები იწყებენ შენს გარშემო ჭიკჭიკს და სულში ფორიაქს დაუსაბამო ფიქრამდე მიყავხარ. ასეთ ბედნიერება და სიყვარული ღვთის საჩუქარია, ასეთი მოულოდნელი და თავს დატეხილი ემოციები ხშირად არ ათამამებს ადამიანებს..
ასეთი სიყვარულიც მხოლოდ ზღაპრებშია..
სასმლისგან გაბრუებული მივყვებოდი დანიელს გვერდით. ძლიერად მქონდა ხელი შემოხვეული წელზე, მისი დაკარგვის შეგრძნება ჯერ კიდევ არ მქონდა გასული.
- გინდა მაგარი ყავა? - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა..
- არა, არ მინდა, გგონია რომ ასეთი ნასვამი ვარ?
- ნასვამი კი არა მთვრალი ხარ მართა, გაბრაზება შეეპარა ხმაში მაგრამ ეცადა არ შემჩნეოდა. ვერ ვიტან როცა ასე სვამ, არაფრის გამო ამდენს სვამ და მერე ამ მდგომარეობაში ზიხარ.
- რა მდგომარეობაში მაინც?
- გამოშტერებული და კონტროლდაკარგული - საკმარისია თუ დავამატო?
- რა უხეში ხარ ღმერთო ჩემო, ალმაცერად გავხედე და ფეხზე წამოვდექი, - წავალ დავწვები - წონასწორობის შენარჩუნებას შევეცადე და კედელს მაგრად მივაჭირე ხელი..
- ასჯერ გითხარი, ამდენს ნუ სვამ- თქო, მოგწონს ასე ეს საქციელი? - პატარა ბავშვივით დამტუქსა დანიელმა, და წელზე მაგრად შემომხვია ხელი.
- რა საჭიროა ეს ძალადობა, მე ამისი წინააღმდეგი ვარ - გაუაზრებლად ვბუტბუტებდი და სახეზე მოფენილ ღიმილს ძლივს ვიკავებდი..
- არ მეცინება სხვათაშორის, წამოდი ცივი წლით დავიბანოთ სახე, მერე წამოწექი და გადაგივლის.
- არაფერი მჭირს გადასავლები ვაიმე დანიელ - დავლიე ხო არ ვკვდები.- ბედნიერი ვარ და დავლიე, ასე გამოვხატე რატომ შემაწუხე.. არც ისეთი მთვრალი ვარ რომ ვერ ვხვდებოდე რას ვაკეთებ და რა მინდა - ხელი გავაშვებინე და სააბაზანოში შევედი. იქიდან გამოსულს დანიელი საძინებელში დამხვდა ცივი წყლის მოზრდილი ჭიქით ხელში.
- უკეთ ხარ?
- გადასარევად, ამაზე კარგად არ ვყოფილვარ - მისკენ წავედი და მკერდზე დავადე თავი - რა ლამაზია ცხოვრება როცა გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს და გიყვარს. ძალიან მიყვარხარ მართლა .
- მეც ძალიან მიყვარხარ, მინდა ეს ღამე დაუვიწყარი იყოს - ხავერდოვანი ხმით მიჩურჩულა ყურთან და გამიღიმა.
ერთიანად დამიარა ტანში სურვილის ტალღამ, ხელები კისერზე შემოვხვიე და ფეხის წვერებზე ავიწიე. ნელა შევეხე მის ტუჩებს და მისი ბაგეებიდან წამოსული ცხელი ჰაერი უხვად მომეფინა სახეზე... ძლიერი ხელი ნელა დამისვა ზურგზე და მეორე თმაში შემიცურა, ოდნავ მომქაჩა და განზე გამწია. რამოდენიმე წამს გაშტერებული დამყურებდა და ვხვდებოდი ახლა მასში ერთიანად იფეთქებდა ვნება. ცერა თითი ტუჩებიდან მკერდის მიმართულებით დამისვა და ჩემი გაასმაგებული სუნთქვის დანახვაზე მოწყურებულმა დამიწყო კოცნა.. მაქსიმალური სიმყარის საძებნელად, ნელა დავიხიე უკან და კედელს ზურგით მივეჯახე. ტკივილისა და სიამოვნებისაგან ერთიანად აღმომხდა აქამდე მთელს სხეულში დაგუბებული კვნესა და თვალები დავხუჭე..
ვგრძნობდი მისი თბილი ხელები ჩემი მაისურის ქვეშ, როგორ ცდილობდნენ გზის გაკვალვას. სასმლის და სურვილისაგან გაბრუებულმა ერთი გავიბრძოლე რომ კონტროლი მთლიანად არ დამეკარგა და ბოლომდე არ ჩავძირულიყავი მის სიყვარულში. გონების ერთი ნაწილი ჯერ კიდევ ახერხებდა საღად აზროვნებას და ჩემს გამოფხიზლებას ლამობდა, მაგრამ არც სხეულს და არც ტვინის მეორე ნაწილს ამისი სურვილი არ გააჩნდა.. ფრთხილად მომაშორა ზედმეტი ტანსაცმელი სხეულიდან და საწოლზე გადამაწვინა, ჟინმორეული დამყურებდა და ცდილობდა სხეულის სათითაო ნაკვთი დაეკოცა..
წინააღმდეგობის გაწევას არც ვლამობდი, ამ წამს ყველაზე სუსტი ვიყავი. თითქოს მთელი ის ძალა და ენერგია რომელიც აქამდე მქონდა დანიელის ხელებში იღვრებოდა და ვრჩებოდი მხოლოდ ქალი სიტყვა „ძლიერის“ გარეშე. ქალი რომელსაც უბრალოდ სიყვარული და ზრუნვა უნდოდა, მოფერება და ალერსი სურდა საყვარელი მამაკაცისაგან. ქალი რომელიც მზად იყო ყველაფერი მიეცა და სანაცვლოდ არაფერი მოეთხოვა..
პირველად მიყვარდა ასე ძალიან. მიყვარდა მისი სხეულის სათითაო ნაკვთი, მისი ცხელი, გახშირებული სუნთქვა და გაასმაგებული გულისძგერა..
სიამოვნებისაგან და ღელვისაგან გაბრუებულმა დავუსვი ხელები ზურგზე და ვიგრძენი როგორ ესიამოვნება ჩემი ეს ოდნავ გათამამებული საქციელი, სახეზე ერთიანად მოეფინა ღიმილი და დარცხვენილმა ჩავმალე სახე მის კისერში...
- დილა მშვიდობისა მძინარა - ხავერდოვანი ხმით მითხრა და შიშველ სხეულზე საბანი გადამაფარა.
- უკვე გათენდა? - გაოცებულმა ვკითხე და ხელები საწოლზე დავურტყი , იმის ნიშნად რომ დაწოლილიყო...
- გათენდა კი არა შეუადღეა უვე, თორმეტი საათია - სიცილით მითხრა და მკერდზე მიმიკრა..
- ვაიმე ამდენი არასოდეს მძინებია...
- ნუ ახლა რა გასაკვირია, ემოციებმა თავისი გააკეთა - ყურთან მიჩურჩულა და თბილი ხელის შეხება ვიგრძენი მუცელზე..
- ახლა არა რა - შეშინებული შევკრთი და ფეხები საწოლიდან გადავწიე..
- დამშვიდდი. არც არაფერს ვაპირებდი , არაა საჭირო ასე გაქცევა მართა. ჩვენ ხო უცხოები არ ვართ .
- მაპატიე - დანაშაულის გრძნობამ მძლია და მალულად გავხედე..
- საპატიებელი არაფერია, მიდი, ვანაში ყველაფერია შენთვის. უცებ მოემზადე და ყავა დავლიოთ..
- ოცი წუთი მომეცი და მზად ვიქნები - ღიმილით ვუთხარი, საწოლის ბოლოში დადებული მისი პერანგი შემოვიცვი შიშველ სხეულზე და სააბაზანოს კარი აფორიაქებულმა მივიხურე ზურგს უკან..
**

თოთხმეტი წლის იყო პირველად რომ მოისმინა მამის სიტყვები...
ახლაც ისე მჭახედ ესმოდა როგორც მაშინ.. გონებას ისევე ღრმად ჰქონდა ჩამახსოვრებული.. მას მერე ცდილობდა ამ ყველაფრის დავიწყებას მაგრამ ვერ შეძლო. არა იმიტომ რომ ბოღმას ატარებდა უბრალოდ იმიტომ რომ ძალიან ეტკინა...
ერთი შეხედვით დანიელი ნიკოლოზისთვის სამაგალითო და ყველაზე გამორჩეული შვილი იყო. ყველა ასე საუბრობდა, ყველამ ასე იცოდა.. მაგრამ არავინ იცოდა სიმართლე, რომელიც ამდენი წელიწადი სტანჯავდა დანიელს და დედამისს. არავინ იცოდა იმ კავშირის შესახებ რომელიც მათ შორის თან არსებობდა და თან არ არსებობდა..
კედელს მიყუდებული უსმენდა მამის სიტყვებს, და მაშინ ასე კარგად ვერ იაზრებდა ამ ყველაფერს. ვერ იაზრებდა რას ნიშნავდა, რომ მისგან არასოდეს დადგებოდა ნამდვილი კაცი, რომ მამას საერთოდ არ ჰგავდა, რომ ის ყველაზე სუსტი და უსუსური იყო და ასეთივე დარჩებოდა.. ვერ ხვდებოდა რატომ ამბობდა საკუთარი მამა ამას, ვერ იაზრებდა რომ მაშინაც კი მას მოწილედ თვლიდა..
თავიდანვე არ მოსწონდა ნიკოლოზს შვილის წინ დგომა..
პირველობის დაკარგვას მიჩვეული არ იყო.. მაგრამ ცხოვრების მწარე კიბეებმა არ დაინდო არც ის. ბოლო საფეხურიდან პირველზე დაეცა, დასახმარებლად გაწვდილი ხელი კი სიმამრის აღმოჩნდა, მხოლოდ მას შეეძლო მისი ფეხზე წამოდგომა, მის გვერდში დგომა. მასზე ზრუნვა და წინ წაწევა.
დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია ბატონ გიორგის ისე მარტივად წამოაყენა სიძე ფეხზე, თუმცა მთავარი ის იყო რომ , ყველაფერი რასაც ნიკო აკეთებდა სიმამრის დახმარებით ყველაფერი მხოლოდ დანიელის უნდა ყოფილიყო...
ეს კი მთავარი მიზეზი იყო იმისათვის რომ ნიკოლოზს შვილის მიმართ შური და ბოღმა ჩაედო გულში... არ უნდოდა ცხოვრებაში მოწილე ჰყოლოდა, არც ცოლში და არც ბიზნესში..
იცოდა რომ ეს ყველაზე მძიმე გადასატანი იქნებოდა მისთვის. ჯერ კიდევ ოცდაერთი წლის ასაკში როდესაც მამა გახდა, როდესაც პირველად შეიგრძნო შვილის სითბო, მაინც ჩაიდო გულში მიზნად რომ აუცილებლად დაეპატრონებოდა სიმამრის მთელ ქონებას. მიუხედავად იმისა რომ ქართველ კაცს ვაჟის დაბადება მუდამ ეზეიმება, მისთვის არ ყოფილა საზეიმო მიზეზი, მასში შვილს კი არა მოწილეს ხედავდა..
იზრდებოდა დანიელი და მიუხედავად იმისა რომ ოჯახს სხვა შვილებიც ემატებოდნენ , თითქოს ის ყველაზე გამორჩეულ ბავშვად რჩებოდა მაინც.. საოცრად თბილი და სიყვარულით გაჟღენთილი დანიელი თვალსა და ხელს შუა შეცვალა მამის სიტყვებმა..
მთელი ბავშობა ცდილობდა ამაზე არ ეფიქრა, გული არ გაებოროტებინა, მარამ ტკივილს ვერ შველოდა. გამოსავალი მარტივად იპოვა, შეწყვიტა სითბოს გამომჟღავნება, ჩამოშორდა და-ძმას. გაქცევა დაიწყო საკუთარი მშობლებისაგან, განსაკუთრებით მამისგან. მხოლოდ დედას გაანდო ისიც ბავშურად რომ ყველაფერი მოისმა. მაშინ ყველაფერი მძაფრად არ ეჩვენებოდა რუსუდანს, თუმცა წლები გადიოდა და დანიელი უარესად იკეტებოდა.. მერე გაიზარდა, მერე ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, მამის ავად გახდომის მერე, როცა ნიკოლოზი იძულებული გახდა ყველა სადავე შვილისთვის ჩაედო ხელში , მისთვის გადაელოცა ის ყველაფერი რაც ისედაც მისი იყო... რაც ისედაც მას დაუტოვა პაპამ და მისი ფლობელი მხოლოდ დანიელი იყო..
მიუხედავად ამისა არასოდეს გაუსვამს ხაზი თავისი ცხოვრების ამ წარმატებული ნაბიჯისათვის. იცოდა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ თავისი მოპოვებული არ იყო. წვლილი მამას და პაპასაც დიდი ჰქონდა... მერე ყველაფერი სხვანაირად გადააკეთა, კომპანიას პატარა კომპანია მიუმატა, ახალი იდეებით შეავსო და სხვა ფერი მისცა...
ყველას და ყველაფერს აძლევდა ფერს დანიელი გარდა საკუთარი გულისა..
ქალების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა, წარმატებული, ჭკვიანი და ამავდროულად საოცრად ქარიზმატული ლიქოკელი. მაგრამ მისი გულის გაღებას და მის გულში ფეხის მოკიდებას ვერავინ ახერხებდა...
იცოდა რომ ოდესმე თუ ვინმე შეუყვარდებოდა ის აუცილებლად ნათელი და წმინდა ქალი იქნებოდა. ადამიანი რომელიც არ ითამაშებდა. ადამიანი რომელიც მის ფულს და ქონებას, მის სახელს არ დახარბდებოდა.. იცოდა მაგრამ ასეთი ქალი არსად არ ჩანდა..
მერე ერთ დღეს ერთიანად იფეთქა მის გულში საოცრამა გრძნობამ. მსოფლიოს კატაკლიზმების ერთიანად თავს დატყდომას ჰგავდა დანიელის ემოციები.. უყურებდა ამ პატარა გოგოს და არ იცოდა ეს რა გრძნობა იყო, უყვარდა თუ სძულდა. უყვარდა საოცრად უყვარდა და სძულდა იმიტომ რომ ასე ძალიან უყვარდა. ეშინოდა რომ ისევ ატკენდნენ, ეშინოდა რომ ეს სიყვარული ბედნიერებას ვერ მოუტანდა.. ეშინოდა რომ ისევ ბავშობაში დააბრუნებდა ეს განცდა და მიწაზე ისე ძალიან დასცემდა რომ ამჯერად ფეხზე წამოდგომას ვერ შეძლებდა.. ეშინოდა რომ ეს ის სიყვარული იყო რომელიც თავს დააკარგვინებდა
ასეც გამოვიდა..
მართალი აღმოჩნდა.. ჯერ ცაში იფრინა, მერე მიწაზე დაეცა, ოღონდ ბედნიერებისაგან. სიყვარულისაგან... იმ ქალის სიყვარულისაგან რომელიც მისთვის საოცრად სათუთი და ნაზი იყო.. ასეთები იშვიათად იბადებოდნენ, ასეთები უფლის საჩუქრები იყვნენ.
არც კი ახსოვდა ბოლოს როდის იტირა, როდის დაუსველა მლაშე სითხემ თვალები. როდის იგრძნო ბოლოს თავი პატარა ბავშვად.
იმდენად ჩაიკლა სხეულში საკუთარი ემოციები და განცდები , იმდენად გადასხვაფერდა..
იმდენად მიეჩვია ყველა ტკივილის და დარდის მარტო გადატანას რომ ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ მის ცხოვრებაში იყო სხვა ადამიანი, რომელსაც უყვარდა ისეთი როგორიც იყო..
სწამდა და სჯეროდა მისი. მისგან ძლიერ მხარს და დაცვას ელოდა..

**
- შენთან ვიღაცა გოგონააა - გაოცებულმა შემომიხსნა კარები ნუცამ და ზურგს უკან მდგარი გოგონა და მასზე თავით მაღალი ბიჭი შემოუშვა..
- თქვენ? გაოცებულმა შევხედე და დაბნეულობისაგან ხელები გულზე გადავიჯვარედინე...
- მე მოვედი, თქვენ მართალი იყავით. ტყუილით ცხოვრების დაწყება არაა სწორი საქციელი.. იცით მე ყველაფერი ვუამბე, მამაკაცისკენ გააპარა მზერა და გაიღიმა..
- ანუ? ვერ მივხვდი, ბავშვის უკან წაყვანა გინდათ? - ცნობისმოყვარეობით სავსემ ვკითხე და სკამზე მივუთითე.
- დიახ - დაჯდა თუ არა მაშინვე მითხრა, მე ყველაფერი გავანდე. მან კი იცით გამიგო, მითხრა რომ მზადაა ჩემი შვილი მისიც გახდეს, ოჯახის წინააღმდეგ წავიდა, გვინდა რომ ჩვენი ბავშვი უკან წავიყვანოთ.
- სიმართლე გითხრათ, გელოდებოდით. თქვენ ისეთი თვალებით მიყურებდით როდესაც თქვენს შვილს ტოვებდით, მჯეროდა რომ მოხვიდოდით და ბავშვს უკან წაიყვანდით. ძალიან მინდოდა რომ ასე მომხდარიყო და ასეც მოხდა.
- მე ვერ შევძელი, აქედან რომ ავედი ძალიან ვინერვიულე, ჩემი პატარა ერთი თვე ხელიდან არ დამისვია, გულზე მყავდა მიკრული და აქედან გასულს ისე მომენატრა, მივხვდი რომ მის გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებდი.
- მჯერა. ვერ გეტყვით რომ ზუსტად ვიცი რასაც გრძნობთ ან გრძნობიდთ მაგრამ ძალიან მიხარია რომ ეს პატარა დედიკოსთან და მამიკოსთან ერთად გაიზრდება. რომ სითბო და სიყვარული ექნება . მჯერა რომ ძალიან გეყვარებათ ...
- დღეს ხომ წავიყვანთ? - აფორიაქებულმა მკითხა და ცრემლიანი მზერით შემომხედა..
- წაიყვანთ, უბრალოდ ცოტა ხანს დამელოდეთ საბუთებს მოვაგვარებთ და გაგატანთ თქვენს პატარას - აცახცახებულ ხელზე ნელა დავადე ხელი და გავუღიმე.. - ნუცა, მოდი დამეხმარე - კარში მდგარ დაქალს გავხედე და საბუთები გავუწოდე..
საათი უკვე ხუთს აჩვენებდა... ცხელი ყავა ფინჯნებში ჩამოვასხი , ერთი ნუცას გავუწოდე მეორე ხელებში მოვიქციე დინავზე ფეხები ავიკეცე... ხარბად მოვსვი ცხელი სითხე და ტუჩები გავილოკე... ვგრძნობდი რომ ოცნებებში წასულს ნუცას მზერა არ მშორდებოდა , მაგრამ მასთან საუბარს ახლა ოცნება მერჩივნა, რომელიც მინდოდა სისრულეში მალე მომეყვანა..
- ყელზე რა გჭირს? - ნუცას მოულოდნელმა კითხვამ ერთიანად დამაბნია და შოკში ჩამაგდო.. - აი ნახე აი აქ, ნელა ამიყოლა თითი ცენტრალურ ძარღვზე და ინტერესით გამომხედა..
- არაფერი არ მჭირს, რა უნდა მჭირდეს- მარტივი თავის მართლება დავიწყე და თმები გვერდზე გადმოვიწიე..
- მართა მორჩი! - ხმა გაიმკაცრა და თმა მაშინვე უკან გადამიწია- ყელზე რა გჭირს-თქო, ისეთ განცდა მაქვს რომ ვიღაცამ დაგკბინა, ან უბრალოდ შენი დახრჩობა უნდოდა..
- არ მომეშვები ხო?
- არა !- რა კარგია როცა დაქალს ასე კარგად იცნობ - თმაზე მომქაჩა და გვერდით მომიხოხდა...
- ჩემი დახრჩობა უნდოდათ ოღონდ კოცნით , როგორც დრაკულას - წარბები ნიშნიმოგებით ავწიე და გავიცინე..
- მართლა გეკითხები .
- მეც მართლა გეუბნები. დანიელის ნამოქმედარია , წუხანდელი ღამის შედეგია. მისი ანაბეჭდებია არა მარტო ყელზე..
- როგორ? - გაოცებულმა მკითხა და სახე თავისკენ შემატრიალებინა. - მოიცადე, წუხელ თქვენ, ანუ შენ და დანიელი, მასთან იწექი? - ისე მკითხა როგორც დედამ და თვალები გაუფართოვდა..
- რამე დავაშავე? - აღრენილი გავეპასუხე და გავხედე.. - საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის რომ ვინმესთან დავწვე, და მითუმეტეს თუ ეს კაცი მიყვარს..
- გაოცებული ვარ - შოკური მდგომარეობიდან გამოსვლას არ ცდილობდა და კვალდამჩნეული ყელიდან თვალს არ მაშორებდა.. - ვერ გავიგე მაგას შენი შეჭმა უნდოდა მართლა? - ეს რა არის რა.
- ნუცა მორჩი!- ეს თემა არ განიხილება, განა იმიტომ რომ ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია. უბრალოდ დღეს არა, ეს სინიაკები არ მაწუხებს , პირიქით , მსიამოვნებს, იმ ღამეს მახსენებს, იმ ვნებას და სიყვარულს..
- მანიაკი ხარ , კაცმა დაგალურჯა და გსიამოვნებს. მანიაკი ხარ ნამდვილი - მტკიცედ მითხრა და დივნიდან წამოდგა.. - ყველაფერს ვიფიქრებდი და შენ თუ ასეთი ვნებიანი იქნებოდი ამას ვერ წარმოვიდგენდი - ღიმილით გამეპასუხა და მალული მზერა გამოაპარააა. მჯერა სიყვარულის, ვნების მაგრამ...
- იცი რა არის როდესაც გიყვარს? განა უბრალოდ გიყვარს, მთელი მისი სხეული გინდა რომ შეიგრძნო, მარტო მისი ხავერდოვანი კანის შეხება არ გკმარა , უფრო და უფრო მეტი გინდა. მთელი ძალით ეკრობი ზედ, მისი სხეულიდან წამოსული სიმხურვალე ერთიანად გიკიდებს ცეცხლს და გრძნობ რომ ამ სიმხურვალესთან ერთად იწყებ დაწვას. მის სხეულზე განლაგებული სათითაო უჯრედის შეყვარება გინდა, გინდა რომ მისი ყველა მოძრაობა მარტო შენზე იყოს მომართული.. გინდა რომ სისხლში გაუჯდე და ვეღარასოდეს შეძლოს შენგან წასვლა... ეს რაღაცა სხვა განცდაა, ნუცა, სხვანაირი განცდაა, მასთან ყოფნა არ მკმარა, ყოველთვის ცოტაა როგორი ბევრიც არ უნდა იყოს. - ამღვრეული თვალბით გავხედე და გამომშრალ ტუჩებზე ენა გადავისვი.
- ხომ ვამბობ რომ მანიაკი ხარ - დაეჭვებულმა მითხრა და ფანჯრის რაფაზე შემოჯდა..
ჩემთვის კი სულ ერთი იყო, რას ფიქრობდა ახლა ნუცა და რას იფიქრება მერეც.
მხოლოდ ერთი რამ ვიცოდი, ეს კაცი მიყვარდა და მინდოდა , რაღაცა საოცარი ძალა მქაჩავდა მისკენ, მისგან თავის დაღწევის საშუალებას არ მაძლევდა..
**
მთვარის შუქით განათებულ ოთახში მკვეთრად მოჩანდა ორი სილუეტი. ერთმანეთს ისე ერწყმოდნენ, როგორც მიწის ქვეშ გადახლართული ხის ფესვები. ოთახში მკვეთრად ისმოდა სხეულიდან სიამოვნებისაგან წამოსული ხმები და გახშირებული სუნთქვა. ქალის ნაზ კვნესას მკვეთრად ცვლიდა მამაკაცის ყრუ ჩურული.
ფარდებს ნაზად აფრიალებდა შუაღამის სიო.
მთელი ძალით იკრავდა ფაიფურივით გოგოს მკერდზე და ეშინოდა რომ ხელებში ჩაეფშვნებოდა. შიშობდა რაიმე არ ეტკინა მისთვის..
მთვარის მკვეთრი შუქი შიშვეულ სხეულზე ეცემოდა და მათ სიყვარულს კიდევ უფრო ლამაზს და მიუწვდომელს ხდიდა. სხეულის სათითაო ნაკვთის შეგრძნება უნდოდა დანიელს, ნაზად უსვამდა თლილ თითებს მკლავებზე და მოურიდებლად აპარებდა თეძოებისკენ. ცხელი ხელის გულების შეხებაზე დამფრთხალი კრთებოდა მართა და გული გამალებით უწყებდა ძგერას.
ოფლით დანამულ ზურგზე ნელა დაუსვა თითები და აუხსნელმა სიამოვნებამ დაუარა სხეულში. ეს დაცვარული სხეული მათი სიამოვნებისაგან იყო ასეთი, მათი სიახლოვით და სიყვარულით იწვოდა. მთელი ძალით აეკრო მამაკაცს მკერდზე და ვნებიანი მზერით ჩახედა თვალებში.
ხანდახან აშინებდა დანიელის მზერა. ხანდახან კრთება მისი თვალების უკიდეგანო სიღრმით. ვერ ხვდებოდა ბოლომდე რას გრძნობდა, რა უნდოდა მისგან.. ეშინოდა რომ ეს ცეცხლი რომელიც ჰქონდა გაუკრთებოდა, რომ ბოლომდე ვერ მოახერხებდა ამის შენარჩუნებას.
წამიერად მოშორდა და საწოლზე წამოჯდა. პატარა ბავშვივით მოკეცა ფეხები და ხელები შემოხვია.
- მოხდა რამე?- გაოცება ვერ დამალა დანიელმა და ვნებიანი კოცნა ვიგრძენი მხარზე.
- არაფერი, უბრალოდ ჰაერზე გავალ - თავის დაძვრენა ამაოდ ვცადე..
- გგონია ასე ცუდად გიცნობ, რომ ასე მომატყუო? რა გაწუხებს
- მეშინია - რომ რაღაცა ისევ მოხდება და ისევ მოგვიწევს დაშორება - ლამის ჩურჩულით ვუთხარი და მის ხარხარზე წამიერად შევკრთი
- რამე რომ არ მოხდეს ძალიან გამიკვირდება გეფიცები. უკვე მივეჩვიე რომ ყველა წინააღმდეგაა . პირიქით ყოველ დილით როცა თვალს ვახელ და სიმშვიდეა , გაოცებული ვრჩები რომ არაფერი ხდება - სიცილით მითხრა და საწოლზე გადამაწვინა .- მაგრამ იცი რა? - არ ვიცი ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს რაც ახლა მოხდება - ხავერდოვანი ხმით მითხრა და ცხვირზე მაკოცა..
- დანიელ კარგი რაა. მე მართლა ვამბობ
- მეც მართლა ვამბობ გეფიცები - სრული სერიოზულიბით მითხრა და მისი ხელები წამიერად ვიგრძენი ფეხზე..
გულაღმა ვიწექი და წვიმისაგან დაბურულ ცას შევყურებდი, საათი ჯერ მხოლოდ რვას აჩვენებდა, წესით ამ დროს უკვე გათენებული უნდა ყოფლიყო , მაგრამ საშინელი ამინდის გამო ცას ნისლისფერი ქუდი ეხურა და სულაც არ ლამობდა გამოდარებას.
ბავშობაში, ძალიან მიყვარდა ღრუბლების ყურებდა. ხშირად როცა ბებოს ქალაქიდან გავყავდი, მდელოზე ვწვებოდი ხელებს და ფეხებს განზე ვშლიდი , ვარსკვლავის ფორმას ვირებდი და ვცდილობდი ღრუბლები რაიმე ცხოველისთვის მიმემსგავსებინა.. ღრუბლების ყურებისას ოცნება ყველაზე სუფთა და ნაზი იყო მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე.. იმდენად მიყვარდა მათთან საუბარი, ერთი პერიოდი ბებიაჩემი დამემუქრა ფსიქიატრთან წაგიყვანო.. მერე გადავეჩვიე, მაიძლეს რომ გადავჩვეოდი ღრუბლებს, მათ სინაზეს, მათ სისადავეს..
ახლა კი ისევ შევყურებდი ცაზე ერთმანეთზე ჯაჭვურად გადაბმულ ღრუბლებს და ისინი აღარ იყვნენ ისეთი ლამაზები როგორც ჩემს ბავშობაში . ვერ ვხვდებოდი მე გავიზარდე თუ ღრუბლებმა იცვალა ფერი... მე შევცვალე ჩემი ცხოვრება თუ ესეც მაიძულეს.
გვერდით მწოლიარე დანიელს გადავხედე და სახეზე ღიმილი მომედო. პატარა ბავშვივით უშფოთველად ეძინა. ერთი ხელი ჩემზე ჰქონდა გადმოდებული მეორეთი კი ბალიშს ეხუტებოდა...
წამიერად შემშურდა იმ ბალიშის, რომ ის უფრო მეტ სითბოს იღებდა ახლა მისგან ვიდრე მე...
ფრთხილად გამოვძვერი საბნიდან. ხალათის ქამარი მაგრად გავიკვანძე და უზარმაზარი ფანჯრების წინ დავდექი..
არასოდეს მომწონდა ეს დიდი და ცივი მინები. რაღაცნაირად დაუცველად ვგრძნობდი თავს მათ უკან. ყველას თვალი, ყველას მზერა სწვდებოდა იმას, რაც გინდოდა რომ ყველასაგან დამალული ყოფილიყო....
ხელები გულზე გადავიჯვარედინე და გულიანად დავიფრუტუნე. გაშტერებული მზერით ვუყურებდი ცას, რომ მოუოდნელად ცაზე გველივით დაიკლაკნა ელვა და მჭახედ გაისმა ქუხილის ხმა. შეშინებულმა შევკივლე და ხელები პირზე ავიფარე.
- მაპატიეე , უბრალოდ შემეშინდა - აცრემლებული თვალელბით შევხედე დანიელს, რომელიც ჩემმა კივილმა გააღვიძა და მისკენ წავედი..
- რატომ ადექი ასე ადრე, მოდი - საბნის გვერდი ამიწია და მასთან შევწექი..
- ვეღარ დავიძინე..
- რატომ ბაჭია? - სიცილით მითხრა და თავზე მაკოცა.
- ბაჭიაა?? - კითხვაზე კითხვით ვუპასუხე და გულიანად გადავიკისკისე.- ასე არასოდეს არავის დაუძახია ჩემთვის. ბაჭია, რაღაცა ახალიაა .
- ხოდა შენ იქნები დღეიდან, ჩემი პატარა, საყვარელი და ფუმფულა ბაჭია - თავზე მაკოცა და ხელები მაგრად შემომხვია...
მის სითბოში ერთიანად მოვდუნდი.. საკუთარ თავს ვერ ვგრძნობდი რას მიკეთებდა ამ კაცის გვერდით ყოფნა , უბრალოდ ვერ ვხსნიდი, ამისი სურვილიც არ მქონდა. მინდოდა ბოლომდე ვყოფილიყავი მასთან შერწყმული. მხოლოდ ის მინდოდა რომ ყველანაირად შემეგრძნო ეს ადამიანი ...
„რვა წლის იყო პირველად რომ ნახა. ახლაც ისევე მკაფიოდ ახსოვდა მაშინ ნანახი სიზმარი.. ზღვის სანაპირო ზოლზე სწრაფად მირბოდა დანიელი. მზის მწვავე სხივები მოლიცლიცე ტალღებზე ირეკლებოდა და მხედველობას უჭირდა... მაგრამ რაღაცა საოცარ სიამოვნებას გრძნობდა წყალში ჭყაპუნით.. წინ ის მირბოდა, მირბოდა ისე ძალიან და ისეთი ძალით რომ ვერაფრით ახერხებდა დაწეოდა.. ქარი ურცხვად უწეწავდა მხრებზე დაყრილ შავ ნაწნავებს და ყვავილებიან კაბას უფრიალებდა.. ხელებს უწვდიდა მაგრამ ვერ სწვდდებოდა.. „დამეწიე, მიდი დამეწიე“ ნოზის ხმა მკვეთრად ჩაესმოდა დანიელს, მაგრამ გოგონა მასზე ბევრად სწრაფი იყო... „
- რომელი საათია? - მოულოდნელად შეკრთა, ჩურჩულით მკითხა და ჩემი პასუხის მოლოდინში გაიტრუნა.
- ცხრა დაიწყო - ჩუმად დავუბრუნე პასუხი და ხელები მაგრად შემოვხვიე..
- შანსი არაა, ცხრაზე თათბირი მაქვს, დამაგვიანდა - საკუთარ თავზე გაბრაზებულმა მითხრა და სააბაზანოსკენ სირბილით წავიდა.
ჩაიდანი დენში შევაერთე და ყავისფერი მარცვლები ჭიქაში ჩავყარე.. ნახევარ საათში ჩემს წინ სულ სხვანაირი დანიელი იჯდა. იმ დანიელისაგან რომელიც ლოგინში იწვა და უშფოთველად ეძინა, აღარაფერი იყო დარჩენილი. ახლა ისევ , ბრგე და შეუვალი ლიქოკელი იყო, ისეთი, ზუსტად ისეთი პირველად რომ ვნახე..



№1 სტუმარი pHqghUme

response.write(9023297*9320911)

Http://bxss.me/t/fit.txt

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent